თითოეულის პირის მიერ ფუნქციის შესრულებაზე

მიმდინარე ნაკადში ყველას, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, აქვს შესაძლებლობა, მის მიერ სრულქმნილი გახდეს. თუ ადამიანს ღვთის მორჩილი და მოშიში გული აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდაა ის თუ ხანდაზმული — მას შეუძლია ღვთის მიერ სრულ იქმნეს. ღმერთი ადამიანებს სრულყოფს მათი ფუნქციების მიხედვით. ამრიგად, თუ მთელი ძალისხმევით დაემორჩილები ღვთის საქმეს, შეძლებ მის მიერ სრულქმნილი გახდე. ამჟამად, არცერთი თქვენგანი არ არის სრულყოფილი. ზოგჯერ ძალგიძთ ერთი ტიპის ფუნქცია შეასრულოთ, ზოგჯერ კი ორი. როგორც კი მაქსიმუმს გააკეთებთ იმისთვის, რომ ღვთისათვის თავი გაიღოთ, ბოლოს თქვენ მის მიერ სრულყოფილი გახდებით.

ახალგაზრდებს ამქვეყნიური ურთიერთობების მწირი ფილოსოფია აქვთ, ამასთან სიბრძნე და გამჭრიახობა აკლიათ. ღმერთი სრულყოფს ადამიანის სიბრძნესა და გამჭრიახობას. მისი სიტყვა მათ ნაკლოვანებებს აკომპენსირებს. თუმცა ახალგაზრდების ხასიათი არასტაბილურია და ღმერთმა ის უნდა გარდაქმნას. ახალგაზრდებს მწირი რელიგიური წარმოდგენები და ფილოსოფია აქვთ ამქვეყნიური ურთიერთობების შესახებ; ისინი ყველაფერს მარტივად განიხილავენ და მათი აზრებიც რთული არაა. ეს არის მათი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ადამიანობის ნაწილი და ეს სასურველი ნაწილია; თუმცა ახალგაზრდები უმეცრები არიან და სიბრძნე აკლიათ. ეს სწორედ ისაა, რაც ღმერთმა უნდა სრულყოს. ღვთის მიერ სრულყოფა კარგისა და ცუდის გარჩევის უნარს გაგივითარებთ. თქვენ შეძლებთ, დაინახოთ მრავალი სულიერი ასპექტი და საბოლოოდ ღვთისთვის გამოსადეგად იქცეთ. უფროს ძმებსა და დებს, ასევე, აქვთ შესასრულებელი ფუნქციები და მათ ღმერთი არ ტოვებს. უფროს ძმებსა და დებსაც აქვთ სასურველი და არასასურველი ასპექტები. მათ ბევრი სხვადასხვა ფილოსოფია აქვთ ამქვეყნიური ურთიერთობების შესახებ, ასევე, ბევრი რელიგიური წარმოდგენა. თავიანთ ქმედებებში ისინი ბევრ ხისტ წეს-ჩვეულებას იცავენ და ყოველთვის წესების გამოყენებისკენ არიან მიდრეკილნი — მათი მექანიკური გადაწერითა და ხისტი გამოყენებით, ყოველგვარი მოქნილობის გარეშე. ეს არასასურველი ასპექტია. თუმცა უფროსი ძმები და დები ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდესა და სიმტკიცეს ინარჩუნებენ; მათი ხასიათი მდგრადია და უეცრად არ იცვლიან ხოლმე აზრს. ისინი შეიძლება უფრო გვიან იგებდნენ ამა თუ იმ საკითხს, მაგრამ ეს დიდი ნაკლი არაა. თუკი შეგიძლიათ იყოთ მორჩილი, თუკი შეგიძლიათ მიიღოთ ღვთის ამჟამინდელი სიტყვები ისე, რომ არ უკირკიტოთ, თუკი მხოლოდ მორჩილებაზე და მიყოლაზე იზრუნებთ და არასდროს განიკითხავთ ღვთის სიტყვებს, არც სხვა ავ ფიქრებს გაივლებთ გულში მათ შესახებ, იმ პირობით, თუ მიიღებთ მის სიტყვებს და მათ პრაქტიკაში განახორციელებთ, შეძლებთ სრულყოფას.

არ აქვს მნიშვნელობა, უმცროსი ძმა ან და ხარ თუ უფროსი, უნდა იცოდე, თუ რა ფუნქციის შესრულება გმართებს. ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ ქედმაღალნი, ხოლო უფროსები არ უნდა იყვნენ ნეგატიურები და შეშინებულები. გარდა ამისა, მათ უნდა შეეძლოთ, ერთმანეთის ძლიერი მხარეები გამოიყენონ საკუთარი სისუსტეების დასაკომპენსირებლად და ერთმანეთს პირუთვნელად ემსახურონ. უმცროს და უფროს ძმებსა და დებს შორის გაიდება მეგობრობის ხიდი და ღვთის სიყვარულის წყალობით შეძლებთ ერთმანეთის უკეთ გაგებას. უმცროსი ძმები და დები უფროს ძმებსა და დებს ზემოდან არ შეხედავენ, ხოლო უფროსი ძმები და დები არ იქნებიან თვითმართალნი. განა ეს ჰარმონიული თანამშრომლობა არაა? თუ ყველა ასეთი შეუპოვარი იქნებით, ღმერთი თქვენს თაობაში აუცილებლად აღსრულდება.

მომავალში კურთხეული იქნები თუ გასაჭირში ჩავარდები — ამას გადაწყვეტს შენი დღევანელი ქმედებები და ქცევა. თუ ღმერთი სრულგყოფს, ეს დღევანდელ დროში უნდა მოხდეს; მომავალში ამის შესაძლებლობა აღარ იქნება. ღმერთს ჭეშმარიტად სურს თქვენი სრულყოფა, ეს ლიტონი სიტყვები არ არის. მომავალში, იმისდა მიუხედავად, რა განსაცდელი შეგხვდებათრა მოვლენები მოხდება, ან რა უბედურებას გადაეყრებით, ღმერთს თქვენი სრულყოფა სურს, ეს გასაზღვრული და უდავო ფაქტია. სად შეიძლება ამის დანახვა? ამის დანახვა შეიძლება იმ ფაქტში, რომ ღვთის სიტყვას საუკუნეებისა და თაობების მანძილზე არასდროს მიუღწევია ასეთი სიმაღლისათვის და არ შესულა უზენაეს სამფლობელოში ისე, როგორც ეს დღეს ხდება. სულიწმიდის ქმედება ყველა ადამიანზე დღეს უპრეცედენტოა. ნაკლებად სარწუნოა, წინა თაობებიდან ვინმეს ჰქონდეს ასეთი გამოცდილება. იესოს ხანაშიც კი არ არსებობდა ის გამოცხადებები, რაც დღეს ხდება. თქვენთვის ნათქვამ სიტყვას რომელსაც იგებთ და თქვენმა გამოცდილებამ — ამ ყველაფერმა უმაღლეს წერტილს მიაღწია. განსაცდელისა და სულიერი სამყაროს შუაგულშიც კი თქვენ, ადამიანები, არ ტოვებთ აქაურობას და ეს არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ღვთის საქმემ უპრეცედენტო დიდებულებას მიაღწია. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ადამიანს ხელეწიფება. ეს არ არის რაღაც, რასაც ადამიანი იტევს, არამედ ეს თავად ღვთის საქმეა. ამრიგად ღვთის საქმეების ბევრ ფაქტთაგან შეიძლება იმის დანახვა, რომ ღმერთს ადამიანის სრულქმნა სურს. თუკი თქვენ გაქვთ შინაგანი ხედვა და ამ ახალ აღმოჩენას გააკეთებთ, მაშინ ქრისტეს მეორედ მოსვლას არ დაელოდებით, ამის ნაცვლად, ნებას მისცემთ ღმერთს დღევანდელობაში გაგხადოთ სრულყოფილი, შესაბამისად თითოეული თქვენგანი უნდა აკეთებდეს თავის მაქსიმუმს, არ უნდა აკლებდეს მცდელობას, რათა ღმერთმა სრულგყოთ.

ამასთან, ყურადღება არ უნდა მიაქციო ნეგატიურ ამბებს. დროებით გადადე და უგულებელყავი ნებისმიერი რამ, რაც ნეგატიურად გაგრძნობინებს თავს. თუკი იმოქმედებ, იმოქმედე გულით, რომელიც წინსვლას ეძიებს და გრძნობს და ღვთისადმი მორჩილი გულით. როდესაც თქვენში სისუტეს აღმოაჩენთ, მაგრამ მას არ მისცემთ საშუალებას, შეგბოჭოთ და შეასრულებთ იმ ფუნციებს, რომელთა შესრულებაც გმართებთ, სწორედ ეს იქნება პოზიტიურობისკენ სწრაფვა. მაგალითად, თქვენს უფროს ძმებსა და დებს აქვთ რელიგიური წარმოდგენები, თუმცა შეგიძლიათ ილოცოთ, დაემორჩილოთ, ჭამოთ და სვათ ღვთის სიტყვა, იგალობოთ... რომ შევაჯამოთ, მთელი ძალით, რომლის მოკრებაც კი ძალგიძთ, თავი უნდა მიუძღვნათ იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რა ფუნქციების შესრულებაც შეგიძლიათ. პასიურად ნუ იცდით. პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ, თქვენი მოვალეობის შესრულებისას ღვთის დაკმაყოფილებაა. შემდეგ, როდესაც შეძლებთ ჩაწვდეთ ჭეშმარიტებას და შეხვიდეთ ღვთის სიტყვების რეალობაში, თქვენ იქნებით სრულყოფილნი მის მიერ.

წინა:  მსჯელობა ეკლესიურ და რეალურ ცხოვრებაზე

შემდეგი:  ღმერთის მიერ ადამიანის გამოყენება

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger