თავი 31

ადამიანთა გულებში არასოდეს მქონია ადგილი. როდესაც მე ჭეშმარიტად „ვეძებ გზას“ ადამიანებისკენ, ისინი თვალებს ხუჭავენ და უგულებელყოფენ ჩემს ქმედებებს, თითქოს ყოველივე, რასაც ვაკეთებ მხოლოდ მათი სიამოვნებითვისაა, ამიტომაც ყოველთვის ზიზღით არიან განწყობილნი ჩემი საქმეების მიმართ. თითქოს არ გამაჩნია თვითშემეცნება, თითქოს მუდამ თავს ვიწონებ ადამიანთა წინაშე, რითაც ვაბრაზებ მათ, ვინც „პატიოსანი და მართალია“. მიუხედავად ამისა, ასეთ არახელსაყრელ პირობებშიც კი ვითმენ და განვაგრძობ ჩემს საქმეს. ამიტომ ვამბობ, რომ მე ვიგემე ადამიანური გამოცდილების ტკბილი, მჟავე, მწარე და ცხარე გემო, მოვდივარ ქარში და მივდივარ წვიმაში; ვამბობ, რომ განვიცადე ოჯახისგან დევნა, განვიცადე ცხოვრებისეული აღმასვლა და დაღმასვლა, სხეულთან განშორების ტკივილი. თუმცა, როდესაც დედამიწაზე მოვედი, იმის ნაცვლად, რომ ადამიანს მივეღე იმ გასაჭირის გამო, რომელიც მათთვის დავითმინე, მან „თავაზიანად“ უარყო ჩემი კეთილი განზრახვები. როგორ არ უნდა მტკენოდა ეს? როგორ არ უნდა ვყოფილიყავი დამწუხრებული? ნუთუ ხორცი მხოლოდ იმიტომ შევისხი, რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო? რატომ არ ვუყვარვარ ადამიანს? რატომ უპასუხა ადამიანმა ჩემს სიყვარულს სიძულვილით? ნუთუ ასე უნდა ვიტანჯო? ადამიანებმა თანაგრძნობის ცრემლები ღვარეს დედამიწაზე ჩემი გასაჭირის გამო და გააპროტესტეს ჩემი უბედურების უსამართლობა. მაგრამ ვის შეუცნია ოდესმე ჭეშმარიტად ჩემი გული? ვის ძალუძს ოდესმე ჩემი გრძნობების შეცნობა? ადამიანს ოდესღაც ღრმა მიჯაჭვულობა ჰქონდა ჩემდამი და ოდესღაც ხშირად ვენატრებოდი სიზმრებში — მაგრამ როგორ შეეძლოთ დედამიწაზე მყოფ ადამიანებს ზეცაში ჩემი განზრახვების გაგება? თუმცა ადამიანები ერთ დროს ამჩნევდნენ ჩემს მწუხარებას, ვის თანაუგრძვნია ოდესმე ჩემი ტანჯვა ისე, როგორც საკუთარი? ნუთუ დედამიწაზე მყოფ ადამიანთა „სინდისს“ შეუძლია შეძრას და შეცვალოს ჩემი მწუხარე გული? ნუთუ დედამიწაზე მყოფ ადამიანებს არ ძალუძთ მიამბონ თავიანთ გულებში არსებული გამოუთქმელი ტკივილის შესახებ? ადამიანთა სულები და სული ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ ხორციელი სხეულის ბარიერების გამო, ადამიანთა გონებამ „კონტროლი დაკარგა“. ოდესღაც შევახსენე ადამიანებს, რომ ჩემ წინაშე წარმდგარიყვნენ, მაგრამ ჩემმა მოწოდებებმა ვერ აიძულა ისინი, შეესრულებინათ ჩემი თხოვნა; ისინი მხოლოდ ცას შესცქეროდნენ ცრემლიანი თვალებით, თითქოს გამოუთქმელ ტკივილს იტანდნენ, თითქოს რაღაც ეღობებოდათ წინ. ამიტომ, ხელები შეკრეს, ცისქვეშეთში ქედი მოიხარეს და რაღაცები შემევედრნენ. რადგან გულმოწყალე ვარ, ჩემს კურთხევას ვანიჭებ ადამიანს და თვალის დახამხამებაში დგება კაცთა შორის პირადად ჩემი მოსვლის მომენტი — თუმცა ადამიანს დიდი ხანია დაავიწყდა ზეცის მიმართ აღვლენილი თავისი. განა ეს არ არის ადამიანის ნამდვილი ამბოხება? რატომ აწუხებს ადამიანს მუდამ „ამნეზია“? განა დანა დავეცი მას? განა განვგმირე მისი სხეული? მე ვუყვები ადამიანს ჩემს გულში არსებულ გრძნობებზე; რატომ მარიდებს ის მუდამ თავს? ადამიანთა მოგონებებში ისეა, თითქოს რაღაც დაკარგეს და ვერსად პოულობენ, მაგრამ თითქოს მათი მოგონებებიც არაზუსტია. ამიტომაც არიან ისინი თავიანთ ცხოვრებაში მუდამ გონებაგაფანტულნი არიან და მთელი კაცობრიობის ცხოვრების დღეები არეულ-დარეულია. თუმცა არავინ არაფერს აკეთებს ამის მოსაგვარებლად; ადამიანები მხოლოდ ერთმანეთს თელავენ და ხოცავენ, რამაც დღეს კატასტროფული მარცხის მდგომარეობამდე მიგვიყვანა და სამყარო და ყოველივე ბინძურ წყალსა და ჭაობში ჩაიძირა ისე, რომ აღდგენის არანაირიშანსი არაა.

ჩემი მოსვლა ურიცხვ ადამიანს შორის ზუსტად იმ დროს დაემთხვა, როცა მათ ჩემდამი ერთგულება გამოიჩინეს. ამ დროს დიდმა წითელმა დრაკონმა ადამიანებზე თავისი მკვლელი ხელის აღმართვა დაიწყო. მე მივიღე ეს „მოწვევა“ და მოვედი, რათა ადამიანებთან ერთად „დავმჯდარიყავი სატრაპეზო მაგიდასთან“; ხელთ მეჭირა კაცობრიობის მიერ ჩემთვის გადმოცემული „მოსაწვევი ბარათი“. როდესაც დამინახეს, ადამიანებმა ყურადღება არ მომაქციეს, რადგან არ ვიყავი შემკული ძვირფასი სამოსით და ადამიანებთან მაგიდასთან დასაჯდომად მხოლოდ ჩემი „პირადობის მოწმობა“ მქონდა მოტანილი. სახეზე არ მქონდა ძვირფასი მაკიაჟი, არც გვირგვინი მედგა თავზე და ფეხზე მხოლოდ უბრალო, ხელნაკეთი ფეხსაცმელი მეცვა. ადამიანები ყველაზე მეტად გააწბილა იმან, რომ ტუჩზე პომადა არ მეცხო, „თავაზიანობას“ არ ვიჩენდი, ჩემი ენა არ ჰგავდა ნიჭიერი მწერლის კალამს, არამედ ჩემი თითოეული სიტყვა ადამიანის გულის სიღრმეს წვდებოდა. ამან გარკვეულწილად განამტკიცა ადამიანთა „კეთილგანწყობილი“ შთაბეჭდილება ჩემს ბაგეებზე. აღნიშნული გარეგნობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ადამიანებს ჩემთვის „განსაკუთრებული ყურადღება“ მოქციათ; მათ მიმიჩნიეს სოფლელ, უბრალო გლეხუჭად, რომელსაც არც წუთისოფლისა გაეგებოდა რაიმე და არც სიბრძნე გააჩნდა. თუმცა, როდესაც ყველამ გაიღო „ფულადი ძღვენი“, ადამიანებს მაინც არ მიმიჩნევდნენ პატივისცემის ღირსად; ისინი ყოველგვარი მორიდების გარეშე, ზანტად და გაღიზიანებულები მოდიოდნენ ჩემ წინაშე. როდესაც ხელი გავუწოდე, მყისიერად გაოცდნენ, მუხლებზე დაეცნენ და ხმამაღლა შეჰყვირეს. მათ აკრიფეს ჩემი ყველა „ფულადი ძღვენი“. რადგან თანხა დიდი იყო, მყისიერად მიმიჩნიეს მილიონერად, ჩამომაგლიჯეს დაფლეთილი ტანსაცმელი და ჩემი თანხმობის გარეშე ახლით შემიცვალეს — თუმცა ამას ჩემთვის ბედნიერება არ მოუტანია. რადგან არ ვიყავი მიჩვეული ასეთ იოლ ცხოვრებას და მძულდა ეს „პირველხარისხოვანი“ მოპყრობა, რადგან წმინდა სახლში დავიბადე და, შეიძლება ითქვას, „სიღარიბეში“ მოვევლინე ქვეყნიერებას; არ ვიყავი მიჩვეული ფუფუნებაში ცხოვრებას, სადაც ადამიანები თავს მევლებოდნენ. მხოლოდ ის მსურს, რომ ადამიანებმა შეძლონ ჩემს გულში არსებული გრძნობების გაგება, რომ მათ შეძლონ მცირეოდენი გასაჭირის დათმენა, რათა მიიღონ ჩემი ბაგიდან გამოსული არასასიამოვნო სიტყვები. რადგან არასოდეს ძალმიძდა თეორიებით ლაპარაკი, არც ადამიანთა ამქვეყნიური ურთიერთობების ფარული ხერხების გამოყენება და არც ჩემი სიტყვების მორგება ადამიანთა გამომეტყველებასა თუ ფსიქოლოგიაზე, მათყოველთვის ვძულდი, მიაჩნდათ, რომ არ ვიყავი მათთან ურთიერთობის ღირსი; ამბობდნენ, რომ მწარე ენა მაქვს და მუდამ გულს ვტკენ ადამიანებს. თუმცა სხვა არჩევანი არ მაქვს: ოდესღაც „ვსწავლობდი“ ადამიანის ფსიქოლოგიას, „ვბაძავდი“ ადამიანის ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიას და ოდესღაც „ენების კოლეჯშიც“ კი დავდიოდი ადამიანის ენის შესასწავლად, რათა დავუფლებოდი მათი ლაპარაკის მანერას და საუბრისას მათი გამომეტყველება მიმეღო — მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალისხმევა გავიღე და მრავალ „ექსპერტს“ ვესტუმრე, ამ ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა. ჩემში არასოდეს ყოფილა არაფერი ადამიანური. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემს ძალისხმევას უმცირესი შედეგიც კი არ მოუტანია და ადამიანის ენის ერთ სიტყვაც კი არ გამიგია. ამიტომ, ადამიანის სიტყვები, რომ „შრომა ფასდება“, „ავისხლიტე“ და შედეგად, ამ სიტყვებმა დედამიწაზე ყოველგვარი აზრი დაკარგა. ისე, რომ ადამიანებმა ვერც კი გააცნობიერეს, ეს აფორიზმი ზეციდან მოვლნილმა ღმერთმა გააქარწყლა და სრულად დამტკიცდა, რომ ასეთი სიტყვები უსაფუძვლოა. ამიტომ ბოდიშს ვუხდი ადამიანს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეიძლება — აი, რას ვიღებ იმისთვის, რომ ასეთი „სულელი“ ვარ. არ ძალმიძსადამიანის ენის შესწავლა, ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიის დაუფლება და ადამიანებთან სოციალიზაცია. მე მხოლოდ ვურჩევ ადამიანებს, იყვნენ მომთმენნი, ჩაახშონ თავიანთ გულებში არსებული ბრაზი და არ ავნონ საკუთარ თავს ჩემ გამო. ვინ განაპირობა ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობა? ვინ შეგვახვედრა ამ მომენტში? ვინ გაგვაზიარებინა ერთი და იგივე მისწრაფებები?

ჩემი ხასიათი გასდევს ჩემს ყველა სიტყვას, თუმცა ადამიანებს არ ძალუძთ მისი წვდომა ჩემს სიტყვებში. ისინი მხოლოდ წვრილმანებზე დავობენ იმასთან დაკავშირებით, რასაც ვამბობ — რა სარგებელი მოაქვს ამას? შეუძლია ჩემ შესახებ მათ წარმოდგენებს მათი სრულყოფა? შეუძლია დედამიწაზე არსებულ საგნებს ჩემი ნების აღსრულება? მუდმივად ვცდილობდი, ადამიანთათვის მესწავლებინა ჩემი სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ თითქოს ადამიანი ენაბლუ იყო; მან ვერასოდეს შეძლო ესწავლა ჩემი სიტყვების ისე წარმოთქმა, როგორც მე ვისურვებდი. მე მას სიტყვასიტყვით ვასწავლიდი, თუმცა ვერასოდეს შეძლო სწავლა. მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთე ახალი „აღმოჩენა“: როგორ შეეძლოთ დედამიწაზე მყოფ ადამიანებს ზეციური სიტყვების წარმოთქმა? განა ეს არ არღვევს ბუნების კანონებს? მაგრამ ჩემდამი ადამიანის თავგამოდებისა და ცნობისმოყვარეობის გამო, მასზე საქმის აღსრულების ახალ ეტაპს შევუდექი. კიდევ ერთი ნაწილი. მე არასოდეს შემირცხვენია ადამიანი მისი ნაკლოვანებების გამო, არამედ პირიქით, შესაბამისად უზრუნველყოფ ადამიანებს. მხოლოდ ამის გამო აქვთ მათ ჩემზე გარკვეულწილად კეთილგანწყობილი შთაბეჭდილება; მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა კვლავ შევკრიბო ადამიანები, რომ მათ შეძლონ ჩემი სიმდიდრის კიდევ ერთი ნაწილით ტკბობა. ამ მომენტში ადამიანები კვლავ ბედნიერებით არიან მოცულნი, მათი მხიარული ყიჟინა და სიცილი ზეცის ფერად-ფერად ღრუბლებს შორის დანავარდობს. მე ვუხსნი ადამიანს გულს და მას მყისიერად ემატება ახალი სიცოცხლისუნარიანობა და აღარ სურს ჩემგან დამალვა, რადგან მან იგემა თაფლის სიტკბო;ამიტომ გამოაქვს მთელი თავისი უსარგებლო ნივთები გასაცვლელად — თითქოს ნაგვის შემგროვებელ პუნქტად ან ნარჩენების მართვის სადგურად ვიქეცი. ამგვარად, გამოკრული „რეკლამების“ ნახვის შემდეგ, ადამიანები მოდიან ჩემ წინაშე და მონდომებით ერთვებიან ამ პროცესში. ადამიანთა გონებაში თითქოს მათ შეუძლიათ რამდენიმე „სუვენირის“ მოპოვება, ამიტომ ყველა მიგზავნის „წერილებს“, რათა მონაწილეობა მიიღონ ჩემ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ამ მომენტში მათ არ ეშინიათ დანაკარგების, რადგან ამ აქტივობებში ჩადებული „კაპიტალი“ დიდი არ არის და ამიტომ ბედავენ რისკზე წასვლას. მონაწილეობის შედეგად სუვენირებს რომ ვრ იღებდნენ, ადამიანები დატოვებდნენ არენას და მოითხოვდნენ თავიანთი კაპიტალის უკან დაბრუნებას; ასევე გამოთვლიდნენ იმ „პროცენტს“, რომელიც მე მათი მმართებდა. სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელი ცხოვრების სტანდარტები ამაღლდა, „მოკრძალებული კეთილდღეობის დონეს“ მიაღწია და „მოდერნიზაცია“ განხორციელდა, როდესაც „მაღალჩინოსანი“ პირადად „ჩადის სოფელში“ სამუშაოს ორგანიზებისთვის, ადამიანთა რწმენა მყისვე მრავალგზის განმტკიცდა — და რადგან მათი „მდგომარეობა“ სულ უფრო და უფრო უმჯობესდება, აღტაცებით მიყურებენ და მზად არიან ჩემთან ურთიერთობისთვის, რათა ჩემი ნდობა მოიპოვონ.

11 აპრილი, 1992 წ.

წინა:  თავი 30

შემდეგი:  თავი 32

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger