თავი 24 და თავი 25
თუ ყურადღებით არ წაიკითხავთ, შეუძლებელია რაიმეს აღმოჩენა ამ ორი დღის გამონათქვამებში; სინამდვილეში, ისინი ერთ დღეს უნდა თქმულიყო, თუმცა ღმერთმა ისინი ორ დღეზე გადაანაწილა. ეს ნიშნავს, რომ ამ ორი დღის გამონათქვამები ერთ მთლიანობას ქმნის, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანებისთვის მათი მიღება უფრო მარტივი ყოფილიყო, ღმერთმა ისინი ორ დღეზე გადაანაწილა, რათა ხალხისთვის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. ასეთია ღვთის მზრუნველობა ადამიანის მიმართ. ღვთის მთელ საქმეში ყველა ადამიანი ასრულებს თავის ფუნქციასა და მოვალეობას თავის ადგილას. მხოლოდ ანგელოზის სულის მქონე ადამიანები როდი თანამშრომლობენ; დემონის სულის მქონენიც „თანამშრომლობენ“, ისევე როგორც სატანის ყველა სული. ღვთის გამონათქვამებში ჩანს ღვთის განზრახვები და მისი მოთხოვნები ადამიანის მიმართ. სიტყვები „ჩემი გაკიცხვა თავს ატყდება ყველა ადამიანს, თუმცა ის ასევე შორს რჩება ყველა ადამიანისგან. თითოეული ადამიანის მთელი ცხოვრება სავსეა ჩემდამი სიყვარულითა და სიძულვილით“ აჩვენებს, რომ ღმერთი იყენებს გაკიცხვას ყველა ადამიანის დასაშინებლად, რათა მათ შეიძინონ მისი ცოდნა. სატანისეული გახრწნისა და ანგელოზთა სისუსტის გამო ღმერთი იყენებს მხოლოდ სიტყვებს და არა ადმინისტრაციულ განკარგულებებს ადამიანთა გასაკიცხად. შექმნის დროიდან დღემდე, ეს იყო ღვთის საქმის პრინციპი ანგელოზებთან და ყველა ადამიანთან მიმართებაში. რადგან ანგელოზები ღმერთს ეკუთვნიან, ერთ დღეს ისინი აუცილებლად გახდებიან ღვთის სასუფევლის ხალხი და ღმერთი იზრუნებს მათზე და დაიცავს მათ. ამასობაში კი ყველა დანარჩენი ასევე დახარისხდება თავისი გვარისამებრ. სატანის ყველა სხვადასხვა ბოროტი სული გაიკიცხება, ხოლო ყველა, ვისაც სული არ გააჩნია, ღვთის ძეებისა და ხალხის მიერ იქნება მართული. ასეთია ღვთის გეგმა. ამრიგად, ღმერთმა ერთხელ თქვა: „ნუთუ ჩემი დღის დადგომა მართლაც ადამიანის სიკვდილის მომენტია? ნუთუ მართლა ძალმიძს ადამიანის განადგურება იმ დროს, როცა ჩემი სასუფეველი ყალიბდება?“ თუმცა ეს ორი მარტივი კითხვაა, ისინი წარმოადგენს ღვთის განგებას მთელი კაცობრიობის დანიშნულების ადგილისთვის. როდესაც ღმერთი მოდის, ეს არის დრო, როდესაც „მთელი სამყაროს ხალხი თავდაყირა ეცმება ჯვარს“. ეს არის უამრავი ადამიანისთვის ღვთის გამოჩინების მიზანი — იგი იყენებს გაკიცხვას, რათა მათ შეიცნონ ღვთის არსებობა. რადგან დრო, როდესაც ღმერთი დედამიწაზე გადმოდის, არის უკანასკნელი ეპოქა, დრო, როდესაც დედამიწაზე ქვეყნები ყველაზე დიდ ქაოსში არიან, ამიტომ ღმერთი ამბობს: „როდესაც მე დედამიწაზე ჩამოვდივარ, ის სიბნელით არის მოცული და ადამიანს «ღრმად სძინავს».“ ამგვარად, დღეს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად არიან ადამიანები, ვისაც ძალუძთ განკაცებული ღვთის შეცნობა; თითქმის არავინაა. რადგან ახლა უკანასკნელი ეპოქაა, არავის არასოდეს ჭეშმარიტად არ შეუცნია პრაქტიკული ღმერთი და ადამიანებს მხოლოდ ზედაპირული ცოდნა აქვთ მის შესახებ. სწორედ ამის გამო გადიან ადამიანები მტკივნეული გამოწრთობის პროცესს. როდესაც ისინი ამთავრებენ გამოწრთობას, სწორედ მაშინ იწყება მათი გაკიცხვა და ეს არის დრო, როდესაც ღმერთი ეცხადება უამრავ ადამიანს, რათა მათ პირადად იხილონ იგი. განკაცებული ღვთის გამო, ადამიანები ვარდებიან უბედურებაში და არ შეუძლიათ თავის დაღწევა — ეს არის ღვთის სასჯელი დიდი წითელი დრაკონისთვის და ეს არის მისი ადმინისტრაციული განკარგულება. როდესაც გაზაფხულის სითბო დადგება და ყვავილები აყვავდება, როდესაც ცისქვეშეთი მწვანეში ჩაეფლობა და დედამიწაზე ყველაფერი თავის ადგილზე იქნება, მაშინ ყველა ადამიანი და საგანი თანდათანობით შევა ღვთის გაკიცხვაში და იმ დროს ღვთის მთელი საქმე დედამიწაზე დასრულდება. ღმერთი აღარ იმოქმედებს და აღარ იცხოვრებს დედამიწაზე, რადგან ღვთის დიადი საქმე აღსრულებული იქნება. ნუთუ ადამიანებს არ ძალუძთ, უარი თქვან თავიანთ ხორციელ სხეულზე ამ მოკლე დროით? რას შეუძლია გაწყვიტოს სიყვარული ადამიანსა და ღმერთს შორის? ვის შეუძლია დაარღვიოს სიყვარული ადამიანსა და ღმერთს შორის? მშობლებს, ქმრებს, დებს, ცოლებს თუ მტკივნეულ გამოწრთობას? შეუძლია თუ არა სინდისის გრძნობას წაშალოს ღვთის ხატი ადამიანში? არის თუ არა ადამიანების ვალი და ქმედებები ერთმანეთის მიმართ მათივე ნახელავი? ძალუძს თუ არა ადამიანს მათი გამოსწორება? ვის შეუძლია საკუთარი თავის დაცვა? შესწევთ თუ არა ადამიანებს უნარი, საკუთარი თავი გაიღონ? ვინ არიან ძლიერნი ცხოვრებაში? ვის შეუძლია ჩემი მიტოვება და დამოუკიდებლად ცხოვრება? რატომ ითხოვს ღმერთი კვლავ და კვლავ, რომ ყველა ადამიანმა განახორციელოს თვითრეფლექსიის საქმე? რატომ ამბობს ღმერთი: „ვისი გასაჭირია მოწყობილი საკუთარი ხელით?“
ამჟამად მთელ სამყაროში ბნელი ღამეა ჩამოწოლილი და ადამიანები გულგრილნი და გონებაჩლუნგნი არიან, მაგრამ საათის ისრები ყოველთვის წინ მიიწევს, წუთები და წამები არ ჩერდება და დედამიწის, მზისა და მთვარის ბრუნვა ჩქარდება. ადამიანებს სჯერათ, რომ დღე შორს არ არის; თითქოს მათი უკანასკნელი დღე თვალწინ უდგათ. ადამიანები დაუცხრომლად ამზადებენ ყოველივეს საკუთარი სიკვდილის ჟამისთვის, რათა რათა მან თავისი დანიშნულება შეასრულოს მათი აღსასრულისას; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამაოდ იცხოვრებდნენ. განა ეს არ იქნებოდა სამწუხარო? როდესაც ღმერთი ანადგურებს სამყაროს, ის იწყებს თითოეული ქვეყნის საშინაო საქმეებში ცვლილებების შეტანას, საიდანაც ხდება გადატრიალებები; ამგვარად, ღმერთი მობილიზებას უკეთებს მთელი სამყაროს ხალხის მსახურებას. მიწა, სადაც დიდი წითელი დრაკონია შემოხვეული, არის საჩვენებელი ზონა. რადგან ის შინაგანად დაიშალა და მისი საშინაო საქმეები ქაოსმა მოიცვა, ყველა ერთვება თავდაცვის საქმეში, ემზადება „მთვარეზე“ გასაქცევად — მაგრამ როგორ შეძლებენ ისინი ღვთის მარწუხებიდან თავის დაღწევას? ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა თქვა, რომ ადამიანები „საკუთარი მწარე სასმისიდან შესვამდნენ“. შიდა დაპირისპირებების დრო სწორედ ის ჟამია, როდესაც ღმერთი ტოვებს დედამიწას; ის აღარ დარჩება დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში და დაუყოვნებლივ დაასრულებს თავის საქმეს დედამიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ დრო მიფრინავს და ბევრი აღარ დარჩა. ღვთის სიტყვების ტონიდან ჩანს, რომ ღმერთმა უკვე ისაუბრა სამყაროში ყველა ადამიანის დანიშნულების ადგილზე და რომ მას მეტი არაფერი აქვს სათქმელი. სწორედ ამას უცხადებს ღმერთი ადამიანს. სწორედ ადამიანის შექმნისას ღვთის მიზნის გამოა, რომ იგი ამბობს: „ჩემს თვალში ადამიანი ყოველივეს მმართველია. მე მას არცთუ მცირე ხელმწიფება მივეცი, რათა ემართა ყოველივე დედამიწაზე — ბალახი მთაზე, ცხოველი ტყეში და თევზი წყალში.“ როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, მან წინასწარ განსაზღვრა, რომ ადამიანი იქნებოდა ყოველივეს ბატონი — თუმცა ადამიანი სატანამ გახრწნა, ამიტომ მას აღარ ძალუძს იცხოვროს ისე, როგორც ისურვებდა. ამან მოგვიყვანა დღევანდელ სამყარომდე, სადაც ადამიანები არაფრით განსხვავდებიან მხეცებისგან, ხოლო მთები შეერწყა წყლებს, რის შედეგადაც „ადამიანის მთელი ცხოვრება მხოლოდ სევდა და მწუხარებაა, მისი მთელი ცხოვრება ასევე მხოლოდ ფაციფუცი და აურზაურია, მისი ცხოვრება მხოლოდ სიცარიელეა, რომელსაც გართობა ემატება.“ რადგან ადამიანის ცხოვრებას აზრი არ აქვს და რადგან ეს არ ყოფილა ღვთის მიზანი ადამიანის შექმნისას, მთელი სამყარო აირია. როდესაც ღმერთი მთელ სამყაროს წესრიგში მოიყვანს, ყველა ადამიანი ოფიციალურად დაიწყებს ადამიანური ცხოვრების გამოცდას და მხოლოდ მაშინ შეიძენს მათი ცხოვრება აზრს. ისინი დაიწყებენ ღვთის მიერ მათთვის ბოძებული ხელმწიფების გამოყენებას და ოფიციალურად წარდგებიან ყოველივეს წინაშე, როგორც მათი ბატონები; ისინი მიიღებენ ღვთის წინამძღოლობას დედამიწაზე და აღარ აუმხედრდებიან ღმერთს, არამედ დაემორჩილებიან მას. თუმცა, დღესდღეობით ადამიანები ამისგან ძალიან შორს არიან. რასაც ისინი აკეთებენ, მხოლოდ ისაა, რომ ღვთის მეშვეობით „ჯიბეებს ისქელებენ“, ამიტომ ღმერთი სვამს მთელი რიგის კითხვებს მთელ რიგს, როგორიცაა: „ნუთუ საქმე, რომელსაც ადამიანზე აღვასრულებ, მისთვის უსარგებლოა?“ ღმერთს რომ ეს კითხვები არ დაესვა, არაფერი მოხდებოდა; მაგრამ როდესაც ის ასეთ რამეს კითხულობს, ზოგიერთი ადამიანი ვერ ახერხებს მტკიცედ დგომას, რადგან ადამიანები სინდისის წინაშე ვალში არიან — ისინი წმინდად ღვთისთვის კი არა, არამედ საკუთარი თავისთვის მოქმედებენ. ყოველივე ცარიელია; ამრიგად, ამ ადამიანებმა და „ყველა რელიგიის, საზოგადოების ყველა ფენის, ყველა ერისა და ყველა აღმსარებლობის ხალხმა იცის დედამიწაზე არსებული სიცარიელის შესახებ და ყველა მე მეძიებს და ჩემს დაბრუნებას ელის.“ ყველა ადამიანს სწყურია ღვთის დაბრუნება, რათა მან ბოლო მოუღოს ცარიელ ძველ ეპოქას, თუმცა მათ ასევე ეშინიათ უბედურებაში ჩავარდნის. მთელი რელიგიური სამყარო მალე გაპარტახდება და ყველასგან მიტოვებული დარჩება; მათ არ გააჩნიათ რეალობა და ისინი მიხვდებიან, რომ მათი რწმენა ღვთისადმი ბუნდოვანი და აბსტრაქტულია. საზოგადოების ყველა ფენის ხალხიც გაიფანტება და ყველა ერი და აღმსარებლობა არეულობაში ჩაეფლობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივეს კანონზომიერება დაირღვევა, ყველაფერი დაკარგავს თავის ჩვეულ სახეს და ადამიანებიც გამოავლენენ თავიანთ ჭეშმარიტ ბუნებას; ამრიგად, ღმერთი ამბობს: „ბევრჯერ შევღაღადე ადამიანს, მაგრამ ნუთუ ვინმეს ოდესმე გამოუვლენია თანაგრძნობა? ვინმეს ოდესმე უცოვრია ადმიანურად? თუმცა ადამიანი ხორციელად ცხოვრობს, ის მოკლებულია ადამიანობას. ცხოველთა სამყაროში დაიბადა იგი?“ ცვლილება ადამიანებშიც ხდება და ამ ცვლილების გამო, ყველა ხარისხდება თავისი გვარისამებრ. ეს არის ღვთის საქმე უკანასკნელ დღეებში და ის შედეგი, რომელიც უკანასკნელი დღეების საქმით უნდა იქნეს მიღწეული. ღმერთი უფრო ნათლად საუბრობს ადამიანის არსზე და ამით მტკიცდება, რომ მისი საქმის დასასრული ახლოვდება, და უფრო მეტიც, რომ ღმერთი უფრო მეტად არის დაფარული ადამიანებისგან, რაც მათ უფრო მეტად აშფოთებს. რაც უფრო ნაკლებად ამჩნევენ ადამიანები ღვთის განზრახვებს, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ისინი ღვთის საქმეს უკანასკნელ დღეებში; ეს აკავებს მათ ხელის შეშლისგან და ამგვარად, ღმერთი აღასრულებს იმ საქმეს, რომელიც განზრახული აქვს მაშინ, როდესაც ყურადღებას არავინ აქცევს. ეს არის ღვთის საქმის ერთ-ერთი პრინციპი საუკუნეების მანძილზე. რაც უფრო ნაკლებად ითვალისწინებს იგი ადამიანთა სისუსტეებს, მით უფრო აშკარად ვლინდება ღვთის ღვთაებრიობა და შესაბამისად, ღვთის დღეც უფრო ახლოვდება.