თავი 32
ღვთის სიტყვები ადამიანებს საგონებელში აგდებს; თითქოს როდესაც ღმერთი საუბრობს, ის გვერდს უვლის ადამიანს და ჰაერს ესაუბრება, თითქოს მას საერთოდ არ აქვს განზრახული, მეტი ყურადღება დაუთმოს ადამიანის საქმეებს და სრულიად უგულებელყოფს ადამიანის სულიერ ზრდას, თითქოს სიტყვები, რომლებსაც ის ამბობს, არის მიმართული არა ადამიანთა წარმოდგენებისკენ, არამედ გვერდს უვლის ადამიანს ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესაბამისად. უამრავი მიზეზის გამო ღვთის სიტყვები ადამიანისთვის შეუცნობელი და გაუგებარია. ეს გასაკვირი არ არის. ღვთის ყველა სიტყვის თავდაპირველი მიზანი არ არის ის, რომ ადამიანებმა მათგან ცოდნა მიიღონ ან ხრიკები ისწავლონ; ნაცვლად ამისა, ისინი ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც ღმერთი მოქმედებს დასაწყისიდან დღემდე. რა თქმა უნდა, ადამიანები იღებენ გარკვეულ სარგებელს ღვთის სიტყვებიდან: იქნება ეს საიდუმლოებებთან თუ პეტრესთან, პავლესთან და იობთან დაკავშირებული საკითხები — მაგრამ ეს არის ის, რისკენაც ისინი უნდა ისწრაფოდნენ და რისი მიღწევაც შეუძლიათ და, როგორც მათ სულიერ ზრდას შეეფერება, უკვე მიაღწიეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს ამ საკითხების წვდომასთან მიმართებაში. რატომ ხდება ისე, რომ ეფექტი, რომლის მიღწევასაც ღმერთი ითხოვს, არ არის მაღალი, თუმცა მან ამდენი სიტყვა წარმოთქვა? ეს დაკავშირებულია გაკიცხვასთან, რომელზეც ის საუბრობს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიიღწევა ისე, რომ ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ. დღეს ადამიანები უფრო დიდ ტანჯვას ითმენენ ღვთის სიტყვების ზემოქმედებით. ერთი შეხედვით, არცერთი მათგანი არ ჩანს გასხლული, ადამიანებმა თავისუფლად დაიწყეს თავიანთი საქმის კეთება და მსახურების შემსრულებლები ღვთის ხალხის დონემდე ამაღლდნენ — ამის გამო ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ისინი შევიდნენ ტკბობაში. სინამდვილეში, რეალობა ისაა, რომ გამოწრთობიდან ყველა მათგანი შევიდა უფრო მკაცრ გაკიცხვაში. ზუსტად ისე, როგორც ღმერთი ამბობს: „ჩემი საქმის ეტაპები მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თითოეული სულ უფრო მაღალია“. ღმერთმა ამოიყვანა მსახურების შემსრულებლები უძირო უფსკრულიდან და ჩააგდო ისინი ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც გაკიცხვა უფრო მძიმეა. ამრიგად, ისინი განიცდიან კიდევ უფრო დიდ გასაჭირს, საიდანაც ძლივს ახერხებენ თავის დაღწევას. განა ასეთი გაკიცხვა უფრო მძიმე არ არის? უფრო მაღალ საუფლოში შესვლის შემდეგ რატომ გრძნობენ ადამიანები მწუხარებას და არა ბედნიერებას? რატომ არის ნათქვამი, რომ სატანის ხელიდან გადარჩენის შემდეგ, ისინი გადაეცემიან დიდ წითელ დრაკონს? გახსოვთ, როდესაც ღმერთმა თქვა: „საქმის ბოლო ნაწილი სრულდება დიდი წითელი დრაკონის სახლში“? გახსოვთ, როდესაც ღმერთმა თქვა: „საბოლოო გასაჭირი არის ღვთისთვის ძლიერი, მჭექარე მოწმობის გაცემა დიდი წითელი დრაკონის წინაშე“? ადამიანები რომ არ გადაეცათ დიდი წითელი დრაკონისთვის, როგორ შეძლებდნენ ისინი მის წინაშე მოწმობის გაცემას? ვის უთქვამს ოდესმე ისეთი სიტყვები, როგორიცაა „მე დავამარცხე ბოროტი ეშმაკი“ საკუთარი თავის მოკვდინების შემდეგ? საკუთარი ხორცეული სხეულის მტრად დანახვა და შემდეგ საკუთარი თავის მოკვდინება — სად არის ამის პრაქტიკული მნიშვნელობა? რატომ ისაუბრა ღმერთმა ასე? „მე ვუყურებ არა ადამიანთა ნაიარევებს, არამედ იმ ნაწილს, რომელზეც იარები არ აქვთ და ამით ვტკბები“. ღმერთს რომ მართლა სურდეს ის, რომ მისი გამოხატულება იყვნენ ადამიანები, ვისაც ნაიარევები არ აქვთ, რატომ წარმოთქვამდა ის ასე მოთმინებითა და და გულწრფელად ამდენ სიტყვას ადამიანის პერსპექტივიდან ხალხის წარმოდგენების დასამსხვრევად? რატომ შეაწუხებდა ის ამით თავს? რატომ შეიწუხებდა თავს ამის კეთებით? ამრიგად, ვხედავთ, რომ ღვთის განკაცებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა, რომ ის არ „უკუაგდებდა“ ხორციელ სხეულს განკაცებისა და თავისი საქმის დასრულების შემდეგ. რატომ არის ნათქვამი, რომ „ოქრო არ შეიძლება იყოს სუფთა და ადამიანი არ შეიძლება იყოს სრულყოფილი“? როგორ შეიძლება ამ სიტყვების ახსნა? როდესაც ღმერთი საუბრობს ადამიანის არსზე, რას ნიშნავს მისი სიტყვები? ადამიანის შეუიარაღებელი თვალით ხორციელი სხეული სრულიად უუნარო ან მეტისმეტად ნაკლოვანი ჩანს. ღვთის თვალში ეს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი — თუმცა ადამიანთათვის ეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხია. თითქოს მათ საერთოდ არ ძალუძთ ამის გადაჭრა თითქოს ეს პირადად უნდა მოაგვაროს ზეციურმა ძალამ — განა ეს არ არის ადამიანური წარმოდგენა? „ადამიანის თვალში მე მხოლოდ ზეციდან მოვლენილი „პატარა ვარსკვლავი“ ვარ, ერთი პატარა ვარსკვლავი ზეცაში და ჩემი დედამიწაზე მოსვლა დღეს ღმერთმა მომანდო. შედეგად, ადამიანებმა სიტყვებს - „მე“ და „ღმერთი“ უფრო მეტი განმარტება მოუძებნეს.“ რადგან ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, რატომ ამხელს ღმერთი მათ წარმოდგენებს სხვადასხვა პერსპექტივიდან? შეიძლება ესეც ღვთის სიბრძნე იყოს? განა ასეთი სიტყვები სასაცილო არ არის? როგორც ღმერთი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ მე დავიმკვიდრე ადგილი ადამიანთა გულებში, მათ არ სჭირდებათ, რომ მე იქ დავმკვიდრდე. ნაცვლად ამისა, ისინი ელიან, რომ „წმინდანი“ მათ გულებში მოულოდნელად მოვა. რადგან ჩემი ვინაობა ძალიან „მდაბალია“, ვერ ვაკმაყოფილებ ადამიანთა მოთხოვნებს და ამიტომ მათ მიერ ვარ „მოკვეთილი“. რადგან ადამიანთა მიერ ღვთის შეფასება „ძალიან მაღალია“, ბევრი რამ „მიუღწეველია“ ღვთისთვის, რაც მას „რთულ მდგომარეობაში“ აყენებს. ადამიანებმა არ იციან, რომ ის, რის უნარსაც ღმერთს სთხოვენ, მათივე წარმოდგენებია... განა ეს არ არის ნამდვილი მნიშვნელობა გამონათქვამისა: „ჭკვიანი ადამიანი შეიძლება საკუთარი გამჭრიახობის მსხვერპლი გახდეს“? ეს ნამდვილად იმის მაგალითია, რომ „ბრძენიც კი ხანდახან ბრიყვდება“! ქადაგებისას ითხოვთ, რომ ადამიანებმა უარი თქვან თავიანთი წარმოდგენების „ღმერთზე“, მაგრამ თავად თუ გათავისუფლდით საკუთარი წარმოდგენების „ღმერთისგან“? როგორ შეიძლება აიხსნას ღვთის სიტყვები, რომ „მოთხოვნები, რომლებსაც მე ვუყენებ ადამიანს, არავითარ შემთხვევაში არ არის დიდი“? ისინი არ არის იმისთვის, რომ ადამიანები ნეგატიურები და თავაშვებულები გახადონ, არამედ იმისთვის, რომ მისცენ მათ ღვთის სიტყვების წმინდა გაგება — გესმით? არის თუ არა განკაცებული ღმერთი ნამდვილად ის „'მე', რომელიც მაღალი და ძლევამოსილია“, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ?
მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც ღვთის მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვა წაკითხული აქვთ და მათი ზოგადი შინაარსის გადმოცემაც შეუძლიათ, ვის ძალუძს თქვას, თუ რა არის ღვთის საბოლოო მიზანი? ეს არის ის, რაც კაცობრიობას აკლია. მიუხედავად იმისა, თუ რა პერსპექტივიდან საუბრობს ღმერთი, მისი საერთო მიზანია, რომ ადამიანებმა შეიცნონ განკაცებული ღმერთი. მას რომ არაფერი ადამიანური ჰქონოდა — მას რომ მხოლოდ ზეციერი ღვთის აურა ჰქონოდა — მაშინ ღმერთს არ დასჭირდებოდა ამდენის თქმა. შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ადამიანებს აკლიათ, წარმოადგენს პირველწყაროს ღვთის სიტყვებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანში გამოვლენილი თვისებები არის საფუძველი იმისა, რასაც ღმერთი ადამიანების წარმოდგენებზე ამბობს და ამრიგად, ადამიანები ემსახურებიან ღვთის გამონათქვამებს. ბუნებრივია, ეს ეფუძნება იმას, რასაც ღმერთი ამბობს ადამიანების წარმოდგენებზე — მხოლოდ ამ გზით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თეორიისა და რეალობის კომბინაცია; მხოლოდ მაშინ შეძლებენ ადამიანები უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი გულწრფელად. რა აზრი ექნებოდა, თუ განკაცებული ღმერთი შესატყვისი იქნებოდა ადამიანების წარმოდგენებთან და თუ ღმერთიც მის შესახებ მოწმობას გასცემდა? სწორედ ამის გამო მოქმედებს ღმერთი ნეგატიური კუთხით, იყენებს რა ადამიანთა წარმოდგენებს საკუთარი უდიდესი ძალის წამოსაჩენად. განა ეს არ არის ღვთის სიბრძნე? ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს ყველასთვის, უკიდურესად კარგია — მაშ, რატომ არ უნდა მივაგოთ ქება ამ დროს? მოვლენებმა გარკვეულ წერტილს რომ მიაღწიოს, ან ის დღე რომ დადგეს, შეძლებდი თუ არა, პეტრეს მსგავსად განსაცდელში მყოფი სულის სიღრმეში ლოცვების წარმოთქმას? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პეტრეს მსგავსად კვლავ შეძლებ ღვთის განდიდებას სატანის ხელში ყოფნისას, ჭეშმარიტ მნიშვნელობას შეიძენს „სატანის ბორკილებიდან გათავისუფლება, ხორცის დაძლევა და სატანის დაძლევა“. განა ეს არ არის ღვთის უფრო რეალური დამოწმება? მხოლოდ ეს არის ეფექტი, რომელიც მიიღწევა „ღვთაებრიობის სამოქმედოდ გამოსვლითა და ადამიანზე შვიდგზის გაძლიერებული სულის მოქმედებით “; ასევე არის ეფექტი, რომელიც მიიღწევა „სულის გამოსვლით ხორციდან“. განა ასეთი ქმედებები რეალური არ არის? წარსულში ყურადღებას აქცევდით რეალობას, მაგრამ დღეს ნამდვილად გაქვთ რეალობის შემეცნება? „მოთხოვნები, რომლებსაც ადამიანს ვუყენებ, სულაც არ არის დიდი, თუმცა ადამიანებს სხვაგვარად სჯერათ. ამგვარად, მათი „თავმდაბლობა“ ვლინდება მათ ყოველ ნაბიჯში. ისინი მუდამ მიდრეკილნი არიან, იარონ ჩემ წინ და გზა გამიკვლიონ, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ დავიკარგები და აფრთხობთ იმის გაფიქრება, რომ მთების სიღრმეში, უძველეს ტყეებში შევეხეტები. ამის გამო ადამიანები მუდამ წინ მიმიძღვიან, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ საპყრობილეში შევაბიჯებ“. რა იცით ამ მარტივი სიტყვების შესახებ — ნამდვილად ჩასწვდით ღვთის სიტყვების არსს? მიაქციეთ თუ არა ყურადღება, თქვენი რომელი წარმოდგენების შესახებ თქვა ღმერთმა ასეთი სიტყვები? იმასთან მიმართებაში, რაზეც ყოველდღიურად ამახვილებთ ყურადღებას, ჩასწვდით ამ მთავარ აზრს? მომდევნო მონაკვეთში, რომელიც ამას უშუალოდ მოსდევს, ერთ-ერთ წინადადებაში ღმერთი ამბობს: „თუმცა ადამიანებმა არ იციან ჩემი განზრახვანი და განუწყვეტლივ მთხოვენ რაღაცას ლოცვით, თითქოს ის სიმდიდრე, რომელიც მივეცი, არ არის საკმარისი მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თითქოს მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას.“ ამ წინადადებაში ჩანს, თუ როგორია თქვენი წარმოდგენები. ღმერთი არ იხსენებს და არ იკვლევს წარსულში ჩადენილ ქმედებებს, ამიტომ აღარ იფიქროთ წარსულის საკითხებზე. უფრო მნიშვნელოვანია, შეძლებთ თუ არა მომავლის გზაზე „უკანასკნელი ეპოქის პეტრეს სულისკვეთების“ შექმნას — გაქვთ თუ არა ამის მისაღწევად საჭირო რწმენა? რასაც ღმერთი ადამიანისგან ითხოვს, სხვა არაფერია, თუ არა პეტრეს მიბაძვა, რათა ადამიანებმა საბოლოოდ გაკვალონ გზა დიდი წითელი დრაკონის შესარცხვენად. სწორედ ამიტომ ამბობს ღმერთი: „მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ადამიანებს ექნებათ ჩემთან თანამშრომლობის ურყევი ნება. არ ვითხოვ, რომ გემრიელი საჭმელი მომიმზადონ ან შესაფერისი ადგილი მომიწყონ თავის მისადრეკად...“ წუთისოფელში ადამიანებს სთხოვენ „1990-იანი წლების ლეი ფენგის სულისკვეთების“ შექმნას, მაგრამ ღვთის სახლში, ღმერთი ითხოვს, რომ შექმნათ „პეტრეს უნიკალური სტილი“. გესმით ღვთის განზრახვა? ნამდვილად შეგიძლიათ ამისთვის იბრძოლოთ?
„მე ვმოძრაობ სამყაროს ზემოთ და ვაკვირდები მთელი სამყაროს ადამიანებს. დედამიწაზე მცხოვრებ უამრავ ადამიანს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი, ვინც შესაფერისი იქნებოდა იმისთვის, რომ მასზე აღმესრულებინა საქმე ან ვინც ჭეშმარიტად შემიყვარებდა. ამრიგად, ამ წამს სასოწარკვეთილი ვოხრავ და ადამიანები მყისიერად იფანტებიან, რათა აღარასოდეს შეიკრიბონ, რადგან ძლიერ ეშინიათ, რომ „ყველას ერთ ბადეში მოვიმწყვდევ.“ ადამიანთა უმეტესობისთვის, ალბათ, ძალიან რთული გასაგებია ეს სიტყვები. ისინი კითხულობენ, რატომ არ ითხოვს ღმერთი ბევრს ადამიანისგან, თუმცა სასოწარკვეთილი ოხრავს იმის გამო, რომ არავინაა ისეთი, ვინც შესაფერისი იქნებოდა მისთვის, რომ მასზე თავისი საქმე აღესრულებინა. არის აქ წინააღმდეგობა? სიტყვასიტყვით თუ ვიმსჯელებთ, არის, მაგრამ სინამდვილეში არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. ალბათ ჯერ კიდევ გახსოვს, როდესაც ღმერთმა თქვა: „ჩემს ყველა სიტყვას ექნება ის ეფექტი, რომელიც მე მსურს“. როდესაც განკაცებული ღმერთი აღასრულებს საქმეს, ადამიანები აკვირდებიან მის ყოველ ქმედებას, რათა დაინახონ, ზუსტად რის გაკეთებას აპირებს იგი. როდესაც ღმერთი სულიერ სამყაროში სატანის წინააღმდეგ მიმართულ თავის ახალ საქმეს აღასრულებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწაზე მყოფ ადამიანებში ხორცშესხმული ღვთის გამო ყოველგვარი წარმოდგენა იბადება. როდესაც ღმერთი სასოწარკვეთილი ოხრავს — ანუ, როდესაც ის საუბრობს ადამიანის ყველა წარმოდგენაზე, ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ მათ გასხვლას, და არიან ისეთებიც კი, რომლებსაც სჯერათ, რომ უიმედო მდგომარეობაში არიან, რადგან ღმერთი ამბობს, რომ ყველა, ვისაც მის მიმართ წარმოდგენები აქვს, მისი მტერია — და მაშ, როგორ არ უნდა „გაფანტულიყვნენ“ ადამიანები ამის გამო? განსაკუთრებით დღეს, როდესაც გაკიცხვის დღე დადგა, ადამიანებს კიდევ უფრო ეშინიათ, რომ ღმერთი მათ აღგვის. მათ სჯერათ, რომ გაკიცხვის შემდეგ, ღმერთი „ყველას ერთ ბადეში მოიმწყვდევს“. თუმცა ფაქტები ასეთი არ არის: როგორც ღმერთი ამბობს, „არ მსურს ადამიანების „დაკავება“ ჩემ მიერ მათი გაკიცხვისას ისე, რომ მათ ვეღარასოდეს დააღწიონ თავი. რადგან ჩემს მართვას აკლია ადამიანის საქმეები და ამიტომ შეუძლებელია ჩემი საქმის წარმატებით დასრულება, რაც ხელს უშლის ჩემი საქმის ეფექტურად წარმართვას.“ ღვთის განზრახვა არ არის, რომ მისი საქმე დასრულდეს მას შემდეგ, რაც ყველა ადამიანი სიკვდილით დაისჯება — რა აზრი ექნებოდა ამას? ადამიანებზე მოქმედებითა და მათი გაკიცხვი, ღმერთი შემდგომში მათ მეშვეობით ავლენს თავის საქმეებს. რადგან ადამიანებს არასოდეს გაუაზრებიათ, რომ ღვთის სიტყვების ტონში უკვე იგრძნობა გაკიცხვა, მათ ცნობიერებაში ეს არასოდეს აღბეჭდილა. ადამიანებს არ შესწევთ უნარი, გამოხატონ თავიანთი ურყევი ნება, და ამრიგად ღმერთს არ შეუძლია რაიმეს თქმა სატანის წინაშე; ეს ხელს უშლის ღვთის საქმის წინსვლას. ამიტომ ღმერთი ამბობს: „ერთხელ ჩემს სახლში ერთი კაცი მოვიწვიე, მაგრამ ჩემს მოხმობაზე იგი აქეთ-იქით დარბოდა, თითქოს სტუმრად კი არ მოვიწვიე, არამედ - ეშაფოტზე. ამგვარად, ჩემი სახლი დაცარიელდა, რადგან ადამიანი მუდამ გამირბოდა და ფრთხილობდა ჩემთან მიმართებაში. ამან საშუალება არ მომცა, ჩემი საქმის ნაწილი შემესრულებინა“, სწორედ ადამიანის მიერ თავის საქმეში დაშვებული შეცდომების გამო უყენებს ღმერთი ნათლად თავის მოთხოვნებს ადამიანს. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები ვერ ასრულებენ საქმის ამ საფეხურს, ღმერთი ამატებს მეტ გამონათქვამს — ეს არის ზუსტად „ადამიანზე აღრსრულებული საქმის კიდევ ერთი ნაწილი“, რომელზეც ღმერთი საუბრობს. მაგრამ მე არ ვისაუბრებ „ყველას ერთ ბადეში მომწყვდევაზე“, რომელზეც ღმერთი საუბრობს, რადგან ამას მცირე კავშირი აქვს დღევანდელ საქმესთან. ბუნებრივია, „ღვთის სიტყვებში მთელი სამყაროს მიმართ“, მისი მრავალი სიტყვა სხლავს ადამიანს — მაგრამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ ღვთის განზრახვები; მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს იგი, მისი განზრახვები ყოველთვის კეთილია. შეიძლება ითქვას, რომ რადგან ღვთის საუბრის საშუალებები ასე მრავალფეროვანია, ადამიანები ასი პროცენტით არ არიან დარწმუნებულნი ღვთის სიტყვებში და სჯერათ, რომ ღვთის სიტყვების უმეტესობა წარმოთქმულია მისი საქმის აუცილებლობიდან გამომდინარე და რეალურს მცირე დოზით შეიცავს. ეს მათ აბნევს და თავიანთი ფიქრებით ამძიმებს — რადგან მათ წარმოდგენებში ღმერთი იმდენად ბრძენია და სრულიად მიუწვდომელი, რომ თავს სრულიად უმეცრებად მიიჩნევენ და წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ჭამონ ღვთის სიტყვები. ადამიანები ღვთის სიტყვებს ართულებენ და აბსტრაქტულ ელფერს სძენენ — როგორც ღმერთი ამბობს: „ადამიანებს ყოველთვის სურთ ჩემს გამონათქვამებს გარკვული შეფერილობა მისცენ.“ რადგან მათი მოსაზრებები მეტისმეტად რთულია და ღვთისთვის „ძლივს მისაღწევი“, ღვთის სიტყვების ნაწილი შეზღუდულია ადამიანის მიერ, რაც მას სხვა არჩევანს არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ ისაუბროს პირდაპირ. რადგან ადამიანების მოთხოვნები „მეტისმეტად მაღალია“და რადგან მათი ფანტაზია მეტისმეტად მდიდარია — თითქოს მათ შეუძლიათ სულიერ სამყაროში გადასვლა სატანის საქმეების სანახავად — ამან შეამცირა ღვთის სიტყვები, რადგან რაც უფრო მეტს ამბობს ღმერთი, მით უფრო სევდიანი ხდება ადამიანთა სახეები. რატომ არ შეუძლიათ მათ უბრალოდ დამორჩილება ნაცვლად იმისა, რომ თავიანთ შედეგებზე იფიქრონ? რა სარგებელი მოაქვს ამას?