თავი 11

ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის, ამ პერიოდში ღვთის გამონათქვამებში თითქოს არავითარი ცვლილება არ შეინიშნება, რაც იმით არის განპირობებული, რომ ადამიანებს არ შესწევთ უნარი, ჩაწვდნენ იმ კანონებს, რომელთა მიხედვითაც ღმერთი საუბრობს და არ ესმით მისი სიტყვების კონტექსტი. ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ადამიანებს არ სჯერათ, რომ ამ სიტყვებში რაიმე ახალი საიდუმლოა; შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ იცხოვრონ არაჩვეულებრივად ახალი სიცოცხლით და ამის ნაცვლად, ცხოვრობენ უძრავი და უსიცოცხლო ცხოვრებით. მაგრამ ღვთის გამონათქვამებში ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს მნიშვნელობის უფრო ღრმა დონე, რომელიც ადამიანისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელია. დღეს, ადამიანისთვის ღვთის ასეთი სიტყვების წაკითხვის ბედნიერება ყველაზე დიდი კურთხევაა. არავის რომ არ წაეკითხა ეს სიტყვები, ადამიანი სამუდამოდ დარჩებოდა ამპარტავანი, თვითმართალი, საკუთარი თავის არმცოდნე და ვერ გააცნობიერებდა, თუ რამდენი ნაკლოვანება გააჩნია. ღვთის ღრმა, შეუცნობელი სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ადამიანები ფარულად აღფრთოვანებულნი არიან მათით და მათ გულებში ჩნდება ჭეშმარიტი დარწმუნებულობა, რომელიც სიყალბისგან თავისუფალია; მათი გულები ნამდვილი ხდება და არა ყალბი. სწორედ ეს ხდება სინამდვილეში ადამიანების გულებში. ყველას თავისი ამბავი აქვს გულში. თითქოს ისინი საკუთარ თავს ეუბნებიან: „დიდი ალბათობით, ეს თავად ღმერთმა თქვა — თუ არა ღმერთმა, სხვა ვინ შეძლებდა ასეთი სიტყვების წარმოთქმას? მე რატომ არ შემიძლია მათი თქმა? რატომ არ შემიძლია ასეთი საქმის აღსრულება? როგორც ჩანს, განკაცებული ღმერთი, რომელზეც ღმერთი საუბრობს, ნამდვილად რეალურია და თავად ღმერთია! გულში ეჭვის ტარება აღარ უნდა გავაგრძელო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, როდესაც ღვთის ხელი დაგვატყდება თავს, სინანული უკვე გვიანი იყოს! ...“ სწორედ ასე ფიქრობს ადამიანთა უმეტესობა თავის გულში. სამართლიანი იქნება ითქვას, რომ იმ დროიდან, როდესაც ღმერთმა საუბარი დაიწყო, დღემდე, ღვთის სიტყვების მხარდაჭერის გარეშე ყველა ადამიანი დაეცემოდა. რატომ არის ნათქვამი, რომ მთელი საქმე თავად ღვთის მიერ სრულდება და არა ადამიანის მიერ? ღმერთს რომ სიტყვები არ გამოეყენებინა ეკლესიის ცხოვრების მხარდასაჭერად, ყველა უკვალოდ გაქრებოდა. განა ეს ღვთის დიდი ძალმოსილება არ არის? განა ეს მართლაც ადამიანის მჭევრმეტყველებაა? განა ეს ადამიანის განსაკუთრებული ნიჭია? სრულიადაც არა! გაანალიზების გარეშე, ვერავინ გაიგებდა, თუ როგორი სისხლი ჩქეფს მათ ძარღვებში, არ ეცოდინებოდათ, რამდენი გული აქვთ ან რამდენი ტვინი და ყველას ეგონებოდა, რომ იცნობს ღმერთს. განა არ იციან, რომ მათი ცოდნა ჯერ კიდევ შეიცავს წინააღმდეგობას? გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი ამბობს: „კაცობრიობის თითოეული ადამიანი ჩემი სულის მიერ გამოკვლევას უნდა დაექვემდებაროს, ყოველ საკუთარ სიტყვას და ქმედებას გულდასმით უნდა წონიდეს და უფრო მეტიც, ჩემს საოცარ საქმეებს უნდა ჭვრეტდეს.“ აქედან ჩანს, რომ ღვთის სიტყვები უმიზნო და უსაფუძვლო არ არის. ღმერთი არასოდეს მოპყრობია არცერთ ადამიანს უსამართლოდ; იობიც კი, მთელი თავისი რწმენით, არ ყოფილა გამონაკლისი — ისიც გაანალიზდა და სირცხვილისგან დასამალი ადგილი აღარ დარჩა. რომ აღარაფერი ვთქვათ დღევანდელ ადამიანებზე. ამგვარად, ღმერთი მაშინვე კითხულობს: „რას გრძნობთ, როდესაც სამეფო დედამიწაზე მკვიდრდება?“ ღვთის ამ შეკითხვაზე არ არის მთავარი აქცენტი, მაგრამ ის ადამიანებს საგონებელში აგდებს: „რას ვგრძნობთ? ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის დამკვიდრდება სასუფეველი, მაშ, როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ გრძნობებზე? უფრო მეტიც, წარმოდგენაც არ გვაქვს. რამე რომ მეგრძნო, ეს მხოლოდ გაოცება იქნებოდა და სხვა არაფერი.“ სინამდვილეში, ეს შეკითხვა ღვთის სიტყვების მიზანს არ წარმოადგენს. მთავარი აზრი შემდეგია: „როდესაც ჩემი ძენი და ხალხი ჩემი ტახტისკენ მოემართებიან, განკითხვას დიდი თეთრი ტახტის წინაშე ოფიციალურად ვიწყებ.“ ეს ერთი წინადადება აჯამებს მთელი სულიერი სამყაროს დინამიკას. არავინ იცის, რისი გაკეთება სურს ღმერთს სულიერ სამყაროში ამ დროს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღმერთი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, ადამიანებში მცირედი გამოფხიზლება იწყება. რადგან ღვთის საქმეში სხვადასხვა ეტაპი არსებობს, ღვთის საქმე სამყაროში ასევე იცვლება. ამ დროს ღმერთი უმთავრესად გადაარჩენს ღვთის ძეებსა და ხალხს, ანუ, ანგელოზთა მიერ დამწყემსილნი, ღვთის ძენი და ხალხი იწყებენ გასხვლისა და დამსხვრევის მიღებას, ისინი ოფიციალურად იწყებენ თავიანთი ფიქრებისა და წარმოდგენების უკუგდებას და ამ წუთისოფლის ყოველგვარი კვალის მოშორებას; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის მიერ ნახსენები „განკითხვა დიდი თეთრი ტახტის წინაშე“ ოფიციალურად იწყება. რადგან ეს ღვთის განკითხვაა, ღმერთმა თავისი ხმა უნდა წარმოთქვას — და მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი იცვლება, მიზანი ყოველთვის ერთი და იგივეა. დღეს, თუ ვიმსჯელებთ იმ ტონით, რომლითაც ღმერთი საუბრობს, ჩანს, რომ მისი სიტყვები ადამიანთა გარკვეული ჯგუფისკენაა მიმართული. სინამდვილეში, უპირველეს ყოვლისა, ეს სიტყვები მთელი კაცობრიობის ბუნებას ეხება. ისინი პირდაპირ ადამიანის ზურგის ტვინს სწვდება, არ ზოგავს ადამიანის გრძნობებს და ამხელს მისი სუბსტანციის მთლიანობას ისე, რომ არაფერს ტოვებს და არაფერს ატარებს შეუმჩნევლად. დღეიდან მოყოლებული, ღმერთი ოფიციალურად ამხელს ადამიანის ნამდვილ სახეს და ამგვარად, „ჩემი სულის ხმას მთელ სამყაროში გავავრცელებ.“ შედეგი, რომელიც საბოლოოდ მიიღწევა, ასეთია: „ჩემი სულის ხმას მთელ სამყაროში გავავრცელებ. ჩემი სიტყვით ცაში, მიწასა და ყოველივეში, ყველა ადამიანს და ყველაფერს განვწმენდ, რათა მიწა აღარ იყოს ბილწი და გარყვნილი, არამედ იყოს წმიდა სამეფო.“ ეს სიტყვები წარმოადგენს სამეფოს პერსპექტივებს და ეს არის ქრისტეს მთელი სამეფო, ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა თქვა: „ყველაფერი კარგი ნაყოფია, ყველა გულმოდგინე მიწათმოქმედია.“ ბუნებრივია, ეს სამყაროში მოხდება და მხოლოდ ჩინეთით არ შემოიფარგლება.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი იწყებს საუბარსა და მოქმედებას, ადამიანებს თავიანთ წარმოდგენებში უჩნდებათ მცირედი ცოდნა მის შესახებ. თავდაპირველად, ეს ცოდნა მხოლოდ მათ წარმოდგენებში არსებობს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ადამიანების ფიქრები სულ უფრო ამაო და ადამიანური გამოყენებისთვის შეუფერებელი ხდება; შესაბამისად, ისინი იწყებენ ღვთის ყოველი სიტყვის რწმენას, ისე, რომ თითოეული მათგანი „ თავის ცნობიერებაში პრაქტიკული ღმერთისთვის ადგილს ქმნის.“ მხოლოდ თავიანთ ცნობიერებაში აქვთ ადამიანებს ადგილი პრაქტიკული ღმერთისთვის. თუმცა, სინამდვილეში, ისინი არ იცნობენ ღმერთს და მხოლოდ ფუჭ სიტყვებს წარმოთქვამენ. მიუხედავად ამისა, წარსულთან შედარებით, მათ დიდი პროგრესი განიცადეს, თუმცა მათი ცოდნა მაინც ძალიან შორს არის თავად პრაქტიკულ ღმერთთან შედარებისას. რატომ ამბობს ღმერთი მუდამ: „ყოველდღე დავდივარ ადამიანთა დაუსრულებელ ნაკადში და ყოველდღე ვმოქმედებ თითოეულ ადამიანში.“? რაც უფრო მეტს ამბობს ღმერთი ასეთ რამეებს, მით უფრო მეტად შეუძლიათ ადამიანებს მათი შედარება დღევანდელი პრაქტიკული ღმერთის ქმედებებთან და ამგვარად, მათ უკეთ შეუძლიათ რეალობაში პრაქტიკული ღმერთის შეცნობა. რადგან ღვთის სიტყვები ხორცის პერსპექტივიდან არის ნათქვამი და ადამიანური ენით არის წარმოთქმული, ადამიანებს შეუძლიათ ღვთის სიტყვების გაგება „მატერიალური საგნებით“ მათი გაზომვით და ამით უფრო დიდი შედეგი მიიღწევა. გარდა ამისა, ღმერთი კვლავ და კვლავ საუბრობს ადამიანების გულებში არსებული „მე“-სა და რეალობაში არსებული „მე“-ს ხატზე, რაც ადამიანებს უფრო მეტად განაწყობს, განდევნონ ღვთის ხატი თავიანთი გულებიდან და ამგვარად, მზად არიან შეიცნონ თავად პრაქტიკული ღმერთი და ურთიერთობა ჰქონდეთ მასთან. ეს არის ღვთის სიტყვების სიბრძნე. რაც უფრო მეტს ამბობს ღმერთი ასეთ რამეებს, მით უფრო დიდია სარგებელი ადამიანების მიერ ღვთის შეცნობისთვის და ამიტომ ღმერთი ამბობს: „მე რომ ხორცი არ შემესხა, ადამიანი ვერასოდეს შემიცნობდა და რომც შევემეცნებინე, განა ასეთი ცოდნა მაინც წარმოდგენა არ იქნებოდა?“ ნამდვილად, ადამიანებს რომ ღვთის შეცნობა საკუთარი წარმოდგენების მიხედვით მოეთხოვებოდათ, ეს მათთვის რთული არ იქნებოდა; პირიქით, ისინი თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობდნენ და ამ შემთხვევაში, ღმერთი სამუდამოდ ბუნდოვანი და არაპრაქტიკული იქნებოდა ადამიანების გულებში, რაც დაამტკიცებდა, რომ მთელ სამყაროზე სატანა მეფობს და არა ღმერთი; ამგვარად, ღვთის სიტყვები, რომ „მე დავიბრუნე ჩემი ძალაუფლება“, სამუდამოდ ფუჭი დარჩებოდა.

როდესაც ღვთაებრიობა უშუალოდ იწყებს მოქმედებას, ეს ასევე ის დროა, როდესაც სამეფო ოფიციალურად მკვიდრდება ადამიანთა სამყაროში. მაგრამ აქ ნათქვამია, რომ სამეფო ადამიანთა შორის მკვიდრდება და არა ის, რომ სამეფო ადამიანთა შორის ფორმას იღებს — და შესაბამისად, რაზეც დღეს არის საუბარი, არის სამეფოს შენება და არა ის მდგომარეობა, როდესაც ის ფორმას იღებს. რატომ ამბობს ღმერთი მუდამ: „ყოველივე დუმდება“? ნუთუ ყოველივე ჩერდება და უძრავად დგას? ნუთუ დიდი მთები მართლაც დუმდებიან? მაშ, რატომ არ აქვთ ადამიანებს ამის შეგრძნება? ნუთუ ღვთის სიტყვა მცდარია? ან იქნებ ღმერთი აჭარბებს? რადგან ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, გარკვეულ გარემოში ხორციელდება, არავინ აცნობიერებს ამას და არც იმის უნარი შესწევს, საკუთარი თვალით აღიქვას ეს და ერთადერთი, რისი გაკეთებაც ადამიანებს შეუძლიათ, ღვთის საუბრის მოსმენაა. იმ დიდებულების გამო, რომლითაც ღმერთი მოქმედებს, როდესაც ღმერთი მოდის, თითქოს ცასა და მიწაზე უზარმაზარი ცვლილება ხდება; და ღვთისთვის ისე ჩანს, თითქოს ყველა ამ მომენტს აკვირდება. დღეს, ფაქტები ჯერ კიდევ არ დამდგარა. ადამიანებმა მხოლოდ მცირედი ისწავლეს ღვთის სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობის ნაწილიდან. ჭეშმარიტი მნიშვნელობა ელოდება იმ დროს, როდესაც ისინი განიწმინდებიან თავიანთი წარმოდგენებისგან; მხოლოდ მაშინ გააცნობიერებენ ისინი, თუ რას აკეთებს დღეს განკაცებული ღმერთი დედამიწასა და ზეცაში. ჩინეთში მყოფ ღვთის ხალხში არ არის მხოლოდ დიდი წითელი დრაკონის საწამლავი. ასევე, დიდი წითელი დრაკონის ბუნება მათში უფრო უხვად და უფრო ნათლად ვლინდება. მაგრამ ღმერთი ამაზე პირდაპირ არ საუბრობს, მხოლოდ მცირედით მოიხსენიებს დიდი წითელი დრაკონის შხამს. ადამიანის იარების ამგვარად პირდაპირ არმხილება უფრო სასარგებლოა ადამიანის პროგრესისთვის. დიდი წითელი დრაკონის შთამომავლებს არ მოსწონთ, როდესაც სხვების წინაშე დიდი წითელი დრაკონის ჩამომავლებად მოიხსენიებენ. თითქოს ეს სიტყვები „დიდი წითელი დრაკონი“ მათ არცხვენს; არცერთ მათგანს არ სურს ამ სიტყვებზე საუბარი და ამიტომ ღმერთი მხოლოდ ამბობს: „ჩემი საქმის ეს ეტაპი უპირველესად თქვენზეა ფოკუსირებული და ეს ჩინეთში ჩემი განკაცების მნიშვნელობის ერთ-ერთი ასპექტია.“ უფრო ზუსტად, ღმერთი უმთავრესად მოვიდა, რათა დაიპყროს დიდი წითელი დრაკონის შთამომავლობის არქეტიპული წარმომადგენლები, რაც არის ჩინეთში ღვთის განკაცების მნიშვნელობა.

„როდესაც კაცთა შორის მე პირადად მოვდივარ, იმავდროულად, ანგელოზები მწყემსვის საქმეს იწყებ“ სინამდვილეში, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, თითქოს ღვთის სული ადამიანთა სამყაროში მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ანგელოზები ღვთის ურიცხვი რჩეული ხალხის მწყემსვას იწყებენ. პირიქით, ეს ორი საქმე — ღვთაებრიობის საქმე და ანგელოზების მიერ დამწყემსვა — ერთდროულად ხორციელდება. შემდეგ, ღმერთი მცირედით საუბრობს ანგელოზების მიერ დამწყემსვაზე. როდესაც ის ამბობს, რომ „ყველა ძე და ხალხი არა მხოლოდ იღებს განსაცდელსა და მწყემსვას, არამედ საკუთარი თვალითაც ხედავს სხვადასხვა ხილვას“, ადამიანთა უმეტესობას უხვი წარმოდგენები უჩნდება სიტყვა „ხილვებზე“. ხილვები გულისხმობს ზებუნებრივ მოვლენებს ადამიანების წარმოსახვებში. მაგრამ საქმის შინაარსი კვლავაც თავად პრაქტიკული ღმერთის შეცნობაა. ხილვები არის ის საშუალება, რომლითაც ანგელოზები მოქმედებენ. მათ შეუძლიათ ადამიანებს მისცენ შეგრძნებები ან სიზმრები, რაც მათ ანგელოზების არსებობის აღქმის საშუალებას აძლევს. მაგრამ ანგელოზები ადამიანისთვის უხილავნი რჩებიან. ღვთის ძეებსა და ხალხს შორის მუშაობის მეთოდი არის მათთვის უშუალოდ გაცხადებებისა და განათების მიცემა, რასაც ემატება მათი გასხვლა და დამსხვრევა. ქადაგებები იშვიათად ტარდება. რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის თანაზიარება გამონაკლისია. სწორედ ეს ხდება ჩინეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებში. ღვთის სიტყვების შინაარსი ამხელს მთელი კაცობრიობის ცხოვრებისეულ გარემოებებს — ბუნებრივია, ეს უპირველესად დიდი წითელი დრაკონის შთამომავლობისკენაა მიმართული. მთელი კაცობრიობის სხვადასხვა მდგომარეობიდან, ღმერთი ირჩევს მათ, ვინც წარმომადგენლობითია, რათა ნიმუშად გამოდგეს და ამგვარად, ადამიანებს სრულად აშიშვლებს. ადამიანებმა არ იციან სირცხვილი, ანდა დრო არ აქვთ, დაემალონ ამ სინათლის განათებას და მიჰყვებიან ამას. ადამიანის მრავალი მანერა სურათების სიმრავლეა. რასაც ღმერთი ხატავს, არის ადამიანის მთელი სიმახინჯე, უძველესი დროიდან დღემდე და დღეიდან ხვალამდე: ზოგი ტირის სიბნელეში, თითქოს გლოვობს დაკარგულ მხედველობას; ზოგი იცინის; ზოგს დიდი ტალღები ეხეთქება; ზოგი მთის დატალღულ გზებზე დადის; ზოგი ეძებს უკიდეგანო უდაბნოში, შიშისგან აკანკალებული, როგორც ჩიტი, რომელიც მშვილდის ლარის უბრალო გაჟღერებამ დააფრთხო, და ღრმად ეშინია, რომ მთებში გარეულმა ცხოველებმა არ შეჭამონ. ღვთის ხელში, სიმახინჯის ეს მრავალი სახეობა ცოცხალ, რეალისტურ სურათებად იქცევა, რომელთა უმეტესობაც მეტისმეტად საზარელია საყურებლად, ანდა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებს თმა ყალყზე დაუდგეთ და საგონებელში ჩაცვივდნენ. ღვთის თვალში, ყველაფერი, რაც ადამიანში ვლინდება, სხვა არაფერია, თუ არა სიმახინჯე და მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება თანაგრძნობა გამოიწვიოს, ის მაინც სიმახინჯეა. ადამიანის ღვთისგან განსხვავების საფუძველი ის არის, რომ ადამიანის სისუსტე მდგომარეობს მის მიდრეკილებაში, გამოხატოს კეთილგანწყობა სხვების მიმართ. თუმცა, ღმერთი ყოველთვის ერთნაირი იყო ადამიანის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყოველთვის ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდა. ის ყოველთვის არ არის ისეთი კეთილი, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ, როგორც გამოცდილი დედა, რომლის ფიქრებიც მუდამ შვილებზე ტრიალებს. სინამდვილეში, ღმერთს რომ არ სურდეს მეთოდების მთელი არსენალის გამოყენება დიდი წითელი დრაკონის დასაპყრობად, ის არავითარ შემთხვევაში არ ჩაყლაპავდა თავის ბრაზს, რათა საკუთარი თავისთვის ნება მიეცა, დამორჩილებოდა ადამიანის შეზღუდვებს. ღვთის ხასიათის თანახმად, ყველაფერი, რასაც ადამიანები აკეთებენ და ამბობენ, იწვევს ღვთის ბრაზს და ისინი უნდა გაიკიცხონ. ღვთის თვალში, არცერთი მათგანი არ შეესაბამება სტანდარტს და ყველა მათგანი ღვთის მიერ უნდა განიგმიროს. ჩინეთში ღვთის საქმის პრინციპების გამო და, უფრო მეტიც, დიდი წითელი დრაკონის ბუნების გამო, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ ჩინეთი დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაა და ის მიწა, სადაც განკაცებული ღმერთი მკვიდრობს, ღმერთმა უნდა შეიკავოს ბრაზი და დაიპყროს დიდი წითელი დრაკონის მთელი შთამომავლობა. თუმცა, მას ყოველთვის სძულს დიდი წითელი დრაკონის შთამომავლები — ანუ, მას ყოველთვის სძულს ყველაფერი, რაც დიდი წითელი დრაკონისგან მოდის — და ეს არასოდეს შეიცვლება.

არავის არასოდეს სცოდნია ღვთის ქმედებების შესახებ და არც არაფერს არასოდეს უხილავს მისი ქმედებები. მაგალითად, როდესაც ღმერთი სიონში დაბრუნდა, ვინ იცოდა ამის შესახებ? ამგვარად, სიტყვები, როგორიცაა „მე ჩუმად მოვდივარ ადამიანთა შორის და შემდეგ ვუჩინარდები. ოდესმე ვინმეს ვუნახივარ?“ აჩვენებს, რომ ნამდვილად აკლია მოცემულობა, მიიღოს სულიერ სამყაროში მიმდინარე მოვლენები. წარსულში ღმერთმა თქვა, რომ როდესაც ის სიონში ბრუნდება, „მზე მცხუნვარეა, მთვარე — კაშკაშა.“ რადგან ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ღვთის სიონში დაბრუნების ამ საკითხის დავიწყება და კვლავაც გარკვეულწილად წუხან ამაზე, ღმერთი პირდაპირ წარმოთქვამს სიტყვებს „მზე მცხუნვარეა და მთვარე — კაშკაშა“, რათა მოერგოს ადამიანების წარმოდგენებს. შედეგად, როდესაც ადამიანების წარმოდგენებს ღვთის სიტყვები ეჯახება, ისინი ხედავენ, რომ ღვთის ქმედებები ასეთი საოცარია და ხედავენ, რომ მისი სიტყვები ღრმა, შეუცნობელი და ყველასთვის გაუშიფრავია; ამგვარად, ისინი სრულად ივიწყებენ ამ საკითხს და გრძნობენ მცირედ სიცხადეს თავიანთ სულებში, თითქოს ღმერთი უკვე დაბრუნდა სიონში და ამიტომ ადამიანები დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ ამ საკითხს. ამის შემდეგ, ისინი იღებენ ღვთის სიტყვებს ერთი გულითა და ერთი გონებით და აღარ წუხან იმაზე, რომ ღვთის სიონში დაბრუნების შემდეგ უბედურება დაატყდებათ თავს. მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ადამიანებს უკეთ მიიღონ ღვთის სიტყვები, მთელი თავიანთი ყურადღება ღვთის სიტყვებზე გაამახვილონ, რაც მათ სხვა რამეზე ფიქრის სურვილს უკარგავს.

წინა:  თავი 10

შემდეგი:  თავი 12

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger