არის კი ღვთის საქმე ისეთი მარტივი, როგორც კაცს ჰგონია?

ვითარცა ღვთის მორწმუნეთ, თითოეულ თქვენგანს მართებს ჯეროვანი დაფასება იმისა, რომ ჭეშმარიტად ჰპოვეთ უზენაესი განდიდება და ცხონება, რამეთუ დღეს მიიღეთ ღვთის საქმე უკანასკნელ ჟამთა და ყოველივე განგებულება მისი, რომელსაც იგი თქვენზე აღასრულებს. უფალმა სამყაროში თავისი საქმის მთელი ყურადღება სწორედ ადამიანთა ამ კრებულისკენ მიმართა. მან თქვენთვის გაიღო ყოველივე, მისთვის ყველაზე ძვირფასიც კი; მან დაიბრუნა და თქვენ მოგმადლათ სულიწმიდის მთელი მადლი და ძალმოსილება სამყაროში. სწორედ ამიტომ ხართ თქვენ რჩეულნი და ნეტარნი. უფრო მეტიც, მან თავისი დიდება ისრაელიდან, თავისი რჩეული ხალხიდან, თქვენზე გადმოიტანა და თავისი განგებულების მიზანს თქვენი მეშვეობით განაცხადებს. ამრიგად, თქვენ ხართ ისინი, ვინც მიიღებთ ღვთის მემკვიდრეობას და უფრო მეტიც, თქვენ ხართ ღვთის დიდების თანამემკვიდრენი. ალბათ ყველას გახსოვთ ეს სიტყვები: „ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის”. თქვენ ყველას გსმენიათ ეს სიტყვები, თუმცა მათ ნამდვილ არსს ვერავინ ჩაწვდით. დღეს თქვენ სრულად შეიცანით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ეს სიტყვანი აღსრულდება ღვთის მიერ ბოლო ჟამს და აღსრულდება მათზე, რომელნიც სასტიკად იდევნებიან დიდისა წითელი ურჩხულისაგან იმ ქვეყანასა შინა, სადაც იგი ბუდობს. დიდი წითელი ურჩხული დევნის ღმერთს და არს მტერი მისი; სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის მკვიდრნი ღვთისადმი რწმენის გამო დამცირებასა და დევნას განიცდიან. ამის შედეგად ეს სიტყვანი აღსრულდებიან თქვენზე, ამ ხალხზე. რამეთუ ეს ხდება ქვეყანასა შინა, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება, ყოველი საქმე ღვთისა დიდ დაბრკოლებებს აწყდება და მრავალი სიტყვანი მისნი ვერ აღესრულებიან მყისიერად. ამრიგად, კაცნი განიწმინდებიან სიტყვითა ღმრთისათა და ეს განწმენდა ტანჯვის გზით აღესრულება. ძნელ არს ღმერთისთვის თავისი საქმის აღსრულება დიდი წითელი ურჩხულის ქვეყანაში, მაგრამ სწორედ ამ სიძნელეში აღასრულებს იგი ერთ საფეხურსა საქმეთა მისთა, რათა გამოავლინოს სიბრძნე და საკვირველი საქმენი მისნი და ღმერთი ამით სრულყოფს ამ ხალხს. კაცთა ტანჯვის, მათ სულიერ საზომთა და ამ უწმინდური ქვეყნის მკვიდრთა სატანური ზრახვების მეშვეობით აღასრულებს ღმერთი საქმესა განწმენდისა და ძლევისა, რათა მოიპოვოს დიდება და ჰყავდეს მოწმენი საქმეთა მისთა. ესე არს მთელი მნიშვნელობა იმ ფასისა, რომელიც ღმერთმა ამ ხალხისათვის გაიღო. რამეთუ სწორედ მათ მიერ, რომელნიც ეწინააღმდეგებიან მას, ღმერთი ავლენს ძლევამოსილებას თავისასა. სხვა სიტყვებით, მხოლოდ ამ უწმინდურ ქვეყანაში მცხოვრებნი არიან ღირსნი დიდებისა ღვთის მემკვიდრეობისა და მხოლოდ ამით წარმოჩინდება დიადი ძალა ღვთისა. ამიტომ ღმერთი მოიპოვებს დიდებას უწმინდურ ქვეყანაში და მის მკვიდრთა შორის - ესე არს ნება ღვთისა. ეს მსგავსია იესოს მსახურების ჟამისა: რამეთუ მან დიდება მოიპოვა მხოლოდ იმ ფარისეველთა შორის, რომელნიც დევნიდნენ მას და ფარისეველთა დევნისა და იუდას ღალატის გარეშე იესო არც დაცინვისა და ცილისწამების მსხვერპლი გახდებოდა და არც ჯვარს აცვამდნენ და ვერც დიდებას მოიპოვებდა. ყოველსა ჟამსა შინა, სადაც ღმერთი მოქმედებს და სადაც აღასრულებს საქმეთა მისთა, იქ შეიძენს დიდებას და იქ მოიპოვებს მათ, ვის მოპოვებასაც განიზრახავს. ესე არს ღვთის განზრახვა და განგებულება.

ღვთის მრავალათასწლოვანი განგებულებით, ხორციელად აღსრულდა საქმის ორი ნაწილი, რისთვისაც მას განადიდებენ: პირველი — ჯვარცმა, ხოლო მეორე — დაპყრობა და სრულყოფა ბოლო ჟამს. ეს არის ღვთის განგებულება. ამიტომ, ნუ მიიჩნევთ ღვთის საქმეს ან თქვენდამი მის მინდობილებას უბრალო საქმედ. თქვენ ყველანი ხართ მემკვიდრენი ღვთის გაცილებით აღმატებული და მარადიული დიდებისა და ეს ღვთისგანვე წინასწარ იყო განწესებული. მისი დიდების ორი ნაწილთაგან ერთი თქვენში გაცხადდა. ღვთის დიდების მთელი ერთი ნაწილი თქვენ გებოძათ, რათა თქვენი მემკვიდრეობა გახდეს. ეს არის ღვთის მიერ თქვენი ამაღლება და ეს ასევე არის განგებულება, რომელიც მან დიდი ხნის წინ წინასწარ განსაზღვრა. იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ დიდია საქმე, რომელიც ღმერთმა აღასრულა იმ ქვეყანასა შინა, სადაც დიდი წითელი ურჩხული მკვიდრობს, ეს საქმე სხვაგან რომ გადაეტანა, ის დიდი ხნის წინ გამოიღებდა უდიდეს ნაყოფს და კაცთაგან ადვილად იქნებოდა მიღებული. უფრო მეტიც, ეს საქმე მეტისმეტად ადვილად მისაღები იქნებოდა დასავლეთის იმ სასულიერო პირთათვის, რომლებსაც სწამთ ღმერთი, რადგან იესოს საქმე პრეცედენტია. სწორედ ამიტომ არ ძალუძს ღმერთს, რომ მიაღწიოს საქმის ამ ეტაპს, რათა სხვაგან მოიპოვოს დიდება. იმ ადგილებში, სადაც ამ საქმეს მხარს უჭერს ხალხი და აღიარებს სახელმწიფო, ღვთის დიდება ვერ დამკვიდრდება. სწორედ ეს არის ის განსაკუთრებული და უჩვეულო მნიშვნელობა, რასაც საქმის ეს ეტაპი ატარებს ამ ქვეყანასა შინა. თქვენ შორის არცერთ ადამიანს არ იცავს კანონი; პირიქით, თქვენ კანონი გსჯით. უფრო მძიმე კი ის არის, რომ ადამიანებს თქვენი არ ესმით: იქნებიან ეს თქვენი ნათესავები, მშობლები, მეგობრები თუ კოლეგები, არცერთ მათგანს არ ესმის თქვენი. როდესაც ღმერთი „მიგატოვებთ“, თქვენთვის შეუძლებელი იქნება დედამიწაზე ცხოვრების გაგრძელება. და მაინც, ადამიანებს არ შეუძლიათ ღმერთისგან განშორება, რაც წარმოადგენს ღვთის მიერ კაცობრიობის დაპყრობის მნიშვნელობასა და ღვთის დიდებას. ის, რაც თქვენ დღეს მემკვიდრეობით მიიღეთ, აღემატება იმას, რაც მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს საუკუნეების განმავლობაში ერგოთ და კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ის, რაც მოსესა და პეტრეს ხვდათ წილად. კურთხევანი ერთ ან ორ დღეში არ მოიპოვება. მათში დიდი ფასი უნდა გადაიხადოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გაგაჩნდეთ განწმენდილი სიყვარული, დიდი რწმენა და მრავალი ჭეშმარიტება, რომელთა მოპოვებასაც ღმერთი მოითხოვს თქვენგან, უფრო მეტიც, უნდა შეძლოთ სამართლიანობის ძიება შიშისა და უკან დახევის გარეშე და უნდა გქონდეთ ღვთისმოყვარე გული, რომელიც სიკვდილამდე ურყევი იქნება. თქვენ უნდა იყოთ მტკიცე, თქვენი ცხოვრებისეული განწყობა უნდა შეიცვალოს, თქვენი გარყვნილება უნდა განიკურნოს, უნდა მიიღოთ ღვთის ყველა განგებულება პრეტენზიის გარეშე და მზად იყოთ სიკვდილამდე დაემორჩილოთ მას. ეს არის ის, რასაც თქვენ უნდა მიაღწიოთ; ეს არის ღვთის საქმის საბოლოო მიზანი და ეს არის ის, რასაც ღმერთი მოითხოვს ამ ხალხისგან. რადგან ის გაძლევთ, აუცილებლად მოგთხოვთ სანაცვლოდ და აუცილებლად წაგიყენებთ მკაცრ მოთხოვნებს. ამიტომ, ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს, აქვს აზრი. დრო და კვლავ დრო აჩვენებს, რომ ღმერთი ასრულებს საქმეს, რომელიც აწესებს მაღალ სტანდარტებსა და მკაცრ მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ უნდა იყოთ აღსავსე ღმერთის რწმენით. მოკლედ, ღვთის ყოველი საქმე თქვენთვის აღსრულდება, რათა გახდეთ ღირსნი მისი მემკვიდრეობისა. იმის ნაცვლად, თქვათ, რომ ეს ღვთის განსადიდებლადაა, უმჯობესია თქვათ, რომ ეს თქვენი ხსნისა და ამ ხალხის სრულყოფისთვისაა, რომლებმაც ამდენი იტანჯეს უწმინდურ მიწაზე. თქვენ უნდა გულისხმაჰყოთ ღვთის განზრახვა. ამიტომ, მოვუწოდებ ამდენ უგუნურ ადამიანს, რომელთაც არ გააჩნიათ გამჭრიახობა და კეთილგონიერება: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი და არ შეეწინაღმდეგო მას. ღმერთმა უკვე დაითმინა ყოველგვარი ტანჯვა, რომელთა მსგავსიც კაცს არასდროს დაუთმენია და დიდი ხნის წინ ადამიანთა ნაცვლად კიდევ უფრო დიდი დამცირება იტვირთა. მაშ, რაღა არის ის, რისი დათმობაც არ შეგიძლიათ? რა შეიძლება იყოს ღვთის განზრახვაზე უფრო მნიშვნელოვანი? ან რა შეიძლება აღემატებოდეს ღვთის სიყვარულს? ისედაც საკმარისად მძიმეა ღმერთისთვის თავისი საქმის აღსრულება ამ უწმინდურ ქვეყანაში; და თუ ამას დაემატება ის, რომ ადამიანი შეგნებულად და განზრახ დაარღვევს წესს, ღვთის საქმის აღსრულება გაჭიანურდება. მოკლედ რომ ითქვას, ეს არავის სასიკეთოდ არ არის და არავისთვის მოაქვს სარგებელი. ღმერთი დროს არ ექვემდებარება. მისი საქმე და მისი დიდება უწინარესია. ამიტომ, ვიდრე რაიმე მისი საქმის ნაწილია, იგი ნებისმიერ ფასს გადაიხდის მასში, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას. ეს არის ღვთის განკარგულება: იგი არ დაისვენებს, ვიდრე მისი საქმე არ აღსრულდება. მისი საქმის აღსრულება მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც იგი მოიპოვებს თავისი დიდების მეორე ნაწილს. თუ მთელი სამყაროს მასშტაბით ღმერთი ვერ დაასრულებს თავისი საქმის მეორე ნაწილს — დიდების მოპოვებას, მაშინ მისი დღე არასოდეს დადგება, მისი ხელი არასოდეს მოშორდება მის რჩეულ ხალხს, მისი დიდება არასოდეს გადაეცემა ისრაელს და მისი განგებულება არასოდეს დასრულდება. თქვენ უნდა შეძლოთ ღვთის განზრახვათა დანახვა და უნდა შეიცნოთ, რომ ღვთის საქმე ისეთი მარტივი არ არის, როგორც ცისა და მიწის და ყოველივე არსებულის შექმნა. რადგან დღევანდელი საქმე არის მათი გარდაქმნა, ვინც გარყვნილია, ვინც სრულიად გულქვაა, ეს არის სატანის მიერ გახრწნილთა განწმენდა. ეს არ არის ადამისა და ევას შექმნა, მით უმეტეს სინათლის შექმნა, ან ყოველი მცენარისა და ცხოველის შექმნა. ღმერთი განწმენდს მას, ვინც სატანამ შებილწა და გარყვნა და ხელახლა იღებს მას ის უბრუნდება ღმერთს და იქცევა მის დიდებად. ეს არ არის ისეთი მარტივი საქმე, როგორიც კაცს წარმოუდგენია — არც ცისა და მიწის და ყოველივეს შექმნას ჰგავს და არც სატანის დაწყევლასა და მის უფსკრულში ჩაგდებას. ეს არის ადამიანის გარდაქმნის საქმე, უარყოფითის დადებითად ქცევა და იმის დაბრუნება ღმერთთან, რაც მას ეკუთვნის. ეს არის ღვთის საქმის ამ ეტაპის ჭეშმარიტი არსი. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ეს და თავი აარიდოთ საქმეთა ზედაპირულ გააზრებას. ღვთის საქმე არ ჰგავს ჩვეულებრივ საქმეს. ადამიანის გონება ვერ სწვდება მის საოცრებასა და სიბრძნეს. ღმერთი ამ ეტაპზე არ ქმნის ახალს და არც ანადგურებს ქმნილებებს. ამის ნაცვლად, ის გარდაქმნის ყოველივეს, რაც შექმნა და განწმენდს ყველაფერს, რაც სატანამ შებილწა. ამგვარად, ღმერთი იწყებს დიდ საქმეს. ეს არის ღვთის საქმის მთელი მნიშვნელობა. მაშ, ხედავთ თუ არა ამ სიტყვებიდან, რომ ღვთის საქმე მართლაც ასეთი მარტივია?

წინა:  ღმერთის ამჟამინდელი მოღვაწეობის შეცნობა

შემდეგი:  რაკი ღმერთის გწამს, ჭეშმარიტებისთვის უნდა იცხოვრო

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger