თავი 62

ჩემს განზრახვებს მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ჩაწვდე, რომ ისინიიცოდე, არამედ იმიტომ, რომ ჩემი წადილის შესაბამისად იმოქმედო. ადამიანებს უბრალოდ არ ძალუძთ, გაუგონ ჩემს გულს. როდესაც ვამბობ, რომ მიმართულება აღმოსავლეთია, ისინი იწყებენ ფიქრს და კითხულობენ: „ნამდვილად აღმოსავლეთია? იქნებ არ არის. მე არ შემიძლია ასე ადვილად დავიჯერო; მე თავად უნდა ვნახო.“ აი, რაოდენ რთულია თქვენთან გამკლავება; თქვენ არ იცით, რა არის ნამდვილი მორჩილება. როდესაც იცი ჩემი წადილი, იზრუნე მხოლოდ მის აღსრულებაზე — ნუ ფიქრობ! შენ მუდამ ეჭვით ეკიდები იმას, რასაც ვამბობ და აბსურდულად იგებ მას. როგორ შეიძლება ამან ჭეშმარიტი წვდომა მოიტანოს? შენ არასოდეს შედიხარ ჩემს სიტყვებში. როგორც ადრე ვთქვი, ის, რაც მე მსურს, არის ადამიანთა სრულყოფილება და არა მათი სიმრავლე. ნებისმიერი, ვინც არ ამახვილებს ყურადღებას ჩემს სიტყვებში შესვლაზე, არ იმსახურებს იყოს ქრისტეს კარგი ჯარისკაცი; სანაცვლოდ, ისინი მოქმედებენ როგორც სატანის მსახურნი და შლიან ჩემს საქმეს. ნუ ჩათვლით ამას წვრილმანად. ნებისმიერი, ვინც შლის ჩემს საქმეს, არღვევს ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს და უდავოა, რომ მე ასეთ ადამიანებს მკაცრად დავმოძღვრავ. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, თუ ერთი წამითაც კი მაქცევ ზურგს, სამსჯავრო დაგატყდება თავს. თუ არ გჯერა ჩემი სიტყვების, მაშინ თავად ნახე, რას ნიშნავს ჩემი მფარველობის ქვეშ ცხოვრება და რას — ჩემი მიტოვება.

მე არ ვწუხვარ, თუ შენ სულიერი ცხოვრება არ გაქვს. ჩემი საქმე ამჟამინდელ ეტაპამდე მივიდა; მაშ, რისი გაკეთება შეგიძლია შენ? ნუ შფოთავ, რადგან ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, თავისი ეტაპები აქვს და ჩემს საქმეს თავად აღვასრულებ. როგორც კი ვიმოქმედებ, ყველა სრულად დარწმუნდება; ასე რომ არ იყოს, მე მათ ძალიან გავკიცხავდი, რაც კიდევ უფრო მეტად ეხება ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს. ნათელია, რომ ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები უკვე გამოცხადდა და ხორციელდება და აღარ არის დაფარული. თქვენ ეს ნათლად უნდა დაინახოთ! ახლა ყველაფერი ეხება ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს და ვინც მათ არღვევს, ზარალი უნდა განიცადოს. ეს არ არის წვრილმანი საქმე. ჭეშმარიტად გაქვთ ამის წვდომა? ხედავთ ამას ნათლად? მე დავიწყებ თანაზიარებას: წუთისოფელში უთვალავი ერი და ხალხი ჩემი ხელით იმართება და რელიგიის მიუხედავად, ისინი უნდა დაუბრუნდნენ ჩემს ტახტს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი განკითხვის შემდეგ ჩავარდება ი უძირო უფსკრულში (ესენი არიან ისინი, ვინც წარწყმდებიან — ისინი მთლიანად დაიწვებიან და აღარ იარსებებენ), ხოლო ზოგიერთი განკითხვის შემდეგ მიიღებს ჩემს სახელს და გახდება ჩემი სასუფევლის ხალხი (რითაც ისინი მხოლოდ ათასი წელი დატკბებიან). თქვენ კი, ჩემთან ერთად შეინარჩუნებთ მეფობას მარადიულად და რადგან წარსულში ჩემ გამო დაიტანჯეთ, მე მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენ მიერ გადატანილი ტანჯვის ნაცვლად დაჯილდოვდეთ იმკურთხევით, რომელსაც მე გიბოძებთ და რომელიც დაუსრულებელია. ისინი, ვინც ჩემი ხალხია, უბრალოდ განაგრძობენ ქრისტესთვის მსახურების შესრულებას. ის, რასაც აქ ტკბობა ეწოდება, არ ნიშნავს მხოლოდ ტკბობას, არამედ იმასაც, რომ ეს ადამიანები დაცულნი იქნებიან ყოველივე უბდურებისგან. ეს არის ფარული აზრი, რომელიც დგას თქვენ მიმართ ჩემი მკაცრი მოთხოვნებისა და იმის უკან, რაც ჩემს ადმინისტრაციულ განკარგულებებს ეხება. ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენ რომ არ მიგეღოთ ჩემი წვრთნა, მე ვერ მოგცემდით იმას, რაც მემკვირეობით უნდა მიგეღოთ. მიუხედავად ამისა, თქვენ კვლავ გეშინიათ ტანჯვის და შიშობთ, რომ თქვენი სამშვინველი დაშავდება, მუდამ ხორციელ სხეულზ ფიქრობთ და გამუდმებით აწყობთ გეგმებს საკუთარი თავისთვის. განა ჩემი გეგმები თქვენთვის შეუფერებელია? მაშ, რატომ აწყობ შენს გეგმებს კვლავ და კვლავ? შენ ცილს მწამებ მე! განა ასე არ არის? მე ვაწყობ რაღაცას შენთვის, შემდეგ კი შენ მას სრულად უარყოფ და საკუთარ გეგმებს აწყობ.

თქვენ შეიძლება ყველაფერ სწორს ამბობდეთ, მაგრამ, სინამდვილეში საერთოდ ვერ აღიქვამთ ჩემს განზრახვებს. მისმინეთ! მე ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ თქვენ შორის არის ვინმე, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტად გაითვალისწინოს ჩემი განზრახვები. თუმცა შენი ქმედებები შეიძლება შეესაბამებოდეს ჩემს განზრახვებს, მე ნამდვილად არ შეგაქებ შენ. ეს არის ჩემი ხსნის მეთოდი. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ კვლავ კმაყოფილნი ხართ საკუთარი თავით, მიგაჩნიათ რა თავი საოცრებად, მაშინ როცა სხვებს ზემოდან უყურებთ. ეს არის ადამიანის გახრწნილი ხასიათის ერთ-ერთი ასპექტი. როდესაც ამაზე მივუთითებ, ყველა თქვენგანი აღიარებს ამას, მაგრამ ეს ზედაპირულია. იმისათვის, რომ ჭეშმარიტად შეძლოთ შეცვლა, ჩემთან ახლოს უნდა მოხვიდეთ. იქონიეთ თანაზიარება ჩემთან და მე მოგმადლით მადლს. ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ უსაქმოდ ჯდომა და სხვისი დათესილის მომკა სურს, მიაჩნია რა, რომ ჩასაცმელად მხოლოდ ხელის გაწვდენაა საჭირო, ხოლო საჭმელად — მხოლოდ პირის გაღება; ისინი უბრალოდ ელიან, რომ სხვები დაღეჭავენ მათ საჭმელს და პირში ჩაუდებენ ლუკმას, რომ გადაყლაპონ. ასეთი ადამიანები ყველაზე უგუნურები არიან, რომლებსაც უყვართ სხვისი დაღეჭილის ჭამა. ეს ასევე არის ადამიანის ყველაზე ზარმაცი ასპექტის გამოვლინება. ამ ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ თქვენ აღარ უნდა უგულებელყოთ ისინი. სწორად მოიქცევით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურადღებას გააორკეცებთ; მხოლოდ მაშინ დააკმაყოფილებთ ჩემს განზრახვებს. ეს არის მორჩილებისა და მინდობის საუკეთესო გამოვლინება.

წინა:  თავი 60

შემდეგი:  თავი 64

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger