თავი 18

ღვთის ყველა სიტყვა შეიცავს მისი ხასიათის ნაწილს. ღვთის ხასიათი სიტყვებით სრულად ვერ გადმოიცემა, რაც საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ დიდია სიმდიდრე მასში. ის, რისი დანახვა და შეხებაც ადამიანებს შეუძლიათ, ბოლოს და ბოლოს, შეზღუდულია, ისევე როგორც ადამიანთა შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიტყვები ნათელია, ადამიანები მათ სრულად გააზრებას ვერ ახერხებენ. მაგალითვისთვის ავიღოთ ეს სიტყვები: „ელვის ქუხილში, ყველა სახის ცხოველი თავის ჭეშმარიტ სახეს ავლენს. ასევეა ადამიანიც: ჩემი სინათლით განათებულმა, მან დაიბრუნა სიწმინდე, რომელიც ოდესღაც ჰქონდა. ოჰ, ძველო, გარყვნილო სამყაროვ! საბოლოოდ, ის ბინძურ წყალში გადაიჩეხა და, ზედაპირს ქვემოთ ჩაძირული, ტალახად იქცა!” ღვთის ყველა სიტყვა შეიცავს მის არსებას და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი აცნობიერებს ამ სიტყვებს, არავის გაუგია მათი მნიშვნელობა. ღვთის თვალში ყველა, ვინც მას ეწინააღმდეგება, მისი მტერია; ანუ, ისინი, ვინც ბოროტი სულებისანი არიან, ცხოველებს წარმოადგენენ. ამის საფუძველზე შესაძლებელია ეკლესიის ჭეშმარიტი მდგომარეობის დანახვა. ყველა ადამიანი თავად იკვლევს საკუთარ თავს ღვთის სიტყვების ნათებით, სხვების შეგონების, გვემის ან პირდაპირი განდევნის, ადამიანური ქმედებებისა და მითითებების გარეშე. ამ „მიკროსკოპის“ მეშვეობით ისინი ძალიან ნათლად ხედავენ, თუ რაოდენ ბევრი ავადმყოფობაა მათში სინამდვილეში. ღვთის სიტყვებში ყველა სახის სული დახარისხებულია და თავისი პირვანდელი სახით არის გამოაშკარავებული; ისინი, ვისაც ანგელოზთა სულები აქვთ, უფრო მეტად განათებულნი და გაცისკროვნებულნი ხდებიან, აქედან გამომდინარეობს ღვთის სიტყვები: „დაიბრუნეს სიწმინდე, რომელიც ოდესღაც ჰქონდათ“. ეს სიტყვები ეფუძნება ღვთის მიერ მიღწეულ საბოლოო შედეგს. რა თქმა უნდა, ამჟამად ეს შედეგი ჯერ კიდევ ვერ იქნება სრულად მიღწეული — ეს მხოლოდ წინარე გამოცდილებაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ღვთის განზრახვის დანახვა. ეს სიტყვები საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი ღვთის სიტყვების წინაშე დაიმსხვრევა და დამარცხდება კაცობრიობის თანდათანობითი განწმენდის პროცესში. აქ „ტალახად იქცა“ არ ეწინააღმდეგება ღვთის მიერ სამყაროს ცეცხლით განადგურებას, ხოლო „ელვა“ ღვთის რისხვას აღნიშნავს. როდესაც ღმერთი დაატეხს თავის დიდ რისხვას, მთელი სამყარო შედეგად ყოველგვარ უბედურებას განიცდის, ვულკანის ამოფრქვევის მსგავსად. ზეციდან გადმოხედვისას ჩანს, რომ დედამიწაზე მთელ კაცობრიობას დღითიდღე უფრო და უფრო უახლოვდება ყოველგვარი უბედურება. ზეცის სიმაღლიდან ჭვრეტისას დედამიწაზე ვხედავთ იმის მსგავს აუარება სურათს, რომლებიც მიწისძვრას უძღვის წინ. თხევადი ცეცხლი უკონტროლოდ მძვინვარებს, ლავა თავისუფლად მოედინება, მთები იძვრის და ყველაფერს ცივი ნათება გადაჰკრავს. მთელი სამყარო ცეცხლშია გახვეული. ეს არის ღვთის მიერ რისხვის მოვლენის სცენა და მისი სამსჯავროს ჟამი. ხორცისა და სისხლისგან შექმნილი ვერავინ გაექცევა ამას. ამგვარად, მთელი სამყაროს გასანადგურებლად აღარ იქნება საჭირო ქვეყნებს შორის ომები და ადამიანთა შორის კონფლიქტები; სამაგიეროდ, სამყარო „გააზრებულად დატკბება“ ღვთის გაკიცხვის წიაღში. ვერავინ შეძლებს გადარჩენას; თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს ეს განსაცდელი. ამის შემდეგ მთელი სამყარო კვლავინდებურად გაბრწყინდება წმინდა ნათლით და კაცობრიობა თავიდან დაიწყებს ახალ ცხოვრებას. ღმერთი განისვენებს სამყაროს ზემოთ და ყოველდღიურად დალოცავს მთელ კაცობრიობას. ცათა სასუფეველი აღარ იქნება აუტანლად უკაცრიელი, არამედ დაიბრუნებს იმ სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც სამყაროს შექმნის შემდეგ აღარ ჰქონია. „მეექვსე დღე“ სწორედ ის დროა, როდესაც ღმერთი ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ღმერთი და კაცობრიობა ორივე განსვენებაში შევლენ, ხოლო სამყარო აღარ იქნება მღვრიე ან ჭუჭყიანი, არამედ განახლდება. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა: „დედამიწა აღარ არის სასიკვდილოდ უძრავი და მდუმარე, ცა კი — უკაცრიელი და პირქუში“. ცათა სასუფეველში არასდროს ყოფილა უსამართლობა, ადამიანური გრძნობები ან კაცობრიობის რაიმე სახის გახრწნილი ხასიათი, რადგან იქ სატანისეული არეულობა არ არსებობს. „ადამიანებს“ ძალუძთ ღვთის სიტყვების გააზრება და ცათა სასუფეველში ცხოვრება სიხარულით არის აღსავსე. ყველას, ვინც ცათა სასუფეველშია, აქვს სიბრძნე და ღვთის ღირსება. ცისა და დედამიწის განსხვავებულობის გამო, ცათა სასუფევლის მკვიდრებს „ადამიანებად“ არ მოიხსენიებენ; ღმერთი მათ „სულებს“ უწოდებს. ამ ორ განსაზღვრებას შორის არსობრივი სხვაობაა — ისინი, ვინც ახლა „ადამიანებად“ იწოდებიან, სატანის მიერ იყვნენ გახრწნილნი, ხოლო „სულები“ — არა. საბოლოოდ, ღმერთი დედამიწის ადამიანებს გადააქცევს ისეთ არსებებად, რომლებსაც ცათა სასუფევლის სულების თვისებები ექნებათ; მაშინ ისინი სატანის მიერ დაბრკოლების შექმნას აღარ დაექვემდებარებიან. ეს არის ნამდვილი მნიშვნელობა ამ სიტყვებისა: „ჩემი სიწმინდე გასცდა სამყაროს და მოიცვა იგი მთლიანად“. „დედამიწა თავის პირველქმნილ მდგომარეობაში ზეცას ეკუთვნის და ზეცა დედამიწასთანაა შეერთებული. ადამიანი არის ის რგოლი, რომელიც ზეცასა და დედამიწას აკავშირებს. ადამიანის სიწმინდისა და განახლების გამო, ზეცა დედამიწისთვის აღარ არის დაფარული, ხოლო დედამიწა აღარ დუმს ზეცის წინაშე“. ეს ნათქვამია იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ანგელოზთა სულები აქვთ; ამ ეტაპზე „ანგელოზები“ კვლავ შეძლებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას და თავიანთი პირველქმნილი მდგომარეობის აღდგენას; მათ აღარ გაყოფთ ხორციელი ბუნება ზეცისა და დედამიწის სამყაროებს შორის. დედამიწაზე მყოფი „ანგელოზები“ შეძლებენ ზეცაში მყოფ ანგელოზებთან თანაზიარებას, დედამიწაზე მყოფი ადამიანები შეიცნობენ ზეცის საიდუმლოებებს, ხოლო ზეცაში მყოფი ანგელოზები შეიცნობენ კაცობრიობის სამყაროს საიდუმლოებებს. ზეცა და დედამიწა გაერთიანდებიან და მათ შორის მანძილი აღარ იქნება. ეს არის სასუფევლის შეცნობის მშვენიერება. ეს არის ის, რასაც ღმერთი დაასრულებს და რასაც ყველა ადამიანი და სული ნატრობს. თუმცა, რელიგიურ სამყაროში მყოფებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ისინი უბრალოდ ელიან, რომ მაცხოვარი იესო თეთრი ღრუბლით მოვა და მათ სულებს წაიყვანს, დედამიწაზე კი მიმოფანტულ „ნაგავს“ დატოვებს (სადაც „ნაგავი“ გვამებს აღნიშნავს). განა ეს არ არის ის შეხედულება, რომელსაც ყველა ადამიანი იზიარებს? სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა: „ოჰ, რელიგიურო სამყაროვ! როგორ არ უნდა განადგურდეს იგი ჩემი ხელმწიფების მიერ დედამიწაზე?“ ღვთის ხალხის სრულქმნის გამო, რელიგიური სამყარო თავდაყირა დადგება. ეს არის იმ „ხელმწიფების“ ნამდვილი მნიშვნელობა, რაზეც ღმერთმა ისაუბრა. ღმერთმა თქვა: „განა არსებობს ვინმე, ვინც ჩემს დღეში ჩემს სახელს არცხვენს? ყველა თრთოლით მომაპყრობს მზერას და გულში ფარულად შემომღაღადებს“. ეს არის ის, რაც ღმერთმა რელიგიური სამყაროს განადგურების შედეგების შესახებ თქვა. იგი სრულად დანებდება ღვთის ტახტის წინაშე მისი სიტყვების გამო; აღარ დაელოდება თეთრი ღრუბლის ჩამოსვლას და არც ცას შეხედავს, არამედ ღვთის ტახტის წინაშე დაპყრობილი იქნება. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა: „გულში ფარულად შემომღაღადებს“ — ეს იქნება შედეგი რელიგიური სამყაროსთვის, რომელსაც ღმერთი მთლიანად დაიპყრობს. აი, რას გულისხმობს ღვთის ყოვლისშემძლეობა — დაამხოს ყველა რელიგიური ადამიანი, კაცობრიობის ყველაზე ამბოხებული ნაწილი, რათა ისინი აღარასდროს ჩაეჭიდონ თავიანთ წარმოდგენებს ღვთის შეცნობის იმედად.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიტყვებმა არაერთხელ იწინასწარმეტყველა სასუფევლის მშვენიერება, ისაუბრა მის სხვადასხვა ასპექტზე და აღწერა იგი განსხვავებული პერსპექტივებიდან, ისინი მაინც ვერ გამოხატავს სრულად სასუფევლის ეპოქის ყოველ პირობას, რადგან ადამიანთა აღქმის უნარი მეტისმეტად ნაკლოვანია. მისი ყველა გამონათქვამი წარმოთქმულია, თუმცა ადამიანებს მათთვის რენტგენის ლინზით არ შეუხედავთ; ამიტომაც ისინი კვლავ მოკლებულნი არიან სიცხადესა და გაგებას, უფრო მეტიც — დაბნეულნი არიან. ეს ხორცის უდიდესი ნაკლია. მიუხედავად იმისა, რომ გულში ადამიანებს ღვთის სიყვარული სურთ, ისინი მას მაინც ეწინააღმდეგებიან სატანის მიერ შექმნილი დაბრკოლების გამო. ამიტომ ღმერთმა არაერთხელ მიუთითა ადამიანთა გულგრილ და გონებადახშულ გულებზე, რათა ისინი გამოფხიზლდნენ. ყველაფერი, რასაც ღმერთი ამხელს, სატანის სიმახინჯეა, ამიტომ რაც უფრო მკაცრია მისი სიტყვები, მით უფრო შერცხვენილია სატანა, მით ნაკლებად არის ადამიანთა გულები შეზღუდული და მით უფრო მეტად შეიძლება აღიძრას ადამიანებში სიყვარული. სწორედ ასე მოქმედებს ღმერთი. რადგან სატანა მხილებულია და გაშიფრულია, იგი ვეღარ ბედავს ადამიანთა გულების დაკავებას და, შესაბამისად, ანგელოზები აღარ არიან შეწუხებულნი. ამგვარად, მათ ღმერთი მთელი გულითა და გონებით უყვარდებათ. მხოლოდ ამ დროს ხდება ნათელი, რომ თავიანთ არსში ანგელოზები ღმერთს ეკუთვნიან და უყვართ იგი. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ღვთის განზრახვის შესრულება. „ყველა ადამიანის გულში ახლა არის ადგილი ჩემთვის. მეტად აღარ შევხვდები ზიზღს ან უარყოფას ადამიანებს შორის, რადგან ჩემი დიდი საქმე უკვე აღსრულებულია და აღარაფერი აფერხებს მას“. ეს არის იმის მნიშვნელობა, რაც ზემოთ იყო აღწერილი. სატანის მიერ შექმნილი დაბრკოლების გამო, ადამიანებს არ ჰყოფნით დრო, რომ შეიყვარონ ღმერთი; ისინი გამუდმებით მიჯაჭვულნი არიან ამქვეყნიურ საქმეებს და სატანისგან შეცდომაში შეყვანილნი, სასოწარკვეთილნი დაეძებენ გამოსავალს. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა: კაცობრიობამ „გამოცადა ცხოვრებისეული გაჭირვება, ამქვეყნიური უსამართლობა და ადამიანთა სამყაროს უსწორმასწორო გზა, მაგრამ ახლა ისინი ჩემს ნათელში მკვიდრობენ. ვინ არ დაღვრის ცრემლს გუშინდელი უსამართლობის გამო?“ ამ სიტყვების მოსმენისას ადამიანები გრძნობენ, თითქოს ღმერთი თანაუგრძნობს, როგორც თანამგზავრი გაჭირვებაში, და ამ დროს, მათ უკმაყოფილებას იზიარებს. მათ უეცრად შეიგრძნეს წუთისოფლის ტკივილი და ფიქრობენ: „მართალია — ამქვეყნად არაფერს მოუნიჭებია ჩემთვის სიხარული. დედის მუცლიდან გამოსვლის დღიდან დღემდე, მხოლოდ ცხოვრებისეული გაჭირვება გამოვიარე და არაფერი შემიძენია, გარდა უდიდესი ტანჯვისა. ყველაფერი ასეთი ცარიელია! და ახლა სატანამ ასე გამხრწნა! ოჰ! ღვთის ხსნა რომ არა, სიკვდილის ჟამს განა ტყუილად არ მექნებოდა განვლილი მთელი ცხოვრება? აქვს კი ადამიანურ ცხოვრებას რაიმე აზრი? გასაკვირი არ არის, ღმერთმა რომ თქვა, მზის ქვეშ ყველაფერი ცარიელიაო. დღეს ღმერთს რომ არ მოეფინა ჩემთვის ნათელი, კვლავ წყვდიადში ვიქნებოდი. რა საშინელებაა!“ ამ მომენტში მათ გულებში ეჭვი იბადება: „თუ ღვთის აღთქმას ვერ მივიღებ, როგორღა განვაგრძო ცხოვრება?“ ვინც ამ სიტყვებს კითხულობს, ლოცვისას ყველას ცრემლი სდის. ასეთია ადამიანის ფსიქიკა. შეუძლებელია, ვინმემ ეს წაიკითხოს და რეაქცია არ ჰქონდეს, თუკი ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი არ არის. ღმერთი ყოველდღიურად ამხელს სხვადასხვა ტიპის ადამიანთა მდგომარეობას. ხანდახან იგი მათ ნაცვლად გამოთქვამს წუხილს. ხანდახან ეხმარება ადამიანებს, დაძლიონ გარკვეული გარემოებები და წარმატებით გაიარონ ისინი. ზოგჯერ ადამიანების „გარდაქმნებზე“ მიუთითებს, თორემ ადამიანები ვერ გაიგებდნენ, რაოდენ გაიზარდნენ ცხოვრებისეულად. ზოგჯერ ღმერთი რეალურ გამოცდილებაზე მიუთითებს, ზოგჯერ კი — ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზე. ხანდახან ახალ მოთხოვნებს უყენებს მათ, ხანდახან კი მიუთითებს იმის ხარისხზე, თუ რამდენად ესმით მათ მისი. თუმცა, ღმერთმა ისიც თქვა: „მესმოდა უამრავი ადამიანის გულწრფელი სიტყვები, მრავალი ადამიანის მონათხრობი გაჭირვების ჟამს გამოვლილი მტანჯველი გამოცდილების შესახებ; ვიხილე მრავალი, ვინც განსაცდელის ჟამს ურყევად ავლენდა თავის ერთგულებას ჩემ მიმართ და ვუყურებდი მრავალს, რომლებიც კლდოვან ბილიკზე სიარულისას გამოსავალს ეძებდნენ“. ეს დადებითი პერსონაჟების აღწერაა. „კაცობრიობის ისტორიის დრამის“ თითოეულ ეპიზოდში არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი პერსონაჟებიც არსებობდნენ. ამიტომ, ღმერთი განაგრძობს ამ უარყოფითი პერსონაჟების სიმახინჯის მხილებას. შესაბამისად, მხოლოდ „მოღალატეებთან“ კონტრასტის მეშვეობით ვლინდება „სამართლიან ადამიანთა“ ურყევი ერთგულება და უშიშარი სიმამაცე. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს უარყოფითი ფაქტორები და, გამონაკლისის გარეშე, დადებითი ფაქტორებიც. ღმერთი ორივეს იყენებს ადამიანთა ნამდვილი სახის გამოსავლენად, რათა მოღალატეებმა თავი დახარონ და აღიარონ თავიანთი ცოდვები, ხოლო წახალისების შედეგად, სამართლიანმა ადამიანებმა კვლავინდებურად შეინარჩუნონ ერთგულება. ღვთის სიტყვების შინაარსი ძალიან ღრმაა. ხანდახან ადამიანები კითხულობენ მათ და სიცილით კვდებიან, ზოგჯერ მხოლოდ დუმილში ხრიან თავს. პერიოდულად იგონებენ წარსულს, ხან მწარედ ტირიან და აღიარებენ თავიანთ ცოდვებს, ხანდახან ფიქრებში იბნევიან, ზოგჯერ კი ეძიებენ. საერთო ჯამში, ადამიანთა რეაქციები იცვლება იმ განსხვავებული გარემოებების გამო, რომლებშიც ღმერთი საუბრობს. როდესაც ადამიანი კითხულობს ღვთის სიტყვებს, ზოგჯერ გვერდით მყოფებს შეიძლება შეცდომით ისიც კი ეგონოთ, რომ ეს ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია. დაუკვირდით ამ სიტყვებს: „და ამგვარად, დედამიწაზე სადავო დაპირისპირებები აღარ არსებობს და, ჩემი სიტყვების გაჟღერებასთან ერთად, თანამედროვე ეპოქის სხვადასხვა „იარაღს“ ხმარებიდან ამოიღებენ“. მხოლოდ სიტყვა „იარაღს“ შეუძლია მთელი დღის სიცილის საბაბი მისცეს ადამიანს და, როდესაც ვინმეს შემთხვევით გაახსენდება სიტყვა „იარაღი“, ისინი თავისთვის გულიანად გაიცინებენ. განა ასე არ არის? როგორ შეიძლება ამაზე არ გაგეცინოს?

როდესაც იცინი, ნუ დაგავიწყდება იმის გააზრება, თუ რას მოითხოვს ღმერთი კაცობრიობისგან, და ნუ დაგავიწყდება ეკლესიის ნამდვილი მდგომარეობის დანახვა: „კაცობრიობა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ახალ გარემოში მყოფი მრავალი ადამიანი მიმოიხედავს და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სრულიად ახალ სამყაროში მოხვედრილა; ამის გამო მათ არ შეუძლიათ, დაუყოვნებლივ შეეწყონ არსებულ გარემოს ან მაშინვე დადგნენ სწორ გზაზე.“ ამჟამად ეს არის ეკლესიის ნამდვილი მდგომარეობა. ნუ შეშფოთდები იმის გამო, რომ ყველა ადამიანი დაუყოვნებლივ არ დგება სწორ გზაზე. როგორც კი სულიწმიდის საქმე გარკვეულ ეტაპამდე მივა, ადამიანები ყველანი შევლენ მასში ისე, რომ ვერც კი გააცნობიერებენ. როდესაც ჩასწვდები ღვთის სიტყვების არსს, გეცოდინება, რა ეტაპამდე მიუღწევია მის სულს. ღვთის განზრახვა ასეთია: „მე მხოლოდ ადამიანის უმართებულობის გამო ვატარებ „განათლების“ სათანადო ზომებს, რათა ყველას მივცე სწორ გზაზე დადგომის შესაძლებლობა“. ეს არის ღვთის საუბრისა და მოქმედების წესი და ეს არის კაცობრიობის პრაქტიკული ქმედების კონკრეტული გზაც. ამის შემდეგ მან ადამიანებს მიუთითა კაცობრიობის კიდევ ერთ მდგომარეობაზე: „თუ ადამიანებს არ სურთ დატკბნენ იმ ნეტარებით, რომელიც ჩემშია, მე მხოლოდ იმას შემიძლია დავეთანხმო, რასაც მათი გული ესწრაფვის, და ისინი უფსკრულში გავუშვა“. ღმერთმა ამომწურავად ისაუბრა და ადამიანს საყვედურის თქმის უმცირესი შესაძლებლობაც კი არ დაუტოვა. სწორედ ეს არის განსხვავება ღმერთსა და ადამიანს შორის. ღმერთი ადამიანს ყოველთვის ღიად და პირდაპირ ესაუბრება. ყველაფერში, რასაც ღმერთი ამბობს, შესაძლებელია მისი გულწრფელი გულის დანახვა, რაც ადამიანს საპასუხო გულწრფელობისკენ უბიძგებს და საშუალებას აძლევს, გაუხსნას მას გული, რათა ღმერთმა დაინახოს, ცისარტყელას რომელი ფერის სპექტრშია მოქცეული მისი გული. ღმერთს არასოდეს შეუქია არც ერთი ადამიანის რწმენა ან სიყვარული, მაგრამ ყოველთვის უყენებდა მათ მოთხოვნებს და ამხელდა მათ სიმახინჯეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის „სულიერი ზრდა“ ზედმეტად მცირეა, მისი „აგებულება“ — ზედმეტად სუსტი, და რომ მას მეტი „ვარჯიში“ სჭირდება ამ ნაკლოვანებების შესავსებად. სწორედ ამიტომ „ანთხევს“ ღმერთი მუდმივად თავის „რისხვას“ ადამიანზე. ერთ დღეს, როცა ღმერთი ადამიანს სრულად ამხელს და დაანახვებს მის ნამდვილ სახეს, ის სრულყოფილი გახდება და ღმერთიც დამშვიდდება. ადამიანები აღარ მიმართავენ ღმერთთან მლიქვნელობას და ღმერთიც აღარ „დამოძღვრავს“ მათ. ამის შემდეგ ადამიანები შეძლებენ „დამოუკიდებლად ცხოვრებას“, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ადამიანებში ჯერ კიდევ ბევრი „სიყალბეა“ და საჭიროა კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლა და რამდენიმე „საკონტროლო პუნქტის“ დაწესება, რათა ადამიანებმა ყველა „საკონტროლო პუნქტზე“ თავიანთი „გადასახადები“ გადაიხადონ. თუ სადმე ისევ აღმოჩნდება ყალბი საქონელი, ჩამოართმევენ, რათა არ გაიყიდოს, და შემდეგ კონტრაბანდული საქონლის ეს პარტია განადგურდება. განა ეს არ არის საქმის კეთების საუკეთესო გზა?

წინა:  თავი 16

შემდეგი:  თავი 22 და თავი 23

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger