წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (25)
პუნქტი მეთოთხმეტე: ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს დაუყოვნებლივი ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა (ნაწილი მეოთხე)
სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანების გარჩევის სტანდარტები და საფუძვლები
დღეს ვაგრძელებთ თანაზიარებას წინამძღოლებისა და მუშაკების მეთოთხმეტე პასუხისმგებლობაზე: „ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს დაუყოვნებლივი ამოცნობა, შემდეგ კი მათი მოცილება ან განდევნა.“ ბოლო რამდენიმე შეხვედრისას ჩვენ გვქონდა თანაზიარება იმ ასპექტებზე, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა ამოიცნონ, ასევე იმ მთავარ ჭეშმარიტებებზე, რომლებიც მათ ამ საქმის კეთებისას უნდა გააცნობიერონ; ანუ, გვქონდა თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ ყოველგვარი ბოროტი ადამიანი. როგორ განისაზღვრება ყოველგვარი ბოროტი ადამიანი? ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ღვთის რწმენის საბაბით იპარებიან ღვთის სახლში, და მაინც არ იღებენ ჭეშმარიტებას და თან ეკლესიის საქმეშიც არევ-დარევას იწვევენ; ყველა ასეთი პირი ბოროტ ადამიანთა კატეგორიაში თავსდება. სწორედ ეს ადამიანები უნდა მოიცილოს ან განდევნოს ეკლესიამ; ანუ ისინი, ვისი ყოფნაც ეკლესიაში დაუშვებელია. ჩვენ სამი ძირითადი კრიტერიუმით განვასხვავებთ და განვიხილავთ ყოველგვარ ბოროტ ადამიანს. რა არის ეს სამი კრიტერიუმი? პირველი არის ღვთისადმი რწმენის მიზანი. მეორე არის ადამიანობა — ადამიანობის გაანალიზება იმისთვის, რათა ამოვიცნოთ და ნათლად დავინახოთ, მიეკუთვნებიან თუ არა ისინი იმათ რიგებს, ვინც ეკლესიამ უნდა მოიცილოს. რა არის მესამე კრიტერიუმი? (თავიანთი მოვალეობებისადმი დამოკიდებულება.) მოვალეობებისადმი დამოკიდებულება მესამე კრიტერიუმია. პირველ კრიტერიუმზე თანაზიარება ადრე გვქონდა. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს — ადამიანობას — განხილული იყო ორი პუნქტი. რა იყო პირველი? (ფაქტების დამახინჯებისა და სიცრუის სიყვარული.) და მეორე? (უპირატესობის გამოყენების სიყვარული.) ამ ორი პუნქტიდან გამომდინარე, შეიძლება იფიქროთ, რომ მხოლოდ ეს ნიშნები არ კმარა ვინმეს ბოროტ ადამიანად შესარაცხად, მაგრამ იმ დეტალური გამოვლინებების საფუძველზე, რომლებიც ადრე განვიხილეთ, ამგვარ ხალხს წლების განმავლობაში სწამს ღმერთი ისე, რომ გულწრფელი სინანული არასდროს განუცდიათ. მათმა სხვადასხვაგვარმა გამოვლინებამ უკვე გამოიწვია არეულობა და განადგურება ეკლესიის ცხოვრებაში, ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლასა და მათ შორის ურთიერთობებში. მათი გამოვლინებებისა და ბუნება-არსების გათვალისწინებით, ეს ორი ტიპის ადამიანი ბოროტთა კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს. ეკლესიის წინამძღოლებმა და ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა ამოიცნონ ისინი, დაახასიათონ შესაბამისად და დროულად იქნან მოცილებული. არის ეს მართებული? (დიახ.) ეს სრულიად მართებულია. ეკლესიაში ამ ორი ტიპის ადამიანის ქცევას ძალიან ნეგატიური გავლენა აქვს; მათ ჭეშმარიტება სრულიად არ აინტერესებთ და საერთოდ არ ემორჩილებიან ღვთის საქმეს. ძმებსა და დებს შორის მათი ცხოვრების წესი არაფრით განსხვავდება არამორწმუნეთა ყოფისგან; ისინი ხშირად ცრუობენ და სხვებს ატყუებენ, საკუთარ მოვალეობებს ზედაპირულად და პასუხისმგებლობის უმცირესი გრძნობის გარეშე ასრულებენ და, არაერთი შეგონების მიუხედავად, მაინც არ იცვლებიან. ისინი არა მხოლოდ საეკლესიო ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას, არამედ სერიოზულად აფერხებენ ეკლესიის საქმესაც. ეჭვგარეშეა, რომ ისინი იმ ადამიანთა რიგებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ეკლესიამ უნდა მოიცილოს ან განდევნოს, და სრულიად მართებულია მათი ბოროტ ადამიანებად დახასიათება და ამგვარ ადამიანთა რიგებში ჩაყენება — ამის გაკეთება სულაც არ არის გადაჭარბებული. რაც შეეხება პირველ ტიპს, მათ, ვისაც ფაქტების დამახინჯებისა და სიცრუის სიყვარული ახასიათებთ, მათი პრობლემა არ არის ისეთი მარტივი, როგორიცაა შეუფერებელი რაღაცეების თქმა ან სხვებთან კომუნიკაციის ბარიერი და ა. შ.; არამედ, პრობლემა მათ ხასიათშია. უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ, მათი ხასიათის პრობლემა მათი ბუნება-არსების პრობლემაა. შედარებით ზედაპირულ დონეზე კი, ეს მათი ადამიანობის პრობლემაა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი ადამიანობა უკიდურესად ბოროტი და საზიზღარია, რაც სხვებთან ნორმალურ ურთიერთობას მათთვის შეუძლებელს ხდის. მათ არა მხოლოდ აკლიათ ისეთი პოზიტიური გამოვლინებები, როგორიცაა სხვების მხარდაჭერა, დახმარება ან სიყვარული, არამედ მათი ქმედებები და ქცევები მხოლოდ შეფერხებას, განადგურებასა და ნგრევას ემსახურება. თუ ზოგიერთი ადამიანისთვის ჩვეულია ფაქტების დამახინჯება და სიცრუე, რასაც ისინი მუდმივად მიმართავენ, გინდ ღიად და გინდ მალულად, და ამით დიდ ზიანს აყენებენ საეკლესიო საქმესა თუ ძმებსა და დებს, მაშინ ისინი მათ რიგებს მიეკუთვნებიან, ვინც ეკლესიამ უნდა მოიცილოს. მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, ვისაც უპირატესობის გამოყენება უყვართ. ისინი ნებისმიერ ვითარებაში მუდამ უპირატესობის მოპოვებას ესწრაფვიან და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე უჭირავთ თვალი. ისინი ყურადღებას არ ამახვილებენ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლაზე, არც საკუთარი მოვალეობების კარგად შესრულებასა თუ პასუხისმგებლობების აღსრულებაზე. მეტიც, ისინი არ არიან ფოკუსირებულნი ძმებთან და დებთან ნორმალურ ურთიერთობაზე, სხვების ძლიერების გაზიარებაზე საკუთარი ნაკლის გამოსასწორებლად, ჯანსაღი კავშირების დამყარებასა თუ ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრებას. მათ ამ საკითხებიდან არაფერი აინტერესებთ — ისინი ეკლესიასა და ძმებთან და დებთან მხოლოდ უპირატესობის მოსაპოვებლად მიდიან. ვიდრე ისინი ეკლესიაში იმყოფებიან და ძმებსა და დებს მათთან შეხება აქვთ, ძმები და დები შინაგანად ყოველთვის იგრძნობენ დისკომფორტს. მათი ქმედებებისა და საქციელის მიმართ ძმები და დები არა მხოლოდ ზიზღს იგრძნობენ, არამედ, ძირითადად, ისინი ხშირად გრძნობენ, რომ მათ ხელს უშლიან და შინაგანად საგრძნობლად ზღუდავენ. რას გულისხმობს სიტყვა „საგრძნობლად?“ ეს ნიშნავს, რომ რეალურ სიტუაციებში, როდესაც ურწმუნოებისა თუ ბოროტი ადამიანების მხრიდან შევიწროებას აწყდებიან, ზოგიერთი ინდივიდი საკუთარი გრძნობებით არის შებოჭილი და ვერ ახერხებს თავის დაღწევას, სხვები კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მოსწონთ, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, თუმცა შინაგანად მუდამ შეზღუდულად გრძნობენ თავს და სიმშვიდე აკლიათ. განა ეს არ არის სერიოზული დაბრკოლება ძმებისა და დებისთვის? (დიახ.) ამიტომ, ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა ამოიცნოს ამ ორი ტიპის ინდივიდი; ყველა, ვინც ბოროტი ადამიანების კატეგორიაში ხვდება, იმ პირთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც ეკლესიამ უნდა მოიცილოს. ასეთ პირებთან მოპყრობის კონკრეტულ პრინციპებზე წინა შეკრებაზე უკვე გვქონდა თანაზიარება, ასე რომ, ახლა მათზე დეტალურად აღარ ვისაუბრებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანთა ის ორი ტიპი, რომლებზეც ზემოთ გვქონდა თანაზიარება, ხელს უშლიდა არა მხოლოდ ძმებისა და დების საეკლესიო ცხოვრებას, არამედ მათი მოვალეობების ჯეროვან შესრულებასაც. ზოგიერთი მათგანის ქმედებებმა, შესაძლოა, დააბრკოლოს კიდეც ახალბედა მორწმუნეები, რომელთაც ჯერ კიდევ არ გააჩნიათ მყარი საფუძველი. ამიტომ, მათი მოქმედების ხერხებისა და მეთოდების, ასევე, მათი ადამიანობის სხვადასხვა გამოვლინებისა და ამ გამოვლინებებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით, ეს ორი ტიპის ადამიანი იმ პირთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც უნდა ჩამოშორდნენ ეკლესიას, და მათი ბოროტ ადამიანთა რიგებში ჩაყენება სულაც არ არის გადაჭარბებული. თუმცა მათ საქციელში, ვისაც ფაქტების დამახინჯებისა და სიცრუის სიყვარული აქვთ ან უპირატესობის გამოყენების სიყვარული ამოძრავებთ, შეიძლება არ ჩანდეს ისეთი აშკარა სისასტიკე ან ბოროტება, როგორც ამას ადამიანები ჩვეულებრივ წარმოიდგენენ ხოლმე — და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ახასიათებთ მსგავსი თვალშისაცემი გამოვლინებები — მათი ქმედებების მავნე შედეგებისა და ადამიანობის გამო, ეკლესიამ ისინი აუცილებლად უნდა მოიცილოს. ეს იყო ადამიანთა იმ ორი ტიპის გამოვლინებები და მათთან მოპყრობის პრინციპები, რომლებზეც წინა ჯერზე გვქონდა თანაზიარება.
