თავი 40

ადამიანები დაჟინებით აკვირდებიან ჩემს ყოველ მოძრაობას, თითქოს ზეცის ჩამოქცევას ვაპირებდე და ისინი მუდამ დაბნეულნი არიან ჩემი მოქმედებებით, თითქოს ჩემი საქმეები მათთვის სრულიად შეუცნობელია. ამგვარად, ისინი ყველაფერში, რასაც აკეთებენ, ჩემს მზერას შეჰყურებენ, რადგან ძლიერ ეშინიათ, რომ ზეცას შეურაცხყოფენ და „მოკვდავთა სამყაროში“ იქნებიან განიდევნებიან. მე არ ვცდილობ ადამიანებს ისეთი ნაკლოვანებები ვუპოვო, რომელთა გამოყენებაც მათ წინააღმდეგ შემიძლია, ან მათი უმწეობების ჩემი საქმის სამიზნედ ქცევას. ამჟამად ისინი ძალიან ბედნიერნი არიან და ჩემზე არიან მინდობილნი. როდესაც ადამიანს ვანიჭებ, მათ საკუთარი სიცოცხლესავით ვუყვარვარ, მაგრამ როდესაც მათგან რამეს ვითხოვ, ისინი ზურგს მაქცევენ. რატომ ხდება ასე? ნუთუ მათ არ შეუძლიათ ადამიანური სამყაროს სამართლიანობისა და გონიერების პრაქტიკაში განხორციელებაც კი? რატომ ვუყენებ ადამიანებს ასეთ მოთხოვნებს კვლავ და კვლავ? ნუთუ მართლა ისეა საქმე, რომ არაფერი გამაჩნია? ადამიანები მათხოვარივით მეპყრობიან. როდესაც მათგან რამეს ვითხოვ, ისინი თავიანთ „ნარჩენებს“ მაწვდიან, რათა მე „ვისიამოვნო“ და იმასაც კი ამბობენ, რომ ჩემზე „განსაკუთრებულად ზრუნავენ“. მე ვუყურებ მათ მახინჯ სახეებსა და უცნაურ მდგომარეობებს და კვლავ განვეშორები ადამიანს. ასეთ ვითარებაში ადამიანები ისევ ვერაფერს იგებენ და უკან მიაქვთ ის ნივთები, რომლებიც მე უარვყავი და ჩემს დაბრუნებას ელიან. მე დიდი დრო დავხარჯე და დიდი მსხვერპლი გავიღე ადამიანის გულისთვის — მაგრამ ამჟამად, უცნობი მიზეზის გამო, ადამიანთა სინდისი კვლავაც ვერ ასრულებს თავის თავდაპირველ ფუნქციას. შედეგად, მე ამ „დამაბნეველ ეჭვს“ „საიდუმლო სიტყვებს“ შორის ვრთავ, რათა მომავალი თაობებისთვის „საცნობარო მასალად“ იქცეს, რადგან ეს ადამიანთა „შრომისგან“ შობილი „სამეცნიერო კვლევის შედეგებია“; როგორ შემეძლო მათი ასე დაუფიქრებლად წაშლა? განა ეს ადამიანთა კეთილი განზრახვების „დაუფასებლობა“ არ იქნებოდა? ბოლოს და ბოლოს, მე მაქვს სინდისი, ამიტომ არ ვერთვები ადამიანთან მზაკვრულ და ვერაგულ ქმედებებში — განა ჩემი საქმეები ასეთი არ არის? განა ეს არ არის ის „სამართლიანობა და გონიერება“, რომელზეც ადამიანი საუბრობს? ადამიანთა შორის შეუსვენებლად ვასრულებდი საქმეს დღემდე. დღესაც კი, ადამიანები კვლავ არ მიცნობენ, კვლავ უცხოსავით მეპყრობიან და უფრო მეტიც, რადგან ისინი „სიკვდილის გზაზე“ დავაყენე, ჩემ მიმართ უფრო მეტად ივსებიან სიძულვილით. ამ დროისთვის მათ გულებში არსებული სიყვარული დიდი ხანია უკვალოდ გაქრა. მე არ ვტრაბახობ და მით უმეტეს, არ ვაკნინებ ადამიანს. მე შემიძლია მარადიულად მიყვარდეს ადამიანი და ასევე შემიძლია მარადიულად მძულდეს იგი და ეს არასოდეს შეიცვლება, რადგან მე მაქვს სიმტკიცე. თუმცა ადამიანს არ აქვს ეს სიმტკიცე, ის ჩემ მიმართ მუდამ ცვალებადია, ის მხოლოდ მაშინ მაქცევს მცირეოდენ ყურადღებას, როცა ბაგეს ვხსნი, ხოლო, როცა ბაგეს ვხურავ და არაფერს ვამბობ, ის მალევე იკარგება დიდი სამყაროს ტალღებში. ამგვარად, მე კიდევ ერთი აფორიზმი გამოვიყვანე: ადამიანებს აკლიათ სიმტკიცე და ამიტომ არ ძალუძთ ჩემი გულის დაკმაყოფილება.

სანამ ადამიანები სიზმრებში არიან, მე მსოფლიოს ქვეყნებში ვმოგზაურობ და ჩემს ხელთ არსებულ „სიკვდილის ჰაერს“ ადამიანთა შორის ვავრცელებ. ყველა ადამიანი მყისიერად ემშვიდობება სასიცოცხლო ენერგიას და ადამიანური ცხოვრების მეორე ეტაპზე გადადის. კაცობრიობაში აღარ ჩანს არცერთი ცოცხალი არსება, ყველგან მიმოფანტულია გვამები, სიცოცხლით სავსე საგნები მყისიერად უკვალოდ ქრება და მიწას გვამების მახრჩობელა სუნი მოიცავს. მე მყისიერად ვიფარავ სახეს და ვშორდები ადამიანს, რადგან ვიწყებ საქმის მომდევნო ეტაპს და გაცოცხლებულთ საცხოვრებელ ადგილს ვაძლევ, რათა ყველა ადამიანი იდეალურ მიწაზე დავამკვიდრო. ეს არის კურთხეული მიწა — მიწა მწუხარებისა და ოხვრის გარეშე — რომელიც მე ადამიანისთვის მოვამზადე: ველის წყაროებიდან გადმომჩქეფარე წყალი ფსკერამდე კამკამაა, ის განუწყვეტლივ მოედინება და არასოდეს შრება; ადამიანები ღმერთთან ჰარმონიაში ცხოვრობენ, ჩიტები გალობენ და ნაზი ნიავისა და თბილი მზის შუქის ამ მშვენიერ პეიზაჟში ცა და მიწა სრულ განსვენებაშია. დღეს, აქ, ყველა ადამიანის გვამი უწესრიგოდ ყრია. ადამიანთათვის შეუმჩნევლად მე ჩემს ხელთ არსებულ შავ ჭირს ვღვრი და ადამიანთა გვამები იხრწნება, თავიდან ფეხებამდე ხორცის ნატამალიც არ რჩება და მე შორს მივდივარ ადამიანისგან. აღარასოდეს შევიკრიბები ადამიანებთან, აღარასოდეს მოვალ ადამიანთა შორის, რადგან ჩემი მთელი მართვის ბოლო ეტაპი დასრულდა; მე აღარ შევქმნი კაცობრიობას, აღარ მივაქცევ ყურადღებას ადამიანს. ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვების წაკითხვის შემდეგ ადამიანები კარგავენ იმედს, რადგან მათ არ სურთ სიკვდილი. ვინ არ „კვდება“ „გაცოცხლების“ გულისთვის? როდესაც ადამიანებს ვეუბნები, რომ არ მაქვს ჯადოსნური ძალა მათ გასაცოცხლებლად, ისინი ტკივილისგან ტირილს იწყებენ; მართლაც, თუმცა მე შემოქმედი ვარ, მხოლოდ ის ძალა შემწევს, რომ ადამიანებს სიკვდილი მოვუვლინო და არ გამაჩნია მათი გაცოცხლების უნარი. ამის გამო, მე ბოდიშს ვუხდი ადამიანს. ამგვარად, მე წინასწარ ვუთხარი ადამიანს, რომ „მისი გადაუხდელი ვალი მაქვს“ — თუმცა მას ეგონა, რომ თავაზიანობას ვიჩენდი. დღეს, ფაქტების დადგომასთან ერთად, მე კვლავ ამას ვამბობ. როდესაც ვსაუბრობ, ფაქტების წინააღმდეგ არ მივდივარ. თავიანთი წარმოდგენებით ადამიანებს სჯერათ, რომ ჩემი საუბრის მრავალი გზა არსებობს, ამიტომ ისინი ყოველთვის ეჭიდებიან ჩემ მიერ მიცემულ სიტყვებს და ამავდროულად სხვა რამის იმედი აქვთ. განა ეს ადამიანის შეუფერებელი მოტივები არ არის? სწორედ ასეთ ვითარებაში ვბედავ „თამამად“ ვთქვა, რომ ადამიანს ჭეშმარიტად არ ვუყვარვარ. მე არ ვუღალატებ სინდისს და არ დავამახინჯებ ფაქტებს, რადგან ადამიანებს მათ იდეალურ მიწაზე არ შევიყვან; საბოლოოდ, როდესაც ჩემი საქმე დასრულდება, მე მათ სიკვდილის მიწაზე წავიყვან. მე ვურჩევ ადამიანებს, რომ სჯობს არ იწუწუნონ ჩემზე. ვინ უთხრა ადამიანებს, რომ „ვყვარებოდი“? ვინ უთხრა მათ, რომ ასე ძლიერ ნდომოდათ კურთხევები? ადამიანებს კურთხევების მიღება რომ არ სურდეთ, როგორ იარსებებდა ეს „უბედურება“? ჩემ მიმართ ადამიანთა „ერთგულების“ გამო და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში მომყვებოდნენ და ბევრს შრომობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი წვლილი არ შეუტანიათ, მე მათ ვუმჟღავნებ მცირეოდენ „საიდუმლო ინფორმაციას საიდუმლო ოთახიდან“: იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩემს საქმეს ჯერ არ მიუღწევია იმ წერტილამდე და ადამიანები ჯერ არ ჩაუყრიათ ცეცხლოვან ორმოში, მე მათ ვურჩევ, რაც შეიძლება მალე წავიდნენ — ყველა, ვინც დარჩება, დიდი ალბათობით უბედურებას შეხვდება და საბოლოოდ მაინც ვერ აირიდებს სიკვდილს. მე მათთვის „ფართოდ ვაღებ სიმდიდრის კარს“; ვისაც წასვლა სურს, რაც შეიძლება მალე უნდა დაადგეს გზას — თუ ისინი გაკიცხვის დადგომამდე მოიცდიან, უკვე ძალიან გვიან იქნება. ეს სიტყვები დაცინვა არ არის — ეს ჭეშმარიტი ფაქტებია. ჩემი სიტყვები ადამიანის მიმართ სუფთა სინდისით არის ნათქვამი და თუ ახლა არ წახვალთ, აბა როდის? ნუთუ ადამიანებს ჭეშმარიტად შეუძლიათ ენდონ ჩემს სიტყვებს?

ადამიანის ბედზე ბევრი არასოდეს მიფიქრია; მე უბრალოდ მივყვები ჩემს საკუთარ ნებას, ხალხისგან შეუბოჭავად. როგორ შემეძლო უკან დამეხია მათი შიშების გამო? ჩემი მართვის გეგმის განმავლობაში, მე არასოდეს დამიორგანიზებია რაიმე დამატებით ადამიანის ყველა გამოცდილებისთვის. მე უბრალოდ ჩემი თავდაპირველი გეგმის მიხედვით ვმოქმედებ. წარსულში ხალხმა ჩემთვის თავი „შესწირა“ და მე კვლავ არც ცხელი ვარ მათ მიმართ და არც ცივი. დღეს მათ ჩემ გამო „ყველაფერი გარისკეს“ და მე კვლავ გულგრილი ვარ მათ მიმართ. მე არ ვარ აღტაცებული იმით, რომ ადამიანები მზად არიან სიცოცხლე გაწირონ ჩემთვის და არც სიხარულით ვარ აღვსილი; მე მაინც ჩემი გეგმის შესაბამისად ვაგზავნი მათ საჯალათო მოედანზე. მე ყურადღებას არ ვაქცევ მათ დამოკიდებულებას აღსარების დროს — როგორ შეიძლება ადამიანის გული შეეხოს ჩემს ყინულოვან, ცივ გულს? განა მე კაცობრიობის ერთ-ერთი გრძნობიერი არსება ვარ? მრავალჯერ შევახსენე ადამიანებს, რომ მე არ მაქვს ხორციელი გრძნობები, მაგრამ ისინი მხოლოდ იღიმებიან და სჯერათ, რომ მე უბრალოდ თავაზიანი ვარ. მე ვთქვი, რომ „მე არ ვიცი კაცობრიობის ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფია“, მაგრამ ადამიანებს არასოდეს უფიქრიათ ასე და ამბობდნენ, რომ ჩემი საუბრის გზები ძალიან ბევრია. ადამიანის ამ წარმოდგენის შეზღუდვების გამო მე არ ვიცი, რა ტონით და რა გზით ველაპარაკო ადამიანებს — და ამიტომ, სხვა არჩევანი არ მაქვს, მხოლოდ ის შემიძლია, რომ პირდაპირ ვუთხრა მათ ყველაფერი. სხვა რა შემიძლია გავაკეთო? ადამიანთა საუბრის გზები ძალიან ბევრია — ისინი ამბობენ: „ჩვენ არ უნდა დავეყრდნოთ ჩვენს გრძნობებს, არამედ პრაქტიკაში გამოვიყენოთ სამართლიანობა“, რაც არის ის ლოზუნგი, რომელსაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში გაჰყვიროდნენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი სიტყვების შესაბამისად; ამის ნაცვლად, ისინი მხოლოდ ცარიელ სიტყვებს ამბობენ. ამიტომ, მე ვამბობ, რომ ადამიანებს არ აქვთ უნარი, რომ „სიტყვა და საქმე თანადროულად აღსრულდეს“. თავიანთ გულებში ადამიანებს სჯერათ, რომ ასე მოქმედებით ისინი მე მბაძავენ — თუმცა მე არ მაინტერესებს მათი მიბაძვა, ზიზღით ვარ განწყობილი მის მიმართ. რატომ ჭრიან ადამიანები ყოველთვის იმ ტოტს, რომელზეც სხედან? ნუთუ ძალიან ცოტა მივეცი ადამიანს? რატომ სცემენ ადამიანები ყოველთვის ფარულად თაყვანს სატანას ჩემს ზურგს უკან? თითქოს ისინი ჩემთვის მუშაობენ და ყოველთვიური ხელფასი, რომელსაც მე მათ ვაძლევ, არასაკმარისია მათი ცხოვრების ხარჯების დასაფარად, რის გამოც ისინი სამუშაო საათების მიღმა სხვა სამსახურს ეძებენ თავიანთი შემოსავლის გასაორმაგებლად — რადგან ადამიანთა ხარჯები ძალიან დიდია და, როგორც ჩანს, მათ არ იციან, როგორ იცხოვრონ. ეს მართლაც ასე რომ ყოფილიყო, მე მათ ვთხოვდი, დაეტოვებინათ ჩემი „ქარხანა“. დიდი ხნის წინ ავუხსენი ადამიანს, რომ ჩემთვის მუშაობა არ გულისხმობს რაიმე განსაკუთრებულ მოპყრობას: გამონაკლისის გარეშე, მე ადამიანებს სამართლიანად და გონივრულად ვეპყრობი, ვიყენებ რა სისტემას: „ბევრს იმუშავებ — მეტს მიიღებ, ცოტას იმუშავებ — ნაკლებს მიიღებ, არ იმუშავებ — ვერაფერს მიიღებ“. როდესაც ვსაუბრობ, ვსაუბრობ გულწრფელად და ნათლად; თუ ვინმეს სჯერა, რომ ჩემი „ქარხნის წესები“ ზედმეტად მკაცრია, ისინი დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ, მე გადავიხდი მათ „მგზავრობის საფასურს“ ქალაქგარეთ. მე „ლმობიერი“ ვარ ასეთი ადამიანების მიმართ, მე არ ვაიძულებ მათ დარჩენას. ამ უთვალავ ადამიანს შორის, ნუთუ ვერ ვიპოვიდი ისეთ „მუშაკს“, რომელიც ჩემი განზრახვების შესაბამისი იქნებოდა? ხალხმა არ უნდა შემაფასოს არასათანადოდ! თუ ადამიანები კვლავაც აჯანყდებიან ჩემ წინააღმდეგ და მოისურვებენ სხვაგან „დასაქმებას“, მე არ დავაძალებ მათ — სიამოვნებით გავისტუმრებ მათ თავიანთ გზაზე, სხვა არჩევანი არ მაქვს! განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე ძალიან ბევრი „წესი და რეგულაცია“ მაქვს?

1992 წლის 8 მაისი

წინა:  თავი 38

შემდეგი:  თავი 41

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger