თავი 33

ჩემს სასუფეველს სჭირდება პატიოსანი ადამიანები, ისინი, ვინც არ არიან თვალთმაქცნი და მზაკვარნი. განა წუთისოფელში უმანკო და კეთილშობილი ადამიანები დაუფასებელნი არ არიან? ჩემთან კი ყველაფერი პირიქითაა. დაე, პატიოსანი ხალხი მოვიდეს ჩემთან; ვხარობ ასეთი ადამიანებით და სწორედ ისინი მჭირდება. სწორედ ეს არის ჩემი სამართლიანობა. ზოგიერთი ადამიანი უგუნურია; მათ არ შეუძლიათ ჩასწვდნენ სულიწმიდის მოქმედებასა და ჩემს განზრახვებს. არ ძალუძთ ნათლად დაინახონ ის ვითარება, რომელშიც მათი ოჯახი და გარემოცვა იმყოფება; ბრმად მოქმედებენ და მადლის მიღების მრავალ შესაძლებლობას ხელიდან უშვებენ. გამუდმებით ნანობენ თავიანთ ქმედებებს, მაგრამ როდესაც რაიმე საკითხს აწყდებიან, კვლავაც ვერ ახერხებენ მის ნათლად დანახვას. ზოგჯერ შეუძლიათ დაეყრდნონ ღმერთს, რათა გამარჯვება მოიპოვონ, მაგრამ როდესაც შემდგომში მსგავსი სახის საკითხს აწყდებიან, ძველი სენი უბრუნდებათ და უბრალოდ არ ძალუძთ, ჩასწვდნენ ჩემს განზრახვებს. თუმცა, მე ყურადღებას არ ვაქცევ ამ ყველაფერს და არ ვიმახსოვრებ თქვენს გადაცდომებს. პირიქით, მსურს გიხსნათ ამ გარყვნილი მიწიდან და მოგცეთ საშუალება, კვლავ იცოცხლოთ. არაერთხელ შეგინდეთ. თუმცა, ახლა ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი დადგა. აღარ უნდა იყოთ დაბნეულნი და ვეღარ განაგრძობთ წინსვლას ამგვარი ყოყმანით. როდისღა შეძლებთ საბოლოო სამყოფელში მისვლას? მთელი ძალით უნდა ისწრაფოდეთ ფინიშის ხაზისკენ და არ უნდა შეჩერდეთ. ნუ მოდუნდებით ამ ყველაზე გადამწყვეტ ჟამს, გაბედულად იარეთ წინ და თქვენ წინაშე უხვი ნადიმი გაიშლება. სწრაფად შეიმოსეთ საქორწინო სამოსითა და სამართლიანობის მოსასხამით და დაესწარით ქრისტეს საქორწინო სერობას; მარადიულად დატკბით ოჯახური ნეტარებით! აღარ იქნები დათრგუნული, სევდიანი და ოხვრით დამძიმებული, როგორც უწინ. წარსულის ყოველივე კვამლივით გაქრება და მხოლოდ ქრისტეს აღმდგარ სიცოცხლეს ექნება ძალა შენში. შენში იქნება გაწმენდითა და განბანვით განწმენდილი ტაძარი და აღდგომის სიცოცხლე, რომელიც მოიპოვე, დამკვიდრდება შენში უკუნითი უკუნისამდე!

წინა:  თავი 27

შემდეგი:  თავი 36

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger