წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (28)

პუნქტი მეთოთხმეტე: ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა (ნაწილი მეშვიდე)

წინამძღოლებისა და მუშაკების მეთოთხმეტე პასუხისმგებლობაა „დროულად ამოიცნონ და შემდეგ ჩამოიშორონ ან განდევნონ ყველანაირი ბოროტი ადამიანი და ანტიქრისტე“. ბოლოს, ჩვენ თანავეზიარეთ სხვადასხვა სახის ბოროტი ადამიანების გარჩევის მეორე კრიტერიუმს, რომელიც მათ ადამიანობაზე ეფუძნება და სამ გამოვლინებას მოიცავს. წაიკითხეთ ეს სამი გამოვლინება. (მერვე, ნებისმიერ დროს ღალატის ჩადენის უნარი; მეცხრე, ნებისმიერ დროს წასვლის უნარი; მეათე, მერყეობა.) ამ სამ გამოვლინებაზე თანაზიარების შემდეგ, გესმით ისინი? (დიახ.) ადამიანების უმეტესობას, რომლებსაც ეს პრობლემები აქვთ, ზოგადად ჭეშმარიტების გააზრების უნარი აკლიათ; მათ არ ესმით, რა არის ჭეშმარიტება და არც ის ესმით, რას ნიშნავს ღმერთში რწმენა. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი ვერ ხედავს, რას ნიშნავს სინამდვილეში ღმერთში რწმენა. ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთში რწმენა უბრალოდ რელიგიური რწმენაა და საკმარისია მხოლოდ რელიგიური რიტუალების დაცვა. მათ არ ესმით ღმერთში რწმენის მნიშვნელობა და არც მოვალეობის შესრულების მნიშვნელობა ესმით; ისინი გულის სიღრმეში არც იმაში არიან დარწმუნებულნი, არსებობს თუ არა ღმერთი, და არც იმაში, სწორია თუ არა ღვთის მიმდევრობის გზა. რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ და რამდენი ქადაგებაც არ უნდა ჰქონდეთ მოსმენილი, ისინი ვერასოდეს ახერხებენ ჭეშმარიტ გზაზე საფუძვლის დამყარებას. ეს იწვევს იმას, რომ ისინი მერყეობენ, და თუ რამე ისეთი მოხდება, რაც მათ არ მოეწონებათ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეკლესიის დატოვება ან ეკლესიის ღალატიც კი. ღვთის სახლს ამგვარ ადამიანებთან მოპყრობის კონკრეტული პრინციპები აქვს. მათი განსხვავებული სიტუაციებიდან გამომდინარე, არსებობს კონკრეტული გეგმები მათთან მოპყრობისა და მათი საკითხის მოგვარებისა; ვისგანაც ეკლესია გასაწმენდია, მათგან განიწმინდება, ხოლო ვინც განსადევნია, განიდევნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების ნაწილი ბოროტი ადამიანი და, მით უმეტეს, ანტიქრისტე არ არის, მათი ამ გამოვლინებების ბუნებისა და ღმერთში რწმენისადმი მათი დამოკიდებულების საფუძველზე, ისინი არ არიან ღვთის სახლის ადამიანები და არც ჭეშმარიტი ძმები და დები არიან. ეკლესიაში რომც დარჩნენ, მათთვის ძალიან რთული იქნება ჭეშმარიტების გაგებამდე მისვლა. რას გულისხმობს ის, რომ მათთვის რთულია ჭეშმარიტების გაგება? ეს გულისხმობს იმას, რომ რადგან ისინი ვერასოდეს ახერხებენ ღვთის სიტყვების გააზრებას და ვერასოდეს ახერხებენ ჭეშმარიტების გაგებას, საბოლოოდ ვერ მიაღწევენ ხსნას და ვერ იქნებიან ღმერთის მიერ მოპოვებულნი. ანუ, საბოლოოდ, ისინი ვერ გახდებიან ღვთის სახლის ადამიანები, ვერ გახდებიან ჭეშმარიტი შექმნილი არსებები და ვერ შეასრულებენ შექმნილი არსებების მოვალეობას, რათა დაბრუნდნენ ღვთის წინაშე. გარდა ამისა, ისინი ეკლესიაში ხშირად უარყოფით როლს თამაშობენ. ისინი არა მხოლოდ ვერ ახდენენ დადებით გავლენას, არამედ დროდადრო არეულობასა და ნგრევასაც იწვევენ, გავლენას ახდენენ ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობაზე და ხელს უშლიან ზოგიერთ მათგანს, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს. ამიტომ ეკლესიამ მათთან მიმართებით შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, იქნება ეს მათი დარწმუნება, რომ წავიდნენ, თუ ეკლესიისგან მათი ჩამოშორება და მათი განდევნა. ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება, მათ მიეცეთ საშუალება, ეკლესიაში აშლილობა და არეულობა გამოიწვიონ.

სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანის გარჩევის სტანდარტები და საფუძვლები

II. პიროვნების ადამიანურობაზე დაფუძნებული

კ. მერყეობა

მერყევი ადამიანები ვერასოდეს ახერხებენ იმის დადასტურებას, ნამდვილად არსებობს თუ არა ღმერთი, და კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ იმის დადასტურება, არის თუ არა ღმერთი, რომელიც სწამთ, ჭეშმარიტი ღმერთი. დღეს მათ აქ სურთ ძიება, ხვალ კი იქ სურთ რაღაცების გარკვევა, არ იციან, რომელია ჭეშმარიტი გზა და ყოველთვის ლოდინისა და დაკვირვების დამოკიდებულება აქვთ. ასეთი ადამიანების შემთხვევაში სწრაფად დაარწმუნეთ ისინი, რომ წავიდნენ და უთხარით: „შენ ვერასოდეს ახერხებ იმის დადასტურებას, რომ ღვთის საქმე ჭეშმარიტი გზაა, და არც ჭეშმარიტებას ეძებ საკუთარი სირთულეების მოსაგვარებლად. თუ ასე გააგრძელებ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ რწმენას? ვინაიდან ჭეშმარიტება არ გიყვარს და ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრება არ გსიამოვნებს, შენი არჩევანის მიხედვით იქ წადი, სადაც გაინტერესებს. განა არ გსურს სხვებზე მაღლა დადგე და დიდ წარმატებებს მიაღწიო? მაშინ სამყაროში უნდა გახვიდე და ამისთვის იბრძოლო. შესაძლოა, სამყაროში გამდიდრდე ან თანამდებობის პირი გახდე და საკუთარი ოცნებები აიხდინო. აღარ უნდა დაყოვნდე ღვთის სახლში.“ ასეთი ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიძულოთ და არც დარჩენისკენ უნდა მოუწოდოთ. თუ მათ ეკლესიის დატოვება სურთ, გაუშვით. ამ ურწმუნოთა მუდმივი შეგონება და მათი დარჩენისკენ მოწოდება ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაში არ არის. ღვთის საქმე არასოდეს აიძულებს ადამიანებს, და როდესაც შენ განუწყვეტლივ ცდილობ, შეაკავო ისინი, ვინც ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ამაში იძულების ელემენტია. ამ ადამიანებს გარეთ გასვლა, მუშაობა, ფულის შოვნა და კარგი ცხოვრებით ცხოვრება სურთ, ან სურთ მისდიონ იმას, რაც პირადად მოსწონთ. მათ ეს განზრახვები ყოველთვის ჰქონდათ და ყოველთვის ჰქონდათ საკუთარი მისწრაფებები და გეგმები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არავინ იცის, მათმა ქცევამ ეს უკვე გამოავლინა. მაგალითად, მოვალეობის შესრულებას ისინი ხშირად გულნახევრად ეკიდებიან, ან გულმავიწყნი და ზერელეები ხდებიან და მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ საქმეს. ისინი ხშირად განსაკუთრებულ უხალისობას ავლენენ მოვალეობის შესრულებისას, ყოველთვის ისეთი განცდა აქვთ, თითქოს ზარალდებიან, და ფიქრობენ, რომ მოვალეობის შესრულება ფულის შოვნაში უშლით ხელს. ასეთ ადამიანებს წასვლისკენ უნდა მოუწოდოთ და უთხრათ: „შენ ყოველთვის გულნახევრად და ზერელედ ასრულებ მოვალეობას, საბოლოოდ ჭეშმარიტებას ვერ მოიპოვებ და ღმერთი არ მოგიწონებს ამას — რა დიდი დანაკარგი იქნება ეს! ვინაიდან ჭეშმარიტება არ გაინტერესებს, ვერ ახერხებ ღმერთის არსებობის ან მისი უზენაესობის დადასტურებას და ფიქრობ, რომ სამყარო მშვენიერია, გჯერა, რომ თუ სამყაროსკენ ისწრაფვი, დიდ წარმატებას მიაღწევ და დანარჩენებზე მაღლა დადგები, მაშინ სჯობს, სამყაროში დაბრუნდე და იქ იბრძოლო. რა აზრი აქვს აქ ამ სიძნელეების ატანას?“ განსაკუთრებით, ეს ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ რომელიმე სფეროში დახელოვნებულნი არიან, რომ გარკვეული უნარები და შესაძლებლობა აქვთ, და სჯერათ, რომ თუ საზოგადოებაში ან სამყაროში დამოუკიდებლად დაიწყებდნენ გზის გაკვალვას, შესაძლოა, სახელიც მოეხვეჭათ და სიმდიდრეც, მაღალი სტატუსითა და ანაზღაურებით ესარგებლათ. თუმცა ღმერთში რწმენამდე მისვლისა და რამდენიმე წელიწადის დაბნეულობაში გატარების შემდეგ არც დაწინაურება მიუღიათ და არც რაიმე მნიშვნელოვან პოზიციაზე აურჩევიათ. იმის გამო, რომ ვერ შეძლეს დანარჩენებზე აღმატებულად თავის წარმოჩენა, გულში ძალიან დაჩაგრულად გრძნობენ თავს და არ სურთ ამასთან შეგუება. მათ არ სურთ ღმერთში რწმენის გზაზე სიარული და კიდევ უფრო ნაკლებად სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება. მათი გული მუდმივად მოუსვენარია, ხოლო გონება გაფანტული აქვთ, ისინი ქარაფშუტები და არამყარნი არიან. დროდადრო ისინი ფიქრობენ იმაზე, რომ მათმა კლასელებმა და მეგობრებმა კარგი სამსახურები იშოვეს, რომ მიაღწიეს მაღალ პოზიციებს და რომ ცხოვრობენ სხვებზე უკეთ, რაც მათ განსაკუთრებით აგრძნობინებს, რომ ღმერთში რწმენით საკუთარ თავს ძალიან უსამართლოდ ექცევიან, და ფიქრობენ, რომ არაფრის მაქნისნი, უუნარონი და ხელმოცარულები არიან იმის გამო, რომ ღმერთში რწმენა აქვთ, რის გამოც საკუთარი მშობლებისა და წინაპრების წინაშე გამოჩენისაც კი ძალიან რცხვენიათ. ეს მათ კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს, კიდევ უფრო ნაკლებად სურთ ამასთან შეგუება და მწარედ ნანობენ, რომ თავიდანვე ღმერთში რწმენა აირჩიეს! ამიტომ მათი გონება კიდევ უფრო მეტად მერყეობს. წლების განმავლობაში ღმერთში რწმენამ და მოვალეობის შესრულებამ არა მხოლოდ არ გააძლიერა მათი რწმენა, არამედ მათ ის თავდაპირველი ენთუზიაზმიც დაკარგეს, რომელიც ოდესღაც ჰქონდათ. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოექცეთ ასეთ ადამიანებს? (წასვლისკენ უნდა მოუწოდოთ.) თუ მათ წასვლისკენ მოუწოდებ, შესაძლოა თქვან: „ამდენი წელი მწამდა ღმერთისა, უარი ვთქვი განათლებაზე, ქორწინებასა და მომავალ პერსპექტივებზე. ახლა კი მეუბნები, რომ ეკლესია დავტოვო — განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ის სიძნელეები, რაც ამ წლების განმავლობაში გადავიტანე, ამაო ყოფილა? განა საერთოდ აღარ მექნება მომავალი საბოლოო სამყოფელი? მე ხომ ორივე მხარეს წაგებული ვრჩები. განა ეს ჩემი სიცოცხლის წართმევას არ ჰგავს?“ განა წასვლისკენ მათი მოწოდება მეტისმეტი უგულობა არ არის? შესაფერისია ასე მოქცევა? (ასეთ ადამიანებს თავიდანვე არ სურდათ ღმერთში რწმენა. ისინი მხოლოდ კურთხევების მისაღებად მოტყუებით შემოიპარნენ ეკლესიაში. როდესაც ხედავენ, რომ ეკლესიაში ყოველთვის ღვთის სიტყვების ჭამასა და სმაზე და ჭეშმარიტებაზე თანაზიარებაზეა ყურადღება გამახვილებული, მათ ეს ყველაფერი ეზიზღებათ და წასვლა სურთ. ასეთ ადამიანებს წასვლისკენ უნდა მოუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი შეაკავო, მათ გულებს ვერ შეაკავებ.) თუ ისინი გარკვეული გულწრფელობით ასრულებენ მოვალეობას, მაგრამ უბრალოდ ჭეშმარიტება ნათლად არ ესმით, ან დროებით ცოტათი ნეგატიურები და სუსტები გახდნენ, რადგან წარუმატებლობებსა და მარცხს შეხვდნენ ან გასხვლა განიცადეს, ასეთ შემთხვევებში შეგიძლია ჭეშმარიტებაზე თანაზიარება, რათა მათ დაეხმარო და გაამხნევო. თუმცა, დავუშვათ, მათი სისუსტე დროებითი კი არ არის, არამედ ისინი მუდმივად ზერელედ და ფორმალურად ასრულებენ მოვალეობას, გულნახევრად აკეთებენ მას და მხოლოდ იმით კმაყოფილდებიან, რომ არ მოიცილონ; და დავუშვათ, ისინი მოვალეობას გულწრფელობისა და მონდომების გარეშე ასრულებენ, ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არანაირი მიზნისკენ არ ისწრაფვიან და უბრალოდ დღეები გაჰყავთ — თუ ნათელი გახდება, რომ ისინი ასეთი ტიპის ადამიანები არიან, მაშინ მათი წასვლისკენ მოწოდება შეიძლება.

ზოგი ადამიანი ურწმუნოა. თუ ნათლად ხედავ, რომ ისინი არსებითად არიან ადამიანები, რომლებსაც ჭეშმარიტება არ უყვართ და შრომაც კი არ სურთ, მაშინ მათ წასვლისკენ უნდა მოუწოდო. მათი ძირითადი გამოვლინებებია ის, რომ ისინი არასდროს კითხულობენ ღვთის სიტყვებს, არასდროს სწავლობენ საგალობლებს, არასდროს უსმენენ ქადაგებებს და არასოდეს აქვთ თანაზიარება ჭეშმარიტებაზე ან საუბარი საკუთარი თავის შეცნობაზე. მათ ასევე არ უყვართ ძმებისა და დების გამოცდილებითი დამოწმებების მოსმენა. ისინი არასდროს უყურებენ ღვთის სახლის მიერ შექმნილ ფილმებს, საგალობლების ვიდეოებს ან გამოცდილებითი დამოწმების ვიდეოებს, და თუ უყურებენ კიდეც, მხოლოდ გასართობად ან ცნობისმოყვარეობის მიზნით, ასეთ შემთხვევაში კი მხოლოდ ცოტას უყურებენ უხალისოდ; და ეს სრულიად არ გამომდინარეობს საკუთარ სიცოცხლეში შესვლის მიმართ რაიმე ტვირთის გრძნობიდან; ისინი ამას უბრალოდ გასართობად და სანახაობისთვის უყურებენ. რას აკეთებენ ისინი დროის უმეტეს ნაწილში? საუბრობენ, ჭორაობენ ან ინტერნეტში შედიან, რათა უყურონ იმას, რაც მოსწონთ. მაგალითად, ზოგიერთ მათგანს საფონდო ბაზარი მოსწონს და მუდმივად ამოწმებს ინტერნეტში აქციების ტრენდებს; ზოგს ავტომობილები ან ელექტრონული პროდუქტები მოსწონს და ყოველთვის ამოწმებს ინტერნეტში, რომელმა ბრენდმა გამოუშვა ახალი მოდელი ან შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია; სხვებს მოსწონთ თვითმედიის მიერ შექმნილი ონლაინ საინფორმაციო რეპორტაჟების ყურება; ზოგს კი სილამაზე, მაკიაჟი ან ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოსწონს და ხშირად შედის ინტერნეტში, რათა წაიკითხოს რაიმე სილამაზის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ან ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დღეგრძელობის მიღწევის გზების შესახებ. ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ სხვადასხვა ჭეშმარიტებები, რომლებშიც მორწმუნეები უნდა შევიდნენ, რათა გადარჩნენ, ან ძმებისა და დების გამოცდილებითი დამოწმებები. გარდა იმისა, რომ უხალისოდ ცოტა მოვალეობას ასრულებენ, სხვა დროს ისინი ყოველთვის ყურადღებას ამახვილებენ არამორწმუნე სამყაროს ცვალებად მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რა ახალი ტენდენციები და მნიშვნელოვანი ახალი ამბებია მსოფლიოში, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და სხვა მსგავს საკითხებზე. ისინი მხოლოდ ამგვარ ინფორმაციას უყურებენ. რადგან ისინი მუდმივად ამ ყველაფერს უყურებენ, მათი გულები მხოლოდ ასეთი საკითხებით არის სავსე და სრულიად უგულებელყოფენ იმ ჭეშმარიტებებს, რომლებიც ღმერთში მორწმუნეებს უნდა ესმოდეთ. ვისაც არ უნდა ჰქონდეს მათთან თანაზიარება, ისინი ამას არ იღებენ. მათ არც აინტერესებთ და არც ადარდებთ სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად, რა პრინციპებს უნდა მიჰყვნენ მოვალეობის შესრულებისას, რა გახრწნილ ხასიათებს ამჟღავნებენ და რა პრობლემები არსებობს მოვალეობის შესრულებისას, ადამიანების მიმართ ღვთის სხვადასხვა მოთხოვნიდან რომელს აკმაყოფილებენ და რომელს — არა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოვალეობას ასრულებენ, მხოლოდ მექანიკურად აკეთებენ ამას და ოდნავადაც არ ეძებენ ჭეშმარიტების პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანები ამტკიცებენ, რომ მორწმუნეები არიან, შინაგანად მათ მოსწონთ და ყურადღებას ამახვილებენ ფულზე, სტატუსზე და არამორწმუნე სამყაროს ტენდენციებზე, მოსწონთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არამორწმუნე სამყაროს ტენდენციებს მისდევენ. როდესაც არამორწმუნე სამყაროს საკითხებზე საუბრობენ, ამას დიდი ენთუზიაზმითა და დაუღალავი გატაცებით აკეთებენ, მჭევრმეტყველებენ და ამაზე დაუსრულებლად საუბრობენ, მაგრამ როდესაც ხვდებიან მათ, ვისაც ჭეშმარიტებაზე თანაზიარება უყვარს, სათქმელი არაფერი აქვთ. როდესაც ძმა ან და ამბობს: „ერთი საგალობელი ისეთი ლამაზია, მთელი ტექსტი ზეპირად ვისწავლე“, ისინი ზედაპირულად პასუხობენ: „ზეპირად ისწავლე. მშვენიერია.“ როდესაც ძმა ან და ამბობს: „ამა და ამ დის გამოცდილებითი დამოწმება ნამდვილად კარგია!“ ისინი ამბობენ: „ახლა იმდენი გამოცდილებითი დამოწმების ვიდეოა, რომელი არ არის კარგი? ყველა საკმაოდ კარგია.“ ისინი მხოლოდ ასე ზედაპირულად პასუხობენ; სინამდვილეში, მათ ჭეშმარიტების მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვთ და ძმებთან და დებთან საერთო ენას ვერ პოულობენ. როდესაც ვინმე ეკითხება მათ: „როცა სიტუაციებს აწყდები, ლოცულობ?“ ისინი პასუხობენ: „როგორ უნდა ვილოცო? რის შესახებ უნდა ვილოცო?“ ისინი არ ლოცულობენ და არც არაფერი აქვთ სათქმელი ღმერთისთვის. ამ ადამიანებს არანაირი ინტერესი არ აქვთ იმ ყველაფრის მიმართ, რაც ღმერთში რწმენას უკავშირდება, და მათი გულები არამორწმუნე სამყაროს ყველანაირი საკითხით არის სავსე. როგორ ფიქრობთ, ასეთ ადამიანებს პრობლემა აქვთ? (დიახ.) თუ ხედავ, რომ ისინი მოვალეობის შესრულებისას ყოველთვის გულნახევრად იქცევიან, და როცა რაიმე საქმეს დაავალებენ, ძალიან მოუთმენლები ხდებიან, მცირეოდენი სირთულის გამო წუწუნებენ, და ღმერთში რწმენის რამდენიმე წლის შემდეგ ხშირად ამჟღავნებენ ასეთ აზრებს: ღმერთში რწმენით დავზარალდი. ღმერთში რწმენა რომ არა, ამ დროისთვის ჩემი ხელფასი ამა და ამ ოდენობამდე გაიზრდებოდა, ამა და ამ სტატუსითა და ასეთი მდიდრული ცხოვრების წესით სიამოვნებას შევძლებდი“, როგორ უნდა მოექცეთ ასეთ ადამიანებს? (მათ წასვლისკენ უნდა მოუწოდოთ.) ასეთ ადამიანებს უბრალოდ წასვლისკენ მოუწოდეთ და აღარ დაავალოთ არანაირი მოვალეობა, რადგან მათ შრომაც კი არ სურთ. ისინი ფიქრობენ, რომ შეკრებებზე მორწმუნედ დასწრება ასატანია, მაგრამ მოვალეობის შესრულება და ღმერთის მიყოლა მათ დიდ საქმეებში უშლის ხელს. ისინი გრძნობენ, რომ მოვალეობის შესრულება და ღმერთის მიყოლა დიდ დაბრკოლებას უქმნის მათ სწრაფვას ბედნიერებისკენ. მათ სჯერათ, რომ მოვალეობას რომ არ ასრულებდნენ, უკვე დანარჩენებზე აღმატებულები იქნებოდნენ, მაღალი თანამდებობის პირები გახდებოდნენ და სამყაროში დიდ ფულს იშოვიდნენ. მაშ, რატომ უნდა შევაფერხოთ ისინი? ამიტომ მათი წასვლისკენ მოწოდება ყველასთვის კარგია. მათი იძულება ან დარჩენისკენ მოწოდების მცდელობა უდიდესი შეცდომა იქნებოდა. ასეთ ადამიანებს ასე უნდა მოუწოდოთ: „რატომ აირჩიე ღმერთში რწმენა? თუ ჭეშმარიტება არ გაინტერესებს და ღმერთის შესახებ მუდამ ეჭვებით ხარ სავსე, ოდესმე შეძლებ ჭეშმარიტების მოპოვებას? შენ გაქვს იდეები, დიპლომები და ნიჭი — სამყაროში გულმოდგინედ რომ იბრძოლო, სრულიად შესაძლებელია, კომპანიის პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი გახდე, შეიძლება მილიონერი ან მილიარდერი გახდე. ღვთის სახლში ასე დინებაზე მიყოლით, ჯერ ერთი, სხვებზე მაღლა ვერ დადგები; მეორე, დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ; და ბოლოს, წინაპრებს დიდებას ვერ მოუტან. უფრო მეტიც, მოვალეობის შესრულებისას შენ ყოველთვის ზერელე ხარ, რაც იწვევს იმას, რომ გასხვლას განიცდი და სულ გულდაწყვეტილი ხარ. რატომ უნდა აიტანო ეს ტანჯვა? შენ სამყაროში უნდა გახვიდე, ან პოლიტიკაში ან ბიზნესში, და აუცილებლად მიაღწევ გარკვეულ წარმატებას საკუთარი თავისთვის. შენ ჩვენგან განსხვავებული ხარ: დიპლომებიც გაქვს და ნიჭიც, კეთილშობილი ადამიანი ხარ — განა შენთვის დამამცირებელი არ არის ღმერთში ჩვენთან, უბრალო ადამიანებთან ერთად, რწმენა? როგორც არამორწმუნეები ხშირად ამბობენ, «მთელი სამყარო შენ წინაშეა» — უნდა ისარგებლო იმით, რომ სამყაროში ჯერ კიდევ დარჩენილია დრო, და სანამ შესაძლებლობა გაქვს, გარკვეული სახელის, სარგებლისა და სტატუსის მოპოვებას ესწრაფო. ნუ მოექცევი საკუთარ თავს უსამართლოდ აქ დარჩენით.“ ეს შესაფერისი გზაა მათ დასარწმუნებლად? სიტყვები საკმაოდ ტაქტიანია, არა? (დიახ.) ეს მათ გულს არ ატკენს და ამავე დროს არის ის, რისი მოსმენაც თავად სურთ. ვფიქრობ, ეს მიდგომა შესაფერისია, მათთვის ამ რჩევის მიღება იოლია და შეუძლიათ თამამად წავიდნენ ყოველგვარი აღელვების გარეშე. როდესაც ასეთ ადამიანებთან გაქვს საქმე, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ისინი ურწმუნოები არიან, და ხედავ, რომ ღმერთში რწმენის მიმართ საერთოდ არანაირი ენთუზიაზმი არ აქვთ, რომ მოვალეობას არასოდეს ასრულებენ გულწრფელად და არასოდეს მიუღიათ სიცოცხლეში შესვლა — და არც სავარაუდოა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღონ — მაშინ მათ წასვლისკენ უნდა მოუწოდო. თუ მათ წასვლისკენ არ მოუწოდებ, ისინი ყოველთვის ზერელე და ნელთბილი დამოკიდებულებით შეასრულებენ მოვალეობას, და შეიძლება დადგეს დრო, როცა დიდ უბედურებას გამოიწვევენ.

ლ. სიმხდალე და ეჭვიანობა

ჩვენ დავასრულეთ თანაზიარება მეათე გამოვლინებაზე — მერყეობაზე. ახლა მოდით, შევხედოთ მეთერთმეტე გამოვლინებას — სიმხდალესა და ეჭვიანობას. რა გამოვლინებები აქვთ მხდალ ადამიანებს? (მხდალ ადამიანებს ეშინიათ, როდესაც დაპატიმრებისა და დევნის წინაშე დგებიან. მათ სურთ მოვალეობის შესრულება, მაგრამ ვერ ბედავენ.) ეს მხოლოდ ერთი მცირე ასპექტია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ღმერთში რწმენის შესახებ მათ ასეთი შეხედულება აქვთ: ყოველთვის გრძნობენ, რომ ღმერთში მორწმუნეები თითქოს უადგილონი არიან ამ სამყაროში; გრძნობენ, რომ ღმერთში მათი რწმენა სამარცხვინოა. განსაკუთრებით ზოგ ავტორიტარულ ქვეყანაში ან ისეთ ქვეყნებში, სადაც რელიგიის თავისუფლება არ არსებობს, სადაც ღმერთში მორწმუნეები არა მხოლოდ კანონით არ არიან დაცულნი, არამედ იდევნებიან, ზოგი ადამიანი ვერ ბედავს იმის აღიარებას, რომ ღმერთი სწამს, და ეშინია, რომ სხვები ამას გაიგებენ. ისინი გრძნობენ, რომ ღმერთში რწმენა არ არის რაღაც ღია და ღირსეული. მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ჭეშმარიტი ღმერთი სწამთ, ამაში არანაირ პატივს არ გრძნობენ და არც თავდაჯერებულობა აქვთ. როგორც კი რაიმე არეულობის ნიშანი ჩნდება, ან როდესაც ხედავენ, რომ მთავრობა მორწმუნეებს აპატიმრებს, დევნის, ავიწროებს და რიყავს, ისინი განსაკუთრებით ღელავენ, რომ შეიძლება თავადაც ამაში მოჰყვნენ. ასეთ სიტუაციებში ზოგი ადამიანი სწრაფად წყვეტს კავშირს ეკლესიასთან და ღვთის სახლში წიგნების დაბრუნებასაც კი ჩქარობს. სხვები, დაპატიმრების შიშით, შეკრებებზე დასწრებას ვეღარ ბედავენ და ვერც ძმებთან და დებთან მისალმებას ბედავენ, როდესაც მათ ხვდებიან. განსაკუთრებით მათთან, ვინც თავისი რწმენის გამო შედარებით ცნობილია ან ადრე დაპატიმრებული ყოფილა, ეს ადამიანები მით უმეტეს ვერ ბედავენ ურთიერთობას — ასეთ დონემდე მხდალები არიან. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ როდესაც გაიგებენ, რომ მთავრობამ მასობრივი დაპატიმრებების დიდი ტალღა დაიწყო, ისინი ხელისუფლებასთან მიიჩქარიან, რათა საკუთარი ინიციატივით აღიარონ, რომ ადრე ღმერთი სწამდათ და იციან, ვის სწამს ღმერთი, საკუთარი ინიციატივით ჰყიდიან მათ და აბარებენ ღვთის სიტყვების წიგნებსა და ღმერთში რწმენასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს შემწყნარებლობის სანაცვლოდ, ერთადერთი მიზნით — საკუთარი თავის გადასარჩენად. მითხარით, განა ეს სიმხდალის გამოვლინებები არ არის? (დიახ.) განსაკუთრებით ზოგი ადამიანი ღმერთში რწმენის მიღების შემდეგ, მუდამ შიშობს, რომ სხვები მისი რწმენის შესახებ გაიგებენ და კიდევ უფრო მეტად ეშინია, რომ თუ ვინმე დააპატიმრეს, მას გაყიდიან. როგორც კი ვინმე გაიგებს, რომ მას ღმერთი სწამს, ის მაშინვე ჩქარობს აუხსნას, რომ აღარ სწამს და ჩქარობს ისეთი რამეების გაკეთებას, რომ არამორწმუნეებმა აღარ იეჭვონ, რომ ის მორწმუნეა. მაგალითად, ისინი არამორწმუნეებთან კავშირებს ამყარებენ, მათთან ერთად ჭამენ, ერთობიან, აზარტულ თამაშებს თამაშობენ, ალკოჰოლს სვამენ და ასე შემდეგ. ოდნავი საფრთხის ნიშნის შემთხვევაში ისინი შეკრებებზე დასწრებას ვეღარ ბედავენ და აღარ ასრულებენ მოვალეობას, იგნორირებენ ყველას, ვინც მათთან დაკავშირებას ცდილობს. როდესაც ყველაფერი მშვიდად არის, ისინი ფიქრობენ იმაზე, რომ ღმერთში რწმენას კურთხევები მოაქვს, ადამიანს სიკვდილის თავიდან აცილების, ზეცაში წასვლისა და კარგი საბოლოო სამყოფლის მოპოვების საშუალებას აძლევს — მაშინ ღმერთში რწმენისთვის ენერგიით არიან სავსე. მაგრამ, როგორც კი ოდნავ საშიშ გარემოს აწყდებიან, უკვალოდ ქრებიან. შემდეგ, როდესაც სიტუაცია გაივლის და ყველაფერი კვლავ დამშვიდდება, ისინი ბრუნდებიან. ამგვარი ადამიანი ხშირად უკვალოდ ქრება. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, როგორც კი მცირე საშიშროება გაჩნდება, შეუძლია მაშინვე მიატოვოს თავისი საქმე, მისი გასაგრძელებლად არანაირი ღონისძიება არ გაატაროს, და ამის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარავინ შეძლებს. სხვა ადამიანებს, როდესაც ანალოგიურ საშიშ გარემოს აწყდებიან, შეუძლიათ ყველანაირი გზა მოიფიქრონ, რათა შემდგომი საქმეები სათანადოდ მოაგვარონ. თუ ამჟამად გარემო მეტისმეტად მტრულია, და დაპატიმრების რისკი მაღალია, ისინი ელოდებიან საფრთხის გადავლას და შემდეგ საქმეს აგრძელებენ. ან, თუ ისინი თავიანთი რწმენის გამო მეტისმეტად ცნობილნი არიან და სამუშაოს შესასრულებლად გამოჩენის შემთხვევაში ადვილად შეიძლება დააპატიმრონ, ამ საქმის შესრულებას სხვას ავალებენ. მაგრამ როდესაც ეს მხდალი ადამიანები ოდნავ საფრთხეს იგრძნობენ, მაშინვე იმალებიან და მთელი ძალებით ცდილობენ თავის დაფარვასა და გადარჩენას, ეკლესიის საქმესა და ქონებას სრულიად იგნორირებენ და არაფრად აგდებენ, არანაირ ძალისხმევას არ იჩენენ ეკლესიის საქმის დასაცავად ან ძმებისა და დების დასაფარავად. რისი ეშინიათ მათ ყველაზე მეტად ღმერთში რწმენისას? ჯერ ერთი, ეშინიათ, რომ მთავრობა გაიგებს მათი რწმენის შესახებ. მეორე, ეშინიათ, რომ მეზობლები გაიგებენ. მესამე, ყველაზე მეტად ეშინიათ დაპატიმრებისა და ციხეში მოხვედრის, რომ შეიძლება ცემით მოკლან. ამიტომ, როცა რაიმე ხდება, პირველი, რაზეც ფიქრობენ, არის ის, ხომ არ დააპატიმრებენ ან ხომ არ მოკლავენ. თუ ამის თუნდაც 1%-იანი შანსი არსებობს, ისინი ეძებენ გაქცევის გზებს. მაგალითად, შეკრების დროს რომელიმე ძმამ ან დამ შეიძლება თქვას: „აქ მოსვლისას ახლომახლო ვიღაც უცნობი დავინახე. ნეტავ არამორწმუნე ხომ არ არის, რომელიც გვაკვირდება?“ მხოლოდ ამ ერთი შენიშვნის მოსმენის გამო, მხდალი ადამიანები შემდეგ შეკრებაზე აღარ მოვლენ და ყველასთან კავშირს გაწყვეტენ. ამას სიფრთხილეს უწოდებდი? (ეს ჩვეულებრივი სიფრთხილე არ არის, ეს სიმხდალეა — მათ გულებში ღმერთისთვის ადგილი არ არის.) ეს უკიდურესობამდე მიყვანილი სიფრთხილეა. ქვეყნებში ან რეგიონებში, სადაც გარემო განსაკუთრებით მტრულია, მართალია, მორწმუნეები ფრთხილად უნდა იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაპატიმრების შიშით თავიანთი მოვალეობის შესრულება ან შეკრებებზე დასწრება უნდა შეწყვიტონ და იმდენად ფრთხილები იყვნენ, რომ მათ გულებში ღმერთისთვის ადგილი აღარ დარჩეს. რა არის მხდალი ადამიანების სიფრთხილის პრინციპი? რაც არ უნდა მოხდეს — დიდი თუ პატარა — მათ საერთოდ არ სწამთ, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. ისინი ფიქრობენ, რომ არავინ არის სანდო, და თავის დასაცავად საკუთარ თავს ეყრდნობიან. ეს არის მათი პრინციპი. მათ არ სწამთ, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია; რომ ყველაფერს ღმერთი განაგებს და აწყობს; რომ თუ რაიმე ნამდვილად ხდება, ეს ღვთის მიერ არის დაშვებული, ხოლო თუ ღმერთი არ დაუშვებს, არავის დააპატიმრებენ. ამ მხრივ მათ აბსოლუტურად არანაირი რწმენა არ აქვთ. ამის ნაცვლად, მათი გულები მხოლოდ სიმხდალით არის სავსე. მეტიც, მათ სიმხდალეს საბედისწერო ნაკლი აქვს და ეს ყველაზე საძულველი რამ არის მათში: საკუთარი თავის დასაცავად და ნებისმიერ გარემოსთან გასამკლავებლად, რომელიც მათ შიშს ჰგვრის, ისინი მიჰყვებიან იმას, რასაც თავიანთ „უზენაეს სიბრძნედ“ მიიჩნევენ, კერძოდ, რაც არ უნდა მოხდეს — უთვალთვალებენ მათ თუ აპატიმრებენ და ციხეში სვამენ — როგორც კი რამე ცუდად წავა და მათ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, ერთი მხრივ, ისინი უარყოფენ, რომ ღმერთი სწამთ, ხოლო მეორე მხრივ, ყველაფერს, რაც იციან, მაშინვე დაუფარავად გასცემენ, რითაც ღალატს სჩადიან. რატომ აკეთებენ ისინი ამას? უბრალოდ იმიტომ, რომ თავი ფიზიკური ტანჯვისგან დაიცვან; ამიტომ ამხელენ ყველაფერს, რაც იციან. პირველ რიგში, ისინი გასცემენ ეკლესიის წინამძღოლებს, ასევე ამხელენ, ვინ არიან რაიონის წინამძღოლები და რეგიონული წინამძღოლები და სად ცხოვრობენ ისინი; ამხელენ ყველაფერს, რაც იციან. ისინი ყველაფერს გასცემენ და ღალატს სჩადიან, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე აწამებდნენ. მეტიც, თუ „სამ განცხადებაზე“ ხელის მოწერას სთხოვენ, მაშინვე აწერენ ხელს, დაფიქრებაც კი არ სჭირდებათ — ამისთვის თავიდანვე მზად იყვნენ. ეს იმიტომ, რომ ციხეს თავი აარიდონ, წამებას თავი დააღწიონ და სიკვდილის ნებისმიერ საფრთხეს გაერიდონ. ისინი ასეთი მხდალები არიან. მათ არც ღვთის უზენაესობის სწამთ და არც საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება შეუძლიათ. ამის ნაცვლად, საკუთარი თავის დასაცავად ყველა შესაძლო გზას ეძებენ. მათთვის საუკეთესო მეთოდი სხვებისა და ეკლესიის გაყიდვაა — ეს ყველაზე ეფექტური გზაა. ისინი სხვების ღალატის ფასად საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ყოველგვარ ტანჯვას თავს არიდებენ. ეს არის ის, რაც მათ დიდი ხნით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი — ეს მათი „უზენაესი სიბრძნეა“. მითხარით, ასეთი ადამიანის სიმხდალე ნორმალური სიმხდალეა? (არა.) მაშ, რაშია აქ პრობლემა? (ისინი იმდენად მხდალები არიან, რომ იუდებად იქცევიან, მზად არიან, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გაყიდონ ძმები, დები და ეკლესია. ასეთი ადამიანები ჭეშმარიტი მორწმუნეები არ არიან.) მოდით, ჯერჯერობით გვერდზე გადავდოთ საკითხი, ჭეშმარიტი მორწმუნეები არიან ისინი თუ ცრუ მორწმუნეები. უბრალოდ შეხედეთ მათ ადამიანურობას — ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთში რწმენა არის რაღაც ფარული და სამარცხვინო და არა ღია და ღირსეული რამ, და ღმერთში რწმენის საკითხს, რომელიც ასეთი ღია, ღირსეული და დადებითი რამ არის, უარყოფითად მიიჩნევენ — როგორ ადამიანებად მიგაჩნიათ ისინი? (გონებადაბინდულ ადამიანებად, რომლებიც შედარებით უკეთურნი არიან.) მათი თვალთახედვა და მოვლენების გააზრების გზა ნორმალური ადამიანებისგან განსხვავდება. ზოგჯერ მათ შეუძლიათ თეთრსაც კი შავი უწოდონ და ვერ გაარჩიონ სწორი არასწორისგან. როგორ შეიძლება ღმერთში მორწმუნეები განზრახ ფარულად იქცეოდნენ? ეს იმიტომ ხდება, რომ ეს სამყარო მეტისმეტად ბოროტია — კანონი რელიგიის თავისუფლებას არ იცავს, ხოლო სატანურ რეჟიმს კიდევ უფრო მეტად სძულს ღმერთი და ღვთის საქმეს მტრულად უყურებს. ის დადებით რამეებს არსებობის უფლებას არ აძლევს და ყველანაირად ცდილობს ღმერთში მორწმუნეების დევნას. ამიტომ, ასეთ საზოგადოებრივ გარემოებებში, მორწმუნეებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ შეკრებისა და მოვალეობის შესრულებისას ფრთხილად იმოქმედონ; ისინი ამას ღიად ვერ ბედავენ. გარედან შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ისინი ქურდებივით ფარულად მოქმედებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს მთლიანად დევნის გარემოებით არის განპირობებული, ხომ ასეა? (დიახ.) მაშ, როგორ აღწერს დიდი წითელი დრაკონი ღმერთში რწმენისა და საკუთარი მოვალეობის შესრულების ქმედებებს? როგორც „საეჭვო ქცევას“. ეს საეჭვო ქცევაა? (არა.) ეს საეჭვო ქცევა არ არის — ეს ის არის, რასაც ადამიანები აკეთებენ, რადგან სხვა არჩევანი არ გააჩნიათ. ჩაიდინეს ამ ადამიანებმა რაიმე უკანონო? (არა.) მათ არ ჩაუდენიათ არც რაიმე უკანონო და არც რაიმე ისეთი, რაც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება; მით უმეტეს, მათ არც კანონი დაურღვევიათ და არც საზოგადოებრივი წესრიგი. რას აკეთებდნენ ეს ადამიანები? ისინი უბრალოდ ქმნილი არსებების მოვალეობას ასრულებდნენ. ეს საქმე მსოფლიოში ყველაზე ფასეული, მნიშვნელოვანი და სამართლიანი წამოწყებაა. მაგრამ რადგან ეს სამყარო ბოროტი და ბნელია და თეთრს შავად აცხადებს, ყველაზე სამართლიან, ფასეულ და მნიშვნელოვან წამოწყებას „საეჭვოს“ უწოდებს. ეს სატანის ინტერპრეტაციაა. განა სატანის ინტერპრეტაცია ჭეშმარიტებაა? არის ის დადებითი? (არა.) რა თქმა უნდა, არ არის. თუმცა, როდესაც მხდალი ადამიანები ამ ინტერპრეტაციას ისმენენ, ისინი არა მხოლოდ გულში სრულად ეთანხმებიან მას, არამედ სატანისგან ამ განმარტებასაც იღებენ. ამის გამო, ისინიც ფიქრობენ, რომ ღმერთში ფარულად რწმენა და მოვალეობის ფარულად შესრულება არასათანადოა და აუცილებლად არასწორი უნდა იყოს. ისინი ყოველთვის შიშობენ, რომ ერთ დღეს საზოგადოება და მთავრობა მათაც აწამებს, არ ექნებათ ადგილი, სადაც თავის დასაცავად იდავებენ, და არც ვინმე ეყოლებათ, ვინც დაეხმარება ან გადაარჩენს. ამიტომ მათ განსაკუთრებით ეშინიათ, რომ ადამიანები ღმერთში მათი რწმენის შესახებ გაიგებენ. გულში ისინი არ აღიარებენ, რომ ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები ჭეშმარიტებაა, ან რომ გზა, რომელზეც ღმერთი ადამიანებს მიუძღვის, სწორია, მაგრამ მაინც სურთ ღვთისგან კურთხევების მიღება. განა ეს წინააღმდეგობრივი არ არის? საბოლოოდ, ისინი წარმოუდგენლად დაჩაგრულად გრძნობენ თავს იმის გამო, რომ ღმერთი სწამთ და ასეთ გარემოში ამ სიძნელეებს იტანენ. რატომ გრძნობენ თავს დაჩაგრულად? იმიტომ, რომ მათ ძლიერ ეშინიათ ამ სამყაროს ბოროტი რეჟიმის, ეშმაკებისა და სატანების ბოროტი ძალების და ყოველთვის შიშობენ, რომ ეშმაკები და სატანები აწამებენ და სიცოცხლეს წაართმევენ. ვინაიდან მათ ღვთის მიმართ არანაირი რეალური რწმენა არ აქვთ, განსაკუთრებით მხდალები ხდებიან, იქამდეც კი, რომ საერთოდ აღარ ასრულებენ მოვალეობას. თუ აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ არსებობს, ისინი დაესწრებიან შეკრებებს ან ურთიერთობა ექნებათ ძმებთან და დებთან, ან ეკლესიისთვის გარკვეულ საქმეებს გააკეთებენ, მაგრამ უბრალოდ ვერ ბედავენ იმის აღიარებას, რომ ღმერთი სწამთ, რომ ეკლესიის ნაწილი არიან, ან იმას, რომ აღიმართნენ ღვთისთვის დასამოწმებლად ან საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად — მათ ძალიან ეშინიათ. მათ ღმერთის მიმართ რეალური რწმენა არ აქვთ, თუმცა მაინც სურთ ღვთისგან კურთხევებისა და კარგი საბოლოო სამყოფლის მიღება. თქვენ იტყოდით, რომ ეს წინააღმდეგობრივია? (დიახ.) განა მათ საკუთარ პირად ინტერესებზე კონცენტრაციამ გონება არ დაუბინდა? (დიახ.) ეს ადამიანები პირადი სარგებლის სიხარბით არიან შეპყრობილნი. მათ არ სწამთ ღვთის უზენაესობა ყველაფერში, თუმცა მაინც სურთ ღვთისგან კურთხევების მიღება. მათ არ სწამთ, რომ ეკლესიის საქმე და მოვალეობა, რომელსაც ძმები და დები ასრულებენ, სამართლიანი, ფასეული და მნიშვნელოვანია. მათ განსაკუთრებით ეშინიათ მნიშვნელოვანი მოვალეობების შესრულების, ან იმის, რომ წინამძღოლები და მუშაკები ხშირად სთხოვენ მათ გარეთ გასვლას და საქმეების მოგვარებას, შიშობენ რა, რომ თუ რამე არასწორად წავა, თავადაც გაეხვევიან ამაში. საფრთხის წინაშე ეს მხდალი ადამიანები შეიძლება იუდებად იქცნენ და ეკლესია გაყიდონ — ესეც ერთგვარი სახიფათო ადამიანები არიან.

კიდევ რა გამოვლინებები აქვთ მშიშარა ადამიანებს? ასეთ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ უარყონ ღვთის სახელი და განუდგნენ მას, ნებისმიერ დროს უღალატონ ღმერთს და ნებისმიერ დროს იუდებად იქცნენ. მშიშარა ადამიანები ცათა სასუფეველში შესვლის ღირსნი არ არიან — განა ასე არ არის? (დიახ.) რა არის მშიშარა ადამიანთა საბედისწერო სისუსტე? (მათ სიკვდილის ეშინიათ და შეუძლიათ ღალატი ჩაიდინონ.) ასეთი ადამიანები უღირსად მიჰყვებიან ცხოვრების დინებას, სიცოცხლეს ებღაუჭებიან და სიკვდილის ეშინიათ. სიკვდილის შიში მათი საბედისწერო სისუსტეა. ოღონდ სიკვდილი აიცილონ თავიდან და ყველაფერზე წავლენ — იუდად ქცევაზეც, განადგურების ძედ ქცევაზეც და წყევლის მიღებაზეც — ყველაფერზე წავლენ, ოღონდ იცოცხლონ. ცოცხლად დარჩენა მათი უმაღლესი მიზანია. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი თანაზიარება იმის შესახებ, რომ ადამიანთა სიცოცხლე და სიკვდილი ღვთის ხელშია; რომ ღმერთი აკონტროლებს ადამიანთა ბედს, მასზე ხელმწიფებს და წარმართავს; და რომ ადამიანები ღვთის წარმართვასა და განგებას უნდა დაემორჩილონ, ისინი ამ სიტყვებს არც ირწმუნებენ და არც მიიღებენ. ისინი მხოლოდ იმას ფიქრობენ, რომ ადამიანად ხელახლა დაბადება იშვიათი შესაძლებლობაა, ამიტომ მათთვის სიკვდილი სრულიად დაუშვებელია; ასევე ფიქრობენ, რომ როცა მოკვდებიან და მათი ხორცი დაიღუპება, მათი სამშვინელი ან ცხოველად ხელახლა დაიბადება ან მოხეტიალე მოჩვენებად იქცევა და აღარასოდეს ექნება ადამიანად ხელახლა დაბადების შესაძლებლობა. ამიტომ მათ განსაკუთრებით ეშინიათ სიკვდილის. მათთვის სიკვდილი დამღუპველი კატასტროფაა და არა შემდეგი რეინკარნაციის კარგი შესაძლებლობა, არც სხვა ხელახალი დაბადების ახალი დასაწყისი. ამიტომ საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად არაფერზე დაიხევენ უკან. თუნდაც ამისთვის სხვათა გაყიდვა ან ეკლესიის საქმისთვის რაიმე ზიანის მიყენება დასჭირდეთ, ისინი უყოყმანოდ გააკეთებენ ამას; და თუნდაც ეს ღვთის სახელის უარყოფას ნიშნავდეს, არ ადარდებთ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას — მათ მხოლოდ ის ანაღვლებთ, უსაფრთხოდ იცხოვრონ. როგორი ადამიანები არიან ისინი? (ადამიანები, რომლებიც უღირს არსებობას მიათრევენ.) ისინი არიან არარაობები, რომლებიც უღირს არსებობას მიათრევენ! ისინი ღირსებისა და პატიოსნების გარეშე ცხოვრობენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ცოცხლები დარჩნენ, ყველაფერზე წავლენ და ნებისმიერ სიმდაბლემდე დაეშვებიან. ზოგ ადამიანს გულში უკვე წინასწარ აქვს გათვლილი, რას გააკეთებს, თუ საშიშ ვითარებაში აღმოჩნდება: „თუ დამაპატიმრებენ, უბრალოდ ვილაპარაკებ. როცა დიდი წითელი დრაკონი გაწამებთ, გემუქრებათ და თქვენს დაშინებას ცდილობს, გაიძულებთ, გაყიდოთ ეკლესია, თქვენ ყველანი ერთ სიტყვასაც არ ამბობთ. აი, მე კი ისეთი სულელი არ ვარ, როგორიც თქვენ ხართ, რომ სხეულის ტკივილის ატანა ვამჯობინო, ოღონდ არაფერი ვთქვა. მე ჯერ კიდევ ცემამდე ან დაშინებამდე ავლაპარაკდებოდი — ხედავთ, როგორი ჭკვიანი ვარ! როგორც იტყვიან: «ბრძენი ადამიანი გარემოებებს ემორჩილება.» რა არის ცუდი იმაში, რომ ეკლესიის ძმები და დები გავყიდო? ყველამ ხომ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს, ასე არ არის? განა სისულელე არ არის, საკუთარ თავზე არ იზრუნო?“ სანამ რამე მოხდება, მათ უკვე წინასწარ აქვთ გათვლილი, როგორ დაიცვან საკუთარი თავი. მათ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ჰქონდათ გათვლილი. რა არის მათი ცხოვრებისეული კრედო? „რატომ უნდა გაირთულოს ადამიანმა საკუთარი ცხოვრება? რატომ უნდა იყოს ასეთი ჯიუტი? მხოლოდ მაშინ არ იქნება ეს ცხოვრება ფუჭად განვლილი, როცა საკუთარ თავს კარგად მოექცევი!“ ეს არის მათი ცხოვრებისეული კრედო. მათ არანაირი მორალური საზღვრები არ აქვთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს? (ასეთი ადამიანების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი სიბრძნით უნდა მოვიშოროთ — ისინი შენელებული მოქმედების ბომბები არიან.) სწორედაც, ისინი შენელებული მოქმედების ბომბები არიან. ისინი აშკარად მშიშრები არიან და საფრთხის შემთხვევაში ეკლესიას გაყიდიან. თუ ადამიანს ნორმალური ადამიანობა აქვს, საშიშ გარემოზე საპასუხოდ ბრძნულ მეთოდებს გამოიყენებს და ღვთის მიმართ ნამდვილი რწმენა ექნება. ის არ დაუშვებს, რომ შეკრებებზე დასწრებას ან მოვალეობის შესრულებას ხელი შეეშალოს და თავისი სიმწიფისა და გარემოებების მიხედვით ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა ღმერთისთვის დაიხარჯოს. ეს არის ნორმალური ადამიანობის გაცხადება. მაგრამ მშიშარა ადამიანები განსაკუთრებით უფრთხილდებიან თავიანთ სიცოცხლეს; ისინი სიცოცხლეს ებღაუჭებიან და სიკვდილის ეშინიათ, საკუთარ სიცოცხლეს ყველაფერზე მაღლა აყენებენ. მათ ღვთის მიმართ ნამდვილი რწმენა არ აქვთ და ვერ ხედავენ, რომ ღმერთი ყველაფერზე ხელმწიფებს. ამიტომ, როდესაც დევნის წინაშე აღმოჩნდებიან, მათი მშიშარა ბუნება ბუნებრივად გამოაშკარავდება. საკუთარი თავის დასაცავად მშიშარა ადამიანები შეიძლება იუდებად იქცნენ. ასეთი ადამიანები საშიში ელემენტები არიან, ისინი შემზარავი პიროვნებები არიან. ეკლესიამ მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაავალოს რაიმე საქმე და არც რაიმე მოვალეობა შეასრულებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისინი ღალატს ჩაიდენენ, ეკლესიის საქმეს მეტისმეტად დიდი ზიანი მიადგება; ეს უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს.

როგორ ვლინდება მშიშარა და ეჭვიანი ადამიანების ეჭვიანობა? ზოგი ადამიანი ვერასოდეს ხედავს ღვთის სახლის საქმის სხვადასხვა ასპექტს ნათლად. მათ არ იციან, ზუსტად რა საქმეს აკეთებს ღმერთი ან არის თუ არა ღვთის ნათქვამი სიტყვები ჭეშმარიტება. ამ საკითხებს ისინი სწორად ვერ აღიქვამენ და სწორი შეხედულებაც არ აქვთ, ამიტომ ვერ ადასტურებენ, კონკრეტულად რა კეთდება ღვთის სახლის საქმეში, რის მიღწევას ისახავს მიზნად ეს საქმე, ან კეთდება თუ არა ეს ადამიანების ხსნის მიზნით. მათ ვერცერთი ამ საკითხის ნათლად დანახვა არ შეუძლიათ. მათთვის ასევე გაურკვეველია, რა არის ეკლესია. რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინონ, ჭეშმარიტებიდან მცირედიც კი არ ესმით. ისინი მუდმივად ეჭვით უყურებენ ძმებსა და დებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ და გულში ფიქრობენ: „ეს ადამიანები სულ დაკავებულები არიან, ყოველდღე მიდი-მოდიან — მაინც რას აკეთებენ?“ განსაკუთრებით, დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში ღვთის რწმენისა და მოვალეობების შესრულების კონტექსტში წინამძღოლებსა და მუშაკებს თანაზიარება აქვთ და განიხილავენ ეკლესიის საქმის გარკვეულ საკითხებს — როგორებიცაა ადმინისტრაციული საქმე, პერსონალთან დაკავშირებული საქმე, საერთო საქმეები და განსაკუთრებით გარკვეული საქმე, რომელიც რისკთან არის დაკავშირებული — ისე, რომ რიგით ძმებსა და დებს ამის შესახებ არ აგებინებენ. ეს მათ იცავს და ზიანს არ აყენებს. თუმცა ზოგი ადამიანი ამას ვერ ხვდება და მუდმივად სურს ამ საკითხებზე გამოკითხვა. მაგალითად, ისინი კითხულობენ, სად იბეჭდება წიგნები ან სად მასპინძლობენ გარკვეულ წინამძღოლებსა და მუშაკებს. ამ საკითხების ცოდნა შენთვის სასარგებლოა? (არა.) რამე გაკლდება იმით, რომ ეს საკითხები არ იცი? (არა.) ამ საკითხების არცოდნა ხელს არ გიშლის ღვთის სიტყვების ჭამასა და სმაში, ჭეშმარიტების მიღწევაში და რა თქმა უნდა, არც შენს სიცოცხლეში შესვლასა და ხასიათის გარდაქმნაში. მაშ, განა ზედმეტი არ არის ამ საკითხებზე კითხვების დასმა და ჩაძიება? ზოგ მასპინძელს მუდმივად ეჭვები აწუხებს. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები მათ ეკლესიის საქმესთან დაკავშირებულ თავიანთ თანაზიარებებსა და განხილვებში არ რთავენ, ისინი ფიქრობენ: „რატომ აქვთ წინამძღოლებსა და მუშაკებს შეკრებები და თანაზიარებები სულ ჩემს ზურგს უკან? რა საქმიანობით არიან დაკავებულნი?“ მათ არ აცნობენ ზოგიერთი წინამძღოლისა და მუშაკის პირად ინფორმაციას, რის გამოც ისინი ფიქრობენ: „რატომ არ მაცნობენ ამას? მე არ ვიცი მათი სახელები, არ ვიცი, სად ცხოვრობენ ან როგორია მათი რეალური მდგომარეობა. იქნებ ამ ადამიანებმა მომატყუონ ან ზიანი მომაყენონ, როცა ღვთის რწმენაში წინ მიმიძღვებიან?“ არსებობს ასევე ზოგიერთი საფრთხილო საქმე, როგორიცაა შეწირულობებთან დაკავშირებული საქმე ან გარკვეული საშიში საქმე — ეს ისეთი საკითხებია, რომლებზეც თავიდანვე არ უნდა დაისვას კითხვები, მაგრამ ასეთ ადამიანებს ყოველთვის სურთ მათ შესახებ გამოკითხვა. როდესაც სხვები არ პასუხობენ, ისინი კიდევ უფრო ეჭვიანები ხდებიან. კერძოდ, არიან ადამიანები, რომლებიც თავიდანვე ღვთისადმი დიდი რწმენით არ გამოირჩეოდნენ — მას შემდეგ, რაც ღვთისადმი რწმენას შეუდგნენ, ხედავენ, რომ მათი ოჯახის საქმე უკეთ მიდის და მათი ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან და ფიქრობენ, რომ ეს ღვთის მადლი და კურთხევაა. ამ წამიერი ბედნიერების გავლენით ისინი მცირე თანხას სწირავენ, მაგრამ შემდეგ იწყებენ ფიქრს: „სად დაიხარჯა ჩემი შეწირული თანხა? ის ეკლესიის საქმეს მოხმარდა, ბიზნესში ჩაიდო თუ უკანონო საქმიანობისთვის გამოიყენეს?“ მათ ყოველთვის სურთ ამ საკითხებზე კითხვების დასმა და მათი გარკვევა, ყოველთვის უნდათ, ბოლომდე ჩაეძიონ მათ. ზოგ ადამიანს ეჭვები კიდევ უფრო უძლიერდება. მაგალითად, როდესაც ეკლესია საქმის საჭიროებიდან გამომდინარე გარკვეულ აღჭურვილობას ან აპარატურას ყიდულობს, ან მოვალეობის შემსრულებელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზრუნავს და გარკვეულ დახმარებას უწევს, ასეთი ეჭვიანი ადამიანი ყოველთვის ეჭვობს: „ამდენ სხვადასხვა სფეროში იხარჯება თანხა — საიდან მოდის ის? ეკლესიაც ხომ არ ეწევა რაიმე ბიზნესს? ნუთუ კულისებში რომელიმე მდიდარი მფარველი ან ძლიერი მხარდამჭერი დგას? ნუთუ ეკლესიას რომელიმე ჯგუფი უჭერს მხარს?“ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აწყდებიან ხელისუფლების მხრიდან გავრცელებულ უსაფუძვლო ჭორებსა და ეშმაკის სიტყვებს, რომლებიც ეკლესიას ცილს სწამებს — მაგალითად, თითქოს ეკლესიიდან ამა და ამ ადამიანმა მკვლელობა ჩაიდინა და კანონი დაარღვია, თითქოს ესა თუ ის ადამიანი სახელმწიფოს მიერ ძებნილი დამნაშავეა, თითქოს ესა თუ ის ადამიანი დიდი თანხით საზღვარგარეთ გაიქცა და ასე შემდეგ — მათი ეჭვები ეკლესიისა და ღვთის საქმის მიმართ კიდევ უფრო ძლიერდება. აქვთ ასეთ ადამიანებს ნორმალური აზროვნება? შეუძლიათ მათ ნათლად დაინახონ პრინციპები, რომლებსაც მორწმუნეები უნდა მიჰყვებოდნენ. ადამიანთა უმეტესობას, როგორც კი დარწმუნდება, რომ ეს ღვთის საქმეა, ღვთის მიმართ ეჭვები აღარ რჩება. რა პრობლემაც არ უნდა გაჩნდეს ეკლესიაში ან როგორი ადამიანებიც არ უნდა გამოჩნდნენ, ისინი მათ ღვთის სიტყვების მიხედვით უდგებიან. თუნდაც ბოროტმა ადამიანებმა ან ანტიქრისტეებმა არეულობა გამოიწვიონ, მათ ამის სწორად აღქმა შეუძლიათ. მათ არასოდეს უჩნდებათ ეჭვები ღმერთთან დაკავშირებით, ან ღვთის საქმის, ეკლესიის ან ღვთის სახლის მიმართ. მაქსიმუმ შეიძლება გარკვეული ადამიანების მიმართ საკუთარი მოსაზრება ჰქონდეთ ან ღვთის საქმის შესახებ გარკვეული წარმოდგენები გაუჩნდეთ, მაგრამ მათ შეუძლიათ ეს თანდათან ეკლესიური ცხოვრების მეშვეობით მოაგვარონ. მაგრამ ეჭვიანი ადამიანების შემთხვევაში სხვაგვარადაა. ღვთის რწმენის დასაწყისიდანვე მათ ეჭვები და სხვადასხვაგვარი წარმოდგენები აქვთ. ისინი დარწმუნებულნი არ არიან, არის თუ არა ღვთის სიტყვები ჭეშმარიტება, დარწმუნებულნი არ არიან, არის თუ არა ის, რომ ღმერთი ამ სიტყვებს გამოხატავს ღვთის საქმე და კიდევ უფრო ნაკლებად არიან დარწმუნებულნი, არის თუ არა ძმებისა და დების ერთად შეკრება ღვთის ეკლესია. ისინი მუდმივად ეჭვებში არიან და ყოველთვის ეძებენ ფაქტობრივ მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად, რომ მათი ეჭვები სწორია. როგორი დამოკიდებულებაა ეს? როგორ ფიქრობ, ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ღვთისადმი რწმენაში ჭეშმარიტების გაგება? (არა.) ისინი ვერასოდეს შეძლებენ ჭეშმარიტების გაგებას. რას აქცევენ ისინი ყველაზე დიდ ყურადღებას გულში? ისინი მუდმივად ფიქრობენ: „ვინ არიან ეს ადამიანები? ნუთუ ეს რაიმე სოციალური ორგანიზაციაა? მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სახლი ამ ადამიანთა ცხოვრების ხარჯებს ფარავს, მე, როგორც მათი მასპინძელი, გარკვეულ რისკზე მაინც მივდივარ. ნეტა, გაიხსენებს კი ღმერთი ჩემს კეთილ საქმეებს? თუ ღმერთი მათ არ გაიხსენებს, განა ჩემი მასპინძლობა ფუჭი არ იქნება?“ მათ გულში მუდმივად ასეთი ეჭვები ტრიალებს. როგორ ფიქრობ, ისინი თავისი ნებით მასპინძლობენ ძმებსა და დებს? (არა.) ისინი ამას მთლიანად კურთხევების მიღების სურვილის გამო აკეთებენ და ამავდროულად ეჭვებით არიან სავსე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისმენენ ისეთ რამეებს, რასაც ნათლად ვერ ხედავენ და თავიანთი წარმოდგენების მიხედვით უარყოფითად აფასებენ, მათ გულში ეჭვები კიდევ უფრო მატულობს. მაგალითად, შეკრებების დროს ვინმემ შეიძლება წამოჭრას თემები, რომლებიც დიდი წითელი დრაკონის რეჟიმის ქმედებებსა და ეშმაკი მეფეების მახინჯ სახეებს ეხება, ან ზოგჯერ ჭეშმარიტებაზე თანაზიარება ეხება დიდი წითელი დრაკონის მიერ განხორციელებულ ჩაგვრასა და დაპატიმრებებს, ან დიდი წითელი დრაკონის ბუნება-არსს და ასე შემდეგ. ეს თემები სინამდვილეში პოლიტიკას არ ეხება — ისინი მხოლოდ ეხმარება ადამიანებს, ისწავლონ დიდი წითელი დრაკონის გარჩევა და ნათლად დაინახონ მისი სახე, რათა შეძლონ დიდი წითელი დრაკონის შეძულება და უარყოფა და აღარ იყვნენ სატანის გავლენით შეზღუდულნი და შებოჭილნი. მაგრამ როდესაც ეჭვიანი ადამიანები ასეთ თემებს ისმენენ, შიში იპყრობთ და ფრთხებიან: „ეს ადამიანები პოლიტიკასაც კი განიხილავენ! განა ისინი პოლიტიკური დამნაშავეები არ არიან? განა ისინი კონტრრევოლუციონერები არ არიან? ეს მეტისმეტად საფრთხილო თემებია! სწრაფად, დახურეთ ფანჯრები, ჩაკეტეთ ჭიშკარი, გათიშეთ ინტერნეტი და სატელეფონო ხაზები! თუ ხელისუფლება ამას მოისმენს, შეიძლება დიდ უსიამოვნებაში აღმოვჩნდეთ!“ ჩვენ უეჭველად სამუდამო პატიმრობას მოგვისჯიან!“ მათ არ სურთ ასეთი თემების მოსმენა და ყველანაირად შეეცდებიან თანაზიარების შეწყვეტას, რათა მათზე აღარ ისაუბრონ. ისინი თავისთვის ფიქრობენ: „მაინც, რა საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები? ამბობენ, რომ ღმერთი ადამიანთა პოლიტიკაში არ ერევა, მაშ, რატომ ლაპარაკობენ ეს ადამიანები პოლიტიკაზე? განა მორწმუნეებმა მხოლოდ ღვთისადმი რწმენის საკითხებზე არ უნდა ისაუბრონ? რატომ განიხილავენ ისინი ასეთ საკითხებს? განა ეს უბრალოდ შარის ძებნა არ არის? თუ ამ საკითხებზე საუბარი სურთ, სადაც სურთ, იქ ილაპარაკონ, მხოლოდ ჩემს სახლში არა. არ მინდა, მათ გამო მეც ამაში «გავეხვიო»!“ მათ არაფრის ნათლად დანახვა არ შეუძლიათ. როდესაც მთავრობის მიერ შეთხზულ ჭორებს ისმენენ, ისინი არა მხოლოდ ვერ არჩევენ მათ, არამედ მათი ეჭვები კიდევ უფრო ძლიერდება. თუ ისინი ხშირად ეჭვითა და უნდობლობით შეხედავდნენ ხელისუფლებაში მყოფ ბოროტ დემონთა ჯგუფს ან რელიგიაში არსებულ ანტიქრისტეს ძალებსა და ბოროტი სულების სექტებს, ეს სინამდვილეში თავის დაცვაში დაეხმარებოდათ. მაგრამ ეკლესიაში, სადაც ღმერთი მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ამდენი ჭეშმარიტება გამოხატა, ისინი მაინც ვერ იგებენ ამას და ვერ საზღვრავენ, რომ ეს ჭეშმარიტი გზაა. ამდენი ხნის განმავლობაში ქადაგებების მოსმენისა და იმის ნახვის შემდეგაც, რომ ღმერთმა ამდენი სიტყვა წარმოთქვა, მათი ეჭვიანობა კვლავ მოუგვარებელი რჩება, ხოლო მათი წარმოდგენები და წარმოსახვები არ აღმოფხვრილა. ნათელია, რომ მათი კალიბრი მეტისმეტად დაბალია, საერთოდ არ აქვთ აღქმის უნარი და ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან. იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ისინი ღვთისადმი რწმენას შეუდგნენ, მათ არასოდეს სწამდათ, რომ ღმერთი ყოველივეზე ხელმწიფებს და არასოდეს სწამდათ, რომ ღვთის ყველა სიტყვა ჭეშმარიტებაა; მით უმეტეს არ სწამდათ, რომ ღვთის სახლის საქმეს სრულად სულიწმიდა მიუძღვის. შედეგად, ყველაფერი მათში ეჭვს იწვევს. მაგალითად, როდესაც შეკრებების დროს სხვადასხვა სახის ადამიანების გარჩევის შესახებ გვაქვს თანაზიარება, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, როგორ შეჰყავთ ანტიქრისტეებს შეცდომაში ადამიანები; ან იმაზე, როგორ არ ასრულებს ზოგი ადამიანი რაიმე რეალურ საქმეს მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი, რასაც მოიხმარს და რითაც სარგებლობს, ღვთის შეწირულობებით არის უზრუნველყოფილი, რაც ეკლესიის ხარჯზე ცხოვრებას წარმოადგენს; ან იმაზე, როგორ იპარავს ან ფლანგავს ზოგი ადამიანი შეწირულობებს; ან იმაზე, როგორ ეწევა ეკლესიაში ზოგი ადამიანი გარყვნილ საქმიანობას; ან როგორ სჩადის ზოგი ადამიანი სახარების ქადაგებისას ისეთ საქმეებს, რითაც ღმერთს არცხვენს. ამ საკითხებს განვიხილავთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ისწავლონ სხვათა გარჩევა და შეძლონ ადამიანებისა და საკითხების დანახვა ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების პრინციპების მიხედვით, მიიღონ გაკვეთილები და ისწავლონ ამ ყველაფრიდან და თავიდან აირიდონ სხვათა მიერ შეცდომაში შეყვანა ან შეზღუდვა. თუმცა, როდესაც ეჭვიანი ადამიანები ამას ისმენენ, ისინი ამბობენ: „ოჰ, არა! ეს ხომ ღვთის სახლია, ადგილი, სადაც ღვთის საქმე სრულდება — როგორ შეიძლება, აქ ასეთი რამეები ხდებოდეს? როგორც ჩანს, ადრე ტყუილად არ მქონია ეჭვები. ამიერიდან კიდევ უფრო ფრთხილად უნდა ვიყო. ადამიანები მეტისმეტად არასანდოები არიან და ღვთის სახლიც არ არის სანდო. მაშ, არის კი ღმერთი სანდო? ვინ იცის — შესაძლოა, ღმერთიც არ იყოს სანდო.“ ხედავ, მათ არ ესმით ჭეშმარიტება და არც მისი აღქმა შეუძლიათ. ღვთის სახლი ჭეშმარიტების რომელ ასპექტზეც არ უნდა ატარებდეს თანაზიარებას, საბოლოოდ ისინი ყოველთვის რა დასკვნამდე მიდიან? რომ მთელი ამ წლების მანძილზე მათი ეჭვები სავსებით საფუძვლიანი აღმოჩნდა და ეს ფუჭი არ ყოფილა. თუ ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან და ნორმალური ადამიანური აზროვნება აქვთ, მოისმენენ ამას, მას სწორად მიუდგებიან. ერთი მხრივ, ეს ყოველივე აფართოებს მათ თვალსაწიერს და გარჩევის უნარს სძენს. მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ ამ საკითხებიდან გაკვეთილების გამოტანა და სწავლა, იმის გაგება, რომ ადამიანებმა სხვა ადამიანებს არ უნდა მისდიონ, რომ საჭიროა სხვათა გარჩევა და მეტი ჭეშმარიტების გაგება, რომ, თუ ჭეშმარიტებას ვერ იგებს, ადამიანი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეცდეს, ხოლო როცა ჭეშმარიტებას გაიგებს და სიმწიფეს მიაღწევს, სხვები ვეღარ შეძლებენ მის შეზღუდვას, შეცდომაში შეყვანას ან კონტროლს. თუმცა ეჭვიანი ადამიანები ასე არასოდეს მსჯელობენ. რაც უფრო მეტად თანაზიარებს ღვთის სახლი სხვადასხვა სახის ადამიანებისა და საკითხების გარჩევაზე, მით უფრო მეტად გრძნობენ, რომ მათი ეჭვები სწორი იყო და დადასტურდა: „ხედავთ? მე ვარ ჭკვიანი!“ კარგია, რომ სიფრთხილე შევინარჩუნე. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ეჭვიანი და უნდობელი ვარ, მაგრამ ფაქტები ადასტურებს, რომ ჩემი ეჭვები საფუძვლიანი აღმოჩნდა. შეხედეთ, როგორი სულელები ხართ ყველანი — ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში მხოლოდ ის ძალგიძთ, რომ თქვენი მოვალეობები შეასრულოთ და თქვენს გამოცდილებით მიღებულ ცოდნაზე ისაუბროთ. რა სარგებელი აქვს ამას? შეუძლია ამას შენი დაცვა? არა! როგორ სიტუაციებშიც არ უნდა აღმოჩნდე, საკუთარი თავის დაცვას მხოლოდ მაშინ შეძლებ, თუ უფრო ფრთხილად იქნები და მეტ კითხვას დასვამ. ყველასგან უნდა დაიცვა თავი. არავის უნდა ენდო ისე, როგორც საკუთარ თავს, საკუთარ მშობლებსაც კი!“ მითხარით, მაინც როგორი ადამიანები არიან ისინი? არიან ისინი ღვთისადმი მორწმუნენი? (არა.) რა სახის საქმეზეც არ უნდა ჰქონდეს თანაზიარება ღვთის სახლს, რა ტიპის ადამიანებსაც არ უნდა არჩევდეს, რა გარემოებებსაც არ უნდა უქმნიდეს ღმერთი ადამიანებს, მიზანი ის არის, რომ ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ მოვლენებიდან გაკვეთილები ისწავლოს, უფრო პრაქტიკულად გაიწვრთნას სასუფეველში, ამ პრაქტიკული გაკვეთილების მეშვეობით გაიგოს ჭეშმარიტება, ადამიანთა მიმართ გარჩევის უნარი შეიძინოს, ნათლად დაინახოს ადამიანები და სხვადასხვა საკითხები და ამგვარად უკეთ გაიგოს, კონკრეტულად რომელ რეალურ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს ეხება ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები და ჭეშმარიტებები. მაგრამ ეჭვიან ადამიანებს არა მხოლოდ ვერ სწავლობენ ამ მოვლენებიდან რაიმე გაკვეთილს, არამედ კიდევ უფრო ეჭვიანები და ცბიერები ხდებიან.

ზოგიერთი ეჭვიანი ადამიანი, როცა ღვთის სახლში რამეს ამბობს ან აკეთებს, ყოველთვის უკიდურეს ფრთხილეს იჩენს და მუდამ ეშინია, რომ ძმები და დები ან წინამძღოლები და მუშაკები გასხლავენ ან ტანჯვასაც კი მიაყენებენ. ისინი ამბობენ: „თუ ღვთისადმი რწმენას შევწყვეტ და ეკლესიას დავტოვებ, ეკლესია ჩემზე შურს იძიებს?“ ამაზე შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. თუ ურწმუნო ეკლესიას ტოვებს, ეს ყველა მხარისთვის სასიხარულო ამბავია — ეს ყველასთვის სასიკეთოა. ამიტომ, თუ გინდა ეკლესიის დატოვება ან შენი მოვალეობის მიტოვება, სახლში დაბრუნება და შენი ცხოვრებით ცხოვრება, ამის შესახებ თამამად უნდა განაცხადო და არაფერზე იდარდო. ასევე შეგიძლია დაწერო განცხადება და თქვა: „ამა და ამ თარიღიდან ოფიციალურად ვტოვებ ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესიას და იმ ადამიანთა რიგებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.“ ეს სრულიად დასაშვებია. ღვთის სახლის კარები ღიაა და შეგიძლია თამამად წახვიდე ისე, რომ არ იდარდო, ვინმე შენზე შურს იძიებს. შიშისა და ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს. ხედავ ბოროტ ადამიანებს ეკლესიაში მყოფ ადამიანთა შორის? სრულებითაც არა. ბოროტი ადამიანები კიდეც რომ იყვნენ, ისინი განსადევნია. ადამიანთა უმეტესობა საკმაოდ წესიერია და ცხოვრებაში სწორ გზაზე სიარული უყვარს. შურისძიება ან სხვებისთვის ზიანის მიყენება ჭეშმარიტების პრინციპებს არღვევს და ისინი ასეთ რამეს ვერასოდეს ჩაიდენდნენ. თქვენი აზრით, რა არის არასწორი იმაში, თუ როგორ იქცევიან ეჭვიანი ადამიანები? მათ მხოლოდ ეჭვიანი გონება აქვთ, მაგრამ ჭკუა არ ჰყოფნით. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ცბიერი, მატყუარა და ეჭვიანი გონება საკუთარი ქცევის თვალსაზრისით სიბრძნის უმაღლესი ფორმაა. მათ არ აინტერესებთ არც ჭეშმარიტების პრინციპები და არც ღვთის საქმე და სიტყვები — მათ არც ესმით ისინი და არც მათი ძიება სურთ. ამის ნაცვლად, ისინი მხოლოდ სატანის ფილოსოფიების მიხედვით ცხოვრობენ და ფიქრობენ: „რაც არ უნდა დამემართოს, ყველაფერი ეჭვის ქვეშ უნდა დავაყენო. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ვის მიმართაც არ უნდა გამიჩნდეს ეჭვები, ეს გონივრულია, და მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ჩემი ეჭვები ფაქტებს, გამართლებულია. მოკლედ, როცა რაიმე სიტუაციას ვაწყდები, ჩემთვის სასარგებლოა მეტი ეჭვის შეტანა.“ შედეგად, ღვთისადმი რწმენაში რამდენი წელიც არ უნდა გაატარონ, ისინი არასოდეს ეძებენ ჭეშმარიტებას ღვთის სიტყვებში და არც ღვთის სიტყვებში ეძებენ პასუხებს თავიანთი სხვადასხვა პრობლემისა და ეჭვის გადასაჭრელად. ამის ნაცვლად, ისინი ამ საკითხების გასაანალიზებლად და მოსაგვარებლად ეყრდნობიან საკუთარ გონებას, უნდობელ მენტალიტეტს, ამქვეყნიურ საქმეებთან გამკლავების ფილოსოფიებს ან საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. საბოლოოდ, რაც უფრო მეტ სხვადასხვა სიტუაციას აწყდებიან და რაც უფრო მეტ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ისმენენ, არა მხოლოდ მათი ეჭვიანი ბუნება რჩება უცვლელი, არამედ მათი ეჭვები სულ უფრო მატულობს. მაგალითად, როცა ასეთ ეჭვიან ადამიანს ერთი ან ორი წელია, რაც ღვთის რწმენა გააჩნია და იგებს ჟაოიუანის ინციდენტის შესახებ, რომელიც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ღვთის სახლის რეპუტაციის შესალახად შეთხზა, იგი ფიქრობს: „იქნებ ეს ღვთის სახლმა გააკეთა. თუნდაც ეს ღვთის სახლს არ ებრძანებინა, ამას აუცილებლად რომელიმე რიგითი ძმა ან და ჩაიდენდა; თქვენ კი უბრალოდ ამას არ აღიარებთ.“ ღვთის რწმენაში გატარებული სამი-ხუთი წლის შემდეგაც კი მათ კვლავ სჯერათ მოვლენების იმ ვერსიის, რომელიც დიდმა წითელმა დრაკონმა წარმოადგინა. რვა-ათი წლის შემდეგაც კი მათი ეჭვები ღვთის სახლის მიმართ კვლავ მოუგვარებელი რჩება. მათ არ სჯერათ, რომ დიდმა წითელმა დრაკონმა ეკლესიას მახე დაუგო და ცილი დასწამა; ისინი უბრალოდ ვარაუდობენ, რომ ეს ღვთის სახლის ადამიანებმა ჩაიდინეს. როგორც ხედავ, როცა რაიმე საკითხს აფასებენ, ისინი არასოდეს ეყრდნობიან ღვთის სიტყვებს ან ჭეშმარიტების პრინციპებს — ისინი დიდი წითელი დრაკონის ვერსიას იჯერებენ და საკითხს ეშმაკებისა და სატანის პოზიციიდან უყურებენ. როგორც არ უნდა ჩაგრავდეს და სასტიკად ექცეოდეს სატანა ღვთის რჩეულ ხალხს, მათ ეს გასაგებად მიაჩნიათ, მაგრამ არასოდეს იჯერებენ, რომ ღვთის სახლი უდანაშაულოა ან რომ ძმები და დები, რომლებიც ღვთისადმი რწმენის გამო დევნას განიცდიან, უდანაშაულონი არიან. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ხედავენ, რომ ღვთის სახლში ძმები და დები წესიერად იქცევიან და თავიანთ საზღვრებს არ სცდებიან, გულის სიღრმეშიმათ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ისჯერათ იმისა, რაც დიდმა წითელმა დრაკონმა ეკლესიის რეპუტაციის შესალახად გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისადმი რწმენისას ასეთ ადამიანებს შეუძლიათ სიძნელეების ატანა, საფასურის გადახდა და შესაწირის გაღებაც კი, საბოლოო ჯამში ისინი მაინც ურწმუნონი არიან. სინამდვილეში, ეჭვიანი ადამიანები უფრო პრობლემურები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება ან არ იღებს მას. რა მხრივ არიან ისინი უფრო პრობლემურები? ისინი, ვისაც ჭეშმარიტება არ აინტერესებს, სრულიად გულგრილნი არიან და სრულებით არ აინტერესებთ ეკლესიის საქმე და მოვალეობების შესრულება; როგორც არ უნდა მიჰყვებოდნენ მორწმუნეები ღმერთს ან ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს, მათთვის ეს უმნიშვნელოა. შედეგად, მათ არანაირი ეჭვი არ აქვთ ღვთის რწმენასთან ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და ძირითადად არასოდეს ინტერესდებიან ეკლესიის საქმეებით. მაგრამ ეჭვიანი ადამიანები სრულიად საპირისპიროდ იქცევიან — მათ უყვართ გაგონილი ამბების გამოკითხვა. რატომ სურთ მათ ამ საკითხების შესახებ გამოკითხვა? მათი ერთ-ერთი მიზანი უდავოდ ასეთია: „თუ უფრო მეტს გამოვიკითხავ და უფრო მეტი მეცოდინება, ეს დამეხმარება, წინასწარ მოვამზადო სათადარიგო გეგმა და ნებისმიერ მომენტში გადავწყვიტო, დავრჩე თუ წავიდე.“ ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ გარკვეული საკითხების გარკვევაზე, მაგალითად, რა არის რომელიმე წინამძღოლის ან მუშაკის ნამდვილი სახელი, სად ცხოვრობს, რა სახის საქმიანობას ეწევა სეკულარულ სამყაროში ან რატომ დატოვა სახლი თავისი მოვალეობის შესასრულებლად. მათ შეიძლება ასევე გამოიკითხონ ინფორმაცია იმათ შესახებ, ვინც სახარებას ქადაგებს, მაგალითად, ვის უქადაგეს, მათი ოჯახის რომელ წევრებს აქვთ ღვთისადმი რწმენა, რამდენი წელია ქადაგებენ სახარებას, რამდენი ადამიანი მოიპოვეს და ასე შემდეგ. ისინი ყველა ამ საკითხს ძალიან დეტალურად იკვლევენ. ეჭვიან ადამიანებს ამგვარი ინფორმაციის შეგროვება უყვართ და როგორც კი მას შეაგროვებენ, მშვიდდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ყოველივეს ცოდნა მათთვის საჭიროა და რომ გადამწყვეტ მომენტებში ამ ინფორმაციის გამოყენებას შეძლებენ. ეჭვიან ადამიანებს ზედმეტად ბევრი ინფორმაცია აქვთ შეგროვებული. ისინი „ინფორმაციის მონაცემთა ბაზები“ არიან და ისეთი რამეებიც კი იციან, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა არ იციან; მაგალითად, ვინ და რომელ ქვეყანაში წავიდა საზღვარგარეთ თავისი მოვალეობის შესასრულებლად — სხვა ქვეყნებში წასულ ადამიანებზეც კი იციან ასეთი რამეები. მაგრამ თუ ჰკითხავ, ქადაგებების რომელი გამოშვება გამოიცა ყველაზე ბოლოს, ვერ გეტყვიან. ისინი არასოდეს აქცევენ ყურადღებას სიცოცხლეში შესვლის საკითხებს, მაგრამ როცა საქმე ძმებისა და დების პირად ინფორმაციასა და ეკლესიის ზოგიერთ გარემოებას ეხება, ამ საკითხებში ძალიან კარგად ერკვევიან. მათი ხშირი გამოკითხვის ერთ-ერთი მიზანია, მეტი იცოდნენ ყველანაირი გარემოების შესახებ, რის შემდეგაც ნებისმიერ დროს შეძლებენ საკუთარი თავისთვის გამოსავლის მომზადებას. მათ მიაჩნიათ, რომ უკიდურესად სულელური იქნებოდა, საერთოდ არ იფიქრო საკუთარ გამოსავალზე — არამორწმუნეთა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იგივეა, რაც „ვიღაცამ გაგყიდოს, შენ კი მას ფულის თვლაში დაეხმარო.“ სინამდვილეში ისინი ძველ, დამპალ საჭმელს ჰგვანან, რომელიც გროშიც არ ღირს, მაგრამ საკუთარ თავს ძალიან ღირებულად მიიჩნევენ. თქვენი აზრით, ეს ადამიანები ეჭვიანები არიან? (დიახ.) ისინი ნამდვილად ეჭვიანი ადამიანები არიან. ეჭვიან ადამიანებს განსაკუთრებით ცბიერი და მატყუარა ადამიანობა აქვთ. ზოგიერთი ადამიანი ცბიერებასა და მატყუარობას მაღალი ინტელექტის ნიშნებად მიიჩნევს, მაგრამ ეს არასწორია. სინამდვილეში, ეს ცბიერი და მატყუარა ადამიანები უკიდურესად სულელები არიან და არანაირი სულიერი მონაცემები არ გააჩნიათ. მათი სულიერი მონაცემები იმდენად მწირია, რომ მისი შეცვლა უკვე რთულია; ხოლო ის, რომ ისინი ამასთანავე ცბიერებიც არიან, მათ გამოსწორებას კიდევ უფრო ართულებს. თუ ადამიანს უბრალოდ მწირი სულიერი მონაცემები აქვს, მაგრამ შედარებით პატიოსანია და არ არის ცბიერი, შეუძლია გულწრფელად შეასრულოს თავისი მოვალეობა, მაშინ შესაძლოა მას ჯერ კიდევ ჰქონდეს გადარჩენის იმედის ნაპერწკალი. თუ მას მწირი სულიერი მონაცემები აქვს და გარკვეულწილად მატყუარაა, მაგრამ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება და საკუთარი თავის შეცნობა, შესაძლოა, მას ჯერ კიდევ ჰქონდეს ხსნის იმედის ნაპერწკალი, რომ მოიშორებს თავის მატყუარა ხასიათს. თუ მას შეუძლია ჭეშმარიტების გაგება, თანდათან მისი შეცნობა და მასში შესვლა, მისი ეჭვიანობა შეიძლება ნელ-ნელა გაქრეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს სულიერი მონაცემებიც აკლიათ, მატყუარებიც არიან, ცბიერებიც და ამასთანავე, დიდწილად უგუნურებიც. ეს ჰგავს ბრმა ადამიანს, რომელსაც თვალის დაავადებაც აქვს — ამის განკურნება შეუძლებელია, ასე არ არის? (დიახ.) ასეთი ადამიანები გამოუსწორებლები არიან. ვინაიდან ეს ადამიანები გამოუსწორებელი ეჭვიანები არიან, თქვენი აზრით, როგორ უნდა მოექცეთ მათ? (თუ ასეთ ადამიანებს აღმოაჩენთ, მათგან თავი უნდა დაიცვათ. მათ შეუძლიათ საკუთარი თავის დასაცავად ეკლესია გაყიდონ; ისინი საშიში ადამიანები არიან. შეგვიძლია მოვძებნოთ შესაძლებლობები, რომ ისინი გამოვააშკარაოთ და მოვიცილოთ, ან თუ ამის შესაძლებლობას ვერ ვიპოვით, ბრძნულად დავარწმუნოთ, რომ წავიდნენ.) როგორც კი დარწმუნდები, რომ ვინმე ეჭვიანი ადამიანია, მასთან ურთიერთობა აღარ იქონიო. მასთან ურთიერთობა მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანს. თუ მასთან ურთიერთობა გექნება, ის ყოველთვის შეეცდება შენგან ინფორმაციის გამოტყუებას. თუ გარეთ გასვლას აპირებ, ის ყურადღებით დაგაკვირდება და გამუდმებით დაგისვამს კითხვებს: „სად მიდიხარ? რამდენი დღე არ იქნები? რის გაკეთებას აპირებ?“ როცა დაბრუნდები, გკითხავს: „ვის შეხვდი? შეასრულე შენი საქმე? რაზე ლაპარაკობდით ყველანი?” თუ არ უპასუხებ, წუწუნს დაიწყებს: „არაფრის საქმის კურსში არ მაყენებენ. ნუთუ არ მენდობიან? ნუთუ ღვთის სახლის წევრად არ მთვლიან! თქვეს, რომ ეკლესიის საქმის გასაკეთებლად მიდიოდნენ, მაგრამ რატომ დამიმალეს ეს? ალბათ რაიმე უკანონობის გასაკეთებლად წავიდნენ.“ ისინი ყოველთვის ზურგს უკან გითვალთვალებენ. ასეთი ადამიანები მართლაც პრობლემურები არიან. ისინი ბევრ რამეს კითხულობენ და ყველაფრის ცოდნა სურთ. მაგრამ როგორც კი ამ ყველაფერს გაიგებენ, ვერ ახერხებენ მის სუფთად გააზრებას ან სწორად შეფასებას; ამასთან, ცდილობენ, მასში საეჭვო ადგილები მოძებნონ, რის გამოც მათი ეჭვები სულ უფრო იზრდება. დავუშვათ, ურჩევ მათ და ეუბნები: „რადგან ღვთის მიმართ ასეთი დიდი ეჭვები გაქვს და არ გჯერა, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტებაა და რომ მათ შეუძლიათ ადამიანის განწმენდა და გადარჩენა, უბრალოდ შეწყვიტე ღვთის რწმენა!“ ისინი ამას არ მოინდომებენ — მაინც ენდომებათ რწმენაში ყოფნა და კურთხევის მიღება. განა ასეთი ადამიანები პრობლემურები არ არიან? (დიახ.) ასეთ ადამიანებთან გამკლავება ადვილია. თუ მათ შეუძლიათ ეკლესიას დიდი უსიამოვნება მოუტანონ, მაშინ სწრაფად დაარწმუნეთ, რომ წავიდნენ. ეს ადამიანები სანდოები არ არიან, მათ ჭეშმარიტების გააზრების უნარი არ აქვთ და თუნდაც შეძლონ მცირეოდენი მოვალეობის შესრულება, ისინი ღვთის სახლს დიდ უსიამოვნებას მოუტანენ — მათგან მეტი ზიანი იქნება, ვიდრე სარგებელი. ამიტომ აუცილებელია მათი დარწმუნება, რომ წავიდნენ.

მშიშარა ადამიანები პრობლემურები არიან და ეჭვიანი ადამიანებიც პრობლემურები არიან. მაგრამ ადამიანები, რომლებიც მშიშარებიც არიან და ეჭვიანებიც, კიდევ უფრო პრობლემურები არიან. ეს ადამიანები უკიდურესად მხდალები არიან, სიკვდილის ეშინიათ და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ; გამუდმებით ეჭვობენ, ხომ არ შეიძლება ღვთისადმი რწმენის გამო მოტყუებულები აღმოჩნდნენ. ეშინიათ, რომ მათი პერსპექტივები შეიძლება შეფერხდეს და ფიქრობენ, რომ დაპატიმრება და დევნა, რამაც შეიძლება სიკვდილამდე მიიყვანოს ისინი, ნამდვილად არ ღირს. თუ ისინი ამ დონემდე ეჭვიანები არიან, რა აზრი აქვს მათთვის ღვთისადმი რწმენას? განა ეს უბრალოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრების გართულება არ არის? ისინი ძმებსა და დებს, ღვთის სახლის ყოველ სამუშაო განაწესს ისე უფრთხიან, თითქოს თაღლითებთან ჰქონდეთ საქმე და მათგან ისე იცავენ თავს, როგორც დიდი წითელი დრაკონისგან ან ეშმაკებისა და სატანებისგან. ზოგი ადამიანი მაინც ცდილობს მათთვის რჩევის მიცემას და ეუბნება: „უბრალოდ გულმოდგინედ გწამდეს ღმერთი, ეძიე ჭეშმარიტება და კარგად შეასრულე შენი მოვალეობა და ღმერთი მოგიწონებს.“ მაგრამ რას ფიქრობენ ისინი შინაგანად? „შენ გინდა, რომ ჩემი მოვალეობა სათანადოდ შევასრულო, მაგრამ როცა ცნობილი გავხდები და დიდი წითელი დრაკონი დამაპატიმრებს, განა ეს ჩემი დასასრული არ იქნება?“ თუ მათი აზროვნება მართლაც ასეთია, მაშინ მათთვის რჩევის მიცემას არავითარი აზრი არა აქვს. ისინი უკიდურესად მხდალები არიან და მუდამ საშინლად ეშინიათ სიკვდილის. როცა ესმით, რომ ღვთის მორწმუნეები დააპატიმრეს, ისე შინდებიან, რომ შარდს ვერ იკავებენ. მაგრამ როცა საქმე ბიზნესში ადამიანთა მოტყუებასა და თაღლითობას ეხება, როგორი უსიამოვნებაც არ უნდა შეემთხვეთ, საერთოდ არ ეშინიათ — ამ მხრივ საკმაოდ გაბედულნი არიან. თუმცა, როცა საქმე ღვთისადმი რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, ისინი სრულიად მხდალები არიან. ისინი სავსენი არიან ყველანაირი ეჭვით ძმებისა და დების, ღვთის სახლის და განსაკუთრებით ღმერთის, ღვთის სიტყვებისა და საქმის მიმართ, და ვერანაირი თანაზიარება ვერ აგვარებს ამ ეჭვებს. რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ, მათ მაინც არ იციან, რას ნიშნავს ღვთისადმი რწმენა ან რატომ არის საჭირო შეკრებებზე დასწრება და თავიანთი მოვალეობების შესრულება. აშკარაა, რომ ამ ადამიანებს ინტელექტი დაქვეითებული აქვთ და საკმაოდ ცბიერები და მატყუარები არიან. ასეთი ადამიანები სწრაფად უნდა დაარწმუნოთ, რომ წავიდნენ. თუ ისინი შეკრებებზე მოსვლას შეწყვეტენ და აღარ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება, სილაჩრის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, მაშინ ეს შესანიშნავია — ეს მათი მოცილების საჭიროებასადა ზედმეტ წვალებასაც გვარიდებს. თუ ერთ დღესაც მათ ისევ გაუჩნდებათ ღვთისადმი რწმენის ინტერესი და ღვთისადმი რწმენაში დაბრუნებას მოისურვებენ, შეგიძლია უთხრა: „როგორც ღვთის მორწმუნე ნებისმიერ დროს შეიძლება დაგაპატიმრონ და ციხეში ჩაგსვან, სიცოცხლის დაკარგვის საფრთხეც კი არსებობს. მაგრამ თუ ღვთისადმი რწმენა არ გაქვს და ამის ნაცვლად წუთისოფელში ბიზნესით ხარ დაკავებული და ბევრ ფულს შოულობ, შესაძლოა, შეძლო კომფორტული ცხოვრებით ტკბობა.“ ამის გაგონებაზე მათი გულები სრულიად დამშვიდდება და ღვთისადმი რწმენაზე აღარც იფიქრებენ. გაიფიქრებენ: „როგორც იქნა, ჩემი მრავალწლიანი წუხილი და შიში დასრულდა. უკვე აღარ მჭირდება ეჭვი შევიტანო ეკლესიაში, ძმებსა და დებში ან ღვთის სახლში. როგორც იქნა, გავთავისუფლდი.“ და სწორედ ასე არწმუნებენ ამ მშიშარა და ეჭვიან ადამიანებს, რომ წავიდნენ. ეს მთავარ პრობლემას აგვარებს, ასე არ არის? (დიახ.) ეს ამ საკითხის გადაჭრის შესანიშნავი გზაა.

მ. უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილება

მოდით, განვიხილოთ შემდეგი გამოვლინება: უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილება. იცით, როგორი ადამიანები არიან უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილნი? ეკლესიაში შეგხვედრიათ ამ ტიპის ადამიანი, რომელიც უსიამოვნებების მოზიდვისკენ არის მიდრეკილი? მათი ასაკის, სქესის ან იმის მიუხედავად, რა პროფესიის არიან ამ წუთისოფელში, თუ მუდამ უსიამოვნებებს იზიდავენ, მუდამ აკეთებენ ისეთ რამეს, რაც არღვევს კანონებსა და წესებს, ეკლესიაზე უარყოფით გავლენას ახდენს და სახარების საქმეს დიდ დაბრკოლებებს უქმნის, მაშინ ეკლესიამ დროულად უნდა მოაგვაროს ასეთი ადამიანების საკითხი. პირველ რიგში, მათ გაფრთხილება უნდა მიეცეთ, ხოლო თუ მდგომარეობა მეტისმეტად სერიოზულია, ისინი უნდა განიდევნონ ან უნდა მოცილდნენ. მათ მიმართ არანაირი თავაზიანობა არ უნდა გამოიჩინოთ. როგორი ადამიანები არიან ისინი, ვინც უსიამოვნებების მოზიდვისკენ არიან მიდრეკილნი? მაგალითად, ზოგი ადამიანი, რომლებიც ამ წუთისოფელშიბიზნესს ეწევა ან ქარხნებს მართავს, საეჭვო პირებთან ურთიერთობს და ხშირად ისეთ რამეს სჩადის, რაც არღვევს კანონებსა და წესებს. დღეს გადასახადებს თავს არიდებენ ან ნაკლებს იხდიან; ხვალ კი თაღლითობასა და ტყუილში ებმებიან, ან ისეთ სასამართლო საქმეებშიც კი ეხვევიან, სხვისი სიკვდილიც რომ შეიძლება გამოიწვიოს. ამ ყველაფრის გამო ისინი ხშირად იღებენ სასამართლოს უწყებებს, დღეებს სასამართლო დავებში ატარებენ და მუდმივად კონფლიქტებში არიან გახვეულნი. შეუძლიათ ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ ღვთისადმი გულწრფელი რწმენა? ეს შეუძლებელია. არიან ასევე ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ღვთისადმი რწმენა აქვთ, მაგრამ ძალიან უცნაურად და არანორმალურად იქცევიან. დღეს ისინი საწინააღმდეგო სქესის ადამიანს ავიწროებენ; ხვალ შეიძლება ვინმეზე სექსუალური ძალადობა ჩაიდინონ და მათზე საჩივარი შეიტანონ. იტყოდი, რომ ასეთი ადამიანები უსიამოვნებების მოზიდვისკენ არიან მიდრეკილნი? (დიახ.) მაშ, შეუძლიათ ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ ღვთისადმი გულწრფელი რწმენა? (არა.) ამ ადამიანებს, რომლებიც უსიამოვნებების მოზიდვისკენ არიან მიდრეკილნი, ღვთისადმი რწმენის მიღების შემდეგაც კვლავ მუდამ კავშირი აქვთ საზოგადოებაში საეჭვო პირებთან და განუწყვეტლივ იწვევენ სხვადასხვა დავას — მაგალითად, ემოციურ საკითხებთან, ფინანსებთან, ქონებასთან ან პირად ინტერესებთან დაკავშირებით. ან კიდევ მათ ურთიერთობაში დაძაბულობის გამომწვევი რაიმე ინციდენტის გამო ან იმის გამო, რომ მათი უკანონოდ მიღებული სარგებელი არათანაბრად ნაწილდება, მუდამ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათთვის პრობლემების შექმნას შეეცდებიან. როცა ძმები და დები ზოგჯერ მათთან სსტუმრად მიდიან, შეიძლება ასეთ საეჭვო ადამიანებს გადააწყდნენ. მაშინაც კი, როცა ისინი შეკრებებზე არიან ან თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, ეს საეჭვო ადამიანები ზოგჯერ კართან ჩნდებიან ან მუქარის შემცველ შეტყობინებებს აგზავნიან; ამიტომ, ვინც ამ უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილ ადამიანებთან არის დაკავშირებული, დიდი ალბათობით, მათ უსიამოვნებებში გაეხვევა; კერძოდ, ასეთმა ადამიანებმა შეიძლება ეკლესიის საქმე ამ პრობლემებში გახვიონ, ეკლესიის რეპუტაცია შეარყიონ და ზიანი მიაყენონ მას. მითხარით, კარგია ასეთი ადამიანების ეკლესიაში დარჩენა? (არა.) ასეთი ადამიანიც უნდა იქნას მოცილებული და მისი საკითხიც უნდა მოგვარდეს.

არიან ასევე ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად მათი პროფესიისა, მუდამ სურთ, ხელისუფლებას, სახელმწიფო მოხელეებს ან გარკვეულ სოციალურ ჯგუფებსა და საზოგადო მოღვაწეებს დაუპირისპირდნენ. დღეს ისინი ხელისუფლების უსამართლო ქმედებებს ამხელენ; ხვალ რომელიმე ჯგუფს ან ორგანიზაციას უჩივიან და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ; ზეგ კი რომელიმე საზოგადო მოღვაწის პირად ცხოვრებას ამხელენ, რის გამოც ის ადამიანები მათ ძებნას იწყებენ. არის ეს უსიამოვნებების მოზიდვა? (დიახ.) ღვთისადმი რწმენის მიღების შემდეგაც კი, მათ კვლავ სურთ საზოგადოებრივ საქმეებში ჩართვა. როცა ხედავენ რამეს, რაც მათ უკმაყოფილებასა და აღშფოთებას იწვევს, მუდამ სურთ, სამართლიანობის დასაცავად გამოვიდნენ, რათა თავი გამოაჩინონ, ან დაწერონ კომენტარი ან სტატია, რათა იმ საკითხზე იმსჯელონ — რა არის სწორი და რა არასწორი. საბოლოოდ რა ხდება? ვერაფერს აღწევენ, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ თავს უამრავ პრობლემას უქმნიან, სასამართლო დავებში ეხვევიან და რეპუტაცია უფუჭდებათ. და საზოგადოებაში მუდამ არსებობენ საეჭვო პირები, რომლებიც მათ ეძებენ და მათზე შურისძიება ან მათ წინააღმდეგ მოქმედება სურთ, ამიტომ ისინი უკიდურეს შიშში ცხოვრობენ. ასეთი ცხოვრებისგან თავის დასაღწევად და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, ისინი რამდენიმე სახლს ყიდულობენ და ასე ხსნიან ამას: „როგორც ამბობენ, ‘მოხერხებულ კურდღელს სამი სორო აქვს.’ ჩემი სამი სახლიდან საზოგადოებისთვის მხოლოდ ერთია ცნობილი; დანარჩენი ორის შესახებ არავინ იცის. მათ ეკლესიის გამოსაყენებლად და ძმებისა და დების დასარჩენად ვინახავ.“ როგორ ფიქრობ, უსაფრთხო იქნება ძმებისა და დებისთვის იქ დარჩენა? (არა, არ იქნება.) მათი სიტყვები ძალიან ლამაზად ჟღერს და მათი განზრახვებიც კარგია, მაგრამ მათი ზნისა და ნაკლის გამო, როგორიცაა უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილება, ვინ გაბედავს მათ სახლში დარჩენას? თუ იქ დარჩები, ადამიანებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათი ოჯახის წევრი ხარ. თუ ვინმე მათ ეძებს, რომ სცემოს, მაგრამ ვერ პოულობს, განა შენ არ გცემს მათ ნაცვლად? ზოგი ადამიანი უსიამოვნებების მოზიდვისკენ არის მიდრეკილი. როცა ჩვეულებრივ მანქანით მიდიან, რომელიმე მოშორებულ ადგილას, შეიძლება ვინმემ გააჩეროს, მანქანიდან გადმოათრიოს, სასტიკად სცემოს და გააფრთხილოს ისინი. მათ იციან, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯერ თავად აწყენინეს სხვას, რითაც საკუთარ თავს უსიამოვნება მოუტანეს, ხოლო მას, ვისაც აწყენინეს, მათი დატანჯვა სურს. განა სწორედ ეს არ დაიმსახურეს? ამ ტიპის ადამიანი სწორედ უსიამოვნებების მოზიდვისკენ არის მიდრეკილი. მას შემდეგ, რაც ისინი ღვთისადმი რწმენას შეუდგებიან, რა საკითხზეც არ უნდა მსჯელობდეს ეკლესია, მუდამ ჩარევა სურთ; უნდათ, ამ საკითხზე თავიანთი აზრი გამოთქვან და კომენტარები გააკეთონ, თან ცდილობენ, რომ სხვებმა მოუსმინონ. თუ ეკლესია მათ წინადადებებს არ მიიღებს, ისინი აშკარად უკმაყოფილებასა და წყენას გამოხატავენ და საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებენ. რამდენჯერაც უნდა დამარცხდნენ, ისინი ამას არასოდეს იმახსოვრებენ და თავიანთი წარუმატებლობიდან გაკვეთილები არ გამოაქვთ. ასეთი ადამიანები ღვთისადმი რწმენის შემთხვევაშიც კი პრობლემებს ქმნიან. ერთი მხრივ, მათ არ ესმით ჭეშმარიტება, მაგრამ მაინც მუდამ სურთ ეკლესიის საქმეში მონაწილეობა, ცდილობენ ყველაფერში ჩაერიონ, რის შედეგადაც ეკლესიის საქმეში ჩაშლა და არევ-დარევა შეაქვთ. მეორე მხრივ, როცა რომელიმე ძმასთან ან დასთან დიდ დროს ატარებენ, მასაც პრობლემებს უქმნიან. ამ ტიპის ადამიანები, რომლებიც უსიამოვნებების მოზიდვისკენ არიან მიდრეკილნი, უდიდესი თავის ტკივილია. როგორ ფიქრობ, უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილი ადამიანები ისეთები არიან ვინც პრობლემებს არ ქმნის? განა ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ საზღვრებს არ სცილდებიან? (არა.) ისინი ნამდვილად არ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ საზღვრებს არ სცილდებიან. ზოგადად, ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ცხოვრობენ, ჩვეულებრივ საკუთარ საზღვრებს არ სცილდებიან. ვიდრე საზოგადოებრივ საქმეებს ღვთისადმი რწმენასთან კავშირი არ აქვს, ისინი მათში აბსოლუტურად არ ერევიან და მათ შესახებ არც კი კითხულობენ. ამას ეწოდება გონიერება, დროის შეგრძნება და საგნების არსის გაგება. ეს საზოგადოება და კაცობრიობა იმდენად ბოროტი და რთულია. როგორც ურწმუნონი ამბობენ: „ამ ქაოსურ ეპოქასა და ქაოსურ სამყაროში ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარი თავის დაცვა.“ უფრო მეტიც, შენ მუდამ კომენტარებს აკეთებ საზოგადოებრივ საკითხებზე და მათში ჩარევა გსურს, მაგრამ ეს არ არის ის გზა, რომლითაც ცხოვრებაში უნდა იარო. ასეთი რამის კეთებას არავითარი ღირებულება არ აქვს და ეს არ არის ცხოვრების სწორი გზა. თუნდაც შენ სამართლიანად ლაპარაკი შეგეძლოს, ეს მაინც არ ითვლება სამართლიან წამოწყებად. რატომ არა? იმიტომ, რომ ამ სამყაროში სამართლიანობა არ არსებობს; ბოროტი ტენდენციები ამას არ დაუშვებს. თუ შენ ღვთის სახლში ნამდვილად შეგიძლია სამართლიანი და პატიოსანი სიტყვის თქმა, ამას ღირებულება და მნიშვნელობა აქვს. მაგრამ თუ სამართლიან და პატიოსან სიტყვას ადამიანთა ამ ბოროტ, გახრწნილ და ქაოსურ სამყაროში ამბობ, ის იოლად იწვევს უსიამოვნებებს და საფრთხეს მოიტანს. განა მაშინ ასეთი სიტყვის თქმა დიდი სისულელე არ იქნება? ასეთი საქციელი არა მხოლოდ არ მოგცემდა საშუალებას, ღირებულად გეცხოვრა, არამედ გაუთავებელ უსიამოვნებებსაც მოგიტანდა. ამიტომ ჭკვიანი ადამიანები ხედავენ, რომ ეს საზოგადოებრივი საქმეები უბედურებაა, მათგან შორს იჭერენ თავს და თავს არიდებენ, ხოლო უგუნური ადამიანები მათკენ მიიწევენ და საკუთარ თავს დიდ უსიამოვნებებს უქმნიან. განსაკუთრებით ზოგი ადამიანი, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღე საბრძოლო ხელოვნებაში ივარჯიშებს, რამდენიმე გარეგნულად ეფექტურ ილეთს ისწავლის და მცირე სახელს მოიხვეჭს, უკვე სურს, სამართლიანობისთვის იბრძოლოს და მდიდრები გაძარცვოს, რათა ღარიბებს დაეხმაროს. მათ სურთ, მოხეტიალე რაინდის ან ხმლით მებრძოლის როლი მოირგონ, იარონ და უსამართლობა გამოასწორონ, და როცა უსამართლობას ხედავენ, სხვების დასახმარებლად წინაც კი გამოდიან. შედეგად, ეს უსიამოვნებებს იწვევს — ისინი ვერ აცნობიერებენ, რამდენად რთულია საზოგადოება. მითხარი, როცა შენ სხვების დასახმარებლად წინ გამოდიხარ, განა საბოლოოდ ზოგ ადამიანს არ აწყენინებ? განა არ ჩაუშლი იმ ფრთხილად შედგენილ გეგმებს, რომლებიც ზოგ ადამიანს აქვს? (დიახ.) როცა იმ ადამიანების ფრთხილად შედგენილ გეგმებს ჩაშლი, განა ისინი ასე ადვილად გაგიშვებენ? (არა.) შეიძლება თქვა: „ის, რასაც ვაკეთებ, სამართლიანი წამოწყებაა,“ მაგრამ თუნდაც ეს სამართლიანი წამოწყება იყოს, ეს მაინც ვერაფერს უშველის — ეს სამყარო არ მოგცემს საშუალებას, სამართლიანი წამოწყებები განახორციელო. თუ ამას გააკეთებ, უსიამოვნებებს მოიზიდავ. უგუნურებს ეს არ ესმით, ისინი ვერ წვდებიან ამ წუთისოფლის არსს. ისინი ყოველთვის ფიქრობენ, რომ რადგან მოხეტიალე რაინდები არიან, სხვების დასახმარებლად წინ უნდა გამოვიდნენ. მაგრამ საბოლოოდ ისინი ვიღაცის ფრთხილად შედგენილ გეგმებს შლიან, ის ადამიანი კი მათზე შურისძიებას ცდილობს და თავს არ ანებებს. სწორედ ასე ეხვევიან ისინი უსიამოვნებაში. მეორე ადამიანი ფარულად იწყებს იმის გარკვევას, რა ჰქვია მას, სად ცხოვრობს, როგორი ოჯახური მდგომარეობა აქვს, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, აქვს თუ არა რაიმე გავლენა იმ ადგილას და როგორ ჯობს მის წინააღმდეგ მოქმედება. როცა ამ ყველაფერს კარგად გაარკვევს, შემდეგ იწყებს მოქმედებას ამ „მოხეტიალე რაინდის“ წინააღმდეგ, რომლის ცხოვრებაც ამ მომენტიდან რთულდება. ამ ტიპის ადამიანები ხშირად იზიდავენ უსიამოვნებებს და რა დიდი დანაკარგიც უნდა განიცადონ, გაკვეთილს ვერასოდეს სწავლობენ. როცა ისეთ რამეს აწყდებიან, რასაც უსამართლობად მიიჩნევენ, მაინც სურთ სამართლიანობისთვის ბრძოლა და სხვების დასახმარებლად ინიციატივის აღება. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავს უქმნიან უსიამოვნებებს, არამედ თავიანთ ოჯახსაც საფრთხეში აგდებენ, ზოგჯერ კი გარშემო მყოფ მეგობრებსა თუ კოლეგებსაც ითრევენ ამაში. თუ ისინი ღმერთს ირწმუნებენ და ეკლესიაში შევლენ, ძმები და დებიც შეიძლება მათ გამო საფრთხეში აღმოჩნდნენ. მაგალითად, თუ ისინი საზოგადოებაში რაიმე უსიამოვნებაში გაეხვევიან და ვინმეს მათზე შურისძიება მოუნდება, ხოლო ამ ადამიანმა იცის, რომ მათთან ერთად ესწრები შეკრებებს, შეიძლება შენთან მოვიდეს მათი პირადი და ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მაშ, ეტყვი ამ ადამიანს თუ არა? თუ ეტყვი, ეს მათი ღალატის ტოლფასი იქნება, რაც მათ უსიამოვნებებს მოუტანს; თუ არ ეტყვი, შეიძლება იმ ადამიანმა შენ დაგტანჯოს. ამ სამყაროში მეტისმეტად ბევრი ბოროტი ადამიანია, ხოლო ბოროტი ადამიანები ყველანი გონიერებას მოკლებულნი არიან. თუ ვინმე მათ აწყენინებს, შურისძიებისთვის ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ. განა ასე არ არის? (დიახ.) რა სახის პრობლემებშიცარ უნდა გაეხვნენ უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილი ადამიანები, ეს ყოველთვის ხელს უშლის და აბრკოლებს მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულებას და სხვადასხვა ხარისხით ეკლესიის საქმეზეც შეიძლება იქონიოს გავლენა. თუ ვინმე მუდმივად იზიდავს უსიამოვნებებს, როგორ ფიქრობთ, შეიძლება მასთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებით ამ პრობლემის მოგვარება? (არა.) ასეთი ტიპის ადამიანებს ხშირად გონიერება არ გააჩნიათ. მაშინაც კი, როცა უსიამოვნებაში ეხვევიან, ამას პრობლემად არ მიიჩნევენ; შეიძლება იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ სამართლიანობის გრძნობა აქვთ. ასეთ შემთხვევებში მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარება უსარგებლოა, რადგან ისინი დამახინჯებული აღქმის მქონე ადამიანები, აბსურდული ადამიანები არიან. აბსურდული ადამიანები იოლად არ იღებენ ჭეშმარიტებას. ზოგმა შეიძლება თქვას: „ისინი სიძნელეს აწყდებიან; როგორ შეიძლება მათი უგულებელყოფა? როგორ შეიძლება მათ მიმართ ცოტა თანაგრძნობა არ გამოვიჩინოთ? მათ სიყვარულით უნდა მოვეპყროთ.“ მათ მიმართ სიყვარულით მოპყრობა მისაღებია, მაგრამ შეუძლიათ ამის მიღება? თუ ისინი საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და კვლავაც საკუთარ შეხედულებებს ებღაუჭებიან, რამდენად მიზანშეწონილია, რომ უსასრულოდ განაგრძო მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარება? (არა.) რატომ არ არის ეს მიზანშეწონილი? (ასეთი ტიპის ადამიანებს არ აქვთ გულწრფელი ღვთისადმი რწმენა. მათი არსი ურწმუნოთა არსია. თუნდაც მათთან ჭეშმარიტებაზე გვქონდეს თანაზიარება, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს და მათ კვლავ შეუძლიათ ეკლესიას ბევრი უსიამოვნება მოუტანონ.) მაშ, უნდა მოიცილონ ამ ტიპის ადამიანები? (დიახ, უნდა მოიცილონ.)

არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანები, რომელიც უსიამოვნებების მოზიდვისკენ არიან მიდრეკილნი. ეკლესიაში ისინი მუდამ აქეზებენ ძმებსა და დებს, რომ გარკვეული რამეები გააკეთონ. მაგალითად, ამბობენ: „ხელისუფლების ქმედება და მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკა უსამართლოა. როგორც ქრისტიანები, ჩვენ სამართლიანად უნდა მოვიქცეთ, ხმა უნდა ამოვიღოთ და მშიშრებივით კუდი არ უნდა ამოვიძუოთ. საჭიროა ქუჩაში ბანერებით მსვლელობა მოვაწყოთ და პროტესტი გამოვხატოთ, რათა ვიბრძოლოთ ძმებისა და დების, ჩვენი ეკლესიისა და მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის!“ და რა არის ამის შედეგი? მათი მსვლელობის დაწყებამდეც კი ხელისუფლება იგებს ამის შესახებ და სასამართლო უწყებას აგზავნის. მითხარით, ეკლესიისთვის ბედნიერებაა თუ არა ასეთი ადამიანები რომ ჰყავს? (უბედურება.) ზოგი ადამიანი ამბობს: „როგორც ჩანს, ჩვენს ეკლესიაში ასეთი ნიჭიერი ადამიანი გვყოლია — ეს ადამიანი წინამძღოლად გამოდგება! შეხედეთ ჩვენი ეკლესიის ხალხს; ყველანი თვინიერები არიან და წესებს ემორჩილებიან, საზოგადოებაზე არანაირი გავლენა არ აქვთ. ისინი მხდალები არიან, მნიშვნელოვან საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებას ვერ ბედავენ და უსიამოვნებების მოზიდვის ძალიან ეშინიათ. ეს ადამიანი კი განსხვავებულია — ის გაბედული, გამჭრიახი და მტკიცეა; მას საზოგადოებაზეც აქვს გავლენა, უნარიანია და როცა უსამართლობას ხედავს, გაბედულად დგება და წინ გამოდის. სასამართლო საქმის წინაშეც კი არ იბნევა და არ შფოთავს. მისი გონებრივი შესაძლებლობები მას ბუნებრივად შესაფერისს ხდის თანამდებობისთვის. პოლიტიკაში რომ ყოფილიყო, ან რომელიმე პროვინციის წარმომადგენელი ან სულ მცირე, გუბერნატორი იქნებოდა. ჩვენ საკმარისად კარგები არ ვართ. ამიტომ ეკლესიამ სწორედ ის უნდა აირჩიოს წინამძღოლად. თუ ის გვიწინამძღოლებს, აუცილებლად მოვიპოვებთ ხსნას!“ ზოგი უგუნური ადამიანი საზოგადოებაში უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილ ადამიანებს განსაკუთრებულად აფასებს და აკერპებს და ეკლესიის წინამძღოლებად მათ არჩევასაც კი მოისურვებს. თქვენი აზრით, ეს მიზანშეწონილია? (არა.) რატომ არ არის მიზანშეწონილი? განა ეკლესიას ასეთი „ნიჭიერი ადამიანები“ არ სჭირდება? (ეკლესიას ასეთი ადამიანები არ სჭირდება. ეკლესიის წინამძღოლებმა ღვთის რჩეულ ხალხს უნდა უწინამძღოლონ, რათა ისინი შეკრებებზე ერთად ჭამდნენ და სვამდნენ ღვთის სიტყვებს, ესწრაფოდნენ ჭეშმარიტებას და ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას სახარების გასავრცელებლად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანები გარეგნულად შეიძლება თითქოს ე.წ. სიმამაცეს, გამჭრიახობასა და სიმტკიცეს ავლენდნენ, მათ არ შეუძლიათ ასეთი საქმის შესრულება და ეკლესიას დაუსრულებელ უსიამოვნებებს მოუტანენ. ამიტომ ისინი არ გამოდგებიან ეკლესიის წინამძღოლობისთვის.) აი, რას გეტყვი, ასეთი ადამიანის ეკლესიაში დარჩენა შეცდომაა, ხოლო ასეთი ადამიანების წინამძღოლებად არჩევა კიდევ უფრო მეტი უბედურება იქნებოდა. სად წაიყვანდნენ ისინი ეკლესიას? ისინი ეკლესიას რელიგიურ ჯგუფად აქცევდნენ! ეს იმიტომ, რომ როცა საზოგადოებაში უსამართლობას დაინახავენ, სასამართლოში სარჩელს შეიტანენ; როცა დაინახავენ, რომ ბოროტი ადამიანები ღარიბებს ჩაგრავენ, მათ დასაცავად იბრძოლებენ; როცა ხედავენ, რომ გახრწნილი მოხელეები სასტიკად ვნებენ ხალხს, სურთ, ზეცის სახელით სამართლიანობა დაიცვან. შედეგად, თქვენც თანდათან სამართლიანობისთვის მებრძოლ მოხეტიალე რაინდებად შეიძლება იქცეთ. ამგვარად, კვლავ შეძლებთ ხსნის მოპოვებას? გარეგნულად უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილი ადამიანები შეიძლება საკმაოდ კომპეტენტურებად გამოიყურებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ რა ხდება? ისინი ყველანი მოიკვეთებიან იმის გამო, რომ ეკლესიის საქმეში იწვევენ ჩაშლასა და არევ-დარევას, რადგან გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, სწორი გზა არ არის. რა სახის სამართლებრივ პრობლემებშიც უნდა ეხვეოდნენ, ისინი სწორ გზაზე არ დადიან და არც ღვთის ნებას მიჰყვებიან. რასაც ისინი აკეთებენ, არაფერს არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან, ღვთის საქმესთან ან ღვთის განზრახვებთან; ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, შორს არის ღვთის განზრახვებისგან და სწორი გზიდან გადახვევას წარმოადგენს. მათი უსიამოვნებების მოზიდვის ბუნება იმაში მდგომარეობს, რომ ეშმაკებთან აქვთ საქმე და მათთან არიან გადახლართულნი; მათ ეშმაკები ტანჯავენ. ამიტომ ღვთის სახლმა ასეთ ადამიანებსა და საკუთარ თავს შორის მკაფიო ზღვარი უნდა გაავლოს. თუ ისინი სისტემატურად ეხვევიან სამართლებრივ პრობლემებში, არავის რჩევას არ ისმენენ და შეცდომებიდან გაკვეთილს არ სწავლობენ, დაუფიქრებელ ბოროტ საქმეებსაც კი სჩადიან, მაშინ უნდა დაარწმუნონ, რომ წავიდნენ. შეგიძლიათ უთხრათ: „შეხედე, რამდენ სამართლებრივ პრობლემაში გაეხვიე, რამდენი დაბრკოლება შეუქმნა ამან ეკლესიის საქმეს და რამდენი ადამიანის მოვალეობის შესრულებაზე იმოქმედა. როგორ ვერ იაზრებ ამას? შენი გონების მასშტაბი მეტისმეტად ფართოა — იმდენად ფართო, რომ მთელ სამყაროს იტევს. შენნაირი ადამიანი სამყაროში უნდა გავიდეს; საკუთარი თავი უნდა განავითარო და ქვეყანა მართო, რათა მშვიდობა მოუტანო სამყაროს. შენ მაღალი თანამდებობის პირებთან ურთიერთობა შეგეფერება; მხოლოდ მაშინ შეძლებ ყოველდღიურობაზე მაღლა დადგე, ფრთები გაშალო და აფრინდე. ღვთის მორწმუნე ადამიანებთან მთელი დღის გატარება განა არ შეაფერხებს შენს დიდ ამბიციებს და არ შეგიზღუდავს ფრთების გაშლისა და ფრენის შესაძლებლობას? შეხედე ჩვენ — არცერთს არ გვაქვს დიდი მისწრაფებები. ჩვენ მხოლოდ ღვთისადმი რწმენაზე ვართ კონცენტრირებულნი, იმაზე, რომ მეტი ღვთის სიტყვა წავიკითხოთ, რათა ზოგიერთი ჭეშმარიტება გავიგოთ, ნაკლები ბოროტება ჩავიდინოთ და შესაძლოა, ღვთის მოწონება მივიღოთ — სულ ეს არის. ჩვენ ყველანი ის ადამიანები ვართ, ვისაც მიწიერი ადამიანები ცილს სწამებენ და შეურაცხყოფენ, ვინც სამყაროს მიერ არის უარყოფილი, ამიტომ შენ არ ხარ განკუთვნილი იმისთვის, რომ ჩვენნაირ ადამიანებთან გქონდეს ურთიერთობა. უკეთესი იქნება, თუ წუთისოფელში დაბრუნდები და იქ იბრძოლებ; იქნებ დიდ წარმატებას მიაღწიო და შენი ამბიციების რეალიზება მოახდინო.“ არის მიზანშეწონილი მათი ამგვარად დარწმუნება, რომ წავიდნენ? არის ეს საკითხის გადაჭრის კარგი გზა? (დიახ.) ეკლესიამ სწორედ ასე უნდა მოაგვაროს ასეთ ურწმუნოთა საკითხი; ამგვარად საკითხის გადაჭრა სრულად შეესაბამება ჭეშმარიტების პრინციპებს.

კიდევ რა ტიპის ადამიანები არიან უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილნი? არსებობს ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს შორის და მუდამ საეჭვო პირებთან არშიყობს. ისინი ნორმალურ რომანტიკულ ურთიერთობას არ ესწრაფვიან; ამის ნაცვლად, საწინააღმდეგო სქესის მრავალ ადამიანთან ძალიან ახლო და არასწორ ურთიერთობებს ინარჩუნებენ. რადგან მათ ამ ურთიერთობების სათანადოდ მოგვარება არ შეუძლიათ, შესაძლებელია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ისინი ეარშიყებიან, ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ ან ერთმანეთზე შურისძიებასაც კი ცდილობდნენ. არის ეს მათთვის უსიამოვნება? (დიახ.) ესეც სერიოზული უსიამოვნებაა. ზოგი ადამიანი შეიძლება ამ საკითხებს ყურადღებას არ აქცევდეს, მაგრამ ასეთი რამ ხშირად უსიამოვნებას უქმნის მათ პირად ცხოვრებასა და რწმენას და მათ პირად უსაფრთხოებაზეც კი შეიძლება იმოქმედოს. ეს უსიამოვნებები მუდმივად თან სდევთ მათ, ხოლო ისინი, ვინც მათთან ხშირად ურთიერთობენ, უნებურად თავადაც აღმოჩნდებიან ამაში ჩათრეულნი. ნამდვილად რომანტიკული ურთიერთობა აქვთ მათ ამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, თუ უბრალოდ არშიყობენ და ერთმანეთს იყენებენ, ასეთი საკითხები ჩვენ არ გვაღელვებს. რა გვაღელვებს ჩვენ? ჩვენ გვაღელვებს, მოახდენს თუ არა მათ მიერ მოტანილი უსიამოვნებები რაიმე საზიანო გავლენას ძმებსა და დებზე ან ეკლესიაზე. თუ ასეთი გავლენა არსებობს, ეკლესია უნდა ჩაერიოს ამ საკითხის გადასაჭრელად და მოსაგვარებლად და ურჩიოს მათ, სწორად მოაგვარონ ეს უსიამოვნებები. რაც შეეხება იმას, როგორ მოაგვარებენ ამ საკითხს, ჩვენ ამაში არ ჩავერევით. თუ, რამდენიც არ უნდა ურჩიონ, ისინი მაინც უარს ამბობენ მოსმენაზე და ამ უსიამოვნებებს არ აგვარებენ, მაშინ უნდა მოხდეს მათი იზოლირება და გაფრთხილება მიეცეთ: „პირველ რიგში, შენი პირადი უსიამოვნებები უნდა მოაგვარო. როცა ისინი მოგვარებული იქნება, შეძლებ შენი მოვალეობის შესრულების განახლებას. თუ მათ სწორად არ მოაგვარებ, იზოლაციაში დარჩები.“ მიუხედავად იმისა, რომ ისინი მორწმუნეები არიან და შესაძლოა, თავიანთ მოვალეობასაც ასრულებდნენ — შესაძლოა მნიშვნელოვან მოვალეობასაც კი — მათ პირად ცხოვრებაში სერიოზული პრობლემებისა და იმის გამო, რომ მათ მიერ გამოწვეულმა უსიამოვნებებმა შეიძლება ეკლესიის საქმეზე უარყოფითად იმოქმედოს, ეკლესიის წინამძღოლები ამას ვერ უგულებელყოფენ, რადგან ეს უსიამოვნებები პოტენციურ რისკებს ქმნის. მაგალითად, ადამიანებმა, რომლებთანაც ისინი ურთიერთობაში შედიან, შეიძლება მათგან ეკლესიის ზოგიერთი გარემოების ან ძმებისა და დების პირადი ინფორმაციის შესახებ შეიტყონ. თუ ისინი ამ ინფორმაციას ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანებს ან დიდ წითელ დრაკონს გაუმხელენ, ეს საზიანო იქნება როგორც ეკლესიისთვის, ისე ძმებისა და დებისთვის. ამიტომ, ეკლესიის თვალსაზრისით, ეს უსიამოვნებები ან პოტენციური საფრთხეები მათგან მოდის, ამიტომ ეკლესიამ უნდა დაავალოს მათ, პირველ რიგში თავიანთი პირადი უსიამოვნებები მოაგვარონ. თუ ისინი სრულად მოაგვარებენ ამ უსიამოვნებებს, ღვთის სახლს შეუძლია, მათი მდგომარეობის მიხედვით გადაწყვიტოს, კვლავ მიიღოს თუ არა ისინი. მაგრამ თუ ისინი კვლავ არ აგვარებენ ამ უსიამოვნებებს და მაინც სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება, რა უნდა გაკეთდეს? (მათ არ უნდა მიეცეთ თავიანთი მოვალეობის შესრულების უფლება.) ასეთ შემთხვევაში, ისინი უნდა დაარწმუნონ, რომ წავიდნენ, ან უნდა მოიცილონ. მოკლედ, იქნება ეს ეკლესიის წინამძღოლები თუ ძმები და დები, როგორც კი აღმოაჩენენ, რომ ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც უსიამოვნებების მოზიდვისკენ არიან მიდრეკილნი, მათ ეს საკითხი პრინციპების მიხედვით უნდა გადაწყვიტონ და დროულად მოაგვარონ. არ უნდა დაელოდონ, სანამ ეს ადამიანები საფრთხეს მოუტანენ ძმებსა და დებს ან უსიამოვნებას შეუქმნიან ეკლესიის საქმეს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ საკითხის მოგვარება და გადაწყვეტა.

ზოგ ადამიანს ახასიათებს უსიამოვნებების პროვოცირება და ჩხუბსა თუ ფიზიკურ დაპირისპირებაში გახვევა. მათ მუდამ ჰგონიათ, რომ მუშტი კარგად უჭრით და სურთ, მთელ სამყაროში ყველა დაამარცხონ, ან, თუ ცოტაოდენ სანახაობრივ საბრძოლო ხელოვნებას ფლობენ, მუდამ სურთ სხვების წინააღმდეგ ძალადობა და ძალის გამოყენება. განა ასეთი ადამიანიც არ არის უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილი? (დიახ.) არიან ასევე ისეთებიც, რომლებიც, სადაც არ უნდა წავიდნენ, თავიანთ საზღვრებს სცილდებიან. ისინი წესებს არ ემორჩილებიან, საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავენ და მუდამ უჩვეულოდ მოქცევა სურთ. მანქანის მართვისას ჯიუტად გადიან წითელ შუქზე ან ჯიუტად უხვევენ მარცხნივ იქ, სადაც ეს ნებადართული არ არის, ხოლო როცა პოლიცია აჩერებს და აჯარიმებს, ისინი უარს ამბობენ ამის მიღებაზე და პოლიციელზე საჩივრის შეტანა სურთ. ხედავ, ისინი ნებისმიერის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას ბედავენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს, მათ მაინც სურთ პოლიციელებზე საჩივრის შეტანა — ისინი კანონს არღვევენ. განა ასეთი ბრიყვები არ არიან უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილნი? (დიახ.) ასეთი ადამიანი, რომელიც უსიამოვნებების მოზიდვისკენ არის მიდრეკილი, ფიქრობს, რომ რადგან ღმერთი სწამს, მას ღმერთი ჰყავს საყრდენად, ხოლო ეკლესიაში ბევრი ადამიანია და ეკლესიას დიდი გავლენა აქვს, ამიტომ არაფრის ეშინია. ისინი ყველგან დაუფიქრებლად ბოროტ საქმეებს სჩადიან, რათა თავიანთი უნარები გამოაჩინონ და აჩვენონ, რამდენად ანგარიშგასაწევები არიან. უსიამოვნებების მოზიდვის შემდეგაც კი ვერ ხვდებიან, რომ გეზი უნდა შეიცვალონ. საბოლოოდ რას ამბობენ ისინი? „ეს სამყარო ნამდვილად ბოროტია. მხოლოდ იმიტომ დამაპატიმრეს, რომ სამართლიანობის დასაცავად გამოვედი. ეს სამყარო ნამდვილად უსამართლოა!“ ისინი კვლავ უარს ამბობენ საკუთარი შეცდომების აღიარებაზე. ისინი თავად პროვოცირებენ უსიამოვნებებს და საკუთარ თავს უქმნიან პრობლემებს, მაგრამ მაინც ჩივიან, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან. განა ეს სრულიად აბსურდული არ არის? (დიახ.) რაც უნდა ბოროტი და ბნელი იყოს ეს სამყარო, მათი მხრიდან უსიამოვნებების პროვოცირება უგუნურებაა. ღმერთს არასოდეს მოუთხოვია ვინმესთვის უსიამოვნებების პროვოცირება და არც ის, რომ ვინმეს ღვთისადმი რწმენის დროშით ებრძოლა სამართლიანობისთვის და ზეცის სახელით ძალით დაემყარებინა სამართლიანობა. ზოგი ამბობს: „ამ სამყაროს კანონები ჭეშმარიტება არ არის, ამიტომ მათი დაცვა საჭირო არ არის.“ მართალია, კანონი ჭეშმარიტება არ არის, მაგრამ ღმერთს არასოდეს უთქვამს შენთვის, რომ კანონი როგორც მოგესურვება, ისე დაარღვიო და არც ის უთქვამს, რომ შეგიძლია მოკვლა ან განზრახ ცეცხლის წაკიდება. ღმერთი შენგან ითხოვს, რომ დაემორჩილო კანონს, დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი, სადაც არ უნდა წახვიდე, იცოდე მორალური ნორმებისა და წესების დაცვა, გამომწვევად არ მოიქცე და არ გაეხვიო სამართლებრივ პრობლემებში. თუ კანონს დაარღვევ, შედეგებზე თავად აგებ პასუხს — ნუ ელოდები, რომ ღვთის სახლი შენს ნაცვლად აგებს პასუხს, რადგან ეს პირადი ქცევაა და მხოლოდ პირადად შენ წარმოგადგენს; ღვთის სახლს არასოდეს დაუვალებია შენთვის რაიმე უკანონოს გაკეთება. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა აგვარებდე საქმეებს, ღვთის სახლი მოითხოვს, რომ გაეცნო სამართლებრივ მოთხოვნებს და იურისტთან გაიარო კონსულტაცია. ის უნდა გააკეთო, რასაც იურისტი მიზანშეწონილად მიიჩნევს. თუ იურისტისგან ასეთი მოქმედების რეკომენდაცია არ მიგიღია, შენ კი მაინც ბრმად იმოქმედებ, საქმეს გააფუჭებ და კანონს დაარღვევ, შედეგებზე თავად აგებ პასუხს — ღვთის სახლს უსიამოვნებებს ნუ მოუტან. თუნდაც იურისტის მიერ შემოთავაზებული მიდგომა საუკეთესო ვარიანტი არ იყოს, მაინც უნდა მიჰყვე იურისტის რჩევას. თუ ეს კანონიერია და ღვთის სახლს მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს, ამის გაკეთება შეიძლება. ღვთის სახლი მუდამ ეუბნება ადამიანებს, რომ იურისტებთან გაიარონ კონსულტაცია და საკითხები კანონის შესაბამისად მოაგვარონ. თუმცა ზოგი ადამიანი ფიქრობს: „ღვთის სახლი მიწიერი არ არის, ამიტომ არ უნდა დავიცვათ ამ წუთისოფლის ტენდენციები! კანონი ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს — მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტება და ღმერთი ყველაფერზე აღმატებულია. ჩვენ მხოლოდ ჭეშმარიტებასა და ღმერთს ვემორჩილებით!“ მართალია, ეს განცხადება სწორია, მაგრამ შენ კვლავ ამ სამყაროში ცხოვრობ და ბევრ რეალურ საკითხთან გიწევს შეხება. ამიტომ კანონს ვერ დაარღვევ და ვერც ჭეშმარიტება-პრინციპებს დაარღვევ. ღვთის აღმატებულება ღვთის ვინაობასა და სტატუსს ეხება; ეს არ არის იმის მიზეზი, რომ უკანონო საქმიანობებში ჩაერთო ან საზოგადოებაში დესპოტურად მოიქცე, აკეთო რაც გინდა და ყველგან უსიამოვნებები მოიზიდო. ღმერთს არასოდეს წაუხალისებია და არც მოუთხოვია ვინმესთვის, რომ რაიმეს კეთებისას კანონი დაარღვიოს; პირიქით, ის გეუბნება, რომ კანონი და საზოგადოებრივი წესები დაიცვა. თუ კანონს დაარღვევ და დაისჯები, სასჯელი უნდა მიიღო; პრობლემა არ უნდა შექმნა და შარში არ უნდა გაეხვე. თუ მუდამ უსიამოვნებებს იზიდავ და მუდამ ფიქრობ, რომ რადგან ღმერთი გწამს, ღმერთი მხარს გიჭერს და ამიტომ არაფრის გეშინია, გეტყვი, რომ ცდები! ღმერთი მხარს არ უჭერს ყველაფრის წინაშე შენს უშიშრობას და ღვთის სახლი პასუხს არ აგებს შენს არამზადულ ლოგიკაზე. არასოდეს იფიქრო, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთის სახლში ბევრი ადამიანია და მას დიდი გავლენა აქვს, შეგიძლია, რაც გინდა, ის აკეთო. თუ ასე ფიქრობ, ცდები. ეს სატანის ლოგიკაა. ღვთის სახლს ასეთი რამ არასოდეს უთქვამს და არც ღმერთს უთქვამს. ღვთის სახლი არავის მოუწოდებს, ასე მოიქცეს. მართალია, ღვთის სახლში ბევრი ადამიანია, მაგრამ ადამიანთა რაოდენობა — იქნება ის ბევრი თუ ცოტა — იმისთვის არ არის, რომ ვინმეს მხარი დაუჭიროს, ვინმე გაათამამოს ან ვინმე უსიამოვნებებისგან დაიფაროს და საქმეები მოუგვაროს. ღმერთი ადამიანებს იმისთვის ირჩევს, რომ ისინი მას მიჰყვნენ და მისი ნება აღასრულონ, რათა შექმნილი არსებების სტანდარტს შეესაბამებოდნენ და მათი მოვალეობა შეასრულონ. ეს იმისთვის არ არის, რომ შენ სამყაროს დაუპირისპირდე; არც იმისთვის არის, რომ ამ სამყაროში მაღალფარდოვანი იდეები აფრქვიო და, მით უმეტეს, არც იმისთვის, რომ სამყაროს ჭკუა ასწავლო. ღვთისადმი რწმენა დინების საწინააღმდეგოდ ცურვას არ ნიშნავს; მას არანაირი კავშირი არ აქვს დინების საწინააღმდეგოდ ცურვასთან ან იმასთან, რომ გეზიზღებოდეს სამყარო. ამიტომ არასწორად ნუ გაიგებთ ღვთის განზრახვებს ადამიანების მიმართ და ღვთისადმი რწმენის მნიშვნელობასაც ნუ დაამახინჯებთ. რა არის ღვთის მიერ ადამიანების არჩევის მიზანი? (ის არის, რომ ადამიანები ღმერთს მიჰყვნენ, ღვთის ნებას მიჰყვნენ და შექმნილი არსებების მოვალეობა შეასრულონ.) ღმერთი ადამიანებს იმისთვის ირჩევს, რომ ისინი მოაქციოს, მოაქციოს ნამდვილი შექმნილი არსებები, ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტად სცემენ თაყვანს ღმერთს; ეს იმისთვის არის, რომ გაჩნდეს ახალი კაცობრიობა, რომელსაც შეუძლია ღვთის თაყვანისცემა. ღმერთის მიერ ადამიანების არჩევის მიზანი ის არ არის, რომ ისინი ამ სამყაროს ან კაცობრიობას დაუპირისპირდნენ. ამიტომ უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილი ადამიანები მაქსიმალურად უნდა მოარიდონ ეკლესიას და იმ ადგილებს, სადაც ადამიანები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, რათა სხვების მიერ მოვალეობის შესრულებაზე უარყოფითი გავლენა არ იქონიონ.

რაც შეეხება უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილ ადამიანებს, რა სახის სამართლებრივ პრობლემებშიც უნდა ეხვეოდნენ, თუ ეს ეკლესიას უსიამოვნებას უქმნის და ძმებისა და დების მოვალეობის შესრულებაზე ახდენს გავლენას, წინამძღოლები და მუშაკები უნდა ჩაერიონ და ეს საკითხი მოაგვარონ. აბსოლუტურად დაუშვებელია ამის უყურადღებოდ დატოვება. დროულად უნდა გაერკვნენ სიტუაციაში, ჩასწვდნენ მას, იპოვონ პრობლემის წყარო, შემდეგ კი მის მოსაგვარებლად გონივრული გამოსავალი მოიფიქრონ. რატომ უნდა მოგვარდეს ეს? ერთი მხრივ, ეს უსიამოვნებები შეიძლება გავლენას ახდენდეს ეკლესიის საქმეზე, ეკლესიურ ცხოვრებაზე ან ძმებისა და დების მოვალეობის შესრულებაზე. გარდა ამისა, იმის მიუხედავად, გარშემომყოფები ამ უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილ ადამიანებს ნიჭიერებად მიიჩნევენ თუ უსაქმურებად და არამზადებად, თუ მათ უსიამოვნებები მოაქვთ, მათთან მიმართებაში ზომები დროულად უნდა იქნეს მიღებული. მაშ, როგორ უნდა მოგვარდეს მათი საკითხი? საუბარია არა თავად უსიამოვნებების მოგვარებაზე, არამედ იმ ადამიანების საკითხის მოგვარებაზე, რომლებიც ამ უსიამოვნებებზე არიან პასუხისმგებელნი. ეკლესიიდან მათი მოცილებით უსიამოვნება აღმოიფხვრება და ამგვარად საკითხიც გვარდება. მხოლოდ იმიტომ, რომ უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილი ზოგი ადამიანი უნარიანად ან ნიჭიერად მიგაჩნია, მათ მიმართ შემწყნარებელი არ უნდა იყო. თუ მათ მიმართ შემწყნარებლობას გამოიჩენ, ეს ნიშნავს, რომ მართლაც ძალიან დაბნეული ადამიანი ხარ და ეკლესიის წინამძღოლად არ გამოდგები; ასეთ შემთხვევაში, ძმებმა და დებმა თანამდებობიდან უნდა გადაგაყენონ. თუ ღვთის სახლის ინტერესების დაცვისა და ძმებისა და დების მფარველობის ნაცვლად ბოროტ ადამიანებსა და უსიამოვნებების გამომწვევებს იცავ, მათ ზედმეტად აკერპებ, საპატიო სტუმრებად და ნიჭიერ ადამიანებად მიიჩნევ, ფიქრობ, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანები ეკლესიაში იშვიათად მოიძებნებიან, მნიშვნელოვან ამოცანებს ანდობ და მათ უსიამოვნებებსაც კი ფარავ, მაშინ ეკლესიის წინამძღოლად სრულიად არ გამოდგები. შენ დაბნეული ადამიანი და ცრუ წინამძღოლი ხარ და უნდა გადაგაყენონ და მოგკვეთონ. თუ ეკლესიის წინამძღოლი რჩევას ყურს არ უგდებს და დაჟინებით იცავს რომელიმე ბოროტ ადამიანს, რომელიც უსიამოვნებების მოზიდვისკენ არის მიდრეკილი ან მას მნიშვნელოვან ამოცანებს ანდობს, ძმებმა და დებმა არა მხოლოდ ეს წინამძღოლი უნდა გადააყენონ, არამედ ის ამ ადამიანთან ერთად უნდა მოიცილონ, რომელიც უსიამოვნებებს იზიდავს. განა შენ არ აკერპებ ამ უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილ ადამიანს? ისიც შენს მფარველობას გრძნობს და ისე კარგად ეწყობით ერთმანეთს — მაშ, უკაცრავად, მაგრამ ორივეს წასვლა მოგიწევთ. ღვთის სახლს არცერთი თქვენგანი არ სჭირდება! თუ ეკლესიაში არიან უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილი ადამიანები, ზემდგომმა წინამძღოლებმა კი ამის შესახებ არ იციან, ხოლო ეკლესიის წინამძღოლი დაბნეულია და გარჩევის უნარი არ აქვს, მაშინ ძმები და დები, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, უნდა ჩაერიონ და ეს საკითხი მოაგვარონ. ერთი მხრივ, მათ დროულად უნდა შეატყობინონ ეს საკითხი ზემდგომ წინამძღოლებს. გარდა ამისა, ისინი უნდა გაერთიანდნენ სხვა ძმებთან და დებთან, რათა თანაზიარებით გაარჩიონ ცრუ წინამძღოლი. როგორც კი მისი ცრუ წინამძღოლობა დადასტურდება, ის უნდა გაათავისუფლონ ან მოხსნან და უნდა აირჩიონ ახალი წინამძღოლი — ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღვთის სახლის ინტერესების, ეკლესიის საქმისა და საეკლესიო ცხოვრების დაცვა. არის ასეთი პრაქტიკა მიზანშეწონილი? (დიახ.) ასეთი ეკლესიის წინამძღოლიც და უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილი ადამიანიც — ორივე უნდა მოიცილოთ. განა სწორედ საერთო საზიზღარი თვისებების გამო არ ეწყობიან ისინი ერთმანეთს ასე კარგად და ერთმანეთით არ აღფრთოვანდებიან? მაშინ აუსრულეთ მათ სურვილი და ერთად დააბრუნეთ სამყაროში — ღვთის სახლს ასეთი ადამიანები არ სჭირდება. თუ ისინი ეკლესიაში დარჩებიან, მხოლოდ უსიამოვნებებს მოიზიდავენ გაეხვევიან და უსიამოვნებებს შექმნიან, რაც ეკლესიის საქმეს დიდ ზიანს მოუტანს. ასეთი ადამიანები უნდა მოიცილონ. სადაც უნდათ, იქ წავიდნენ და რა დიდი უსიამოვნებაც უნდათ, ის მოიზიდონ — ეს მათი საქმეა. ყოველ შემთხვევაში, ამას ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ ექნება და ეკლესიასაც არ ჩაითრევს. განა ეს არ მოაგვარებს საკითხს? (დიახ.) ეს საკმაოდ კარგი გამოსავალია. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება მეთორმეტე გამოვლინებაზე — უსიამოვნებების მოზიდვისკენ მიდრეკილ ადამიანებზე.

ნ. რთული წარმომავლობა

მოდით, შევხედოთ მომდევნო გამოვლინებას: რთულ წარმომავლობას. თქვენი აზრით, როგორი ტიპის ადამიანებს აქვთ რთული წარმომავლობა? (ზოგი ადამიანი დაკავშირებულია როგორც კრიმინალურ სამყაროსთან, ისე ლეგალურ წრეებთან; მათი სოციალური წარმომავლობა შედარებით ჩახლართულია — ხვდებიან ისინი ამ კატეგორიაში?) როდესაც რთულ წარმომავლობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ამქვეყნიურ საქმეებში გაწაფულ ადამიანებს. როგორია ამქვეყნიურ საქმეებში გაწაფული ადამიანების ქცევის ტიპური მანერა? მათთვის დამახასიათებელია ის, რომ დასხდებიან, ფეხს ფეხზე გადაიდებენ და გაუჩერებლად იწყებენ ლაპარაკს; ყველაფერზე ლაქლაქებენ, რაზეც კი შეიძლება ლაპარაკი; შეუძლიათ, ქვეყნის შიდა თუ საერთაშორისო საქმეებზეც დიდხანს ილაქლაქონ, მაგრამ მათ ნათქვამში ერთი სიტყვაც კი არ არის სიმართლე — ეს მხოლოდ ფუჭი ლაპარაკია, რომელიც ან გამოგონილია, ან უბრალოდ მათი წარმოსახვის ნაყოფია. არ არის აუცილებელი, რომ ტრაბახა ადამიანები რთული სოციალური წარმომავლობის მქონენი იყვნენ. ტრაბახა ადამიანები შეიძლება უბრალოდ უქნარები, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ — სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, ფუჭ ლაპარაკს იწყებენ, მაღალფარდოვან და არარეალურ რამეებზე საუბრობენ, რათა ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და სხვებს მათზე კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ; თუმცა მალევე ელახებათ რეპუტაცია. როგორ ადამიანებს აქვთ რთული წარმომავლობა? მაგალითად, ზოგი ადამიანი რომელიმე პოლიტიკური პარტიის რიგებს უერთდება, მაგრამ რამდენიმე წლის მცდელობის მიუხედავად ვერანაირ სტატუსს ვერ მოიპოვებს. შემდეგ სხვა პარტიაში შედის და ბოლოს მაინც ახერხებს, მცირე ხელმძღვანელის ან დაბალი რანგის მოხელის თანამდებობის მიღებას. მათ განსაკუთრებით რთული სოციალური კავშირები აქვთ. ვერავინ იტყვის დანამდვილებით, ადამიანები, ვისთანაც ისინი ურთიერთობენ, მათი მეგობრები არიან თუ მტრები — ეს მათმა ოჯახის წევრებმაც კი არ იციან, მხოლოდ თვითონ იციან. განა ასეთ ადამიანებს რთული წარმომავლობა არ აქვთ? (დიახ.) ამ ადამიანებს რთული პოლიტიკური წარმომავლობა აქვთ. დღეს ისინი ამ პარტიას უჭერენ მხარს, ხვალ — იმ პარტიას; დღეს ერთ ადამიანს უჭერენ მხარს არჩევნებში, ხვალ კი უკვე სხვის მხარეს დგანან. მოკლედ, არავინ იცის, სინამდვილეში რას ფიქრობენ ისინი. ჩვეულებრივ ადამიანებს არ ეუბნებიან, ზუსტად ვის უჭერენ მხარს, ან კონკრეტულად რა პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკური მიზნები აქვთ; ისინი ამ საკითხებთან მიმართებაში განსაკუთრებით ფარულები არიან და ჩვეულებრივმა ადამიანებმა — მათმა ოჯახის წევრებმაც კი მათ შესახებ ეს საკითხები არ იციან. თუმცა ისინი განსაკუთრებით გატაცებულნი არიან პოლიტიკით და პოლიტიკურ სცენაზე გარკვეული ნაცნობობაც ჰყავთ; უბრალოდ, ამ დროისთვის თავიანთი ამბიციები ჯერ არ განუხორციელებიათ. მას შემდეგ, რაც ასეთი ადამიანი ეკლესიაში შედის, ხედავს, რომ ძმები და დები მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც პოლიტიკა არ ესმით და მასში არ არიან ჩართულნი და გულში ზიზღს განიცდის მათ მიმართ, ვისაც ღმერთი ჭეშმარიტად სწამს. მიუხედავად ამისა, მას ყოველთვის სურს, გამოიყენოს ეკლესიის სახელი რელიგიურ სამყაროსა და საზოგადოებაში, ან ისარგებლოს ეკლესიის გავლენით, რათა გააკეთოს ის, რაც სურს, დაიკმაყოფილოს თავისი გადაჭარბებული სურვილები ან სრული გასაქანი მისცეს თავის პოლიტიკურ ამბიციებს — ანუ სურს, ეკლესიაში დაიმალოს და შესაფერის მომენტს დაელოდოს, რათა ეკლესიის წევრები ან ეკლესიაში არსებული გარკვეული ადამიანები, მოვლენები და საგნები თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. შეიძლება თუ არა ამგვარი ადამიანი რთული წარმომავლობის მქონედ ჩაითვალოს? (დიახ.) პოლიტიკაში ჩართული ადამიანების აზრები, საკითხების მოგვარების პრინციპები, სხვადასხვა ტაქტიკა, საუბრის სტრატეგიები და მეთოდები ისეთი რამ არის, რაშიც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ერკვევიან. მათში განსაკუთრებით ახალგაზრდები ან სოციალური გამოცდილების არმქონე ადამიანები საერთოდ ვერ ერკვევიან. რთული პოლიტიკური წარმომავლობის მქონე ასეთი ადამიანებისთვის ისინი, ვისაც პოლიტიკური ალღო არ გააჩნია, მხოლოდ სათამაშოები არიან მათ ხელში და ასეთ ადამიანებს ისინი სრულიად ზემოდან უყურებენ. მოვიყვან არაზუსტი შედარების მაგალითს, ცხოველთა სამყაროში ყველაზე ცბიერი არსებები გველები, მელიები და ვეფხვები არიან. მათი თვალთახედვით, ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან ცხვრები, კურდღლები, ირმები და ძაღლები, სულელები არიან. პოლიტიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძმებისა და დების უმეტესობას ისევე უყურებენ, როგორც ცბიერი ცხოველები, მაგალითად, მელიები და გველები, უყურებენ უმანკო ცხოველებს, როგორებიც არიან ცხვრები, ირმები და ძაღლები. მათ შეუძლიათ, ძმები და დები ნათლად დაინახონ, მაგრამ ძმები და დები მათ ვერ ამოიცნობენ. მაშ, როგორ შეგვიძლია რთული პოლიტიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების გარჩევა? მათ, ვინც პოლიტიკაშია ჩართული, გული პოლიტიკისა და ძალაუფლებისკენ მიუწევთ. რაკი მათ ძალაუფლება და პოლიტიკაში მონაწილეობა მოსწონთ, ადრე თუ გვიან, მასში ჩაერთვებიან; ისინი ეკლესიაში სამუდამოდ დამალულები ვერ დარჩებიან. როცა ისინი თავს გამოავლენენ, მიხვდები: „ანუ, გამოდის, რომ ღმერთი პოლიტიკური მიზნებისთვის სწამთ! მათ პოლიტიკური წარმომავლობა აქვთ და ღმერთი გულწრფელად არ სწამთ. ღვთისადმი რწმენაში მათ სხვა, ფარული მოტივები ამოძრავებთ!“ როდესაც ასეთი ადამიანები პირველად შედიან ეკლესიაში, განსაკუთრებით კარგად ინიღბებიან, ჩვეულებრივ ესწრებიან შეკრებებს და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მაგრამ როცა შესაფერისი მომენტი მომწიფდება, ისინი შეეცდებიან, ეკლესია იმის გასაკეთებლად გამოიყენონ, რაც თვითონ სურთ და მათი გადაჭარბებული სურვილებიცა და ნამდვილი სახეც ბუნებრივად გამოაშკარავდება. მხოლოდ მაშინ შეძლებენ ძმები და დები იმის დანახვას, რომ ისინი ურწმუნოები არიან. როცა ისინი გამოაშკარავდებიან, მათი გარჩევა ძალიან ადვილი ხდება. მაგალითად, როცა მგელი ცხვრის ტყავშია გადაცმული და ფარაში ერევა, შეიძლება ვერ გაარჩიო, მგელია თუ ცხვარი, მაგრამ როცა ცხვრების ჭამას დაიწყებს, გაარჩევ, რომ ის მგელია. პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული ადამიანები ყველანი ურწმუნონი არიან, რომლებიც ეკლესიაში შემოიპარნენ. როდესაც ეს ადამიანები ცდილობენ, ძმები და დები შეცდომაში შეიყვანონ და რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებაზე დაითანხმონ, რათა ძმები და დები მათთან ერთად პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთონ, დაინახავ, რომ მათი ღვთისადმი რწმენა ყალბია და მათი ნამდვილი მიზანი პოლიტიკაში ჩართვაა — რაც უნდა რთული იყოს მათი წარმომავლობა, ის მაინც გამომჟღავნდება და მხილებული იქნება. ამ დროს ადამიანები შეძლებენ მათ გარჩევას. ეს არის რთული წარმომავლობის მქონე ადამიანთა ერთი ტიპი — რთული პოლიტიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები.

არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი, რომელიც რთული წარმომავლობის მქონეთა კატეგორიას მიეკუთვნება. საზოგადოებაში ზოგიერთი ადამიანი თავისთვის მშვიდად და წესიერად ცხოვრებას კი არ სჯერდება, არამედ საეჭვო პირებთან ურთიერთობა მოსწონს. ამ პირებს შორის არიან, მაგალითად, ისინი, ვინც გაყალბებასა და თაღლითობას ეწევა, ასევე კრიმინალური სამყაროს წევრები; აგრეთვე ისინი, ვისაც საზოგადოებაში სტატუსი, სახელი და პრესტიჟი აქვთ და გარეგნულად სახელმწიფო მოხელეები ან ბიზნესმენები არიან, მაგრამ კულისებში მუდამ უკანონო, კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან, გარკვეულ მოხელეებთან ან კრიმინალური სამყაროს წევრებთან გარიგებაში შედიან და ცეცხლსასროლი იარაღით, ნარკოტიკებით ან სახელმწიფოს მიერ აკრძალული სხვა კონტრაბანდით ვაჭრობენ; ასევე ისინი, ვინც არაერთხელ ყოფილა მსჯავრდებული და დაპატიმრებული და გარკვეული ბოროტი საქმეები ჩაუდენიათ, მაგალითად, საფლავების ძარცვა, გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა, ან თუნდაც ადამიანებით ვაჭრობა ან ადამიანების არალეგალურად გადაყვანა. ასეთი რთული წარმომავლობის მქონე ადამიანები სწორედ ამგვარ პირებთან ურთიერთობენ და მეტიც, მათთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთ — ერთმანეთს „ძმებს“ უწოდებენ, იყენებენ და ერთმანეთის საქმეებს აგვარებენ. გარეგნულად ეს ადამიანები აშკარა ბოროტ საქმეებს არ სჩადიან, არ ქურდობენ, არ ძარცვავენ, არ კლავენ და არც ცეცხლს უკიდებენ რამეს, მაგრამ ჯგუფები, რომლებთანაც ურთიერთობენ და წრეები, რომლებშიც ტრიალებენ, მთლიანად ასეთი უღირსი პირებისგან შედგება. განა ამგვარი ადამიანიც საკმაოდ საშიში არ არის? (დიახ.) ისინი ამ პირებთან პარტნიორობენ და ბიზნესში ინვესტიციებს დებენ და როდესაც მათი პარტნიორი რაიმე უკანონოს აკეთებს და მათი დახმარება სჭირდება, ისინი მას ეხმარებიან. მართალია, შესაძლოა მთავარი დამნაშავეები არ იყვნენ, მაგრამ თანამონაწილეები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ადამიანი ხშირად კანონის ზღვარზე მოქმედებს. რას ნიშნავს „კანონის ზღვარზე მოქმედება“? (ეს ნიშნავს, რომ ისინი ხშირად ისეთ საქმიანობაში ერთვებიან, რომელიც შესაძლოა კანონის დარღვევა იყოს.) ეს ერთი ასპექტია. გარდა ამისა, ისინი ხშირად კანონის გვერდის ავლის შესაძლებლობებს იყენებენ და ყველაფერი, რაშიც მონაწილეობენ, სერიოზულ საქმეებს უკავშირდება. თუ ოდესმე დაიჭერენ, თუნდაც თანამონაწილედ, შეიძლება 10 ან 20 წლით პატიმრობა მიუსაჯონ ან უზარმაზარი ჯარიმები დააკისრონ. განა არ იტყოდი, რომ ასეთი ტიპის ადამიანი პრობლემურია? (დიახ.) შენ არასოდეს გინახავს, რომ მათ აშკარა ბოროტი საქმე ჩაედინოთ და არც ის გინახავს, რომ ადამიანი მოეკლათ, ხანძარი გაეჩინათ, ვინმე მოეტყუებინათ თუ მის წინააღმდეგ საქმე შეეთითხნათ, მაგრამ როდესაც კრიმინალურ სამყაროსა და ლეგალურ წრეებთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ივსებენ ჯიბეებს და კანონს არღვევენ, უზარმაზარი მოგების მისაღებად უკანონო საქმიანობას ეწევიან, ასეთი ადამიანიც იღებს თავის წილს ნადავლიდან და ამ სარგებელში მონაწილეობს. თქვენი აზრით, ასეთი ადამიანი რთული წარმომავლობის მქონედ ითვლება? (დიახ.) კარგი იქნებოდა, ასეთი ადამიანები ღვთის სახლში დარჩენილიყვნენ? (არა.) ისინი დაკავშირებულები არიან როგორც კრიმინალურ სამყაროსთან, ისე ლეგალურ წრეებთანაც და არა მხოლოდ ეს — უკანონო საქმიანობაშიც მონაწილეობენ — ეს რთული წარმომავლობაა. თუ ისინი გარკვეულ სახელმწიფო მოხელეებთან ურთიერთობენ და მათთან ჩვეულებრივ, ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ, ეს მისაღებია. თუმცა, თუ მათი ურთიერთობის წრეში ისეთი უარყოფითი პირები შედიან, რომლებიც სხვადასხვა უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობაში არიან ჩართულნი, მაშინ ეს ძალიან პრობლემურია და ადრე თუ გვიან, რამე ცუდი მოხდება. ამგვარ ადამიანს იმ ხალხთან ურთიერთობა მოსწონს; ის მათ გავლენას არის ამოფარებული და მათზე დაყრდნობით ფულს შოულობს, მდიდრდება და კარგ ცხოვრებას იწყობს. შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანი კარგ ადამიანად ჩაითვალოს? (არა.) ადამიანები ხშირად ამბობენ: „ტოლი ტოლს ეძებს“ — ისინი ახერხებენ ურთიერთობას როგორც კრიმინალური სამყაროს წევრებთან, ისე ლეგალურ წრეებთანაც; როგორ ფიქრობ, ასეთი ადამიანი შეიძლება წესიერ ადამიანად ჩაითვალოს, რომელიც თავის საზღვრებს არ სცდება? (არა.) ნამდვილად არა. ისინი ამ პირებთან ურთიერთობენ ერთი მხრივ, იმიტომ, რომ შესაძლოა, მათთვის სასარგებლონი იყვნენ — შეუძლიათ, გარკვეული საქმეები მოუგვარონ მათ, ვისთანაც ურთიერთობენ. მეორე მხრივ, იმიტომ, რომ მოსწონთ ის ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობენ როგორც კრიმინალურ სამყაროში, ისე ლეგალურ წრეებში — იმ ადამიანების უნარები, შესაძლებლობები და გავლენა, ასევე ის სარგებელი, რომელსაც მათგან იღებენ, ყველაფერი ისაა, რაც მათ სჭირდებათ და მათთვის მიმზიდველია. მაშ, მაინც როგორი ადამიანია ის? (ის წესიერი ადამიანი არ არის.) ამაზე მხოლოდ ეს შეიძლება ითქვას. ის იმავე ჯურისაა, როგორისაც არიან ისინი, ვისთანაც ურთიერთობს — ისინი ყველანი ერთმანეთს იყენებენ. ამქვეყნად ბევრი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც შენთვის რამეს გააკეთებს, ბოლომდე გენდობა და ნამდვილ მეგობრად დაგიდგება, მაგრამ ასეთები არსებობენ — არ არის საჭირო იმგვარ ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთი ადამიანი მათთან ურთიერთობს, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მათ ერთი და იგივე საზიზღარი თვისებები აქვთ — როგორც იტყვიან, ტოლი ტოლს ეძებს. მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი საკუთარი ინტერესებისა და საერო სამყაროში გადარჩენის გულისთვის ყველაფერზე წავა. მას ადამიანებთან ურთიერთობაში საერთოდ არანაირი პრინციპი არ გააჩნია და არც რაიმე პრინციპით ხელმძღვანელობს იმაში, რასაც აკეთებს. არამორწმუნეებიც კი ამბობენ: „ღირსეულ ადამიანს სიმდიდრე უყვარს, მაგრამ მას სწორი გზით მოიპოვებს“, და ამას მინიმალურ სტანდარტად იცავენ. მიუხედავად იმისა, შეძლებენ თუ არა ისინი ამ მინიმალური სტანდარტის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კაცობრიობაში გადარჩენის შედარებით კეთილშობილურ ფილოსოფიად ითვლება. თუმცა ამგვარი რთული წარმომავლობის მქონე ადამიანები საკუთარი ინტერესებისა და მოგების მისაღებად ადამიანებთან ურთიერთობაში არაფერს ერიდებიან და არავის არჩევენ — თუ ამით სარგებლის მიღება შეუძლიათ, ნებისმიერ ადამიანთან იურთიერთებენ. უფრო მეტიც, ისინი ძალიან ამაყობენ იმით, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლიათ, და ფიქრობენ, რომ მათ მიერ ადამიანებთან ურთიერთობაში გამოყენებული მეთოდები შესანიშნავია. მაშ, როგორ უნდა შევაფასოთ ასეთი ადამიანი? ის ჩართულია როგორც კრიმინალურ სამყაროში, ისე ლეგალურ წრეებში — ეს რთული წარმომავლობაა. ასეთი ადამიანი ძალიან საშიშია! ნამდვილია ის სახე, რომელსაც ისინი აჩვენებენ? არა, ისინი მუდამ ნიღაბს ატარებენ. შენ ვერასოდეს ჩასწვდები მათ და ვერ გაიგებ, რა აქვთ ჩაფიქრებული. ისინი ნიღაბს ატარებენ შენთან ურთიერთობისას და ღვთის მორწმუნეებს შორისაც კი იმალებიან. ეს იმას ჰგავს, ეშმაკი ადამიანების ბრბოში გაერიოს ან მელია თუ მგელი ცხვრის ფარაში შეიპაროს. განა ეს უსაფრთხოების განცდას გიქმნის? (არა.) რატომ ამბობ ამას? ეს მათ ცბიერ, სასტიკ და უკეთურ ბუნებას ეფუძნება; ისინი გამუდმებით შენ წინააღმდეგ ხრიკებს აწყობენ — თითქოს ზურგს უკან მუდამ მზაკვრული და უკეთური თვალების წყვილი იყოს, რომელიც შენს ყოველ ნაბიჯს აკვირდება და მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდება, რომ გაგანადგუროს და შთაგნთქას. განა ეს შემზარავი არ არის? (დიახ.) ასეთი ადამიანი არასოდეს გიქმნის უსაფრთხოების განცდას, რადგან მისი ბუნება და წარმომავლობა ყოველთვის გაგრძნობინებს, რომ ის შენთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორ საფრთხეს? ისეთს, რომ როცა ის შენ გვერდითაა, მუდმივად გრძნობ, თითქოს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას შეუძლია შენ წინააღმდეგ ხრიკები მოაწყოს, თოჯინასავით გათამაშოს და მახე დაგიგოს. არასოდეს იცი, როდის შეიძლება გამოგიყენოს ან ზიანი მოგაყენოს და ბოლოს მისი ხელით დაიღუპო ან მის გამო განადგურდე. სწორედ ამიტომ, ასეთი ადამიანი ახლოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოუშვა. მითხარით, განა ასე არ არის? (ასეა.) მაგალითად, მგლის შეშვება ცხვრის ფარაში ცხვრებს დაიცავს თუ მათ განადგურებას მოუტანს? (მათ განადგურებას მოუტანს.) მგლის ბუნებიდან გამომდინარე, ის არასოდეს დარჩება ცხვრების გვერდით მათი უსაფრთხოების დასაცავად, რადგან მისთვის ცხვრები საკვებია; როგორც კი მოშივდება, სადაც არ უნდა იყოს, მათ შეჭამს; მას ცხვრების მიმართ არანაირი სიბრალული არ აქვს და არც დაინდობს მათ. მგელს ძაღლის თვისებები არ აქვს. თუ ძაღლი ცხვრებთან ერთად იზრდება, ის ცხვრებს დასაცავ არსებებად მიიჩნევს და როცა მგელი მოდის ცხვრებზე თავდასასხმელად ან მათ შესაჭმელად, ძაღლი წინ გამოდის საბრძოლველად და ცხვრების დაცვის პასუხისმგებლობას თავის ვალდებულებად მიიჩნევს — ეს უბრალოდ ძაღლების თანდაყოლილი თვისებაა. მაგრამ მგლები განსხვავებულები არიან; ცხვრების შეჭმის სურვილი მგლების თანდაყოლილი თვისებაა. როდესაც ასეთი რთული წარმომავლობის მქონე ადამიანი ეკლესიაში შემოიპარება, ეს იგივეა, რაც მგელი ცხვრის ფარაში შეიპაროს — როცა მგელი მშიერი არ არის, შეიძლება საფრთხეს არ უქმნიდეს ცხვრებს, მაგრამ როცა მოშივდება, ცხვრები აუცილებლად მისი საკვები გახდებიან და ამ ფაქტს ვერავინ შეცვლის. ეს მისი ბუნებით არის განსაზღვრული. მგელმა ცხვრები რომ არ შეჭამოს, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად ამოიცნო მგელი. როგორც კი ამოიცნობ, ვინ არის ცხვრის ტყავში გახვეული მგელი, დაუყოვნებლივ უნდა მოიშორო ის — არ უნდა იყოყმანო და მის მიმართ არანაირი წყალობა არ უნდა გამოიჩინო. ამგვარ რთული წარმომავლობის მქონე ადამიანებთან სიფრთხილეა საჭირო. თუ აღმოაჩენ, რომ ისინი ბოროტებას სჩადიან და ეკლესიაში არეულობას იწვევენ, მათ მიმართ არავითარი თავაზიანობა არ უნდა გამოიჩინო. უნდა უთხრა: „შენ ამქვეყნიურ საქმეებში გაწაფული ადამიანი ხარ და ღვთისადმი რწმენისთვის შესაფერისი არ ხარ. ღვთის სახლში მოსვლით არასწორი ადგილი აირჩიე; ეს ადგილი შენთვის შესაფერისი არ არის. შენ საზოგადოებაში საკუთარი წინსვლის გზები უნდა ეძებო. ღვთის მორწმუნეები მხოლოდ ღვთის სიტყვებს კითხულობენ, ჭეშმარიტებაზე ურთიერთობენ და თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, რათა ღვთის განზრახვების შესრულებას ემსახურონ; ისინი შეთქმულებებსა და ხრიკებს არ აწყობენ და პოლიტიკაში არ მონაწილეობენ. აქ შენ ვერც კარიერულად დაწინაურდები, ვერც გამდიდრდები და ვერც სხვებზე უკეთეს ცხოვრებას მოიწყობ. რამდენ ხანსაც არ უნდა დარჩე აქ, შენთვის ეს მაინც მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვა იქნება“. ასე მათ წასვლაზე დაითანხმებთ, არა? (დიახ.) რთული სოციალური კავშირების მქონე ზოგი ადამიანი აუცილებლად ბოროტი ადამიანი არ არის და არც დიდი ბოროტება ჩაუდენია, მაგრამ ისინი საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და ნამდვილად ურწმუნოთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ასეთი ადამიანების დარწმუნება, რომ გულწრფელად ირწმუნონ ღმერთი და ჭეშმარიტება ეძიონ, იგივეა, რაც იმის მცდელობა, მგელი ცხვრად აქციო — ეს შეუძლებელია. რამდენ ხანსაც არ უნდა ატაროს მგელმა ცხვრის ტყავი, ის მაინც მგლად რჩება; ის არასოდეს გახდება ცხვარი. სწორედ ასეა საქმის ვითარება. ამიტომ, ასეთი ადამიანების მხრიდან ღვთისადმი რწმენაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა; ღვთისადმი რწმენით ისინი არასწორ გზას ადგანან!

არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი, რომელსაც რთული წარმომავლობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მას სწამს ღმერთი, მას აქვს ახლო ურთიერთობა სხვადასხვა აღმსარებლობის ზოგ რელიგიურ წინამძღოლთან, თანამდებობის პირთან ან გავლენიან ადამიანთან. მას მოსწონს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და ხშირად ესწრება სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიურ ღონისძიებებს; ის ამ ადამიანებთან კავშირებს და მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს; ერთმანეთს იყენებენ და ერთმანეთისთვის გარკვეულ საქმეებს აკეთებენ. დროდადრო, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ასეთ ადამიანებს ეკლესიის შიდა საერთო საქმეებთან ან პერსონალთან დაკავშირებულ ზოგიერთ ინფორმაციასაც კი უმხელს. ეს ძალიან პრობლემური საკითხია. თუ შენ უბრალოდ რელიგიური სფეროს წარმომადგენლებთან გაქვს ურთიერთობა ან შეუძლებლად მიგაჩნია ასეთ რელიგიურ ადგილებთან კავშირის გაწყვეტა და ასევე მოგწონს სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულსა და ცერემონიაში მონაწილეობა, ეს მისაღებია. თუმცა ასეთ გარემოში არ უნდა გაამხილო ეკლესიის საქმე ან ძმებისა და დების შესახებ ინფორმაცია. მაგალითად, არ უნდა გაამხილო ისეთი საკითხები, როგორიცაა ის, რომ რომელიღაც ადამიანი შეუერთდა „აღმოსავლურ ელვას“, რა მოვალეობას ასრულებს ის ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესიაში, სად ცხოვრობს და ჩვეულებრივ ვისთან აქვს ურთიერთობა — თუ ასეთ რამეებს გაამჟღავნებ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან უზნეო ხარ. თუ ვინმე ამ ინფორმაციას ხელისუფლებას შეატყობინებს, ამას შეიძლება წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვეს. თუ ძალიან ახლოს ხარ რელიგიური სფეროს წარმომადგენლებთან, ან მათთან გადაჯაჭვული ინტერესები გაქვს ან ერთმანეთისთვის სამსახური გაგიწევიათ, მაშინ, მაქსიმუმ, ეს შეიძლება ჩაითვალოს შენს რთულ წარმომავლობად. თუმცა, თუ ფარულად სხვა რამეებს აკეთებ, მაგალითად, ამხელ ღვთის სახლის სამუშაო ღონისძიებებს, ან ღვთის სახლის შიდა საქმეებს ან ძმებისა და დების პირად ინფორმაციას, მაშინ ამის ბუნება ღალატად იქცევა და ეს იგმობა. განსაკუთრებით კი, ზოგ ძმასა და დას არ სურთ, რომ სხვებმა მათი მდგომარეობა იცოდნენ ან ეს ინფორმაცია გამჟღავნდეს, რადგან ისინი ადრე დაპატიმრებულნი იყვნენ ან ამჟამად ძებნილთა სიაში არიან. მაგრამ ასეთი რთული წარმომავლობის მქონე ადამიანი ამ ინფორმაციას გარკვეული სარგებლის მისაღებად იყენებს, ან უბრალოდ უმნიშვნელოდ მიიჩნევს და ამჟღავნებს მას, რითაც იმ ძმებსა და დებს უსიამოვნებას უქმნის. თუ ღვთის სახლი ასეთ საკითხებს აღმოაჩენს, ამ ადამიანს ნამდვილად არ დაინდობს; ასეთი ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა იქნენ მოცილებულნი. იმ სოციალურ გარემოში, სადაც ადამიანებს ღვთის რწმენის გამო დევნიან, მორწმუნეთათვის მოვალეობის შესრულების შესაძლებლობაც კი ძნელად მოსაპოვებელია და თითოეული მათგანი ამ შესაძლებლობას ნამდვილად უფრთხილდება. არავის სურს, რომ სხვების ან საკუთარი სიბრიყვის გამო მისი მოვალეობის შესრულებას პოტენციური საფრთხეები შეექმნას. ამიტომ, თუ ვინმე საფრთხის წინაშე აყენებს ძმებისა და დების მოვალეობის შესრულებას ან მათ პირად უსაფრთხოებას, ან თუ ვინმე სხვებს ღვთის რწმენის გზაზე დაბრკოლებებს უქმნის, ღვთის სახლი მას იოლად არ გაუშვებს. როგორც კი ღვთის სახლი ასეთ ადამიანებს აღმოაჩენს, დაუყოვნებლივ მოიცილებს ან გარიცხავს მათ და აბსოლუტურად არ დაინდობს! თუ ისინი თავს იმართლებენ და საბაბად ამბობენ: „უბრალოდ, უყურადღებობის გამო, უეცრად წამომცდა“, ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჯერო — ასეთი საბაბი საფუძველს მოკლებულია. რატომ არ მოუყვნენ იმ ადამიანებს საკუთარი ოჯახის ამბები? რატომ დაიწყეს ამის ნაცვლად ძმებისა და დების ამბებზე საუბარი? ცხადია, მათ ცუდი განზრახვები აქვთ. მათ გაამჟღავნეს ეკლესიის საქმე და ძმებისა და დების შესახებ ინფორმაცია; თუ ეს ძმებსა და დებს უსიამოვნებას მოუტანს, მაშინ ისინი უნდა დაიწყევლონ! განა ასეთი ადამიანები არ უნდა დაიწყევლონ? (დიახ.) ეკლესიის მიერ სახარებისეული საქმის გავრცელების პროცესში გარდაუვალია, რომ ასეთი ადამიანები ეკლესიას შემოუერთდნენ. მათ არანაირი სინდისის ქენჯნა არ აწუხებთ, როცა ეკლესიას, ძმებსა და დებს ყიდიან და ღვთის სახლის ინტერესებსაც კი ღალატობენ. ისინი პირადად ყველანაირ ადამიანთან ურთიერთობენ და ამ ადამიანებთან ურთიერთობისას მათ სუფთა მიზნები არ ამოძრავებთ. როდესაც ამ ადამიანებთან ურთიერთობენ, ისინი ბევრს ლაპარაკობენ და ეკლესიის შესახებ ყველა იმ შიდა ინფორმაციას ეუბნებიან, რაც იციან; არაფერს ტოვებენ უთქმელს და საბოლოოდ ეს ძმებსა და დებს, ასევე ეკლესიას უსიამოვნებას უქმნის. ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომლებიც ენას კბილს ვერ აჭერენ. ზოგმა შეიძლება თავი იმართლოს და თქვას, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია, მაგრამ თუნდაც განზრახ არ ყოფილიყო, ეს მაინც მიუღებელია. თუ ეს განზრახ არ ყოფილა, მაშინ რატომ არ ავნე საკუთარ თავს? რატომ ავნე მხოლოდ სხვებს? შენ ეკლესიას, ძმებსა და დებს უსიამოვნება მოუტანე — ეს უკვე დადგენილი ფაქტია. ამიტომ ბრალი შენ უნდა დაგეკისროს. თუ ვინმეს მოკლავ და შემდეგ იტყვი: „ეს განზრახ არ გამიკეთებია; მისი მოკვლა არასდროს მქონია განზრახული — ასეთი აზრი გონებაში არ მქონია“, განა კანონი მხოლოდ ამ განცხადების გამო უდანაშაულოდ გცნობს? (არა.) თუნდაც სიმართლეს ამბობდე, ეს მაინც ვერ გიშველის. ფაქტია, რომ ადამიანი მოკალი; სამართლებრივად ამის უტყუარი მტკიცებულება არსებობს, ამიტომ ფაქტების საფუძველზე დამნაშავედ უნდა გცნონ. შენ მკვლელობის დანაშაული ჩაიდინე, ამიტომ მკვლელი ხარ და თავის მართლება ვერაფერს გიშველის. ზოგი ადამიანი თავისი ქმედებებით ხშირად უქმნის უსიამოვნებას ეკლესიას და ზოგჯერ ეს უსიამოვნება სერიოზულია. ამას არა მხოლოდ ძმებისა და დების დაპატიმრება და ციხეში ჩასმა მოჰყვება, არამედ ეკლესიის საქმეზეც სერიოზულ გავლენას ახდენს. ღვთის სახლი ასეთ ადამიანებს დაუსჯელად ნამდვილად არ დატოვებს; ვისაც კი გამოავლენს, ყველას გარიცხავს და დაწყევლის — ღვთის სახლი მათ საერთოდ არ დაინდობს! ეს ყველაფერი რჯულის ეპოქაში რომ მომხდარიყო, ბოროტმოქმედებს გამოათრევდნენ და ჯოხებით ცემით ან ქვებით ჩაქოლვით კლავდნენ; ასეთი საქმეები სწორედ ასე უნდა მოგვარებულიყო. ახლა კი, რადგან ეს ღვთის სახლის ადმინისტრაციული განკარგულებების ნაწილი არ არის, ისინი გარიცხულნი იქნებიან და ძმები და დები ერთობლივად დაწყევლიან მათ. მათ აღარ ექნებათ კურთხევისა და ხსნის მიღების შანსი — ისინი ჯოჯოხეთში უნდა გაიგზავნონ და დაისაჯონ!

არსებობს კიდევ ერთი ტიპის რთული წარმომავლობის მქონე ადამიანი; ისინი ეკლესიაში სპეციალური მისიის შესასრულებლად მოდიან. ამგვარ ადამიანთა ნაწილს ხელისუფლება აგზავნის, ხოლო სხვებს გარკვეული რელიგიური ან სოციალური ჯგუფები აკისრებენ მისიას. მაგალითად, ეს მისიები შეიძლება მოიცავდეს ძმებისა და დების თვალთვალს, ეკლესიის საქმიანობაზე დაკვირვებას ან ეკლესიის სხვადასხვა მიმართულებისა და სხვადასხვა პერიოდის სამუშაო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ფარულად მოპოვებას. როგორიც არ უნდა იყოს მათი მისია, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი თვალსაზრისით, ასეთი ადამიანი რთული წარმომავლობის მქონეა. რთული წარმომავლობის მქონე ამ ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა; ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას საერთოდ არ იღებენ. ისინი განსხვავდებიან მათგან, ვისაც მცირე რწმენა, სუსტი კალიბრი ან ბევრი წარმოდგენა აქვს — იმ ადამიანებს გულწრფელად სწამთ, ხოლო რთული წარმომავლობის მქონე ამ ადამიანებთან სერიოზული პრობლემაა. ჯერ განვიხილოთ: როგორი ადამიანობა აქვთ ასეთ ადამიანებს? (მათ ცუდი ადამიანობა აქვთ, ისინი ბოროტები არიან და სატანის ბანდის წევრები არიან.) მაშ, როგორი ადამიანები არიან ისინი? (ისინი ეშმაკები არიან.) სწორია, პირდაპირ მიზანში მოარტყი — ისინი ეშმაკები არიან, რომლებიც ეკლესიაში იჭრებიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში იჭრებიან, ფარულად მოქმედებენ, გულში კი სხვადასხვა ხრიკსა და მიზანს მალავენ. ასეთი ადამიანები ეშმაკები არიან. ეს ადამიანები ეკლესიაში თავიდანვე კეთილი განზრახვებით არ მოდიან. ვინ დაავალა მათ ეს — ხელისუფლებამ, რომელიმე ჯგუფმა თუ საერთოდ არავის დაუვალებია და უბრალოდ საკუთარი სურვილით ცდილობენ ეკლესიაში შეღწევას — ამას მნიშვნელობა არ აქვს; ასეთი ადამიანები ამქვეყნიურ საქმეებში გაწაფულნი არიან. მათ მრავალგვარ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა, მათი სოციალური კავშირები და პირადი ურთიერთობები კი რთული და ჩახლართულია — მათ რთული წარმომავლობა აქვთ. „რთული წარმომავლობა“ ნიშნავს, რომ მათი სოციალური კავშირები, პირადი ურთიერთობები და საცხოვრებელი გარემო განსაკუთრებით არაწმინდა და ჩახლართულია; ისინი სულაც არ ჰგვანან უბრალო ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ფულის შოვნასა და კარგად ცხოვრებას ცდილობენ. საზოგადოებაში ეს ადამიანები გამორჩეულებად, წინამძღოლებად ან სხვადასხვა წრესა და ჯგუფში შედარებით გავლენიან ფიგურებად გვევლინებიან — ისინი ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც არამორწმუნეები „უნარიან პირებს“ ან „გურუებს“ უწოდებენ. სადაც არ უნდა იყვნენ, ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც თავისთვის მშვიდად ცხოვრობენ და არც წესიერ ადამიანებად ჩაითვლებიან. სხვადასხვა ჯგუფსა და წრეში ისინი მხოლოდ იმას ეძებენ, როგორ მოიპოვონ პირადი სარგებელი, ძალაუფლება ან სხვებზე კონტროლი — სწორედ ეს არის მათი მიზანი და მათი არსებობის აზრი. მიუხედავად იმისა, რომელ ეკლესიაშიც არ უნდა იყვნენ, მათი აზროვნება ეშმაკისას ჰგავს: მუდამ მოქმედებისთვის არიან მომართულნი; სურთ სიტუაციებისა და ადამიანების მართვა, ფულის გაკონტროლება, გავლენის მოხდენა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არის ასეთი ტიპის ადამიანის გამოვლინებები. ამიტომ, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა ასეთ ადამიანებს რაიმე მისია, ან მოქმედებენ თუ არა ხელისუფლებისა თუ რომელიმე სოციალური ჯგუფის დავალებით, ეკლესიაში მოსვლის შემდეგ ისინი ვერანაირად ვერ იქნებიან თავისთვის მშვიდად. თუნდაც მისია არ ჰქონდეთ და თუნდაც ეკლესიის ან ძმებისა და დების გამოყენებას არ ცდილობდნენ, ისინი მაინც არ არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სურთ ღმერთი ირწმუნონ, და, რა თქმა უნდა, არც ისეთი ადამიანები არიან, ღმერთის არსებობის რომ სწამდეთ. ეკლესიაში მათი შემოსვლის მიზანი სულაც არ არის სუფთა — სულ მცირე, მათთვის ერთი რამ ძალიან რეალისტურია: „ეკლესიის საფარს ამოეფარონ“ და ხელსაყრელ შემთხვევას დაელოდონ, რათა საკუთარი ფარული მიზნები განახორციელონ. თუ მიზნებს ვერ აღწევენ და სურვილები არ უსრულდებათ, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდნენ ეკლესიიდან. ისინი მოქმედებისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან და მუდმივად ეძებენ შესაძლებლობებს. თუ გამოჩნდება ადამიანი, ვისი გამოყენებაც შეუძლიათ, ან დადგება ისეთი მომენტი, რომელიც მათ თავიანთი მიზნების, ამბიციებისა თუ მისწრაფებების განხორციელების საშუალებას მისცემს, ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. თუ შესაძლებლობას ვერა და ვერ პოულობენ, გული უტყდებათ, იმედი უცრუვდებათ და ეკლესიიდან წასვლა სურთ. ამიტომ ასეთი ადამიანები ეკლესიისთვის საშიში ადამიანების ერთ-ერთ ტიპს წარმოადგენენ; ისინი უნდა გაარჩიონ და მათგან თავი შორს დაიჭირონ. კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი პრინციპი ის არის, რომ თუ დარწმუნებული არ ხარ, როგორი წარმომავლობა აქვს ადამიანს ან ბუნდოვნად გრძნობ, რომ მისი წარმომავლობა ძალიან რთულია, მაშინ, როგორც წინამძღოლმა ან მუშაკმა, სულ მცირე, ერთი რამ უნდა იცოდე: ასეთ ადამიანს არ უნდა მისცე მნიშვნელოვანი თანამდებობა, სტატუსი ან ძალაუფლება. მას არც ეკლესიაში რაიმე მნიშვნელოვანი საქმის შესრულება უნდა მიანდო. თუ ვერ ამოიცნობ მის ნამდვილ სახეს, შეგიძლია დააკვირდე მას, მაგრამ დაუფიქრებლად ან ნაადრევად მოქმედება აბსოლუტურად დაუშვებელია. თუ მანამდე, სანამ მის ნამდვილ სახეს დაინახავ, მას სტატუსს მისცემ ან მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებლობას დააკისრებ, მაშინ უკიდურესად ბრიყვულად იქცევი! რაც უფრო ნაკლებად შეგიძლია დაინახო მისი ნამდვილი სახე, მით ნაკლებად უნდა მიანდო მას მნიშვნელოვანი საქმე; მით უფრო ფრთხილად უნდა იყო, ყურადღებით უნდა დააკვირდე და მკაცრად აკონტროლო. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მისია, ასეთი რთული წარმომავლობის მქონე ადამიანები საბოლოოდ ეკლესიაში დიდხანს არ რჩებიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ურწმუნოების გულში რწმენასთან დაკავშირებული საკითხები ზიზღს იწვევს. ათეისტებს არ სწამთ, რომ ღმერთი არსებობს და მათ არ აინტერესებთ არაფერი, რაც ღმერთს, ღვთის საქმეს ან ღვთის მიერ ჭეშმარიტების გამოხატვას უკავშირდება. ისინი მუდმივად იკვლევენ: „არის თუ არა რაიმე სარგებელი ღვთისადმი რწმენაში? შემიძლია ამით დიდი ფული ვიშოვო და გავმდიდრდე? შემიძლია აქაც გამოვიყენო ჩემი მზაკვრული ხრიკები და ილეთები, როგორც ამას სამყაროში ვაკეთებ?“ როდესაც ხედავენ, რომ ღვთის სახლი ასეთ რამეებს არ ახალისებს, არამედ მუდამ პატიოსან ადამიანად ყოფნაზე საუბრობს და რომ ყველა, ვინც მოვალეობას ფორმალურად და ნახევარგულით ასრულებს, ხშირად ისხლება, მათ ეს ზიზღს ჰგვრის. ისინი ღვთის სახლში თავს უკმაყოფილოდ და შებოჭილად გრძნობენ და მუდამ წასვლის შესაძლებლობას ეძებენ. თუ ვინმე ნამდვილად ღვთის ცხვარია, ღვთის რჩეულთაგანია, მაშინ ღვთის რწმენისას ხშირად განხილული ჭეშმარიტებების მოსმენა არ მოსწყინდება. თუნდაც ეს ჭეშმარიტებები 20 ან 30 წლის განმავლობაში განიხილებოდეს, მას შეუძლია მთელი ცხოვრება უსმინოს მათ და ისინი მაინც ყოველთვის ახალივით მოეჩვენება. რაც უფრო მეტს უსმენენ, მით უფრო ნათელი ხდება მათთვის ეს ჭეშმარიტებები; რაც უფრო მეტს უსმენენ, მით უფრო იკვებება მათი გული; რაც უფრო მეტს უსმენენ, მით უფრო მეტად სწყურიათ ჭეშმარიტება. ამ სიტყვებს ყოველდღე რომ უსმენდნენ კიდეც, ამის გაკეთება მაინც სურთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისმენენ გამოცდილებით დამოწმებებს, რომლებიც მათთვის სასარგებლოა, თავს ისე ნეტარად და სავსედ გრძნობენ, თითქოს დიდი ნადიმით დამტკბარიყვნენ — უფრო ბედნიერადაც კი, ვიდრე ოქროს ნატეხი რომ ეპოვათ. რაც შეეხება ამ ურწმუნოებს, ამ ეშმაკებს — განსაკუთრებით ამ რთული წარმომავლობის მქონე ადამიანებს — რაც უფრო მეტად ისმენენ ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას, მით უფრო მეტად ღიზიანდებიან; რაც უფრო მეტს უსმენენ, მით უფრო აღელვებულები ხდებიან და მით უფრო მეტი ზიზღი ეუფლებათ შინაგანად. როდესაც ამ სიტყვებს ისმენენ, ისინი მათ მოსაწყენად, უფერულად და დამღლელად ეჩვენებათ. თუ მათ დასვამ და ქადაგებების მოსმენას აიძულებ, ეს მათთვის წამებას ჰგავს. ისინი ამბობენ: „როგორ ხდება, რომ თქვენ ყველას ასე გსიამოვნებთ ამ სიტყვების მოსმენა, თითქოს დიდი ნადიმი გეჭამოთ? რატომ ვგრძნობ მე ასეთ ზიზღს, როცა მათ ვუსმენ?“ დიდხანს მოსმენის შემდეგ ისინი ვეღარ ჩერდებიან ადგილზე. თუ წინამძღოლობას ვერ შეძლებენ, მოვალეობის შესრულება ან სიძნელეების ატანა არ სურთ და დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს უაზრობად მიიჩნევენ; მათში რწმენაზე უარის თქმის აზრები იწყებს გაჩენას. ასე ვლინდებიან ურწმუნოები. რაც შეეხება რთული წარმომავლობის მქონე ამ ადამიანებს, თუ მათზე დაკვირვებისას აღმოაჩენ, რომ საეჭვო წარმოშობა და რთული წარმომავლობა აქვთ, მაშინ ყველანაირად ეცადე, იპოვო შესაძლებლობა, რომ წასვლაზე დაიყოლიო ისინი. ასეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტებას საერთოდ არ იღებენ, გარკვეული სიბრძნის გამოყენებაა საჭირო. შეგიძლია უთხრა: „შენ გამდიდრება გინდა და მოხელედ გახდომაზე ოცნებობ — მთელი ცხოვრება მოხელე რომ ვერ გახდე, ალბათ, ამას დიდ დანაკარგად ჩათვლიდი! უნდა გახდე მოხელე, გამდიდრდე და სამყაროს მისდიო — ხელშესახები სარგებელი სწორედ იქ არის. ბიზნესის ნიჭი გაქვს და მოხელეობისთვის ხარ შესაფერისი — თუ სამყაროს მისდევ, ნამდვილად შეძლებ გამდიდრებას და მოხელედ გახდომას.“ როდესაც ამას გაიგონებს, იფიქრებს, რომ მონათესავე სული იპოვა და იტყვის: „სრულიად მართალი ხარ! უკვე ვგრძნობდი, რომ ღვთისადმი რწმენას აზრი არ ჰქონდა — რაც თქვი, ნამდვილად გულში მომხვდა. რწმენას სინამდვილეში მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს; არსებითად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გაქვს ის თუ არა. ცხოვრება მოკლეა — სულ რამდენიმე ათეული წელია, რომლებიც თვალის დახამხამებაში გადის. აქ, ღვთის მორწმუნე ადამიანებთან, მუდმივად დროის ფლანგვამ არაფერი მომიტანა და მუდამ უკმაყოფილებას ვგრძნობ. განა ამით საკუთარ თავს უსამართლოდ არ ვექცევი? გარეთ გასვლა და დიდი ფულის შოვნაა ნამდვილად მნიშვნელოვანი!“ ისინი დაეთანხმებიან შენს ნათქვამს. როგორც კი დაეთანხმებიან, შესაძლოა, ერთ დღეს უბრალოდ თავად წავიდნენ, რადგან იგრძნობენ, რომ ეკლესიაში დარჩენას აზრი არ აქვს, და ამას დაემატება ისიც, რომ რაღაცები ცუდად წაუვათ, ან გარკვეულ წარუმატებლობასა და მარცხს განიცდიან და გარკვეულ გასხვლასაც შეხვდებიან. განა ეს შესანიშნავი არ არის? (დიახ. ეს ბრძნული მიდგომაა.) ეშმაკების ეკლესიიდან წასვლა ადვილია: როგორც კი მათ აზროვნებას ჩასწვდები, თუ არის რაღაც, რაც სურთ, მაშინ წაახალისე, რომ იმას მისდიონ. ამ გზით შეძლებ, წასვლაზე დაიყოლიო ისინი. დინების მიმართულებით იმოქმედე, რათა ისინი გარეთ გამოიყვანო. ასე უნდა მოექცეთ ამგვარ ურწმუნოს.

თუ ეკლესიაში ასეთი რთული წარმომავლობის მქონე ადამიანებს აღმოაჩენთ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა დაარწმუნოთ, რომ წავიდნენ, ან უბრალოდ მოიცილოთ; ნუ ეცდებით მათ ეკლესიაში დატოვებას. რატომ არა? ერთი მხრივ, ისინი ეკლესიაში არანაირ სასიკეთო როლს არ ასრულებენ; მეორე მხრივ, ისინი სრულებითაც არ არიან ღვთის რჩეულთა შორის. გარდა ამისა, თუნდაც ეკლესიაში დარჩნენ, საბოლოოდ მაინც ვერ მიიღებენ ღვთის სიტყვებს, ღვთის საქმეს ან ღვთის გაკიცხვასა და განკითხვას, ვერც ხსნას მიიღებენ. თუ ისინი ეკლესიაში დარჩებიან, ეს ეკლესიის საქმეს ზიანს მიაყენებს. გარდა ამისა, მათ შეიძლება შეცდომაში შეიყვანონ დაბალი სიმწიფის მქონე ზოგიერთი ძმა თუ და, რითაც მათზე ცუდ გავლენას მოახდენენ. ღვთის სახლში მყოფი ადამიანები მათ უსიამოვნო ადამიანებად ეჩვენებათ, ხოლო ისინი, თავის მხრივ, ღვთის სახლში მყოფ ძმებსა და დებს ასეთივე უსიამოვნო ადამიანებად თვლიან. გულში ისინი ღვთის სახლს, ეკლესიას და ძმებსა და დებს ყოველთვის მტრულად უყურებენ. მაშ, მითხარით, თუ ეკლესიაში ასეთი მტერი, ასეთი მოწინააღმდეგე იქნება, განა არ შეწუხდებით? (დიახ.) ამიტომ, უმჯობესია, არ ეცადოთ ასეთი ადამიანების ეკლესიაში დატოვებას. როგორც კი მათ აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ დაარწმუნეთ, რომ წავიდნენ, მოიცილეთ ან გარიცხეთ. როგორ უნდა მოექცეთ ასეთ ადამიანებს, თუ მათ სახარების ქადაგების პროცესში შეხვდებით? (უბრალოდ, მათგან შორს უნდა ვიყოთ და ყურადღება არ მივაქციოთ.) როცა ამ ტიპის ადამიანს შეხვდები, მას სახარება არ უნდა უქადაგო. ისინი ბევრს და ხმამაღლა ლაპარაკობენ, სიტყვაც კარგად უჭრით, მაგრამ სინამდვილეში არანაირი ნამდვილი ნიჭი არ გააჩნიათ. ღვთის სახლს ასეთი რთული წარმომავლობის მქონე ადამიანები არ სჭირდება; ისინი არ არიან ღვთის რჩეულთა შორის. თუნდაც ახლა მოექცნენ, ადრე თუ გვიან მაინც საჭირო გახდება მათი მოცილება. ამიტომ, როცა სახარების მქადაგებლები ასეთ ადამიანებს შეხვდებიან, მათზე უბრალოდ უარი უნდა თქვან. ღვთის სახლს ასეთი ადამიანები არც სჭირდება და არც მიესალმება მათ. რთული წარმომავლობის მქონე ადამიანებთან სწორედ ასე უნდა მოიქცეთ — ეს არის პრინციპი. რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოგვარებისას არაფრის გაზვიადება არ არის საჭირო; ნათლად უნდა გესმოდეს, მიეკუთვნება თუ არა ადამიანი რთული წარმომავლობის მქონე ადამიანთა კატეგორიას. თუ მისი გამოვლინებები ამ ტიპის ადამიანისთვის დამახასიათებელ გამოვლინებებს ემთხვევა, მაშინ ის ამ კატეგორიაში უნდა ჩაითვალოს. თუმცა, თუ ვინმე მხოლოდ ზოგჯერ ტრაბახობს ან სისულელეებს ლაპარაკობს და გადამეტებული ტრაბახის გამო შეცდომით რთული წარმომავლობის მქონედ მიიჩნიეს, ამ საკითხს სხვაგვარად უნდა მიუდგეთ. თუ სინამდვილეში მას ღმერთი გულწრფელად სწამს და ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაშინ კარგი ადამიანი უსამართლოდ არ უნდა დაადანაშაულოთ.

III. მოვალეობის შესრულებისას არსებული დამოკიდებულების საფუძველზე

ჩვენ მეტ-ნაკლებად დავასრულეთ თანაზიარება იმ კრიტერიუმზე, რომლის მიხედვითაც ადამიანებს მათი ადამიანობის საფუძველზე ვარჩევთ. არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმიც: ადამიანების გარჩევა იმის მიხედვით, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მოვალეობის შესრულებისას. ამ კრიტერიუმზე წინა ქადაგებებში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, ამიტომ ამ საკითხზე მეტის თქმა საჭირო აღარ არის.

ძალიან კარგი. ამით დღევანდელი თანაზიარება დასრულებულია. ნახვამდის!

2024 წლის 6 ივლისი

წინა:  წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (27)

შემდეგი:  წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (29)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger