გახრწნილი ადამიანი ვერ იქნება ღვთის წარმომადგენელი

ადამიანი ყოველთვის სიბნელის გავლენის საბურველქვეშ, სატანის გავლენის ტყვეობაში ცხოვრობდა, საიდანაც თავის დაღწევა არ შეეძლო, მისი ადამიანური ხასიათი, რომელიც სატანის მიერ იქნა დამუშავებული, სულ უფრო მეტად იხრწნება. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი მუდამ თავისი სატანური გახრწნილი ხასიათის თანახმად ცხოვრობდა და არ ძალუძს, ჭეშმარიტად უყვარდეს ღმერთი. ამგვარად, თუ ადამიანს ღვთის სიყვარული სურს, მან უნდა მოიშოროს თავისი თვითრჯულობა, თვითგანდიდება, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და ყოველივე, რაც სატანური ბუნებისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიყვარული მინარევებიანი სიყვარულია, სატანური სიყვარულია და იმგვარია, რომ ვერანაირად დაიმსახურებს ღვთის აღიარებას. უშუალოდ სულიწმიდის მიერ სრულყოფის, გატეხვის, გასხვლის, დისციპლინირების, დასჯისა და გამოწრთობის გარეშე, ვერავინ შეძლებს ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს. თუ ამბობ, რომ შენი ხასიათის ნაწილი ღმერთს წარმოადგენს და ამიტომ შეგიძლია ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული, მაშინ შენი სიტყვები ქედმაღლურია, და შენ უგუნური ხარ. ასეთი ადამიანები მთავარანგელოზები არიან! ადამიანის თანდაყოლილ ბუნებას არ ძალუძს ღვთის წარმოჩენა; მან უნდა მოიშოროს თავისი თანდაყოლილი ბუნება ღვთის მიერ სრულყოფის გზით და მხოლოდ ამის შემდეგ, ღვთის განზრახვების გათვალისწინებით, ღვთის განზრახვების დაკმაყოფილებითა და, მეტიც, სულიწმიდის საქმის გავლით — შეიძლება მისი ცხოვრების წესი ღვთის მიერ იქნას აღიარებული. ვინც ხორციელად ცხოვრობს, ვერავინ წარმოადგენს ღმერთს უშუალოდ, თუ ის არ არის პირი, ვინც სულიწმიდის მადლით შემოსილია. თუმცა, ასეთ ადამიანზეც კი ვერ ითქმის, რომ მისი ხასიათი და ცხოვრების წესი სრულად წარმოადგენს ღმერთს; შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ მისი ცხოვრების წესს წარმართავს სულიწმიდა. ასეთი ადამიანის ბუნება ვერ წარმოადგენს ღმერთს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ხასიათი ღვთის მიერ არის წინასწარგანსაზღვრული – ეს უდავოა და შეიძლება პოზიტიურადაც ჩაითვალოს – ის სატანის მიერ არის დამუშავებული, ამიტომ ადამიანის ხასიათი სატანის ხასიათია. ზოგი ამბობს, რომ ღვთის ხასიათი მკაფიო, პირდაპირი და „ორჯერ ორი ოთხიას“ პრინციპით მოქმედებაა, რომ ეს მათშიც ვლინდება, რომ მათი პიროვნებაც ასეთია, და ამიტომ აცხადებენ, თითქოს მათი ხასიათი ღმერთს წარმოადგენს. როგორი პიროვნებები არიან ისინი? განა შეუძლია სატანურ გახრწნილ ხასიათს, იყოს ღვთის წარმომადგენელი? ვინც ამბობს, რომ მისი ხასიათი ღმერთს ასახავს, გმობს ღმერთს და შეურაცხყოფს სულიწმიდას! მეთოდი, რომლითაც სულიწმიდა მოქმედებს, გვიჩვენებს, რომ ღვთის საქმე დედამიწაზე მხოლოდ დამორჩილების საქმეა. ამდენად, ადამიანის სატანური გახრწნილი ხასიათი ჯერ კიდევ არ არის განწმენდილი; მისი ცხოვრების წესი კვლავინდებურად სატანის სახეა; ეს არის ის, რაც ადამიანს კარგი ჰგონია და წარმოადგენს ადამიანის ხორციელ საქმეებს; უფრო ზუსტად კი, ის წარმოადგენს სატანას და შეუძლებელია წარმოადგენდეს ღმერთს. მაშინაც კი, თუ ვინმეს უკვე უყვარს ღმერთი იმ დონეზე, რომ შეუძლია დედამიწაზე ზეციური ცხოვრებით დატკბეს და შეუძლია თქვას: „ღმერთო! არ ძალმიძს შენი საკმარისად სიყვარული“ და თუ მან უმაღლეს სამყაროს მიაღწია, მაინც ვერ ითქმის, რომ ის ღმერთით ცხოვრობს ან წარმოადგენს ღმერთს, რადგან ადამიანის არსი არ ჰგავს ღვთისას და ადამიანს არასოდეს შეუძლია ღვთის გამოვლენა ცხოვრებაში, მით უმეტეს, ღმერთად ქცევა. ის, რასაც ადამიანი სულიწმიდას წინამძღოლობით ახორციელებს, მხოლოდ და მხოლოდ იმას შეესაბამება, რასაც ღმერთი ითხოვს მისგან.

სატანის ყოველი ქმედება და საქმე ადამიანში ვლინდება. დღეს ადამიანის ყოველი ქმედება და საქმე სატანის გამოხატულებაა და, შესაბამისად, ვერ წარმოადგენს ღმერთს. ადამიანი სატანის განსახიერებაა და ადამიანის ხასიათს არ შეუძლია ღვთის ხასიათის წარმოჩენა. ზოგიერთ ადამიანს კარგი პიროვნული თვისებები აქვს; შესაძლოა, ღმერთმა გარკვეული რაღაცები განახორციელოს ასეთი ადამიანების პიროვნული თვისებების მეშვეობით და მათ მიერ შესრულებულ რაღაცებს წარმართავს სულიწმიდა. თუმცა, მათ ხასიათს არ შეუძლია ღვთის წარმოჩენა. მათზე მოქმედებისას ღმერთი უბრალოდ იმას იყენებს, რაც უკვე არსებობს მათში და ხელთ არსებული „მასალიდან“ იღებს. იქნებოდნენ ეს წინასწარმეტყველნი წარსულ ეპოქებში თუ ღვთის მიერ გამოყენებული პირები, ვერავინ შეძლებს პირდაპირ წარმოაჩინოს ის. ადამიანები, ყველანი ღმერთის სიყვარულს მხოლოდ გარემოებების ზეწოლით იწყებენ და არცერთი მათგანი არ ესწრაფვის თანამშრომლობას საკუთარი ნებით. რა არის დადებითი მხარეები? ყოველივე, რაც უშუალოდ ღვთისგან მოდის, პოზიტიურია; თუმცა ადამიანის ხასიათი სატანის მიერ არის დამუშავებული და არ შეიძლება წარმოადგენდეს ღმერთს. მხოლოდ განკაცებული ღმერთის სიყვარული, ტანჯვისთვის მზადყოფნა, სიმართლე, მორჩილება, თავმდაბლობა და იდუმალება წარმოადგენს უშუალოდ ღმერთს. ეს იმიტომ, რომ როდესაც ის მოვიდა, მოვიდა ცოდვილი ბუნების გარეშე და მოვიდა უშუალოდ ღვთისგან, სატანის მიერ დამუშავების გარეშე. იესო მხოლოდ ცოდვილი ხორცის მსგავსებაშია და არ წარმოადგენს ცოდვას; ამიტომ, ჯვარცმის გზით საქმის აღსრულებამდე (ჯვარცმის მომენტის ჩათვლით), მისი ქმედებები, საქმეები და სიტყვები – ყველა უშუალოდ წარმოადგენს ღმერთს. იესოს მაგალითი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ცოდვილი ბუნება აქვს, არ შეუძლია, იყოს ღმერთის წარმომადგენელი და რომ ადამიანის ცოდვა სატანას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოდვა არ წარმოადგენს ღმერთს და ღმერთი უცოდველია. ადამიანზე სულიწმიდის მიერ შესრულებული საქმეც მხოლოდ სულიწმიდის მიერ წარმართულად შეიძლება ჩაითვალოს, და ვერ ითქმის, რომ ის ადამიანის მიერ ღმერთის სახელით ხორციელდება. რაც შეეხება ადამიანს, არც მისი ცოდვა და არც მისი ბუნება არ წარმოადგენს ღმერთს. თუ გადავხედავთ იმ საქმეს, რომელიც სულიწმიდამ ადამიანზე გასწია უძველესი დროიდან დღემდე, ყველაფერი, რასაც ადამიანი ცხოვრებაში ავლენს, მხოლოდ იმიტომაა, რომ მასზე სულიწმიდამ იმუშავა. ძალიან ცოტას თუ შეუძლია იცხოვროს ჭეშმარიტებით სულიწმიდის მიერ გასხვლისა და დისციპლინირების შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ სულიწმიდის მუშაობაა სახეზე; ადამიანის მხრიდან თანამშრომლობა კი არ ჩანს. ახლა ნათლად ხედავ ამას? ამგვარად, როცა სულიწმიდა საქმიანობს, როგორ ითანამშრომლებ მასთან მაქსიმალურად და როგორ შეასრულებ შენს მოვალეობას?

წინა:  რა შეხედულება უნდა ჰქონდეთ მორწმუნეებს

შემდეგი:  რელიგიური მსახურება უნდა განახლდეს

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger