თავი 116

ჩემს სიტყვებს შორის ბევრია ისეთი, რაც ადამიანებს შიშს ჰგვრის. ჩემი ბევრი სიტყვა ადამიანებს ძრწოლას ჰგვრის, ბევრი ტანჯავს და იმედს აკარგვინებს, კიდევ უფრო მეტი კი — მათ დაღუპვას იწვევს. არავის ძალუძს ჩემი სიტყვების სიუხვეში ჩაწვდომა ან მათი ნათლად გაგება. მხოლოდ მაშინ, როდესაც თითოეულ წინადადებას გეუბნებით და გიცხადებთ, იგებთ საქმეთა ზოგად ვითარებას, თუმცა კონკრეტული ფაქტების ნამდვილი სახე თქვენთვის კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ამრიგად, მე ფაქტებს გამოვიყენებ ჩემი ყოველი სიტყვის გასაცხადებლად, რითაც უკეთესი გაგების საშუალებას მოგცემთ. ჩემი საუბრის მანერიდან გამომდინარე, მე არა მხოლოდ სიტყვებით ვსაუბრობ, არამედ, უფრო მეტიც, სიტყვებით ვმოქმედებ; ეს არის გამოთქმის „სიტყვები და ფაქტები ერთდროულად ხდება“ ჭეშმარიტი მნიშვნელობა. რამეთუ ჩემთან ყოველივე თავისუფალია და ყოველივე ხსნილია და ამ საფუძველზე, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სიბრძნითაა აღსავსე. არც დაუდევრად ვსაუბრობ და არც დაუდევრად ვმოქმედებ. (მე სიბრძნით ვსაუბრობ და ვმოქმედებ ადამიანური თუ ღვთაებრივი ბუნებით, რადგან ჩემი ადამიანობა ჩემივე განუყოფელი ნაწილია.) თუმცა, როდესაც ვსაუბრობ, ყურადღებას არავინ აქცევს ჩემი საუბრის ტონს; როდესაც ვმოქმედებ, ყურადღებას არავინ აქცევს ჩემი საქმის მეთოდს. ეს ადამიანის ნაკლია. მე გამოვაჩენ ჩემს ძლიერებას ყველა ადამიანის წინაშე, არა მხოლოდ ჩემს პირმშო ძეებზე, არამედ კიდევ უფრო მეტად გამოვაჩენ ჩემს ძლიერებას უთვალავ ერსა და უთვალავ ხალხს შორის; მხოლოდ ასეთი ქმედებაა ის ძლიერი მოწმობა, რომელიც არცხვენს სატანას. მე უგუნურად არ ვმოქმედებ. ადამიანთა უმეტესობას ჰგონია, რომ ჩემი პირმშო ძეების დამოწმება შეცდომაა; ისინი ამბობენ, რომ ჩემ გარდა სხვა ღმერთებიც არსებობენ, რომ მე უაზროდ ვმოქმედებ, რომ საკუთარ თავს ვიმცირებ; და ამაში ადამიანის გახრწნა კიდევ უფრო მეტად ვლინდება. განა შეიძლება ვცდებოდე პირმშო ძეების დამოწმებაში? თქვენ ამბობთ, რომ ვცდები, მაშ, შეგიძლიათ თქვენ დაამოწმოთ? რომ არა ჩემი ამაღლება და ჩემი მოწმობა, თქვენ კვლავაც თქვენს ქვემოთ დააყენებდით ჩემს ძეს, კვლავაც ცივი გულგრილობით მოეპყრობოდით მას და კვლავაც თქვენს მსახურად მიიჩნევდით. თქვენ, მხეცთა ჯოგო! რიგრიგობით გავუსწორდები თითოეულ თქვენგანს! დაუსჯელი არავინ დარჩება! მითხარით, რა არსებები არიან ისინი, ვისაც ნორმალური ადამიანობა არ გააჩნია? უეჭველად, ისინი მხეცები არიან! მათი დანახვაც კი არ შემიძლია. თქვენს მოწმობას რომ დავლოდებოდი, ჩემი საქმე შეფერხდებოდა! თქვენ, მხეცთა ჯოგო! თქვენ საერთოდ არ გაგაჩნიათ ადამიანობა! არ მჭირდება შენი მსახურება! ახლავე მოშორდი აქედან! ასე დიდხანს ჩაგრავდი და ავიწროებდი ჩემს ძეს; ფეხქვეშ გაგთელავ! ვნახოთ, რა მოხდება, თუ კვლავ გაბედავ თავგასულობას; ვნახოთ, რა მოხდება, თუ კვლავ გაბედავ ჩემს შერცხვენას! მე უკვე აღვასრულე ჩემი დიადი საქმე; ახლა უკან უნდა მივბრუნდე და გავუსწორდე ამ მხეცთა ჯოგს!

ყოველივე აღსრულებულია ჩემი ხელით (რაც შეეხება მათ, ვინც მიყვარს), და ყოველივე ასევე განადგურულია ჩემი ხელით (რაც შეეხება იმ მხეცებს, რომლებიც მძულს და იმ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც მეზიზღება). ჩემს პირმშო ძეებს მივცემ საშუალებას, დაინახონ ყოველივე, რასაც გავაკეთებ, საფუძვლიანად გაიგონ და ამით დაინახონ ყოველივე, რაც სიონიდან გამოსვლის შემდეგ გამიკეთებია. ამის შემდეგ, ჩვენ ერთად ავალთ სიონის მთაზე, მივალთ იმ ადგილას, სადაც ეპოქებამდე ვიყავით და ახლებურად დავიწყებთ ჩვენს ცხოვრებას. ამიერიდან აღარ იქნება არავითარი კავშირი წუთისოფელთან და ამ მხეცთა ჯოგთან, არამედ იქნება სრული თავისუფლება; ყოველივე დაუბრკოლებელად და შეუფერხებელად იქნება. ვინ გაბედავს წინააღმდეგობა გაუწიოს ჩემს რომელიმე პირმშო ძეს? ვინ გაბედავს კვლავაც დაუპირისპირდეს ჩემს პირმშო ძეებს? მე ნამდვილად არ დავტოვებ მათ დაუსჯელად! როგორც წარსულში გეშინოდათ ჩემი, ისევე უნდა გეშინოდეთ დღეს ჩემი პირმშო ძეების. ნუ იქნებით ერთნი ჩემ წინაშე და მეორენი — ჩემს ზურგს უკან; მე სრული სიცხადით ვხედავ, როგორია თითოეული ადამიანი. ჩემი ძისადმი ორგულობა ჩემ მიმართ შვილობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ნიშნავს რაც აშკარა ფაქტია, რადგან ჩვენ ერთი სხეული ვართ. თუ ვინმე კეთილია ჩემ მიმართ, მაგრამ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ჩემი პირმშო ძეების მიმართ, მაშინ ის, უეჭველად, დიდი წითელი დრაკონის ტიპური შთამომავალია, რადგან ხლეჩს ქრისტეს სხეულს; ეს ცოდვა არასოდეს იქნება მიტევებული! თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააცნობიეროს ეს: თქვენი მოვალეობაა ჩემთვის მოწმობა, და უფრო მეტიც, თქვენი ვალდებულებაა პირმშო ძეებისთვის მოწმობა. არცერთმა თქვენგანმა არ უნდა აარიდოს თავი საკუთარ პასუხისმგებლობას; დაუყოვნებლივ გავუსწორდები ყველას, ვინც ხელს შემიშლის! ნუ გგონია შენი თავი ვინმე განსაკუთრებული. ახლა გეუბნები: რაც უფრო მეტად ხარ ასეთი, მით უფრო მეტად იქნები ჩემი მკაცრი სასჯელის სამიზნე! რაც უფრო მეტად ხარ ასეთი, მით უფრო მოკლებული ხარ იმედს და ასევე ხარ წარწყმედის ძე. სამუდამოდ გაგკიცხავ!

მთელ ჩემს საქმეს პირადად ჩემი სული ასრულებს და არ ვაძლევ სატანის მოდგმას ჩარევის ნებას. ეს იმისთვის ხდება, რათა თავიდან ავიცილო ჩემი გეგმების ჩაშლა. დასასრულს ფეხზე დავაყენებ დიდსა თუ პატარას, რათა განმადიდონ მე და ჩემი პირმშო ძეები, ჩემი საოცარი საქმეები და ჩემი პიროვნების გამოჩინება. დიდების ხმას გავახმიანებ მთელ სამყაროში და დედამიწის კიდეებამდე, შევარყევ მთებს, მდინარეებსა და ყოველივეს, და სრულად შევარცხვენ სატანას. ჩემს მოწმობას გამოვიყენებ, რათა გავანადგურო მთელი ბინძური და საზიზღარი ძველი წუთისოფელი და ავაშენო წმინდა და შეუბილწავი ახალი სამყარო. (როდესაც ვამბობ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები მომავალში არ შეიცვლება, ვგულისხმობ არა იმას, რომ ძველი წუთისოფელი კვლავაც იარსებებს, არამედ იმას, რომ მთელი წუთისოფელი განადგურდება და ძველი წუთისოფელი ჩანაცვლდება. არ ვგულისხმობ სამყაროს ჩანაცვლებას.) მხოლოდ მაშინ იქნება ეს ისეთი წუთისოელი, რომელიც ჩემი განზრახვების შესაბამისია; მასში აღარ იქნება ისეთი ჩაგვრა, როგორიც დღესაა, აღარც ადამიანთა მიერ ერთმანეთის ექსპლუატაციის იარსებებს. პირიქით, ხორციელ სხეულში იქნება სრული სამართლიანობა და გონივრულობა. (მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ, სამართლიანობა და გონივრულობა დამყარდება-მეთქი, ეს იქნება ხორციელ სხეულში; იგი ძალიან განსხვავებული იქნება ჩემი სასუფევლისგან — ისე განსხვავებული, როგორც ცა და დედამიწა; ამ ორის შედარება უბრალოდ შეუძლებელია — ბოლოს და ბოლოს, ადამიანთა სამყარო ადამიანთა სამყაროა, ხოლო სულიერი სამყარო — სულიერი სამყარო.) იმჟამად, მე და ჩემი პირმშო ძეები განვაგებთ ასეთ სამყაროს (ამ სამყაროში აღარ იქნება სატანისეული შეფერხება, რადგან სატანას სრულად გავანადგურებ), მაგრამ ჩვენი ცხოვრება კვლავაც სასუფევლის ცხოვრება იქნება, რასაც ვერავინ უარყოფს. საუკუნეებისა და თაობების განმავლობაში, არასოდეს ყოფილა არცერთი ადამიანი (რაც არ უნდა ერთგული ყოფილიყო იგი), რომელსაც გამოუცდია ამგვარი ცხოვრება, რადგან თაობების განმავლობაში არავინ ყოფილა ისეთი, ვინც იქნებოდა ჩემი პირმშო ძე და მოგვიანებით ისინი კვლავაც მემსახურებიან. მიუხედავად იმისა, რომ მსახურების ეს შემსრულებლები ერთგულნი არიან, ბოლოს და ბოლოს, ისინი სატანის შთამომავლები არიან, რომლებიც მე დავიპყარი, ამიტომ ხორცის სიკვდილის შემდეგ, ისინი კვლავ იბადებიან ადამიანთა სამყაროში, რათა მემსახურონ; ეს არის ჭეშმარიტი მნიშვნელობა სიტყვებისა: „ძენი, ბოლოს და ბოლოს, ძენი არიან, ხოლო მსახურების შემსრულებლები, ბოლოს და ბოლოს, სატანის შთამომავლები არიან“. თაობების განმავლობაში უცნობია, რამდენი ადამიანი ემსახურება დღევანდელ პირმშო ძეებს; მსახურების შემსრულებელთაგან ვერცერთი ვერ გაიქცევა და ვაიძულებ მათ, სამუდამოდ მემსახურონ. მათი ბუნების გათვალისწინებით, ისინი ყველანი სატანის შვილები არიან და ყველანი მეწინააღმდეგებიან და, მიუხედავად იმისა, რომ მემსახურებიან, იძულებულნი არიან და სხვა გზა არ აქვთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ყოველივეს ჩემი ხელი აკონტროლებს და მსახურების შემსრულებლები, რომლებსაც ვიყენებ, ბოლომდე უნდა მემსახურონ. ამრიგად, დღესაც ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც იგივე ბუნება აქვს, რაც თაობების განმავლობაში არსებულ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს ჰქონდათ, რადგან ისინი ერთი სულისანი არიან. ამრიგად, კვლავაც ბევრია მსახურების ერთგული შემსრულებელი, რომლებიც ჩემთვის ირჯებიან, მაგრამ საბოლოოდ (ექვსი ათასი წლის განმავლობაში ისინი განუწყვეტლივ მემსახურებოდნენ, ამიტომ ეს ადამიანები მსახურების შემსრულებლებს მიეკუთვნებიან), ვერავინ მიაღწევს იმას, რისი იმედიც თაობების განმავლობაში ჰქონდათ ადამიანებს, რადგან ის, რაც მე მოვამზადე, მათთვის არ არის.

ჩემი ყოველივე უკვე აღსრულდა ყველას თვალწინ; ჩემს პირმშო ძეებს ჩემს სახლში, ჩემ გვერდით დავაბრუნებ რათა კვლავ გავერთიანდეთ. რადგან დავბრუნდი ტრიუმფითა და გამარჯვებით და სრულად მოვიპოვე დიდება, მოვდივარ, რათა უკან დაგაბრუნოთ. წარსულში ზოგიერთნი „ხუთი გონიერი და ხუთი სულელი ქალწულის“ შესახებ წინასწარმეტყველებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასწარმეტყველება არ არის ზუსტი, არც სრულიად მცდარია — ამრიგად, შემიძლია გარკვეული განმარტება მოგცეთ. „ხუთი გონიერი და ხუთი სულელი ქალწული“ — ყველა მათგანი როდი მიუთითებს ადამიანთა რაოდენობაზედა არც ყველა მათგანი წარმოადგენს ადამიანის ტიპს. „ხუთი გონიერი ქალწული“ მიუთითებს ადამიანთა რაოდენობაზე, ხოლო „ხუთი სულელი ქალწული“ წარმოადგენს ადამიანის ერთ ტიპს, მაგრამ არცერთი მათგანი არ მიუთითებს პირმშო ძეებზე, არამედ ისინი ქმნილებებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ მოეთხოვათ მათ ზეთის მომარაგება უკანასკნელ დღეებში. (ქმნილებები არ ფლობენ ჩემს სულიერ მონაცემებს; თუ სურთ, რომ იყვნენ გონიერნი, ზეთი უნდა მოიმარაგონ და, შესაბამისად, უნდა აღიჭურვონ ჩემი სიტყვებით.) „ხუთი გონიერი ქალწული“ წარმოადგენს ჩემს ძეებსა და ჩემს ხალხს ჩემ მიერ შექმნილ ადამიანთა შორის. მათ „ქალწულები“ ეწოდებათ, რადგან წუთისოფელში დაბადების მიუხედავად, მე მოვიპოვე ისინი და შეიძლება წმინდანებიც ეწოდოთ. სწორედ ამიტომ გამოიყენება მათ მიმართ ტერმინი „ქალწულები“. ზემოხსენებული „ხუთი“ წარმოადგენს ჩემი ძეებისა და ჩემი ხალხის რაოდენობას, რომელიც წინასწარ განვსაზღვრე. „ხუთი სულელი ქალწული“ მიუთითებს მსახურების შემსრულებლებზე, რადგან ისინი ისე მემსახურებიან, რომ სიცოცხლეს ოდნავადაც არ ანიჭებენ მნიშვნელობას, მიელტვიან მხოლოდ გარეგნულ საგნებს (რადგან მათ არ გააჩნიათ ჩემი სულიერი მონაცემები, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ეს მხოლოდ გარეგნული ქმედებაა) და მათ არ შეუძლიათ იყვნენ ჩემი მარჯვე შემწენი, ამიტომ მათ „სულელი ქალწულები“ ეწოდებათ. ზემოხსენებული „ხუთი“ წარმოადგენს სატანას, ხოლო ის რომ მათ „ქალწულები“ ეწოდებათ, ნიშნავს, რომ მე დავიპყარი ისინი და შეუძლიათ მემსახურონ — მაგრამ ასეთი ადამიანები არ არიან წმინდა, ამიტომ მათ მსახურების შემსრულებლები ეწოდებათ.

წინა:  თავი 113

შემდეგი:  თავი 120

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger