ათი ადმინისტრაციული განკარგულება, რომლებსაც ღვთის რჩეული ხალხი უნდა დაემორჩილოს სასუფევლის ეპოქაში

1. ადამიანმა არ უნდა განადიდოს და არც უნდა აიმაღლოს საკუთარი თავი. მან თაყვანი უნდა სცეს და განადიდოს ღმერთი.

2. აკეთე ყოველივე, რაც სასარგებლოა ღვთის საქმისთვის და არაფერი ისეთი, რაც ზიანს აყენებს ღვთის საქმის ინტერესებს. დაიცავი ღვთის სახელი, ღვთის მოწმობა და ღვთის საქმე.

3. ფული, მატერიალური ნივთები და ღვთის სახლის მთელი ქონება არის შესაწირავები, რომლებიც ადამიანმა უნდა გაიღოს. ამ შესაწირავებით სარგებლობა არავის შეუძლია, გარდა მღვდლისა და ღმერთისა, რადგან ადამიანის შესაწირავები ღვთის საამებლადაა და ღმერთი ამ შესაწირავებს მხოლოდ მღვდელს უზიარებს; სხვა არავინაა ღირსი ან უფლებამოსილი, ისარგებლოს მათი რომელიმე ნაწილით. ადამიანის ყველა შესაწირავი (მათ შორის, ფული და მატერიალური ნივთები, რომლებითაც შეიძლება ისარგებლო) ეძლევა ღმერთს და არა ადამიანს, ამიტომ ადამიანმა არ უნდა ისარგებლოს ამ ნივთებით; თუ ადამიანი მათით ისარგებლებს, ეს შესაწირავის მოპარვა იქნება. ნებისმიერი, ვინც ამას აკეთებს, იუდაა, რადგან გარდა იმისა, რომ უფალს ღალატობდა, იუდა რასაც ყულაბაში ყრიდდნენ, იპარავდა.

4. ადამიანს აქვს გახრწნილი ხასიათი და უფრო მეტად ემოციბს ემორჩილება. შესაბამისად, ღვთის მსახურებისას საპირისპირო სქესის ორი წევრის მარტო, თანმხლები პირის გარეშე ყოფნა კატეგორიულად აკრძალულია. ნებისმიერი, ვინც ამაში გამოაშკარავდება, გამონაკლისის გარეშე განიდევნება.

5. არ განსაჯო ღმერთი და არ განიხილო ღმერთთან დაკავშირებული საკითხები ზერელედ. მოიქეცი ისე, როგორც ადამიანი უნდა იქცეოდეს და ისაუბრე ისე, როგორც ადამიანი უნდა საუბრობდეს; არ გადახვიდე ზღვარს და არ დაარღვიო საზღვრები. აკონტროლე შენი სიტყვები და დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, რათა თავიდან აირიდო ისეთი რამის ჩადენა, რაც შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს.

6. აკეთე ის, რაც ადამიანს მართებს, შეასრულე ვალდებულებები, განახორციელე დაკისრებული პასუხისმგებლობები და ერთგული დარჩი შენი მოვალეობის. რადგან ღმერთის გწამს, შენი წვლილი უნდა შეიტანო ღვთის საქმეში; თუ ამას არ აკეთებ, მაშინ არ ხარ ღირსი, ჭამო და სვა ღვთის სიტყვები და არ ხარ ღირსი, იცხოვრო ღვთის სახლში.

7. ეკლესიის საქმესა და საკითხებში ღვთისადმი მორჩილების გარდა, ყველაფერში მიჰყევი იმ ადამიანის მითითებებს, რომელსაც სულიწმიდა იყენებს. უმცირესი დარღვევაც კი მიუღებელია. იყავი აბსოლუტური შენს მორჩილებაში და არ გააანალიზო, რა არის სწორი ან არასწორი; ის, თუ რა არის სწორი ან არასწორი, შენ არ გეხება. მხოლოდ აბსოლუტურ მორჩილებაზე უნდა იზრუნო.

8. ღვთის მორწმუნენი უნდა ემორჩილებოდნენ ღმერთს და თაყვანს სცემდნენ მას. ნურცერთ ადამიანს ნუ აღამაღლებ და განადიდებ; ნუ დააყენებ ღმერთს პირველ ადგილზე, თქვენთვის პატივსაცემ ადამიანებს — მეორეზე, ხოლო საკუთარ თავს — მესამეზე. შენს გულში არერთ ადამიანს არ უნდა ეკავოს ადგილი და ადამიანები — განსაკუთრებით ისინი, ვისაც პატივს მიაგებ — არ მიიჩნიო ღვთის ტოლად ან სწორად. ეს დაუშვებელია ღვთისთვის.

9. შენი ფიქრები ეკლესიის საქმისკენ მიმართე. უარყავი ხორციელი სურვილები, იყავი მტკიცე ოჯახურ საკითხებში, მთელი გული მიუძღვენი თავი ღვთის საქმეს და ღვთის საქმე პირველ ადგილზე დააყენე, ხოლო საკუთარი სიცოცხლე — მეორეზე. ეს არის წმინდანის ღირსება.

10. არამორწმუნე ნათესავებს (შენი შვილები, ქმარი ან ცოლი, დები ან მშობლები და ა.შ.) არ დააძალო ეკლესიაში შემოსვლას. ღვთის სახლი არ განიცდის წევრთა ნაკლებობას და არ არის საჭირო მისი რიგების შევსება უსარგებლო ადამიანებით. ყველა, ვინც სიხარულით არ ირწმუნებს, არ მოიყვანო ეკლესიაში. ეს განკარგულება ეხება ყველა ადამიანს. თქვენ უნდა შეზღუდოთ ერთმანეთი, ზედამხედველობა გაუწიოთ და შეახსენოთ ერთმანეთს ეს საკითხი; არავის აქვს მისი დარღვევის უფლება. მაშინაც კი, როდესაც არამორწმუნე ნათესავები უხალისოდ შემოდიან ეკლესიაში, მათ არ უნდა მისცენ წიგნები და არც ახალი სახელი უნდა დაარქვან; ასეთი ადამიანები არ ეკუთვნიან ღვთის სახლს და მათი ეკლესიაში შემოსვლა ნებისმიერი აუცილებელი საშუალებით უნდა შეჩერდეს. თუ დემონების შემოჭრის გამო ეკლესიას პრობლემები შეექმნება, მაშინ თავად განიდევნები ან შეზღუდვები დაგიწესდება. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ამ საკითხთან მიმართებაში ყველას აკისრია პასუხისმგებლობა, თუმცა არ იმოქმედო დაუფიქრებლად და არ გამოიყენო იგი პირადი ანგარიშსწორებისთვის.

წინა:  ყოვლისშემძლეს ოხვრა

შემდეგი:  დანართი 1: ღვთის გამოჩინებამ ახალი ეპოქა დაამკვიდრა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger