ბიბლიის შესახებ (3)
ბიბლიაში მხოლოდ უშუალოდ ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვები არ არის ასახული. ის უბრალოდ მოგვითხრობს ღვთის საქმის წინა ორი ეტაპის შესახებ, რომელთაგან ერთი ნაწილი წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებებს მოიცავს, ხოლო მეორე ნაწილი კი — ღმერთის მიერ სხვადასხვა ეპოქაში გამოყენებულ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ადამიანებმა ასახეს. ადამიანური გამოცდილება შეფერილია ადამიანური მოსაზრებებითა და ცოდნით და ეს გარდაუვალია. ბიბლიის ბევრ წიგნში წარმოდგენილია ადამიანური შეხედულებები, ცრურწმენები და ადამიანების უკუღმართი გაგება. რა თქმა უნდა, ამ სიტყვათა უმეტესობა სულიწმიდის მიერ ნათლის მინიჭებისა და გაბრწყინების შედეგია და სწორ გაგებას წარმოადგენენ — თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჭეშმარიტების სრულიად ზუსტი გამოხატულებაა. მათი შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე სხვა არაფერია, თუ არა პირადი გამოცდილებიდან ან სულიწმიდის მიერ ნათლის მინიჭებით მიღებული ცოდნა. წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველება პირადად ღვთისგან იყო დავალებული: ესაიას, დანიელის, ეზრას, იერემიას და ეზეკიელის მსგავსი ადამიანების წინასწარმეტყველებები სულიწმიდის უშუალო დავალება იყო. ამ ადამიანებმა იხილეს და მათში ჩასახლდა წინასწარმეტყველების სული და ყველა მათგანი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი იყო. რჯულის ეპოქაში იეჰოვას მიერ შთაგონებული ეს ადამიანები წარმოთქვამდნენ მრავალ წინასწარმეტყველებას, რომლებიც უშუალოდ იეჰოვასგან იყო დავალებული. და რატომ მოქმედებდა იეჰოვა მათში? იმიტომ, რომ ისრაელის ხალხი ღვთის რჩეული ხალხი იყო და წინასწარმეტყველთა საქმე მათ შორის უნდა აღსრულებულიყო; სწორედ ამიტომ ჰქონდათ წინასწარმეტყველებს ასეთი გამოცხადებები. სინამდვილეში, მათ თავად არ ესმოდათ ღვთის გამოცხადებები. სულიწმიდა ამ სიტყვებს მათი პირით წარმოთქვამდა, რათა მომავალში ხალხს გაეგო ეს ყველაფერი და დაენახა, რომ ეს ნამდვილად ღვთის სულის, სულიწმიდის საქმე იყო და არ მოდიოდა ადამიანისგან და რათა მათთვის სულიწმიდის საქმე დაედასტურებინა. მადლის ეპოქაში თავად იესო ასრულებდა ამ საქმეს მათ ნაცვლად და ამიტომ ადამიანები აღარ წინასწარმეტყველებდნენ. მაშ, იყო თუ არა იესო წინასწარმეტყველი? იესო, რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მას ასევე შეეძლო მოციქულების საქმის შესრულება — მას შეეძლო როგორც წინასწარმეტყველება, ასევე ქადაგება და ხალხის სწავლება მთელ ქვეყანაში. თუმცა, მისი საქმე და ვინაობა ერთი და იგივე არ იყო. ის მოვიდა მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად — ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად. ის იყო წინასწარმეტყველი, მოციქული, და, რაც მთავარია, ის იყო ქრისტე. წინასწარმეტყველს შეუძლია წინასწარმეტყველებების წარმოთქმა, მაგრამ ასეთ წინასწარმეტყველს არ შეიძლება ეწოდოს ქრისტე. იმ დროს იესო ბევრ წინასწარმეტყველებას წარმოთქვამდა და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის იყო წინასწარმეტყველი, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ის იყო წინასწარმეტყველი და არა ქრისტე, რადგან ის თავად წარმოადგენდა ღმერთს სამუშაოს გარკვეული ეტაპის შესრულებისას და მისი ვინაობა განსხვავდებოდა ესაიას ვინაობისგან: ის მოვიდა კაცობრიობის გამოსყიდვის საქმის აღსასრულებლად და ასევე მისცა მან ადამიანს სიცოცხლე და ღვთის სული გარდამოვიდა პირდაპირ მასზე. საქმე, რომელსაც ის აღასრულებდა, არ იყო შთაგონებული ღვთის სულის მიერ და არც იეჰოვას მიერ. ამის ნაცვლად, უშუალოდ სული მოქმედებდა, რაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ იესო არ იყო წინასწარმეტყველთა მსგავსი. საქმე, რომელიც მან აღასრულა, იყო გამოსყიდვის საქმე და მეორე — წინასწარმეტყველება. ის იყო წინასწარმეტყველი, მოციქული, მაგრამ უფრო მეტიც, ის იყო გამომხსნლი. წინასწარმეტყველებს მხოლოდ წინასწარმეტყველება შეეძლოთ და ვერ წარმოადგენდნენ ღვთის სულს სხვა საქმეში. რადგან იესომ აღასრულა ბევრი ისეთი საქმე, რაც ადამიანს არასდროს არ შეუსრულებია და მან კაცობრიობა გამოიხსნა, ის განსხვავდებოდა ესაიას მსგავსი ადამიანებისგან. ზოგიერთი ადამიანისთვის მიუღებელია დღევანდელი ნაკადი, რადგან ამან მათთვის დაბრკოლება შექმნა. ისინი ამბობენ: „ძველ აღთქმაშიც მრავალი წინასწარმეტყველი ამბობდა ბევრ სიტყვას. მაშ, რატომ არ იყვნენ ისინი ღვთის შესხმული ხორცნი? დღეს ღმერთი სიტყვებს ამბობს და ეს საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ის განკაცებული ღმერთია? შენ არ ადიდებ ბიბლიას და არც სწავლობ მას. მაშ, რის საფუძვლზე ამბობ, რომ ის არის ღვთის განკაცება? შენ ამბობ, რომ ისინი სულიწმიდის მიერ არიან ნაკარნახევი და გჯერა, რომ სამუშაოს ეს ეტაპი პირადად ღვთის მიერ აღსრულებული საქმეა, მაგრამ რის საფუძველზე ამტკიცებ ამას? შენ დღეს ღვთის სიტყვებზე ხარ ორიენტირებული და თითქოს უარყოფ ბიბლიას და ის გვერდზე გაქვს გადადებული”. ამიტომ ამბობენ, რომ შენ მწვალებლობისა და სხვაგვარმოძღვრებისა გწამს.
თუ გსურს უკანასკნელ დღეებში ღვთის საქმის დამმოწმებელი იყო, უნდა გესმოდეს ბიბლიის უკან მდგომი რეალური ისტორია, ბიბლიის სტრუქტურა და არსი. დღეს ადამიანები თვლიან, რომ ბიბლია არის ღმერთი და რომ ღმერთი არის ბიბლია. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ბიბლიის ყველა სიტყვა მხოლოდ ღმერთის მიერ იყო წარმოთქმული და ამ სიტყვებს მხოლოდ ის ამბობდა. მათ, ვისაც ღმერთის სწამთ, მიაჩნიათ კიდეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძველი და ახალი აღთქმის სამოცდაექვსი წიგნიდან ყველა ადამიანის მიერაა დაწერილი, ისინი ყველა ღვთისგან იყო შთაგონებული და სულიწმიდის გამოთქმების ჩანაწერია. ეს არის ადამიანის უკუღმართი გაგება და ის სრულად არ ეთანხმება ფაქტებს. სინამდვილეში, წინასწარმეტყველების წიგნების გარდა, ძველი აღთქმის უმეტესი ნაწილი ისტორიული ჩანაწერია. ახალი აღთქმის ზოგიერთი ეპისტოლე დაფუძნებულია ადამიანის გამოცდილებაზე, ზოგი კი სულიწმიდის მიერ განსწავლის შედეგად შეიქმნა. მაგალითად, პავლეს ეპისტოლეები ადამიანის საქმიანობის შედეგია, რომლებიც სულიწმიდის მიერ ნათლის მინიჭების შედეგად დაიწერა ეკლესიისთვის და ეკლესიის ძმებისა და დებისთვის ქადაგებისა და მათ გამამხნევებელ სიტყვებს წარმოადგენდა. ეს არ იყო სულიწმიდის მიერ ნათქვამი სიტყვები. პავლეს არ შეეძლო სულიწმიდის სახელით საუბარი. ის არც წინასწარმეტყველი იყო და მით უმეტეს, ის ხილვებიც არ ჰქონდა, რაც იოანეს. მისი ეპისტოლეები დაიწერა ეფესოს, კორინთოს, გალატიის და იმდროინდელი სხვა ეკლესიებისთვის. ამრიგად, ახალი აღთქმაში მოცემული პავლეს ეპისტოლეები არის ეპისტოლეები, რომლებიც პავლემ ეკლესიებისთვის დაწერა და არა სულიწმიდისგან შთაგონებული და არ წარმოადგენს უშუალოდ სულიწმიდის გამოთქმებს. ისინი უბრალოდ ქადაგების, ნუგეშისა და გამხნევების სიტყვებია, რომლებიც მან ეკლესიებისთვის თავისი მოღვაწეობის განმავლობაში დაწერა. ისინი ასევე წარმოადგენენ პავლეს იმდროინდელი მოღვაწეობის დასტურს. ის დაიწერა ყველასთვის, ვინც უფლისმიერი ძმანი და დანია, რათა იმდროინდელი ეკლესიების ძმანი და დანი დამორჩილებოდნენ მის მითითებებს და გაჰყოლოდნენ უფალი იესოს მონანიების გზას. პავლეს არავითარ შემთხვევაში არ უთქვამს, რომ იმ დროს თუ მომავალში ყველა ეკლესიამ უნდა ჭამოს და შესვას ის სიტყვები, რაც მან დაწერა და არც ის უთქვამს, რომ მისი სიტყვები ღვთისგან მოდიოდა. იმდროინდელი ეკლესიის მდგომარეობის გათვალისწინებით, ის უბრალოდ თანაზიარებდა ძმებთან და დებთან ერთად, ამხნევებდა მათ, მათში აღვიძებდა რწმენას და უბრალოდ ქადაგებდა ან ახსენებდა ხალხს და რჩევა-დარიგებებს აძლევდა მათ. მისი სიტყვები გამომდინარეობდა მის მიერვე აღებული ტვირთიდან და ამ სიტყვებით ამხნევებდა ხალხს. ის ასრულებდა იმდროინდელი ეკლესიის მოციქულის საქმეს, ის იყო უფალი იესოს მუშაკი და ამიტომ უნდა აეღო პასუხისმგებლობა ეკლესიაზე და შეესრულებინა ეკლესიის საქმე. მას უნდა გაეგო ძმებისა და დების მდგომარეობის შესახებ და ამის გამო ეპისტოლეებს წერდა ყველა უფლისმიერი დისა და ძმისთვის. ყველაფერი, რასაც ის სულის სახსნელად და გასამხნევებლად ეუბნებოდა ადამიანებს, ჭეშმარიტი იყო, მაგრამ ეს არ წარმოადგენდა სულიწმიდის გამოთქმებს და არც ღმერთს. უხეში შეცდომა და მკრეხელობაა, როდესაც ადამიანები ადამიანური გამოცდილების ამსახველ ჩანაწერებსა და ეპისტოლეებს სულიწმიდის მიერ ეკლესიის მიმართ წარმოთქმულ სიტყვებად მიიჩნევენ! ეს განსაკუთრებით ეხება პავლეს მიერ ეკლესიებისთვის დაწერილ ეპისტოლეებს, რადგან მისი ეპისტოლეები დაიწერა ძმებისა და დების მიმართ იმდროინდელი თითოეული ეკლესიის გარემოებებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით და მიზნად ისახავდა უფლისმიერი ძმებისა და დებისთვის ქადაგებას, რათა მათ მიეღოთ უფალი იესოს მადლი. მისი ეპისტოლეები მიზნად ისახავდა იმდროინდელი ძმებისა და დების გამოღვიძებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მის მიერვე აღებული და ასევე სულიწმიდის მიერ დაკისრებული ტვირთი; ბოლოს და ბოლოს, ის იყო მოციქული, რომელიც იმდროინდელ ეკლესიებს წინამძღოლობდა, წერდა ეპისტოლეებს ეკლესიებისთვის და ქადაგებდა — ეს მისი მოვალეობა იყო. რაც შეეხება მის ვინაობას, ის მხოლოდ მოღვაწე მოციქული იყო, ღვთის მიერ გამოგზავნილი. ის არ იყო წინასწარმეტყველი. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თავისი საქმე და ძმებისა და დების ცხოვრება. ამრიგად, მას არ შეეძლო სულიწმიდის სახელით საუბარი. მისი სიტყვები სულიწმიდის სიტყვები არ იყო და, მით უმეტეს, ვერც ღვთის სიტყვებად მივიჩნევთ, რადგან პავლე მხოლოდ ღვთის მიერ შექმნილი არსება იყო და არა მისი განკაცება. მისი ვინაობა განსხვავდებოდა იესოს ვინაობისგან. იესოს სიტყვები სულიწმიდის სიტყვები იყო, ღვთის სიტყვები იყო, რადგან ქრისტე იყო ძე ღვთისა. როგორ შეიძლება პავლეს შედარება მასთან? თუ ადამიანები ეპისტოლეებს ან პავლეს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს სულიწმიდის ნათქვამად აღიქვამენ და თაყვანს სცმენ მათ, როგორც ღმერთს, მაშინ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მათ ძალიან აკლიათ გამჭრიახობა. უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, განა ეს უბრალოდ გმობა არ არის? როგორ შეიძლება ადამიანმა ღვთის სახელით ისაუბროს? როგორ შეიძლება ადამიანებმა თაყვანი სცენ ადამიანის ეპისტოლეების ჩანაწერებსა და მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ისე, თითქოს ის წმინდა წიგნი ან ზეციური წიგნი იყოს? შეიძლება თუ არა ღვთის სიტყვები წინასწარ განუზრახველად წარმოთქვას ადამიანმა? როგორ შეიძლება ადამიანმა ღვთის სახელით ისაუბროს? და რას იტყვი შენ — განა ეკლესიებისთვის დაწერილი ეპისტოლეები არ იყო გაჟღენთილი მისივე იდეებით? როგორ შეიძლება ის არ იყოს გაჯერებული ადამიანური იდეებით? იგი წერდა ეპისტოლეებს ეკლესიებისთვის პირადი გამოცდილებისა და საკუთარი ცოდნის საფუძველზე. მაგალითად, პავლემ დაწერა ეპისტოლე გალატელთა მიმართ, რომელშიც გარკვეული მოსაზრება იყო წარმოდგენილი, ხოლო პეტრემ — სხვა, განსხვავებული შეხედულებით. რომელი მათგანი მოდიოდა სულიწმიდისგან? დანამდვილებით ვერავინ იტყვის. ამრიგად, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ორივე მათგანმა ტვირთი იკისრა ეკლესიებისთვის, მაგრამ მათი წერილები წარმოადგენს მათ სულიერ სიმაღლეს, მათ ზრუნვასა და მხარდაჭერას ძმებისა და დების მიმართ, და მათ ნაკისრ ტვირთს ეკლესიების მიმართ და ისინი მხოლოდ ადამიანურ საქმეს წარმოადგენენ — ისინი მთლიანად სულიწმიდისგან არ იყო. თუ შენ ამბობ, რომ მისი ეპისტოლეები სულიწმიდის სიტყვებია, ეს აბსურდია და ღვთის გმობა! პავლეს ეპისტოლეები და ახალი აღთქმის სხვა ეპისტოლეები უფრო თანამედროვე სულიერი მოღვაწეების მემუარების მსგავსია, როგორებიცაა ვოჩმენ ნის წიგნები ან ლოურენსის გამოცდილება და ა.შ. თანამედროვე სულიერი ლიდერების წიგნები უბრალოდ არ არის თავმოყრილი ახალ აღთქმაში, მაგრამ ამ ადამიანების არსი იგივე იყო: ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სულიწმიდა იყენებდა კონკრეტულ პერიოდში და ისინი უშუალოდ ღმერთს ვერ წარმოაჩენდნენ.
ახალ აღთქმაში მათეს სახარება აღწერს იესოს გენეალოგიას. დასაწყისში ნათქვამია, რომ იესო იყო აბრაამისა და დავითის შთამომავალი და იოსების ძე; შემდეგ ნათქვამია, რომ იესო ჩაისახა სულიწმიდის მიერ და შვა ქალწულმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ იყო იოსების ძე ან აბრაამისა და დავითის შთამომავალი. თუმცა, გენეალოგია ამტკიცებს, რომ იესო იოსებთან იყო დაკავშირებული. შემდეგ გენეალოგია აღწერს იესოს დაბადების პროცესს. მასში ნათქვამია, რომ იესო ჩაისახა სულიწმიდის მიერ და შვა ქალწულმა და ის არ იყო იოსების ძე. თუმცა, გენეალოგიაში ნათლად არის აღნიშნული, რომ იესო იყო იოსების ძე და რადგან გენეალოგია იესოსთვის დაიწერა, მასში ორმოცდაორი თაობაა ჩამოთვლილი. იოსების გენეალოგიასთან დაკავშირებით, მოკლედაა ნათქვამი, რომ იოსები მარიამის ქმარი იყო. ეს არის სიტყვები, რომლებიც მოყვანილია იმის დასამტკიცებლად, რომ იესო აბრაამის შთამომავალი იყო. განა ეს წინააღმდეგობაში არ მოდის ერთმანეთთან? გენეალოგია ნათლად აღწერს იოსების წარმომავლობას, ცხადია, ეს იოსების გენეალოგიაა, მაგრამ მათე ამტკიცებს, რომ ეს იესოს გენეალოგიაა. განა ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იესო სულიწმიდის მიერ ჩაისახა? ამრიგად, განა მათეს სახარების გენეალოგია ადამიანის გამოგონილი არ არის? ეს აბსურდია! ასე შეიძლება გაიგო, რომ ეს წიგნი მთლიანად სულიწმიდისგან არ მომდინარეობს. შესაძლოა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღმერთს დედამიწაზე უნდა ჰქონდეს გენეალოგია და ამიტომაც ისინი იესოს აბრაამის ორმოცდამეორე თაობას მიაკუთვნებენ. ეს ნამდვილად აბსურდია! დედამიწაზე მოსვლის შემდეგ როგორ შეიძლება ღმერთს ჰქონდეს გენეალოგია? თუ ამბობ, რომ ღმერთს აქვს გენეალოგია, განა მას არ აყენებ ღვთის მიერ შექმნილ არსებებს შორის? რადგან ღმერთი არ არის მიწიერი, ის შემოქმედია და მიუხედავად იმისა, რომ ის ხორციელია, მას არ აქვს ადამიანის მსგავსი სუბსტანცია. როგორ შეიძლება ღმერთი ჩათვალო ღვთის მიერ შექმნილ არსებად? აბრაამი ვერ განასახირებს ღმერთს. იმ დროს ის იყო იეჰოვას საქმის ობიექტი, უბრალოდ ერთგული მსახური, რომელიც იეჰოვამ ღირსეულად სცნო და ის იყო ისრაელის ხალხთაგან ერთ-ერთი. როგორ შეიძლებოდა ის იესოს წინაპარი ყოფილიყო?
ვინ დაწერა იესოს გენეალოგია? თავად იესომ? პირადად უთხრა მათ იესომ: „დაწერეთ ჩემი გენეალოგია”? ის მათემ დაწერა მას შემდეგ, რაც იესო ჯვარზე გააკრეს. იმ დროისთვის იესოს მრავალი საქმე ჰქონდა აღსრულებული, რაც მისი მოწაფეებისთვის გაუგებარი იყო და მათთვის არანაირი ახსნა არ მიუცია. მისი წასვლის შემდეგ მოწაფეებმა ყველგან დაიწყეს ქადაგება და მოღვაწეობა და საქმის ამ ეტაპისთვის მათ დაიწყეს ეპისტოლეებისა და სახარების წიგნების წერა. ახალი აღთქმის სახარების წიგნები დაიწერა იესოს ჯვარცმიდან 20-30 წლის შემდეგ. მანამდე ისრაელის ხალხი მხოლოდ ძველ აღთქმას კითხულობდა. ანუ, მადლის ხანის დასაწყისში ხალხი ძველ აღთქმას კითხულობდა. ახალი აღთქმა მხოლოდ მადლის ხანაში გამოჩნდა. ახალი აღთქმა არ არსებობდა, როდესაც იესო მოღვაწეობდა; მისი აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ ადამიანებმა ასახეს მისი საქმე. მხოლოდ მაშინ შეიქმნა ოთხი სახარება პავლესა და პეტრეს ეპისტოლეებთან, ასევე გამოცხადების წიგნთან ერთად. იესოს ზეცად ამაღლებიდან გასული იყო სამას წელზე მეტი, როდესაც შემდგომმა თაობებმა შერჩევით შეაჯერეს ეს დოკუმენტები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა ბიბლიის ახალი აღთქმა. მხოლოდ ამ საქმის დასრულების შემდეგ გაჩნდა ახალი აღთქმა; ის ადრე არ არსებობდა. ღმერთმა აღასრულა მთელი ეს საქმე და პავლემ და სხვა მოციქულებმა ამდენი ეპისტოლე დაწერეს სხვადასხვა ადგილას მდებარე ეკლესიების მიმართ. მოგვიანებით ადამიანებმა გააერთიანეს მათი ეპისტოლეები და დაამატეს პატმოსის კუნძულზე იოანეს მიერ ასახული უდიდესი გამოცხადება, რომელშიც ნაწინასწარმეტყველები იყო ღვთის უკანასკნელი დღეების საქმე. ადამიანებმა შექმნეს ეს თანმიმდევრობა, რომელიც განსხვავდება დღესდღეობით გამოთქმული სიტყვებისგან. ის, რაც დღეს აღირიცხება, ღვთის საქმის ეტაპების მიხედვით ხდება; ის, რაშიც ადამიანები დღეს მონაწილეობენ, არის ღვთის მიერ პირადად აღსრულებული საქმე და მის მიერ პირადად წარმოთქმული სიტყვები. შენ — კაცობრიობას — ჩარევა არ გჭირდება. სიტყვები, რომლებიც უშუალოდ სულიწმიდიდან მოდის, ეტაპობრივად არის დალაგებული და განსხვავდება ადამიანის ჩანაწერების განლაგებისგან. შეიძლება ითქვას, რომ მათი ჩანაწერები შეესაბამება მათი განათლების დონესა და ადამიანურ შესაძლებლობებს. ისინი ადამიანების გამოცდილებას ასახავდნენ და თითოეულ მათგანს თავისებური ხელწერა და გაგება ჰქონდა და თითოეული ჩანაწერი უნიკალური იყო. ამიტომ, თუ ბიბლიას ისევე სცემ თაყვანს, როგორც ღმერთს, უკიდურესად უმეცარი და სულელი ყოფილხარ! რატომ არ ეძებ დღევანდელი ღმერთის საქმეს? მხოლოდ ღვთის საქმეს შეუძლია ადამიანის ხსნა. ბიბლიას არ შეუძლია ადამიანის ხსნა. ადამიანები ბიბლიას კითხულობდნენ რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ისე, რომ მათში უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ მომხდარა და თუ ბიბლიას სცემ თაყვანს, ვერასდროს მოიპოვებ სულიწმიდის საქმეს. ისრაელში აღსრულებული ღვთის საქმის ორივე ეტაპი ბიბლიაშია ასახული და შესაბამისად, მასში მოხსენიებული ყველა სახელი და მოვლენა ისრაელთანაა დაკავშირებული. თვით სახელი „იესო” ისრაელიტური სახელია. თუ დღესაც განაგრძობ ბიბლიის კითხვას, განა წესებს არ იცავ? ბიბლიის ახალი აღთქმა მოგვითხრობს იუდეაში მომხდარი მოვლენების შესახებ. ორიგინალი ტექსტი ბერძნულ და ებრაულ ენებზე იყო დაწერილი და სახელი, რომლითაც მას მოიხსენიებდნენ და იესოს მიერ იმ დროს წარმოთქმული სიტყვები ადამიანურ ენაზე იყო. როდესაც იესო ჯვარზე გააკრეს, მან შეღაღადა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“ განა ეს ებრაული არ არის? ეს უბრალოდ იმიტომ მოხდა, რომ იესო იუდეაში განკაცდა, თუმცა არ ამტკიცებს იმას, რომ ღმერთი ებრაელია. დღეს ღმერთი ჩინეთში განკაცდა და ამიტომ ყველაფერი, რასაც ის ამბობს, უდავოდ ჩინურ ენაზეა. თუმცა, ეს არ შეიძლება შევადაროთ ბიბლიის ჩინურ თარგმანს, რადგან ამ სიტყვების წყარო განსხვავებულია: ერთი ადამიანების მიერ დაწერილი ებრაული ტექსტია, ხოლო მეორე უშუალოდ სულიწმიდის გამონათქვამები. როგორ შეიძლება მათ შორის საერთოდ არ იყოს განსხვავება?