მხოლოდ მათ, ვინც ღვთის დღევანდელი საქმე იციან შეუძლიათ ემსახურონ ღმერთს
ღმერთზე მოწმობისა და დიდი წითელი დრაკონის შესარცხვენად ადამიანს უნდა ჰქონდეს პრინციპი და უნდა აკმაყოფილებდეს პირობას: ადამიანმა გულით უნდა შეიყვაროს ღმერთი და მის სიტყვებში შევიდეს. თუ არ შეხვალ ღვთის სიტყვებში, მაშინ ვერანაირად ვერ შეძლებ სატანა შეარცხვინო. შენს ცხოვრებაში ზრდის საშუალებით აჯანყდები დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ და დაამცირებ მას — სწორედ ეს ნიშნავს დიდი წითელი დრაკონის ჭეშმარიტად შერცხვენას. რაც უფრო მეტად ხარ მზად ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განსახორციელებლად, მით უფრო დიდია შენი ღვთისადმი სიყვარულისა და დიდი წითელი დრაკონისადმი სიძულვილის მტკიცებულება; რაც უფრო დაემორჩილები ღვთის სიტყვებს, მით უფრო დიდი იქნება შენი ჭეშმარიტების წყურვილის მტკიცებულება. ადამიანები, რომლებსაც არ სწყურიათ ღვთის სიტყვები, უსიცოცხლონი არიან. ასეთი ადამიანები ღვთის სიტყვების მიღმა იმყოფებიან და რელიგიას მიეკუთვნებიან. ადამიანებს, რომელთაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთის, ღვთის სიტყვების უფრო ღრმა ცოდნა აქვთ მისი სიტყვების ჭამითა და სმით. თუ შენ ღვთის სიტყვები არ გწყურია, მაშინ შეუძლებელი იქნება მისი სიტყვების გულწრფელად ჭამა და სმა, ხოლო თუ არ გაქვს ღვთის სიტყვების ცოდნა, მაშინ არ გაქვს ღმერთზე მოწმობის ან დაკმაყოფილების საშუალება.
ღმერთის რწმენისას როგორ უნდა შეიცნოს ადამიანმა ღმერთი? ადამიანმა ღმერთი უნდა შეიცნოს ღვთის დღევანდელი სიტყვებისა და საქმის საფუძველზე, გადახრისა და კონცეფციის ცდომილების გარეშე და უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიცნოს ღვთის საქმე, რაც არის თავად ღვთის შეცნობის საფუძველი. ყველა ის სხვადასხვა მცდარი შეხედულება, რომელიც ღვთის სიტყვების სუფთა აღქმას მოკლებულია, რელიგიური წარმოდგენებია; ისინი დამახინჯებული გაგებაა. რელიგიური მოღვაწეების უდიდესი უნარია წარსულში გაგებული ღვთის სიტყვების აღება და დღევანდელი ღვთის სიტყვების მათთან შედარება. თუ დღევანდელი ღმერთის მსახურებისას ჩაეჭიდებით სულიწმიდის ნათლის მოფენით წარსულში გაცხადებულს, მაშინ თქვენი მსახურება შეფერხებას გამოიწვევს და ერთგვარ მოძველებულ პრაქტიკად იქცევა სხვა არაფერი, თუ არა რელიგიური რიტუალები. თუ შენ გჯერა, რომ ისინი, ვინც ღმერთს ემსახურებიან სხვა თვისებებთან ერთად, გარეგნულად თავმდაბლები და მომთმენები უნდა იყვნენ და თუ დღეს ასეთ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებ, მაშინ ასეთი ცოდნა რელიგიური წარმოდგენაა; ამგვარად პრაქტიკაში განხორციელება თვალთმაქცობის გამოვლენას უტოლდება. ფრაზა „რელიგიური წარმოდგენები“ გულისხმობს იმას, რაც მოძველებულია (მათ შორის ღვთის მიერ უწინ ნათქვამი სიტყვების გაგებასა და სულიწმიდის პირდაპირ ნათელის მოფენას) და თუ მას დღეს პრაქტიკაში გამოიყენებ, მაშინ ისინი ხელს შეუშლის ღვთის საქმეს და არანაირ სარგებელს არ მოიტანს ადამიანისთვის. თუ ადამიანებს არ შეუძლიათ განიწმინდონ ყველაფრისგან, რაც რელიგიურ წარმოდგენებს მიეკუთვნება, მაშინ ეს ყველაფერი ღვთის მსახურების გზაზე დიდ დაბრკოლებად იქცევა. რელიგიური წარმოდგენების მქონე ადამიანებს არ აქვთ საშუალება ფეხი აუწყონ სულიწმიდის საქმეს — ისინი ჯერ ერთი ნაბიჯით ჩამორჩებიან, შემდეგ კი — ორით. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს რელიგიური წარმოდგენები ადამიანს უკიდურესად თვითმართალსა და ამპარტავანს ხდის. ღმერთი არ განიცდის ნოსტალგიას იმის მიმართ, რაც მან წარსულში თქვა და გააკეთა; თუ რამე მოძველებულია, ის განდევნის მას. ნუთუ მართლა არ შეგიძლია უარი თქვა შენს წარმოდგენებზე? თუ შენ მოეჭიდები ღვთის მიერ წარსულში წარმოთქმულ სიტყვებს, ეს ამტკიცებს იმას, რომ შენ ღვთის საქმე შეიცანი? თუ არ შეგიძლია სულიწმიდის ამჟამინდელი სინათლის მიღება და ნაცვლად ამისა, ეჭიდები წარსულის სინათლეს, განა შეიძლება ამით დამტკიცდეს, რომ შენ ღმერთის ნაბიჯებს მიჰყვები? ჯერაც არ შეგიძლია უკუაგდო რელიგიური წარმოდგენები? თუ ეს ასეა, მაშინ შენ გახდები ღვთის მოწინააღმდეგე.
თუ ადამიანები შეძლებენ რელიგიური წარმოდგენებისგან გათავისუფლებას, დღევანდელ დღეს ისინი აღარ გამოიყენებენ საკუთარ გონებას ღვთის სიტყვებისა და საქმის გასაზომად და ნაცვლად ამისა უშუალოდ დამორჩილდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის საქმე დღეს აშკარად არ ჰგავს წარსულისას, შენ მაინც შეგიძლია გათავისუფლდე წარსული მოსაზრებებისგან და ღვთის დღევანდელ საქმეს უშუალოდ დამორჩილდე. თუ შენ შეგიძლია გაიგო, რომ დღეს ღვთის საქმეს განსაკუთრებული ადგილი უნდა დაუთმო, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებდა ღმერთი წარსულში, მაშინ შენ ის ადამიანი ხარ, ვინც გათავისუფლდა თავის წარმოდგენებისგან, რომელიც ღმერთს ემორჩილება და რომელსაც შეუძლია დაემორჩილოს ღვთის საქმესა და სიტყვებს და მიჰყვეს მის ნაბიჯებს. ამგვარად, შენ იქნები ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად ემორჩილება ღმერთს. შენ არ აანალიზებ და არ იკვლევ ღვთის საქმეს; თითქოს ღმერთმა დაივიწყა თავისი წინა საქმე და შენც დაივიწყე ის. აწმყო აწმყოა, წარსული წარსულია და რადგან დღეიდან ღმერთმა გვერდზე გადადო წარსულის საქმეები, შენ ამაზე არ უნდა იფიქრო. მხოლოდ ასეთი ადამიანი ემორჩილება სრულად ღმერთს და დათმო თავისი რელიგიური წარმოდგენები.
რადგან ღვთის საქმეში ყოველთვის არის ახალი მოვლენები, არსებობს საქმე, რომელიც მოძველდება და არასაჭირო ხდება ახალი საქმის წარმოშობასთან ერთად. ეს სხვადასხვა ტიპის საქმენი, ძველი და ახალი, არა ურთიერთსაწინააღმდეგო, არამედ ურთიერთშემავსებელია; თითოეული ეტაპი წინადან მომდინარეობს. რადგან ახალი საქმეა, ძველი, რა თქმა უნდა, უნდა განიდევნოს. მაგალითად, ადამიანის ზოგიერთმა დიდი ხნის დამკვიდრებულმა წესმა და ჩვეულმა გამონათქვამმა, ადამიანის მრავალწლიან გამოცდილებასთან და შესწავლილ გაკვეთილებთან ერთად, მის გონებაში ჩამოაყალიბა ყველანაირი წესისა და ფორმის წარმოდგენები. ის, რომ ღმერთს ჯერ სრულად არ გაუცხადებია ადამიანისთვის თავისი ჭეშმარიტი სახე და თანდაყოლილი ხასიათი — წარსულიდან დღემდე არსებული ტრადიციული თეორიების მრავალწლიან გავრცელებასთან ერთად — კიდევ უფრო უწყობდა ხელს ადამიანში ასეთი წარმოდგენების ჩამოყალიბებას. შეიძლება ითქვას, რომ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ღვთისადმი რწმენის განმავლობაში სხვადასხვა წარმოდგენების გავლენამ განაპირობა ადამიანებში ღმერთის შესახებ ყველანაირი წარმოსახვითი გაგების უწყვეტი ჩამოყალიბება და ევოლუცია, რამაც მრავალი რელიგიური, ღვთის მსახური ფიგურა მის მტრად აქცია. ამრიგად, რაც უფრო ძლიერია ადამიანების რელიგიური წარმოდგენები, მით უფრო ეწინააღმდეგებიან ისინი ღმერთს და მით უფრო მეტად არიან ღვთის მტრები. ღვთის საქმე ყოველთვის ახალია და არასდროს ძველი — ის არასდროს ქმნის წესებს; პირიქით, ის მუდმივად განიცდის სხვადასხვა ხარისხის ცვლილებებსა და განახლებებს. ღმერთის ამგვარი მოქმედება მისი თანდაყოლილი ხასიათის გამოხატულებაა. ეს ასევე ღვთის საქმის განუყოფელი პრინციპია და საქმის შესრულების ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ღმერთი ახორციელებს მართვას. ღმერთს რომ ამგვარად არ ემოქმედა, ადამიანი ვერ შეიცვლებოდა ან ვერ შეძლებდა ღმერთის შეცნობას და სატანა ვერ დამარცხდებოდა. ამგვარად, მის საქმეში განუწყვეტლივ ხდება ცვლილებები, რომლებიც ქაოტურად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში პერიოდული ხასიათისაა. თუმცა, გზა, რომლითაც ადამიანს სწამს ღმერთის, სრულიად განსხვავებულია. ის ძველ, ნაცნობ წესებსა და სისტემებს ეჭიდება და რაც უფრო ძველია ისინი, მით უფრო მისაღებია მისთვის. როგორ შეეძლო ადამიანის სულელ ქვასავით შეუვალ გონებას მიეღო ღვთის ამდენად შეუცნობელი ახალი საქმე და სიტყვა? ადამიანს არ მოსწონს ღმერთი, რომელიც ყოველთვის ახალია და არასდროს ძველი; მას მხოლოდ ძველი ღმერთი მოსწონს, რომელიც ხანდაზმულია, ჭაღარა და არ ძალუძს სიარული. ამგვარად, რადგან ღმერთსაც და ადამიანსაც თავიანთი მოსაწონი აქვთ, ადამიანი ღვთის მტრად იქცა. ამ წინააღმდეგობებიდან ბევრი დღესაც არსებობს, მაშინ როცა ღმერთი თითქმის ექვსი ათასი წელია ახალ საქმეს აკეთებს. მაშინ ისინი გამოუსწორებელნი არიან. შესაძლოა ადამიანის სიჯიუტის გამო, ან შესაძლოა იმის გამო, რომ ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშეუხებელია, ის სასულიერო პირები (ქალები და კაცები), კვლავ ობმოკიდებულ ძველ წიგნებსა და ქაღალდებს ეჭიდებიან, მაშინ როდესაც ღმერთი აგრძელებს თავის დაუსრულებელ მართვის საქმეს ისე, თითქოს არავინ უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასეთი მტრული წინააღმდეგობები, რომელთა გადაჭრაც კი შეუძლებელია, ღმერთი მათ ყურადღებას არ აქცევს, თითქოს ისინი ერთდროულად არსებობენ და არ არსებობენ. ადამიანი კი მაინც ერთგულია თავისი შეხედულებებისა და წარმოდგენებისა და არასდროს თმობს მათ. თუმცა ერთი რამ თავისთავად ცხადია: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არ შეიცვლის თავის შეხედულებას, ღმერთის „ფეხები“ ყოველთვის მოძრაობაშია და ის ყოველთვის იცვლის თავის მოსაზრებას გარემოს შესაბამისად. საბოლოოდ, ადამიანია ის, ვინც ბრძოლის გარეშე დამარცხდება. ამასობაში, ღმერთი მისი ყველა დამარცხებული მტრის „უდიდესი მტერია“ და ასევე კაცობრიობის, როგორც დამარცხებულის, ასევე დაუმარცხებლის, „მცველია“. ვის შეუძლია ღმერთთან მეტოქეობა და გამარჯვება? თითქოს ადამიანის წარმოდგენები ღმერთისგან მოდის, რადგან მათი უმეტესობა ღვთის საქმის კვალდაკვალ დაიბადა. თუმცა, ღმერთი არ პატიობს ადამიანს ამის გამო და კიდევ უფრო ნაკლებად ასხამს ქებას მისი საქმის კვალდაკვალ „ღმერთისთვის“ მრავალი პროდუქტის შექმნისთვის მისი საქმის მიღმა. ნაცვლად ამისა, მას უკიდურესად სძაგს ადამიანის წარმოდგენები და ძველი, ღვთისმოსავი შეხედულება და არც კი აინტერესებს როდის გაჩნდა ეს წარმოდგენები პირველად. ის საერთოდ არ აღიარებს, რომ ეს წარმოდგენები მისი საქმით არის გამოწვეული, რადგან ადამიანის წარმოდგენები მოდის ადამიანური გადამდები გავლენისგან; მათი წყარო ადამიანის აზრები და გონებაა — არა — ღმერთი, არამედ სატანა. ღმერთს ყოველთვის ჰქონდა განზრახვა, რომ მისი საქმე ყოფილიყო ახალი და ცოცხალი და არა ძველი და მკვდარი და ის, რასაც ადამიანი ერთგულებს იცვლება ეპოქისა და პერიოდის მიხედვით და არ არის მარადიული და უცვლელი. ეს იმიტომ ხდება, რომ ის არის ღმერთი, რომელიც ადამიანს აცოცხლებს და აახლებს, არა — ეშმაკი, რომელიც ადამიანს კლავს და აბერებს. ნუთუ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ ეს? ის, რომ შენ გაქვს წარმოდგენები ღმერთზე და არ შეგიძლია მათი გაშვება, რადგან ვერ ახერხებ საგნებზე წვდომას, ეს არ ხდება იმიტომ, რომ ღვთის საქმეში ნაკლები აზრია ან მისი საქმეები ადამიანის გრძნობებს არ ითვალისწინებს და კიდევ უფრო ნაკლებად იმიტომ, რომ ღმერთი არასდროს ასრულებს თავის საქმეს შესაფერისად. შენ არ შეგიძლია დათმო შენი წარმოდგენები, რადგან მეტად გაკლია მორჩილება და ოდნავადაც არ გავხარ ქმნილებას; ეს იმიტომ არ ხდება, რომ ღმერთი გირთულებს საქმეს. შენ გამოიწვიე ეს ყველაფერი და ამას ღმერთთან არანაირი კავშირი არ აქვს; ყველა ტანჯვა და კატასტროფა ადამიანის მიერ არის შექმნილი. ღვთის ფიქრები ყოველთვის კარგია: მას სურს შენში არა წარმოდგენების განვითარება, არამედ ეპოქასთან ერთად შენი განახლების ხელშეწყობა და ტრანსფორმირება. მაგრამ შენ არ იცი, რა არის შენთვის კარგი და მუდმივად იკვლევ ან აანალიზებ. საქმე ის კი არ არის, რომ ღმერთი გიქმნის სირთულეებს, არამედ, შენ გულში არ გაქვს ღვთის შიში და შენი ურჩობა მეტად დიდია. პაწაწინა ქმნილება, რომელიც ბედავს უწინ გაცემული უმნიშვნელო ნაწილის აღებას და შემდეგ კი შემობრუნებასა და ამ ნაწილს ღმერთზე თავდასხმისთვის გამოყენებას — განა ეს ადამიანის ამბოხი არ არის? სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ადამიანები სრულიად შეუფერებელნი არიან გამოთქვან საკუთარი შეხედულებები ღვთის წინაშე და მით უფრო შეუფერებელნი არიან თავიანთი უსარგებლო, მყრალი, დამპალი და არქაული ტერმინოლოგიით ისე იპრანჭონ, როგორც სურთ — რომ აღარაფერი ვთქვათ ამ დაობებულ წარმოდგენებზე. განა ისინი კიდევ უფრო უსარგებლოები არ არის?
ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად ღმერთს ემსახურება არის ის, ვინც ღვთის განზრახვებს შეესაბამება, ღვთისთვის გამოსადეგია და შეუძლია დათმოს რელიგიური წარმოდგენები. თუ გსურს ღვთის სიტყვების ჭამა-სმა ეფექტური იყოს, მაშინ უნდა დათმო შენი რელიგიური წარმოდგენებისგან. თუ ღმერთის მსახურება გსურს, მაშინ კიდევ უფრო აუცილებელია, პირველ რიგში, რელიგიური წარმოდგენები დათმო და ყველაფერში ღვთის სიტყვებს დაემორჩილო. ეს არის ის, რასაც ღვთის მსახური ადამიანი უნდა ფლობდეს. თუ შენ გაკლია ეს ცოდნა, მაშინ, მსახურებისთანავე გამოიწვევ შეფერხებასა და არეულობას, ხოლო თუ შენს წარმოდგენებს ჩაეჭიდები, მაშინ ღმერთი გარდაუვლად „დაგამხობს ძირს“ და ვეღარასოდეს წამოდგები. მაგალითად აიღე აწმყო: დღევანდელი მრავალი გამონათქვამი და საქმის დიდი ნაწილი არ შეესაბამება ბიბლიას და ღვთის მიერ ადრე შესრულებულ საქმესთან და თუ არ გაქვს მორჩილი გული, მაშინ ნებისმიერ დროს დაეცემი. თუ გსურს ღვთის განზრახვების შესაბამისად მსახურება, მაშინ ჯერ რელიგიური წარმოდგენები უნდა დათმო და საკუთარი შეხედულებები გამოასწორო. მომავალში ბევრი ნათქვამი არ შეესაბამება წარსულისას და თუ ახლა არ გაქვს მორჩილების სიმტკიცე, ვერ შეძლებ წინ გადაშლილი გზის გავლას. თუ ღვთის საქმის რომელიმე მეთოდმა შენში ფესვი გაიდგა და შენ არასდროს გათავისუფლდები მისგან, მაშინ ეს მეთოდი შენი რელიგიური წარმოდგენა გახდება. თუ ღმერთის არსმა შენში ფესვი გაიდგა, მაშინ შენ მოიპოვე ჭეშმარიტება და თუ ღვთის სიტყვები და ჭეშმარიტება შენს ცხოვრებად იქცევა, აღარ გექნება წარმოდგენები ღმერთზე. მათ, ვისაც ღმერთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა აქვს, არ ექნებათ არანაირი წარმოდგენები და არ შეასრულებენ წესებს.
დასვი ეს კითხვები, რათა სიფხიზლე შეინარჩუნო:
1. შენში არსებული ცოდნა ღვთისადმი მსახურებას ხელს უშლის?
2. რამდენი რელიგიური პრაქტიკაა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? თუ ღვთისმოსაობას მხოლოდ გარეგნულად წარმოადგენ, ნიშნავს ეს იმას, რომ შენი ცხოვრება გაიზარდა და მომწიფდა?
3. როდესაც ღვთის სიტყვებს ჭამ და სვამ, შეგიძლია რელიგიური წარმოდგენები დათმო?
4. ლოცვის დროს შეგიძლია რელიგიურ რიტუალებზე უარის თქმა?
5. ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც გამოსადეგია ღვთისთვის?
6. შენი ღვთის შემეცნების რა ნაწილი შეიცავს რელიგიურ წარმოდგენებს?