ღვთის საქმე და კაცის პრაქტიკა

კაცთა შორის აღსრულებული ღვთის საქმე განუყოფელია კაცთაგან, რამეთუ ადამიანი არის ამ საქმის ობიექტი და ღმერთის მიერ ქმნილი ერთადერთი არსება, რომელსაც შეუძლია ღმერთის დამოწმება. ადამიანის სიცოცხლე და ყველა მისი საქმიანობა განუყოფელია ღვთისგან, და ყველაფერი ღვთის ხელით კონტროლდება, და შეიძლება ითქვას, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ იარსებებს მისგან დამოუკიდებლად. ვერავინ უარყოფს ამას, რადგან ეს ფაქტია. ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, კაცობრიობის საკეთილდღეოდ არის და მიმართულია სატანის გეგმების წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, ღმერთისგან მოდის, და ღმერთი არის ადამიანის სიცოცხლის წყარო. ამრიგად, ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია ღმერთისგან განშორება. უფრო მეტიც, ღმერთს არასდროს ჰქონია ადამიანისგან განშორების განზრახვა. საქმე, რომელსაც ღმერთი აღასრულებს, მთელი კაცობრიობისთვისაა და მისი აზრები ყოველთვის კეთილია. ადამიანისთვის ღვთის საქმე და აზრები (ანუ ღვთის განზრახვები) ორივე „ხილვაა”, რომელიც ადამიანმა უნდა იცოდეს. ასეთი ხილვები ასევე ღვთის მართვაა და საქმე, რომლის შესრულებაც ადამიანს არ ძალუძს. ამასთანავე, მოთხოვნებს, რომლებსაც ღმერთი ადამიანს უყენებს თავისი საქმის აღსრულებისას, ეწოდება ადამიანის „პრაქტიკა”. ხილვები თავად ღმერთის საქმეა, ანუ მისი განზრახვები კაცობრიობასთან მიმართებაში, რაც წარმოადგენს მისი საქმის მიზნებსა და მნიშვნელობას. ხილვები ასევე შეიძლება ჩაითვალოს მართვის ნაწილად, რადგან ეს მართვა ღვთის საქმეა და მიმართულია ადამიანისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის საქმე, რომელსაც ღმერთი აღასრულებს კაცთა შორის. ეს საქმე არის მტკიცებულება და გზა, რომლითაც ადამიანი ღმერთს ეცნობა და ის უდიდესი მნიშვნელობისაა მისთვის. თუ ღვთის საქმის შეცნობის ნაცვლად ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ მხოლოდ ღვთის მოძღვრებებს ან უმნიშვნელო დეტალებს, მაშინ ისინი უბრალოდ ვერ შეიცნობენ ღმერთს და უფრო მეტიც, არ იქნებიან ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაში. ღვთის საქმეს, რომელიც უაღრესად სასარგებლოა ადამიანის მიერ ღმერთის შესაცნობად, ხილვები ეწოდება. ეს ხილვები არის ღვთის საქმე, ღვთის განზრახვანი და ღვთის საქმის მიზნები და მნიშვნელობა, რომლებიც ადამიანის სასიკეთოდაა მიმართული. პრაქტიკა გულისხმობს იმას, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ღმერთის ქმნილებამ, რომლიც ღმერთს მიჰყვება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ადამიანის მოვალეობაა. ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, არის არა ის, რაც დასაბამიდანვე ესმოდა ადამიანს, არამედ მოთხოვნები, რომლებსაც ღმერთი უყენებს ადამიანს თავისი საქმის აღსრულებისას. ეს მოთხოვნები თანდათან უფრო ღრმა და მაღალი ხდება ღმერთის მოღვაწეობისას. მაგალითად, რჯულის ეპოქაში ადამიანს უნდა ემოქმედა რჯულის შესაბამისად, ხოლო მადლის ეპოქაში მას უნდა ეტვირთა ჯვარი. სამეფოს ეპოქა განსხვავებულია: ადამიანის მოთხოვნები უფრო მაღალია, ვიდრე რჯულის ეპოქასა და მადლის ეპოქაში. რაც უფრო ამაღლებული ხდება ხილვები, მით უფრო იზრდება და უფრო ნათელი და პრაქტიკული ხდება ადამიანის მოთხოვნები. ანალოგიურად, ხილვებიც სულ უფრო პრაქტიკული ხდება. ეს მრავალრიცხოვანი პრაქტიკული ხედვრბი ხელს უწყობს ადამიანის ღვთისადმი მორჩილებას და უფრო მეტიც, მის მიერ ღვთის შემეცნებას.

წინა ეპოქებთან შედარებით, ღვთის საქმე სამეფოს ეპოქაში უფრო რეალისტურია, უფრო მეტად მიმართულია ადამიანის არსისა და მისი ბუნების ცვლილებებისკენ და უფრო მეტად შეუძლია ღვთის დამოწმება მისი ყველა მიმდევრებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამეფოს ეპოქაში, როდესაც ღმერთი აღასრულებს თავის საქმეს, უფრო მეტად ავლენს თავის თავს ადამიანის წინაშე, ვიდრე წარსულში რომელიმე ეპოქაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხილვები, რომლებიც ადამიანმა უნდა იცოდეს, უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ წინა ეპოქაში. იმის გამო, რომ კაცთა შორის აღსრულებულმა ღვთის საქმემ უპრეცედენტოდ დიდი ტერიტორია მოიცვა, სამეფოს ეპოქაში ადამიანისთვის ცნობილი ხილვები ყველაზე მაღალია მართვის მთელი საქმის აღსრულების განმავლობაში. ღვთის საქმემ უპრეცედენტოდ დიდი ტერიტორია მოიცვა და, ამგვარად, ადამიანის მიერ შესაცნობი ხილვები ყველა ხილვას შორის ყველაზე მაღალი გახდა და ადამიანის შესაბამისი პრაქტიკაც უფრო ამაღლებულია, ვიდრე ნებისმიერ წინა ეპოქაში, რადგან ადამიანის პრაქტიკა იცვლება ხილვებთან ერთად და ხილვების სრულყოფილება ასევე აღნიშნავს ადამიანის მოთხოვნების სრულყოფილებას. როგორც კი ღვთის მთელი მართვის საქმე შეწყდება, ადამიანის პრაქტიკაც შეწყდება და ღვთის საქმის გარეშე ადამიანს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ წარსული დროის წესებს მიჰყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წასასვლელი უბრალოდ არსად ექნება. ახალი ხილვების გარეშე ადამიანს ახალი პრაქტიკა არ ექნება; სრულყოფილი ხილვების გარეშე ადამიანის პრაქტიკა სრულყოფილი არ იქნება; უმაღლესი ხილვების გარეშე ადამიანის პრაქტიკა უმაღლესი არ იქნება. ადამიანის პრაქტიკა იცვლება ღვთის კვალდაკვალ და, ანალოგიურად, ადამიანის ცოდნა და გამოცდილებაც იცვლება ღვთის საქმესთან ერთად. როგორი ქმედითიც უნდა იყოს ადამიანი, ის მაინც განუყოფელია ღვთისგან, და თუ ღმერთი ერთი წამით შეწყვეტს მოღვაწეობას, ადამიანი მაშინვე მოკვდება მისი რისხვისგან. ადამიანს არაფერი აქვს საამაყო, რადგან რაც უნდა დიდი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდეს ადამიანს დღეს, ის განუყოფელია ღვთის საქმისგან, რადგან ადამიანის პრაქტიკა და ის, რომ ისწრაფოდეს ღმერთისადმი რწმენით, განუყოფელია ხილვებისგან. ღვთის საქმის ყოველი გამოვლინება შეიცავს ხილვებს, რომლებიც ადამიანმა უნდა იცოდეს და მათზე მიყოლა ადამიანს შესაბამის მოთხოვნებს უყენებს. ამ ხილვების გარეშე, რომლებიც საფუძველს წარმოადგენენ, ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა პრაქტიკაში განხორციელებას და ვერ იმას, რომ მტკიცედ მიჰყოლოდა ღმერთს. თუ ადამიანი არ იცნობს ღმერთს ან არ ესმის ღვთის განზრახვანი, მაშინ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ამაოა და ვერ იქნება მოწონებული ღვთის მიერ. რაც უნდა მრავალი ნიჭით იყოს ადამიანი დაჯილდოვებული, ის მაინც ვერ იარსებებს ღვთის საქმისა და გზამკვლეობის გარეშე. რაც უნდა კარგი ან მრავალრიცხოვანი იყოს ადამიანის საქმეები, ისინი მაინც ვერ ჩაანაცვლებენ ღვთის საქმეს. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ არის ადამიანური პრაქტიკა გამიჯნული ხილვებისგან. მათ, ვისთვისაც საერთოდ მიუღებელია ახალი ხილვები, ახალი პრაქტიკა არ აქვთ. მათ პრაქტიკას არანაირი კავშირი არ აქვს ჭეშმარიტებასთან, რადგან ისინი იცავენ წესებს და მკვდარ რჯულს; მათ არ აქვთ ახალი ხილვები და, შედეგად, ისინი პაქტიკაში არ ახორციელებენ ახალ ეპოქას. მათ დაკარგეს ხილვები და ამით დაკარგეს სულიწმიდის საქმე და ჭეშმარიტება. ისინი, ვისაც ჭეშმარიტება აკლია, აბსურდის მიმდევრები და სატანის განსახიერება არიან. როგორი ადამიანებიც არ უნდა იყვნენ, მათ არ ძალუძთ ღვთის საქმის ხილვების გარეშე ყოფნა და სულიწმიდის თანამყოფობის მოკლება. როგორც კი ადამიანი კარგავს ხილვებს, ის მყისიერად ეშვება ჯოჯოხეთში და სიბნელეში ცხოვრობს. ხილვების გარეშე ისინი არიან, ვინც დაბნეულად მიჰყვებიან ღმერთს; ისინი მოკლებულნი არიან სულიწმიდის საქმეს და ჯოჯოხეთში ცხოვრობენ. ასეთი ადამიანები არ მისდევენ ჭეშმარიტებას და ღვთის სახელს აბრასავით ჰკიდებენ. მან, ვინც არ იცნობს სულიწმიდის საქმეს, განკაცებულ ღმერთსა და ღვთის მართვის საქმის სამ ეტაპს, მან არ იცის ხილვები და ჭეშმარიტება აკლია. და განა ყველა, ვისაც ჭეშმარიტება აკლია, ბოროტმოქმედი არ არის? ისინი, ვინც მზად არიან, განახორციელონ ჭეშმარიტება პრაქტიკაში, ისწრაფვოდნენ ღვთის შესაცნობად და ღმერთთან ჭეშმარიტად თანამშრომლობენ, არიან ადამიანები, ვისთვისაც ხილვები საფუძველს წარმოადგენს. ღმერთი მათ იწონებს, რადგან ისინი ღმერთთან თანამშრომლობენ და სწორედ ეს თანამშრომლობა უნდა განახორციელოს ადამიანმა პრაქტიკაში.

ხილვები პრაქტიკის მრავალ გზას მოიცავს. ადამიანის პრაქტიკული მოთხოვნებიც ხილვებშია წარმოდგენილი ისევე, როგორც ღვთის საქმე, რომელიც ადამიანმა უნდა იცოდეს. წარსულში სხვადასხვა ადგილას გამართულ სპეციალურ ან გრანდიოზულ შეკრებებზე პრაქტიკის გზის მხოლოდ ერთ ასპექტს განიხილავდნენ. ეს იყო პრაქტიკა, რომელიც მადლის ეპოქაში უნდა განხორციელებულიყო და ღვთის შეცნობასთან ცოტა რამ ჰქონდა საერთო, რადგან მადლის ეპოქის ხილვა მხოლოდ იესოს ჯვარცმის ხილვა იყო და უფრო დიდი ხილვები არ არსებობდა. ადამიანს მხოლოდ ჯვარცმის გზით კაცობრიობის გამოსყიდვის საქმე უნდა სცოდნოდა და, შესაბამისად, მადლის ეპოქაში სხვა ხილვები არ არსებობდა, რომ ადამიანს სცოდნოდა. ამრიგად, ადამიანს ღმერთის შესახებ მხოლოდ მწირი ცოდნა ჰქონდა და იესოს სიყვარულით აღსავსე სიკეთისა და წყალობის შესახებ ცოდნის გარდა, მას მხოლოდ რამდენიმე მარტივი და საცოდავი რამ დარჩა პრაქტიკაში განსახორცილებლად, რაც დღევანდელობისგან შორს არის. წარსულში შეკრების ფორმის მიუხედავად, ადამიანს არ შეეძლო ღვთის საქმის პრაქტიკულ ცოდნაზე საუბარი, მით უმეტეს, ვინმეს არ შეეძლო ნათლად ეთქვა, პრაქტიკის რომელი გზა იყო ყველაზე შესაფერისი ადამიანისთვის. ადამიანმა მოთმინებისა და თავშეკავების საფუძველს მხოლოდ რამდენიმე მარტივი დეტალი დაამატა; მისი პრაქტიკის არსი უცვლელი დარჩა, რადგან იმ ეპოქაში ღმერთმა არ აღასრულა რაიმე ახალი საქმე და მოთხოვნები, რასაც ის ადამიანს უყენებდა, იყო მხოლოდ მოთმინება და თავშეკავება ანუ ჯვრის ტვირთვა ასეთი პრაქტიკის გარდა, არ არსებობდა იესოს ჯვარცმაზე უფრო ამაღლებული ხილვები. წარსულში სხვა ხილვები არ იყო ნახსენები, რადგან ღმერთი დიდ საქმეს არ აღასრულებდა და ადამიანს მხოლოდ შეზღუდულ მოთხოვნებს უყენებდა. ამრიგად, რაც არ უნდა გაეკეთებინა ადამიანს, მას არ შეეძლო ამ საზღვრების გადალახვა; ის უბრალოდ მარტივად და ზედაპირულად ახორციელებდა პრაქტიკაში. დღეს მე უფრო მეტ ხილვაზე ვსაუბრობ, რადგან დღეს უფრო მეტი საქმე აღსრულდა – საქმე, რომელიც გაცილებით აღემატება რჯულის ეპოქასა და მადლის ეპოქაში აღსრულებულ საქმეს. ადამიანის მიმართ წაყენებული მოთხოვნები ასევე რამდენჯერმე მეტია, ვიდრე გასულ ეპოქებში. თუ ადამიანს არ შეუძლია ასეთი საქმის სრულად შეცნობა, მას მცირე ღირებულება ექნება. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს გაუჭირდება ასეთი საქმის სრულად შეცნობა, თუ მთელ ცხოვრებას არ მიუძღვნის მას. დამორჩილების საქმეში მხოლოდ პრაქტიკის გზაზე საუბრის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის დამორჩილება. მხოლოდ ხილვების ხსენება ადამიანის მიმართ რაიმე მოთხოვნის წაყენების გარეშე ადამიანის დამორჩილებას შეუძლებელს გახდიდა. თუ მხოლოდ პრაქტიკის გზაზე ვისაუბრებდით, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის აქილევსის ქუსლის პოვნა ან ადამიანის წარმოდგენების გაქარწყლება და, შესაბამისად, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის სრულად დამორჩილება. ხილვები ადამიანის დამორჩილების მთავარი იარაღია; თუმცა, თუ ხილვების გარდა, პრაქტიკის განხორციელების გზა არ იქნებოდა, ადამიანი ვერ შეძლებდა, მას მიჰყოლოდა და, მით უმეტეს, ვერ მოახერხებდა მასში მონაწილეობას. ეს არის ღვთის საქმის პრინციპი თავიდან ბოლომდე: ხილვები მოიცავს იმას, რაც შეიძლება განხორციელდეს პრაქტიკაში და, ასევე, პრაქტიკის მიღმა არსებობს ხილვები. ადამიანის ცხოვრებასა და ბუნებაში ცვლილებებს თან ახლავს ხილვების ცვლილებები. თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ ძალისხმევას დაეყრდნობა, მისთვის შეუძლებელი იქნება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების მიღწევა. ხილვები მეტყველებს თავად ღმერთის საქმესა და მართვაზე. პრაქტიკა აღნიშნავს ადამიანის პრაქტიკის გზას და ადამიანის არსებობის წესს. ღვთის მიერ მართვის ჭრილში ხილვებსა და პრაქტიკას შორის ურთიერთკავშირი არის ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა. თუ ხილვებს ამოვიღებდით, ან თუ მათზე პრაქტიკის ხსენების გარეშე ვისაუბრებდით, ან თუ მხოლოდ ხილვები იარსებებდა და ადამიანის პრაქტიკა აღმოიფხვრებოდა, ასეთი რამ ღვთის მართვად ვერ ჩაითვლებოდა, მით უმეტეს, რომ ღვთის საქმის აღსრულება კაცობრიობისთვის ხდება. ამრიგად, არა მხოლოდ ადამიანს აღარ ექნებოდა მოვალეობა, არამედ ღვთის საქმის მიზანიც უარყოფილი იქნებოდა. თუ ადამიანს თავიდან ბოლომდე მხოლოდ პრაქტიკაში განხორციელება მოეთხოვებოდა ღვთის საქმეში მონაწილეობის გარეშე და მით უმეტეს, თუ ადამიანს არ მოეთხოვებოდა ღვთის საქმის ცოდნა, მაშინ კიდევ უფრო გამართლებული იქნებოდა, ასეთი საქმეს ღვთის მმართველობა ეწოდოს. თუ ადამიანს არ ეცოდინებოდა ღმერთი, მისი განზრახვები და უბრალოდ ბრმად და ბუნდოვნად განახორცილებდა რაიმეს პრაქტიკაში, ის ვერასდროს გახდებოდა ღვთის ქმნილება, რომელიც სრულად შეესაბამება სტანდარტებს. ამიტომ, ეს ორი რამ აუცილებელია. თუ მხოლოდ ღვთის საქმე იქნებოდა ანუ მხოლოდ ხილვები ადამიანის მხრიდან თანამშრომლობისა და პრაქტიკის გარეშე, ამას ღვთის მმართველობას ვერ ვუწოდებდით. თუ მხოლოდ ადამიანის პრაქტიკა და მონაწილეობა იქნებოდა, შესვლის უმაღლესი გზაც კი ვერაფერს გახდებოდა. ადამიანის მონაწილეობა თანდათან უნდა შეიცვალოს საქმისა და ხედვების შესაბამისად. მისი თვითნებურად შეცვლა შეუძლებელია. ადამიანის პრაქტიკის პრინციპები არის არა შეუზღუდავი, არამედ გარკვეულ ფარგლებში მოქცეული. ასეთი პრინციპები იცვლება საქმის ხედვების კვალდაკვალ. მაშასადამე, ღვთის მიერ მართვა საბოლოო ჯამში, ღვთის საქმესა და ადამიანის პრაქტიკამდე დადის.

მართვის საქმე მხოლოდ კაცობრიობის გამო გაჩნდა და, შესაბამისად, ის მხოლოდ კაცობრიობის არსებობამ განაპირობა. კაცობრიობამდე მართვა არ არსებობდა, ისევე როგორც დასაბამისას, როდესაც ცა და დედამიწა და ყოველივე შეიქმნა. თუ ღვთის მთელი საქმე ადამიანისთვის სასარგებლოს არაფერს შეიცავდა ანუ თუ ღმერთი არ წაუყენებდა შესაბამის მოთხოვნებს გახრწნილ კაცობრიობას (თუ ღვთის მიერ შესრულებული საქმე არ უზრუნველყოფდა ადამიანის პრაქტიკისთვის შესაფერის გზას), მაშინ ასეთ საქმეს ღვთის მმართველობას ვერ ვუწოდებთ. თუ ღვთის მთელი საქმე მხოლოდ იმას მოიცავდა, რომ გახრწნილი კაცობრიობისთვის პრაქტიკასთან დაკავშირებით მითითებები მიეცა და ღმერთი არ შეასრულებდა თავის გეგმებს და არ გამოავლენდა თავისი ყოვლისშემძლეობისა და სიბრძნის ნატამალსაც კი და რაც უნდა დიდი ყოფილიყო ღვთის მოთხოვნები ადამიანის მიმართ, რაც უნდა დიდხანს ეცხოვრა ღმერთს ადამიანთა შორის, ადამიანმა არაფერი იცოდა ღვთის ხასიათის შესახებ; მაშინ ასეთ საქმეს კიდევ უფრო მეტად ვერ ვუწოდებთ ღვთის მმართველობას. მარტივად რომ ვთქვათ, მართვის საქმე არის ღვთის მიერ აღსრულებული საქმე და ღვთის განკარგულებით ღვთისადმი მინდობილი ადამიანების მიერ შესრულებული ყველა საქმე. ეს საქმე შეიძლება შევაჯამოთ, როგორც მართვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის საქმეს კაცთა შორის, ისევე, როგორც მასთან ყველა მისი მიმდევრის თანამშრომლობას, ერთობლივად მართვა ეწოდება. აქ ღვთის საქმეს ხილვები ეწოდება, ხოლო ადამიანის თანამშრომლობას – პრაქტიკა. რაც უფრო მაღალია ღვთის საქმე (ანუ – რაც უფრო მაღალია ხილვები), მით უფრო ნათლად ეცხადება ადამიანს ღვთის ნება, მით უფრო მეტად ეწინააღმდეგება ის ადამიანის წარმოდგენებს და მით უფრო მაღალ დონეს აღწევს ადამიანის პრაქტიკა და თანამშრომლობა. რაც უფრო მაღალია ადამიანის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, მით უფრო წინააღმდეგობაშია ღვთის საქმე ადამიანურ წარმოდგენებთან, რის შედეგადაც ადამიანის განსაცდელი და მის მიერ დასაკმაყოფილებელი სტანდარტები უფრო იზრდება. ამ საქმის დასრულების შემდეგ ყველა ხილვა დასრულდება და ის, რაც ადამიანმა უნდა განახორციელოს პრაქტიკაში, მიაღწევს სრულყოფილების უმაღლეს ხარისხს. ეს ასევე იქნება დრო, როდესაც ყოველივე დახარისხდება მათი გვარისამებრ, რადგან ის, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს, ადამიანს გამოეცხადება. ამრიგად, როდესაც ხილვები კულმინაციას მიაღწევს, საქმე შესაბამისად მიუახლოვდება თავის დასასრულს, და ადამიანური პრაქტიკაც მიაღწევს თავის ზენიტს. ადამიანური პრაქტიკა დაფუძნებულია ღვთის საქმეზე და ღვთის მმართველობა მთლიანად გამოიხატება მხოლოდ ადამიანის პრაქტიკითა და თანამშრომლობით. ადამიანი ღვთის საქმის თვალსაჩინოებაა, ღვთის მთელი მართვის საქმის ობიექტი და პროდუქტი. თუ ღმერთი მარტო იღვაწებდა, ადამიანთან თანამშრომლობის გარეშე, არაფერი იქნებოდა, რაც მისი საქმის განსახიერებას წარმოადგენდა და მაშინ ღვთის მიერ მართვას არავითარი მნიშვნელობაც კი არ ექნებოდა. მხოლოდ ღვთის საქმის გამოსახატავად და მისი ყოვლისშემძლეობისა და სიბრძნის დასამტკიცებლად ამ საქმის გარდა შესაფერისი ობიექტების არჩევით ღმერთს შეუძლია, მიაღწიოს თავისი მართვის მიზანს და მთელი ამ საქმის გამოყენებით სრულად დაამარცხოს სატანა. ამიტომ, ადამიანი ღვთის მართვის საქმის განუყოფელი ნაწილია და მხოლოდ მისი მეშვობით შეიძლება ღვთის მიერ მართვამ ნაყოფი გამოიღოს და მიაღწიოს მის საბოლოო მიზანს; ადამიანის გარდა, სიცოცხლის არცერთ სხვა ფორმას არ შეუძლია ამ როლის შესრულება. თუ ადამიანი ნამდვილად განასახიერებს ღვთის მართვის საქმეს, გარყვნილმა კაცობრიობამ მთლიანად უნდა განაგდოს ეს ამბოხება. ეს მოითხოვს ადამიანისთვის სხვადასხვა დროს შესაფერისი პრაქტიკის უზრუნველყოფასა და კაცთა შორის ღვთის მიერ შესაბამისი საქმის აღსრულებას. მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ის, რომ საბოლოოდ მივიღებთ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ღვთის მართვის საქმის განსახიერება იქნება. ღვთის საქმეს კაცთა შორის არ შეუძლია დაამოწმოს თვით ღმერთი მხოლოდ ღვთის საქმით. ასეთი დამოწმების მისაღწევად აუცილებელია მისი საქმისთვის შესაფერისი ცოცხალი ადამიანებიც. ღმერთი პირველ რიგში ამ ადამიანებზე იმუშავებს, რომელთა მეშვეობითაც მისი საქმე გამოიხატება, და ამგვარად, მისი ასეთი დამოწმობა გავრცელდება მის ქმნილებებს შორის და ამით ღმერთი მიაღწევს თავისი საქმის მიზანს. ღმერთი მარტო არ იღწვის სატანის დასამარცხებლად, რადგან მას არ შეუძლია უშუალოდ დაამოწმოს საკუთარი თავი ყოველივე ქმნილებას შორის. თუ ის ამას გააკეთებდა, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის სრულად დარწმუნება. ამიტომ, ღმერთმა უნდა დაიმორჩილოს ადამიანი მასზე მუშაობით და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მოიპოვოს მოწმობა ყველა ქმნილებას შორის. თუ ღმერთი გააგრძელებდა მოქმედებას ადამიანთან თანამშრომლობის გარეშე ან თუ არ მოსთხოვდა მათ ამას, მაშინ ადამიანი ვერასდროს შეძლებდა ღვთის ბუნების შეცნობას და სამუდამოდ უცნობი იქნებოდა მისთვის ღვთის განზრახვები; ასეთ შემთხვევაში ამას ვერ ვუწოდებდით ღვთის მართვის საქმეს. ადამიანი რომ მიილტვოდეს, ესწრაფვოდეს და ბევრს შრომობდეს ღვთის საქმის შეცნობის გარეშე, მაშინ ის უბრალოდ ფუჭად გაირჯებოდა. სულიწმინდის საქმის გარეშე რასაც ადამიანი აკეთებს, სატანისეულია. ეს არის ურჩობა და ბოროტმოქმედება; სატანა ვლინდება ყოველივე იმაში, რასაც გარყვნილი კაცობრიობა სჩადის. ღვთის მიერ ნათქვამი არაფერია ხილვებთან და პრაქტიკასთან დაკავშირებული. ხილვების საფუძველზე ადამიანი პოულობს პრაქტიკისა და მორჩილების გზას, გვერდზე გადადებს თავის წარმოდგენებს და იძენს იმას, რაც მანამდე არ გააჩნდა. ღმერთი მოითხოვს ადამიანისგან, რომ მასთან ითანამშრომლოს, სრულად დაემორჩილოს მის მოთხოვნებს, ხოლო ადამიანი ითხოვს, იხილოს თავად ღვთის მიერ აღსრულებული საქმე, დააფასოს ღვთის ყოვლისშემძლეობა და შეიცნოს ღვთის ბუნება. რომ შევაჯამოთ, ეს ყოველივე არის ღვთის მმართველობა. ღვთის კავშირი ადამიანთან არის მართვა და ეს არის უდიდესი მართვა.

ის, რაც ხილვებს უკავშირდება, უპირველესად თავად ღვთის საქმეს ეხება, ხოლო ის, რაც პრაქტიკას უკავშირდება, ადამიანმა უნდა შეასრულოს და ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. ღვთის საქმეს თავად ღმერთი ასრულებს, ხოლო ადამიანის პრაქტიკას თავად ადამიანი ახორციელებს. ის, რაც თავად ღმერთმა უნდა აღასრულოს, არ საჭიროებს ადამიანის მიერ შესრულებას, ხოლო ის, რაც ადამიანმა უნდა განახორციელოს პრაქტიკაში, ღმერთთან კავშირში არ არის. ღვთის საქმე მისივე მსახურებაა და ადამიანთან კავშირი არ აქვს. ეს საქმე არ საჭიროებს ადამიანის მიერ შესრულებას და, უფრო მეტიც, ადამიანი ვერც შეძლებდა იმ საქმის შესრულებას, რომელიც ღმერთმა უნდა აღასრულოს. ის, რაც ადამიანს პრაქტიკაში განსახორციელებლად მოეთხოვება, ადამიანმა უნდა შეასრულოს, თუნდაც ეს მისი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებას ნიშნავდეს, ან სატანისთვის მის გადაცემას, რათა მტკიცედ იდგეს თავის მოწმობაში — ეს ყოველივე ადამიანმა უნდა შეასრულოს. თავად ღმერთი ასრულებს მთელ საქმეს, რაც მან უნდა აღასრულოს, ხოლო ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, ადამიანისთვის ხდება ცხადი და დარჩენილი საქმე ადამიანს რჩება შესასრულებლად. ღმერთი არ აღასრულებს დამატებით საქმეს; იგი მხოლოდ იმ საქმეს აკეთებს, რასაც მისი მსახურება მოიცავს, ადამიანს მხოლოდ გზას უჩვენებს, მხოლოდ გზის გახსნის საქმეს ასრულებს და არა გზის გაკვალვის საქმეს. ეს ყველას უნდა ესმოდეს. ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელებას ნიშნავს და ეს ყოველივე ადამიანის მოვალეობაა, ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს და ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუ ადამიანი მოითხოვს, რომ ღმერთმაც დაითმინოს ტანჯვა და გაიაროს გამოწრთობა ჭეშმარიტებაში ისევე, როგორც ადამიანმა, მაშინ ადამიანი ურჩობას იჩენს. ღვთის საქმე მისი მსახურების შესრულებაა, ხოლო ადამიანის მოვალეობაა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილოს ღვთის წინამძღოლობას. ის, რასაც ადამიანმა უნდა მიაღწიოს, თავად უნდა შეასრულოს მიუხედავად იმისა, თუ რა გზით მოქმედებს ან ცხოვრობს ღმერთი. მხოლოდ თავად ღმერთს შეუძლია ადამიანს მოთხოვნები წაუყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ თავად ღმერთია უფლებამოსილი, ადამიანს მოთხოვნები წაუყენოს. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს არავითარი არჩევანი და არაფერი არ უნდა აკეთოს გარდა იმისა, რომ სრულად დაემორჩილოს ღმერთს და პრაქტიკაში განახორციელოს; ეს არის ის გონიერება, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს. როგორც კი ის საქმე, რომელიც თავად ღმერთმა უნდა აღასრულოს, დასრულდება, ადამიანი ვალდებულია, რომ იგი ეტაპობრივად გაიაროს. თუ საბოლოოდ, როდესაც ღვთის მთელი მართვა დასრულდება, ადამიანს ჯერ კიდევ არ ექნება შესრულებული ის, რასაც ღმერთი მოითხოვს, მაშინ ის უნდა დაისაჯოს. თუ ადამიანი არ ასრულებს ღვთის მოთხოვნებს, მაშინ ეს ადამიანის ურჩობაა; ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი საკმაოდ გულმოდგინებით არ მიუდგა თავის საქმეს. ყველა, ვისაც არ შეუძლია ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელება, ღვთის მოთხოვნების შესრულება, თავდადების გამოჩენა და საკუთარი მოვალეობის შესრულება, დაისჯება. დღეს ის, რის მიღწევაც თქვენ მოგეთხოვებათ, დამატებითი მოთხოვნები კი არ არის, არამედ ადამიანის მოვალეობაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა შეასრულოს. თუ თქვენ საკუთარი მოვალეობის შესრულებაც კი არ ძალგიძთ ან მისი ჯეროვნად შესრულება არ ხელგეწიფებათ, განა ამით საკუთარ თავს არ უქმნით პრობლემებს? განა სიკვდილს არ ეძიებთ? როგორღა შეგიძლიათ კვლავაც გქონდეთ მომავლისა და პერსპექტივის იმედი? ღვთის საქმე კაცობრიობის გულისთვის სრულდება, ხოლო ადამიანის თანამშრომლობა ღვთის მართვის გულისთვის ხორციელდება. მას შემდეგ, რაც ღმერთი აღასრულებს ყოველივეს, რაც უნდა აღასრულოს, ადამიანს მოეთხოვება, დაუშურებლად განახორციელოს პრაქტიკა და ითანამშრომლოს ღმერთთან. ღვთის საქმეში ადამიანმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, უნდა გაიღოს თავი და არ უნდა მიეცეს მრავალრიცხოვან წარმოდგენებს ან უმოქმედოდ იჯდეს და სიკვდილს ელოდოს. ღმერთს შეუძლია საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღოს ადამიანისთვის, მაშ, რატომ არ შეუძლია ადამიანს, მიუძღვნას თავი ღმერთს? ღმერთი ერთი გულითა და გონებით არის განწყობილი ადამიანის მიმართ, მაშ, რატომ არ შეუძლია ადამიანს მცირედი თანამშრომლობაის გაწევა? ღმერთი კაცობრიობისთვის იღწვის, მაშ, რატომ არ შეუძლია ადამიანს შეასრულოს თავისი მოვალეობის ნაწილი ღვთის მართვის გულისთვის? ღვთის საქმე აქამდე მოვიდა, მაგრამ თქვენ მაინც ხედავთ და არ მოქმედებთ, გესმით და არ ინძრევით. განა ასეთი ადამიანები წარწყმედის ობიექტები არ არიან? ღმერთმა უკვე მიუძღვნა თავისი ყოველივე ადამიანს, მაშ, რატომ არ შეუძლია დღეს ადამიანს გულმოდგინედ შეასრულოს რაიმე მოვალეობა? ღმერთისთვის მისი საქმე უპირველესი პრიორიტეტია და მისი მართვის საქმე უდიდესი მნიშვნელობისაა. ადამიანისთვის ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელება და ღვთის მოთხოვნების შესრულება მისი უპირველესი პრიორიტეტია. ეს თქვენ ყველას უნდა გესმოდეთ. თქვენთვის ნათქვამმა სიტყვებმა თქვენი არსის სიღრმემდე მიაღწია და ღვთის საქმე კი უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ ესმის ამ გზის ჭეშმარიტება თუ სიყალბე; ისინი კვლავაც ელიან და აკვირდებიან და არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ნაცვლად ამისა, ისინი აკვირდებიან ღვთის თითოეულ სიტყვასა და ქმედებას, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რას ჭამს და იცვამს იგი და მათი წარმოდგენები სულ უფრო მძიმდება. განა ასეთი ადამიანები არაფრისგან არ ტეხენ აურზაურს? როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც ღმერთს ეძიებს? და როგორ შეიძლება იყვნენ ისინი, ვისაც ღვთისადმი დამორჩილების განზრახვა აქვს? მათ თავიანთი თავდადება და მოვალეობა უკანა პლანზე გადაიტანეს და ნაცვლად ამისა, ღვთის ადგილსამყოფელზე არიან კონცენტრირებულნი. ისინი მართლაც საძულველნი არიან! თუ ადამიანმა გაიგო ყველაფერი, რაც უნდა გაეგო და პრაქტიკაში განახორციელა ყველაფერი, რაც პრაქტიკაში უნდა განეხორციელებინა, მაშინ ღმერთი უთუოდ უბოძებს მას თავის კურთხევას, რამეთუ ის, რასაც იგი ადამიანისგან მოითხოვს, ადამიანის მოვალეობაა და ის ადამიანმა უნდა შეასრულოს. თუ ადამიანს არ შესწევს უნარი, ჩაწვდეს იმას, რაც უნდა გაეგო და არ შეუძლია პრაქტიკაში განახორციელოს ის, რაც პრაქტიკაში უნდა განეხორციელებინა, მაშინ ადამიანი დაისჯება. ისინი, რომლებიც არ თანამშრომლობენ ღმერთთან, ღვთის მტრები არიან; ისინი, რომლებიც არ იღებენ ახალ საქმეს, მის მიმართ წინააღმდეგობას იჩენენ, თუნდაც ასეთი ადამიანები არ აკეთებდნენ ისეთ რამეს, რაც აშკარად ეწინააღმდეგება მას. ყველა, ვინც პრაქტიკაში არ ახორციელებს ღვთის მიერ მოთხოვნილ ჭეშმარიტებას, განზრახ ეწინააღმდეგება და ურჩობას იჩენს ღვთის სიტყვების მიმართ, თუნდაც ასეთი ადამიანები განსაკუთრებულ „დაინტერესებას“ იჩენდნენ სულიწმიდის საქმის მიმართ. ადამიანები, რომლებიც არ არიან მორჩილნი ან დამორჩილებულნი, ამბოხებულნი არიან და ისინი ღვთის წინააღმდეგ გამოდიან. ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ თანამშრომლობენ ღმერთთან, ხოლო ადამიანები, რომლებიც არ თანამშრომლობენ ღმერთთან, არ იღებენ სულიწმიდის საქმეს.

როდესაც ღვთის საქმე გარკვეულ წერტილს აღწევს და მისი მართვა გარკვეულ ეტაპამდე მიდის, ყველა ის ადამიანი, ვინც მის განზრახვებს შეესაბამებიან, ახერხებს მისი მოთხოვნების შესრულებას. ღმერთი ადამიანს მოთხოვნებს უყენებს საკუთარი სტანდარტების მიხედვით და იმის მიხედვით, რისი მიღწევაც ადამიანს ძალუძს. თავის მართვაზე საუბრისას იგი ასევე უჩვენებს ადამიანს გზას და აძლებს მას არსებობის გზას. ღვთის მართვა და ადამიანის პრაქტიკა საქმის ერთი და იმავე ეტაპის ნაწილია და ერთდროულად ხორციელდება. ღვთის მართვაზე საუბარი დაკავშირებულია ადამიანის ხასიათის ცვლილებებთან, ხოლო საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რა ცვლილებები უნდა მოხდეს მის ხასიათში, დაკავშირებულია ღვთის საქმესთან; არ არსებობს დრო, როდესაც ეს ორი შეიძლება ერთმანეთისგან განცალკევდეს. ადამიანის პრაქტიკა ეტაპობრივად იცვლება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის მიმართ ღვთის მოთხოვნები იცვლება და ღვთის საქმეც მუდმივად იცვლება და წინ მიიწევს. თუ ადამიანის პრაქტიკა წესებითაა შემოფარგლული, ეს ამტკიცებს, რომ იგი მოკლებულია ღვთის საქმესა და წინამძღოლობას; თუ ადამიანის პრაქტიკა არასოდეს იცვლება ან არ ღრმავდება, მაშინ ეს ამტკიცებს, რომ ის ადამიანის ნებით ხორციელდება და არაჭეშმარიტი პრაქტიკაა; თუ ადამიანს არ აქვს გზა, რომელსაც უნდა გაჰყვეს, მაშინ იგი უკვე ჩავარდა სატანის ხელში და სატანის მიერ კონტროლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ბოროტი სულები აკონტროლებენ. თუ ადამიანის პრაქტიკა არ გაღრმავდება, მაშინ ღვთის საქმე არ განვითარდება და თუ ღვთის საქმეში არ იქნება ცვლილება, მაშინ ადამიანის შესვლა შეჩერდება; ეს გარდაუვალია. ღვთის მთელი საქმის განმავლობაში, ადამიანი მუდამ იეჰოვას რჯულს რომ იცავდეს, მაშინ ღვთის საქმე წინ ვერ წავიდოდა, მით უმეტეს, შეუძლებელი იქნებოდა მთელი ეპოქის დასრულება. ადამიანი მუდამ ჯვრის ერთგული რომ რჩებოდეს და მოთმინებასა და თავმდაბლობას ახორციელებდეს პრაქტიკაში, მაშინ ღვთის საქმის შემდგომი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ექვსიათასწლოვანი მართვა უბრალოდ ვერ დასრულდება იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მხოლოდ რჯულს იცავენ ან მხოლოდ ჯვრის ერთგულნი რჩებიან და მოთმინებასა და თავმდაბლობას ახორციელებენ პრაქტიკაში. ნაცვლად ამისა, ღვთის მართვის მთელი საქმე დასრულდება უკანასკნელი დღეებში იმ ადამიანთა შორის, რომლებიც იცნობენ ღმერთს, რომლებიც გამოხსნილნი არიან სატანის კლანჭებიდან და რომლებმაც სრულად დააღწიეს თავი სატანის გავლენას. ეს არის ღვთის საქმის გარდაუვალი მიმართულება. რატომ ამბობენ, რომ რელიგიურ ეკლესიებში მყოფთა პრაქტიკა მოძველებულია? იმიტომ, რომ ის, რასაც ისინი პრაქტიკაში ახორციელებენ, მოწყვეტილია დღევანდელ საქმეს. მადლის ეპოქაში ის, რასაც ისინი პრაქტიკაში ახორციელებდნენ, სწორი იყო, მაგრამ ეპოქის დამთავრებასა და ღვთის საქმის შეცვლასთან ერთად, მათი პრაქტიკა თანდათან მოძველდა. იგი ჩამოიტოვა ახალმა საქმემ და ახალმა ნათელმა. თავდაპირველ საფუძველზე დაყრდნობით სულიწმიდის საქმემ ახალ სიღრმეებს მიაღწია. თუმცა ეს ადამიანები კვლავ ღვთის საქმის თავდაპირველ ეტაპზე რჩებიან ჩარჩენილნი და კვლავ ძველ პრაქტიკასა და ძველ ნათელს ებღაუჭებიან. ღვთის საქმე შეიძლება დიდად შეიცვალოს სამ ან ხუთ წელიწადში; მაშ, განა კიდევ უფრო დიდი გარდაქმნები არ მოხდებოდა 2000 წლის განმავლობაში? თუ ადამიანს არ აქვს ახალი ნათელი ან პრაქტიკა, ეს ნიშნავს, რომ იგი ფეხს ვერ უწყობს სულიწმიდის საქმეს და ეს ადამიანის მარცხია. ღვთის ახალი საქმის არსებობა არ შეიძლება უარყოფილ იქნას იმის გამო, რომ დღეს ისინი, ვისაც ადრე სულიწმიდის საქმე ჰქონდათ, კვლავ მოძველებულ პრაქტიკას იცავენ. სულიწმიდის საქმე მუდამ წინ მიიწევს და ყველა, ვინც სულიწმიდის დინებას მიჰყვება, ასევე ეტაპობრივად უნდა მიიწევდეს წინ და იცვლებოდეს. ისინი არ უნდა გაჩერდნენ ერთ ეტაპზე. მხოლოდ ისინი, ვინც არ იცნობენ სულიწმიდის საქმეს, შეჩერდებოდნენ მის თავდაპირველ საქმეზე და არ მიიღებდნენ სულიწმიდის ახალ საქმეს. მხოლოდ ისინი, ვინც ამბოხებულნი არიან, ვერ შეძლებდნენ სულიწმიდის საქმის მოპოვებას. თუ ადამიანის პრაქტიკა ფეხს არ უწყობს სულიწმიდის ახალ საქმეს, მაშინ ის უთუოდ მოწყვეტილია ამჟამინდელ საქმეს და უთუოდ კონფლიქტშია მათან. ასეთ მოძველებულ ადამიანებს უბრალოდ არ ძალუძთ ღვთის ნების შესრულება, მით უმეტეს, ვერ გახდებიან ისინი, რომლებიც საბოლოოდ მტკიცედ იდგებიან ღვთისადმი თავიანთ მოწმობაში. უფრო მეტიც, მართვის მთელი საქმე ვერ დასრულდებოდა ადამიანთა ასეთ ჯგუფს შორის. თუ მათ, ვინც ოდესღაც იეჰოვას რჯულს იცავდა და ვინც ოდესღაც ჯვრისთვის იტანჯებოდა, არ ძალუძთ მიიღონ უკანასკნელი დღეების საქმის ეტაპი, მაშინ ყოველივე, რაც მათ გააკეთეს, ამაო და უსარგებლო იქნება. სულიწმიდის საქმის ყველაზე ნათელი გამოვლინება აწმყოს მიღებაა და არა წარსულზე ჩაბღაუჭება. ისინი, რომლებმაც ფეხი ვერ აუწყვეს დღევანდელ საქმეს და რომლებიც მოწყდნენ დღევანდელ პრაქტიკას, არიან ისინი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და არ იღებენ სულიწმიდის საქმეს. ასეთი ადამიანები ეწინააღმდეგებიან ღვთის ამჟამინდელ საქმეს. თუმცა ისინი წარსულის ნათელს ებღაუჭებიან; არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ისინი არ იცნობენ სულიწმიდის საქმეს. რატომ არის ამდენი საუბარი ადამიანის პრაქტიკის ცვლილებებზე, წარსულისა და დღევანდელობის პრაქტიკას შორის არსებულ განსხვავებებზე, იმაზე, თუ როგორ ხორციელდებოდა პრაქტიკა წინა ეპოქაში და როგორ კეთდება ეს დღეს? ადამიანის პრაქტიკაში ასეთ დაყოფაზე მუდამ საუბრობენ, რადგან სულიწმიდის საქმე მუდმივად წინ მიიწევს და შესაბამისად, ადამიანის პრაქტიკაც მუდმივად უნდა იცვლებოდეს. თუ ადამიანი ერთ ეტაპზე რჩება ჩარჩენილი, მაშინ ეს ამტკიცებს, რომ მას არ ძალუძს ფეხი აუწყოს ღვთის ახალ საქმესა და ახალ ნათელს; ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ღვთის მართვის გეგმა არ შეცვლილა. ისინი, რომლებიც სულიწმიდის საქმის დინების მიღმა რჩებიან, მუდამ ფიქრობენ, რომ მართლები არიან, მაგრამ სინამდვილეში, მათთან მიმართებაში ღვთის საქმე დიდი ხნის წინ შეწყდა და ისინი სრულიად მოკლებულნი არიან სულიწმიდის საქმეს. ღვთის საქმე დიდი ხნის წინ გადაერთო ადამიანთა სხვა ჯგუფზე და ღმერთს განზრახული აქვს, დაასრულოს თავისი ახალი საქმე ამ ადამიანებზე. რადგან რელიგიურ ადამიანებს არ ძალუძთ ღვთის ახალი საქმის მიღება და მხოლოდ წარსულის ძველ საქმეს ებღაუჭებიან, ამიტომ ღმერთმა მიატოვა ეს ადამიანები და თავის ახალ საქმეს ასრულებს იმ მათზე, რომლებიც იღებენ ამ ახალ საქმეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ მის ახალ საქმესთან და მხოლოდ ამგვარად შეიძლება მისი მართვის აღსრულება. ღვთის მართვა მუდამ წინ მიიწევს, ხოლო ადამიანის პრაქტიკა მუდამ უმჯობესდება. ღმერთი მუდამ მოქმედებს, ხოლო ადამიანს მუდამ აქვს საჭიროება ისე, რომ ორივე თავის ზენიტს აღწევს; ღმერთი და ადამიანი სრულ ერთიანობას აღწევენ. ეს არის ღვთის დიადი საქმის აღსრულების გამოხატულება და ეს არის ღვთის მთელი მართვის საბოლოო შედეგი.

ღვთის საქმის თითოეულ ეტაპზე ასევე არსებობს ადამიანის მიმართ შესაბამისი მოთხოვნები. ყველა, ვინც სულიწმიდის დინებას მიჰყვება, ფლობს სულიწმიდის თანამყოფობასა და წვრთნას, ხოლო ისინი, რომლებიც ამ დინების მიღმა არიან, სატანის მმართველობის ქვეშ იმყოფებიან და სრულიად მოკლებულნი არიან სულიწმიდის საქმეს. ადამიანები, რომლებიც სულიწმიდის დინებას მიჰყვებიან, იღებენ ღვთის ახალ საქმეს და მასთან თანამშრომლობენ. თუ მათ, ვინც ამ დინებას მიჰყვება, არ ძალუძთ თანამშრომლობა და ღვთის მიერ ამ დროს მოთხოვნილი ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება, მაშინ ისინი გაიწვრთნებიან და უარეს შემთხვევაში, სულიწმიდა მიატოვბს მათ. რადგან მათ მიიღეს სულიწმიდის ახალი საქმე, ისინი სულიწმიდის დინებას მიჰყვებიან, იღებენ მის მზრუნველობასა და მფარველობას. მათ, ვინც მზად არის ჭეშმარიტება პრაქტიკაში განახორციელოს, სულიწმიდა ნათელს ჰფენს, ხოლო ისინი, რომლებიც არ არიან მზად ჭეშმარიტების პრაქტიკაში განსახორციელებლად, სულიწმიდის მიერ იწვრთნებიან და შესაძლოა დაისაჯონ კიდეც. მიუხედავად იმისა, თუ როგორი ადამიანები არიან ისინი, თუკი ის სულიწმიდის დინებას მიჰყვებიან, ღმერთი აიღებს პასუხისმგებლობას ყველაზე, ვინც იღებს მის ახალ საქმეს მისი სახელის გულისთვის. ისინი, რომლებიც განადიდებენ ღვთის სახელს და მზად არიან მისი სიტყვები პრაქტიკაში განახორციელონ, მიიღებენ მის კურთხევას; ხოლო ისინი, რომლებიც ამბოხდებიან მის წინააღმდეგ და არ ახორციელებენ მის სიტყვებს პრაქტიკაში, მიიღებენ მის სასჯელს. ადამიანები, რომლებიც სულიწმიდის დინებას მიჰყვებიან არიან ისინი, რომლებიც იღებენ ახალ საქმეს, და რადგან მათ მიიღეს ახალი საქმე, შესაბამისად უნდა ითანამშრომლონ ღმერთთან და არ უნდა მოიქცნენ როგორც ამბოხებულნი, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს არის ღვთის ერთადერთი მოთხოვნა ადამიანის მიმართ. ასე არ არის იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც არ იღებენ ახალ საქმეს: ისინი სულიწმიდის დინების მიღმა არიან და სულიწმიდის წვრთნა და საყვედური მათზე საერთოდ არ ვრცელდება. მთელი დღე ეს ადამიანები ხორციელად ცხოვრობენ, ისინი საკუთარი გონებით ცხოვრობენ. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, შეესაბამება მათივე გონებრივი ანალიზისა და კვლევის შედეგად წარმოქმნილ მოძღვრებებს; ეს არ არის ის, რასაც სულიწმიდის ახალი საქმე მოითხოვს, მით უმეტეს, ეს არ არის ღმერთთან თანამშრომლობა. ისინი, რომლებიც არ იღებენ ღვთის ახალ საქმეს, მოკლებულნი არიან ღვთის თანამყოფობას და მით უმეტეს, ღვთის კურთხევასა და მფარველობას. მათი სიტყვებისა და ქმედებების უმეტესობა სულიწმიდის წარსული საქმის მოთხოვნებს ებღაუჭება; ეს არის მოძღვრებები და არა ჭეშმარიტებები. ასეთი მოძღვრებები და წესები საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ადამიანთა შეკრება სხვა არაფერია, თუ არა რელიგია; ისინი არ არიან რჩეული ხალხი ან ღვთის საქმის ობიექტები. მათ შეკრებას მხოლოდ რელიგიური ნაზავი შეიძლება ეწოდოს; მას არ შეიძლება ეწოდოს ეკლესია. ეს უცვლელი ფაქტია. მათ არ აქვთ სულიწმიდის ახალი საქმე; რასაც ისინი აკეთებენ, რელიგიით არის გაჟღენთილი, რასაც ისინი ცხოვრებაში ავლენენ, სავსეა რელიგიით; ისინი არ ფლობენ სულიწმიდის თანამყოფობასა და საქმეს, მით უმეტეს, არ არიან ღირსნი, მიიღონ სულიწმიდის წვრთნა ან გაცისკროვნება. ეს ადამიანები ყველანი უსიცოცხლო გვამები და მატლები არიან, რომლებიც მოკლებულნი არიან სულიერებას. მათ არ აქვთ ცოდნა ადამიანის ამბოხებისა და წინააღმდეგობის შესახებ, არ აქვთ ცოდნა ადამიანის ყოველგვარი ბოროტმოქმედების შესახებ, მით უმეტეს, არ იციან ღვთის მთელი საქმე და ღვთის ამჟამინდელი განზრახვანი. ისინი ყველანი უმეცარი, მდაბალი ადამიანები არიან და ისინი არიან ნაძირალები, რომლებიც არ არიან ღირსნი, მორწმუნეები ეწოდოთ! არაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, არ აქვს რაიმე კავშირი ღვთის მართვასთან, მით უმეტეს, არ შეუძლია ზიანი მიაყენოს ღვთის გეგმებს. მათი სიტყვები და ქმედებები უკიდურესად ამაზრზენი და ასევე შესაბრალისია და უბრალოდ ხსენების ღირსიც არ არის. არაფერს, რასაც აკეთებენ ისინი, რომლებიც არ მიჰყვებიან სულიწმიდის დინებას, არ აქვს რაიმე კავშირი სულიწმიდის ახალ საქმესთან. ამის გამო, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათ არ აქვთ სულიწმიდის წვრთნა — მით უმეტეს, გაცისკროვნება. რამეთუ ისინი ყველანი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ჭეშმარიტების სიყვარული და რომლებიც ზიზღით უარყო სულიწმიდამ. მათ ბოროტმოქმედები ეწოდებათ, რადგან აკეთებენ იმას, რაც მოესურვებათ, მოქმედებენ თავიანთი ხორციელი სურვილების მიხედვით და ამავდროულად ღვთის დროშას აფრიალებენ, რადგან ისინი განზრახ მტრულად არიან განწყობილნი ღვთის მიმართ და მის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, როდესაც იგი თავის საქმეს აღასრულებს. ადამიანის მიერ ღმერთთან თანამშრომლობის განუხორციელებლობა თავისთავად უკიდურესი ამბოხებაა, მაშ, განა ის ადამიანები, რომლებიც განზრახ ეწინააღმდეგებიან ღმერთს, განსაკუთრებით არ მიიღებენ თავიანთ სამართლიან საზღაურს? ამ ადამიანების ბოროტმოქმედების ხსენებისას ზოგიერთ ადამიანს სურვილი უჩნდება, რომ ისინი დაწყევლოს მაშინ, როცა ღმერთი მათ უგულებელყოფს. ადამიანს ეჩვენება, რომ მათი ქმედებები ღვთის სახელს ეხება, მაგრამ სინამდვილეში ღმერთისთვის მათ არავითარი კავშირი არ აქვთ მის სახელთან ან მის დამოწმებასთან. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ეს ადამიანები, ეს არ უკავშირდება ღმერთს: ეს არ უკავშირდება არც მის სახელს და არც მის ამჟამინდელ საქმეს. ეს ადამიანები საკუთარ თავს იმცირებენ და სატანას ავლენენ; ისინი არიან პიროვნებები, რომლებიც ბოროტ საქმეებს აგროვებენ რისხვის დღისთვის. დღეს მიუხედავად მათი ქმედებებისა, იმ პირობით, რომ ასეთი ადამიანები ხელს არ უშლიან ღვთის მართვას და არავითარი კავშირი არ აქვთ ღვთის ახალ საქმესთან, ისინი არ მიიღებენ შესაბამის სასჯელს, რამეთუ რისხვის დღე ჯერ არ დამდგარა. ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ადამიანები მიიჩნევენ, რომ ღმერთს უკვე უნდა მოეგვარებინა, და ისინი ფიქრობენ, რომ ამ ბოროტმოქმედებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ სასჯელი. მაგრამ რადგან ღვთის მართვის საქმე ჯერ კიდევ არ დასრულებულა და რისხვის დღე ჯერ არ დამდგარა, უსამართლონი კვლავაც განაგრძობენ თავიანთი უსამართლო საქმეების კეთებას. ზოგიერთი ამბობს: „რელიგიური ადამიანები მოკლებულნი არიან სულიწმიდის თანამყოფობას ან საქმეს და მათ სირცხვილი მოაქვთ ღვთის სახელისთვის; მაშ, რატომ არ ანადგურებს მათ ღმერთი ნაცვლად იმისა, რომ კვლავ ითმენდეს მათ აღვირახსნილ ქცევას?“ ეს ადამიანები, რომლებიც ავლენენ სატანას და რომლებიც გამოხატავენ ხორციელენას — უმეცარი, მდაბალი ადამიანები არიან; ისინი აბსურდული ადამიანები არიან. ისინი ვერ იხილავენ ღვთის რისხვის გამოვლინებას სანამ არ გაიგებენ, თუ როგორ ასრულებს ღმერთი თავის საქმეს ადამიანთა შორის; როგორც კი ისინი სრულად იქნებიან დაპყრობილნი, ყველა ეს ბოროტმოქმედი მიიღებს თავის სასჯელს და ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს რისხვის დღისგან თავის დაღწევას. ახლა ადამიანის დასჯის დრო კი არ არის, არამედ დაპყრობის საქმის აღსრულების დროა; გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზიანს აყენებენ ღვთის მართვას, რა შემთხვევაშიც ისინი მიიღებენ სასჯელს მათი ქმედებების სიმძიმის მიხედვით. ღვთის მიერ კაცობრიობის მართვის განმავლობაში ყველა, ვინც სულიწმიდის დინებას მიჰყვება, კავშირშია ღმერთთან. ისინი, რომლებიც ზიზღით უარყო სულიწმიდამ, სატანის გავლენის ქვეშ ცხოვრობენ და იმას, რასაც ისინი პრაქტიკაში ახორციელებენ, არავითარი კავშირი არ აქვს ღმერთთან. მხოლოდ ისინი, რომლებიც იღებენ ღვთის ახალ საქმეს და თანამშრომლობენ ღმერთთან, არიან კავშირში ღმერთთან, რამეთუ ღვთის საქმე მიმართულია მხოლოდ მათკენ, ვინც მას იღებს და არა - ყველა ადამიანისკენ მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არა ისინი მას. ღვთის მიერ აღსრულებულ საქმეს მუდამ აქვს მიზანი და ის არ სრულდება ახირების გამო. ისინი, რომლებიც სატანასთან არიან დაკავშირებულნი, არ არიან ღირსნი, დაამოწმონ ღმერთი; მით უმეტეს, არ არიან ღირსნი, ითანამშრომლონ ღმერთთან.

სულიწმიდის საქმის თითოეული ეტაპი ასევე მოითხოვს ადამიანის მოწმობას. საქმის თითოეული ეტაპი არის ბრძოლა ღმერთსა და სატანას შორის; ბრძოლის სამიზნე არის სატანა, ხოლო ის, ვინც ამ საქმით სრულქმნილი გახდება, არის ადამიანი. გამოიღებს თუ არა ღვთის საქმე ნაყოფს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ადამიანის მიერ ღვთის დამოწმება. ეს მოწმობა არის ღვთის ერთადერთი მოთხოვნა მათ მიმართ, ვინც მას მიჰყვება; ეს არის სატანის წინაშე გაცემული მოწმობა და ასევე მისი საქმის შედეგების მტკიცებულება. ღვთის მთელი მართვა სამ ეტაპად იყოფა და თითოეულ ეტაპზე ადამიანს წაყენებული აქვს შესაბამისი მოთხოვნები. უფრო მეტიც, ეპოქების გასვლასთან და წინსვლასთან ერთად, ღვთის მოთხოვნები მთელი კაცობრიობის მიმართ სულ უფრო მაღალი ხდება. ამგვარად, ღვთის მართვის ეს საქმე ეტაპობრივად თავის კულმინაციას აღწევს ისე, რომ ადამიანი იხილავს „ხორცში სიტყვის გამოჩინების“ ფაქტს და ამგვარად, ადამიანის მიმართ მოთხოვნები კიდევ უფრო მაღალი ხდება ისევე, როგორც ის მოწმობა, რომლის გაცემაც ადამიანს მოეთხოვება. რაც უფრო მეტად შესწევს ადამიანს უნარი, ჭეშმარიტად ითანამშრომლოს ღმერთთან, მით უფრო მეტად შეუძლია ღმერთს დიდების მოპოვება. ადამიანის თანამშრომლობა არის ის მოწმობა, რომლის გაცემაც მას მოეთხოვება და მოწმობა, რომელსაც იგი გასცემს, არის ადამიანის პრაქტიკა. ამიტომ, ექნება თუ არა ღვთის საქმეს სათანადო შედეგი და იარსებებს თუ არა ჭეშმარიტი მოწმობა, განუყოფლად არის დაკავშირებული ადამიანის თანამშრომლობასა და მოწმობასთან. როდესაც საქმე დასრულდება ანუ როდესაც ღვთის მთელი მართვა თავის დასასრულს მიაღწევს, ადამიანს მოეთხოვება უფრო მაღალი დამოწმება და როდესაც ღვთის საქმე დასასრულისკენ წავა, ადამიანის პრაქტიკა და შესვლა თავის ზენიტს მიაღწევს. წარსულში ადამიანს მოეთხოვებოდა რჯულისა და მცნებების დაცვა და ის, რომ ყოფილიყო მომთმენი და თავმდაბალი. დღეს ადამიანს მოეთხოვება დაემორჩილოს ღვთის ყველა განგებულებას და გააჩნდეს ღვთისადმი უზენაესი სიყვარული და საბოლოოდ მას მოეთხოვება, კვლავაც უყვარდეს ღმერთი გასაჭირში ყოფნისას. ეს სამი ეტაპი არის მოთხოვნები, რომლებსაც ღმერთი უყენებს ადამიანს ეტაპობრივად თავისი მთელი მართვის განმავლობაში. ღვთის საქმის თითოეული ეტაპი წინასთან შედარებით უფრო ღრმავდება და თითოეულ ეტაპზე ადამიანის მიმართ მოთხოვნები წინაზე უფრო მაღალია; ამგვარად, ღვთის მთელი მართვა თანდათან იღებს ფორმას. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანის მიმართ მოთხოვნები სულ უფრო მაღალია, ადამიანის ხასიათი სულ უფრო უახლოვდება ღვთის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს და მხოლოდ ამის შემდეგ თანდათან აღწევს მთელი კაცობრიობა თავს სატანის გავლენას, სანამ ღვთის საქმე სრულად არ დასრულდება და მთელი კაცობრიობა არ გადარჩება სატანის გავლენისგან. ეს დრო დადგება, ღვთის საქმე თავის დასასრულს მიაღწევს და ადამიანის თანამშრომლობა ღმერთთან მისი ხასიათის ცვლილებების მისაღწევად აღარ შედგება, მთელი კაცობრიობა იცხოვრებს ღვთის ნათელში და მას შემდეგ აღარ იარსებებს ამბოხება ან წინააღმდეგობა ღვთის მიმართ. ღმერთი ასევე აღარ წაუყენებს მოთხოვნებს ადამიანს და უფრო ჰარმონიული თანამშრომლობა დამყარდება ადამიანსა და ღმერთს შორის, რომელიც იქნება ადამიანისა და ღვთის ერთობლივი ცხოვრება, რომელიც მოდის მას შემდეგ, რაც ღვთის მართვა სრულად დასრულდება და რაც ადამიანს ღმერთი სრულად გადაარჩენს სატანის კლანჭებიდან. მათ, ვისაც არ ძალუძთ ღვთის კვალდაკვალ იარონ, ვერ მიაღწევენ ასეთ ცხოვრებას. ჩაიძირებიან სიბნელეში, სადაც იტირებენ და კბილებს აღჭრიალებენ; ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სწამთ ღმერთი, მაგრამ არ მიჰყვებიან მას, რომლებსაც სწამთ ღმერთი, მაგრამ არ ემორჩილებიან მის მთელ საქმეს. რადგან ადამიანს სწამს ღმერთი, იგი კვალდაკვალ უნდა მიჰყვეს ღვთის თითოეულ ნაბიჯს; იგი უნდა „მიჰყვეს კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს იგი“. მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, ჭეშმარიტად ეძიებენ ჭეშმარიტ გზას და იცნობენ სულიწმიდის საქმეს. ადამიანები, რომლებიც ჯიუტად ებღაუჭებიან სიტყვებსა და მოძღვრებებს, სულიწმიდის საქმით განდევნენ. დროის თითოეულ პერიოდში ღმერთი დაიწყებს ახალ საქმეს და თითოეულ პერიოდში იქნება ახალი დასაწყისი ადამიანთა შორის. თუ ადამიანი მხოლოდ იმ ჭეშმარიტებებს იცავს, რომ „იეჰოვა ღმერთია“ და „იესო ქრისტეა“, რომლებიც ისეთი ჭეშმარიტებებია, რომელთაგან თითოეული მხოლოდ ერთ ეპოქას მიესადაგება, მაშინ ის ვერასოდეს აუწყობს ფეხს სულიწმიდის საქმეს და სამუდამოდ ვერ შეძლებს სულიწმიდის საქმის მოპოვებას. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი, თუ ადამიანი მიჰყვება მას ოდნავი ეჭვის გარეშე და კვალდაკვალ მისდევს, მაშინ როგორ შეიძლება ადამიანი განდევნოს სულიწმიდამ? მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს ღმერთი, თუკი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს სულიწმიდის საქმეა და ყოველგვარი ეჭვის გარეშე თანამშრომლობს მასთან და ცდილობს დააკმაყოფილოს ღვთის მოთხოვნები, მაშინ როგორ შეიძლება იგი დაისაჯოს? ღვთის საქმე არასოდეს შეწყვეტილა, მისი ნაბიჯები არასოდეს შეჩერებულა და თავისი მართვის საქმის დასრულებამდე ღმერთი მუდამ დაკავებულია და არასოდეს ჩერდება. მაგრამ ადამიანი სხვანაირია: მოიპოვა რა სულიწმიდის საქმის მხოლოდ მცირედი ნაწილი, იგი ისე ეპყრობა მას, თითქოს ის არასოდეს შეიცვლება; შეიძინა რა მცირედი ცოდნა, იგი არ მიდის წინ, რათა „კვალდაკვალ მიჰყვეს“ ღვთის უფრო ახალ საქმეს; იხილა რა ღვთის საქმის მხოლოდ მცირედი ნაწილი, იგი მყისიერად შემოსაზღვრავს ღმერთს, როგორც კონკრეტულ ხის ფიგურას და სჯერა, რომ ღმერთი მუდამ შეინარჩუნებს ამ ხატს, რომელსაც იგი ხედავს, რომ ის ასეთი იყო წარსულში და მუდამ ასეთი იქნება მომავალში; ზედაპირული მწირი ცოდნის მიღების შემდეგ ადამიანი იმდენად ამაყი ხდება, რომ ივიწყებს საკუთარ თავს და იწყებს ღვთის ისეთი ხასიათისა და არსების თვითნებურად გამოცხადებას, რომლებიც უბრალოდ არ არსებობს; ხოლო როდესაც სულიწმიდის საქმის ერთ ეტაპში რწმუნდება, ვინც არ უნდა აუწყოს ღვთის ახალი საქმეის შესახებ, ადამიანი არ იღებს მას. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ სულიწმიდის ახალი საქმის მიღება; ისინი ზედმეტად კონსერვატიულები არიან და არ ძალუძთ სიახლის მიღება. ასეთ ადამიანებს სწამთ ღმერთი, მაგრამ ამავდროულად უარყოფენ მას. ადამიანს სჯერა, რომ ისრაელიანები ცდებოდნენ, როდესაც „მხოლოდ იეჰოვა სწამდათ და არ სწამდათ იესო“, თუმცა ადამიანთა უმეტესობა ისე იქცევა, თითქოს მათ „მხოლოდ იეჰოვა სწამთ და უარყოფენ იესოს“ და „ელიან მესიის დაბრუნებას, მაგრამ ეწინააღმდეგებიან მესიას, რომელსაც იესო ჰქვია“. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები კვლავ სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობენ სულიწმიდის საქმის ერთი ეტაპის მიღების შემდეგ და კვლავაც არ იღებენ ღვთის კურთხევას. განა ეს ადამიანის ამბოხების შედეგი არ არის? მთელ მსოფლიოში ყველა ქრისტიანი ადამიანი, რომლებმაც ფეხი ვერ აუწყვეს დღევანდელ ახალ საქმეს, ებღაუჭებიან იმედს, რომ გაუმართლებთ და ვარაუდობენ, რომ ღმერთი შეასრულებს მათ შესაბამის სურვილებს. თუმცა მათ არ შეუძლიათ აბსოლუტური დარწმუნებით თქვან, თუ რატომ აიყვანს მათ ღმერთი მესამე ცაში ან როგორ მოვა იესო მათ მისაღებად თეთრ ღრუბელზე მჯდომარე, მით უმეტეს, ისინი არ არიან აბსოლუტურად დარწმუნებულნი, მართლა მოვა თუ არა იესო თეთრ ღრუბელზე მჯდომარე იმ დღეს, რომელსაც ისინი წარმოიდგენენ. ყველანი შეშფოთებულნი და დაბნეულნი არიან; თავადაც კი არ იციან, მიიღებს თუ არა ღმერთი თითოეულ მათგანს, ყველა აღმსარებლობის სხვადასხვა, მცირერიცხოვან ჯგუფებს. მათ არაფერი გაეგებათ საქმის, რომელსაც ღმერთი ახლა ასრულებს, ამჟამინდელი ეპოქისა და ღვთის განზრახვების შესახებ და სხვა არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ თითებზე ითვლიან დღეებს. მხოლოდ მათ, ვინც ბოლომდე მიჰყვება კრავის ნაბიჯებს, შეუძლიათ საბოლოო კურთხევის მოპოვება მაშინ, როცა იმ „ჭკვიან ადამიანებს“, რომლებსაც არ ძალუძთ ბოლომდე მიყოლა, მაგრამ სჯერათ, რომ ყველაფერი მოიპოვეს, არ შესწევთ უნარი, იხილონ ღვთის გამოჩინება. თითოეულ მათგანს სჯერა, რომ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანია და ისინი უმიზეზოდ წყვეტენ ღვთის საქმის შემდგომ განვითარებას და როგორც ჩანს, აბსოლუტური დარწმუნებით სჯერათ, რომ ღმერთი ზეცაში აიყვანს მათ, რომლებსაც „აქვთ უპირობო ერთგულება ღვთისადმი, რომლებიც მიჰყვებიან ღმერთს და იცავენ ღვთის სიტყვებს“. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ „უპირობო ერთგულება“ ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვების მიმართ, მათი სიტყვები და ქმედებები მაინც უკიდურესად ამაზრზენია, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან სულიწმიდის საქმეს და სჩადიან მზაკვრობასა და ბოროტებას. ისინი, რომლებსაც არ შეუძლიათ ბოლომდე მიყოლა, და რომლებსაც არ შეუძლიათ ფეხი აუწყონ სულიწმიდის საქმეს და რომლებიც მხოლოდ ძველ საქმეს ებღაუჭებიან, მათ არა მხოლოდ ვერ მიაღწიეს ღვთისადმი ერთგულებას, არამედ პირიქით, გახდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღმერთს, რომლებიც უარყოფილნი არიან ახალი ეპოქის მიერ და რომლებიც დაისჯებიან. განა არსებობს ვინმე მათზე უფრო შესაბრალისი? ბევრს ისიც კი სჯერა, რომ ყველა, ვინც უარყოფს ძველ რჯულს და იღებს ახალ საქმეს, სინდისს მოკლებულია. ამ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ „სინდისზე“ ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ არ იცნობენ სულიწმიდის საქმეს, საბოლოოდ თავიანთივე სინდისის მიერ მოესპობათ პერსპექტივები. თავად ღმერთიც კი არ იცავს წესებს თავის საქმეში და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მისივე საქმე იყოს, ღმერთი მაინც არ ებღაუჭება მას. ის, რაც უნდა უარყოფილ იქნას, უარყოფილია, ის, რაც უნდა განდევნილ იქნას, განდევნილია. თუმცა ადამიანი ბღაუჭება ღვთის მართვის საქმის მხოლოდ ერთ მცირე ნაწილს, რათა დაუპირისპირდეს მას. განა ეს ადამიანის აბსურდულობა არ არის? განა ეს ადამიანის უმეცრება არ არის? რაც უფრო გაუბედავნი და ზედმეტად ფრთხილნი არიან ადამიანები იმის შიშით, რომ კურთხევას ვერ მოიპოვებენ, მით უფრო უუნარონი არიან, მოიპოვონ მეტი კურთხევა და მიიღონ საბოლოო კურთხევა. ყველა ის ადამიანი, ვინც ჯიუტად იცავს რჯულს, ავლენს უპირობო ერთგულებას რჯულის მიმართ და რაც უფრო მეტად ავლენს ასეთ ერთგულებას, მით უფრო მეტად ამბოხებულია და ღმერთს ეწინააღმდეგება. რამეთუ ახლა სასუფევლის ეპოქაა და არა რჯულის ეპოქა და დაუშვებელია დღევანდელი საქმისა და წარსულის საქმის ერთ სიბრტყეში განხილვა და წარსულის საქმის დღევანდელ საქმესთან შედარება. ღვთის საქმე შეიცვალა და ადამიანის პრაქტიკაც შეიცვალა; ის აღარ მდგომარეობს რჯულის შენარჩუნებაში ან ჯვრის ტარებაში. შესაბამისად, ადამიანების ერთგულება რჯულისა და ჯვრის მიმართ ვერ მოიპოვებს ღვთის მოწონებას.

ადამიანი სრულად სრულქმნილი გახდება სასუფევლის ეპოქაში. დაპყრობის საქმის შემდეგ ადამიანი გამოწრთობასა და გასაჭირს გაივლის. ისინი, რომლებსაც შეუძლიათ ამ გასაჭირის გადალახვა და თავიანთ მოწმობაში მტკიცედ დგომა, საბოლოოდ სრულქმნილნი გახდებიან; ისინი არიან გამარჯვებულნი. ამ გასაჭირის დროს ადამიანს მოეთხოვება. მიიღოს ეს გამოწრთობა და ეს გამოწრთობა არის ღვთის საქმის უკანასკნელი გამოვლინება. ეს უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი განიწმინდება ღვთის მართვის მთელი საქმის დასრულებამდე და ყველამ, ვინც ღმერთს მიჰყვება, უნდა მიიღოს ეს საბოლოო გამოცდა და ეს ეს უკანასკნელი გამოწრთობა. ისინი, რომლებიც გასაჭირში იმყოფებიან, მოკლებულნი არიან სულიწმიდის საქმესა და ღვთის წინამძღოლობას, მაგრამ ისინი, რომლებიც ჭეშმარიტად დაპყრობილნი არიან და რომლებიც ჭეშმარიტად ეძიებენ ღმერთს, საბოლოოდ მტკიცედ იდგებიან; ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ადამიანობა და რომლებსაც გულწრფელად უყვართ ღმერთი. რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი, ეს გამარჯვებულნი არ იქნებიან მოკლებულნი ხილვებს და კვლავაც განახორციელებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში თავიანთი მოწმობის დაკარგვის გარეშე. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ გამოვლენ დიდი გასაჭირიდან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი, რომლებიც მხოლოდ სარგებლისთვის ირჯება, დღეს მაინც ახერხებენ სხვის ხარჯზე გაძრომას, ვერავინ შეძლებს საბოლოო გასაჭირისგან თავის დაღწევას და ვერავინ გაექცევა საბოლოო გამოცდას. მათთვის, ვინც იმარჯვებს, ასეთი გასაჭირი უდიდესი გამოწრთობაა; მაგრამ მათთვის, ვინც უბრალოდ სარგებლისთვის ირჯება, ეს სრულ მოკვეთას ნიშნავს. როგორც არ უნდა გამოსცადონ მათი ერთგულება, ვისაც გულში ღმერთი ჰყავს, უცვლელი რჩება; ხოლო ისინი, ვისაც გულში ღმერთი არ ჰყავს, როგორც კი ღვთის საქმეს მათთვის ხორციელი სარგებელი აღარ მოაქვს, მაშინვე იცვლიან თავიანთ შეხედულებას ღმერთზე და შორდებიან კიდეც მას. ასეთები არიან ისინი, რომლებიც ბოლოს მტკიცედ ვერ დადგებიან, რომლებიც მხოლოდ ღვთის კურთხევას ეძიებენ და არავითარი სურვილი არ აქვთ, თავი გაიღონ ღვთისთვის და მიუძღვნან მას. ასეთი მდაბალი ადამიანები ყველანი „განდევნილნი“ იქნებიან, როდესაც ღვთის საქმე დასრულდება და მათ მიმართ არავითარი წყალობა არ იქნება გამოჩენილი. მათ, ვისაც ადამიანობა აკლია, აბსოლუტურად არ გააჩნიათ ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისადმი. როდესაც გარემო კომფორტულია ან როდესაც მათ რაიმეს მოპოვება შეუძლიათ, სრულიად მორჩილნი არიან ღვთის მიმართ, მაგრამ როგორც კი მათი სურვილები არ სრულდება ან საბოლოოდ იმსხვრევა, ისინი მყისიერად ამბოხდებიან. სულ რაღაც ერთი ღამის განმავლობაში ისინი მომღიმარი, „გულკეთილი“ ადამიანიდან სასტიკი შესახედაობის ჯალათად გადაიქცევიან და მოულოდნელად თავიანთ გუშინდელ კეთილისმყოფელს თავიანთ მოსისხლე მტრად მიიჩნევენ ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე. თუ ეს ბოროტი დემონები, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად კლავენ, არ განიდევნებიან, განა ისინი სერიოზულ ფარულ საფრთხედ არ იქცევიან? საქმე ის არ არის, რომ როგორც კი დაპყრობის საქმე დასრულდება ადამიანის გადარჩენის საქმეც სრულად სრულდება. თუმცა დაპყრობის საქმე დასრულდა, ადამიანის განწმენდის საქმე არ დასრულებულა; მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულად განიწმინდება, რაც ისინი, რომლებიც გულწრფელად ემორჩილებიან ღმერთს, სრულქმნილნი გახდებიან და ის თვალთმაქცები, რომლებსაც გულში ღმერთი არ ჰყავთ, მოცილებულნი იქნებიან, დასრულდება საქმე. ისინი, რომლებსაც არ ძალუძთ ღვთის დაკმაყოფილება მისი საქმის საბოლოო ეტაპზე, სრულად მოიკვეთებიან და ისინი, რომლებიც მოიკვეთებიან, ეშმაკის ჯიშისანი არიან. ისინი, რომლებსაც არ ძალუძთ ღვთის დაკმაყოფილება, ამბოხებულნი არიან ღვთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს ღმერთს მიჰყვებიან ეს არ ამტკიცებს, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ დარჩებიან. ნათქვამში: „ისინი, რომლებიც ბოლომდე მიჰყვებიან ღმერთს, მიიღებენ ხსნას“, „მიყოლის“ მნიშვნელობა არის გასაჭირში მტკიცედ დგომა. დღეს ბევრს სჯერა, რომ ღმერთის მიყოლა საკმაოდ ადვილია, მაგრამ როდესაც ღვთის საქმე დასასრულს მიუახლოვდება, შენ გაიგებ „მიყოლის“ ჭეშმარიტ მნიშვნელობას. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ დღეს კვლავაც შეგიძლია ღმერთს მიჰყვე დაპყრობის შემდეგ, ეს არ ამტკიცებს, რომ შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც სრულქმნილი გახდება. მათ, რომლებსაც არ შეუძლიათ განსაცდელების ატანა, რომლებსაც არ ძალუძთ გამარჯვება გასაჭირში, საბოლოოდ, არ ექნებათ მტკიცედ დგომის უნარი და ვერ შეძლებენ ღმერთს ბოლომდე მიჰყვნენ. მათ, ვინც გულწრფელად მიჰყვება ღმერთს, ძალუძთ, გაუძლონ თავიანთი საქმის გამოცდას მაშინ, როცა მათ, ვინც გულწრფელად არ მიჰყვება ღმერთს, არ ძალუძთ ღვთის არცერთი განსაცდელის ატანა. ადრე თუ გვიან ისინი განდევნილნი იქნებიან, ხოლო გამარჯვებულნი სასუფეველში დარჩებიან. ეძიებს თუ არა ადამიანი გულწრფელად ღმერთს, შეიძლება მხოლოდ მისი საქმის გამოცდით განისაზღვროს ანუ ღვთის განსაცდელებით და არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც თავად ადამიანი განსაზღვრავს. ღმერთი არცერთ ადამიანს არ უარყოფს დაუფიქრებლად; ყველაფერს, რასაც იგი აკეთებს, შეუძლია სრულად დაარწმუნოს ადამიანი. იგი არ აკეთებს არაფერს, რაც უხილავია ადამიანისთვი, ან ისეთ საქმეს, რომელსაც არ შეუძლია ადამიანის დარწმუნება. არის თუ არა ადამიანის რწმენა ჭეშმარიტი, მტკიცდება ფაქტებით და არ შეიძლება განისაზღვროს ადამიანის მიერ. ის, რომ „ხორბალი ღვარძლად ვერ იქცევა და ღვარძლი ხორბლად ვერ იქცევა“, ეჭვგარეშეა. ყველა, ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, საბოლოოდ სასუფეველში დარჩება და ღმერთი არ მოექცევა ცუდად არავის, ვისაც გულწრფელად უყვარს იგი. თავიანთი სხვადასხვა ფუნქციებისა და მოწმობების საფუძველზე სასუფეველში მყოფი გამარჯვებულნი იმსახურებენ როგორც მღვდლები ან მიმდევრები, და ყველა, ვინც გაიმარჯვებს გასაჭირში, გახდება მღვდელთა კრებული სასუფეველში. მღვდელთა კრებული ჩამოყალიბდება, როდესაც სამყაროში სახარების საქმე დასრულდება. როდესაც ეს დრო დადგება, ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, იქნება თავისი მოვალეობის შესრულება ღვთის სასუფეველში და ღმერთთან ერთად ცხოვრება სასუფეველში. მღვდელთა კრებულში იქნებიან მღვდელმთავრები და მღვდლები და დანარჩენნი - ღვთის ძენი და ხალხი. ისინი გასაჭირის დროს დაიყოფიან ღვთისადმი თავიანთი მოწმობების საფუძველზე; ეს არ არის ახირების გამო მინიჭებული წოდებები. როგორც კი ადამიანის სტატუსი დადგინდება, ღვთის საქმე შეწყდება, რამეთუ თითოეული ადამიანი დახარისხდება თავისი გვარისამებრ და დაუბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას; ეს არის ღვთის დიადი საქმის აღსრულების ნიშანი, ეს არის ღვთის საქმისა და ადამიანის პრაქტიკის საბოლოო შედეგი და ეს არის ღვთის საქმის ხილვებისა და ადამიანის თანამშრომლობის კრისტალიზაცია. საბოლოოდ, ადამიანი შევა ღვთის სასუფეველში და იქ ჰპოვებს განსვენებას და ღმერთიც დაუბრუნდება თავის სავანეს განსასვენებლად. ეს იქნება ღმერთსა და ადამიანს შორის 6000-წლიანი თანამშრომლობის საბოლოო შედეგი.

წინა:  ხორცშესხმული ღვთის არსი

შემდეგი:  ქრისტეს არსი ზეციერი მამის ნებისადმი მორჩილებაა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger