თავი 38

არასოდეს ყოფილა ჩემი კვალი, არასოდეს ყოფილა ჩემი სიტყვების გზამკვლევობა იმაში, რასაც ადამიანი განიცდის. შედეგად, მე ყოველთვის შორ მანძილზე ვამყოფებდი ადამიანს და, მოგვიანებით, მივატოვე იგი. მე მძულს კაცობრიობის ურჩობა. არ ვიცი რატომ; თითქოს დასაბამიდანვე მძულდა ადამიანი, თუმცა კი მის მიმართ ღრმა თანაგრძნობასაც განვიცდი. ამგვარად, ადამიანებს ყოველთვის ორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემ მიმართ — რადგან მე მიყვარს ადამიანი და ასევე მძულს იგი. ვის აქვს ადამიანთა შორის ჭეშმარიტად გააზრებული ჩემი სიყვარული? და ვის აქვს გააზრებული ჩემი სიძულვილი? ჩემს თვალში ადამიანი მკვდარი არსებაა, სიცოცხლეს მოკლებული, თიხის ქანდაკებასავით, ყოველივეს შორის. თავისი ურჩობის გამო, ადამიანი დროდადრო ჩემს ბრაზს იწვევს. როდესაც ადამიანთა შორის ვცხოვრობ, ის მკრთალი ღიმილით პასუხობს ჩემს მოულოდნელ გამოცხადებას, რადგან ყოველთვის შეგნებულად „მეძებს“. თითქოს მე ადამიანს ვეთამაშებოდე დედამიწაზე; ის არასოდეს აღმიქვამს სერიოზულად. ჩემდამი მისი დამოკიდებულების გამო, სხვა გზა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ „გავეცალო“ ადამიანის „სამუშაო ადგილს“. მიუხედავად ამისა, მსურს განვაცხადო, რომ, თუმცა კი „გავეცალე“, ჩემი „შემწეობა“ ერთი პენითაც არ უნდა შემცირდეს. ადამიანის „სამუშაო ადგილზე“ ჩემი „სამსახურის ხანგრძლივობის“ გამო, მე კვლავაც მოვითხოვ მისგან იმ საზღაურის გადახდას, რომელიც ჯერ კიდევ მერგება. თუმცა მან მიმატოვა, როგორ შეუძლია დააღწიოს თავი ჩემს ძალაუფლებას? მე ერთხელ გარკვეულწილად მოვადუნე ჩემი კონტროლი ადამიანებზე, მივეცი მათ საშუალება, თავისუფლად მისცემოდნენ თავიანთ ხორციელ სურვილებს — და ამის გამო მათ გაბედეს აღვირახსნილად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოქცევა, საიდანაც ჩანს, რომ მათ ჭეშმარიტად არ ვუყვარვარ, რადგან ყველა მათგანი ხორცში ცხოვრობს. ნუთუ ჭეშმარიტი სიყვარული ხორცის სანაცვლოდ გაიცემა? ნუთუ ის, რასაც მე ადამიანისგან ვითხოვ, მხოლოდ ხორცის „სიყვარულია“? მართლაც ასე რომ ყოფილიყო, მაშინ რა ღირებულება ექნებოდა ადამიანს? ადამიანები სრულიად უსარგებლო ნაგავი არიან! რომ არა ჩემი მოთმინების „განსაკუთრებული უნარები“, მე დიდი ხნის წინ მივატოვებდი კაცობრიობას — რატომ უნდა გამემეტებინა თავი ასეთი ტანჯვისთვის, მათთან დარჩენით, რათა „დავჩაგრულიყავი“? მე მაინც ვითმენ. მსურს ვნახო, ზუსტად რა სახის „ბიზნესს“ მართავს ადამიანი. როგორც კი დედამიწაზე ჩემი საქმე დასრულდება, მე მაღლა, ზეცაში ავმაღლდები, რათა განვსაჯო ყოველივეს „ბატონი“; ეს არის ჩემი უპირველესი საქმე, რადგან ჩემმა სიძულვილმა ადამიანის მიმართ უკვე გარკვეულ ზღვარს მიაღწია. რომელი ადამიანი არ შეიძულებდა თავის მტერს? რომელი ადამიანი არ გაანადგურებდა თავის მტერს? ზეცაში სატანა ჩემი ბუნებრივი მტერია; დედამიწაზე ადამიანი ჩემი მოსისხლე მტერია. ცისა და მიწის კავშირის გამო, მე მათ ყველას დამნაშავედ ვცნობ, ნათესაობის მეცხრე თაობამდე, და არცერთი მათგანი არ გადარჩება. ვინ უთხრა მათ, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ჩემთვის? ვინ უთხრა მათ, რომ ჩემ წინააღმდეგ ამბოხებულიყვნენ? რატომ არ ძალუძთ ადამიანებს, გაწყვიტონ თავიანთი ძველი ბუნებისადმი მიჯაჭვულობა? რატომ არის, რომ მათი ხორცი ყოველთვის მძლავრობს მათში? ყოველივე ეს არის მტკიცებულება, რომელიც ჩემ მიერ ადამიანის განსჯას ადასტურებს. ვინ ბედავს, არ შეეგუოს ფაქტებს? ვინ ბედავს თქვას, რომ ჩემი განსჯა შეფერილია გრძნობებით? მე არსებითად განვსხვავდები ადამიანისგან და ამიტომ ვტოვებ მას, რადგან მე უბრალოდ ადამიანთა მოდგმის ნაწილი არ ვარ.

არსებობს საფუძველი ყველაფრისთვის, რასაც მე ვაკეთებ; როდესაც ადამიანი თავისი პირით „ნამდვილ ფაქტებს“ „მიმჟღავნებს“, მე მას „დასასჯელი ადგილისკენ“ მივაცილებ, რადგან მისი დანაშაული საკმარისია იმისათვის, რომ ჩემი გაკიცხვა დაიმსახუროს. ამიტომ მე ბრმად არ გავცემ გაკიცხვას, არამედ ვკიცხავ ადამიანებს მათი დანაშაულის ნამდვილი გარემოებების მიხედვით. ასე რომ არ ყოფილიყო, თავისი ურჩობის გამო ადამიანი არასოდეს დახრიდა თავს და არ აღიარებდა თავის დანაშაულს ჩემ წინაშე. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიაღწიეს საქმეთა ამჟამინდელ მდგომარეობას, ადამიანები უხალისოდ ხრიან თავს — მაგრამ გულში კვლავ დაურწმუნებელნი რჩებიან. მე მივეცი ადამიანებს „ბარიუმის ფაფა“ დასალევად და ამიტომ მათი შინაგანი ორგანოები მკაფიოდ და ნათლად ჩანს „კამერისთვის“. სიბინძურე და უწმინდურება არ ამოსულა ადამიანების მუცლებიდან; ყოველგვარი ბინძური რამ მიედინება მათ ძარღვებში და ამიტომ მათ სხეულში ტოქსინები სულ უფრო მეტად იზრდება. რადგან ადამიანები ამდენი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ასეთ პირობებში, ისინი მიეჩვივნენ მათ და უცნაურად აღარ მიაჩნიათ. შედეგად, მათ სხეულში ჩაბუდებული მიკრობები იზრდება და სრულად ვითარდება, და ყველა მათი ბატონობის ქვეშ ცხოვრობს. სწორედ ამიტომ დარბიან ადამიანები ყველგან, როგორც ველური ცხენები. თუმცა ისინი ამას სრულად არასოდეს აღიარებენ; ისინი მხოლოდ თავს გვიქნევენ იმის სადემონსტრაციოდ, რომ „დარწმუნებულნი“ არიან. სიმართლე ისაა, რომ ადამიანებს გულთან არ მიაქვთ ჩემი სიტყვები. მათ რომ ჩემი სიტყვები კარგ წამლად მიეღოთ, მაშინ „ექიმის მითითებებს მიჰყვებოდნენ“ და გამოიყენებდნენ ამ წამალს იმისთვის, რომ მათში ჩაბუდებული დაავადებისგან განკურნებულიყვნენ. თუმცა, ჩემი აზრით, მათი ქცევა ჩემს სურვილს ვერ შეასრულებს და ამიტომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, „მოთმინების მოკრება“ და მათთან საუბრის გაგრძელებაა. განურჩევლად იმისა, ისმენენ თუ არა, მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ადამიანებს არ სურთ, დატკბნენ ჩემი კურთხევებით, არამედ ურჩევნიათ მიიღონ ჯოჯოხეთის სატანჯველი — ამიტომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, მათი თხოვნის შესრულებაა. თუმცა, ჩემი სახელი და ჩემი სული რომ არ შეურაცხყონ ჯოჯოხეთში, მე ჯერ გავწვრთნი მათ და შემდეგ „დავემორჩილები“ მათ სურვილებს, და ისე მოვაწყობ, რომ ისინი „სიხარულით აღივსონ“. მე არ მსურს დავუშვა, რომ ადამიანმა ნებისმიერ დროს ან ნებისმიერ ადგილას შეურაცხმყოს, მაშინ როდესაც ჩემს სახელს არის ამოფარებული, რის გამოც მას კვლავ და კვლავ ვწვრთნი. ჩემი მკაცრი სიტყვების შეზღუდვების გარეშე როგორ შეძლებდა ადამიანი დღემდე ჩემ წინაშე დგომას? განა ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ იკავებენ თავს ცოდვისგან, რომ ეშინიათ, არ წავიდე? განა სიმართლე არ არის, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ არ წუწუნებენ, რომ გაკიცხვის ეშინიათ? არის კი ვინმე, ვისი მტკიცე გადაწყვეტილებებიც მთლიანად ჩემი გეგმის გულისთვის არის მიღებული? ყველა ფიქრობს, რომ ჩემს ღვთაებრიობას „გონებრივი მონაცემები“ აკლია, მაგრამ ვის ძალუძს აღიქვას ის, რომ მე შემიძლია ყველაფრის დანახვა ჩემს ადამიანობაში? როგორც ხალხი ამბობს, „ბეღურებს ზარბაზნებს არ ესვრიან“. ადამიანს მე „ვუყვარვარ“ არა იმიტომ, რომ მისი სიყვარული ჩემდამი თანდაყოლილია, არამედ იმიტომ, რომ მას გაკიცხვის ეშინია. ადამიანთა შორის ვის დაჰყვა დაბადებიდანვე ჩემდამი მოყვარული გული? არის თუ არა ვინმე, ვინც ისე მეპყრობა, როგორც საკუთარ გულს? და ამიტომ, მე ამას ვაჯამებ აფორიზმით ადამიანთა სამყაროსთვის: ადამიანთა შორის არავინაა, ვისაც ვუყვარვარ.

მხოლოდ იმიტომ, რომ მსურს, დედამიწაზე ჩემი საქმე დავასრულო, ასე დავაჩქარე ჩემი საქმის ტემპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს შორს მოვისვრი, ისე შორს, რომ ისინი უკიდეგანო ოკეანეში ჩაცვივდებიან. სწორედ იმიტომ, რომ მათ წინასწარ ვუთხარი საქმის ნამდვილი ვითარება, ისინი გარკვეულწილად ფრთხილობენ. ეს რომ არა, არის კი ვინმე, ვინც აფრებს აღმართავდა შტორმიანი ამინდის ზღვარზე? ყველა უსაფრთხოების ზომების მიღებითაა დაკავებული. თითქოს მათ გულებში მე მძარცველი გავხდი. მათ ეშინიათ, რომ ყველაფერს წავართმევ მათი სახლებიდან და ამიტომ მთელი ძალით აწვებიან თავიანთ კარებს, რადგან სიკვდილივით ეშინიათ იმის, რომ მოულოდნელად შიგნით შევეჭრები. რადგან ვხედავ, რომ მშიშარა ვირთხებივით იქცევიან, მე ჩუმად მივდივარ. ადამიანების წარმოსახვაში, თითქოს სამყაროს მალე უზომოდ დიდი უბედურება დაატყდება თავს, და ამიტომ, ყველანი არეულად გარბიან, შიშისგან გონებადაკარგულნი. მხოლოდ ამ დროს ვხედავ მოჩვენებებს, რომლებიც ყველგან დახეტიალობენ დედამიწაზე. თავს ვერ ვიკავებ, რომ არ გავიცინო და ჩემი გაცინების ხმის გამო ადამიანი გაოცებული და დაზაფრულია. მხოლოდ მაშინ ვხვდები საქმის ნამდვილ ვითარებას და ამიტომ ვიკავებ ღიმილს და ვწყვეტ იმის ცქერას, თუ რა ხდება დედამიწაზე, ნაცვლად ამისა, ვუბრუნდები საქმეს ჩემი თავდაპირველი გეგმის მიხედვით. მე აღარ განვიხილავ ადამიანს, როგორც ეტალონს, რომელიც მემსახურება როგორც ნიმუში ჩემი კვლევისთვის, რადგან ადამიანები სხვა არაფერია, თუ არა ნარჩენები. როგორც კი გადავაგდებ, მათ აღარ რჩებათ რაიმე სარგებელი — ისინი ნარჩენები არიან. იმ დროს მე ვანადგურებ მათ და ცეცხლში ვაგდებ. ადამიანების გონებაში, ჩემი წყალობა და გულმოწყალება მოქცეულია ჩემს სამსჯავროში, დიდებულებასა და რისხვაში. მაგრამ ისინი არც ეჭვობენ, რომ მე დიდი ხანია უგულებელვყავი მათი სისუსტეები და რომ დიდი ხანია უკან წავიღე ჩემი წყალობა და გულმოწყალება; და სწორედ ამიტომ არიან ისინი იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა არიან. არავის შეუძლია ჩემი შეცნობა, არც ჩემი სიტყვების გაგება, არც ჩემი სახის დანახვა და არც ჩემი განზრახვების ჩაწვდომა. განა ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ახლა იმყოფება? მაშინ როგორ შეიძლება ითქვას, რომ მე მაქვს წყალობა და გულმოწყალება? მე არ ვითვალისწინებ ადამიანის სისუსტეს და არც „ვზრუნავ“ მის ნაკლოვანებებზე. შეიძლება თუ არა ეს კვლავაც იყოს ჩემი წყალობა და გულმოწყალება? ან შეიძლება კი ეს კვლავაც იყოს ჩემი სიყვარული ადამიანის მიმართ? ყველა ფიქრობს, რომ მე ვსაუბრობ „აზრისგან დაცლილ სასიამოვნო სიტყვებს“, და ამიტომ არ სჯერათ იმ სიტყვების, რომლებსაც ვამბობ. მაგრამ არის თუ არა ვინმე, ვინც იცის ეს: „რადგან ეს სხვა ეპოქაა, ჩემი წყალობა და გულმოწყალება არ არსებობს დღევანდელ დღეს; მიუხედავად ამისა, მე სამუდამოდ ვარ ღმერთი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ამბობს, რომ გააკეთებს“? როდესაც მე კაცობრიობის შუაგულში ვარ, ადამიანები მხედავენ თავიანთ გონებაში, როგორც უზენაესს, და ამიტომ მათ სჯერათ, რომ მე ყოველთვის მიყვარს საუბარი ჩემი სიბრძნიდან. ეს იწვევს იმას, რომ ისინი ყოველთვის ეჭვით ეკიდებიან ჩემს სიტყვას. მაგრამ არის კი ვინმე, ვისაც შეუძლია ჩასწვდეს ჩემი ნათქვამის მიღმა არსებულ წესებს? ან ჩემი სიტყვების წარმოშობას? არის კი ვინმე, ვისაც შეუძლია ჩასწვდეს, რისი მიღწევა მსურს სინამდვილეში? ან ვის შეუძლია შეაღწიოს ჩემი მართვის გეგმის დასკვნის ფარულ ჩანაფიქრში? ვის შეუძლია გახდეს ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი? ყოველივეს შორის, ვის შეუძლია ჩემ გარდა იცოდეს, ზუსტად რას ვაკეთებ? და ვის შეუძლია იცოდეს, რა არის ჩემი საბოლოო მიზანი?

30 აპრილი, 1992 წ.

წინა:  თავი 37

შემდეგი:  თავი 40

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger