თავი 16
მას შემდეგ, რაც ძე კაცისა იქნა დამოწმებული, ყოვლისშემძლე ღმერთი საჯაროდ გამოგვეცხადა, როგორც სიმართლიანობის მზე. ეს არის გარდასახვა მთაზე! ის ახლა სულ უფრო რეალური, უფრო პრაქტიკული ხდება. ჩვენ ვიხილეთ გზა, რომლითაც სულიწმიდა მოქმედებს, და თავად ღმერთი გამოვიდა ხორციდან. იგი არ ექვემდებარება ადამიანის, სივრცისა თუ გეოგრაფიის შეზღუდვებს. ის მოგზაურობს ყოველ მიწასა და ზღვაზე, ვრცელდება მთელ სამყაროსა და დედამიწის კიდეებამდე, უთვალავი ერი და ხალხი კი მდუმარედ უსმენს მის ხმას. როდესაც ვახელთ ჩვენს სულიერ თვალებს, ვხედავთ, რომ ღვთის სიტყვა მისი დიდებული სხეულიდან გამოსულია: ეს არის თავად ღმერთი, რომელიც ხორციდან გამოვიდა — და ეს არის თვით აბსოლუტური და სრულყოფილი ღმერთი. ის საჯაროდ გვესაუბრება, პირისპირაა ჩვენთან, გვარიგებს, წყალობას გვივლენს, გველოდება, გვანუგეშებს, გვმოძღვრავს და განგვიკითხავს. ის გვკიდებს ხელს და მისი წუხილი ალივით იწვის მასში. მოწადინებული გულით მოგვიწოდებს, რომ სწრაფად გამოვფხიზლდეთ და შევიდეთ მასში. მისი აღმატებული სიცოცხლე თითოეულ ჩვენგანშია ჩაქსოვილი, და ყოველი, ვინც მასში შევა, მიაღწევს აღმატებულობას, დაძლევს წუთისოფელსა და ყოველ უკეთურს და მასთან ერთად იმეფებს! ყოვლისშემძლე ღმერთი არის ღვთის სულიერი სხეული — ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ადგენს და ასეც ხდება, რომელიც ამბობს და იქმნება, რომელიც ბრძანებს და მკვიდრდება! სატანა მის ფეხქვეშაა, უძირო უფსკრულში. სამყარო და ყოველივე მის ხელთაა. დადგა ჟამი და ყოველივე არარად იქცევა და ძალით განახლდება.