წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (24)
პუნქტი მეთოთხმეტე: ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს დაუყოვნებელი ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა (ნაწილი მესამე)
სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანის ამოცნობის სტანდარტები და საფუძვლები
I. ღვთისადმი რწმენის მიზნის საფუძველზე
წინა შეკრებაზე ჩვენ თანავეზიარეთ წინამძღოლებისა და მუშაკების მეთოთხმეტე პასუხისმგებლობას: „ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს დაუყოვნებელი ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა.“ ამ პასუხისმგებლობის შინაარსზე დაყრდნობით, ჩვენ შევაჯამეთ სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა ადამიანის განსხვავებული გამოვლინებები და შემდეგ ამოვიცანით ეს სხვადასხვა პიროვნება მათი გამოვლინებების საფუძველზე. ამ პიროვნებების ამოცნობით, ჩვენი მიზანი იყო, მოგვეხდინა მკაფიო იდენტიფიციკაცია იმ ბოროტი ადამიანებისა, რომლებიც ღვთის სახლმა უნდა ამოიცნოს და ჩამოიშოროს — ანუ მათი, ვისაც არ ეძლევა ღვთის სახლში დარჩენის უფლება და ვინც ჩამოშორების სამიზნეებს წარმოადგენენ. გასულ ორ ჯერზე ჩვენ სამი ასპექტის მეშვეობით თანავეზიარეთ სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანის ამოცნობასა და კატეგორიზაციას. დღეს ჩვენ განვაგრძობთ თანაზიარებას სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანის კატეგორიზაციის სხვადასხვა დეტალზე ამ სამი ასპექტის მეშვეობით. პირველ რიგში, წაიკითხეთ მეთოთხმეტე პასუხისმგებლობა და მასში ჩამოთვლილი სამი კონკრეტული კატეგორია. (წინამძღოლებისა და მუშაკების მეთოთხმეტე პასუხისმგებლობა: „ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს დაუყოვნებელი ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა.“ პირველი, ღვთისადმი რწმენის მიზანი; მეორე, პიროვნების ადამიანურობა; მესამე, პიროვნების დამოკიდებულება თავისი მოვალეობისადმი.) წაკითხვის შემდეგ გახსოვთ თუ არა წინა ორი თანაზიარების ძირითადი შინაარსის ნაწილი? (დიახ.) მოდით, ჯერ გავიხსენოთ ჩვენი ბოლო თანაზიარების შინაარსი. (გასულ ჯერზე ღმერთმა იქონია თანაზიარება ღვთისადმი რწმენის მიზნის შესახებ, რამაც მოიცვა ამ თემის მეოთხედან მერვე პუნქტის ჩათვლით: მეოთხე, ოპორტუნიზმით გატაცება; მეხუთე, ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება; მეექვსე, თავშესაფრის ძიება; მეშვიდე, მხარდამჭერის პოვნა; მერვე, პოლიტიკური მიზნების მიღწევა.) ეს ხუთი პუნქტი განვიხილეთ ბოლო თანაზიარებისას. ამ ხუთი ტიპის ადამიანის ძირითად გამოვლინებებსა და გამოაშკარავებულ გახრწნილ არსზე თანაზიარების მეშვეობით, მათი ქცევებიდან, ღვთისადმი რწმენაში მათი განზრახვებიდან და მიზნებიდან, ისევე როგორც ღმერთის მიმართ მათი მუდმივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალონ თუ არა ეს ადამიანები ძმებად და დებად და დარჩნენ ეკლესიაში? (არა, ასეთი ადამიანები უნდა იქნან ჩამოშორებულნი, რადგან მათი ღვთისადმი რწმენა არ ემსახურება ჭეშმარიტების ძიებას ან ხსნის ძიებას. მათ ყველას აქვთ პირადი განზრახვები და გეგმები, იმედოვნებენ, რომ თავიანთი თავისთვის გამოადნობენ უპირატესობებს და მიიღებენ სარგებელს ღვთის სახლში. ისინი არ არიან ადამიანები, რომლებსაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი; ისინი ყველანი ურწმუნოები არიან.) თუ ურწმუნოებს არ ჩამოვაშორებთ ეკლესიას, რა ზიანს აყენებენ ისინი ეკლესიის საქმესა და ძმებსა და დებს? (ისინი არც ღვთის სიტყვას ჭამენ და სვამენ და არც ღვთის საქმეს განიცდიან; ისინი ეკლესიაში ჭეშმარიტების მიუღებლად რჩებიან. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ნეგატივისა და წარმოდგენების ფრქვევა, რითაც იწვევენ აშლილობასა და არეულობას და თამაშობენ უარყოფით როლს.) ეს გამოვლინებები ძირითადად ხილულია ადამიანებისთვის.
ბოლო თანაზიარებისას განხილული ხუთი ტიპის ადამიანის გამოვლინებებიდან გამომდინარე, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს საერთო მახასიათებელი? (დიახ.) რა არის მათი საერთო მახასიათებელი? (ეს ადამიანები ყველანი ურწმუნოები არიან.) (მათ არ სწამთ ღმერთის არსებობა, არ სწამთ ჭეშმარიტება და არ არიან დაინტერესებულნი ჭეშმარიტებით.) ეს მათ არსს ეხება. ვინაიდან მათ არ სწამთ ჭეშმარიტება, ისინი არ მიიღებენ ჭეშმარიტებას. მათი არსი, ვინც საერთოდ არ იღებს ჭეშმარიტებას, ურწმუნოს არსია. რა არის ურწმუნოთა დამახასიათებელი ნიშნები? მათ სწამთ ღმერთი, რათა დაკავდნენ ოპორტუნიზმით, იცხოვრონ ეკლესიის ხარჯზე თავი აარიდონ კატასტროფებს, იპოვონ მხარდაჭერა და მუდმივი საარსებო წყარო. ზოგიერთი მათგანი პოლიტიკური მიზნებსაც კი ესწრაფვის, სურთ რა გარკვეული საკითხების მეშვეობით მთავრობასთან კავშირების დამყარება, კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და ოფიციალური თანამდებობის მისაღებად. ასეთი ადამიანები ურწმუნოები არიან,, პირველიდან უკანასკნელამდე. ისინი ატარებენ ამ მოტივებსა და განზრახვებს ღვთისადმი თავიანთ რწმენაში და გულში სრულიად დარწმუნებულნი არ არიან, რომ ღმერთი არსებობს. თუნდაც აღიარებდნენ მას, ამას მაინც ეჭვით აკეთებენ, რადგან შეხედულებები, რომლებსაც ისინი ეჭიდებიან, ათეისტურია. მათ მხოლოდ ისეთი რამეებისა სწამთ, რომელთა დანახვაც მატერიალურ სამყაროში შეუძლიათ. რატომ ვამბობთ, რომ მათ არ სწამთ ღმერთის არსებობა? რადგან ისინი გამონაკლისის გარეშე არ იჯერებენ და არ აღიარებენ იმ ფაქტებს, რომ ღმერთმა შექმნა ცა, მიწა და ყოველივე, და რომ კაცობრიობის შექმნის შემდეგ ღმერთი წარმართავს და ხელმწიფებს მათზე. შესაბამისად, მათთვის სრულიად შეუძლებელია ირწმუნონ ის ფაქტი, რომ ღმერთს შეუძლია ხორცი შეისხას. თუ მათ არ სწამთ, რომ ღმერთს შეუძლია ხორცი შეისხას, შესწევთ კი უნარი, ირწმუნონ და აღიარონ ღვთის მიერ გამოხატული ყველა ჭეშმარიტება? (არა, არ შესწევთ.) თუ მათ არ სწამთ ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებები, მაშინ სწამთ კი, რომ ღმერთს შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა და სწამთ კი კაცობრიობის გადასარჩენად მისი მართვის გეგმა? (არა, არ სწამთ.) მათ ამისა არაფერი სწამთ. რა არის მათი ურწმუნოების ფესვი? ის, რომ მათ არ სწამთ ღმერთის არსებობა. ისინი ათეისტები და მატერიალისტები არიან. მათ მხოლოდ ისეთი რამეებისა სწამთ, რისი დანახვაც მატერიალურ სამყაროში შეუძლიათ. მათ სწამთ, რომ დიდების, სარგებლისა და სტატუსის მიღწევა მხოლოდ ხრიკებითა და არაკეთილსინდისიერი გზებით არის შესაძლებელი. მათ სწამთ, რომ კეთილდღეობისა და ბედნიერი ცხოვრების ერთადერთი გზა სატანური ფილოსოფიით ცხოვრებაა. მათ სწამთ, რომ მათი ბედი მხოლოდ მათსავე ხელშია და რომ ბედნიერი ცხოვრების შესაქმნელად და უზრუნველსაყოფად მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნონ. მათ არ სწამთ ღვთის ხელმწიფება ან მისი ყოვლისშემძლეობა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ღმერთს დაეყრდნობიან, არაფერი ექნებათ. საბოლოო ჯამში, მათ არ სწამთ, რომ ღვთის სიტყვებს ყველაფრის აღსრულება შეუძლია და არ სწამთ ღვთის ყოვლისშემძლეობა. სწორედ ამიტომ, ღმერთისადმი მათ რწმენაში იჩენს თავს ისეთი განზრახვები და მიზნები, როგორიცაა ოპორტუნიზმით დაკავება, ეკლესიის ხარჯზე ცხოვრება, თავშესაფრის ძიება, მხარდამჭერის პოვნა, საპირისპირო სქესთან მეგობრობა და პოლიტიკური მიზნებისკენ სწრაფვა — საკუთარი თავისთვის ოფიციალური თანამდებობისა და მუდმივი სარჩოს უზრუნველყოფა. სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ სწამთ, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე, მათ შეუძლიათ კადნიერად და უპრინციპოდ შეაღწიონ ეკლესიაში საკუთარი განზრახვებითა და მიზნებით, სურთ რა თავიანთი ნიჭის გამოყენება ან ეკლესიაში საკუთარი სურვილების განხორციელება. ეს ნიშნავს, რომ ისინი ეკლესიაში აღწევენ კურთხევის მიღების განზრახვისა და სურვილის დასაკმაყოფილებლად; მათ სურთ ეკლესიაში დიდების, სარგებლისა და სტატუსის მოპოვება და ამით თავიანთი მუდმივი საარსებო წყაროს მიღება. მათი ქცევიდან, ისევე, როგორც მათი ბუნება-არსიდან, ნათლად ჩანს, რომ ღვთისადმი რწმენაში მათი მიზნები, მოტივები და განზრახვები არ არის მართებული და რომ არცერთი მათგანი არ იღებს ჭეშმარიტებას და არცერთ მათგანს არ სწამს ღმერთი გულწრფელად — ეკლესიაში შეღწევის შემთხვევაშიც კი ისინი უბრალოდ ადგილებს იკავებენ და არავითარ დადებით როლს არ თამაშობენ. შესაბამისად, ეკლესიამ არ უნდა მიიღოს ასეთი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა შეაღწიეს ეკლესიაში, ისინი არ არიან ღვთის რჩეული ხალხი, არამედ სხვების მიერ კეთილი განზრახვით იქნენ მოყვანილნი. „ისინი არ არიან ღვთის რჩეული ხალხი“ — როგორ უნდა განიმარტოს ეს? ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა წინასწარ არ განსაზღვრა და არ გამოირჩია ისინი; იგი არ მიიჩნევს მათ თავისი საქმის ობიექტებად; და არც წინასწარ განუსაზღვრავს ისინი იმ ადამიანებად, რომლებსაც გადაარჩენს. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ეკლესიაში შეაღწევენ, ჩვენ, ბუნებრივია, ვერ მოვეპყრობით მათ როგორც ძმებსა და დებს, რადგან ისინი არ არიან ისინი, ვინც გულწრფელად იღებს ჭეშმარიტებას ან ემორჩილება ღვთის საქმეს. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „ვინაიდან ისინი არ არიან ძმებიდა დები, რომლებსაც ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი, რატომ არ ჩამოიშორებს ან არ განდევნის მათ ეკლესია?“ ღვთის განზრახვა ისაა, რომ მისმა რჩეულმა ხალხმა ამ ადამიანებისგან ისწავლოს გარჩევა და ამგვარად დაინახოს სატანის მზაკვრობა და უარჰყოს სატანა. როგორც კი ღვთის რჩეული ხალხი ამოცნობის უნარს შეიძენს, ეკლესია უნდა გაიწმინდოს ასეთი ადამიანებისგან. ამოცნობის მიზანია, ამხილოს ეს ურწმუნოები, რომლებმაც თავიანთი ამბიციებითა და სურვილებით შეაღწიეს ღვთის სახლში, და ჩამოაშოროს ისინი ეკლესიას, რადგან ეს ადამიანები არ არიან ღმერთის ჭეშმარიტი მორწმუნეები და, მით უმეტეს, არ არიან ადამიანები, რომლებიც იღებენ და ეძიებენ ჭეშმარიტებას. ეკლესიაში მათ დარჩენას არავითარი სიკეთე არ მოჰყვება — პირიქით, დიდ ზიანს მოიტანს. პირველ რიგში, ეკლესიაში შეღწევის შემდეგ ეს ურწმუნოები არასოდეს ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს და მცირედითაც კი არ იღებენ ჭეშმარიტებას. ისინი მუდამ განიხილავენ სხვა საკითხებს, გარდა ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტებისა, რითაც აშფოთებენ სხვების გულებს. ისინი მხოლოდ ჩაშლიან და არევ-დარევას შეიტანენ ეკლესიის საქმეში, რაც ზიანს მიაყენებს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას. მეორეც, თუ ისინი ეკლესიაში დარჩებიან, არამორწმუნეების მსგავსად, აღვირახსნილად ჩაიდენენ ბოროტმოქმედებებს, ჩაშლიან და არევ-დარევას შეიტანენ ეკლესიის საქმეში და ეკლესიას მრავალი ფარული საფრთხის წინაშე დააყენებენ. მესამე, ეკლესიაში დარჩენის შემთხვევაშიც კი ისინი ნებაყოფლობით არ იმოქმედებენ როგორც მსახურების შემსრულებელნი, და თუმცა შეიძლება მცირეოდენი მსახურება გასწიონ, ეს მხოლოდ კურთხევის მისაღებად იქნება. თუ დადგება დღე, როდესაც გაიგებენ, რომ კურთხევის მიღება არ შეუძლიათ, ისინი განრისხდებიან, რითაც არევ-დარევას შეიტანენ და დააზიანებენ ეკლესიის საქმეს. ამის დაშვებას სჯობს, რაც შეიძლება ადრე ჩამოვაშოროთ ისინი ეკლესიას. მეოთხე, ეს ურწმუნოები მიდრეკილნი არიან დაჯგუფებების შექმნისკენ, ასევე ანტიქრისტეების მხარდაჭერისა და მათზე მიყოლისკენ, რითაც ეკლესიაში ქმნიან ბოროტ ძალას, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის მის საქმეს. ამ ოთხი გარემოების გათვალისწინებით, აუცილებელია იმ ურწმუნოების ამოცნობა და მხილება, რომლებიც ღვთის სახლში აღწევენ, და შემდეგ მათი ჩამოშორება. ეს არის ერთადერთი გზა ეკლესიის საქმის ნორმალური წინსვლის შესანარჩუნებლად და იმის ეფექტურად უზრუნველსაყოფად, რომ ღვთის რჩეულმა ხალხმა შეძლოს ღვთის სიტყვების ჭამა და სმა, ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება და, შესაბამისად, ღვთისადმი რწმენის სწორ გზაზე დადგომა. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ეკლესიაში ურწმუნოების შეღწევა დიდ ზიანს აყენებს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას. არსებობს მრავალი ადამიანი, ვისაც არ შეუძლია მათი ამოცნობა და, ნაცვლად ამისა, მათ ეპყრობა, როგორც ძმებსა და დებს. ზოგიერთი ადამიანი, ხედავს რა, რომ მათ აქვთ გარკვეული ნიჭი ან ძლიერი მხარეები, ირჩევს მათ წინამძღოლებად და მუშაკებად. სწორედ ასე ჩნდებიან ეკლესიაში ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები. მათ არსზე დაკვირვებით ნათლად ჩანს, რომ არცერთ მათგანს არ სწამს ღმერთის არსებობა, ან ის, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტებაა, ან რომ იგი ხელმწიფებს ყოველივეზე. ღვთის თვალში ისინი არამორწმუნენი არიან. იგი ყურადღებას არ აქცევს მათ და სულიწმიდა არ იმუშავებს მათზე. შესაბამისად, მათი არსიდან გამომდინარე, ისინი არ არიან ღვთის ხსნის ობიექტები და, რა თქმა უნდა, არ არიან მის მიერ წინასწარ განსაზღვრულნი ან რჩეულნი. ღმერთი მათ ვერანაირად ვერ გადაარჩენს. როგორც უნდა შევხედოთ ამას, ამ ურწმუნოთაგან არცერთი არ არის ღვთის რჩეული ხალხი. აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ და ზუსტად ამოცნობა, შემდეგ კი ჩამოშორება. მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, შეეფარონ ეკლესიას და სხვებს აწუხებდნენ. ეს ურწმუნოები ეკლესიაში სხვადასხვა მიზნითა და მოტივით აღწევენ და შენ, შესაძლოა, თავიდანვე ვერ შეძლო მათი ნამდვილი სახის დანახვა ან ამოცნობა. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც უფრო ხშირად გექნება მათთან ურთიერთობა და საქმე, შენ სულ უფრო მეტად გაუგებ მათ და სულ უფრო ნათლად დაინახავ იმ სხვადასხვა გამოვლინებას, რომლებიც მიუთითებს, რომ ისინი ურწმუნოები არიან. მაშინ, განა უფრო ადვილი არ არის მათი ამოცნობა ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით? (დიახ.) თუ ღვთის მთელ რჩეულ ხალხს შეუძლია ურწმუნოების ამოცნობა, მაშინ დადგა დრო, რომ გამოვაშკარაოთ და ჩამოვაშოროთ ისინი. მიუხედავად მათი ზნეობისა, სოციალური სტატუსისა, ან იმისა, თუ რამხელა სტაჟი აქვთ ეკლესიაში, თუ ქადაგებების მოსმენის რამდენიმე წლის შემდეგაც კი არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და სავსენი არიან ღვთის მიმართ წარმოდგენებით, ისინი უკვე გამოაშკარავებულნი არიან, როგორც ურწმუნოები. ღვთისადმი რწმენაში მათი მიზნებისა და გამოვლინებების გათვალისწინებით, ისინი უდავოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც უნდა ჩამოშორდნენ ან განიდევნონ. ეს არის გაწმენდის საქმე, რომელიც ეკლესიამ ყოველ პერიოდში უნდა შეასრულოს.
ღვთისადმი რწმენის მიზნის თემამ რვა პუნქტი მოიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს რვა ტიპის ადამიანი, რომელთა გამოვლინებებიც საკმარისია ჩვენთვის, რათა ამოვიცნოთ სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანი და შემდეგ ზუსტად დავახასიათოთ და შესაბამისად მოვექცეთ მათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ რვა ტიპის ადამიანს არ შეუძლია ეკლესიაში დარჩენა. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „ამ რვა ტიპის ადამიანიდან თითოეული მხოლოდ ერთი სახის ქცევას ავლენს?“ ეს აუცილებლად ასე არ არის; ზოგიერთი ადამიანის ღვთისადმი რწმენის მიზანი ოთხ ან ხუთ პუნქტს მოიცავს — ისინი ეძიებენ თავშესაფარს, ცხოვრობენ ეკლესიის ხარჯზე, დაკავებულნი არიან ოპორტუნიზმით, ესწრაფვიან პოლიტიკური მიზნებს და შემთხვევითად ეძებენ საპირისპირო სქესს, აღწევენ რა ეკლესიაში სხვების განურჩევლად საცდუნებლად. ზოგიერთი ადამიანის ღვთისადმი რწმენის მიზანი შეიძლება ორ პუნქტს მოიცავდეს — ერთი არის ეკლესიაში ოფიციალური თანამდებობის მოპოვების ძიება, ხოლო მეორე — კურთხევის ძიება ოპორტუნიზმის გზით, ან ზოგიერთი შეიძლება ეძებდეს საპირისპირო სქესს და ამავდროულად ცხოვრობდეს ეკლესიის ხარჯზე. ნათელია, რომ ეს ადამიანები ღვთის სახლში უპირატესობის გამოსაყენებლად მოდიან, განზრახული აქვთ რა გამოიყენონ ღვთის სახლი ან ძმები და დები თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად, რათა მათ ძალისხმევა გაიღონ მათთვის; თავიანთი მიზნების მისაღწევად და სურვილების დასაკმაყოფილებლად, ისინი იყენებენ ყველა შესაძლო საშუალებას, რათაძმები და დები აიძულონ, მოემსახურონ მათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ურწმუნოებისა და ოპორტუნისტების აშკარა მიზანი, რომლებმაც შეაღწიეს ეკლესიაში და რომლებიც უნდა ჩამოშორდნენ ან განიდევნონ, ღვთის სახლში მოსვლისას არის მუქთახორობა და სიტუაციით სარგებლობა პირადი გამორჩენისთვის. იქნება ეს მათ საუბარში თუ ქმედებებში, მათი მიზნის ზოგადად ამოცნობა ყოველთვის შესაძლებელია. ეს ადამიანები საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და არ აქვთ ინტერესი ჭეშმარიტების მიმართ; ზოგჯერ ისინი ავლენენ კიდეც ზიზღის ან წინააღმდეგობის განწყობებსა და დამოკიდებულებებს. რა მოვალეობაც არ უნდა დააკისროს მათ ეკლესიამ, ისინი მხოლოდ უხალისოდ თანამშრომლობენ, თუ ეს მათთვის სასარგებლოა. თუ მათთვის არავითარი სარგებელი არ არის, ისინი შინაგანად ეწინააღმდეგებიან და ავლენენ ნეგატიურობასა და პასიურობას, და ზიზღს ან უარსაც კი. ისინი მხოლოდ მაშინ ერთვებიან პატარა საქმეში, თუკი სარგებელი არსებობს; მის გარეშე, ისინი ან თავს არიდებენ, ან პასიურად, დაუდევრად ასრულებენ მას. სამუშაოს კრიტიკულ მომენტებში ისინი დამალობანას თამაშობენ, უჩინარდებიან და უგულებელყოფენ ეკლესიის საქმეს. ამ გამოვლინებებიდან ნათელია, რომ მათი ღვთისადმი რწმენა მხოლოდ მუქთახორობაა; მათი გამოყენება მსახურების გასაწევადაც კი უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სიკეთეს.
I. ეკლესიაზე თვალთვალი
დღეს ჩვენ თანავეზიარებით ბოლო პუნქტს ღვთისადმი რწმენის მიზნის თემის შესახებ. ზემოთ ნახსენები რვა პუნქტის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი, რომელთა მიზანი და განზრახვა ღვთისადმი რწმენაში არ არის მართებული. რა განასხვავებს მათ ზემოთ ნახსენებთაგან, რომლებიც მხოლოდ სარგებლით არიან მოტივირებულნი და ძალ-ღონეს არ იშურებენ დიდების, სარგებლისა და სტატუსის საძიებლად? ამ ტიპის ადამიანი ეკლესიაში არ შემოდის ოფიციალური თანამდებობის დასაკავებლად, სტატუსის ან მუდმივი საარსებო წყაროს გამო, ან თავისი ცხოვრების უფრო კომფორტულად მოსაწყობად და ა.შ.; მათ აქვთ მიზანი, რომლის შემჩნევაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რთულია. რა არის ეს მიზანი? ეს არის ეკლესიაზე თვალთავლი და მასზე ინფორმაციის მოპოვება. ეკლესიაზე თვალთვალი არის მეცხრე პუნქტი ღვთისადმი რწმენის მიზნის თემაში. ეს ადამიანები ეკლესიაში შემოდიან მასზე თვალთვალის დავალებით, მიზნად ისახავენ რა ეკლესიის განვითარების მიმდინარეობაში გარკვევას. მათი გამომგზავნები, მათი ზემდგომები ან უფროსები, შესაძლოა, წარმოადგენდნენ მთავრობას, გარკვეულ რელიგიურ ჯგუფს ან საზოგადოების რომელიმე ორგანიზაციას. ვინაიდან ისინი არ იცნობენ ეკლესიას, აღვსილნი არიან ცნობისმოყვარეობით და შეშფოთებულნიც კი არიან ეკლესიის გაჩენის, ჩამოყალიბებისა და არსებობის გამო, მათ აქვთ განზრახვა, ღრმად შეისწავლონ ეკლესია, გაიგონ ეკლესიის სტრუქტურის, მისი საქმისა და სხვადასხვა ვითარების შესახებ. შესაბამისად, ზოგიერთი ადამიანი იგზავნება ეკლესიაში თვალთვალის სამუშაოს შესასრულებლად. მათ, ვინც ეკლესიაზე თვალთვალის სამუშაოს კისრულობს, მიუხედავად იმისა, მოდიან ისინი მთავრობიდან, რელიგიური ჯგუფებიდან თუ რომელიმე სოციალური ორგანიზაციიდან, ღვთისადმი რწმენაში აქვთ მიზანი, რომელიც სრულიად განსხვავდება ჭეშმარიტი ძმებისა და დების მიზნისგან. ისინი აქ არ არიან ღვთის ხსნის მისაღებად; ისინი არ მოსულან ღვთის სიტყვების, ჭეშმარიტებისა და ღვთის ხსნის მისაღებად ღმერთისადმი რწმენისა და აღიარების საფუძველზე. მათ ღვთისადმი რწმენას თან ახლავს პოლიტიკური მიზნები ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ მიცემული დავალება. ამრიგად, ეკლესიაზე თვალთვალი არის როგორც მათი მიზანი ეკლესიაში შეღწევისა და ღვთისადმი რწმენისთვის, ასევე მათი ზემდგომების მიერ დაკისრებული დავალება; ეს არის სამუშაო, რომელსაც ისინი ხელფასის მისაღებად ასრულებენ.
რას უთვალთვალებენ ისინი, ვინც ეკლესიაში თვალთვალის მიზნით აღწევს? ისინი უთვალთვალებენ მრავალ ასპექტს, როგორიცაა: ეკლესიის მოძღვრებები, მისი მიზნები, რას ქადაგებს იგი, საქმე, რომელსაც იგი ასრულებს, და მისი წევრების აზრები და შეხედულებები, აფასებენ რა, უქმნის თუ არა იგი რაიმე საფრთხეს მთავრობას, რელიგიებს ან საზოგადოებას. რაც შეეხება მათ საუბარს, ისინი ამოწმებენ, ხომ არ კეთდება რაიმე ანტისოციალური, ანტისამთავრობო ან ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. რაც შეეხება მოძღვრებებს, ისინი აყურადებენ და უთვალთვალებენ იმას, თუ კონკრეტულად რა იდეებს ქადაგებს ეკლესია. შენთვის, შესაძლოა, არ იყოს ადვილი ამ პიროვნებების ამოცნობა, როდესაც ისინი ეკლესიაში აღწევენ, რადგან შეკრებების დროს ისინი, შესაძლოა, ყურადღებით უსმენდნენ და სერიოზულ ჩანაწერებს აკეთებდნენ თვალის მოუხუჭავად. მათ, შესაძლოა, გულმოდგინედ შეაჯამონ კიდეც სხვადასხვა პიროვნების გამოსვლები თითოეულ შეკრებაზე, საბოლოოდ გამოიტანონ დასკვნები და დაახარისხონ სხვადასხვა ადამიანის განსხვავებული აზრები და შეხედულებები, რათა დაინახონ, რომელი მათგანი შეესაბამება ეროვნული მთავრობის ინტერესებსა და მოთხოვნებს, და რომელი აყენებს ზიანს სახელმწიფო მმართველობას, მოდის წინააღმდეგობაში მთავრობასთან და ა.შ. მათ, შესაძლოა, ზედმიწევნით გამოიტანონ დასკვნები და დაახარისხონ ეკლესიის წევრთა ეს ღრმად ფესვგადგმული შეხედულებები და აწარმოონ ჩანაწერები. რატომ აკეთებენ ისინი ამას? იმიტომ, რომ ეს მათი სამუშაოა, მათი დავალებაა; მათ ანგარიში უნდა ჩააბარონ თავიანთ ზემდგომებს. ეს არის მათი სამუშაოს პირველი ნაწილი: გაერკვნენ ეკლესიის მოძღვრებებსა და მისი ყველა წევრის იდეოლოგიურ ტენდენციებში. როგორც კი ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ტენდენციები შეიცავს საზოგადოების ან სახელმწიფოსთვის საზიანო ელემენტებს, ან თუ ჩათვლიან, რომ ჩნდება გარკვეული რადიკალური აზრები და შეხედულებები, ისინი დაუყოვნებლივ მოახსენებენ და შეატყობინებენ ამას თავიანთ ზემდგომებს, რათა შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. ის, რისი გაგებაც მათ პირველ რიგში სურთ, არის ეკლესიის მოძღვრებები — ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ეკლესიაზე თვალთვალისას — რასაც მოსდევს ინფორმაცია ეკლესიის პერსონალის შესახებ. მაგალითად, ისინი აგროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არიან ეკლესიის მთავარი წინამძღოლები, მათ შორის მათი საცხოვრებელი მისამართების, ასაკის, გარეგნობის, განათლების დონის, ინტერესებისა და ჰობიის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; რაზე საუბრობენ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, სად დადიან, რა საქმეს ასრულებენ, ასევე მათი ყოველდღიური სამუშაო საათებისა და სამუშაოს შინაარსის შესახებ. ისინი აკვირდებიან, განაცხადეს ან მოიმოქმედეს თუ არა წინამძღოლებმა რაიმე ისეთი, რაც მიმართულია მთავრობის, რელიგიების ან საზოგადოებრივი ტენდენციების წინააღმდეგ, ასევე ამ წინამძღოლების რეაქციებს ერის მმართველობის სისტემისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ და სხვა. ეს ყველაფერი ის ასპექტებია, რომლებში გარკვევასაც ეკლესიაზე თვალთვალის განმახორციელებლები ისახავენ მიზნად. გარდა ამისა, ისინი ასევე მუდმივად აქცევენ ყურადღებას ეკლესიის სტრუქტურასა და ადმინისტრაციულ სტრუქტურებს. მაგალითად, ისინი თვალყურს ადევნებენ, თუ ვინ არიან წინამძღოლები და მუშაკები ეკლესიაში, რომელი დონის წინამძღოლები იქნენ გათავისუფლებულნი, რა განწესება მიეცათ მათ გათავისუფლების შემდეგ, რომელი წინამძღოლები დააპატიმრეს და ვინ გადაიბარა მათი საქმე ამის შემდეგ. ისინი აგროვებენ ინფორმაციას შემცვლელის ასაკის, სქესის, მორწმუნეობის წლების რაოდენობის, მათი განათლების დონის შესახებ, და — თუ ისინი ნიჭიერი უნივერსიტეტდამთავრებულები არიან — აქვთ თუ არა მათ რაიმე უარყოფითი გავლენა ქვეყანაზე ან საზოგადოებაზე, და პოტენციურად შესაძლებელია თუ არა მათი გადაბირება სამთავრობო უწყებებში სამუშაოდ, სხვა კონკრეტულ ინფორმაციასთან ერთად. მათ იმის გაგებაც კი სურთ, თუ კონკრეტულად რომელი საეკლესიო წინამძღოლები იკავებენ თანამდებობებს ან თავისუფლდებიან. ანუ, პერსონალის სტატუსი, კონკრეტული ადმინისტრაციული სამუშაო და ეკლესიის სტრუქტურა არის ის ასპექტები, რომელთა გაცნობასაც ისინი ისახავენ მიზნად. გარდა ამისა, ისინი მიზნად ისახავენ სრულად გაერკვნენ ინფორმაციაში იმის შესახებ, თუ რამდენი სახის საქმეა ეკლესიაში, რამდენი ჯგუფი არსებობს და თითოეული ჯგუფის ზედამხედველების დეტალებში, სხვა საკითხებთან ერთად. ისინი დადიან, გამოკითხავენ, აკვირდებიან და სწავლობენ, ასრულებენ რა თავიანთ სამუშაოს დიდი დეტალურობით. ამ ტიპის ადამიანების, რომლებიც ეკლესიაში აღწევენ, შესასრულებელი სამუშაო და მისაღწევი ამოცანაა, ოპერატიულად გაერკვნენ ეკლესიის მდგომარეობის ყველა ასპექტსა და მის სხვადასხვა განვითარებაში, რათა მიაღწიონ ეკლესიაზე თვალთვალის მიზანს. ეს მოიცავს, მაგალითად, იმას, თუ როგორ ვითარდება ეკლესია საზღვარგარეთ, რამდენ ქვეყანაში გავრცელდა სახარება და რომელ ქვეყნებში დაარსდა ეკლესიები — მათ უნდა გაარკვიონ ყველა ეს დეტალი. ეს არის ის ძირითადი ამოცანები, რომლებსაც ისინი ეკლესიაზე თვალთვალიისას ასრულებენ: პირველი, გაერკვნენ ეკლესიის მოძღვრებებში; მეორე, გაერკვნენ ეკლესიის პერსონალის მდგომარეობაში; და მესამე, გაერკვნენ ეკლესიის საქმის სტატუსსა და მის ბოლოდროინდელ საკვანძო დინამიკაში. ისინი მთლიანად მოქმედებენ როგორც სატანის, დიდი წითელი დრაკონის თანამზრახველები და ხელქვეითები; ისინი სატანის ნამდვილი მსახურნი არიან.
ამ ტიპის ადამიანები, რომლებიც ეკლესიას უთვალთვალებენ, ეკლესიაში აღწევენ იმ მიზნით, რომ მოიპოვონ ინფორმაცია საეკლესიო მოძღვრებების, პერსონალის, სამუშაო ტენდენციების, ეკლესიის მასშტაბისა და სხვა ასპექტების შესახებ. ისინი მიზნად ისახავენ თითოეულ ამ ასპექტში გარკვევას და შემდეგ მათ შესახებ თავიანთი ზემდგომებისთვის მოხსენებას, რომლებმაც, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიმუშაონ შესაბამისი პოლიტიკური გეგმები ან ზომები ეკლესიის წინააღმდეგ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესიაზე თვალთვალში მათი მიზანი ნამდვილად არ არის კეთილი განზრახვით ნაკარნახევი. სხვაგვარად, რატომ გააგრძელებდნენ ეკლესიაზე თვალთვალს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მათ არც სიმდიდრეს მოუტანს და არც სარგებელს? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ეკლესიის არსებობით? მათ არ სჯერათ, რომ ღვთის მიერ დაარსებული და წინგაძღოლილი ეკლესია შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც წმინდად სწამთ ღმერთი და არავითარი კავშირი არ აქვთ სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან ან პოლიტიკურ ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან. მაგრამ, როგორც არ უნდა იკვლევდნენ ეკლესიას, ისინი მაინც შეშფოთებულნი რჩებიან. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ათეისტები არიან, არ აღიარებენ ღმერთს და, ასევე, მათ სძულთ ჭეშმარიტება. შესაბამისად, მათ შეუძლიათ, ჩაიდინონ ისეთი სულელური და აბსურდული ქმედებები, როგორიცაა მორწმუნეების შევიწროება და დაპატიმრება, ასევე ეკლესიაზე თვალთვალი. რატომ მიმართავენ ისინი ეკლესიის წინააღმდეგ თვალთვალისა და წინააღმდეგობის ზომებს? იმიტომ, რომ მათი ყველაზე დიდი საზრუნავი ისაა, რომ ეკლესიის ზედმეტად გაზრდა და წევრთა დიდი რაოდენობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყანაზე, მთავრობასა და საზოგადოებაზე, და საფრთხეს შეუქმნის და გავლენას მოახდენს ტრადიციულ კულტურებსა და ტრადიციულ რელიგიურ ჯგუფებზეც კი. ეს არის ეკლესიაზე თვალთვალისა და მის მიმართ წინააღმდეგობის ნამდვილი მიზეზი. ამიტომ, ისინი ეკლესიაზე თვალთვალსა და წინააღმდეგობას განიხილავენ როგორც შესასრულებელ პოლიტიკურ ამოცანას.
ამ ტიპის ადამიანების ამოცნობა, რომლებიც ეკლესიას უთვალთვალებენ, შესაძლოა, არ იყოს ადვილი ეკლესიაში, რადგან მათ ფარული მოტივები აქვთ და ღრმად ინიღბებიან, რათა სხვებმა ვერ შეძლონ მათი გამოვლენა. ამრიგად, ისინი, შესაძლოა, ეკლესიაში უმრავლესობას მიჰყვნენ, არაფერი უჩვეულო არ გააკეთონ, განსაკუთრებით კარგად აღზრდილებად გამოიყურებოდნენ და არასდროს გამოხატონ რაიმე განსხვავებული აზრი ეკლესიის მიერ შესრულებული საქმის შესახებ. თუმცა, ამ პიროვნებებს აქვთ ერთი მახასიათებელი: ისინი ნელთბილნი არიან ღვთისადმი რწმენის მიმართ, არც ძალიან აქტიურები არიან და არც ძალიან პასიურები ამ საკითხში. მათ შეუძლიათ, შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობების მცირე ნაწილი, მაგრამ არასდროს ამჟღავნებენ თავიანთ პირად დეტალებს, მაგალითად, სად მუშაობენ, როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა, ან სწამდათ თუ არა ღმერთი წარსულში. თუ ვინმე ახსენებს სამთავრობო უწყებაში მუშაობას, ისინი ძალიან თავს არიდებენ პასუხს, ერიდებიან რაიმე აზრის გამოთქმას მთავრობაზე, პოლიტიკაზე, პოლიტიკურ კურსზე ან რელიგიაზე. მათი ქცევა ხასიათდება ნებისმიერი მგრძნობიარე თემისთვის თავის არიდებით; ისინი არც აკრიტიკებენ და არც აქებენ მთავრობას, და არც მის პოლიტიკურ კურსსა თუ მმართველობის სისტემას განიხილავენ. როდესაც ვინმე აღნიშნავს, რომ კონკრეტული პიროვნება ჯაშუშია, ისინი შესამჩნევად ნერვიულობენ და, შესაძლოა, სწრაფად გამოიდონ კიდეც თავი საკუთარი თავის დასაცავად. ნერვიულობის გარდა, შენ, შესაძლოა, მათ მზერაშიც შეამჩნიო ასეთი მგრძნობიარე თემებისთვის თავის არიდების ტენდენცია; ისინი თავს არიდებენ ყველას, ვისაც მათი ამოცნობა შეუძლია. გარდა ამისა, ისინი ხშირად იღებენ ზარებს უცნობი წყაროებიდან, ან მათ უკავშირდებიან და ურთიერთობენ იდუმალი პიროვნებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი ეკლესიასთან, და როგორც კი ისინი პასუხობენ ერთ-ერთ ასეთ ზარს, მაშინვე შორდებიან სხვებს. თუ ვინმე შემთხვევით დაინახავს მათ ამ მომენტში, ისინი შესამჩნევად ფორიაქდებიან, წითლდებიან და უკიდურესად შფოთავენ, შიშობენ რა, რომ მათი ვინაობა, შესაძლოა, გამჟღავნდეს. ეკლესიის შესახებ ინფორმაციის ფარულად შეგროვების გარდა, ისინი ასევე დროდადრო გამოკითხავენ ძმებსა და დებს მათი მდგომარეობის შესახებ, სვამენ რა ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: „რამდენი წელია გწამს ღმერთი? შენს მშობლებს სწამთ? შენი ოჯახის წევრები მატერიკზე არიან? შენი ოჯახის წევრებიდან, რომლებიც მატერიკზე არიან, რომელს სწამს ღმერთი და რამდენი წელია? რამდენი წლისანი არიან ისინი? რამდენი ადამიანია თქვენს ადგილობრივ ეკლესიაში? როგორ არიან ისინი ახლა?“ დროდადრო ისინი ეძებენ მგრძნობიარე და პირად ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც ადამიანებს არ სურთ. ძმებსა და დებს შორის ზოგად ურთიერთობებში არავინ სვამს განზრახ ან აქტიურად კითხვებს მგრძნობიარე პირადი ინფორმაციის შესახებ, თუ ვინმეს არ სურს მისი გაზიარება. თუმცა, ეს პიროვნება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ასეთ საკითხებს, იქამდეც კი მიდის, რომ თვალყურს ადევნებს ზოგიერთი წინამძღოლისა და მუშაკის, ან მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პირების გადაადგილებას, ცდილობს რა წვდომა მოიპოვოს ამ ადამიანების კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში არსებულ მონაცემებზე ან მათ საკონტაქტო ინფორმაციაზე, დაჟინებით მოითხოვს რა ამ დეტალების საფუძვლიანად გამოძიებას. თუ ისინი შეამჩნევენ, რომ რომელიმე წინამძღოლი არ დაესწრო შეკრებას, იკითხავენ: „ესა და ეს დღეს შეკრებაზე არ არის. რას აკეთებს?“ თუ ვინმე იტყვის, რომ ის დაკავებულია, ისინი უფრო ღრმად ჩაეძიებიან: „რით არის დაკავებული? ისევ იმ ახალ მორწმუნეებს რწყავს? ვინ არიან ის ახალი მორწმუნეები? როდის შეუდგნენ რწმენას? როგორ მოხდა, რომ მე არაფერი ვიცი ამის შესახებ?“ ისინი განაგრძობენ უფრო ღრმად ჩაძიებას. ძმები და დები ამბობენ: „თუ არ უნდა ვიცოდეთ, მაშინ ნუ ვიკითხავთ. რატომ განაგრძობ შეკითხვებს? ეს არ ეხება სიცოცხლეში შესვლას, ეს არ მოიცავს ჭეშმარიტებას; ამის ცოდნა არ არის საჭირო.“ რაზეც შემღწევი პასუხობს: „მაგრამ ეს ღვთის სახლის, ეკლესიის საქმის საკითხებია; რატომ არ შეგვიძლია ამის ცოდნა? ჩვენ ყველას გვწამს ღმერთი, ცოტა რამის ცოდნა არ გვაწყენს. თუ თქვენ არ გსურთ ცოდნა, ეს ნიშნავს, რომ არ ზრუნავთ ეკლესიის საქმეზე ან ეკლესიის წინამძღოლებზე. კონკრეტულად ვის შესახვედრად წავიდა წინამძღოლი? რამდენი ახალი მორწმუნეა? სად არიან ისინი? მეც ვისურვებდი მათთან შეხვედრას.“ ისინი მუდამ კითხულობენ ამ საკითხების შესახებ.
არსებობს კიდევ ერთი ამოცანა, რომელსაც ეკლესიაზე მოთვალთვალენი ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობენ, ეს არის ეკლესიის ფინანსური მდგომარეობის გარკვევა. ერთის მხრივ, ისინი ცდილობენ, გაიგონ ეკლესიის ფინანსების წყაროები. მათ სურთ, იცოდნენ, დააარსა თუ არა ეკლესიამ ქარხნები ან საწარმოები, ფლობს თუ არა საექსპლუატაციო საამქროებს, იყენებს თუ არა ბავშვთა შრომას და მოიცავს თუ არა ეკლესიის სხვადასხვა საქმე მომგებიან საწარმოებს მაგალითად, მოაქვს თუ არა მოგება ან ჭარბი მოგება ეკლესიის მიერ ვიდეოების, ფილმების, საგალობლების წარმოებასა და ღვთის სიტყვების წიგნების ბეჭდვას; რა არის ეკლესიის ფინანსების წყაროები; არიან თუ არა შეძლებული პირები, რომლებიც ეკლესიის მხარდასაჭერად შესაწირავს გაიღებენ; შედიან თუ არა ამ პირებში პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, მულტიმილიონერები და მილიარდერები — სწორედ ამ დეტალების გარკვევა სურთ მათ. ეკლესიის ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და ფინანსური წყაროების გარკვევის გარდა, მათი მიზანია ეკლესიის ფინანსების შენახვისა და მართვის კონტროლი, რათა თვალი ადევნონ ამ სახსრების მიმართულებას. როგორ ხარჯავს ეკლესია თავის ფულს, არის თუ არა ჩართული რაიმე კანონგარეშე საქმიანობაში, უკეთებს თუ არა ორგანიზებას სოციალურ ელიტას ან თანამშრომლობს თუ არა სხვადასხვა სოციალურ ორგანიზაციასა და ჯგუფთან დიქტატორული მთავრობების წინააღმდეგ ერთობლივად გამოსასვლელად და ადამიანის უფლებების დასაცავად და ასე შემდეგ — ესეც იმ მნიშვნელოვანი ვითარებების ნაწილია, რომელთა გარკვევასაც ისინი ისახავენ მიზნად. ზოგიერთი ადამიანი სვამს შეკითხვას: „ეკლესიაზე თვალთვალის საქმეს მხოლოდ დიდი წითელი დრაკონის ქვეყანა ახორციელებს?“ არის ეს განცხადება ზუსტი? სინამდვილეში, მთელი სამყარო და მთელი ადამიანური საზოგადოება ღმერთს ეწინააღმდეგება. ღმერთს მხოლოდ დიქტატორული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები როდი ეწინააღმდეგებიან; ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ქვეყნებშიც კი ძალაუფლების მქონეთა უმრავლესობა ათეისტი და არამორწმუნეა, და ძალაუფლების მქონე იმ პირთა შორისაც კი, რომელთაც აქვთ რწმენა ან ქრისტიანებად მიიჩნევენ თავს, მათი რიცხვი, ვისაც ჭეშმარიტების მიღება შეუძლია, უმცირესობაშია. ადამიანთა უმრავლესობა არ აღიარებს და, მით უმეტეს, არ იღებს ჭეშმარიტებას. მაშ, განა ესენი არ არიან ადამიანები, რომელთაც სწამთ ღმერთი, მაგრამ ეწინააღმდეგებიან მას? მაგალითად, ისეთ რელიგიებში, როგორებიც არიან ქრისტიანობა, კათოლიციზმი და იუდაიზმი ისრაელში, შედგება თუ არა უმაღლესი ეშელონები იმ ადამიანებისგან, რომლებიც იღებენ ჭეშმარიტებას? სრულებითაც არა. არცერთი მათგანი არ მოდის ღვთის საქმის გამოსაკვლევად; არცერთს არ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ყველა მათგანი ურწმუნოა; ყველა მათგანი ეწინააღმდეგება ღმერთს და ანტიქრისტეა. ისინი არეულობას იწვევენ და ძირს უთხრიან ღვთის საქმეს და სასტიკად ახშობენ და დევნიან მათ, ვინც ღმერთს მიჰყვება, რასაც მოწმობს მათი დამოკიდებულება ღვთის საქმის მიმართ უკანასკნელ დღეებში. რომელი აღმსარებლობა რთავს ნებას თავის მორწმუნეებს, თავისუფლად გამოიკვლიონ ჭეშმარიტი გზა, მოუსმინონ გარედან მოსულ მქადაგებლებს ან მიიღონ უცხონი? ამის გაკეთება არცერთ მათგანს არ შეუძლია. რომელი რასა ან ქვეყანაა ეკლესიის მიმართ კეთილგანწყობილი? (არცერთი.) უკვე დასაფასებელია, თუ ისინი ცოტაოდენ რელიგიურ თავისუფლებასა და ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემენ. კიდევ მოელი, რომ ამის გარდა მხარს დაგიჭერენ? როდესაც ღვთის ეკლესია ჩნდება ან როდესაც ეკლესია იწყებს სახარების ქადაგებას, ეს ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ სწამთ ღვთის არსებობისა და რომლებიც განსაკუთრებულ ზიზღსა და სიძულვილს გრძნობენ ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებების მიმართ, იღებენ სპეციალურ დავალებას, რაც გულისხმობს ცალკეული პირების დანიშვნას ეკლესიაზე მკაცრი თვალთავლის გასაწევად. აქ „თალთვალი“ ნიშნავს მიყურადებას, წვდომასა და კონტროლს; ანუ, ეკლესიის ყველა ასპექტის მკაცრ თვალთვალს, წვდომასა და კონტროლს ნებისმიერ პერიოდში. ზოგიერთი ამბობს: „მათ საჯაროდ არ დაუგმიათ ღვთის საქმე და არც მას შესწინააღმდეგებიან, არც ჩვენ განგვიცდია დევნა ან შევიწროება ჩვენს ადგილობრივ ცხოვრებაში. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ღვთისადმი რწმენა, შეკრება, ჩვენი მოვალეობის შესრულება და საზღვარგარეთ სახარების გავრცელება ბევრად უკეთესი და უსაფრთხოა, ვიდრე დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში. ჩვენ არ განგვიცდია არავითარი ჩარევა.“ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ყოფილა ჩარევა და გარკვეული თავისუფლება მოგენიჭათ, არ უნდა უარყოთ ეკლესიაზე თვალთვალის მათი საქმე. ის მცირეოდენი რელიგიური თავისუფლება, რომელიც გეძლევა, საზოგადოების საბაზისო ინსტიტუტია; ის, რითაც სარგებლობ, მხოლოდ იმ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის ძირითადი უფლებებია, რომელშიც ცხოვრობ. ამ ძირითადი უფლებებით სარგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნულმა მთავრობამ, სოციალურმა ჯგუფებმა ან რელიგიურმა სამყარომ მიიღო და აღიარა ღვთის საქმე და ეკლესიის საქმე, და რომ ისინი კეთილგანწყობილნი გახდნენ, ან რომ აღარ არსებობს არავითარი მტრობა და თვალთვალი. განა ასე არ არის? (დიახ.) ეს საკითხი აბსტრაქტული არ არის, არა? (არა, არ არის.)
როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება სატანური რეჟიმების მხრიდან მტრობისა და თვალთვალის მიმართ? უნდა უარვყოთ და თავი ავარიდოთ მას თუ უბრალოდ უგულებელვყოთ? პირველ რიგში, დაფიქრდით ამაზე: ეშინია თუ არა ეკლესიას, რომ ისინი უთვალთვალებენ მის მიერ შესრულებულ ნებისმიერ საქმეს? (არა.) გვაქვს თუ არა რაიმე საიდუმლო საქმიანობა? ვაკეთებთ თუ არა რაიმე ანტისახელმწიფოებრივ ან ანტისამთავრობო პოლიტიკურ განცხადებებს? (არა.) ეს შეიძლება დადასტურდეს. ღვთისადმი რწმენა არასოდეს გულისხმობს პოლიტიკაში მონაწილეობას. თქვენმა უმრავლესობამ ღმერთი სამ წელიწადზე მეტია, რაც ირწმუნა, ზოგიერთმა კი — ოცი ან ოცდაათი წელიწადია. ქადაგებების მოსმენის ამდენი წლის განმავლობაში, აღმოუჩენია თუ არა ვინმეს, რომ ეკლესიას ანტისახელმწიფოებრივი ან ანტისოციალური განცხადებები გაეკეთებინოს? (არა.) სრულებითაც არა; ღვთის სახლი არასოდეს განიხილავს პოლიტიკას. გარდა ამისა, ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესია დაარსებულია ღვთის მიერ, ის არის დედამიწაზე ღვთის სასუფევლის წინასახე, და არა რომელიმე ადამიანის მიერ შექმნილი ორგანიზაცია, ის არ დაუარსებია არცერთ ინდივიდს. მაშ, რა არის ის საქმე, რომლის შესასრულებლადაც ღმერთმა დააარსა ეკლესია? ეს არ არის ანტისოციალურ, ანტირელიგიურ ან ანტიპოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა. მაშინ რაში მდგომარეობს ეკლესიის საქმე? პირველ რიგში, მისი მთავარი საქმეა უკანასკნელ დღეებში კაცობრიობის გადასარჩენად ღვთის განკაცების სასიხარულო ცნობის გავრცელება, რათა კაცობრიობამ მიიღოს ღვთის მიერ გამოხატული ყველა ჭეშმარიტება, რათა ისინი მიუბრუნდნენ ღმერთს და თაყვანი სცენ მას. მეორეც, ეს გულისხმობს მათ მიყვანას ღვთის წინაშე, ვისაც ჭეშმარიტება სწყურია, რათა მიიღონ ღვთის სიტყვებისგან განსჯა და გაკიცხვა, განიწმინდონ და საბოლოოდ მიაღწიონ ხსნას. ეს არის ის საქმე, რომელსაც ღვთის მიერ დაარსებული ეკლესია ასრულებს და სწორედ ეს არის ეკლესიის არსებობის მნიშვნელობა და ღირებულება. ეს სრულიად მოწყვეტილია და არ უკავშირდება პოლიტიკას, ბიზნესს, მრეწველობას, ტექნოლოგიებს ან საზოგადოების ნებისმიერ სხვა სექტორს; მას აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან. მაშ, რაში მდგომარეობს ეკლესიაში ღვთის ხსნის საქმის არსი? ყველაზე მარტივად და მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს არის კაცობრიობის მართვა. კაცობრიობის მართვის კონკრეტული შინაარსი გულისხმობს ადამიანების ღვთის წინაშე, ღვთის სიტყვების რეალობაში მიყვანას, რათა მათ მიიღონ ღვთის განსჯა და გაკიცხვა, განიწმინდონ და მიაღწიონ ხსნას. ეს არის კაცობრიობის მართვის კონკრეტული საქმე. ნებისმიერი საქმე, რომელშიც ეკლესიაა ჩართული, დაკავშირებულია ღვთის მართვასთან, ღვთის გეგმასთან და, რა თქმა უნდა, მოიცავს ღვთის მიერ გამოხატულ სიტყვებს; მას არავითარი კავშირი არ აქვს წუთისოფლის ადამიანების მიერ შესრულებულ სხვადასხვა სამუშაოსთან. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ, ეხება ეს მის მოძღვრებებს, პერსონალს, ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, მისი საქმის სტატუსს თუ ეკლესიის ფინანსურ მდგომარეობასაც კი, აბსოლუტურად არ უკავშირდება არცერთ ქვეყანას, საზოგადოებას, რასას, რელიგიას ან ადამიანთა ჯგუფს — მცირედი კავშირიც კი არ არსებობს. ამრიგად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იქნება ეს მმართველი პარტია, რელიგიური ჯგუფები თუ საზოგადოებრივი გაერთიანებები, ეკლესიის სათვალთვალოდ ადამიანების გამოგზავნა არსებითად რას ნიშნავს? (არასაჭირო ქმედებას.) „არასაჭირო ქმედება“ ოფიციალური გამოთქმაა. როგორ ამბობენ ხალხში? ეს უსაქმურობაა, არა? ჩემი აზრით, ეს სწორედ ასეა; მათი დღეები ზედმეტი კომფორტითა და სიმშვიდითაა სავსე, ამიტომ ისინი აგზავნიან ამ რამდენიმე უსაქმურ ადამიანს ეკლესიაზე თვალთვალისთვის, და ამას პოლიტიკურ დავალებადაც კი მიიჩნევენ, როგორც სერიოზულ საქმეს — ეს სრული აბსურდია! ამ ძალისხმევით საგანმანათლებლო ან საქველმოქმედო დაწესებულებების გახსნა ბევრად უკეთესი იქნებოდა. ეს უბრალოდ იმის მაგალითია, თუ როგორ იწვევს ზედმეტი ხორციელი კომფორტი უსაქმურობას, ნაცვლად სათანადო საქმეებზე ფოკუსირებისა! მთელი კაცობრიობა ღვთის ეკლესიასავით რომ ყოფილიყო, რომელსაც პირადად ღმერთი მწყემსავს და მიუძღვის, მაშინ ეს სამყარო, ეს კაცობრიობა ბევრს დაზოგავდა არასაჭირო ინსტიტუტებზე, ხარჯებსა და პრობლემებზე. სულ მცირე, ისეთი სააგენტოები, როგორიცაა ჯაშუშური ორგანიზაციები და პოლიციის დეპარტამენტები, ეს უსაფრთხოების სექტორები, სრულიად უსარგებლო იქნებოდა, საჭირო გახდებოდა მათი დაშლა და სხვა სამუშაოზე გადაყვანა.
ეკლესიაზე თვალთვალზე პასუხისმგებელი პირები მისიას ასრულებენ. ეკლესიაში შეღწევისას მათი უპირველესი ამოცანაა ის რამდენიმე ასპექტი, რომლებსაც ჩვენ თანავეზიარეთ; მას შემდეგ, რაც ისინი ეკლესიაში არსებულ რამდენიმე ძირითად და მნიშვნელოვან ვითარებას გაარკვევენ, ისინი თავიანთ ზემდგომებს აბარებენ ანგარიშს. მიუხედავად მათი ფიქრებისა, მოსაზრებებისა თუ მათი საქმის მიღმა არსებული მიზნისა, ეკლესიაში ამ მოთვალთვალეების ყოფნამ ძმებსა და დებს უნდა უკარნახოს, რომ იყვნენ ფხიზლად და მათ სიბრძნით მოეპყრონ. არის ეს მიდგომა სწორი? (დიახ.) მაშინ, არის კი ზედმეტი განგაშის საჭიროება? (არა.) როგორ უნდა მივუდგეთ ასეთი ადამიანების გამოჩენას? არსებობს ორი პრინციპი, ეს ძალიან მარტივია. თუ ისინი დადიან, იკვლევენ და ინფორმაციას ეძებენ, ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ჯაშუშები ან მზვერავები არიან. ასეთი ინდივიდები უკიდურესად საძაგელი და ამპარტავანი ადამიანურობისანი არიან; ისინი სერიოზულ არეულობას იწვევენ ეკლესიაში. მხოლოდ მათი იქ ყოფნაც კი იწვევს ხალხში შფოთვას და ხელს უშლის მათ ღვთის წინაშე წარდგომაში. შეკრებები და მოვალეობების შესრულება ასევე განიცდის არეულობას და ზარალდება, და უსაფრთხოება სუსტდება. როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანს? (უნდა მოვიშოროთ ეკლესიიდან.) სწორია; თუ ისინი არეულობას იწვევენ ეკლესიის ცხოვრებაში ან ეკლესიის საქმეში, ისინი პირდაპირ უნდა მოვიშოროთ. მაშ, არის კი საჭიროება, დავემალოთ ან გვეშინოდეს მათი? (არა.) ზოგიერთი ადამიანი, საზღვარგარეთ ჯაშუშებთან შეხვედრისას, პანიკაში ვარდება და ყველგან იმალება, ზუსტად ისე, თითქოს პოლიცია დაენახოთ უკან, მატერიკზე. როდესაც ზოგიერთი ძმა და და საქმეზე გადის და აწყდება ჯაშუშებს, რომლებიც მათ კითხვებს უსვამენ, და ესმით, რაოდენ დამაშინებელია დაკითხვის ტონი, რომელიც პოლიციის დაკითხვას ჰგავს, ისე შინდებიან, რომ გარბიან და საქმესაც კი არ ასრულებენ. მე ვამბობ: „როგორ შეგიძლია, იყო ასეთი უსუსური? რატომ გარბიხარ? რისი უნდა გეშინოდეს? დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში ამდენი ძმა და და დაატყვევეს, მაგრამ მაინც არ შეშინებიათ; ისინი არ გამხდარან იუდები, ისინი მტკიცედ იდგნენ თავიანთ მოწმობაში. მაშ, საზღვარგარეთ წამოსვლის შემდეგ, რატომღა ხარ ასე შეშინებული? კანონი არ დაგირღვევია; რისი უნდა გეშინოდეს?“ ზოგიერთი ამბობს: „ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩემთან დაახლოებას და მუდმივად მკითხავენ.“ განა არ შეგიძლია, საპასუხოდ კითხვები დაუსვა? შეგიძლია უთხრა: „რა უფლება გაქვს, რომ მკითხავ? გიცნობ? დიდი წითელი დრაკონის თანამდებობის პირი ხარ, პირადობებს რომ ამოწმებ? ვის წარმოადგენ? კიდევ დამისვამ კითხვებს და გიჩივლებ!“ არის კი მათი შიშის საჭიროება? (არა.) ზოგიერთი ადამიანი ასეთ ჯაშუშებთან შეხვედრისას ხმის ამოღებას ვერ ბედავს და შიშით სწრაფად გარბის. ზოგიერთ დაბნეულ ადამიანს საერთოდ არ შეუძლია გარჩევა და იმასაც კი ცდილობს, რომ სახარება უქადაგოს ამ სატანურ ჯაშუშებსა და მარიონეტებს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ისინი ხვდებიან: „ეს არ არის ის, ვისაც ღვთის არსებობის სწამს. რატომ ჰგვანან ისინი დიდი წითელი დრაკონის თანამდებობის პირებს?“ გრძნობენ რა, რომ რაღაც რიგზე არ არის, ისინი თავს ანებებენ. მოგვიანებით ისინი ფიქრობენ: „ღმერთი მიცავს; მადლობა ღმერთს, რომ მათ არავითარი პირადი ინფორმაცია არ გავუმჟღავნე. რა ტყუილი განგაში იყო!“ ისინი იმდენად შეშინებულნი არიან, რომ ვეღარ ბედავენ სახარების ქადაგებას ნებისმიერ შემხვედრთან. სინამდვილეში მართლაც ყოფილან ჯაშუშები, რომლებიც ეკლესიაში ქადაგების გზით მოხვდნენ. ისინი დიდი წითელი დრაკონის მიერ ეკლესიაში შეგზავნილი მზვერავები არიან, ისინი სატანის განზრახულ განგებულებაში მყოფნი. ისინი ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს ჰგვანან, რომლებიც ეკლესიაში ისე აღწევენ, რომ არ ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს და არც ჭეშმარიტებას თანაეზიარებიან, მუდმივად დაეძებენ ინფორმაციას ეკლესიის შესახებ და პირად დეტალებში იქექებიან. როგორც კი აღმოჩნდება, რომ მათი ქცევა საეჭვოა ან მათ უკვე გამოიწვიეს არეულობა ეკლესიაში, ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ — დიდი წითელი დრაკონის მზვერავებს, სატანის მსახურებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეთ ეკლესიაში არეულობის გამოწვევის უფლება. მოიშორეთ ყველა, ვისაც აღმოაჩენთ; არავითარი მოწყალება არ გამოიჩინოთ მათ მიმართ! თუ ვინმე კარგად ეწყობა ჯაშუშს, ყოველთვის მზადაა სიყვარულის მოტივით კეთილად მოექცეს მას, პასუხობს ნებისმიერ დასმულ კითხვას და ჯაშუშის ლაქიის როლს ასრულებს, ასეთი ნაძირალა პირდაპირ უნდა განიდევნოს! საეჭვო პირებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ; მათ არცერთი დეტალი არ უნდა გაუმჟღავნდეთ ეკლესიის შესახებ, განსაკუთრებით კი ის, თუ ვინ არიან წინამძღოლები და მუშაკები. თუ ჯაშუშს რაიმე ინფორმაციის მოპოვების საშუალება მიეცემა, ამან შეიძლება ნებისმიერ დროს ფარული საფრთხე ან უბედურება მოუტანოს ეკლესიასა და ძმებსა და დებს. ამიტომ, როდესაც ვინმეს საეჭვოდ მიიჩნევთ, თუკი ის არასდროს ჭამს და სვამს ღვთის სიტყვებს ან არ აქვს თანაზიარება ჭეშმარიტებასთან, ის ნამდვილად ურწმუნოა და მისი დაუყოვნებლივ მოშორება სწორი გადაწყვეტილებაა. მაშინაც კი, თუ ასეთი ადამიანი ჯაშუში არ არის, ის არ არის კარგი ადამიანი და მისი მოშორება არავითარ შემთხვევაში არ არის უსამართლობა. თუ აღმოჩნდება, რომ ვინმეს მჭიდრო კავშირი აქვს ჯაშუშთან და შეუძლია ეკლესიის გაყიდვა, ის ნებისმიერ ვითარებაში დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ. ასეთ ნაძირალასა და არამზადას მხოლოდ უბედურების მოტანა შეუძლია ეკლესიისა და ძმებისთვის და დებისთვის. ისინი მოდარაჯე ძაღლებზე უარესებიც კი არიან; მაშინაც კი, თუ ბოროტ საქმეებს არ სჩადიან, ისინი მაინც უნდა მოვიშოროთ. ახლა დიდი წითელი დრაკონი დაშლის პირასაა, მაგრამ მათ არ სურთ თავიანთი მარცხისა და განადგურების აღიარება. ისინი განაგრძობენ ღვთის რჩეული ხალხის დაპატიმრებასა და დევნას და ატარებენ ჯაშუშურ ოპერაციებს ღვთის სახლში შესაღწევად. ეკლესიის საქმეში მათ მიერ არეულობის გამოწვევა და ძირგამომთხრელი საქმიანობა არასდროს შეწყვეტილა. ახლა ზოგიერთი აშკარად საეჭვო პირი გამოაშკარავდა. ინფორმაციის შეგროვების მათმა მცდელობებმა აჟიოტაჟი გამოიწვია, რამაც სხვებს მათი ამოცნობა გაუადვილა. როგორც კი მათ საკუთარი თავი გამოაშკარავეს, ეკლესიამ ისინი მოიშორა. მაგრამ გამოაშკარავდა კი ყველა ცბიერი ჯაშუში? არავითარ შემთხვევაში. შესაძლებელია, რომ დიდი წითელი დრაკონის აგენტებმა ყველგან არსებულ ეკლესიებში შეაღწიონ. ზოგიერთ ადამიანს დიდი წითელი დრაკონის მიერ დატყვევების შემდეგ სატანა მუქარით, ცთუნებითა და სხვადასხვა საშუალებით აიძულებს, იმოქმედოს მისი სახელით და შემდეგ შეაღწიოს ეკლესიაში. ისენი ფარული ჯაშუშები არიან. ასეთი მზვერავები ვერაგნი და ცბიერნი არიან, ფლობენ გარკვეულ გამჭრიახობასა და ინტელექტს. არამორწმუნეთა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ გარკვეული უნარები გააჩნიათ. ეკლესიაზე თვალთვალისას ისინი ამას შეუმჩნევლად აკეთებენ, მოქმედებენ ჩუმად და ფარულად, და ურთიერთობებში არასოდეს ამჟღავნებენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს. ადამიანთა უმრავლესობა მათთან ურთიერთობისას ვერაფერს გრძნობს; მათ არ იციან, რომ ჯაშუში ინფორმაციას აგროვებს და არც ჯაშუშის ზიზღს გრძნობენ ღვთისადმი რწმენის მიმართ. ჯაშუშმა, შესაძლოა, უკვე გაარკვია ეკლესიის ძირითადი მდგომარეობა იქამდე, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა საერთოდ მიხვდებოდა, რომ ისინი ეკლესიაზე თვალთვალისთვის არიან იქ. გარეგნულად ასეთი ადამიანები არავითარ არეულობას არ იწვევენ ეკლესიაში ან ადამიანთა უმეტესობაში, მაშ, როგორ უნდა მოვექცეთ მათ? უნდა მივიღოთ თუ არა რაიმე ზომები ან მოვძებნოთ გადაჭრის გზები ეკლესიაზე მათი თვალთვალის აღსაკვეთად? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეშინია თუ არა ეკლესიას მათი თვალთვალისა რაიმე ასპექტში? (არა.) ჩვენი ეკლესიის არსებობა და ის სხვადასხვა საქმე, რომელშიც ის არის ჩართული, ღია და გამჭვირვალეა; ეს საქმეები ყველაზე სამართლიანი მიზნებია კაცობრიობაში. თუ რომელიმე ორგანიზაციას სურს, გაიგოს ეკლესიის ნებისმიერი ასპექტი, ეკლესიის გამოცდილებითი დამოწმებები საჯაროდ ვრცელდება ინტერნეტში — ყველას შეუძლია მათი ნახვა, როგორც მოესურვება. არ არსებობს არავითარი საიდუმლო, არავითარი უკანონო საქმიანობა და, რა თქმა უნდა, არავითარი ხელის შეშლა საზოგადოებრივი წესრიგისთვის ან საწინააღმდეგო სიტყვა თუ ქმედება. ამრიგად, თუ ისინი ფარულად იკვლევენ და უთვალთვალებენ ეკლესიის მდგომარეობას, დაე, ასე იყოს. რატომ ვამბობ ამას? ეს ადამიანები, რომლებიც აგენტებად მუშაობენ, ფლობენ გარკვეულ პროფესიულ სტანდარტს და რიგით ადამიანებს არ შეუძლიათ, აღმოაჩინონ, თუ კონკრეტულად რა ამოცანებს ასრულებენ ისინი კულისებში. ამიტომ, სანამ ისინი არეულობას არ იწვევენ, მათ გამო თავის შეწუხება არ არის საჭირო; უბრალოდ, დაე, ასე იყოს. გარდა ამისა, ეს ურწმუნოები, ათეისტები და პოლიტიკურად ჩართული პირები არ არიან მიჩვეულნი ეკლესიის ცხოვრებას და არც აინტერესებთ იგი. ეკლესიაში, სადაც ადამიანები ყოველდღე კითხულობენ ღვთის სიტყვებს, იღებენ განსჯასა და გაკიცხვას და მსჯელობენ საკუთარი თავის შეცნობაზე, ღვთის შეცნობასა და ხასიათის ტრანსფორმაციაზე, როგორ შეიძლება მათ არ იგრძნონ თავი ისე, თითქოს ნემსებზე სხედან ან ტანჯვას განიცდიან? ყოველ შეკრებაზე ისინი ისეთივე მოუსვენრები არიან, როგორც ჭიანჭველები ცხელ ტაფაზე; მათ არ სურთ საკუთარი თავის იძულება, რომ ეკლესიაში დარჩნენ. მათ გულში ესმით, რომ ეკლესია მხოლოდ ეკლესიაა და აბსოლუტურად არ არის პოლიტიკურად ჩართული ორგანიზაცია. ეკლესიაზე თვალთვალითა და მის შესახებ ინფორმაციის მიღებით, და იმის გაცნობიერებით, თუ კონკრეტულად რას აკეთებს ის, ისინი იღებენ განათლებას იმ ფაქტის შესახებ, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე და კაცობრიობის ბედზე, რაც აფართოებს მათ თვალსაწიერს, რათა ასე უმეცრად აღარ იცხოვრონ. ისინიც შექმნილი არსებები არიან, თუმცა ისიც კი არ იციან, რომ ადამიანი ღვთის მიერ არის შექმნილი, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ სულელები და უმნიშვნელონი არიან ისინი! არის თუ არა რაიმე რისკი მათ ეკლესიაში დატოვებაში? თუ ისინი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ და არეულობას არ იწვევენ ეკლესიაში ან ძმებსა და დებში, მაშინ უბრალოდ თავი დაანებეთ. როგორც კი ისინი ისეთ რამეს ჩაიდენენ, რაც არეულობას გამოიწვევს, ეს მათი გამოაშკარავების მომენტი იქნება და სწორედ ეს არის მათთან გამკლავების შესაფერისი დრო. ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაუყოვნებლივ ამოიცანით და დაახასიათეთ ისინი — მათი მისია სრულდება და ეკლესია ბუნებრივად განდევნის მათ. არის ეს მიდგომა კარგი? (დიახ.) ზოგიერთი კითხულობს: „განა ეკლესიის საქმე ღია და გამჭვირვალე არ არის? რატომ უნდა შეიზღუდოს ხალხის მიერ მეთვალყურეობა?“ ეს ძირითადად მიმართულია დიდი წითელი დრაკონის, სატანის რეჟიმის წინააღმდეგ. ეკლესიაზე მისეული თვალთვალი მიზნად ისახავს ღვთის რჩეული ხალხის ჩახშობას, დაპატიმრებასა და დაზიანებას; შესაბამისად, ღვთის სახლი არ უშვებს მასზე თვალთვალს, რათა თავიდან აიცილოს ღვთის რჩეული ხალხის დევნა და ხოცვა-ჟლეტა. თუ დემოკრატიული ქვეყნებიდან ან რელიგიური ჯგუფებიდან ადამიანები ჭეშმარიტი გზის გამოსაკვლევად მოდიან, მათ შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში ან დაუკავშირდნენ ეკლესიას. ეკლესია იღებს ყველას, ვინც გულწრფელად ეძიებს ჭეშმარიტებას. მაგრამ თუ მეორე მხარეს ბოროტი ზრახვები ამოძრავებს და ცდილობს სიმართლისა და სიცრუის დამახინჯებას და ეკლესიისთვის ცილისწამებას, როგორ შეიძლება ღვთის სახლმა დაუშვას მათი მხრიდან თვალთვალი? განა მათგან თვალთვალის დაშვება უკიდურესი სისულელე არ იქნებოდა? განა ეს არ იქნებოდა უგუნურება და უმეცრება? (დიახ.) ღვთის სახლი ყოველთვის მიესალმებოდა ჭეშმარიტების მაძიებლებს და თბილად იღებს მათ, რაც სრულად შეესაბამება ღვთის განზრახვებს. თუ ხალხს ეს არ ესმის, მაშინ ეს მათი უგუნურებისა და უმეცრების ბრალია. ეკლესიის საგარეო პოლიტიკა ღია და გამჭვირვალეა, სრულად შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს და გამსჭვალულია გონიერებითა და სიბრძნით. თუ ვინმეს არ შეუძლია ამ დადებითი საგნების წვდომა, მაშინ ის აბსურდული და გონებადაბინდული ადამიანია. ზოგიერთი ამბობს: „თუ მზვერავები ან სატანის მსახურნი მოდიან ეკლესიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, უნდა ვიყოთ თუ არა პატიოსანი ადამიანები და ვუპასუხოთ თუ არა მათ კითხვებს გულწრფელად?“ ეშმაკებისა და სატანებისთვის სიმართლის თქმა სისულელეა; ეს ადამიანს პატიოსან ადამიანად კი არ აქცევს, არამედ სატანის ლაქიად. როდესაც სატანის მსგავსთ სურთ, გაიგონ და ჩასწვდნენ ეკლესიის ვითარებას, ღვთის რჩეულ ხალხს არავითარი ვალდებულება არ აქვს, რომ მათ რაიმე უთხრას. მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება და არ გააჩნიათ კეთილი ნება, ამიტომ ჩვენ მათთან სათქმელი არაფერი გვაქვს! ასე მოქცევა დაუფიქრებლობა კი არა, სიბრძნეა. ზოგიერთი კითხულობს: „თუ მკითხავენ: „ვინ წინამძღოლობს თქვენს ეკლესიას? რამდენი წელია, რაც სწამთ?“ შემიძლია ვუთხრა?“ უნდა ჰკითხო: „რა მიზანი გაქვს, როცა ჩვენი წინამძღოლის შესახებ კითხულობ? ჯერ მითხარი, დავფიქრდები და მერე გადავწყვეტ, გაცნობო თუ არა.“ არის ეს პასუხი ბრძნული? (დიახ.) ამას ჰქვია პრინციპების მიხედვით მოქმედება. გესმით? სახარების საქმის გავრცელებასთან და ეკლესიაში ადამიანთა რაოდენობის თანდათანობით ზრდასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ეკლესიებში დროდადრო, შესაძლოა, გამოჩნდნენ მზვერავები და აგენტები. ასეთი ადამიანების შემთხვევაში, ღვთის რჩეული ხალხის უბრალოდ გაფრთხილება, რომ მათ სიბრძნით მოეპყრონ, სრულიად საკმარისი იქნება. თუ აღმოჩნდება, რომ ისინი არეულობას ან შფოთს იწვევენ, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ. ადამიანთა უმეტესობას უნდა ჰქონდეს გარკვეული გაგება და გამჭრიახობა ამ აგენტების საუბრისა და მოქმედების მანერის, ან მათი ქცევის მიმართ, და მათთან ურთიერთობისას აუცილებლად ექნებათ გარკვეული შეგრძნება ან აღქმა. თუ ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე ძმა და და ამჩნევს ასეთ ადამიანებს, მაგრამ დარწმუნებულნი არ არიან, ჯაშუშები არიან ისინი თუ მზვერავები, მაშინ მათ სიფრთხილითა და ბრძნული მიდგომით უნდა მოეპყრონ. თუ უმეტესობამ შენიშნა, მათ შეუძლიათ ერთმანეთს აცნობონ და პრევენციული ზომები მიიღონ. თუ ეჭვმიტანილი ჯაშუშები არავითარ კეთილგანწყობას არ იჩენენ ეკლესიის ან ძმებისა და დების მიმართ, მუდმივად ცდილობენ ძმებისა და დების მახეში გაბმას და ეკლესიაში არეულობის გამოწვევას, და მუდამ ეძებენ მტკიცებულებებს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, იქამდეც კი მიდიან, რომ ფოტოებს უღებენ ან იწერენ ძმებისა და დების ხმას ან იღებენ ვიდეოს, ან იყენებენ შეტყუებასა და ცთუნებას მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ასეთ ადამიანებს, აღმოჩენისთანავე, არ უნდა მიეცეთ თავისუფლად მოქმედების საშუალება — ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ ეკლესიიდან. შესაძლოა, აქამდე არ შეხვედრიხართ ასეთ სიტუაციებს, ამიტომ წინასწარ გაფრთხილებთ. ეს ემსახურება თქვენი გაგების გაფართოებას, კაცობრიობის, საზოგადოების, პოლიტიკისა და სამყაროს შეცნობას — ის სწორედ ასეთი ბნელი და ასეთი ბოროტია.
რაც შეეხება ღვთისადმი რწმენის მეცხრე მიზანს — ეკლესიაზე თვალთვალს — ამით სრულდება ძირითად შინაარსზე თანაზიარება. თანაზიარება ყველაფერზე ნათლად იყო? (დიახ.) რა არის ის შინაარსი, რომლის მეთვალყურეობასაც ეკლესიაზე მოთვალთვალეები ისახავენ მიზნად? (ეკლესიის მოძღვრებები, პერსონალის ვითარება, სამუშაო პირობები და ფინანსური სტატუსი.) ძირითადად, ეს ოთხი სფეროა ის, რაც მათ ყველაზე მეტად აღელვებთ. რას მოიცავს ეს ოთხი ასპექტი? ისინი მოიცავს იმას, რაზეც ყველაზე მეტად სწუხან: ეკლესიის არსებობის გავლენას საზოგადოებაზე, ერსა და რელიგიურ სამყაროზე. ისინი ასევე შიშობენ, რომ ეკლესიამ, შესაძლოა, რელიგია საფარველად გამოიყენოს პოლიტიკაში ჩასართავად და მთავრობის დასამხობად, რასაც უდიდეს ფარულ საფრთხედ მიიჩნევენ. ამრიგად, ისინი ახშობენ, დევნიან და კრძალავენ ეკლესიას და აპატიმრებენ მის წევრებს. დიდი წითელი დრაკონის ქვეყანა კრძალავს ყოველგვარ რელიგიურ რწმენას, ზოგიერთი ქვეყანა კრძალავს გარკვეულ რწმენას, ხოლო ქვეყნების უმეტესობას ეშინია ჭეშმარიტების გაბატონების და ეშინია, რომ ხალხი მიიღებს ჭეშმარიტებას, რაც საფრთხეს უქმნის მათ მმართველობას. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად მოქმედებს ღმერთი და გამოხატავს ჭეშმარიტებას რომელიმე ადგილას, და რაც უფრო მეტად აქვს ეკლესიას სულიწმიდის საქმე, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ სხვადასხვა მთავრობამ მათ უთვალთვალოს და მტრულად შეხედოს. ამიტომ, მთავრობები ხშირად აგზავნიან აგენტებს, რომლებიც შენიღბულნი არიან ჭეშმარიტი გზის გამომკვლევ ადამიანებად, რათა შეისწავლონ და ჩასწვდნენ ეკლესიის ვითარებას, ეკლესიის ყველა დინამიკაზე თვალთვალის მიზნით. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ, გაერკვნენ ეკლესიის საქმის ტენდენციებში, რათა დაინახონ, არის თუ არა ეკლესია ჩართული პოლიტიკაში, მონაწილეობს თუ არა რაიმე პოლიტიკურ აქტივობებში ეკლესიის საქმის შესრულების საფარქვეშ, ან აქვს თუ არა რაიმე კავშირი საზღვარგარეთის რელიგიურ ძალებთან, სხვა საკითხებთან ერთად. სწორედ ამის გარკვევა სურთ მათ და სწორედ ეს აღელვებთ. უფრო მეტიც, ეკლესიის ფინანსური მდგომარეობაც არის ის, რისი გარკვევაც მათ სურთ. ისინი ფიქრობენ: „ეს ეკლესია რიცხობრივად გაიზარდა და სწრაფად განვითარდა — საიდან მოდის მათი ფული? რომელი ორგანიზაციები ან მდიდარი ადამიანები იღებენ მათთვის შესაწირს?“ მოკლედ რომ ვთქვათ, არ არსებობს არაფერი, რაზეც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ და მათ არ ეფიქრათ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ბოროტები არიან; ისინი ბოროტი ადამიანები არიან. ეკლესიის ვითარების გარკვევის მათი მცდელობები გამომდინარეობს ეკლესიის არსებობის გამო მათი უდიდესი წუხილიდან, რადგან შიშობენ, რომ ეკლესიამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უფრო მეტ ადამიანზე, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ მმართველობას; სწორედ ეს არის ის, რაც მათ ეკლესიასთან დაკავშირებით აღელვებთ. რაოდენ სამართლიანი ან ლეგიტიმურიც უნდა იყოს ეკლესიის მიერ შესრულებული საქმე, მათ მაინც არ სწამთ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ურწმუნოები, ათეისტები და მატერიალისტები არიან — მატერიალისტებს კი მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლიათ. ეს არის ის ოთხი ვითარება, რომელზეც ისინი სწუხან. ჩვენ ახლახან თანავეზიარეთ ორ პრინციპს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს მას შემდეგ, რაც გავიგეთ ამ ოთხი ვითარების გამო მათი წუხილის მიზეზები და მიზნები. მოკლედ შეაჯამეთ ეს პრინციპები და ისაუბრეთ მათზე. (თუ ისინი არეულობას იწვევენ ეკლესიაში, მაშინ უნდა მოვიშოროთ ისინი ეკლესიიდან; თუ არ იწვევენ არეულობას, მათ გამო თავის შეწუხება არ არის საჭირო.) თუ ისინი არეულობას იწვევენ, ყველგან დაძვრებიან და პანიკას თესავენ, მაშინ მოიშორეთ ისინი დაუნდობლად; თუ ისინი არ იწვევენ არეულობას და ადამიანთა უმრავლესობა ვერ ამჩნევს ან ვერ ამოიცნობს მათ, მაშინ უგულებელყავით ისინი. როგორც კი ისინი ნათლად დაინახავენ, რომ ეს ნამდვილად ეკლესიის საქმეა, წმინდა რელიგიური საქმიანობა და სრულიად არ არის ჩართული პოლიტიკაში, მხოლოდ ამ ფაქტის დადასტურებაც კი აიძულებს მათ, თავისით წავიდნენ. ეს არის ის მიდგომა, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნები იყენებენ რელიგიური ვითარების გასაგებად. ადრეც აღინიშნა, რომ კაცობრიობა ძალიან რთულია. რა არის კაცობრიობის სირთულის მიზეზი? განა ეს კაცობრიობის ბოროტებიდან არ მომდინარეობს? (დიახ.) საიდან იღებს სათავეს კაცობრიობის ბოროტება? რატომ ვამბობთ, რომ კაცობრიობა ბოროტია? იმიტომ, რომ სატანამ კაცობრიობა მეტისმეტად ღრმად გახრწნა. როგორ გამოვთქვათ ეს მარტივი ენით? სატანამ ადამიანები დემონებად აქცია; მთელი კაცობრიობა ეშმაკების მმართველობის ქვეშაა, სადაც მეტისმეტად ბევრი დიდი და პატარა ეშმაკია, ამიტომ ის ადგილები, სადაც ადამიანები იკრიბებიან, დემონების ქალაქებად იქცა. როდესაც ბევრი დემონი იკრიბება ერთად, ვითარება რთულდება; მათ შეუძლიათ, ჩაიდინონ ყოველგვარი ბოროტი საქმე და ჩაერთონ ყოველგვარ საძაგელ საქმიანობაში. რადგან ყველა ეშმაკი ბოროტია და მათ შორის მუდმივად არის შუღლი, და ისინი არასდროს არიან ერთმანეთთან თავსებადნი, ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს. როდესაც ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სწამთ ღმერთი, ერთად იკრიბებიან, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია; ისინი ყველანი მზად არიან, წაიკითხონ ღვთის სიტყვები და იცხოვრონ ეკლესიის ცხოვრებით, და ყველას სიამოვნებს თავისი მოვალეობების შესრულება და სათანადო საქმეებში ჩართვა. ისინი არ მონაწილეობენ მრუდე და საძაგელ საქმიანობებში — მაქსიმუმ, შესაძლოა, გარკვეული გახრწნილება გამოავლინონ. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, მიაღწიონ ხსნას ღმერთის რწმენით. ეშმაკები ვერასდროს გადარჩებიან ღვთისადმი რწმენით, რადგან არ გათეთრდება ყორანი. ეშმაკებს ათწლეულების ან საუკუნეების განმავლობაშიც რომ სწამდეთ ღმერთი, ისინი მაინც არ შეიცვლებიან, რაც ყველასთვის თვალსაჩინო ფაქტია. ახლა ბევრმა ეკლესიამ მოიშორა ისინი, ვინც ეშმაკები არიან, რაც კარგია და სრულად შეესაბამება ღვთის განზრახვებს. ზოგიერთ ეკლესიაში ადამიანთა ნახევარი ეშმაკია, ზოგიერთში კი — უმცირესობა. ადვილია თუ არა ეკლესიის საქმის შესრულება ასეთ ეკლესიებში? რა თქმა უნდა, არა. თუ ეშმაკებს მოვიშორებთ და მხოლოდ გახრწნილ კაცობრიობას დავტოვებთ, ეკლესიის საქმის შესრულება ბევრად უფრო ადვილი გახდება. ყველაზე სავალალო ვითარებაა, როდესაც ზოგიერთ ეკლესიაში ძალაუფლებას ცრუ წინამძღოლები ან ანტიქრისტეები ფლობენ, და ეშმაკები იკავებენ წინამძღოლის როლს; მაშინ ღვთის რჩეული ხალხი ასეთ ეკლესიებში ნამდვილად იტანჯება. მითხარით, შეუძლია თუ არა ძალაუფლების მქონე ცრუ წინამძღოლებს ან ანტიქრისტეებს მშვიდობა და სიხარული მოუტანონ ღვთის რჩეულ ხალხს? ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების ფიქრები და იდეები სრულიად ბოროტია და ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. თუ მათ მხარს უჭერს ათი ან ოცი ცოცხალი დემონი, ასეთ ეკლესიაში ცხოვრება ჰგავს ცხოვრებას ისეთ ადგილას, სადაც დემონები იკრიბებიან, დემონების ბუნაგში, რომელსაც ეშმაკთა მეფე აკონტროლებს; ეს ჰგავს ხორცსაკეპ მანქანაში ცხოვრებას, რაც შფოთვას იწვევს გონებასა და სულში. ფიქრები ყოველდღედაკავებულია ისეთი საკითხებით, როგორებიცაა: ვის ებრძოლო ან ვის დაუპირისპირდე, ვის დაუმეგობრდე და დაუახლოვდე, ვის აარიდო თავი და ვისგან დაიცვა თავი და ა.შ.; არც კი გაქვს მშვიდობიანი გარემო, ცხოვრობ მუდმივ შიშსა და ძრწოლაში, სიმშვიდის ნატამალის გარეშე. განა ეს არ ჰგავს ხორცსაკეპ მანქანაში ყოფნას? (დიახ.) ეს ბოროტი საზოგადოება, ეს ბოროტი კაცობრიობა, ერთნაირად ეპყრობა ყველას და ყველა ჯგუფს თუ ორგანიზაციას, და ყველას მიმართ ერთსა და იმავე მოსაზრებებსა და შეხედულებებს იყენებს. ანალოგიურად, ისინი ეკლესიის მიმართაც კი, რომელიც შედარებით დადებითი ინსტიტუტია, შფოთვას განიცდიან და არც მას ინდობენ. მიუხედავად ამისა, ის, თუ როგორ ვეპყრობით მათ, პრინციპულია, არა?
ღმერთის რწმენის მეცხრე მიზანთან — ეკლესიაზე თვალთვალთან — თანაზიარება ახლა სრულად დასრულდა, და წინამძღოლებისა და მუშაკების მეთოთხმეტე პასუხისმგებლობის პირველი კატეგორიის მთელი შინაარსიც ძირითადად თანაზიარებულია. ეს არის არსებითად ის პუნქტები, რომლებიც ჩვენ გამოვყავით ამ ურწმუნოებისა და ათეისტების ღვთისადმი რწმენის მიზნებთან დაკავშირებით. ბოლოს თანაზიარებული მიზანი შინაარსით ოდნავ განსხვავდება წინა მიზნებისგან. როდესაც ეკლესიაზე მოთვალთვალეები ეკლესიაში აღწევენ, ისინი არ ეძებენ სარჩოს, სტატუსს ან კომფორტს ცხოვრებასა და სამუშაოში, არამედ მოდიან პოლიტიკური მიზნებით. მიუხედავად მათი მიზნებისა, როგორც კი მათ ამოვიცნობთ და მათ ნამდვილ სახეს დავინახავთ, დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები, მოვიშოროთ ან განვდევნოთ ეს ადამიანები, და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ მათი ეკლესიაში დიდხანს დარჩენა. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების მნიშვნელოვანი ამოცანა. ღვთისადმი რწმენის მათი მიზნის საფუძველზე, ამოიცანით და განსაზღვრეთ, ვინ არიან ჭეშმარიტი ძმები და დები — ღვთის რჩეული ხალხი — და ვინ არიან ის სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანები, რომლებიც ეკლესიამ უნდა მოიშოროს ან განდევნოს; დაუყოვნებლად ამოიცანით ეს ბოროტი ადამიანები და შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღეთ შესაბამისი ზომები მათ მოსაშორებლად ან განსადევნად. ეს არის სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანების ამოცნობისა და კატეგორიზაციის პირველი კატეგორია: ღვთისადმი რწმენის მიზანი. ჩვენ დავასრულეთ მასზე თანაზიარება.
II. პიროვნების ადამიანურობაზე დაფუძნებული
ახლა გადავალთ მეორე კატეგორიაზე, რომელიც არის მათი ადამიანურობა. პიროვნების ადამიანურობის გამოვლინებების მეშვეობით, ჩვენ ამოვიცნობთ და განვსაზღვრავთ, ჭეშმარიტად სწამს თუ არა ამ ადამიანს ღმერთი და არის თუ არა იგი შესაფერისი იმისათვის, რომ ეკლესიაში დარჩეს. თუკი მათი ადამიანურობის გამოვლინებებისა და გამოაშკარავებების, აგრეთვე მათი ადამიანურობა-არსების საფუძველზე, ისინი არ არიან ჭეშმარიტი ძმები და დები, არ არიან შესაფერისნი ეკლესიაში დარჩენისთვის, მათი იქ ყოფნა აწუხებს ძმებსა და დებს და — მათი ქცევიდან გამომდინარე — ისინი მიეკუთვნებიან მათ რიგებს, ვინც უნდა მოიცილონ ან განდევნონ ეკლესიიდან, მაშინ ეკლესიამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი გეგმები ამ ადამიანების მოსაცილებლად ან განსადევნად. წინამძღოლთა და მუშაკთა მეთოთხმეტე პასუხისმგებლობის შესახებ თანაზიარება ეხება ყოველგვარი ბოროტმოქმედის მოცილებას ან განდევნას. ადამიანურობის პრიზმიდან თუ შევხედავთ, ამ ადამიანების ადამიანურობა უდავოდ ცუდი და ბოროტია; მარტივი ენით რომ ვთქვათ, ისინი უბრალოდ არანაირ სიკეთეს არ ატარებენ. მათი ადამიანურობის გამოვლინებების საფუძველზე, ისინი უნდა მოსცილდნენ ან განიდევნონ ეკლესიიდან, რათა თავიდან ავიცილოთ ეკლესიაში არევ-დარევის შეტანა და ღვთის რჩეული ხალხის საეკლესიო ცხოვრების ნორმალურ განრიგსა და მათი მოვალეობის აღსრულებაზე გავლენის მოხდენა. მაშ, რომელი გამოვლინებების მეშვეობით ვაფასებთ პიროვნების ადამიანურობას, როგორც კეთილს ან ბოროტს და ამით როგორ ვწყვეტთ, უნდა მოიცილოს თუ განდევნოს ისინი ეკლესიამ? მეორე კატეგორია — ადამიანურობა — შეჯამებისას ასევე მრავალ პუნქტს მოიცავს, მაგრამ მოდით, ჯერ პირველ პუნქტის შესახებ ვიქონიოთ თანაზიარება.
ა. ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების სიყვარული
პირველი პუნქტი ეხება მათ, ვისაც უყვარს ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯებულად წარმოჩენა. თქვენ ყველას, უდავოდ, ხშირად გინახავთ ამ ტიპის ადამიანი. რა არის ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების სიყვარულის უპირველესი გამოვლინება? ეს არის საუბარი პრინციპების გარეშე, გამუდმებით დავების გაღვივება გარკვეული განზრახვებითა და მიზნებით, რასაც უარყოფითი შედეგები მოაქვს. ნათელია, რომ ასეთ ადამიანებს სერიოზული პრობლემები აქვთ მეტყველებისას, რაც მათი ცუდი ხასიათიდან და ადამიანურობის ნაკლებობიდან გამომდინარეობს, და სწორედ ეს უბიძგებს მათ ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯებულად წარმოჩენის სიყვარულისკენ. ამ ტერმინის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, „ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება“ ნიშნავს ხშირად იმის მტკიცებას, რომ ფაქტი არის სიცრუე და პირიქით; ეს არის თეთრის შავად და შავის თეთრად გასაღება და ფაქტების არაჭეშმარიტი დეტალებით შელამაზებაც კი, უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენება, დაუსაბუთებელი განსჯა და საუბარი ისე, როგორც მოესურვებათ. ასეთი ადამიანები მოვლენებს და საგნებს არასდროს წარმოაჩენენ დადებითი კუთხით; რასაც ისინი ამბობენ, არ აღაშენებს ადამიანებს და არავითარი სარგებელი ან დახმარება არ მოაქვს მათთვის. მათთან ურთიერთობის, კონტაქტისა და კომუნიკაციის პროცესში მათი საუბრის მოსმენა ხშირად ადამიანთა გულებს სიბნელესა და ამღვრეულობაში ძირავს, რწმენასაც კი აკარგვინებს მათ, ისე, რომ აღარ აქვთ ღმერთის რწმენის სურვილი და ვეღარ ახერხებენ გონების დამშვიდებას სულიერი პრაქტიკისა და შეკრებების დროს. ისინი ხშირად გონებითა და სულით შეშფოთებულნი არიან იმ მტკიცებებით, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი, აგრეთვე იმ ავსიტყვაობით, რომელსაც ასეთი პირები ავრცელებენ და იწყებენ ყველას უარყოფითად აღქმას და სხვებში მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავენ. ხშირად ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების მოსმენის შემდეგ ადამიანთა ნორმალური აზროვნება შფოთდება, და საგნებზე მათი სწორი შეხედულებებიც კი ირღვევა, რაც ურთულებს მათ იმის ამოცნობას, რა არის სწორი და რა — არა. ისინი, ვისაც ამოცნობის უნარი არ გააჩნია, ხშირად ცდებიან და ცდუნებაში ვარდებიან ისე, რომ ვერც კი აცნობიერებენ ამას, იმ სიტყვების გამო, რომლებსაც ფაქტებისა და სიცრუის დამამახინჯებელი ადამიანები ამბობენ. ისინი ფიქრობენ: „ამ ადამიანებს არავისთვის ზიანი არ მიუყენებიათ, ისინი ნორმალურად ესწრებიან შეკრებებს, ზოგჯერ ქველმოქმედებასაც კი ეწევიან და სხვებს ეხმარებიან, და არავითარი ბოროტება არ ჩაუდენიათ“. თუმცა, ასეთ პირებთან მათი ურთიერთობის შედეგი ხშირად არის ის, რომ ისინი ეფლობიან სწორისა და არასწორის საკითხებში, ეფლობიან ცდუნებაში და ეფლობიან ადამიანებს შორის ემოციურ ქსელებსა და შეუფერებელ პიროვნებათშორის ურთიერთობებში. ეს ადამიანები, რომლებიც ამახინჯებენ ფაქტებსა და სიცრუეს, ხელოვნდებიან ადამიანებს შორის არსებული სათანადო ურთიერთობების არევ-დარევაში და ძირს უთხრიან ადამიანთა გონებაში არსებულ ზოგიერთ წმინდა გაგებას. მათი გადმოსახედიდან, ნებისმიერი პირი, რომელსაც სხვებთან კარგი ურთიერთობა აქვს და მათ ერთმანეთის მხარდაჭერა და დახმარება შეუძლიათ, მათი ფარული თავდასხმებისა და განსჯის სამიზნეები ხდებიან. მსგავსადვე, ვინც თავის მოვალეობას გარკვეული ერთგულებით ასრულებს და მეტ-ნაკლებად იხარჯება, ასევე მათი თავდასხმების სამიზნეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი ან დადებითი შეიძლება იყოს ესა თუ ის საქმე, ისინი მაინც პოულობენ ხერხებს მისთვის სახელის გასატეხად. ისინი ირიბად კიცხავენ ყველაფერს, განიხილავენ ყოველ მოვლენას და ყველა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ. ეს შეხედულებები სულაც არ არის ნამდვილი შეხედულებები; პირიქით, ისინი უაზრობას ლაპარაკობენ, ერთმანეთში ურევენ ჭეშმარიტ ფაქტებსა და სიცრუეს და თეთრს შავად ასაღებენ; რაიმე მიზნის მისაღწევად, ადამიანებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ან გარკვეული პირებისთვის ცილის დასაწამებლად ისინი იქამდეც კი მიდიან, რომ განზრახ და დაურიდებლად იგონებენ ამბებს ფაქტების ყალბი დეტალებით შელამაზებითა და უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებით და არაფრისგან რაღაცას თხზავენ. ისინი, ვინც არ იცნობენ ფაქტებს, უსმენენ მათ საუბარს და ფიქრობენ, რომ მათი მტკიცებები გონივრულად ჟღერს და შეუძლებელია სიცრუე იყოს და ამგვარად შემცდარი აღმოჩნდება. ამ ტიპის ადამიანები, რომლებსაც უყვართ ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება, ირიბად კიცხავენ ნებისმიერ დადებით მოვლენას. ეს განა იმიტომ ხდება, რომ მათ სამართლიანობის გრძნობა გააჩნიათ? (არა.) ისინი უპირისპირდებიან და პატივს არ სცემენ მათ, ვინც აქტიურად ასრულებს თავის მოვალეობას, ვინც ერთგულია, ვინც ენთუზიაზმით იხარჯება და ვისაც სინდისი და გონიერება გააჩნია. მაშ, რა არის ამ ადამიანების მოურიდებელი ლაპარაკის მიზეზი? სად იმალება ამის ფესვები? რატომ უყვართ მათ მუდამ ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება? (იმიტომ, რომ მათი ადამიანურობა ცუდია.) სწორია; ეს ცუდი ადამიანურობის ბრალია. მათი ადამიანურობა რომ კეთილი ყოფილიყო, ისინი არ დაამახინჯებდნენ ფაქტებსა და სიცრუეს. საუბარი სინდისსა და გონივრულობას უნდა ეფუძნებოდეს; არ შეიძლება ყოველ ნაბიჯზე დამახინჯებული თეორიებისა და მწვალებლური აზრების ფრქვევა. ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების ფესვი ცუდი ადამიანურობაა. რასაც ასეთი ადამიანები ამბობენ, ყველაფერს ღვარძლიანი ტონი დაჰკრავს; რბილად რომ ვთქვათ, ისინი სხვებს განიკითხავენ, მაგრამ სინამდვილეში, მათ სიტყვებში იგრძნობა დაგმობისა და დაწყევლის ბოროტი განზრახვა, აგრეთვე წაქეზების, შურის, ურჩობისა და სიძულვილის ნიშნები, და წაქცეულზე ფეხის დაბიჯების სურვილიც კი გამოსჭვივის. მოკლედ რომ ვთქვათ, სწორედ ეს არის ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების მათი ძირითადი მახასიათებლები. ამ მახასიათებლების გარდა, ასეთ პირებს კიდევ ერთი საერთო თვისება აერთიანებთ: მათ სძულთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ის, რაც თავად აკლიათ და დასცინიან მათ, ვისაც არ გააჩნია ის, რაც თავად აქვთ. კეთილია მათი ადამიანურობა? (არა.) ამ ტიპის ადამიანებს, რომლებსაც სძულთ ისინი, ვისაც აქვს ის, რაც თავად აკლიათ და დასცინიან მათ, ვისაც არ გააჩნია ის, რაც თავად აქვთ, შურთ ყველასი, ვინც მათზე უკეთესია; ზურგს უკან ლაპარაკობენ მათზე, განიკითხავენ და გმობენ მათ; ხოლო თუ ვინმე მათზე სუსტია, ქედმაღლურად დასცინიან, მუდამ მზად არიან აბუჩად აიგდონ, მასხრად აიგდონ და დაამცირონ ეს ადამიანი. მათ არ შეუძლიათ რომელიმე საკითხის სწორად აღქმა ან მისდამი ყველაზე ელემენტარული ადამიანური მორალის საფუძველზე მიდგომა. მათ არ მოეთხოვებათ ვინმესთვის კურთხევის ან სიკეთის უსურვება, არც იმის ნატვრა, რომ ყველაფერი მათი სურვილისამებრ წარიმართოს, ან სწორი გზით იარონ; მაგრამ, სულ მცირე, სხვები ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე, ობიექტურად მაინც უნდა შეაფასონ — თუმცა ისინი ამასაც კი ვერ ახერხებენ. რა არის ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების მათი ძირითადი მიზეზი? ნათელია, რომ მათი საუბრიდან, სხვების მიმართ მათი დამოკიდებულებიდან, აგრეთვე მათი ზრახვებიდან და გულის სიღრმეში სხვებისადმი მოპყრობის მანერიდან აშკარად ჩანს, რომ ამ ტიპის ადამიანების ადამიანურობა ბოროტგანზრახულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანები ფაქტებისა და სიცრუის დასამახინჯებლად მხოლოდ ენას იყენებენ, ამ ქმედებების მიღმა იმალება ის შედეგები და მიზნები, რომელთა მიღწევაც მათ სურთ, აგრეთვე გულის სიღრმეში არსებული მათი ჭეშმარიტი შეხედულებები და დამოკიდებულებები ადამიანებისა და მოვლენების მიმართ. დროებით გვერდზე გადავდოთ ის საკითხი, კარგად ესმით თუ არა ჭეშმარიტება მათ, ვისაც ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება უყვარს, და არიან თუ არა ისინი ჭეშმარიტების მოყვარული ადამიანები; მათი ადამიანურობის ამ თვისებიდან გამომდინარე — რაც ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების სიყვარულში მდგომარეობს — შეუძლიათ კი მათ რაიმე კარგი ან დადებითი გავლენა მოახდინონ ეკლესიაში მყოფ და-ძმებზე? (არა.) აბსოლუტურად არა!
მოდით, განვიხილოთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, რათა ვნახოთ, რა გამოვლინებები აქვთ მათ, ვინც ფაქტებსა და სიცრუეს ამახინჯებს. ვთქვათ, მაგალითად, არის და, რომლის ოჯახიც ძალიან შეძლებულია, მაგრამ სახარების საქადაგებლად და ღვთისთვის მოწმობის გასაცემად, მან უარი თქვა ხორციელ სიამოვნებებზე და სახლი თავისი მოვალეობის აღსასრულებლად დატოვა. მითხარით, როგორ შეხედავდნენ ნორმალური ადამიანები ამ სიტუაციას? განა არ აღფრთოვანდებოდნენ და კეთილი შურით არ შეშურდებოდათ მისი? სულ მცირე, ისინი იფიქრებდნენ, რომ ეს და დასაფასებელია და მისაბაძი მაგალითია იმის გამო, რომ შეუძლია ხორციელი სიამოვნებების მსხვერპლად გაღება, რათა თავისი მოვალეობები შეასრულოს. მაგრამ რას ამბობენ მასზე ისინი, ვისაც ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება უყვარს? ისინი ამბობენ: „ის უარს ამბობს მდიდარი ადამიანის ცხოვრებაზე, რათა გარეთ გავიდეს და მთელი დღე სახარება იქადაგოს; ასე თუ გააგრძელებს, ადრე თუ გვიან ქმარი სახლიდან გამოაგდებს! განა ღმერთის რწმენა მხოლოდ კურთხევის მიღებასა და სიამოვნებას არ ნიშნავს? შეხედეთ მას, აქვს კურთხევა, მაგრამ არ იცის, როგორ დატკბეს მისით, მიატოვა ოჯახი და კარიერა, რათა მთელი გულით შეასრულოს თავისი მოვალეობა; განა ეს სისულელე არ არის? ჩემი ოჯახი ასეთი მდიდარი რომ ყოფილიყო, მე უბრალოდ სახლში დავტკბებოდი ცხოვრებით“. მითხარით, არის კი ამ სიტყვებში თუნდაც ერთი წინადადება, რომელიც ადამიანურობას შეესაბამება და სხვებს აღაშენებს? (არა.) ისინი, ვისაც ამოცნობის უნარი გააჩნია, ამის მოსმენისას იფიქრებდნენ: „განა ეს ფაქტების დამახინჯება არ არის? მორწმუნისთვის თავისთავად დადებითი რამ არის ყველაფრის მიტოვება ღვთისათვის თავის გასაღებად და მატერიალური სიამოვნების უძიებლობა, ისინი კი ამას გმობენ“. თუ ამას ამოცნობის უნარის არმქონე ვინმე მოისმენს, ის შემცდარი აღმოჩნდება და შეშფოთდება; მისი ენთუზიაზმი ღვთისადმი რწმენის მიმართ, აგრეთვე მისი შემართება, რომ მიატოვოს ყველაფერი და გაიღოს თავი მოვალეობის შესასრულებლად, მყისიერად და სერიოზულად შეირყევა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების მოყვარულთა სიტყვები ცოტაა, უარყოფითი გავლენა, რომელსაც ისინი სხვებზე ახდენენ, მნიშვნელოვანია და საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გარკვეული დროით ნეგატიურ მდგომარეობაში ჩავარდეს და ძალების აღდგენა ვერ შეძლოს. განა ასე არ არის? (დიახ.) მხოლოდ რამდენიმე ერთი შეხედვით დამაჯერებელ სიტყვას შეუძლია ზოგიერთი ადამიანის მოწამვლა მათი მოსმენისთანავე. რაზე მეტყველებს ეს იმ ადამიანების ადამიანურობის შესახებ, ვისაც ასეთი შხამიანი სიტყვების თქმა შეუძლია? (ეს ცუდია.) არის კი მათ სიტყვებში რაიმე წინადადება, რომელიც მოსმენის შემდეგ ვინმეს რწმენას გაუძლიერებდა? (არა.) რა არის ეს სიტყვები? ზოგადად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ურწმუნოთა სიტყვებია; არცერთი წინადადება არ უნდა ითქვას მათ მიერ, ვინც ღმერთს მიჰყვება. უფრო კონკრეტულად კი, ამ ადამიანების მიერ წარმოთქმული არცერთი წინადადება არ ასახავს არანაირ ადამიანურობას. რას ნიშნავს ადამიანურობის ნაკლებობა? ეს ნიშნავს მორალის ნაკლებობასაც კი. რას ნიშნავს მორალის ნაკლებობა? დას აქვს კარგი საცხოვრებელი პირობები და ჰყავს მდიდარი ოჯახი, და როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება? არის ეს მხოლოდ შური, რომელსაც კეთილი სურვილები მოსდევს და შემდეგ ამის დავიწყება? (არა.) მაშ, როგორია მათი დამოკიდებულება? შური, აღშფოთება, წყენა და გულში დრტვინვა: „იმსახურებს კი ის ამდენ ფულს? მე რატომ არ მაქვს ამდენი ფული? რატომ აკურთხებს ღმერთი მას და არა მე?“ და მდიდარი და შეძლებულია, ამიტომ ისინი შურსა და სიძულვილს გრძნობენ, ყოველგვარი გულწრფელი აღფრთოვანების ან კეთილი სურვილის გარეშე. ეს მიუთითებს ყველაზე ელემენტარული მორალის სრულ არარსებობაზეც კი. და მდიდარია, ამიტომ ისინი სიძულვილს იდებენ გულში, თითქმის იქამდეც კი მიდიან, რომ ცდილობენ გაძარცვონ ან მოტყუებით გამოსძალონ მას ქონება. გარდა ამისა, ეს და მდიდარ ოჯახში ცხოვრობს, თუმცა შეუძლია მიატოვოს კარგი საცხოვრებელი პირობები და მატერიალური კომფორტი, რათა წავიდეს და თავისი მოვალეობა შეასრულოს; ღმერთის მორწმუნისთვის ეს მისალოცი ამბავია, ეს აღფრთოვანებისა და კეთილი შურის ღირსია. ადამიანები მას სიკეთეს უნდა უსურვებდნენ, ცდილობდნენ მასთან დაახლოებას და მისთვის მიბაძვას. თუმცა, აქვთ კი რაიმე მსგავსი სათქმელი ამ ადამიანებს, ვისაც ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება უყვარს? (არა.) როგორ ლაპარაკობენ ისინი? თითოეული წინადადება აღბეჭდილია უხეში სიტყვებითა და სიძულვილის ნიშნებით. რატომ შეუძლიათ ასე ლაპარაკი? იმიტომ, რომ ისინი უკმაყოფილონი და იმედგაცრუებულნი არიან საკუთარი მდგომარეობით, გულში წყენას იდებენ და ამიტომ თავიანთ ბრაზს ამ მდიდარ დაზე ანთხევენ. როგორც ღმერთის მორწმუნე, ადამიანი განსაკუთრებით უნდა აფასებდეს, აღფრთოვანდებოდეს, სწავლობდეს და ბაძავდეს მათ, ვისაც შეუძლია, აქტიურად შეასრულოს თავისი მოვალეობა და ეძიოს ჭეშმარიტება. ნაცვლად იმისა, რომ ისწავლონ დის ძლიერი მხარეებისგან საკუთარი სისუსტეების კომპენსირების მიზნით, ეს ადამიანები დასცინიან მას, როგორც სულელს, და იმედოვნებენ კიდეც, რომ ქმარი გაეყრება მას; ისინი ელოდებიან, რომ მის დაცემას იხილავენ. იმ დას მართლაც რომ გაჰყროდა ქმარი, განა ისინი არ იგრძნობდნენ კმაყოფილებას? განა მათი სურვილი არ შესრულდებოდა? ეს ასახავს მათ ნამდვილ გრძნობებს, აგრეთვე მათ განზრახვასა და მიზანს. ისინი სხვებს სიკეთეს არ უსურვებენ; როდესაც ხედავენ ვინმეს, ვინც კარგად არის ან მათზე უკეთესია, ეს მათ შურითა და წყენით ავსებს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერია სხვისი რწმენა ღვთს მიმართ, თუ ის ადამიანი მათზე უკეთესია, ეს მათთვის უბრალოდ მიუღებელია. მათ სრულიად აკლიათ ადამიანურობა და არ ძალუძთ კურთხევის ან აღშენების ერთი სიტყვის თქმაც კი. რატომ არ შეუძლიათ ასეთი სიტყვების თქმა? იმიტომ, რომ მათი ადამიანური ბუნება მეტისმეტად ბოროტია! საქმე ის კი არ არის, რომ ლაპარაკი არ სურთ, ან შესაფერისი სიტყვები არ ჰყოფნით; არამედ ის, რომ მათი გულები სავსეა შურით, წყენითა და აღშფოთებით, რაც მათთვის შეუძლებელს ხდის კურთხევის სიტყვების წარმოთქმას. მაშასადამე, შეიძლება თუ არა, რომ ის ფაქტი, რომ მათი გულები სავსეა ასეთი გახრწნილი რამეებით, მიუთითებდეს იმაზე, რომ მათი ადამიანურობა ბოროტგანზრახულია? (დიახ.) შეიძლება. რადგან ისინი ავლენენ ასეთ გახრწნილ ხასიათს, სხვებისთვის ადვილი ხდება მათი გარჩევა და სხვებს შეუძლიათ, დაინახონ მათი გახრწნილი არსი.
მოდით, განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. იყო ერთი და, რომელიც ღვთის რწმენამდე მუდმივ კონფლიქტში იყო თავისი მაზლის ცოლთან. მოგვიანებით, ორივემ ირწმუნა ღმერთი და ღვთის სიტყვების ჭამა-სმის მეშვეობით, ზოგიერთი ჭეშმარიტება გაიგეს. მათ გააცნობიერეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ თავად და როგორ უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა სხვებთან. როდესაც მათი გახრწნილება გამოაშკარავდა, მათ შეძლეს ერთმანეთისთვის გულის გადაშლა და საკუთარი თავის შეცნობის მცდელობა, რამაც მათი ურთიერთობა სულ უფრო ჰარმონიული გახადა. ზოგიერთ ადამიანს შეშურდებოდა მათი და იტყოდა: „შეხედეთ მათ, მთელ ოჯახს სწამს ღმერთი და რძლები ნამდვილი დებივით არიან. განა ეს ყველაფერი ღმერთის რწმენის გამო არ არის? არამორწმუნეთა ოჯახები საერთოდ ვერ ეწყობიან ერთმანეთს, მუდამ ჩხუბობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს, ერთი დედის შვილებიც კი. მორწმუნეები ბევრად უკეთესები არიან; თუნდაც რძლები ნამდვილი დები არ იყვნენ, სანამ მათ სწამთ ღმერთი, აქვთ საერთო მიზნები, მიჰყვებიან ერთსა და იმავე გზას და აქვთ საერთო ენა, ისინი სულიერად შესატყვისნი არიან, რაც მშვენიერია!“ ეს აჩვენებს, რომ ისინი, ვისაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთი, განსხვავდებიან არამორწმუნეებისგან. სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები ერთიანდებიან საერთო მიზნებითა და მისწრაფებებით და შესატყვისნი არიან ღვთის სახლში და ღვთის წინაშე. ამის თქმის მიზანია, ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არის ღვთის სიტყვებისა და საქმის შედეგი, მადლი, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანებს. ეს არის ის, რაც არამორწმუნეებს არ გააჩნიათ და რითაც ვერ დატკბებიან. სულ მცირე, ამის მოსმენის შემდეგ ადამიანი იგრძნობდა, რომ ღვთისადმი რწმენა კარგია და დადებითი შთაბეჭდილება შეექმნებოდა ღვთისადმი რწმენაზე. მაგრამ მოუსმინეთ, რას ამბობს ამაზე ის ადამიანი, ვისაც ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება უყვარს: „ჰმ! შენ შეიძლება ხედავდე, რომ ეს რძლები გარეგნულად თითქოს კარგად ეწყობიან ერთმანეთს და შეკრებებზე ჰარმონიულად არიან — მაგრამ განა ზოგჯერ არ კამათობენ ხოლმე? შენ არ იცი, ადრე როგორ საშინლად ჩხუბობდნენ!“ სხვები ამბობენ: „მათი წარსული დავები და კამათი იმის ბრალი იყო, რომ არ სწამდათ ღმერთი და არ ესმოდათ ჭეშმარიტება. ახლა ისინი შესანიშნავად ეწყობიან ერთმანეთს! ეს იმიტომ ხდება, რომ ახლა ორივეს სწამს ღმერთი, ესმით ზოგიერთი ჭეშმარიტება, შეუძლიათ ერთმანეთთან გულის გადაშლა თანაზიარებისას, იციან საკუთარი გახრწნილების შესახებ და ხშირად ერთად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ჯერ კიდევ არის გარკვეული უთანხმოება, ზოგადად შეუძლიათ ერთმანეთთან შეცდომების აღიარება და ყველაფერზე ერთმანეთისთვის რჩევის კითხვა. ეს არის ის, რასაც ვერცერთი არამორწმუნე ვერ მიაღწევს, სისხლით ნათესავებთანაც კი“. თუმცა, ადამიანი, რომელიც ფაქტებსა და სიცრუეს ამახინჯებს, ამბობს: „რომელ ოჯახში არ არის ჩხუბი? რძლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ღვიძლი დებიც კი ჩხუბობენ, არა? ის ჰარმონია, რომელიც ახლა თითქოს აქვთ, მხოლოდ სხვების დასანახად დადგმული სპექტაკლია. როგორც კი მათი მამამთილი მოკვდება, არ მჯერა, რომ მემკვიდრეობის გამო არ იჩხუბებენ! განა ღვთისადმი რწმენა მხოლოდ სურვილი, ერთგვარი სულიერი ნუგეში არ არის? ნუთუ მართლა შეეძლოთ ამის გამო ამდენ სიმდიდრეზე უარის თქმა? გამორიცხულია!“ არის კი ამ სიტყვებში თუნდაც ერთი განცხადება, რომელიც ფაქტებს შეესაბამება? არის კი მათში ადამიანებისთვის კეთილდღეობის სურვილი, რაიმე კურთხევა? (არა.) არის კი რაიმე, რაც გამოხატავს პირად განწყობას, რომ ღვთისადმი რწმენა მართლაც კარგია, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ სხვებიც ისევე ტკბებიან ღვთის მადლით, როგორც თავად? (არა.) მათი გადმოსახედიდან, ვინც ფაქტებსა და სიცრუეს ამახინჯებს, ძმებსა და დებს შორის მომხდარი ეს პიროვნული გარდაქმნები სრულიად ყალბია; ჭეშმარიტების შეძენა და ხასიათის ცვლილებები, რომლებიც ღვთისადმი რწმენიდან მომდინარეობს, ყალბია; მათ არ სჯერათ, რომ ღმერთს შეუძლია ადამიანების განწმენდა, რომ ღმერთს შეუძლია ადამიანების შეცვლა. მათი სიტყვებიდან შეიძლება დავინახოთ არა მხოლოდ მათი თვითნებური განკითხვა, სიძულვილი და ადამიანების წყევლა, არამედ მათი ურწმუნოება და იმ შედეგის უარყოფა, რომელსაც ღვთის საქმე და სიტყვები აღწევს ადამიანებში. რძლები კარგ ურთიერთობაში არიან და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლობასა და მოთმინებას იჩენენ, როდესაც ერთად არიან, და ეს მათი ღმერთისადმი რწმენის შედეგია. ეს ადამიანი, რომელსაც ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება უყვარს, გულში დისკომფორტსა და უკმაყოფილებას გრძნობს, ამიტომ ყოველგვარი ხერხით ცდილობს რძლებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას და ბედნიერია, თუ შეძლებს, ისე გააკეთოს, რომ რძლებმა შეხვედრისას იკამათონ და იჩხუბონ. როგორი ქცევაა ეს? როგორი მენტალიტეტია? მათი მენტალიტეტიდან გამომდინარე, განა ეს გარკვეულწილად უკუღმართობა არ არის? (დიახ.) მათი ქცევის თვალსაზრისით, განა ეს საზარელი არ არის? (დიახ.) თუმცა ამ ტიპის ადამიანები კვლავაც მონაწილეობენ საეკლესიო ცხოვრებაში და მათ შორის, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს, არცთუ ისე ცოტაა ასეთი ადამიანი. ასეთ ადამიანებზე ხშირად ამბობენ, რომ მათ „შხამიანი ენა“ აქვთ. სინამდვილეში მხოლოდ მათი ენა კი არ არის შხამიანი; მათი შინაგანი სამყარო წარმოუდგენლად ბნელი და შხამიანია! როგორი კარგი გამოცდილებითი დამოწმებაც არ უნდა გააზიარონ ძმებმა და დებმა, მათ თვალში ეს ყველაფერი ხელოვნური და გამოგონილია, და მათში არაფერია განსაკუთრებული. ვისშიც არ უნდა აღასრულოს ღმერთმა განკითხვისა და გაკიცხვის საქმე, რასაც მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს, ისე, რომ მათ შეუძლიათ ფეხზე წამოდგომა, საკუთარი გამოცდილების გაზიარება და ღვთისთვის მოწმობის გაცემა — გულის სიღრმეში ეს ადამიანები აბუჩად იგდებენ ამას და იფიქრებენ: „რა არის ამაში ასეთი დიადი? ამდენი ქადაგების მოსმენის შემდეგ, განა ნებისმიერ ადამიანს არ ექნებოდა გარკვეული გაგება? შენ უბრალოდ წერ გამოცდილებითი დამოწმების სტატიას და კმაყოფილი ხარ, საკუთარ თავს მძლეველად მიიჩნევ? მინდა ვნახო, კვლავაც იწუწუნებ თუ არა ღმერთზე, როდესაც მომავალში საქმეები ცუდად წაგივა. ღმერთმა რომ შვილი წაგართვას, მინდა ვნახო, იტირებ თუ არა და შეძლებ თუ არა მაშინაც ღმერთის რწმენას!“ რას ფიქრობთ, რით არის სავსე მათი გულები? განა ეს არ არის სურვილი, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგეს, და შიში იმისა, რომ ადამიანები სწორი გზით ივლიან? მოკლედ რომ ვთქვათ, რაც არ უნდა მოხდეს ვინმეს ოჯახში, მათ აუცილებლად უნდა გააკეთონ რაიმე კომენტარი ამაზე, მაგრამ რასაც არ უნდა ამბობდნენ, ამ ადამიანებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, კერძოდ ის, რომ მათ არ სურთ ვინმე კარგად იყოს — ისინი ყველაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს მათ არავითარი ღირსება არ გააჩნდეთ; მათ ახარებთ სხვებზე იმგვარი ლაპარაკი, თითქოს ისინი ნაგავი ყოფილიყვნენ, და მუდამ ხარობენ სხვების უბედურებით. თუ ვინმეს მდიდარი ოჯახი ჰყავს, მათ შურთ, ბრაზდებიან და სძულთ იგი, მუდამ წუწუნებენ გულში და ნატრობენ, რომ ღმერთმა წაართვას ამ ადამიანს სიმდიდრე და ის მადლი, რომლითაც ტკბება, და მათ უბოძოს. ამ ადამიანების მიერ ზურგს უკან ნათქვამი საყვედურების მოსმენა აუტანელია. ჰგვანან კი ისინი რაიმეთი ღმერთის მორწმუნეებს? რა თქმა უნდა, ამ ტიპის ადამიანები შენიღბვაშიც დახელოვნებულნი არიან. რაც არ უნდა ბოროტგანზრახული ან ბნელი იყოს მათი გული, შეკრებებზე ძმებისა და დების თანდასწრებით, ისინიც თანაზიარებაში იტყვიან თავიანთ გაგებასა და შეხედულებებს, გადმოაფრქვევენ მაღალფარდოვან მოძღვრებებს საკუთარი თავის შესანიღბად და „დიდებულ“, კეთილ იმიჯს შეიქმნიან. თუმცა სხვების ზურგს უკან ისინი არც ლაპარაკობენ და არც იქცევიან ადამიანებივით. ადამიანთა უმეტესობა, თუ არ ჰქონია ურთიერთობა ამ პირებთან და არ იცის მათი ნამდვილი გამოვლინებები ან ის, თუ რა იმალება მათი გულის სიღრმეში, და მხოლოდ ის აქვს მოსმენილი, თუ როგორ სწორად ლაპარაკობენ ისინი შეკრებებზე, ვერ აღმოაჩენს, თუ რაოდენ საძაგელი ან სასტიკია მათი ადამიანურობა, ან რაოდენ მდაბალია მათი ზნეობა, და მათზე კარგსაც კი იფიქრებს. მხოლოდ მათთან მეტი დროის გატარებისა და ფარულად მათ ცხოვრებაში მათი ქმედებებისა და ქცევების გაგების შემდეგ, ადამიანები თანდათანობით იწყებენ მათ ამოცნობას და შეზიზღებას. ამიტომ ვინმეს ამოცნობა არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ სასიამოვნო სიტყვებს, რომლებსაც ისინი შეკრებებზე ამბობენ; ადამიანი ასევე უნდა დააკვირდეს მათ ქმედებებსა და სიტყვებს მათ ცხოვრების სცენის მიღმა, რათა ჩაწბდეს მათ არსსა და ნამდვილ სახეს.
გარდა იმისა, რომ ადამიანებივით არ ლაპარაკობენ, იმ ტიპის ხალხს, ვისაც ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება უყვარს, კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს: მათ სურთ კომენტარი გააკეთონ ყველასა და ყველაფერზე, მათზეც კი, ვისაც არ იცნობენ ან ვისთანაც არასდროს ჰქონიათ ურთიერთობა, და სხვების ცხოვრებაში ყველაზე წვრილმან საკითხებსაც კი არ ტოვებენ უყურადღებოდ. მათი კომენტარების შედეგი ის არის, რომ რაც უნდა დადებითი იყოს ესა თუ ის საქმე, მათ ლაპარაკში ის უარყოფითად მახინჯდება; რაც უნდა მართებული იყოს რამ, ის უარყოფითად მრუდდება, როდესაც მათ საძაგელ ბაგეებს წარმოსცდება. ეს მათ აბედნიერებს, რაც საშუალებას აძლევთ, კარგად ჭამონ და მშვიდად იძინონ. მითხარით, რა ჯურის არსებაა ეს? მაგალითად, თუ ზოგიერთ ძმებსა და დებს ამ წელს კარგი შემოსავალი ჰქონდათ და ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაში არიან — და სწირავენ ცოტა მეტს, მეათედზე მეტს — მათ შურთ და ამბობენ: „წელს რატომ სწირავთ ამდენს? ღმერთი ადამიანის სიკეთესა თუ ბოროტებას იმის მიხედვით არ განსაზღვრავს, თუ რამდენს სწირავ შენ. რა აზრი აქვს შენს მონდომებას? ღმერთის სახლს ფული არ აკლია“. უსიამოვნო სიტყვები კვლავაც ამოტივტივდა, განა ასე არ არის? ვინც უნდა გააკეთოს რაიმე მართებული, ან ისეთი რამ, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება, მათთვის ეს მიუღებელია და გულში უკიდურეს ზიზღს გრძნობენ. ისინი ყოველგვარი ხერხით ცდილობენ შენზე უპირატესობის მოპოვებას, ეძებენ მიზეზებს შენზე თავდასასხმელად, შენს დასადანაშაულებლად და დასაგმობად, სანამ არ დაგცემენ და დადებითობას არ გამოგაცლიან, ისე, რომ სრულიად დაბნეულს დაგტოვებენ, რათა ვეღარ შეძლო იმის გარჩევა, თუ რა არის სწორი და რა არა. შემდეგ ისინი გულიანად იცინიან, შინაგანად დაგცინიან შენ და თავისთვის ამბობენ: „მხოლოდ ეს ყოფილხარ და კიდევ გამოცდილებით დამოწმებაზე საუბრობ!“ ეს არის ეშმაკი, რომელიც თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს, განა ასე არ არის? განა ეს სატანის მსახურის, ანტიქრისტეს სიტყვები არ არის? (დიახ.) რაც უფრო მეტს ვსაუბრობ ამ ტიპის ადამიანზე, მით უფრო ვბრაზდები და მეტ ზიზღს ვგრძნობ. შეგხვედრიათ ოდესმე ასეთი პირები? მიუხედავად მათი გარეგნობისა თუ სახის ნაკვთებისა, როდესაც ისინი ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯებას აპირებენ, მათი გამომეტყველება უცნაური ხდება: ტუჩები ებრიცებათ, თვალები უელმდებათ, სხვებს თვალებში ვეღარ უყურებენ და ზოგიერთი ადამიანის ნაკვთები თითქოს ადგილსაც კი იცვლის. ეს არის შენთვის გამოგზავნილი სიგნალი, რომელიც გეუბნება, რომ ისინი ადამიანებივით ლაპარაკს აღარ აპირებენ. მაშინ რას აკეთებ შენ? იღებ ამ სიგნალს თუ ბლოკავ მას? (ვბლოკავ.) შენ უნდა ჩამოშორდე მათ და უთხრა: „ნუ ლაპარაკობ; არ მინდა ამის მოსმენა. შენ ზედმეტად ბევრს ავსიტყვაობ. თუ ადამიანურად საუბარს არ აპირებ, მაშინ შორს დაიჭირე თავი ჩემგან. არ მინდა, შენი არევ-დარევის მსხვერპლი გავხდე; არ მინდა, ამ შეუფერებელ პიროვნებათშორის ურთიერთობებში გავება, შენნაირ ადამიანს ყურადღებას არ მივაქცევ“. დააკვირდით და ნახეთ, ვის უყვარს თქვენ შორის ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება, ვის აქვს ასეთი ქცევა და შემდეგ სწრაფად გაეცალეთ მათ. რა არის ამ პირთა ადამიანურობის მახასიათებელი? ეს არის შხამიანი საუბარი, ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „შხამიანი ენის“ ქონა. მათი შხამიანი სიტყვების გამოაშკარავებით თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ის სხვადასხვა განცხადება, რომელსაც ისინი ავრცელებენ; მათი განცხადებების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მათი შინაგანი სამყარო და ზუსტად განსაზღვროთ, თუ როგორია მათი ადამიანურობა-არსება და არიან თუ არა ისინი ბოროტმოქმედნი. ამ ტიპის ადამიანები, რომლებსაც უყვართ ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება, იმ სხვადასხვა სიგნალისა და განცხადების მეშვეობით, რომლებსაც ისინი ავრცელებენ, სხვებს საშუალებას აძლევენ, მკაფიოდ შერაცხონ ისინი ბოროტმოქმედებად. ამ ტიპის ადამიანები სრულად აკმაყოფილებენ მოცილების ან განდევნის სტანდარტს; მათ მიმართ არავითარი წყალობა არ უნდა არსებობდეს. ისინი მოცილებულ უნდა იქნან და არ უნდა მიეცეთ ეკლესიაში არევ-დარევის გამოწვევის უფლება.
ჩვენ ახლახან თანავიზიარეთ იმ ტიპის ადამიანების მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც უყვართ ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება, და ღვთისადმი მათი რწმენის სიტუაციიდან და მათი ადამიანურობის გამოვლინებებიდან აშკარა უნდა იყოს, რომ ისინი წარმოადგენენ ადამიანის იმ ტიპს, რომელიც ჭეშმარიტებისადმი ზიზღით არის განწყობილი და რომელსაც არ უყვარს ჭეშმარიტება. მათი ადამიანურობა იმდენად მწირია, რომ ისინი გონიერებას მოკლებულნი არიან და ყველაზე ელემენტარული ადამიანური მორალიც კი არ გააჩნიათ; უბრალოდ მათ კონკრეტულ შემთხვევაში მათი მწირი ადამიანურობის მახასიათებელი ის არის, რომ მათ განსაკუთრებით უყვართ ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება. მათ მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან ადამიანს შეუძლია, დააკვირდეს მათი ადამიანურობის მახასიათებელსა და მათ ადამიანურობა-არსებას; ნათელია, რომ ამ ტიპის ადამიანები მწირი ადამიანურობის მქონე პირები არიან. რა დონემდეა მათი ადამიანურობა მწირი? ის იმდენად მწირია, რომ ბოროტებას წარმოადგენს, რითაც ისინი ბოროტმოქმედთა კატეგორიაში ექცევიან. ეს იმიტომ ხდება, რომ სიტყვები, რომლებსაც ისინი ჩვეულებრივ ამბობენ, არ არის მხოლოდ დროდადრო წუწუნი და მცირეოდენი შურის გამოხატვა, ან დროდადრო მცირეოდენი ადამიანური სისუსტის ჩვენება; მათი გამოვლინებები არ წარმოადგენს ჩვეულებრივ, რიგით გახრწნილ ხასიათს, არამედ საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი შეიძლება ბოროტმოქმედებად შეირაცხონ. ეს არის ადამიანის პირველი ტიპი: ისინი, ვისაც ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება უყვარს.
ბ. უპირატესობის გამოყენების სიყვარული
ადამიანების მეორე ტიპს წარმოადგენენ ისინი, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვარს. ზოგიერთ ადამიანს ნამდვილად აქვს წარმოდგენები, როდესაც საქმე უპირატესობის გამოყენების სიყვარულის შესახებ თანაზიარებას ეხება და ფიქრობს: „რომელ გახრწნილ ადამიანს არ უყვარს უპირატესობის გამოყენება? ეს ადამიანის ბუნებაა; თუ ეს ბოროტების ჩადენა არ არის, რა არის ასეთი სერიოზული მცირე უპირატესობის გამოყენებაში?“ უპირატესობის გამოყენების სიყვარული, რომლის შესახებაც აქ თანაზიარება გვაქვს, სცდება ნორმალური ადამიანების მიერ უპირატესობის გამოყენების სიყვარულის ფარგლებს — ის ბოროტების დონეს აღწევს. ეკლესიაში ამ ტიპის საკმაოდ ბევრი ადამიანი უნდა იყოს, ან სულ მცირე, მათი გარკვეული ნაწილი მაინც. იმ საბაბით, რომ „ჩვენ ყველანიძმები და დები ვართ“, ისინი ყველგან იყენებენ უპირატესობას: უპირატესობას ძმებსა და დებს შორის, ღვთის სახლსა და ეკლესიაში. რა უპირატესობებს იყენებენ ისინი? მაგალითად, თუ მათ ოჯახს სახლის ყიდვა სჭირდება, მაგრამ საკმარისი ფული არ აქვთ, ისინი არ მიმართავენ ნათესავებს ან მეგობრებს მის სასესხებლად და არც ბანკში მიდიან სესხის ასაღებად; ისინი სესხულობენ ძმებისგან და დებისგან ისე, რომ არ ახსენებენ პროცენტს ან იმას, თუ როდის დააბრუნებენ სესხს — ისინი უბრალოდ სესხულობენ. იმის თქმა, რომ ისინი მას „სესხულობენ“, რბილად ნათქვამია; ფაქტი ისაა, რომ ისინი უბრალოდ იღებენ მას, რადგან არასდროს აპირებენ ფულის დაბრუნებას ან პროცენტის გადახდას. რატომ იღებენ ისინი მიზანში ძმებსა და დებს? ისინი ფიქრობენ, რომ რადგან ყველანი ძმები და დები არიან, გაჭირვების ჟამს ერთმანეთს უნდა დაეხმარონ, და თუ ვინმე არ ეხმარება, მაშინ ის არ არის ძმა ან და. ამგვარად, ისინი მიდიან ძმებთან და დებთან ფულის სასესხებლად და იგონებენ მიზეზებს, რათა ძმებმა და დებმა იგრძნონ, რომ მათთვის ფულის გასესხება სრულიად მართებული და სწორია. სხვა ადამიანი ხედავს, რომ ძმის ან დის ოჯახს მანქანა ჰყავს, და მუდმივად მასზე ფიქრობს, გამუდმებით თხოულობს მას ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ. ისინი თხოულობენ მას, მაგრამ არ აბრუნებენ, არ ავსებენ საწვავს და ზოგჯერ ძარასაც კი აზიანებენ ან ამტვრევენ. მათ ძალზე ენატრებათ და გეგმებს აწყობენ ნებისმიერი კარგი საჭმლის, სასარგებლო ნივთის ან რაიმე ღირებულის ხელში ჩასაგდებად, რასაც სხვების სახლებში ხედავენ და ხარბად ესწრაფვიან მას თავიანთი თვის. ვის სახლშიც უნდა მივიდნენ, მათ თვალები ქურდის მსგავსი სიხარბით უელავთ, როდესაც ყველგან ეძებენ და იყურებიან, ეძებენ რაიმე გამორჩენას, რომლის მიღებაც შეუძლიათ, ან რაიმე ნივთს, რომლის წაღებაც შეუძლიათ — პატარა ქოთნის მცენარეც კი ვერ დაუსხლტებათ ხელიდან. როდესაც სხვებთან ერთად გადიან გარეთ ან სადილობენ, ისინი არასდროს სთავაზობენ ტრანსპორტის ან საჭმლის ფულის გადახდას. როდესაც რაიმე კარგს ხედავენ, მისი ყიდვა სურთ, მაგრამ როდესაც გადახდის დრო დგება, სხვებს ახდევინებენ ფულს და ამის შემდეგ ფულის დაბრუნების საკითხსაც კი არ წამოჭრიან; მათ უბრალოდ უპირატესობის გამოყენება სურთ, თუნდაც ეს მხოლოდ ერთი ან ხუთი თეთრის გამორჩენა იყოს. თუ გსურს გქონდეს კარგი ნივთები, შეგიძლია თავად გადაიხადო მათთვის; თუ არ გსურს საკუთარი ფულით გადახდა, მაშინ ნურც სხვების უპირატესობის გამოყენებას შეეცდები და ნუ იქნები ასეთი ხარბი; უნდა გქონდეს გარკვეული ზნეობა, რათა სხვა ადამიანების პატივისცემა დაიმსახურო. მაგრამ ამ ტიპის ადამიანს აკლია ზნეობა, მხოლოდ უპირატესობის გამოყენება სურს და რაც უფრო მეტ უპირატესობას იყენებს, მით უფრო ბედნიერად გრძნობს თავს. ეკლესიაში ასეთი ადამიანების გამოჩენა სირცხვილია თუ დიდება? (სირცხვილი.) ეს სირცხვილია. იტყოდით თუ არა, რომ მათ მიერ უპირატესობის ამგვარად გამოყენება აუცილებელია? ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ შეუძლიათ საჭმლის ყიდვა ან ოჯახის გამოკვება? სრულებითაც არა. სინამდვილეში, მათ აქვთ საკმარისი ფული დასახარჯად და საკმარისი საჭმელი საკვებად; უბრალოდ მათი სიხარბე იმდენად დიდია, რომ ართმევს მათ ზნეობას და სხვებში ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს. არის ასეთი ადამიანი კარგი? (არა.) ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის ცდილობს უპირატესობის გამოყენებას თავისი მოვალეობების შესრულებისას, თავს დაჩაგრულად გრძნობს, თუ ოდნავ მაინც იზარალებს და გრძნობს ამის შესახებ საუბრის საჭიროებას. როდესაც დავალებას აძლევენ, ისინი ყოველთვის წამოჭრიან ფულის თემას: „ერთი მგზავრობის ხარჯები იქნება ამდენი და ამდენი, საცხოვრებელი ეღირება ამდენი და ამდენი, კვება ეღირება ამდენი და ამდენი და ა.შ.“ მათ ეუბნებიან: „ნუ იდარდებთ ფულზე, ეკლესია უზრუნველყოფს მას“. მაგრამ ფულის მიღების შემდეგ ისინი უკმაყოფილოდ ფიქრობენ ამაზე და ამბობენ: „ეს არ არის საკმარისი. რა შემიძლია გავაკეთო იქ მხოლოდ 200 იუანით? არსებობს გამონათქვამი: „სახლში მომჭირნე იყავი, მაგრამ მოგზაურობისას ბევრი ფული წაიღე“. მეტი სათადარიგო ფული უნდა წავიღო; თუ ყველაფერს არ დავხარჯავ, დარჩენილს ეკლესიას დავუბრუნებ“. როდესაც ბრუნდებიან, ისინი არაფერს ამბობენ დარჩენილი ფულის შესახებ და არც თავიანთ ხარჯებზე აბარებენ ანგარიშს. ისინი ეკლესიის ხარჯზე უპირატესობის გამოყენებასაც კი ბედავენ; გაბედავდნენ თუ არა ისინი ღვთის შესაწირავების მითვისებას? (დიახ.) რა ჯურის არსებები არიან ისინი? მათ აკლიათ ზნეობა, ისევე როგორც სინდისი და გონიერება. მოიწონებდა თუ არა ღმერთი ასეთ ადამიანებს? ზოგიერთები შეკრების ადგილებში ან მასპინძლის სახლებშიც კი მიდიან იმისათვის, რომ იბანაონ, თავი დაიბანონ და სარეცხი გარეცხონ, იყენებენ რა ეკლესიის სარეცხ მანქანას, წყლის გამაცხელებელს, შამპუნს, სარეცხ ფხვნილს და ა.შ.; ისინი ამ კეთილმოწყობითაც კი სარგებლობენ და ეკლესიის ნივთებს იყენებენ საკუთარის დასაზოგად. ისინი ფიქრობენ, რომ რადგან ღმერთი სწამთ, ისინი ღვთის სახლის ნაწილი არიან და, შესაბამისად, ღვთის სახლის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი მათია, რათა თავისუფლად გამოიყენონ. ფიქრობენ, რომ მისი არგამოყენება, არწაღება ან მისგან რაიმე უპირატესობის არმიღება ფლანგვა იქნებოდა; და რომც გატეხონ, კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ. როდესაც საქმე მათ საკუთარ ნივთებს ეხება, მათ იციან მათი მომჭირნედ გამოყენება და გულდასმით მოვლა, მაგრამ ღვთის სახლის აღჭურვილობასა და ნივთებს ისე იყენებენ, როგორც მოესურვებათ, და გატეხვის შემთხვევაში კომპენსაციას არ იხდიან. არიან ესენი კარგი ადამიანები? ისინი ნამდვილად არ წარმოადგენენ არაფერ კარგს. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეკლესიას გარკვეული ნივთების ყიდვა სჭირდება, ისინი აქტიურად გამოთქვამენ სურვილს და განსაკუთრებული მზადყოფნით ეკიდებიან ასეთ დავალებებს. რატომ არიან ასე მონდომებულნი? მათ სჯერათ, რომ აქედან სარგებლის მიღება და უპირატესობის გამოყენება შეიძლება; ნივთების ყიდვის შემდეგ, ისინი დარჩენილ ფულს თავისთვის იტოვებენ. მათ სურთ გამოიყენონ ნებისმიერი უპირატესობა, რისი შესაძლებლობაც აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ამის არგაკეთება ფლანგვა იქნებოდა; ეს არის ლოგიკა, რომელსაც ისინი მიჰყვებიან. თუ უპირატესობის გამოყენებას ვერ ახერხებენ, ისინი წყევლიან ძმებსა და დებს და წყევლიან ღვთის სახლს — ისინი წყევლიან ყველას; ისინი უბრალოდ ბოროტი დემონები, საზიზღარი მათხოვრები, ნამდვილი ღატაკები არიან, რომლებიც ყველგან ჯამით ხელში დგანან, რათა სარგებელი გამოსძალონ და უპირატესობა გამოიყენონ. ხალხი ეუბნება: „მუდმივად რაღაცას ითხოვ; განა უბრალოდ საზიზღარი მათხოვარი არ ხარ?“ ისინი პასუხობენ: „არა უშავს, დამიძახეთ, რაც გინდათ — ძუნწი, ხელმომჭირნე, საზიზღარი მათხოვარი, ღატაკი, გლახაკი — სანამ უპირატესობის გამოყენება შემიძლია, ყველაფერი რიგზეა.“ აქვთ თუ არა ამ ტიპის ადამიანებს რაიმე ზნეობა? (არა.) განა ასეთი ადამიანები გარკვეულ შეშფოთებასა და დაბრკოლებას არ უქმნიან ძმებსა და დებს? განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებიც რთულ პირობებში ცხოვრობენ და ფინანსურად უჭირთ, განა მათ გარკვეულ შეშფოთებასა და ზიანს არ აყენებენ? (დიახ.) შეუძლიათ თუ არა მათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ მათზე, ვისი სულიერი ზრდაც მცირეა და განსაკუთრებით მოწყვლადია? (დიახ.) ხალხს მათი დანახვაც კი ზიზღს ჰგვრის; ყველა, ვინც მათ ხედავს, ღიზიანდება, თუმცა უარის თქმა ერიდებათ და, ამგვარად, მათ აძლევენ უფლებას, ასე აშკარად გამოსძალონ ყველაფერი. ყველამ იცის, რომ მათ ცუდი ადამიანურობა და მდაბალი ზნეობა აქვთ, მაგრამ, რადგან ყველანი ძმები და დები არიან და ხედავენ, რომ მათ ზოგჯერ შეუძლიათ გარკვეული მოვალეობების შესრულება, აქვთ რწმენის ნატამალი და დროდადრო შეუძლიათ მცირეოდენი ძალისხმევის გაღება საკუთარ სახლში მასპინძლობით — ამ ყველაფრის გამო ადამიანთა უმეტესობა თვალს ხუჭავს მათ ქცევაზე, რომ ყველგან უპირატესობის გამოყენებას ცდილობენ და ამას სერიოზულად არ აღიქვამს. თუმცა, ეკლესიაში მათ მიერ გამოწვეული არევ-დარევა სულ უფრო მატულობს, იმდენად, რომ ადამიანთა უმეტესობას უხერხულობას უქმნის; განა ეს პრობლემა არ არის? (დიახ.) ეს ადამიანები, თუნდაც არ იყვნენ ცოფიანი ძაღლები, რომლებიც ყველგან კბენენ ხალხს და მათი სასიკვდილოდ დაკბენა შეუძლიათ, ჰგვანან აბეზარ ბუზებს, რომელთა შემაწუხებელი ქმედებებიც ხალხს მოსვენებას არ აძლევს. თუ მათ არ ჩამოიცილებენ, ისინი დაუსრულებელ არევ-დარევას გამოიწვევენ. ეკლესიაში მათი დარჩენა მუდმივად უბედურებას გამოიწვევს და ხალხს სიმშვიდეს დაუკარგავს. შეწუხების შემდეგ ადამიანები საკმაოდ გაღიზიანებულნი არიან და ხშირად ზიზღით განეწყობიან ასეთი პიროვნებების მიმართ; თუმცა, რადგან გამოსავალი არ აქვთ, უბრალოდ ითმენენ ამას, კვლავ და კვლავ. რა ჯურის ადამიანები არიან ისინი? ხალხში ასეთი საზიზღარი არამზადებიც კი არსებობენ; საერთოდ რატომ სწამთ ასეთ ადამიანებს ღმერთი? ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ სიცოცხლეს! ნებისმიერი რამით უპირატესობის გამოყენება — რა სამარცხვინოა! უბრალოდ დატკბი იმდენი მატერიალური სიკეთით, რის საშუალებასაც შენი შესაძლებლობები გაძლევს; თუ არ გაქვს ამის უნარი, მაშინ ნუ დატკბები, ან ნუ მიითვისებ იმას, რაც სხვებს ეკუთვნის. თუ მცირე, უმნიშვნელო გზით იყენებ უპირატესობას იმის გამო, რომ სხვები ქველმოქმედების მიზნით დროდადრო რაღაცას უფასოდ გთავაზობენ, ან იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებით მოგწონს ან გიყვარდება, ამის პატიება ყველას შეუძლია. როგორც იტყვიან, „სიღარიბე ზღუდავს ამბიციას“; ეს არ არის დიდი პრობლემა. მაგრამ თუ მუდმივად ასე ეძიებ უპირატესობებს, იქამდე, რომ უსირცხვილო და თავხედი ხდები ამის გამო, და საზიზღარ მათხოვრად, ან ყველას თვალში ცოფიან ძაღლად თუ ბუზად იქცევი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ჩამოგაშორონ. ამ ტიპის ადამიანებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეხედოს, რათა ბოლო მოეღოს ყველა ამ პრობლემას.
რაც შეეხებათ მათ, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვარს, რამდენად შეგიძლიათ მათი ატანა? თუ ნამდვილად ვეღარ იტანთ მათ, და ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს მკვდარი ბუზი გადაყლაპეთ მას შემდეგ, რაც მათ თქვენი უპირატესობა გამოიყენეს — როდესაც უმეტესობა თქვენგანი უკონტროლოდ ბრაზდება და ერთად ყოფნისას მუდმივად წუწუნებს მათზე — მაშინ, ამ ეტაპზე, განა ისინი უკვე არ უნდა ჩამოგეცილებინათ? (დიახ.) როდესაც ეს აუტანელი ხდება, როდესაც ზღვარს აღწევს, ყველამ ერთად უნდა იმოქმედოს მათ ჩამოსაცილებლად. ეს არის ღვთის სახლიდან უბედურების მოცილება, ეს ისეთი საქმეა, რომელიც ხალხს დიდად ახარებს. ასეთი ადამიანი უბრალოდ ნაძირალაა, რომელიც ადამიანთა უმეტესობაში მღელვარებას იწვევს. ეს წარმოადგენს ავთვისებიან ინციდენტს, რომელიც არევ-დარევას იწვევს და შლის ეკლესიის ცხოვრებას, და აიძულებს ხალხს, შეიკრიბონ თანაზიარებისთვის და ამ პიროვნებასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად. ეს პრაქტიკა გამართლებულია, რადგან ბოროტმოქმედის მიერ გამოწვეულმა არევ-დარევამ უკვე დააზარალა ზოგიერთი ადამიანი. იმისათვის, რომ ბოროტმოქმედმა ვეღარ გააგრძელოს ბოროტების ჩადენა, შენარჩუნდეს ეკლესიის ცხოვრების ნორმალური წესრიგი და ღვთის რჩეულ ხალხს მეტი ზიანი აღარ მიადგეს, ბოროტმოქმედს სწრაფად უნდა მიეხედოს და ეკლესიას ჩამოაცილონ. თუ ჩამოცილების შემდეგ ეკლესიის დასმენის საფრთხე არსებობს, გონივრულად უნდა ეთქვათ: „არ გიცილებენ და არც გრიცხავენ. წადი სახლში, განმარტოვდი და დაფიქრდი საკუთარ თავზე. როგორც კი სათანადოდ დაფიქრდები, დაწერე მონანიების წერილი და შემდეგ შეგვიძლია კვლავ მიგიღოთ ეკლესიაში. ამჟამად, უნდა ეცადო მეტი ფული გამოიმუშაო და დატკბე ცხოვრებით; გარდა ამისა, იფიქრე ღვთისადმი რწმენის საკითხზე. ამგვარად, არცერთ ასპექტს არ უგულებელყოფ”. როგორ ჟღერს ეს? (კარგად.) ჩვენ არ ვიტყვით, რომ მათ იცილებენ ან რიცხავენ; უბრალოდ, დღეიდან ეს ადამიანი აღარ იქნება ეკლესიაში. რას იტყვით ამგვარად მოგვარებაზე? (კარგია.) ეს შესანიშნავია! არ არის საჭირო კამათი ან ანგარიშსწორება, მხოლოდ მარტივი და მკაფიო გამოსავალია საჭირო, მიეცით მათ საშუალება, დაბრუნდნენ წუთისოფელში სამუშაოდ, ფულის საშოვნელად და საკუთარი ცხოვრებით საცხოვრებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ადამიანურობა, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვარს, არც ისე კარგია. თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ბოროტებაა, მათი ზნეობა, რომ უყვართ უპირატესობის გამოყენება, მათ საკმაოდ გამაღიზიანებელსა და საძულველს ხდის. ისინი იყენებენ ყველა შესაძლო შემთხვევას! თუნდაც ასეთი ადამიანები არ იყვნენ ჩართულნი უკანონო ან კრიმინალურ საქმიანობაში, ის გრძელვადიანი ჩაშლა და არევ-დარევა, რაც მათ ქმედებებსა და საქციელს მოაქვს ეკლესიის ცხოვრებაში — ეს შედეგები — ნებისმიერ ბოროტ საქმეზე უფრო სერიოზულია; ეს საკმარისია იმისათვის, რომ ისინი დახასიათდნენ როგორც ურწმუნოები ან ბოროტმოქმედები, რომლებიც ეკლესიიდან უნდა ჩამოშორდნენ. ამის გაკეთება სრულად აჩერებს ეკლესიაში არევ-დარევას და ურწმუნოების მხრიდან ძმებისა და დების შევიწროებას.
ჩვენ ადრე გვქონდა თანაზიარება მათთან გამკლავების განსაკუთრებულ ხერხზე, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვარს, მეთოდზე, რომელიც შემუშავდა მატერიკზე დევნის განსაკუთრებული გარემოებების საფუძველზე. საზღვარგარეთულ ეკლესიებში სავსებით მისაღებია მათი პირდაპირ ჩამოცილება. თუმცა, იმის მიუხედავად, თუ როგორი ტიპის ადამიანებისკენ არის მიმართული გამკლავების მეთოდი, აუცილებელია, უზრუნველვყოთ, რომ ის იყოს როგორც პრინციპული, ისე გონივრული. ეკლესიას აქვს ადმინისტრაციული განკარგულებები და წესები, რომლებიც მიზნად ისახავს ძმებისთვის და დებისთვის ნორმალური ეკლესიური ცხოვრებისა და მოვალეობების შესრულების ნორმალური წესრიგის დაცვას. თუ ვინმეს არევ-დარევა შეაქვს ძმებისა და დების ეკლესიურ ცხოვრებაში ან მათ მიერ მოვალეობის შესრულებაში, ეს დაუშვებელია; ასეთ ადამიანს ღმერთი ზიზღით უარყოფს. რა თქმა უნდა, ძმებისა და დების ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერი შევიწროება ან ჩარევა დაუშვებელია. ეს არის საკითხი, რომლის მოგვარებაზეც პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები. შესაძლოა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც არიან ძმებისა და დების ნათესავები, მეგობრები ან ნაცნობები, რომლებიც „ძმობისა და დობის“ საფარქვეშ ცდილობენ ძმებისა და დების მიზიდვასა და შეცდომაში შეყვანას, რითაც ხელს უშლიან მათ მოვალეობების შესრულებაში. წინამძღოლებსა და მუშაკებს ან ძმებსა და დებს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, გაუმკლავდნენ ასეთ ადამიანებს. მათი ქცევა და ქმედებები ხელს უშლის სხვებს მოვალეობების შესრულებასა და ღმერთის მიყოლაში, და ასევე იწვევს არევ-დარევას ეკლესიის საქმეში, ამიტომ წინამძღოლები და მუშაკები უნდა გამოვიდნენ სიტუაციის მოსაგვარებლად და შეზღუდვების დასაწესებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი მეთოდები ასეთ ადამიანებთან გასამკლავებლად. არ არის საჭირო ცემასა ან ლანძღვაზე გადასვლა; ჩვენ უბრალოდ ნათლად ვუხსნით მათ მათი პრობლემის არსს და ღვთის რჩეული ხალხის უმრავლესობის ბრალდებებს მათ წინააღმდეგ, და საბოლოოდ ვეუბნებით: „შენი ჩამოცილება არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული და ხელმოწერილია უმრავლესობის მიერ. ეთანხმები თუ არა, ეკლესიას აქვს ხელმწიფება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად მოგექცეს. უნდა დაემორჩილო.“ ამგვარად, ეს საკითხი მოგვარებულია, და ასეთი მიდგომა სრულიად პრინციპულია. რაც შეეხებათ მათ, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვარს, მათ პრინციპების მიხედვით უნდა მოეპყრონ და გაუმკლავდნენ. თუ მათ სურთ რაიმეს თხოვება შენი უპირატესობის გამოსაყენებლად, შეგიძლია ათხოვო, თუ გსურს, ან უარი თქვა, თუ არ გსურს; გადაწყვეტილება შენზეა. მათთვის თხოვება სიკეთის გამოხატულებაა; უარის თქმა კი შენი უფლებაა. თუ ისინი იტყვიან: „განა ყველანი ძმები და დები არ ვართ? რა სიძუნწეა, რაღაცის თხოვებაც კი არ გინდა!“ შეგიძლია, უპასუხო: „ეს ჩემი საკუთრებაა და მაქვს უფლება, არ გათხოვო. ეს შეესაბამება პრინციპებს. ნუ მაწუხებ ფრაზით „ჩვენ ყველანი ძმებიდა დები ვართ“; რასაც ამბობ, არ არის ჭეშმარიტება. მხოლოდ იმ შემთხვევაში გათხოვებ, თუ ღმერთი იტყვის: „უნდა ათხოვო მათ“. “არავის აქვს უფლება, გამოსძალოს ან ითხოვოს პირადი საკუთრება ეკლესიის ან იმ იდეის საფარქვეშ, რომ „ჩვენ ყველანი მორწმუნეები და ძმები და დები ვართ.“ არის ეს ჭეშმარიტება? (დიახ.) ეს არის ჭეშმარიტება. მხოლოდ ამ ჭეშმარიტების დაცვით შეიძლება, უზრუნველვყოთ სამართლიანობა ყველასთვის, და ყველამ შეძლოს თავისი ჭეშმარიტი უფლებებით სარგებლობა. მაგრამ თუ ვინმე იყენებს საბაბს „ღვთის სახლის საქმის საჭიროებები“, „ეკლესიის საქმის საჭიროებები“ ან „ძმებისა და დების საჭიროებები“ პირადი ნივთების გამოსაძალად ან სათხოვნელად, შეესაბამება თუ არა ეს ჭეშმარიტებას? (არ შეესაბამება.) გაქვს თუ არა უფლება, უარი თქვა თხოვნებზე, რომლებიც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას? (დიახ.) და თუ ვინმე ძუნწს ან ხელმომჭირნეს გიწოდებს უარის თქმის გამო, შეგეშინდებოდა? (არა.) თუ ვინმე ამ საკითხს გააბუქებს და იტყვის, რომ მხარს არ უჭერ ეკლესიის საქმეს ან რომ არ გაქვს სიყვარული ძმებისა და დების მიმართ, რის გამოც ძმები და დები უარგყოფენ და იზოლაციაში გამყოფებენ, შეგეშინდებოდა? უკან დაიხევდი. იმ მომენტში იფიქრებდი: „რა არის ასეთი დიდი პრობლემა მანქანის თხოვებაში? არა უშავს, ეკლესია ითხოვს, ღვთის სახლი თუ ძმები და დები. სჯობს ძმებსა და დებს არ ვაწყენინო. ერთი ადამიანის წყენინება საშიში არ არის, მაგრამ თუ ყველა ძმასა და დას ვაწყენინებ და მათი გულები გაცივდება ჩემ მიმართ, და გამრიყავენ, რა უნდა ვქნა?“ რადგან ღმერთი გწამს, რისი უნდა გეშინოდეს? მათ მიერ შენი გარიყვა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ფლობენ ჭეშმარიტებას ან რომ მათი ქმედებები შეესაბამება ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება ყოველთვის ჭეშმარიტებაა. ის ჭეშმარიტებაა იმის მიუხედავად, ადამიანთა უმცირესობა ეთანხმება მას თუ უმრავლესობა. ჭეშმარიტების გარეშე, თუნდაც უმცირესობა დაემორჩილოს უმრავლესობას, ეს არ არის ჭეშმარიტება. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ფლობს თუ არა ვინმე ჭეშმარიტება-რეალობას, დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ რამდენად სასიამოვნოდ საუბრობს, არამედ იმაზე, შეუძლია თუ არა ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება და პრინციპების მიხედვით მოქმედება. მაგალითად, იყიდე ახალი კომპიუტერი მოვალეობის შესასრულებლად და ვიღაცას სურს მისი თხოვება იმ მოტივით, რომ ეს ეკლესიის საქმისთვისაა. უარს ეუბნები თხოვებაზე და ისინი ამბობენ: „არ გაქვს სიყვარული, არ გიყვარს ღმერთი, არ ხარ თავდადებული. ამ მცირე მსხვერპლის გაღებაც კი არ შეგიძლია.“ არის ეს სიტყვები სწორი? შეესაბამება ისინი ჭეშმარიტებას? (არა.) უნდა უპასუხო: „კომპიუტერი ჩემი მოვალეობის შესასრულებლადაა. ამჟამად მოვალეობას ვასრულებ, ამიტომ კომპიუტერის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. ჩემი კომპიუტერი რომ ითხოვო, განა ეს გავლენას არ მოახდენს ჩემ მიერ მოვალეობის შესრულებაზე? შეესაბამება ეს ჭეშმარიტებას? კონკრეტულად რისთვის გჭირდება კომპიუტერი? ამბობ, რომ ეკლესიის საქმისთვისაა; თუ ასეა, მაშინ უნდა იპოვო ვინმე, ვინც ამას დაადასტურებს. გარდა ამისა, ეკლესიის საქმისთვისაც რომ იყოს, ჩემგან არ უნდა თხოულობდე. მე რითი უნდა შევასრულო მოვალეობა, თუ ჩემს კომპიუტერს წაიღებ? ეს შენი მხრიდან უკიდურესი ეგოიზმია! ნუ იყენებ ეკლესიის საქმის საჭიროებებს საბაბად უპირატესობის გამოსაყენებლად, ამას არ წამოვეგები. ნუ გგონია, რომ ვიღაც დაბნეული ადამიანი ვარ, რომელსაც გარჩევის უნარი არ აქვს; უპირატესობის გამოყენებას ცდილობ, მაგრამ ეს არ გამოგივა!“ აუცილებელია ასეთ ადამიანებთან ამგვარად საუბარი, რათა თავიდან ავიცილოთ სატანის მახეში გაბმა. ადვილი მოსაგვარებელია ეს საკითხი? როგორც კი გაიგებ ჭეშმარიტებას და პრინციპების მიხედვით იმოქმედებ, აღარ შეგეშინდება იმის, თუ რას იტყვის ვინმე. ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ მიერ შენთვის მოწებებულ ცრუ იარლიყებს; ის მცირეოდენი მოძღვრება, რომელსაც ისინი აფრქვევენ, საერთოდ ვერავის დაარწმუნებს. ამრიგად, მარტივად იქნა თანაზიარებული მათი ადამიანურობის გამოვლინებები, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვარს, და მათთან გამკლავების პრინციპები.
რაც შეეხება ეკლესიაში მათ, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვარს, ერთი მხრივ, ხალხმა ისინი უფრო ზუსტად და პრაქტიკულად უნდა ამოიცნოს, და მეორე მხრივ, ხალხს უნდა ესმოდეს ჭეშმარიტება; მათ გულებში ნათელი უნდა იყოს, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავონ ღმერთადმი რწმენის მიმართ, რა საქმე უნდა აკეთონ, რა პრინციპები უნდა დაიცვან და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მიმართ. ნუ გაჰყვები ბრბოს, ნუ შეგეშინდება ადამიანების წყენინების, და განსაკუთრებით ნუ დათმობ იმ პრინციპებსა და პოზიციას, რომლებიც უნდა გქონდეს, მხოლოდ იმისთვის, რომ გარკვეულ ადამიანებს ასიამოვნო; საბოლოოდ შეიძლება ადამიანები ასიამოვნო, მაგრამ ღმერთის გული ატკინო და მისი ზიზღი დაიმსახურო. თუ ეს ისეთი ქმედებაა, რომელიც შეესაბამება პრინციპებს, მაშინ თუნდაც ამის გაკეთებამ ადამიანებს აწყენინოს ან ზურგს უკან შენი გაკიცხვა გამოიწვიოს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს; თუმცა, თუ ეს ისეთი ქმედებაა, რომელიც არ შეესაბამება პრინციპებს, მაშინ თუნდაც ამის გაკეთებით ყველას მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვო და ყველასთან კარგად იყო — მაგრამ მთავარი ისაა, რომ ღვთის წინაშე პასუხს ვერ აგებ — იზარალებ. თუ უმრავლესობასთან ინარჩუნებ ურთიერთობებს, ახარებ და აკმაყოფილებ მათ და მათ ქებას იმსახურებ, მაგრამ შეურაცხყოფ ღმერთს, შემოქმედს, მაშინ უდიდესი სულელი ხარ. ამიტომ, რასაც უნდა აკეთებდე, ნათლად უნდა გესმოდეს, შეესაბამება თუ არა ეს პრინციპებს, ახარებს თუ არა ღმერთს, როგორია ღვთის დამოკიდებულება მის მიმართ, რა პოზიცია უნდა დაიკავოს ხალხმა, რა პრინციპები უნდა დაიცვას, როგორ დაგარიგა ღმერთმა და როგორ უნდა გააკეთო ეს — პირველ რიგში, ეს უნდა გქონდეს ნათლად გააზრებული. სხვებთან შენი ურთიერთობები და სხვებთან მატერიალური გაცვლა-გამოცვლა და გარიგებები — არის თუ არა ეს აგებული პრინციპებთან შესაბამისობის საფუძველზე? არის თუ არა ისინი აგებული ღვთის გახარების საფუძველზე? თუ არა, მაშინ ყველაფერი, რასაც აკეთებ, რაც უნდა კარგად ინარჩუნებდე მას, რაოდენ სრულყოფილადაც უნდა აკეთებდე, ან რამდენი ქებაც უნდა მიიღო სხვებისგან, ღმერთი არასოდეს გაიხსენებს ასეთ ქმედებებს. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისა და კონტაქტის პრინციპები არ უნდა ეხებოდეს იმას, სარგებლობენ თუ არა ისინი შენით, ან სარგებლობ თუ არა შენ მათით — ისინი არ უნდა იყოს აგებული ამ საფუძველზე. პირიქით, ეს პრინციპები უნდა ეხებოდეს იმას, შეესაბამება თუ არა თქვენი ქმედებები ჭეშმარიტება-პრინციპებს. მხოლოდ მაშინ შეიძლება ეს ჭეშმარიტად ჩაითვალოს „ღვთისადმი ჩვენი რწმენის გათვალისწინებით“; მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ თქვათ: „ჩვენ ყველანი მორწმუნეები ვართ, ყველანი ძმები და დები ვართ“; მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ ეს წინაპირობად. სიცოცხლეში შესვლასთან, მოვალეობასა და ეკლესიის საქმესთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ნებისმიერი სხვა ურთიერთობა არ უნდა ეფუძნებოდეს „ძმობისა და დობის“ წინაპირობას. თუ ეს არ ეხება მოვალეობას, სიცოცხლეში შესვლას ან ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს, მაგრამ ვინმე მუდმივად იყენებს „და-ძმობის“ საფარველს გარკვეული მიზნის მისაღწევ საბაბად, ისინი უდავოდ ცდილობენ გამოიყენონ ასეთი განცხადებები, მეთოდები და ხელსაყრელი პირობები საბაბად, რათა გამოიყენონ უპირატესობა და პირადი სარგებლისთვის გეგმები დააწყონ. ღვთის რჩეული ხალხი ფხიზლად უნდა იყოს ამის მიმართ და ასეთ საკითხებს სიბრძნით უნდა მიუდგეს, რათა არ მოტყუვდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეკლესიაში ადამიანთა უმეტესობას არ ესმის ჭეშმარიტება, ზოგიერთი კი ურწმუნოცაა, მოქმედებს უპრინციპოდ და დაუფიქრებელ ბოროტმოქმედებებს სჩადის. მათ მიერ „ძმობისა და დობის “ საფარქვეშ საქმეების კეთება არის ის, რაც ყველაზე ადვილად ახდენს გავლენას და არევ-დარევა შეაქვს ეკლესიის საქმეში. რა არის დღეს ამ ყველაფრის თქმის მიზანი? ის, რომ ნათელი გახდეს: სხვებთან კომუნიკაციის თუ ურთიერთობის დროს, საფუძველი ჭეშმარიტება-პრინციპებზე უნდა იყოს აგებული. ეს თავიდან აგვაცილებს ადამიანებს შორის შეუფერებელ გარიგებებს; რა თქმა უნდა, ეს ასევე ხელს უშლის მათ, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვარს, იპოვონ ხარვეზები გამოსაყენებლად, და ამავდროულად იცავს მათ, ვინც ზედმეტად ზრუნავს საკუთარ თავმოყვარეობაზე ან სუსტი ადამიანურობა აქვს, რათა მუდმივად არ გამოიყენონ მათი უპირატესობა, მუდმივად არ მოატყუონ და მუდმივად არ იზარალონ. ზოგიერთი ადამიანი — მიუხედავად საკუთარი ოჯახის აშკარად რთული მდგომარეობისა — საბოლოოდ საკუთარი ზიანის ხარჯზე „თავს ისე აჩვენებს, თითქოს არ უჭირს“, ასესხებს თავის მძიმედ გამომუშავებულ ფულს, რადგან ვიღაც, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვარს, სესხებას სთხოვს და აცხადებს, რომ ისინი იმიტომ აირჩია, რომ მათზე მაღალი წარმოდგენისაა. რა ხდება ფულის გასესხების შემდეგ? მსესხებელი უჩინარდება. შემდეგ, გამსესხებელი წუწუნებს ღმერთზე, რომ არ დაიცვა იგი. არის ეს გონიერება? გეგონა, რომ ღვთისადმი რწმენა ნიშნავს, რომ არ უნდა იფიქრო რამის კეთებისას და ღმერთი ყველაფერზე იზრუნებს? განა ეს უსარგებლო ადამიანად არ გაქცევს? ღმერთი მოითხოვს ადამიანებისგან, იყვნენ პატიოსნები, ბრძენნი და იმოქმედონ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით. არ შეგიძლია ამის გაგება? თუ არ მოქმედებ ამ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით, მაშინ იმსახურებ, რომ მუდმივად იზარალო და მოტყუვდე. საბოლოოდ, როდესაც შენს ცხოვრებაში გამოსავალი აღარ იქნება, ვის შეგიძლია, დააბრალო? ეს შენით დაიტეხე თავს. შენი ქმედებები სიყვარულით არ ყოფილა განპირობებული; ისინი სულელური იყო! ფული თაღლითს ასესხე მისთვის საამებლად, მაგრამ როდესაც ფული დაგჭირდება, შეძლებ ღვთის სახლისთვის მათ თხოვნას? უნდა აიღოს თუ არა ღვთის სახლმა ეს პასუხისმგებლობა შენს ნაცვლად? როდესაც მოელი, რომ ღვთის სახლი დაფარავს ამ ხარჯს, განა ღვთის წინაშე ვალში არ რჩები? ცხოვრებაში გამოსავლის გარეშე როგორ შეგიძლია შენი მოვალეობის შესრულება? ღმერთს რომ ევედრო, ღმერთმა შეიძლება არ დაგაკმაყოფილოს; ეს იქნება იმის მკა, რაც დათესე, და სავსებით დამსახურებულად. ვინ გითხრა, რომ ასეთი სულელი ყოფილიყავი! ღმერთმა გითხრა, რომ ნდობოდი იმ ადამიანს? მან გითხრა, რომ ფული გესესხებინა მისთვის? არა; ეს შენი პირადი ქმედება იყო და არ წარმოადგენდა ღვთის განზრახვას. თუ შენი პირადი ქმედებები მცდარია, და უარყოფით შედეგებამდე მივყავართ, პასუხისმგებლობა მხოლოდ შენ უნდა იკისრო. რატომ უნდა დააკისრო პასუხისმგებლობა ღვთის სახლს, ან რატომ უნდა აგოს ღმერთმა პასუხი შენ მაგივრად? რატომ წუწუნებ ღმერთზე, რომ არ დაგიცვა? ზრდასრული ხარ; რატომ გაკლია ის განსჯის უნარი, რასაც ზრდასრულისგან ელიან? საზოგადოებაში ნებისმიერს ასესხებდი ფულს, ვინც გთხოვდა? ამაზე ხომ უნდა დაფიქრებულიყავი, არა? რატომ ასესხებდი ფულს ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავის თხოვნაში „ძმებისა და დების“ წოდება ახსენა? განა ეს არ აჩვენებს, რომ უგუნური ხარ? შენ მხოლოდ უგუნური კი არა, სულელიც ხარ; უკიდურესად სულელი! გგონია, რომ ყველა ძმასა და დას გულწრფელად სწამს ღმერთი და ყველას ესმის ჭეშმარიტება? მათი მესამედი მაინც არ არის ჭეშმარიტების მოყვარული და ურწმუნოა. არ შეგიძლია ამის გარჩევა? გგონია, რომ ყველა და-ძმა ღვთის ხსნის ობიექტია, ჭეშმარიტად ღვთის მიერ რჩეული? არ იცი, რომ „მრავალნი არიან მოწოდებულნი, ხოლო მცირედნი რჩეულნი“? ვის წარმოადგენენ ძმები და დები? ისინი წარმოადგენენ გახრწნილ კაცობრიობას! თუ ენდობი მათ, განა სულელი არ ხარ? მიუხედავად იმისა, თუ რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება შენს პირად ქმედებებს, ნუ მიმართავ ღვთის სახლს ან ძმებსა და დებს; ვერავინ დაგფარავს და არც არავის აქვს ვალდებულება, შენ მაგივრად იკისროს პასუხისმგებლობა.შენი გაფუჭებული საქმე შენვე უნდა გამოასწორო; პასუხისმგებლობა შენზეა. ასევე, ნუ შემოიტან ამ საკითხებს ეკლესიის ცხოვრებაში თანაზიარებისა და განხილვისთვის; არავის სურს ამის მოსმენა და სხვები არ არიან ვალდებულნი, გაუმკლავდნენ შენს არეულ საქმეებს. თუ ვინმეს ნამდვილად სურს დაგეხმაროს, თქვენ ორს შეგიძლიათ ეს პირადად მოაგვაროთ. გასაგებია?
ამ საკითხებზე თანაზიარება ემსახურება ადამიანებისთვის შეხსენებას, აფართოებს მათ ცოდნას და განგაშის ზარს რეკს მათთვის, ნათელს ხდის, რომ ღმერთის მორწმუნეთა შორის ყველანაირი ადამიანია. არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც უნდა გახსოვდეთ და რომელიც ადრეც რამდენჯერმე ვახსენე: ღმერთის მორწმუნენი არჩეულნი არიან გახრწნილი კაცობრიობიდან. რაზე მიანიშნებს ეს? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თითოეული ადამიანი გახრწნილია სატანის მიერ, ყველას აქვს გახრწნილი ხასიათი და შეუძლია სხვადასხვა ხარისხის ბოროტების ჩადენა, და, შესაბამის გარემოებაში, შეუძლია ისეთი რამეების კეთება, რაც ღმერთს ეწინააღმდეგება. ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯება და უპირატესობის გამოყენების სიყვარული, რაზეც ახლახან გვქონდა თანაზიარება, მორწმუნეების მიერ ხდება; არამორწმუნეები ჩვენ არ გვეხება, ამიტომ მათ აქ არ ვახსენებთ. ადამიანურობის ეს გამოვლინებები, რომლებზეც თანაზიარება გვქონდა, სწორედ ღმერთის მორწმუნეთა გამოვლინებებია. ამიტომ, ნუ მიიჩნევთ „ძმებისა და დების“ წოდებას რაღაც დიად, კეთილშობილურ ან წმინდა და ხელშეუხებელ რამედ. თუ ასე იქცევი, ეს შენი მხრიდან სისულელეა. ღმერთს არასოდეს უთქვამს: „ძმები და დები ძვირფასნი არიან. როგორც კი ისინი ძმები და დები ხდებიან, ისინი განიწმინდებიან, ხდებიან ღვთის უახლოესი მეგობრები, სრულიად სანდონი; შეგიძლია, სრულიად ენდო მათ და რასაც იტყვიან ან გააკეთებენ, ჭეშმარიტებაა.“ ეს არასოდეს მომხდარა; ეს შენი წარმოდგენები და ფანტაზიებია. თუ აქამდე მაინც ვერ ხედავ „ძმებისა და და დების “ წოდების მიღმა არსებულ რეალურ შინაარსს, მაშინ ნამდვილად სულელი ხარ; მთელი ამ წლების განმავლობაში ქადაგებებს ამაოდ უსმენდი. ჯერ ისიც კი არ გაგირკვევია, როგორი ადამიანი ხარ, მაგრამ ასე ენდობი სხვებს, მიიჩნევ მათ — ძმებსა და დებს — ასეთ წმინდად და დიადად, და გაუჩერებლად ლაყბობ იმაზე, თუ როგორ „არ მოსწონთ ეს ძმებსა და დებს“, „ძმები და დები ბრაზობენ“, „ძმები და დები იტანჯებიან“, „ძმები და დები ასე და ისე“, და ასეთი სიყვარულით საუბრობ ძმებსა და დებზე. სადმე გინახავს ღვთის სიტყვებში, რომ ძმები და დები ასეთი კეთილშობილნი, წმინდა და ასეთი სანდონი არიან? არცერთი წინადადება, არა? მაშინ რატომ უყურებ მათ ასე? ეს სრულ სულელად გაქცევს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ზიანს ან დანაკარგს განიცდი ძმებისაგან და დებისგან, ეს მთლიანად შენი ბრალია. საბოლოოდ მიიჩნიე განცდილი დანაკარგები და ზიანი სწავლის საფასურად. ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლო. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ: ძმები და დები არ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას, მით უმეტეს, არ წარმოადგენენ ღმერთს; ისინი არ უტოლდებიან ღვთის უახლოეს მეგობრებს, ღვთის მოწმეებს ან ღვთის საყვარელ შვილებს. ვინ არიან ძმები და დები? ისინი გახრწნილი ადამიანები არიან, ზუსტად შენნაირები; მათ აქვთ წარმოდგენები ღმერთზე, არ უყვართ ჭეშმარიტება, ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ, აქვთ ამპარტავანი ხასიათი, აქვთ სასტიკი და ბოროტი ხასიათი, შეუძლიათ ყოველმხრივ ღვთის მტრებად იქცნენ, თავიანთ მოვალეობებს ზედაპირულად ასრულებენ და ღვთისადმი რწმენის საფარქვეშ სხვა ძმებისა და დების ხარჯზე უპირატესობასაც კი იყენებენ. რა არის ამ ყველაფრის თქმის მიზანი? ეს არ ემსახურება შენსა და ძმებსა და დებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას, არამედ იმას, რომ დაგეხმაროს ყველას ნამდვილი სახის ნათლად დანახვაში, „ძმებისა და დების “ წოდებისადმი სწორად მოპყრობაში, შენ გარშემო მყოფი ადამიანებისადმი სწორად მოპყრობაში და ყველასთან შესაბამისი ადამიანური ურთიერთობების დამყარებაში. ნუ შეეცდები სხვებთან კარგი ურთიერთობების დამყარებას ან შენარჩუნებას პირადი სამსახურის გაწევით, აღებ-მიცემობით, პირფერობით, მაამებლობით, დათმობებზე წასვლით ან სხვა მსგავსი საშუალებებით, იმ მიზნით, რომ ძმებსა და დებს შორის ინტეგრირდე. ეს არ არის აუცილებელი და ყველაფერი, რასაც ამ მხრივ აკეთებ, საძულველი და ამაზრზენია ღვთისთვის. მაშ, რა არის ცხოვრების საუკეთესო გზა, საუკეთესო დამოკიდებულება და ცხოვრების პრინციპი ადამიანებს შორის? ეს არის ღვთის სიტყვა. რას ამბობს ღვთის სიტყვები? ისინი ამბობენ, რომ უნდა დამყარდეს შესაბამისი და ნორმალური ადამიანური ურთიერთობები. როგორ მყარდება ეს ურთიერთობები? იურთიერთე, ისაუბრე და დაუკავშირდი სხვებს ღვთის სიტყვების საფუძველზე. მაგალითად, თუ ვინმე საცხოვრებელს იცვლის და გეკითხება, გაქვს თუ არა დრო დასახმარებლად, თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია წახვიდე; თუ არ გსურს, რადგან გეშინია, რომ ეს გავლენას მოახდენს შენს მოვალეობაზე, შეგიძლია უარი თქვა. ეს შენი უფლებაა და, რა თქმა უნდა, ის პრინციპიც, რომელსაც უნდა მიჰყვე. არ გჭირდება დათმობებზე წასვლა, მათი წყენინების ან ძმებსა და დებს შორის ჰარმონიის დარღვევის შიშით უხალისოდ და წინააღმდეგობრივად დათანხმება, და შემდეგ გულში უკმაყოფილების განცდა, რაც საბოლოოდ შენი მოვალეობების შესრულებაზე უარყოფითად აისახება. კარგად იცი, რომ ასე მოქცევა ეწინააღმდეგება პრინციპებს, მაგრამ მაინც აძლევ სხვებს უფლებას, გამოგძალონ და მონასავით გიბრძანონ, რათა დააკმაყოფილო ისინი და შეინარჩუნო კარგი ურთიერთობები. შენ მიერ სხვა ადამიანების დაკმაყოფილება არ არის კეთილი საქმე, და ღმერთი არ გაიხსენებს მას. რასაც აკეთებ, მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებას ემსახურება; არ მოქმედებ ეკლესიის საქმის საკეთებლად ან შენი მოვალეობის შესასრულებლად, მით უმეტეს, ეს არ არის შენი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება. ღმერთი არასდროს გაიხსენებს ასეთ ქმედებებს, და რომც გააკეთო ისინი, ამაოდ ირჯები. ამიტომ, როდესაც ასეთ საკითხებს აწყდები, განა სერიოზულად და გულდასმით არ უნდა დაფიქრდე იმაზე, თუ რა აირჩიო? ზოგიერთ ადამიანს დახმარებას სთხოვენ, მაგრამ სინამდვილეში თავიანთი მოვალეობების გამო ძალიან დაკავებულნი არიან და ძლივს გამონახეს დრო შეკრებაზე დასასწრებად ან სულიერი პრაქტიკის შესასრულებლად. მათ აშკარად არ სურთ წასვლა და, პრინციპების თანახმად, არც უნდა წავიდნენ. მაგრამ, რადგან ზედმეტად ზრუნავენ საკუთარ თავმოყვარეობაზე, უარის თქმას ვერ ბედავენ. საბოლოოდ, რა ხდება? ისინი აძლევენ ამ მდაბიო, უპირატესობის მაძიებელ ადამიანებს საკუთარი თავის ექსპლუატაციის უფლებას და ფლანგავენ დროს, რომელიც მათ სიცოცხლეში შესვლას უნდა დათმობოდა. განა ეს დანაკარგი არ არის? ეს სავსებით დამსახურებულია! ასეთი დანაკარგის განცდა საერთოდ არ იმსახურებს სხვების მხრიდან თანაგრძნობას ან სიბრალულს. რატომ ვამბობთ, რომ ეს დამსახურებული დანაკარგია? ვინ გაიძულა ღვთის სიტყვების უგულებელყოფა? ვინ გაიძულა, რომ ადამიანების წყენინების შეგშინებოდა? თუ ღვთის სიტყვების მოსმენას ადამიანების არწყენინება გირჩევნია, მაშინ სამართლიანად იმსახურებ ამ დანაკარგს! ზოგიერთი ამბობს: „ადამიანები ვაკუუმში არ ცხოვრობენ; ადამიანებს შორის ურთიერთობები უნდა არსებობდეს.“ მთავარია, როგორ ურთიერთობ. რომელი უფრო შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს, ღვთის განზრახვებს და რომელი უფრო მეტად ეხმარება შენს სიცოცხლეში შესვლას: პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობები, თუ ურთიერთობები პრინციპების გარეშე, როდესაც ხარ ადამიანთა მაამებელი, რომელიც ცდილობს ყველაფერი მიჩქმალოს? იცი, რომელი უნდა აირჩიო, არა? თუ იცი, როგორ უნდა აირჩიო, მაგრამ მაინც ეფლობი ჭაობში, საბოლოო შედეგი მხოლოდ შენი ასატანი იქნება. განა ეს აშკარა არ არის? (დიახ.)
ბოროტი ადამიანების ადამიანურობის კიდევ უფრო მეტი გამოვლინება არსებობს, და დღევანდელი თანაზიარება შეზღუდული იყო, ფოკუსირდებოდა რა მხოლოდ ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების სიყვარულსა და სხვების ხარჯზე უპირატესობის გამოყენების სიყვარულზე. მხოლოდ ამ ორი ასპექტის მოსმენის შემდეგ ეუფლება ადამიანთა უმეტესობას გარკვეული გრძნობა და ამოცნობის უნარი და ამბობენ: „თურმე ასეთი ყოფილა ცუდი ადამიანურობა!“ მაგრამ ასეთი ადამიანები ნამდვილად არსებობენ ეკლესიაში, მაშ, რა უნდა გაკეთდეს? მათი არსებობა არ არის დიდი პრობლემა, რადგან ეკლესიას აქვს პრინციპები და წესები; მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები ასეთ ადამიანებთან გასამკლავებლად. ამ საკითხებზე დღევანდელი თანაზიარების მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ადამიანთა უმეტესობას, ჰქონდეთ ამ ორი ტიპის ბოროტმოქმედის ნათელი გაგება და ამოცნობის უნარი, და შემდეგ ერთად იმოქმედონ მათ ჩამოსაცილებლად.
20 ნოემბერი, 2021 წელი