როგორ უნდა მოეკიდო შენს მომავალ მისიას?
შეგიძლია თუ არა, კონკრეტულად გადმოსცე ღვთის მიერ ყოველ ეპოქაში გამოხატული ხასიათი იმ ეპოქისთვის შესაფერისი და მისი მნიშვნელობის მატარებელი ენით? შეგიძლია თუ არა, შენ, ვინც გამოცდი ღვთის უკანასკნელი დღეების საქმეს, დეტალურად აღწერო ღვთის სამართლიანი ხასიათი? შეგიძლია თუ არა, ნათლად და ზუსტად დაამოწმო ღვთის ხასიათი? როგორ მოუყვები შენს ნანახსა და განცდილს იმ საწყალ, ღატაკ და ღვთისმოსავ რელიგიურ მორწმუნეებს, რომელნიც მოწყურებულნი და მოშიებულნი არიან სამართლიანობას და შენგან ელიან დამწყემსვას? როგორი ხალხი ელის შენს მწყემსვას? შეგიძლია, წარმოიდგინო? აცნობიერებ თუ არა შენს მხრებზე დაწოლილ ტვირთს, შენს დავალებასა და შენს პასუხისმგებლობას? სად არის შენი ისტორიული მისიის შეგრძნება? როგორ იმსახურებ სათანადოდ როგორც მომავალი ეპოქის ბატონი? გაქვს თუ არა იმის ძლიერი განცდა, რომ შენ ხარ ბატონი? როგორ უნდა განიმარტოს ყოველივეს ბატონი? მართლა ყოველი ცოცხალი არსებისა და სამყაროში ყველა ფიზიკური საგნის ბატონობას ნიშნავს ეს? რა გეგმები გაქვს საქმის შემდეგი ფაზის წინსვლასთან დაკავშირებით? რამდენი ადამიანი ელის შენგან დამწყემსვას? მძიმეა შენი ამოცანა? ისინი ღატაკნი, საწყალნი, ბრმანი და გზააბნეულნი არიან, წყვდიადში მოთქვამენ — სად არის გზა? როგორ ესწრაფვიან ისინი სინათლეს, როგორც მოწყვეტილ ვარსკვლავს, რომელიც მოულოდნელად ჩამოვარდება და გაფანტავს ბნელეთის ძალებს, წლების განმავლობაში რომ თრგუნავდნენ ადამიანს. ისინი ამას შფოთიანი სასოებითა დღედაღამ ნატვრით ელიან — ვინ უწყის ეს სრულად? ამ მძიმე ტანჯვაში მყოფი ხალხი სინათლის გაელვების დღესაც კი კვლავ ბნელ საპყრობილეში გამომწყვდეული რჩება, განთავისუფლების იმედის გარეშე; როდის აღარ იტირებენ ისინი? რა საშინელია ამ მყიფე სულების უბედურება, რომელთაც მოსვენება არასოდეს ღირსებიათ; ისინი დიდი ხანია შებოჭილნი არიან დაუნდობელი ბორკილებითა და გაყინული ისტორიით. ვინ ისმენდა მათ მოთქმას? ვის უხილავს მათი სავალალო მდგომარეობა? გიფიქრია ოდესმე, როგორ წუხს და შფოთავს ღვთის გული? როგორ გაუძლებს ის იმის დანახვას, თუ როგორ იტანჯება მისივე ხელით შექმნილი უმანკო კაცობრიობა? კაცობრიობა ხომ საბოლოოდ ის უბედურია, რომელიც მოიწამლა. თუმცა კაცობრიობამ დღემდე მოაღწია, ვის ეცოდინებოდა, რომ კაცობრიობა დიდი ხნის წინ მოწამლა ბოროტმა? ნუთუ დაივიწყე, რომ თავადაც ერთ-ერთი მსხვერპლი ხარ? განა არ გსურს იღვაწო, ღვთისადმი სიყვარულის გამო, ყველა ამ გადარჩენილთა გამოსახსნელად? განა არ გსურს, მთელი შენი ძალა მიუძღვნა იმ ღმერთისთვის სამაგიეროს მიგებას, რომელსაც ადამიანი საკუთარი ხორცივით და სისხლივით უყვარს? ზუსტად როგორ გესმის, რომ ღმერთი გიყენებს, რათა შენი არაჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრო? მართლა გაქვს იმის მტკიცე ნება და რწმენა, რომ იცხოვრო ღვთისმოსავი, ღვთისმსახური ადამიანის აზრიანი ცხოვრებით?