თავი 30

ადამიანთა შორის ყოფნისას ერთხელ შევაფასე მათი ურჩობა და სისუსტე; ამგვარად შევიცანი ადამიანის სისუსტე და გავიგე მისი ურჩობა. ადამიანთა შორის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე უკვე მესმოდა ადამიანის სიხარული და მწუხარება — და ამის გამო, შემიძლია გავაკეთო ის, რაც ადამიანს არ ძალუძს; ვთქვა ის, რაც ადამიანს არ ძალუძს და ამას მარტივად ვაკეთებ. განა ეს არ არის განსხვავება ჩემსა და ადამიანს შორის? და განა ეს არ არის მკაფიო განსხვავება? ნუთუ ჩემი საქმის აღსრულება ხორციელ ადამიანებს ძალუძთ? ნუთუ მე ქმნილებათა იმავე მოდგმის ვარ? ადამიანებმა თავიანთ „კატეგორიაში“ შემიყვანეს — და განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ ისინი არ მიცნობენ? რატომ უნდა დავიმდაბლო თავი იმის ნაცვლად, რომ ადამიანთა შორის უზენაეს ადგილას ავმაღლდე? რატომ მტოვებს კაცობრიობა ყოველთვის და რატომ არ ძალუძს ჩემი სახელის გამოცხადება? ჩემს გულში დიდი მწუხარებაა, მაგრამ როგორ უნდა იცოდნენ ეს ადამიანებმა? როგორ უნდა დაინახონ? იმის გამო, რომ ადამიანები თავიანთ ცხოვრებაში ჩემთან დაკავშირებულ საკითხებს არასოდეს ანიჭებენ უდიდეს მნიშვნელობას, ისინი გაოგნებულნი და დაბნეულნი დარჩნენ, თითქოს ახლახან საძილე აბი მიეღოთ; როდესაც მათ მოვუხმობ, ისინი უბრალოდ სიზმარში არიან და ამიტომ არავის არასოდეს გაუცნობიერებია ჩემი საქმეები. დღეს ადამიანთა უმეტესობას კვლავ ღრმად სძინავს. მხოლოდ მაშინ, როდესაც სასუფევლის ჰიმნი გაიჟღერებს, ისინი მძინარე თვალებს ახელენ და გულში მცირე სევდას გრძნობენ. როდესაც ჩემი კვერთხი კაცობრიობას ატყდება თავს, ისინი მაინც თითქმის არ აქცევენ ყურადღებას, თითქოს მათი ბედი ზღვის ქვიშასავით უმნიშვნელო იყოს. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას გარკვეული შეგნება აქვს, მათ მაინც არ იციან, სადამდე მოაღწია ჩემმა ნაბიჯებმა — რადგან ადამიანები არ ზრუნავენ ჩემი გულის შეცნობაზე და ამიტომ მუდამ სატანის მიერ არიან შებოჭილნი და არ ძალუძთ მისი მარწუხებიდან თავის დაღწევა. მე ვმოქმედებ ყოველივეს ზემოთ და ვცხოვრობ ყოველივეს შორის და ამავდროულად მნიშვნელოვანი ადგილი მიკავია ურიცხვი ერისა და ხალხის გულში. ამ მიზეზით ადამიანები განსხვავებულად აღმიქვამენ; სჯერათ, რომ მე არაჩვეულებრივი ვარ, ანდა — მიუწვდომელი და შედეგად, მათი ნდობა ჩემდამი დღითიდღე ძლიერდება. ერთხელ მესამე ცაზე ვისვენებდი და ვაკვირდებოდი სამყაროში არსებულ ყველა ადამიანსა და საგანს. როდესაც ღრმად მძინავს, ადამიანები ჩუმდებიან, რადგან ძალიან ეშინიათ, მოსვენება არ დამირღვიონ. როდესაც ვიღვიძებ, მაშინვე გამოცოცხლდებიან, თითქოს საგანგებოდ ჩემს გასახარებელ საქმეს ასრულებენ. განა ეს არ არის დედამიწაზე მყოფ ადამიანთა დამოკიდებულება ჩემ მიმართ? დღევანდელ ადამიანთაგან ვინ აღიქვამს ზეცაში და დედამიწაზე მყოფ ჩემს არსებას როგორც ერთს? ვინ არ შესცქერის პატივისცემით ზეცაში მყოფ ჩემს არსებას? და ვინ არ უყურებს ზემოდან დედამიწაზე მყოფ ჩემს არსებას? რატომ მხლეჩს ადამიანი მუდამ? რატომ აქვს ადამიანს მუდამ ორი განსხვავებული დამოკიდებულება ჩემ მიმართ? განა დედამიწაზე განკაცებული ღმერთი არ არის ის ღმერთი, რომელიც განაგებს ყოველივეს ზეცაში? განა ზეცაში მყოფი ჩემი არსება ახლა დედამიწაზე არ არის? რატომ მხედავენ ადამიანები, მაგრამ არ მიცნობენ? რატომ არის ასეთი დიდი მანძილი ზეცასა და დედამიწას შორის? განა ეს ყოველივე არ იმსახურებს ადამიანის მიერ უფრო ღრმა გამოკვლევას?

როდესაც ჩემს საქმეს აღვასრულებ და როდესაც სიტყვებს წარმოვთქვამ, ადამიანებს მუდამ სურთ მასში „სანელებლის“ დამატება; თითქოს მათი ყნოსვა ჩემსაზე მახვილი იყოს, თითქოს მათ მძაფრი გემო ერჩივნოთ, თითქოს არ ვიცოდე, რა სჭირდება ადამიანს; ამიტომ უნდა „შევაწუხო“ იგი ჩემი საქმის „შესავსებად“. განზრახ არ ვახშობ ადამიანთა შემართებას, არამედ ვთხოვ მათ, განიწმინდონ ჩემი შეცნობის საფუძველზე. რადგან მათ მეტისმეტად ბევრი აკლიათ, ვურჩევ, რომ მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ და ამგვარად გამოასწორონ თავიანთი ნაკლოვანებები, რათა დააკმაყოფილონ ჩემი გული. ადამიანები ოდესღაც თავიანთი წარმოდგენებით მიცნობდნენ, თუმცა ამას სრულიად ვერ აცნობიერებდნენ, და ამიტომ მათი დაფასება ქვიშის ოქროდ მიჩნევას ჰგავდა. როდესაც მათ ეს შევახსენე, მხოლოდ ნაწილი მოიშორეს, უარყოფილი ნაწილის ვერცხლითა და ოქროთი ჩანაცვლების ნაცვლად განაგრძეს იმ ნაწილით ტკბობა, რაც ჯერ კიდევ შერჩენიათ — და შედეგად, ისინი მუდამ თავმდაბალნი და მომთმენნი არიან ჩემ წინაშე; მათ არ ძალუძთ იყვნენ ჩემი შესატყვისნი, რადგან მეტისმეტად ბევრი წარმოდგენა აქვთ. ამიტომ გადავწყვიტე, წავართვა ადამიანს ყოველივე, რაც აქვს და რაც არის და შორს მოვისროლო, რათა ყველამ შეძლოს ჩემთან ერთად ცხოვრება და აღარ იყოს ჩემგან განშორებული. სწორედ ჩემი საქმის გამოა, რომ ადამიანს არ ესმის ჩემი განზრახვები. ზოგიერთს სჯერა, რომ მეორედ დავასრულებ ჩემს საქმეს და ჯოჯოხეთში ჩავყრი მათ. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ კვლავ დავიწყებ საუბრის „სტრატეგიული“ მანერის გამოყენებას და უმეტესობა შიშით ცახცახებს: მათ ძალიან ეშინიათ, რომ დავასრულებ ჩემს საქმეს და მათ წასასვლელი არსად ექნებათ; თავზარდაცემულები არიან იმის შიშით, რომ კიდევ ერთხელ მივატოვებ მათ. ადამიანები მუდამ ძველ წარმოდგენებს იყენებენ ჩემი ახალი საქმის შესაფასებლად. მე ვთქვი, რომ ადამიანები ვერასოდეს ჩასწვდომიან იმ მეთოდს, რომლითაც მე ვმოქმედებ — ნუთუ მართლა შეეძლოთ ამჯერად თავიანთი უნარების ასე ფართოდ წარმოჩენა? განა ადამიანთა ძველი წარმოდგენები არ არის ის იარაღი, რომელიც ჩემს საქმეს ჩაშლის? როდესაც ადამიანებს ვესაუბრები, ისინი მუდამ გაურბიან ჩემს მზერას, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ მზერას მათ მივაპყრობ. ამიტომ თავს ხრიან, თითქოს ჩემგან შემოწმებას იღებენ — და განა ეს მათი წარმოდგენებით არ არის გამოწვეული? რატომ ხდება, რომ დღემდე ვიმდაბლებდი თავს, მაგრამ ეს არავის შეუმჩნევია? ნუთუ ადამიანის წინაშე უნდა მოვიდრიკო ქედი? ზეციდან დედამიწაზე ჩამოვედი, მაღლიდან საიდუმლო ადგილას დავეშვი, კვლავ მოვედი კაცთა შორის და ვუჩვენე ადამიანს, რა მაქვს და რა ვარ. ჩემი სიტყვები გულწრფელი და სერიოზულია, მომთმენი და კეთილი — მაგრამ ვის უნახავს ოდესმე, რა ვარ და რა მაქვს? ნუთუ კვლავ დაფარული ვარ ადამიანისთვის? რატომ არის ჩემთვის ასე რთული ადამიანთან შეხვედრა? იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანები მეტისმეტად დაკავებულნი არიან თავიანთი საქმით? იმიტომ ხომ არა, რომ მე უგულებელვყოფ ჩემს მოვალეობებს და ადამიანები კი წარმატების მიღწევას ესწრაფვიან?

ადამიანთა გონებაში ღმერთი ღმერთია და მასთან ურთიერთობა ადვილი არ არის, ხოლო ადამიანი ადამიანია და ადვილად არ უნდა გახდეს თავაშვებული — თუმცა ადამიანთა საქმეები მაინც ვერ მოგაქვთ ჩემ წინაშე. ნუთუ ჩემი მოთხოვნები მეტისმეტად მაღალია? ნუთუ ადამიანი მეტისმეტად სუსტია? რატომ უყურებენ ადამიანები მუდამ შორიდან იმ სტანდარტებს, რომლებსაც მე ვითხოვ? ნუთუ ისინი მართლაც მიუღწეველია ადამიანისთვის? ჩემი მოთხოვნები გამოთვლილია ადამიანთა „აგებულების“ საფუძველზე და ამიტომ არასოდეს აღემატება ადამიანის სულიერ ზრდას — მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანებს მაინც არ ძალუძთ ჩემ მიერ მოთხოვნილი სტანდარტების მიღწევა. უამრავჯერ ვყოფილვარ მიტოვებული კაცთა შორის, უამრავჯერ შემოუხედავთ ადამიანებს ჩემთვის დამცინავი თვალებით, თითქოს ჩემი სხეული ეკლებით ყოფილიყო დაფარული და მათთვის საძულველი; ამიტომ ადამიანებს ვძულვარ და სჯერათ, რომ სრულიად უღირსი ვარ. ამგვარად, ადამიანი მიგერიებს. უამრავჯერ მივუყვანივარ ადამიანებს სახლში დაბალ ფასად და უამრავჯერ გავუყიდივარ სხვაგან მაღალ ფასად; სწორედ ამის გამო აღმოვჩნდი იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ვარ. თითქოს ადამიანები კვლავ მიგებენ მახეებს; უმეტესობას ჩემი გაყიდვა ასობით მილიონი დოლარის მოგების სანაცვლოდაც კი სურს, რადგან ადამიანს არასოდეს დავუფასებივარ. თითქოს შუამავალი გავხდი ადამიანთა შორის, ან ბირთვული იარაღი, რომლითაც ისინი ერთმანეთს ებრძვიან, ან მათ შორის დადებული შეთანხმება — და შედეგად, მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანი გულის სიღრმეში სრულიად უღირსად მთვლის; მე ვარ საოჯახო ნივთი, რომლის გარეშეც იოლად გავა. თუმცა ამის გამო არ ვგმობ ადამიანს; მე მხოლოდ ვიხსნი მას და მუდამ გულმოწყალე ვარ მის მიმართ.

ადამიანებს სჯერათ, რომ შვებას ვიგრძნობ, როდესაც მათ ჯოჯოხეთში ჩავყრი, თითქოს საგანგებო გარიგებას ვდებ ჯოჯოხეთთან და ვარ რაღაც უწყება, რომელიც ადამიანთა გაყიდვითაა დაკავებული; თითქოს ადამიანთა მოტყუების სპეციალისტი ვარ და მაღალ ფასად გავყიდი მათ, როგორც კი ხელში ჩავიგდებ. ადამიანთა ბაგეები ამას არ ამბობენ, მაგრამ გულში სწორედ ამისი სჯერათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ვუყვარვარ, ისინი ამას ფარულად აკეთებენ. ნუთუ ასეთი დიდი საფასური გადავიხადე და ამდენი გავიღე მათგან ამ მცირეოდენი სიყვარულის სანაცვლოდ? ადამიანები თაღლითები არიან, მე კი მუდამ მოტყუებულის როლს ვასრულებ. თითქოს მეტისმეტად გულუბრყვილო ვარ: როგორც კი ამ სუსტ წერტილს დაინახავენ, განუწყვეტლივ მატყუებენ. ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვები არ ისახავს მიზნად ადამიანთა სიკვდილით დასჯას ან მათთვის შემთხვევითი იარლიყების მიწებებას — ეს ადამიანის რეალობაა. შესაძლოა ჩემი ზოგიერთი სიტყვა „მეტისმეტია“, და ამ შემთხვევაში მხოლოდ შემიძლია „ვთხოვო“ პატიება ადამიანებს; რადგან „გაწაფული“ არ ვარ ადამიანის ენაში, ბევრი რამ, რასაც ვამბობ, ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. შესაძლოა ჩემმა ზოგიერთმა სიტყვამ ადამიანთა გულები განგმიროს, ამიტომ მხოლოდ შემიძლია „შევევედრო“, რომ შემწყნარებელნი იყვნენ; რადგან არ ვარ დახელოვნებული ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიაში და არ ვარ მომთხოვნი საუბრის მანერის მიმართ, ჩემმა ბევრმა სიტყვამ შესაძლოა ადამიანებში უბედურების განცდა გამოიწვიოს. შესაძლოა ჩემი ზოგიერთი სიტყვა ადამიანთა სნეულების საფუძველს ეხება და მათ ავადმყოფობას ააშკარავებს; ამიტომ გირჩევ, მიიღო ის წამალი, რომელიც შენთვის მოვამზადე, რადგან არ მაქვს შენთვის ზიანის მოყენების განზრახვა და ამ წამალს არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს. შესაძლოა ჩემი ზოგიერთი სიტყვა არ ჟღერს „პრაქტიკულად“, მაგრამ მე „ვევედრები“ ადამიანებს, მეტისმეტად არ ინერვიულონ — მე არ ვარ ხელმარდი და ფეხმარდი, ამიტომ ჩემი სიტყვები ჯერ კიდევ არ აღსრულებულა. ვითხოვ, რომ ადამიანები „შემწყნარებელნი“ იყვნენ ჩემ მიმართ. არის თუ არა ეს სიტყვები ადამიანისთვის სასარგებლო? ვიმედოვნებ, რომ ადამიანები შეძლებენ რაღაცის მიღებას ამ სიტყვებიდან — ხომ არ დაუშვებთ, რომ ჩემი ყველა სიტყვა ფუჭად იყოს ნათქვამი!

9 აპრილი, 1992 წ.

წინა:  თავი 29

შემდეგი:  თავი 31

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger