რელიგიური მსახურება უნდა განახლდეს

მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამყაროში თავისი საქმე დაიწყო, მან ბევრი ადამიანი, საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი განამზადა თავისი მსახურებისთვის, რათა მისი განზრახვა შესრულდეს და დედამიწაზე მისი საქმე შეუფერხებლად მივიდეს დასასრულამდე. ღვთის მიზანი სწორედ ეს არის მაშინ, როცა იმ ადამიანებს ირჩევს, ვინც მას უნდა ემსახუროს. ვინც ღმერთს ემსახურება, ყველამ უნდა შეიმეცნოს მისი ეს განზრახვა. ღვთის ამ საქმის მეშვეობით ადამიანი გაცილებით ნათლად აღიქვამს, თუ როგორი ბრძენი და ყოვლისშემძლეა იგი და ასევე ხედავს მისი საქმის პრინციპებს დედამიწაზე. სინამდვილეში, ღმერთი დედამიწაზე მოვიდა იმისთვის, რათა თავისი საქმე აღასრულოს და ადამიანებს დაუკავშირდეს. ამგვარად, ადამიანები უფრო ცხადად და ნათლად შეიმეცნებენ მის საქმეებს. დღეს კი თქვენ, ადამიანთა ამ ნაწილს, გაქვთ ბედნიერება, ემსახუროთ პრაქტიკულ ღმერთს. ეს განუზომელი კურთხევაა თქვენთვის — ჭეშმარიტად იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა განგადიდათ. როცა არჩევს ადამიანს, რომელიც მას უნდა ემსახუროს, ღმერთი მუდამ საკუთარი პრინციპებით მოქმედებს. სრულიად მცდარია ადამიანების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ადამიანი მანამ უნდა ემსახუროს ღმერთს, სანამ ამისი სურვილი აქვს. დღეს თქვენთვის ცხადია, რომ ყველა, ვინც ღვთის წინაშე მსახურობს, ამას მხოლოდ ღვთის წინამძღოლობით სჩადის, მათზე სულიწმიდა მოქმედებს და არიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ესწრაფვიან. ეს ყოველივე მინიმალურ პირობებს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, ღმერთს ემსახუროს.

ღვთის მსახურება ადვილი საქმე არ არის. ის, ვისი გახრწნილი ხასიათიც არ იცვლება, ღვთის მსახურებას ვერასოდეს შეძლებს. თუ შენი ხასიათი არ განსჯილა და არ გაკიცხულა ღვთის სიტყვის საშუალებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ სატანას განასახიერებს. ეს ამტკიცებს, რომ ღვთისადმი მსახურება მხოლოდ საკუთარი კეთილი განზრახვების გაღებაა, ხოლო ეს მსახურება შენს სატანურ ბუნებაზეა დამყარებული. შენ ემსახურები ღმერთს შენი თანდაყოლილი ზნეობისა და სურვილების მიხედვით. ამას გარდა, ერთთავად გგონია, რომ ის, რაც შენ გსურს, ღვთისთვისაც სათნოა, ხოლო ის, რაც არ გინდა, ღმერთსაც სძაგს; თავიდან ბოლომდე იმ გადაწყვეტილებების მიხედვით მოქმედებ, რასაც თავად იღებ. შეიძლება თუ არა, ამას ღვთის მსახურება ვუწოდოთ? საბოლოოდ, შენს სიცოცხლე-განწყობაში მცირეზე მცირე ცვლილებაც კი არ მოხდება; არამედ, ასეთი მსახურება კიდევ უფრო ჯიუტს გახდის, რის გამოც შენი გახრწნილი ბუნება უფრო ღრმა ფესვებს გაიდგამს. ამის გამო შენ ჩამოაყალიბებ ღვთის მსახურების წესებს, რომლებიც ძირითადად დამყარებული იქნება შენს ზნეობასა და იმ გამოცდილებაზე, რაც შენივე ნებაზე დაფუძნებული მსახურების შედეგად გაქვს შეძენილი. ასეთია ის გამოცდილება და გაკვეთილები, რასაც გადის ადამიანი. ადამიანური ფილოსოფია ამქვეყნიურ საქმეებთან გასამკლავებლად ასეთია. ასეთი ადამიანები ფარისევლები და რელიგიური მესვეურები არიან. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ გამოფხიზლდებიან და ახლავე არ მოინანიებენ ამ ყოველივეს, უკანასკნელ დღეებში აუცილებლად იქცევიან ცრუ ქრისტეებად და ანტიქრისტეეებად, რომლებიც ადამიანებს თავგზას აურევენ. ცრუ ქრისტეები და ანტიქრისტეები, რომელთა მოსვლაც ნაწინასწარმეტყველებია, სწორედ ასეთი ხალხისგან აღმოცენდება. თუ ისინი, ვინც ღმერთს ემსახურებიან, საკუთარ ზნეობას აჰყვებიან და საკუთარი სურვილის მიხედვით იმოქმედებენ, მუდამ იმ საშიშროების წინაშე იქნებიან, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება იქნან განკვეთილნი. ისინი, ვინც ღვთის მსახურების მრავალწლიან გამოცდილებას ეყრდნობა იმისთვის, რომ სხვებს თავი მოაწონონ, ჭკუა დაარიგონ და შეზღუდონ იმისთვის, რომ თვითონ მათზე მაღლა დადგნენ — და ისინი, ვინც არასოდეს მოინანიებს და არ აღიარებს საკუთარ ცოდვებს, ვინც არ თმობს საკუთარი მდგომარეობით მიღებულ უპირატესობებს — ღვთის წინაშე დაეცემიან. ისინი პავლეს ჰგვანან, საკუთარი წოდებით ქედმაღლობენ და სხვებს თავიანთი დამსახურებებით თავზე დაჰყურებენ. ასეთ ადამიანებს ღმერთი არ სრულყოფს. ასეთი მსახურება ღვთის საქმის ჩაშლაა. ადამიანებს ყველაფერ ძველთან დამშვიდობება უჭირთ. ისინი ერთთავად წარსულზე ფიქრსა და გარდასულ დროს ებღაუჭებიან. ეს კი მათთვის დიდი დაბრკოლებაა მსახურების თვალსაზრისით. თუ ამ ყველაფერს არ მოიშორებ, ეს მთელ შენს ცხოვრებას დაღუპავს. ღვთის „მსახურების“ გამო სირბილით ფეხებიც რომ დაიმტვრიო, წელიც რომ მოიწყვიტო ან თავიც კი გაწირო, ღმერთი ამას ოდნავადაც არ მოგიწონებს. არამედ პირიქით: გეტყვის, რომ ბოროტმოქმედი ხარ.

ამიერიდან, ღმერთი წესისამებრ სრულყოფს მათ, ვისაც არ გააჩნია რელიგიური წარმოდგენები, სურს, უარი თქვას საკუთარ ძველ „მეზე“ და წრფელი გულით მორჩილობდეს ღმერთს. იგი სრულყოფს მათ, ვისაც ღვთის სიტყვა სწყურია. ეს ადამიანები უნდა წამოდგნენ და ღმერთს ემსახურონ. თავად ღმერთში უსასრულო სიუხვე და უსაზღვრო სიბრძნეა. მისი გასაოცარი საქმეები და ძვირფასი სიტყვა უფრო მეტი ადამიანის ნეტარების საწინდარია. ამჟამად, მას, ვისაც რელიგიური წარმოდგენები გააჩნია, უპირატესობას იჩემებს და მას, ვისაც საკუთარი თავის გაშვება არ შეუძლია, ამ სიახლეების შემეცნება უჭირს. სულიწმიდას ასეთი ადამიანების სრულყოფის საშუალება არ აქვს. თუ ადამიანს არ გააჩნია მორჩილების მტკიცე ნება და ღვთის სიტყვა არ სწყურია, ამ სიახლეს ვერ შეიმეცნებს; ის მხოლოდ და მხოლოდ სულ უფრო მეტად აჯანყდება, მეტ და მეტ ცბიერებას შეიძენს და საბოლოოდ, მცდარ გზას დაადგება. ახორციელებს რა, თავის საქმეებს, ღმერთი აღამაღლებს სულ უფრო მეტ ადამიანს, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს იგი და შეუძლია ახალი ნათლის მიღება, ხოლო სრულიად განაგდებს რელიგიის იმ მესვეურებს, რომლებიც საკუთარ უპირატესობას ეყრდნობიან; ღმერთს ერთი ადამიანიც კი არ სურს ასეთი, ვინც ჯიუტად ეწინააღმდეგება ცვლილებას. გსურს, შეუერთდე იმ ადამიანთა რიცხვს? როგორ ემსახურები მას — ისე, როგორც შენ გირჩევნია თუ ისე, როგორც ღმერთი მოითხოვს? ეს ისაა, რასაც შენ თვითონ უნდა მიხვდე. რელიგიის მესვეური ხარ თუ ახალშობილი ჩვილი, რომელსაც ღმერთი სრულყოფს? რამდენად მოსაწონია სულიწმიდასთვის შენი მსახურება ღვთისადმი? რამდენია ისეთი, რასაც ღმერთი არც კი გაიხსენებს? რამდენად დიდი ცვლილება მოხდა შენს ცხოვრებაში მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა ღმერთს ემსახურებოდი? ყოველივე ეს ნათელია შენთვის? თუ ჭეშმარიტად გწამს, მაშინ შენ დათმობ შენს ძველ შეხედულებებს რელიგიაზე და უკეთესად, ახლებურად ემსახურები ღმერთს. წამოდექი, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ძველმა შეხედულებებმა რელიგიაზე შესაძლოა ადამიანის მთელი ცხოვრება ფუჭად გაანიავოს. ადამიანის გამოცდილებამ შესაძლოა უბიძგოს მას, მოწყდეს ღმერთს და ნებისმიერი რამის კეთებისას საკუთარ თავს დაეყრდნოს. თუ ასეთ რაღაცებს არ დათმობ, ის შენი სიცოცხლის განმავლობაში წინ დაგხვდება და სულიერ ზრდაში დაგაბრკოლებს. ღმერთი მარად სრულყოფს იმათ, ვინც მას ემსახურება და ძნელად თუ განაგდებს მათ. თუ შენ ჭეშმარიტად დაეთანხმები ღვთის სიტყვისეულ სამსჯავროსა და წვრთნას, თუ შეძლებ, დათმო შენი ძველი რელიგიური პრაქტიკა და წესები, თუკი შეწყვეტ შენს ადრინდელ შეხედულებათა გამოყენებას ღვთის დღევანდელი, ახლებური სიტყვის საზომად, მხოლოდ მაშინ გექნება რაიმე პერსპექტივა. მაგრამ თუ ისევ ძველ რაღაცებს ჩაებღაუჭები და კვლავ საუნჯედ მიიჩნევ, მაშინ, ვერ გადარჩები. ღმერთი ასეთ ადამიანებს არ მოხედავს. თუ ნამდვილად გსურს სრულყოფა, მაშინ თავიდან ბოლომდე უნდა დათმო ყველაფერი ძველი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრე გაკეთებული სწორი იყო, თუ თავად ღმერთმა გააკეთა ის, მაინც უნდა შეძლო გვერდზე გადადება და არ ჩაებღაუჭო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სულიწმიდის საქმე იყო და უშუალოდ მის მიერ ხორციელდებოდა, დღეს მაინც უნდა უკუაგდო. მასზე ჩაბღაუჭება არ შეიძლება. ღმერთი სწორედ ამას მოითხოვს. ყველაფერი უნდა განახლდეს. თავისი საქმისა და სიტყვის მიხედვით, ღმერთი არასოდეს უბრუნდება იმას, რაც უკვე ჩავლილია. არ ჩხრეკს ძველ ალმანახს; ღმერთი ის ღმერთია, რომელიც მუდამ სიახლეს განასახიერებს და არასოდეს ეხება რამე ძველს; იგი საკუთარ სიტყვასაც კი არ ებღაუჭება, რომელიც წარსულში დარჩა. ეს იმას ადასტურებს, რომ ღმერთი დოგმებსა და წესებს არ ემორჩილება. ამიტომ, თუკი შენ, ადამიანი, მუდამ წარსულს ებღაუჭები და უარს ამბობ მის უკუგდებაზე და ყველაფრისადმი ბრმა, წინასწარ შემუშავებული დამოკიდებულება გაქვს, მაგრამ ღმერთი აღარ მოქმედებს იმ მეთოდებით, რომლებსაც ადრე იყენებდა, განა შენი სიტყვები და ქმედებანი ღვთის საქმეს არ აბრკოლებს? განა ეს ღვთისადმი წინააღმდეგობას არ ნიშნავს? ნუთუ გსურს, რომ ამ ძველი შეხედულებების გამო მთელი შენი ცხოვრება აირიოს და დაინგრეს? ეს ძველი შეხედულებები ისეთ ადამიანად გაქცევს, რომელიც ღვთის საქმეს აბრკოლებს - განა გსურს, ასეთი იყო? თუ არა, სასწრაფოდ შეწყვიტე იმის კეთება, რასაც აკეთებ. მოიხედე და ყველაფერი თავიდან დაიწყე. მაშინ ღმერთი შენს წარსულს აღარ გაიხსენებს.

წინა:  გახრწნილი ადამიანი ვერ იქნება ღვთის წარმომადგენელი

შემდეგი:  ვთისადმი რწმენით, თქვენ უნდა დაემორჩილოთ ღმერთს

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger