თ თავი 38

თუ გავითვალისწინებთ ადამიანის თანდაყოლილ თვისებებს, ანუ ადამიანის ნამდვილ სახეს, დღემდე მოღწევა ნამდვილად არ ყოფილა ადვილი, და მხოლოდ ამით გახდა ჭეშმარიტად თვალსაჩინო ღვთის დიდი ძალმოსილება. ხორცის არსის გათვალისწინებით, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ ადამიანი დღემდე გახრწნილია დიდი წითელი დრაკონის მიერ, როგორ შეძლებდა იგი დღემდე მტკიცედ დგომას, ღვთის სულის გზამკვლევობა რომ არ ყოფილიყო? ადამიანი არ არის ღირსი, წარდგეს ღვთის წინაშე, მაგრამ თავისი მართვის გულისთვის და თავისი დიადი ჩანაფიქრის მოკლე ხანში დასასრულებლად, ღმერთმა შეიყვარა კაცობრიობა. სიმართლე რომ ვთქვათ, კაცობრიობის მიმართ ღვთის სიყვარული ისეთი რამაა, რის საზღაურსაც ვერცერთი ადამიანი ვერასოდეს მიაგებს თავისი სიცოცხლის განმავლობაში. შესაძლოა, არიან ისეთებიც, ვისაც სურს ღვთის მადლისთვის ამაგის დაფასება საკუთარი სიცოცხლის გაწირვით, მაგრამ გეუბნები: ადამიანი არ არის ღირსი, მოკვდეს ღვთის წინაშე, და ამიტომ მისი სიკვდილი ამაო იქნებოდა. ეს იმიტომ, რომ ღვთისთვის ადამიანის სიკვდილი ხსენებადაც კი არ ღირს, მას ერთი პენის ფასიც კი არ აქვს, როგორც მიწაზე ჭიანჭველის სიკვდილს. ვურჩევ ადამიანს, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ნუ იქნება და ნუ იფიქრებს, რომ ღვთისთვის სიკვდილს უდიდესი წონა აქვს, როგორც ტაიშანის მთაზე. სინამდვილეში, ადამიანის სიკვდილი ბუმბულივით მსუბუქია და ხსენებადაც არ ღირს. მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანის ხორცი ბუნებით სიკვდილისთვის არის განწირული და ამიტომ, საბოლოოდ, ხორცმა დედამიწაზე თავისი არსებობა უნდა დაასრულოს. ეს უტყუარი ფაქტია, რომლის უარყოფაც არავის შეუძლია. ეს არის „ბუნების კანონი“, რომელიც მე ადამიანის მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომყავს, და ამიტომ ღმერთმა ამგვარად განსაზღვრა ადამიანის ხვედრი, ისე, რომ მან ეს ვერც კი გაიაზრა. გესმის? გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი ამბობს: „მე მძულს კაცობრიობის ურჩობა. არ ვიცი რატომ; თითქოს დასაბამიდანვე მძულდა ადამიანი, თუმცა კი მის მიმართ ღრმა თანაგრძნობასაც განვიცდი. ამგვარად, ადამიანებს ყოველთვის ორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემ მიმართ — რადგან მე მიყვარს ადამიანი და ასევე მძულს იგი“.

ვინ არ განადიდებს ღმერთს მისი თანდასწრების ან მისი გამოჩინების გამო? ამ დროს, თითქოს სრულიად ვივიწყებ ადამიანში არსებულ არაწმიდოვნებასა და უსამართლობას. მე ვიღებ ადამიანის თვითმართლობას, მედიდურობას, დაუმორჩილებლობას, უტიფრობას და მის ყოველგვარ ურჩობას, ვიშორებ გონებიდან და ვივიწყებ მას. ღმერთი არ არის შეზღუდული ადამიანის არსების ამ ასპექტებით. რადგან მე ღმერთთან ერთად „ვიზიარებ ერთსა და იმავე გასაჭირს“, მეც ვათავისუფლებ ჩემს თავს ამ სადარდელისგან, რათა ადამიანმა კიდევ უფრო არ შემზღუდოს. რატომ უნდა ჩავიგდო თავი ასეთ დღეში? რადგან ადამიანს არ სურს ჩემთან ერთად ღვთის ოჯახში გაერთიანება, როგორ შემიძლია გამოვიყენო ჩემი ძალა, რომ ვაიძულო? მე არ ვიყენებ ძალაუფლებას სხვების დასაჩაგრად და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მე ღვთის ოჯახში დავიბადე, რის გამოც მე და ადამიანი ყოველთვის განვსხვავდებით ერთმანეთისგან. სწორედ ამან მიიყვანა იგი სასტიკი დამარცხების მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს იმყოფება. მაგრამ მე კვლავაც ყურადღებას არ ვაქცევ ადამიანის სისუსტეებს; სხვა რა გზა მაქვს? განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ უძლური ვარ? გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი ითხოვს „გაცლას“ ადამიანის „სამუშაო ადგილიდან“ და, უფრო მეტიც, მოითხოვს „შემწეობას“. როდესაც მე ადამიანური გადმოსახედიდან ვსაუბრობ, ადამიანს ეს გულთან არ მიაქვს, მაგრამ განა შეუწყვეტია ოდესმე ადამიანს ამბოხება მაშინაც კი, როდესაც ღვთის გადმოსახედიდან ვსაუბრობ? შესაძლოა დადგეს დღე, როდესაც ღმერთი მართლაც მოულოდნელად „გაეცლება“ ადამიანის „სამუშაო ადგილს“ და როდესაც ეს დრო დადგება, ღვთის სიტყვა კიდევ უფრო სასტიკი გახდება. დღეს, შესაძლოა ღმერთი ჩემ გამო საუბრობს ამგვარად და, თუ ის დღე დადგება, ღმერთი არ იქნება ჩემნაირი და გულმოდგინედ და მოთმინებით „არ მიჰყვება ბავშვებისთვის საბავშვო ბაღში ზღაპრების მოყოლას“. შესაძლოა ის, რასაც ვამბობ, არც ისე შესაფერისია, მაგრამ ღმერთი მზად არის ოდნავ მოადუნოს თავისი კონტროლი ადამიანზე მხოლოდ იმიტომ, რომ განკაცდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, პერსპექტივა იმდენად საშინელი იქნებოდა, რომ მასზე ფიქრიც კი შემაძრწუნებელია. ზუსტად ისეთი, როგორზეც ღმერთმა თქვა: „მე ერთხელ გარკვეულწილად მოვადუნე ჩემი კონტროლი ადამიანებზე, მივეცი მათ საშუალება, თავისუფლად მისცემოდნენ თავიანთ ხორციელ სურვილებს — და ამის გამო მათ გაბედეს აღვირახსნილად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოქცევა, საიდანაც ჩანს, რომ მათ ჭეშმარიტად არ ვუყვარვარ, რადგან ყველა მათგანი ხორცში ცხოვრობს“. რატომ იყენებს ღმერთი აქ ფრაზებს „მისცემოდნენ თავიანთ სურვილებს“ და „ხორცში ცხოვრება“? სიმართლე რომ ვთქვათ, ადამიანი ბუნებრივად გაიგებს ასეთ სიტყვებს ჩემი განმარტების გარეშე. შესაძლოა, არიან ისეთებიც, ვინც იტყვის, რომ არ ესმით, და მე ვამბობ, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც კითხულობენ მაშინ, როცა პასუხი უკვე იციან, ანუ თვალთმაქცობენ. რამდენიმე სიტყვა შესახსენებლად: რატომ ამბობს ღმერთი: „ყველაფერი, რასაც ადამიანისგან ვითხოვ, არის ის, რომ ითანამშრომლოს ჩემთან“? რატომ ამბობს ღმერთი ასევე, რომ ადამიანის ბუნების შეცვლა რთულია? რატომ სძულს ღმერთს ადამიანის ბუნება? და კონკრეტულად რა მიეკუთვნება ადამიანის ბუნებას? რა არის ის, რაც ადამიანის ბუნების მიღმაა? არის თუ არა ვინმე, ვინც დაფიქრებულა ამ კითხვებზე? შესაძლოა ეს ახალი თემა იყოს ადამიანისთვის, მაგრამ მაინც მოვუწოდებ ადამიანს, სათანადოდ დაფიქრდეს ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი ყოველთვის შეურაცხყოფს ღმერთს ამ ფრაზის გამო — „ადამიანის ბუნების შეცვლა რთულია“. რა სიკეთე მოაქვს მის წინააღმდეგ ამგვარად წასვლას? საბოლოო ჯამში, განა ეს უბრალოდ, საკუთარი თავისთვის უსიამოვნების გამოწვევა არ არის? განა ეს იმავე შედეგით არ დასრულდება, რომლითაც ქვაზე კვერცხის დახეთქება?

სინამდვილეში, ყველა განსაცდელი და ცდუნება, რომელსაც ადამიანი ექვემდებარება, არის გაკვეთილები, რომელთა სწავლასაც ღმერთი ითხოვს ადამიანისგან. ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანს შეუძლია ამის მიღწევა, თუნდაც იმის გაწირვამ მოუწიოს, რაც უყვარს, მაგრამ, რადგან ადამიანს ყოველთვის უყვარს საკუთარი თავი, ის ვერ ახერხებს ღმერთთან ჭეშმარიტად თანამშრომლობას. ღმერთი ბევრს არ ითხოვს ადამიანისგან. ყველაფერი, რასაც ის ადამიანისგან ითხოვს, ადვილად და სიხარულით უნდა მიიღწეოდეს; უბრალოდ ადამიანს არ სურს რაიმე ფორმით თავი დაჩაგრულად იგრძნოს. ისევე, როგორც შვილს შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა მომჭირნედ ცხოვრებით და ფულის დაზოგვით, რათა იზრუნოს მშობლებზე. თუმცა მას ეშინია, რომ, შესაძლოა, საკმარისად კარგად ვერ იკვებოს, ან მისი ტანსაცმელი ზედმეტად უბრალო იყოს, ამიტომ, ამა თუ იმ მიზეზის გამო, სიკეთე, რომელიც მისმა მშობლებმა აღზრდისას მის მიმართ გამოიჩინეს, სრულიად დავიწყებულია, თითქოს მათზე ზრუნვა მოიცდის, სანამ შვილი ქონებას არ დააგროვებს. ამაში ვხედავ, რომ ადამიანებს გულში არ აქვთ შვილობრივი სიყვარული მშობლების მიმართ — ისინი ყველა უმადური შვილები არიან. შესაძლოა, ჩემი განცხადება ზედმეტად რადიკალურია, მაგრამ ნამდვილად არ შემიძლია ვისაუბრო სისულელეები, რომლებიც ფაქტებს ეწინააღმდეგება! არ შემიძლია „მივბაძო სხვებს“ ღვთის წინააღმდეგ წასვლაში საკუთარი თავის დაკმაყოფილების მიზნით. სწორედ იმიტომ, რომ დედამიწაზე არავის აქვს შვილობრივი გული, ღმერთმა თქვა: „ზეცაში სატანა ჩემი ბუნებრივი მტერია; დედამიწაზე ადამიანი ჩემი მოსისხლე მტერია. ცისა და მიწის კავშირის გამო, მე მათ ყველას დამნაშავედ ვცნობ, ნათესაობის მეცხრე თაობამდე“. სატანა ღვთის მტერია; მიზეზი, რომლის გამოც ღმერთი ასე ამბობს, არის ის, რომ ის სათანადოდ არ მიუზღავს ღმერთს მისი დიდი წყალობისა და სიკეთისთვის, არამედ „დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს“ და ამით ვერ ასრულებს თავის შვილობრივ მოვალეობას ღვთის წინაშე. განა ადამიანებიც ასეთები არ არიან? ისინი არ ავლენენ შვილობრივ პატივისცემას თავიანთი „მშობლების“ მიმართ და არასოდეს აფასებენ იმ სიკეთეს, რომელიც მათმა „მშობლებმა“ აღზრდისას მათ მიმართ გამოიჩინეს. ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ დედამიწაზე მყოფი ადამიანები ზეცაში მყოფი სატანის ნათესავები არიან. ადამიანი და სატანა ერთი გულითა და გონებით ეწინააღმდეგებიან ღმერთს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი მათ ნათესაობის მეცხრე თაობამდე დასჯის და არავის აპატიებს. წარსულში, ზეცაში, ღმერთმა დაავალა თავის დამარცხებულ მსახურს, ემართა კაცობრიობა, მაგრამ კაცობრიობა არ დაემორჩილა და ნაცვლად ამისა, საკუთარი მიდრეკილებების მიყოლა და ამბოხება არჩია. განა ამბოხებული ადამიანებიც არ მიიწევენ წინ ამ გზაზე? რაც არ უნდა მოუჭიროს ღმერთმა „სადავეებს“, ადამიანები უბრალოდ არ შეტოკდებიან, არ შეჩერდებიან და უკან არ დაიხევენ. ჩემი აზრით, თუ ადამიანები ასე გააგრძელებენ, ისინი საკუთარ თავს დაღუპავენ. შესაძლოა, ახლა გესმის ღვთის ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა: „ადამიანებს არ ძალუძთ, გაწყვიტონ თავიანთი ძველი ბუნებისადმი მიჯაჭვულობა“. ღმერთმა რამდენჯერმე შეახსენა ადამიანს: „ადამიანის ურჩობის გამო, მე ვტოვებ მას“. რატომ ამბობს ღმერთი ამას კვლავ და კვლავ? ნუთუ ღმერთი მართლაც ასეთი უგულოა? რატომ ამბობს ღმერთი ასევე: „მე არ ვარ ადამიანთა მოდგმის ნაწილი“? ამდენი უქმე დღის განმავლობაში, არის თუ არა ვინმე, ვინც ყურადღებით დაფიქრებულა ამ დეტალურ კითხვებზე? მოვუწოდებ ადამიანებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ღვთის სიტყვებს და არ მოეპყრონ მას ზედაპირულად; ასე მოქცევა არანაირ სარგებელს არ მოგიტანს შენ ან სხვებს. უმჯობესია არ თქვა ის, რისი თქმაც არ არის საჭირო, და არ იფიქრო იმაზე, რისი გათვალისწინებაც არ არის საჭირო. განა ეს უფრო მარტივი არ იქნებოდა? რა დანაკარგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ პრაქტიკას? სანამ ღმერთი გამოაცხადებს დედამიწაზე თავისი საქმის დასრულებას, არავინ უნდა შეაჩეროს თავისი „ბრუნვა“; არავინ უნდა „დაიბანოს ხელები“. ახლა ამის დრო არ არის; თავს უფლებას ნუ მისცემ, იმოქმედო როგორც ღვთის მეგზურმა ან ავანგარდმა. ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია გაჩერება და წინსვლის შეწყვეტა — შენ რას ფიქრობ?

რაც შეეხება ღმერთს, მას შეჰყავს ადამიანი გაკიცხვის შუაგულში და სიკვდილის ატმოსფეროში, თუმცა, ამასთანავე, რას აკეთებინებს ღმერთი ადამიანს დედამიწაზე? რა თქმა უნდა, ადამიანის მიზანი არ არის ღვთის სახლში გარდერობის როლის შესრულება — ისეთი რაღაცის, რისი ჭამა თუ ჩაცმა კი არა, არამედ მხოლოდ ყურება შეიძლება. ასე რომ ყოფილიყო, რატომ უნდა გამოეყენებინა ამდენი რთული პროცესი, რათა ადამიანებს ხორცში ამდენი ტანჯვა განეცადათ? ღმერთი ამბობს: „მე ადამიანს „დასასჯელი ადგილისკენ“ მივაცილებ, რადგან მისი დანაშაული საკმარისია იმისათვის, რომ ჩემი გაკიცხვა“ დაიმსახუროს“. ანებებს თუ არა ღმერთი ადამიანებს, თავად მივიდნენ დასასჯელ ადგილას ამ დროს? რატომ არავინ „ითხოვს შეწყალებას“ მათთვის? მაშ, როგორ უნდა ითანამშრომლოს ადამიანმა? შეუძლია კი ადამიანს ჭეშმარიტად იმოქმედოს ისე, როგორც ღმერთი მოქმედებს, როდესაც ის თავის სამსჯავროს აღასრულებს — არ იყოს გრძნობების გამო მიკერძოებული? ამ სიტყვების ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ადამიანი. როდესაც მამას სახლში მოაქვს გამომუშავებული ფული, თუ დედამ არ იცის როგორ ითანამშრომლოს მასთან ან როგორ მართოს ოჯახი, მაშინ რა მდგომარეობაში იქნება ეს სახლი? შეხედეთ ეკლესიის ამჟამინდელ მდგომარეობას: რას გრძნობთ ამასთან დაკავშირებით თქვენ, ვინც სხვებს წინამძღოლობთ? შეგიძლიათ შეხვედრაც კი გამართოთ თქვენი პირადი მოსაზრებების განსახილველად. თუ სახლში ყველაფერი დედამ გააფუჭა, როგორები იქნებიან ბავშვები ასეთ ოჯახში? ობლების მსგავსი? თუ მათხოვრების? გასაკვირი არ არის, რომ ღმერთმა თქვა: „ყველა ფიქრობს, რომ ჩემს ღვთაებრიობას „გონებრივი მონაცემები“ აკლია, მაგრამ ვის ძალუძს, აღიქვას ის, რომ მე შემიძლია ყველაფრის დანახვა ჩემს ადამიანობაში?“ ასეთი აშკარა სიტუაციისთვის, ღმერთს არ სჭირდება თავისი ღვთაებრიობიდან საუბარი. როგორც ღმერთმა თქვა: „ბეღურებს ზარბაზნებს არ ესვრიან“. შესაძლოა, ჩვენს დროში არიან ისეთებიც, ვისაც აქვს გარკვეული რეალური გამოცდილება ღვთის აფორიზმთან დაკავშირებით: „ადამიანთა შორის არავინაა, ვისაც ვუყვარვარ“. ამ ეტაპზე, ზუსტად ისეა, როგორც ღმერთმა თქვა: „მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიაღწიეს საქმეთა ამჟამინდელ მდგომარეობას, ადამიანები უხალისოდ ხრიან თავს — მაგრამ გულში კვლავ დაურწმუნებელნი რჩებიან“. ეს სიტყვები ტელესკოპს ჰგავს. არცთუ ისე შორეულ მომავალში, ადამიანი სხვა სიტუაციაში აღმოჩნდება. ამას გამოუსწორებლობა ჰქვია. გესმის? ეს არის პასუხი ღვთის ამ ორ კითხვაზე: „განა ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ იკავებენ თავს ცოდვისგან, რომ ეშინიათ, არ წავიდე? განა სიმართლე არ არის, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ არ წუწუნებენ, რომ გაკიცხვის ეშინიათ?“ სინამდვილეში, ადამიანები ამჟამინდელ ეტაპზე ყველანი გარკვეულწილად მოდუნებულნი არიან, თითქოს დაღლილობამ სძლია. ისინი საერთოდ არ არიან იმ განწყობაზე, რომ ყურადღება მიაქციონ ღვთის საქმეს, არამედ მათ მხოლოდ საკუთარი ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ზომებისა და გეგმების მომზადება აწუხებთ. განა ასე არ არის?

წინა:  თავი 36

შემდეგი:  თავი 40

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger