ღვთის გამოჩინებამ ახალი ეპოქა დაამკვიდრა

ღმერთის ექვსიათასწლიანი მართვის გეგმა დასასრულს უახლოვდება და სასუფევლის კარი უკვე გაიღო ყველასთვის, ვინც მის გამოჩინებას ეძიებს ძვირფასო ძმებო და დებო, რას ელოდებით? რა არის ის, რასაც თქვენ ეძიებთ? ღვთის გამოჩინებას ელოდებით? მის ნაბიჯებს ეძიებთ? როგორ ძლიერ უნდა გწყუროდეს ღვთის გამოჩინება! რა რთულია ღვთის ნაბიჯების პოვნა! ისეთ დროში, როგორიც ეს არის, ისეთ სამყაროში, როგორიც ეს არის, რისი გაკეთება გვმართებს, რათა იმ დღის მოწმეები გავხდეთ, როდესაც ღმერთი გამოჩინდება? რისი გაკეთება გვმართებს, რათა ფეხდაფეხ მივდიოთ ღვთის ნაბიჯებს? მსგავს შეკითხვებს აწყდება ყველა, ვინც კი ღვთის გამოჩინებას ელოდება. თქვენ ყველანი არაერთხელ დაფიქრებულხართ მათზე, მაგრამ რა მიგიღიათ შედეგად? სად ჩნდება ღმერთი? სად არის ღვთის ნაბიჯები? მიიღეთ პასუხები? ბევრი ადამიანი ასე უპასუხებდა: „ღმერთი ჩნდება ყველა მათ შორის, ვინც მისი მიმდევარია, და მისი ნაბიჯებიც ჩვენს შორის არის; ეს ხომ ასე მარტივია!“. ნებისმიერს შეუძლია შაბლონური პასუხის გაცემა, მაგრამ განა თქვენ გესმით, რა იგულისხმება ღვთის გამოჩინებასა და მის ნაბიჯებში? ღმერთის გამოჩინება ნიშნავს, ღვთის პიროვნულად მოსვლას დედამიწაზე საქმის აღსასრულებლად, კაცთა შორის ჩამოსვლას, რათა საკუთარი ვინობითა და ხასიათით, მისთვის დამახასიათებელი გზით, შეასრულოს ეპოქის დასაწყისისა და დასასრულის საქმე. ასეთი გამოჩინება არ არის ცერემონიის ნაირსახეობა. ეს არც ნიშანია, არც — სურათი, არც სასწაული ან რაღაც გრანდიოზული ხილვა, და ყველაზე ნაკლებად არის ის რელიგიური პროცესი. პირიქით, ეს უმალ რეალური და ჭეშმარიტი ფაქტია, რომელთან შეხება და რომლის ხილვაც ნებისმიერს შეუძლია. ასეთი გამოჩინება ხდება არა რაიმე მექანიკური ან მოკლევადიანი საქმის გამო. არამედ იგი ხდება ღმერთის მართვის გეგმის ერთ-ერთი ეტაპის საქმის განსახორციელებლად. ღვთის გამოჩინება ყოველთვის აღსავსეა საზრისით და ყოველთვის რაიმეთი უკავშირდება მის მართვის გეგმას. ის, რასაც აქ ვუწოდებთ „გამოჩინებას“, აბსოლუტურად განსხვავდება იმგვარი „გამოჩინებისგან“, რომელთა დროსაც ღმერთი წარმართავს, წინ მიუძღვის და ნათელს ჰფენს ადამიანს. ყოველ ჯერზე, როდესაც ღმერთი ჩნდება, იგი ახორციელებს თავისი დიადი საქმის ერთ-ერთ საფეხურს. ეს საქმე ნებისმიერი სხვა ეპოქის საქმისგან განსხვავდება. ეს ადამიანისთვის წარმოუდგენელია, და მას იგი აქამდე არასდროს განუცდია. ეს არის საქმე, რომელიც იწყებს ახალ ეპოქას და განასრულებს ძველს, ეს კი საქმის უფრო ახალი და უფრო მაღალი საფეხურია კაცობრიობის ხსნისთვის; უფრო მეტიც, სწორედ ამ საქმეს გადაჰყავს კაცობრიობა ახალ ეპოქაში. ამაში მდგომარეობს ღვთის გამოჩინების მნიშვნელობა.

როდესაც გაიგებთ, რას ნიშნავს ღმერთის გამოჩინება, როგორ უნდა ეძებოთ ღვთის ნაბიჯები? ეს კითხვა რთული ასახსნელი არ არის: სადაც ღმერთი ჩნდება, იქ იპოვი მის ნაბიჯებს. ასეთი ახსნა სწორხაზოვნად ჟღერს, თუმცა პრაქტიკაში ასე იოლი არ არის, რადგან ბევრმა ადამიანმა არ იცის, სად ჩნდება ღმერთი, მით უმეტეს — სად სურს მას გამოჩინება, ან სად უნდა გამოჩინდეს. ზოგი იმპულსურად ფიქრობს, რომ სადაც სულიწმიდა მოქმედებს, იქ ღმერთი ჩნდება ზოგი კი ფიქრობს, რომ სადაც სულიერი მოღვაწეები არიან, იქ ღმერთი ჩნდება. სხვები კი თვლიან, რომ სადაც სახელგანთქმული ადამიანები არიან, ღმერთი იქ ჩნდება. ახლა კი, გვერდზე გადავდოთ, სწორია თუ არასწორი ასეთი შეხედულებები. ამ საკითხის ასახსნელად ჯერ უნდა გვქონდეს მკაფიო მიზანი: ჩვენ ვეძებთ ღმერთის ნაბიჯებს. ჩვენ არ ვეძებთ სულიერ მოღვაწეებს და მით უმეტეს — სახელგანთქმულ ადამიანებს; ჩვენ მივყვებით ღმერთის ნაბიჯებს. ამიტომ, რადგან ღმერთის ნაბიჯებს ვეძებთ, უნდა ვეძებდეთ ღვთის განზრახვებს ღმერთის სიტყვებს, მის გამონათქვამებს. რადგან სადაც ღმერთი ახალ სიტყვებს წარმოთქვამს, იქ არის ღმერთის ხმა; სადაც არის ღმერთის ნაბიჯები, იქ არის მისი საქმეები; სადაც არის ღმერთის გამოხატვა, იქ ღმერთი ჩნდება; ხოლო სადაც ღმერთი ჩნდება, იქ არსებობს ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე. ღმერთის ნაბიჯების ძიებისას თქვენ უგულებელყავით სიტყვები: „ღმერთი არის ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე“. ამიტომაც ბევრ ადამიანს, მაშინაც კი, როცა ჭეშმარიტებას იღებს, არ სჯერა, რომ ღმერთის ნაბიჯებს მიაგნო, და მით უმეტეს, არ აღიარებს ღვთის გამოჩინებას. რა მძიმე შეცდომაა ეს! ღვთის გამოჩინება ვერ მოერგება ადამიანის წარმოდგენებს, მით ნაკლებად შეუძლია ღმერთს გამოჩინდეს ისე, როგორც ამას ადამიანი მისგან მოითხოვს. ღმერთი თავად აკეთებს არჩევანს და თავად ადგენს თავის გეგმებს, როცა თავის საქმეს აკეთებს; მით უმეტეს, მას აქვს საკუთარი მიზნები და საკუთარი მეთოდები. რასაც არ უნდა აკეთებდეს, მას არ სჭირდება ამის განხილვა ადამიანთან და არც მისთვის რჩევის კითხვა, მით უმეტეს — თითოეული და ყოველი ადამიანის გაფრთხილება. ასეთია ღმერთის ხასიათი და მით უმეტეს, ყველამ უნდა აღიაროს. თუ გსურთ, იხილოთ ღმერთის გამოჩენა და მიჰყვეთ მის კვალს, მაშინ, პირველ რიგში, უნდა განერიდოთ საკუთარ წარმოდგენებს. არ უნდა მოითხოვო, რომ ღმერთმა ესა თუ ის გააკეთოს, მით უფრო — არ უნდა მოაქციო იგი შენს საზღვრებში და შეზღუდო შენი წარმოდგენებით. ამის ნაცვლად, საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოთ: როგორ უნდა ეძიოთ ღმერთის ნაბიჯები, როგორ უნდა მიიღოთ ღვთის გამოჩინება და როგორ დაემორჩილოთ ღმერთის ახალ საქმეს: აი, ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს. რადგან ადამიანი არ არის ჭეშმარიტება და არ ფლობს ჭეშმარიტებას, მან უნდა ეძიოს, მიიღოს და დაემორჩილოს.

ვინც არ უნდა იყო – ამერიკელი, ბრიტანელი თუ სხვა ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელი, შენ უნდა გამოხვიდე შენი საკუთარი ეროვნების შეზღუდულობიდან, სძლიო საკუთარ თავს და იხილო ღვთის საქმე შექმნილი არსების ვინაობის თვალთახედვიდან – სწორედ ამგვარად შენ არ შეზღუდავ ღვთის ნაბიჯებს რაღაც კონკრეტული ჩარჩოებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრ ადამიანს, თავისი წარმოდგენებიდან გამომდინარე, დღესდღეობით სჯერა შეუძლებელია, ღმერთი გამოჩინდეს ერთ რომელიმე განკერძოებულ ქვეყანაში ან განსაზღვრულ ხალხს შორის რამდენად ღრმაა ღვთის საქმის მნიშვნელობა და რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის გამოჩინება! როგორ შეიძლება ადამიანის წარმოდგენები და აზროვნება გახდეს ამის საწყაო და საზომი? და ამიტომ გეუბნები, რომ შენ უნდა დაამსხვრიო შენი წარმოდგენები ეროვნულობასა და ეთნიკურ წარმომავლობაზე, რათა ეძიო ღვთის გამოჩინება. მხოლოდ ამგვარად არ იქნები შებოჭილი შენი საკუთარი წარმოდგენებით; მხოლოდ ამ გზით შეიქნები ღირსი, მიესალმო ღვთის გამოჩინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩები სამუდამო უკუნში და ვერასდრის მიიღებ ღვთისგან მოწონებას.

ღმერთი ადამიანების მთელი მოდგმისთვის ღმერთია. იგი არ განიხილავს თავს ერთი რომელიმე ქვეყნის ან ერის კერძო საკუთრებად, არამედ იგი საქმიანობს ისე, როგორც დაგეგმა, ისე რომ არ ყოფილიყო შებოჭილი რომელიმე ფორმით, ქვეყნით ან ერით. შესაძლოა, შენ ვერასდროს წარმოგიდგენია ეს ფორმა, ან, შესაძლოა, შენი დამოკიდებულება ამ ფორმის მიმართ უარყოფა იყოს, ან, შესაძლოა, ქვეყანა და ერი, რომლის წიაღშიც ღმერთი ჩნდება, ყველას მიერ დისკრიმინირებულია და, შესაძლოა, დედამიწის ზურგზე ყველაზე ჩამორჩენილად მიიჩნევა თუმცა ღმერთს თავისი სიბრძნე აქვს. თავისი უდიდესი ძალით, თავისი ჭეშმარიტებისა და თავისი ღვთიური ხასიათის მეშვეობით მან შეიძინა ადამიანების ჯგუფი, მასთან სულით ერთიანნი, და ადამიანთა ჯგუფი, რომელთა სრულქმნაც მას სურდა – ჯგუფი, რომელიც მან დაიპყრო და რომელმაც გაიარა და გაუძლო ყველანაირ განსაცდელსა და ტანჯვას, ყველანაირ დევნას და შეძლო, ბოლომდე მის მიმდევრად დარჩენილიყო. მიზანი ღვთის გამოჩინებისა, რომელიც არ არის შეზღუდული რომელიმე ფორმით ან ქვეყნით, იმაში მდგომარეობს, რომ მან შეძლოს დაასრულოს თავისი საქმე ისე, როგორც მან დაგეგმა. სწორედ ასე მოხდა, როცა ღმერთმა ხორცი შეისხა იუდეაში, მისი მიზანი იყო ბოლომდე მიეყვანა ჯვარცმის საქმე ადამიანთა მთელი მოდგმის ცოდვათა გამოსასყიდად. თუმცა ებრაელებს სჯეროდათ, რომ ღმერთისთვის ეს შეუძლებელი იყო, და ფიქრობდნენ, რომ ღმერთი ვერ შეისხამდა ხორცს და ვერ მიიღებდა უფალი იესოს სახეს. მათი „შეუძლებელი“ იქცა იმ საფუძვლად, რომელზე დაყრდნობითაც მათ დაგმეს ღმერთი და დაუპირისპირდნენ მას, რამაც საბოლოოდ ისრაელი განადგურებამდე მიიყვანა. დღეს ბევრი ადამიანი სჩადის მსგავს შეცდომას. ისინი მთელი ძალით აცხადებენ ღვთის გამოჩინების გარდაუვალობას, თუმცა იმავდროულად განაჩენი გამოაქვთ მისი გამოჩინებისთვის; მათი „შეუძლებელი“ კიდევ ერთხელ ზღუდავს ღვთის გამოჩინებას მათი წარმოსახვის საზღვრებით. და სწორედ ამიტომ მე ვხედავდი, როგორ ველურად და უტიფრად ხარხარებდა ბევრი ადამიანი, როცა ღვთის სიტყვებს იღებდა. მაგრამ განა მათი ეს სიცილი რამეთი განსხვავდება იუდეველთა განაჩენისა და ღვთისმგმობელობისგან? თქვენ არ იჩენთ მოწიწებას ჭეშმარიტების წინაშე და, უფრო მეტიც, არ გაქვთ მოწყურებული განწყობა. ერთადერთი, რასაც აკეთებთ, არის ის, რომ დაჟინებით აკვირდებით და უდარდელი გულგრილობით ელოდებით. რას მოიგებთ ამგვარი დაკვირვებითა და ლოდინით? ნუთუ ფიქრობთ, რომ ღმერთისგან პერსონალურ დამოძღვრას მიიღებთ? თუ შენ არ შეგიძლია, ამოიცნო ღვთის გამონათქვამი, მაშინ როგორ შეძლებ, იხილო ღვთის გამოჩინება? სადაც უნდა გამოჩინდეს ღმერთი, იქ იქნება გამოხატული ჭეშმარიტება, და იქ გაისმება ღმერთის ხმა. მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლია, მიიღოს ჭეშმარიტება, ძალუძთ გაიგონონ ღმერთის ხმა და მხოლოდ ასეთი ადამიანები შეიქნებიან ღირსები, იხილონ ღვთის გამოჩინება. განაგდე შენი წარმოდგენები! დამშვიდდი და ყურადღებით წაიკითხე ეს სიტყვები. სანამ ჭეშმარიტებისადმი ნატრული გული გაქვს, ღმერთი ნათელს მოგფენს, რათა მისი განზრახვანი და მისი სიტყვები გაიგო. განაგდეთ თქვენი არგუმენტები „შეუძლებლობის“ შესახებ! რაც მეტად სწამთ ადამიანებს, რომ რაღაც არის შეუძლებელი, მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ეს მოხდება, იმიტომ რომ სიბრძნე ღვთისა უფრო მაღალია, ვიდრე ზეცა, ღვთის ფიქრები კი უფრო მაღალი, ვიდრე ადამიანის ფიქრები, ხოლო ღმერთი თავის საქმეს ასრულებს ადამიანური აზროვნებისა და წარმოდგენების საზღვრებს მიღმა. რაც უფრო შეუძლებელია რაღაც, მით უფრო მეტი ჭეშმარიტებაა მასში საძიებელი; რაც უფრო შეუძლებელია რაიმეს წარმოსახვა ადამიანური წარმოდგენების მეშვეობით, მით მეტია მასში ღვთის განზრახვა. ეს ხდება იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად მოხდება მისი გამოცხადება, ღმერთი ღმერთადვე რჩება, და მისი არსი აბსოლუტურად არ შეიცვლება მისი გამოჩინების ადგილის ან ხერხის გამო. ღვთის ხასიათი არ შეიცვლება იმის მიხედვით, თუ სად იქნება მისი ნაბიჯები, და სადაც უნდა იყოს ღვთის ნაბიჯები, იგი არის ღმერთი მთელი კაცობრიობისა, ისევე როგორც უფალი იესო არ არის ღმერთი ოდენ ისრაელელთა, არამედ იგი არის ღმერთი აზიის, ევროპის, ამერიკის, ყველა ხალხის ღმერთი და უფრო მეტიც, ის არის ერთადერთი და განუმეორებელი ღმერთი მთელ სამყაროში. მაშ, მოდი ვეძიოთ ღვთის განზრახვები და აღმოვაჩინოთ მისი გამოჩინება მის გამონათქვამებსა და სიტყვებში და მივდიოთ მის ნაბიჯებს! ღმერთი ჭეშმარიტებაა, გზაა და სიცოცხლეა. მისი სიტყვები და მისი გამოჩინება ერთდროულად არსებობენ, და მისი ხასიათი და მისი ნაბიჯები ყველა დროს კაცობრიობისთვის საჯაროდ ხილულია. ძვირფასო ძმებო და დებო, ვიმედოვნებ, რომ თქვენ ყველანი დაინახავთ ამ სიტყვებში ღვთის გამოჩინებას დაიწყეთ სვლა მის ნაბიჯებზე და იარეთ წინ ახალ ეპოქაში, და შეაბიჯეთ ახალ მშვენიერ ცასა და მიწაზე, რომლებიც ღმერთმა მათთვის განამზადა, ვინც მის გამოჩინებას ელოდება!

წინა:  ყოვლისშემძლეს ოხვრა

შემდეგი:  ღმერთი ხელმწიფებს მთელი კაცობრიობის ბედზე

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger