ჩინეთის რჩეულ ხალხს არ ძალუძს წარმოადგინოს ისრაელის რომელიმე ტომი
დავითის სახლი იყო ოჯახი, რომელმაც თავდაპირველად მიიღო იეჰოვას აღთქმები და მემკვიდრეობა. იგი თავდაპირველად ისრაელის ერთ-ერთ ტომს ეკუთვნოდა და რჩეულ ხალხს შორის იყო. იმხანად, იეჰოვამ ისრაელიანთათვის დაადგინა რჯული, რომლის მიხედვითაც, ყველა ებრაელი, რომელიც დავითის ოჯახს ეკუთვნოდა — ყველა, ვინც ამ ოჯახში დაიბადა — მიიღებდა მის მემკვიდრეობას. სწორედ ისინი მიიღებდნენ ასწილად და მოიპოვებდნენ პირმშო ძეთა სტატუსს; იმ დროს ისინი იქნებოდნენ ყველაზე ამაღლებული ადამიანები ყველა ისრაელიანს შორის, ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე ელიტა ისრაელის ყველა ოჯახს შორის, და ისინი უშუალოდ მოემსახურებოდნენ იეჰოვას ტაძარში, შემოსილნი სამღვდელო სამოსითა და გვირგვინებით. მაშინ იეჰოვამ მათ ერთგული და წმინდა მსახურნი უწოდა და მათ ისრაელის ყველა სხვა ტომის პატივისცემა დაიმსახურეს. ამგვარად, იმ დროს მათ ყველას პატივისცემით მოიხსენიებდნენ, როგორც ბატონებს — ყოველივე ეს იეჰოვამ აღასრულა რჯულის ეპოქაში. დღესაც ისინი კვლავ უწევენ იეჰოვას ასეთ მსახურებას ტაძარში, ამიტომ, ისინი სამუდამოდ არიან მეფენი, რომლებიც იეჰოვამ ტახტზე დააბრძანა. არავის შეუძლია წაართვას მათ გვირგვინი ან შეცვალოს მათი მსახურება, რადგან ისინი წარმოშობით დავითის სახლს ეკუთვნიან; ეს არის ის, რაც იეჰოვამ უბოძა მათ. მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ წარმოშობით დავითის სახლს არ ეკუთვნით, არის ის, რომ თქვენ არ ხართ ისრაელის ხალხი, არამედ მიეკუთვნებით წარმართულ ოჯახებს ისრაელს მიღმა. მეტიც, თქვენი ბუნება არა იეჰოვას თაყვანისცემა, არამედ მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, ამიტომ, თქვენი ვინაობა, თავისი ბუნებით, განსხვავდება დავითის ოჯახის ხალხის ვინაობისგან, და არ ხართ ისინი, ვინც ჩემს მემკვიდრეობას მიიღებს, მითუმეტეს, არ ხართ ისინი, ვინც ასმაგად მიიღებს მას.
იმ დროს ისრაელი დაყოფილი იყო მრავალ სხვადასხვა ოჯახად და მრავალ სხვადასხვა ტომად, თუმცა ყველა მათგანი რჩეული ხალხი იყო. და მაინც, ისრაელი განსხვავდება სხვა ერებისგან იმით, რომ მისი ხალხი დაყოფილია ტომებად, ისევე, როგორც მათი მდგომარეობა იეჰოვას წინაშე და მიწა, რომელსაც თითოეული ადამიანი ეკუთვნის. ისრაელის გარდა სხვა ერებში, ვერავინ განაცხადებს უბრალოდ, რომ დავითის, იაკობის ან მოსეს სახლს მიეკუთვნება. ეს ფაქტების საწინააღმდეგო იქნებოდა — ისრაელის ტომები არ შეიძლება უბრალოდ სხვა ერებს მიეწეროს. ადამიანები ხშირად ბოროტად იყენებენ დავითის, აბრაამის, ესავის და სხვათა სახელებს, ან ამბობენ: „ჩვენ ახლა მივიღეთ ღმერთი, ამიტომ იაკობის სახლისანი ვართ“. ასეთი რამის თქმა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის უსაფუძვლო მსჯელობა; ეს არც უშუალოდ იეჰოვასგან მოდის და არც ჩემი აზრებიდან მომდინარეობს. ეს წმინდა წყლის ადამიანური სისულელეა! ისევე, როგორც მჭევრმეტყველი, რომელიც ზღაპრებს თხზავს, ადამიანები უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საკუთარ თავს დავითის შთამომავლებად ან იაკობის ოჯახის ნაწილად და სჯერათ, რომ ამის ღირსნი არიან. მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ დავითის სახლის წარმომადგენლები დიდი ხნის წინ იყვნენ იეჰოვას მიერ განწესებულნი და რომ დავითს საკუთარი თავი მეფედ არ უკურთხებია. თუმცა, ბევრია ისეთი, ვინც უსირცხვილოდ აცხადებს, რომ დავითის სახლის შთამომავალია — რა უმეცარნი არიან ადამიანები! სიმართლე ისაა, რომ ისრაელის საქმეებს წარმართებთან არავითარი კავშირი არ აქვს — ეს ორი სრულიად განსხვავებული რამაა, და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ისრაელის საქმეებზე საუბარი მხოლოდ ისრაელის ხალხთან შეიძლება, რადგან მას არავითარი კავშირი არ აქვს წარმართებთან, და ის საქმე, რომელიც ამჟამად წარმართთა შორის სრულდება, ასევე, არავითარ კავშირში არ არის ისრაელის ხალხთან. რასაც ახლა ვამბობ, განსაზღვრავს იმას, რაც წარმართებთან დაკავშირებით ითქმის, და ისრაელში შესრულებული საქმე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას წარმართთა შორის შესრულებული საქმის „წინასახედ“. განა ეს არ აჩვენებდა, რომ ღმერთი ზედმეტად შაბლონურია? მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე წარმართთა შორის იწყებს გავრცელებას, ცხადი ხდება, რა არის მათ შესახებ ნათქვამი და როგორი იქნება მათი საბოლოო ხვედრი. ამიტომ, როდესაც ადამიანები, როგორც წარსულში, ამბობენ: „ჩვენ დავითის შთამომავლები ვართ“ ან „იესო დავითის ძეა“, ეს კიდევ უფრო აბსურდულია. ჩემი საქმე გამიჯნულია. მე არ „ვუწოდებ ირემს ცხენს“; პირიქით, საქმე დადგენილი თანამიმდევრობის მიხედვით არის განაწილებული.