პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი პირველი)

დანართი: რა არის ჭეშმარიტება

დღეს ჩვენ გავაგრძელებთ თანაზიარებას გასულ ჯერზე განხილული შინაარსის შესახებ. რა თემაზე გვქონდა თანაზიარება გასულ ჯერზე? („ფიჩხთა ზედა წოლა და ნაღვლისა გემება“ არ არის ჭეშმარიტება.) მაშ, ადრე ფიქრობდით, რომ ეს ჭეშმარიტება იყო? ადამიანები ადრე ქვეცნობიერად ფიქრობდნენ, რომ ეს ჭეშმარიტება იყო ან უკიდურეს შემთხვევაში, საკმაოდ პოზიტიური, შთამაგონებელი და პოტენციურად შეეძლო მათი წახალისება, ყოფილიყვნენ აქტიურები და წინსვლისკენ მიმართულნი. მნიშვნელობის ამ ჭრილიდან თუ შევხედავთ, ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ეს საკმაოდ ახლოს იყო სიმართლესთან და დადებითთან. ამიტომ, ბევრს ქვეცნობიერად სჯეროდა, რომ ეს გამოთქმა „ფიჩხთა ზედა წოლა და ნაღვლისა გემება“ საკმაოდ დადებითი მნიშვნელობის იყო ან უკიდურეს შემთხვევაში, მას უფრო დადებითი შეფერილობა ჰქონდა, ვიდრე უარყოფითი, და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ადამიანების ცხოვრებასა და ქცევის მართვაში. მაგრამ მასზე თანაზიარების შემდეგ დავინახეთ, რომ სრულიად არ არის ასე და რომ მასთან მიმართებაში სერიოზული პრობლემები არსებობს. მოგიძიებიათ და გაგიანალიზებიათ ამ გამოთქმის მსგავსი ან მასთან დაკავშირებული, ან მსგავსი როლის მქონე სხვა გამოთქმები, რომლებსაც ადამიანები ქვეცნობიერად საკმაოდ დადებითად ან კარგად მიიჩნევენ? (არა.) მითხარით, არის თუ არა ამ შემთხვევაში შესაფერისი გამოთქმა „ერთი შემთხვევიდან მრავალი დასკვნის გამოტანა“? (დიახ.) უნდა ითქვას, რომ ამ გამოთქმას აქვს პრაქტიკული გამოყენება, როდესაც საქმე ეხება ჭეშმარიტების ძიებასა და ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას. გასულ ჯერზე ჩვენ გვქონდა თანაზიარება გამოთქმაზე „ფიჩხთა ზედა წოლა და ნაღვლისა გემება“. კიდევ რა მსგავსი ტიპის გამოთქმები არსებობს? კიდევ რომელ გამოთქმებს აქვთ დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, ან შეუძლიათ იგივე როლის შესრულება? არაფერი დაშავდება, თუ ჩემი გზის მიხედვით გავაანალიზებთ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა „ფიჩხთა ზედა წოლა და ნაღვლისა გემება“, გექნებათ მათზე ერთმანეთთან თანაზიარება და შეიძენთ გარკვეულ ახალ გაგებას. როდესაც შეძლებთ მათი მცდარობის დანახვას, უარყოფთ ასეთ გამოთქმებს და შემდგომში დაადგებით ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებისა და ჭეშმარიტების ძიების გზას, რომელიც მთლიანად ღვთის სიტყვებზე იქნება დაფუძნებული.

მოდით, გავაგრძელოთ ის თემა, რომელზეც წინა ორ ჯერზე გვქონდა თანაზიარება. რა თემა იყო ეს? (რა არის ჭეშმარიტება.) სწორია, რა არის ჭეშმარიტება. მაშ, კონკრეტულად რა არის ჭეშმარიტება? (ჭეშმარიტება ადამიანის ქცევის, ქმედებებისა და ღვთის თაყვანისცემის შეფასების კრიტერიუმია.) როგორც ჩანს, ეს წინადადება თეორიისა და განმარტების თვალსაზრისით დაიმახსოვრეთ. მაშ, ჩვენი წინა ორი თანაზიარების შემდეგ არის თუ არა რაიმე განსხვავება თქვენი გულების სიღრმეში ჭეშმარიტების განმარტებაში, ცოდნასა და წვდომაში ახლა წინანდელთან შედარებით? (დიახ, არის.) კონკრეტულად რა არის ეს განსხვავება? მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა არ გქონდეთ პრაქტიკული გამოცდილების ცოდნა, სულ მცირე, გაქვთ გარკვეული აღქმითი ცოდნა. მითხარით თქვენი საკუთარი გამოცდილების, ცოდნისა და გაგების საფუძველზე. (ადრე ვიცოდი, რომ ღვთის სიტყვების ჭეშმარიტება პრაქტიკაში უნდა გამომეყენებინა, როდესაც რამე შემემთხვეოდა, მაგრამ არასოდეს შემეძლო მისი პრაქტიკაში გამოყენება. მაგალითად, ჩვეულებრივ მიდრეკილი ვარ სიფიცხის გამოვლენისკენ და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიტყვებიდან ვიცი, რომ სიფიცხის გამოვლენა არასწორია და ვიცი ღვთის მოთხოვნები ადამიანების მიმართ, მე მაინც ვაკეთებ ამას და არასოდეს შემეძლო ძირეული მიზეზის პოვნა. მხოლოდ გასულ ჯერზე ღვთის თანაზიარების მოსმენის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ხშირად ადამიანები ავლენენ გახრწნილებას, რადგან მათ სატანური აზრები აკონტროლებთ და რომ მე ვავლენ სიფიცხეს, რადგან ჩემში არის სატანური ლოგიკა, რომ „არავის ვეხები, თუ არ შემეხებიან; თუ თავს შემეხებიან, აუცილებლად ვუპასუხებ“. ვფიქრობ, რომ ეს ნათქვამი სწორია და რომ ასე ვიქცევი თავდაცვის მიზნით. ამ სატანური აზროვნებისა და შეხედულების გავლენით, მე არ ძალმიძს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება. მაგრამ სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ეს სატანური რამეები გარეგნულად სწორი გვეჩვენება, რეალურად მათში ჩადებული აზრი ეწინააღმდეგება იმას, რასაც ღვთის სიტყვები მოითხოვს და ისინი მცდარია. მხოლოდ ღვთის სიტყვებია ჭეშმარიტება და მხოლოდ ღვთის სიტყვების შესაბამისად მოქმედებაა სრულიად სწორი.) მართლაც კარგია. ვის შეუძლია ამაზე რაიმეს დამატება? (მინდა დავამატო რაღაც. ადრეც ვიცოდი, რომ უნდა მეძია და პრაქტიკაში გამომეყენებინა ჭეშმარიტება, როდესაც რამე შემემთხვეოდა, მაგრამ მაინც ცოტა დაბნეული ვიყავი იმაზე, თუ როგორ გამომეყენებინა პრაქტიკაში. ღვთის თანაზიარების მოსმენის შემდეგ, ვგრძნობ, რომ ჭეშმარიტება ძალიან რეალურია და ცხოვრების ყველა ასპექტს ეხება. ავიღოთ ღვთის მიერ ნახსენები ზოგიერთი მაგალითი. ჩინელები ასევე სწავლობენ ყავის სმას დასავლეთის ქვეყნების მონახულების შემდეგ. ეს არ არის ადამიანის ქცევის პრობლემა; ეს ადამიანთა აზრებისა და შეხედულებების პრობლემაა და ჭეშმარიტებას ეხება. ასევე, ღვთის მიერ გავრცელებული ზოგიერთი გამონათქვამისა და იდიომის გაანალიზების შემდეგ, რომლებსაც ადამიანები სწორად მიიჩნევენ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ უნდა დავფიქრდე ჩემს ქცევებსა და პრაქტიკაზე, რომლებიც სწორი ჩანს და იმ განზრახვებზე, აზრებსა და შეხედულებებზე, რომლებიც ამ ქცევების მიღმა დგას და იმაზე, თუ კონკრეტულად რას ვავლენ ცხოვრებაში ამ საგნებზე დაყრდნობით. ახლა უფრო კონკრეტულად ვგრძნობ, თუ როგორ უნდა ვეძიო და პრაქტიკაში გამოვიყენო ჭეშმარიტება, როდესაც რამე შემემთხვევა და ეს აღარ არის ისეთი აბსტრაქტული.) როგორც ჩანს, ამ ორი თანაზიარების მეშვეობით ადამიანების უმეტესობამ შეიძინა საბაზისო გაგება იმის შესახებ, თუ რა არის ჭეშმარიტება და ზოგიერთი თემის შესახებ, რომლებიც ჭეშმარიტებას ეხება და რომ მათ გულის სიღრმეში უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, დაკავშირებულია თუ არა მათი ქცევა და ქმედებები ჭეშმარიტებასთან, ასევე იმაზე, თუ კონკრეტულად რომელია ჭეშმარიტება იმათ შორის, რასაც ისინი იცავენ და ისმენენ ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში და რომელი არ არის ჭეშმარიტება, და არის თუ არა ის, რასაც ისინი სწორად მიიჩნევენ, სინამდვილეში ჭეშმარიტება და რა კავშირი აქვს ჭეშმარიტებასთან. დაფიქრების შემდეგ ადამიანებს ძალუძთ განსაზღვრონ, კონკრეტულად რა არის ჭეშმარიტება, ასევე ზუსტად რა წარმოადგენს ჭეშმარიტებას და რა — არა. ამდენი წლის განმავლობაში ქადაგებების მოსმენისა და ღვთის სიტყვების ჭამა-სმის შემდეგ ადამიანთა უმეტესობამ გარკვეული გამოცდილება შეიძინა და უკვე ნათლად ხედავს ერთ ფაქტს: ღვთის სიტყვები ნამდვილად ჭეშმარიტებაა, ღვთის მოთხოვნები ჭეშმარიტებაა და ყოველივე, რაც ღვთისგან მოდის, ჭეშმარიტებაა. ადამიანებმა, რომლებსაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი, უკვე აღიარეს და მიიღეს ეს ფაქტი გულით, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მათ შესაძლოა ხშირად გაუცნობიერებლად თქვან ისეთი რამ, რასაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან ან რაც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. ზოგიერთი იმასაც კი, რასაც ადამიანები სწორად და კარგად მიიჩნევენ, ჭეშმარიტებად აღიქვამს და განსაკუთრებით ვერ არჩევს სატანისგან მომდინარე მოჩვენებითად მართებულ მცდარ შეხედულებებსა და ეშმას სიტყვებს, რომლებიც მათ არა მხოლოდ დიდი ხნის წინ მიიღეს გულით, არამედ სიკეთედაც კი მიიჩნევენ. მაგალითად, ბევრ სატანურ ფილოსოფიას, როგორიცაა „კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ“, „სხვებისთვის პასუხის გაცემა მათივე იარაღითვე“, „გონიერი ადამიანები კარგად იცავენ თავს და მხოლოდ შეცდომების თავიდან აცილებას ცდილობენ“ და „არავის ვეხები, თუ არ შემეხებიან“, და ა.შ., ადამიანები ჭეშმარიტებად და ცხოვრების დევიზად მიიჩნევენ და განსაკუთრებით კმაყოფილნიც კი არიან საკუთარი თავით ამ სატანურ ფილოსოფიას რომ იცავენ და მხოლოდ ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ აცნობიერებენ, რომ ეს ყოველივე, რაც სატანისგან მოდის, სინამდვილეში ჭეშმარიტება კი არ არის, არამედ თვალთმაქცური ერესი და მცდარი შეხედულებებია, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები. საიდან მოდის ეს ყველაფერი? ზოგიერთი მოდის სასკოლო განათლებიდან და სახელმძღვანელოებიდან, ზოგიერთი - ოჯახური აღზრდიდან, ზოგიერთი კი — სოციალური განპირობებულობიდან. მოკლედ, ისინი ყველა ტრადიციული კულტურიდან მოდის და სატანის განათლებიდან იღებს სათავეს. აქვს თუ არა ამ ყოვლივეს რაიმე საერთო ჭეშმარიტებასთან? მათ საერთოდ არაფერი აქვთ მასთან საერთო. მაგრამ ადამიანებს არ ძალუძთ მათი ნამდვილი არსის გარჩევა და კვლავ ჭეშმარიტებად მიიჩნევენ მათ. ზედმეტად სერიოზული გახდა ეს პრობლემა? რა შედეგები მოაქვს სატანისგან მომდინარე ამ ყოველივეს ჭეშმარიტებად მიჩნევას? ძალუძთ ადამიანებს მოიშორონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი მათი დაცვით? ძალუძთ ადამიანებს ნორმალური ადამიანობის ცხოვრებაში გამოვლენა მათი დაცვით? ძალუძთ ადამიანებს სინდისისა და გონების კარნახით ცხოვრება მათი დაცვით? ძალუძთ მათ სინდისისა და გონიერების სტანდარტებამდე ამაღლება მათი დაცვით? ძალუძთ ადამიანებს ღვთის მოწონების მოპოვება მათი დაცვით? მათ არცერთი მათგანის გაკეთება არ ძალუძთ. რადგან არცერთი მათგანის გაკეთება არ ძალუძთ, არის თუ არა ეს ყველაფერი, რასაც ადამიანები იცავენ, ჭეშმარიტება? შეუძლია თუ არა ეს ყოველივ იქცეს ადამიანის სიცოცხლედ? რა შედეგები მოაქვს იმას, როდესაც ადამიანები ამ უარყოფით შეხედულებებს — როგორიცაა ის, რასაც ისინი სწორ და კარგ ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიებად, გადარჩენის სტრატეგიებად, გადარჩენის კანონებად და ტრადიციულ კულტურადაც კი მიიჩნევენ — ჭეშმარიტებად აღიქვამენ და იცავენ? კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში იცავდა ამ ყოველივს. შეიცვალა ის საერთოდ? შეიცვალა საერთოდ კაცობრიობის ამჟამინდელი მდგომარეობა? განა გახრწნილი კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ბოროტი და ღვთის მიმართ სულ უფრო და უფრო წინააღმდეგობის გამწევი არ ხდება? ღმერთი მრავალ ჭეშმარიტებას გამოხატავს ყოველ ჯერზე, როდესაც თავის საქმეს ასრულებს და ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ, რომ ამ ჭეშმარიტებას აქვთ ხელმწიფება და ძალა; მაშ როგორ ხდება, რომ ადამიანებს კვლავ შეუძლიათ ღვთის უარყოფა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა? რატომ არ ძალუძთ მათ, რომ კვლავაც მიიღონ და დაემორჩილონ ღმერთს? ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ კაცობრიობა ზედმეტად ღრმად არის გახრწნილი სატანის მიერ, რომ გახრწნილი კაცობრიობა სავსეა სატანური ხასიათით, ზიზღით არის განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ, სძულს იგი და საერთოდ არ იღებს მას. ამ პრობლემის ძირეული მიზეზი ის არის, რომ ადამიანებმა მიიღეს ზედმეტად ბევრი სატანური ფილოსოფია და ცოდნა. გულის სიღრმეში ადამიანები გაჟღენთილნი არიან ყოველგვარი სატანური აზრებითა და შეხედულებებით; ამგვარად მათ განუვითარდათ ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობილი და ჭეშმარიტების მოძულე ხასიათი. ღვთის მორწმუნე ძალიან ბევრი ადამიანის მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღიარებენ, რომ ღვთის სიტყვებს აქვთ ხელმწიფება და ძალა, ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას. ანუ როდესაც ადამიანები ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბაგეებით აღიარებენ, რომ „ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტებაზე მაღლა არაფერია, ჭეშმარიტება ჩვენს გულებშია და ჩვენ ჭეშმარიტების ძიებას არსებობის მიზნად ვისახავთ“, რეალურ ცხოვრებაში ისინი კვლავ ცხოვრობენ კარგად ცნობილი სატანური გამონათქვამებითა და ფილოსოფიით, გვერდზე დებენ ღვთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებას და იცავენ და პრაქტიკაში იყენებენ ადამიანურ თეოლოგიურ ცოდნასა და სულიერ მოძღვრებას, თითქოს ისინი ჭეშმარიტება იყოს. არის თუ არა ეს ღვთის მორწმუნე ადამიანების უმეტესობის რეალური მდგომარეობა? (დიახ.) თუ კვლავაც ასე დაიცავთ და არ გაანალიზებთ და არ გაიგებთ სატანური ტრადიციული კულტურიდან მომდინარე ამ ღრმად ფესვგადგმულ შეხედულებებს ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით და თუ არ შეგიძლიათ მათი ძირეულად გარჩევა, ან მათი საფუძვლიანად გაგება, ან მათზე უარის თქმა, რა იქნება შედეგი? არსებობს ერთი შედეგი, რომელიც უდავოა, ეს არის ის, რომ ადამიანებს მრავალი წლის განმავლობაში სწამთ ღმერთი და მაინც არ იციან, რა არის ჭეშმარიტება ან რა გზას დაადგნენ და საბოლოოდ ყველას პირზე აკერია სულიერი მოძღვრებები და თეოლოგიური თეორიები და ყოველივე, რასაც ისინი ამბობენ, ლამაზად ჟღერს და არის მოძღვრება, რომელიც შეესაბამება ჭეშმარიტებას. მაგრამ სინამდვილეში, ეს ადამიანები თვალთმაქცი ფარისევლების არქეტიპები არიან იმ თვალსაზრისით, რასაც ისინი პრაქტიკაში იყენებენ და ცხოვრებაში ავლენენ. რა შედეგები მოაქვს ამას? უდავოდ, ისინი დაგმობილნი არიან ღვთის მიერ და დაწყევლილნი მის მიერ. ისინი, ვისაც სწამს ღმერთი, მაგრამ არ იღებენ ჭეშმარიტებას, ფარისევლები არიან და ვერასოდეს მოიპოვებენ ღვთის მოწონებას.

მაგალითად, ბავშვების აღზრდის საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი მამა ხედავს, რომ მისი შვილები ურჩნი არიან და არ ასრულებენ თავიანთ ჯეროვან მოვალეობებს, და ამბობს: „ძველი ხალი მართალს ამბობდა: „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“. ასეთი მამები ამ საკითხს ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით არ უდგებიან. მათ გულებში მხოლოდ ადამიანთა სიტყვებია და არა ღვთის სიტყვები. მაშ, გააჩნიათ მათ ჭეშმარიტება-რეალობა? არა, არ გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ სწამთ ღმერთი, ესმით ზოგიერთი ჭეშმარიტება და უნდა იცოდნენ, რომ მამის პასუხისმგებლობის შესასრულებლად შვილების აღსაზრდელად ჭეშმარიტება უნდა გამოიყენონ, ისინი ამას პრაქტიკაში ასე არ იყენებენ. როდესაც ხედავენ, რომ მათი შვილები მცდარ გზას ადგანან, ოხრავენ და ამბობენ: „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“. რა სახის გამოთქმაა ეს? ვისი ცნობილი გამონათქვამია იგი? (სატანის ცნობილი გამონათქვამი.) უთქვამს ოდესმე ღმერთს ეს გამოთქმა? (არა.) მაშ, საიდან მოდის ეს გამოთქმა? (სატანისგან.) იგი სატანისგან, ამ წუთისოფლიდან მოდის. ადამიანები ასე ძალიან „ეძიებენ“ ჭეშმარიტებას, ასე ძალიან „უყვართ“ ჭეშმარიტება და ასე ძალიან „აღამაღლებენ“ ჭეშმარიტებას; მაშ, რატომ ამბობენ ასეთ სატანურ გამოთქმებს, როდესაც მსგავს საკითხებს აწყდებიან? ისინი იმასაც კი გრძნობენ, რომ ამის თქმა სამართლიანი და ღირსეულია. ისინი ამბობენ: „შეხედეთ, რამხელა მოწიწება და პატივისცემა მაქვს ჭეშმარიტებისა და ღვთის მიმართ. ჩემთვის სრულიად ბუნებრივია იმის თქმა, რომ „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“ — რამხელა ჭეშმარიტებაა ეს! შევძლებდი კი ამ გამოთქმის თქმას, ღმერთი რომ არ მწამდეს?“ განა ეს მის ჭეშმარიტებად გასაღება არ არის? (დიახ.) მაშ, არის თუ არა ეს გამოთქმა ჭეშმარიტება? (არა.) რა სახის გამოთქმაა „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“? რაში მდგომარეობს მისი მცდარობა? ეს გამოთქმა ნიშნავს, რომ თუ შვილები ურჩნი ან მოუმწიფებელნი არიან, ეს მამის პასუხისმგებლობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა ისინი კარგად ვერ აღზარდეს. მაგრამ სინამდვილეში ასეა? (არა.) ზოგიერთი მშობელი წესიერად იქცევა, თუმცა მათი ვაჟები ხულიგნები არიან, ქალიშვილები კი — მეძავები. კაცი, რომელსაც მამის როლი აკისრია, ისე ბრაზდება და ამბობს: „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია. მე გავაფუჭე ისინი!“ სწორია ამის თქმა თუ არა? (არა, არასწორია.) რაში მდგომარეობს მისი მცდარობა? თუ შეგიძლია გაიგო, რა არის მცდარი ამ გამოთქმაში, ეს ამტკიცებს, რომ გესმის ჭეშმარიტება და გესმის, რა არის მცდარი იმ პრობლემაში, რომელიც ამ გამოთქმაში დევს. თუ არ გესმის ჭეშმარიტება ამ საკითხთან მიმართებაში, მაშინ ძალგიძს ამ საკითხის ნათლად ახსნა. ახლა, როდესაც მოისმინეთ ჭეშმარიტების ახსნა- განმარტება, შეიძლება იგრძნოთ და თქვათ: „ეს გამოთქმა მცდარია, ეს ამქვეყნიური გამოთქმაა. ჩვენ, ვისაც ღმერთი გვწამს, ასეთ რამეს არ ვამბობთ“. უბრალოდ შეცვალე ამ საკითხზე საუბრის მანერა. ეს არ ნიშნავს, რომ გესმის ჭეშმარიტება — სინამდვილეში, არ იცი, რა არის მცდარი გამოთქმაში „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“. როდესაც ასეთ საკითხებს აწყდები, რა უნდა თქვა ისეთი, რაც ჭეშმარიტებასთან შესაბამისობაშია? როგორ უნდა მოიქცე ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად? მოდით, ჯერ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავიგოთ და ავხსნათ ასეთი საკითხები სწორად. რას ამბობს ღმერთი ამის შესახებ? აქვს თუ არა ღვთის სიტყვებს რაიმე კონკრეტული სათქმელი ასეთ საკითხებზე? ღმერთმა გამოხატა ამდენი ჭეშმარიტება, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანებმა მიიღონ ისინი და თავიანთ სიცოცხლედ აქციონ. მაშ, შვილების აღზრდისას, განა ადამიანებმა ღვთის სიტყვები არ უნდა გამოიყენონ მათ სასწავლებლად? ღვთის სიტყვები მთელი კაცობრიობისთვისაა ნათქვამი. ზრდასრული ხარ თუ ბავშვი, კაცი თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ყველამ უნდა მიიღოს ღვთის სიტყვები. მხოლოდ ღვთის სიტყვებია ჭეშმარიტება და მხოლოდ მათ შეუძლიათ იქცნენ ადამიანების სიცოცხლედ. მხოლოდ ღვთის სიტყვებს შეუძლიათ ადამიანების ცხოვრების სწორ გზაზე გაძღოლა. ღვთის მორწმუნე ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამ საკითხის საფუძვლიანად გაგება. როგორ ხსნით გამოთქმას „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“? (გზა, რომელსაც ადამიანი ირჩევს, განისაზღვრება მისი ბუნება-არსებით. გარდა ამისა, სასჯელი, რომელსაც ისინი დაექვემდებარებიან, ან კურთხევა, რომლებსაც ისინი მიიღებენ ამ ცხოვრებაში განპირობებულია მათი წინა ცხოვრებით. ამიტომ განცხადება „თუ შვილები სწორ გზას არ მიჰყვებიან, ეს იმიტომ ხდება, რომ მშობლებმა ისინი კარგად ვერ აღზარდეს“ კრიტიკას ვერ უძლებს და სრულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღმერთი ხელმწიფებს კაცობრიობის ბედზე.) შენი ნათქვამის მიხედვით, აქვს თუ არა შვილების მიერ სწორი გზის არარჩევას რაიმე კავშირი ღვთის ხელმწიფებასთან? ღმერთი ადამიანებს აძლევს უფლებას, თავად გააკეთონ არჩევანი და აირჩიონ სწორი გზა. თუმცა, ადამიანებს სატანური ბუნება აქვთ, ყველა თავად აკეთებს არჩევანს, ყველა ირჩევს თავისთვის სასურველ გზას და არ სურთ ღვთის ხელმწიფებისადმი დამორჩილება. თუ შენი ნათქვამი შეესაბამება ჭეშმარიტებას, მაშინ ის ნათლად უნდა ახსნა, რათა ადამიანები დარწმუნდნენ მასში.

შემდეგ ჩვენ გვექნება თანაზიარება გამოთქმაზე „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“. პირველი, რაც ნათელი უნდა გახდეს, არის ის, რომ მცდარია იმის თქმა: „შვილების მიერ სწორი გზიდან გადახვევა მშობლების ბრალია“. ვინც არ უნდა იყოს, თუ ის გარკვეული ტიპის ადამიანია, გარკვეულ გზას გაივლის. განა ეს უდავო არ არის? (დიახ.) გზა, რომელსაც ადამიანი ირჩევს, განსაზღვრავს იმას, თუ ვინ არის იგი. გზა, რომელსაც ისინი ირჩევენ და ის, თუ როგორი ადამიანები ხდებიან, მათზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი წინასწარგანსაზღვრული და თანდაყოლილია და დაკავშირებულია ადამიანის ბუნებასთან. მაშ, რა სარგებელი მოაქვს მშობლების აღზრდას? შეუძლია მას ადამიანის ბუნების მართვა? (არა.) მშობლების აღზრდას არ შეუძლია ადამიანის ბუნების მართვა და არ შეუძლია იმ პრობლემის გადაჭრა, თუ რომელ გზას ირჩევს ადამიანი. რა არის ერთადერთი აღზრდა, რომლის მიცემაც მშობლებს შეუძლიათ? ზოგიერთი მარტივი ქცევა შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში, საკმაოდ ზედაპირული აზრები და საკუთარი თავის წარმართვის წესები — ეს ის საკითხებია, რომლებსაც მშობლებთან აქვთ კავშირი. სანამ მათი შვილები სრულწლოვანებას მიაღწევენ, მშობლებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ჯეროვანი პასუხისმგებლობა, რაც მდგომარეობს შვილების აღზრდაში, რათა სწორ გზას გაჰყვნენ, ბეჯითად ისწავლონ და შეეცადონ, როდესაც გაიზრდებიან. შემდეგ სხვებზე მაღლა დადგნენ, არ აკეთონ ცუდი საქმეები და არ გახდნენ ცუდი ადამიანები. მშობლებმა ასევე უნდა დაარეგულირონ შვილების ქცევა, ასწავლონ მათ ზრდილობა და უფროსებთან მისალმება შეხვედრისას და აუხსნან ქცევასთან დაკავშირებული სხვა საკითხები — ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც მშობლებმა უნდა შეასრულონ. შვილის ცხოვრებაზე ზრუნვა და საკუთარი თავის წარმართვის ზოგიერთი ძირითადი წესის სწავლება — აი, რაში მდგომარეობს მშობლის გავლენა. რაც შეეხება შვილის პიროვნებას, მშობლებს არ შეუძლიათ ამის სწავლება. ზოგიერთი მშობელი მშვიდია და ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებს მაშინ, როცა მათი შვილები ძალიან მოუთმენლები არიან და ცოტა ხნითაც კი არ ძალუძთ ერთ ადგილზე გაჩერება. ისინი 14 ან 15 წლის ასაკში დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას, ყველაფერში თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, არ სჭირდებათ მშობლები და ძალიან დამოუკიდებლები არიან. ეს მშობლებმა ასწავლეს მათ? არა. ამიტომ, ადამიანის პიროვნებას, ხასიათს და მის არსსაც კი, ისევე როგორც იმ გზას, რომელსაც ის მომავალში ირჩევს, არავითარი კავშირი არ აქვს მის მშობლებთან. ზოგიერთი ამას უარყოფს და ამბობს: „მაშ, როგორ შეიძლება, რომ ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდეს მათთან? ზოგიერთი ადამიანი მეცნიერთა ოჯახიდანაა ან ისეთი ოჯახიდან, რომელსაც თაობების განმავლობაში აქვს გამოცდილება კონკრეტულ პროფესიაში. მაგალითად, ერთი თაობა სწავლობს ფერწერას, მომდევნო თაობაც სწავლობს ფერწერას და ასევე იქცევა მომდევნო თაობაც. ეს ადასტურებს გამოთქმის „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“ სისწორეს“. სწორია ამის თქმა თუ მცდარი? (მცდარია.) მცდარი და არაზუსტია ამ მაგალითის გამოყენება ამ პრობლემის საილუსტრაციოდ, რადგან ეს ორი სხვადასხვა რამ არის. იმ ოჯახის გავლენა, რომელსაც თაობების განმავლობაში აქვს გამოცდილება, ვრცელდება მხოლოდ გამოცდილების ერთ ასპექტზე და შესაძლოა, რომ ამ ოჯახურმა გარემომ გამოიწვიოს ის, რომ ყველამ ერთი და იგივე რამ ისწავლოს. ზედაპირულად შვილიც ირჩევს ამავე საქმეს, მაგრამ ძირეულად, ეს ყველაფერი ღვთის მიერ წინასწარგანსაზღვრულია. როგორ მოხდა ამ ადამიანის რეინკარნაცია ამ ოჯახში? განა ესეც არ არის ის, რაზეც ღმერთი ხელმწიფებს? მშობლები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ შვილების სრულწლოვანებამდე აღზრდაზე. შვილები მშობლების გავლენას განიცდიან მხოლოდ მათი გარეგნული ქცევისა და ცხოვრების წესის თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც ისინი იზრდებიან, იმ მიზნებს, რომლებისკენაც ისინი ცხოვრებაში ისწრაფვიან და მათ ბედს არავითარი კავშირი არ აქვს მათ მშობლებთან. ზოგიერთი მშობელი უბრალოდ ჩვეულებრივი ფერმერია, რომელიც ცხოვრობს თავისი მდგომარეობის შესაბამისად, მაგრამ მათ შვილებს შეუძლიათ გახდნენ თანამდებობის პირები და აკეთონ დიდი საქმეები. ასევე არიან შვილები, რომელთა მშობლები არიან იურისტი და ექიმი, თითოეული მათგანი უნარიანია, თუმცა შვილები უსარგებლონი არიან, რომელთაც არ შეუძლიათ სამსახურის შოვნა, სადაც არ უნდა წავიდნენ. ეს ასწავლეს მათ მშობლებმა? როდესაც მამა იურისტია, სავარაუდოა, რომ მან დაზოგოს ძალისხმევა შვილების აღზრდასა და მათზე გავლენის მოხდენაზე? აბსოლუტურად არა. არცერთი მამა არ ამბობს: „მე ისეთი წარმატებული ვიყავი ცხოვრებაში, ვიმედოვნებ, რომ ჩემი შვილები მომავალში ჩემსავით წარმატებულები არ იქნებიან, ეს ზედმეტად დამღლელი იქნებოდა. საკმარისია, რომ ისინი მომავალში უბრალოდ მწყემსები იყვნენ“. ის აუცილებლად აღზრდის თავის შვილებს, რათა ისწავლონ მისგან და მომავალში მას დაემსგავსონ. რა დაემართებათ მის შვილებს მას შემდეგ, რაც ის დაასრულებს მათ აღზრდას? შვილები გახდებიან ის, რაც უნდა გახდნენ და მათი ბედი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს და ამის შეცვლა არავის ძალუძს. რას ხედავთ აქ? გზას, რომელსაც შვილი ირჩევს, არავითარი კავშირი არ აქვს მის მშობლებთან. ზოგიერთ მშობელს სწამს ღმერთი და ზრდის შვილებს, რათა მათაც იწამონ ღმერთი, მაგრამ რასაც არ უნდა ამბობდნენ, მათ შვილებს არ სწამთ და მშობლებს არაფრის გაკეთება არ ძალუძთ ამასთან დაკავშირებით. ზოგიერთ მშობელს არ სწამს ღმერთი, მაშინ როცა მათ შვილებს სწამთ ღმერთი. როდესაც მათი შვილები იწყებენ ღვთის რწმენას, ისინი მიჰყვებიან მას, მისთვის იხარჯებიან, შეუძლიათ მიიღონ ჭეშმარიტება და მოიპოვონ ღვთის მოწონება და ამგვარად მათი ბედი იცვლება. არის ეს მშობლების აღზრდის შედეგი? სულაც არა, ეს დაკავშირებულია ღვთის წინასწარგანსაზღვრასა და არჩევანთან. გამოთქმაში „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“ არის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, აღზარდონ თავიანთი შვილები, შვილის ბედი განისაზღვრება არა მისი მშობლების მიერ, არამედ შვილის ბუნებით. შეუძლია აღზრდას შვილის ბუნების პრობლემის გადაჭრა? მას საერთოდ არ შეუძლია მისი გადაჭრა. გზა, რომელსაც ადამიანი ირჩევს ცხოვრებაში, განისაზღვრება არა მისი მშობლების მიერ, არამედ წინასწარ არის განსაზღვრული ღვთის მიერ. ნათქვამია, „ზეცაში იწერება ადამიანის ბედი“ და ეს გამონათქვამი შეჯერებულია ადამიანური გამოცდილებით. სანამ ადამიანი სრულწლოვანებას მიაღწევს, ვერ იტყვი, რა გზას აირჩევს ის. როდესაც ის სრულწლოვანი ხდება, აქვს თავისი აზრები და შეუძლია პრობლემებზე დაფიქრება; ის ირჩევს, რა აკეთოს ფართო საზოგადოებაში. ზოგიერთი ამბობს, რომ სურს იყოს მაღალი თანამდებობის პირი, სხვები ამბობენ, რომ სურთ იყვნენ იურისტები, და კიდევ სხვები ამბობენ, რომ სურთ იყვნენ მწერლები. ყველას თავისი არჩევანი და მოსაზრებები აქვს. არავინ ამბობს: „მე უბრალოდ დაველოდები, სანამ ჩემი მშობლები აღმზრდიან. მე გავხდები ის, რასაც ჩემი მშობლები მასწავლიან“. არავინ არის ასეთი უგუნური. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ადამიანების იდეები იწყებს გაღვიძებას და თანდათან მწიფდება; ამგვარად მათ წინაშე არსებული გზა და მიზნები სულ უფრო ნათელი ხდება. ამ დროს ნელ-ნელა აშკარა და ნათელი ხდება, თუ რა ტიპის ადამიანები არიან ისინი და რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამ მომენტიდან მოყოლებული თითოეული ადამიანის პიროვნება თანდათან მკაფიოდ განისაზღვრება ისევე როგორც მათი ხასიათი, ასევე ის გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, მათი მიმართულება ცხოვრებაში და ის ჯგუფი, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. რას ეფუძნება ეს ყველაფერი? საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა — ამას არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანის მშობლებთან. ხედავთ ამას ნათლად ახლა? მაშ, რას აქვს რაიმე კავშირი მშობლებთან? ადამიანის გარეგნობას, სიმაღლეს, გენებს და ზოგიერთ ოჯახურ დაავადებას მცირე კავშირი აქვს ადამიანის მშობლებთან. რატომ ვამბობ მცირეს? იმიტომ, რომ ეს ასე არ ხდება შემთხვევათა 100%-ში. ზოგიერთ ოჯახში თითოეული თაობა იტანჯება დაავადებით, მაგრამ შემდეგ იბადება ერთი ჯანმრთელი ბავშვი. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ზოგი ამბობს: „ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ბავშვი კარგი პიროვნებაა“. ეს ადამიანების აზრია, მაგრამ საიდან იღებს სათავეს ეს საკითხი? (ღვთის მიერ წინასწარგანსაზღვრიდან.) ზუსტად ასეა. მაშ, გამოთქმა „შვილის გამოკვება აღზრდის გარეშე მამის დანაშაულია“ სინამდვილეში სწორია თუ მცდარი? (მცდარია.) თქვენთვის ეს ახლა ნათელია, არა? არ გამოვა, თუ არ იცით, როგორ გაარჩიოთ. ჭეშმარიტების გარეშე არ ძალგიძთ რაიმე საკითხის ნათლად დანახვა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში თითოეულ ადამიანს გონებაში სატანისგან მომდინარე საკმაოდ ბევრი ასეთი მოჩვენებითად მართებული შეხედულება აქვს. ისინი მათშია დალექილი და შენახული და ვლინდება ყოველთვის, როდესაც რამე ხდება. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „კარგი კაცი ქალებს არ ებრძვის. შეხედე, რა კეთილშობილი ვარ. ვაჟკაცური, მამაკაცური ვარ, შენ კი — ზედმეტად მორცხვი, ამიტომ არ გებრძვი“. რად მიიჩნევენ ისინი ამ გამოთქმას? (ჭეშმარიტებად.) ისინი მას ჭეშმარიტებად და ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპად მიიჩნევენ. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან ვინმეს, ვისაც მართლაც ლამაზი ნაკვთები აქვს და პატიოსან ჯენტლმენს ჰგავს, მაგრამ მალულად მოქმედებს და ყოველთვის ინიღბება, რომელიც განსაკუთრებით მზაკვარი და ვერაგია სხვებთან ურთიერთობისას და ბევრ ადამიანს არ ძალუძს მისი ამოცნობა, ამიტომ ისინი ამბობენ: „ღმერთი მხოლოდ იმისთვის მწამს, რომ ვიყო პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანი და ვიყო მეგობრული სხვების მიმართ და არა მტრული. როგორც ნათქვამია: „სჯობს იყო ნამდვილი ბოროტმოქმედი, ვიდრე ყალბი ჯენტლმენი“. ღვთის ზოგიერთ სიტყვასაც აქვს ეს მნიშვნელობა“. რას ფიქრობთ იმაზე, რასაც ეს ადამიანები ამბობენ? „სჯობს იყო ნამდვილი ბოროტმოქმედი, ვიდრე ყალბი ჯენტლმენი“. ხედავ, როგორც კი ადამიანებს რამე ემართებათ, ყველა ეს გავრცელებული გამონათქვამი, ანდაზა და იდიომა, რომელიც მათ იციან, ერთბაშად გამოდის და იფრქვევა; მათში ჭეშმარიტების არცერთი სიტყვა არ არის. საბოლოოდ, ეს ადამიანები იმასაც კი ამბობენ: „მადლობა ღმერთს ჩემი გაცისკროვნებისთვის“. სწორია თუ მცდარი გამონათქვამი „სჯობს იყო ნამდვილი ბოროტმოქმედი, ვიდრე ყალბი ჯენტლმენი“? (მცდარია.) ყველამ იცით, რომ მცდარია, მაგრამ რა არის მასში მცდარი? ყალბ ჯენტლმენებთან მიმართებაში მცდარი ის არის, რომ ისინი ყალბები არიან. არავის სურს იყოს ყალბი ჯენტლმენი, მათ სურთ იყვნენ ნამდვილი ბოროტმოქმედები. რა არის ნამდვილ ბოროტმოქმედებში ისეთი, რასაც ადამიანები იწონებენ? მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ნამდვილები არიან, იპოვებენ ყველას მოწონებას, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტმოქმედები არიან. მაშ, ვინ გსურთ იყოთ, ნამდვილი ბოროტმოქმედი თუ ყალბი ჯენტლმენი? (არცერთი.) რატომ არ უნდა იყოთ ამ ორი ტიპის ადამიანი? (არცერთი მათგანი არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, ღვთის სიტყვებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.) შეგიძლიათ იპოვოთ შესაბამისი საფუძველი იმის სამტკიცებლად, რომ ღმერთს არ უთქვამს ადამიანებისთვის, იყვნენ ყალბი ჯენტლმენები ან ნამდვილი ბოროტმოქმედები? (ღმერთს სურს, რომ ადამიანები იყვნენ პატიოსანი ადამიანები.) ღმერთს სურს, რომ ადამიანები იყვნენ პატიოსანი ადამიანები. მაშ, რა განსხვავებაა პატიოსან ადამიანებსა და ნამდვილ ბოროტმოქმედებს შორის? სიტყვა „ბოროტმოქმედები“ არ არის კარგი, მაგრამ ისინი საკმაოდ ნამდვილები არიან. რატომ არ არიან ნამდვილი ბოროტმოქმედები კარგები? შეგიძლიათ ნათლად ახსნათ? რა არის იმის საფუძველი, რომ არც ნამდვილი ბოროტმოქმედები და არც ყალბი ჯენტლმენები არ არიან კარგი ადამიანები? ვინ არიან ბოროტმოქმედები? რომელი სიტყვა ასოცირდება ჩვეულებრივ ბოროტმოქმედებთან? (საძაგელი.) სწორია. როგორ არის აღწერილი და განმარტებული ეს ტერმინი „საძაგელი“ ღვთის სიტყვებში? ღვთის სიტყვებში „საძაგელი“ განმარტებულია როგორც კარგი სიტყვა თუ ცუდი სიტყვა? (ცუდი სიტყვა.) ცუდი სიტყვა, რომელიც დაგმობილია ღვთის მიერ. საძაგელი ქმედებებისა და საძაგელი შეხედულებების მქონე ადამიანები ბოროტმოქმედები არიან. კიდევ როგორ არის განმარტებული ბოროტმოქმედის ხასიათი და არსი? ეგოისტი, არა? (დიახ.) ამგვარი ადამიანი ეგოისტი და საძაგელია. მაშინაც კი, თუ ის, რასაც ისინი ავლენენ, ნამდვილია და მათი ჭეშმარიტი ტემპერამენტია, ისინი მაინც ნამდვილი ბოროტმოქმედები არიან. ყალბი ჯენტლმენი მზაკვარი და ბოროტია, ყოველთვის ინიღბება და სხვებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, აჩვენებს სხვებს თავის ნათელ, ბრწყინვალე და მეგობრულ მხარეს. ის მალავს თავის ჭეშმარიტ ხასიათს, მოსაზრებებსა და შეხედულებებს, რათა ვერავინ დაინახოს ან გაიგოს ისინი. როგორი ხასიათი აქვთ ასეთ ადამიანებს? (მზაკვრული და ბოროტი.) ისინი უბრალოდ ბოროტი ადამიანები არიან. ამგვარად, არც ბოროტმოქმედები და არც ჯენტლმენები არ არიან კარგი ადამიანები. ერთი შინაგანად არის ცუდი, მეორე კი — გარეგნულად. მათი ხასიათი სინამდვილეში ერთნაირია — ორივე უკიდურესად ბოროტი, ეგოისტი და მზაკვარია. ცდილობს თუ არა ეს ორი ტიპის უკიდურესად ბოროტი და მზაკვარი ადამიანი, იყოს პატიოსანი ადამიანი? (არა.) სწორედ ამიტომ, ამ ორი ტიპის ადამიანიდან რომელიმეც რომ გახდე, არ ხარ ის კარგი ან პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ღმერთი მოითხოვს. შენ ხარ ადამიანი, რომელიც ღმერთს ეზიზღება და არ ხარ ისეთი ადამიანი, როგორსაც ღმერთი მოითხოვს. მაშ, მითხარით, არის თუ არა გამოთქმა „სჯობს იყო ნამდვილი ბოროტმოქმედი, ვიდრე ყალბი ჯენტლმენი“ ჭეშმარიტება? (არა.) ამ თვალსაზრისით, ეს გამოთქმა არ არის ჭეშმარიტება. ბევრი ადამიანი, იმ მიზნით, რომ თავს დაესხას და დაგმოს ყალბი ჯენტლმენები, რათა თავი კარგ ადამიანებად გაასაღოს, ამბობს: „სჯობს იყო ნამდვილი ბოროტმოქმედი, ვიდრე ყალბი ჯენტლმენი“, თითქოს ამ ბოროტმოქმედების „ბოროტმოქმედება“ მათ განსაკუთრებით სამართლიანებსა და ნამდვილებს ხდის, როგორც რაღაც სამართლიანობის ძალას. როგორ შეგიძლია, როგორც ბოროტმოქმედმა, განაცხადო, რომ სამართლიანი ხარ? შენ ხარ ის, ვინც დაგმობას იმსახურებს.

თითოეული ადამიანის გონებაში საკმაოდ ბევრი ამ ტიპის გამოთქმა და შეხედულებაა, ამიტომ მრავალი ადამიანი იზიარებს ამგვარ მოსაზრებას. იქნება ეს ტრადიციული კულტურა, ხალხური ანდაზები, ოჯახური დევიზები, ოჯახური წესები თუ ქვეყნის სამართლებრივი სისტემა, ადამიანები ხშირად იყენებენ ამ ყველაფერს, რაც დიდი ხნის განმავლობაში და ფართოდ ვრცელდებოდა საზოგადოებაში და რაც დიდი ხნის განმავლობაში ცხადდებოდა და წახალისდებოდა, როგორც სიკეთე საზოგადოებასა და კაცობრიობაში, რათა აღეზარდათ ადამიანთა თაობები. ზოგიერთი გამოთქმა ადამიანების გულის სიღრმეში მიიჩნევა პრაქტიკის პრინციპებად და ადამიანის არსებობის პრინციპებად. ზოგიერთი ისეთი გამოთქმაა, რომელიც გადმოსცემს თვალსაზრისს, რომელსაც ადამიანები მხოლოდ ეთანხმებიან, მაგრამ აუცილებლად არ სურთ მათი განხორციელება. გსურს თუ არა მათი განხორციელება, გულის სიღრმეში, სინამდვილეში ამ გამოთქმებს იღებ საკუთარი თავის წარმართვის პრაქტიკის პრინციპებად. მოკლედ, ეს ყველაფერი დიდი დაბრკოლებაა ადამიანების მიერ ღვთის რწმენისა და ჭეშმარიტების ძიებისთვის. მათ მხოლოდ ზიანი მოაქვთ და არა სარგებელი ადამიანებისთვის. მაგალითად, თანამედროვე ადამიანების მიერ ხშირად განხილული თემაა: „სიცოცხლე ძვირფასია; სიყვარული კიდევ უფრო მეტად. თუმცა თავისუფლებისთვის ორივეს დავთმობდი“. ეს გამოთქმა არის ცნობილი გამონათქვამი, რომელსაც მხარს იწონებენ და პატივს სცემენ აღმოსავლეთსა და დასავლეთში ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამაღლებული იდეალები, რომლებიც ეძიებენ თავისუფლებას და სურთ ტრადიციული ფეოდალური სისტემისგან გათავისუფლება. რა არის აქ ადამიანების ძიების მთავარი მიზანი? სიცოცხლე? თუ სიყვარული? (არა, თავისუფლება.) სწორია, ეს თავისუფლებაა. მაშ, არის თუ არა ეს გამოთქმა ჭეშმარიტება? ამ გამოთქმის მნიშვნელობა ის არის, რომ თავისუფლების ძიების მიზნით, სიცოცხლე შეიძლება დათმო და სიყვარულზეც შეიძლება უარი თქვა — ანუ ადამიანი, რომელიც გიყვარს, ასევე შეიძლება მიატოვო — რათა გაიქცე იმ მშვენიერი თავისუფლებისკენ. როგორ გამოიყურება ეს თავისუფლება ამქვეყნიური ადამიანებისთვის? როგორ ავხსნათ ეს, რასაც ისინი თავისუფლებად მიიჩნევენ? ტრადიციის გარღვევა ერთგვარი თავისუფლებაა, ძველი ჩვეულებების გარღვევა ერთგვარი თავისუფლებაა და ფეოდალური მონარქიის გარღვევაც ერთგვარი თავისუფლებაა. კიდევ რა? (არ ექვემდებარებოდე რაიმე პოლიტიკური რეჟიმის კონტროლს.) კიდევ ერთი არის ის, რომ არ ექვემდებარებოდე ძალაუფლების ან პოლიტიკის კონტროლს. რასაც ისინი ეძიებენ, არის ამგვარი თავისუფლება. მაშ, არის თუ არა ის თავისუფლება, რომელზეც ისინი საუბრობენ, ჭეშმარიტი თავისუფლება? (არა.) აქვს თუ არა მას მსგავსება იმ თავისუფლებასთან, რომელზეც ღვთის მორწმუნე ადამიანები საუბრობენ? (არა.) ზოგიერთ ღვთის მორწმუნე ადამიანს შესაძლოა გულში ასევე ჰქონდეს ეს შეხედულება: „ღვთის რწმენა მშვენიერია, ის გათავისუფლებს. არ გიწევს რაიმე ჩვეულების ან ტრადიციული ფორმალობის დაცვა, არ გიწევს ფიქრი ქორწილებისა და დაკრძალვების ორგანიზებაზე ან მათზე დასწრებაზე, უარს ამბობ ყველა ამქვეყნიურ საქმეზე. მართლაც ასეთი თავისუფალი ხარ!“ ასეა ეს? (არა.) მაშ, კონკრეტულად რა არის თავისუფლება? ხართ ახლა თავისუფლები? (ცოტათი.) მაშ, როგორ მიიღეთ ეს მცირეოდენი თავისუფლება? რას ნიშნავს ეს თავისუფლება? (ჭეშმარიტების გაგებას და სატანის ბნელი გავლენის გარღვევას.) სატანის ბნელი გავლენის გარღვევის შემდეგ გრძნობთ მცირეოდენ შვებას და გარკვეულწილად თავისუფლებას. თუმცა, მე რომ არ გამეანალიზებინა ეს, იფიქრებდით, რომ ჭეშმარიტად თავისუფლები ხართ, მაშინ როცა სინამდვილეში ასე არ არის. ჭეშმარიტი თავისუფლება არ არის სხეულის იმგვარი თავისუფლება და შვება სივრცითი და მატერიალური თვალსაზრისით, როგორც ეს ადამიანებს ჰგონიათ. არამედ ეს არის ის, რომ როდესაც ადამიანები გაიგებენ ჭეშმარიტებას, მათ ექნებათ სწორი შეხედულებები სხვადასხვა ადამიანზე, მოვლენაზე, საგანზე და სამყაროზე და შეძლებენ ცხოვრებაში სწორი მიზნებისა და მიმართულების ძიებას; როდესაც ადამიანები არ ექვემდებარებიან სატანის გავლენისა და სატანური იდეებისა და შეხედულებების შეზღუდვებს, მათი გული თავისუფლდება — ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება.

არის ერთი არამორწმუნე ახალგაზრდა, რომელიც ფიქრობს, რომ უყვარს თავისუფლება, ჩიტივით ყველგან ფრენა და შეზღუდვების გარეშე ცხოვრება, ამიტომ სძულს თავის ოჯახში არსებული საძაგელი წესები და გამონათქვამები. ხშირად ეუბნება თავის მეგობრებს: „მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ტრადიციულ და ძალიან დიდ ოჯახში დავიბადე, რომელსაც უამრავი წესი და ტრადიცია აქვს და რომელსაც წინაპართა სალოცავიც კი აქვს, სადაც თითოეული მომდევნო თაობისთვის მემორიალური დაფებია განლაგებული, მე თავად დავარღვიე ეს ტრადიციები და არ განვიცდი ამ ოჯახური წესების, ოჯახური ნორმებისა და გავრცელებული ჩვეულებების გავლენას. განა ვერ ხედავთ, რომ უკიდურესად არატრადიციული ადამიანი ვარ?“ მისი მეგობრები ამბობენ: „შევამჩნიეთ, რომ უკიდურესად არატრადიციული ხარ“. როგორ შეამჩნიეს ეს? მას აქვს პირსინგი ენასა და ჭიპზე, რგოლი ცხვირზე, ოთხი ან ხუთი პირსინგი ორივე ყურზე და გველის ტატუ მკლავზე. ჩინელები გველებს ავისმომასწავებლად მიიჩნევენ, მაგრამ მან დაიჟინა, რომ სხეულზე მისი ტატუ გაეკეთებინა; ადამიანებს ეშინიათ, როდესაც მას ხედავენ. ეს არატრადიციულია, არა? (დიახ.) ეს ძალიან არატრადიციულია და უფრო მეტიც, ასევე ავანგარდული ადამიანის იერით საუბრობს. ყველა, ვინც მას ხედავს, ამბობს: „ეს ბიჭი საოცარია! არატრადიციულია, ჭეშმარიტად არატრადიციული!“ მიაჩნია, რომ არ ძალუძს უბრალოდ ამ გზებით გამოხატოს თავისი არატრადიციულობა, არამედ უნდა გახადოს ცოტა უფრო ხელშესახები და ადამიანებს უფრო მეტად დაანახოს მისი არატრადიციულობის ნიშნები. ხედავს, რომ სხვებს ძირითადად ყვითელკანიანი, ჩინელი მეგობარი გოგონები ჰყავთ და განზრახ იჩენს უცხოელ, თეთრკანიან მეგობარ გოგონას, რათა ყველა უფრო მეტად დარწმუნდეს, რომ მართლაც არატრადიციულია. ამის შემდეგ, ყველა სიტუაციაში ბაძავს თავის მეგობარ გოგონას, აკეთებს ყველაფერს, რასაც მეგობარი გოგონა ეუბნება ისე, როგორც სთხოვს. როდესაც მისი დაბადების დღე დგება, მეგობარი გოგონა ყიდულობს მისთვის დიდ ყუთში შეფუთულ ამოუცნობ საჩუქარს და სიხარულით იწყებს საჩუქრის გახსნას. შეფუთვის ყველა ფენის მოხსნის შემდეგ, შიგნით მწვანე ქუდს ხედავს. ყველა ჩინელმა იცის „მწვანე ქუდების“ ფარული მნიშვნელობა, არა? ეს ნამდვილად ძალიან ტრადიციული რამ არის. როგორც კი ხედავს მას, ბრაზდება და ამბობს: „რა საჩუქარია ეს? ვისთვის იყიდე ეს საჩუქარი?“ მის მეგობარ გოგონას ეგონა, რომ გაუხარდებოდა — რატომ არის ასე გაბრაზებული ამის გამო? გოგონა მიზეზს ვერ ხვდება მიზეზს და ვერ ხსნის ამას; ამიტომ ამბობს: „ამ მწვანე ქუდის პოვნა ადვილი არ იყო. გარანტიას გაძლევ, მოგიხდება“. ბიჭი მიუგებს: „იცი, რას წარმოადგენს ეს ქუდი?“ მეგობარი გოგონა ამბობს: „განა ეს უბრალოდ ქუდი არ არის? მწვანე ქუდები უბრალოდ ლამაზად გამოიყურება“. და დაჟინებით სთხოვს მის დახურვას. ის არაფრისდიდებით არ იხურავს. იციან დასავლელებმა „მწვანე ქუდების“ დაფარული მნიშვნელობა? (არა, არ იციან.) მაშ, განა ეს საკითხი ნათლად არ უნდა აიხსნას და არ უნდა გაცხადდეს? ვერცერთ თქვენგანი ვერ გასცემს ამას პასუხს — რატომ ვერ ბედავთ მის ნათლად ახსნას? ეს ხომ არ არის დიდი პრობლემა? თქვენ ზუსტად ამ ბიჭს ჰგავხართ — აფრიალებთ არატრადიციულობის, ტრადიციის მიტოვებისა და სატანური ტრადიციული კულტურის წარმოდგენების უარყოფის დროშას, რათა ეძიოთ ჭეშმარიტება და თავისუფლება; მაინც ღრმად ხართ ჩაფლული ამ მწვანე ქუდში. იმ ახალგაზრდა ბიჭის მეგობარი გოგონა სთხოვს მის დახურვას და ბიჭი არაფრისდიდებით არ იხურავს; ბოლოს ამბობს: „დაჟინებით მთხოვ მის დახურვას. თუ დავიხურავ, სხვებისგან დამცირება უნდა ავიტანო!“ ეს არის საკითხის არსი და ის, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა — ეს არის ტრადიცია. ეს ტრადიცია არ ეხება იმას, თუ რა ფერისაა რაღაც ან რა სახის ნივთია, არამედ ეხება იმ სიმბოლოსა და შეხედულებას, რომელსაც ეს ნივთი იწვევს ადამიანებში. კონკრეტულად რის სიმბოლოა ეს ნივთი — მწვანე ქუდი? რას წარმოადგენს ის? ადამიანები ამ ფერის ქუდებს ცუდის იარლიყს აკრავენ, ამიტომ უარყოფენ ამ ფერის ქუდებს. რატომ უარყოფენ მათ ადამიანები? რატომ არ შეუძლიათ ასეთი რამის მიღება? იმიტომ, რომ მათ შორის დამკვიდრებულია ერთგვარი ტრადიციული აზროვნება. თავად ეს ტრადიციული აზროვნება არ არის ჭეშმარიტება; ის მატერიალური ნივთივითაა, მაგრამ ამ საზოგადოებამ და ადამიანთა ამ რასამ შეუმჩნევლად აქცია უარყოფითად. მაგალითად, ადამიანები თეთრს სიწმინდის სიმბოლოდ აქცევენ, შავს — სიბნელისა და ბოროტების სიმბოლოდ, ხოლო წითელს — დღესასწაულის, სისასტიკისა და ვნების სიმბოლოდ. წარსულში ჩინელები ქორწინებისას წითელ ტანსაცმელს იცვამდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს სადღესასწაულო იყო. როდესაც დასავლელები ქორწინდებიან, იცვამენ თეთრ ტანსაცმელს, რომელიც ლამაზი და სუფთაა და სიწმინდეს განასახიერებს. ამ ორი კულტურის გაგება ქორწინების შესახებ განსხვავებულია. ერთში ის წარმოდგენილია წითლით, ხოლო მეორეში — თეთრით. ორივე ეს ფერი წარმოადგენს კურთხევის დამოკიდებულებას ქორწინების მიმართ. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი და რასა ერთსა და იმავე ნივთებს სხვადასხვა მიზნით იყენებს და სწორედ ასე ყალიბდება მათი კულტურული წარმომავლობა. ამის შემდეგ მასთან ერთად იქმნება კულტურული ტრადიციები. ამგვარად, სხვადასხვა საზოგადოებასა და რასას უყალიბდება განსხვავებული ჩვეულებები და ასეთი ჩვეულებები გავლენას ახდენს ამ შესაბამისი რასების ადამიანებზე. ამგვარად, ჩინელები განიცდიან მწვანე ქუდების ალუზიის გავლენას. რა შედეგი მოაქვს მათში ამის ჩანერგვას? მამაკაცებს არ შეუძლიათ მწვანე ქუდის ტარება და არც ქალები ატარებენ მათ. ხედავ რომელიმე ქალს, რომელსაც ის ახურავს? სინამდვილეში ეს კულტურული ტრადიცია მხოლოდ მამაკაცებისკენაა მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცების მიერ მწვანე ქუდების ტარება ცუდის ნიშანია და ეს არ უკავშირდება ქალებს. თუმცა, როგორც კი ეს კულტურული ტრადიცია ყალიბდება, რა კონტექსტშიც არ უნდა წარმოიშვას ის, იწვევს ერთგვარ მიუღებლობას ამ ნივთის მიმართ ამ რასის თითოეული წარმომადგენლის მხრიდან. ასეთი მიუღებლობის გაჩენის შემდეგ ეს ნივთი გაუცნობიერებლად იქცევა ძალიან უწყინარი, მატერიალური ნივთიდან უარყოფით ნივთად. სინამდვილეში ის უწყინარია და საერთოდ არ გააჩნია დადებითი ან უარყოფითი თვისებები. უბრალოდ მატერიალური ნივთია, ფერისა და ფორმის მქონე ობიექტი. თუმცა, ტრადიციული კულტურის მიერ ამგვარად ინტერპრეტაციისა და გავლენის მოხდენის შემდეგ რა იქნება საბოლოო შედეგი? (უარყოფითი.) ხდება უარყოფითი. მას შემდეგ, რაც უარყოფითი ხდება, ადამიანებს არ ძალუძთ, ამ ნივთს სათანადოდ მოიეპყრონ ან გამოიყენონ. დაფიქრდით ამაზე — ჩინურ ბაზარზე არის სხვადასხვა ფერის ქუდები, როგორიცაა წითელი, ვარდისფერი, ყვითელი და ა.შ., მაგრამ არ არის მწვანე. ადამიანები შეზღუდულნი არიან და განიცდიან ამ ტრადიციული აზროვნების გავლენას. ეს არის ის ეფექტი, რომელსაც ტრადიციული კულტურის ერთი კონკრეტული საკითხი ახდენს ადამიანებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი საზღვარგარეთ მიდის და ეცნობა ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნების ზოგიერთ კულტურას, ტრადიციას, წესსა და ისეთ მატერიალურ ნივთებს, როგორიცაა ცხოვრების ძირითადი საჭიროებები, ეცნობა სხვა ქვეყნების კანონებსა და მათ შესახებ ცნობილ ფაქტებს, საკუთარი ქვეყნის ტრადიციების მოშორება მაინც რთულია. თუმცა შენ დატოვე მშობლიური მიწა და გაითავისე სხვა ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიური ასპექტები, მისი კანონები და სისტემებიც კი, მაინც არ იცი, რაზე ფიქრობ ყოველდღე, ან როგორ უმკლავდები საკითხებს, როდესაც პრობლემები ჩნდება, ან როგორია შენი თვალსაზრისი და პერსპექტივა, რომელსაც იზიარებ. ზოგი ფიქრობს: „დასავლეთში ვარ, მაშ, დასავლელი ვარ?“ ან „იაპონიაში ვარ, მაშ, იაპონელი ვარ?“ ასეა ეს? (არა.) იაპონელები ამბობენ: „ყველაზე მეტად სუშისა და უდონის ლაფშის ჭამა გვიყვარს. განა ეს არ გვხდის კეთილშობილებს?“ სამხრეთ კორეელები ამბობენ: „გვიყვარს ბრინჯისა და კიმჩის ჭამა. განა ჩვენი დიადი სამხრეთ კორეელი ერი კეთილშობილი არ არის? თქვენ, ჩინელები, ამბობთ, რომ თქვენი კულტურა უძველესია და ათასობით წლით ძველია ჩვენსაზე, მაგრამ განა ისევე სცემთ პატივს უფროსებს, როგორც ჩვენ? ხართ თუ არა ისეთივე ტრადიციულები, როგორებიც ჩვენ ვართ? გაქვთ თუ არა იმდენივე წესი, რამდენიც ჩვენ? დღესდღეობით არ საუბრობთ ამ საკითხებზე, ჩამორჩით; ჭეშმარიტად ტრადიციული ხალხი ვართ და ჩვენი კულტურა ჭეშმარიტი კულტურაა!“ ფიქრობენ, რომ მათი ტრადიციული კულტურა ამაღლებულია და შემდეგ ეჯიბრებიან ერთმანეთს, რათა ბევრი რამ მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადონ. რატომ არის მთელი ეს კონკურენცია? თითოეულ ქვეყანას, თითოეულ რასას და თითოეულ მცირე ეთნიკურ ჯგუფსაც კი სჯერა, რომ ის ყველაფერი, წესები, ტრადიციები, ჩვეულებები და ნორმები, რაც მათმა წინაპრებმა დატოვეს, კარგი და დადებითია და მათი გავრცელება კაცობრიობას შეუძლია. განა ეს მათი იდეა და შეხედულება არ გულისხმობს, რომ ეს ყოველივე ჭეშმარიტებაა, რომ ისინი კარგი და დადებითია და რომ ადმიანებმა უნდა გადასცენ თაობიდან თაობას? მაშ, ეწინააღმდეგება თუ არა ეს გადაცემული ტრადიციები თავისუფლებას? ახლახან მოვიყვანე იმ ახალგაზრდა მამაკაცის მაგალითი, რომელმაც თავი დააღწია ოჯახის ბორკილებს, დაფარულია პირსინგებითა და ბეჭდებით, მთელ სხეულზე ტატუები აქვს და უცხოელი მეგობარი გოგონაც კი ჰყავს. გარეგნობისა და ხორცის თვალსაზრისით, თითქოს არ იცავს ოჯახის წესებს და უარყო ტრადიცია. ფორმალობებისა და ქცევის თვალსაზრისით და სუბიექტური ნების თვალსაზრისითაც კი, უარყო ისეთი რამეები, როგორიცაა ოჯახი, ტრადიცია და ჩვეულებები. მაგრამ დაბადების დღის საჩუქარი ამხელს მას, აქარწყლებს და გმობს მის რწმენას, რომ „ძალიან არატრადიციულია“. მაშ, სინამდვილეში ეს ადამიანი ტრადიციულია თუ არა? (ტრადიციულია.) ტრადიციულობა კარგია თუ ცუდი? (ცუდი.) სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, ტრადიციულად მიიჩნევ თავს თუ არატრადიციულად, და მიუხედავად შენი რასისა — იქნება ეს ეგრეთ წოდებული კეთილშობილი რასა თუ ჩვეულებრივი რასა — შენი შინაგანი ფიქრები შეზღუდულია. რამდენადაც არ უნდა ეძიებდე და პატივს სცემდე თავისუფლებას, რამდენადაც არ უნდა იყოს დიდი შენი გადაწყვეტილება, სურვილი და ამბიცია, რომ თავი დააღწიო ტრადიციის ძალებსა და ტრადიციულ ოჯახურ ნორმებს ან რამდენადაც არ უნდა იყოს შთამაგონებელი და ძლიერი შენი რეალური ქმედებები, თუ არ გესმის ჭეშმარიტება, მხოლოდ იტრიალებ იმ სწავლებებისა და მცდარი შეხედულებების ირგვლივ, რომლებსაც სატანა გინერგავს და ვერ შეძლებ თავის დაღწევას. ზოგიერთი ადამიანი განიცდის ტრადიციული კულტურის გავლენას, ზოგიერთი განიცდის იდეოლოგიური განათლების გავლენას, სხვები განიცდიან პოზიციისა და სტატუსის გავლენას, კიდევ სხვები კი - რაიმე სახის იდეოლოგიური სისტემის გავლენას. ავიღოთ მაგალითად პოლიტიკაში ჩართული ადამიანები, როგორიცაა ის ჯგუფი, რომელიც კომუნიზმს უჭერდა მხარს. დაიწყეს როგორც პროლეტარების ჯგუფმა, მიიღეს კომუნისტური მანიფესტი და თეორიები, გაწყვიტეს კავშირი ტრადიციასთან, გაწყვიტეს კავშირი ფეოდალურ მონარქიასთან, გაწყვიტეს კავშირი ზოგიერთ ძველ ჩვეულებასთან და შემდეგ მიიღეს მარქსიზმ-ლენინიზმი და კომუნიზმი. ამ ყველაფრის მიღების შემდეგ, იყვნენ თავისუფლები, თუ მუდმივად შეზღუდულნი იყვნენ? (მუდმივად შეზღუდულნი იყვნენ.) ფიქრობდნენ, რომ ძველიდან ახალზე გადასვლით მოიპოვებდნენ თავისუფლებას. განა ეს იდეა მცდარი არ არის? (დიახ, მცდარია.) მცდარია. ადამიანებს შეუძლიათ ძველიდან ნებისმიერ ახალზე გადასვლა, მაგრამ სანამ ეს არ არის ჭეშმარიტება, სამუდამოდ იქნებიან გამომწყვდეულნი სატანის მახეში — ეს არ არის ჭეშმარიტი თავისუფლება. ზოგიერთი ადამიანი თავს უძღვნის კომუნიზმს ან გარკვეულ საქმეს, ზოგიერთი თავს უძღვნის ფიცს, მაშინ როცა სხვები თავს უძღვნიან თეორიას და კიდევ სხვები იცავენ ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა „მეგობრისთვის თავს გავწირავ“, ან „ერთგული ქვეშევრდომი ორ მეფეს ვერ ემსახურება“, ან „როდესაც ერი განსაცდელშია, ყველას მართებს თავისი წვლილის შეტანა“. მიეკუთვნება ეს ტრადიციულ კულტურას? (დიახ.) ზედაპირულად, ეს ყოველივე შესაძლოა ჩანდეს როგორც ძალიან დადებითი, მართებული და განსაკუთრებით ამაღლებული და კეთილშობილური ადამიანთა შორის, მაგრამ სინამდვილეში სხვა პერსპექტივიდან და სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ისინი ბოჭავენ ადამიანთა სულებს, ზღუდავენ ადამიანებს და ხელს უშლიან მათ ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევაში. თუმცა, სანამ ადამიანები გააცნობირებენ ჭეშმარიტებას, მათ მხოლოდ დაკარგულობის შეგრძნება შეუძლიათ და ამიტომ იღებენ ამ ყოვლივეს, რასაც ადამიანებიშედარებით დადებითად მიიჩნევენ, როგორც თავიანთი არსებობის გზას. ამიტომ, ისინი ბუნებრივად იღებენ ამ ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ კულტურებს — ამ ყოველივეს, რასაც წუთისოფელში საკმაოდ კარგად თვლიან. მათი მიღების შემდეგ, ადამიანები გრძნობენ, რომ ცხოვრობენ გარკვეული კაპიტალით, თავდაჯერებულობითა და მოტივაციით. მაგალითად, ზოგიერთმა ადამიანმა მიიღო ამ საზოგადოებისა და ამ კაცობრიობის ვ ცოდნასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. რა არის ეს პოზიცია? (ცოდნას შეუძლია შეცვალოს შენი ბედი.) (სხვა მისწრაფებები მცირეა, წიგნები ყველას აღემატება.) გულის სიღრმეში ადამიანები ეთანხმებიან და ასევე იღებენ და იწონებენ ამ ყველაფერს. ამასთანავე, რამდენადაც იზიარებენ და იწონებენ მათ, რაც უფრო დიდხანს ებრძვიან ადამიანები ამ საზოგადოებაში არსებულ გასაჭირს, მით უფრო მეტად აფასებენ ამ ყველაფერს. რატომ ხდება ასე? ადამიანები ცხოვრებაში ცოდნას ეყრდნობიან. ცოდნისა და ამ კვალიფიკაციის გარეშე, გრძნობ, რომ არ ძალგიძს საზოგადოებაში ფეხის მოკიდება. სხვები დაგჩაგრავენ და შენს დისკრიმინაციას განახორციელებენ, ამიტომ თავგანწირვით მიილტვი ამ ყოველივესკენ. რაც უფრო მაღალია შენი კვალიფიკაცია, მით უფრო მაღალი იქნება შენი სოციალური სტატუსი საზოგადოებაში ან შენს რასასა თუ თემში; ადამიანები უფრო მეტად აღფრთოვანდებიან შენით, უკეთ მოგეპყრობიან და მრავალი სხვა მიმართულებით უფრო კარგ დამოკიდებულებას იგრძნობ. გარკვეული გაგებით ადამიანის კვალიფიკაცია განსაზღვრავს მის სოციალურ სტატუსს.

წარსულში შვიდი ან რვა უნივერსიტეტის პროფესორისგან შემდგარი ჯგუფი პეკინში გაემგზავრა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იმ დღეებში, დახვედრის ან მძღოლის მომსახურება შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ პეკინში ჩასვლის შემდეგ ავტობუსით უნდა ემგზავრათ. სინამდვილეში, მათნაირი პროფესორები პეკინში ყველგან იყვნენ. არ მიიჩნეოდნენ რაიმე განსაკუთრებულად, უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მაგრამ თავად არ იცოდნენ ეს და სწორედ ამაში მდგომარეობდა პრობლემის სერიოზულობა — ეს საკითხი ამ პრობლემის საფუძველზე წარმოიშვა. რა მოხდა? პროფესორების ეს ჯგუფი ავტობუსს ელოდებოდა გაჩერებაზე. სანამ ელოდებოდნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი იკრიბებოდა და ხალხის რაოდენობის ზრდასთან ერთად ყველა ღელავდა. შემდეგ, როდესაც ავტობუსი მოვიდა, ყველა შეესია მას ისე, რომ არ დაელოდნენ შიგნით მყოფი მგზავრების ჩამოსვლას, ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ, იდაყვებს ურტყამდნენ და დიდად ხმაურობდნენ. ეს ძალიან ქაოტური სცენა იყო. ეს პროფესორები დაფიქრდნენ ამაზე და თქვეს: „ნათელია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს პეკინში უჭირთ ყოველდღე ავტობუსით სამსახურში სიარული. როგორც უნივერსიტეტის პროფესორებმა, უნდა გავითვალისწინოთ ხალხის მდგომარეობა. როგორც მაღალი დონის ინტელექტუალებს, არ შეგვიძლია ჩვეულებრივ ხალხს შევეჯიბროთ. უნდა გამოვავლინოთ ლეი ფენგის უანგარო სული და მივცეთ მათ საშუალება, პირველები ავიდნენ ამ ავტობუსში, ამიტომ მოდით, ნუ შევეტენებით მასში“. ყველა დაეთანხმა ამას და გადაწყვიტა, შემდეგ ავტობუსს დალოდებოდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, როდესაც შემდეგი ავტობუსი მოვიდა, იქაც იმდენივე ხალხი იყო და კვლავ უწესრიგო ბრბოსავით შეესივნენ მას. პროფესორები გაოგნებულნი იყვნენ. უყურებდნენ, როგორ გაივსო ავტობუსი და წავიდა, და კვლავ ვერ მოახერხეს შიგ შეღწევა. კვლავ განიხილეს ეს და თქვეს: „არ გვეჩქარება. ბოლოს და ბოლოს, მაღალი დონის ინტელექტუალები ვართ, არ შეგვიძლია ჩვეულებრივ ხალხს მივაწვეთ ავტობუსებში ასასვლელად. მოდით, ნუ ვიჩქარებთ, შესაძლოა შემდეგ ავტობუსს ამდენი ხალხი არ ელოდებოდეს“. მესამე ავტობუსის მოლოდინში, ეს პროფესორები ცოტათი ღელავდნენ. ზოგიერთმა მათგანმა მუშტები შეკრა და თქვა: „თუ ამ ავტობუსშიც იმდენივე ხალხი იქნება, მაინც ვცადოთ შიგ შეღწევა? თუ ვერ შევაღწევთ, ვფიქრობ, შესაძლოა მეხუთე ან მეექვსე ავტობუსშიც ვერ ავიდეთ, ამიტომ სჯობს როგორმეშევეტენოთ!“ სხვებმა თქვეს: „შეიძლება მაღალი დონის ინტელექტუალები ავტობუსში შეეტენონ? ეს დააზიანებს ჩვენს იმიჯს! რა სამარცხვინო იქნება, თუ ერთ დღეს ხალხი გაიგებს, რომ ჩვენ, მაღალი დონის ინტელექტუალები, ავტობუსებშიც კი შევეტენეთ!“ მათი მოსაზრებები გაიყო. სანამ მსჯელობდნენ, მომლოდინე ხალხის კიდევ ერთი ბრბო შეიკრიბა. ამ დროისთვის პროფესორები ძალიან ნერვიულობდნენ და მსჯელობა შეწყვიტეს. როდესაც ავტობუსი მოვიდა, როგორც კი კარები გაიღო და სანამ ყველა ჩამოვიდოდა, პროფესორებმა მიბაძეს წინა ბრბოს და მთელი ძალით შეეცადნენ შიგნით შეტენვას. ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა შეტენვა, მაშინ როცა რამდენიმე დახვეწილმა ინტელექტუალმა — დახვეწილმა მეცნიერმა — ვერ მოახერხა შეტენვა, რადგან მათ ჰქონდათ ეს შემართება და მებრძოლი სული. მოდით, აქ დავასრულოთ ეს ამბავი. მითხარით, განა ეს ფაქტი არ არის? (დიახ.) ავტობუსებში ეს შეტენვა ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ ინტელექტუალებს ძალიან კარგად შეეძლოთ თვალთმაქცობა! მითხარით, რა იყო აქ პრობლემა? მოდით, ჯერ ვისაუბროთ ამ ინტელექტუალებზე, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი დონის განათლება და გახდნენ პროფესორები, რომლებიც ასწავლიან და განათლებას აძლევენ ადამიანებს და რომლებიც გახდნენ მაღალი დონის ინტელექტუალები. ანუ, განათლება, რომელიც მიიღეს და ცოდნა, რომელსაც ფლობდნენ, უფრო მაღალი იყო, ვიდრე უბრალო ადამიანების დონე; მათ გააჩნდათ საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ ადამიანების მასწავლებლები და დამრიგებლები, გაენათლებინათ ისინი და გადაეცათ ცოდნა — ამიტომ უწოდებენ მაღალი დონის ინტელექტუალებს. იყო თუ არა რაიმე პრობლემა ამ მაღალი დონის ინტელექტუალების იდეებსა და შეხედულებებში? ნამდვილად იყო პრობლემები. მაშ, რაში მდგომარეობდა მათი პრობლემები? მოდით, გავაანალიზოთ ეს საკითხი. ამდენი ცოდნისა და ასეთი მაღალი დონის განათლების მიღების შემდეგ მათი აზროვნება ხისტი იყო თუ თავისუფალი? (ხისტი.) საიდან იცით, რომ ხისტი იყო? რაში მდგომარეობდა მათი პრობლემები? პირველ რიგში, საკუთარი თავი მაღალი დონის ინტელექტუალებად გამოაცხადეს. იყო თუ არა რაიმე მცდარი ამ განცხადებაში? (დიახ.) ამ განცხადებაში იყო პრობლემა. შემდეგ თქვეს: „როდესაც ჩვენ, მაღალი დონის ინტელექტუალები, ავტობუსში ავდივართ, არ უნდა მივაწვეთ და ხელი არ უნდა ვკრათ სხვა ადამიანებს მასში ასასვლელად“. იყო თუ არა პრობლემა ამ წინადადებაში? (დიახ.) ეს იყო მეორე პრობლემა. მესამე პრობლემა იყო, როდესაც თქვეს: „ჩვენ, მაღალი დონის ინტელექტუალებს, შეგვიძლია შემდეგ ავტობუსს დაველოდოთ“ — იყო თუ არა რაიმე პრობლემა ამ საკითხში? (დიახ.) ყველა ამ საკითხში იყო პრობლემა. მიდით და გაანალიზეთ ეს საკითხი ამ სამი პუნქტის მეშვეობით, რათა დაინახოთ, რა იყო პრობლემა. თუ საფუძვლიანად გაიგებთ პრობლემებს, მაშინ, პირველ რიგში, აღარ გააღმერთებთ მაღალი დონის ინტელექტუალებს და მეორეც, აღარ მოგინდებათ იყოთ რაიმე მაღალი დონის ინტელექტუალი.

რა იყო პირველი პუნქტი? ის, რომ საკუთარი თავი მაღალი დონის ინტელექტუალებად გამოაცხადეს. იყო თუ არა რაიმე პრობლემა ამ განცხადებაში? (დიახ.) არაფერია ცუდი ტერმინში „თვითგამოცხადება“, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი თავის მაღალი დონის ინტელექტუალად წარმოჩენას. მაშ, არის თუ არა პრობლემა ფრაზაში „როგორც მაღალი დონის ინტელექტუალი“? ფაქტია, რომ უნივერსიტეტის პროფესორები საზოგადოებაში მაღალი დონის ინტელექტუალები არიან. რადგან ეს ფაქტია, რატომ იყო პრობლემა ამ ფრაზასთან მიმართებაშო? (ეგონათ, რომ ცოდნის შეძენის შემდეგ, სხვებზე მაღლა იდგნენ.) სხვებზე მაღლა — ამის უკან ნამდვილად იდგა ხასიათი. (ეგონათ, რომ რადგან მეტი ცოდნა შეიძინეს, სხვებზე მაღლა იდგნენ. სინამდვილეში ეს ყოველივე ვერ შეცვლის ადამიანის ხასიათს.) ეს ნაწილობრივ სწორია, მაგრამ არ ხსნის მას ნათლად. ვის შეუძლია, რაიმე დაამატოს? (ღმერთო, განა თვითკმაყოფილნი და თვითმართალნი არ იყვნენ?) ეს სწორია, მაგრამ არ აგიხსნია არსი ნათლად, ახსენი ცოტა უფრო დეტალურად. (როგორც კი გარკვეული ცოდნა შეიძინეს, იგრძნეს, რომ სხვებზე უფრო ამაღლებულნი და კეთილშობილნი იყვნენ, ამიტომ არ შეეძლოთ საკუთარი თავის ჩვეულებრივ ადამიანებად მიჩნევა. ამ საზოგადოებაში მცხოვრები ნორმალური ადამიანებისთვის, ავტობუსებში შეტენვა ნაკარნახევია მათი რეალური ცხოვრების გარემოთი და ნორმალურია. თუმცა როგორც კი ამ ინტელექტუალებმა საკუთარი თავი ძალიან ამაღლებულად და კეთილშობილად მიიჩნიეს, აღარ შეეძლოთ ნორმალური ადამიანებივით მოქცევა და ფიქრობდნენ, რომ ნორმალური ადამიანების საქმიანობა ზიანს აყნებდა მათ პიროვნებას, ამიტომ ვგრძნობ, რომ არანორმალურები იყვნენ.) არანორმალურები იყვნენ. აზრი, რომელიც მათ მიერ საკუთარი თავის მაღალი დონის ინტელექტუალებად გამოცხადებაში იდო, დამახინჯებული იყო. ანუ მათ ადამიანობაში რაღაც დამახინჯებული იყო. გრძნობდნენ, რომ სხვებზე უფრო ამაღლებულნი და ღირებულნი იყვნენ. რა იყო ამის საფუძველი? ის, რომ ამდენი განათლება მიიღეს და სავსე იყვნენ ცოდნით, და ვისაც არ უნდა შეხვედროდნენ, სათქმელი არასოდეს ელეოდათ და შეეძლოთ მათთვის რაღაცების სწავლება. რად მიიჩნევდნენ ცოდნას? მიიჩნევდნენ მას საკუთარი თავის წარმართვისა და ქმედებების, ასევე ზნეობის კრიტერიუმად. მიაჩნდათ, რომ რადგან ახლა ცოდნა ჰქონდათ, მათი პატიოსნება, ზნეობა და ვინაობა კეთილშობილი, ძვირფასი და ღირებული იყო, რაც იმას გულისხმობდა, რომ მაღალი დონის ინტელექტუალები წმინდანები არიან. განა ასე არ არის? (დიახ.) აი, რას ნიშნავდა მათთვის მაღალი დონე; ამიტომ როდესაც ავტობუსში უნდა შეტენილიყვნენ, ამას არ აკეთებდნენ. რატომ არ ეტენებოდნენ? რა მართავდა მათ? რა შეზღუდვებსა და დაბრკოლებებს ექვემდებარებოდნენ? გრძნობდნენ, რომ ავტობუსში შეტენვა ზიანს მიაყენებდა მათ პიროვნულობასა და იმიჯს. მიაჩნდათ, რომ მათი პიროვნულობა და იმიჯი ცოდნით მიენიჭათ; ამიტომ საკუთარი თავი მაღალი დონის ინტელექტუალებად გამოაცხადეს. ამ ანალიზზე დაყრდნობით განა ის, რაც თქვეს, გულისამრევი არ არის? საკმაოდ გულისამრევია. თუმცა დადიოდნენ და ტრაბახობდნენ სიტყვებით „ჩვენ, მაღალი დონის ინტელექტუალები“. სინამდვილეში, სხვები ფიქრობდნენ, რომ უბრალოდ ინტელექტუალები იყვნენ, თავიანთი ღარიბული და პედანტური მანერებით, რომლებსაც ადამიანები ზემოდანაც კი უყურებდნენ, მაგრამ თავად მაინც ეგონათ, რომ განსაკუთრებით კეთილშობილნი იყვნენ. განა ეს პრობლემური არ იყო? სჯეროდათ, რომ ძალიან კეთილშობილნი და ამაღლებული ვინაობის მქონენი იყვნენ, იქამდეც კი, რომ სურდათ საკუთარი თავი წმინდანებად წარმოეჩინათ. იყო თუ არა ეს შეხედულება მათთვის ერთგვარი შეზღუდვა? როგორი იყო მათი პოზიცია ცოდნასთან დაკავშირებით? ის, რომ როგორც კი ადამიანებს ცოდნა აქვთ, მათი პატიოსნება უფრო მაღალია, გამორჩეულნი და კეთილშობილნი ხდებიან და პატივისცემას იმსახურებენ. ამიტომ, იძულებდნენ და გმობდნენ ზოგიერთ ჩვეულებრივი ადამიანების შედარებით ნორმალურ ქმედებას. მაგალითად, როდესაც ინტელექტუალები აცემინებენ, უყურებენ გარშემომყოფებს და ნაჩქარევად იხდიან ბოდიშს მაშინ, როცა ჩვეულებრივი ადამიანები აცემინებენ, ამაზე არაფერს ფიქრობენ. სინამდვილეში, დაბოყინება და დაცემინება ცხოვრებაში ნორმალური რამ არის, მაგრამ ამ ინტელექტუალების თვალში, ეს ვულგარული და უხეში ქცევებია, ამიტომ სძულთ ისინი და ზიზღით უყურებენ და ამბობენ: „შეხედეთ ამ უზრდელ უბრალო ხალხს; ის, თუ როგორ აცემინებენ, სხედან და დგანან, ისეთი შეუფერებელია; როდესაც ავტობუსი მოდის, შეესევიან მას და არაფერი იციან ზრდილობიანად გზის დათმობის შესახებ!“ როდესაც საქმე ცოდნას ეხება, მათი პოზიცია ასეთია: ცოდნა პიროვნულობის სიმბოლოა და ცოდნას შეუძლია შეცვალოს ადამიანების ბედი, ასევე მათი ვინაობა და ღირებულება.

რა იყო მეორე პუნქტი? (ის, რომ მაღალი დონის ინტელექტუალებს არ შეუძლიათ სხვებს მიაწვნენ ავტობუსებში ასასვლელად.) მათ არ შეუძლიათ სხვებს მიაწვნენ ავტობუსებში ასასვლელად. ავტობუსში შეტენვა მხოლოდ ერთი პატარა საკითხი იყო, რასაც თავიანთ ცხოვრებაში წააწყდნენ. რას წარმოადგენს ეს? კერძოდ, მათ იაჩნდათ, რომ იმ ადამიანების საუბარი და მანერები, რომლებსაც გარკვეული ცოდნა ჰქონდათ, დახვეწილი უნდა ყოფილიყო და მათ პიროვნებასთან შესაბამისი. მაგალითად, ასეთმა ადამიანებმა უხმაუროდ უნდა იარონ და ადამიანებთან ურთიერთობისას სხვებს უნდა აგრძნობინონ, რომ მეგობრულები, ხელმისაწვდომები და პატივისცემის ღირსნი არიან; მათი საუბარი და მანერები დახვეწილი უნდა იყოს. მათ არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ უბრალო ადამიანების მსგავსნი, ადამიანებს უნდა შეემჩნიათ განსხვავება მათსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის — მხოლოდ ამ გზით შეეძლოთ ეჩვენებინათ, რომ მათი პიროვნება გამორჩეული და სხვებისგან განსხვავებული იყო. გულის სიღრმეში ამ პროფესორებს მიაჩნდათ, რომ ისეთი რამ, როგორიცაა ავტობუსებში შეტენვა, საზოგადოების ქვედა ფენებისთვისაა დამახასიათებელი და ისეთი ადამიანები აკეთებენ, ვისაც მაღალი დონის განათლება არ ჰქონდა მიღებული; ასევე ეს იყო ისეთი რამ, რასაც აკეთებდნენ ისინი, ვისაც არ ჰქონდა დიდი ცოდნა ან არ გააჩნდა მაღალი დონის ინტელექტუალის მსგავსი პიროვნულობა. მაშ, რას აკეთებდნენ ეს მაღალი დონის ინტელექტუალები? კათედრასთან დგომა, მოძღვრებების ქადაგება, ცოდნის გადაცემა და ადამიანთა ეჭვების გაფანტვა — ეს იყო მათი მოვალეობები, რომლებიც წარმოადგენდა მათ პიროვნებას, იმიჯსა და პროფესიას. მხოლოდ ამის გაკეთება შეეძლოთ. უბრალო ადამიანების ყოველდღიურ საქმეებსა და რუტინას არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონოდა მათთან, ვინც წარმოადგენდნენ ადამიანთა კლასს, რომელსაც არ გააჩნდა ეს „ვულგარული, მდაბალი გემოვნება“. როგორ ახასიათებდნენ ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ საქმეებსა და რუტინას და ისეთ ქმედებებსაც კი, როგორიცაა ავტობუსებში შეტენვა? (ვულგარულად.) სწორია, ვულგარულად და უხეშად. ეს იყო განმარტება მათი გულის სიღრმიდან ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანებისთვის, რომლებიც მათზე დაბალ საფეხურზე იდგნენ.

მოდით ვისაუბროთ მესამე პუნქტზე— „ჩვენ, მაღალი დონის ინტელექტუალებს, შეგვიძლია შემდეგ ავტობუსს დაველოდოთ“ — რა სახის სულისკვეთებაა ეს? განა ეს არ არის კონგ რონგის სულისკვეთება, რომელმაც უარი თქვა დიდ მსხლებზე, როგორც ეს ტრადიციულ კულტურაშია მოთხრობილი? ტრადიციული კულტურის გავლენა ინტელექტუალებზე განსაკუთრებით ღრმაა. არა მხოლოდ იღებენ ტრადიციულ კულტურას, არამედ გულით იღებენ მრავალ იდეასა და შეხედულებას ტრადიციული კულტურიდან და ეპყრობიან მათ, როგორც დადებითს, იქამდეც კი, რომ ზოგიერთ ცნობილ გამონათქვამს დევიზად მიიჩნევენ და ამით ცხოვრებაში მცდარ გზას ადგებიან. ტრადიციული კულტურა წარმოდგენილია კონფუციანური მოძღვრებით. კონფუციანურ მოძღვრებას აქვს იდეოლოგიური თეორიების მთელი ნაკრები, ძირითადად ხელს უწყობს ტრადიციულ მორალურ კულტურას და მას პატივს სცემდნენ ისტორიის მანძილზე დინასტიების მმართველი კლასები, რომლებიც კონფუცისა და მენციუსს წმინდანებად მიიჩნევდნენ. კონფუციანური მოძღვრება ქადაგებს, რომ ადამიანმა უნდა დაიცვას კეთილგანწყობის, სიმართლის, წესიერების, სიბრძნისა და სანდოობის ღირებულებები, ისწავლოს, რომ პირველ რიგში იყოს მშვიდი, გაწონასწორებული და მომთმენი, როდესაც რამე ხდება, შეინარჩუნოს სიმშვიდე და განიხილოს საკითხები, არ იჩხუბოს ან არ იბრძოლოს რაღაცებისთვის, ისწავლოს იყოს ზრდილობიანად დამთმობი და დაიმსახუროს ყველას პატივისცემა — ეს არის საკუთარი თავის წარმართვა წესიერებით. ეს ინტელექტუალები საკუთარ თავს უბრალო ხალხზე მაღლა აყენებენ და მათ თვალში ყველა ადამიანი მათი მოთმინებისა და შემწყნარებლობის ობიექტია. ცოდნის „ეფექტები“ საკმაოდ დიდია! ეს ადამიანები ძალიან ჰგვანან ყალბ ჯენტლმენებს, არა? ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ბევრ ცოდნას იძენენ, ყალბი ჯენტლმენები ხდებიან. თუ დახვეწილი მეცნიერების ამ ჯგუფს ერთი ფრაზით აღვწერთ, ეს არის დახვეწილი მეცნიერული ელეგანტურობა. რა პრინციპებით ურთიერთობენ ეს დახვეწილი მეცნიერები ერთმანეთთან? როგორია მათი მიდგომა ამქვეყნიური ურთიერთობების მიმართ? მაგალითად, ჩვეულებრივი ხალხი მამაკაცებს, რომელთა გვარია ლი, მოიხსენიებს როგორც „ლაო ლი“ ან „სიაო ლი“.[ა] მოიხსენიებდნენ თუ არა მათ ინტელექტუალები ამგვარად? (არა.) როგორ მოიხსენიებდნენ? (ბატონი ლი.) ქალს თუ დაინახავდნენ, მოიხსენიებდნენ როგორც ქალბატონ ამას და ამას დაიქნებოდნენ განსაკუთრებით პატივისცემით განწყობილნი და ელეგანტურები ზუსტად ჯენტლმენების მსგავსად. ოსტატდებიან ჯენტლმენების მიერ გამოვლენილი დახვეწილი ელეგანტურობის სწავლასა და მიბაძვაში. რა ტონითა და მანერით საუბრობენ და განიხილავენ საკითხებს ერთად? მათი სახის გამომეტყველება განსაკუთრებით რბილია და საუბრობენ ზრდილობიანად და თავშეკავებულად. მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს გამოხატავენ და მაშინაც კი, თუ იციან, რომ სხვების შეხედულებები მცდარია, არაფერს ამბობენ. არავინ არავის გულს არ ტკენს და მათი სიტყვები უკიდურესად რბილია, თითქოს ბამბაშია გახვეული, რათა არავის ატკინონ ან არ გააღიზიანონ, რაც ადამიანს გულისრევის, შფოთვის ან სიბრაზის შეგრძნებას უჩენს მხოლოდ მათი მოსმენისას. ფაქტია, რომ არავის შეხედულებები არ არის მკაფიო და არავინ არავის უთმობს. ამგვარი ადამიანები ძალიან კარგად ინიღბებიან. ყველაზე უმნიშვნელო საკითხის წინაშეც კი ინიღბებიან და იფარებიან; არცერთი მათგანი არ იძლევა ნათელ ახსნას. ჩვეულებრივი ადამიანების წინაშე როგორი პოზის მიღება სურთ და როგორი იმიჯის მორგება სურთ? კერძოდ, სურთ, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა დაინახონ, რომ მოკრძალებული ჯენტლმენები არიან. ჯენტლმენები სხვებზე მაღლა დგანან და ადამიანების თაყვანისცემის ობიექტები არიან. ადამიანები ფიქრობენ, რომ აქვთ უფრო დიდი წვდომა, ვიდრე უბრალო ადამიანებს, და რომ უკეთ ესმით საკითხები უბრალო ადამიანებთან შედარებით; ამიტომ ყველა მათ მიმართავს რჩევისთვის, როდესაც რაიმე პრობლემა აქვთ. სწორედ ეს არის ის შედეგი, რაც ამ ინტელექტუალებს სურთ; ყველა მათგანს იმედი აქვს, რომ წმინდანებად შერაცხავენ.

თუკი ამ საკითხს იმ სამი პუნქტის ჭრილში შევხედავთ, რომლებიც ახლახან გავაანალიზეთ, მას შემდეგ, რაც ამ პროფესორებმა „მაღალი დონის ინტელექტუალის“ წოდება მიიღეს, მათი აზროვნება უფრო თავისუფალი იყო თუ შეზღუდული? (შეზღუდული.) აუცილებლად შეზღუდული იქნებოდა. რა ზღუდავდა? (ცოდნა.) ცოდნა მათი პროფესიის ნაწილია. სინამდვილეში ცოდნას ნამდვილად არ შეუზღუდავს. მაშ, რამ შეზღუდა? ეს იყო მათი დამოკიდებულება ცოდნის მიმართ და ის გავლენა, რაც ცოდნამ მოახდინა მათ აზროვნებაზე, ასევე ის შეხედულებები, რომლებიც ამ ცოდნამ ჩაუნერგა მათ — ეს არის პრობლემა. ამიტომ რაც უფრო მაღალი დონის ცოდნას იძენდნენ, მით უფრო მეტად გრძნობდნენ, რომ მათი ვინაობა და სტატუსი სხვებისგან განსხვავდებოდა, და მით უფრო მეტად გრძნობდნენ, რომ კეთილშობილნი და დიადნი იყვნენ; ამავდროულად მათი აზროვნება მით უფრო შეზღუდული ხდებოდა. ამ თვალსაზრისით, ადამიანებმა, რომლებმაც მეტი ცოდნა შეიძინეს, მოიპოვეს თავისუფლება თუ დაკარგეს თავისუფლება? (დაკარგეს თავისუფლება.) სინამდვილეში დაკარგეს თავისუფლება. ცოდნა გავლენას ახდენს ადამიანების აზროვნებასა და მათ სტატუსზე საზოგადოებაში და ის გავლენა, რომელსაც ახდენს ადამიანებზე, არ არის დადებითი. არასოდეს ხდება ისე, რომ რაც უფრო მეტ ცოდნას იძენ, მით უკეთ წვდები იმ პრინციპებს, მიმართულებასა და მიზნებს, რომლებიც უნდა გქონდეს საკუთარი თავის წარმართვასთან დაკავშირებით. პირიქით, რაც უფრო რაც უფრო მეტ და საფუძვლიან ცოდნას იძენ, მით უფრო მეტად შორდები იმ აზრებსა და შეხედულებებს, რომლებიც ნორმალური ადამიანობის მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. ეს ზუსტად ჰგავს ინტელექტუალების იმ ჯგუფს, რომლებმაც მრავალმხრივი ცოდნა და განათლება მიიღეს, თუმცა ელემენტარული საღი აზრიც კი ვერ გაიგეს.“ რა საღი აზრია ეს? როდესაც ბევრი ხალხია, უნდა შეეტენო, რომ ავტობუსში ახვიდე. თუ არ შეეტენები, ვერასოდეს ახვალ ავტობუსში — მათ ეს ყველაზე მარტივი წესიც კი არ იცოდნენ. მითხარით, ჭკვიანები გახდნენ თუ უგუნურები? (უგუნურები გახდნენ.) სინამდვილეში უგუნურების ჯგუფი იყვნენ. ჩვეულებრივ ადამიანებს არ მიუღიათ ასეთი დიდი ცოდნა ან მაღალი დონის განათლება და არ აქვთ ეს სტატუსი, მაგრამ ესმით ეს საკითხი და ამბობენ: „როდესაც ავტობუსში ადიხარ და ბევრი ხალხია, უნდა შეეტენო და ძალა უნდა დაატანო, რადგან თუ ოდნავ მაინც მოეშვები და შენი ტვინი ერთი ნაბიჯით გვიან მოახდენს რეაგირებას, შესაძლოა ბრბოს ბოლოში აღმოჩნდე და შემდეგი ავტობუსით მოგიწიოს მგზავრობა“. ეს ცხოვრებაში საღი აზრთან დაკავშირებული ძირითადი საკითხია, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს ესმით, მაგრამ რომელიც ამ ინტელექტუალებს არ ესმოდათ, ამიტომ ელოდებოდნენ ავტობუსს ავტობუსის მიყოლებით. რამ შეზღუდა ისინი? შებოჭილნი იყვნენ განცხადებით, რომ „ჩვენ მაღალი დონის ინტელექტუალები ვართ“. ასე იყო. ისიც კი არ იცოდნენ, როგორ გამკლავებოდნენ რეალური ცხოვრების ასეთ მარტივ პრობლემას. უგუნურების ჯგუფი იყვნენ! რა მოუტანა მათ ცოდნამ? ის მოუტანა, რომ მოსწყვიტა დანარჩენ მოსახლეობას, არ იცოდნენ როგორ ეცხოვრათ და როგორ გამკლავებოდნენ იმ მოვლენებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ხდება. იყენებდნენ რაღაც ამაღლებულ თეორიას ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემასთან გასამკლავებლად, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები რეალურ ცხოვრებაში აწყდებიან, არ იცოდნენ, რა შედეგები მოჰყვებოდა მასთან ამგვარად გამკლავებას — შესაძლოა დღემდე არ ესმით. შესაძლოა ამ საკითხის გააზრება მხოლოდ სიბერეში შეძლონ. იმ დროს მათ აღარც დაფნის გვირგვინები ექნებათ და მთელი ცხოვრების მანძილზე არსებული მაღალი დონის ინტელექტუალის საპატიო რეპუტაციით ტკბობაც ყელში ამოუვათ. ერთ დღეს შესაძლოა გაიხსენონ, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ იმ დროს ავტობუსში და ანაზდად გააცნობიერებენ, რომ არ არიან ასეთი კეთილშობილნი ან ამაღლებულნი და უცებ მიხვდებიან: „შეუძლია ჩემს ინტელექტს პური მომიტანოს? განა მეც არ მჭირდება დღეში სამჯერ კვება ჩვეულებრივი ადამიანებივით? არაფრით განვსხვავდები სხვა ადამიანებისგან. სიბერეში განა მეც წელში მოხრილი არ დავდივარ? და განა მეც არ ვკანკალებ შიშით და არ მეშინია, როდესაც საფრთხეს ვაწყდები? საყვარელი ადამიანის სიკვდილის ან სასიხარულო მოვლენის შემთხვევაში განა მეც არ ვარ მოწყენილი ან გახარებლი, როგორც უნდა ვიყო? განა უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანებივით არ ვცხოვრობ? არაფრით განვსხვავდები სხვებისგან!“ როდესაც ამას გაიაზრებენ, ძალიან დაგვიანებული იქნება. ეს არის სხვადასხვა სახის უგვანობა, რომელსაც ავლენენ ადამიანები, როდესაც ისინი ჭეშმარიტებას ვერ სწვდებიან და ამ დროს რამდენიმე ეგრეთ წოდებულ დადებით გამონათქვამსა და შეხედულებას იზიარებენ. როდესაც ადამიანებმა არ იციან, მართებულია თუ არა ეს შეხედულებები, ხშირად მიიჩნევენ ამ შეხედულებებსა და გამონათქვამებს ჭეშმარიტებად, რომელიც უნდა დაიცვან და გამოიყენონ, და როდესაც იყენებენ მათ, როგორც წესი, იმკიან მწარე შედეგებს და ხდება ყოველგვარი უხერხულობა. რა შედეგები მოაქვს ამას ადამიანებისთვის? მაშინ როცა ადამიანები მუდმივად ეძიებენ თავისუფლებას, ასევე მუდმივად ეშვებიან ერთი მორევიდან მეორეში და ერთი სახის ბორკილებიდან მეორე სახის ბორკილებში ხვდებიან. განა ასე არ არის? ამიტომ, როდესაც არ გესმის ჭეშმარიტება — რასაც არ უნდა იცავდე მტკიცედ, იქნება ეს შეხედულება, ტრადიციული კულტურა, თუ რაიმე სახის წესი, სისტემა ან თეორია, და მიუხედავად იმისა, ეს ყველაფერი შედარებით მოძველებულია საზოგადოებაში, თუ საკმაოდ ავანგარდული და მოდური — ეს ყოველივე ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ჭეშმარიტებას, რადგან ისინი არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. რამდენად კარგადაც არ უნდა იცავდე მათ ან რამდენად კარგადაც არ უნდა იყენებდე მათ, საბოლოოდ მხოლოდ ჩამოაგაშორებენ ჭეშმარიტებას ნაცვლად იმისა, რომ მოიპოვო ის. რაც უფრო მეტად იცავ ამ ყოველივეს, მით უფრო მეტად დაშორდები ჭეშმარიტებას და გადაუხვევ ღვთის გზიდან და ჭეშმარიტების გზიდან. მეორე მხრივ, თუ შეგიძლია აქტიურად გამოიჩინო ინიციატივა, რომ უარი თქვა ამ ეგრეთ წოდებულ დადებით მოვლენებზე, თეორიებსა და ცრუ ჭეშმარიტებებზე, მაშინ შეძლებ ჭეშმარიტებაში შედარებით სწრაფად შესვლას. ამგვარად ადამიანები არ გამოიყენებენ ამ ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ კულტურებსა და ამ ცრუ ჭეშმარიტებებს პრაქტიკის პრინციპებად თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჭეშმარიტებისა და ღვთის სიტყვების ნაცვლად, და ეს უხერხულობა თანდათან შემსუბუქდება და თანდათან მოგვარდება.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება ოჯახისა და ქვეყნის ტრადიციული კულტურის უარყოფითა და საზღვარგარეთიდან უცხოური ტრადიციული კულტურის მიღებით მოიპოვა; ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება მოიპოვა ძველი, ტრადიციული კულტურისა და ძველი იდეებისა და შეხედულებების უარყოფით და ოდნავ უფრო მოწინავე და ოდნავ უფრო თანამედროვე იდეების მიღებით. დღევანდელი გადმოსახედიდან, მართლები არიან ეს ადამიანები თუ ცდებიან? (ცდებიან.) ისინი ყველანი ცდებიან. ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ძველის უარყოფით მოიპოვებენ თავისუფლებას. რას გულისხმობს თავისუფლების მოპოვება? ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა მოიპოვა ჭეშმარიტება და ცხოვრების ის ნამდვილი გზა, რომელიც მას უნდა ჰქონოდა. ადამიანები ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტი გზა ასე მოიპოვება. სინამდვილეში ასეა? ეს სწორია? არა. მიუხედავად იმისა, თუ რა თანამედროვე და მოწინავე კულტურას არ უნდა იღებს კაცობრიობა, საბოლოოდ ის მაინც ტრადიციული კულტურაა და მისი არსი არ იცვლება. ტრადიციული კულტურა კვლავაც ტრადიციულ კულტურად დარჩება, როდემდეც არ უნდა გაგრძელდეს ის. მიუხედავად იმისა, გაუძლებს თუ არა დროის ან ფაქტების გამოცდას, ან პატივს სცემს თუ არა მას კაცობრიობა, ის მაინც ტრადიციული კულტურაა. რატომ არ არის ეს ტრადიციული კულტურა ჭეშმარიტება? საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე წარმოადგენს მოსაზრებებს, რომლებიც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც კაცობრიობა სატანამ გახრწნა. ისინი არ მოდის ღვთისგან. ისინი შერეულია ადამიანების ზოგიერთ ფანტაზიასა და წარმოდგენასთან და, უფრო მეტიც, ისინი სატანის მიერ კაცობრიობის გახრწნის შედეგია. სატანა იყენებს გახრწნილი კაცობრიობის მოსაზრებებს, შეხედულებებს და ყოველგვარ გამონათქვამსა და არგუმენტსადამიანების აზროვნების შებოჭვისა და გახრწნის მიზნით. სატანას რომ გამოეყენებინა ისეთი რამ, რაც აშკარად აბსურდული, უაზრო და მცდარი იყო ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად, მაშინ მათ ექნებოდათ გარჩევის უნარი; შეძლებდნენ სწორისა და მცდარის გარჩევას და გამოიყენებდნენ ამ გარჩევის უნარს ამ ყოველივეს უარსაყოფად და დასაგმობად. თუმცა, როდესაც სატანა ადამიანთა გონების სამართავად, მათზე გავლენის მოხდენისა და შთაგონების მიზნით, იყენებს ისეთ მოსაზრებებსა და თეორიებს, რომლებიც შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებსა და ფანტაზიებს და რომლებიც, მისი აზრით, ხმამაღლა თქმისას კრიტიკას გაუძლებს, კაცობრიობა ადვილად შედის შეცდომაში; ამ გამონათქვამებს ასევე ადვილად იღებენ და ავრცელებენ ადამიანები და ამგვარად ისინი დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა. მაგალითად, ავიღოთ ამბები ჩინელი გმირების შესახებ, როგორებიცაა პატრიოტული ამბები იუე ფეზე, იანგის ოჯახის გენერლებსა და ვენ ტიანსიანგზე. როგორ მოხდა, რომ ეს იდეები დღემდე შემოგვრჩა? თუ საკითხს ადამიანური თვალსაზრისით შევხედავთ, ყოველ ეპოქაში არსებობს გარკვეული ტიპის ადამიანი ან მმართველი, რომელიც მუდმივად იყენებს ამ მაგალითებს, რათა ამ პერსონაჟების იდეებითა და სულისკვეთებით აღზარდოს თაობები. ეს კეთდება იმისთვის, რომ მომდევნო თაობებმა მორჩილად და უდრტვინველად მიიღონ მისი მმართველობა და მან ადვილად შეძლოს ხალხის მართვა და თავისი რეჟიმი უფრო სტაბილური გახადოს. იუე ფეისა და იანგის ოჯახის გენერლების ბრმა ერთგულებაზე, ასევე ვენ ტიანსიანგისა და ქიუ იუანის პატრიოტულ სულისკვეთებაზე საუბრის მეშვეობით ისინი ზრდიან თავიანთ ქვეშევრდომებს და აცნობენ მათ ერთ წესს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ერთგულებით უნდა წარმართავდეს საკუთარ თავს — ეს არის ის, რაც კეთილშობილური ზნეობრივი ხასიათის მქონე ადამიანს უნდა გააჩნდეს. რა დონემდე ერთგულება? იმ დონემდე, რომ „როდესაც იმპერატორი თავის მოხელეებს სიკვდილს უბრძანებს, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა სიკვდილისა“ და „ერთგული ქვეშევრდომი ორ მეფეს ვერ ემსახურება“ — ეს არის კიდევ ერთი გამონათქვამი, რომელსაც ისინი პატივს სცემენ. ისინი ასევე პატივს სცემენ მათ, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა. რისი ან ვისი სიყვარულია საკუთარი ქვეყნის სიყვარული? მიწის სიყვარული? მასში მცხოვრები ხალხის სიყვარული? და რა არის ქვეყანა? (მმართველები.) მმართველები ქვეყნის წარმომადგენლები არიან. თუ იტყვი: „ჩემი ქვეყნის სიყვარული სინამდვილეში ჩემი მშობლიური ქალაქისა და მშობლების სიყვარულია. მე არ მიყვარხართ თქვენ, მმართველებო!“, მაშინ ისინი გაბრაზდებიან. თუ იტყვი: „ჩემი ქვეყნის სიყვარული გულის სიღრმეში მმართველების სიყვარულია“, ისინი მიიღებენ ამას და მოიწონებენ ასეთ სიყვარულს; თუ მათ გააგებინებ და ნათლად დაანახებ, რომ სინამდვილეში ისინი არ გიყვარს, მაშინ არ მოიწონებენ ამას. ვის წარმოადგენენ მმართველები საუკუნეების განმავლობაში? (სატანას.) ისინი წარმოადგენენ სატანას, ისინი სატანის ბანდის წევრები და ეშმაკები არიან. მათ არ ძალუძთ აღზარდონ ადამიანები, რათა თაყვანი სცენ ღმერთს, შემოქმედს. მათ არ შესწევთ ამის უნარი. ამის ნაცვლად ისინი ეუბნებიან ხალხს, რომ მმართველი ზეცის ძეა. რას ნიშნავს „ზეცის ძე“? ეს ნიშნავს, რომ ზეცა ანიჭებს ძალაუფლებას ვინმეს და ამ ადამიანს შემდეგ უწოდებენ „ზეცის ძეს“ და აქვს ძალაუფლება, იმეფოს ცისქვეშეთში ყველა ადამიანზე. არის თუ არა ეს მმართვეების მიერ ხალხში ჩანერგილიმოსაზრება? (დიახ.) როდესაც ადამიანი ხდება ზეცის ძე, ეს განისაზღვრება ზეცის მიერ და ზეცის ნება მასთანაა, ამიტომ ხალხმა უპირობოდ უნდა მიიღოს ამ ადამიანის მმართველობა, როგორიც არ უნდა იყოს ის. რასაც ისინი ხალხს ჩააგონებენ, არის აზრი, რომელიც გაიძულებს მიიღო ეს ადამიანი, როგორც ზეცის ძე იის საფუძველზე, რომ აღიარებ თავად ზეცის არსებობას. რა არის იმის მიზანი, რომ გაიძულონ მიიღო ეს ადამიანი, როგორც ზეცის ძე? მიზანი ის კი არ არის, რომ თქვენ აღიაროთ ზეცის, ღმერთის ან შემოქმედის არსებობა, არამედ ის, რომ მიიღოთ თავად ფაქტი, რომ ეს პიროვნება ზეცის ძეა და რადგანაც ის ზეცის ძეა, რაც განპირობებულია ზცის ნების არსებობით, ხალხმა უნდა მიიღოს მისი მმართველობა. აი, ამგვარ იდეებს ჩააგონებენ ისინი ხალხს. ყველა ამ მოსაზრების მიღმა, რომლებიც კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე ჩამოყალიბდა — მიუხედავად იმისა, ვაანალიზებთ ფრაზებსა და იდიომებს, რომლებიც ალუზიებს შეიცავს, თუ ხალხურ ანდაზებსა და გავრცელებულ გამონათქვამებს, რომლებიც სრულიად მოკლებულია ყოველგვარ მინიშნებას — დგას სატანის ბორკილები და კაცობრიობის შეცდენა ისევე, როგორცგახრწნილი კაცობრიობის მიერ თავად ამ მოსაზრებების მცდარი განმარტება. რა გავლენას ახდენს ეს მცდარი განმარტება კაცობრიობაზე შემდგომ პერიოდებში? კარგია ის, დადებითი თუ უარყოფითი? (უარყოფითი.) ის არსებითად მავნებელია. ავიღოთ, მაგალითად, გამონათქვამები: „ფიჩხთა ზედა წოლა და ნაღვლისა გემება“, „საკუთარი ნათლის დაფარვა და სიბნელეში ძალების მოკრება“, „დამცირების ატანა და მძიმე ტვირთის ზიდვა“ და „დაუოკებელი“ და „ერთი რამის ჩვენება და მეორის კეთება“ — რა გავლენას ახდენს ეს გამონათქვამები კაცობრიობაზე შემდგომ პერიოდებში? კერძოდ იმას, რომ როგორც კი ადამიანები იღებენ ტრადიციული კულტურიდან მომდინარე ამ მოსაზრებებს, ყოველი მომდევნო თაობა სულ უფრო და უფრო შორდება ღმერთს, ღვთის მიერ ადამიანთა შექმნასა და ხსნას და მისი მართვის გეგმის საქმეს. როგორც კი ადამიანები იღებენ ტრადიციული კულტურიდან მომდინარე ამ მცდარ შეხედულებებს, ისინი სულ უფრო მეტად გრძნობენ, რომ ადამიანის ბედი მისსავე ხელში უნდა იყოს, რომ ბედნიერება საკუთარი ხელით უნდა შექმნას და რომ შესაძლებლობები მხოლოდ მათთვისაა, ვინც ამისთვის მზად არის; ეს იწვევს იმას, რომ კაცობრიობა სულ უფრო მეტად უარყოფს ღმერთს, ღვთის ხელმწიფებას და ცხოვრობს სატანის ძალაუფლების ქვეშ. თუ შეადარებ იმას, რაზე უყვართ საუბარი თანამედროვე ეპოქის ადამიანებს და რაზე უყვარდათ საუბარი ადამიანებს ორი ათასი წლის წინ, ამ ყველაფრის მიღმა არსებული აზროვნების მნიშვნელობა რეალურად იგივეა. უბრალოდ, დღეს ადამიანები ამ საკითხებზე უფრო კონკრეტულად საუბრობენ და უფრო თამამად გამოხატავენ სათქმელს. ისინი არა მხოლოდ უარყოფენ ღვთის არსებობასა და ხელმწიფებას, არამედ სულ უფრო სერიოზულად ეწინააღმდეგებიან და გმობენ ღმერთს.

მაგალითად, ძველ დროში ადამიანები ამბობდნენ: „როდესაც ერი განსაცდელშია, ყველას მართებს თავისი წვლილის შეტანა“ — გამონათქვამი, რომელიც დღემდე შემოგვრჩა. ადამიანები აფასებენ ამ გამონათქვამს, განსაკუთრებით პატრიოტები, რომლებიც მას თავიანთ დევიზად მიიჩნევენ. ახლა, როდესაც საზღვარგარეთ წამოხვედით, თუ სხვა ადამიანი იტყვის, რომ ჩინეთში რაიმე ინციდენტი მოხდა, აქვს ამას რაიმე კავშირი თქვენთან? (არა.) რატომ ამბობთ, რომ ამას თქვენთან არავითარი კავშირი არ აქვს? ზოგიერთი ამბობს: „მძულს ის ქვეყანა. ახლა მას კომუნისტები, ის ბოროტი პოლიტიკური პარტია მართავს. კომუნისტური პარტია თავად ეშმაკი სატანაა, ეს ტოტალიტარული რეჟიმია და ჩემთან არავითარი საერთო არ აქვს. ის გვდევნის და ხელს გვიშლის ღვთის რწმენაში. მე ის მძულს.“ დავუშვათ, დადგა დღე, როდესაც ეს ქვეყანა განადგურების პირასააა — შესაძლოა გულში არაფერი იგრძნო, მაგრამ როდესაც გაიგებ, რომ პროვინციაში, საიდანაც წარმოშობით ხარ, უცხო ჯგუფები შეიჭრნენ და მისი ოკუპაცია მოახდინეს, თავს იგრძნობ ლტოლვილად და უსახლკარომაწანწალად, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს. დამწუხრდები და იგრძნობ, რომ არ შეგიძლია დაუბრუნდე შენს ფესვებს, როგორც ჩამოცვენილი ფოთოლი. ფესვებთან დაბრუნება, როგორც ჩამოცვენილი ფოთოლი — ეს კიდევ ერთი ტრადიციული მოსაზრებაა. ვთქვათ, ამის შემდეგ ერთ დღესაც მოულოდნელად გაიგე, რომ შენს მშობლიურ ქალაქში — მიწაზე, სადაც დაიბადე და გაიზარდე — უცხოური დაჯგუფებები შეიჭრნენ და მისი ოკუპაცია მოახდინეს; რომ გზა, რომლითაც ყოველ დღე სკოლაში დადიოდი, უცხოურმა დაჯგუფებებმა დაიკავეს, ხოლო შენი სახლი და შენი ოჯახის მიწა მათ მიითვისეს. ის, რაც ოდესღაც შენი იყო, გაქრა — გაქრა მიწის ის პატარა ნაკვეთი, რომელიც ღრმად არის აღბეჭდილი შენს გონებაში, მიწის ნაკვეთი, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კავშირი გაქვს და შენი ყველა ნათესავი, ვინც იქ ცხოვრობდა, აღარ არის.ამ დროს იფიქრებ: „როგორ შემიძლია მქონდეს სახლი, თუ არ მაქვს ქვეყანა? ახლა ნამდვილად ლტოლვილად ვიქეცი, ნამდვილად უსახლკარო ვარ, მაწანწალად ვიქეცი. როგორც ჩანს, გამონათქვამი „როდესაც ერი განსაცდელშია, ყველას მართებს თავისი წვლილის შეტანა“ სწორია!“ როდესაც ეს დრო დადგება, შენ შეიცვლები. მაშ, რატომ არ ფიქრობ ახლა, რომ ეს გამონათქვამი სწორია? ამას თავისი საფუძველი და წინაპირობა აქვს; რადგან ის ქვეყანა გდევნის და მეტისმეტ ტანჯვას გაყენებს, ის არ გიღებს და შენ ის გძულს. რეალობა ისაა, რომ სინამდვილეში ეს მიწა კი არა, სატანური რეჟიმი გძულს, რომელიც გდევნის. არ აღიარებ მას შენს ქვეყნად, ამიტომ ამ დროს, როდესაც სხვები ამბობენ: „როდესაც ერი განსაცდელშია, ყველას მართებს თავისი წვლილის შეტანა“, შენ ამბობ: „ამას ჩემთან არავითარი კავშირი არ აქვს“. მაგრამ როდესაც ერთ დღეს მიწა, სადაც დაიბადე და გაიზარდე, აღარ გეკუთვნის და აღარც მშობლიური ქალაქი გაქვს, იგრძნობ, რომ ხარ მაწანწალა და ეროვნების არმქონე ადამიანი და რომ ჭეშმარიტად დაკარგე შენი ქვეყანა. ამ დროს გულში ტკივილს იგრძნობ. რის გამო იგრძნობ ტკივილს გულში? შესაძლოა ამას ღრმად ჯერ ვერ გრძნობ, მაგრამ ერთ დღეს ეს შენს სულს შეძრავს. რა ვითარებაში შეძრავს ეს შენ სულს? არ არის საშიში, თუ შენი ქვეყანა განადგურდება და დაპყრობილი ერის შვილად იქცევი. რა არის საშიში? როდესაც ხდები დაპყრობილი ერის შვილი და გჩაგრავენ, გლანძღავენ, შენს მიმართ დისკრიმინაციას ეწევიან, ფეხქვეშ გთელავენ და არ გაქვს ადგილი, სადაც მშვიდად იცხოვრებდი, ამ დროს გაიფიქრებ: „რა ძვირფასია, როცა ქვეყანა გაქვს. ქვეყნის გარეშე ადამიანებს ნამდვილი სახლი არ გააჩნიათ. ადამიანებს აქვთ სახლი იმის საფუძველზე, რომ აქვთ ქვეყანა, ამიტომ გამონათქვამი კარგად ამბობს: „როდესაც ერი განსაცდელშია, ყველას მართებს თავისი წვლილის შეტანა“ “.“ ფრაზაში „ყველას მართებს თავისი წვლილის შეტანა“, რისკენ არის მიმართული სიტყვა ,,მართებს“? საკუთარი სახლის სიმშვიდისთვის, რათა შეძლო საკუთარი კერის დაცვა. როდესაც ამაზე ფიქრობ, როდესაც დისკრიმინაციას განიცდი უცხო ჯგუფების მიერ ან უცხო მიწაზე, როდესაც გჭირდება ადგილი, რომელსაც მიეკუთვნები, და როდესაც გჭირდება, რომ შენს ზურგს უკან იდგეს ქვეყანა, რომელიც განამტკიცებს შენს ღირსებას, ავტორიტეტს, იდენტობასა და სტატუსს, რას იგრძნობ? იფიქრებ: „თუ ადამიანს უცხო ქვეყანაში ზურგს ძლიერი მხარდაჭერა უმაგრებს, ეს აუცილებლად დიადი სამშობლო უნდა იყოს!“ იქნება თუ არა შენი განწყობა მაშინ განსხვავებული ახლანდელთან შედარებით? (დიახ.) ახლა უბრალოდ გაბრაზებული ხარ, ამიტომ ამბობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს შენს ქვეყანაში, შენი საქმე არ არის. თუკი მაშინაც შეძლებთ ასეთი რამის თქმას, როცა ეს დრო დადგება, რამხელა სულიერი სიმტკიცე უნდა გქონდეს? ამ სამყაროში არსებობს რეალობა, რომელიც შესაძლოა ყველამ იცოდეს, კერძოდ ის, რომ ძლიერი სამშობლოს მხარდაჭერის გარეშე უცხო ქვეყანაში აუცილებლად დაგამცირებენ და დაგჩაგრავენ. როდესაც დადგება დრო, რომ ეს რეალურად გამოსცადო, რას მოითხოვ პირველ რიგში? ზოგიერთი იტყვის: „რა კარგი იქნებოდა, ებრაელი ან იაპონელი რომ ვყოფილიყავი. ვერავინ გაბედავდა ჩემს დაჩაგვრას. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავსულიყავი, ხალხი დიდ პატივს მცემდა. როგორ მოხდა, რომ ჩინეთში დავიბადე? ეს ქვეყანა უსუსურია და ჩინელებს ყველგან ჩაგრავენ, სადაც კი მიდიან“. რაზე იფიქრებთ პირველ რიგში, როდესაც მსგავსი რამ მოხდება? (ჩვენ გვწამს ღმერთი და ვემორჩილებით ღვთის მიერ წარმართვასა და მის განგებას.) ეს სწორია. მაგრამ რამდენი ჭეშმარიტება უნდა ესმოდეს ადამიანს, რა გამოცდილება უნდა ჰქონდეს და რამხელა ემპირიული გაგება უნდა გააჩნდეს იმისათვის, რომ შეძლოს ასეთი რამის თქმა და აქციოს ეს თავის სულიერ ზრდად? როდესაც მსგავსი რამ ხდება, როგორი მოსაზრებები, გაგება და პრაქტიკული გამოცდილება უნდა გქონდეს იმისათვის, რომ არ იყო სუსტი? და იმისათვის, რომ არ დამწუხრდე მაშინაც კი, თუ ვინმე შეგაფურთხებს და დაპყრობილი ერის შვილს გიწოდებს? როგორი სულიერი ზრდა უნდა გქონდეს იმისათვის, რომ არ დამწუხრდე და არ დაექვემდებარო ამ შეზღუდვებს? ახლა გაქვს ასეთი სულიერი ზრდა? (არა.) ახლა არ გაქვთ, მაგრამ შესაძლოა ერთ დღეს გქონდეს? რა ჭეშმარიტებებით უნდა იყოთ აღჭურვილი? რა ჭეშმარიტებებს უნდა აცნობიერებდე? დღესდღეობით როგორც კი ზოგიერთი იგებს, რომ მათი ოჯახის წევრები მატერიკულ ჩინეთში ღვთის რწმენის გამო დააპატიმრეს, ის, რასაც გულის სიღრმეში აცნობიერებენ — კერძოდ ის, რომ ყოველივე ღვთის ხელშია — მათთვის მოძღვრებად იქცევა და ისინი იბოჭებიან იმ ფაქტით, რომ მათი ოჯახის წევრები დააპატიმრეს და აღარ აქვთ მოვალეობების შესრულების სურვილი. თუ ნათესავის გარდაცვალების შესახებ შეიტყობენ, შესაძლოა იქვე გული წაუვიდეთ. რას იგრძნობდი ეს მიწა რომ განადგურებულიყო და მასზე მცხოვრები ყველა ადამიანი დაღუპულიყო? რამხელა წონა აქვს გულის სიღრმეში ტრადიციულ ცნებებს, როგორებიცაა ქვეყანა, სახლი, მშობლიური ქალაქი და სამშობლო — ისევე, როგორც გარკვეულ ტრადიციულ იდეებსა და კულტურას, რომლებიც ამ სიტყვებთან ასოცირდება? განა ისინი კვლავინდებურად მართავენ შენს ცხოვრებაში ყველა შენს ქმედებას, თქვენს აზრსა და ქცევას?თუ შენი გული კვლავაც დაკავებულია ყველა ამ ტრადიციული საკითხით, რომელთანაც კავშირი გაქვს, როგორიცაა ქვეყანა, რასა, ერი, ოჯახი, მშობლიური ქალაქი, მიწა და ა.შ. — ანუ ამ ყოველივეს კვლავაც დაკრავს ტრადიციული კულტურის ელფერი გულის სიღრმეში — მაშინ ქადაგებები, რომლებსაც უსმენ და ჭეშმარიტებები, რომლებიც გესმის, შენთვის მხოლოდ მოძღვრებებია. თუ ამდენი ქადაგება მოისმინე, მაგრამ არ ძალგიძს უარი თქვა იმ ყველაზე ელემენტარულ რამეებზეც კი, რომლებზეც ადამიანებმა უარი უნდა თქვან და რომლებსაც უნდა განეშორონ, და არ ძალგიძს მათ სწორად მოეპყრო, მაშინ კონკრეტულად რა პრობლემებს წყვეტს ის ჭეშმარიტებები, რომლებიც გესმის?

დასავლეთში ჩასვლის შემდეგ ბევრ ჩინელს სურს თავისი ტრადიციული კულტურა და ის ყოველივე, რასაც სწორად და კარგად მიიჩნევენ, დასავლელებს ჩაუნერგონ. ანალოგიურად დასავლელებიც არ ჩამორჩებიან და მიაჩნიათ, რომ მათი ტრადიციული კულტურაც შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. მაგალითად, ძველი რომი, ძველი ეგვიპტე და ძველი საბერძნეთი — ყველას სახელწოდებაშია სიტყვა „ძველი“ და მათი კულტურა სამ ათას წელზე მეტს ითვლის. თუ ამას ამ ციფრებს დავეყრდნობით, აქ არსებობს გარკვეული კულტურული მემკვიდრეობა და ამ კულტურული მემკვიდრეობის მიერ შექმნილი ფასეულობები კაცობრიობაში მიიჩნევა მთელი ადამიანური ყოფიერების კვინტესენციად და იმ უმთავრესი ღირებულებების შეჯამებად, რომლებიც კაცობრიობის ცხოვრებიდან, არსებობიდან და თვითმყოფადობიდან აღმოცენდა. რა ჰქვია იმ უმთავრეს ფასეულობებს, რომლებიც კაცობრიობამ თაობიდან თაობას გადასცა? ტრადიციულ კულტურას. ადამიანები ამ ტრადიციულ კულტურას თაობიდან თაობას გადასცემენ და ყველას გულის სიღრმეში მიაჩნია, რომ ეს საუკეთესო რამ არის. მიუხედავად იმისა, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს მისი დაცვა, ზოგადად, ყველა რასის წარმომადგენელი მას ყველაფერზე მაღლა აყენებს და ჭეშმარიტებად მიიჩნევს. ამიტომ თითოეულ რასას გააჩნია გარკვეული ტრადიციული ფასეულობები, რომლებიც კრიტიკას უძლებს და რომლებსაც განსაკუთრებით ღრმა გავლენა აქვთ მათზე; ისინი ამ ფასეულობებს ერთმანეთთან პაექრობისა და შესადარებლად და იმისათვისაც კი იყენებენ, რომ ერთმანეთს აჯობონ. მაგალითად, ჩინელები ამბობენ: „ჩვენი ჩინური ბაიჯიუს ლიქიორი კარგია, მას მართლაც მაღალი ალკოჰოლის შემცველობა აქვს!“ დასავლელები პაუხობენ: „რა არის ასეთი განსაკუთრებული თქვენს ლიქიორში? ალკოჰოლის შემცველობა იმდენად მაღალია, რომ მისი დალევის შემდეგ თვრები და, უფრო მეტიც, ის მართლაც ცუდია ღვიძლისთვის. წითელ ღვინოს, რომელსაც ჩვენ, დასავლელები ვსვამთ, ალკოჰოლის დაბალი შემცველობა აქვს, ის მცირე ზიანს აყენებს ღვიძლს და ასევე ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას“. ჩინელები ამბობენ: „ჩვენი ბაიჯიუც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ამას ძალიან კარგად აკეთებს. როგორც კი დალევ, თავში გირტყამს და სახე გინათდება. ეგ თქვენი წითელი ღვინო საკმარისად ძლიერი არ არის, რამდენიც არ უნდა დალიო, არ თვრები. ხედავ, ჩვენ გვაქვს ალკოჰოლის კულტურა ალკოჰოლის დასალევად და ჩაის კულტურა ჩაის დასალევად“. დასავლელები ამბობენ: „ჩვენც გვაქვს ჩაის კულტურა ჩაის დასალევად და ყავის კულტურა ყავის დასალევად, ალკოჰოლის კულტურა ალკოჰოლის დასალევად; დღესდღეობით სწრაფი კვების კულტურაც კი გვაქვს“. ამ შედარებებში არცერთი მხარე არ თმობს საკუთარ პოზიციებს და არავინ არაფერს იღებს სხვისგან.ყველას ჰგონია, რომ მათი ფასეულობებია ჭეშმარიტებ, მაგრამ რეალურად არცერთი მათგანი არ არის ჭეშმარიტება. თავი რომ დავანებოთ არამორწმუნეებს, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ისინიც კი, ვისაც ღმერთის სწამს — და რაც კიდევ უფრო უარესია, ისინიც კი, ვინც 20 ან 30 წელია, რაც საქმის ეს ეტაპი მიიღეს — ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ყველაფერი საერთოდ არ არის ჭეშმარიტება. ზოგიერთი ამბობს: „შეიძლება ითქვას, რომ ეს ჭეშმარიტებასთან არის დაკავშირებული?“ იმის თქმაც კი არ შეიძლება. ეს არ არის ჭეშმარიტება, მას არავითარი კავშირი არ აქვს ჭეშმარიტებასთან, ისინი არ ჰგვანან ერთმანეთს და ერთი და იგივე არ არის. ზუსტად ისე, როგორც სპილენძი მაინც სპილენძად რჩება, რაც უნდა კარგად იყოს მოოქროვილი ან გაპრიალებული, ხოლო ოქრო, რომელიც არ არის გაპრიალებული, მბზინავი ან ელვარე, მაინც ოქროა — — ისინი ერთი და იგივე არ არის.

ზოგიერთი კითხულობს: „ადვილია თუ არა ჭეშმარიტების მიღება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკმაოდ კარგი ტრადიციული კულტურული განათლება და აღზრდა მიიღეს?“ არა, ეს ორი სხვადასხვა საკითხია. მხოლოდ მათი ცხოვრების წესია გარკვეულწილად განსხვავებული, მაგრამ ადამიანების დამოკიდებულება ჭეშმარიტების მიღების მიმართ, მათი სხვადასხვა აზრი და შეხედულება და მთელი კაცობრიობის გახრწნილების ხარისხი ერთნაირია. როდესაც ღმერთმა დაიწყო საუბარი თავისი საქმის ამ ეტაპზე, უკანასკნელი დღეების ეტაპზე, ის საუბრობდა ჩინელი ხალხის კონტექსტში და თავისი სიტყვებით მათ მიმართავდა. გავიდა ოცდაათი წელი და როდესაც ეს სიტყვები ვრცელდება აზიის სხვა ნაწილებში, ევროპასა და ამერიკაში და ა.შ. მცხოვრებ ყველა რასაში, მათი წაკითხვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, შავკანიანები არიან, თეთრკანიანები, ყავისფერკანიანები თუ ყვითელკანიანები, ერთხმად ამბობენ: „ეს სიტყვები ჩვენ გვეხება“. ღვთის სიტყვები ამხელს ყველა ადამიანის გახრწნილ ხასიათს. თითქმის არავინ ამბობს: „ეს სიტყვები ყველა თქვენგანის, ჩინელების მიმართ არის ნათქვამი. ისინი თქვენს, ჩინელების გახრწნილ ხასიათს ამხელს, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია“. მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანი, ვისაც არ აქვს სულიერი გაგება, იტყოდა ასეთ რამეს. წარსულში სამხრეთკორეელებს ჰქონდათ მსგავსი მცდარი შეხედულება. მათ მიაჩნდათ, რომ ვინაიდან სამხრეთკორეელი ხალხი დემოკრატიულ და თავისუფალ სოციალურ სისტემაში ცხოვრობდა, განიცდიდა ქრისტიანული კულტურისა და ათასწლოვანი კორეული კულტურის გავლენას, მათი რასა უფრო გამორჩეული და კეთილშობილი იყო, ვიდრე ჩინელებისა. რატომ ფიქრობდნენ ისინი ასე? იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ბევრი ჩინელი ჩავიდა სამხრეთ კორეაში, მათ ანტისანიტარია და ხმაური შეიტანეს იმ ადგილებში, სადაც მიდიოდნენ, გაიზარდა ქურდობა და კრიმინალი, რამაც გარკვეული უარყოფითი გავლენა მოახდინა სოციალურ კლიმატზე. ამიტომ სამხრეთკორეელ დებსა და ძმებს სჯეროდათ, რომ „ჩინელები დიდი წითელი დრაკონის ნაშიერები და მოაბის შთამომავლები არიან. ჩვენ, სამხრეთ კორეელები, არ გავხრწნილვართ დიდი წითელი დრაკონის მიერ“. რას გულისხმობდნენ ისინი ამაში? იმას, რომ „ჩვენ არ გავხრწნილვართ დიდი წითელი დრაკონის მიერ, ამიტომ არ ვართ ისეთი გახრწნილები, როგორც ჩინელები. ჩინელები ჩვენზე მეტად გახრწნილები არიან. ჩვენ ჩინელებზე უკეთესები ვართ“. რას გულისხმობდნენ ისინი „უკეთესებში“? (უკეთესი ქცევის მქონეს.) ერთი მხრივ, ეს ეხება ქცევას. მეორე მხრივ, მათ გულის სიღრმეში სჯეროდათ, რომ ტრადიციული კულტურა, რომელიც სამხრეთ კორეელმა ერმა შექმნა და მიიღო ისტორიის დასაწყისიდან, იყო კეთილშობილური, უფრო მეტად, ვიდრე ჩინელი ერის კულტურა და ტრადიციები, და რომ ამგვარი ტრადიციული კულტურით ჩამოყალიბებული ხალხი და რასა უფრო კეთილშობილი იყო, ვიდრე ჩინური ტრადიციული კულტურით ჩამოყალიბებული ადამიანები. ამიტომ, როდესაც ისინი კითხულობდნენ ღვთის სიტყვებს და ხედავდნენ, რომ ღმერთი ამბობდა: „თქვენ, მდაბიო ნაგავო“, ფიქრობდნენ, რომ ის ჩინელებზე საუბრობდა. ჩინელი დები და ძმები ამბობდნენ: „თქვენ“, ვისზეც ღმერთი საუბრობს, კაცობრიობას გულისხმობს“. სამხრეთ კორეელები ამბობდნენ: „ეს არ არის სწორი, ღმერთი საუბრობს „თქვენზე“ და არა ჩვენზე. ღმერთი არ გულისხმობს სამხრეთკორეელებს“. აი, რას ფიქრობდნენ ისინი. ანუ რა კუთხითაც არ უნდა შეეხედათ საკითხებისთვის, მათი თვალსაზრისი და პერსპექტივა არ მომდინარეობდა ჭეშმარიტებიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ობიექტურ და სამართლიან პერსპექტივაზე. ამის ნაცვლად, ისინი საკითხებს კონკრეტული რასისა და ტრადიციული კულტურის კონტექსტში განიხილავდნენ. ამიტომ როგორც არ უნდა შეეხედათ საკითხებისთვის, მიღებული შედეგები წინააღმდეგობაში მოდიოდა ჭეშმარიტებასთან. რადგან, როგორც არ უნდა შეეხედათ საკითხებისთვის, მათი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო: „ყველაფერი, რაც ჩვენს დიად სამხრეთკორეელ ერს ეხება, სწორია, ყველაფერი სტანდარტია და მართებულია“. ისინი ყოველივეს არასწორი პერსპექტივიდან და ამოსავალი წერტილიდან უყურებდნენ და აფასებდნენ; ასე რომ, შედეგები, როგორც ისინი აღიქვამდნენ, სწორი იყო თუ მცდარი? (მცდარი.) ისინი ნამდვილად ცდებოდნენ. მაშ, რა უნდა იყოს ის სტანდარტი, რომლითაც ყველაფერი იზომება? (ჭეშმარიტება.) ეს უნდა იყოს ჭეშმარიტება — ეს არის სტანდარტი. მათი სტანდარტი თავისთავად მცდარი იყო. ისინი ზომავდნენ ყველა საკითხსა და მოვლენას არასწორი კუთხიდან და თვალსაზრისიდან, ამიტომ გაზომილი შედეგები ნამდვილად მცდარი იყო, არ იყო სამართლიანი, არ იყო სწორი და მით უმეტეს, არ იყო ობიექტური. ამიტომ, მათთვის რთული იყო ახალი ფასეულობების მირება და, უფრო მეტიც, მათი აზროვნება იყო უკიდურესად რადიკალური, ჩაკეტილი, ვიწრო და იმპულსურობისკენ მიდრეკილი. საიდან მოდიოდა მათი სიფიცხე? იქიდან, რომ რასაც არ უნდა ამბობდნენ, უნდა ეხსენებინათ „ჩვენი დიადი სამხრეთკორეელი ერი“ და დაჟინებით მოითხოვდნენ სიტყვა „დიადის“ დამატებას. რას ნიშნავს „დიადი“? განა ეს სიტყვა არ გამოხატავს ქედმაღლობას? თუ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებ ან შეხედავ ატლასს, რამხელაა სამხრეთ კორეა? სხვა ქვეყნებზე დიდი რომ ყოფილიყო და მართლაც შეგვძლებოდა მისთვის დიდებული გვეწოდებინა, მაშინ კარგი, უწოდე მას „დიადი“. მაგრამ დედამიწის სხვა ქვეყნებთან შედარებით სამხრეთ კორეა სულაც არ არის დიდი ადგილი; მაშ, რატომ მოითხოვენ ასე დაჟინებით, რომ მას ,,დიადი“ ვუწოდოთ? გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, დიდია ქვეყანა თუ პატარა, წესები და ტრადიციული კულტურა, რომელსაც ის ქმნის, არ მომდინარეობს ღვთისგან და აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ ქვს ჭეშმარიტებასთან. ეს იმიტომ ხდება, რომ სანამ ადამიანი მიიღებს ჭეშმარიტებას და მიიღებს ღვთის ხსნას, ყველა მოსაზრება, რომელსაც ის იღებს, სატანისგან მოდის. რას უშვება ადამიანს სატანისგან შობილი მოსაზრებები, შეხედულებები და ტრადიციული კულტურა? რეალურად მათ მხოლოდ შეცდომაში შეჰყავთ, ხრწნიან, ბოჭავენ და ზღუდავენ ადამიანებს, რის შედეგადაც გახრწნილ კაცობრიობას უყალიბდება ვიწრო და რადიკალური აზროვნება და ცალმხრივი და მიკერძოებული შეხედულებები საკითხებზე, რაც ზოგჯერ აბსურდულობამდე და უაზრობამდეც კი მიდის — ეს არის სატანის მიერ კაცობრიობის გახრწნის შედეგები. ამიტომ, როდესაც მრავალი ქვეყნის თუ გარკვეული რასის წარმომადგენელი ისმენს სიტყვებს: „ღმერთი ხორციელად მოევლინა ჩინეთს“,როგორია მათი პირველი რეაქცია? ერთი სიტყვა — შეუძლებელია! სად ფიქრობენ ისინი, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადგილი? (ისრაელში.) სწორია, ისრაელში. ადამიანებს ყველაზე მეტად უყვართ წესების დაცვა და წარმოდგენებზე ჩაბღაუჭება. მათ მიაჩნიათ, რომ ისრაელი არის ადგილი, სადაც ღმერთმა აღასრულა საქმე და ამიტომ ღმერთი უნდა გამოჩნდეს ისრაელში, ან რომელიმე ძლევამოსილ იმპერიაში, რომელსაც ისინი პატივს სცემენ; ან ფიქრობენ, რომ ღმერთი უნდა გამოჩნდეს ქვეყანაში, რომელიც მათი წარმოდგენებითა და ფანტაზიებით ოდესღაც უძველეს ცივილიზაციას წარმოადგენდა. ჩინეთი კი ზუსტად არ არის ასეთი ქვეყანა, ამიტომ მათთვის რთულია მიიღონ დამოწმება იმის შესახებ, რომ ღმერთმა ხორცი შეისხა ჩინეთში; ეს ფაქტორიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მათ ხსნის შესაძლებლობა დაკარგონ. ვინ გამოიწვია ეს? (მათ თავად.) ვინაიდამ მათ ასეთი წარმოდგენა აქვთ და მეამბოხენი გახდნენ და საერთოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას პრობლემის გადასაჭრელად, მათ საშინელი ზიანი მიაყენეს საკუთარ თავს და ხსნის მიღწევის ეს ერთადერთი შანსი გაანადგურეს.

ბევრი წარმოდგენა და წინასწარ შექმნილი აზრი, რომელიც ადამიანებს მაშინ უჩნდებათ, როდესაც ჭეშმარიტება არ ესმით, და ზოგიერთი რამ, რომელსაც ისინი ეთაყვანებიან, ძალზედ სასაცილო და აბსურდულია. სამხრეთკორეელი ქალბატონი, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება და რომელსაც მოსწონს ეს ქვეყანა, კონტაქტში შედის ამერიკელებთან; ერთ-ერთი მათგანი ეკითხება: „გაზაფხულის ფესტივალი ახლოვდება. რას ჭამენ ჩინელები გაზაფხულის ფესტივალის დროს?“ ის ამბობს: „მე ჩინელი არ ვარ, მე სამხრეთკორეელი ვარ“. ამერიკელი პასუხობს: „განა სამხრეთკორეელებიც არ აღნიშნავენ გაზაფხულის ფესტივალს?“ რაზეც ის მიუგებს: „ჩვენ, სამხრეთკორეელები არ აღვნიშნავთ გაზაფხულის ფესტივალს“. ამერიკელი ამბობს: „მეგონა, სამხრეთკორეელებიც აღნიშნავენ გაზაფხულის ფესტივალს ისევე, როგორც ჩინელები“. ის უკიდურესად უხეში ტონით პასუხობს: „ჩვენ ჩინელებისნაირები არ ვართ! განა სწორია, რომ ფიქრობ, თითქოს ჩვენ გაზაფხულის ფესტივალს აღვნიშნავთ? ეს სერიოზულად შეურაცხყოფს ჩვენი, სამხრეთკორეელების ღირსებას!“ მართლა არ აღნიშნავენ სამხრეთკორეელები გაზაფხულის ფესტივალს? (ისინი აღნიშნავენ მას.) სინამდვილეში სამხრეთკორეელებიც აღნიშნავენ გაზაფხულის ფესტივალს. მაშ, რატომ თქვა მან, რომ სამხრეთკორეელები არ ზეიმობენ მას? მოდით, განვიხილოთ ეს საკითხი. სწორია გაზაფხულის ფესტივალის აღნიშვნა თუ არა? შეგიძლიათ ნათლად ახსნათ ეს საკითხი? უცხოელებისთვის გაზაფხულის ფესტივალის აღნიშვნა თავისთავად არ არის სამარცხვინო. ეს არის განსაკუთრებული რიტუალი, რომელიც აღნიშნავს მნიშვნელოვან დღეს ადამიანთა ცხოვრებაში. ტრადიციული კულტურის ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანებისთვის გაზაფხულის ფესტივალის აღნიშვნა არ არის არასწორი ან სამარცხვინო; მაშ, რატომ ვერ ბედავს ეს ქალი იმის აღიარებას, რომ ზეიმობს გაზაფხულის ფესტივალს? იმიტომ, რომ როგორც კი ის ამას აღიარებს, ის აღარ იქნება დასავლური ყაიდის და მას ძალიან ტრადიციული აღმოსავლეთაზიელი ადამიანის იარლიყს მიაკერებენ; მას კი არ სურს, რომ ადამიანებმა იფიქრონ, თითქოს ის ტრადიციული აღმოსავლეთ აზიელი ქალია. მას უნდა, ხალხმა იფიქროს, რომ მას არ აქვს და არ ესმის აღმოსავლეთაზიური ტრადიციები და რომ საერთოდაც არაფერი იცის მათ შესახებ. მას ასევე სურს, მათ იცოდნენ, რომ ის თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, იღებავს თმას ქერად, ატარებს ლურჯ კონტაქტურ ლინზებს, იცვამს დასავლელივით და არის ისეთივე თამამი და შეზღუდვებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი და გამჭრიახი, როგორც დასავლელი ქალები — აი, როგორ სურს მას, რომ ადამიანებმა აღიქვას. ამიტომ ამგვარი აზროვნების გავლენით, როდესაც მას რაღაც გადახდება, მისი ქმედებებიც ამ აზროვნების შესაბამისი იქნება. როდესაც ვინმე ეკითხება, აღნიშნავენ თუ არა სამხრეთკორეელები გაზაფხულის ფესტივალს, ის პასუხობს: „ჩვენ, სამხრეთკორეელები, არ აღვნიშნავთ გაზაფხულის ფესტივალს“. მისმა ახლობლებმა რომ უთხრან: „ჩვენ აშკარად აღვნიშნავთ გაზაფხულის ფესტივალს, რატომ ამბობ, რომ არ აღვნიშნავთ მას?“ რას უპასუხებდა ის? „სულელები ხართ. რომ ვთქვა, გაზაფხულის ფესტივალს ავღნიშნავთ-მეთქი, განა ვერ მიხვდებიან, რომ ტრადიციული სამხრეთკორეელი ვარ?“ მას სურს, ხალხმა იფიქროს, რომ ის შეერთებულ შტატებში დაიბადა და გაიზარდა. რომ ჰკითხო: „აქ დაიბადე, მაგრამ შენი ოჯახის რამდენი თაობა ცხოვრობს აქ?“ ის იტყოდა: „ჩვენი წინაპრები აქ გაიზარდნენ“. მას ჰგონია, რომ ეს იდენტობისა და სტატუსის სიმბოლოა, ამიტომ იქამდეც კი მიდის, რომ ამ ტყუილს ამბობს და არც იმის ეშინია, რომ სხვები მას სიცრუეში გამოიჭერენ. როგორი აზროვნებაა ეს? ღირს თუ არა ამ საკითხზე ტყუილის თქმა? რისკი ამად ღირს? არა, არ ღირს. ასეთ უმნიშვნელო წვრილმანსაც კი შეუძლია გამოააშკარაოს ადამიანის ფიქრები და შეხედულებები. როგორი ფიქრები და შეხედულებები ვლინდება ამ დროს?ზოგიერთი ჩინელი გოგონა მართლაც ლამაზია, მაგრამ თმას დაჟინებით იღებავენ ქერად და იხვევენ, ატარებენ სხვადასხვა ფერის კონტაქტურ ლინზებს, რომლებიც ცვლის მათი თვალის ფერს და თავს უცხოელებად ასაღებენ — ამის ყურება მართლაც უხერხულია. რატომ სურთ დაჟინებით იყვნენ ასეთი ადამიანები? შეიცვალა მათი წარმომავლობა მას შემდეგ, რაც ასე ჩაცმა დაიწყეს? მათი წარმომავლობაც რომ შეცვლილიყო და მომდევნო ცხოვრებაში თეთრკანიან ადამიანად ან იმ რასის ადამიანად მოვლენილიყვნენ, რომელსაც მაღალ შეფასებას აძლევენ — მერე რა? შეგიძლიათ ნათლად გააცნობიეროთ ეს საკითხი? თუ ვინმე ჯიუტად ცდილობს მოირგოს გარკვეული სტილი და ტემპერამენტი და თავს ასაღებს იმ ერის ან რასის წარმომადგენლად, რომელსაც პატივს სცემს, რატომ ხდება ეს? არსებობს თუ არა რაიმე ფარული აზროვნება, რომელიც ამას მართავს? რა აზროვნებაა ეს? ეს იმ სამხრეთკორეელი ქალის შემთხვევას ჰგავს; როდესაც ამერიკელები ეკითხებიან, შეუძლია თუ არა მაგიდის ჩოგბურთის თამაში, ის ამბობს: „რა არის მაგიდის ჩოგბურთი? ამას მხოლოდ ჩინელები თამაშობენ. ჩვენ ვთამაშობთ ჩოგბურთს და გოლფს“. რა ტიპის ადამიანია ის, ვისაც შეუძლია ასე მოქცევა და საუბარი? განა ეს გარკვეულწილად ყალბი არ არის? ყოველივე, რასაც ის აკეთებს, ყალბია და მის ცხოვრებას ასე დამღლელს ხდის! განა თქვენ მოიქცეოდით ასე? ზოგიერთი ჩინელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა დასავლეთში, ვეღარ საუბრობს ჩინურად, როდესაც მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. ცუდია ეს? (დიახ.) ზოგიი ამბობს: „არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ფესვები. ღმერთი ასევე ამბობს, რომ ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ თავიანთი ფესვები. ღმერთი არის ადამიანების ფესვი. ადამიანები შეიქმნენ ღვთის მიერ და ყოველივე, რაც ადამიანებს უკავშირდება, ღვთისგან იღებს სათავეს; ამიტომ, ადამიანებმა, როგორც ქმნილებებმა, თაყვანი უნდა სცენ ღმერთს — აი, რას ნიშნავს საკუთარი ფესვების არდავიწყება“. განა ასე არ არის? ყველა სიტუაციაში უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება, მაგრამ ადამიანები არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და მთლიანად ტრადიციულ კულტურას იცავენ. რატომ ხდება ასე? ზოგი ამბობს: „არასოდეს ვივიწყებთ ჩვენს ფესვებს. სადაც არ უნდა წავიდეთ, ვაღიარებთ, რომ ჩინელები ვართ და რომ ჩვენი ქვეყანა ღარიბი და ჩამორჩენილია. ჩვენ არასოდეს, არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს ფესვებს“. სწორია ეს? ყველა ეს პრობლემა, ერთი მხრივ, განპირობებულია კაცობრიობაზე ამ ეგრეთ წოდებული ტრადიციული კულტურის ზედმეტად ღრმა გავლენითა და აღზრდით. მეორე მხრივ, მიზეზი ის არის, რომ მას შემდეგაც კი, რაც ადამიანები ამდენი წლის განმავლობაში უსმენდნენ ქადაგებებს, გულდასმით არ უკვირდებიან და არ ეძიებენ, რა არის ჭეშმარიტება. ნაცვლად ამისა ხშირად იყენებენ ტრადიციულ კულტურას და დეგრადირებულ ფასეულებებს, რომლებიც უკვე გააჩნიათ, რომლებიც უკვე ნასწავლი აქვთ და შესაბამისად, მყარად არის ფესვგადგმული, და მათ ჭეშმარიტებად ასაღებენ. ეს არის მეორე მხარე. მესამე მხრივ კი, ქადაგების მოსმენის შემდეგ ადამიანები ჭეშმარიტებას ღვთის სიტყვაში კი არ ეძებენ, არამედ ღვთის სიტყვას ტრადიციული პერსპექტივებით, ადამიანური წარმოდგენებითა და იმ ცოდნითა და სწავლებით აფასებენ, რაც მათ აქვთ. ამიტომ დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა მრავალი ქადაგება მოისსმინეს, ქცევის ეგრეთ წოდებული პრინციპები და მოვალეობის შესრულებისა და ღვთისმსახურების ეგრეთ წოდებული პრინციპები, რომლებსაც ისინი ზეპირსიტყვიერად გადასცემენ, ასევე ხშირად ეფუძნება გარკვეულ ცოდნას, ანდაზებსა და გავრცელებულ გამონათქვამებს, რომლებიც მათ მართებულად მიაჩნიათ. მაგალითად, თუ ზოგიერთი ადამიანი რაღაცას არასწორად აკეთებს და ეკლესიის წინამძღოლები ან დები და ძმები სხლავენ მათ, ისინი გაიფიქრებენ: „ჰმ, როგორც გამონათქვამები ამბობს: „სასჯელსაც უნდა ჰქონდეს საზღვარი“ და „მომღიმარ სახეს ხმალი არ მოჰკვეთსო“. მე ხომ ღიმილით, მოთმინებით მივიღე ჩემი ეს მცირე ნაკლოვანება — რატომ განაგრძობ ჩემს მხილებას ამის გამო?“ გარეგნულად ისინი უსმენენ და მორჩილებას ავლენენ, მაგრამ სინამდვილეში, გულის სიღრმეში ისინი ტრადიციულ წარმოდგენებს იყენებენ სადავოდ და საკამათოდ. რა არის მათი წინააღმდეგობის მიზეზი? ის, რომ ისინი ფიქრობენ, რომ გამონათქვამები „სასჯელსაც უნდა ჰქონდეს საზღვარი“ და „მომღიმარ სახეს ხმალი არ მოჰკვეთსო“ ნამდვილი ჭეშმარიტებაა და სიმართლეა, ხოლო ის, რომ ვინმე ყოველგვარი გრძნობების გარეშე, განუწყვეტლივ ამხელს და სხლავს მათ, არასწორია და არ შეესაბამება ჭეშმარიტებას.

შეიძინეთ ჭეშმარიტების უფრო ღრმა გაგება იმ საკითხებიდან, რომლებზეც ახლახან გვქონდა თანაზიარება? (დიახ.) ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ახლა, როცა ეს გვითხარი, აღარ ვიცით, რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ პრაქტიკაში. ამ ტრადიციული კულტურის, წარმოდგენებისა და ცოდნის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ? როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ ეს ყოველივეაღარ გვმართავს, როგორ უნდა გავაღოთ პირი და ვიქადაგოთ ღვთის სიტყვები? ამ ყოველივეს გარეშე განა არ გვეცლება ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ღვთის სიტყვებს ვქადაგებთ? მაშ, სხვა რაღა დაგვრჩა?“ მე მათ ვეტყვი, რომ თუ მართლაც აღარ გაქვს ეს ყოველივე, უფრო ადვილი იქნება ჭეშმარიტების ძიება, მისი მიღება და ღმერთთან დაბრუნება. ადრე, როდესაც პირს აღებდი, იქიდან მხოლოდ სატანური ფილოსოფიები და კულტურული ცოდნა გადმოედინებოდა, როგორიცაა: „ბრძენი კაცი გარემოებებს ემორჩილება“, „მომღიმარ სახეს ხმალი არ მოჰკვეთსო“, „სასჯელსაც უნდა ჰქონდეს საზღვარი“ და ა.შ. ახლა კი ფიქრობ და განსჯი: „არ შემიძლია ამის თქმა, ეს გამონათქვამები სრულიად მცდარია, ისინი უარყოფილი და დაგმობილია, მაშ, რა უნდა ვთქვა? შეუდექი ღვთის სიტყვების მორჩილად და ჯეროვნად კითხვას და მათში იპოვე საყრდენი“. ადამიანები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და მიჰყვებიან ღმერთს, მაგრამ როდესაც პირს აღებენ, იქიდან მხოლოდ ეს ანდაზები, გამონათქვამები და შეხედულებები გადმოედინება, რომლებიც ტრადიციული კულტურიდან აქვთ შეთვისებული. არავის ძალუძს, როდესაც რამე ემართება, სრულად განადიდოს ან დაამოწმოს ღმერთი და თქვას: „ღმერთი ამბობს ამას“ ან „ღმერთი ამბობს იმას“. არავინ საუბრობს ასე, არავინ აღებს პირს და აფრქვევს ღვთის სიტყვებს. არ შეგიძლია ღვთის სიტყვების ფრქვევა, მაგრამ შეგიძლია იმ გავრცელებული გამონათქვამების ფრქვევა, მაშ, კონკრეტულად რით არის სავსე შენი გული? იმ ყოველივეთი, რაც სატანისგან მოდის. ზოგიერთი ადამიანი, როდესაც გუნდის წინამძღოლი მათ საქმეს ამოწმებს, ამბობს: „რას ამოწმებ? ნუ დაეჭვდები იმათში, ვისაც იყენებ და ვისზეც ეჭვობ, მათ ნუ გამოიყენებ. თუ მუდმივად ეჭვი შეგაქვს ჩემში, მაშინ რატომღა მიყენებ? უბრალოდ იპოვე სხვა, ვინც ამას გააკეთებს“. მათ ჰგონიათ, რომ ეს მოქმედების სწორი გზაა და არ აძლევენ სხვებს მათი ზედამხედველობისა და გაკრიტიკების უფლებას. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც დიდი ტანჯვა გადაიტანეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, მაგრამ რადგან არ ეძიებდნენ პრინციპებს და ჩაშალეს და არიეს ეკლესიის საქმე, საბოლოოდ დაითხოვეს და გასხლეს კიდეც. მამხილებელი შენიშვნის მოსმენის შემდეგ ისინი ურჩობას იჩენენ და ფიქრობენ: „არსებობს ასეთი გამონათქვამი: „მაშინაც კი, თუ არაფრისთვის მიმიღწევია, მე ავიტანე გასაჭირი; თუ გასაჭირი არა, მაშინ დაღლილობა.“ მხოლოდ ეს პატარა შეცდომა დავუშვი, რა მოხდა მერე?“ ვინაიდან მათ პირველ რიგში ეს გავრცელებული გამონათქვამი ისწავლეს და იგი მყარად არის მათში ფესვგადგმული, მართავს და გავლენას ახდენს მათ აზრებზე, ეს უბიძგებს მათ, გამოიყენონ ეს გამონათქვამი — ამ გარემოში და ამ სიტუაციის მოხდენის შემდეგ — როგორც საფუძველი წინააღმდეგობის გასაწევად და ღვთის სახლის მიერ მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასეთ შემთხვევაში განა შეუძლიათ მათ კვლავ დამორჩილება? კვლავ ადვილია მათთვის ჭეშმარიტების მიღება? თუნდაც გარეგნულად დაემორჩილონ, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ სხვა გზა არ აქვთ და ეს უკანასკნელი გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ იბრძვიან, გულის სიღრმეში წინააღმდეგობას გრძნობენ. ეს არის ჭეშმარიტი მორჩილება? (არა.) ეს მხოლოდ ფორმალობაა, ეს არ არის ჭეშმარიტი მორჩილება. აქ არ არის მორჩილება, მხოლოდ თავის მართლება, ნეგატიურობა და წინააღმდეგობაა. საიდან წარმოიშვა ეს თავის მართლება, ნეგატიურობა და წინააღმდეგობა? ისინი წარმოიშვა ამ გამონათქვამიდან: „მაშინაც კი, თუ არაფრისთვის მიმიღწევია, მე ავიტანე გასაჭირი; თუ გასაჭირი არა, მაშინ დაღლილობა“. რა სახის ხასიათი ჩამოაყალიბა ამ გამონათქვამმა ადამიანებში? ურჩობა, შეუვალობა, წინააღმდეგობა და თავის მართლება. უფრო ღრმად ჩაწვდით თუ არა ჭეშმარიტებას ამ თანაზიარების მეშვეობით? როგორც კი ნათლად გაანალიზებ და ამოიცნობ ამ ნეგატიურ საკითხებს და ამოძირკვავ მათ შენი გულიდან, შეძლებ ჭეშმარიტების ძიებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას ყოველთვის, როდესაც რამე შეგემთხვევა, რადგან უკვე უარყავი ძველი და მოვალეობების შესრულებისას, ღვთის მსახურების აღვლენისა და ღვთის მიყოლისას აღარ იქნები მიდრეკილი, რომ მას დაეყრდნო. ისინი აღარ წარმოადგენს შენთვის საკუთარი თავის წარმართვის პრინციპებს; ეს ყოველივე აღარ არის პრინციპები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელო მოვალეობების შესრულებისას; ისინი უკვე გაკრიტიკებული და დაგმობილია. თუ მათ აიღებ და კვლავ გამოიყენებ, რა მოხდება შენი გულის სიღრმეში? კვლავ ასეთი ბედნიერი იქნები? კვლავ ასე დარწმუნებული იქნები საკუთარ სიმართლეში? ცხადია, ეს ნაკლებად სავარაუდოა. თუ ამ ყოველივესგან მართლაც განიძარცვები, მაშინ ღვთის სიტყვებში უნდა ეძიო, კონკრეტულად რა არის ჭეშმარიტი პრინციპები და ღვთის მოთხოვნები. ზოგი ხშირად ამბობს: „მოიქეცი ისე, როგორც შენი ბატონი გიბრძანებს, თორემ ყველაზე თავდადებული ძალისხმევითაც კი ვერაფერს მიიღებ“. სწორია ეს გამონათქვამი თუ მცდარი? ის ნამდვილად მცდარია. რატომ არის ის მცდარი? ვის გულისხმობს სიტყვა „ბატონი“ ფრაზაში „მოიქეცი ისე, როგორც შენი ბატონი გიბრძანებს“? შენს დამსაქმებელს, უფროსს, ზემდგომს. თავად სიტყვა „ბატონი“ მცდარია. ღმერთი არ არის შენი დამსაქმებელი, არც შენი უფროსი და მენეჯერი. ღმერთი შენი ღმერთია. მენეჯერები, უფროსები და ზემდგომები იმავე მოდგმისანი არიან და იმავე საფეხურზე დგანან, რომელზეც ადამიანები. არსებითად ისინი ერთნაირები არიან; ისინი ყველანი გახრწნილი ადამიანები არიან. უსმენ მათ, იღებ მათგან ხელფასს და აკეთებ ყველაფერს, რასაც გთხოვენ. ისინი გიხდიან იმდენს, რამდენ საქმესაც აკეთებ და მეტს არაფერს. რას ნიშნავს სიტყვა „მიღება“ ფრაზაში „თორემ ყველაზე თავდადებული ძალისხმევითაც კი ვერაფერს მიიღებ“? (დაფასებას.) დაფასებას და ანაზღაურებას. შენი ქმედებების იმპულსი ანაზღაურების მიღებაა. ეს არ მოითხოვს ერთგულებას ან მორჩილებას, არც ჭეშმარიტების ძიებასა და თაყვანისცემას — აქ არაფერია ამის მსგავსი, ეს მხოლოდ გარიგებაა. ეს არის სწორედ ის, რაც გაკრიტიკებული და დაგმობილია ღვთისადმი რწმენის, შენი მოვალეობის შესრულებისა და ჭეშმარიტების ძიების პროცესში. თუ შენ მიიჩნევ გამონათქვამს: „მოიქეცი ისე, როგორც შენი ბატონი გიბრძანებს, თორემ ყველაზე თავდადებული ძალისხმევითაც კი ვერაფერს მიიღებ“, როგორც ჭეშმარიტებას, მაშინ ეს მაშინ ეს სერიოზული შეცდომაა. როდესაც ცდილობ, ზოგიერთ ადამიანს ჭეშმარიტება გააგებინო, მათი რეაქცია ნელი და დუნე იქნება; რამდენიც არ უნდა ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები, ისინი ვერ შეძლებენ ერთი ან ორი ჭეშმარიტების გაგებასაც კი და ვერც ღვთის სიტყვების ერთი ან ორი ფრაზის დამახსოვრებას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება პოპულარულ ფრაზებს, ანდაზებსა და გავრცელებულ გამონათქვამებს, რომლებიც ხშირად ვრცელდება მოსახლეობაში და იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ხშირად ამბობენ, მათ უკიდურესად სწრაფად ითვისებენ. რაც არ უნდა სულელი იყოს ადამიანი, ისიც კი უკიდურესად სწრაფად იღებს ამ ყველაფერს. როგორ ხდება ეს? რომელი რასის წარმომადგენელი ან რა კანის ფერისაც არ უნდა იყოთ, საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანი ხართ; ყველა ერთი და იმავე მოდგმისანი ხართ. მხოლოდ ღმერთი არ არის ადამიანის მსგავსი ბუნების. ადამიანები ყოველთვის სხვა ადამიანების მსგავსნი იქნებიან. ამიტომ, როდესაც ღმერთი აკეთებს რამეს, მთელი კაცობრიობისთვის ადვილი არ არის ამის მიღება; ხოლო როდესაც რომელიმე ადამიანი აკეთებს რამეს, მიუხედავად იმისა, ვინ არის ის ან რამდენად მდაბიოა, თუ ეს შეესაბამება ყველას წარმოდგენებს, ყველა სწრაფად მიიღებს მას, რადგან ადამიანების იდეები, შეხედულებები, აზროვნების გზები და გაგების დონეები და გზები ძირითადად ერთნაირია და მხოლოდ მცირედით განსხვავდება. ამიტომ, როგორც კი ვინმე იტყვის ისეთ რამეს, რაც დამახასიათებელია წარმოდგენებისთვის და შეუსაბამოა ჭეშმარიტებასთან, ზოგიერთი სწრაფად მიიღებს მას და ეს ასეც ხდება.

მეტ-ნაკლებად გაიგეთ, რა არის ჭეშმარიტება და რა არ არის ჭეშმარიტება, მაგრამ ჭეშმარიტებად ასაღებენ? კიდევ ასეთი რა არის თქვენს გონებაში? ახლა არ შეგიძლიათ მათი თქმა ასე უცებ, რადგან ისინი არ ითვლება ცოდნად და არც წიგნში დაწერილს ჰგავს, რომლის პოვნაც ფურცლების გადაშლით შეგიძლიათ. პირიქით, როდესაც რამე ხდება ეს არის ის, რისი ხმამაღლა თქმისგანაც თავს ვერ იკავებთ ძალზედ ბუნებრივად, რასაც ვერ აკონტროლებთ. ეს იმას ამტკიცებს, რომ ეს ყოველივე თქვენი ცხოვრების ნაწილად იქცა და ღრმად გაიდგა ფესვები თქვენს სულში. ვერ იხსენებთ მათ, როდესაც ამას გთხოვენ, მაგრამ ვერც მათი თქმისგან თავშეკავება ძალგიძთ, როდესაც გთხოვენ, რომ არ თქვათ. როდესაც რამე ხდება, ეს დამახინჯებული შეხედულებები ამოტივივდება — ეს ფაქტია. ნუ იჩქარებთ, ნელ-ნელა შეიგრძენით. ამიერიდან ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რასაც ადამიანები ხშირად ამბობენ და რასაც სწორად მიიჩნევენ. ჩვენ ადრე ვახსენეთ დიდი წითელი დრაკონის ზოგიერთი საწამლავი და სატანის ფილოსოფიები ამქვეყნიური ურთიერთობებისთვის. შესაძლოა ადვილი იყოს მათი ამოცნობა პირდაპირი მნიშვნელობიდან გამომდინარე ანუ ადამიანებს შეუძლიათ მაშინვე მიხვდნენ, რომ ისინი ნამდვილად არ არის ჭეშმარიტება და ნათლად დაინახონ, რომ ისინი დიდი წითელი დრაკონის საწამლავია და რომ მათ მიღმა მზაკვრული გეგმები იმალება. მათი ამოცნობა ადვილია და ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებად შეგიძლიათ მათი გაანალიზება, როდესაც ამას გთხოვენ. თქვენ უკვე უკუაგდეთ ის, რაც აშკარად სატანურია, თუმცა თქვენს გულებში კვლავინდებურად რჩება მრავალი ისეთი გამონათქვამი, როგორებიცაა: „დამცირების ატანა და მძიმე ტვირთის ზიდვა“, „ფიჩხთა ზედა წოლა და ნაღვლისა გემება“, „მომღიმარ სახეს ხმალი არ მოჰკვეთსო“, „მართალ საქმეს ბევრი მომხრე ჰყავს, უსამართლოს — მცირე“ და „ღირსეული კაცი დამამცირებელ მოწყალებას არ იკადრებს“. გულის სიღრმეში შესაძლოა კვლავინდებურად ეთანხმებოდეთ ამ გამონათქვამებს და ფიქრობდეთ: „ეს სიტყვები ფასდაუდებელია. ის, თუ როგორ უნდა მოვიქცე ცხოვრებაში ღირსეულად, სწორედ ამ გამონათქვამებშია თავმოყრილიო“ — და ეს ყოველივე თქვენს გულებში ჯერ კიდევ არ არის ამოძირკვული. როგორც კი ისინი საფუძვლიანად ამოიძირკვება და გექნება მათი გარჩევის უნარი, მომავალში, როდესაც ეს ტრადიციული კულტურული ფასეულობები გამოვლინდება, იქნება ეს ბუნებრივი რეაქცია თუ ობიექტური პირობების ასახვა, მაშინვე მიხვდები, რომ ეს ყველაფერი მცდარია და ნამდვილად არ არის ჭეშმარიტება. იმ დროს, შენი შემეცნებისა და ჭეშმარიტების აღქმის დონე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ახლა. რას ვგულისხმობ ფრაზაში „უფრო მაღალი, ვიდრე ახლა“? ვგულისხმობ იმას, რომ მიაღწევ გარკვეულ სულიერ ზრდას, შენი გარჩევის უნარი გაუმჯობესდება, შენი გამოცდილება და ჭეშმარიტების გაგება უფრო ღრმა იქნება, ვიდრე ახლა და იგრძნობ, სინამდვილეში რა არის ჭეშმარიტება. ახლა შესაძლოა ფიქრობდე: „ყველა ტრადიციული კულტურა, რომელიც სატანისგან მოდის და რომელიც ამ სამყაროს ყველა ეთნიკური ჯგუფის კულტურულ ნიადაგზე განვითარდა, მცდარია“. ეს ზოგადი ნათქვამია, მაგრამ შესაძლოა ჯერ კიდევ არ იცოდე, რომელი მათგანია მცდარი და როგორ არის მცდარი. ამიტომ, უნდა გაანალიზო და გაიგო თითოეული მათგანი რიგრიგობით და შემდეგ კი მიაღწიო იმ წერტილს, როდესაც შეძლებ მათზე უარის თქმას, მათ დაგმობას, მათგან სრულად გათავისუფლებას და იცხოვრებ არა მათით, არამედ ღვთის სიტყვებით. ახლა შენი სუბიექტური თვალსაზრისით შესაძლოა მხოლოდ ის იცოდე, რომ ამ ანდაზებს, გავრცელებულ გამონათქვამებს, ცნობილ მაქსიმებსა და იმ სიტყვებს, რომლებსაც ხშირად წამოისვრიან, საერთო არაფერი აქვს ღვთის სიტყვებთან და არ არის ჭეშმარიტება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც ხდება, გაუცნობიერებლად იყენებ ამ სიტყვებს სხვათა დასაგმობად, საკუთარი თავის შეზღუდვისა და შენი ქცევის წარმართვისთვის. ისინი ზღუდავენ და მართავენ შენს აზრებსა და შეხედულებებს, რამაც შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს და გავლენა მოახდინოს შენს ჭეშმარიტებაში შესვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეს სატანისგან მომდინარე ეს ყველაფერი შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს შენს გულში, თუ შეძლებ მათ ამოცნობას, იცხოვრებ მათზე დაყრდნობის გარეშე და პრაქტიკაში იხელმძღვანელებ ჭეშმარიტება-პრინციპებით, ჭეშმარიტად გექნება სულიერი ზრდა. გაქვს ახლა ეს სულიერი ზრდა? ჯერ არა. თუ არსებობს გამონათქვამი, რომელსაც ყველანი მართებულად მიიჩნევთ და თუ მსგავსი განცხადებები შესაძლოა ღვთის სიტყვაშიც მოიძებნოს — თუმცა ისინი სრულიად ერთნაირად არ არის გამოხატული — შესაძლოა შეცდომით ირწმუნო, რომ ეს გამონათქვამიც ჭეშმარიტებაა და რომ ის იგივეა, რაც ღვთის სიტყვა. თუ კვლავ არ ძალგიძს ამ საკითხების ნათლად დანახვა და კვლავ ებღაუჭები ადამიანის სიტყვებს და არ გსურს მათზე უარის თქმა, მაშინ ეს გამონათქვამი გავლენას მოახდენს შენს ჭეშმარიტებაში შესვლაზე, რადგან ის არ არის ღვთის სიტყვა და ვერ ჩაანაცვლებს ჭეშმარიტებას.

დღესდღეობით მუდმივად ვატარებ თანაზიარებას იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტება. ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზულად გიდგებით. იმისათვის, რომ გაიგოთ ჭეშმარიტება, უნდა გავაანალიზოთ და გავარჩიოთ ადამიანთა სხვადასხვა მოსაზრება და შეხედულება, კარგი ქცევა და კეთილი განზრახვები და ზოგიერთი სწორი გამონათქვამი და საღი აზრის პრაქტიკაში გამოყენება, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან ცხოვრებაში, ასევე მოსაზრებები და შეხედულებები ტრადიციული კულტურიდან, რათა დავინახოთ, მართლაც შეესაბამება თუ არა ისინი ჭეშმარიტებას და მართლაც აქვთ თუ არა რაიმე კავშირი ჭეშმარიტებასთან. თუ გჯერა, რომ ეს ყოველივე ჭეშმარიტებაა, რა არის შენი ამგვარი მტკიცების საფუძველი? თუ მათ ჭეშმარიტებად ახასიათებ სატანური თეორიებისა და სწავლებების საფუძველზე, მაშინ სატანისგან ხარ. თუ ეს ყოველივე არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, მაშინ ისინი სატანისგან მოდის, ამიტომ უნდა გაანალიზო, რათა მათ არსს ჩასწვდე. კერძოდ, ადამიანს უნდა ჰქონდეს სწორი გაგება და სწორი დამოკიდებულება ტრადიციული კულტურის მრავალი გამონათქვამისა და შეხედულების მიმართ, რომლებიც თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემა. მხოლოდ ამ გზით ძალუძთ ადამიანებს ჭეშმარიტად გაიგონ და შეიცნონ, სინამდვილეში რა არის ჭეშმარიტება, კონკრეტულად რას მოითხოვს ღმერთი ადამიანებისგან, და სინამდვილეში რას ნიშნავს ფრაზა „ყოველივე, რასაც ღმერთი ამბობს, ჭეშმარიტებაა“. ამავდროულად, ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს გაიგონ, თუ რატომ გამოხატავს ღმერთი ჭეშმარიტებას ადამიანთა გადასარჩენად და უფრო მეტიც, რატომ ამბობს ღმერთი, რომ მხოლოდ ჭეშმარიტებას შეუძლია ადამიანების გადარჩენა და მათი შეცვლა იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს აქვთ ეს შეხედულებები და გამონათქვამები, რომლებიც თითქოსდა შეესაბამება მორალურ ეთიკას, ჰუმანურობასა და ადამიანური ურთიერთობების საერო ნორმებს და გააჩნიათ ეს იდეები, შეხედულებები და გამონათქვამები, რომლებსაც ცხოვრებაში ეყრდნობიან. აშკარაა, რომ აქ არის ჭეშმარიტებები საძიებელი. სულ მცირე, ერთი მომენტი ისაა, რომ იდეები, შეხედულებები და გამონათქვამები, რომლებსაც ადამიანები ცხოვრებაში ეყრდნობიან, მომდინარეობს გახრწნილი კაცობრიობისგან და მის მიერაა შექმნილი და წარმოადგენს ადამიანთა წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ჭეშმარიტებასთან. გარდა ამისა, ეს ყოველივე თავისი არსით ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და მტრულად არის მის მიმართ განწყობილი. ისინი ვერ ჩაანაცვლებს ჭეშმარიტებას, ნამდვილად არ წარმოადგენს და ვერც ვერასოდეს გახდება ჭეშმარიტება. ღვთის თვალთახედვით ეს ყოველივეგანისაზღვრება, როგორც მცდარი და დაგმობილი და ისინი საერთოდ არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ღვთის ქმედებებს და ჭეშმარიტებას, რომელსაც ღმერთი გამოხატავს, არავითარი კავშირი არ აქვს ამ ყოველივესთან. ანუ ჭეშმარიტებას, რომელსაც ღმერთი გამოხატავს, ოდნავადაც არ აქვს კავშირი გახრწნილი კაცობრიობის ადამიანური ურთიერთობების საერო ნორმებთან ან ადამიანთა ტრადიციულ კულტურასთან, მათ იდეებთან, შეხედულებებთან და კარგ ქცევასთან ან მორალის, ღირსებისა და სიკეთის მათეულ განმარტებებთან. ჭეშმარიტების გამოხატვისას ღმერთი გამოხატავს თავის ხასიათსა და არსს; მისი ჭეშმარიტების გამოხატვა არ ეფუძნება სხვადასხვა სიკეთესა და განცხადებას, რომელთაც ადამიანებს სჯერათ და რომლებიც კაცობრიობამ შეაჯამა. ღვთის სიტყვები ღვთის სიტყვებია; ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა. ისინი არის ერთადერთი საფუძველი და კანონი, რომლითაც კაცობრიობა არსებობს. ყველა ის ეგრეთ წოდებული პრინციპი, რომელიც ადამიანისგან იღებს სათავეს, მცდარია, აბსურდულია და დაგმობილია ღვთის მიერ. ისინი არ იმსახურებენ ღვთის მიერ აღიარებას და მით უმეტეს, არ წარმოადგენს მისი გამონათქვამების წყაროს ან საფუძველს. ღმერთი თავის ხასიათსა და არსს თავისი სიტყვების მეშვეობით გამოხატავს. ღვთის მიერ გამოხატული ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა, რადგან მას აქვს ღვთის არსი და ის არის ყოველივე სიკეთის რეალობა. როგორც არ უნდა აფასებდეს ან განსაზღვრავდეს ეს გახრწნილი კაცობრიობა ღვთის სიტყვებს ან როგორც არ უნდა უყურებდეს ან ესმოდეს ისინი, ღვთის სიტყვები მარადიულად ჭეშმარიტებაა და ეს არის ფაქტი, რომელიც არასოდეს იცვლება. რამდენი სიტყვაც არ უნდა ეთქვა ღმერთს და როგორც არ უნდა გმობდეს და უარყოფდეს მათ ეს გახრწნილი, ბოროტი კაცობრიობა, არსებობს ფაქტი, რომელიც სამუდამოდ უცვლელია: ღვთის სიტყვები ყოველთვის იქნება ჭეშმარიტება. ადამიანი ამას ვერასოდეს შეცვლის. საბოლოოდ მთელი კაცობრიობა აღიარებს, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა და რომ კაცობრიობის მიერ პატივცემული ტრადიციული კულტურა და სამეცნიერო ცოდნა ვერასოდეს გახდება სიკეთე და ჭეშმარიტება. ეს აბსოლუტურია. კაცობრიობის ტრადიციული კულტურა და გადარჩენის გზები ვერ გახდება ჭეშმარიტება დროთა განმავლობაში ან დიდი ხნის გასვლის შემდეგ და ვერც ღვთის სიტყვები გახდება ადამიანის სიტყვები კაცობრიობის მიერ დაგმობის ან დავიწყების გამო. ჭეშმარიტება ყოველთვის ჭეშმარიტება იქნება; ეს არსი არასოდეს შეიცვლება. რა ფაქტი არსებობს აქ? ის, რომ ეს გავრცელებული გამონათქვამები, რომლებიც კაცობრიობამ შეაჯამა, სათავეს იღებს სატანისგან და ადამიანური ფანტაზიებიდან და წარმოდგენებიდან ან წარმოიშობა ადამიანური სიფიცხიდან და ადამიანების გახრწნილი ხასიათიდან და მათ საერთო არაფერი აქვს სიკეთესთან. მეორე მხრივ, ღვთის სიტყვები არის ღვთის არსისა და ვინაობის გამოხატულება. რა მიზეზით გამოხატავს ის ამ სიტყვებს? რატომ ვამბობ, რომ ისინი ჭეშმარიტებაა? მიზეზი ის არის, რომ ღმერთი ხელმწიფებს და თავის ხელში უჭირავს ყოველივეს ყველა კანონი, წესი, ფესვი, არსი, რეალობა და საიდუმლო. ამიტომ მხოლოდ ღმერთმა იცის ყოველივეს წესები, რეალობა, ფაქტები და საიდუმლოებები. ღმერთმა იცის ყოველივეს წარმოშობა და კონკრეტულად რა არის ყოველივეს საფუძველი. მხოლოდ ღვთის სიტყვებში წარმოდგენილი ყოველივეს განმარტებებია ყველაზე ზუსტი და მხოლოდ ღვთის სიტყვებია ადამიანების ცხოვრების სტანდარტები და პრინციპები და ჭეშმარიტებები და კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ადამიანებმა შეიძლება იცხოვრონ მაშინ, როცა სატანის კანონები და თეორიები, რომლებსაც ადამიანი ეყრდნობოდა ცხოვრებაში სატანის მიერ გახრწნის შემდეგ, ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე და ყოველივეს კანონებსა და წესებზე. ადამიანის სხვადასხვა სატანური თეორია წარმოიშობა ადამიანის წარმოდგენებიდან და ფანტაზიებიდან და ისინი სატანისგანაა. რა როლს ასრულებს სატანა? პირველ რიგში, ის თავს წარმოაჩენს, როგორც ჭეშმარიტებას; შემდეგ, ის აფერხებს, ანადგურებს და ფეხქვეშ თელავს ღვთის ყოველივე ქმნილების კანონებსა და წესებს. ამიტომ, ის, რაც სატანისგან მოდის, მეტისმეტად კარგად შეესაბამება სატანის არსს და ის სავსეა მისი ბოროტი მიზნით, სიყალბით, თვალთმაქცობითა და სატანის მუდამ უცვლელი ამბიციით. მიუხედავად იმისა, ძალუძთ თუ არა გახრწნილ ადამიანებს სატანისგან მომდინარე ამ ფილოსოფიებისა და თეორიების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი განადიდებს, პოპულარიზაციას უწევს და მიჰყვება ამ ყოველივეს, და მიუხედავად იმისა, რამდენი ეპოქის განმავლობაში იყო აღფრთოვანებული, თაყვანს სცემდა და ქადაგებდა მათ გახრწნილი კაცობრიობა, ისინი ვერ გახდება ჭეშმარიტება. რადგან მათი არსი, საფუძველი და წყარო არის სატანა, რომელიც მტრულად არის განწყობილი ღვთისა და ჭეშმარიტების მიმართ, ამიტომ ეს ყოველივე ვერასოდეს გახდება ჭეშმარიტება — ისინი ყოველთვის უარყოფითად ჩაითვლება. როდესაც არ არსებობს ჭეშმარიტება შესადარებლად, ისინი შეიძლება გასაღდეს როგორც კარგი და დადებითი რამ, მაგრამ როდესაც ჭეშმარიტება გამოიყენება მათ სამხილებლად და გასაანალიზებლად, ისინი არ აღმოჩნდებიან უცდომელნი, ვერ უძლებენ კრიტიკას და სწრაფად იგმობიან და უარყოფილნი ხდებიან. ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტება ზუსტად შეესაბამება ღვთის მიერ შექმნილი კაცობრიობის ადამიანური ბუნების მოთხოვნილებებს მაშინ, როცა ის, რასაც სატანა უნერგავს ადამიანებს, ზუსტად ეწინააღმდეგება კაცობრიობის ნორმალური ადამიანობის მოთხოვნილებებს. ისინი ნორმალურ ადამიანს აქცევენ არანორმალურად და ხდიან ექსტრემალურს, ვიწრო თვალსაწიერის მქონეს, ამპარტავანს, სულელს, ბოროტს, შეუვალს, სასტიკს და აუტანლად ქედმაღალსაც კი. დგება მომენტი, როდესაც ეს იმდენად სერიოზულ სახეს იღებს, რომ ადამიანები ჭკუიდან იშლებიან და ისიც კი არ იციან, ვინ არიან. მათ არ სურთ იყვნენ ნორმალური ან ჩვეულებრივი ადამიანები; ამის ნაცვლად დაჟინებით მოითხოვენ იყვნენ ზეადამიანები, განსაკუთრებული ძალების მქონე ადამიანები ან მაღალი დონის არსებები — ამ ყოველივემ დაამახინჯა ადამიანების ადამიანობა და მათი ინსტინქტი. ჭეშმარიტება ადამიანებს აძლევს უნარს, იარსებონ უფრო ინსტინქტურად ნორმალური ადამიანობის წესებისა და კანონების და ღვთის მიერ დადგენილი ყველა ამ წესის მიხედვით მაშინ, როცა ეს ეგრეთ წოდებული გავრცელებული გამონათქვამები და შეცდომაში შემყვანი განცხადებები ზუსტად აიძულებს ადამიანებს, წავიდნენ ადამიანური ინსტინქტის წინააღმდეგ და თავი აარიდონ ღვთის მიერ დადგენილ და ჩამოყალიბებულ კანონებს, და ადამიანებს ნორმალური ადამიანობის გზიდანაც კი გადაახვევინებს და აკეთებინებს ისეთ ექსტრემალურ რამეებს, რაც ნორმალურმა ადამიანებმა არ უნდა გააკეთონ ან რაზეც არ უნდა იფიქრონ. სატანის ეს კანონები მხოლოდ კი არ ამახინჯებს ადამიანთა ადამიანურ ბუნებას; კიდევ უარესი, საერთოდ აკარგვინებს ნორმალურ ადამიანობას და ნორმალური ადამიანობის ინსტინქტებს. მაგალითად, სატანური კანონები ამბობს: „ადამიანის ბედი მისსავე ხელშია“ და „ბედნიერება საკუთარი ხელით იქმნება“. ეს ეწინააღმდეგება ღვთის ხელმწიფებას და ადამიანურ ინსტინქტს. როდესაც ადამიანების სხეული და ინსტინქტი ზღვარს აღწევს ან როდესაც მათი ბედი კრიტიკულ ზღვარზეა, ადამიანები, რომლებიც სატანის ამ კანონებზე არიან დამოკიდებულნი, ვეღარ უძლებენ. უმეტესობა გრძნობს, რომ ზეწოლამ მათ ზღვარს გადააჭარბა და გასცდა იმას, რისი ატანაც მათ გონებას ძალუძს; საბოლოოდ ზოგიერთი ადამიანი შიზოფრენიით ავადდება. ადამიანები, რომლებიც ახლა უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებს აბარებენ, იტანჯებიან იმ უზარმაზარი ზეწოლისგან, რაც ამ გამოცდებს მოაქვს. ადამიანების ფიზიკური მდგომარეობა და გონებრივი თვისებები განსხვავებულია; ზოგს შეუძლია შეეგუოს ასეთ სისტემას, ზოგს კი — არა. საბოლოოდ, ზოგიერთი ადამიანი დეპრესიაში ვარდება, ზოგიერთი კი შიზოფრენიით ავადდება, შენობებიდანაც კი ხტება და თავს იკლავს — ყველაფერი ხდება. რით არის გამოწვეული ეს შედეგები? მიზეზი ის არის, რომ სატანას შეცდომაში შეჰყავს ადამიანები იმით, რომ აიძულებს მათ, ეძიონ დიდება და სარგებელი, რაც აზიანებს ადამიანებს. თუ ადამიანები შეძლებენ ბუნებრივად იცხოვრონ ღვთის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და იცხოვრონ იმ გზით, რომელიც ღმერთმა დაუდგინა ადამიანებს, იკითხონ ღვთის სიტყვები და იცხოვრონ ღვთის წინაშე, ისინი ჭკუიდან შეიშლებიან? მოუწევთ ამდენი ზეწოლის ატანა? აბსოლუტურად არა. ღმერთი თავის საქმეს ასრულებს იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ ჭეშმარიტება, მოიშორონ თავიანთი გახრწნილი ხასიათი, და დაემორჩილონ ღვთის ხელმწიფებასა და განგებას. ამგვარად, ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ ღვთის წინაშე ზეწოლის გარეშე და მოიპოვონ მხოლოდ თავისუფლება და შვება. კაცობრიობა ღვთის მიერ შეიქმნა და მხოლოდ ღმერთმა იცის ადამიანური ინსტინქტი და ყველაფერი ადამიანების შესახებ. ღმერთი იყენებს თავის მიერ ჩამოყალიბებულ წესებს ადამიანთა წარსამართად და მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა სატანა ზუსტად ამას არ აკეთებს. ის აიძულებს ადამიანებს, დაარღვიონ ყველა ეს წესი, და იყვნენ ზეადამიანები და ძლიერები. განა ეს ადამიანების გაბრიყვება არ არის? ადამიანები სინამდვილეში ნორმალური და ჩვეულებრივი ადამიანები არიან — როგორ შეუძლიათ იყვნენ ზეადამიანები ან განსაკუთრებული ძალების მქონე ადამიანები? განა ეს ადამიანების დაღუპვა არ არის? რამდენიც არ უნდა იბრძოლო, რამხელაც არ უნდა იყოს შენი ამბიციები და სურვილები, ვერ გახდები ზეადამიანი ან განსაკუთრებული ძალების მქონე ადამიანი. საკუთარი თავი იქამდეც რომ დაიღუპო, რომ ადამიანობის ყოველგვარი ნიშანწყალი დაკარგო, ვერ გახდები ზეადამიანი ან განსაკუთრებული ძალების მქონე ადამიანი. რა კარიერაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ცხოვრებაში, ღვთის მიერ არის წინასწარ განსაზღვრული. თუ არ იცხოვრებ ღვთის მიერ ჩამოყალიბებული კანონებისა და წესების მიხედვით და ამის ნაცვლად აირჩევ სატანის შეცდომაში შემყვან და ეშმას სიტყვებს და შეეცდები იყო ზეადამიანი ან განსაკუთრებული ძალების მქონე ადამიანი, მოგიწევს ტანჯვის ატანა და სიკვდილი. ანუ თუ აირჩევ, მიიღო სატანის მიერ დაღუპვა, ფეხქვეშ გათელვა და გახრწნა, მაშინ ყველაფერი, რასაც იტან, შენივე ქმედებების შედეგია, ეს არის ის, რასაც იმსახურებ და ეს შენივე ნებით ხდება. ზოგიერთი ადამიანი აბარებს უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდას, ორჯერ ან სამჯერ იჭრება და საბოლოოდ ჭკუიდან იშლება იმის გამო, რომ ვერასოდეს ახერხებს ჩაბარებას. განა ეს მათ თავად არ დაიტეხეს თავს? რატომ გსურს უნივერსიტეტის მისაღები გამოცდის ჩაბარება? განა მხოლოდ იმიტომ არა, რომ სხვებზე მაღლა დადგე და შენი წინაპრის სახელი განადიდო? თუ უარს იტყვი ამ ორ მიზანზე — სხვებზე მაღლა დგომასა და წინაპრის სახელის განდიდებაზე, არ გამოედევნები ამ ყოველივეს, არამედ სწორ მიზანზე გადაერთვები, განა მაშინ ზეწოლა არ გაქრება? თუ მიიღებ სატანისგან გახრწნას და ყველა ამ იდეასა და შეხედულებას, მაშინ შენს სხეულს მოუწევს ყოველგვარი ტკივილის ატანა და ეს სწორედ ის იქნება, რასაც იმსახურებ! ეს შედეგი შენივე არჩევანი და შენივე შექმნილია. ის არ არის ღვთის მიერ წინასწარ განსაზღვრული. ღმერთი არ გაიძულებს ასე ცხოვრებას. ღვთის სიტყვებმა უკვე ძალიან ნათლად განმარტა ყოველივე და სწორედ შენ ხარ ის, ვინც არ იყენებს პრაქტიკაში ღვთის სიტყვებს. არსებობს ზღვარი იმისა, რისი ატანაც შეუძლია ადამიანის სხეულს, ნებისყოფასა და გონებრივ თვისებებს, მაგრამ თავად ადამიანები ამას ვერ აცნობიერებენ და სხვაგვარად ფიქრობენ, და იმასაც კი ამბობენ, რომ მათი ბედი მათსავე ხელშია, თუმცა საბოლოოდ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარ ბედზე კონტროლის მოპოვებას და ამის ნაცვლად საცოდავი და ტრაგიკული სიკვდილით კვდებიან. როგორ არის ეს საკუთარი ბედის ხელში აღება? სწორედ ასე იყენებს სატანა ყოველგვარ მცდარ იდეას და ყოველგვარ ერესსა და სიცრუეს ადამიანების გასახრწნელად. თავად ადამიანებმა ეს არ იციან, თავს კარგადაც კი გრძნობენ ამის გამო და ფიქრობენ: „საზოგადოება მუდმივად ვითარდება, ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ დროს და მივიღოთ მთელი ეს დადებითი ენერგია“. ეს სრულიად ეშმას სიტყვებია. როგორ შეიძლება არსებობდეს რაიმე დადებითი ენერგია დემონურ არამორწმუნე სამყაროში? ეს ყოველივე უარყოფითი ენერგიაა, სიმსივნეა და შენელებული მოქმედების ნაღმია. თუამ ყველაფერს მიიღებ, მოგიწევს მათი უარყოფითი შედეგების ატანა, სატანის მიერ წამება და განადგურება. აი, რა მოსდევს იმას, როდესაც ჭეშმარიტებას არ ეძიებთ. რა კარგი დასასრული შეიძლება ჰქონდეს სატანის მიყოლას? სატანა ყველაფერს გააკეთებს შენს მოსაწამლად და შენში საწამლავის ჩასანერგად. ღმერთი გიხსნის; სატანა გაზიანებს. ღმერთი კურნავს შენს სნეულებებს; სატანა საწამლავს გინერგავს, რათა დაგასნეულოს. რაც უფრო მეტ საწამლავს მიიღებ სატანისგან, მით უფრო გაგიჭირდება ჭეშმარიტების მიღება. ეს უბრალოდ ასეა. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება თემაზე, თუ რა არის ჭეშმარიტება. შემდეგ ჩვენ გვექნება თანაზიარება სხვა თემაზე.

ანალიზი იმისა, თუ როგორ ასრულებენ ანტიქრისტეები თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არასოდეს როგორ არ ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ

I. რა არის ღვთის ინტერესები და რა არის ადამიანის ინტერესები

ამჯერად ჩვენ გვექნება თანაზიარება ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინების მეცხრე პუნქტზე — ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად; ისინი არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ყურადღებას ვამახვილებთ ღვთისა და ღვთის სახლის ინტერესებზე. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ხშირად მიდრეკილია, არ გაითვალისწინოს ღვთის სახლის ინტერესები და ამის ნაცვლად, ყველაფერში საკუთარ ინტერესებს აყენებს წინა პლანზე. ეს ადამიანები განსაკუთრებით ეგოისტები არიან. უფრო მეტიც, საქმეების მოგვარებისას ისინი ხშირად იცავენ პირად ინტერესებს ღვთის სახლის ინტერესების საზიანოდ, იმ დონეზეც კი, რომ პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად ღვთის სახლს ირიბ მოთხოვნებსაც კი უყენებენ. რა არის აქ საკვანძო სიტყვა? ძირითადად რაზეა საუბარი? (ინტერესებზე.) რას ნიშნავს „ინტერესები“? რა იგულისხმება ამ ტერმინში? რას მიიჩნევენ ადამიანთა ინტერესებად? რას მოიცავს ადამიანთა ინტერესები? სტატუსს, რეპუტაციას და მატერიალურ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად, როდესაც ადამიანს შეცდომაში შეჰყავს სხვები, რათა მათგან პატივისცემა და თაყვანისცემა დაიმსახუროს ის პირად ფსიქოლოგიურ ინტერესებს იცავს; არსებობს ასევე მატერიალური ინტერესები, რომელთაც ადამიანები სხვების მანიპულირებით, საკუთარი თავისთვის სარგებლის მიღებით ან ღვთის სახლის ქონების მოპარვით ახორციელებენ, რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ ანტიქრისტეები ყოველთვის მხოლოდ გამორჩენას ეძებენ. მიუხედავად იმისა, ფსიქოლოგიურ ინტერესებს ატარებენ თუ მატერიალურს, ანტიქრისტეები xarbni და გაუმაძღარნი არიან, და ისინი შეეცდებიან, ეს ყველაფერი მხოლოდ თავისთვის მიისაკუთრონ. ადამიანის ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე მეტად ავლენს მას. ინტერესები მჭიდროდ არის დაკავშირებული თითოეული ადამიანის ცხოვრებასთან და ყოველივე, რასაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება, მის ინტერესებს მოიცავს. მაგალითად, როდესაც რამეს ამბობ ან რაიმე საკითხზე საუბრობ, რა ინტერესები იკვეთება ამ დროს? როდესაც ორი ადამიანი განიხილავს რაიმე საკითხს, საქმე ეხება იმას, თუ ვინ საუბრობს დამაჯერებლად და ვინ — არა, ვის სცემენ პატივს და ვის უყურებენ ზემოდან, და ეს ასევე ეხება მათი საუბრის განსხვავებული მანერის განსხვავებულ შედეგებს. განა ეს ინტერესების საკითხი არ არის? მაშ, რას აკეთებენ ადამიანები, როდესაც ამ ტიპის საკითხებს აწყდებიან? ადამიანები ყველანაირად ცდილობენ თავის გამოჩენას, თავს იტეხენ სიტყვების ისე დასალაგებლად, რომ საკითხი ნათლად ახსნან, სათქმელი უფრო ელეგანტურად გამოხატონ, უფრო სასიამოვნოდ ჟღერდეს, აზრობრივად დალაგებული იყოს და ადამიანებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს. ამ მიდგომის გამოყენება, საკუთარი მჭევრმეტყველების, გონებისა და ცოდნის გამოყენება ადამიანთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და მათზე ღრმა შთაბეჭდილების მოსახდენად — ეს ერთგვარი ინტერესია. კიდევ რა ასპექტებს მოიცავს ის ინტერესები, რომლებსაც ადამიანები ატარებენ? საქმის კეთებისას ადამიანები მუდმივად წონიან, ითვლიან და ფიქრობენ თავიანთ გონებაში, თავს იტეხენ იმაზე ფიქრით, თუ რომელი ქმედებები შედის მათ ინტერესებში, რომელი — არა, რომელ ქმედებებს შეუძლია მათი ინტერესების წინ წაწევა, რომელი ქმედებები მინიმუმ არ აზიანებს მათ ინტერესებს და რომელ ქმედებებს შეუძლია მოუტანოს მათ ყველაზე დიდი დიდება და უდიდესი მატერიალური სარგებელი და აქციოს ისინი უდიდესი სარგებლის მიმღებად. ეს არის ის ორი ინტერესი, რომელთათვისაც ადამიანები იბრძვიან ყოველთვის, როდესაც პრობლემებს აწყდებიან. ინტერესები, რომლებსაც ადამიანები ატარებენ, ფოკუსირებულია ამ ორ ასპექტზე და მეტზე არაფერზე: ერთი მხრივ, მატერიალური სარგებლის მიღებაზე ან სულ მცირე იმაზე, რომ წაგებაში არ დარჩნენ და სხვათა გამოყენებაზე; გარდა ამისა, ფსიქოლოგიურ დონეზე ადამიანთა პატივისცემისა და აღფრთოვანების მოპოვებაზე და ადამიანთა გულების დაპყრობაზე. ძალაუფლებისა და სტატუსის მოსაპოვებლად ადამიანებს შეუძლიათ ზოგჯერ უარი თქვან მატერიალურ ინტერესებზეც კი — ანუ ისინი წავლენ მცირე დანაკარგზე, რათა შემდგომში სხვებზე მეტი უპირატესობა მოიპოვონ. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანის რეპუტაციასთან, სტატუსთან, დიდებასა და მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებული ეს საკითხები განეკუთვნება ადამიანთა ინტერესების კატეგორიას და წარმოადგენს იმ ინტერესებს, რომელთაც ადამიანები ატარებენ.

როგორია ამ ინტერესებისკენ ადამიანთა სწრაფვის ბუნება? რატომ მიისწრაფვიან ადამიანები ამ ყველაფრისკენ? არის კი ეს კანონიერი? არის ეს გონივრული? შეესაბამება თუ არა ეს ღვთის მოთხოვნებს ადამიანების მიმართ? არის თუ არა ეს ის სტანდარტი, რომის დაცვასაც ღმერთი ითხოვს ქმნილებებისგან? უხსენებია კი ღმერთს თავის სიტყვაში: „თქვენ უნდა გაატაროთ საკუთარი ინტერესები და მაქსიმალურად გაზარდოთ ისინი. ნუ შესწირავთ საკუთარ ინტერესებს მხოლოდ იმიტომ, რომ გწამთ ღმერთის და ასრულებთ მოვალეობას. უნდა დააფასოთ პ სტატუსი, რეპუტაცია და ძალაუფლება და დაიცვათ ეს ყოველივე ნებისმიერ ფასად. თუ ღმერთი გაძლევს სტატუსს, უნდა დააფასო იგი და აქციო შენს დიდებად და არა სირცხვილად. ეს არის ღვთის მიერ მოცემული დავალება“ — უთქვამს ოდესმე ღმერთს ეს? (არა.) რადგან ღვთის სიტყვებში მსგავსი არაფერია, მაშინ რას ითხოვს ღმერთი ქმნილებებისგან თავისი გულის სიღრმეში? რა დამოკიდებულებას ითხოვს ღმერთი ადამიანებისგან ინტერესების მიმართ? ერთი მხრივ, ღმერთს სურს, რომ ადამიანებმა უარი თქვან თავიანთ ინტერესებზე — ეს ზოგადად რომ ვთქვათ; გარდა ამისა, ღმერთი კიდევ უფრო მეტ ასპექტში აძლევს ადამიანებს პრაქტიკის შესაბამის გზებს, ეუბნება მათ, როგორ მოიქცნენ, რათა გაჰყვნენ იმ გზას, რომლითაც უნდა იარონ, როგორ იმოქმედონ ისე, როგორც ქმნილებას შეეფერება, რა შეხედულებები და დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეთ მატერიალური ნივთების, დიდებისა და გამორჩენის მიმართ და როგორ უნდა გააკეთონ არჩევანი. თავისთავად ცხადია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიტყვები პირდაპირ არ ეუბნება ადამიანებს, თუ როგორ უნდა მოეკიდონ ინტერესებს, მათი ქვეტექსტიდან ნათლად ჩანს, თუ როგორია ღვთის შეხედულებები გახრწნილი კაცობრიობის ინტერესებზე და რომ ადამიანებმა გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი შეხედულებები, აკეთონ საქმეები ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად, იმოქმედონ თავიანთი, როგორც ქმნილებების, მდგომარეობის შესაბამისად და დაიკავონ თავიანთი ადგილი. განა ღმერთი თავის გულში განზრახ ართმევს ადამიანებს ინტერესებს, როდესაც მათგან ასეთ მოქმედებას ითხოვს? აბსოლუტურად არა. ზოგიერთი ამბობს: „ეკლესიაში ყოველთვის საუბრობენ „ღვთის“ სახლის ინტერესებსა და ეკლესიის ინტერესებზე, მაგრამ რატომ არავინ საუბრობს ჩვენს, ადამიანების ინტერესებზე? ვის ადარდებს ჩვენს ინტერესებზე? განა ჩვენც არ უნდა გვქონდეს ადამიანის უფლებები? ჩვენც უნდა მივიღოთ მცირეოდენი სარგებელი. რატომ არ გვეძლევა მცირედი მაინც? რატომ ეკუთვნის ყველა ინტერესი „ღმერთს“? განა „ღმერთიც“ ეგოისტი არ არის?“ ამის თქმა უკიდურესი ამბოხება და ვერაგობაა. ეს აშკარად მცდარი ნათქვამია. ის, ვისაც ადამიანობა გააჩნია, ამას ნამდვილად ვერ იტყვის, მხოლოდ ეშმაკები ბედავენ ყოველგვარი ამბოხებული სიტყვების თქმას. სხვები ამბობენ: „ღმერთი ყოველთვის ეუბნება ადამიანებს, რომ არ გაითვალისწინონ პირადი ინტერესები. ის ყოველთვის ამბობს, რომ საკუთარი გამორჩენისთვის არ იმოქმედონ. ადამიანებს სურთ გამოირჩეოდნენ რაიმეს კეთებით ან რაიმეს მიღწევით, რაც ყველას უბიძგებს, თაყვანი სცენ მათ. ღმერთი ამბობს, რომ ეს ამბიციაა. ადამიანებს სურთ იბრძოლონ საკუთარი ინტერესებისთვის, მიირთვან კარგი საკვები, დატკბნენ ცხოვრებით, მიეცნენ ხორციელ კომფორტს და საზოგადოებაში პატივისცმით სარგებლობდნენ ღმერთი ამბობს, რომ ადამიანები ამგვარად მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იკმაყოფილებენ და გვერდზე უნდა გადადონ ისინი. თუ ჩვენ ყველა ამ ინტერესს გვერდზე გადავდებთ, როგორღა ვიცხოვრებთ უკეთესად?“ თუ ადამიანებს არ ესმით ღვთის განზრახვები, ისინი ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან ღვთის მოთხოვნებს და შეედავებიან ღმერთს ამ საკითხებზე. ეს ჰგავს იმას, რომ მშობლები, რომლებმაც ცხოვრების ნახევარი შვილების აღსაზრდელად მძიმე შრომაში გაატარეს, იმდენად დაიღალნენ, რომ უამრავი სენი შეეყარათ. ისინი წუხან, რომ ჯანმრთელობა უმტყუნებთ და მათ შვილებს აღარავინ ეყოლებათ მხარდამჭერი, ამიტომ ყიდულობენ გამაჯანსაღებელ საშუალებებს. შვილებს მეტი არაფერი ესმით და ამ პროდუქტების დანახვისას ამბობენ: „რამდენიმე წელია ახალი ტანსაცმელიც კი არ მიყიდია, შენ კი როგორ ყიდულობ გამაჯანსაღებელ საშუალებებს? მაგ ფული ჩემთვის უნდა ინახავდე, რომ კოლეჯში ვისწავლო.“ ეს ნათქვამი ტკენს თუ არა მშობლებს გულს? მშობლები ამ ყველაფერს აკეთებენ არა საკუთარი ინტერესებისთვის, არა ხორციელი კომფორტის გამო ან იმიტომ, რომ სურთ ცოტა ხანს კიდევ იცოცხლონ, ცოტა მეტ კომფორტში იყვნენ და მომავალში თავიანთი შვილების ბედნიერება გაიზიარონ. ეს არ არის მიზეზი. რისთვის აკეთებენ ისინი ამას? ისინი ამას თავიანთი შვილების გულისთვის აკეთებენ. შვილებს ეს არ ესმით და მშობლებსაც კი ადანაშაულებენ — განა ეს ორგულობა არ არის? (დიახ.) თუ შვილებს არ ესმით თავიანთი მშობლების განზრახვები, მათ შეიძლება კონფლიქტი მოუვიდეთ იმ დონეზეც კი, რომ გამოიწვიონ დავა და გული ატკინონ მშობლებს. მაშ, წვდებით თუ არა ღვთის გულს? ეს ჭეშმარიტების გაგების საკითხია. რატომ გმობს ღმერთი ადამიანების ქმედებებს, რომლებიც საკუთარი ინტერესებისა და ამბიციების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული? განა ღმერთი ეგოისტია? განა ღმერთი იმიტომ ეუბნება ადამიანებს, არ ეძიონ პირადი ინტერესები, რათა ისინი ღარიბები და საცოდავები გახადოს? (არა.) ეს ნამდვილად არ არის ასე. ღმერთს საუკეთესო სურს ადამიანებისთვის; ის მოდის თავისი საქმის აღსასრულებლად და ადამიანთა გადასარჩენად, რათა კურთხევა მიანიჭოს კაცობრიობას და ადამიანები მშვენიერ დანიშნულების ადგილას მიიყვანოს. ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს იმისთვისაა, რომ ადამიანებმა მოიპოვონ ჭეშმარიტება და სიცოცხლე, რათა გახდნენ ღვთის აღთქმისა და კურთხევის მიღების ღირსნი. თუმცა, ადამიანები ღრმად არიან გახრწნილნი სატანის მიერ, აქვთ გახრწნილი ხასიათი და დიდი ტანჯვის გავლა უწევთ ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის მოსაპოვებლად. თუ ყველა პირადი ინტერესების გატარებას დაიწყებს და მოინდომებს კარგად ცხოვრებას ხორცის გადამეტებული სურვილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ძალისხმევას არ ჩადებს ჭეშმარიტების ძიებაში, რა იქნება ამის შედეგი? ისინი ვერ შეძლებენ ჭეშმარიტების მოპოვებას, განწმენდასა და გადარჩენას. რა არის შედეგი იმისა, რომ ისინი არ გადარჩებიან? ისინი ყველანი უბედურებაში უნდა დაიხოცონ. არის კი ახლა ხორციელი სიამოვნებებით ტკბობის დრო? არა. ვინც არ მოიპოვებს ჭეშმარიტებას, უნდა მოკვდეს. შესაბამისად, ღვთის მოთხოვნა, რომ ადამიანებმა უარი თქვან თავიანთ ხორციელ ინტერესებზე ჭეშმარიტების საძიებლად, თავად ადამიანთა საკეთილდღეოდაა, მათი სიცოცხლისა და ხსნის გულისთვისაა. როგორც კი ადამიანები მოიპოვებენ ჭეშმარიტებას და გადარჩებიან, ღვთის აღთქმა და კურთხევა ნებისმიერ დროს მოვა. კურთხევა, რომლებსაც ღმერთი ანიჭებს ადამიანებს, ვინ იცის, რამდენ ასეულ ან ათასჯერ აღემატება იმ ხორციელ სიამოვნებებს, რომლებსაც ადამიანები წარმოიდგენენ. რატომ ვერ ხედავენ ადამიანები ამას? განა ყველა ადამიანი ბრმაა ამის მიმართ? მაშ, რატომ ითხოვს ღმერთი ყოველთვის ადამიანებისგან, რომ გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და დაიცვან ღვთის ინტერესები და ღვთის სახლის ინტერესები? ვის ძალუძს ამ საკითხის ახსნა? (ღმერთი ითხოვს ადამიანებისგან პირად ინტერესებზე უარის თქმას, რადგან ადამიანები გახრწნილნი არიან სატანის მიერ და მათი ინტერესები არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. როდესაც ღმერთი ითხოვს ადამიანებისგან ღვთის სახლის ინტერესების დაცვას, ის ასწავლის ადამიანებს, როგორ წარმართონ საკუთარი თავი. ეს ასევე იმიტომ ხდება, რომ მთელი საქმე, რასაც ღმერთი აღასრულებს, ადამიანების გადასარჩენადაა მიმართული, და თუ ვინმემ არ იცის ღვთის სახლის ინტერესების დაცვა, ის არ არის ღირსი, ეწოდოს ადამიანი.) თქვენს ნათქვამში არის რამდენიმე პრაქტიკული აზრი. (მსურს რაღაც დავამატო. შეპყრობილი ვიყავი დიდებით, გამორჩენითა და სტატუსით. ვგრძნობდი, რომ მქონდა გარკვეული ნიჭი და უნდა დავწინაურებულიყავი ზედამხედველად. თუმც, ყოველ ჯერზე, როდესაც არჩევნები მოდიოდა, ვმარცხდებოდი და გულის სიღრმეში ღმერთზე ვწუწუნებდი — რატომ არ შემისრულა ღმერთმა ეს ერთი პატარა სურვილი? მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გარკვეული მარცხი განვიცადე, წავიკითხე ღვთის სიტყვები, დავფიქრდი საკუთარ თავზე და გავაცნობიერე, რომ ხშირად ვერთვებოდი შურსა და განხეთქილბაში დიდების, გამორჩენისა და სტატუსისკენ სწრაფვის გამო და არ ვთანამშრომლობდი ჰარმონიულად ჩემს დებთან და ძმებთან. არა მხოლოდ არ მქონია სულიერ ცხოვრებაში წინსვლა, არამედ გარკვეული ზიანიც მივაყენე ღვთის სახლის საქმეს. მივხვდი, რომ დიდებისა და სარგებლის ძიება და პირადი ინტერესების გატარება არ არის ცხოვრების შესახებ სწორი შეხედულება ან სწორი მიზანი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, ეს არის მცდარი შეხედულება, რომელსაც სატანა უნერგავს ადამიანებს მათ შეცდომაში შესაყვანად და ასეთი სწრაფვა ძალიან საშიშია. ღმერთი ეუბნება ადამიანებს, არ ეძიონ დიდება, გამორჩენა და სტატუსი არა იმიტომ, რომ სურს მათ პრობლემები შეუქმნას, არც იმიტომ, რომ სურს მათ მიმართ მკაცრი იყოს, არამედ იმიტომ, რომ ეს ძალიან საშიში გზაა და ასეთმა სწრაფვამ შეიძლება მხოლოდ იქამდე მიიყვანოს ადამიანი, რომ საბოლოოდ ხელცარიელი დარჩეს.) სიტყვებში „ხელცარიელი“ და „ძალიან საშიში“, რას ფიქრობთ, რა საფრთხეზე საუბრობს იგი? ნუთუ ეს მართლაც მხოლოდ ხელცარიელი დარჩენის საკითხია და მეტი არაფერი? რა სახის გზაა ეს? (დაღუპვის გზა.) ეს სწრაფვა ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის გზაა. ეს არის არა ჭეშმარიტების, არამედ სტატუსისა და პრესტიჟის ძიებაა. ეს არის ანტიქრისტეთა გზით სიარული. რაც არ უნდა კანონიერად მიგაჩნდეს შენი სურვილები და მისწრაფებები, ღმერთს ეს არ სურს, ეს არ არის ასეთი სახის სწრაფვა. ღმერთს არ სურს, რომ ამ გზით ისწრაფოდე. თუ დაჟინებით გააგრძელებ საკუთარი გზით სიარულს, მაშინ შენი საბოლოო შედეგი იქნება არა მხოლოდ ის, რომ ხელცარიელი დარჩები, არამედ ის, რომ დაადგები ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის გზას. რა არის ამაში საშიში? შეეწინააღმდეგები ღმერთს, ხმას აიმაღლებ მის წინააღმდეგ, დაუპირისპირდები მას, დადგები მის საპირისპიროდ და შედეგი იქნება დაღუპვა. არის კიდევ რამე დასამატებელი? (ღმერთო, მსურს რაღაც დავამატო. ახლახან ღმერთმა იკითხა, რატომ არ სურს მას, რომ ადამიანებმა დაიცვან არა საკუთარი, არამედ ღვთის სახლის ინტერესები? ჩემი გაგებით, ღმერთმა შექმნა ყოველივე და ყოველივე ღვთისგან მოდის. ყოველივე, რაც ღმერთმა შექმნა, ადამიანებისთვისაა. რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი — რასაც კი ღმერთი აკეთებს — მათ შორის ორჯერ განკაცება ამ საქმის აღსასრულებლად და მათ შორის, მთელი ეს ამჟამინდელი საქმე ეკლესიის დასაარსებლად — სინამდვილეში ეს ყველაფერი ადამიანების გადასარჩენადაა. როგორც კი ადამიანები ირწმუნებენ ღმერთს, დაიწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას და შეძლებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, მათ ექნებათ ხსნის გზა. შესაბამისად, ღვთის მოთხოვნა, რომ გვერდზე გადავდოთ პირადი ინტერესები, ამიტომ, როდესაც ღმერთი გვთხოვს, გვერდზე გადავდოთ პირადი ინტერესები, არ არის ჩვენი განძარცვა, რადგან საბოლოოდ სწორედ ჩვენ ვიღებთ სარგებელს ღვთის ინტერესებისა და ღვთის სახლის ინტერესების დაცვით.) ნამდვილად კარგია. ზოგადი აზრი, რაზეც თქვენ თანაზიარება გქონდათ, ძირითადად სწორია. ზოგიერთი ადამიანი საუბრობს პირად გამოცდილებაზე, სხვები კი ამას თეორიული პერსპექტივიდან განიხილავენ. თქვენი გაგება არსებითად იქითკენ მიდის, რომ ღვთის ინტერესები მართებულია, ხოლო ადამიანთა ინტერესები — არ არის მართებული. მხოლოდ ღვთის ინტერესებს შეიძლება ეწოდოს ინტერესები, ხოლო ადამიანთა ინტერესები სართოდ არ უნდა არსებობდეს. კერძოდ, „ადამიანთა ინტერესები“ — ეს ფრაზა, ეს გამოთქმა, ეს ფაქტი — არ არის ის, რითაც ადამიანები უნდა სარგებლობდნენ. ღვთის ინტერესები ყველაფერზე წინ დგას და დაცული უნდა იყოს. ეს არის ძირითადად ის, რაც გესმით. ანუ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა, დაიცვან ღვთის ინტერესები და სწორად მოეკიდონ მათ, ხოლო ადამიანთა ინტერესებს ზიზღით უნდა უყურებდნენ და იშორებდნენ, რადგან ადამიანთა ინტერესები არც ისე დიდებულია. ადამიანური თვალსაზრისით — რადგან ადამიანებს ძირეულად აქვთ გახრწნილი ხასიათი და შინაგანად გაჟღენთილნი არიან გახრწნილი ხასიათით — ადამიანთა ყველა ინტერესი, როგორც არ უნდა შეხედოთ მათ, და მიუხედავად იმისა, შესამჩნევია ისინი თუ შეუმჩნეველი, არაკანონიერი ინტერესბის კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, ძალუძთ თუ არა ადამიანებს მათი გვერდზე გადადება, მათ უკვე სუბიექტურად გააცნობიერეს, რომ ადამიანთა ინტერესები გვერდზე უნდა გადადონ და სწორედ ღვთის ინტერესებისთვის უნდა იბრძოლონ და დაიცვან ისინი. ამ საკითხზე თანხმობა მიღწეულია. ახლა, როდესაც მივაღწიეთ თანხმობას, მოდით, ვიქონიოთ თანაზიარება იმაზე, თუ კონკრეტულად რა არის ღვთის ინტერესები.

კონკრეტულად რა არის ღვთის ინტერესები? შეიძლება თუ არა ღვთის ინტერესების, ღვთის სახლის ინტერესებისა და ეკლესიის ინტერესების გაიგივება? შეიძლება ითქვას, რომ „ღმერთი“ არის წოდება და ასევე ღვთის არსის სინონიმი. რა შეიძლება ითქვას „ღვთის სახლსა“ და „ეკლესიაზე“? ღვთის სახლი უფრო ფართო ცნებაა, ხოლო ეკლესია — უფრო კონკრეტულია. შეიძლება თუ არა ღვთის ინტერესების, ღვთის სახლის ინტერესებისა და ეკლესიის ინტერესების გაიგივება? (არა, არ შეიძლება.) ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ არ შეიძლება, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება? არის თუ არა ღვთის სახლის, ეკლესიისა და ღვთის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული განკარგულებები ერთი და იგივე? (დიახ.) ისინი ერთი და იგივეა. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, სამივეს ინტერესები შეიძლება გაიგივდეს. ღვთის სახლი მხოლოდ ღმერთთან და მის რჩეულ ხალხთან ერთად იქმნება, ხოლო ეკლესია — მხოლოდ ღვთის სახლის ამ რჩეულ ხალხთან ერთად. ეკლესია ღვთის სახლის უფრო კონკრეტული „დაქვემდებარებული ერთეულია“. ღვთის სახლი უფრო ფართო ტერმინია, ხოლო ეკლესია — უფრო კონკრეტული. შეიძლება თუ არა ღვთის, ღვთის სახლისა და ეკლესიის ინტერესების გაიგივება? ფიქრობთ, რომ ისინი უნდა გაიგივდეს? არ იცით? მაშინ მოდით, ჯერ ვცადოთ მათი გაიგივება, რათა გავაანალიზოთ ისინი. მაგალითად, ღვთის დიდება ღვთის ინტერესია. იქნებოდა თუ არა მართებული იმის თქმა, რომ ეს ღვთის სახლის დიდებაა? (არა.) ეს არ იქნებოდა მართებული. ღვთის სახლი არის სახელი, ის არ წარმოადგენს ღვთის არსს. იქნებოდა თუ არა მართებული იმის თქმა, რომ ღვთის დიდება ეკლესიის დიდებაა? (არა.) ცხადია, არც ეს იქნებოდა მართებული. ეკლესიის დიდება ყველა ძმისა და დის დიდებაა. მისი გაიგივება ღვთის დიდებასთან აღმაშფოთებელი იქნებოდა. ადამიანებს არ ძალუძთ ამ დიდების ტვირთვა და არც ღვთის სახლს ან ეკლესიას. ამ თვალსაზრისით შეიძლება თუ არა ღვთის, ღვთის სახლისა და ეკლესიის ინტერესების გაიგივება? (არა, არ შეიძლება.) არა, არ შეიძლება. სხვა კუთხით რომ შევხედოთ, შეიძლება თუ არა ღვთის მიერ აღსრულებული საქმის ნაწილის, ღვთის სახლისა და ეკლესიის საქმის ნაწილის გაიგივება? მაგალითად, ღმერთი ეუბნება ადამიანებს, იქადაგონ სახარება და გაავრცელონ ღვთის სიტყვები. ეს არის ღვთის განზრახვა და ასევე ის, რასაც ღმერთი ავალებს ადამიანებს. როდესაც ეს დავალება ეძლევა ღვთის სახლს, შეიძლება თუ არა მისი გაიგივება იმ საქმესთან, რომლის აღსრულებასაც ღმერთი გეგმავს? ის, რასაც ღმერთი ავალებს, მისი საქმის ნაწილიცაა და ეს კონკრეტული ნაწილი შეიძლება გაიგივდეს იმ საქმესთან, რომლის შესრულებასაც ღმერთი გეგმავს. როდესაც ეს დავალება შემდეგ ეძლევა ეკლესიას, შეიძლება თუ არა მისი გაიგივება ღვთის საქმესთან? (დიახ.) დიახ, შეიძლება. ამ ორი მაგალითიდან ერთ-ერთი ეხება ღვთის არსთან დაკავშირებულ საკითხს, რა შემთხვევაშიც ღმერთი, ღვთის სახლი და ეკლესია არ შეიძლება გაიგივდეს. მეორე მაგალითი კი ეხება საქმეს, რასაც ღმერთი აღასრულებს, ღვთის დავალებას და უფრო კონკრეტულად ღვთის მოთხოვნებს ყველას მიმართ — ეს ყოველივე შეიძლება გაიგივდს. როდესაც საქმე ეხება იმას, რაც მოიცავს ღვთის დიდებას, ვინაობას, არსსა და დამოწმებას, შეიძლება თუ არა ღვთის, ღვთის სახლისა და ეკლესიის გაიგივება? (არა.) ღვთის სახლი და ეკლესია ვერ ფლობენ ამ დამოწმებასა და დიდებას და არ შეიძლება გაიგივდეს ღმერთთან, მაგრამ როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ საქმეს ან დავალებას, ისინი შეიძლება გაიგივდნენ. ჩვენ ადრე გვქონდა თანაზიარება ღვთის სახლისა და ეკლესიის ინტერესებზე, რაზეც ბევრი ვისაუბრეთ. დღეს ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ თანაზიარებაზე იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა არის ღვთის ინტერესები და კონკრეტულად რა არის ის, რაც უცნობია ადამიანთათვის, რაზეც მათ არასოდეს უფიქრიათ და რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ღმერთთან და ითვლება ღვთის ინტერესებად. იქნება ეს არსებითი სახელი, გამონათქვამი თუ რაიმე, რაც დაკავშირებულია ღვთის არსსა და ვინაობასთან, რომელი წამოადგენს ღვთის ინტერესებს? (ღვთის დიდება.) ღვთის დიდება ნამდვილად არის ერთ-ერთი მათგანი, ასევე ის დამოწმება, რომელსაც ღმერთი იღებს ადამიანებისგან. კიდევ რა არის? ღვთის საქმე, მართვის გეგმა, სახელი, დამოწმება, ვინაობა და სტატუსი — ეს ყოველივე მისი ინტერესებია. რაც შეეხება ღმერთს, რა არის ყველაზე ძვირფასი, რისი დაცვაც მას სურს? არის ეს ღვთის სახელი, დიდება, დამოწმება თუ ვინაობა და სტატუსი? კონკრეტულად რა არის ეს? კაცობრიობის გადასარჩენად ღვთის მართვის გეგმა არის ყველაზე ძვირფასი რამ, რისი დაცვაც ღმერთს სურს. ღვთის 6000 წლიანი მართვის გეგმა არის მთელი ის საქმე, რომლის აღსრულებასაც ღმერთი გეგმავს ამ 6000 წლიან პერიოდში. ღვთისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ეს უნდა იყოს ღვთის ინტერესი, რომლის დანახვაც შექმნილ ადამიანებს ძალუძთ. ის, რისი გაგებაც მათ მეტ-ნაკლებად შეუძლიათ ღვთის ინტერესების შესახებ და რაც უნდა ესმოდეთ, ძირითადად ამით შეიძლება შემოიფარგლოს. შემდეგ, მოდით, ვისაუბროთ ღვთის სახლის ინტერესებზე. როდესაც საქმე ეხება ღვთის სახლის ინტერესებს, გარდა ღვთის სახელის, დიდებისა და დამოწმების დაცვისა, კიდევ რა დაავალა ღმერთმა კაცობრიობას, რაც უნდა დაიცვას? (ღვთის მართვის გეგმა.) სწორია, ღვთის უდიდესი დავალება კაცობრიობისადმი არის ღვთის სახლის უდიდესი ინტერესი. მაშ, რა არის ეს ინტერესი? ეს არის ის, რომ ღვთის ექვსიათასწლოვანი მართვის გეგმა განხორციელდეს კაცობრიობაში და ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს ყოველგვარ ასპექტს. მაშ, რას მოიცავს იგი? იგი მოიცავს ეკლესიის დაარსებასა და ჩამოყალიბებას, ეკლესიის ყველა დონის წინამძღოლთა და მუშაკთა აღზრდას, რათა ეკლესიის საქმის სხვადასხვა პუნქტი და ღვთის სახარების გავრცელების საქმე შეუფერხებლად წარიმართოს — ეს ყველაფერი მოიცავს ეკლესიის ინტერესებს. ეს ღვთის, ღვთის სახლისა და ეკლესიის ინტერესების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. ღვთის საქმის გავრცელება, ღვთის მართვის გეგმის შეუფერხებლად წარმართვა, ღვთის განზრახვისა და ნების შეუფერხებლად აღსრულება კაცობრიობაში და ღვთის სიტყვების უფრო ფართოდ გავრცელება, დათესვა და პროპაგანდა ადამიანებს შორის, რათა მეტი ადამიანი წარდგეს ღვთის წინაშე — ეს არის ღვთის მთელი საქმის მიზნები და არსი. ამგვარად, რაც არ უნდა ეხებოდეს ღვთის სახლისა და ეკლესიის ინტერესებს, ის უდავოდ უნდა მოიცავდეს ღვთის ნებასა და ღვთის მართვის გეგმას. კონკრეტულად საქმე ეხება იმას, შესაძლებელია თუ არა ყოველ ეპოქაში და ყოველ ეტაპზე ღვთის საქმე შეუფერხებლად წარიმართოს და გავრცელდეს, და ხორციელდება თუ არა იგი შეუფერხებლად და მიიწევს თუ არა წინ შეუფერხებლად კაცობრიობაში. თუ ყოველივე ეს ნორმალურად მიმდინარეობს, მაშინ ღვთის სახლისა და ეკლესიის ინტერესები დაცული იქნება, და ღვთის დიდება და ღვთის დამოწმება დაცული იქნება. თუ ღვთის საქმე ღვთის სახლსა და ეკლესიაში ფერხდება და მისი შეუფერხებლად წარმართვა შეუძლებელია და ღვთის განზრახვა და საქმე, რომლის აღსრულებასაც ღმერთი გეგმავს, ფერხდება, მაშინ ღვთის სახლისა და ეკლესიის ინტერესები ნამდვილად დიდად დაზარალდება — ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ანუ, როდესაც ღვთის სახლისა და ეკლესიის ინტერესები დიდად ზარალდება ან ფერხდება, მაშინ ღვთის მართვის გეგმა ნამდვილად სერიოზულად ჩაიშლება და ღვთის ინტერესებიც დიდად დაზარალდება.

მას შემდეგ, რაც დავასრულეთ თანაზიარება იმაზე, თუ რა არის ღვთის ინტერესები, მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ადამიანთა ინტერესები. ჩვენ ახლახან ცოტა ვისაუბრეთ ადამიანთა ინტერესებზე; ახლა მოდით ვისაუბროთ ადამიანთა ინტერესების ბუნებაზე მათი განმარტების თვალსაზრისით და დავახასიათოთ ისინი. რატომ ითხოვს ღმერთი ადამიანებისგან, რომ გვერდზე გადადონ თავიანთი ინტერესები? განა ადამიანებს არ აქვთ ეს უფლება? განა ღმერთი არ აძლევს ადამიანებს ამ უფლებას? განა ადამიანები არ იმსახურებენ ასეთ უფლებებს? განა ასე არ არის? თუ ადამიანების ინტერესების იმ რამდენიმე კუთხიდან შევხედავთ, რომლებზეც ახლახან ვისაუბრეთ, რისთვის ცდილობენ ადამიანები ინტერესების გატარებას? (საკუთარი თავისთვის.) „საკუთარი თავისთვის“ ზოგადი ფორმულირებაა. ვინ იგულისხმება საკუთარ თავში? (სატანები.) თუ ადამიანებს ესმით ჭეშმარიტება, შეუძლიათ იცხოვრონ ჭეშმარიტებით, მიაღწევენ ხასიათის ცვლილებას და გადარჩებიან და მიისწრაფვიან იმისკენ, რაც სურთ, განა ეს სწრაფვა არ იქნება ღვთის შესატყვისი? მაგრამ შეცვლამდე და გადარჩენამდე ერთადერთი, რისკენაც ადამიანები ისწრაფვიან, არის დიდება და გამორჩენა, ხორციელ სხეულთან დაკავშირებული უამრავი ასპექტი; ეს ყოველივე მტრული და წინააღმდეგობრივია ჭეშმარიტების მიმართ, მისი ნამდვილი დარღვევაა და მის საპირისპიროს წარმოადგენს. თუ ვინმე ამბობს, რომ უყვარს ჭეშმარიტება და რომ ისწრაფვის მისკენ, მაგრამ არსებითად მიზანი, რომლისკენაც ის ისწრაფვის, არის საკუთარი თავის გამოჩენა, თავის მოწონება, სხვების თვალში ამაღლება და პირადი ინტერესების მიღწევა, და მისი მოვალეობის შესრულება არის არა ღვთისადმი მორჩილება ან მისი დაკმაყოფილება, არამედ დიდების, სარგებლისა და სტატუსის მიღწევა, მაშინ მისი სწრაფვა არ არის მართებული. თუ ეს ასეა, რაც შეეხება ეკლესიის საქმეს, მათი ქმედებები დაბრკოლებას წარმოადგენს, თუ წინსვლაში ეხმარება მას? ისინი აშკარად დაბრკოლებაა; ისინი საქმეს წინ არ სწევენ. ზოგიერთი ადამიანი აფრიალებს ეკლესიის საქმის კეთების დროშას, თუმცა ისწრაფვის საკუთარი პირადი დიდების, სარგებლისა და სტატუსისკენ, საკუთარ საქმეს აკეთებს, ქმნის საკუთარ პატარა ჯგუფს, საკუთარ პატარა სამეფოს — ასრულებს თუ არა ასეთი ადამიანი თავის მოვალეობას? მთელი საქმე, რასაც ისინი აკეთებენ, არსებითად შლის, რევს და აზიანებს ეკლესიის საქმეს. რა არის დიდების, გამორჩენისა და სტატუსისკენ მათი სწრაფვის შედეგი? პირველ რიგში, ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ჭამს და სვამს ღვთის რჩეული ხალხი ნორმალურად ღვთის სიტყვას და როგორ ესმის ჭეშმარიტება; ეს აფერხებს მათ სულიერ გზაზე, ღვთისადმი რწმენის სწორ გზაზე დადგომას და ისინი არასწორი მიმართულებით მიჰყავს, რაც აზიანებს და ღუპავს ღვთის რჩეულ ხალხს. და საბოლოო ჯამში ეს რას უშვრება ეს ეკლესიის საქმეს? ეს არის ჩაშლა, არეულობა და დაშლა. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს დიდების, გამორჩენისა და სტატუსისკენ ადამიანთა სწრაფვას. როდესაც ისინი ამგვარად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, განა ეს არ შეიძლება განისაზღვროს, როგორც ანტიქრისტეს გზით სიარული? როდესაც ღმერთი ითხოვს, რომ ადამიანებმა უარი თქვან დიდებაზე, გამორჩენასა და სტატუსზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის ართმევს მათ თავისუფალი არჩევანის უფლებას; არამედ იმიტომ, რომ დიდების, გამორჩენისა და სტატუსისკენ სწრაფვისას ადამიანები შლიან და რევენ ეკლესიის საქმესა და ღვთის რჩეული ხალხის მიერ სულიერ გზაზე დადგომას და შეიძლება გავლენაც კი იქონიონ უფრო მეტი ადამიანის მიერ ღვთის სიტყვების ჭამა-სმაზე, ჭეშმარიტების გაგებასა და ღვთის მიერ ხსნის მიღწევაზე. ეს უდავო ფაქტია. როდესაც ადამიანები ისწრაფვიან დიდების, გამორჩენისა და სტატუსისკენ, ცხადია, რომ ისინი არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და რომ ისინი თავდადებით არ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ისინი მხოლოდ ისაუბრებენ და იმოქმედებენ დიდების, გამორჩენისა და სტატუსის გამო და მთელი საქმე, რასაც ისინი აკეთებენ, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ამ ყოველივეს ემსახურება. ასეთი ქცევა და მოქმედება უდავოდ ანტიქრისტეთა გზით სიარულია; ეს არის ღვთის საქმის ჩაშლა და არევა და მისი ყველა სხვადასხვა შედეგი აფერხებს ცათა სასუფევლის სახარების გავრცელებას და ღვთის ნების აღსრულებას ეკლესიაში. ამრიგად, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ვინც ისწრაფვიან დიდების, გამორჩენისა და სტატუსის მოსაპოვებლად, ადგანან ღვთისადმი წინააღმდეგობის გზას; ისინი განზრახ ეწინააღმდეგებიან და უარყოფენ მას, თანამშრომლობენ სატანასთან ღვთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად და მასთან დასაპირისპირებლად. ეს არის ადამიანთა მიერ დიდების, გამორჩენისა და სტატუსის ძიების ბუნება. ადამიანთა მიერ საკუთარი ინტერესების გატარების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მიზნები, რომელთაკენაც ისინი ისწრაფვიან, სატანურია; ისინი უკეთური და უსამართლო მიზნებია. როდესაც ადამიანები პირად ინტერესებს ატარებენ, როგორებიცაა დიდება, სარგებელი და სტატუსი, ისინი უნებლიეთ ხდებიან სატანის იარაღები, რუპორები და კიდევ უფრო მეტად მისი განსახიერებები. ისინი უარყოფით გავლენას ახდენენ ეკლესიაზე, ეკლესიის საქმეზე, ა ღვთის რჩეული ხალხის ნორმალურ ეკლესიური ცხოვრებასა და ნორმალურ სწრაფვაზე, რაც გამოიხატება მათი არევ-დარევითა და შეფერხებით; ისინი არასასურველ და უარყოფით როლს ასრულებენ როდესაც ვინმე ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ, მას შეუძლია გაითვალისწინოს ღვთის განზრახვები და მისი ტვირთი. როდესაც ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ყოველმხრივ მხარს უჭერენ ეკლესიის საქმეს. მათ შეუძლიათ ღვთის განდიდება და ღვთის დამოწმება. ამას მოაქვს სარგებელი ძმებისა და დებისთვის, საშუალებას აძლევს მათ მიიღონ მხარდაჭერა და უზრუნველყოფა, და საშუალებას აძლევს ღმერთს მიიღოს დიდება და დამოწმება. აეს არცხვენს სატანას. მათი სწრაფვის შედეგად ღმერთი იძენს ქმნილებას, რომელსაც ჭეშმარიტად შეუძლია ღვთისმოშიშება და ბოროტებისგან განრიდება, რომელსაც შეუძლია ღვთის თაყვანისცემა. ასევე მათი სწრაფვის შედეგად, ღვთის ნება სრულდება და ღვთის საქმეს შეუძლია წინსვლა. ღვთის თვალში ასეთი სწრაფვა პოზიტიურია, ის სავსეა სინათლით. ასეთი სწრაფვა უდიდესი სარგებლის მომტანია ღვთის რჩეული ხალხისთვის და სრულიად სასარგებლოა ეკლესიის საქმისთვის, ხელს უწყობს საქმეთა წინ წაწევას და მოწონებულია ღვთის მიერ.

ჩვენი შემდეგი თანაზიარება იქნება ღვთის ინტერესების, ღვთის სახლის ინტერესებისა და ეკლესიის ინტერესების შესახებ. მოდით, ახლა ნუ ვისაუბრებთ იმაზე, შეიძლება თუ არა ამ სამ ინტერესს შორის რაიმე საერთო იყოს ანუ, როდესაც ერთ ინტერესზე ვსაუბრობთ, შეიძლება თუ არა მისი გაიგივება სხვებთან. მოდით, ჯერ ღვთის ინტერესებზე ვისაუბროთ. ახლახან აღვნიშნე, რომ ღვთის ინტერესები მოიცავს ღვთის დიდებას, დამოწმებას, სახელს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი მართვის გეგმასა და საქმის გავრცელებას, რაც ღვთისთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ნუ ვახსენებთ ღვთის დიდებას, სახელსა და დამოწმებას, რომლებიც საკმაოდ შორს არის ადამიანებისგან. მოდით, ჯერ ღვთის საქმეზე ვისაუბროთ. სინამდვილეში რა საქმეს აკეთებს ღმერთი? რა არის ღვთის საქმის შინაარსი? რა არის ღვთის საქმის ბუნება? რა მოაქვს ღვთის საქმეს კაცობრიობისთვის? კონკრეტულად რა გავლენას ახდენს იგი კაცობრიობაზე? მოდით, ჯერ ამ საკითხებზე ვისაუბროთ. მაშ, კონკრეტულად რა არის ღვთის საქმე? (კაცობრიობის გადარჩენა.) ეს თემა ვერ შეიცვლება, საქმის მიზანი ვერ შეიცვლება — ანუ კაცობრიობის გადარჩენა, რომელიც სატანის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება და სატანის მიერ ღრმად არის გახრწნილი. ეს საქმე მიზნად ისახავს იმ ადამიანთა ჯგუფის გადარჩენას, რომლებიც სატანამ იმ დონემდე გახრწნა, რომ ყოველგვარი ადამიანური სახე დაკარგეს, იმ ადამიანთა ჯგუფისა, რომლებიც სავსენი არიან სატანის გახრწნილი ხასიათით და ღვთისადმი მოწინააღმდეგე ხასიათით, რათა ისინი შეიცვალონ, დაუბრუნდეთ ადამიანური სახე, შეიცნონ ჭეშმარიტება და გაიგონ, რა არის სამართლიანი და რა — უსამართლო, რა არის დადებითი და რა — უარყოფითი, როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა, რომ ნამდვილი ადამიანის სახე გამოავლინონ, და რა პოზიცია უნდა დაიკავონ, რათა იმყოფებოდნენ იმ ადგილას, რომელიც ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა მათთვის. ეს არის ღვთის საქმის ძირითადი შინაარსი და თქვენ ყველამ იცით ეს თეორიულ დონეზე. თუ ჭეშმარიტად გესმით ღვთის განზრახვა, უნდა იცოდეთ, ღმერთი ადამიანებს იმისთვის განიკითხავს, რომ დასაჯოს და გაანადგუროს ისინი თუ იმისთვის, რომ განწმინდოს და სრულყოს ისინი, და ღმერთი ადამიანებს იმისთვის განიკითხავს და კიცხავს, რომ ცეცხლის ალში ჩააგდოს, თუ იმისთვის, რომ გადაარჩინოს და სინათლეში გამოიყვანოს ისინი. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ღმერთი გამოხატავს ამდენ ჭეშმარიტებას, ამხელს ადამიანთა სხვადასხვა გახრწნილ მდგომარეობას, ასწორებს ადამიანთა გადაცდომებს მათ რწმენაში და მათ წარმოდგენებს რწმენის შესახებ, მიუძღვის ადამიანებს ჭეშმარიტების შეცნობისკენ, ღვთის სიტყვით ცხოვრებისკენ და ნამდვილი ადამიანის სახის გამოვლენისკენ; და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია ღვთის რჩეულ ხალხში. ღმერთი ამხელს ადამიანთა ამპარტავან ხასიათს და ხელს უშლის მათ, გახდნენ ზეადამიანები ან დიადი ადამიანები, საშუალებას აძლევს მათ, გახდნენ ჭეშმარიტი ქმნილებები და სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანები; ღმერთი ამხელს ფარისეველთა თვალთმაქცურ არსს, საშუალებას აძლევს ადამიანებს, დაინახონ ფარისეველთა თვალთმაქცური სახეები და შეჰყავს ადამიანები ღვთის სიტყვების ჭეშმარიტება-რეალობაში; ღმერთი ამხელს ტრადიციული კულტურის აბსურდულობას, იმ ბორკილებს, რომლებსაც იგი ადებს ადამიანებს და იმ ზიანს, რომელსაც იგი აყენებს მათ, რათა ადამიანებმა შეძლონ ტრადიციული კულტურის ბორკილებისგან გათავისუფლება, ჭეშმარიტების მიღება და ღვთის სიტყვებით ცხოვრება... ყოველივე ეს შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს: ღვთის მიერ აღსარულებელი ადამიანის გადარჩენის საქმე არის ადამიანის დაბრუნება ბოროტი სამყაროს ტენდენციებიდან ღვთის სახლში, და შემდეგ მისი გულმოდგინედ სწავლება და ჭეშმარიტებითა და სიცოცხლით უზრუნველყოფა, რათა მან შეძლოს გაგება და შეცნობა, თუ რა არის საკუთარი თავის წარმართვის ჭეშმარიტი პრინციპები და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რათა თავი დააღწიოს იმ ზიანს, რომელსაც სატანური ბოროტი ტენდენციები, სხვადასხვა სატანური ფილოსოფია და სატანის შხამი აყენებს ადამიანს. დასაბამიდან დღემდე ღმერთმა აღასრულა ყოველგვარი საქმე დაწყებული მისი საქმით რჯულის ეპოქაში, გაგრძელებული მისი საქმით მადლის ეპოქაში და დამთავრებული განკითხვის საქმით, რომელსაც იგი ახლა უკანასკნელ დღეებში აღასრულებს. ახლა, როდესაც თქვენთვის ნათელია ღვთის საქმის ეს სამი ეტაპი, კონკრეტულად რა არის ღვთის საქმის ბუნება მის ექვსიათასწლოვან მართვის გეგმაში? როგორ უნდა დახასიათდეს იგი? (ეს არის კაცობრიობაში აღსრულებული ყველაზე სამართლიანი საქმე.) სწორია. კაცობრიობის მართვისა და გადარჩენის ღვთის საქმე 6000 წელია მიმდინარეობს და ამ 6000 წლის განმავლობაში ღმერთი დაუღალავად ითმენდა, ელოდა და საუბრობდა და ასე მოუძღვის კაცობრიობას დღემდე. ღმერთს არ ჩაუქნევია ხელი და ეს საქმე ადამიანთა შორის ღვთის მიერ აღსრულებულიყველაზე სამართლიანი საქმეა. ღვთის საქმის ბუნებიდან გამომდინარე, არის თუ არა ღვთის ინტერესები ყველაზე სამართლიანი და ყველაზე მართებული? (დიახ.) თუ ღვთის ინტერესები დაცული იქნება, რა მოუვა კაცობრიობას? კაცობრიობა შეძლებს, რომ მან კარგად განაგრძოს არსებობა, გამოავლინოს ადამიანური სახე, იცხოვროს იმ ყოველივეს კანონზომიერებებით, რომლებიც ღმერთმა დაადგინა, და დატკბეს ყველაფრით, რაც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას; კაცობრიობა ამგვარად გახდება ყოველივე არსებულის ჭეშმარიტი ბატონ-პატრონი. უნდა დაინახოთ, რომ ღვთის მართვის საქმე საბოლოო ჯამში ადამიანის უდიდეს ინტერესებს ემსახურება. მაშ, განა ღვთის მიერ აღსასრულებელი კაცობრიობის გადარჩენის საქმე არ არის ყველაზე სამართლიანი საქმე კაცობრიობაში? ეს უდავო და ეჭვგარეშეა — ეს არის ყველაზე სამართლიანი საქმე. შესაბამისად, თუ ვინმე საკუთარი ინტერესების გამო იქამდე მიდის, რომ აზიანებს ღვთის სახლის ინტერესებს და აფერხებს ღვთის საქმის გავრცელებას, როგორი ადამიანია ის? ის აშკარად უკეთური ადამიანი და ეშმაკია. ღმერთი მხოლოდ ზრუნავს კაცობრიობაზე და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. მაშინ, როდესაც ღმერთი ასრულებს საქმეს, რომელსაც უდიდესი სარგებელი მოაქვს კაცობრიობისთვის და ახორციელებს ყველაზე სამართლიან საქმეს, ადამიანები არა მხოლოდ არ აფასებენ ან არ უხდიან მადლობას ღმერთს და არც კი ფიქრობენ მიუზღონ სიკეთისთვის, არამედ პირიქით, შლიან, რევენ და აზიანებენ ღვთის საქმეს და პირადი ინტერესებს ატარებენ. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება. განა ისინი კვლავ იმსახურებენ, რომ ადამიანები ეწოდოთ? ისინი ნამდვილი ეშმაკები და სატანები არიან! თუკი ყოველივე ამის მიუხედავად, ღმერთი ვერ ახერხებს ადამიანთა გულის აჩუყებას, აქვთ კი მათ საერთოდ გული? არა, არ აქვთ. გულის არქონა სინდისის არქონას ნიშნავს. ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ სინდისის შეგრძნება. როდესაც ადამიანობას სინდისი აკლია, ის აღარ არის ადამიანი, არამედ ცხოველი, ეშმაკი და სატანაა. ეს ძალიან აშკარაა. იმისათვის, რომ ადამიანები გადარჩნენ, ღმერთს გადაწყვეტილი აქვს, რომ მან გაიღოს ნებისმიერი მსხვერპლი და დაუღალავად შრომობს. ადამიანებს რაც არ უნდა არასწორად ესმოდეთ ან ეჭვობდნენ, ღმერთი ყოველთვის მომთმენია და აგრძელებს ადამიანებზე ზრუნვას, კვლავ და კვლავ უხსნის მათ ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტს, ნაბიჯ-ნაბიჯ აგებინებს, აიძულებს მათ, დაფიქრდნენ და გამოიკვლიონ საკუთარი თავი და საშუალებას აძლევს მათ, ჩაწვდნენ და გაუგონ ღვთის გულს. და როდესაც ადამიანებს ესმით ღვთის ეს სიტყვები, გული უჩუყდებათ და ცრემლებსაც კი ღვრიან. მაგრამ როგორც კი მიბრუნდებიან, არა მხოლოდ არ ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს, არამედ კვლავ საკუთარ ინტერესებს ატარებენ და კვლავ კურთხევას ეძიებენ. მითხარით, განა ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება? რა აკლიათ ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად? მათ ყველაზე მეტად სინდისი, გონიერება და ადამიანობა აკლიათ. ღმერთი უდიდესი მოთმინებით იტანს ყოველგვარ ტკივილს, რათა იშრომოს და გადაარჩინოს ადამიანი, მაგრამ ადამიანს მაინც არასწორად ესმის ღვთის, ის მუდმივად უპირისპირდება მას, მუდმივად იცავს საკუთარ ინტერესებს ისე, რომ არ ადარდებს ღვთის სახლის ინტერესები; მას ყოველთვის სურს იცხოვროს დიდებული ცხოვრებით, მაგრამ არ სურს წვლილი შეიტანოს ღვთის დიდებაში — ყოველივე ამაში განა არის რაიმე ადამიანობაზე საუბარი? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ხმამაღლა ამოწმებს ღმერთს, გულში ის ამბობს: „ეს არის საქმე, რომელიც მე გავაკეთე და რომელმაც შედეგი გამოიღო. მეც დავიხარჯე, მეც გავიღე მსხვერპლი. რატომ არ უნდა დაამოწმონ ჩემზე?“ მას ყოველთვის სურს თავისი წვლილი შეიტანოს ღვთის დიდებასა და დამოწმებაში. არის კი ადამიანი ამის ღირსი? სიტყვა „დიდება“ არ ეკუთვნის ადამიანს. დიდება მხოლოდ ღმერთს, შემოქმედს ეკუთვნის და არაფერი აქვს საერთო შექმნილ კაცობრიობასთან. მაშინაც კი, თუ ადამიანი იხარჯება და თანამშრომლობს, ის მაინც სულიწმიდის საქმის წინამძღოლობის ქვეშ იმყოფება. თუ არ არსებობს სულიწმიდის საქმე, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს? სიტყვა „დამოწმებაც“ არ ეკუთვნის ადამიანს. იქნება ეს არსებითი სახელი „დამოწმება“ თუ ზმნა „დამოწმება“, თავად ამ სიტყვებს არავითარი კავშირი არ აქვთ შექმნილ კაცობრიობასთან. მხოლოდ შემოქმედია იმის ღირსი, რომ მასზე დაამოწმონ და ღირსია ადამიანის დამოწმებისა. ეს განისაზღვრება ღვთის იდენტობით, სტატუსითა და არსით; ეს ასევე იმიტომ ხდება, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, მომდინარეობს ღვთის ძალისხმევიდან და ღმერთი ღირსია ფლობდეს ამას. ის, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, ნამდვილად შეზღუდულია და სულიწმიდის ნათლის მოფენის, წინამძღოლობისა და გაძღოლის შედეგია. რაც შეეხება ადამიანურ ბუნებას, ადამიანი ამპარტავანი ხდება მას შემდეგ, როგორც კი გარკვეულ ჭეშმარიტებებს შეიცნობს და მცირედი საქმის შესრულებას შეძლებს. თუ მას არ ახლავს ღვთის სამსჯავრო და გაკიცხვა, ვერავინ შეძლებს ღვთისადმი მორჩილების მიღწევას და მის დამოწმებას. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული ნიჭი ან განსაკუთრებული ტალანტი, შეისწავლოს რაიმე პროფესია ან უნარი, ან გააჩნდეს მცირეოდენი საზრიანობა, რაც ღვთის მიერაა წინასწარ განსაზღვრული; ამიტომ ის აუტანლად ამპარტავანი ხდება და მუდმივად სურს თავისი წვლილი ჰქონდეს ღვთის დიდებასა და დამოწმებაში. განა ეს არაგონივრული არ არის? ეს უკიდურესად არაგონივრულია. ეს აჩვენებს, რომ ის არასწორ პოზიციაზე დგას. ის საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც განსხვავებულ ჯიშს, ზეადამიანს. ადამიანმა არ იცის, რა არის მისი იდენტობა და არსი, ან რა პოზიციაზე უნდა იდგეს; ეს ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია თვითშემეცნება. ადამიანის თავმდაბლობა არ არის ის, რაც დამდაბლებიდან მოდის — ადამიანი თავიდანვე თავმდაბალი და მდაბიოა. ღვთის თავმდაბლობა არის ის, რაც დამდაბლებიდან მოდის. იმის თქმა, რომ ადამიანი თავმდაბალია, ნიშნავს მის ამაღლებას — სინამდვილეში ის მდაბიოა. ადამიანს ყოველთვის სურს იბრძოლოს დიდებისთვის, სარგებლისა და სტატუსისთვის; შეეჯიბროს ღმერთს მის რჩეულ ხალხთან მიმართებაში. ამგვარად, ის ასრულებს სატანის როლს და ეს არის სატანის ბუნება. ის ჭეშმარიტად სატანის შთამომავალია, ყოველგვარი განსხვავების გარეშე. დავუშვათ, ღმერთი აძლევს ადამიანს მცირეოდენ ხელმწიფებასა და ძალაუფლებას; დავუშვათ, მას შეუძლია მოავლინოს ნიშნები და სასწაულები და გააკეთოს გარკვეული არაჩვეულებრივი საქმეები; დავუშვათ, რომ ის ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებს ღვთის მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ შეუძლია მას ღმერთს აჯობოს? არა, არასოდეს. განა სატანის, მთავარანგელოზის შესაძლებლობები არ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს? მას ყოველთვის სურს ღმერთს აღმატებოდეს, მაგრამ რა არის საბოლოო შედეგი? საბოლოოდ ის უძირო უფსკრულში უნდა ჩავარდეს. ღმერთი სამუდამოდ იქნება სამართლიანობის განსახიერება, მაშინ როცა სატანა, ეშმაკი, მთავარანგელოზი, სამუდამოდ იქნება უკეთურების განსახიერება და უკეთური ძალების წარმომადგენელი. ღმერთი სამუდამოდ სამართლიანი იქნება და ამ ფაქტის შეცვლა შეუძლებელია. ეს არის ღვთის გამორჩეული და არაჩვეულებრივი მხარე. მაშინაც კი, თუ ადამიანები მიიღებენ ღვთის ყველა ჭეშმარიტებას მისგან, ისინი მხოლოდ მცირე ქმნილებები არიან და ვერ აღემატებიან ღმერთს. ეს არის განსხვავება კაცობრიობასა და ღმერთს შორის. ადამიანს ძალუძს მხოლოდ წესრიგში იარსებოს ღვთის მიერ დადგენილი ყველა წესისა და კანონზომიერების დაცვით და მხოლოდ მართოს ღვთის ყოველი ქმნილება ამ წესებისა და კანონზომიერებების ფარგლებში. მას არ გააჩნია უნარი, შექმნას რაიმე ცოცხალი არსება, არც კაცობრიობის ბედის შეცვლა ძალუძს — ეს ფაქტია. რაზე მიუთითებს ეს ფაქტი? იმაზე, რომ რაც არ უნდა დიდი ხელმწიფება და უნარი მისცეს ღმერთმა კაცობრიობას, საბოლოოდ ვერავინ აღემატება ღვთის ხელმწიფებას. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ან რამდენი თაობაც არ უნდა შეიცვალოს, ან რამდენი ადამიანიც არ უნდა არსებობდეს, ადამიანებს ყოველთვის მხოლოდ ღვთის ხელმწიფებისა და მეუფების ქვეშ შეუძლიათ არსებობა. ეს არის ფაქტი, რომელიც სამუდამოდ უცვლელია, რომელიც არასოდეს, არასოდეს შეიცვლება!

რას გრძნობთ ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ? ზოგი ამბობს: „ადრე გონებაში მიტრიალებდა ფიქრები ამ საკითხების შესახებ, მაგრამ უნებლიეთ ვიგრძენი, რომ ჩემი შესაძლებლობები იზრდებოდა. ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი აზრებიც მომწიფდა და შემეძლო ბევრ საკითხზე უფრო ყოვლისმომცველად მეფიქრა, და რაც უფრო მეტად ვუსმენდი ღვთის სიტყვებს, მით მეტად ვაცნობიერებდი მის ზოგიერთ განზრახვას, ამიტომ ვგრძნობდი, რომ ძლიერი ვიყავი და არ მჭირდებოდა, რომ ჩემზე ღვთის მეუფება განმეცადა. გაუცნობიერებლად გამიჩნდა განცდა, რომ შემეძლო და ღმერთი მოვიპოვე.“ არის ეს კარგი გრძნობა? (არა.) რატომ არ არის კარგი? ეს არ არის კარგი ნიშანი. მაშ, რა არის კარგი ნიშანი? რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ ადამიანები, მით უფრო გრძნობენ: „ადამიანები მტვერივით არიან და ჭიანჭველებზე უმნიშვნელონი. რაც არ უნდა ძლიერნი ან ღირსეულნი იყვნენ ისინი ან რამდენი მოძღვრებაც არ უნდა ესმოდეთ, ან რამდენად მომწიფებულიც არ უნდა იყოს მათი აზრები, შეუძლებელია ღვთის მეუფებაზე აღმატება.“ რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ ადამიანები, მით უფრო გრძნობენ ღვთის ხელმწიფების სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ ადამიანები, მით უფრო გრძნობენ, რაოდენ უმნიშვნელონი არიან. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ, მით უფრო გრძნობენ ღვთის მიუწვდომლობას. გონების ასეთი მდგომარეობა ნორმალურია. გაქვთ ახლა ასეთი მდგომარეობა? ჯერ არა, ხომ ასეა? კვლავ ხშირად ხართ ბრძოლის შუაგულში, მერყეობთ ინტერესების ზღვარზე და ზოგჯერ ირიბად მიანიშნებთ კიდეც: „რატომ არ მიზიარებს ღმერთი თავისი ინტერესების მცირე ნაწილს? რატომ არ მაქებს ღმერთი? რატომ არ აკეთებს ღმერთი ისე, რომ ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ჩემზე დიდი წარმოდგენა ჰქონდეთ? რატომ არ აკეთებს ღმერთი ისე, რომ ადამიანებმა დაამოწმონ ჩემზე? მე გავიღე მსხვერპლი და შევიტანე წვლილი. როგორ დამაჯილდოებს ღმერთი?“ თქვენ კვლავ ხშირად ვარდებით თვითკმაყოფილი, ამპარტავანი აზროვნების ტყვეობაში. ხშირად არ იცით ვინ ხართ და ხშირად გგონიათ, რომ ყოვლისშემძლე ხართ. ეს ვითარება არანორმალურია. ეს არ არის სულიერ ცხოვრებაში წინსვლა. რა ჰქვია ამას? გახრწნილი ხასიათის კიდევ უფრო გაბღენძვა. ზოგიერთი ადამიანი ცოტა უფრო მოკრძალებული და შეუმჩნეველია, როდესაც რაიმე წვლილი არ მიუძღვის. როგორც კი რაიმე მნიშვნელოვანს აკეთებენ, გარკვეული წვლილი შეაქვთ, და გრძნობენ, რომ გარკვეული წონა შეიძინეს. როდესაც ხედავენ თავიანთ გარშემო მყოფ ადამიანებს, მათ უკვირთ: „რატომ არ საუბრობთ ჩემს წვლილზე? თქვენ ყველანი მოწმობთ ღვთის სახელსა და ღვთის არსზე, მაშ რატომ არ წარმადგენთ მე? მაშინაც კი, თუ ჩემზე არ მოწმობთ, შეგიძლიათ უბრალოდ წარმადგინოთ. მე, ამა და ამ დას, ღმერთის მწამს 25 წელია. ახლა 45 წლის ვარ, კვლავ გაუთხოვარი და მარტოხელა; დღემდე ერთგულად და ენთუზიაზმით მივყვები ამ გზას. რადგან ეკლესიის საყრდენი ვარ, მრავალჯერ მოვხვდი ჩინეთის კომუნისტური მთავრობის ძებნილთა სიაში, მდევნიდნენ და ვიმალებოდი სხვადასხვა ადგილას, დავხეტიალობდი ათზე მეტ პროვინციაში სანამ საზღვარგარეთ გადავიდოდი. ყოველივე ამის შემდეგ კვლავ ვაგრძელებდი ღვთის სახლის მნიშვნელოვანი საქმის ზედამხედველად მსახურებას, რა დროსაც წამოვაყენე მრავალი კონსტრუქციული წინადადება, იდეა და კონცეფცია ღვთის სახლის გარკვეული საქმეების შესასრულებლად, რითაც წარუშლელი წვლილი შევიტანე ეკლესიის საქმის წინსვლასა და ღვთის ცათა სასუფევლის სახარების გავრცელებაში. რატომ არ წარმადგენთ ასე? რატომ არ მაძლევს ღმერთი გარკვეულ გარემოსა და შესაძლებლობებს ჩემი ნიჭის გამოსავლენად, რათა ყველამ გაიგოს ჩემ შესახებ და მიცნობდეს? რატომ გვზღუდავს ღმერთი ყოველთვის? ღვთის სახლში ჩვენ არც ისე თავისუფლები ვართ და არც ისე მოდუნებულები, გათავისუფლებულები ან ბედნიერები!“ ამ დას ისიც კი სურს, რომ იყოს მოდუნებული, გათავისუფლებული და ბედნიერი. როგორ შეგვიძლია გაგხადოთ მოდუნებული, გათავისუფლებული და ბედნიერი? რეიტინგის სათავეში შენი მოქცევით? ამის შემდეგ შენი წარდგენით: ეს ადამიანი ქვეყნად ცნობილი ექიმი იყო, რომელმაც რომელმაც ერის ცნობილი ექიმის პირველი პრემია მოიპოვა და მისი სახელი შემდგომში „მსოფლიოში სახელგანთქმულ ექიმთა ენციკლოპედიაში“ შევიდა. მას მრავალი ნაშრომი აქვს დაწერილი, ხოლო ღვთის სახლში მოსვლის შემდეგ ის კვლავ დარჩა საყრდენად და ნიჭიერ ადამიანად, ახლა კი უფროსი წინამძღოლი გახდა. განა მაშინ ის არ იქნება ბედნიერი? ის იფიქრებს: „მე ნიჭიერი ადამიანი ვარ. ადრე ცნობილი სახე ვიყავი და ღვთის სახლში მოსვლის შემდეგაც კვლავ ცნობილი სახე ვარ. მე ვგავარ ოქროს, რომელიც ბრწყინავს სადაც არ უნდა დადო და არავის ძალუძს შეაკავოს მისი სიკაშკაშე. ჩემი შესაძლებლობები ყველასთვის თვალსაჩინოა! მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ მოწმობს, ეს ფაქტები ბრწყინვალედ ამოწმებენ ჩემზე.“ რას ფიქრობ ამ მოსაზრებაზე? თუ არ ძალგიძს ერთი დღითაც კი უარი თქვა დიდებისა და სარგებლის ძიებაზე, მაშინ შენ კვლავ შებოჭილი ხარ დიდებით, გამორჩენითა და სტატუსით; არ ძალგიძს მოდუნდე და ბედნიერი იყო. სანამ შებოჭილი, შეზღუდული და შებოჭილი ხარ დიდებისა და გამორჩენის ბორკილებით, ვერ წაიწევ წინ ჭეშმარიტების ძიებაში, არამედ მხოლოდ ერთ ადგილას გაიჭედები. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იკითხოს: „დავიხევ უკან?“ ფაქტი ისაა, რომ სანამ წინ არ მიიწევ, შენ ერთ ადგილას ხარ გაჭედილი ან უკან იხევ. ეს აჩვენებს, რომ შენი ბუნება-არსება სწორედ ეს არის, და რამდენი წელიც არ უნდა გწამდეს ღმერთი, არასოდეს გექნება არავითარი წინსვლა, და ბოლოს შეიძლება კვლავ დიდი ბოროტებაც კი ჩაიდინო. სრული დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შენ გამოაშკარავდები. როგორც კი ასეთ ადამიანს ექნება შესაბამისი გარემო, როგორც კი ის მოიპოვებს სტატუსს, მისი ამბიცია გამოაშკარავდება. სინამდვილეში ამ გარემოსა და სტატუსის გარეშე არ ექნებოდა მას ამბიცია? მაინც ექნებოდა. ის უბრალოდ ეს არსება და ეს არსია და მისი ამბიციის შეკავება შეუძლებელია. როგორც კი მას ექნება შესაბამისი გარემო, ის მოულოდნელად „აფეთქდება“ და ვერავითარი შეზღუდვა ვერ შეაკავებს, ის დაიწყებს ბოროტების კეთებას და მისი ეშმაკისეული მახინჯი სახე სრულად გამოაშკარავდება. ეს არის გამოაშკარავების შემთხვევა. შენ სიტყვა „გამოაშკარავება“ ასე უნდა გესმოდეს: ღმერთს არ განუზრახავს შენი გამოაშკარავება, ღმერთს განზრახული ჰქონდა მოეცა შენთვის პრაქტიკის შესაძლებლობა. მაგრამ შენ ვერ დააფასე სიკეთე, როდესაც დაინახე იგი; ნამდვილი სანახაობაც კი მოაწყვე. განა გამოაშკარავება არ არის ის, რასაც იმსახურებ? ეს შენი საკუთარი არჩევანია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთს განზრახ სურდა შენი გამოაშკარავება და შენი მოკვეთა. სწორედ შენმა მოტივებმა და ამბიციებმა გამოგაშკარავა. სხვა ვის შეგიძლია დააბრალო?

რაც შეეხება ადამიანთა ინტერესებსა და ღვთის ინტერესებს, გვქონდა თუ არა მეტ-ნაკლებად საკმარისი თანაზიარება ჭეშმარიტებაზე ამასთან დაკავშირებით? რა არის ადამიანთა პირადი ინტერესები? ეს არის ის, რისკენაც ადამიანები ისწრაფვიან, მათ შორის დიდება, გამორჩენა და სტატუსი, კურთხევის მიღების ამბიცია და სურვილი, ასევე ადამიანთა პატივმოყვარეობა და სიამაყე, ოჯახი, ნათესავები, მატერიალური ინტერესები და ა.შ. ადამიანთა ინტერესების არსი ეგოისტური და საძულველია, ის უკეთური და სატანურია, ის ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და შლის, რევს და ანადგურებს ღვთის სახლის საქმეს მაშინ, როცა ღვთის ინტერესები კაცობრიობის გადარჩენის ყველაზე სამართლიანი საქმეა და წარმოადგენს ღვთის სიყვარულს, საქმეს, სიწმინდესა და სამართლიანობას. შესაბამისად ღმერთი მართალია თავისი ინტერესების დაცვაში. ის იცავს სამართლიან საქმეს. ეს არ ხდება იმიტომ, რომ ღმერთი ეგოისტია და სურს დაიცვას საკუთარი ღირსება. ეს სამართლიანი და მართებულია, და განუზომელი სარგებელი მოაქვს ადამიანთა მოდგმისთვის, რომელსაც ღმერთი იხსნის. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი თავის ინტერესებს იცავს, კაცობრიობას შეუძლია გადარჩეს და შედეგად უფრო დიდი სარგებელი მიიღოს, ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე მოიპოვოს; მხოლოდ მაშინ ძალუძთ ადამიანებს, რომ საბოლოოდ გახდნენ ჭეშმარიტი ქმნილებები და იცხოვრონ ღვთის მიერ დადგენილი ყველა კანონზომიერებისა და წესის დაცვით ღვთის მიერ მათთვის შექმნილ ყველა არსებას შორის; მხოლოდ მაშინ შეუძლია კაცობრიობას მოიპოვოს სიხარული და ჭეშმარიტად მშვენიერი ცხოვრება. არის თუ არა ყოველივე ეს, რასაც ღმერთი აკეთებს, სამართლიანი საქმე? ის უკიდურესად სამართლიანია! ღვთის ეს საქმე და ეს მართვა ისევე, როგორც ეკლესიის ყველა საქმე — როგორებიცაა სახარების ქადაგება, ფილმების გადაღება, დამოწმების სტატიების წერა, ვიდეოების შექმნა, ღვთის სიტყვების თარგმნა და ეკლესიური ცხოვრების ნორმალური წესრიგის შენარჩუნება — ეს საქმეები მნიშვნელოვანია და გარანტირებული უნდა იყოს. ასევე არსებობს ღვთის ყველა იმ რჩეული ადამიანის ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტი, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე ელემენტარული საქმეა, დამხმარე მომსახურების მსგავსი და თითქოს არ აქვს დიდი კავშირი ღვთის სახლის მთავარ საქმესთან, ის მაინც ძალზე მნიშვნელოვანია და აუცილებელია მისი აქ მოხსენიება. ისეთი ჩვეულებრივი რამ, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი და ტრანსპორტი — არის ის, რაც ღმერთმა უბოძა ადამიანებს, და ასევე წარმოადგენს ყოველი სრულფასოვანი ადამიანის ყველაზე ბუნებრივ ფიზიკურ მოთხოვნილებას. ღმერთი არ წაართმევს ადამიანებს ამ მოთხოვნილებებს, არამედ პირიქით, მან უნდა დაიცვას ისინი. თუ შენ ყოველთვის ურევ, შლი და ძირს უთხრი იმას, რისი დაცვაც ღმერთს სურს, თუ შენ ყოველთვის ზიზღს იჩენ ასეთი რამეების მიმართ და ყოველთვის გაქვს წარმოდგენები და მოსაზრებები მათ შესახებ, მაშინ შენ უარყოფ ღმერთს და ეწინააღმდეგები მას. თუ შენ არ მიიჩნევ ღვთის სახლის საქმესა და ღვთის სახლის ინტერესებს მნიშვნელოვნად და ყოველთვის გსურს ძირი გამოუთხარო მათ, და ყოველთვის გსურს ნგრევის გამოწვევა, ან ყოველთვის გსურს მათგან სარგებლის მიღება, მოტყუება ან მითვისება, განრისხდება თუ არა ღმერთი შენზე? (დიახ.) რა არის ღვთის რისხვის შედეგები? (ჩვენ დავისჯებით.) ეს დანამდვილებით ასეა. ღმერთი ამას არავითარ შემთხვევაში არ გაპატიებს! რადგან ის, რასაც შენ აკეთებ, არის ეკლესიის საქმის დაშლა და განადგურება, და ეს ეწინააღმდეგება ღვთის სახლის საქმესა და ინტერესებს. ეს დიდი ბოროტებაა, ეს არის ღმერთთან დაპირისპირებაში შესვლა და ეს არის ის, რაც პირდაპირ შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს. როგორ შეიძლება ღმერთი არ განრისხდეს შენზე? თუ ზოგიერთი ადამიანია მათი მწირი სულიერი მონაცემების გამო არ არიან კომპეტენტურნი თავიანთ საქმეში და უნებლიეთ აკეთებენ ისეთ რამეებს, რაც იწვევს ჩაშლასა და არეულობას, ეს საპატიებელია. თუმცა, თუ შენი პირადი ინტერესების გამო შენ ერთვები შურსა და განხეთქილებაში და განზრახ აკეთებ ისეთ რამეს, რაც შლის, რევს და ანადგურებს ღვთის სახლის საქმეს, ეს არის შეგნებული დარღვევა და ღვთის ხასიათის შეურაცხყოფა. მოგიტევებს ღმერთი? ღმერთი ასრულებს თავისი ექვსიათასწლოვანი მართვის გეგმის საქმეს და მასშ დებს მისთვის ყვლაზე ძვირფასს. თუ ვინმე ეწინააღმდეგება ღმერთს, განზრახ აზიანებს ღვთის სახლის ინტერესებს და განზრახ ისწრაფვის პირადი ინტერესების გასატარებლად, პრესტიჟისა და სტატუსის მოსაპოვებლად ღვთის სახლის ინტერესების დაზიანების ფასად, და არ ერიდება ეკლესიის საქმის ჩაშლას, რითაც იწვევს ღვთის სახლის საქმის შეფერხებასა და განადგურებას, და უზარმაზარ მატერიალურ და ფინანსურ ზიანსაც კი აყენებს მას, ფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანებს უნდა მიეტევოთ? (არა, არ უნდა მიეტევოთ.) თქვენ ყველანი ამბობთ, რომ მათი პატიება არ შეიძლება, მაშ, განრისხებულია თუ არა ღმერთი ასეთ ადამიანებზე? რა თქმა უნდა, კი. ღმერთმა აღასრულა ჭეშმარიტების გამოხატვისა და ადამიანთა გადარჩენის ასეთი დიადი საქმე და მასში ჩადო მთელი თავისი გული და სული. ღმერთი ამ ყველაზე სამართლიან საქმეს ასე სერიოზულად ეკიდება; მისთვის ყველაზე ძვირფასი გაიღო ამ ადამიანთათვს, რომელთა გადარჩენაც მას სურს, მისი ყველა მოლოდინი ასევე ამ ადამიანებზეა დამყარებული, და საბოლოო შედეგები და დიდება, რომლის მიღებაც მას სურს თავისი ექვსიათასწლოვანი მართვის გეგმიდან, სრულად აღსრულდება ამ ადამიანებზე. თუ ვინმე უპირისპირდება ღმერთს, ეწინააღმდეგება, რევს ან ანადგურებს ამ საქმის შედეგს, აპატიებს თუ არა ღმერთი მას? (არა.) შეურაცხყოფს თუ არა ეს ღვთის ხასიათს? თუ შენ მუდმივად ამბობ, რომ მიჰყვები ღმერთს, ისწრაფვი ხსნისკენ, იღებ ღვთის მიერ გამოკვლევასა და წინამძღოლობას, და იღებ და ემორჩილები ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვას, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამ, მაინც შლი, რევ და ანადგურებ ეკლესიის სხვადასხვა საქმეს და შენს მიერ გამოწვეული არევ-დარევის, ჩაშლის, განადგურების, დაუდევრობის ან მოვალეობის შეუსრულებლობის ან შენი ეგოისტური სურვილებისა და პირადი ინტერესების გატარების გამო ზიანს აყენებ ღვთის სახლის ინტერესებს, ეკლესიის ინტერესებს და უამრავ სხვა ასპექტს, იმ დონეზეც კი, რომ სერიოზულად აფერხებ და ანადგურებ ღვთის სახლის საქმეს, მაშ, როგორ უნდა შეაფასოს ღმერთმა შენი ხვედრი სიცოცხლის წიგნში? როგორ უნდა დაგახასიათოს? სამართლიანობისთვის უნდა დაისაჯო. ამას ჰქვია საკადრისის მიღება. რა გესმით ახლა? რა არის ადამიანთა ინტერესები? (ისინი ბოროტია.) ადამიანთა ინტერესები სინამდვილეში მათი გადაჭარბებული სურვილებია. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ყოველივე არის ცდუნება, ილუზია და სატანის მიერ ადაიმანთა საცდუნებლად გამოყენებული სატყუარა. დიდების, გამორჩენისა და სტატუსის ძიება და საკუთარი ინტერესების გატარება — ეს არის სატანასთან თანამშრომლობა ბოროტების ჩასადენად და ეს არის ღვთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ღვთის საქმის შესაფერხებლად სატანა ქმნის სხვადასხვა გარემოს, რათა აცდუნოს, არიოს და შეცდომაში შეიყვანოს ადამიანები და ხელი შეუშალოს მათ ღვთის მიყოლაში, რათა ვერ შეძლონ ღვთისადმი მორჩილება, სანაცვლოდ ითანამშრომლონ სატანასთან და გაჰყვნენ მას და განზრახ აღდგნენ ღვთის საქმის ასარევად და გასანადგურებლად. რაც არ უნდა უზიარებდეს ღმერთი ჭეშმარიტებას ასეთ ადამიანებს, ისინი მაინც ვერ მოდიან გონს. რაც არ უნდა სხლავდეს მათ ღვთის სახლი, ისინი მაინც არ იღებენ ჭეშმარიტებას. საერთოდ არ ემორჩილებიან ღმერთს, არამედ ჯიუტად მიჰყვებიან თავიანთ გზას და აკეთებენ იმას, რაც სურთ. შედეგად, ისინი რევენ და ანადგურებენ ეკლესიის საქმეს, სერიოზულ გავლენას ახდენენ ეკლესიის სხვადასხვა საქმის წინსვლაზე და უზარმაზარ ზიანს აყენებენ ღვთის რჩეული ხალხის სულიერ გზაზე დადგომას. ეს ცოდვა მეტისმეტად დიდია და ასეთი ადამიანები ნამდვილად დაისჯებიან ღვთის მიერ.

თქვენი აზრით, ამჟამად ეკლესიაში რომელი საქმეა ყველაზე მნიშვნელოვანი და რომელი მოიცავს ღვთის მართვის გეგმის გაფართოებას? (სახარების ქადაგება.) სახარების საქმე უმთავრესი საქმეა. ღვთის საქმე არის საქმე, როგორც ამას ღმერთი ხედავს, მაგრამ ადამიანთათვის ეს მათი მოვალეობაა. სახარების საქმის გარდა ასევე არსებობს კინოწარმოების საქმე, თარგმნის საქმე, საგალობლების საქმე და სხვადასხვა ტექსტზე დაფუძნებული სამუშაო. დღესდღეობით იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც თავის მოვალეობას სრულ განაკვეთზე ასრულებს, სწორედ ამ საქმეებითაა დაკავებული. მითხარით, ამ საქმეებიდან რომლის გარეშეა შესაძლებელი ფონს გასვლა? ზოგი ამბობს: „მუსიკა მხოლოდ რამდენიმე ნოტისგან შედგება, რაც არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად. ღვთის სიტყვა ხომ ამ მელოდიების გარეშეც ისევე გავრცელდებოდა და გადაეცემოდა ხალხს, და ადამიანებსაც ზუსტად ისევე მიიყვანდა ღმერთთან.“ სწორია ამის თქმა? (არა, არასწორია.) რატომ არის არასწორი? ივარგებდა თუ არა სხვადასხვა ტიპის ვიდეოწარმოება მუსიკის გარეშე? (არა). გარდა იმისა, რომ ეკლესიაში უნდა შესრულდეს საგალობლები, მუსიკა ასევე აუცილებელია ყველა ფილმისთვის, მუსიკალური კლიპისთვის, საგუნდო ნაწარმოებისა და სასცენო წარმოდგენის შესასრულებლად თუ ღვთის სიტყვის ვიდეოდეკლამაციებისთვის და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მუსიკა მართლაც მხოლოდ ნოტების ერთობლიობაა, როგორც კი ადამიანები ამ მუსიკას მოისმენენ, ის უფრო ეფექტური ხდება ღვთის სიტყვების გასავრცელებლად და შეუძლია დიდი როლი ითამაშოს სახარების გავრცელებაში, ამიტომ ის შეუცვლელია. მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ ჩვეულებრივ საუბრობ და ფონად მუსიკა ისმის, ეფექტი განსხვავებული იქნება, განა ასე არ არის? ამიტომ ეს მოვალეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მაშინ, არის თუ არა ჩვენი ვიდეო საქმე მნიშვნელოვანი?“ მითხარით, არის თუ არა ვიდეო საქმე მნიშვნელოვანი? (დიახ). მაგალითად, სპეციალური ეფექტების ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებების დიდი ნაწილის ჩანაცვლება შეუძლებელი იქნებოდა რაიმე დაუმუშავებელი ვიდეომასალით და ვერც მათი გადაღება მოხერხდებოდა — ეს თანამედროვე ხელოვნებაა. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს: „ღვთის სახლში თანამედროვე ხელოვნებაზეც კი საუბრობენ. განა ეს დროის მოთხოვნებთან ფეხის აყოლა არ არის?“ რას ნიშნავს დროისთვის ფეხის აყოლა? ამას ჰქვია სატანის გამოყენება სამსახურის გასაწევად. რა თქმა უნდა, ეს არ არის ძმებისა და დების გამოყენება სამსახურის გასაწევად. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ თუ შეგიძლია შეისწავლო გარკვეული ტექნიკური და შემოქმედებითი პროფესიები და გამოიყენო ეს პროფესიული ცოდნა სახარების გავრცელებისა და ღვთის სიტყვების გამოცხადების საქმეში, მაშინ ის, რაც ისწავლე, სასარგებლოა. თუ შეგიძლია ამის სწავლა, ეს ღვთის მადლია, შემდეგ კი შეძლებ შესაბამისი მოვალეობის შესრულებას და იკურთხები. განა ეს არ არის კურთხევა? (დიახ). ამრიგად, ის, რასაც სწავლობ, არ არის მთავარი, მთავარია, იყენებ თუ არა მას შენი მოვალეობის შესასრულებლად. არიან სხვებიც, ვინც ამბობს: „ჩვენ ვასრულებთ ტექსტზე დაფუძნებულ სამუშაოს, მაგრამ არავინ არასოდეს იცის ჩვენ შესახებ, არავინ გვახსენებს და ბევრი ადამიანი ვერც კი გვხედავს. ჩვენ უკვე ზედმეტნი გავხდით.“ ეს არ არის საკითხის ნათლად დანახვა. ადამიანები ვერ გხედავენ, მაგრამ ღმერთი გხედავს, გულდასმით გიკვლევს, გიძღვება და გაკურთხებს; რატომ არ ძალგიძს ამის შეგრძნება? აქვს თუ არა მნიშვნელობა, გხედავენ თუ არა ადამიანები ან გახსენებენ თუ არა? რომელი ჭეშმარიტება არ მოგეწოდათ? რომელი ქადაგებისა და თანაზიარების მიღმა დარჩით? სინამდვილეში ტექსტზე დაფუძნებული სამუშაოს ტექნიკური მხარე არც ისე რთულია და პროფესიული კუთხითაც არ სჭირდება ამდენად გაძლიერება. თუმცა, ერთი რამ შეუცვლელია. უნდა გესმოდეთ ჭეშმარიტება. თუ არ გესმით ჭეშმარიტება, ვერაფერს დაწერთ. თქვენ შეგიძლიათ წერა, შეგიძლიათ ტექსტის სტილისტურად გამართვა, მოსაზრებების ჩამოყალიბება, თუმცა თავად სტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის სტატია. ის უნდა შეივსოს შინაარსით. კონკრეტულად რა უნდა დაიწეროს შინაარსის სახით და როგორ უნდა დაიწეროს, რათა მიღწეულ იქნას ღვთის დამოწმების შედეგი — აი, რას უნდა ჩაუღრმავდეთ. თუ მხოლოდ ამ საფუძველზე შეჩერდებით, ღვთის სიტყვების დამოწმებასა და ღვთის საქმის ამ ეტაპის გავრცელებაზე, მაშინ თქვენი სულიერი ზრდა არასოდეს მოხდება. თუ ღვთის ახალი საქმის დამოწმების, ადამიანთა წარმოდგენების გაქარწყლებისა და ხილვების ზოგიერთ ჭეშმარიტებაზე თანაზიარების გარდა ასევე შეგიძლიათ გქონდეთ თანაზიარება სულიერი განვითარების ზოგიერთ ჭეშმარიტებაზე და გამოიყენოთ გარკვეული ფაქტები, ისტორიები და დახვეწილად აღწერილი დეტალები ადამიანთა გულის სიღრმეში არსებული სხვადასხვა მდგომარეობის გადმოსაცემად, რათა ადამიანებმა შეიცნონ თავიანთი გახრწნილება, გაიგონ, რა მოთხოვნები აქვს ღმერთს კაცობრიობის მიმართ და რა არის მისი განზრახვა, და უფრო მეტიც, შეიცნონ ყველაზე კრიტიკული საკითხები — კონკრეტულად რა არის ჭეშმარიტება, რა გზას უნდა გაჰყვნენ ადამიანები, რა შეცდომას უშვებენ, როდესაც არასწორ გზას ადგანან, როგორი უნდა იყოს ადამიანი ღვთის მოთხოვნით და რა გზით სიარულს მოითხოვს იგი ადამიანებისგან — თუ შეგიძლიათ ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ წახვიდეთ, მაშინ თქვენ მიერ შესრულებული მოვალეობა უაღრესად ღირებული იქნება. მაგრამ ეს არის რთული ნაწილი, ეს არის ყველაზე ძნელი რამ. ადამიანთა სულიერი განვითარება არ ხდება ერთ ან ორ დღეში. ბევრი საკითხის შესახებ პირველად შეტყობიდან მათ გაცნობიერებამდე ერთი ან ორი წელია საჭირო. ორიდან სამ წლამდე ან სამიდან ხუთ წლამდეც კი სჭირდება ბუნდოვანი აღქმიდან მკაფიო გაცნობიერებამდე მისვლას; ორი ან სამი წელია საჭირო იმისათვის, რომ მკაფიო გაცნობიერების შემდეგ ამ საკითხის არსი შეიცნო და შემდეგ კიდევ ორი ან სამი წელი სჭირდება ამ პრობლემის სერიოზულობის გააზრებას. უგრძნობ და მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებს მხოლოდ ამ წერტილამდე შეუძლიათ მიღწევა. უკეთესი სულიერი მონაცემების და სულიერად გამჭრიახმა ადამიანებმა იციან, რომ აქტიურად უნდა ეძიონ, რა არის ჭეშმარიტება, რასაც კიდევ ორი ან სამი წელი სჭირდება... სანამ ამას მიხვდებიან, მთელი ცხოვრება ჩაივლის. აი, ასე ნელა ხდება სულიერი განვითარება! ადამიანები ბევრად სწრაფად გებულობენ და იმახსოვრებენ ჭეშმარიტებას, ვიდრე მას განიცდიან და სწვდებიან. რას ვგულისხმობ ამაში? იმას, რომ განცდა და შეცნობა ყოველთვის ნელა ხდება, რადგან ეს არის სიცოცხლე, მაშინ როცა გაგებასა და დამახსოვრებას მხოლოდ გონება სჭირდება. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კარგი მეხსიერება, გაგების ძლიერი უნარი, გარკვეული სულიერი მონაცემები და განათლება, ძალუძთ ამის სწრაფად მიღწევა. მაგრამ ნიშნავს თუ არა გაგება იმას, რომ ადამიანი ფლობს ცოდნას? არა. გაგების შემდეგ, ადამიანი უბრალოდ ჩერდება იმის ცოდნაზე, თუ რას ეხება ეს საკითხი და მეტი არაფერი, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი მოქმედებისას. რატომ არ არის საკმარისი? ხშირად, მოძღვრება, რომელიც გესმის, ვერ გამოიყენება ან უკავშირდება იმ საკითხებს, რომლებსაც აწყდები. შედეგად, მხოლოდ მრავალჯერადი მარცხის, საკმაოდ ბევრი დანაკარგის, საკმაოდ ბევრი შემოვლითი გზის გავლისა და მრავალი სამსჯავროს, გაკიცხვისა და გასხვლის მიღების შემდეგ ბოლოს და ბოლოს იგებ ჭეშმარიტებას, რის შემდეგაც შეგიძლია ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენება და გამოცდა ყველა იმ სხვადასხვა მოვლენასთან მიმართებაში, რაც თავს გადაგხდება. ამასობაში კი იმდენი წელი გაივლის თვალის დახამხამებაში — განა ეს ძალიან ნელი პროცესი არ არის? ადამიანის ცხოვრება ძალიან ნელა მიიწევს წინ, რადგან ჭეშმარიტება, რომელიც მას ესმის, მოიცავს ადამიანის ბუნება-არსებას, მის არსებობას და იმ ფასეულობებს, რითაც ის ცხოვრობს; ეს კი მოითხოვს როგორც მისი ხასიათის გარდაქმნას, ისე ცვლილებებს მის ცხოვრებაში. როგორ შეიძლება ასე მარტივად შეიცვალოს შენი ცხოვრება და სრულიად სხვანაირი გახდეს? ერთი მხრივ, ეს მოითხოვს ღვთის საქმეს და ამავდროულად ადამიანების აქტიურ თანამშრომლობას, რასაც თან უნდა ერთვოდეს გარესამყაროს განსაცდელები და პირადი სწრაფვა; გარდა ამისა, უნდა გაგაჩნდეს გამჭრიახობა და საკმარისი სულიერი მონაცემები, რათა ღმერთმა დამატებით გაცისკროვნება და წინამძღოლობა გიბოძოს; უფრო მეტიც, ღმერთი მოგივლენს გაკიცხვას, სამსჯავროსა და გასხვლას, შენი ძმები და დები გაგაკრიტიკებენ, თუმცა მაინც სულიერი ამაღლებისკენ უნდა ისწრაფვოდე — მხოლოდ ამგვარად აღმოიფხვრება ის, რაც სატანისგანაა, და ჭეშმარიტების მომტანი დადებითი ელემენტები ნელ-ნელა შემოვა შენში. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „როდესაც ადამიანებს ესმით ჭეშმარიტება, მათი სიცოცხლე იცვლება.“ სწორია თუ არასწორი ამის თქმა? (არასწორია). რატომ არის არასწორი? ჭეშმარიტების გაგება არ უტოლდება ჭეშმარიტების ქონას, და რომც გესმოდეს ის, ის მაინც არ ქცეულა შენს ცხოვრებად. როგორც კი მოისმენ ჭეშმარიტებას, ჩასწვდები მას და გაიგებ ნათქვამს, რამდენ ხანს შეიძლება მან იარსებოს შენს გულში? შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი თვის შემდეგ ის სიტყვები, რომლებიც იმ დროს ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნდა, მთლიანად გაქრეს, და როდესაც მათ კვლავ მოისმენ, ისეთი შეგრძნება დაგეუფლოს, თითქოს არასოდეს გსმენია ისინი. თუმცა, თუ ჭეშმარიტად გაგაჩნია რეალური სულიერი სიმწიფე და გამოცდილებითი დამოწმების ეს ასპექტი, მაშინ მათი განმეორებით მოსმენა აღარ დაგჭირდება. თუ არ ფლობ ჭეშმარიტება-რეალობის ამ ასპექტს, მაშინ მეტი უნდა უსმინო, სანამ ჭეშმარიტება-რეალობაში არ შეხვალ; თუ არ მოუსმენ, მაშინ ის, რაც გესმის, თანდათან შემცირდება და გაქრება, სანამ არამორწმუნეებს არ დაემსგავსები. შესაბამისად, ღვთის სიტყვები და ჭეშმარიტება მუდმივად უნდა ისმინო და იკითხო. მათი ნაკლებად კითხვა ან მოსმენა არაფერს გარგებს. თქვენ ყველას გაქვთ ამის ღრმა შეგნება, არა? (დიახ). ზოგჯერ, როდესაც ორი ან სამი დღის განმავლობაში არ გალობთ საგალობლებს ან არ ლოცულობთ ღვთის წინაშე, გულში სიცარიელეს გრძნობთ, ღვთის არსებობას ვეღარ შეიგრძნობთ და ფიქრობთ, სად გაისეირნოთ განსატვირთად. შედეგად, რაც უფრო მეტად განიტვირთებით, მით უფრო სულიერად მოშვებულნი ხდებით და როდესაც ეკლესიაში მიდიხართ ძმებთან და დებთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებისთვის, გრძნობთ, რომ არ ხართ ამას მიჩვეულნი; როგორც კი ეკლესიის საქმეზე ჩამოვარდება სიტყვა, თავს გარკვეულწილად უხერხულად გრძნობთ. ორი ან სამი დღის განმავლობაში იცვლებით და სხვა ადამიანს ემსგავსებით, ისე, რომ გრძნობთ, საკუთარ თავსაც კი ვეღარ ცნობთ. როგორ შეიძლება ეს? ნუ იფიქრებ, რომ რადგან ბევრი ქადაგება მოისმინე, ჭეშმარიტება შენს ცხოვრებად იქცა და მოიპოვე ჭეშმარიტება. ჯერ კიდევ შორს ხარ ამისგან! ნუ იფიქრებ, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ დამოწმების სტატია დაწერე და გქონდა ასეთი გამოცდილება, უკვე გადარჩენილი ხარ. ჯერ არ მიგიღწევია იქამდე! ეს მხოლოდ მცირე ფრაგმენტია შენი ხანგრძლივი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ეს ფრაგმენტი შეიძლება იყოს მხოლოდ წამიერი განწყობა, გრძნობა, სურვილი ან ამბიცია და მეტი არაფერი. როდესაც ერთ დღეს სუსტად იქნები და უკან მოიხედავ და მოუსმენ იმ მოწმობას, რომელიც ოდესღაც გაეცი, იმ ფიცს, რომლებიც ოდესღაც დადე და გაიხსენებ იმ გაგებას, რომელსაც ოდესღაც მიაღწიე, ისინი უცხოდ მოგეჩვენება და იტყვი: „მე ვიყავი ეს? მქონდა ასეთი დიდი სულიერი ზრდა? როგორ მოხდა, რომ არ ვიცი? ეს ნამდვილად არ ვიყავი მე, არა?“ ამ ეტაპზე მიხვდები, რომ შენი ცხოვრება ჯერ კიდევ არ შეცვლილა. რას ნიშნავს, რომ შენი სიცოცხლე არ შეცვლილა? ეს ნიშნავს, რომ შენი ხასიათი ჯერ კიდევ არ გარდაქმნილა. რას იგრძნობ, როდესაც აღმოაჩენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაამოწმე და იმ დროს ფიქრობდი, უკვე დიდი სულიერი ზრდა გქონდა, მაინც შეგიძლია გახდე ისეთივე ნეგატიური, როგორიც ახლა ხარ? განა არ იფიქრებდი, რომ ადამიანის ხასიათის გარდაქმნა ძალიან რთულია? ჭეშმარიტება არ არის ის, რისი ჩანერგვაც ადამიანებში ერთ ღამეში შეიძლება. თუ ადამიანები მართლაც მოიპოვებენ ჭეშმარიტებას, როგორც თავიანთ სიცოცხლეს, ისინი იკურთხებიან და მათი ცხოვრება განსხვავებული იქნება. ისინი აღარ იქნებიან ისეთები, როგორებიც ახლა არიან, ხშირად რომ ავლენენ გახრწნილ ხასიათს, არამედ შეძლებენ აბსოლუტურად დაემორჩილონ ღმერთს და ერთგულად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა; ისინი მთლიანად გარდაიქმნებიან.

რადგან კაცობრიობა ასე გახრწნილია, ჭეშმარიტების მიღება ადვილი საქმე არ არის და რადგან ჭეშმარიტება ასე ძვირფასია, ღვთისთვის კიდევ უფრო რთულია ადამიანებში ჭეშმარიტების ჩანერგვა. ჭეშმარიტების ღირებულება და მნიშვნელობა და ყველა მრავალფეროვანი ასპექტი ასე ღირებული და მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. მაგრამ რადგან ადამიანები ასე ღრმად არიან გახრწნილნი სატანის მიერ და მათში მეტისმეტად ბევრი სატანისეული საწყისია, მათში ამდენი რამ არის სატანისგან, არც ისე ადვილია ჭეშმარიტების ადამიანებში ჩანერგვა ისე, რომ ის მათ ცხოვრებად იქცეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანებში ჭეშმარიტების ჩანერგვა შეუძლებელია? არა, არ ნიშნავს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სწორი დამოკიდებულება და შეხედულება და ისინი უნდა გაჰყვნენ სწორ გზას. რთული გასაკეთებელი არ ნიშნავს იმას, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია ისევე, როგორც ღვთის საქმის პირველი ორი ეტაპი, როდესაც ღმერთს არ აღუსრულებია სრულყოფის საქმე, არც ეს ჭეშმარიტებები გამოუხატავს და არც ეს სიტყვები უთქვამს, თუმცა ზოგიერთი ადამიანი სრულყოფილი გახდა და ზოგიერთმა მაინც შეიცნო ღმერთი. ამ ფაქტიდან გამომდინარე, მიღწევადია და არ არის შეუძლებელი ადამიანებში ჭეშმარიტების ჩანერგვა; ეს უბრალოდ დამოკიდებულია იმაზე, ისწრაფვიან თუ არა ადამიანები ჭეშმარიტებისკენ. მაშ, როგორ უნდა ისწრაფოდეს ადამიანი? ყველაზე მარტივი გზაა ღვთის სიტყვების ყოველდღე კითხვა, მისი მნიშვნელოვანი სიტყვების დამახსოვრება, ამ სიტყვების მონაკვეთებზე ყოველდღე ფიქრი და ამ სიტყვების ლოცვით კითხვა და მათზე კვლავ და კვლავ თანაზიარება. როდესაც ლოცვით შეიმეცნებ ამ შეხედულებებსა და გამონათქვამებს — როგორც დამოკიდებულებებს სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის მიმართ — რომელთაც ღვთის სიტყვა გასწავლის, რათა ჩაწვდე მათ და შენს გულში შეაღწიოს, მაშინ გაუცნობიერებლად დადებითი აზრები, შეხედულებები და პრაქტიკის პრინციპები ყოველთვის გამოვლინდება ცხოვრებაში, რა მოვლენის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდე. ჯერ არ მიგიღწევია ამ დონისთვის. წაგიკითხავს, რა გააკეთა იობმა? რას აკეთებდა იობი, სანამ მისი შვილები მხიარულობდნენ? ის წარსდგა ღვთის წინაშე, რათა ელოცა და მსხვერპლი შეეწირა თავისი შვილების სახელზე. ის არასოდეს განშორებია ღმერთს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავი უნდა აარიდო ყველაფერს, რამაც შეიძლება შენი გული ღმერთს განაშოროს; არ თქვა არაფერი, რამაც შეიძლება შენი გული ღმერთს განაშოროს; მოერიდე იმის ყურებას, რაც გიბიძგებს, განუდგე ღმერთს ან მის მიმართ მცდარი წარმოდგენები ან ეჭვები გაგიჩინოს; ნუ გექნება შეხება ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც შეიძლება ნეგატივით აგავსონ, გადაგაგვარონ და თავნებობისკენ გიბიძგონ ან რომლებმაც შეიძლება გაიძულონ ეჭვი შეიტანო, შეეწინააღმდეგო ან განშორდე ღმერთს; პირიქით, შორს დაიჭირე თავი ასეთი ადამიანებისგან; ახლოს იყავი ყველასთან, ვისგანაც შეგიძლია მიიღო დამოძღვრა, სულიერი შეწევნა და საზრდო; და ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება გაიძულოს, ზიზღით უარყო ჭეშმარიტება, ან რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენში ჭეშმარიტებისადმი უკმაყოფილება ან ზიზღი. ეს ყოველივე საკუთარ გონებაში ნათლად უნდა გქონდეს გაცნობიერებული. ნუ იცხოვრებ უმიზნოდ და ნუ იფიქრებ: „არ მაინტერესებს, რამდენ ხანს ვიცოცხლებ ან როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება, ყველაფერს ბუნებასა და ღვთის განგებას მივანდობ.“ ღმერთმა შექმნა გარემოებები და მოგცა თავისუფალი ნება არჩევანის გასაკეთებლად, მაგრამ თუ არ ითანამშრომლებ და მუდმივად საკუთარ თავზე აიღებ ინიციატივას, რომ ურთიერთობა გქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ამქვეყნიური რამეები უყვართ, რომლებიც მუდამ ხორციელ სიამოვნებას ეძლევიან, რომლებიც გულგრილნი არიან საკუთარი მოვალეობების მიმართ და უპასუხისმგებლობით გამოირჩევიან და თუ მუდმივად ასეთ წრეში იტრიალებ, რა იქნება საბოლოო შედეგი? როდესაც ასეთ ადამიანებს საქმე არ აქვთ, ისინი საუბრობენ ჭამაზე, სმასა და გართობაზე და ხშირად ყვებიან ამბებსა და ჭორებს. თუ ასეთ ცდუნებებს გადააწყდები და არ მოერიდები მათ, მათზე დამოკიდებულიც კი გახდები და და განზრახ გაატარებ დროს ასეთ ადამიანებთან, მაშინ საფრთხეში ხარ, რადგან ცდუნება შენ გარშემოა! როდესაც ბრძენი ადამიანები ხედავენ ასეთ ცდუნებას, ისინი შორს იჭერენ თავს. მათ გულის სიღრმეში ნათლად იციან: „მე არ მაქვს ასეთი სულიერი სიმწიფე, არ მოვუსმენ და არც მინდა მათ ყურადღება მივაქციო. ეს ადამიანები არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და არ უყვართ ის. მე შორს დავიჭერ თავს და ვიპოვი წყნარ ადგილს, რათა მარტომ წავიკითხო ღვთის სიტყვები, დავიმშვიდო გული, ცოტა ხნით დავფიქრდე და ღვთის წინაშე წარვდგე.“ ყველა ეს პრინციპი და მიზანი შემდეგ რამეს ემსახურება: პირველი, არ განშორდე ღვთის სიტყვებს; და მეორე, არ განშორდე ღმერთს შენს გულში. ამგვარად, ჭეშმარიტების გაგებით შეძლებ მუდმივად ღმერთთან სიახლოვეში იცხოვრო. ერთი მხრივ, ღმერთი დაგიცავს ცდუნებაში ჩავარდნისგან. მეორე მხრივ, ღმერთი უდიდეს წყალობას მოგივლენს, რაც საშუალებას მოგცემს გაიგო, რა უნდა გააკეთო ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოსაყენებლად და საშუალებას მოგცემს ყოველი ჭეშმარიტების ნათლად დანახვასა და გაცნობიერებაში. რაც შეეხება შენს მოვალეობას, ღმერთი გიწინამძღოლებს, რათა ეცადო, არ დაუშვა შეცდომები, ყოველთვის სწორად გააკეთო საქმეები და იცოდე პრინციპები. ამგვარად, განა არ იქნები დაცული? რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაზე დიდი და საბოლოო მიზანი. მაშ, რა არის საბოლოო მიზანი? ის, რომ შეძლო გაკვეთილების სწავლა სხვადასხვა ადამიანისგან, მოვლენისა და საგნისგან, გაიგო ღვთის განზრახვები, შეიცნო ღვთის საქმე და იმოქმედო ღვთის მიერ მოთხოვნილი პრინციპების შესაბამისად. ამგვარად, შენი სულიერი ზრდა და სიმწიფე განაგრძობს წინსვლას და არ გაჩერდება. თუ ყოველთვის დაკავებული ხარ საქმეების კეთებით და არ ფოკუსირდები ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებაზე შენი მოვალეობების შესრულებისას და სულიერი განვითარების გზაზე არსებული სირთულეების გადაჭრაზე, მაშინ ვერ გექნება წინსვლა შენს სულიერ ცხოვრებაში. სულიერი განვითარება სწორედ საკუთარი მოვალეობის შესრულებით მიიღწევა. თუ ადამიანი ადამიანი განუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას და განეშორება ღვთის სიტყვას, სულიერი წინსვლა შეწყდება. ზოგიერთი ადამიანი ხედავს, რომ სხვები უსაქმურად საუბრობენ, ამიტომ ისინი ერთვებიან და ცხვირს ყოფენ სხვის საქმეში, მუდამ სხვის საქმეში ერევიან და ჭორაობა უყვართ — ღმერთს არ მოსწონს ასეთი ადამიანები. როგორი ადამიანები მოსწონს ღმერთს? ისინი, ვისაც გულის დამშვიდება შეუძლიათ. რისთვის დაიმშვიდონ თავი? იმისთვის, რომ იყვნენ მარიონეტები, რომლებიც არაფერზე ფიქრობენ? არა, იმისთვის, რომ მშვიდად ილოცონ ღვთის წინაშე, ეძიონ ღვთის განზრახვები, სთხოვონ ღმერთს დაცვა და გაცისკროვნება. ასევე, ეძიონ გაცისკროვნება და ნათელი მოჰფინონ ჭეშმარიტების იმ ასპექტებს, რომლებიც მათ არ ესმით, რათა მიაღწიონ ამ ასპექტის გაგებასა და სიცხადეს ან მოაგვარონ თავიანთ საქმეში არსებული პრობლემები და ღვთის წინამძღოლობა მოიპოვონ. იმდენი ამოცანა და საქმეა გასაკეთებელი, როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე სიმშვიდეს პოულობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთთან მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მიხვიდე მოცალეობის ჟამს და უთხრა: „ღმერთო, მე აქ ვარ, შენ ჩემს გულში ხარ, იყავი ჩემთან, დამიცავი ცდუნებაში ჩავარდნისგან!“ თუ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მოქმედებ და ღმერთს ზერელედ ეპყრობი, მაშინ არ ხარ ჭეშმარიტი მორწმუნე და ღმერთი ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტებას არ მიჰმადლის. რა უნდა ჰქონდეთ ადამიანებს პირველ რიგში იმისათვის, რომ ღმერთმა მათ ჭეშმარიტება უბოძოს? მათ უნდა ჰქონდეთ სიმართლეს მოწყურებული, გულწრფელი გული. რისი მანიშნებელია გულწრფელი გული? იმის, რომ მართლაც გიყვარს ჭეშმარიტება. თუ ყოველთვის ზერელედ ეპყრობი ღმერთს და საერთოდ არ ხარ გულწრფელი, მუდამ თავად გსურს გადაწყვეტილებების მიღება ყველაფერში, ღვთის წინაშე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით „გამარჯობის“ სათქმელად მიდიხარ და შემდეგ მაინც ყველაფერს საკუთარი ნებით აკეთებ, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მოგანდო თავისი საქმე, საბოლოოდ მაინც არანაირი კავშირი არ გექნება არც ღმერთთან და არც ჭეშმარიტებასთან. რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი საქმის შესრულება. შეუძლია თუ არა ღმერთს შენი ამგვარად გაცისკროვნება? არა. ყველანი ჩასწვდით თუ არა ჭეშმარიტების ძიებისა და ჭეშმარიტების გაგების გზას? ხშირად უნდა წარდგე ღვთის წინაშე, დაიმშვიდო გული ჭეშმარიტების საძიებლად, ილოცო ღვთის წინაშე და ისწავლო საკუთარი თავის დამშვიდება. საკუთარი თავის დამშვიდება არ ნიშნავს ცარიელ გონებას, არამედ იმას, რომ გულში გქონდეს სათხოვარი, ფიქრები და სულიერი ტვირთი; მიხვიდე ღმერთთან წრფელი და მწყურვალე გულით, გქონდეს ჭეშმარიტებისა და ღვთის განზრახვის შეცნობის წყურვილი, ატარო ტვირთი შენი მოვალეობის შესასრულებლად და საქმის გასაკეთებლად — ეს არის ის, რაც უნდა გაგაჩნდეს, როდესაც ღვთის წინაშე წარდგები და დაიმშვიდებ თავს.

ახლახან მქონდა თანაზიარება იმაზე, რომ ეკლესიის მთელი საქმე უშუალოდ უკავშირდება ღვთის ცათა სასუფევლის სახარების გავრცელების საქმეს. კერძოდ, სახარების ქადაგების საქმესა და პროფესიებთან დაკავშირებულ ყველა საქმეს მნიშვნელოვანი და განუყოფელი კავშირი აქვს სახარების გავრცელების საქმესთან. ამიტომ, ყველაფერი, რაც სახარების გავრცელების საქმეს უკავშირდება, ღვთისა და ღვთის სახლის ინტერესებს ეხება. თუ ადამიანებს სწორად ესმით სახარების გავრცელების საქმე, მართებულად უნდა მიუდგნენ როგორც საკუთარ, ისე სხვათა მოვალეობებს. როგორია მათდამი მართებული მიდგომა? ჩადეთ მაქსიმალური ძალისხმევა და შეასრულეთ ისინი ღვთის მოთხოვნების შესაბამისად. სულ მცირე, ნუ ჩაიდენთ ისეთ ქმედებებს, რომლებიც განზრახ იწვევს ზიანსა თუ შეფერხებას, და შეგნებულად ნუ გააკეთებთ იმას, რაც იცით, რომ მცდარია. რა არის მათთან მიდგომის სწორი გზა? ჩადეთ მაქსიმალური ძალისხმევა და შეასრულეთ ისინი ღვთის მოთხოვნების შესაბამისად. სულ მცირე, ნუ ჩაერთვებით ისეთ ქცევებსა და ქმედებებში, რომლებიც განზრახ იწვევს ზიანს ან არეულობას და შეგნებულად ნუ გააკეთებთ იმას, რაც იცით, რომ მცდარია. თუ ვინმე დაჟინებით აკეთებს რამეს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, რომ ეს შლის და რევს ეკლესიის საქმეს და ვერავინ გადაარწმუნებს მას, მაშინ ის ბოროტებას სჩადის, სიკვდილს ეძიებს და თავის ნამდვილ ეშმაკისეულ სახეს ავლენს. იჩქარეთ და გააკეთეთ ისე, რომ ძმებმა და დებმა ამოიცნონ ისინი, შემდეგ კი მოიცილეთ ბოროტი ადამიანი ეკლესიიდან. თუ ბოროტმოქმედი წამიერი უგუნურებით მოქმედებს და განზრახ არ სჩადის ბოროტებას, როგორ უნდა მოვეკიდოთ ასეთ საკითხს? უნდა ვასწავლოთ და დავეხმაროთ ამ ადამიანს? რა მოხდება, თუ მას ასწავლიან, ის კი მაინც არ უსმენს? ძმები და დები იკრიბებიან მის გასაკრიტიკებლად. რა მოხდება, თუ ადამიანი კომპეტენტურია თავის საქმეში, მაგრამ არ ცდილობს მაქსიმალურად კარგად შეასრულოს იგი, თუმცა ამჟამად არავინაა მისი შემცვლელი და ყველას მაინც სურს, რომ მან შეასრულოს ეს საქმე? ყველა იკრიბება ამ ადამიანის გასასხლავად და გასაფრთხილებლად: „ღმერთმა აგამაღლა და გთხოვა ამ მოვალეობის შესრულება. თუ არ ეცდები მაქსიმალურად კარგად შეასრულო იგი და გააგრძელებ არეულობის გამოწვევას და კვლავ მიატოვებ შენს საქმეს, მაშინ აშკარად არ გაქვს სინდისი და არ ხარ შესაფერისი შენი მოვალეობის შესასრულებლად.“ კარგია თუ არა ეს გზა? თუ ვინმეს შეუძლია მისი შეცვლა, მაშინ გაუშვით. გაბედავდით ამის გაკეთებას? ადამიანთა უმეტესობა ვერ გაბედავდა. როდესაც საქმე ეხება ეკლესიის საქმის დაცვას, ბევრი ადამიანი ვერ ბედავს წინ აღდგომას და სამართლიანობის დაცვას. განა ეს ის შემთხვევა არ არის, რომ ვერ ბედავენ ჭეშმარიტების ერთგულნი იყვნენ? ზოგიერთი სირაქლემას პოზას ირჩევს და გულგრილია, როდესაც ხედავს, რომ ეკლესიის საქმე ფერხდება ან ზიანდება, თითქოს ეს მათ არ ეხებათ და მათი დამოკიდებულებაა, თვალი დახუჭონ ამაზე. მაგრამ თუ ვინმე აკრიტიკებს მათ და ეუბნება, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ, ან თუ ვინმეს სძულს ისინი ან ზემოდან უყურებს მათ, ისინი ღიზიანდებიან და გულში ფიქრობენ: „ვინ გგონია შენი თავი? ვინ ხარ შენ, რომ მაკრიტიკებ? ვინ ხარ შენ, რომ ზემოდან მიყურებ? ჩვენ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ.“ მათ ეს საკითხი გულთან ახლოს მიაქვთ და ისინი სერიოზულად ეკიდებიან მას, თანაც ისე არ შეუძლიათ, რომ რაიმე არ თქვან და საკუთარი პოზიცია არ განაცხადონ. ისინი ვერაფერს გრძნობდნენ, როდესაც ეკლესიის საქმე ფერხდებოდა, ირეოდა და ზიანდებოდა; ამის ნაცვლად თვალს ხუჭავდნენ ამაზე. რა ტიპის ადამიანები არიან ისინი? (ეგოისტი და საძაგელი ადამიანები.) არის თუ არა ეს მხოლოდ ეგოიზმი და სისაძაგლე? ეს პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ მისი შეჯამება მხოლოდ ერთი წინადადებით შეუძლებელია. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ასეთ ადამიანებს არ აქვთ ადამიანობა და მათში სიკეთის ნატამალიც არ არის. სინამდვილეში სწორედ ამას აკეთებენ ანტიქრისტეები და, რა თქმა უნდა, არც ცრუ წინამძღოლები არიან გამონაკლისი. ანტიქრისტეებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ღვთის სახლის ინტერესები. როდესაც ეკლესიის საქმე ფერხდება, ისინი ამას ვერ ხედავენ. ზოგიერთი ადამიანი სრულ ქაოსს იწვევს ეკლესიის საქმის არევით, მაგრამ როდესაც ანტიქრისტეები ამას ხედავენ, ისინი ამას სერიოზულად არ ეკიდებიან. ისინი ამას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ და უღონოდ ტუქსავენ დამნაშავეს რამდენიმე მარტივი შენიშვნით; მოკლედ შეაგონებენ მას და მეტი არაფერი; აღშფოთების მცირედი ნიშანწყალიც კი არ ეტყობათ. აქვთ თუ არა ასეთ ადამიანებს სამართლიანობის გრძნობა? რა ტიპის ადამიანები არიან ისინი? ასეთი ადამიანები სიკეთეს ბოროტებით პასუხობენ, ისინი მოღალატეები არიან! ისინი ნაძირლები არიან!

მე ახლახან ზოგადად მიმოვიხილე, რა არის ადამიანთა ინტერესები და რა არის მათი არსი, რატომ ისწრაფვიან ადამიანები პირადი ინტერესების გასატარებლად და რა არის ამის ბუნება, და ასევე რა არის ღვთის ინტერესების ბუნება და როგორ განისაზღვრება ისინი. ღვთის ინტერესები უაღრესად სამართლიანი საქმეა და ასეთად უნდა იქნას მიჩნეული. ღვთის მხრიდან თავისი ინტერესების დაცვა საერთოდ არ არის ეგოიზმის გამოვლინება; ეს არ ხდება მხოლოდ მისი ღირსებისა და დიდების დასაცავად. პირიქით, მას სურს დაიცვას თავისი საქმის წინსვლა და შედეგები და სამართლიანი საქმე. ეს არის ყველაზე სამართლიანი და მართებული ქცევა და მოქმედების კურსი; ეს არის ღვთის ქმედება. შექმნილ არსებებს არ უნდა ჰქონდეთ არავითარი წარმოდგენა ღვთის ამ ქმედების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე ბრალდებებსა თუ განსჯაზე. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ღვთის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას? (დიახ.) არის თუ არა ამის თქმა ეგოისტური? (არა.) ადამიანებს ესმით ჭეშმარიტების ეს ასპექტი და ამის საფუძველზე ეს განცხადება მყარია. ის არ არის განზრახ მიკერძოებული, ის მიუკერძოებელი და მართებულია. „არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ“ — ეს არის ანტიქრისტეთა არსი. მათი დამოკიდებულება და მიდგომა ინტერესების მიმართ ამ ბუნებისაა და ისინი არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს. რას ნიშნავს „არასოდეს“? კერძოდ, რომ ისინი საერთოდ არ ფიქრობენ ღვთის ინტერესებზე და არც აქვთ ასეთი წარმოდგენა, ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებენ — აი, რას ნიშნავს ეს. რამდენად სერიოზულია ეს? ღვთის სახლის ინტერესების ღალატი, მათი გაცვლა პირად დიდებასა და პირად ინტერესებზე. მათი ინტერესები უმთავრესია და შეუძლია ჩაანაცვლოს ღვთის ინტერესები. ისინი იბრძოლებენ თავიანთი ინტერესებისთვის, რაც არ უნდა უკეთური, არამართებული ან უარყოფითი იყოს ისინი და თავიანთი ინტერესების გასატარებლად და მათთვის საბრძოლველად ისინი მზად არიან ნებისმიერი ადამიანი გაწირონ ნებისმიერ ფასად. რა სახის ქცევაა ეს? (ანტიქრისტეების.) ანტიქრისტეების ქცევა — სწორედ ამას აკეთებს სატანა. სატანა ბატონობს კაცობრიობაზე, ქვეყანაზე, ერზე და იქამდეც კი წავა, რომ შესწირავს ნებისმიერი რაოდენობის სიცოცხლეს თავისი ბატონობის სტაბილურობის სანაცვლოდ. რა არის მისი ინტერესები? ძალაუფლება და გაბატონებული მდგომარეობა. მაშ, როგორ აღწევს ის ამ მდგომარეობას და როგორ ინარჩუნებს მას სტაბილურად? (ნებისმიერ ფასად.) ნებისმიერ ფასად. ანუ მას არ ადარდებს, მისი ქმედებები და მეთოდები საზოგადოებისთვის მართებულად ჩანს თუ არა და იყენებს ყველაფერს — ხოცვა-ჟლეტასა და ჩახშობას, რბილ და ხისტ ტაქტიკას, იძულებასა და მოსყიდვას, და იქამდეც კი მიდის, რომ წირავს ნებისმიერი ადამიანის ან ნებისმიერი რაოდენობის სიცოცხლეს თავისი მდგომარეობისა და ხელთ არსებული ძალაუფლების სტაბილურობის სანაცვლოდ — ეს არის სატანის ქცევა. ანტიქრისტეებიც სწორედ ასე მოქმედებენ.

მისაღებია თუ არა თქვენთვის დღევანდელი თანაზიარებისას ნათქვამი ეს სიტყვები? (დღეს მოსმენის შემდეგ ბევრი რამ შევიძინე; კერძოდ, ცოდნისა და ინტელექტუალების ბუნების ანალიზმა დიდად იმოქმედა ჩემზე. წარსულში დიდად არ ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ინტელექტუალებს სულიერი წვდომა აკლიათ, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ღვთის მიერ ცოდნის გაანალიზების მეშვეობით, თანდათან შევძელი პარალელების გავლება და დანახვა, რომ ხშირ შემთხვევაში თავად მე ვერ ვწვდები ღვთის სიტყვებ, ვერ ვაცნობიერებ მათ როდესაც ვისმენ, და როდესაც ადამიანებსა და მოვლენებს ვაკვირდები, მათ ინტელექტუალური თვალსაზრისით ვუყურებ და ვაანალიზებ, რასაც დამახინჯებულ გაგებამდე მივყავარ — სწორედ ეს არის სულიერი წვდომის არქონა. ახლა უფრო ნათლად შემიძლია დავინახო ინტელექტუალების არსი.) დღეს ინტელექტუალებზე საუბრისას აბსოლუტურად არავის არ ვიღებ მიზანში, მაგრამ თუ შეგიძლიათ საკუთარი თავი ჩემს სიტყვებს შეადაროთ, ეს კარგია; არსებობს იმედი, რომ შეძლებთ ვითარების გამოსწორებას და სულიერი განვითარების გზაზე დადგომას. გულმოდგინედ უნდა მიჰყვეთ გზას – იმ ეტაპიდან, როცა ჭეშმარიტება ჯერ კიდევ არ გესმით და ვერ იგებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიხვიდეთ იქამდე, რომ ერთი მეორეს მიყოლებით გაიგოთ მარტივი, ცალკეული და ნაკლებად ღრმა ჭეშმარიტებები; ამგვარად ჩაწვდებით ჭეშმარიტებას და არა უბრალო სიტყვებსა და მოძღვრებებს. სწორედ ასე ნელ-ნელა განგივითარდებათ სულიერი გაგება. თუ საკითხებში ჭეშმარიტებასა და რეალობაზე ფოკუსირებით გაერკვევით, თანდათან ჩაწვდებით ჭეშმარიტებას; თუ მუდმივად აანალიზებთ მოვლენებს მოძღვრებაზე ფოკუსირებით, ლოგიკისა და გონების გამოყენებით, მაშინ ის, რაც გესმის, იქნება მხოლოდ მოძღვრება ან თეორია, რომელიც არასოდეს იქცევა ჭეშმარიტებად და ვერასოდეს გაცდებით მოძღვრების საფუძვლებსს. განა ასე არ არის? (დიახ.) ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „რატომ ვერ ვგებულობ ღვთის ზოგიერთ სიტყვას, რომლებსაც ვკითხულობ? რატომ არ არის ისინი ადამიანებისთვის ასე ადვილად გასაგები და მისაღები, როდესაც მათ გრამატიკითა და თხზულების სტრუქტურის საფუძველზე ვზომავთ?“ როგორ ხსნით ამ პრობლემას? ახლა მაინც თუა გესმით? მე აგიხსნით მას. ღმერთი ესაუბრება ადამიანებს კაცობრიობის გაჩენის დღიდან და მისი ნათქვამის თითოეული სიტყვა და აბზაცი უბრალოდ ნათქვამია და არა თხზულებები. როდესაც დღეს აქ ვსაუბრობ, თხზულებას ვკითხულობ, მოხსენებას ვაკეთებ თუ უბრალოდ ვსაუბრობ? (საუბრობ.) მე გესაუბრებით, ჭეშმარიტებას გეუბნებით და ვლაპარაკობ იმ თემებზე, რომლებიც თქვენ გჭირდებათ. მე ვსაუბრობ, თხზულებას კი არ ვკითხულობ. შესაბამისად, უნდა გესმოდეთ, რა არის თხზულება და რა არის საუბარი — ამ ორს შორის განსხვავებაა. თხზულებისთვის აუცილებელი რამდენიმე ელემენტი მხოლოდ ადამიანის ცოდნის ასპექტებია და ღმერთს ის არ სჭირდება საუბრისას. მან მხოლოდ მარტივად და ნათლად უნდა თქვას ის ჭეშმარიტება, რომლის თქმაც სურს; თუ ადამიანები მოსმენილ ჭეშმარიტებას გაიგებენ, ეს სრულიად საკმარისია; სასვენი ნიშნების გამოყენებაც კი არ არის საჭირო. კაცობრიობამ გამოიგონა სასვენი ნიშნები და თხზულებები, გრამატიკა და თხზულების შესადგენად საჭირო ელემენტები. ეს ყოველივე ცოდნის კატეგორიას განეკუთვნება და ღმერთს არ სჭირდება მათი დაცვა. გარდა ამისა, ენა ღვთისგან მოდის და ეს დადებითი მოვლენაა. შესაბამისად, რასაც არ უნდა ამბობდეს ღმერთი, ის მართალია. არაა საჭირო მასში გრამატიკული შეცდომების ძებნა, მათი შედარება ან ანალიზი. თქვენ მხოლოდ ის გმართებთ, რომ კონკრეტულ მონაკვეთში, აბზაცსა თუ წინადადებაში ჩაწვდეთ ღვთის განზრახვას: რა არის ჭეშმარიტება, რა არის ის ჭეშმარიტება-პრინციპები, რომლებსაც ღმერთი ითხოვს ადამიანებისგან და რა არის პრაქტიკის ის გზა, რომლის გავლასაც ღმერთი ადამიანებისგან ითხოვს; ეს სრულიად საკმარისია. ეს არის გონიერება, რომელიც შექმნილ არსებებს — ადამიანებს — უნდა გააჩნდეთ. არაა საჭირო, რომ ღვთის სიტყვები და ქმედებები დაემორჩილოს ადამიანთა მიერ ჩამოყალიბებულ ყველა ამ წესსა და ჩარჩოს, ასევე გაითვალისწინოს ის წესები და წმინდა წყლის ინტელექტუალური, ცოდნაზე დაფუძნებული საკითხები, რომელთა დაცვაც აუცილებელი არ არის. ღმერთმა ბევრი რამ თქვა და რასაც არ უნდა ამბობდეს იგი, ეს ჭეშმარიტებაა. რაც უფრო მეტს კითხულობენ ღვთის სიტყვებს სულიერი წვდომისა და გამოცდილების მქონე ადამიანები, მით უფრო მეტად გრძნობენ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა. ის, თუ რა ჭეშმარიტებას მოიცავს ეს სიტყვები, თავად ადამიანები უნდა გაერკვნენ, უნდა ეძიონ და გამოსცადონ. ღმერთი ესაუბრება კაცობრიობას — გახსოვდეთ, რასაც ღმერთი აკეთებს, არის საუბარი და „საუბარი“ ჟარგონულ ენაზე ცნობილია, როგორც ჭორაობა ანუ რაღაცებზე ლაპარაკი. რა არსია ჩადებული იმაში, რისი თქმაც ღმერთს აქ სურს? ეს არის ღვთის განზრახვები, ჭეშმარიტება და ღვთის მოთხოვნები ადამიანთა მიმართ — აი, ეს არის შინაარსი. საუბრის ბუნება მოიცავს მარტივად, ნათლად, უშუალოდ, გულითადად და პირისპირ ლაპარაკს ზოგჯერ სალაპარაკო ენისა და დიალექტის, ზოგჯერ კი სალიტერტურო ენის გამოყენებით. თხზულების დასაწერად საჭიროა პირველ აბზაცში შესავლის გაკეთება, შუა ნაწილში თემის განვითარება და განვრცობა, შემდეგ კი კულმინაციამდე და დასკვნამდე მისვლა. ის ზუსტად ამ ფორმატის მიხედვით უნდა დაიწეროს, თხზულებად რომ ჩაითვალოს; მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხავს მას მასწავლებელი და შეაფასებს დამაკმაყოფილებლად, კარგად ან ფრიადზე. შეგიძლია თუ არა ამგვარად შეაფასო ღვთის სიტყვები? დავუშვათ, თქვი: „ეს ნაწილი კარგია, გრამატიკულად გამართულია, ღვთიური ენითაა ნათქვამი და სრულად შეესაბამება თხზულების სტრუქტურას; ის ნაწილი არც ისე კარგია, ცოტა არეულია და არც ისე კარგი სტრუქტურა აქვს. ზოგიერთი სიტყვა გრამატიკულად სწორი არაა და ზოგი კი თითქოს არასწორ ადგილასაა გამოყენებული.“ შეიძლება თუ არა ღვთის სიტყვების ამგვარად წაკითხვა? (არა.) ასეთი მიდგომა დამახინჯებული იქნებოდა და ვერასოდეს მოიპოვებდი ჭეშმარიტებას. უნდა ისწავლო ღვთის სიტყვათა სტრიქონებს შორის წაკითხვა, რათა დაინახო, რას ითხოვს ღმერთი შენგან და რა არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ეს სიტყვები მოიცავს — ეს არის გონივრული საქციელი. შენ არც კი იცი, როგორ შეხედო ამ საკითხებს და მთელი დღე იმეორებ: „რატომ არ არის ღვთის სიტყვები თხზულებებიც კი? ღვთის სიტყვები საჯარო გამოსვლას უნდა ჰგავდეს და ღმერთი დახვეწილი ენით უნდა საუბრობდეს.“ მე ამას არ ვაკეთებ. ეს ძალიან დამღლელი იქნებოდა; თქვენც მოგბეზრდებოდათ მოსმენა და მოსაუბრეც დაიღლებოდა. დაფიქრდი იმაზე, როგორ საუბრობდა ღმერთი ზეცაში – როგორ ელაპარაკებოდა იობს, პეტრეს, მოსესა და იონას; განა ღვთის სიტყვები არ იყო მარტივი და ნათელი? თქვენ საერთოდ ვერ ხედავთ, რამდენად არაჩვეულებრივი, აბსტრაქტული ან დიადია ისინი ან რამდენად მკაცრია მათი ფორმულირება. ნახეთ, როდესაც სატანამ იობი გამოსცადა, ღმერთმა უთხრა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული“ (იობ. 1:8), და „შენს ხელთ იყოს, მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი“ (იობ. 2:6). ღვთის სიტყვები მარტივიც იყო და ლაკონიურიც და ძალიან ნათლად ხსნიდა საკითხს. ეს არის ღვთის ხასიათი და არსი. ღმერთი განზრახ არ იყენებს დამაბნეველ ორაზროვან საუბარს და მისი სიდიადე, არაჩვეულებრივობა, ღირსება, ხელმწიფება და ძალა არ არის ყალბი. რატომ ვამბობ, რომ ისინი არ არის ყალბი? როდესაც ის ესაუბრება ადამიანს, ის არ თვალთმაქცობს, არ ინიღბება ამაღლებული იერით და არ ამბობს ისეთ რამეს, რაც ადამიანებს არ ესმით — ამას სატანა აკეთებს და არა ღმერთი— და რადგან ღმერთი ამბობს ამას, ის ისე გეტყვის, რომ გაიგო. თუ ბავშვი ხარ, ბავშვისთვის გასაგები სიტყვებით დაგელაპარაკება. თუ ხანდაზმული ადამიანი ხარ, ის ხანდაზმული ადამიანის ენით დაგელაპარაკება. თუ მამაკაცი ხარ, ის მამაკაცისთვის ჩვეული ენით დაგელაპარაკება. თუ გახრწნილი ადამიანი ხარ, ის იმგვარად და სიტყვათა ისეთი სტრუქტურით დაგელაპარაკება, რომლის გაგებაც გახრწნილ ადამიანებს ძალუძთ. ღმერთი მრავალნაირად საუბრობს. ზოგჯერ ხუმრობს, ზოგჯერ ირონიულ შენიშვნებს აკეთებს, ზოგჯერ სარკასტულია, ზოგჯერ აანალიზებს, ზოგჯერ უფრო მკაცრია, ზოგჯერ უფრო რბილია, ზოგჯერ გულს გიჩუყებს და ზოგჯერ განუგეშებს შენი გასხვლის შემდეგ... მთელი ეს საქმე, რასაც ღმერთი აღასრულებს და ეს ჭეშმარიტებები, რომლებსაც ის გამოხატავს, გაქვავებული კი არ არის, არამედ ცოცხალი და მდინარი. ღმერთი ცოცხალი წყლის წყაროა და ჭეშმარიტების სათავეც ღმერთია. რასაც არ უნდა ამბობდეს ღმერთი, მისაღებია, მასში ჭეშმარიტებაა და არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით იტყვის ამას. თუ ვინმეს მუდმივად აქვს წარმოდგენები ღვთის საუბრის მანერაზე, მისი საუბრის სტრუქტურასა თუ სხვა მსგავს საკითხებზე, მუდმივად იკვლევს და ეჭვქვეშ აყენებს მათ და ყოველთვის შეშფოთებულია ამ საკითხების გამო და ფიქრობს: ღმერთი, რომლისაც მწამს, ნამდვილად არ ჰგავს ღმერთს, რატომ არის ის ასეთი? ამიტომ არ მინდა მისი მიღება; ძალიან სამარცხვინო იქნებოდა, რომ მიმეღო იგი, სჯობს ამა და ამ ადამიანის მწამდეს“, რა ტიპის ადამიანია ეს? (ურწმუნო.) ეს ურწმუნოა. რა ტიპის ადამიანები არიან ურწმუნოთა უმეტესობა? ადამიანები, რომლებსაც სულიერი წვდომა აკლიათ. როდესაც სულიერ წვდომას მოკლებული ადამიანები კითხულობენ ღვთის სიტყვებს, ისინი ყურადღებით იკვლევენ მათ, თუმცა მაინც ვერ გებულობენ მათ კარგად და ფიქრობენ: „რადგან ეს ჭეშმარიტი გზაა, შესაძლებელია თუ არა სინამდვილეში კურთხევის მიღება ამგვარი რწმენით? ამდენ ადამიანს სწამს. მე რომ არ ვირწმუნო, ჯოჯოხეთში არ წავალ?“ ისინი წვრილმან გათვლებსაც კი აკეთებენ. მათ გონებაში არც კი გაელვებს კითხვა: „ამბობენ, რომ ღვთის სიტყვებში ჭეშმარიტებაა, მაშ, რა არის ჭეშმარიტება? რატომ ვერ დავინახე ის? აუცილებლად უნდა წავიკითხო და მოვუსმინო!“ ერთ დღესაც ისინი როგორც იქნა „იგებენ იმას, რასაც ისმენენ“ და ფიქრობენ: „ის, რასაც ეს სიტყვები რასაც ეს სიტყვები აშიშვლებს, რეალური მდგომარეობა და ჭეშმარიტებაა. თუმცა ენა ზედმეტად მარტივი და შინაურულია, ძალიან ბანლურია; ინტელიგენციამ შეიძლება აბუჩად აიგდოს და დაამციროს, როგორც უბრალო მასლაათი, ზოგიერთი სიტყვა კი ზედმეტად პროზაულადაც კი მოეჩვენოთ. ისეთი სიტყვებიც კი, რომელთა გამოყენებასაც განათლების სფეროში დასაქმებული მაღალი დონის ინტელექტუალები არც კი იკადრებდნენ, სინამდვილეში ღვთის ბაგეებიდან მოდის. —ეს იმდენად წარმოუდგენელია და ასე არ უნდა იყოს, არა?“ რა მოჰყვება შედეგად ამ მუდმივ გამოკვლევას? იგრძნობ, რომ ღმერთზე უკეთესი ხარ და რომ ღმერთს შენი უნდა სწამდეს და ის უნდა განგადიდებდეს. განა ეს პრობლემა არ არის? ესენი არიან სულიერ წვდომას მოკლებული ადამიანები. მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ ყოველთვის არის ღვთის წინააღმდეგ დგომა და მისი გამოკვლევა. იმავდროულად, როცა ღმერთს იკვლევენ, ისინი ეწინააღმდეგებიან მას, და როდესაც ეწინააღმდეგებიან, ფიქრობენ: „სჯობს, რომ შენ არ იყო ღმერთი, რადგან შენ ისეთი უმნიშვნელო ხარ, შენ არ ჰგავხარ ღმერთს. შენ რომ ღმერთი იყო, მე მშვიდად ვერ ვიქნებოდი. თუ მე შეგიძულებ და გამოგიკვლევ; იქამდე გაგაანალიზებ, რომ შენ აღარ იყო ღმერთი და არავის სწამდეს შენი; მაშინ მე ბედნიერი ვიქნები; თუ სარწმუნოდ დიად ღმერთს მოვძებნი, მშვიდად ვიგრძნობ თავს.“ ასეთი ადამიანები ურწმუნონი არიან. ურწმუნოთა უმეტესობას სულიერი გაგება აკლია. ისინი ვერასოდეს გაიგებენ ან მოიპოვებენ ჭეშმარიტებას ღვთის ამ ყველაზე ჩვეულებრივი გამონათქვამებიდან. ისინი უბრალოდ იკვლევენ მათ ისევ და ისევ; არა მხოლოდ ვერ ახერხებენ ჭეშმარიტების მოპოვებას, არამედ ღუპავენ საკუთარი ხსნის მნიშვნელოვან საქმეს; ასევე ავლენენ საკუთარ თავს და საკუთარ თავს თავადვე რიყავენ. მოდით, აქ დავასრულოთ დღევანდელი თანაზიარება. (მადლობა ღმერთს!) ნახვამდის!

17 იანვარი, 2020 წ.

სქოლიო:

ა. „ლაო“ და „სიაო“ არის პრეფიქსები, რომლებიც ჩინურ ენაში გვარების წინ ემატება, როგორც მიმართვის ფორმა, რომელიც გამოხატავს მოსაუბრესა და მსენელს შორისფამილიარულ ან არაფორმალურ დამოკიდებულებას.

წინა:  პუნქტი მეოთხე: საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება

შემდეგი:  პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ, არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ (ნაწილი მეორე)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger