თავი 24
ჩემი გაკიცხვა თავს ატყდება ყველა ადამიანს, თუმცა ის ასევე შორს რჩება ყველა ადამიანისგან. თითოეული ადამიანის მთელი ცხოვრება სავსეა ჩემდამი სიყვარულითა და სიძულვილით, და არავის არასოდეს შევუცნივარ — ამიტომ ადამიანის დამოკიდებულება ჩემ მიმართ მერყევია და არ ძალუძს იყოს ნორმალური. თუმცა მე ყოველთვის ვზრუნავდი და ვიცავდი ადამიანს და მხოლოდ მისი უგუნურების გამოა, რომ მას არ ძალუძს, დაინახოს ჩემი ყოველი საქმე და გაიგოს ჩემი მგზნებარე განზრახვები. მე ვარ წინამძღოლი უთვალავ ერს შორის და მე ვარ უზენაესი უთვალავ ადამიანს შორის; უბრალოდ, ადამიანი არ მიცნობს. მრავალი წელი ვცხოვრობდი ადამიანთა შორის და გამოვცადე ცხოვრება ადამიანთა სამყაროში, თუმცა ის ყოველთვის უგულებელმყოფდა და მიმიჩნევდა არსებად სხვა პლანეტიდან. შედეგად, განსხვავებული ხასიათისა და ენის გამო ადამიანები ისე მეპყრობიან, როგორც უცხოს ქუჩაში. ჩემი ჩაცმულობა და იერსახე, როგორც ჩანს, მეტისმეტად თავისებურია, რის გამოც ადამიანს არ ჰყოფნის „რწმენა“, რომ მომიახლოვდეს. მხოლოდ მაშინ ვგრძნობ ადამიანთა სამყაროს სიმწირესა და უსამართლობას. მე დავდივარ გამვლელთა შორის და ვაკვირდები მათ სახეებს. თითქოს ისინი სენით არიან შეპყრობილნი — სენით, რომელიც მათ სახეებს სევდით ავსებს; თითქოს ისინი ასევე გაკიცხვის ქვეშ ცხოვრობენ, რაც ხელს უშლის მათ გათავისუფლებას. ადამიანი ბოჭავს საკუთარ თავს და მოჩვენებით თავმდაბლობას ავლენს. ადამიანთა უმეტესობა ჩემ წინაშე ფარისევლობს, რათა ტაში დავუკრა და განზრახ იღებს საბრალო იერს ჩემ წინაშე, რათა ჩემი დახმარება მიიღოს. ჩემს ზურგს უკან, ადამიანები მლიქვნელობენ და ამბოხს აწყობენ ჩემ წინააღმდეგ. განა მართალი არ ვარ? განა ეს არ არის ადამიანის გადარჩენის გზა? ვის გამოვუვლენივარ ოდესმე თავის ცხოვრებაში? ვის ავუმაღლებივარ ოდესმე სხვათა შორის? ვის უგრძნია ოდესმე თავი შებოჭილად სულის წინაშე? ვინ მდგარა ოდესმე მტკიცედ ჩემს მოწმობაში სატანის წინაშე? ვის შეუტანია ოდესმე ჭეშმარიტება იმ „ერთგულებაში“, რომელიც ჩემ მიმართ გააჩნია? ვინ ყოფილა ოდესმე განდევნილი დიდი წითელი დრაკონის მიერ ჩემ გამო? ადამიანები სატანასთან ერთად ტალახში გორაობენ; ისინი ჩემ წინააღმდეგ ამბოხების „ექსპერტები“ არიან, ისინი ჩემდამი წინააღმდეგობის „გამომგონებლები“ არიან და ჩემთან ზერელე ურთიერთობის „დიპლომირებული სპეციალისტები“. საკუთარი ბედისწერის გამო ადამიანი დედამიწაზე აქეთ-იქით დაეძებს და როდესაც მე ვუხმობ, მას მაინც არ ძალუძს შეიგრძნოს, რამდენად ძვირფასი ვარ და აგრძელებს საკუთარ თავზე დაყრდნობას „რწმენით“, არ სურს რა იყოს „ტვირთი“ სხვებისთვის. ადამიანის „გადაწყვეტილებები“ ძვირფასია, თუმცა არავის გადაწყვეტილებებს არასოდეს მიუღწევია უმაღლესი შეფასებისთვის: ისინი ყველა ირყევა ჩემ წინაშე და შემდეგ უხმოდ ინგრევა.
მე ვსაუბრობ და ახალ საქმეებს აღვასრულებ ყოველდღე. თუ ადამიანი არ მოიკრებს მთელ თავის ძალას, გაუჭირდება ჩემი ხმის გაგონება და ჩემი სახის დანახვა. საყვარელი უფალი შეიძლება იყოს უკიდურესად მშვენიერი და მისი საუბარი — უაღრესად ნაზი, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს მარტივად იხილოს მისი დიდებული სახე და გაიგონოს მისი ხმა. საუკუნეების განმავლობაში მარტივად არავის არასოდეს უხილავს ჩემი სახე. მე ერთხელ ვესაუბრე პეტრეს და „გამოვეცხადე“ პავლეს, მაგრამ სხვას არავის — ისრაელიანების გარდა — არასოდეს უხილავს ჭეშმარიტად ჩემი სახე. დღეს მე პირადად მოვედი კაცთა შორის, რათა მათთან ერთად ვიცხოვრო. ნუთუ ეს იშვიათად და ძვირფასად არ გეჩვენებათ? ნუთუ არ გსურთ გაუფრთხილდეთ თქვენს დროს? გინდათ, რომ მან ასე ფუჭად ჩაგიაროთ? ნუთუ დროის საათის ისრები შეიძლება მოულოდნელად გაჩერდეს ადამიანთა გონებაში? ან ნუთუ დრო შეიძლება უკან წავიდეს? ან ნუთუ ადამიანი შეიძლება კვლავ ახალგაზრდა გახდეს? ნუთუ დღევანდელი კურთხეული ცხოვრება შეიძლება ოდესმე დაბრუნდეს? მე არ ვაძლევ ადამიანს შესაბამის „პრემიას“ მისი „ფლანგვისთვის“. მე უბრალოდ ვაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას, ყველაფრისგან განცალკევებით, და არ ვაჩერებ დროის დინებას ადამიანის დაკავებულობის ან მისი ცრემლების გამო. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში არავის შეეძლო ჩემი ენერგიის გაფანტვა და ჩემი თავდაპირველი გეგმის ჩაშლა. მე გადავლახავ სივრცეს და გადავაბიჯებ ეპოქებს და დავიწყებ ჩემი მთელი გეგმის ბირთვის განხორციელებას როგორც ყოველივეს ზემოთ, ისე ყოველივეს შორის. ვერცერთმა ადამიანმა ვერ შეძლო მიეღო განსაკუთრებული მოპყრობა ჩემგან ან „საზღაური“ ჩემი ხელებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხსნიან ბაგეებს და ლოცულობენ ამ ყოველისვესთვის და იშვერენ ხელებს და, ივიწყებენ რა ყველაფერ სხვას, ამას ითხოვენ ჩემგან, არცერთ ამ ადამიანს არასოდეს გამოუწვევია ჩემი შეცოდება და ისინი ყველანი უკუგდებულნი იქნენ ჩემი „უგულო“ ხმით. ადამიანთა უმეტესობას სჯერა, რომ „მეტისმეტად ახალგაზრდები“ არიან და ამიტომ ელიან, რომ მე გამოვიჩენ დიდ თანაგრძნობას, ვიქნები მოწყალე მათ მიმართ მეორედ და მთხოვენ, რომ ნება დავრთო, შემოვიდნენ უკანა კარიდან. თუმცა როგორ შემეძლო ასე უდარდელად ჩავრეულიყავი ჩემს გეგმაში? შემეძლო თუ არა შემეჩერებინა დედამიწის ბრუნვა ადამიანის „ახალგაზრდული ასაკის“ გამო, რათა მას კიდევ რამდენიმე წელი ეცხოვრა დედამიწაზე? ადამიანის ტვინი ასე რთულადაა მოწყობილი, თუმცა, როგორც ჩანს, მას მაინც აკლია რაღაც. შედეგად, ადამიანის გონებაში ხშირად ჩნდება „საოცარი გზები“, რათა განზრახ ჩაშალოს ჩემი საქმე.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ მიპატიებია ადამიანისთვის მისი ცოდვები და განსაკუთრებულად მიზრუნია მასზე მისი სისუსტის გამო, ასევე მრავალჯერ მოვპყრობივარ მას შესაბამისად მისი უმეცრების გამო. უბრალოდ ადამიანმა არასოდეს იცოდა, როგორ დაეფასებინა ჩემი სიკეთე ისე, რომ იგი დაეცა თავის ამჟამინდელ მდგომარეობამდე: მტვრით დაფარული, დაფლეთილი სამოსით, თმით, რომელიც სარეველასავით ფარავს მის თავს, ჭუჭყით მოთხვრილი სახით, ფეხზე უხეში, საკუთარი ხელით შეკერილი ფეხსაცმლით, მკვდარი არწივის ბრჭყალებივით ხელებით, რომლებიც უღონოდ ჩამოჰკიდებია გვერდებზე. როდესაც თვალებს ვახელ და ვუყურებ, თითქოს ადამიანი ახლახან ამოძვრა უძირო უფსკრულიდან. არ შემიძლია არ განვრისხდე: მე ყოველთვის შემწყნარებელი ვიყავი ადამიანის მიმართ, თუმცა როგორ შემეძლო ნება დამერთო ეშმაკისთვის, მოსულიყო და წასულიყო ჩემი წმიდა სასუფევლიდან ისე, როგორც მოესურვებოდა? როგორ შემეძლო ნება დამერთო მათხოვრისთვის, უფასოდ ეჭამა ჩემს სახლში? როგორ შემეძლო მომეთმინა არაწმიდა სული, როგორც სტუმარი ჩემს სახლში? ადამიანი ყოველთვის „მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ“ და „შემწყნარებელი სხვების მიმართ“, თუმცა ის არასოდეს ყოფილა ოდნავადაც კი თავაზიანი ჩემ მიმართ, რადგან მე ვარ ღმერთი ზეცაში და ამიტომ ის სხვანაირად მეპყრობა და არასოდეს ჰქონია ოდნავი გრძნობაც კი ჩემ მიმართ. თითქოს ადამიანის თვალები განსაკუთრებით გამჭრიახია: როგორც კი მე გადამაწყდება, მისი სახის გამომეტყველება მყისიერად იცვლება და ის ოდნავ მეტ ემოციას მატებს თავის ცივ, უგრძნობ სახეს. მე არ ვუწესებ ადამიანს შესაბამის სანქციებს ჩემდამი მისი დამოკიდებულების გამო, არამედ უბრალოდ დავყურებ ცის კამარას სამყაროს ზემოდან და იქიდან აღვასრულებ ჩემს საქმეს დედამიწაზე. ადამიანის მოგონებებში მე არასოდეს გამომიჩენია სიკეთე არცერთი ადამიანის მიმართ, მაგრამ არც არასოდეს მოვპყრობივარ ვინმეს ცუდად. რადგან ადამიანი არ ტოვებს „ცარიელ ადგილს“ ჩემთვის თავის გულში, როდესაც უგულებელვყოფ სიფრთხილეს და ვმკვიდრდები მასში, ის დაუფარავად მაგდებს გარეთ და შემდეგ იყენებს ტკბილ სიტყვებს თავის გასამართლებლად, ამბობს რა, რომ ის მეტისმეტად უსუსური და უუნაროა იმისათვის, რომ საკუთარი თავი ჩემს საამებლად გაიღოს. როდესაც საუბრობს, მისი სახე ხშირად იფარება „შავი ღრუბლებით“, თითქოს უბედურება ნებისმიერ წამს შეიძლება დაატყდეს თავს ადამიანს. და მაინც, ის მთხოვს წასვლას, ყოველგვარი მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვაძლევ ადამიანს ჩემი სიტყვებითა და ჩემი ჩახუტების სითბოთი, მას თითქოს არ გააჩნია სმენის ორგანო და ამიტომ ის ოდნავადაც არ აქცევს ყურადღებას ჩემს ხმას; ნაცვლად ამისა, თავს იჭერს და სწრაფად გარბის. მე ვტოვებ ადამიანს ოდნავ იმედგაცრუებული, მაგრამ ასევე ოდნავ განრისხებული. ადამიანი კი ამასობაში, მყისიერად უჩინარდება ძლიერი ქარიშხლებისა და უზარმაზარი ტალღების შემოტევისას. მალევე ის შემომღაღადებს, მაგრამ როგორ შეეძლო მას გავლენა მოეხდინა ქარისა და ტალღების მოძრაობაზე? თანდათანობით, ადამიანის ყოველგვარი კვალი იკარგება, სანამ ის სრულიად არ გაუჩინარდება.
ეპოქების დადგომამდე მე დავყურებდი ყველა მიწას სამყაროს ზემოდან. მე დავგეგმე დიადი საქმე დედამიწაზე: ისეთი კაცობრიობის შექმნა, რომელიც ჩემი განზრახვების შესაბამისი იქნებოდა და დედამიწაზე ისეთი სასუფევლის აშენება, როგორიც ზეცაშია, რათა ჩემს ძალას აევსო ცის კამარა და ჩემი სიბრძნე გავრცელებულიყო მთელ სამყაროში. ამგვარად დღეს, ათასობით წლის შემდეგ, მე ვაგრძელებ ჩემს გეგმას. თუმცა არავინ იცის ჩემი გეგმის ან მართვის შესახებ დედამიწაზე; მით უმეტეს, ვერ ხედავენ ჩემს სასუფეველს დედამიწაზე. ამიტომ, ადამიანი დასდევს აჩრდილებს და მოდის ჩემ წინაშე, რათა სცადოს ჩემი გასულელება, სურს რა გადაიხადოს „ჩუმი საფასური“ ჩემი კურთხევებისთვის ზეცაში. შედეგად, ის იწვევს ჩემს რისხვას და ვუვლენ განკითხვას, მაგრამ მაინც არ იღვიძებს. თითქოს ის მიწისქვეშეთში მუშაობს და სრულიად არაფერი იცის იმის შესახებ, რაც მიწის ზემოთ ხდება, რადგან ის არაფერს ესწრაფვის საკუთარი პერსპექტივების გარდა. ადამიანთა შორის არასოდეს მინახავს ვინმე, ვინც ჩემს კაშკაშა სინათლეში ცხოვრობს. ისინი ცხოვრობენ სიბნელის სამყაროში და, როგორც ჩანს, მიეჩვივნენ წყვდიადში ცხოვრებას. როდესაც სინათლე მოდის, ისინი შორს რჩებიან, და თითქოს სინათლემ ხელი შეუშალა მათ საქმეს; შედეგად, ისინი ოდნავ ზიზღით უყურებენ მას, თითქოს სინათლემ დაამსხვრია მათი მთელი სიმშვიდე და დაუტოვა მათ მშვიდად ძილის უნარის გარეშე. შედეგად, ადამიანი იკრებს მთელ თავის ძალას სინათლის განსადევნად. სინათლესაც, როგორც ჩანს, „აკლია თვითშემეცნება“, და ამიტომ აღვიძებს ადამიანს ძილისგან. როდესაც ადამიანი იღვიძებს, მისი თვალები დახუჭულია და მისი გული სავსეა რისხვით. ის ოდნავ უკმაყოფილოა ჩემით, თუმცა გულში ვიცი სიმართლე. მე თანდათანობით ვაძლიერებ სინათლეს, ვაიძულებ რა ყველა ადამიანს სათითაოდ იცხოვროს ჩემს სინათლეში ისე, რომ მალევე ისინი ეჩვევიან სინათლესთან ურთიერთობას და, გარდა ამისა, ყველანი აფასებენ სინათლეს. ამ დროს, ჩემი სასუფეველი მოვიდა ადამიანთა შორის, ყველა ადამიანი სიხარულით ცეკვავს და ზეიმობს, დედამიწა მყისიერად ივსება სიხარულით და რამდენიმე ათასი წლის სიჩუმე ირღვევა სინათლის მოსვლით…
26 მარტი, 1992 წ.