ადამიანის თანდაყოლილი ვინაობა და მისი მნიშვნელობა: რა არის მათი ნამდვილი არსი?

თქვენ ტალახიდან იქენით ამორჩეულნი და, რაც არ უნდა ითქვას, იმ ნარჩენებიდან ხართ აღებულნი, რომლებიც ფსკერზე იყო დალექილი; ბინძურნი და ღვთისთვის საძულველნი იყავით. სატანას ეკუთვნოდით და ოდესღაც მის მიერ იყავით გათელილნი და შებილწულნი. სწორედ ამიტომ არის ნათქვამი, რომ ტალახიდან იქენით ამორჩეულნი და წმიდანნი არ ხართ; პირიქით, არაადამიანური არსებები ხართ, რომლებსაც სატანა დიდი ხნის განმავლობაში აბუჩად იგდებდა. ეს არის თქვენი ყველაზე ზუსტი შეფასება. უნდა იცოდეთ, რომ თავდაპირველად დაგუბებულ წყალსა და ტალახში არსებულ უწმინდურებას წარმოადგენდით და არასასურველ ნადავლს, როგორიცაა თევზი და კრევეტი, რადგან თქვენგან არაფერი მიიღება ისეთი, რასაც სიამოვნება მოაქვს. პირდაპირ რომ ვთქვათ, დაბალი საზოგადოების ყველაზე მდაბიო პირუტყვები ხართ, ღორებსა და ძაღლებზე უარესნი. გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენი ამგვარი სიტყვებით მოხსენიება არც გადაჭარბებაა და არც ჰიპერბოლა; პირიქით, ეს ამარტივებს საკითხს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ამგვარი სიტყვებით მოხსენიება თქვენდამი პატივისცემის გამოხატვის ერთგვარი გზაც კია. თქვენი შეხედულებები, საუბარი, ადამიანური ქცევა, ისევე, როგორც თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტი და თქვენი ტალახში ყოფნაც კი, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ თქვენი ვინაობა „არაორდინალურია“.

წინა:  ადამიანის არსი და ვინაობა

შემდეგი:  ჩინეთის რჩეულ ხალხს არ ძალუძს წარმოადგინოს ისრაელის რომელიმე ტომი

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger