როგორ შეუძლია ადამიანს, რომელმაც ღმერთი თავის წარმოდგენებში შეზღუდა, ღვთის გამოცხადებების მიღება?

ღვთის საქმე ყოველთვის წინ მიიწევს და, მიუხედავად იმისა რომ, მისი საქმის მიზანი უცვლელია, მოქმედების მეთოდი მუდმივად იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთის მიმდევრებიც მუდმივად იცვლებიან. რაც უფრო მეტად ირჯება ღმერთი, ადამიანისგან ღმერთის შეცნობა მით უფრო ღრმავდება. ღვთის მოქმედების კვალდაკვალ, შესაბამისი ცვლილებები ხდება ადამიანის ხასიათშიც. თუმცა, ვინაიდან ღვთის საქმე მუდამ იცვლება და ახლდება, ისინი, ვინც არ იცნობენ სულიწმინდის მოქმედებას და ჭეშმარიტებას არ უწყიან, იქცევიან ადამიანებად, რომლებიც ღმერთს ეწინააღმდეგებიან. ღვთის საქმე არასოდეს ემთხვევა ადამიანის წარმოდგენებს, საქმე მისი ყოველთვის ახალია და არასოდეს ძველი; ის არასდროს იმეორებს ძველ საქმეს, არამედ ასრულებს იმას, რაც მანამდე არ მომხდარა. რადგან ღმერთი თავის საქმეს არ იმეორებს, ადამიანი კი ხშირად წარსულში აღსრულებულით განიკითხავს მის დღევანდელ საქმეს, ძალიან რთული ხდება ყოველი ახალი ეპოქის საქმის შესრულება. გაცილებით დიდი სიძნელეები აქვს ადამიანს! მისი აზროვნება მეტისმეტად კონსერვატულია. არავინ იცნობს ღვთის საქმეს და მაინც, ყველა ზღუდავს მას. როდესაც ის ტოვებს ღმერთს, ადამიანი კარგავს სიცოცხლეს, ჭეშმარიტებასა და ღვთის კურთხევას და მაინც არ იღებს არც სიცოცხლეს, არც ჭეშმარიტებას, მით უმეტეს იმ დიდ კურთხევებს, რომელთაც ღმერთი კაცობრიობას ანიჭებს. ყოველი ადამიანი ესწრაფვის ღმერთის მიღებას, მაგრამ ვერ ეგუება ღვთის საქმეში ცვლილებებს. ისინი, ვინც არ იღებენ ღვთის ახალ საქმეს, ფიქრობენ, რომ ღვთის საქმე უცვლელია და მარად ერთ მდგომარეობაში რჩება. მათ სჯერათ, რომ ღვთისგან მარადიული ხსნის მისაღებად საკმარისია სჯულის დაცვა და თუ ადამიანი ინანიებს და აღიარებს თავის ცოდვებს, ღვთის ნება მუდამ დაკმაყოფილდება. მათ მიაჩნიათ, რომ ღმერთი მხოლოდ სჯულის ფარგლებში მყოფი ღმერთია და ის ღმერთი, რომელიც ადამიანისათვის ჯვარს ეცვა; ასევე ფიქრობენ, რომ ღმერთი არ უნდა და ვერ უნდა გასცდეს ბიბლიას. სწორედ ამგვარმა შეხედულებებმა მტკიცედ შეკრა ისინი ძველი სჯულის ბორკილებით და მიაჯაჭვა მკვდარ წესებს. კიდევ უფრო მეტნი არიან ისინი, ვისაც სჯერა, რომ როგორიც უნდა იყოს ღვთის ახალი საქმე, ის აუცილებლად წინასწარმეტყველებებით უნდა დასტურდებოდეს და რომ ამ საქმის ყოველ ეტაპზე ყველა, ვინც მას „ჭეშმარიტი“ გულით მისდევს, ხილვებსა და გამოცხადებებს უნდა იღებდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი საქმე ვერ იქნება ღვთის საქმე. ღმერთის შეცნობა ადამიანისთვის თავისთავად არ არის იოლი. როცა ამას ერთვის კაცის უგუნური გული, მისი ამპარტავნული და ურჩი ბუნება, მას კიდევ უფრო უჭირს ღვთის ახალი საქმის მიღება. ადამიანი არც გულდასმით იკვლევს ღვთის ახალ საქმეს და არც სიმდაბლით იღებს მას; ამის ნაცვლად, უღირსად ელოდება ხილვებსა და ღვთისგან წინამძღვრობას. განა ეს ადამიანისგან ღმერთისადმი ურჩობისა და წინააღმდეგობის გამოვლინება არ არის? და როგორ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება?

იესომ თქვა, რომ იეჰოვას საქმე მადლის ჟამს ჩამორჩა, ასევე მე დღეს ვამბობ, იესოს საქმეც ჩამორჩა. რომ ყოფილიყო მხოლოდ სჯულის ჟამი და არა მადლის ჟამი, იესოს არ აცვამდნენ ჯვარს და ვერ იხსნიდა მთელ კაცობრიობას. რომ ყოფილიყო მხოლოდ სჯულის ჟამი, მიაღწევდა კი კაცობრიობა დღევანდელ მდგომარეობას? ისტორია წინ მიიწევს — და განა ეს არ არის ღვთის საქმის ბუნებრივი წესი? განა ეს არ არის მის მიერ ადამიანის მართვის გამოვლინება მთელ სამყაროში? როგორც ისტორია მიდის წინ, ასევე წინ მიიწევს ღვთის საქმეც. ღვთის განზრახვანი განუწყვეტლივ იცვლება. მას არ შეეძლო ექვსი ათასი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ეტაპზე დარჩენა, რადგან, როგორც ყველამ იცის, ღმერთი ყოველთვის ახალია და არასოდეს ძველი და ვერ იქნებოდა შესაძლებელი, რომ იგი კვლავ და კვლავ იმეორებდეს ერთსა და იმავე საქმეს, როგორიცაა ჯვარცმა, ჯვარზე ლურსმნებით გაკვრა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ასე ფიქრი სასაცილო იქნებოდა. ღმერთი არ იმეორებს ერთსა და იმავე საქმეს; მისი საქმე მუდამ იცვლება და ყოველთვის ახალია, ისევე როგორც მე ყოველდღიურად ახალ სიტყვებს გეუბნებით და ახალ საქმეს აღვასრულებ. ეს არის საქმე, რომელსაც ვაკეთებ, და აქ მთავარია სიტყვები — „ახალი“ და „საკვირველი“. „ღმერთი უცვლელია და ღმერთი მუდამ ღმერთად რჩება“ — ეს გამოთქმა ჭეშმარიტია, ღვთის არსი არ იცვლება, ღმერთი ყოველთვის ღმერთია და სატანად არასოდეს იქცევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი საქმე ისეთივე უცვლელი და მუდმივია, როგორიც მისი არსი. თქვენ ამბობთ, რომ ღმერთი უცვლელია, მაგრამ როგორ ახსნით იმას, რომ ღმერთი მუდამ ახალია და არასოდეს ძველი? ღვთის საქმე განუწყვეტლივ ვრცელდება და მუდმივად იცვლება, ხოლო მისი ნება კვლავ და კვლავ ცხადდება და ეუწყება ადამიანს. ღვთის საქმესთან ზიარების პროცესში, ადამიანის ხასიათიც უწყვეტად იცვლება, ისევე, როგორც მისი ცოდნა. მაშ, საიდან მოდის ეს ცვლილება? განა ამის მიზეზი ღვთის მუდამ განახლებადი საქმე არ არის? თუ ადამიანის ხასიათი შეიძლება შეიცვალოს, რატომ არ შეუძლია ადამიანს დაუშვას, რომ ჩემი საქმეც და ჩემი სიტყვებიც განუწყვეტლივ იცვლებოდეს? ნუთუ მე ადამიანის შეზღუდვებს უნდა ვემორჩილებოდე? განა ამით ნაძალადევ არგუმენტებსა და დამახინჯებულ ლოგიკას არ იყენებთ?

აღდგომის შემდეგ იესო მოწაფეებს გამოეცხადა და უთხრა: „მე გიგზავნით ჩემი მამის თქვენდამი აღთქმას: თქვენ კი დარჩით ქალაქ იერუსალიმში, სანამ ზეციდან ძალით შეიმოსებით“. გესმის, თუ როგორ შეიძლება ამ სიტყვების ახსნა? ახლა მისი ძალით აღვსილი ხარ? გესმის, რას ნიშნავს „ძალა“? იესომ გამოაცხადა, რომ უკანასკნელ დღეებში ჭეშმარიტების სული კაცობრიობას მიენიჭებოდა. უკანასკნელი დღეები უკვე დადგა; გესმის, ჭეშმარიტების სული სიტყვებს როგორ გამოხატავს? ჭეშმარიტების სული სად ჩნდება და მოქმედებს? ესაია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველების წიგნში არასდროს არის ნახსენები, რომ ახალი აღთქმის ეპოქაში დაიბადებოდა ყრმა, სახელად იესო; მხოლოდ დაიწერა, რომ დაიბადებოდა მამრობითი სქესის ჩვილი, სახელად ემანუელი. სახელი „იესო“ რატომ არ იყო ნახსენები? ძველ აღთქმაში ეს სახელი არსადაა მოხსენიებული, მაშ, აქამდე იესოსი რატომ გჯერა? შენ ალბათ იესოს რწმენა მხოლოდ მისი საკუთარი თვალით ნახვის შემდეგ დაიწყე, ასე არაა? ან გამოცხადების მიღების შემდეგ დაიწყე რწმენა? ნუთუ ღმერთი ასეთ მადლს ნამდვილად მოგანიჭებდა? გამოგიგზავნიდა კი ის ასეთ დიდ კურთხევას? იესოსადმი შენი რწმენის საფუძველი რა არის? რატომ არ გჯერა, რომ ღმერთმა დღეს ხორცი შეისხა? რატომ ამბობ, რომ ღმერთი რომ არ გამოგეცხადა, ადასტურებს იმას, რომ ის ხორციელად არ განკაცებულა? ღმერთმა ხალხს ამის შესახებ თავისი საქმის დაწყებამდე უნდა აცნობოს? განა მან ჯერ მათი თანხმობა უნდა მიიღოს? ესაიამ უბრალოდ გამოაცხადა, რომ მამრობითი სქესის ჩვილი ბაგაში დაიბადებოდა; მას არასდროს უწინასწარმეტყველებია, რომ მარიამი იესოს შობდა. კონკრეტულად რას ეფუძნება შენი რწმენა რწმენა მარიამისგან შობილი იესოს მიმართ? დარწმუნებული ხარ, რომ შენი რწმენა ბუნდოვანი არ არის? ზოგი ამბობს, რომ ღვთის სახელი არ იცვლება. მაშ, სახელი იეჰოვა რატომ გახდა იესო? ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია მოვიდოდა, მაშინ რატომ მოვიდა ადამიანი, სახელად იესო? ღვთის სახელი რატომ შეიცვალა? განა მსგავსი საქმე დიდი ხნის წინ არ შესრულდა? ნუთუ ღმერთს დღეს ახალი საქმის შესრულება არ შეუძლია? გუშინდელი საქმე შეიძლება შეიცვალოს და იესოს საქმე შეიძლება იეჰოვას საქმეს მიჰყვეს. ნუთუ იესოს საქმე სხვა საქმით არ შეიძლება გაგრძელდეს? თუ იეჰოვას სახელი შეიძლება იესოთი შეიცვალოს, მაშინ ნუთუ იესოს სახელიც არ შეიძლება შეიცვალოს? ამაში უცნაური არაფერია; უბრალოდ, ადამიანები ძალიან გულუბრყვილოები არიან. ღმერთი ყოველთვის ღმერთად დარჩება. როგორც უნდა შეიცვალოს მისი საქმე და როგორც უნდა შეიცვალოს მისი სახელი, მისი ხასიათი და სიბრძნე არასდროს შეიცვლება. თუ შენ გჯერა, რომ ღმერთს სახელად მხოლოდ იესო შეიძლება ეწოდოს, მაშინ შენი ცოდნა ძალიან შეზღუდულია. გაბედავ იმის მტკიცებას, რომ იესო სამუდამოდ იქნება ღვთის სახელი, რომ ღმერთი სამუდამოდ და ყოველთვის იესოდ იწოდება და რომ ეს არასდროს შეიცვლება? გაბედავ იმის დარწმუნებით მტკიცებას, რომ სწორედ იესოს სახელმა დაასრულა რჯულის ეპოქა და ასევე საბოლოო ეპოქასაც დაასრულებს? ვის შეუძლია თქვას, რომ იესოს მადლს ამ ეპოქის დასრულება შეუძლია? თუ შენ ამ ჭეშმარიტებების მკაფიო გაგება არ გაქვს, მაშინ არა მხოლოდ ვერ შეძლებ სახარების ქადაგებას, არამედ თავადაც მტკიცედ დგომას ვერ შეძლებ. როდესაც დადგება დღე, როდესაც შენ ამ რელიგიური ადამიანების ყველა სირთულეს მოაგვარებ და მათ ყველა მცდარ აზრს უარყოფ, ეს იქნება იმის დასტური, რომ შენ საქმის ამ ეტაპზე აბსოლუტურად თავდაჯერებული ხარ და ოდნავი ეჭვიც არ გეპარება. თუ შენ მათ მცდარ აზრებს ვერ უკუაგდებ, მაშინ ისინი შენ ბრალს დაგდებენ და ცილს დაგწამებენ. განა ეს სამარცხვინო არ იქნება?

ყველა ებრაელი კითხულობდა ძველ აღთქმას და იცოდნენ ესაიას წინასწარმეტყველების შესახებ, რომ ბაგაში მამრობითი სქესის ჩვილი დაიბადებოდა. მაშ, ისინი იესოს რატომ დევნიდნენ, იმის მიუხედავად, რომ ამ წინასწარმეტყველების შესახებ სრულად იცოდნენ? განა ეს მათი მეამბოხე ბუნებისა და სულიწმიდის საქმის არცოდნის გამო არ იყო? იმ დროს ფარისევლები თვლიდნენ, რომ იესოს საქმე განსხვავდებოდა იმისგან, რაც მათ იცოდნენ ნაწინასწარმეტყველები მამრობითი სქესის ჩვილის შესახებ და დღეს ხალხი უარყოფს ღმერთს, რადგან ხორცშესხმული ღმერთის საქმე ბიბლიას არ შეესაბამება. განა მათი ღმერთისადმი ურჩობის არსი იგივე არ არის? შეგიძლია, უპირობოდ მიიღო სულიწმიდის მთელი საქმე? თუ ეს სულიწმიდის საქმეა, მაშინ ეს სწორი დინებაა და შენ ის ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა მიიღო; არ უნდა არჩიო, თუ რა მიიღო. თუ ღმერთის შესახებ მეტს გაიგებ და მის მიმართ მეტ სიფრთხილეს გამოიჩენ, განა ეს უსაფუძვლო არ არის? შენ ბიბლიიდან დამატებითი დასტურის ძიება არ დაგჭირდება; თუ ეს სულიწმიდის საქმეა, მაშინ შენ უნდა მიიღო ის, რადგან გწამს ღმერთის, რათა მიჰყვე მას და არ უნდა გამოიძიო იგი. შენ არ უნდა ეძებო ჩემ შესახებ დამატებითი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ მე შენი ღმერთი ვარ, არამედ უნდა შეძლო იმის გარკვევა, სასარგებლო ვარ თუ არა შენთვის — ეს ყველაზე გადამწყვეტია. მაშინაც კი, თუ ბიბლიაში ბევრ უტყუარ მტკიცებულებას იპოვი, ის სრულად ჩემთან ვერ მიგიყვანს. შენ უბრალოდ ბიბლიის ფარგლებში ცხოვრობ და არა ჩემ წინაშე; ბიბლია ვერ დაგეხმარება ჩემ შეცნობაში და ვერც ჩემდამი შენს სიყვარულს გააღრმავებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მამრობითი სქესის ჩვილი დაიბადებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა, ვისზე ახდებოდა ეს წინასწარმეტყველება, რადგან ადამიანმა არ იცოდა ღვთის საქმე და სწორედ ამან აიძულა ფარისევლები, იესოს წინააღმდეგ წასულიყვნენ. ზოგიერთმა იცის, რომ ჩემი საქმე ადამიანის ინტერესებშია, მაგრამ ისინი კვლავაც თვლიან, რომ მე და იესო ორი სრულიად განსხვავებული, ურთიერთშეუთავსებელი არსება ვართ. იმ დროს იესომ თავის მოწაფეებს მხოლოდ მადლის ეპოქის შესახებ ქადაგებების სერია მისცა ისეთ თემებზე, როგორიცაა პრაქტიკა, შეკრება, ლოცვა მუხლმოდრეკით და სხვებთან მოპყრობა მადლის ეპოქაში. მის მიერ შესრულებული საქმე მადლის ეპოქის საქმე იყო და ის მხოლოდ იმას განმარტავდა, თუ მოწაფეებს და მის მიმდევრებს იმ დროს როგორ უნდა ემოქმედათ. იმ დროს ის მხოლოდ მადლის ეპოქის საქმეს ასრულებდა და არა უკანასკნელი დღეების საქმეს. როდესაც იეჰოვამ ძველი აღთქმის კანონი რჯულის ეპოქაში დაადგინა, რატომ არ შეასრულა მან მადლის ეპოქის საქმე? მან წინასწარ რატომ არ განმარტა მადლის ეპოქის საქმე? განა ეს ადამიანს მის მიღებაში არ დაეხმარებოდა? მან მხოლოდ იწინასწარმეტყველა, რომ მამრობითი სქესის ჩვილი დაიბადებოდა და მოვიდოდა ხელისუფლებაში, მაგრამ მან მადლის ეპოქის საქმე წინასწარ არ შეასრულა. ღვთის საქმეს თითოეულ ეპოქაში მკაფიო საზღვრები აქვს; ის მხოლოდ მიმდინარე ეპოქის საქმეს ასრულებს და თავისი საქმის მომდევნო ეტაპს წინასწარ არ აღასრულებს. თითოეულ ეპოქაში მისი წარმომადგენლობითი საქმის წინა ხაზზე წამოწევა მხოლოდ ასე შეიძლება. იესო მხოლოდ უკანასკნელი დღეების ნიშნებზე საუბრობდა, იმაზე, თუ როგორ უნდა ვიყოთ სულგრძელნი და როგორ გადავრჩეთ, როგორ უნდა მოვინანიოთ და აღვასრულოთ ლოცვები, როგორ უნდა ვატაროთ ჯვარი და გავუძლოთ ტანჯვას; მას არასდროს უსაუბრია იმაზე, თუ უკანასკნელ დღეებში ადამიანმა შესვლას როგორ უნდა მიაღწიოს და არც იმაზე, თუ ღვთის ზრახვების დაკმაყოფილებას როგორ უნდა ეცადოს. ამგვარად, ბიბლიაში ღვთის უკანასკნელი დღეების საქმის ძიება განა სასაცილო არ არის? ბიბლიის ხელში ჭერით რის დანახვა შეგიძლია? იქნება ეს ბიბლიის განმმარტებელი თუ მქადაგებელი, ვის შეეძლო დღევანდელი საქმის წინასწარ დანახვა?

„ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, სული ეკლესიებს რას ეუბნება“. გსმენიათ სულიწმიდის სიტყვები? ღვთის სიტყვები თქვენზე გადმოვიდა. გესმით ისინი? უკანასკნელ დღეებში ღმერთი სიტყვების საქმეს ასრულებს და ეს სიტყვები სულიწმიდის სიტყვებია, რადგან ღმერთი არის სულიწმიდა და ასევე შეუძლია ხორცშესხმა; ამიტომ, სულიწმიდის სიტყვები, როგორც წარსულში იყო ნათქვამი, დღეს ხორცშესხმული ღვთის სიტყვებია. ბევრია აბსურდული ადამიანი, რომელიც თვლის, რომ, რადგან სულიწმიდა ლაპარაკობს, მისი ხმა ზეციდან უნდა ისმოდეს, რათა ხალხმა გაიგოს. ვინც ასე ფიქრობს, მან ღვთის საქმეები არ იცის. სინამდვილეში, სულიწმიდის მიერ წარმოთქმული სიტყვები, ხორცშესხმული ღმერთის მიერ წარმოთქმული სიტყვებია. სულიწმიდას ადამიანთან პირდაპირ საუბარი არ შეეძლო; რჯულის ეპოქაშიც კი, იეჰოვა ხალხს პირდაპირ არ ელაპარაკებოდა. განა გაცილებით ნაკლებად სავარაუდო არ იქნებოდა, რომ ის ამას დღეს, ამ ეპოქაში გააკეთებდა? იმისათვის, რომ ღმერთმა საქმის შესასრულებლად სიტყვები წარმოთქვას, მან ხორცი უნდა შეისხას; წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საქმე თავისი მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს. ისინი, ვინც განკაცებულ ღმერთს უარყოფს, არიან ისინი, ვინც არ იცნობენ სულიწმიდას ან იმ პრინციპებს, რომლითაც ღმერთი მოქმედებს. ისინი, ვინც თვლიან, რომ ახლა სულიწმიდის ეპოქაა, მაგრამ მის ახალ საქმეს არ იღებენ, ისინი არიან, ვინც ბუნდოვანი რწმენით ცხოვრობენ. ასეთი ადამიანები სულიწმიდის საქმეს ვერასდროს მიიღებენ. ისინი, ვინც მხოლოდ სულიწმიდისგან ითხოვენ, რომ პირდაპირ ილაპარაკოს და შეასრულოს თავისი საქმე და ხორცშესხმული ღმერთის სიტყვებს ან საქმეს არ იღებენ, ახალ ეპოქაში შესვლას, ან ღმერთისგან სრული ხსნის მიღებას ვერასდროს შეძლებენ!

წინა:  თქვენ გვერდზე უნდა გადადოთ სტატუსით მოპოვებული კურთხევანი და ჩაწვდეთ ღვთის განზრახვას, მოუტანოს ხსნა ადამიანს

შემდეგი:  მხოლოდ მათ შეუძლიათ ღვთის დაკმაყოფილება, ვინც იცნობს ღმერთს და მის საქმეს

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger