ღმერთი სრულყოფს მათ, ვინც მის განზრახვებს შეესაბამება

ამჟამად ღმერთს სურს მოიპოვოს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც შედგება მათგან, ვინც მაქსიმუმს აკეთებს მასთან თანამშრომლობისთვის, ვისაც შეუძლია დაემორჩილოს მის სამუშაოს, ვისაც სწამს, რომ ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები ჭეშმარიტებაა და ვისაც შეუძლია ღვთის მოთხოვნების პრაქტიკაში განხორციელება; ესენი არიან ისინი, ვისაც გულებში ჭეშმარიტი გაგება აქვთ, სწორედ ისინი არიან, ვინც შეიძლება სრულყოფილ იქნენ და ისინი აუცილებლად შეძლებენ სრულყოფის გზით სიარულს. მათ, ვისი სრულყოფაც შეუძლებელია, არ გააჩნიათ ღვთის სამუშაოს ნათელი გაგება, არ ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, ყურადღებას არ აქცევენ მის სიტყვებს და არ გააჩნიათ ღვთისადმი მოყვარული გული. ისინი, ვისაც ეჭვი ეპარებათ განკაცებულ ღმერთში, ყოველთვის გაურკვევლობაში არიან მის მიმართ, ვინც არასოდეს ეკიდება მის სიტყვებს სერიოზულად და ყოველთვის ცდილობს მის მოტყუებას, არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღმერთს და სატანისანი არიან; ასეთი ადამიანების სრულყოფა შეუძლებელია.

თუ გსურს სრულყოფილი გახდე, მაშინ, პირველ რიგში, უნდა ჰპოვო კეთილგანწყობა ღმერთის თვალში, რადგან ის სრულყოფს მათ, ვისაც კეთილგანწყობით უყურებს და ვინც მის განზრახვებს შეესაბამება. თუ გსურს ღმერთის განზრახვებს შეესაბამებოდე, მაშინ უნდა გქონდეს გული, რომელიც მის საქმეს ემორჩილება და მაქსიმუმი უნდა გააკეთო ჭეშმარიტების მისაღწევად და ყველაფერში მიიღო ღმერთის გამოკვლევა. განვლო თუ არა ყველაფერმა, რასაც შენ აკეთებ, ღმერთის გამოკვლევა? სწორია შენი განზრახვა? თუ შენი განზრახვა სწორია, მაშინ ღმერთი მოგიწონებს; ხოლო თუ შენი განზრახვა მცდარია, ეს აჩვენებს, რომ ის, რაც შენს გულს უყვარს, ღმერთი კი არა, ხორცი და სატანაა. ამიტომ, შენ უნდა გამოიყენო ლოცვა, როგორც გზა, რათა ყველაფერში მიიღო ღმერთის გამოკვლევა. როდესაც ლოცულობ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად შენ წინ არ ვდგავარ, სულიწმინდა შენთან არის და შენ ლოცულობ როგორც ჩემთან, ასევე ღვთის სულთან. რატომ გწამს შენ ამ ხორცის? შენ გწამს, რადგან მასში არის ღვთის სული. თუ დაიჯერებდი ამ ადამიანს, მასში ღვთის სული რომ არ ყოფილიყო? როდესაც შენ ამ პიროვნების გწამს, შენ გწამს ღვთის სულისა. თუკი ამ პიროვნების გეშინია, ეს ნიშნავს, რომ ღვთის სულის გეშინია. ღვთის სულისადმი რწმენა არის ამ ადამიანისადმი რწმენა, ხოლო ამ ადამიანისადმი რწმენა ასევე არის ღვთის სულისადმი რწმენა. როდესაც ლოცულობ, გრძნობ, რომ ღვთის სული შენთან არის და რომ ღმერთი შენ წინაშეა, ამიტომ შენ მისი სულისადმი ლოცულობ. დღეს ადამიანთა უმეტესობასეშინია თავისი საქმეების ღმერთის წინაშე მიტანის; თუმცა შენ შეგიძლია მოატყუო მისი ხორცი, მაგრამ ვერასოდეს მოატყუებ მის სულს. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ღვთის გამჭრიახ მზერას ვერ უძლებს, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და გვერდზე უნდა იქნას გადადებული; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ღვთის შეურაცხყოფაა. ასე რომ, როდესაც ლოცულობ, ესაუბრები და თანაზიარებ შენს და-ძმებთან, ან ასრულებ შენს მოვალეობას და საქმეებს აკეთებ, შენი გული ღვთის წინაშე უნდა გადაშალო. როდესაც ასრულებ შენს ფუნქციას, ღმერთი შენთან არის, ხოლო სანამ შენი განზრახვა სწორია და ღმერთის სახლის საქმეს ემსახურება, ის მიიღებს ყველაფერს, რასაც აკეთებ; გულწრფელად უნდა შეასრულოშენი ფუნქცია შესრულებას. როცა ლოცულობ, ღვთისმოყვარე გული უნდა გქონდეს და ღვთის მზრუნველობა, მფარველობა და მეთვალყურეობა ეძიო. თუ სწორედ ასეთი განზრახვები გაქვს, მაშინ შენი ლოცვები შედეგიანი იქნება. მაგალითად, როდესაც შეკრებებზე ლოცულობ, თუ გულს გადაუშლი ღმერთს, ისე ილოცებ და იმას ეტყვი, რაც გულში გაქვს, ყოველგვარი სიცრუის გარეშე, მაშინ შენი ლოცვა ნამდვილად შედეგიანი იქნება. თუ გაქვთ ღვთისმოყვარე და წრფელი გული, მაშინ დადეთ ღვთის წინაშე ფიცი: ღმერთო, რომელიც ხარ ცათა შინა, ქვეყანასა ზედა და ყოველთა შორის, გეფიცები: დაე, შენმა სულმა გამოსცადოს ყოველი ჩემი ნაბიჯი, მფარველობდეს და ზრუნავდეს ჩემზე ყოველთვის, რომ ყოველივე, რასაც ვაკეთებ, იყოს მტკიცე შენ წინაშე. თუ ჩემმა გულმა ოდესმე შეწყვიტოს შენი სიყვარული ან გიღალატოს, მაშინ გამკიცხე და დამწყევლე. ნუ შემინდობ ნურც ამ ცხოვრებაში და ნურც მომავალ სოფელში!“ ბედავ ასეთი ფიცის დადებას? თუ ვერ ბედავ, ეს აჩვენებს, რომ მხდალი ხარ და კვლავ საკუთარი თავი გიყვარს. გაქვთ ეს სიმტკიცე? თუ ეს მართლაც თქვენი სიმტკიცეა, მაშინ უნდა დადოთ ეს ფიცი. თუ გაქვს სიმტკიცე და ასეთ ფიცს დადებ, მაშინ ღმერთი აღასრულებს შენს სიმტკიცეს. როდესაც შენ ღმერთს ფიცს აძლევ, მას ესმის. ღმერთი იმაზე დაყრდნობით განსაზღვრავს, ცოდვილი ხარ თუ მართალი, თუ როგორ ლოცულობ და როგორ იქცევი პრაქტიკაში. ახლა შენი სრულყოფის პროცესი მიმდინარეობს და თუ მართლა გაქვს სრულყოფის რწმენა, მაშინ ყველაფერს, რასაც აკეთებ, ღვთის წინაშე წარადგენ და მიიღებ მის შემოწმებას. თუ ჩაიდენ რაიმე აღმაშფოთებლად ურჩს ან თუ უღალატებ ღმერთს, მაშინ ის აღასრულებს შენს ფიცს; იმ მომენტში, წარიწყმიდები თუ გაიკიცხები, ეს შენივე ნამოქმედარი იქნება. შენ დადე ეს ფიცი, ამიტომ უნდა დაიცვა იგი. თუ შენ დადებ ფიცს, მაგრამ არ დაიცავ მას, წარწყმედილი იქნები. ვინაიდან ეს შენი ფიცი იყო, ღმერთი აღასრულებს შენს ფიცს. ზოგიერთებს ლოცვის შემდეგ ეშინიათ და ამბობენ: „ყველაფერი დასრულდა! გარყვნილების ჩემი შანსი გაქრა; ბოროტი საქმეების კეთების შანსი გაქრა; ჩემი ამქვეყნიური გულისთქმების დაკმაყოფილების შანსი გაქრა!“ ამ ადამიანებს კვლავ უყვართ წუთისოფელი და ცოდვა, და ისინი აუცილებლად წარიწყმიდებიან.

როგორც ღვთის მორწმუნემ, შენ უნდა შეგეძლოს შენი ყველა საქმისა და მოქმედების მის წინაშე წარდგენა და მისი შემოწმების მიღება. თუ ის, რასაც აკეთებ, შეიძლება წარდგეს ღვთის სულის წინაშე, მაგრამ არა ღვთის ხორცის წინაშე, ეს აჩვენებს, რომ არ მიგიღია მისი სულის შემოწმება. ვინ არის ღვთის სული? ვინ არის პიროვნება, რომელსაც ღმერთი მოწმობს? განა ისინი ერთი და იგივე არ არიან? უმეტესობა მათ ორ სხვადასხვა არსებად მიიჩნევს და სწამს, რომ ღვთის სული ღვთის სულია, ხოლო პიროვნება, რომელსაც ღმერთი მოწმობს, უბრალოდ ადამიანია. მაგრამ განა არ ცდები? ვისი სახელით მუშაობს ეს ადამიანი? მათ, ვინც არ იცნობს განხორციელებულ ღმერთს, არ გააჩნიათ სულიერი გაგება. ღვთის სული და მისი განხორციელებული ხორცი ერთი მთლიანობაა, რადგან ღვთის სული ხორცშია მატერიალიზებული. თუ ეს ადამიანი უგულოა შენ მიმართ, განა ღვთის სული იქნება კეთილი? განა არ ხარ დაბნეული? დღეს ყველას, ვისაც არ შეუძლია ღვთის შემოწმების მიღება, არ შეუძლია მისი მოწონების მოპოვება, ხოლო მათ, ვინც არ იცნობს განხორციელებულ ღმერთს, არ შეუძლიათ სრულყოფილნი გახდნენ. შეხედე ყოველივეს, რასაც აკეთებ, და ნახე, შესაძლებელია თუ არა მისი წარდგენა ღვთის წინაშე. თუ შენ არ შეგიძლია ყოველივე, რასაც აკეთებ, წარადგინო ღვთის წინაშე, ეს აჩვენებს, რომ ბოროტმოქმედი ხარ. განა შეიძლება ბოროტმოქმედები სრულყოფილნი გახდნენ? ყველაფერი, რასაც აკეთებ, ყოველი მოქმედება, ყოველი განზრახვა და ყოველი რეაქცია ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი — თქვენი ყოველდღიური სულიერი ცხოვრებიდან დაწყებული (ლოცვა, ღმერთთან დაახლოება, ღვთის სიტყვების ჭამა და სმა, და-ძმებთან ურთიერთობა და საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება), სხვებთან თანამშრომლობით შესრულებული შენი მსახურებით დამთავრებული — უნდა წარდგეს ღვთის წინაშე მისი შემოწმებისთვის. სწორედ ასეთი პრაქტიკა დაგეხმარება ცხოვრებაში ზრდის მიღწევაში. ღვთის შემოწმების მიღების პროცესი განწმენდის პროცესია. რაც უფრო მეტად შეძლებ ღვთის შემოწმების მიღებას, მით უფრო მეტად განიწმინდები და მით უფრო მეტად შეესაბამები ღვთის განზრახვებს, რათა არ ჩავარდე თავაშვებულობაში და შენმა გულმა შეძლოს მის წინაშე ცხოვრება. რაც უფრო მეტად იღებ მის შემოწმებას, მით უფრო დიდია სატანის დამცირება და შენი უნარი, აუჯანყდე ხორცს. ასე რომ, ღვთის შემოწმების მიღება არის პრაქტიკის გზა, რომელსაც ადამიანები უნდა გაჰყვნენ. რასაც არ უნდა აკეთებდე, და-ძმებთან თანაზიარების დროსაც კი, შენი საქმეები ღვთის წინაშე უნდა წარადგინო და მისი შემოწმება ეძიო და მიზანმიმართულად უნდა დაემორჩილო თავად ღმერთს. ეს შენს პრაქტიკას ბევრად უფრო ზუსტს გახდის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველივე შენს ნამოქმედარს ღვთის წინაშე წარადგენ და მიიღებ ღვთის შემოწმებას, შეძლებ გახდე ისეთი ადამიანი, რომელიც ღვთის წინაშე ცხოვრობს.

ვისაც ღვთის შესახებ გაგება არ აქვს, მას არასოდეს შეუძლია ღმერთს სრულიად დაემორჩილოს. ასეთი ადამიანები ურჩობის ძენი არიან. ისინი მეტისმეტად ამბიციურნი არიან და მათში მეტისმეტი ურჩობაა, ამიტომ ისინი ღმერთს შორდებიან და არ სურთ მისი შემოწმების მიღება. ასეთი ადამიანების სრულყოფა ადვილი არ არის. ზოგიერთი ადამიანი შერჩევითია ღვთის სიტყვების ჭამა-სმასა და მათ მიღებაში. ისინი ღვთის სიტყვებიდან მხოლოდ იმ ნაწილებს იღებენ, რომლებიც მათ წარმოდგენებს შეესაბამება, ხოლო იმათ უარყოფენ, რომლებიც არ შეესაბამება. განა ეს ღვთისადმი ყველაზე აშკარა ურჩობა და წინააღმდეგობა არ არის? თუ ადამიანს წლების განმავლობაში სწამს ღმერთის და მის შესახებ მცირედი გაგებაც კი არ აქვს, მაშინ ის ურწმუნოა. ისინი, ვინც მზად არიან მიიღონ ღვთის შემოწმება, არიან ისინი, ვინც მის გაგებას ესწრაფვიან და მზად არიან მიიღონ მისი სიტყვები. სწორედ ისინი მიიღებენ ღვთის სამკვიდრებელსა და კურთხევებს და ისინი ყველაზე კურთხეულნი არიან. ღმერთი წყევლის მათ, ვის გულშიც მისთვის ადგილი არ მოიძებნება; იგი გაკიცხავს და ტოვებს ასეთ ადამიანებს. თუ არ გიყვარს ღმერთი, ის მიგატოვებს და თუ არ მოისმენ იმას, რასაც ვამბობ, გპირდები, რომ ღვთის სული მიგატოვებს. სცადე, თუ არ გჯერა! დღეს მე პრაქტიკის გზას განგიმარტავ, მაგრამ გამოიყენებ თუ არა მას პრაქტიკაში, ეს შენზეა დამოკიდებული. თუ არ გწამს და ამას პრაქტიკაში არ განახორციელებ, თავადვე ნახავ, მოქმედებს თუ არა შენში სულიწმინდა! თუ ღვთის გაგებისკენ არ ისწრაფვი, მაშინ შენში სულიწმინდა არ იმოქმედებს. ღმერთი მოქმედებს მათში, ვინც ესწრაფვის და აფასებს მის სიტყვებს. რაც უფრო მეტად დააფასებ ღვთის სიტყვებს, მით უფრო მეტად იმოქმედებს მისი სული შენში. რაც უფრო მეტად აფასებს ადამიანი ღვთის სიტყვებს, მით მეტი შანსი ეძლევა მას, რომ ღმერთმა სრულყოს იგი. ღმერთი სრულყოფს მათ, ვისაც იგი ჭეშმარიტად უყვარს და სრულყოფს მათ, ვისი გულებიც მის წინაშე დადუმებულია. შენ უნდა გაუფრთხილდე ღვთის ყოველ საქმეს, გაუფრთხილდე ღვთის ნათლის მოფენას, გაუფრთხილდე ღვთის გარემოცვას, გაუფრთხილდე ღვთის მზრუნველობასა და მფარველობას, გაუფრთხილდე იმას, თუ როგორ იქცევა ღვთის სიტყვები შენს რეალობად და როგორ ასაზრდოებს შენს სიცოცხლეს — ეს ყველაზე მეტად შეესაბამება ღვთის განზრახვებს. თუ გაუფრთხილდები ღვთის საქმეს, ანუ თუ გაუფრთხილდები მთელ იმ საქმეს, რაც მან შენზე განახორციელა, მაშინ ის გაკურთხებს და ყველაფერს, რაც შენია, განამრავლებს. თუ ღვთის სიტყვებს არ გაუფრთხილდები, ის შენზე არ იმოქმედებს და შენი რწმენის გამო მხოლოდ მწირ მადლს მოგმადლებს, ან მცირედი დოვლათითა და შენი ოჯახის მცირედი უსაფრთხოებით დაგლოცავს. უნდა ესწრაფოდე, რომ ღვთის სიტყვები შენს რეალობად აქციო და შეძლო მისი დაკმაყოფილება და მის განზრახვებთან შესაბამისობა; არ უნდა ესწრაფოდე მხოლოდ მისი მადლით ტკბობას. მორწმუნეთათვის იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რომ მიიღონ ღვთის საქმე, მიაღწიონ სრულყოფას და გახდნენ ღვთის ნების მიმდევარნი. სწორედ ეს არის მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდე.

ყოველივე, რასაც ადამიანი მადლის ეპოქაში ესწრაფოდა, ახლა მოძველებულია, რადგან ამჟამად სწრაფვის უფრო მაღალი სტანდარტი არსებობს; ის, რისკენაც ახლა ისწრაფვიან, უფრო ამაღლებულიცაა და პრაქტიკულიც, და მას ადამიანის შინაგანი მოთხოვნილებების უკეთ დაკმაყოფილება შეუძლია. წარსულ ეპოქებში ღმერთი ისე არ მოქმედებდა ადამიანებზე, როგორც დღეს; ისე ბევრს არ ელაპარაკებოდა მათ, როგორც დღეს, და არც მისი მოთხოვნები იყო მათ მიმართ ისეთივე მაღალი, როგორიც დღესაა. ის, რომ ღმერთს ეს მოთხოვნები აქვს თქვენ წინაშე, აჩვენებს, რომ ღვთის საბოლოო განზრახვა თქვენზე, ადამიანთა ამ ჯგუფზეა ფოკუსირებული. თუ მართლა გსურს, რომ ღმერთმა სრულგყოფოს, მაშინ ამისკენ ისწრაფე ისე, როგორც შენი მთავარი მიზნისკენ. მიუხედავად იმისა, ირჯები, თავს სწირავ, ასრულებ გარკვეულ ფუნქციას თუ იღებ ღვთის დავალებას, ყოველთვის სრულყოფის მიღწევა და ღვთის განზრახვების დაკმაყოფილება უნდა გქონდეს მიზნად, რათა მიაღწიო მათ. თუ ვინმე ამბობს, რომ ის არ ისწრაფვის ღვთის მიერ სრულყოფისაკენ ან სიცოცხლეში შესვლისაკენ, არამედ მხოლოდ ხორციელი მშვიდობისა და სიხარულისაკენ, მაშინ ის ადამიანთა შორის ყველაზე ბრმაა. ისინი, ვინც სიცოცხლე-რეალობას კი არ ესწრაფვიან, არამედ მხოლოდ მომავალ საუკუნეში მარადიულ სიცხოცხლესა და ამ ცხოვრებაში უსაფრთხოებას ეძებენ, ადამიანთა შორის ყველაზე ბრმანი არიან. ამიტომ, ყოველივე, რასაც აკეთებ, იმ მიზნით უნდა სრულდებოდეს, რომ სრულყოფილი გახდე და ღმერთმა მოგიპოვოს.

სამუშაო, რომელსაც ღმერთი ადამიანებზე ასრულებს, მათი განსხვავებული საჭიროებების მიხედვით მათ მომარაგებას გულისხმობს. რაც უფრო დიდია ადამიანის სიცოცხლე, მით მეტი სჭირდება მას და მით მეტისკენ ისწრაფვის. თუ ამ ეტაპზე შენ არაფრისკენ ისწრაფვი, ეს ამტკიცებს, რომ სულიწმიდამ მიგატოვა. სულიწმიდა არასოდეს მიატოვებს მათ, ვინც სიცოცხლისკენ ისწრაფვის; ასეთი ადამიანები მუდამ რაღაცისთვის იღვწიან და მათ გულებში ყოველთვის არის სწრაფვა. ასეთი ადამიანები არასოდეს კმაყოფილდებიან თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობით. სულიწმიდის საქმის თითოეული ეტაპი შენში გარკვეული შედეგის მიღწევას ისახავს მიზნად, მაგრამ თუ შენი ამჟამინდელი მდგომარეობით თვითკმაყოფილი გახდები, თუ აღარაფერი დაგჭირდება და სულიწმიდის მოქმედებას აღარ მიიღებ, მაშინ ის მიგატოვებს. ადამიანებს ყოველდღიურად სჭირდებათ ღვთის შემოწმება. მათ ყოველდღიურად სჭირდებათ ღვთისგან უხვი საბოძვარი. განა შეუძლიათ ადამიანებს არსებობა ყოველდღიურად ღვთის სიტყვის ჭამისა და სმის გარეშე? თუ ადამიანი მუდამ გრძნობს, რომ არ შეუძლია ღვთის სიტყვის საკმარისად ჭამა ან სმა, თუ ის მუდამ ეძებს და ყოველთვის შია და სწყურია სამართლიანობა, მასში წმინდა სული მუდამ იმოქმედებს. რაც მეტად სწყურია და შია ადამიანს სამართლიანობა, მით მეტად შეუძლია პრაქტიკულ საკითხებზე თანაზიარება. ადამიანი რაც უფრო გულმოდგინედ არის ორიენტირებულიჭეშმარიტების ძიებისკენ, მით უფრო სწრაფად იზრდება სულიერად, რაც მას გამოცდილებით ამდიდრებს და ღვთის სახლის განძად აქცევს.

წინა:  შეიცანით ღვთის უახლესი საქმე და მიჰყევით მის ნაბიჯებს

შემდეგი:  ვინც ღმერთს ჭეშმარიტი გულით ემორჩილება, ის ნამდვილად იქნება ღვთის მიერ მოპოვებული

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger