სიტყვები ახალგაზრდებისა და ასაკოვანთათვის

მე დედამიწაზე უამრავი საქმე აღვასრულე და მრავალი წელი ვიარე ადამიანთა შორის, თუმცა იშვიათად თუ იცნობს ვინმე ჩემს ხატსა და ჩემს ხასიათს, და ცოტას თუ შეუძლია საფუძვლიანად ახსნას საქმე, რომელსაც მე ვასრულებ. ადამიანებს ძალიან ბევრი რამ აკლიათ; არავის არასოდეს ესმის, რას ვაკეთებ, და ადამიანები გულში მუდამ სიფრთხილეს იჩენენ, თითქოს უზომოდ ეშინიათ, რომ მათ სხვა მდგომარეობაში ჩავაყენებ და შემდეგ აღარ მივაქცევ ყურადღებას. ამიტომ, ადამიანების დამოკიდებულება ჩემ მიმართ ყოველთვის უღიმღამოა და დიდი დოზით სიფრთხილეც ახლავს. ეს იმიტომ, რომ ადამიანები დღემდე ისე მოვიდნენ, რომ არ ესმით საქმე, რომელსაც მე ვასრულებ, განსაკუთრებით კი საგონებელში არიან ჩავარდნილნი იმ სიტყვების გამო, რომლებსაც მათ ვეუბნები. მათ ჩემი სიტყვები ხელში უჭირავთ, მაგრამ არ იციან, უნდა მიენდონ თუ არა მათ ურყევი რწმენით, თუ უნდა აირჩიონ ყოყმანი და დაივიწყონ ისინი. არ იციან, უნდა გამოიყენონ თუ არა ისინი პრაქტიკაში, თუ უნდა დაელოდონ და დააკვირდნენ ვითარებას; გვერდზე უნდა გადადონ თუ არა ყველაფერი და გაბედულად გამომყვნენ, თუ როგორც ადრე, კვლავ განაგრძონ სამყაროსთან მეგობრობის შენარჩუნება. ადამიანების შინაგანი სამყარო მეტისმეტად რთულია, და ისინი მეტისმეტად ცბიერები არიან. რადგან ადამიანებს არ შეუძლიათ ნათლად ან სრულად დაინახონ ჩემი სიტყვები, ბევრ მათგანს უჭირს მათი პრაქტიკაში გამოყენება და უძნელდება საკუთარი გულის ჩემ წინაშე დადება. მე ღრმად მესმის თქვენი სიძნელეები. ხორცში ცხოვრებისას მრავალი სისუსტე გარდაუვალია, და მრავალი ობიექტური ფაქტორი გიქმნით სიძნელეებს. თქვენ არჩენთ ოჯახებს, დღეებს მძიმე შრომაში ატარებთ, თვეები და წლები კი სიდუხჭირეში გადის. ხორცში ცხოვრებას მრავალი სიძნელე ახლავს — ამას არ უარვყოფ, და, რა თქმა უნდა, თქვენ მიმართ ჩემს მოთხოვნებს თქვენი სიძნელეების გათვალისწინებით ვადგენ. მოთხოვნები იმ საქმეში, რომელსაც მე ვასრულებ, მთლიანად თქვენს რეალურ სიმწიფეს ეფუძნება. შესაძლოა, წარსულში, იმ საქმეში, რომელსაც ადამიანები ასრულებდნენ, თქვენთვის წაყენებულ მოთხოვნებში გადაჭარბებულობის ელემენტებიც ერია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მე არასოდეს მქონია თქვენდამი გადაჭარბებული მოთხოვნები იმაში, რასაც ვამბობ და ვაკეთებ. ყველა მოთხოვნა ეფუძნება ადამიანთა ბუნებას, ხორცს და იმას, რაც მათ სჭირდებათ. უნდა იცოდეთ და მეც ძალიან ნათლად გეუბნებით, რომ არ ვეწინააღმდეგები ადამიანთა გარკვეულ გონივრულ აზროვნების ფორმებს და არ ვეწინააღმდეგები კაცობრიობის თანდაყოლილ ბუნებას. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს არ ესმით, სინამდვილეში როგორია ჩემ მიერ მოთხოვნილი სტანდარტები, და არც ჩემი სიტყვების თავდაპირველი მნიშვნელობა ესმით, ისინი დღემდე ეჭვით ეკიდებიან ჩემს სიტყვებს და ადამიანთა ნახევარზე ნაკლებს თუ სჯერა ჩემი სიტყვების. დანარჩენები ურწმუნოები არიან და კიდევ უფრო მეტნი არიან ისინი, ვისაც მოსწონს, როცა ისმენს, როგორ „ვყვები ამბებს“. გარდა ამისა, ბევრია ისეთი, ვინც სანახაობით ტკბება. გაფრთხილებთ: ჩემი მრავალი სიტყვა უკვე გაეხსნა მათ, ვისაც ჩემი სწამს, ხოლო ისინი, ვინც სასუფევლის მშვენიერი ხედით ტკბებიან, მაგრამ მისი კარიბჭის მიღმა არიან ჩაკეტილნი, უკვე ჩემ მიერ არიან მოკვეთილნი. განა თქვენ ის სარეველა არ ხართ, რომელიც ჩემ მიერ ზიზღით არის უარყოფილი? როგორ შეგეძლოთ, გეყურებინათ, როგორ მივდიოდი, შემდეგ კი ჩემი დაბრუნებისას სიხარულით შემგებებოდით? გეუბნებით თქვენ: მას შემდეგ, რაც ნინევეს ხალხმა იეჰოვას მრისხანე სიტყვები მოისმინა, ისინი მაშინვე ჯვალოთი შეიმოსნენ, თავზე ნაცარი დაიყარეს და მოინანიეს. რადგან მათ ირწმუნეს მისი სიტყვები, შიშითა და თრთოლვით აღივსნენ და ჯვალოთი შემოსილებმა, თავზე ნაცარდაყრილებმა მოინანიეს. რაც შეეხება დღევანდელ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენც გწამთ ჩემი სიტყვების და უფრო მეტიც, გწამთ, რომ იეჰოვა დღეს კვლავ მოვიდა თქვენ შორის, თქვენი დამოკიდებულება სხვა არაფერია, თუ არა უპატივცემულობა, თითქოს უბრალოდ აკვირდებოდეთ იესოს, რომელიც ათასობით წლის წინ იუდეაში დაიბადა და ახლა თქვენ შორის ჩამოვიდა. მე ღრმად მესმის თქვენს გულებში არსებული ცბიერება; თქვენგან უმეტესობა ცნობისმოყვარეობის გამო მომყვება და სიცარიელის გამო ჩემს საძებრად მოსულა. როცა თქვენი მესამე სურვილი — მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების სურვილი — დაიმსხვრევა, მაშინ თქვენი ცნობისმოყვარეობაც გაქრება. თითოეული თქვენგანის გულში არსებული ცბიერება თქვენი სიტყვებითა და ქმედებებით მჟღავნდება. გულახდილად რომ ვთქვა, თქვენ ჩემ მიმართ მხოლოდ ცნობისმოყვარეობას იჩენთ, მაგრამ ჩემი შიში არ გაქვთ; ენას არ უფრთხილდებით და მით უფრო ნაკლებად იკავებთ თავს თქვენს ქცევაში. მაშ, სინამდვილეში როგორი რწმენა გაქვთ? ნუთუ ის გულწრფელია? თქვენ მხოლოდ იმისთვის იყენებთ ჩემს სიტყვებს, რომ გაიქარვოთ საზრუნავი, შეიმსუბუქოთ მოწყენილობა და შეავსოთ თქვენი ცხოვრების ცარიელი ადგილები. რომელმა თქვენგანმა გამოიყენა ჩემი სიტყვები პრაქტიკაში? ვის სწამს გულწრფელად? თქვენ გამუდმებით გაჰყვირით, რომ ღმერთი ის ღმერთია, რომელიც ადამიანთა გულის სიღრმეებს ხედავს, მაგრამ რა საერთო აქვს ჩემთან იმ ღმერთს, რომელზეც თქვენს გულებში გაჰყვირით? რაკი ასე გაჰყვირით, მაშინ რატომ იქცევით ასე? ნუთუ ეს არის ის სიყვარული, რომლითაც გსურთ, მიპასუხოთ? თქვენი პირით ერთგულების საკმაოდ ბევრი სიტყვები ისმის, მაგრამ სად არის თქვენი მსხვერპლი და თქვენი კეთილი საქმეები? თქვენს სიტყვებს ჩემს ყურებამდე რომ არ მოეღწია, როგორ შემზიზღდებოდით ასე ძლიერ? თუ ჭეშმარიტად გწამდათ ჩემი, როგორ შეიძლებოდა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყავით? სახეებზე დათრგუნული გამომეტყველება გაქვთ, თითქოს ჰადესში იდგეთ სამსჯავროს წინაშე. თქვენში სასიცოცხლო ძალის ნატამალიც კი არ არის, და უძლურად ლაპარაკობთ თქვენს შინაგან ხმაზე; უფრო მეტიც, ჩივილითა და წყევლით ხართ სავსენი. თქვენ დიდი ხნის წინ დაკარგეთ რწმენა იმის მიმართ, რასაც მე ვაკეთებ, და თქვენი თავდაპირველი რწმენაც კი გაქრა, მაშ, როგორღა შეგიძლიათ ბოლომდე გამომყვეთ? რადგან ასეა, მაშ, როგორ შეძლებთ გადარჩენას?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე თქვენთვის ძალიან სასარგებლოა, ჩემი სიტყვები მაინც მუდამ ფუჭად იკარგება თქვენთვის და არავითარ შედეგს არ იძლევა. ძნელია მოიძებნონ ისინი, ვინც ჩემ მიერ სრულყოფილნი გახდებიან, ისე, რომ დღეს თქვენი იმედი თითქმის დავკარგე. რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენ შორის ვეძებდი, მაგრამ ძნელია მოიძებნოს ვინმე, ვინც ჩემი მესაიდუმლე იქნება. ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს აღარ მაქვს რწმენა, რომ თქვენზე მუშაობა გავაგრძელო, და აღარც ის სიყვარული, რომლითაც კვლავაც შეგიყვარებდით. ეს იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია შემზიზღდა თქვენი „მიღწევები“, მცირე და საცოდავი რომ არის; ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არასოდეს მილაპარაკია თქვენ შორის და არასოდეს მიმუშავია თქვენზე. თქვენი მიღწევები გულისამრევია. თქვენ ყოველთვის მოუტანთ საკუთარ თავს დაღუპვასა და სირცხვილს და თითქმის არანაირი ღირებულება არ გაქვთ. ძლივს თუ ვპოულობ თქვენში ადამიანის მსგავსებას და ადამიანის კვალსაც კი ძლივს ვგრძნობ. სად არის თქვენი სიხალისის სურნელი? სად არის ის საფასური, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გადაიხადეთ, და სად არის შედეგები? ნუთუ ვერასოდეს იპოვეთ ისინი? ჩემს საქმეს ახლა ახალი დასაწყისი, ახალი დასაბამი აქვს. მე დიდებულ გეგმებს განვახორციელებ და კიდევ უფრო მასშტაბურ საქმეს დავიწყებ, თუმცა თქვენ კვლავ, როგორც ადრე, გადაგვარებულნი ტალახში გორაობთ, წარსულის ბინძურ წყლებში ცხოვრობთ და, პრაქტიკულად, ვერ მოახერხეთ თქვენი თავდაპირველი მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევა. ამიტომ თქვენ კვლავაც არაფერი მიგიღიათ ჩემი სიტყვებიდან. თქვენ კვლავაც ვერ გათავისუფლდით თქვენი ტალახისა და ბინძური წყლის თავდაპირველი ადგილიდან და მხოლოდ ჩემი სიტყვები იცით, მაგრამ სინამდვილეში არ შესულხართ ჩემი სიტყვების თავისუფლების სამყაროში, ამიტომ, ჩემი სიტყვები არასოდეს გახსნილა თქვენთვის; ისინი ჰგავს წინასწარმეტყველებათა წიგნს, რომელიც ათასობით წელია დალუქულია. მე თქვენს ცხოვრებაში გეცხადებით, მაგრამ თქვენ მუდამ ვერ აცნობიერებთ ამას. თქვენ მე არც კი მიცნობთ. იმ სიტყვების თითქმის ნახევარი, რომლებსაც ვამბობ, თქვენი განკითხვაა და მათი შედეგი მხოლოდ ნახევრად ვლინდება, რის გამოც გაოგნებულნი და დაბნეულნი რჩებით. დანარჩენი ნახევარი იმ სიტყვებისგან შედგება, რომლებიც გასწავლით ცხოვრებას და იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენთვის ეს სიტყვები არც კი არსებობს, ან თითქოს ბავშვების სიტყვებს უსმენდეთ — სიტყვებს, რომლებსაც ყოველთვის ოდნავ დაფარული ღიმილით ისმენთ, მაგრამ არასოდეს მოქმედებთ მათ მიხედვით. თქვენ არასოდეს გადარდებდათ ეს საკითხები; თქვენ ყოველთვის ცნობისმოყვარეობის საბაბით აკვირდებოდით ჩემს მოქმედებებს, რის შედეგადაც ახლა სიბნელეში ჩავარდით და სინათლეს ვერ ხედავთ, ამიტომ, სიბნელეში საბრალოდ მოთქვამთ. ის, რაც მე მსურს, თქვენი მორჩილებაა, თქვენი უპირობო მორჩილება; და, უფრო მეტიც, მოვითხოვ, რომ სრულიად დარწმუნებულნი იყოთ ყველაფერში, რასაც ვამბობ. არ უნდა გამოიჩინოთ უგულისყურობა და, განსაკუთრებით, არ უნდა მოეპყროთ შერჩევითად იმას, რასაც ვამბობ; არც გულგრილნი უნდა იყოთ ჩემი სიტყვებისა და ჩემი საქმის მიმართ, როგორც ეს გჩვევიათ. ჩემი საქმე თქვენ შორის სრულდება და მე უხვად მოგმადლეთ ჩემი სიტყვები, მაგრამ თუ თქვენ ასე ზედაპირულად მომექცევით, მაშინ შემიძლია მხოლოდ წარმართთა ოჯახებს მივცე ის, რაც თქვენ არც მოგიპოვებიათ და არც პრაქტიკაში განგიხორციელებიათ. ყველა ქმნილებათაგან ვინ არ მიჭირავს ჩემი ხელით? თქვენ შორის უმეტესობა „საკმაოდ ასაკოვანია“ და არ გაქვთ ენერგია, რომ მიიღოთ ამგვარი საქმე, რომელიც მე მაქვს. თქვენ ყოველთვის ხანჰაოს ფრინველივით ხართ,[ა] ძლივს გაგაქვთ თავი და არასოდეს მოჰკიდებიხართ ჩემს სიტყვებს სერიოზულად. ახალგაზრდები უკიდურესად პატივმოყვარენი და თავშეუკავებელნი არიან და ჩემს საქმეს კიდევ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათ არ აინტერესებთ ჩემი ნადიმის ნუგბარით დატკბობა; ისინი პატარა ჩიტს ჰგვანან, რომელიც გალიიდან გამოფრინდა, რათა შორეულ სივრცეში გაჭრილიყო. როგორ შეიძლება ასეთი ახალგაზრდები და ასაკოვანები ჩემთვის სასარგებლონი იყვნენ? ასაკოვანი ადამიანები მზად არიან ჩემი სიტყვები პენსიად გამოიყენონ საფლავამდე, რათა სიკვდილის შემდეგ მათი სულები ზეცაში ავიდნენ; მათთვის ეს საკმარისია. ამიტომ ეს ასაკოვანი ადამიანები ახლა მუდამ „დიდ ამბიციებსა“ და „ურყევ რწმენას“ ატარებენ გულში. მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი მოთმინება აქვთ ჩემი საქმის მიმართ და ფლობენ ასაკოვანი ადამიანებისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა პირდაპირობა და შეუპოვრობა, არავის და არაფერს აძლევენ ნებას, რომ გზიდან გადააცდინონ ან დაამარცხონ — მართლაც, ისინი აუღებელ ციხესიმაგრეს ჰგვანან — განა ამ ადამიანების რწმენა ცრურწმენის მკვდარი ჰაერის საფარველში არ არის გახვეული? სად არის მათი გზა? განა მათთვის ეს გზა მეტისმეტად გრძელი და მეტისმეტად შორეული არ არის? როგორ ეცოდინებოდათ ჩემი განზრახვები? მაშინაც კი, თუ მათი რწმენა საქებია, რამდენია ასეთ ასაკოვანთა შორის ისეთი, ვინც დაბნეულად კი არ მიჰყვება, არამედ სინამდვილეში სიცოცხლეს ესწრაფვის? რამდენს ესმის ჭეშმარიტად ჩემი საქმის რეალური მნიშვნელობა? ვის არ აქვს მიზნად, რომ დღეს ამ სამყაროში გამომყვეს, რათა ახლო მომავალში ჰადესში არ ჩავიდეს, არამედ ჩემ მიერ სხვა სამყაროში იქნეს გადაყვანილი? ფიქრობთ, რომ თქვენი საბოლოო სამყოფელი ასეთი მარტივი საკითხია? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ახალგაზრდები, ყველანი ჭაბუკ ლომებს ჰგავხართ, თქვენს გულებში იშვიათად არის ჭეშმარიტი გზა. თქვენი ახალგაზრდობა არ გაძლევთ უფლებას, ჩემი საქმიდან მეტი მიიღოთ; პირიქით, თქვენ მუდამ იწვევთ ჩემს ზიზღს თქვენ მიმართ. თუმცა ახალგაზრდები ხართ, მაინც გაკლიათ სასიცოცხლო ძალა თუ ამბიცია, და ყოველთვის გაურკვეველი ხართ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით; თითქოს გულგრილები ხართ, მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის გულთან ახლოს მიგაქვთ. შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო ძალა, მისწრაფებები და პოზიცია, რაც ახალგაზრდებში უნდა არსებობდეს, თქვენში საერთოდ ვერ მოიძებნება; თქვენ, ასეთი ახალგაზრდები, პოზიციის გარეშე ხართ და არ გაქვთ უნარი, გაარჩიოთ სწორი და არასწორი, კეთილი და ბოროტი, ლამაზი და მახინჯი. შეუძლებელია თქვენში რაიმე ახალი ელემენტის პოვნა. თქვენ თითქმის მთლიანად ძველმოდურები ხართ და თქვენ, ასეთმა ახალგაზრდებმა, ისიც ისწავლეთ, როგორ აჰყვეთ ბრბოს და იყოთ უგუნურნი. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ნათლად გაარჩიოთ სწორი და არასწორი, ვერ განასხვავებთ ჭეშმარიტსა და ყალბს, არასოდეს ისწრაფვით სრულყოფილებისკენ და არც ის შეგიძლიათ თქვათ, რა არის სწორი და რა არასწორი, რა არის ჭეშმარიტება და რა არის თვალთმაქცობა. თქვენში რელიგიის უფრო მძიმე და მძაფრი სიმყრალეა, ვიდრე ასაკოვან ადამიანებში. თქვენ ამაყნი, ქედმაღალნი და უგუნურნიც კი ხართ, ძალიან კონკურენტულნი ხართ და თქვენი მებრძოლი ბუნება ძალიან ძლიერია — როგორ შეიძლება ასეთი ახალგაზრდა ფლობდეს ჭეშმარიტებას? როგორ ძალუძს მას, ვისაც საკუთარი პოზიციის დაცვა არ შეუძლია, მტკიცედ იდგეს თავის მოწმობაში? როგორ შეიძლება ის, ვისაც სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი არ აქვს, ახალგაზრდა ადამიანად იწოდებოდეს? როგორ შეიძლება მას, ვისაც არ აქვს ახალგაზრდა ადამიანის სასიცოცხლო ძალა, სიმხნევე, სიახლე, სიმშვიდე და სიმტკიცე, ჩემი მიმდევარი ეწოდოს? როგორ შეიძლება ის, ვისაც ჭეშმარიტება და სამართლიანობის გრძნობა არ აქვს, მაგრამ თამაში და ჩხუბი უყვარს, ჩემი მოწმედ ყოფნის ღირსი იყოს? ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ ცბიერებით სავსენი და არც სხვა ადამიანების მიმართ მიკერძოებული მზერა უნდა ჰქონდეთ. მათ არ უნდა ჩაიდინონ დამანგრეველი და საძაგელი ქმედებები. მათ არ უნდა აკლდეთ მისწრაფებები, შემართება და აღმასვლისკენ სწრაფვის მძლავრი სული. ისინი არ უნდა კარგავდნენ მხნეობას თავიანთი პერსპექტივების გამო და არც სიცოცხლის იმედი და მომავლის რწმენა არ უნდა დაკარგონ. მათ უნდა ჰქონდეთ შეუპოვრობა, რათა განაგრძონ სიარული ჭეშმარიტების იმ გზაზე, რომელიც ახლა აირჩიეს — რათა განახორციელონ თავიანთი სურვილი, მთელი სიცოცხლე ჩემთვის გაიღონ. ისინი არ უნდა იყვნენ ჭეშმარიტების გარეშე და არც თვალთმაქცობასა და უკეთურობას უნდა აფარებდნენ ხელს — ისინი მტკიცედ უნდა იდგნენ თავიანთ სათანადო პოზიციაზე; დინებას არ უნდა მიჰყვნენ, არამედ უნდა ჰქონდეთ სული, რომელიც გაბედავს მსხვერპლის გაღებას და სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას. მათ უნდა ჰქონდეთ სიმამაცე, რომ არ დაემორჩილონ ბნელი ძალების ჩაგვრას და გარდაქმნან საკუთარი არსებობის მნიშვნელობა. ისინი არ უნდა შეეგუონ ვითარებას, არამედ, მით უმეტეს, უნდა ჰქონდეთ გულწრფელობისა და გულახდილობის, ასევე ძმებისა და დების პატიების სულისკვეთება. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი მოთხოვნები ყველასადმი და ჩემი შეგონებები ყველასადმი. მაგრამ, ამაზე მეტად, ეს არის ჩემი მანუგეშებელი სიტყვები ყველა ახალგაზრდისთვის. თქვენ უნდა იმოქმედოთ ჩემი სიტყვების შესაბამისად. განსაკუთრებით ახალგაზრდებს არ უნდა აკლდეთ სიმტკიცე, რათა ნათლად გაარჩიონ სინამდვილე და ეძიონ სამართლიანობა და ჭეშმარიტება. თქვენ უნდა ისწრაფოთ ყოველივე მშვენიერისა და კეთილისკენ და უნდა მოიპოვოთ ყოველივე დადებითის რეალობა. უფრო მეტიც, პასუხისმგებელნი უნდა იყოთ საკუთარ სიცოცხლეზე და მას უდიერად არ უნდა მოეკიდოთ. იშვიათია, რომ ადამიანები ამ სამყაროში მოსვლის შემდეგ მე შემხვდნენ; ასევე, იშვიათია შესაძლებლობა, ეძიონ და მოიპოვონ ჭეშმარიტება. რატომ არ უფრთხილდებით ამ მშვენიერ დროს, როგორც სწორ გზას, რომელსაც ამ ცხოვრებაში უნდა მისდიოთ? და რატომ ეკიდებით ყოველთვის ასე უგულებელმყოფლად ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას? რატომ თელავთ და ანადგურებთ მუდამ საკუთარ თავს იმ უკეთურებისა და სიბილწის გამო, რომელიც ადამიანებით თამაშობს? და რატომ იქცევით იმ ასაკოვანი ადამიანებივით, რომლებიც იმას აკეთებენ, რასაც უკეთურნი აკეთებენ? რატომ ჰბაძავთ ძველი რაღაცების ძველ წესებს? თქვენი ცხოვრება სავსე უნდა იყოს სამართლიანობით, ჭეშმარიტებითა და სიწმინდით; თქვენ ასე ადრე არასოდეს უნდა გახრწნილიყავით და ამგვარად ჰადესში არ უნდა ჩავარდნილიყავით. განა არ გრძნობთ, რომ ეს საშინელი უბედურება იქნებოდა? განა არ გრძნობთ, რომ ეს საშინლად უსამართლო იქნებოდა?

ყველამ უნდა შეასრულოთ თქვენი სრულიად სრულყოფილი საქმე და ის ჩემს სამსხვერპლოზე შესწიროთ, აქციოთ იგი ერთადერთ და უდიდეს მსხვერპლად, რომელსაც მე შემომწირავთ. ყველანი მტკიცედ უნდა იდგეთ საკუთარ პოზიციაზე და ცაში ღრუბლებივით ყოველი ჩამოვლილი ნიავისგან აქეთ-იქით არ უნდა გაიფანტოთ. ნახევარი ცხოვრება დაუღალავად შრომობთ, მაშ, რატომ არ ეძებთ იმ საბოლოო სამყოფელს, რომელიც უნდა გქონდეთ? ნახევარ სიცოცხლეს ჯაფაში ატარებ, თუმცა შენს ღორისა და ძაღლის მსგავს მშობლებს აძლევ უფლებას, ჭეშმარიტება და შენი პირადი არსებობის მნიშვნელობა სამარეში ჩაითრიონ. განა არ ფიქრობ, რომ ეს დიდი უსამართლობაა შენ მიმართ? განა არ გრძნობ, რომ ასე გატარებული ცხოვრება ყველა სხვა გზაზე მეტად არის მნიშვნელობას მოკლებული? ჭეშმარიტებისა და სწორი გზის ამგვარად ძიება საბოლოოდ პრობლემებს გამოიწვევს, ისე, რომ მეზობლები სიმშვიდეს დაკარგავენ და მთელი ოჯახი უბედური იქნება და ამას მომაკვდინებელი უბედურებები მოჰყვება. თუ ასე ცხოვრობ, განა ეს ყველაზე მეტად ღირებულებას მოკლებულ ცხოვრებას არ ნიშნავს? ვისი ცხოვრება შეიძლება იყოს შენს ცხოვრებაზე უფრო ბედნიერი და ვისი ცხოვრება შეიძლება იყოს შენს ცხოვრებაზე უფრო სასაცილო? განა იმიტომ არ მეძებ, რომ მოიპოვო ჩემი სიხარული და შენთვის ნათქვამი ჩემი მანუგეშებელი სიტყვები? მაგრამ მას შემდეგ, რაც ნახევარი ცხოვრება აქეთ-იქით სირბილში გაატარე, პროვოცირებას მიწყობ იმდენად, რომ მრისხანებით ვივსები, აღარ გაქცევ ყურადღებას და არც გიწონებ — განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი შენი ცხოვრება ამაო იყო? როგორ გეყოფა პირი, რომ წახვიდე და იხილო ყველა ეპოქის იმ წმინდანთა სულები, რომლებიც განსაწმენდლიდან გათავისუფლდნენ? შენ უღიმღამო ხარ ჩემ მიმართ და ბოლოს სასიკვდილო უბედურებას იწვევ — უკეთესი იქნებოდა, ამ შესაძლებლობით გესარგებლა, სიხარულით გადაგეკვეთა უკიდეგანო ოკეანე და შემდეგ ჩემს „დავალებას“ დამორჩილებოდი. დიდი ხნის წინ გითხარით: ისინი, ვინც დღეს შენსავით უღიმღამონი არიან, მაგრამ წასვლა არ სურთ, ბოლოს ჩემ მიერ წარმოქმნილ ტალღებში წაილეკებიან და შთაინთქმებიან. ნამდვილად შეგიძლიათ საკუთარი თავის დაცვა? ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ შენი ამჟამინდელი მისწრაფების გზა უზრუნველყოფს შენს სრულყოფას? განა შენი გული მოუდრეკელი არ არის? ამგვარი მიყოლა, ამგვარი მისწრაფება, ამგვარი ცხოვრება და ამგვარი ხასიათი — როგორ შეძლებს ჩემი მოწონების მოპოვებას?

სქოლიო:

a. ჰანჰაოს ფრინველის ისტორია ძალიან ჰგავს ეზოპეს იგავს ჭიანჭველასა და კალიაზე. ჰანჰაოს ფრინველს ურჩევნია იძინოს, ნაცვლად იმისა, რომ ბუდე აიშენოს, სანამ თბილი ამინდია, მიუხედავად მისი მეზობლის, კაჭკაჭის არაერთგზის გაფრთხილებისა. როდესაც ზამთარი დგება, ფრინველი იყინება და კვდება.

წინა:  ხსნის ეპოქის მსახურების რეალური ისტორია

შემდეგი:  თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ ვითარდებოდა მთელი კაცობრიობა დღევანდელ დღემდე

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger