თავი 46
ვინც გულწრფელად გაიღებს თავს ჩემთვის და მომიძღვნის საკუთარ თავს, აუცილებლად დავიცავ მას ბოლომდე; ჩემი ხელი აუცილებლად დაგიჭერს, რათა მუდამ მშვიდად და სიხარულით იყო აღსავსე და ყოველდღე გქონდეს ჩემი ნათელი და გაცხადება. აუცილებლად გაგიორმაგებ კურთხევას, რათა გქონდეს ის, რაც მე მაქვს და ფლობდე ჩემს არსებას. ის, რაც შენშია მოცემული, შენი სიცოცხლეა და ვერავინ წაგართმევს მას. ნუ შეუქმნი საკუთარ თავს პრობლემებს და ნუ მიეცემი სევდას; ჩემში მხოლოდ მშვიდობა და სიხარულია. გულწრფელად მიყვარხარ, შვილო, შენ, ვინც გულწრფელად მისმენ და მემორჩილები. ყველაზე მეტად თვალთმაქცები მძულს; აუცილებლად მოვკვეთ მათ. აღმოვფხვრი წუთისოფლის ყოველგვარ კვალს ჩემი სახლიდან და მოვიშორებ ყოველივეს, რისი დანახვაც არ ძალმიძს.
გულში ზუსტად ვიცი, გულწრფელად ვის ვსურვარ და ვის — არა. თუმცა შეიძლება კარგად ინიღბებოდნენ და შესაბამისად გამოიყურებოდნენ, და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში საუკეთესო მსახიობებიც კი არიან; ნათლად ვხედავ ყოველივს, რაც მათ გულებშია. ნუ გგონია, რომ არ ვიცი, რა არის შენს გულში; სინამდვილეში არავის ესმის ჩემზე უკეთ. ვიცი, რა არის შენს გულში; მზად ხარ, თავი მიუძღვნა ღმერთს და გაიღო თავი ღვთისთვის, ოღონდ არ გსურს ტკბილი სიტყვების გამოყენება სხვების გასახარებლად. ნათლად დაინახე! დღევანდელი სასუფეველი ადამიანის ძალით არ შენდება, არამედ წარმატებით აშენდება მთლიანად ჩემი მრავალმხრივი სიბრძნისა და ყველაზე ძვირფასის მეშვეობით. ვინც ფლობს სიბრძნეს და ჩემს არსებას, მას წილი ექნება სასუფევლის დამკვიდრებაში. მეტს ნუღარ იდარდებ; მუდამ უკიდურესად წუხხარ; არ ითვალისწინებ ჩემი განზრახვების გაცხადებასა თუ განათებას. მეტს ნუღარ იზამ ამას. რაც არ უნდა ხდებოდეს, მეტად იქონიე თანაზიარება ჩემთან ამის შესახებ, რათა თავიდან აიცილო ტანჯვა საკუთარი ქმედებების გამო.
შესაძლოა, ზედაპირულად ისე ჩანს, თითქოს ყველას მიმართ გულგრილი ვარ, მაგრამ იცი კი, რას ვფიქრობ შინაგანად? მუდამ მაღლა ვწევ თავმდაბალთ და მუდამ ვთრგუნავ ქედმაღალთ და მედიდურთ. ისინი, ვისაც არ ესმის ჩემი განზრახვები, დიდ ზარალს ნახავენ. უნდა იცოდე, რომ ეს არის ჩემი არსება და ხასიათი — ვერვინ შეცვლის და დაინახავს მას ნათლად. მხოლოდ ჩემი გაცხადების მეშვეობით შეგიძლია გაიგო, სხვაგვარად შენც ვერ დაინახავ მას ნათლად; ნუ იქნები ამაყი. თუმცა ზოგიერთი ადამიანი შეიძლება კარგად საუბრობდეს, მათი გულები არასოდეს არიან ჩემდამი ერთგულნი და მუდამ ფარულად მეწინააღმდეგებიან; განვსჯი ამგვარ ადამიანს.
ნუ ფოკუსირდები მხოლოდ სხვებისგან მინიშნებების მიღებაზე; ყურადღება მიაქციე ჩემს ქცევასა და მანერას. მხოლოდ ამგვარად შეძლებ თანდათანობით აღიქვა ჩემი განზრახვები; მაშინ შენი ქმედებები ჩემი განზრახვების შესაბამისი იქნება და შეცდომებს არ დაუშვებ. ნუ იტირებ და ნუ იდარდებ მარტო; ნათლად ვხედავ ყოველივეს, რასაც აკეთებ, მთელ შენს ქცევასა და იმას, რასაც ფიქრობ; ვიცი შენი გულწრფელი წადილი და სურვილები; გამოგიყენებ. ახლა გადამწყვეტი დროა; შენი გამოცდის დრო დადგა. კვლავ ვერ დაინახე ნათლად? ჯერ კიდევ ვერ აღიქვი? რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება შენდამი? იცი? გაგიცხადე ეს ყველაფერი და მცირეოდენი წვდომა გაქვს. მაგრამ არ გაჩერდე — განაგრძე წინსვლა შესვლაში და კვლავაც მოგფენ ნათელს. მიხვდი თუ არა, რომ რაც უფრო მეტად მემორჩილები და მისმენ, მით უფრო ნათელი ხარ შინაგანად და მით მეტი გაცხადება გაქვს შინაგანად, მით მეტი ცოდნა გაქვს ჩემ შესახებ და მით მეტ გამოცდილებას იძენ? ნუ ჩაეჭიდები მუდამ საკუთარ წარმოდგენებს; ასე მოქცევა ჩემი ცოცხალი წყლის ნაკადს შეაფერხებს და ჩემი ნების აღსრულებას დააბრკოლებს. უნდა იცოდე, რომ ერთი ადამიანის სრულად მოპოვება ადვილი საქმე არ არის. ნუ იფიქრებ რთულად; უბრალოდ მიჰყევი მარტივად და მეტს ნუღარ იფიქრებ!