ღვთის რწმენაში მთავარი რეალობაა და არა რელიგიური რიტუალების აღსრულება
რამდენ რელიგიურ პრაქტიკას იცავ? რამდენჯერ წასულხარ ღვთის სიტყვის პირისპირ და საკუთარი გზას გაჰყოლიხარ? რამდენჯერ შეგისრულებია ღვთის სიტყვა ცხოვრებაში, რადგან მის ტვირთს ჭეშმარიტად იზიარებ და მისი განზრახვის დაკმაყოფილებას ცდილობ? ღვთის სიტყვა უნდა გესმოდეს, მის შესაბამისად გამოიყენო ის პრაქტიკაში და ყველა შენს ქმედებასა და საქმეში პრინციპული უნდა იყო, ეს წესების მოჩვენებითად დაცვას ან ძალდატანებით ქცევას არ ნიშნავს, ამის ნაცვლად, ჭეშმარიტების განხორციელებასა და ღვთის სიტყვით ცხოვრებას. მხოლოდ ასეთი პრაქტიკა აკმაყოფილებს ღმერთს. ღვთის დამაკმაყოფილებელი ნებისმიერი ქმედება წესი კი არა, ჭეშმარიტების განხორციელებაა. ზოგერთ ადამიანს უყვარს თავმომწონეობა — ძმებისა და დების თანდასწრებით ამბობენ, რომ ღვთის მოვალენი არიან, მაგრამ მათ ზურგს უკან ჭეშმარიტებას არ ასრულებენ და სრულიად სხვაგვარად იქცევიან. განა ეს რელიგიური ფარისევლობა არ არის? ღვთის მოყვარული და ჭეშმარიტების მატარებელი ადამიანი არის ის, ვინც ღვთის ერთგულია, მაგრამ არა სხვების საჩვენებლად. ასეთი ადამიანი რთულ სიტუაციაში ჭეშმარიტებას მიჰყვება და საკუთარი სინდისის წინააღმდეგ არც სიტყვით მიდის, არც საქმით. ამ ტიპის ადამიანი სიბრძნეს ავლენს პრობლემების გადაჭრისას და პრინციპულია, გარემოებებისდა მიუხედავად. ეს ასევე ისეთი ტიპის ადამიანია, რომელსაც ჭეშმარიტი მსახურება შეუძლია. ისეთებიც არიან, რომელნიც მუდამ ღვთისადმი მოვალეობაზე ღაღადებენ, წარბშეკრულნი დღეებს შეშფოთებაში ატარებენ, შეწუხებული იერით დაიარებიან და თავს საწყლად ასაღებენ. რა ამაზრზენია! ასეთს რომ ჰკითხო: „მითხარი, ღვთისადმი რა ვალში ხარ?“, ენა დაუმუნჯდება. ღვთის ერთგული თუ ხარ, არ იყვირებ ამის შესახებ; შენ, ნაცვლად ამისა, შენი ღვთისადმი სიყვარულს რეალური პრაქტიკით გამოხატავ და ჭეშმარიტი გულით ილოცებ. ისინი, ვინც მხოლოდ სიტყვით ემსახურებიან ღმერთს, ყველანითვალთმაქციები არიან! ზოგი ყოველ ლოცვაზე ღვთისადმი მოვალეობაზე საუბრობს და ყოველი ლოცვისას ქვითინებს, როდესაც არ უნდა იყოს ეს, სულიწმიდის ყოველგვარი შთაგონების გარეშეც. ასეთი ხალხი რელიგიური რიტუალებითა და წარმოდგენებითაა შეპყრობილი; რიტუალებითა და წარმოდგენებით ცხოვრობს, და სჯერა, რომ ღმერთს ეს სიამოვნებს და ზედაპირული ღვთისმოსაობა ან მწუხარების ცრემლები მოსწონს. შეუძლიათ თუ არა ასეთ აბსურდულ ადამიანებს რაიმეს მიღწევა? თავმდაბლობის საჩვენებლად ზოგი სხვების თანდასწრებით თავაზიანად საუბრობს, ზოგიც სხვების თანდასწრებით განზრახ ქედმოხრილია — იქცევა, როგორც უღონო კრავი. განა ეს სასუფევლის ხალხს შეეფერება? სასუფევლის ხალხი ცოცხალი და თავისუფალი უნდა იყოს, წმინდა და ღია, პატიოსანი და მოსიყვარულე, და თავისუფალ ყოფაში ცხოვრობდეს. ისინი უნდა იყვნენ მრთელნი და ღირსეულნი და მტკიცედ იდგნენ თავიანთ მოწმობაში, სადაც არ უნდა წავიდნენ. ასეთი ხალხი ღმერთსაც უყვარს, და ადამიანსაც. რწმენაში ახალბედებს ზედმეტად ბევრი გარეგნული ქცევა ახასიათებთ; მათ ჯერ გასხვლისა და გატეხვის პერიოდი აქვთ გასავლელი. ღვთისადმი შინაგანი რწმენა არ არის ის, რისი დანახვაც სხვებს შეუძლიათ, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი ქმედებები და საქმეები დასაფასებელია. მხოლოდ ასეთებს თუ ჩავთვლით ღვთის სიტყვაში მაცხოვრებლებად. თუ ხალხთან ყოველდღე სახარებას ქადაგებ, რომ ხსნასთან მიიყვანო, თუმცა ბოლოს მაინც წესებითა და დოქტრინებით ცხოვრობ, მაშინ ღმერთის განდიდებას ვერ შეძლებ. ასეთები რელიგიურებიც არიან და თვალთმაქცებიც. როდესაც ასეთი რელიგიური ხალხი იკრიბება, კითხულობენ: „დაო, ამ ბოლო დროს როგორ ხარ?“ მან შესაძლოა უპასუხოს: „ვგრძნობ, რომ ღვთის ვალში ვარ და მის განზრახვებს ვერ ვასრულებ“. სხვამაც შეიძლება მიუგოს: „მეც ღვთის მოვალე ვარ და მისი კმაყოფილებისთვის საკმარისს ვერ ვაკეთებ“. ამ რამდენიმე წინადადებასა და სიტყვაშიც კი ჩანს მათში გაჟღენთილი სისაძაგლე. ასეთი სიტყვები მეტად ამაზრზენი და საზიზღარია. ასეთი ადამიანების ბუნება ღმერთს ეწინააღმდეგება. რეალობაზე კონცენტრირებული ადამიანი ღიაა თავისი გულისნადების გაზიარებისას. ის სიყალბეში არ ერთვება — არც ცრუ ზრდილობას იჩენს და არც ცარიელ თავაზიანობას. ის ყოველთვის პირდაპირია და საერო წესებს არ იცავს. ზოგი ადამიანი სრულ უგუნურობამდე იღრწვის გარეგნული გამოვლინებისკენ. ვინმე თუ მღერის, ის ცეკვავს, ვერც კი ამჩნევს, რომ ქვაბში ბრინჯი მიეწვა. ასეთი ადამიანები არც ღვთისნიერნი არიან და არც კეთილშობილნი არამედ — მეტისმეტად თავქარიანები არიან. ეს ყველაფერი რეალობის ნაკლებობის გამოვლინებაა. ზოგიერთი ადამიანი სულიერი ცხოვრების საკითხებზე ბჭობისას არ ამბობს, რომ ღვთის მოვალეა, თუმცა მის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული მაინც აქვს. ღვთისადმი შენს მოვალეობის გრძნობას სხვებთან საერთო არაფერი აქვს; შენ ღვთისადმი ხარ ვალში და არა კაცობრიობის წინაშე. ამაზე გამუდმებით სხვებთან საუბარს რა აზრი აქვს? შენ რეალობაში შესვლას უნდა ანიჭებდე მნიშვნელობას და არა — რაიმე გარეგნულ გამოვლინებას თუ პათოსს. რას წარმოადგენს ადამიანთა გარეგნული კეთილი საქციელი?? ის წარმოადგენს ხორცს; საუკეთესო გარეგნული ქცევაც კი არ ასახავს ცხოვრებას, არამედ მხოლოდ შენი ინდივიდუალური ტემპერამენტის ჩვენება შეუძლია. კაცობრიობის გარეგანი ქცევა ვერ აკმაყოფილებს ღვთის განზრახვებს. შენ გამუდმებით საუბრობ ღვთისადმი მოვალეობაზე, თუმცა სხვების ცხოვრებას ვერაფერს სძენ და ვერც მათ გულებში ღვთის სიყვარულს სთეს. გჯერა, რომ შენი ეს ქცევა ღმერთს აკმაყოფილებს? გრძნობ, რომ შენი ეს ქცევა ღვთის განზრახვაა და რომ შენი ქმედებები სულიერია, თუმცა სინამდვილეში — აბსურდულია! შენ გჯერა, რომ, რაც მოგწონს და რის გაკეთებაც გსურს, ზუსტად ისაა, რაც ღმერთს ახარებს. შეიძლება შენი მოწონებები ღმერთს წარმოადგენდეს? შეიძლება ადამიანის ხასიათი ღმერთს წარმოადგენდეს? რაც მოგწონს, ზუსტად ისაა, რაც ღმერთს სძაგს და შენი ჩვევები ისაა, რასაც ღმერთი უარყოფს. თუ მოვალეობას გრძნობ, მიდი და ღმერთის წინაშე ილოცე; სხვებთან ამაზე საუბარი საჭირო არაა. თუ ღმერთის წინაშე არ ლოცულობ და, ნაცვლად ამისა, განუწყვეტლივ საკუთარ თავს სხვების დასანახად გამოფენ, ეს ღვთის განზრახვებს დააკმაყოფილებს? თუ შენ მხოლდო გარეგნულ ქმედებებზე ხარ ორიენტირებული, ესე იგი, უკიდურესად პატივმოყვარე ყოფილხარ. როგორი ხალხია ის, ვინც მხოლოდ გარეგნულად იქცევა კეთილად და რეალობისგან შორსაა? ისინი თვალთმაქცი ფარისევლები და რელიგიური ფიგურები არიან! თუ გარეგნულ ქცევებს არ მოიშორებთ და ვერ შეიცვლებით, თქვენში თვალთმაქცობა კიდევ უფრო იმატებს. რაც მეტია თვალთმაქცობა, მით მეტია ღვთის მიმართ წინააღმდეგობა. საბოლოდ, ასეთი ხალხი აუცილებლად განადგურდება!