თავი 104
ჩემს მიღმა მყოფი ყველა ადამიანი, მოვლენა და საგანი არარად იქცევა, ხოლო ჩემში მყოფი ყველა ადამიანი, მოვლენა და საგანი ჩემგან მიიღებს ყოველივეს და ჩემთან ერთად შევა დიდებაში, შევა ჩემს სიონის მთაზე, შევა ჩემს სავანეში და ჩემთან ერთად იარსებებს სამუდამოდ. დასაბამში მე შევქმენი ყოველივე და აღსასრულში დავასრულებ ჩემს საქმეს. ასევე ვიარსებებ და მარადიულად ვიმეფებ. ამ გარდამავალ პერიოდში ასევე ვუძღვები და განვაგებ მთელ სამყაროს. ვერვინ წამართმევს ჩემს ხელმწიფებას, რადგან მე ვარ ერთადერთი თავად ღმერთი. გარდა ამისა, მაქვს ძალაუფლება, გადავცე ჩემი ხელმწიფება ჩემს პირმშო ძეებს, რათა მათ ჩემთან ერთად იმეფონ. ეს ყოველივე მარადიულად იარსებებს და არასოდეს შეიცვლება. ეს არის ჩემი ადმინისტრაციული განკარგულება. (სადაც არ უნდა ვსაუბრობდე ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებაზე, ვგულისხმობ იმას, რაც ხდება ჩემს სასუფეველში და რაც მარადიულად იარსებებს და არასოდეს შეიცვლება.) ყველა მთელი გულით უნდა იყოს დარწმუნებული და ყველამ უნდა იხილოს ჩემი დიდი ძალაუფლება მათში, ვინც მიყვარს. არავის შეუძლია ჩემი სახელის შერცხვენა; ვინც ამას იზამს, დაუყოვნებლივ უნდა გაეცალოს აქაურობას! საქმე ის კი არ არის, რომ უწყალო ვარ, არამედ ის, რომ უსამართლო ხარ. თუ უგულებელყოფ ჩემს გაკიცხვას, მაშინ გაგისწორდები და მარადიულად წარგწყმედ. (რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც არ არიან ჩემი პირმშო ძენი.) ასეთი ნაგავი არ არის სასურველი ჩემს სახლში, ამიტომ იჩქარე და გაეცალე აქაურობას! არ დააყოვნო არც ერთი წუთით, არც ერთი წამითაც კი! უნდა გააკეთო ის, რასაც ვამბობ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი სიტყვით გაგანადგურებ. ვნახოთ, კვლავაც თუ იყოყმანებ, კვლავაც თუ იქნები მზაკვარი. ჩემს წინაშე სისულელეებს ლაპარაკობ და მატყუებ. იჩქარე და წადი! ჩემი დრო ასეთი რამეებისთვის შეზღუდულია. (როდესაც მსახურების გაწევის დრო დადგება, ეს ადამიანები გასწევენ მსახურებას, და როდესაც წასვლის დრო მოვა, ისინი წავლენ. ყოველივეს სიბრძნით ვაკეთებ, არასოდეს ვაცდენ არც ერთ წუთს და არც ერთ წამს; არასოდეს ვცდები მცირედითაც კი. ჩემი ყოველი ქმედება სამართლიანი და სრულიად ზუსტია.) თუმცა, რაც შეეხება ჩემს პირმშო ძეებს, უსაზღვროდ შემწყნარებელი ვარ და ჩემი სიყვარული თქვენდამი მარადიულია, რაც საშუალებას გაძლევთ, სამუდამოდ დატკბეთ უხვი კურთხევით ჩემთან ერთად და იცხოვროთ მარადიულად. ამასთანავე, არასოდეს შეგხვდებათ რაიმე დაბრკოლება და არც ჩემი სამსჯავროს გავლა მოგიწევთ. (ეს ეხება იმ დროს, როდესაც იწყებთ კურთხევით ტკბობას.) ეს არის ის უსაზღვრო კურთხევა და აღთქმა, რომელიც მივეცი ჩემს პირმშო ძეებს სამყაროს შექმნისას. თქვენ უნდა იხილოთ ჩემი სამართლიანობა ამაში: მიყვარს ისინი, ვინც წინასწარ გამოვარჩიე, და მძულს ისინი, ვინც მივატოვე და მოვკვეთე, უკუნითი უკუნისამდე.
როგორც ჩემმა პირმშო ძეებმა, ყველამ უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობები და მტკიცედ იდგეთ თქვენს პოზიციებზე. იყავით პირველი მწიფე ნაყოფი, ჩემს წინაშე ზეატაცებული და გაიარეთ ჩემი პირადი შემოწმება, რათა იცხოვროთ ჩემს დიდებულ ხატად და ჩემი დიდების ნათელმა თქვენი სახეებიდან გამოანათო, რათა ჩემი გამონათქვამები გავრცელდეს თქვენი ბაგეებით, რათა თქვენ მართავდეთ ჩემს სასუფეველს და თქვენ განაგებდეთ ჩემს ხალხს. აქ ვახსენებ „პირველ მწიფე ნაყოფს“, ისევე როგორც ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „ზეატაცება“. რა არის „პირველი მწიფე ნაყოფი“? ადამიანთა წარმოდგენების თანახმად, ისინი მიიჩნევიან ზეატაცებულ ადამიანთა პირველ ჯგუფად ანუ მძლეველებად, ან იმ ადამიანებად, რომლებიც პირმშო ძენი არიან. ყოველივე ეს არის მცდარი და ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია. პირველი მწიფე ნაყოფი არიან ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გაცხადება ჩემგან და რომლებსაც ჩემ მიერ მიენიჭათ ხელმწიფება. სიტყვები „პირველი მწიფე“ გულისხმობს ჩემს კუთვნილებაში ყოფნას და ჩემ მიერ გამორჩევასა და შერჩევას. „პირველი მწიფე“ არ ნიშნავს „პირველს თანმიმდევრობით“. „პირველი მწიფე ნაყოფი“ არ წარმოადგენს ადამიანის თვალით დანახულ მატერიალურ საგნებს. ეს ეგრეთ წოდებული „ნაყოფი“ აღნიშნავს იმას, რაც სურნელს აფრქვევს (მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს); ანუ, ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალუძთ ჩემი ცხოვრებაში გამოვლენა, ჩემი ცხადყოფა და ჩემთან ერთად მარადიულად ცხოვრება. როდესაც ვსაუბრობ „ნაყოფზე“, ვგულისხმობ ყველა ჩემს ძესა და ხალხს, ხოლო „პირველი მწიფე ნაყოფი“ ეხება პირმშო ძეებს, რომლებიც ჩემთან ერთად იმეფებენ. შესაბამისად, „პირველი მწიფე“ უნდა განიმარტოს, როგორც ხელმწიფების მქონე; სწორედ ეს არის მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. „ზეატაცება“ არ ნიშნავს დაბალი ადგილიდან მაღალ ადგილზე აყვანას, როგორც ეს ადამიანებს შეიძლება წარმოედგინოთ; ეს არის უდიდესი მცდარი წარმოდგენა. „ზეატაცება“ გულისხმობს ჩემ მიერ გამორჩევასა და შემდგომ შერჩევას. იგი ეხება ყველას, ვინც წინასწარ გამოვარჩიე და შევარჩიე. ყველა ზეატაცებული არის ადამიანი, რომელმაც მოიპოვა პირმშო ძეების ან ძეების სტატუსი ან რომლებიც არიან ღვთის ხალხი. ეს სრულიად შეუსაბამოა ადამიანთა წარმოდგენებთან. ისინი, ვისაც მომავალში ექნებათ წილი ჩემს სახლში, არიან ისინი, ვინც ზეატაცებულნი არიან ჩემს წინაშე. ეს არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი, უცვლელი და უდავო. ეს არის საპასუხო დარტყმა სატანის წინააღმდეგ. ყველა, ვინც წინასწარ გამოვარჩიე, ზეატაცებულ იქნება ჩემს წინაშე.
როგორ უნდა განიმარტოს „წმინდა საყვირი“? როგორ გესმით ეს? რატომ არის ნათქვამი, რომ ის წმინდაა და უკვე გაისმა? ეს უნდა აიხსნას ჩემი საქმის ეტაპებიდან და ჩემი საქმიანობის მეთოდიდან გამომდინარე. ის დრო, როდესაც ჩემი განკითხვა საჯაროდ ცხადდება, გულისხმობს იმ ჟამს, როდესაც ჩემი ხასიათი ეცხადება უთვალავ ერსა და ხალხს. სწორედ ამ დროს გაისმის წმინდა საყვირი. ანუ ხშირად ვამბობ, რომ ჩემი ხასიათი წმინდა და შეურყვნელია; სწორედ ამიტომ გამოიყენება სიტყვა „წმინდა“ „საყვირის“ აღსაწერად. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ „საყვირი“ გულისხმობს ჩემს ხასიათს და წარმოადგენს ჩემს არსებასა და კუთვნილებას. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ჩემი განკითხვა ყოველდღიურად მიმდინარეობს, ჩემი რისხვა ყოველდღიურად ინთხევა და ჩემი წყევლა ყოველდღიურად ატყდება თავს ყოველივეს, რაც არ შეესაბამება ჩემს ხასიათს. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი განკითხვის დაწყების ჟამი არის წმინდა საყვირის გახმიანების დრო და ის ხმა გამოსცემს ყოველდღე ისე, რომ არ არ ჩერდება არც ერთი წუთით და წამით. ამიერიდან წმინდა საყვირი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმის დიდი კატასტროფების თანდათანობით დადგომასთან ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი სამართლიანი განკითხვის გაცხადებასთან ერთად, ჩემი ხასიათი სულ უფრო მეტად გახდება ხალხისთვის ცნობილი, ხოლო ჩემი არსება და კუთვნილება სულ უფრო მეტად მიემატება ჩემს პირმშო ძეებს. აი, როგორ ვიმოქმედე მომავალში: ერთი მხრივ, გამოვკვებავ და გადავარჩენ მათ, ვინც მიყვარს, ხოლო მეორე მხრივ, გამოვიყენებ ჩემს სიტყვებს, რათა გამოვააშკარაო ყველა, ვინც მძულს. დაიხსომეთ! ეს არის ჩემი მოქმედების მეთოდი, ჩემი საქმის ეტაპები, რაც აბსოლუტურად ჭეშმარიტია. ამას შექმნის დღიდან ვგეგმავდი და მისი შეცვლა არავის ძალუძს.
ჩემს სიტყვებში ჯერ კიდევ ბევრი მონაკვეთის გაგება უჭირთ ადამიანებს, ამიტომ კიდევ უფრო გავაუმჯობესე ჩემი საუბრის მანერა და საიდუმლოებების გაცხადების მეთოდები. ანუ ჩემი საუბრის მანერა ყოველდღიურად იცვლება და უმჯობესდება ახალი ფორმებითა და მეთოდებით. ეს არის ჩემი საქმის ეტაპები და მათი შეცვლა არავის ძალუძს. ადამიანებს მხოლოდ იმის შესაბამისად შეუძლიათ საუბარი და მოქმედება, რასაც ვამბობ. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. სათანადოდ განვაგე როგორც ჩემს პიროვნება, ისე ჩემი განკაცება. ჩემი, როგორც განკაცებული ღვთის ყოველ ქმედებასა და საქმეში ვლინდება ჩემი ღვთაებრიობის სიბრძნის ასპექტი. (ვინაიდან კაცობრიობას საერთოდ არ გააჩნია არავითარი სიბრძნე, იმის თქმა, რომ პირმშო ძეებს აქვთ ჩემი სიბრძნე მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ მათში არის ჩემი წმინდა ხასიათი.) როდესაც პირმშო ძენი უგუნურებას სჩადიან, ეს იმიტომ ხდება, რომ მათში ჩემი წმინდა ხასიათია. შესაბამისად, უნდა მოიშოროთ ასეთი ადამიანური უგუნურება, აკეთოთ ის, რაც მიყვარს და უარყოთ ის, რაც მძულს. ყველა, ვინც ჩემგან მოდის, უნდა დაბრუნდეს ჩემში, და ყველა, ვინც ჩემგან იშვა, უნდა დაბრუნდეს ჩემს დიდებაში. ისინი, ვინც მძულს, სათითაოდ უნდა იქნენ მიტოვებულნი და ჩემგან მოკვეთილნი. ეს არის ჩემი საქმის ეტაპები; ეს არის ჩემი მართვა და ეს არის ჩემი ექვსათასწლიანი შექმნის გეგმა. ყველა, ვისაც მივატოვებ, უნდა დამემორჩილოს და მორჩილად გამეცალოს. ყველამ, ვინც მიყვარს, ჩემ მიერ ბოძებული კურთხევეის გამო უნდა განმადიდოს, რათა ჩემი სახელი კიდევ უფრო შეუდარებლად დიდებული გახდეს და დიდების ნათელმა გააცისკროვნოს ჩემი დიდებული სახე, რათა ისინი აღივსონ ჩემი სიბრძნით ჩემს დიდებაში და კიდევ უფრო განადიდონ ჩემი სახელი ჩემი დიდების ნათელში!