თავი 32

როდესაც ადამიანები ჩემთან ერთად იკრიბებიან, გული სიხარულით მევსება. მე ადამიანებს მყისიერად ვუბოძებ ჩემს ხელთ არსებულ კურთხევას, რათა ისინი შეიკრიბონ ჩემთან და იყვნენ არა ჩემ წინააღმდეგ ამბოხებული მტრები, არამედ ჩემი შესაფერისი მეგობრები. ამგვარად, მეც გულითადად ვეპყრობი ადამიანს. ჩემს საქმეში ადამიანი მიიჩნევა მაღალი დონის ორგანიზაციის წევრად, ამიტომ მე მას მეტ ყურადღებას ვუთმობ, რადგან იგი ყოველთვის ჩემი საქმის ობიექტი იყო. მე დავიმკვიდრე ჩემი ადგილი ადამიანთა გულებში, რათა მათმა გულებმა ჩემკენ მოიხედონ — თუმცა მათ საერთოდ არ იციან, თუ რატომ ვაკეთებ ამას და ლოდინის გარდა სხვა არაფერს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ მე დავიმკვიდრე ადგილი ადამიანთა გულებში, მათ არ სჭირდებათ, რომ მე იქ დავმკვიდრდე. ნაცვლად ამისა, ისინი ელიან, რომ „წმინდანი“ მათ გულებში მოულოდნელად მოვა. რადგან ჩემი ვინაობა მეტისმეტად „მდაბალია“, ვერ ვაკმაყოფილებ ადამიანთა მოთხოვნებს და ამიტომ მათ მიერ ვარ „მოკვეთილი“. ის, რაც მათ სურთ, არის მაღალი და ძლევამოსილი „მე“, მაგრამ როდესაც მოვედი, ადამიანს ამგვარად არ გამოვცხადებივარ, და ამიტომ ისინი კვლავაც შორს, მაღლა იყურებიან და ელიან მას, ვინც მათ გულებშია. როდესაც ადამიანთა წინაშე წარვდექი, მათ ხალხის თანდასწრებით უარმყვეს. მე მხოლოდ ის შემეძლო, რომ განზე განვმდგარიყავი და დავლოდებოდი, თუ როგორ „მომეპყრობოდნენ“ ადამიანები, რათა მენახა, საბოლოოდ რას მიზამდნენ მე, ამ ნაკლოვან „პროდუქტს“. მე ვუყურებ არა ადამიანთა ნაიარევებს, არამედ იმ ნაწილს, რომელზეც იარები არ აქვთ და ამით ვტკბები. ადამიანთა თვალში; მე მხოლოდ ციდან მოვლენილი„პატარა ვარსკვლავი“ ვარ, ერთი პატარა ვარსკვლავი ზეცაში და ჩემი დედამიწაზე მოსვლა დღეს ღმერთმა მომანდო. შედეგად, ადამიანებმა სიტყვებს, „მე“ და „ღმერთი“, უფრო მეტი განმარტება მოუძებნეს, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ ღმერთი და მე ერთსა და იმავე არსებად მიგვიჩნიონ. რადგან ჩემს ხატს არაფერი აქვს ღვთის გარეგნობის მსგავსი, ყველას სჯერა, რომ მე ვარ მსახური, რომელიც არ ეკუთვნის ღვთის ოჯახს და ამბობენ, რომ ეს არ არის ღვთის ხატი. შესაძლოა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნახავთ ღმერთი — მაგრამ დედამიწაზე ჩემი წვდომის უნარის ნაკლებობის გამო, ღმერთი არასოდეს „გამომჩინებია“. შესაძლოა, მეტისმეტად მცირე „რწმენა“ მაქვს და ამიტომ ადამიანები მდაბიოდ მიმიჩნევენ. ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ თუ ვინმე მართლაც ღმერთია, მაშინ ის აუცილებლად სრულყოფილად დაეუფლება ადამიანის ენას, რადგან ღმერთი შემოქმედია. მაგრამ ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ: მე არა მხოლოდ არ ვარ ადამიანური ენის ექსპერტი, არამედ არის მომენტები, როდესაც ადამიანთა ნაკლოვანებების „კომპენსირებაც“ კი არ შემიძლია. ამის გამო თავს ოდნავ „დამნაშავედ“ ვგრძნობ, რადგან არ ვმოქმედებ ისე, როგორც ადამიანები ითხოვენ, არამედ მხოლოდ ვამზადებ მასალებს და ვმუშაობ იმის შესაბამისად, რაც მათ აკლიათ. მოთხოვნები, რომლებსაც ადამიანს ვუყენებ, სულაც არ არის დიდი, თუმცა ადამიანებს სხვაგვარად სჯერათ. ამგვარად, მათი „თავმდაბლობა“ ვლინდება მათ ყოველ ნაბიჯში. ისინი მუდამ მიდრეკილნი არიან, იარონ ჩემ წინ და გზა გამიკვლიონ, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ დავიკარგები და აფრთხობთ იმის გაფიქრება, რომ მთების სიღრმეში, უძველეს ტყეებში შევეხეტები. ამის გამო ადამიანები მუდამ წინ მიმიძღვიან, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ საპყრობილეში შევაბიჯებ. გარკვეულწილად „კარგი შთაბეჭდილება“ მრჩება ადამიანთა რწმენაზე, რადგან ისინი „ირჯებიან“ ჩემთვის ისე, რომ არც საჭმელზე ფიქრობენ და არც ძილზე, იქამდეც კი, რომ ამ გარჯამ მათ დღისით და ღამით ძილი დააკარგვინა და თმაც კი გაუთეთრა — ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ მათი რწმენა „გასცდა“ სამყაროს და „გადაუსწრო“ ყველა დროის მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს.

სიხარულით არ ვუკრავ ტაშს ადამიანთა დიდ ოსტატობას და არც ცივად ვუყურებ მათ ნაკლოვანებების გამო. მე უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც ჩემს ხელთაა. მე არავის ვეპყრობი განსაკუთრებულად, არამედ უბრალოდ აღვასრულებ საქმეს ჩემი გეგმის მიხედვით. თუმცა ადამიანებმა არ იციან ჩემი განზრახვანი და განუწყვეტლივ მთხოვენ რაღაცას ლოცვით, თითქოს ის სიმდიდრე, რომელიც მივეცი, არ არის საკმარისი მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თითქოს მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. მაგრამ დღევანდელ ეპოქაში, ყველა ადამიანი გრძნობს, რომ არსებობს „ინფლაცია“ — შედეგად, მათი ხელები სავსეა იმით, რაც მე მათ მივეცი, რომ დამტკბარიყვნენ. სწორედ ამის გამო არიან ისინი ზიზღით განწყობილნი ჩემ მიმართ და ამიტომ მათი ცხოვრება სავსეა ქაოსით და არ იციან, რა უნდა ჭამონ და რა — არა. ზოგიერთი ჩაბღაუჭებია კიდეც იმას, რაც სარგებლობისთვის მივეცი და ყურადღებით აკვირდება მათ. ვინაიდან ადრე ადამიანები შიმშილს განიცდიდნენ და მათთვის ადვილი არ იყო დღევანდელი სიკეთეების მოპოვება, ისინი ყველანი „უსაზღვროდ მადლიერნი“ არიან და ჩემდამი მათ დამოკიდებულებაში გარკვეული ცვლილება მოხდა. ისინი განუწყვეტლივ ტირიან ჩემ წინაშე; რადგან მე მათ ამდენი რამ მივეცი, ისინი განუწყვეტლივ მკიდებენ ხელს და გამოხატავენ თავიანთ „მადლიერებას“. მე ვმოძრაობ სამყაროს ზემოთ და ვაკვირდები მთელი სამყაროს ადამიანებს. დედამიწაზე მცხოვრებ უამრავ ადამიანს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი, ვინც შესაფერისი იქნებოდა იმისთვის, რომ მასზე აღმესრულებია საქმე ან ვინც ჭეშმარიტად შემიყვარებდა. ამრიგად, ამ წამს სასოწარკვეთილი ვოხრავ და ადამიანები მყისიერად იფანტებიან, რათა აღარ შეიკრიბონ, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ მათ „ყველას ერთ ბადეში მოვიმწყვდევ“. მე ვიყენებ ამ შანსს, რათა მოვიდე ადამიანთა შორის, რათა აღვასრულო ჩემი საქმე — საქმე, რომელიც შესაფერისია — ამ გაფანტულ ადამიანთა შორის და ვირჩევ მათ, ვინც შესაფერისია იმისთვის, რომ მათზე აღვასრულო საქმე. არ მსურს ადამიანების „დაკავება“ ჩემ მიერ მათი გაკიცხვისას ისე, რომ მათ ვეღარასდროს შეძლონ თავის დაღწევა. უბრალოდ ვაკეთებ იმ საქმეს, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ. მოვედი, რათა ვითხოვო ადამიანის „დახმარება“, რადგან ჩემს მართვას აკლია ადამიანის საქმეები და ამიტომ შეუძლებელია ჩემი საქმის წარმატებით დასრულება, რაც ხელს უშლის ჩემი საქმის ეფექტურად წარმართვას. მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ადამიანებს ექნებათ ჩემთან თანამშრომლობის ურყევი ნება. არ ვითხოვ, რომ მათ გემრიელი საჭმელი მომიმზადონ ან მომიწყონ შესაფერისი ადგილი თავის მისადრეკად ან ლამაზი ტანსაცმელი შემიკერონ — მე ოდნავადაც არ ვაქცევ ყურადღებას ამ რამეებს. როდესაც ადამიანები შეძლებენ ჩემი განზრახვების გაგებას და ჩემთან ერთად, მხარდამხარ წინსვლას, ჩემი გული კმაყოფილი იქნება.

ამქვეყნად ვის მივუღივარ ოდესმე მთელი გულით? ვის ვყვარებივარ ოდესმე მთელი გულით? ადამიანთა სიყვარული ყოველთვის შერეულია; მეც კი „არ ვიცი“, რატომ არ შეიძლება მათი სიყვარული იყოს თავშეკავებული და გაუზავებელი. ამგვარად, ადამიანში ასევე მრავალი „საიდუმლოა“ დაფარული. ქმნილებათა შორის ადამიანი მიჩნეულია „საოცრებად“ და „ამოუცნობად“, და ამიტომ მას აქვს გარკვეული „უფლებამოსილება“ ჩემ წინაშე, თითქოს ჩემი თანასწორი სტატუსი ჰქონდეს — მაგრამ იგი ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავს ამ თავის მდგომარეობაში. საქმე ის კი არ არის, რომ მე არ ვაძლევ ადამიანებს ამ პოზიციაზე დგომისა და ამით ტკბობის უფლებას, არამედ ის, რომ მსურს, მათ ჰქონდეთ ზომიერების გრძნობა, რათა მეტისმეტად დიდი წარმოდგენა არ ჰქონდეთ საკუთარ თავზე; არის მანძილი ცასა და დედამიწას შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ ღმერთსა და ადამიანს შორის არსებულ მანძილზე. განა ღმერთსა და ადამიანს შორის მანძილი კიდევ უფრო დიდი არ არის? დედამიწაზე, მე და ადამიანი „ერთ ნავში ვართ“ და „ერთად ვუმკლავდებით ქარიშხალს“. ჩემი ვინაობა არ მათავისუფლებს ადამიანური სამყაროს გასაჭირის განცდისგან; სწორედ ამის გამო აღმოვჩნდი იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ვარ. დედამიწაზე არასდროს მქონია ადგილი, სადაც მშვიდად ვიცხოვრებდი, რის გამოც ადამიანები ამბობენ: „ძე კაცისას არასოდეს ჰქონია ადგილი თავის მისადრეკად“. შედეგად, ადამიანებმა თანაგრძნობის ცრემლები დაღვარეს ჩემ გამო და გადადეს რამდენიმე ათეული იუანი ჩემთვის „დახმარების ფონდში“. მხოლოდ ამის გამო მაქვს მოსასვენებელი ადგილი; რომ არა ადამიანთა „დახმარება“, ვინ იცის, სად ამოვყოფდი თავს!

როდესაც ჩემი საქმე დასრულდება, მეაღარ მოვითხოვ ადამიანისგან ამ „ფინანსურ დახმარებას“; ნაცვლად ამისა, შევასრულებ ჩემს თანდაყოლილ ფუნქციას და ჩამოვიტან „ჩემი სახლის ნივთებს“ ადამიანებისთვის, რათა დატკბნენ. დღეს ყველა გამოიცდება ჩემს მიერ მოვლენილ განსაცდელის დროს. როდესაც ჩემი ხელი ოფიციალურად დაატყდება თავს ადამიანებს, ისინი აღარ შემომხედავენ აღფრთოვანებული თვალებით, არამედ სიძულვილით მომეპყრობიან და მაშინვე მყისიერად ამოვგლეჯ მათ გულებს, რათა ნიმუშად გამოვიყენო. გულდასმით ვიკვლევ ადამიანის გულს „მიკროსკოპის“ ქვეშ — იქ არ არის ჩემდამი ჭეშმარიტი სიყვარული. წლების განმავლობაში, ადამიანები მატყუებდნენ და მაბრიყვებდნენ — თურმე მათ მარცხენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუჭში ჩემდამი სიძულვილის საწამლავია. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ. და მაინც, ისინი სრულიად უმეცარნი რჩებიან ამის შესახებ და არც კი აღიარებენ ამას. როდესაც მათ ჩემი გამოკვლევის შედეგებს ვაჩვენებ, ისინი მაინც არ იღვიძებენ; თითქოს, მათ გონებაში ეს ყველაფერი წარსულის საქმეებია და დღეს აღარ უნდა იქნას წამოჭრილი. ამგვარად, ადამიანები უბრალოდ გულგრილად უყურებენ „ლაბორატორიულ შედეგებს“. ისინი უკან მიბრუნებენ ფორმას და მიდიან. უფრო მეტიც, ისინი ამბობენ ისეთ რამეებს, როგორიცაა: „ეს არ არის მნიშვნელოვანი, ამას არავითარი გავლენა არ აქვს ჩემს ჯანმრთელობაზე“. ისინი ოდნავ, აბუჩად აგდებით იღიმიან და შემდეგ მათ თვალებში ჩნდება მუქარაშეპარული მზერა, თითქოს მიანიშნებენ, რომ არ უნდა ვიყო ასეთი გულუბრყვილო, რომ უნდა ვიყო ზედაპირული. თითქოს მათი შინაგანი საიდუმლოებების ჩემეულმა მხილებამ დაარღვია ადამიანის „კანონები“, და ამიტომ ისინი უფრო მეტად სიძულვილით განეწყვნენ ჩემ მიმართ. მხოლოდ მაშინ ვხედავ ადამიანთა სიძულვილის წყაროს. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ვაკვირდები, მათი სისხლი მოედინება და მათი სხეულის არტერიების გავლით შედის გულში; მხოლოდ ამ დროს ვაკეთებ ახალ „აღმოჩენას“. თუმცა ადამიანები ამას არაფრად აგდებენ. ისინი სრულიად უდარდელნი არიან და არ ფიქრობენ იმაზე, რას იძენენ ან კარგავენ, რაც საკმარისია მათი „უანგარო“ მიძღვნის სულისკვეთების საჩვენებლად. ისინი არ ითვალისწინებენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას და „ჩქარობენ“ ჩემს გამო. ეს ასევე არის მათი „ერთგულება“ და ის, რაც „იშვიათი და ძვირფასია“ მათში, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვუგზავნი „შექების“ წერილს, რათა ამით გაბედნიერდნენ. მაგრამ როდესაც ისინი კითხულობენ ამ წერილს, მყისიერად ოდნავ ღიზიანდებიან, რადგან ყველაფერი, რასაც აკეთებენ, უარყოფილ იქნა ჩემი მდუმარე წერილით. მუდამ მივუთითებდი ადამიანებს მოქმედებისას, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ზიზღით არიან განწყობილნი ჩემი სიტყვების მიმართ; ამგვარად, როგორც კი პირს ვაღებ, ისინი თვალებს ხუჭავენ და ხელებს იფარებენ ყურებზე. ისინი პატივისცემით არ შემომყურებენ ჩემი სიყვარულის გამო, არამედ მუდამ ვძულდი, რადგან მათ ნაკლოვანებებზე მივუთითებდი და მთელი მათი ქონება სააშკარაოზე გამომქონდა; ამის გამო მათ იზარალეს თავიანთ ბიზნესში და ის გზა, რომლითაც ისინი გადარჩენას ახერხებდნენ, გაქრა. შესაბამისად, მათი სიძულვილი ჩემ მიმართ იზრდება.

14 აპრილი, 1992 წ.

წინა:  თავი 29

შემდეგი:  თავი 41

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger