თავი 22 და თავი 23

დღეს ყველას სურს, ღვთის განზრახვებს ჩასწვდეს და ღვთის ხასიათი შეიცნოს, თუმცა არავინ იცის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ძალუძთ განახორციელონ ის, რისი გაკეთებაც სურთ, რატომ ეწინააღმდეგება მათ მუდამ საკუთარი გული და რატომ ვერ აღწევენ იმას, რაც სწადიათ. შედეგად, ისინი კვლავაც უდიდესი სევდით არიან მოცულნი, თუმცა ამავდროულად შიშიც იპყრობთ. რადგან არ ძალუძთ ამ ურთიერთგამომრიცხავი გრძნობების გამოხატვა, მხოლოდ მწუხარედ ხრიან თავს და განუწყვეტლივ ფიქრობენ: „ნუთუ ღმერთმა არ მომფინა ნათელი? ნუთუ ღმერთმა ფარულად მიმატოვა? ალბათ ყველა სხვა კარგად არის და ღმერთმა ჩემ გარდა ყველას მოჰფინა ნათელი. რატომ ვარ მუდამ შეშფოთებული ღვთის სიტყვების კითხვისას — რატომ არასდროს არაფრის წვდომა არ შემიძლია?“ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების გონებაში ასეთი ფიქრები ტრიალებს, ვერავინ ბედავს მათ გამოხატვას; ისინი მხოლოდ შინაგანად განაგრძობენ ბრძოლას. სინამდვილეში ღვთის გარდა არავის ძალუძს მისი სიტყვების გაგება ან მისი ჭეშმარიტი განზრახვების წვდომა. თუმცა ღმერთი მუდამ ითხოვს ადამიანებისგან მისი განზრახვების წვდომას — განა ეს შეუძლებელის მოთხოვნას არ ჰგავს? ნუთუ ღმერთმა არ უწყის ადამიანის ნაკლოვანებების შესახებ? ეს არის ღვთის საქმის ის ეტაპი, რომლის გაგებაც ადამიანებს არ ძალუძთ და ამიტომ ღმერთი ამბობს: „ადამიანი სინათლეში ცხოვრობს, თუმცა არ უწყის, რამდენად ძვირფასია სინათლე. მან არ უწყის სინათლის არსი, სინათლის წყარო და მით უმეტეს, ის, თუ ვის ეკუთვნის ეს სინათლე.“ იმის მიხედვით, რასაც ღვთის სიტყვები ამბობს და მოითხოვს, ვერავინ გადარჩება, რადგან ადამიანის ხორციელ ბუნებაში არაფერია ისეთი, რაც ღვთის სიტყვებს მიიღებს. ამრიგად, ღვთის სიტყვებისადმი მორჩილება, მათი დაფასება და მათკენ სწრაფვა და ღვთის იმ სიტყვების საკუთარ მდგომარეობაზე მორგება, რომლებიც ადამიანის ყოფაზე მიუთითებს და ამგვარად საკუთარი თავის შეცნობა — ეს არის უმაღლესი სტანდარტი. როდესაც სასუფეველი საბოლოოდ განხორციელდება, ხორციელად მცხოვრებ ადამიანს კვლავაც არ ექნება ღვთის განზრახვების წვდომის უნარი და კვლავაც დასჭირდება მისი პირადი წინამძღოლობა — თუმცა ადამიანთა ცხოვრებაში სატანას არ ექნება არეულობა შეტანილი და ადამიანის ნორმალური ცხოვრებით იცხოვრებენ; ეს არის ღვთის მიერ სატანის დამარცხების მიზანი, რასაც იგი უმთავრესად იმისთვის აკეთებს, რომ აღადგინოს ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის თავდაპირველი არსი. ღვთის გონებაში „ხორცი“ შემდეგს გულისხმობს: ღვთის არსის შეცნობის უუნარობა; სულიერი სამყაროს საქმეების დანახვის უუნარობა და, გარდა ამისა, სატანის მიერ გახრწნის შესაძლებლობა, თუმცა ამავდროულად ღვთის სულის მიერ წარმართვის უნარი. ეს არის ღვთის მიერ შექმნილი ხორცის არსი. ბუნებრივია, ეს ასევე მიზნად ისახავს კაცობრიობის ცხოვრებაში იმ ქაოსის თავიდან აცილებას, რასაც წესრიგის ნაკლებობა გამოიწვევდა. რაც უფრო მეტს საუბრობს ღმერთი და რაც უფრო საფუძვლიანად ხსნის იგი ყველაფერს, მით უფრო მეტი ესმით ადამიანებს. ადამიანები გაუცნობიერებლად იცვლებიან და გაუცნობიერებლად ცხოვრობენ სინათლეში და ამგვარად, „სინათლის გამო ისინი იზრდებიან; მათ დატოვეს სიბნელე.“ ეს არის სასუფევლის მშვენიერი სურათი და „სინათლეში ცხოვრება, სიკვდილისგან განშორება“, რაზეც ხშირად თქმულა. როდესაც სინიმი განხორციელდება დედამიწაზე — როდესაც სასუფეველი განხორციელდება — დედამიწაზე აღარ იქნება ომი; აღარასოდეს იქნება შიმშილობა, ჭირი და მიწისძვრები; ადამიანები შეწყვეტენ იარაღის წარმოებას; ყველა იცხოვრებს მშვიდად და სტაბილურად; და იქნება ნორმალური ურთიერთობები ადამიანთა შორის და ნორმალური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. თუმცა აწმყო ამას სრულიად ვერ შეედრება. ცისქვეშეთში ყველაფერი ქაოსშია და თითოეულ ქვეყანაში თანდათანობით იწყება გადატრიალებები. ღვთის გამონათქვამების კვალდაკვალ, ადამიანები თანდათანობით იცვლებიან და შინაგანად, ყოველი ქვეყანა ნელ-ნელა ინგრევა. ბაბილონის მყარი საძირკველი რყევას იწყებს, როგორც ქვიშაზე აგებული სასახლე, ღვთის განზრახვების ცვლილებასთან ერთად, სამყაროში შეუმჩნევლად ხდება უზარმაზარი ცვლილებები და ნებისმიერ დროს ჩნდება ყოველგვარი ნიშანი, რაც უჩვენებს ადამიანებს, რომ სამყაროს უკანასკნელი დღე დადგა! ეს არის ღვთის გეგმა და ეს არის ის ნაბიჯები, რომლებითაც იგი მოქმედებს. თითოეული ქვეყანა უდავოდ ნამსხვრევებად იქცევა და ძველი სოდომი მეორედ განადგურდება. ამიტომ ღმერთი ამბობს: „სამყარო ეცემა! ბაბილონი პარალიზებულია!“ თავად ღვთის გარდა არავის ძალუძს ამის სრულად გაგება; ბოლოს და ბოლოს ადამიანთა ცნობიერებას საზღვარი აქვს. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა იცოდნენ, რომ ამჟამინდელი ვითარება არასტაბილური და ქაოსურია, მაგრამ მათ არ ძალუძთ მისი მოგვარება. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ დინებას მიჰყვნენ, გულში კი იმედოვნებენ, ის დღე დადგება, როდესაც თავს მაღლა აწევენ, როდესაც მზე კვლავ ამოვა აღმოსავლეთიდან, გაანათებს მიწას და შემოაბრუნებს ამ სავალალო მდგომარეობას. თუმცა მათ არ იციან, რომ როდესაც მზე მეორედ ამოვა, მისი ამოსვლა ყველაფრის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას როდი ნიშნავს — ეს არის აღორძინება, ძირეული ცვლილება. ასეთია ღვთის გეგმა მთელი სამყაროსთვის. იგი მოიტანს ახალ სამყაროს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ადამიანს განაახლებს. დღეს ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კაცობრიობის მიყვანა ღვთის სიტყვებთან და არა უბრალოდ იმის ნებართვა, რომ დატკბნენ თავიანთი სტატუსის სიკეთეებით. გარდა ამისა, როგორც ღმერთი ამბობს: „სასუფეველში მე ვარ მეფე — მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი ისე მომექცეს, როგორც მის მეფეს, მეპყრობა, როგორც „ზეციდან ჩამოსულ მხსნელს“. შედეგად, მას სწყურია, რომ მოწყალება გავიღო მისთვის და არ ესწრაფვის ჩემს შეცნობას.“ ასეთია ყველა ადამიანის ჭეშმარიტი მდგომარეობა. დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია ადამიანის დაუოკებელი სიხარბის სრულად აღმოფხვრა, რათა ადამიანებმა შეიცნონ ღმერთი ისე, რომ არაფერი ითხოვონ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი ამბობს: „ბევრი მთხოვდა, როგორც მათხოვარი; ბევრმა გამიხსნა თავისი „ტომარა“ და საჭმელი მთხოვა.“ ამგვარი მდგომარეობა ადამიანთა სიხარბეზე მიანიშნებს და აჩვენებს, რომ მათ კი არ უყვართ ღმერთი, არამედ მოთხოვნებს უყენებენ ან ცდილობენ მოიპოვონ ის, რისკენაც ასე ილტვიან. ადამიანები მშიერ მგელს ჰგვანან; ყველა მათგანი ცბიერი და ხარბია; ამიტომ ღმერთი კვლავ და კვლავ უყენებს მათ მოთხოვნებს, აიძულებს რა, უარყონ თავიანთი ხარბი გულები და შეიყვარონ ღმერთი გულწრფელად. სინამდვილეში, დღემდე ადამიანებს ჯერ კიდევ არ მიუციათ თავიანთი გული სრულად ღვთისთვის; ისინი გაორებულნი არიან, ხან საკუთარ თავს ეყრდნობიან, ხან ღმერთს ისე, რომ სრულად არ არიან მასზე მინდობილნი. როდესაც ღვთის საქმე გარკვეულ წერტილს მიაღწევს, ყველა ადამიანი იცხოვრებს ჭეშმარიტი სიყვარულითა და რწმენით და ღვთის განზრახვები დაკმაყოფილდება; ამრიგად, ღვთის მოთხოვნები არ არის მაღალი.

ანგელოზები განუწყვეტლივ მოძრაობენ ღვთის ძეებსა და ღვთის ხალხს შორის, დაქრიან ცასა და მიწას შორის და ყოველდღიურად სულიერ სამყაროში დაბრუნების შემდეგ ადამიანთა სამყაროში ეშვებიან. ეს მათი მოვალეობაა; ამგვარად, ყოველდღიურად ღვთის ძენი და ხალხი იმწყემსებიან, მათი ცხოვრება კი თანდათანობით იცვლება. იმ დღეს, როდესაც ღმერთი ფორმას შეიცვლის, ანგელოზთა საქმე დედამიწაზე ოფიციალურად დასრულდება და ისინი ზეცის საუფლოში დაბრუნდებიან. დღეს ღვთის ყველა ძე და ხალხი ერთსა და იმავე მდგომარეობაშია. ყველა ადამიანი ყოველწამიერად იცვლება, ხოლო ღვთის ძენი და ხალხი თანდათანობით სულიერად მწიფდებიან. შედარებისთვის, ყველა ურჩი ადამიანი ასევე იცვლება დიდი წითელი დრაკონის წინაშე: ადამიანები აღარ არიან დიდი წითელი დრაკონის ერთგულნი და დემონები აღარ მიჰყვებიან მის მითითებებს. ნაცვლად ამისა, „ყოველივე მოქმედებს ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად და თითოეული თავის გზას მიჰყვება.“ ამრიგად, როდესაც ღმერთი ამბობს: „როგორ არ განადგურდებოდნენ დედამიწაზე ქვეყნები? როგორ არ დაინგრეოდნენ დედამიწაზე ქვეყნები?“ ზეცა მყისიერად ჩამოწვება... თითქოს რაღაც ავბედითი გრძნობა ჩნდება, რაც კაცობრიობის შედეგს მოასწავებს. აქ ნაწინასწარმეტყველები სხვადასხვა ავბედითი ნიშანი ზუსტად ის არის, რაც დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში ხდება და დედამიწაზე ვერავინ შეძლებს თავის დაღწევას. ასეთია წინასწარმეტყველება ღვთის სიტყვებში. დღეს ყველა ადამიანს აქვს წინათგრძნობა, რომ დრო ცოტაა, და თითქოს გრძნობენ, რომ უბედურება დაატყდებათ თავს — თუმცა მათ არ აქვთ თავის დაღწევის გზა და ამიტომ ყველა უიმედოდაა. ღმერთი ამბობს: „მე დღითი დღე ვრთავ ჩემი სასუფევლის „შიდა პალატას“ და არავინ შემოჭრილა მოულოდნელად ჩემს „სამუშაო ოთახში“ ჩემი საქმის ჩასაშლელად.“ სინამდვილეში, ღვთის სიტყვების მნიშვნელობა მხოლოდ იმის თქმა არ არის, რომ ადამიანებმა შესაძლოა ღმერთი მისი სიტყვებით შეიცნონ. უპირველეს ყოვლისა, ისინი მიუთითებს იმაზე, რომ ყოველდღიურად ღმერთი სამყაროში მართავს ყველანაირ პროცესს, რათა იგი მისი საქმის მომდევნო ნაწილს ემსახუროს. მიზეზი, რის გამოც იგი ამბობს: „არავინ შემოჭრილა მოულოდნელად ჩემს „სამუშაო ოთახში“ ჩემი საქმის ჩასაშლელად“, არის ის, რომ ღმერთი ღვთაებრივი წესრიგით მოქმედებს და ადამიანებს არ ძალუძთ მის საქმეში მონაწილეობის მიღება მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი აქვთ. მინდა გკითხო: ნუთუ მართლა შეგიძლია მთელი სამყაროს მდგომარეობის წარმართვა? შეგიძლია დედამიწაზე ადამიანები მათი „წინაპრების“ წინააღმდეგ ააჯანყო? შეგიძლია მთელ სამყაროში ადამიანებით მანიპულირება, რათა ისინი ღვთის ნებას ემსახურონ? შეგიძლია სატანის გააფთრება? შეგიძლია აგრძნობინო ადამიანებს, რომ სამყარო უკაცრიელი და ცარიელია? ადამიანებს არ ძალუძთ მსგავსი რამ. წარსულში, როდესაც სატანის „უნარები“ ჯერ კიდევ არ იყო სრულად ამოქმედებული, იგი მუდამ არევ-დარევას იწვევდა ღვთის საქმის თითოეულ ეტაპზე; ამ ეტაპზე სატანას ხრიკები ამოეწურა და ამიტომ ღმერთი ნებას რთავს მას, გამოაჩინოს თავისი ნამდვილი სახე, რათა ყველა ადამიანმა შეიცნოს იგი. ეს არის სიტყვების ჭეშმარიტება: „არავის არასოდეს ჩაუშლია ჩემი საქმე.“

ყოველდღიურად ეკლესიებში ხალხი კითხულობს ღვთის სიტყვებს და ყოველდღიურად გადიან გაკვეთის პროცესს „საოპერაციო მაგიდაზე“. მაგალითად, „თავიანთი პოზიციის დაკარგვა“, „გათავისუფლება“, „მშვიდნი და უშიშარნი ხდებიან“, „მიტოვება“ და „'გრძნობებისგან' დაცლილი“ — ასეთი დამცინავი სიტყვები „ტანჯავს“ ადამიანებს და სირცხვილისგან ამუნჯებს მათ. თითქოს ღმერთი უკმაყოფილოდ უყურებს მათი სხეულის თითოეულ ნაწილს — თავიდან ფეხებამდე, შიგნიდან გარეთ. რატომ აშიშვლებს ღმერთი ადამიანების ცხოვრებას ასე ძლიერ თავისი სიტყვებით? ნუთუ ღმერთი განზრახ ურთულებს საქმეს ადამიანებს? თითქოს ყველა ადამიანის სახე ტალახითაა მოსვრილი, რომლის ჩამობანაც შეუძლებელია. ყოველდღიურად თავდახრილნი თაღლითებივით აბარებენ ანგარიშს თავიანთი ცოდვების შესახებ. ადამიანები სატანის მიერ იმდენად არიან გახრწნილნი, რომ სრულად ვერ აცნობიერებენ საკუთარ ჭეშმარიტ მდგომარეობებს. მაგრამ ღვთისთვის სატანის საწამლავითაა გაჟღენთილი მათი სხეულის თითოეული ნაწილი, ძვლის ტვინიც კი; შედეგად, რაც უფრო ღრმაა ღვთის მხილება, მით უფრო მეტად ეუფლებათ შიში ადამიანებს და ამგვარად ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, შეიცნოს სატანა და დაინახოს იგი ადამიანში, რადგან მათ არასოდე შესწევდათ ძალა, საკუთარი თვალით ეხილათ სატანა. და რადგან ყველაფერი რეალობაში შევიდა, ღმერთი ამხელს ადამიანის ბუნებას — ანუ, იგი ამხელს სატანის ხატს — და ამგვარად საშუალებას აძლევს ადამიანს, იხილოს რეალური, ხელშესახები სატანა, რათა უკეთ შეიცნოს პრაქტიკული ღმერთი. ღმერთი საშუალებას აძლევს ადამიანს, შეიცნოს იგი განკაცებული და იგი ფორმას აძლევს სატანას, რითაც საშუალებას აძლევს ადამიანს, შეიცნოს რეალური, ხელშესახები სატანა ყველა ადამიანის ხორციელ ყოფიერებაში. ნახსენები სხვადასხვა მდგომარეობა სატანის საქმეების გამოხატულებაა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ხორციელი, სატანის ხატის განსახიერებაა. ღმერთი თავის მტრებთან შეუსაბამოა — ისინი ერთმანეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი და ორ განსხვავებულ ძალას წარმოადგენენ; შესაბამისად, დემონები სამუდამოდ დემონები არიან, ხოლო ღმერთი სამუდამოდ ღმერთია; ისინი ისეთივე შეუსაბამონი არიან, როგორც ცეცხლი და წყალი და ერთმანეთისგან მუდამ ისე დაშორებულნი, როგორც ცა და მიწა. როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა, ერთი სახის ადამიანებს ანგელოზთა სულები ჰქონდათ, ხოლო მეორე სახის ადამიანებს სული არ გააჩნდა; ამიტომ ეს უკანასკნელნი დემონთა სულებით იყვნენ შეპყრობილნი, რის გამოც მათ დემონები ეწოდებათ. საბოლოო ჯამში, ანგელოზები ანგელოზები არიან, დემონები კი — დემონები — და ღმერთი ღმერთია. სწორედ ამას ნიშნავს თითოეულის დახარისხება თავისი გვარისამებრ; ამიტომ, როდესაც ანგელოზები იმეფებენ დედამიწაზე და დატკბებიან კურთხევით, ღმერთი თავის სავანეში დაბრუნდება, ხოლო დანარჩენები — ღვთის მტრები — ფერფლად იქცევიან. სინამდვილეში, გარეგნულად თითქოს ყველა ადამიანს უყვარს ღმერთი, მაგრამ ამ სიყვარულის ფესვი მათ არსშია— როგორ შეუძლიათ ანგელოზთა ბუნების მქონეთ, თავი დააღწიონ ღვთის ხელს და უძირო უფსკრულში ჩაცვივდნენ? და როგორ შეუძლიათ დემონთა ბუნების მქონეთ ოდესმე ჭეშმარიტად შეიყვარონ ღმერთი? ასეთი ადამიანების არსი არ არის ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული, მაშ, როგორ მიეცემათ მათ ოდესმე სასუფეველში შესვლის შანსი? ყოველივე ღვთის მიერ იყო განწესებული, როდესაც მან სამყარო შექმნა, ზუსტად ისე, როგორც ღმერთი ამბობს: „წინ მივიწევ ქარსა და წვიმაში, წლიდან წლამდე გავატარე დრო ადამიანთა შორის და დროულად მოვედი დღევანდელ დღემდე. განა ეს არ არის ზუსტად ჩემი მართვის გეგმის ნაბიჯები? ვის დაუმატებია ოდესმე რაიმე ჩემი გეგმისთვის? ვის შეუძლია ჩემი გეგმიდან გადახვევა?“ ხორცშესხმულმა ღმერთმა უნდა განიცადოს ადამიანის ცხოვრება — განა ეს არ არის პრაქტიკული ღვთის პრაქტიკული მხარე? ღმერთი არაფერს უმალავს ადამიანს მისი სისუსტის გამო; ნაცვლად ამისა, იგი უცხადებს ჭეშმარიტებას ადამიანს ზუსტად ისე, როგორც ღმერთი ამბობს: „წლიდან წლამდე გავატარე დრო ადამიანთა შორის.“ სწორედ იმიტომ, რომ ღმერთი განკაცებული ღმერთია, მან წლიდან წლამდე გაატარა დრო დედამიწაზე; შესაბამისად, მხოლოდ ყოველგვარი პროცესის გავლის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს იგი განკაცებულ ღმერთად და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას იმოქმედოს განკაცებულმა ღვთაებრივი წესრიგით. შემდეგ, ყველა საიდუმლოების გაცხადების მერე, იგი შეძლებს თავისი ფორმის შეცვლას. ეს არის არაზებუნებრიობის ახსნის კიდევ ერთი ასპექტი, რაზეც ღმერთმა პირდაპირ მიუთითა.

აუცილებელია ღვთის თითოეული სიტყვის გამოცდა დაუდევრობის გარეშე — ეს არის ღვთიური მისია!

წინა:  თავი 18

შემდეგი:  თავი 24 და თავი 25

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger