ადამიანის ბუნების უცვლელობა ღმერთთან მტრობას ნიშნავს
რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში მიმდინარე ხრწნის შედეგად ადამიანები გონებრივად სრულიად დაბეჩავდნენ და დაჩლუნგდნენ; ისინი ღვთის მოწინააღმდეგე ბოროტ დემონებად იქცნენ იმდენად, რომ მათი ღვთისადმი ამბოხება ისტორიულ ჩანაწერებშიც კი აისახა და თავად ადამიანებსაც კი აღარ ძალუძთ სრულად აღწერონ თავიანთი ურჩი ქცევა — რადგან ისინი სატანამ ძლიერ გახრწნა და ისე ააცდინა გზას, რომ აღარ იციან, საით წავიდნენ. დღესაც კი ადამიანები კვლავ ღალატობენ ღმერთს. როდესაც ხედავენ მას, ღალატობენ და როდესაც ვერ ხედავენ, მაშინაც ღალატობენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ღვთის წყევლისა და რისხვის ხილვის შემდეგაც კვლავ ღალატობენ მას. ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანის გონებამ დაკარგა თავისი თავდაპირველი ფუნქცია და ადამიანის სინდისმაც ასევე დაკარგა თავისი პირვანდელი დანიშნულება. ჩემს თვალში ადამიანები ადამიანის სამოსში გახვეული მხეცები და შხამიანი გველები არიან. რაც არ უნდა საცოდავად გამოიყურებოდნენ ჩემს თვალში, არასოდეს ვიქნები მათ მიმართ მოწყალე, რადგან სრულიად დაკარგული აქვთ შავისა და თეთრის გარჩევის უნარი და არცერთ მათგანს არ ესმის განსხვავება ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. მათი გონება იმდენად დაჩლუნგებულია, რომ მაინც სურთ კურთხევის მიღება; მათი ადამიანობა იმდენად მდაბალია, რომ მაინც სურთ მეფობა და ძალაუფლების მოპოვება. ვისი მეფეები უნდა გახდნენ ისინი ასეთი გონებით? როგორ შეუძლიათ ტახტზე დასხდნენ ასეთი ადამიანობით? ადამიანები მართლაც უსირცხვილონი არიან! უბადრუკნი, რომლებიც საკუთარ თავს გადაჭარბებულად აფასებენ! გირჩევთ თქვენ, ვისაც კურთხევების მიღება გსურთ, ჯერ სარკე იპოვოთ და საკუთარ მახინჯ ანარეკლს შეხედოთ. გაქვს კი იმის უნარი, რომ მეფე იყო? გაქვს კი ისეთი სახე, რომელიც კურთხევას დაიმსახურებს? შენს ხასიათში ოდნავი ცვლილებაც კი არ მომხდარა და ჭეშმარიტება პრაქტიკაში ვერ განახორციელე, მაგრამ მაინც მშვენიერ ხვალინდელ დღეს ნატრობ. ეს სრული ილუზიაა! ადამიანი, რომელიც ასეთ ბინძურ მიწაზე დაიბადა, საზოგადოებისგან მძიმედ მოიწამლა, ფეოდალური ეთიკით აღიზარდა და „უმაღლესი სასწავლებლების“ განათლება მიიღო. ჩამორჩენილი აზროვნება, გახრწნილი მორალი, ცხოვრებისადმი დამახინჯებული ხედვა, ამქვეყნიური ურთიერთობების საძულველი ფილოსოფია, სრულიად უსარგებლო არსებობა, მდაბალი ჩვევები და ყოველდღიური ყოფა — ყოველივე ეს ღრმად იჭრება ადამიანის გულში და სასტიკად აზიანებს და ანადგურებს მის სინდისს. შედეგად, ადამიანი სულ უფრო შორდება ღმერთს და სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება მას. ადამიანის ბუნება დღითიდღე უფრო დაუნდობელი ხდება და არ მოიძებნება არავინ, ვინც ნებაყოფლობით დათმობს რაიმეს ღვთისთვის; ვინც ნებაყოფლობით დაემორჩილება მას და მით უმეტეს, ისეთი, ვინც ნებაყოფლობით ეძიებს ღვთის გამოცხადებას. ნაცვლად ამისა, ადამიანი სატანის ძალაუფლების ქვეშ საკუთარი გულის კარნახით მიილტვის სიამოვნებებისკენ და თავის ხორცს ჭუჭყში თავშეუკავებლად ხრწნის. ჭეშმარიტების მოსმენისასაც კი სიბნელეში მცხოვრებთ არ აქვთ მისი პრაქტიკაში გამოყენების სურვილი და არც ძიებისკენ არიან მიდრეკილნი მაშინაც კი, როდესაც ხედავენ, რომ ღმერთი უკვე გამოჩნდა. როგორ შეიძლება ასეთ გახრწნილ კაცობრიობას ხსნის რაიმე შესაძლებლობა ჰქონდეს? როგორ შეუძლია ასეთ დეგრადირებულ კაცობრიობას ნათელში ცხოვრება?
ადამიანის ბუნების შეცვლა მისი არსის შეცნობით უნდა დაიწყოს და განხორციელდეს მისი აზროვნების, ბუნებისა და გონებრივი ხედვის ძირეული გარდაქმნით. მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ადამიანის ბუნებაში ჭეშმარიტი ცვლილება. ადამიანის გახრწნილი ბუნების წარმოშობის ძირეული მიზეზი არის სატანის მიერ მისი შეცდომაში შეყვანა, გახრწნა და მოწამვლა. ადამიანი სატანამ შებოჭა და დაიმორჩილა, ხოლო მისი აზროვნება, მორალი, გამჭრიახობა და გონება სატანის მიერ სასტიკად არის დაზიანებული. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანის ფუნდამენტური საწყისები სატანამ გახრწნა და ისინი სრულიად განსხვავდება იმისგან, როგორადაც ღმერთმა იგი თავდაპირველად შექმნა, ადამიანი ეწინააღმდეგება ღმერთს და ვერ იღებს ჭეშმარიტებას. ამრიგად, ადამიანის ბუნებაში ცვლილებების მოსახდენად, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს მისი ცოდნა ღვთისა და ჭეშმარიტების შესახებ მისი აზროვნების, გამჭრიახობისა და გონების თვალსაზრისით. ისინი, ვინც ყველაზე მეტად გახრწნილ მიწაზე დაიბადნენ, კიდევ უფრო უმეცარნი არიან იმის შესახებ, თუ ვინ არის ღმერთი ან რას ნიშნავს ღმერთისადმი რწმენა. რაც უფრო მეტად არიან ადამიანები გახრწნილნი, მით უფრო ნაკლებად უწყიან ღვთის არსებობა და მით უფრო სუსტია მათი გონება და გამჭრიახობა. ადამიანის ღვთისადმი წინააღმდეგობისა და ამბოხების ძირეული მიზეზი არის სატანის მიერ მისი გახრწნა. სატანის მიერ გახრწნის შედეგად, ადამიანის სინდისი დაძაბუნდა, იგი ზნეობრივად გახრწნილია, მისი ფიქრები გადაგვარებულია და მისი გონებრივი ხედვა ჩამორჩენილია. სანამ სატანა გახრწნიდა, ადამიანი თავდაპირველად ემორჩილებოდა ღმერთს და მისი სიტყვების მოსმენისთანავე ასრულებდა მათ. მას თავდაპირველად ჰქონდა ჯანსაღი გონება და სინდისი და გააჩნდა ნორმალური ადამიანობა. მას შემდეგ, რაც ადამიანი სატანამ გახრწნა, მისი თავდაპირველი გონება, სინდისი და ადამიანობა დაძაბუნდა და სატანის მიერ იქნა დამახინჯებული. ამგვარად, მან დაკარგა ღვთისადმი მორჩილება და სიყვარული. ადამიანის გონება არანორმალური გახდა, მისი ბუნება მხეცისას დაემსგავსა, ხოლო მისი ღვთისადმი ურჩობა მუდმივად იზრდება და უფრო მძიმდება. მიუხედავად ამისა, ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის და ვერც აცნობიერებს ამას; ის მხოლოდ ჯიუტად ეწინააღმდეგება ღმერთს და ურჩობს. ადამიანის ბუნების გამოვლინებები მისი გონების, გამჭრიახობისა და სინდისის გამოხატულებაა. რადგან მისი გონება და გამჭრიახობა არაჯანსაღია, ხოლო სინდისი უკიდურესად დაძაბუნდა, მისი ბუნება ღვთისადმი ურჩია. თუ ადამიანის გონება და გამჭრიახობა ვერ შეიცვლება, მაშინ მის ბუნებაში ცვლილებები გამორიცხულია ისევე, როგორც ღვთის განზრახვებთან შესაბამისობა. თუ ადამიანის გონება არაჯანსაღია, მაშინ მას არ შეუძლია ღვთის მსახურება და იგი ღვთისთვის გამოუსადეგარია. „ნორმალური გონება“ გულისხმობს ღვთისადმი მორჩილებასა და ერთგულებას, ღვთისადმი სწრაფვას, მის მიმართ უპირობო ერთგულებასა და მის წინაშე სინდისის ქონას. იგი გულისხმობს ღვთის გულისა და გონების თანაზიარებას და არა ღვთისთვის განზრახ წინააღმდეგობის გაწევას. არანორმალური გონება ასეთი არ არის. სატანის მიერ გახრწნის შემდეგ ადამიანს ღვთის შესახებ წარმოდგენები გაუჩნდა და მას აღარ გააჩნია ღვთისადმი ერთგულება ან სწრაფვა, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის წინაშე სინდისის ქონაზე. ადამიანი განზრახ ეწინააღმდეგება ღმერთს, განიკითხავს მას და, უფრო მეტიც, ზურგს უკან ლანძღავს მას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა კარგად იცის, რომ იგი ღმერთია, ის ზურგს უკან მაინც განიკითხავს მას; ადამიანს საერთოდ არ აქვს ღვთისადმი მორჩილების განზრახვა, არამედ მხოლოდ განუწყვეტლივ სთხოვს და მოთხოვნებს უყენებს მას. ასეთ ადამიანებს — არანორმალური გონების მქონეთ — არ ძალუძთ შეიცნონ თავიანთი საზიზღარი ქცევა ან ინანონ თავიანთი ურჩობა. თუ ადამიანებს ძალუძთ საკუთარი თავის შეცნობა, ეს ნიშნავს, რომ მათ გარკვეულწილად დაუბრუნდათ გონება; რაც უფრო მეტად ურჩობენ ადამიანები ღვთის წინაშე და მაინც არ სურთ საკუთარი თავის შეცნობა, მით უფრო არაჯანსაღია მათი გონება.
ადამიანის გახრწნილი ხასიათის გამოვლინების საფუძველი სხვა არაფერია, თუ არა მისი უქენჯნელი სინდისი, მისი ბოროტი ბუნება და მისი არაჯანსაღი აზროვნება; თუ ადამიანის სინდისი და აზროვნება კვლავ ნორმალური გახდება, მაშინ იგი ღვთის წინაშე გამოსადეგ ადამიანად იქცევა. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანს სინდისი არასდროს არ ქენჯნიდა, მისი აზროვნება არასოდეს ყოფილა ჯანსაღი და სულ უფრო მეტად ინდიფერენტული ხდება, ადამიანის ღვთისადმი ურჩი ქმედებები მრავლდება იმდენად, რომ მან იესოც კი აცვა ჯვარს, ხოლო უკანასკნელ დღეებში ის კარს უხურავს ღვთის განკაცებულ ხორცს, გმობს ღვთის ხორცს და მას მდაბლად მიიჩნევს. ადამიანს ოდნავი ადამიანობაც რომ გააჩნდეს, იგი ასე დაუნდობლად არ მოეპყრობოდა ღვთის განკაცებულ ხორცს; ოდნავი აზროვნებაც რომ ჰქონდეს, იგი ასე სასტიკად არ მოეპყრობოდა ღვთის განკაცებულ ხორცს; ოდნავი სინდისიც რომ ჰქონდეს, იგი ამგვარად არ „გადაუხდიდა მადლობას“ განკაცებულ ღმერთს. ადამიანი განკაცებული ღვთის ეპოქაში ცხოვრობს, მაგრამ ღმერთს მადლობას არ სწირავს ასეთი კარგი შესაძლებლობის მიცემისთვის და ნაცვლად ამისა, ლანძღავს ღვთის მოსვლას ან სრულიად უგულებელყოფს ღვთის განკაცების ფაქტს, თითქოს ეწინააღმდეგება და ზიზღითა არის განწყობილი მის მიმართ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი ღვთის მოსვლას, ღმერთი ყოველთვის დაუღალავად ასრულებს თავის საქმეს — მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ოდნავადაც არ ეგებება მას სიხარულით და განუწყვეტლივ მოთხოვნებს უყენებს. ადამიანის ხასიათი უკიდურესად გაბოროტდა, მისი აზროვნება უკიდურესად დაჩლუნგდა, ხოლო მისი სინდისი ბოროტის მიერ სრულიად გაითელა და დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ადამიანის თავდაპირველ სინდისს. ადამიანი არა მხოლოდ უმადურია განკაცებული ღვთის მიმართ კაცობრიობისთვის სიცოცხლისა და ამდენი მადლის ბოძებისთვის, არამედ სძულს კიდეც ღმერთი იმ ჭეშმარიტების გამო, რომელსაც იგი აზიარებს მას; ვინაიდან ადამიანს არ აინტერესებს ჭეშმარიტება, მას სძულს ღმერთი. ადამიანს არა მხოლოდ არ შეუძლია საკუთარი სიცოცხლის გაღება განკაცებული ღმერთისთვის, არამედ, ნაცვლად ამისა, ცდილობს მისგან გამორჩენა ნახოს და ითხოვს იმაზე ათობით მეტ საზღაურს, ვიდრე თავად გაიღო ღვთისთვის. აი, როგორია ადამიანის სინდისი და გონება, მაგრამ მას მაინც ჰგონია, რომ ეს არაფერია, კვლავ სჯერა, რომ მან მეტისმეტად ბევრი გაიღო ღვთისთვის, ხოლო ღმერთმა მას სანაცვლოდ ძალიან ცოტა უბოძა. არიან ადამიანები, რომლებმაც ერთი ჯამი წყალი მომაწოდეს, შემდეგ კი ხელს იშვერენ და ითხოვენ, რომ ორი ჯამი რძით გადავუხადო საფასური ან რომლებმაც ერთი ღამით შემიფარეს და ითხოვენ, რომ ღამისთევის საფასური მრავალმაგად ავუნაზღაურო. ასეთი ადამიანობითა და სინდისით, როგორ შეგიძლიათ კვლავ გსურდეთ სიცოცხლის მოპოვება? რა საზიზღარი უბადრუკი ქმნილებები ხართ! ადამიანში არსებული სწორედ ასეთი ადამიანობა და სინდისი აიძულებს განკაცებულ ღმერთს მიწაზე დაეხეტებოდეს და თავშესაფარს ვერსად პოულობობდეს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ განკაცებულმა ღმერთმა ამდენი საქმე შეასრულა, მაშინაც კი, თუ ის საერთოდ არაფერს გააკეთებდა მათ, ვისაც ჭეშმარიტად გააჩნიათ სინდისი და ადამიანობა, თაყვანს უნდა სცემდნენ და მთელი გულით ემსახურებოდნენ მას. სწორედ ასე უნდა იქცეოდეს საღი გონების მქონე ადამიანი — ეს ადამიანის მოვალეობაა. ადამიანთა უმეტესობა ღვთის მსახურების დროს პირობებსაც კი აყენებს. მათ არ ადარდებთ ღმერთია იგი თუ ადამიანი, ისინი მხოლოდ საკუთარ პირობებს აყენებენ და მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ესწრაფვიან. როდესაც საჭმელს მიმზადებთ, მომსახურების საფასურს ითხოვთ; როდესაც ჩემთვის დარბიხართ, სირბილის საფასურის ანაზღაურებას ითხოვთ; როდესაც ჩემთვის მუშაობთ, მუშაობის საფასურს ითხოვთ; როდესაც ტანსაცმელს მირეცხავთ, რეცხვის საფასურს ითხოვთ; როდესაც ეკლესიაზე ზრუნავთ, ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯების ანაზღაურებას ითხოვთ; როდესაც საუბრობთ, საუბრის საფასურს ითხოვთ; როდესაც წიგნებს არიგებთ, მათი დარიგების საფასურს ითხოვთ და როდესაც წერთ, წერის საფასურს ითხოვთ. ისინიც კი, ვინც ჩემ მიერ იქნა გაკიცხული, კომპენსაციას ითხოვენ ჩემგან, ხოლო ისინი, ვინც სახლში გაგზავნეს, თავიანთი სახელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ; დაუქორწინებლები კი მზითევს ან დაკარგული ახალგაზრდობის სანაცვლო საზღაურს ითხოვენ; ისინი, ვინც ქათამს კლავენ, ყასბის საფასურს ითხოვენ; ვინც საკვებს წვავენ, შეწვის საფასურს ითხოვენ და ვინც წვნიანს ამზადებენ, ამისთვისაც კი საზღაურს ითხოვენ... ეს არის თქვენი დიადი და ძლევამოსილი ადამიანობა და ეს არის ქმედებები, რომლებსაც თქვენი თბილი სინდისი გკარნახობთ. სად არის თქვენი გონება? სად არის თქვენი ადამიანობა? გეუბნებით თქვენ! თუ ასე გააგრძელებთ, მე შევწყვეტ თქვენ შორის მუშაობას. მე არ ვიმუშავებ ადამიანის სამოსში გახვეულ მხეცთა ხროვაში, მე არ დავიტანჯები ასე იმ ადამიანთა ჯგუფისთვის, რომელთა ლამაზი სახეების მიღმა მხეცის გულები იმალება, მე არ მოვითმენ ცხოველთა ისეთ ჯოგს, რომელსაც ხსნის უმცირესი შესაძლებლობაც კი არ გააჩნია. დღე, როდესაც ზურგს გაქცევთ, თქვენი სიკვდილის დღე იქნება, ეს ის დღეა, როდესაც სიბნელე დაგატყდებათ თავს და ნათელი მიგატოვებთ. გეუბნებით თქვენ! მე არასოდეს ვიქნები გულმოწყალე თქვენნაირი ჯგუფის მიმართ, იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც პირუტყვზე უარესია! ჩემს სიტყვებსა და ქმედებებს საზღვარი აქვს და თქვენი ამჟამინდელი ადამიანობითა და სინდისით მე მეტ საქმეს აღარ შევასრულებ, რადგან თქვენ სრულიად მოკლებულნი ხართ სინდისს, ზედმეტად დიდი ტკივილი მომაყენეთ და თქვენი აუტანელი ქცევა მეტისმეტად დიდ ზიზღს მგვრის. ასეთ ადამიანებს, რომლებიც მოკლებულნი არიან ადამიანობასა და სინდისს, არასოდეს ექნებათ ხსნის შანსი; არასოდეს ვიხსნი ასეთ უგულო და უმადურ ადამიანებს. როდესაც ჩემი დღე დადგება, სამარადისოდ დავატეხ ჩემს მწველ ცეცხლს ურჩობის იმ ძეებს, რომლებმაც ოდესღაც ჩემი მძვინვარე რისხვა გამოიწვიეს; ჩემს მარადიულ სასჯელს მოვუვლენ იმ პირუტყვებს, რომლებიც ოდესღაც მლანძღავდნენ და რომლებმაც მიმატოვეს; ჩემი მრისხანების ცეცხლით სამუდამოდ დავწვავ ურჩობის იმ ძეებს, რომლებიც ოდესღაც ჩემთან ერთად ჭამდნენ და ცხოვრობდნენ, მაგრამ რომელთაც არ სწამდათ ჩემი, რომლებიც შეურაცხმყოფდნენ და მიღალატეს. ჩემს სასჯელს დავატეხ ყველას, ვინც ჩემი მრისხანება გამოიწვია; ჩემს სრულ მრისხანებას დავატეხ იმ მხეცებს, რომლებსაც ოდესღაც სურდათ ჩემ გვერდით, როგორც ჩემი თანასწორნი, ისე მდგარიყვნენ, მაგრამ არასოდეს მცემდნენ თაყვანს და არ მემორჩილებოდნენ; კვერთხი, რომლითაც ადამიანებს ვსჯი, დაატყდება იმ პირუტყვებს, რომლებიც ოდესღაც ტკბებოდნენ ჩემი მზრუნველობითა და იმ საიდუმლოებებით, რომლებსაც ვაუწყებდი და რომლებიც ჩემგან მატერიალური სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. არ ვაპატიებ არცერთ ადამიანს, ვინც ჩემი ადგილის დაკავებას შეეცდება; არ დავინდობ არცერთ მათგანს, ვინც ჩემთვის საჭმლისა და ტანსაცმლის წართმევას შეეცდება. ამჟამად თქვენ უსაფრთხოდ და უვნებლად ხართ და კვლავ ზღვარს გადადიხართ იმ მოთხოვნებით, რომლებსაც მიყენებთ. როდესაც რისხვის დღე დადგება, თქვენ ვეღარაფერს მომთხოვთ; მაშინ მე მოგცემთ საშუალებას მთელი გულით „დატკბეთ“, სახით მიწაზე დაგანარცხებთ და ვეღარასოდეს შეძლებთ წამოდგომას! ადრე თუ გვიან, მე „გადაგიხდით“ ამ ვალს — და ვიმედოვნებ, რომ მოთმინებით დაელოდებით ამ დღის დადგომას.
თუ ამ უღირს ადამიანებს ჭეშმარიტად შეუძლიათ გვერდზე გადადონ თავიანთი გაუმაძღარი სურვილები და ღმერთს დაუბრუნდნენ, მაშინ მათ ჯერ კიდევ აქვთ ხსნის შესაძლებლობა; თუ ადამიანს ჭეშმარიტად აქვს ღვთისადმი ლტოლვის მქონე გული, მაშინ ღმერთი მას არ მიატოვებს. ადამიანი ვერ ახერხებს ღმერთის მოპოვებას არა იმიტომ, რომ ღმერთს ხორციელი გრძნობები აქვს ან იმიტომ, რომ ღმერთს არ სურს ადამიანმა მოიპოვოს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანს არ სურს ღვთის მოპოვება და იმიტომ, რომ ადამიანს არ აქვს გული, რომელიც დაჟინებით ეძიებს ღმერთს. როგორ შეიძლება ღმერთმა დაწყევლოს ის, ვინც ჭეშმარიტად ეძიებს მას? როგორ შეიძლება ღმერთმა დაწყევლოს საღი გონებისა და მგრძნობიარე სინდისის მქონე ადამიანი? როგორ შეიძლება მისი რისხვის ცეცხლით შთაინთქას ის, ვინც ჭეშმარიტად სცემს თაყვანს და ემსახურება ღმერთს? როგორ შეიძლება ღვთის სახლიდან განიდევნოს ის, ვინც მზადაა დაემორჩილოს ღმერთს? როგორ შეიძლება ღვთის სასჯელში ცხოვრობდეს ის, ვინც გრძნობს, რომ ვერასოდეს შეძლებს ღმერთი საკმარისად შეიყვაროს? როგორ შეიძლება არაფრის გარეშე დარჩეს ის, ვინც მზადაა ყველაფერი დათმოს ღვთისთვის? ადამიანს არ სურს ღვთისკენ სწრაფვა, არ სურს თავისი ქონების გაღება ღვთისთვის და არ სურს მთელი ცხოვრების ძალისხმევა ღმერთს მიუძღვნას; ნაცვლად ამისა, იგი ამბობს, რომ ღმერთი ზღვარს გადავიდა და რომ ღვთის შესახებ ბევრი რამ ეწინააღმდეგება ადამიანის წარმოდგენებს. ასეთი ადამიანობით, დაუღალავი ძალისხმევითაც კი ვერ შეძლებთ ღვთის მოწონების მოპოვებას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თქვენ საერთოდ არ ეძიებთ ღმერთს. განა არ იცით, რომ თქვენ კაცობრიობის უვარგისი ნაწილი ხართ? ნუთუ არ იცით, რომ არ არსებობს თქვენსაზე უფრო მდაბალი ადამიანობა? ნუთუ არ იცით, რას გიწოდებენ სხვები „პატივსაცემის ნიშნად“? ისინი, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, გიწოდებენ მგლის მამას, მგლის დედას, მგლის ძესა და მგლის შვილიშვილს; თქვენ მგლის შთამომავლები ხართ, მგლის მოდგმა, უნდა იცოდეთ თქვენი ვინაობა და არასოდეს დაივიწყოთ იგი. ნუ გგონიათ, რომ აღმატებული პიროვნებები ხართ: თქვენ კაცობრიობაში არაადამიანთა ყველაზე ბოროტი ჯგუფი ხართ. განა არაფერი იცით ამის შესახებ? იცით თუ არა, რამხელა რისკზე წავედი თქვენ შორის მუშაობით? თუ თქვენი აზროვნება და სინდისი ვერ გახდება კვლავ ნორმალური, მაშინ ვეღარასოდეს დააღწევთ თავს „მგლის” სახელს, წყევლის დღესა და თქვენი სასჯელის დღეს. თქვენ დაბადებიდანვე მდაბიონი და ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულნი ხართ. თქვენ ბუნებით მშიერი მგლების ხროვა ხართ, ხლამისა და ნაგვის გროვა და თქვენგან განსხვავებით, მე თქვენს შორის ჩემს საქმეს პირადი გამორჩენისთვის როდი აღვასრულებ, არამედ მისი საჭიროებიდან გამომდინარე. თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ ასეთ ურჩობას, მაშინ მე შევწყვეტ ჩემს საქმეს და აღარასოდეს აღვასრულებ თქვენს შორის; ამის სანაცვლოდ, ჩემს საქმეს გადავცემ იმ ჯგუფს, რომელიც მომწონს და ამგვარად სამუდამოდ დაგტოვებთ, რადგან არ მსურს იმ ადამიანების ხილვა, ვინც ჩემთან მტრობაშია. მაშ, ჩემთან თანხმობაში გსურთ ყოფნა, თუ მტრობაში?