პუნქტი მესამე: ჭეშმარიტების მაძიებელთა გარიყვა და მათზე თავდასხმა
ანტიქრისტეების მიერ ადამიანთა გასაკონტროლებლად გამოყენებული მესამე მეთოდი: ჭეშმარიტების მაძიებელთა გარიყვა და მათზე თავდასხმა. ზოგიერთ ადამიანს უყვარს პოზიტიური მოვლენები, სამართლიანობა და სინათლე, ასევე ჭეშმარიტების თანაზიარება. ისინი ხშირად ეძებენ დებსა და ძმებს, რომლებიც მიისწრაფვიან და ეძებენ ჭეშმარიტებას თანაზიარებისთვის. ამის დანახვაზე ანტიქრისტე რისხდება. მას ყველა, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის, თვალში ეკალივით ესობა; მას სურს, რომ ყველა, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის, მისი თავდასხმის, გარიყვისა და შეტევების სამიზნედ აქციოს. რა თქმა უნდა, ანტიქრისტე ამ ადამიანებს მხოლოდ ისეთი სასტიკი და ველური მეთოდებით არ დაესხმება თავს, რომელთა ამოცნობაც ხალხისთვის მარტივი იქნება. ის მიმართავს ჭეშმარიტების თანაზიარების მანერას და რამდენიმე სიტყვითა და მოძღვრებით განსჯის და თავს ესხმის ადამიანებს. ეს ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მისი ქმედება მართებული და გონივრულია, რომ ის სხვებს ეხმარება და მის საქციელში ცუდი არაფერია. რა არის მისი ეს „მართებული და გონივრული“ მეთოდები? (ის იშველიებს ღვთის სიტყვებს, რათა განსაჯოს ადამიანები და თავს დაესხას მათ.) სწორია — ის იშველიებს ღვთის სიტყვებს ადამიანთა გამოსააშკარავებლად და მათ განსასჯელად. ეს მისი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ერთი შეხედვით, საუბრის ეს მანერა სამართლიანი, გონივრული და სრულიად მართებული ჩანს, მაგრამ შინაგანად მათი მიზანი სხვების დახმარება და მათთვის სარგებლის მოტანა კი არ არის, არამედ მათი გამოაშკარავება, განსჯა, დაგმობა და დამცირებაა. სწორედ ამის მიღწევას ისახავს ის მიზნად. მაშასადამე, პრობლემა მის ამოსავალ წერტილშია. გამჭრიახი ადამიანები ხედავენ, რომ ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ ის ადამიანები მიისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და უყვართ ის, რაც ანტიქრისტესთვის საფრთხეს წარმოადგენენ. და რა არის ეს საფრთხე? რით უშლის ხელს ანტიქრისტეს მათი სიყვარული ჭეშმარიტებისადმი? (მათ შეუძლიათ მისი რეალური სახის დანახვა და გარჩევა.) სწორია. ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც ჭეშმარიტების ეს მოყვარულები უქმნიან ანტიქრისტეს არის ის, რომ მათ შეუძლიათ ამოიცნონ ნებისმიერი ცუდი ქმედება, რასაც ანტიქრისტე ჩადის, რაც არ უნდა იყოს ეს; შეუძლიათ დაინახონ მისი რეალური არსი და მზად არიან ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს გამოააშკარავონ, ამხილონ და სინათლეზე გამოიყვანონ ის, შემდეგ კი დაგმონ, უარყონ და განწმინდონ მისგან ეკლესია. თუ ეს მოხდებოდა, ანტიქრისტე სამუდამოდ დაკარგავდა თავის სტატუსსა და ძალაუფლებას, კურთხევის მიღების მისი პერსპექტივა კი სრულიად განადგურდებოდა. სწორედ ამიტომ ანტიქრისტესთვის ეს ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, საეკლესიო განხეთქილების ჩამომგდებთა გარდა, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
გარდა ისეთი გარეგნულად მართებული მეთოდებისა, როგორიცაა ღვთის სიტყვების თანაზიარების გამოყენება ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანებზე თავდასხმისა და მათი განსჯის მიზნით, ანტიქრისტეები მათ წინააღმდეგ რადიკალურ ზომებსაც იღებენ. რას წარმოადგენს ეს რადიკალური ზომები? მაგალითად, ისინი ჩაეჭიდებიან წინამძღოლის ან მუშაკის წუთიერ გადაცდომას მიუხედავად მისი კონტექსტისა, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა ამ ადამიანმა აქედან გაკვეთილი და შეეძლო თუ არა მონანიება და მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ჭეშმარიტების მაძიებელი, ისინი გააზვიადებენ ამ გადაცდომის მნიშვნელობას, რათა განსაჯონ ეს ადამიანი, დაგმონ და თავიდან მოიშორონ. ანტიქრისტეებს მიაჩნიათ, რომ ბალახის მოსაშორებლად ფესვი უნდა ამოძირკვო, ამიტომ ასეთ ადამიანებს ეკლესიიდან იშორებენ, რათა მათ ანტიქრისტეების სტატუსს საფრთხე აღარ შეუქმნან. ყველა ბოროტი ადამიანი და ანტიქრისტე ოსტატურად ეჭიდება ისეთ ფაქტებს, რომელთა გამოყენებაც წინამძღოლებისა და მუშაკების წინააღმდეგ არის შესაძლებელი და როგორც კი ხელთ იგდებენ მათ, მაშინვე გმობენ ამ ადამიანებს, როგორც ცრუ წინამძღოლებსა და ანტიქრისტეებს. ეს სულაც არ არის მცირე ბრალდება! წინამძღოლებსა და მუშაკებს ღვთის რჩეული ხალხი ირჩევს; რატომ უნდა ებღაუჭებოდე გამუდმებით ისეთ რამეებს, რასაც მათ წინააღმდეგ გამოიყენებ? რა არის შენი მიზანი ამ ბერკეტის მოპოვებისას? გსურს, რომ მათი ადგილი დაიკავო და თავად გახდე წინამძღოლი? როგორც კი ბოროტი ადამიანი წინამძღოლს ან მუშაკს ბრალს დასდებს იმაში, რომ იგი ცრუ წინამძღოლი და ანტიქრისტეა, თუკი მას შემდგომ შეეძლება ცოცხალი მაგალითების მოყვანა და ღვთის რჩეული ხალხისთვის იმის დაჯერება, რომ ეს ფაქტებს შეესაბამება, ეს უკვე სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს წინამძღოლი ან მუშაკი შეიძლება საკმაოდ მარტივად მოიშორონ ეკლესიიდან. ცრუ წინამძღოლობა ან ანტიქრისტეობა იმდენად დიდი დანაშაულია, რომ როგორც კი ეს დანაშაული დამტკიცდება, ბრალდებულს გმობენ და მისი, როგორც ღვთის მორწმუნის, დრო სრულდება. ეს ხომ მათ უბრალოდ გაანადგურებს? რაოდენ დიდი ბოროტებაა ეს! უფრო მეტიც, თუკი ანტიქრისტე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რათა თავად აირჩიონ წინამღოლად და ეკლესიაზე კონტროლი დაამყაროს, განა ღვთის რჩეული ხალხი ანტიქრისტეს კონტროლქვეშ არ მოექცევა? განა ეს ეკლესია ანტიქრისტეს სამეფოდ არ გადაიქცევა? (გადაიქცევა.) ეს სერიოზული საფრთხეა! გააჩნიათ თუ არა ბოროტ ადამიანებსა და ანტიქრისტეებს სხვა მეთოდები ჭეშმარიტების მაძიებელთა გასარიყად და მათზე თავს დასასხმელად? განა ზოგიერთი მათგანი იმ დებსა და ძმებს, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, სამუშაოდ ყველაზე საშიშ ადგილებში არ გზავნის, რათა ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში და საკუთარი სტატუსი განიმტკიცოს? ისინი ამბობენ: „არსებობს ახლად დაარსებული ეკლესია, სადაც ბევრი ისეთი და და ძმაა, ვინც ახლად არის რწმენაში შესული. მათ არ აქვთ საძირკველი და აკლიათ სიბრძნე. მათ სჭირდებათ ვინმე, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, რათა მორწყოს და უზრუნველყოს ისინი. შენ გესმის ხილვების ჭეშმარიტება; იმ ახალმოსულებს სჭირდებათ შენნაირი ვინმე, რათა წავიდეს და მორწყოს ისინი. სხვა არავინაა ამის შესაფერისი.“ და ამით, ანტიქრისტე თავიდან იშორებს სერიოზულ ფარულ საფრთხეს. სინამდვილეში, ნუთუ ისინი მართლა იმისთვის აკეთებენ ამას, რომ ამ ადამიანმა ეკლესიას უხელმძღვანელოს და უზრუნველყოს იგი? (არა.) არა; ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ის ადგილი მტრული და საშიში გარემოა. ისინი ამ ადამიანს ეკლესიის საქმის საკეთებლად სადმე საშიშ ადგილას გზავნიან და მოუთმენლად ელიან, როდის ჩაიგდებს მას ხელში დიდი წითელი დრაკონი. თუ ეს ადამიანი დაიჭირეს, აღარავინ დარჩება ისეთი, ვინც ანტიქრისტეს სტატუსს საფრთხეს შეუქმნის და მათ შეეძლებათ ეკლესიაზე კონტროლის დამყარება. განა ეს მათი ერთ-ერთი ტაქტიკა არ არის? ისინი ამ ადამიანს იმ საბაბით გზავნიან, თითქოს ის ზედგამოჭრილია ახალმოსულების მოსარწყავად და ამრიგად, ვერავინ ხედავს მათსავე ბოროტ განზრახვებს. განა ჭკვიანური არ არის ეს მათი მხრიდან? დებსა და ძმებს კი ჰგონიათ, რომ ანტიქრისტე ჭკვიანი და ბრძენია ასეთი ღონისძიებების გატარებისთვის, რომ იგი ღვთის განზრახვებთან თანხვედრაში მყოფი ადამიანია, თუმცა აღმოჩნდება, რომ ანტიქრისტე ატყუებდა და თვალს უხვევდა მათ. ანტიქრისტეს ეს მეთოდი სრულიად გულწრფელი ჩანს; არავის შეუძლია ნათლად დაინახოს, თუ რა ხდება სინამდვილეში და საბოლოოდ, ყველა შეცდომაში შედის. ის ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შედიან, ფიქრობენ, რომ რასაც ანტიქრისტე აკეთებს, სამართლიანი და გონივრულია, რომ ისინი ამას საქმეზე ზრუნვის გამო აკეთებენ — მაგრამ არავის შეუძლია მათი ნამდვილი განზრახვის დანახვა. ანტიქრისტეები ბოროტები არიან, განა ასე არ არის? სადაც საფრთხეა, სწორედ იქ გიშვებენ შენ და თავისთვის ამბობენ: „განა შენ არ მიისწრაფვი ჭეშმარიტებისკენ? განა შენ არ მიპირისპირდები? განა ყოველთვის არ არჩევ ჩემს საქციელს და არ ებღაუჭები ისეთ ფაქტებს, რასაც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებ? ძალიან კარგი, მაშინ: მე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და პირდაპირ აქედან მოგიშორებ. საუკეთესო იქნება, თუ დაგიჭერენ — ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგები!“ უდავოა, რომ ეკლესიაში იმ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც ანტიქრისტეები მახეს უგებენ და დევნიან, ისინი არიან, ვისაც მეტი სწრაფვა გააჩნიათ. როგორ უყურებენ ანტიქრისტეები ამ ადამიანებს, როდესაც ისინი იდევნებიან და გარიყულნი არიან? ისინი თავისთვის ამბობენ: „ეს ადამიანები მუდმივად ისმენენ ქადაგებებს; მათ ესმით გარკვეული ჭეშმარიტებები. უბრალოდ არ შემიძლია, მოსმენა ავუკრძალო: ქადაგებები ყველასთვისაა განკუთვნილი, ამიტომ არანაირი გამართლება არ აქვს მათთვის მოსმენის აკრძალვას. მაგრამ, დავუშვათ, მივეცი მოსმენის უფლება, რადგან ამ ქადაგებებში ნათქვამის დიდი ნაწილი ცრუ წინამძღოლებსა და ანტიქრისტეებს ააშკარავებს, კარგად წარიმართება ჩემი საქმე, თუ ისინი საკმარისს მოისმენენ და გაგებასა და გარჩევის უნარს შეიძენენ? ადრე თუ გვიან ხომ მომიწევს წინამძღოლის პოზიციიდან გადადგომა? ეს არ გამოგვადგება. პირველი ნაბიჯი მე უნდა გადავდგა.“ როგორც კი ანტიქრისტეს ასეთი განზრახვა გაუჩნდება, ის მაშინვე მოქმედებაზე გადადის. ჭეშმარიტება რომ არ ესმოდეთ, ადამიანთა მცირე ნაწილიც კი ვერ შეძლებდა ანტიქრისტეს ამოცნობას. რატომ ხდება ისე, რომ ანტიქრისტეებს ეს შერჩებათ ხოლმე, ხოლო ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, მსხვერპლნი ხდებიან? აქ ნამდვილად არსებობს ერთი მიზეზი: ამ ადამიანებს შეიძლება გულში გარკვეულწილად უყვართ ჭეშმარიტება და პოზიტიური მოვლენები და შეიძლება ჰქონდეთ კიდეც ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სურვილი, მაგრამ ისინი უბრალოდ მეტისმეტად ლაჩრები არიან. მათ არ ესმით ჭეშმარიტება, აკლიათ გარჩევის უნარი და იმდენად სულელები არიან, რომ არ შეუძლიათ ანტიქრისტეს რეალური არსის დანახვა და ვერასოდეს ბედავენ მის გამოაშკარავებას, რაც ანტიქრისტეს პირველი ნაბიჯის გადადგმისა და მათთვის ზიანის მიყენების საშუალებას აძლევს. თუ ეს არის ის შედეგი, რასაც ისინი იღებენ ან რამდეც მიდიან, როგორ მოხდა ეს? განა ისინი ანტიქრისტეს მიერ არ იქნებიან სასტიკად დაჩაგრულნი? (იქნებიან.) რა გაკვეთილი უნდა ისწავლონ აქედან ადამიანებმა, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან? როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს წინამძღოლის ან მუშაკის მიმართ? თუ ის, რასაც წინამძღოლი ან მუშაკი აკეთებს, სწორია და თანხვედრაშია ჭეშმარიტებასთან, მაშინ შეგიძლია დაემორჩილო მას; თუ რასაც აკეთებენ, არასწორია და არ არის თანხვედრაში ჭეშმარიტებასთან, მაშინ არ უნდა დაემორჩილო და შეგიძლია გამოააშკარავო, შეეწინააღმდეგო მათ და განსხვავებული აზრი გამოთქვა. თუ მათ არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება ან სჩადიან ბოროტებას, რაც ეკლესიის მუშაობას ხელს უშლის და გამოაშკარავდება, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები, ცრუ მუშაკები ან ანტიქრისტეები არიან, მაშინ შეგიძლია ამოიცნო, გამოააშკარავო და ამხილო ისინი. თუმცა, ღვთის რჩეული ხალხიდან ზოგიერთს არ ესმის ჭეშმარიტება და განსაკუთრებით ლაჩარია; მათ ეშინიათ ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების მიერ დაჩაგვრისა და ტანჯვის, ამიტომ ვერ ბედავენ პრინციპების დაცვას. ისინი ამბობენ: „თუ წინამძღოლი გამაგდებს, ჩემი საქმე დასრულებულია; თუ ის ყველას ჩემს გამოაშკარავებას ან მიტოვებას აიძულებს, მაშინ ვეღარ შევძლებ ღვთის რწმენას. თუ ეკლესიიდან გამდევნიან, მაშინ ღმერთს აღარ ვენდომები და აღარ მიხსნის. და განა ჩემი რწმენა ფუჭი არ იქნება?“ განა ასეთი აზროვნება აბსურდული არ არის? აქვთ კი ასეთ ადამიანებს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა? განა ცრუ წინამძღოლი ან ანტიქრისტე ღმერთს წარმოადგენს, როცა შენ განგდევნის? როდესაც ცრუ წინამძღოლი ან ანტიქრისტე გტანჯავს და გდევნის, ეს სატანის საქმეა და არანაირი კავშირი არ აქვს ღმერთთან; როდესაც ადამიანებს თავიდან იშორებენ ან ეკლესიიდან გარიყავენ, ეს ღვთის განზრახვებთან თანხვედრაში მხოლოდ მაშინ არის, როდესაც არსებობს ერთობლივი გადაწყვეტილება ეკლესიასა და ღვთის ყველა რჩეულს შორის და როდესაც ეს მოშორება ან გარიყვა სრულად შეესაბამება ღვთის სახლის საქმის მოწყობასა და ღვთის სიტყვების ჭეშმარიტების პრინციპებს. როგორ შეიძლება ცრუ წინამძღოლის ან ანტიქრისტეს მიერ გარიყვა ნიშნავდეს იმას, რომ შენი ხსნა შეუძლებელია? ეს სატანისა და ანტიქრისტეს მხრიდან დევნაა და არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არ გიხსნის. ის, გიხსნის თუ არა შენ ღმერთი, მასზეა დამოკიდებული. არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გიხსნის თუ არა ღმერთი. ეს ნათლად უნდა გესმოდეს. და შენი გარიყვა ცრუ წინამძღოლის ან ანტიქრისტეს მიერ აღიქვა ისე, თითქოს ღმერთმა განგდევნა — განა ეს ღვთის არასწორად გაგება არ არის? ნამდვილად არის. და ეს მხოლოდ ღვთის არასწორად გაგება კი არა, ღვთის წინააღმდეგ ამბოხებაცაა. ეს, ერთგვარად, ღვთის გმობაც არის. და განა ღვთის ამგვარად არასწორად გაგება უმეცრება და სისულელე არ არის? როდესაც ცრუ წინამძღოლი ან ანტიქრისტე განგდევნის, რატომ არ ეძებ ჭეშმარიტებას? რატომ არ ეძებ ვინმეს, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, რათა გარჩევის უნარი შეიძინო? და რატომ არ ატყობინებ ამას ზემდგომებს? ეს ამტკიცებს, რომ არ გწამს, თითქოს ჭეშმარიტება უზენაესია ღვთის სახლში; ეს აჩვენებს, რომ არ გაქვს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა, რომ არ ხარ ის, ვისაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთი. თუ გწამს ღვთის ყოვლისშემძლეობის, რატომ გეშინია ცრუ წინამძღოლის ან ანტიქრისტეს შურისძიების? შეუძლიათ მათ შენი ბედის განსაზღვრა? თუ გაქვს გარჩევის უნარი და ამჩნევ, რომ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, რატომ არ ურთიერთობ ღვთის რჩეულ ხალხთან, რომელსაც ესმის ჭეშმარიტება? პირი გაქვს, მაშ, რატომ ვერ ბედავ ხმის ამოღებას? რატომ გეშინია ასე ძალიან ცრუ წინამძღოლის ან ანტიქრისტეს? ეს ამტკიცებს, რომ ხარ ლაჩარი, უმაქნისი, სატანის ლაქია. თუ ცრუ წინამძღოლის ან ანტიქრისტეს მუქარისას ვერ ბედავ მათ შესახებ ზემდგომებისთვის შეტყობინებას, ეს აჩვენებს, რომ უკვე შებოჭილი ხარ სატანის მიერ და მათთან ერთსულოვანი ხარ; განა ეს სატანის მიყოლა არ არის? როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ღვთის რჩეული ხალხის ნაწილი იყოს? ისინი სუფთა წყლის ნაძირალები არიან. ყველა, ვინც ერთსულოვანია ცრუ წინამძღოლებთან და ანტიქრისტეებთან, არასოდეს იქნება რაიმე კარგი; ისინი ბოროტმოქმედნი არიან. ასეთი ადამიანები დაბადებულნი არიან ეშმაკის მსახურებად — ისინი სატანის ლაქიები არიან და მათი ხსნა შეუძლებელია. ყველა, ვინც ვერ ბედავს ანტიქრისტეების გამოაშკარავებას, როცა ხედავს, რომ ისინი ბოროტებას სჩადიან, ვისაც ეშინია ანტიქრისტეების განაწყენების, ვინც მათ მფარველობს და ემორჩილება კიდეც — განა ისინი სულელი, უმეცარი ადამიანები არ არიან? თუ სრულად აცნობიერებ ჭეშმარიტების პრინციპებს, მაგრამ მაინც არღვევ მათ და ბოროტ ადამიანებთან და ანტიქრისტეებთან ალიანსებსა და დაჯგუფებებს ქმნი, განა არ მოქმედებ როგორც სატანის თანამზრახველი და მსახური? მაშ, განა არ იმსახურებ იმას, რომ საბოლოოდ ისე მოგექცნენ, როგორც ბოროტ ადამიანსა და ანტიქრისტეების თანამზრახველს? თუ გწამს ღმერთის, მაგრამ ღვთის მიყოლის ნაცვლად მიჰყვები ანტიქრისტეებს, მოქმედებ რა როგორც ერთ-ერთი მათი მსახური ან თანამზრახველი, განა საკუთარ საფლავს არ თხრი და საკუთარ სასიკვდილო განაჩენს არ აწერ ხელს? თუ გწამს ღმერთის, მაგრამ ღვთისადმი მორჩილების ნაცვლად ნებდები და თავს აფარებ ღვთის მტრებს — ანტიქრისტეებს, და შედეგად, ეს ანტიქრისტეები შენით მანიპულირებენ და შეურაცხყოფას გაყენებენ, მაშინ შენ ეს თავად დაიტეხე თავს. განა არ იმსახურებ ამას? თუ ანტიქრისტეს ეპყრობი როგორც შენს ბატონს, როგორც შენს წინამძღოლს, როგორც დასაყრდენს, მაშინ შენ თავს აფარებ სატანას, შენ მიჰყვები სატანას, რაც იმას ნიშნავს, რომ გზას აცდი, არასწორ გზას დაადექი და შეუდექი გზას, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ანტიქრისტეების მიმართ? უნდა გამოააშკარავო და ებრძოლო მათ. თუ მხოლოდ ერთი ან ორი ხართ და მეტისმეტად სუსტები ხართ იმისთვის, რომ მარტონი დაუპირისპირდეთ ანტიქრისტეებს, ძალები უნდა გააერთიანოთ რამდენიმე ადამიანთან, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, რათა შეატყობინოთ და გამოააშკარავოთ ეს ანტიქრისტეები, და უნდა განაგრძოთ მანამ, სანამ მათ თავიდან არ მოიშორებენ. მსმენია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მატერიკულ ჩინეთში ზოგიერთ სამრევლო ტერიტორიაზე ღვთის რჩეული ხალხი გაერთიანდა, რათა ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები თანამდებობებიდან გადაეყენებინათ; ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი და ანტიქრისტე გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფების ხელმძღვანელიც კი იყო, თუმცა ღვთის რჩეულმა ხალხმა ისინი მაინც გადააყენა. ღვთის რჩეულ ხალხს არ დასჭირვებია ზემდგომებისგან თანხმობის ლოდინი; ჭეშმარიტების პრინციპებზე დაყრდნობით მათ შეძლეს ამოეცნოთ ეს ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები — რომლებიც არ აკეთებდნენ რეალურ საქმეს და მუდმივად ტანჯავდნენ დებსა და ძმებს, რომლებიც მოქმედებდნენ თავაშვებულად და ხელს უშლიდნენ ღვთის სახლის საქმეს — და დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები მათ წინააღმდეგ. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფიდან გააძევეს, ზოგი კი ეკლესიიდან მოიშორეს — რაც შესანიშნავია! ეს აჩვენებს, რომ ღვთის რჩეული ხალხი უკვე დაადგა ღვთის რწმენის სწორ გზას. ღვთის რჩეული ხალხიდან ზოგიერთმა უკვე გაიგო ჭეშმარიტება და ახლა მცირედი სულიერი სიმწიფე გააჩნია, ისინი აღარ არიან კონტროლირებადნი და მოტყუებულნი სატანის მიერ, ისინი ბედავენ ფეხზე წამოდგომას და სატანის ბოროტ ძალებთან ბრძოლას. ეს ასევე აჩვენებს, რომ ეკლესიაში ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების ძალებს აღარ აქვთ უპირატესობა. ამიტომ, ისინი ვეღარ ბედავენ თავიანთ სიტყვებსა და ქმედებებში ასეთი თავხედები იყვნენ. როგორც კი თავიანთ ნამდვილ სახეს გამოაჩენენ, ვინმე აუცილებლად გამოჩნდება, რათა გააკონტროლოს, ამოიცნოს და უარყოს ისინი. ანუ მათ გულებში, ვისაც ჭეშმარიტად ესმის ჭეშმარიტება, ადამიანის სტატუსი, რეპუტაცია და ძალაუფლება დომინანტურ ადგილს აღარ იკავებს. ასეთი ადამიანები ამ ყველაფერს მნიშვნელობას არ ანიჭებენ. როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი ინიციატივით ეძიოს ჭეშმარიტება და თანაეზიაროს მას და როდესაც იწყებს გადაფასებასა და იმაზე ფიქრს, თუ რა გზით უნდა იარონ ღვთის მორწმუნე ადამიანებმა და როგორ უნდა მოეპყრონ წინამძღოლებსა და მუშაკებს, თუ ვის უნდა მისდიონ ადამიანებმა, რომელი ქცევები მეტყველებს ადამიანის მიმდევრობაზე და რომელი - ღვთის მიმდევრობაზე,და რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ჭეშმარიტებების ძიებისა და მათი გამოცდის შემდეგ, როდესაც ადამიანი გაუცნობირებლად იწყებს გარკვეული ჭეშმარიტებების გაგებას და უყალიბდება გარჩევის უნარი — მაშინ ის უკვე იძენს გარკვეულ სულიერ სიმწიფეს. გქონდეს უნარი, ყველაფერში ეძიო ჭეშმარიტება, ნიშნავსღვთის რწმენის სწორ გზაზე დადგომას.
ეს კარგია, კარგი მოვლენაა, როდესაც ღვთის რჩეულ ხალხს შეუძლია ამოიცნოს და უარყოს ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები. ზოგიერთ წინამძღოლს არ შეუძლია რეალური საქმის კეთება; ისინი მხოლოდ ჩაშლასა და არეულობას იწვევენ ისე, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში აღარ არის სიმშვიდე. ყველა დისა და ძმისთვის ისინი მიუღებელნი არიან და საბოლოოდ უარყოფენ მათ. სწორია ეს მათი მხრიდან? (სწორია.) არიან სხვებიც, რომლებსაც წინამძღოლებად ირჩევენ და თავდაპირველად დები და ძმები ამბობენ: „ისინი ჩვენ ავირჩიეთ, ამიტომ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან.“ გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი არასწორად ყოფილან არჩეულნი: ღვთის რწმენასთან მიმართებში ენთუზიაზმით გამოირჩევიან, მაგრამ არ გააჩნიათ სულიერი გაგება. ისინი მიდრეკილნი არიან დამახინჯებისკენ, არიან ამპარტავანნი და თვითკმაყოფილნი; საკითხებს სხვებთან არ განიხილავენ და არაფერს აკეთებენ პრინციპების მიხედვით, არამედ უბრალოდ წინდაუხედავად მოქმედებენ. ეს იწვევს უსაფრთხოების დარღვევებს; ეკლესიის დებსა და ძმებს მუდმივად აპატიმრებენ, ეკლესიური საქმე კი მძიმე ზარალს განიცდის. წინამძღოლი არა მხოლოდ არ აანალიზებს საკუთარ ქმედებას, არამედ იმართლებს თავს, კამათობს საკუთარი პოზიციის დასაცავად და ირიდებს პასუხისმგებლობას. საბოლოოდ, ჯგუფი მას თანამდებობიდან ათავისუფლებს. როგორ ფიქრობ, სწორად მოაგვარეს მათ ეს სიტუაცია? (დიახ.) დიახ, ნამდვილად! და ამ ადამიანის მიმართ ზომების მიღებისთანავე ისინი ირჩევენ სხვას და გარკვეული დროის შემდეგ ყველასთვის ცხადი ხდება, რომ ეს პიროვნება ბევრად უკეთესია იმ ცრუ წინამძღოლზე, რაც ამტკიცებს, რომ ჯგუფს გააჩნია გარჩევის უნარი და ის გაიზარდა. ეს არის ის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ღვთის რჩეული ხალხი იზრდება სიცოცხლეში. ეს სრულიად ნორმალურია. გეგონა, რომ როდესაც ადამიანები ამდენი წლის განმავლობაში ისმენენ ქადაგებებს, ყველას უყალიბდება გარჩევის უნარი და აკეთებენ სწორ არჩევანს თითოეული წინამძღოლისა და მუშაკის შემთხვევაში — რომ ვისაც აირჩევენ, სწორედ ის დაიკავებს თანამდებობას? განა ასე ხდება? (არა.). როდესაც ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტების პრინციპები, წინამძღოლის არჩევისას ისინი ყოველთვის ფოკუსირდებიან ისეთი ადამიანის არჩევაზე, ვისაც მოქნილი გონება აქვს, კარგად საუბრობს და ნიჭიერია. მხოლოდ მას შემდეგ უყალიბდებათ ადამიანებს გარჩევის უნარი, რაც ეს პიროვნება თანამდებობაზე ყოფნის გარკვეული დროის შემდეგ ცრუ წინამძღოლად ან ანტიქრისტედ გამოვლინდება; ამის შემდეგ ისინი ასეთ ადამიანს აღარ აირჩევენ. მაშ, ზუსტად ვინ უნდა აირჩიონ წინამძღოლებისა და მუშაკების არჩევისას? არ არსებობს დადგენილი წესები. ეს ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, არის თუ არა იგი სწორი ადამიანი და მიისწრაფვის თუ არა ჭეშმარიტებისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ვინმე ბოროტი ადამიანი ან ანტიქრისტეა, შენ არ უნდა აირჩიო იგი, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს ის. თუ ასე მოიქცევი, საკუთარ თავს ორმოს გაუთხრი. განა ასე არ არის? (ასეა.)
დავუბრუნდეთ თემას, რომელზეც ახლახან ვსაუბრობდით, კერძოდ, ანტიქრისტეთა მიერ ჭეშმარიტების მაძიებელთა გარიყვასა და მათზე თავდასხმას: ჩვენ, ძირითადად, უკვე ვთქვით ის, რაც ამის შესახებ უნდა გვეთქვა, განა ასე არ არის? როგორ რიყავენ და თავს ესხმიან ანტიქრისტეები იმ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან? ისინი ხშირად იყენებენ ისეთ მეთოდებს, რომლებიც სხვებს გონივრულად და მართებულად მიაჩნიათ და ჭეშმარიტების შესახებ კამათობენ კიდეც უპირატესობის მოსაპოვებლად, რათა თავს დაესხან, დაგმონ და შეცდომაში შეიყვანონ სხვა ადამიანები. მაგალითად, ანტიქრისტე ფიქრობს, რომ თუ მისი პარტნიორები ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, მათ შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან მის სტატუსს და ამიტომ, ანტიქრისტე წარმოთქვამს მაღალფარდოვან ქადაგებებს და განიხილავს სულიერ თეორიებს ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად და იმისათვის, რომ ხალხს მასზე მაღალი წარმოდგენა შეექმნას. ამგვარად, მათ შეუძლიათ დაამცირონ და დათრგუნონ თავიანთი პარტნიორები და თანამშრომლები და ხალხს აგრძნობინონ, რომ მიუხედავად იმისა, მათი წინამძღოლის პარტნიორები ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, სულიერი მონაცემებისა და უნარების თვალსაზრისით ისინი თავიანთი წინამძღოლის თანასწორნი არ არიან. ზოგიერთი ადამიანი იმასაც კი ამბობს: „ჩვენი წინამძღოლის ქადაგებები მაღალფარდოვანია და მას ვერავინ შეედრება.“ ანტიქრისტესთვის ამგვარი კომენტარის მოსმენა უკიდურესად სასიამოვნოა. ის თავისთვის ფიქრობს: „შენ ჩემი პარტნიორი ხარ, განა არ გაგაჩნია ჭეშმარიტების გარკვეული რეალობები? რატომ არ შეგიძლია ისეთივე მჭევრმეტყველებითა და ამაღლებულად საუბარი, როგორც მე? ახლა შენ სრულიად დამცირებული ხარ. უნარი არ გაგაჩნია და მაინც ბედავ ჩემთან დაპირისპირებას!“ სწორედ ამას ფიქრობს ანტიქრისტე. რა არის ანტიქრისტეს მიზანი? ის ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობs სხვების დათრგუნვას, დამცირებას და საკუთარი თავის სხვა ადამიანებზე მაღლა დაყენებას. სწორედ ასე ექცევა ანტიქრისტე ყველას, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის ან თანამშრომლობს მათთან. რასაც არ უნდა აკეთებდეს ანტიქრისტე, ყველაფერი მისსავე ძალაუფლებასა და სტატუსზეა ფოკუსირებული და მიზნად ისახავს სხვებისგან პატივისცემისა და თაყვანისცემის მოპოვებას. ის არავის აძლევს უფლებას, მათ აჯობონ; ნებისმიერი, ვინც მათზე უკეთესია, განწირულია მათ მიერ დამცირების, გარიყვისა და დათრგუნვისთვის. ანტიქრისტეებს გააჩნიათ მოტივები და მიზნები ყველა იმ მეთოდის მიღმა, რასაც ისინი ჭეშმარიტების მაძიებელთა წინააღმდეგ იყენებენ. ნაცვლად იმისა, რომ ცდილობდნენ ღვთის სახლის საქმის დაცვას, მათი მიზანია დაიცვან საკუთარი ძალაუფლება და სტატუსი, ასევე თავიანთი პოზიცია და იმიჯი ღვთის რჩეული ხალხის გულებში. მათი მეთოდები და ქმედებები ხელს უშლის და არეულობას იწვევს ღვთის სახლის საქმეში და მათ ასევე დამანგრეველი გავლენა აქვთ ეკლესიურ ცხოვრებაზე. განა ეს ანტიქრისტეს ბოროტი საქმეების ყველაზე გავრცელებული გამოვლინება არ არის? ამ ბოროტი საქმეების გარდა ანტიქრისტეები კიდევ უფრო საზიზღარ რამეს სჩადიან: ისინი ყოველთვის ცდილობენ გამოძებნონ გზა, თუ როგორ მოიპოვონ ბერკეტი მათზე, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის. მაგალითად, თუ ზოგიერთმა ადამიანმა იმრუშა ან რაიმე სხვა გადაცდომა ჩაიდინა, ანტიქრისტეები ებღაუჭებიან ამას, როგორც ბერკეტს მათზე თავს დასასხმელად, ეძებენ შესაძლებლობებს მათი შეურაცხყოფისთვის, გამოსააშკარავებლად და ცილის საწამებლად, იარლიყებს აწებებენ მათ, რათა დაუკარგონ თავიანთი მოვალეობების შესრულების ენთუზიაზმი, რათა მათ თავი ნეგატიურად იგრძნონ. ანტიქრისტეები ასევე აღძრავენ ღვთის რჩეულ ხალხს, რომ დისკრიმინაციულად მოეპყრონ მათ, მოერიდონ და უარყონ ისინი, რათა ჭეშმარიტებისკენ მისწრაფებული ადამიანები იზოლირებულნი აღმოჩნდნენ. საბოლოოდ, როდესაც ყველა, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის, თავს ნეგატიურად და სუსტად გრძნობს, აღარ ასრულებს აქტიურად თავის მოვალეობებს და აღარ სურს შეკრებებზე დასწრება, ანტიქრისტეთა მიზანი მიღწეულია. რადგან ისინი, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, აღარ წარმოადგენენ საფრთხეს მათი სტატუსისა და ძალაუფლებისთვის და ვეღარავინ ბედავს მათ შესახებ შეტყობინებას ან მათ გამოაშკარავებას, ანტიქრისტეებს შეუძლიათ მშვიდად იგრძნონ თავი. ეკლესიაში ანტიქრისტეს ყველაზე მეტად ისინი სძულს, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის, განსაკუთრებით კი სამართლიანობის გრძნობის მქონენი, რომლებიც გაბედავენ ცრუ წინამძღოლისა და ანტიქრისტეს გამოაშკარავებასა და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ანტიქრისტესთვის ასეთი ადამიანები თვალში ეკალივით არიან. თუ ის დაინახავს ვინმეს, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის და ხალისით ასრულებს თავის მოვალეობას, მის გულში ღვარძლი და მტრობა იღვიძებს სიყვარულის მცირედი ნატამალის გარეშე. ანტიქრისტე არა მხოლოდ არ დაეხმარება ან მხარს არ დაუჭერს იმ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, მიუხედავად მათი სირთულეებისა ან იმისა, თუ რამდენად სუსტები და ნეგატიურები შეიძლება იყვნენ ისინი — ის ამას უბრალოდ არ უგულებელყოფს. პირიქით, მას ფარულად გაუხარდება ეს. და თუ ვინმემ ბრალი დასდო ან გამოააშკარავა იგი, გამოიყენებს შესაძლებლობას, რათა წაქცეულს წიხლი დააჭიროს, დასდოს მას ბრალი ყოველგვარ დანაშაულში ჭკუის სასწავლებლად, დაგმოს იგი, წასასვლელი გზა მოუჭრას და საბოლოოდ იმდენად ნეგატიურად განაწყოს, რომ მან თავისი მოვალეობის შესრულება ვეღარ შეძლოს. ამ დროს ანტიქრისტე ამაყობს საკუთარი თავით და ამ ადამიანის უბედურებით ხარობს. სწორედ ამის კეთება ეხერხებათ ანტიქრისტეებს ყველაზე კარგად; იმ ადამიანთა გარიყვა, მათზე თავდასხმა და მათი დაგმობა, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, მათი ყველაზე დიდი ოსტატობაა. რას ფიქრობენ ანტიქრისტეები, რაც მათ ასეთი ბოროტების ჩადენის უნარს ანიჭებს? „თუ ისინი, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, ხშირად ისმენენ ქადაგებებს, ერთ დღესაც შეიძლება ამოიცნონ ჩემი ქმედებები და მაშინ ისინი აუცილებლად გამომააშკარავებენ და ჩამანაცვლებენ. სანამ ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ, ჩემს სტატუსს, პრესტიჟსა და რეპუტაციას საფრთხე ემუქრება“. აჯობებს პირველმა დავარტყა, გამოვძებნო შესაძლებლობები, რათა ჩავებღაუჭო ბერკეტს მათ შესაწუხებლად და დასაგმობად და ნეგატიურად განვაწყო ისინი, რათა თავიანთი მოვალეობების შესრულების ყოველგვარი სურვილი დაკარგონ. მე ასევე გამოვიწვევ კონფლიქტებს წინამძღოლებსა და მუშაკებსა და მათ შორის, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის, რათა წინამძღოლებმა და მუშაკებმა შეიძულონ ისინი, დისტანცირდნენ მათგან და აღარ დააფასონ ან დააწინაურონ. ამგვარად, მათ აღარ ექნებათ ჭეშმარიტებისკენ მისწრაფების ან თავიანთი მოვალეობების შესრულების არანაირი სურვილი. საუკეთესო ვარიანტია, თუ ისინი, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან, ნეგატიურ განწყობაზე დარჩებიან.“ ეს არის ის მიზანი, რომლის მიღწევაც ანტიქრისტეებს სურთ. როდესაც ანტიქრისტე ან ბოროტი ადამიანი თავისი ეშმაკობით მახეს გიგებს, გგმობს და გამცირებს, შეგიძლია თუ არა ამოიცნო რა ხდება? შეგიძლია სატანის ხრიკების დანახვა? უნდა ისწავლო გარჩევა: „რაც მათ თქვეს, სავსებით სწორად ჟღერდა, მაგრამ რატომ დამეუფლა ნეგატიური განწყობა მათი მოსმენის შემდეგ? რატომ აღარ მინდა ჩემი მოვალეობის შესრულება? რატომ მიჩნდება ეჭვები ღმერთის მიმართ? იყო თუ არა რაიმე პრობლემა იმაში, რაც მათ თქვეს? რატომ იქონია ამან ნეგატიური გავლენა? რატომ წამოვედი იქიდან ღმერთის შესახებ გაუგებრობებითა და წარმოდგენებით და რატომ აღარ მსურს მორჩილება? რატომ აღარ მაქვს წინანდელი ენთუზიაზმი და მზაობა, რომ თავი მივუძღვნო ღმერთს? და უეცრად, ეჭვები მიჩნდება ღვთის საქმესთან დაკავშირებით — ვგრძნობ, რომ ჩემი ხილვები აღარ არის ნათელი. არ ვიცი, რა აზრი აქვს ამგვარად ჩემი მოვალეობის შესრულებას და ვგრძნობ, თითქოს არაფერი მომიპოვებია ღვთის რწმენაში გატარებული ამ რამდენიმე წლისა და გადატანილი სიძნელეების მიუხედავად. ჩემს გულში ახლა რაღაც სიბნელეა.“ ეს ცოტა არანორმალურია. რატომ უნდა იწვევდეს ისეთი სიტყვების მოსმენა, რომლებიც ერთი შეხედვით სწორად ჟღერს, ასეთ შედეგებს? ხომ არ გრძნობ, რომ ამ სიტყვებში რაღაც რიგზე არ არის? მაშინ, რა სახის სიტყვებია ეს, რომლებიც მოსმენისას შენში ასეთ რეაქციებს იწვევს? რა სახის სიტყვებია, რომელთა მოსმენაც შენ ღვთის მიმართ უნდობლობით განგაწყობს? უპირველეს ყოვლისა, ერთი რამ ცხადია: ანტიქრისტეების ყველა სიტყვა შეცდომაში შემყვანია; გველის მსგავსად, ისინი ადამიანს აცდუნებს, რომ შესცოდოს, დაშორდეს ღმერთს და უარყოს იგი. მათ არცერთ სიტყვას არ მოაქვს სარგებელი ან ეხმარება ადამიანებს. საიდან მოდის მათი სიტყვები? სატანისა და ეშმაკებისგან. გაქვთ თუ არა თქვენ გარჩევის უნარი იმ სიტყვების მიმართ, რომლებსაც ანტიქრისტეები იყენებენ მათზე თავდასასხმელად და მათ დასაგმობად, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის? ერთადერთი, რისიც ანტიქრისტეებს ეშინიათ, იმ ადამიანთა არსებობაა, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან. მათ ეშინიათ ადამიანების, რომლებიც ემორჩილებიან ღმერთს, ადამიანების, რომლებიც აღდგებიან ღვთის გასაყოლად და ქმნილებათა მოვალეობის შესასრულებლად; მათ ეშინიათ ადამიანების, რომლებიც მოდიან ღვთის წინაშე და ეძებენ ჭეშმარიტებას. სწორედ ამისი ეშინიათ მათ ყველაზე მეტად. ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც კი ღვთის რჩეული ხალხი შეუდგება ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის გზას, მათი სიცოცხლეში ზრდა ჩქარდება და ამასთან ერთად ისინი სულ უფრო მეტ სულიერ სიმწიფეს იძენენ და როდესაც ჭეშმარიტება გამეფდება ადამიანთა გულებში და გახდება მათი სიცოცხლე, ეს ანტიქრისტეთათვის უკანასკნელი დღე იქნება: მაშინ ისინი აღმოჩნდებიან დაგმობის, გამოაშკარავებისა და განდევნისა და სრული მიტოვების საფრთხის წინაშე. სწორედ ამიტომ, ანტიქრისტეებს ყველაზე მეტად სძულთ ისინი, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან. ანტიქრისტეს თვალში ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებენ, საძულველი მტრები არიან; ისინი არიან მათი თავდასხმებისა და იძულების, სიძულვილისა და მიტოვების, ზიანის მიყენებისა და შეურაცხყოფის სამიზნეები და კიდევ უფრო მეტიც, ისინი შეცდომაში შესაყვან სამიზნეებს წარმოადგენენ. ანტიქრისტეებს არ შეუძლიათ, რომ შეცდომაში შეიყვანონ, გააკონტროლონ ან მახეში გააბან ჭეშმარიტების მაძებელთა გულები; არც მათი აშკარად გარიყვა და მათზე განურჩევლად თავდასხმა არ შეუძლიათ,ამიტომ ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, არის სწორი და სასიამოვნო სიტყვების თქმა რბილი ტაქტიკის გამოყენებით, რათა ადამიანები თავიანთ დონემდე დაამდაბლონ. და თუ ეს ადამიანები არ მიჰყვებიან მათ და მათთვის გამოსადგნი არ იქნებიან, ისინი ყველანაირ მდაბალ ხერხს მიმართავენ მათ გასარიყად, მათ ნეგატიურ და სუსტ მდგომარეობაში ჩასაგდებად და იქამდე მისაყვანადაც კი, რომ მათ აღარ სურდეთ თავიანთი მოვალეობის შესრულება და საბოლოოდ მიატოვონ ღმერთი. ეს არის ანტიქრისტეების ერთ-ერთი უმთავრესი ბოროტი საქმე და მათი ბუნება-არსების კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება. მათი ბუნების რა თვისებაა ეს? მათი ვერაგობა, ცბიერება დაბოროტგანზრახულობა. ეკლესიაში ბატონობის საკუთარი ამბიციისა და მიზნის მისაღწევად ანტიქრისტეები გამუდმებით მიმართავენ ჭეშმარიტების მაძიებელთა შეცდომაში შეყვანას, გარიყვასა და მათზე თავდასხმას. ისინი ამას თავიანთი გამოუთქმელი მიზნის მისაღწევად აკეთებენ, რათა ჭეშმარიტების ყველა მაძიებელი გახადონ ნეგატიური და სუსტი, რწმენის მიმართ გულგრილი და ღვთი მიმართ - გაუგებრობით აღსავსე. რადგან როგორც კი ამ ადამიანებში ღვთის მიმართ გაუგებრობები და საყვედურები გაჩნდება, ისინი აღარც შეჭმარიტებისკენ ისწრაფვიან და აღარც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ხალისით და ამგვარად, ისინი საბოლოოდ დაშორდებიან ღმერთს. და რას ნიშნავს ეს ანტიქრისტესთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ არავინ შეუქმნის საფრთხეს მის პოზიციას; მეორეც, როგორც კი ეს პოზიტიური ფიგურები ნეგატიურები და სუსტები გახდებიან და დაშორდებიან ღმერთს, ანტიქრისტეს ექნება სრული თავისუფლება ეკლესიაში, რათა შეცდომაში შეიყვანოს და შეზღუდოს ადამიანები და გააკონტროლოს ღვთის რჩეული ხალხი, რათა ისინი მიჰყვნენ და მხარი დაუჭირონ მას და ქედი მოიხარონ მის წინაშე მორჩილებაში. ამგვარად, ანტიქრისტეს მიზანი მიღწეულია. ასრულებენ თუ არა ანტიქრისტეები თავიანთ მოვალეობას ამგვარი ქმდებით? (არა.) მაშინ რა არის მათი ყველა ქმედების ბუნება? (ისინი ბოროტებას სჩადიან.) „ბოროტების ჩადენა“ გარკვეულწილად ფართო ნათქვამია; კერძოდ, ისინი აწუხებენ და აფერხებენ ადამიანებს, ხელს უშლიან მათ ჭეშმარიტების ძიების გზაზე სიარულსა და ღვთისგან ხსნის მოპოვებაში. როდესაც ანტიქრისტე ხედავს ვინმეს, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის, იგი რისხვით ინთება; მას სძულს იგი. რამდენად შორს მიდის ეს სიძულვილი? როდესაც ისინი ხედავენ ვინმეს, ვინც მიისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ და მიჰყვება ქრისტეს, არ მიჰყვება ან არ ეთაყვანება მათ და არ ადგას მათსავე გზას, ისინი თავს ესხმიან, რიყავენ და თრგუნავენ ამ ადამიანს იმის მძაფრი სურვილით, რომ იგი საერთოდ გააქრონ. სწორედ აქამდე მიდის მათი სიძულვილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიქრისტეების ამგვარ გამოვლინებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ისინი არ ასრულებენ წინამძღოლის მოვალეობას, რადგან არ მიუძღვებიან ადამიანებს ღვთის სიტყვების შეცნობისკენ ან ჭეშმარიტების თანაზიარებისკენ და არ ასაზრდოვებენადამიანებს, რათა მათ ჭეშმარიტების მოპოვების საშუალება მისცენ. ნაცვლად ამისა, ისინი არღვევენ და აწუხებენ ეკლესიის ცხოვრებას, შლიან და აფერხებენ ეკლესიის საქმეს და აბრკოლებენ ადამიანებს ჭეშმარიტების ძიებისა და ხსნის მოპოვების გზაზე. მათ სურთ, რომ ღვთის რჩეული ხალხი გზას ააცდინონ და ხსნის მიღების შანსი დააკარგვინონ. ეს არის ის საბოლოო მიზანი, რომლის მიღწევაც ანტიქრისტეებს სურთ ეკლესიის საქმეში არეულობისა და შფოთის შეტანით.
როგორ უნდა მოექცეს ღვთის რჩეული ხალხი ანტიქრისტეებს? მათ უნდა ამოიცნონ, ამხილონ, შეატყობინონ მათ შესახებ და უარყონ ისინი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გარანტირებული ღვთის ბოლომდე მიყოლა და მისადმი რწმენის სწორ გზაზე დადგომა. ანტიქრისტეები შენი წინამძღოლები არ არიან მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიყვანეს სხვები შეცდომაში, რათა ისინი წინამძღოლებად აერჩიათ. არ აღიარო ისინი და არ მიიღო მათი წინამძღოლობა — უნდა ამოიცნო და უარყო ისინი, რადგან მათ არ შეუძლიათ დაგეხმარონ ჭეშმარიტების გაგებაში და არც შენი მხარდაჭერა ან შენთვის საზრდოს მოცემა ძალუძთ. ეს ფაქტებია. თუ მათ არ შეუძლიათ შენი წარმართვა ჭეშმარიტება-რეალობაში, ისინი არ არიან შესაფერისნი, რომ იყვნენ წინამძღოლები ან მუშაკები. თუ მათ არ შეუძლიათ შენი წარმართვა ჭეშმარიტების შესაცნობად და ღვთის საქმის გამოცდილებაში შესაცნობად, ისინი ღვთის მოწინააღმდეგენი არიან და უნდა ამოიცნო, ამხილო და უარყო ისინი. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, მიზნად ისახავს შენს შეცდომაში შეყვანას, რათა გაჰყვე მათ და შეუერთდე მათ დაჯგუფებას ეკლესიის საქმის ძირის გამოსათხრელად და შესაფერხებლად, რათა ჩაგითრიონ და ანტიქრისტეთა გზაზე დაგაყენონ ისევე, როგორც თავად ადგანან. მათ სურთ, ჯოჯოხეთში ჩაგითრიონ! თუ არ შეგიძლია მათი ნამდვილი სახის ამოცნობა და გჯერა, რომ რადგან ისინი შენი წინამძღოლები არიან, უნდა დაემორჩილო და დაუთმო მათ, შენ ხარ ადამიანი, რომელიც ღალატობს როგორც ჭეშმარიტებას, ისე ღმერთს და ასეთი ადამიანები ხსნას ვერ მიიღებენ. თუ გსურს გადარჩენა, არა მხოლოდ დიდი წითელი დრაკონის ბარიერი უნდა გადალახო და არა მხოლოდ დიდი წითელი დრაკონის ამოცნობა უნდა შეგეძლოს, რათა დაინახო მისი საზარელი სახე და სრულად აჯანყდე მის წინააღმდეგ, არამედ ანტიქრისტეების ბარიერიც უნდა გადალახო. ეკლესიაში ანტიქრისტე არა მხოლოდ ღვთის, არამედ ღვთის რჩეული ხალხის მტერიცაა. თუ არ შეგიძლია ანტიქრისტეს ამოცნობა, დიდია ალბათობა, რომ შეცდომაში შეგიყვანონ და გადაგიბირონ, გაიარო ანტიქრისტეს გზა და დაგწყევლოს და დაგსაჯოს ღმერთმა.. თუ ეს მოხდება, შენი ღმერთისადმი რწმენა სრულად კრახს განიცდის. რა უნდა გააჩნდეთ ადამიანებს ხსნის მისაღებად? პირველ რიგში, მათ უნდა ესმოდეთ მრავალი ჭეშმარიტება და შეეძლოთ ანტიქრისტეს არსის, ხასიათისა და გზის ამოცნობა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ღვთისადმი რწმენისას ადამიანებს არ სცეთ თაყვანი და არ გაჰყვეთ მათ და ერთადერთი გზა ღვთისადმი ბოლომდე ერთგულების შესანარჩუნებლად.მიყოლა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ანტიქრისტეს ამოცნობა, ძალუძთ ჭეშმარიტად ირწმუნონ, გაჰყვნენ და დაამოწმონ ღმერთი ზოგიერთი მაშინ იტყვის: „რა უნდა გავაკეთო, თუ ამჟამად არ გამაჩნია ამისთვის საჭირო ჭეშმარიტება?“ დაუყოვნებლივ უნდა აღიჭურვო ჭეშმარიტებით; უნდა ისწავლო ადამიანებისა და საგნების არსში წვდომა. ანტიქრისტეს ამოცნობა მარტივი საქმე არ არის და მოითხოვს მათი არსის ნათლად დანახვის უნარს, აგრეთვე იმ შეთქმულებების, ხრიკების, განზრახვებისა და მიზნების განჭვრეტას, რომლებიც მათ ყოველ ქმედებას უდევს საფუძვლად. ამგვარად, ისინი ვერ შეგიყვანენ შეცდომაში და ვერ გაგაკონტროლებენ და შეძლებ მტკიცედ დგომას, უსაფრთხოდ და საიმედოდ ჭეშმარიტების ძიებას და სიმტკიცის შენარჩუნებას ჭეშმარიტების ძიებისა და ხსნის მოპოვების გზაზე. თუ არ შეგიძლია ანტიქრისტეების ბარიერის გადალახვა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ დიდ საფრთხეში ხარ და დიდია ალბათობა, რომ ანტიქრისტემ შეცდომაში შეგიყვანოს და დაგატყვევოს, რის შედეგადაც სატანის გავლენის ქვეშ აღმოჩნდები. შესაძლოა თქვენ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც აფერხებენ და აბრკოლებენჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანებს და ისინი ამ ადამიანების მტრები არიან. იღებთ ამას? არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ ბედავენ ამ ფაქტისთვის თვალის გასწორებას და ვერც მის ფაქტად მიღებას ბედავენ. მაგრამ ანტიქრისტეების მიერ ადამიანების შეცდომაში შეყვანა ნამდვილად ხდება ეკლესიებში და თანაც ხშირად; უბრალოდ ადამიანებს არ შეუძლიათ ამის ამოცნობა. თუ არ შეგიძლია ამ გამოცდის — ანტიქრისტეთა გამოცდის — ჩაბარება, მაშინ ან შეცდომაში შეგიყვანენ და გაგაკონტროლებენ ანტიქრისტეები, ან მათ მიერ იქნები დატანჯული, ნაწამები, გარიყული, დაჩაგრული და შეურაცხყოფილი. საბოლოოდ, შენი უბადრუკი მცირე სიცოცხლე დიდხანს ვერ გაუძლებს და დაჭკნება; აღარ გექნება ღმერთისადმი რწმენა და იტყვი: „ღმერთი არც კი არის სამართლიანი! სად არის ღმერთი? ამქვეყნად არ არსებობს სამართლიანობა ან სინათლე და არ არსებობს ღმერთის მიერ კაცობრიობის ხსნა. აჯობებს, ჩვენი დღეები სამსახურში სიარულსა და ფულის შოვნაში გავატაროთ!“ შენ უარყოფ ღმერთს, შორდები მას და აღარ გჯერა მისი არსებობის ყოველგვარი იმედი იმისა, რომ ხსნას მოიპოვებ, სრულად გამქრალია. ამიტომ, თუ გსურს მიაღწიო იქამდე, რომ ხსნა მოგენიჭოს, პირველი გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბარო, არის სატანის აღქმისა და მისი ნამდვილი სახის დანახვის უნარი და ასევე უნდა გეყოს გამბედაობა, რომ წინ აღუდგე, ამხილო და უარყო სატანა. მაშ, სად არის სატანა? სატანა შენ გვერდით და შენ გარშემოა; ის შეიძლება შენს გულშიც კი ცხოვრობდეს. თუ სატანის ხასიათით ცხოვრობ, შეიძლება ითქვას, რომ სატანისგან ხარ. არ შეგიძლია დაინახო ან შეეხო სულიერი სამყაროს სატანასა და ბოროტ სულებს, მაგრამ სატანები და ცოცხალი ეშმაკები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არსებობენ, ყველგან არიან. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ბოროტია და ნებისმიერი წინამძღოლი ან მუშაკი, რომელიც არ იღებს ჭეშმარიტებას, ანტიქრისტე ან ცრუ წინამძღოლია. განა ასეთი ადამიანები სატანები და ცოცხალი ეშმაკები არ არიან? ეს ადამიანები შეიძლება სწორედ ისინი იყვნენ, ვისაც თაყვანს სცემ და პატივს მიაგებ; ისინი შეიძლება შენი წინამძღოლები იყვნენ ან ადამიანები, რომლებითაც დიდი ხანია აღფრთოვანებული ხარ, ენდობი, ეყრდნობი და ვისზეც გულში იმედს ამყარებ. თუმცა, სინამდვილეში, ისინი შენს გზაზე აღმართული დაბრკოლებები არიან, რომლებიც ხელს გიშლიან ჭეშმარიტების ძიებასა და ხსნის მოპოვებაში; ისინი ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები არიან. მათ შეუძლიათ გააკონტროლონ შენი სიცოცხლე და ის გზა, რომელსაც ადგახარ, და გაანადგურონ შენი ხსნის მიღების შანსი. თუ ვერ შეძლებ მათ ამოცნობას და მათი ნამდვილი სახის დანახვას, მაშინ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეცდომაში შეგიყვანონ და დაგატყვევონ. ამგვარად, დიდ საფრთხეში ხარ. თუ არ შეგიძლია ამ საფრთხისგან თავის დაღწევა, სატანის მსხვერპლი ხარ. ასეა თუ ისე, ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შედიანსხვის კონტროლს ემორჩილებიან და ანტიქრისტეს მიმდევრები ხდებიან, ვეღარასოდეს მოიპოვებენ ხსნას. რადგან მათ არ უყვართ და არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, გარდაუვალია, რომ ისინი შეცდომაში შევიდნენ და ანტიქრისტეს გაჰყვნენ.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის და ამბობს, რომ შეუძლია ანტიქრისტეთა ამოცნობა. განა ისინი ზედმეტად არ აფასებენ საკუთარ თავს? თუ წააწყდები აშკარა ანტიქრისტეს, რომელიც ავლენს თავის ბოროტ ბუნებას, არის ცუდი ადამიანი და ჩადენილი აქვს ბოროტი საქმეები, ბუნებრივია, შეძლებ მის ამოცნობას. მაგრამ თუ წააწყდები ანტიქრისტეს, რომელიც ღვთისმოსავი ჩანს, მომხიბვლელად საუბრობს და კარგ ადამიანად გამოიყურება — ანტიქრისტეს, რომელიც შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებს — კვლავ გეყოფა გამბედაობა განაცხადო, რომ შეგიძლია მისი ნამდვილი სახის დანახვა? გაბედავ მის ანტიქრისტედ შერაცხვას? თუ არ შეგიძლია მისი ამოცნობა, აუცილებლად აღფრთოვანდები მისით და კეთილგანწყობილი იქნები მის მიმართ, ამ შემთხვევაში კი მისი ქცევა, მისი შეხედულებები და მოსაზრებები, მისი ქმედებები — ჭეშმარიტების მისეული გაგებაც კი — აუცილებლად იქონიებს შენზე გავლენას. რამდენად იქონიებს ეს ყველაფერი შენზე გავლენას? შეგშურდება ანტიქრისტესი, მიბაძავ მას, მის მაგალითს აიღებ, გაჰყვები მას, რაც გავლენას მოახდენს შენს სიცოცხლეში შესვლაზე; ეს გავლენას მოახდენს შენს ჭეშმარიტების ძიებასა და რეალობაში შესვლაზე, ეს გავლენას მოახდენს შენს დამოკიდებულებაზე ღვთის მიმართ და ეს გავლენას მოახდენს იმაზე, ჭეშმარიტად დაემორჩილები თუ არა ღმერთს და გაჰყვები თუ არა მას ბოლომდე. საბოლოოდ, ანტიქრისტე შენს კერპად იქცევა, ის დაიკავებს ადგილს შენს გულში და ვეღარ შეძლებ მისგან თავის დაღწევას. როდესაც ასეთ დონეზე შეგიყვანენ შეცდომაში, გადარჩენის მხოლოდ ძალიან მცირე იმედიღა გექნება, რადგან ღმერთთან შენი ურთიერთობა დაინგრევა, დაკარგავ მასთან ნორმალურ კავშირს და დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდები. და ეს უბედურებაა თუ კურთხევა შენთვის? რა თქმა უნდა, ეს უბედურებაა; ეს სრულიადაც არ არის კურთხევა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე საკითხებში ზოგიერთ ანტიქრისტეს შეუძლია დაგეხმაროს და სარგებელი მოგიტანოს ან გიქადაგოს სიტყვები და მოძღვრებანი შენს განსანათლებლად, როგორც კი შეცდომაში შეგიყვანენ და მათ თაყვანისცემასა და მიყოლას დაიწყებ, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდები. საკუთარ თავს დაიღუპავ და ხსნის შანსს დაკარგავ. ზოგიერთი ამბობს: „ისინი არ არიან სატანა ან ბოროტმოქმედი, ისინი სულიერ ადამიანს ჰგვანან, ისეთს, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან.“ შეესაბამება ეს სიტყვები სიმართლეს? (არა.) რატომ არა? ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, ვინც გულწრფელად მიისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ, მათი წინამძღოლობის, დახმარებისა და საზრდოს მიცემის გავლენა ან სარგებელი ემსახურება ღვთის წინაშე შენს მიყვანას, რათა ეძიო მისი სიტყვები და ჭეშმარიტება, წარდგე ღვთის წინაშე და ისწავლო მასზე მინდობა და მისი ძიება და შენი ურთიერთობა მასთან სულ უფრო ახლოგახდეს. პირიქით, რა მოჰყვება იმას, თუ შენი ურთიერთობა ანტიქრისტესთან სულ უფრო და უფრო მჭიდრო გახდება, სანამ მათ სრულ მორჩილებაში არ აღმოჩნდები? მცდარ გზაზე გადაუხვევ და თავს დაიღუპავ. როდესაც მჭიდრო ურთიერთობა გაქვს ანტიქრისტესთან, შენი ურთიერთობა ღმერთთან ცივდება. და რა არის ამის შედეგი? ისინი მიგიყვანენ თავიანთ წინაშე და შენ დაშორდები ღმერთს. თუ გულში კერპი გყავს, როგორც კი გაგიჩნდება წარმოდგენები ღვთის სიტყვებსა და საქმეზე, ან როდესაც ღვთის სიტყვები ამხელს შენს კერპს, დაუყოვნებლივ ამბოხდები ღვთის წინააღმდეგ და შესაძლოა წინ აღუდგე და უღალატო კიდეც ღმერთს; დადგები შენი კერპის მხარეს და წინ აღუდგები ღმერთს. ეს ხშირად ხდება. როდესაც ზოგიერთ ცრუ წინამძღოლსა და ანტიქრისტეს თანამდებობიდან ათავისუფლებენ ან გარიყავენ, მათი თანამზრახველები და მსახურნი იწყებენ მათ გამოსარჩლებასა და წუწუნს; ზოგიერთი უარყოფითადაც კი განეწყობა წყვეტს ღმერთის რწმენას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, არა? და რატომ წყვეტენ ისინი ღმერთის რწმენას? ისინი ამბობენ: „ჩვენი წინამძღოლი გაათავისუფლეს და გარიყეს, მაშ რა იმედი მაქვს მე, რიგით მორწმუნეს?“ განა ეს სისულელე არ არის? მათი სიტყვები მიუთითებს, რომ ისინი მიჰყვებიან ანტიქრისტეს, რომ ანტიქრისტემ სრულად შეიყვანა ისინი შეცდომაში. და რა არის მათი შეცდომაში შეყვანის შედეგი? ანტიქრისტე იქცა კერპად, რომელსაც ისინი თაყვანს სცემენ; ანტიქრისტე მათი წინაპარივით გახდა: როგორ არ წავიდოდნენ, როცა მათი წინაპარი გარიყეს? ისინი მხოლოდ ანტიქრისტეს უსმენენ და მისი სრული კონტროლის ქვეშ არიან. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი, რასაც ანტიქრისტე ამბობს და აკეთებს, სწორია და უნდა მიიღონ და დაემორჩილონ მას, როგორც ჭეშმარიტებას და ამიტომ ისინი ვერ იტანენ, როცა ღვთის სახლში ვინმე გამოააშკარავებს და გმობს ანტიქრისტეს. როგორც კი ღვთის სახლი გარიყავს ანტიქრისტეს, ისინი, ვინც მიჰყვებიან მას, თავად ტოვებენ ეკლესიას; როგორც იტყვიან, „ხე დაეცემა და მაიმუნები გაიფანტებიან“. ასეთი რამ ამტკიცებს, რომ ანტიქრისტენი და მათი მიმდევრები სატანის მსახურნი არიან, რომლებიც მოვიდნენ ღვთის საქმეში არეულობისა და შფოთის შესატანად. როგორც კი ღვთის რჩეული ხალხი გამოავლენს, გამოააშკარავებს და უარყოფს მათ, მათი ღმერთისადმი რწმენა სრულდება. ანტიქრისტეთა მიმდევრებს ყველას აქვთ ერთი ნათლად შესამჩნევი თვისება: მათამდე არ აღწევს არავის სიტყვები; ისინი მხოლოდ ანტიქრისტეებს უსმენენ. და როგორც კი ანტიქრისტენი შეცდომაში შეიყვანენ მათ, ისინი წყვეტენ ღვთის სიტყვების მოსმენას და მხოლოდ ანტიქრისტეს აღიარებენ თავიანთ უფლად. განა ამით ისინი შეცდომაში არ შედიან? განა მათ არ აკონტროლებენ? მხოლოდ ანტიქრისტეთა მიმდევრები შეეცდებიან მათ გამოსარჩლებას. როდესაც ანტიქრისტეებს ამოიცნობენ და გამოააშკარავებენ, მათი მიმდევრები შფოთავენ მათ გამო, ცრემლებს ღვრიან მათთვის, ჩივიან მათ გამოსასარჩლებლად და ცდილობენ მათ დაცვას. ასეთ დროს მათ დავიწყებული ჰყავთ ღმერთი და აღარ ლოცულობენ ღვთის მიმართ ან აღარ მიისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ; მხოლოდ ანტიქრისტეებს იცავენ და მათ გამო თავს იტეხენ; ღმერთსაც კი აღარ ცნობენ. ჭეშმარიტად სწამთ მათ ღმერთი? სინამდვილეში ვისი სწამთ მათ? ეს უკვე სრულიად ნათელია. რასაც არ უნდა ამბობდნენ ან აკეთებდნენ, ანტიქრისტეებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ადამიანების წინამძღოლობა, მათი უფლობა და სურთ, რომ ყველა მონურად მიჰყვებოდეს და ემორჩილებოდეს მათ და საბოლოოდ ისე მიაგებდნენ პატივს, როგორც ღმერთს. რით განსხვავდება ეს პავლეს მიერ გავლილი გზისგან? როდესაც პავლეს საქმემ დასასრულს მიაღწია, მან გულიდან ამოთქვა სიტყვები; პავლემ თქვა, რომ მისთვის სიცოცხლე ქრისტე იყო და ამის თქმის მიზანი იყო, რომ ყველა, ვისაც უფლის სწამდა, მიებაძა მისთვის, გაჰყოლოდა მას და ისეთივე პატივი მიეგო მისთვის, როგორც ღმერთისთვის. განა ეს არ იყო პავლეს მიზანი ამ სიტყვების თქმისას? და თუ ანტიქრისტეების საქმე მართლაც მიაღწევს იმ წერტილს, როდესაც ადამიანები თაყვანს სცემენ და ემორჩილებიან მათ, ღმერთს აღარ ექნება ადგილი ამ ადამიანების გულებში; მათ გულებს უკვე ანტიქრისტეები დაეუფლებიან. ეს არის შედეგი. ამბობ, რომ არ წუხხარ ანტიქრისტეს მიერ შეცდომაში შეყვანის გამო, რომ არ გეშინია ანტიქრისტეს მიყოლის, მაგრამ ამის მტკიცებას აზრი არ აქვს. ეს აბსურდული ნათქვამია. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას და ყოველთვის თაყვანს სცემ და მიჰყვები ადამიანებს, მაშინ გაუცნობიერებლად დაადგები ანტიქრისტეთა გზას. ის, რომ რამდენიმე წელი გწამდეს ღმერთის, მაგრამ არ გაგაჩნდეს გამოცდილებითი დამოწმება, და არა მხოლოდ ვერ მოიპოვო ჭეშმარიტება და სიცოცხლე, არამედ ღვთის მოწინააღმდეგედ იქცე: ეს არის ანტიქრისტეების მიყოლის საბოლოო შედეგი, და ეს არის ის, რასაც თავს ვერ დააღწევ, ეს უცვლელი ფაქტია. ეს ზუსტად ისეა, როგორც ელექტროდენთან შეხებისას: დენი აუცილებლად დაგარტყამს. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „მე ამის არ მჯერა; არ მეშინია“ — მაგრამ განა ეს იმაზეა დამოკიდებული, გჯერა თუ არა ამის, ან გეშინია თუ არა? შეეხე დენს და ბამ! დენი დაგარტყამს. არდაჯერება არ გიშველის. არდაჯერება უმეცრებაა; ამის თქმა უპასუხისმგებლობაა. ამიტომ, გსურს თუ არა ანტიქრისტეს მიყოლა, თუ არ მიისწრაფი ჭეშმარიტებისკენ და შენი ძალისხმევა ყოველთვის მიმართულია დიდების, სარგებლისა და სტატუსისკენ, უკვე დაადექი ანტიქრისტეთა გზას. ეს შედეგი ნელ-ნელა გამოჩნდება, როგორც წყლის ზედაპირზე ამოტივტივებული ნარჩენები. ეს გარდაუვალია. ანტიქრისტეთა ქმედება ისაა, რომ ადამიანები მიიყვანონ თავიანთ წინაშე, ისინი აიძულებენ, მიიღონ მათი კონტროლი და მანიპულირება ნაცვლად იმისა, რომ მიიღონ ღვთის წარმართვა და განგება ან დაემორჩილონ ღვთის მეუფებას. ანტიქრისტეებს სურთ ადამიანთა გულების მოგება, სურთ მათი მოპოვება, მათი მიზანია გააკონტროლონ ღვთის ყველა რჩეული, გააკონტროლონ ღვთის რჩეული ხალხი თავიანთ ხელში; ისინი ადამიანებით მოვაჭრენი არიან. და რას იყენებენ ანტიქრისტეები ადამიანების გაკონტროლების მიზნის მისაღწევად? ისინი იყენებენ სულიერ მოძღვრებას, რომელსაც ადამიანები თაყვანს სცემენ, იყენებენ ერთი შეხედვით სწორ თეორიებს, სარგებლობენ ადამიანთა გახრწნილი მენტალიტეტით, რომელიც თაყვანს სცემს თეორიას, რათა ილაყბონ და შეალამაზონ, რათა შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები. მოკლედ, ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, მხოლოდ სიტყვები და მოძღვრებანი, ცარიელი თეორია, ისეთი რამეებია, რაც მოჩვენებითად სწორია და ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. თუ ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტება, ისინი აუცილებლად შეცდომაში შევლენ; სულ მცირე გარკვეული დროით მაინც იქნებიან შეცდომაში შეყვანილნი, სანამ გონს მოეგებიან. ისინი გონს მაშინ მოეგებიან, როდესაც ანტიქრისტეებს ნიღაბი ეხსნებათ და ამ დროს ისინი უდიდეს სინანულს გრძნობენ. ანტიქრისტეთა მიმდევრებს დიდი ხანია დაკარგული აქვთ სულიწმიდის მოქმედება; ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი გულებში კერპებს სცემენ თაყვანს, მიჰყვებიან ადამიანებს და უარყოფილნი არიან ღვთის მიერ; ღმერთმა კი ისინი გვერდზე გადადო მათ გამოსააშკარავებლად. ამიტომ, ანტიქრისტეთა მიყოლა უკიდურესად სახიფათოა; ანტიქრისტეთა მსგავსად, ადამიანები, რომლებიც ანტიქრისტეებს მიჰყვებიან, ღმერთს ყველაზე მეტად სძულს. და რა არის ღვთის მიზანი ამ ადამიანების გვერდზე გადადებისას? ეს არის ლოდინი, რომ ღვთის რჩეული ხალხი გონს მოეგოს, შეძლოს ანტიქრისტეთა ამოცნობა და მხილება და საფუძვლიანად უარყოს ეს ანტიქრისტეები, რა დროსაც ანტიქრისტეთა უკანასკნელი დღეები დადგება. განა ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, საზიანო არ არის ადამიანთათვის? ისინი არ მიისწრაფვიან ჭეშმარიტებისკენ და ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ და გააკონტროლონ ღვთის რჩეული ხალხი, ისინი არ აძლევენ ადამიანებს ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის საშუალებას, არ ემორჩილებიან ღვთის საქმეს და ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ღვთის რჩეული ხალხი, რათა გაჰყვნენ მათ — ყოველივე ეს აჩვენებს, რომ ანტიქრისტეებს საერთოდ არ აქვთ ღვთისმოშიში და ღვთისადმი მორჩილი გული, არც ჭეშმარიტების სიყვარული გააჩნიათ. ამის ნაცვლად, ისინი ყველანაირად ცდილობენ მოიპოვონ სტატუსი და ძალაუფლება, რათა წინ აღუდგნენ ღმერთს, შეეცილონ მას ღვთის რჩეული ხალხის გამო და საბოლოოდ შექმნან საკუთარი სამეფო ღვთის საწინააღმდეგოდ — ყოველივე ეს აჩვენებს, რომ ანტიქრისტენი განკაცებული ღვთის მოსისხლე მტრები და ღვთის მიერ გასანადგურებელი სამიზნეები არიან. ადამიანების ღვთის რწმენაში არაფერია იმაზე სახიფათო ვიდრე ის, როდესაც ანტიქრისტეები შეცდომაში შეიყვანენ და გააკონტროლებენ მათ. თუ ადამიანებმა უკვე დაიწყეს ანტიქრისტეთა მიყოლა, თუ ისინი უკვე მთლიანად ანტიქრისტეთა მხარეს არიან, მაშინ ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც უღალატეს ღმერთს და წინ აღუდგნენ მას, რა შემთხვევაშიც მათი ხვედრი თავისთავად ცხადია.
მეტ-ნაკლებად ეს არის ის, რაზეც უნდა გვეწარმოებინა თანაზიარება ანტიქრისტეების მიერ ჭეშმარიტების მაძიებელთა გარიყვასა და მათზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტების მაძიებელთა გარიყვისა და მათზე თავდასხმის მიზანი და განზრახვა, და ის დამოკიდებულება, მეთოდები და ხერხები, რომლებითაც ისინი ეპყრობიან ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანებს, ასევე ის სამოქმედო გზები ანტიქრისტეების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ — ჩვენ თითოეულ მათგანზე მცირედით ვითანაზიარეთ, თუმცა ჯერ არა ამომწურავად. სამომავლო თანაზიარება შესაძლოა კვლავ შეეხოს ჭეშმარიტებას ამ სფეროებში, კონკრეტული გარემოებებისა და კონკრეტული შემთხვევების შესაბამისად. ასეთ კონკრეტულ თემაზე თანაზიარებისას, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქადაგების მსმენელებს? მათ ყურადღება უნდა მოიკრიბონ, დამშვიდდნენ ღვთის წინაშე და არ გაეფანტოთ გონება, რადგან ჭეშმარიტების თითოეულ ასპექტს აქვს კონკრეტული განცხადებები და განმარტებები, და თითოეულს გააჩნია კონკრეტული შინაარსი და პრაქტიკის პრინციპები. უფრო მეტიც, ჩვენ ვისაუბრებთ სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა გზით იმ კონცეპტუალურ საკითხებზე, რომლებიც მოიცავს ჭეშმარიტებას თითოეული შინაარსობრივი სფეროს ფარგლებში, ასევე იმ ჭეშმარიტებებზე, რომლებიც ადამიანებს უნდა ესმოდეთ და იმ გზაზე, რომელიც პრაქტიკაში უნდა განახორციელონ. ყოველივე ამაზე საჭიროა თანაზიარება და დაფიქრება სრულ სიცხადემდე, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიღებს ის შედეგს. ჩვენ ახლა ვხედავთ, ჩვენი დეტალური თანაზიარების მეშვეობით, რომ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ჭეშმარიტება-პრინციპები არ არის ისეთი მარტივი, როგორც ადამიანებს ჰგონიათ. ჭეშმარიტების გაგება ნამდვილ სირთულეს წარმოადგენს მათთვის, ვისაც არ გააჩნია წვდომის უნარი. ჭეშმარიტების გაგება, უნივერსიტეტში სწავლის მსგავსად, გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ადამიანი ამ სირთულეს ვერ იგრძნობს, თუ მას წვდომის უნარი გააჩნია. თუ ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტების გაგება მისი მოსმენის შემდეგ, მას ბუნებრივად ექნება მისი პრაქტიკაში განხორციელების გზა, და რაც უფრო მეტად გაიწვრთნება ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებაში, მით უფრო ფართო იქნება მისი გზა მის პრაქტიკაში გამოსაყენებლად, და უფრო ზუსტად ჩასწვდება პრინციპებს. მეორე მხრივ, თუ არ მოუსმენ ასეთ დეტალურ თანაზიარებას და მხოლოდ განზოგადებულ და კონცეპტუალურ საკითხებს გაიგებ, პრაქტიკაში განხორციელებისას ხელ-ფეხი შეკრული გექნება. როდესაც ჭეშმარიტება-პრინციპებს ეძიებ, მოგეჩვენება, რომ ყოველი შენი ნაბიჯი მცდარია, და იგრძნობ, რომ არ შეგიძლია მათი ზუსტად წვდომა, რასაც არ უნდა აკეთებდე. მაგრამ ახლა, ასეთი კონკრეტული განმარტებებითა და დაზუსტებებით, როდესაც არეალი შემცირდა და ჭეშმარიტება დაკონკრეტდა, ბევრად უფრო თავისუფალი იქნები, როდესაც კვლავ დაიწყებ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას, რადგან ის დეტალურია. მაგალითად, ვთქვათ, გთხოვე რვეულის ყიდვა. თუ მხოლოდ ისეთ ძირითად მოთხოვნებს წაგიყენებდი, როგორიცაა მისი ზომა, სისქე და ფასი, შესაძლოა გარკვეული ძალისხმევა დაგჭირვებოდა ამ პრინციპების ჩასაწვდომად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. მაგრამ თუ გეტყოდი ისეთ დეტალებს, როგორიცაა რვეულის კონკრეტული ფერი, ზომა, ფურცლების რაოდენობა, კონკრეტული ფორმატი და ქაღალდის ხარისხი — მაშინ, ასეთი დეტალების ცოდნის შემდეგ, განა ის პრინციპები, რომლებსაც ჩასწვდებოდი, უფრო კონკრეტული არ იქნებოდა? და თუ კიდევ უფრო დავაკონკრეტებდი, მოგცემდი ფურცელს და გთხოვდი გეყიდა რვეული, რომლის ქაღალდიც იდენტური ხარისხის, სისქის, ფერის, უჯრების ზომისა და რაოდენობის იქნებოდა, ან თუ მოგცემდი მითითებებს თითოეული მახასიათებლის დასაშვები გადახრების შესახებ, როდესაც მის საყიდლად წახვიდოდი, განა არჩევანის არეალი არ შემცირდებოდა? (შემცირდებოდა.) განა შესაბამისი პრინციპები უფრო კონკრეტული და მარტივი არ გახდებოდა შენთვის პრაქტიკაში განხორციელებისას? დაგეხმარებოდა თუ ხელს შეგიშლიდა ეს პრაქტიკაში განხორციელებისას? (დამეხმარებოდა.) სინამდვილეში, ეს დამხმარე უნდა იყოს, რადგან ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტი უფრო კონკრეტულად და დეტალურად ითქვა, დაწყებული იმით, თუ როგორ უნდა მივუდგეთ კონკრეტულ საკითხებს, კონკრეტული გამოვლინებებით და პრაქტიკაში განხორციელების დეტალებით დამთავრებული — ყოველივე ეს ამომწურავად გეუწყა. თუ მაინც არ შეგიძლია მისი პრაქტიკაში განხორციელება, მაშინ საერთოდ არ გაგაჩნია ჭეშმარიტების წვდომის უნარი.
გაქვთ თუ არა ახლა ჭეშმარიტების წვდომის უნარი, გადამწყვეტია იმისთვის, შეძლებთ თუ არა ჭეშმარიტების მოპოვებას და სრულყოფილნი გახდეთ. ახლა, მე იქამდე მივედი, რომ მოვალეობის სტანდარტის შესაბამისად შესრულებასთან დაკავშირებული ჭეშმარიტებები ექვს ტიპად დავყავი, იმ პერსონალის მიხედვით, რომელიც თითოეულ მოვალეობას ასრულებს; თითოეული ეს ტიპი შემდგომში იყოფა კონკრეტულ კატეგორიებად, და თითოეულ კატეგორიაში არის დეტალური თანაზიარების ქვეგანყოფილებები. თქვენს შემთხვევაში, ამგვარი ქადაგება და ასეთი ჭეშმარიტებების თანაზიარება გეხმარებათ ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში და გაძლევთ მეტ პრინციპს პრაქტიკაში გამოსაყენებლად, თუ ართულებს პრინციპების პოვნას? (ამის გამო მეტი პრინციპი გვაქვს.) ის უკეთეს გაგებამდე უნდა მიგიძღვეთ, და თუ ასეა, ჩემი დეტალური ქადაგება თქვენთვის სასარგებლო უნდა იყოს. მან მეტი სიცხადე უნდა მოგცეთ და არა მეტი დაბნეულობა. ყველაფერი დადის იქამდე, აქვს თუ არა ადამიანს ჭეშმარიტების წვდომის უნარი. თუ ადამიანი ჭეშმარიტად კარგი სულიერი მონაცემების მქონეა და აქვს სულიერი გაგება, ის სულ უფრო მეტ სიცხადეს იგრძნობს; თუ ადამიანი ცუდი სულიერი მონაცემების მქონეა და აკლია სულიერი გაგება, ის ნაკლებად შეძლებს მის გაგებას და სულ უფრო და უფრო დაიბნევა. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ადრე ვგრძნობდი, რომ ცოტა რამ მესმოდა, მაგრამ ახლა, რაც უფრო მეტს ვისმენ, მით უფრო ვიბნევი, თითქოს ჩემში აღარაფერი დარჩა. რა ხდება?“ თუ სიცოცხლეში შესვლის შესახებ საუბარი ზედმეტად დეტალურია, ადამიანებისთვის რთულია მისი გაგება, თუ მათ აკლიათ გამოცდილება და ცუდი სულიერი მონაცემები აქვთ. რაც უფრო დეტალურია საუბარი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ცუდი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები ჩიხში შევიდნენ. რატომ არის დიდი ალბათობა, რომ ისინი ჩიხში შევიდნენ? ამაში რამდენიმე მდგომარეობა არსებობს. ერთი ის არის, რომ ასეთ ადამიანებს აკლიათ სულიერი გაგება. მათ არ ესმით ჭეშმარიტება — ანუ, არ ესმით, რა არის ჭეშმარიტება ან რა არის კონკრეტული მდგომარეობა. მათ არ ესმით ეს საკითხები. ეს მდგომარეობა არის ჭეშმარიტების წვდომის უნარის არქონა. ასეთი ადამიანების მიმართ მხოლოდ ერთი, საბოლოო ზომის მიღება შეიძლება: კონკრეტულად ვუთხრათ მათ, რა უნდა გააკეთონ, როდესაც რაღაც ხდება მათ თავს, ზუსტად ისე, როგორც რობოტის დაპროგრამება ბრძანებების შესასრულებლად. საკმარისია მხოლოდ ის, რომ მათ წესები დაიცვან. ამ მეთოდს შეუძლია შედეგის გამოღება ასეთ ადამიანებში; მათთან სხვა გზა არ არსებობს. მე ახლა ამ საბოლოო ზომას ვიყენებ, ვსაუბრობ უდიდესი დეტალებით, ყველაზე კონკრეტულ საკითხებამდე — ვმუშაობ ყველაზე კონკრეტულ საკითხებამდე. ზოგიერთი ამბობს, რომ მაინც არ ესმის, ამიტომ მე გავაგრძელებ და კონკრეტულად ვეტყვი მათ, როგორ მიუდგნენ და გაუმკლავდნენ ყველაფერს, რაც მათ გზაზე შეხვდებათ. მე მათ ვავალებ წესების დაცვას; ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია, რადგან მათ არ აქვთ ჭეშმარიტების წვდომის უნარი. ყველას მდგომარეობა ზუსტად ერთნაირი არ არის, მაგრამ განსხვავებები მცირეა. თუ გსურთ, რომ თითოეულ მათგანზე კონკრეტულად და ნათლად გესაუბროთ, სათითაოდ, გამიჭირდება ყველასთან მისვლა, რადგან თქვენ შორის ძალიან ბევრია ისეთი, ვისი სულიერი მონაცემებიც ცუდია. აუცილებელია, რომ თქვენ შორის მათ, ვისაც აქვს სულიერი გაგება და ჭეშმარიტების წვდომის უნარი, შეასრულონ საქმის ეს ნაწილი. მე უკვე საფუძვლიანად შევასრულე ჩემი საქმე. ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შესაძლებელია; მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. ხორცშესხმული ღვთის მიერ შესრულებული მთელი საქმე და წარმოთქმული ყველა სიტყვა გასაგები და ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ნორმალური ადამიანობის აზროვნება და რეაქციები. ზოგიერთი კითხულობს: „განა ღმერთი არ მოახდენს სასწაულებს?“ ღმერთი არ ახდენს სასწაულებს; ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს რეალური, პრაქტიკული გზით. ეს ზუსტად ისეა, როგორც ღვთის საქმე სამ ეტაპად: დაწყებული კაცობრიობისთვის რჯულის გამოცემით, რათა წარემართა ისინი მათ ცხოვრებაში, შემდეგ ჯვარცმით და გამოსყიდვის საქმის შესრულებით, და იქიდან უკანასკნელ დღეებამდე, როდესაც ღვთის განკაცება გამოხატავს ყველა ჭეშმარიტებას, რომელიც იხსნის კაცობრიობას — თითოეული ეტაპი სრულდება რეალური, პრაქტიკული გზით, საუბრითა და მუშაობით, ადამიანთან პირისპირ. მასში არ არის სასწაულები. ყველაზე დიდი სასწაული ის არის, რომ თავად ღმერთი საუბრობს და მუშაობს პირადად, და რა მეთოდებსაც არ უნდა იყენებდეს, ის საბოლოოდ სრულქმნის ადამიანთა ერთ ჯგუფს და მოიპოვებს მათ. ეს უდავოდ აღსრულდება; ეს მხოლოდ დროის საკითხია. ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი და სასწაული, და ღმერთი არ გამოიყენებს სხვა ზებუნებრივ მეთოდს ადამიანის გულში ჭეშმარიტების დასანერგად. ახლა, როდესაც ამ ჭეშმარიტებებზე ასე დეტალურად ვითანაზიარეთ, თუ გაქვს წვდომის უნარი და მართლაც ხარ ის, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას, მაშინ, თუ ჭეშმარიტად მიაქცევ ყურადღებას და მცირე ძალისხმევას გამოიჩენ, შეუძლებელი იქნება შენთვის არ გაიგო ჭეშმარიტება ან პრაქტიკის პრინციპები. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ უყვართ ჭეშმარიტება, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში ქადაგებების მოსმენის შემდეგ, რატომ მაინც არ ესმით ის? ორი შესაძლებლობა არსებობს. ერთი ის არის, რომ მათ საერთოდ არ აქვთ სულიერი გაგება და არ შეუძლიათ ჭეშმარიტების წვდომა; მეორე ის არის, რომ მათ სინამდვილეში არ უყვართ ჭეშმარიტება და არასოდეს გამოუჩენიათ ძალისხმევა მის ძიებაში. ეს ორი შესაძლო მიზეზია. ზოგიერთი სხვა ადამიანი ამბობს, რომ არ ესმის ჭეშმარიტება, რადგან დიდი ხანია არ სწამს ღმერთი, არ მოუსმენია ბევრი ქადაგება და არ აქვს დიდი გამოცდილება. ეს კიდევ ერთი მიზეზია. თუმცა, თუ ხარ ადამიანი, რომელსაც მართლაც უყვარს ჭეშმარიტება, მაშინ, რაც უფრო მეტი წელი გადის შენი ღმერთისადმი რწმენიდან, მით უფრო გაიზრდება შენი ჭეშმარიტების გაგება და მით უფრო გაიზრდება შენი სულიერი სიმწიფე.
ჭეშმარიტების ნებისმიერ ასპექტზე თანაზიარებისას, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა არ არის საკმარისი მის სრულად გადმოსაცემად ისე, რომ პრობლემების გადაჭრა გახდეს შესაძლებელი. დღევანდელი ადამიანებისთვის ზოგადი საუბარი მხოლოდ მოძღვრებაა, მხოლოდ თეორიაა. მაშ, როგორ შემიძლია გავაგებინო ადამიანებს და შევაძლებინო, რომ მას შემდეგ, რაც რაღაცას მიიღებენ, თავიანთი პრაქტიკის პრინციპებად აქციონ ის? მე უფრო კონკრეტულად და დეტალურად უნდა ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, ისტორიას ვყვები, ჭეშმარიტებაზე ვითანაზიარებ თუ პრაქტიკაზე ვსაუბრობ, მთლიანობაში, ისინი უფრო დეტალური და კონკრეტული უნდა იყოს. კონკრეტული საუბარი თქვენთვის სასარგებლოა. ამიტომ, მუდამ თავს ვიტეხ, რათა მოვიფიქრო ისტორიები და მაგალითები თქვენთვის, რათა ცოტა მეტი გაიგოთ. მე ამ ჭეშმარიტებებს თითოეულ მოვლენაში ვაკონკრეტებ და ჩემ მიერ ნათანაზიარებ ჭეშმარიტებებს ვუკავშირებ ყოველ მოვლენას, რომელსაც ვყვები, რათა გონებაში გქონდეთ სურათი, რომელსაც შეადარებთ საკუთარ თავს, რათა დაინახოთ, ოდესმე თუ მოქცეულხართ ასე, ან თუ მოიქცევით ასეთი ადამიანის მსგავსად, ან ოდესმე თუ გიფიქრიათ ასე, ან ოდესმე თუ ყოფილხართ მოქცეული ასეთ მდგომარეობაში. როდესაც ამ ჭეშმარიტებებს უსმენთ, მე ისე ვაკეთებ, რომ მუდმივად გქონდეთ მათი ხატოვანი აღქმა, თითქოს მათში ხართ ჩაფლულნი. სწორედ ამიტომ ვყვები ისტორიებს და მომყავს მაგალითები. ზოგიერთი მოთმინებას კარგავს, როგორც კი ისტორიის დაწყებას გაიგონებს. „კიდევ ერთი ისტორია? ვინ ვარ, სამი წლის ბავშვი?“ შეიძლება წლებით პატარა არ ხარ, მაგრამ ღმერთისადმი რწმენისა და ჭეშმარიტების ძიების გზაზე, შესაძლოა სამ წელზე უმცროსიც კი იყო — ეს არის რეალობა. ამიტომ, თქვენდამი ისეთი მოპყრობა, როგორც სამ წლამდე ასაკის ბავშვებისადმი, არ არის თქვენი შეურაცხყოფა და სულაც არ არის გადაჭარბებული; ჩემი აზრით, ეს თქვენი ზედმეტად დაფასებაა. როგორც კი სამი წლის ბავშვი გაიგონებს ზრდასრულის ნათქვამს, რომ მაკრატელი ბასრია და არ უნდა შეეხოს მას, ის ამას პრინციპად დაიმახსოვრებს. ის არ შეეხება მას და არც კი გაეკარება მის მსგავს იარაღებსა თუ პირებს. მან იცის, რომ ყველა მათგანი ბასრია; მან იცის, რომ უნდა აითვისოს ეს პრინციპი. მაშ, შეუძლიათ ადამიანებს იპოვონ პრინციპები იმაში, რაც მათ თანმიმდევრულად რამდენჯერმე გამოცდილებით შეიცნეს თავიანთ პრაქტიკაში? ანუ, შეგიძლია გაიგო ღვთის ქმედებების მიღმა არსებული განზრახვები, მისი მოთხოვნები შენდამი და რა არის მისი მოთხოვნილი სტანდარტები ამა თუ იმ საკითხში? ნორმალური ადამიანის გონიერებიდან გამომდინარე, უნდა შეგეძლოს ამ საკითხების გაგება. მაშინ რა არის ის გარემოებები, რომლებშიც ადამიანებს არ ესმით ისინი, რასაც არ უნდა ვამბობდე? ამის მთავარი მიზეზი, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმ ხმაურიან გარემოსთან, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, სადაც იმდენი წვრილმანი და დამამძიმებელი საქმე აქვთ მოსაგვარებელი, რომ არ არიან განწყობილნი ღვთის სიტყვის გულდასმით ლოცვით წასაკითხად; ისინი არავითარ ძალისხმევას არ იჩენენ ჭეშმარიტების მიმართ. ეს მიზეზის ერთი ასპექტია; მეორე მხარე ის არის, რომ ადამიანთა წყურვილი და სიყვარული ჭეშმარიტების მიმართ იმდენად მცირეა, რომ ათქულიანი შეფასების სისტემით, ჭეშმარიტებისადმი თქვენი სიყვარულის ამჟამინდელი ხარისხი მაქსიმუმ სამით ან ხუთით შეფასდებოდა. ამიტომ, იმ მიზეზის უდიდესი ნაწილი, რის გამოც ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტება და საბოლოოდ ვერ მოიპოვეს ის, არის ის, რომ მათ არ გამოუჩენიათ ძალისხმევა, და ასევე ის, რომ გულს არ დებენ ამაში, და გულის სიღრმეში მათ საერთოდ არ უყვართ ჭეშმარიტება ასე ძალიან. ადამიანთა სიყვარული ჭეშმარიტების მიმართ არასაკმარისია თავისი ხარისხით. ეს მხოლოდ მცირეოდენი ინტერესია; ის არ გადაიზრდება სიყვარულში. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა იმდენი მარცხი და ტანჯვა განიცადეს წუთისოფელში, რომ ცხოვრების გაგრძელება აღარ შეეძლოთ, და რადგან დაინახეს, რომ ღმერთი ყოველდღიურად მუშაობს ადამიანთა გადასარჩენად და ჭეშმარიტებაზე თანაზიარებს, და დაინახეს იმ ყველაფრის სიუხვე, რითაც ის უზრუნველყოფს ადამიანს, გრძნობენ, რომ ღმერთია კეთილი, და უჩნდებათ სურვილი, წაიკითხონ მისი სიტყვები და ისწრაფვონ ჭეშმარიტებისკენ. სწორედ ეს არის ის მცირეოდენი ინტერესი, რაც მათ გააჩნიათ. რაზეა მიპყრობილი ადამიანთა გულები დროის უმეტეს ნაწილს? ისინი ყველა ჩაფლულნი არიან მრავალ წვრილმან საქმეში, დაკავებულნი არიან ემოციური ურთიერთობების, პიროვნებათაშორისი ურთიერთობების, სტატუსისა და პატივმოყვარეობის, და საზოგადოების ტენდენციების ყოველგვარი საკითხით. არიან ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც თავიანთი დროისა და ენერგიის უმეტეს ნაწილს საჭმელს, ტანსაცმელს, ჩაცმულობასა და ხორციელ სიამოვნებებს უთმობენ. ისინი ჭეშმარიტად ძვირფას დღეებს ამ რაღაცებზე ფლანგავენ და ამას დიად საქმედ წარმოაჩენენ: „მე ღვთისათვის ვიღებ თავს!“ საბოლოოდ, დასასრულს, ისინი უკან იხედებიან და ხედავენ, რომ ღმერთმა ამდენი სიტყვა თქვა და ამდენ ხანს იმუშავა, თუმცა მათ ვერ მოიპოვეს ჭეშმარიტება. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ღმერთმა არ უბოძა მათ ის, არამედ იმიტომ, რომ მათ გულით არ მიიღეს ჭეშმარიტება, ან არ გამოიჩინეს ძალისხმევა ჭეშმარიტების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ, როგორ გამოხატავდა ღმერთი ამდენს. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ღმერთისადმი რწმენის მრავალი წლის განმავლობაში მათ ვერ მოიპოვეს ჭეშმარიტება და სიცოცხლე, და საბოლოოდ მოკვეთილ იქნენ.
22 იანვარი, 2019 წ.