თავი 23
ყველა ძმასა და დას, ვინც მოისმინა ჩემი ხმა: თქვენ მოისმინეთ ჩემი მკაცრი სამსჯავროს ხმა და გადაიტანეთ უკიდურესი ტანჯვა. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ჩემი მკაცრი ხმის მიღმა ჩემი განზრახვები იმალება! მე გწვრთნით თქვენ, რათა გადარჩეთ. უნდა იცოდეთ, რომ ყველა ჩემს საყვარელ ძეს მე აუცილებლად გაგწვრთნით, გაგსხლავთ და მალე სრულგყოფთ. ჩემი გული ასე მგზნებარეა, მაგრამ თქვენ არ გესმით ჩემი გულის და არ მოქმედებთ ჩემი სიტყვის შესაბამისად. ჩემი სიტყვები დღეს გეფინებათ თქვენ, რათა ჭეშმარიტად აღიაროთ, რომ ღმერთი არის მოსიყვარულე ღმერთი და გაძლევთ ყველას ღვთის გულწრფელი სიყვარულის განცდის საშუალებას. თუმცა, ასევე არსებობენ მცირე რაოდენობით ადამიანები, რომლებიც თვალთმაქცობენ. როდესაც ისინი ხედავენ სხვა ადამიანების მწუხარებას, ბაძავენ მათ და თვალები ცრემლებით ევსებათ. არიან სხვებიც, რომლებიც ზედაპირულად თავს ვალდებულად გრძნობენ ღვთის წინაშე და თითქოს ინანიებენ კიდეც, მაგრამ შინაგანად მათ ჭეშმარიტად არ ესმით ღმერთის, არც არიან მასში დარწმუნებულნი; პირიქით, ისინი უბრალოდ ფარისევლობენ. ყველაზე მეტად მძულს ეს ადამიანები! ადრე თუ გვიან ეს ადამიანები მოიკვეთებიან ჩემი ქალაქიდან. ჩემი განზრახვა ასეთია: მე მწყურია ისინი, ვისაც დიდი სურვილი აქვთ ჩემთან მოახლოების და მხოლოდ წრფელი გულით ჩემი მაძიებელნი სათნოეყოფიან ჩემს გულს. მე უთუოდ დავუჭერ მხარს ასეთ ადამიანებს ჩემივე ხელებით და დავიცავ მათ ყოველგვარი უბედურებისგან. ადამიანები, რომლებსაც ჭეშმარიტად სურთ ღმერთი, მზად არიან, გაუფრთხილდნენ ნ ღვთის გულს და მიჰყვნენ ჩემს ნებას. ამიტომ, თქვენ მალე უნდა შეხვიდეთ რეალობაში და მიიღოთ ჩემი სიტყვა თქვენს სიცოცხლედ — ეს არის ჩემი უდიდესი ტვირთი. თუ ყველა ეკლესია და წმინდანი შევა რეალობაში და ყველა შეძლებს ჩემთან უშუალოდ თანაზიარებას, ჩემთან პირისპირ შეხვედრას და ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის პრაქტიკაში გამოყენებას, მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი ჩემი საყვარელი ძენი, ისინი, ვისითაც მე ვხარობ. ამ ადამიანებს მე ვუბოძებ ყველა დიდ კურთხევას.