თავი 7
ჩვენ გარშემო გარემოებების წარმოქმნა გვაიძულებს, დავბრუნდეთ სულში. ნუ იმოქმედებთ გაქვავებული გულით და ნუ იქნებით გულგრილნი იმის მიმართ, წუხს თუ არა სულიწმიდა, ნუ ეცდებით იყოთ ჭკვიანები. ნუ იქნებით თავმომწონე და თვითკმაყოფილი, და ნუ მიანიჭებთ ზედმეტ მნიშვნელობას საკუთარ გასაჭირს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ღვთის თაყვანისცემა წრფელი გულითა და პატიოსნებით. არ უნდა დაუშვათ, რომ ღვთის სიტყვები ერთ ყურში შეუშვათ, ხოლო მეორედან გამოუშვათ; მათზე გულმოდგინედ უნდა ფიქრობდეთ, უნდა იმეორებდეთ ლოცვებსა და საკითხავებს და სიტყვებს შორის არსებულ სიცოცხლეს ეჭიდებოდეთ. სიხარბით ნუ დაეწაფებით მათ ისე, რომ საკუთარ თავს მათი გადამუშავების დრო არ მისცეთ ენდობით ყველა საქმეში ღვთის სიტყვებს? ნუ იტრაბახებთ ბავშვივით და ნუ დაიბნევით მაშინ, როცა რაიმე მოხდება. სული ყოველდღიურად, ყოველ საათს უნდა ავარჯიშოთ; ერთი წამითაც კი არ უნდა მოდუნდეთ; მგზნებარე სული უნდა გქონდეთ. როგორ ადამიანს, მოვლენას თუ საგანსაც არ უნდა შეხვდეთ, თუ ღვთის წინაშე წარსდგებით, გექნებათ გზა, რომელსაც უნდა გაჰყვეთ. ყოველდღე უნდა ჭამოთ და სვათ ღვთის სიტყვები და ზედაპირულობის გარეშე დაუფიქრდეთ მათ მნიშვნელობას, მეტი ძალისხმევა გამოიჩინოთ, არცერთი დეტალი არ უგულებელყოთ და აღიჭურვოთ სრული ჭეშმარიტებით, რათა თავიდან აირიდოთ ღვთის განზრახვების არასწორად გაგება. უნდა გააფართოოთ გამოცდილების არეალი და კონცენტრირდეთ ღვთის სიტყვების განცდაზე. გამოცდილების მეშვეობით, თქვენ შეძლებთ მეტად დარწმუნებულნი იყოთ ღმერთში; ხოლო გამოცდილების გარეშე იმის მტკიცება, რომ დარწმუნებული ხართ მასში, უბრალოდ ცარიელი სიტყვებია. ნათელი გონება უნდა გვქონდეს! ნათელი გონება! ნუღარ იზარმაცებთ, თუ დაუდევრად ეპყრობით საგნებს და პროგრესისკენ არ ისწრაფვით, ნამდვილად ბრმა ხართ. სულიწმიდის საქმეზე უნდა კონცენტრირდეთ, ყურადღებით მოუსმინოთ სულიწმიდის ხმას, ყურთასმენა მიაპყროთ ღვთის სიტყვებს, გაუფრთხილდეთ დროს, გადაიხადოთ საფასური, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ. როცა ფოლადი გაქვთ, საჭირო დროს გამოიყენეთ ის მტკიცე ხმლის დასამზადებლად; ძლიერად მოეჭიდეთ იმას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და კონცენტრირდით ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელებაზე. თუკი ღვთის სიტყვები მიატოვეთ, რაც არ უნდა კარგად მოქმედებდეთ გარეგნულად, ეს ყველაფერი ამაო იქნება. ღვთისთვის მიუღებელია პრაქტიკაში განხორციელება ცარიელი ლაქლაქით; ცვლილება უნდა განხორციელდეს თქვენი ქცევით, რწმენით, სიმამაცითა და გამჭრიახობით.
ჭეშმარიტად, ჟამი მოახლოვდა! ამქვეყნად რაც კი საუკეთესოა, ისიც კი უნდა მივატოვოთ. ვერანაირი სირთულე თუ საფრთხე ვერც შეგვაშინებს და ვერც დაგვამარცხებს, სულ რომ ზეცა ჩამოიქცეს. ასეთი სიმტკიცის გარეშე უბრალოდ ძალიან გაგიჭირდებათ დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანად ქცევა. მხდალნი, რომლებიც ლაჩრულად ეპოტინებიან სიცოცხლეს, არ არიან ღირსნი, ღვთის წინაშე წარსდგნენ.
ყოვლისშემძლე ღმერთი პრაქტიკული ღმერთია. რაც არ უნდა სულელები ვიყოთ, ის მაინც მოწყალებას გაიღებს ჩვენს მიმართ, მისი ხელები უსათუოდ გადაგვარჩენს და სრულყოფილად გაგვხდის. მანამ, სანამ ჩვენში ჭეშმარიტად ღმერთს დაწაფებული გულები ძგერს, სანამ კვალდაკვალ მივდევთ და გულს აღარ გავიტეხთ და სანამ ვეძიებთ მას დაჟინებით, ის არავითარ შემთხვევაში უსამართლოდ არ მოგვექცევა; იგი აუცილებლად მიგვაგებს იმ ყველაფრის საზღაურს, რაც გვაკლია და დაგვაკმაყოფილებს. ყოველივე ეს ყოვლისშემძლე ღვთის მადლია.
თუ ვინმე ღორმუცელა და ზარმაცია, მთელ დღეს მუცლის ამოყორვაში ატარებს და სერიოზულად არაფერს უფიქრდება, გაუჭირდება დანაკარგის თავიდან აცილება. ყოვლისშემძლე ღმერთი ყველა საგნისა და მოვლენის მეუფეა! სანამ გულით მუდამ მისკენ მივაპყრობთ მზერას და სულში შევალთ და ვეზიარებით მას, ის გვაჩვენებს ყველაფერს, რასაც ვეძებთ და მისი განზრახვანი აუცილებლად გამოცხადდება ჩვენთვის. სწორედ მაშინ აღივსება ჩვენი გულები სიხარულითა და გამტკიცდება სიმშვიდითა და სრულყოფილი სიცხადით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს მისი სიტყვების შესაბამისად მოქმედება. მხოლოდ მისი განზრახვების გაგება და მის სიტყვებზე დამოკიდებულება ითვლება ნამდვილ გამოცდილებად.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვესმის ღვთის სიტყვების მნიშვნელობა, ღვთის სიტყვების ჭეშმარიტება შეძლებს ჩვენში შემოსვლას და ჩვენს სიცოცხლედ ქცევას. ნამდვილი გამოცდილების გარეშე კი როგორ შეძლებ ღვთის სიტყვათა რეალობაში შესვლას? თუ არ შეგიძლია მოიპოვო ღვთის სიტყვები, როგორც შენი სიცოცხლე, მაშინ შენი ხასიათი ვერ შეიცვლება.
სულიწმიდის საქმენი ელვისებური სისწრაფით პროგრესირებს! თუ ფეხდაფეხ არ მიჰყვები და არ მიიღებ წვრთნას, გაგიჭირდება სულიწმიდის ტემპის შენარჩუნება, როცა ის წინ მიიწევს. იჩქარე და განახორციელე რადიკალური ცვლილება, თუ არა და, სატანა გადაგთელავს და ცეცხლისა და გოგირდის ტბაში აღმოჩნდები, რომლიდანაც თავს ვეღარ დაიხსნი. თუკი ახლა გაიღებ მთელ ძალისხმევას, ღმერთი არ მიგატოვებს.