II. პიროვნების ადამიანურობაზე დაფუძნებული
გ. გარყვნილება და თავშეუკავებლობა
დღეს ჩვენ განვაგრძობთ თანაზიარებას კიდევ რამდენიმე ტიპის ადამიანის გამოვლინებებზე მათი ადამიანობის კუთხით; დავიწყებთ ადამიანების მესამე ტიპით. რა არის ამ ხალხის ის ძირითადი მახასიათებელი? ეს არის უზნეობა და თავაშვებულობა. სიტყვასიტყვით თუ მივუდგებით, უზნეობისა და თავაშვებულობის გაგება საკმაოდ ადვილია; ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების ქცევა, მანერები და მეტყველება შეუფერებელია — ისინი არ არიან ღირსეული და წესიერი პიროვნებები. ეს არის ამ ტიპის ადამიანების გამოვლინებების საბაზისო გაგება. ეკლესიაში გარდაუვალია, რომ ღვთისადმი რწმენასთან დაკავშირებით ზოგიერთი ადამიანის შეხედულებები და მათი სწრაფვის გზები გადახრებს ან შეცდომებს არ შეიცავდეს. მათ მეტყველებასა და მანერებს აკლია ყოველგვარი ღვთისმოსაობა, მათი ცხოვრებისეული გამოვლინებები და ადამიანობის ხარისხი სრულიად არ შეესაბამება წმინდანთა წესრიგს და მათ სრულებით არ გააჩნიათ ღვთისმოშიში გული. საერთო ჯამში, მათი მეტყველება, ქცევა და მანერები შეიძლება აღიწეროს მხოლოდ როგორც უზნეო და თავაშვებული. რა თქმა უნდა, კონკრეტული გამოვლინებები მრავალრიცხოვანია, ყველასთვის თვალსაჩინოა და მათი ამოცნობა ადვილია. ეს პიროვნებები ჰგვანან ურწმუნოებსა და არამორწმუნეებს; კერძოდ, ისინი განსაკუთრებით უზნეო ქცევას ავლენენ. როდესაც საქმე შეკრებებს ეხება, მათი ჩაცმულობა და თავის მოვლა ძალიან დაუდევარია. ზოგიერთი არც კი ცდილობს თავის მოწესრიგებას სახლიდან გასვლამდე და შეკრებებზე დაუვარცხნელი თმითა და დაუბანელი სახით, მოუწესრიგებელი მოდის. ზოგი დაუდევრად არის ჩაცმული, შეკრებებზე გაცვეთილი ჩუსტებით ან პიჟამოებითაც კი ცხადდება. სხვები მოუწესრიგებლად ცხოვრობენ, ყურადღებას არ აქცევენ პირად ჰიგიენას და შეკრებებზე ჭუჭყიანი ტანსაცმლით მისვლასაც არ ერიდებიან. ეს ხალხი შეკრებებს უკიდურესი დაუდევრობით ეპყრობა, თითქოს მეზობელთან შეიარესო და ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღიქვამს. შეკრებების დროს მათი მეტყველება და მანერები ასევე თავაშვებულია. ისინი ყოველგვარი მორიდების გარეშე ხმამაღლა საუბრობენ, სიხარულის დროს კი ზედმეტად აღეგზნებიან ხოლმე, ხელებს ველურად იქნევენ და უკიდურეს თავაშვებულობას ავლენენ. იმის მიუხედავად, თუ რამდენი ადამიანი ესწრება შეკრებას, ისინი იცინიან, ხუმრობენ, გადაჭარბებულად ჟესტიკულირებენ, ფეხი ფეხზე გადადებული სხედან და ისე იქცევიან, თითქოს სხვებზე მაღლა დგანან; მეტისმეტად თავმომწონენი და ამპარტავნებიც არიან, საუბრისას თანამოსაუბრეს თვალს არასდროს უსწორებენ, და მზერა მუდამ სხვაგან გაურბით. განა ეს არ არის უზნეობა? (არის.) ეს განსაკუთრებით თავაშვებული საქციელია, და მასში თავშეკავების ნატამალიც არ ჩანს. რა თქმა უნდა, არამორწმუნეებმა ასეთი ადამიანების მეტყველება და მანერები, შეიძლება, აღზრდის ნაკლებობას მიაწერონ, მაგრამ ჩვენ ამას სხვანაირად ვიგებთ. ეს მხოლოდ აღზრდის ნაკლებობის საკითხი არ არის. როგორც ზრდასრულმა ადამიანმა ისედაც, უთქმელადაც, უნდა იცოდეს, თუ რა არის საუბრის, ქცევისა და სხვებთან ურთიერთობის მართებული და ჯეროვანი ფორმები — კერძოდ კი ის, თუ როგორ მოიქცეს წმინდანთა ღირსების შესაბამისად, რაც ძმებსა და დებსაც განამტკიცებს და ნორმალურ ადამიანობასაც წარმოაჩენს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევი, ძმებისა და დების გარემოცვაში ყოფნისას, მართალია, თავის მოჩვენება საჭირო არ არის, მაგრამ თავშეკავება მაინც აუცილებელია. მაშ, რა არის ამ თავშეკავების საზომი და სავალდებულო სტანდარტი? ეს წმინდანთა წესსა და რიგთან შესაბამისობაა. ადამიანის ტანსაცმელი და ჩაცმულობა უნდა იყოს ღირსეული და მოწესრიგებული, ყოველგვარი უცნაური სამოსის გარეშე. ღვთის წინაშე ადამიანი მოკრძალებული უნდა იყოს და ხელების ქნევას მოერიდოს. ცხადია, სხვებთანაც უნდა შეინარჩუნოს ღვთისმოსაობა და ადამიანობა, რათა მისი გამოჩენა სხვებისთვის შესაფერისი, სასარგებლო და სულიერად განმამტკიცებელი იყოს. სწორედ ეს აკმაყოფილებს ღმერთს. ისინი, ვინც უზნეონი და თავაშვებულნი არიან, ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ ადამიანობის ყველაზე ელემენტარული ნორმების დაცვასაც კი. მათი ასეთი გულგრილობის ერთ-ერთი აშკარა მიზეზი კი ის არის, რომ წარმოდგენაც კი არ აქვთ, როგორ იყვნენ მოკრძალებულნი, პატიოსანნი, ღირსეულნი ან ისეთი პიროვნებები, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ. მათ უბრალოდ არ ესმით ეს საკითხები. ამიტომ, მიუხედავად ეკლესიის მრავალგზის მითითებისა და მოთხოვნისა, რომ შეკრებებზე ჩაცმულობა იყოს მოწესრიგებული, ღირსეული და ჯეროვანი, ყოველგვარი უცნაური სამოსის გარეშე, ისინი ამ წესებს სერიოზულად მაინც არ იღებენ და ხშირად მოდიან ჩუსტებით, მოუწესრიგებელნი ან პიჟამოებითაც კი. ეს არის უზნეო და თავაშვებული ადამიანების ერთ-ერთი გამოვლინება.
უზნეო და თავაშვებულ ადამიანებს კიდევ ერთი ქცევა ახასიათებთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეკრებებზე მოდურ ტანსაცმელში გამოწყობილნი და მეტისმეტად მკვეთრი, გამომწვევი მაკიაჟით მოდიან. ისინი ყოველ შეკრებამდე ორი დღით ადრე იწყებენ გამოპრანჭვასა და მორთვა-მოკაზმვას. ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი მაკიაჟი გაიკეთონ, რომელი სამკაული დაიბნიონ, რა ვარცხნილობა შეარჩიონ, რომელი სამოსი ჩაიცვან, რომელი ჩანთა დაიჭირონ და რომელი ფეხსაცმელი მოირგონ. ზოგიერთი ქალი ისეთ პომადას, თვალის ჩრდილებსა და ცხვირის კონტურსაც კი იყენებს, რომელიც მაცდუნებელ იერს აძლევს, უფრო უკიდურეს შემთხვევებში კი, ზოგიერთი ზედმეტად გამომწვევად იპრანჭება და იმოსება — მხრებსა და ზურგს იშიშვლებს და უცნაურ ტანსაცმელს იცვამს. შეკრებებზე ისინი ყურადღებით არ უსმენენ ძმებისა და დების თანაზიარებას და არც ლოცულობენ. მით უმეტეს, არ მონაწილეობენ თანაზიარებაში და არ უზიარებენ სხვებს საკუთარ გაგებასა თუ გამოცდილებით დამოწმებებს. ამის ნაცვლად, ისინი თავს სხვებს ადარებენ და იმით ინტერესდებიან, ვინ მათზე უკეთესად თუ უარესად არის ჩაცმული, ვის აცვია განსაკუთრებით მოდური, ბრენდული სამოსი, ვის აცვია იაფფასიანი ბაზრობის ტანსაცმელი, რამდენი ღირს სხვისი სამაჯური და ასე შემდეგ. ისინი მხოლოდ ამ საკითხებზე არიან ფოკუსირებულნი და ხშირად ასეთ კომენტარებს ღიადაც კი აკეთებენ. ამ ადამიანების ჩაცმულობიდან, ისევე როგორც მათი მეტყველებიდან, საქციელიდან და მანერებიდან, აშკარაა, რომ მათ მიერ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობა და ძმებთან და დებთან ურთიერთობა არ ისახავს მიზნად ჭეშმარიტების გაგებას, მით უმეტეს არ ემსახურება სიცოცხლეში შესვლის სწრაფვას ხასიათის შესაცვლელად; პირიქით, ისინი შეკრებების დროს იმისთვის იყენებენ, რომ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებითა და მატერიალური ცხოვრებით მოიწონონ თავი. ზოგიერთი შეკრებებზე ბრენდული ტანსაცმლით გამოწყობილი მოდის, რათა თავი მოიწონოს, ძმებსა და დებს შორის მოდისა და სოციალური ტენდენციებისადმი საკუთარი ლტოლვა სრულად დაიკმაყოფილოს, ამით ისინი სხვებსაც აქეზებენ მსგავსი ინტერესებისკენ და ცდილობენ, მათში შური და აღტაცება გამოიწვიონ. მიუხედავად იმისა, რომ ამჩნევენ ზოგიერთი ძმისა და დის მხრიდან მათდამი ზიზღით სავსე მზერასა და დამოკიდებულებას, ისინი მაინც აგდებულად იქცევიან, აგრძელებენ ყველაფრის თავისებურად კეთებას, აცვიათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და უჭირავთ ძვირადღირებული დიზაინერული ჩანთები. ზოგიერთი მდიდარი და შეძლებული ადამიანის იმიჯის მორგებასაც კი ცდილობს და შეკრებებზე იაფფასიანი სუნამოს სუნით გაჟღენთილი მოდის, ისე, რომ, ოთახში შესვლისთანავე სუნამოს, ფერუმარილისა და თმის ზეთის ნარევის მძაფრ და უსიამოვნო სუნს აყენებს. ბევრი სხვა მონაწილე აღშფოთებულია, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავს. მათ ამ ადამიანების დანახვაც კი სძულთ, ხოლო ისინი, ვისაც ღმერთის ჭეშმარიტად სწამთ, მათგან შორს იჭერენ თავს. იმის მიუხედავად, მათი ჩაცმულობა და იერსახე მეტისმეტად დახვეწილია თუ პირიქით — ძალიან უბრალო, ასეთი ადამიანების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მათი განსაკუთრებულად თავაშვებული და უდისციპლინო მეტყველება, ქცევა, მანერები და ცხოვრების წესია. ეს ვლინდება არა მხოლოდ შეკრებებზე, არამედ ძმებსა და დებთან ყოველდღიურ ურთიერთობასა თუ მათ პირად ცხოვრებაშიც. ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი განსაკუთრებით თავაშვებულნი არიან და მათში მცირედი თავშეკავებაც კი არ იგრძნობა. მათი ყოველდღიურობა ყოველგვარ კანონზომიერებას არის მოკლებული; ლაპარაკობენ იმას, რაც პირზე მოადგებათ, იქცევიან დაუფიქრებლად და თვითნებურად, არასდროს საუბრობენ პირად გამოცდილებაზე, იშვიათად თუ იტყვიან რამეს ღვთის სიტყვის შესახებ და თითქმის არაფერს ამბობენ იმ დაბრკოლებებზე, რაც საქმის კეთებისას ხვდებათ. რა არის ის თემები, რაზეც ისინი მსჯელობენ? საზოგადოებრივი ტენდენციები, მოდა, დახვეწილი კერძები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებისა თუ ვარსკვლავების პირადი ცხოვრება და უჩვეულო ისტორიები თუ ანეკდოტები. მათი ასეთი ბუნებრივი გამოვლინებებიდან ადვილი მისახვედრია, რომ ამ ხალხისთვის ღვთის რწმენა უბრალოდ ცხოვრების გატანის საშუალებაა. მათი ცხოვრება მთლიანად ჭამაზე, სმასა და გართობაზეა ფოკუსირებული და არა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება, მოვალეობის შესრულება ან ჭეშმარიტების ძიება. „უზნეობასა და თავაშვებულობაში“ იგულისხმება ის, რომ ამ ადამიანების ცხოვრების წესი, მათი ადამიანურობა, ასევე საქმეებისადმი მიდგომა, სხვებისადმი მოპყრობა და ურთიერთობის მანერა სრულიად უზნეო და თავაშვებულია. ისინი ხშირად იმეორებენ საზოგადოებაში გავრცელებულ პოპულარულ გამონათქვამებს; მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა ძმებსა და დებს ამის მოსმენა ან ესმით თუ არა მათი, ეს ადამიანები მაინც თავისას აგრძელებენ. ისინი ხშირად საზოგადოებაში ცნობილი სახეების, მუსიკისა თუ კინოს ვარსკვლავების გამონათქვამებსაც კი ბაძავენ. რაც შეეხება იმ პოზიტიურ ლექსიკას, რომელიც ხშირად გამოიყენება ღვთის სახლსა და ძმებსა და დებს შორის, მის მიმართ ინტერესს არასოდეს იჩენენ. მათ ყოველდღიურობაში ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას ვერ შეხვდებით. ისინი ამქვეყნიურ ტენდენციებს აღმერთებენ. მათი კერპად ქცევისა და მიბაძვის ობიექტები სხვადასხვა ცნობილი სახე და ვარსკვლავები არიან. მაგალითად, ისინი სწრაფად ითვისებენ ინტერნეტში გავრცელებულ პოპულარულ ტერმინებსა თუ ფრაზებს და მათ საკუთარ ცხოვრებაში და ძმებთან და დებთან საუბრისას იყენებენ. ცხადია, ეს სიტყვები არც დადებითია და არც რაიმე სარგებლის მომტანი. ისინი სავსებით ნეგატიურია, ყოველგვარ ღირებულებას და, მით უფრო, აზრს მოკლებული ღვთის მორწმუნეთათვის. ეს არის გახრწნილი და ბოროტი კაცობრიობის მიერ დამკვიდრებული ფრაზები, რომლებიც სრულად ასახავს ბოროტი ძალების აზროვნებასა და მსოფლმხედველობას. მსგავს ფრაზებს ხშირად ის ურწმუნოები ამჩნევენ, ითვისებენ და იყენებენ, რომლებიც ეკლესიაში იმყოფებიან და ბოროტი მიმდინარეობები იზიდავთ. ისინი სრულიად გულგრილნი არიან ღვთის სახლში დამკვიდრებული სულიერი ენისა და სიტყვების მიმართ, არც ყურს უგდებენ და არც მათ შესწავლას ცდილობენ სერიოზულად. პირიქით, ისინი იოლად იტაცებენ და ნერგავენ იმ უარყოფით რამეებს, რაც ურწმუნო სამყაროდან მოდის და რაზეც უღირსი ადამიანები არიან ფოკუსირებულნი. ამრიგად, ეს პიროვნებები, მიუხედავად იმისა, შევაფასებთ მათ ჩაცმულობით, მეტყველებითა და მანერებით, თუ იმ სხვადასხვა აზრით, შეხედულებებითა და საკითხებისადმი დამოკიდებულებით, რასაც ისინი ამჟღავნებენ, ძმებსა და დებს შორის მეტადრე განსხვავებულები ჩანან. რას ნიშნავს ეს განსხვავებულობა? ეს ნიშნავს, რომ მათი მეტყველება, ქცევა და მანერები არამორწმუნეებისას ჰგავს და მათში არავითარი ცვლილება არ იგრძნობა; ისინი უბრალოდ ურწმუნონი არიან. მაგალითად, ზოგიერთი ღვთის სახლის სცენაზე ორ საგალობელს იმღერებს და ყველას მოწონებას დაიმსახურებს, რის შემდეგაც თავს ვარსკვლავად ან დიდკაცად მიიჩნევს. გამოსვლებისას ყოველთვის მძიმე მაკიაჟის გაკეთება სურს, დაჟინებით მოითხოვს რომელიმე ცნობილი ადამიანის ვარცხნილობას და თმას უცნაურ ფერებად იღებავს. როდესაც სხვები ეუბნებიან: „მორწმუნეები ღირსეულად და მოკრძალებულად უნდა იცვამდნენ. შენი სტილი არ შეესაბამება ღვთის სახლის მოთხოვნებს“, ისინი ჩივიან: „ღვთის სახლის წესები მეტისმეტად მკაცრია; როგორი დამღლელია! რა ძნელია ვარსკვლავად ყოფნა!“ სულ რაღაც ორი საგალობლის შესრულების შემდეგ ისინი თავს ვარსკვლავებად წარმოიდგენენ და ჰგონიათ, რომ დიდებულები არიან; როგორც კი მოიცლიან, გამუდმებით იმაზე ფიქრობენ: „რამდენი თითით უჭირავთ მიკროფონი ურწმუნო სამყაროს ვარსკვლავებს? რამდენი ნაბიჯით ადიან სცენაზე? რატომ არ მჩუქნიან ყვავილებს, როცა ასე კარგად ვმღერი? ვარსკვლავებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოდიან, აგენტები და დამხმარეები ჰყავთ; მათ თითქმის არაფერზე უწევთ თავის შეწუხება, რადგან ასისტენტები ყველაფერს აგვარებენ. მე კი, როგორც მომღერალს ღვთის სახლში, ისეთ ყოველდღიურ საქმეებზეც კი თავად მიწევს ზრუნვა, როგორიცაა საკვების მოპოვება, ჩაცმა თუ საყიდლებზე სიარული. ღვთის სახლი მეტისმეტად კონსერვატორულია!“ გულის სიღრმეში ყოველთვის უკმაყოფილონი არიან ღვთის სახლში ცხოვრებით. თავს განსაკუთრებით დაჩაგრულად გრძნობენ, მუდამ უკმაყოფილონი და საყვედურებით აღსავსენი არიან. განა შეუძლია ასეთ ადამიანს ჭეშმარიტების სიყვარული? განა იცხოვრებს ის ჭეშმარიტებით? რატომ არ უღრმავდება საკუთარ თავს? მათი ხედვა ყველაფერზე ისეთივე დამახინჯებულია, როგორიც არამორწმუნეებისა. როგორ ვერ ხვდებიან ამას? ღვთის სახლი ხელს არ უშლის მათ, გახდნენ ვარსკვლავები, მაგრამ განა მათი ეს შეხედულებები და მიდგომები, რომლებიც არამორწმუნეებისთვისაა დამახასიათებელი, მისაღებია ღვთის სახლში? ისინი არსებითად გაუმართლებელია. მათი ჩვეული მეტყველება და მანერები ადამიანთა უმეტესობისთვის ზიზღის მომგვრელია. მათი „თავისუფალი აზროვნებისა“ და უკიდურესი თავნებობის გამო, რასაც ასეთი ხალხი ამბობს ან აკეთებს, ყველაფერი უზნეო და თავაშვებულია, რაც მხოლოდ სატანის ხასიათს ამჟღავნებს.
ღვთის სახლი გამუდმებით უსვამს ხაზს, რომ ძმებმა და დებმა უნდა დაიცვან ზღვარი მამაკაცებსა და ქალებს შორის და არ გაებან საპირისპირო სქესთან ურთიერთობებში. თუმცა ზოგიერთი ადამიანი უზნეოა და თავაშვებული, ამ დარიგებას არავითარ ყურადღებას არ აქცევს და ფარულად სხვების ცდუნებას ან მათთან პაემანზე სიარულსაც კი ცდილობს, რითაც საეკლესიო ცხოვრებას აბრკოლებს. მათ საპირისპირო სქესთან კონტაქტი სიამოვნებთ და მიზეზსა თუ საბაბსაც კი ეძებენ, რათა მათთან კავშირი დაამყარონ და ფლირტნარევი ურთიერთობა ჰქონდეთ. საპირისპირო სქესის მიმზიდველი ან მათთვის სასიამოვნო ადამიანის დანახვისას, მაშინვე იწყებენ ფამილიარულად მოპყრობას, არშიყობასა და მასხარაობას, ტანსაცმელზე ქაჩვასა თუ თმაში ხელების ფათურს. ზამთარში, ტანსაცმელში თოვლის ჩაყრასაც კი არ ერიდებიან. ისინი ცხოველებივით ეთამაშებიან ერთმანეთს, ყოველგვარი ზღვრისა და ღირსების შეგრძნების გარეშე და არავითარ სირცხვილს არ გრძნობენ. ზოგი ამბობს: „ეს როგორ შეიძლება გართობად ჩაითვალოს? ისინი ერთმანეთის მიმართ სითბოს გამოხატავენ. ამას ალერსი და რომანტიკულობა ჰქვია“. თუ რომანტიკას ეძებ, არასწორი ადგილი აგირჩევია. ეკლესია არის ადგილი, სადაც ძმები და დები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ; ეს ღვთის თაყვანისცემის ადგილია და არა არშიყობის. ასეთი ქცევის საჯაროდ, ყველას წინაშე გამოვლენა ადამიანთა უმეტესობაში ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს. საკვანძო საკითხი კი ისაა, რომ ეს არც სხვებს ჰმატებს რამეს და შენც ლახავ საკუთარ სახელსა და ღირსებას. საერთოდ, რამდენი წლის ხარ? ნუთუ მარჯვენასა და მარცხენას ერთმანეთისგან ვერ არჩევ? ნუთუ არ გესმის განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის? შენ კი მაინც არშიყობით ხარ დაკავებული! შვიდი ან რვა წლის ბავშვებისთვის თამაში და ცელქობა ნორმალურია; ასეთი ქცევა და ინტერესები მათი ასაკისთვის ბუნებრივია. თუმცა, თუ ზრდასრული ადამიანები იქცევიან ასე, განა ეს ბავშვური საქციელი არ არის? მარტივად რომ ვთქვათ, ეს სწორედ ასეა. არსობრივად, რა არის ეს? (აღვირახსნილობა, უზნეობაა.) ეს ყოველივე დიდი უზნეობაა! ღვთის რწმენისას ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ საჭიროა ღირსების გრძნობის ქონა. არამორწმუნეთა შორისაც კი ცოტა თუ იქცევა ასე უზნეოდ. რაოდენ ქარაფშუტანი და საზიზღარნი არიან ასეთი უზნეო პიროვნებები! საპირისპირო სქესის წარმომადგენლისთვის ტანსაცმელში თოვლის ჩაყრა გასართობად, არა მხოლოდ ბავშვური დევნა, არამედ უკანალზე წამორტყმაც კი — როდესაც ვინმე ამხელს, რომ ასეთი საქციელი ზედმეტად უზნეოა და შლის ზღვარს მამაკაცსა და ქალს შორის, — ისინი პასუხობენ: „ჩვენ იმიტომ ვეთამაშებით ასე ერთმანეთს, რომ ძალიან ახლოს ვართ; ხალხმა ეს უნდა გაიგოს“. ისინი იმდენად ეძლევიან თავაშვებულობას, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავს აძლევენ ამის უფლებას, არამედ სხვებსაც აქეზებენ, რომ მათ შეუერთდნენ. როგორი უღირსი საქციელია ეს? მითხარით, განა უნდა რჩებოდნენ ასეთი ადამიანები ეკლესიაში? (არა.) ასეთი ტიპის ადამიანების გვერდით ყოფნა ყოველთვის უხერხულობასა და დისკომფორტს იწვევს. როდესაც ვინმეს ხედავენ, ჩვეულებრივად კი არ ესალმებიან, არამედ მუჯლუგუნს ჰკრავენ და ეუბნებიან: „სად ჯანდაბაში იყავი ამდენი წელი? მეგონა, საერთოდ აორთქლდი! როგორ მიდის შენი საქმეები?“ თვით მათი მისალმების მანერაც კი ისეთი უხეში და ქედმაღლურია; ისინი არა მხოლოდ უხეშად საუბრობენ, არამედ სხვებს ფიზიკურადაც კი ეხებიან. განა ეს ხულიგნებისა და ავაზაკების ქცევას არ ჰგავს? მოგწონთ ასეთი ხალხი? (არა.) განა სასიამოვნოა იმის განცდა, რომ დაგცინიან და აბუჩად გიგდებენ? (არა.) ეს უსიამოვნოა და ამის გამოხატვაც კი არ შეგიძლია; უბრალოდ უნდა მოითმინო, შემდეგში კი, როცა მათ დაინახავ, შორიდანვე აარიდო თავი. მოკლედ რომ ვთქვათ, რას გვეუბნება ეს ყოველივე ასეთი პიროვნებების ადამიანურობის ხარისხზე? (ის დაბალია.) რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ მათ — იქნება ეს მათი საუბრის მანერა და ქცევა, მათი პირადი ეთიკა, სამყაროსთან დამოკიდებულება და სხვებთან ურთიერთობა, მათი დამოკიდებულება ურწმუნო სამყაროს ტენდენციების მიმართ თუ ღმერთის რწმენის გზა და მათი დამოკიდებულება ღვთისა და მისი სიტყვებისადმი — რთული არ არის იმის დანახვა, რომ ამ პიროვნებებს აკლიათ ყოველგვარი ღვთისმოსაობა და ღვთისმოშიშობა. ასევე, მათ რწმენაში არ ჩანს არავითარი გულწრფელობა, როდესაც საქმე ჭეშმარიტების ძიებას ან მის მიღებას ეხება. რაც შეინიშნება, არის მათი უზნეობა და თავაშვებულობა, ვარსკვლავებისა და კერპების მუდმივი მიბაძვა და იმის სრული უგულებელყოფა, რომ შეიცვალონ, მიუხედავად იმისა, თუ რა სახით ხდება ჭეშმარიტების თანაზიარება. როგორ შეიძლება შეჯამდეს მათი ადამიანობის დამახასიათებელი ნიშნები? უზნეობა და თავაშვებულობა. ამრიგად, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ღვთის სახლში შემოპარული არამორწმუნეები არიან; ისინი ურწმუნონი არიან.
გარყვნილი და თავშეუკავებელი ადამიანები ზუსტად ისეთ სიტყვებს იყენებენ, როგორიც არამორწმუნე სამყაროს ყაჩაღებსა და ხულიგნებს სჩვევიათ. მათ განსაკუთრებით სიამოვნებთ ვარსკვლავებისა და საზოგადოების უარყოფითი ფიგურების მეტყველებისა და სტილის მიბაძვა, ხოლო მათი ენის უმეტესი ნაწილი ნაძირალას ტონს ატარებს, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ხულიგანი ან ქუჩის მაწანწალა ლაპარაკობდეს. მაგალითად, როდესაც არამორწმუნე მოდის და კარზე დაკაკუნების შემდეგ რამდენიმე უცნაურ ფრაზას ამბობს, დები და ძმები ამბობენ: რაღაც რიგზე ვერ არის; რატომ ჰგავს ეს ადამიანი მზვერავს ან ჯაშუშს? თუმცა იმ მომენტში ვერაფერში იქნებიან დარწმუნებულნი, ეს ადამიანთა უმრავლესობას უხერხულობას უჩენს. თუმცა, ადამიანი, რომელიც გარყვნილი და თავშეუკავებელია, შთამბეჭდავად, გარკვეული მანერითაც კი ამბობს: „მზვერავი? არ მაშინებს! რატომ უნდა გეშინოდეთ მათი? თუ გეშინიათ, ნუ გახვალთ. მე წავალ და ვნახავ, რა უნდათ. ნახეთ, როგორი გაბედულები და თამამები არიან. თქვენ თუ ილაპარაკებდით ასე? (არა, ნორმალური ხალხი ასე არ ლაპარაკობს; ეს უფრო ყაჩაღის საუბარს ჰგავს.) ყაჩაღები ნორმალური ადამიანებისგან განსხვავებულად მეტყველებენ; ისინი განსაკუთრებით მბრძანებლურები არიან. ხალხი საკუთარი წრის შესაფერის ენას სწავლობს; ქუჩურად მოაზროვნე ადამიანები განსაკუთრებით ითვისებენ საზოგადოებაში პოპულარულ ჟარგონს, ყაჩაღებსა და ხულიგნებს თავიანთი ენით საუბარი უყვართ, ურწმუნოები კი ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც არამორწმუნეები და ყველაფერში მათ ენაზე მეტყველებენ. კეთილ, ღირსეულ და წესიერ ადამიანებს ზიზღისა და სიძულვილის გრძნობა ეუფლებათ არამორწმუნეთა საუბრის მოსმენისას; არცერთი მათგანი არ ცდილობს ამგვარი მეტყველების მიბაძვას. ზოგიერთი ურწმუნო, ათი ან ოცი წლის რწმენის შემდეგაც კი, კვლავ არამორწმუნეების ენას იყენებს და განზრახ ირჩევს ასეთ მეტყველებას; საუბრისას ისინი არამორწმუნეების მანერებს, გამომეტყველებასა და ჟესტიკულაციასაც კი ბაძავენ, ისევე, როგორც მათ გამოხედვას. განა შეიძლება ასეთი პირები სასიამოვნონი იყვნენ ეკლესიაში დებისა და ძმების თვალში? (არა.) დებისა და ძმების უმეტესობისთვის ისინი მიუღებელნი არიან და მათ ყურებას უხერხულობის განცდა ახლავს. თქვენი აზრით, რას გრძნობს ღმერთი მათ მიმართ? (ზიზღს.) პასუხი ნათელია: ზიზღს. იმის მიხედვით, თუ როგორ ცხოვრობენ, რისკენ ისწრაფვიან და რა ადამიანებს, მოვლენებსა თუ საგნებს სცემენ თაყვანს გულში, აშკარაა, რომ მათი ადამიანობა არ მოიცავს ღირსებასა თუ წესიერებას და ძალიან შორს არის ღვთისმოსაობისა და წმინდანებისთვის შესაფერისი ქცევისგან. იშვიათია მათი პირიდან იმ სიტყვების მოსმენა, რომლებიც მორწმუნეებმა ან წმინდანებმა უნდა თქვან და რომლებიც სხვებს განამტკიცებს, გამოხატავს პატიოსნებასა და ღირსებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ეს თქვან. იმის მიხედვით, თუ რას სცემენ თაყვანს, რისკენ ისწრაფვიან და რას ეძიებენ გულში, ეს ყოველივე ძირეულად შეუსაბამოა იმასთან, რისკენაც წმინდანები უნდა ისწრაფვოდნენ. სწორედ ამიტომ არის რთული მათი ცხოვრების წესის, მეტყველებისა და ქცევის მოთოკვა. მათთვის მეტისმეტად დიდი მოთხოვნაა ის, რომ იყვნენ თავშეკავებულნი, არ იყვნენ გარყვნილნი თუ თავნებანი და შეინარჩუნონ ღირსება და წესიერება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იცხოვრონ ადამიანობისა და გონიერების მქონე პირებად, რომლებიც შეიცნობენ ჭეშმარიტებას და შედიან ჭეშმარიტება-რეალობაში. მათ ისიც კი არ შეუძლიათ, იყვნენ პატიოსანი და ღირსეული ადამიანები, რომლებიც წმინდანთა ღირსებას შეეფერებიან, წესებს ემორჩილებიან და გარეგნულად მაინც გონივრულად გამოიყურებიან. ადრე იყო ერთი პიროვნება, რომელიც სოფლად წავიდა სახარების საქადაგებლად და ნახა, რომ ზოგიერთ დებსა და ძმებს გაჭირვებული ოჯახები ჰქონდათ და დანგრეულ სახლებში ცხოვრობდნენ. მან სარკასტულად და დამცინავად თქვა: „ეს სახლი ისეთი დანგრეულია, ადამიანისთვის არ გამოდგება, ღორებისთვისაც კი ძლივს გამოდგება. სასწრაფოდ უნდა გაეცალოთ აქაურობას!“ დებმა და ძმებმა მიუგეს: „გადასვლა საკმაოდ ადვილია, მაგრამ ვინ მოგვცემს სხვა სახლს საცხოვრებლად?“ ის დაუფიქრებლად და თვითნებურად საუბრობდა. ამბობდა იმას, რაც თავში მოუვიდოდა და არ ადარდებდა, როგორ იმოქმედებდა ეს სხვებზე. ეს არის მდაბალი ბუნების ქონა. დებმა და ძმებმა ჰკითხეს: „თუ გადავალთ, ვინ მოგვცემს სახლს საცხოვრებლად? შენ გაქვს სახლი?“ მას პასუხი არ ჰქონდა. როდესაც დაინახა, რომ ადამიანებს უჭირდათ, ლაპარაკის ნაცვლად ჯერ მათი გაჭირვების შემსუბუქება უნდა ეცადა. რა მოჰყვა შედეგად მის უპასუხისმგებლო საუბარს, როცა თავად ამ სირთულის გადაჭრის ძალა არ შესწევდა? ნუთუ ეს უბრალოდ მეტისმეტი გულწრფელობისა და პირდაპირი ხასიათის ბრალი იყო? რა თქმა უნდა, არა. პრობლემა ის იყო, რომ ის მეტისმეტად მდაბალი იყო, გარყვნილი და თავშეუკავებელი. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ წარმოდგენა პატიოსნებაზე, ღირსებაზე, ყურადღებაზე, შემწყნარებლობაზე, ზრუნვაზე, პატივისცემაზე, გაგებაზე, თანაგრძნობაზე, წყალობაზე, წინდახედულობაზე, დახმარებასა და სხვა მსგავსზე. ეს თვისებები, რომლებიც ნორმალური ადამიანობისთვის აუცილებელია, სწორედ ის არის, რაც ადამიანებს უნდა გააჩნდეთ. ისინი არა მხოლოდ მოკლებულნი არიან ამ თვისებებს, არამედ სხვებთან ურთიერთობისას, როდესაც ხედავენ, რომ ვინმე სირთულეებს აწყდება, შეუძლიათ ჩაიცინონ, აბუჩად და მასხრად აიგდონ და დასცინონ კიდეც. მათ არა მხოლოდ არ შესწევთ მათი გაგებისა თუ დახმარების უნარი, არამედ მწუხარება, უმწეობა, ტკივილი და პრობლემებიც კი მოაქვთ მათთვის. მათთვის, ვისაც ასეთი მძიმე სიმდაბლე ახასიათებს, უმეტესობა ყველაფერს ნათლად ხედავს და მათ არაერთხელ ითმენს. როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ ასეთ ადამიანებს გულწრფელი მონანიება? ნაკლებად სავარაუდოა. მათი ბუნება-არსებიდან გამომდინარე, ისინი არ არიან ჭეშმარიტების მოყვარულნი, ამიტომ როგორ შეძლებდნენ გასხვლისა და წვრთნის მიღებას? ასეთი ადამიანების აღწერისას არამორწმუნეებს აქვთ ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „თავის გზაზე დგომა“ ან „საკუთარი გზით სიარული მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან სხვები“, რა აბსურდული ლოგიკაა ეს? ეს ეგრეთ წოდებული ცნობილი გამონათქვამები და იდიომები ამ საზოგადოებაში ხშირად დადებით მოვლენად განიხილება, რაც ამახინჯებს ფაქტებს და ერთმანეთში ურევს სწორსა და არასწორს. რაც შეეხება გარყვნილი და თავშეუკავებელი პიროვნებების ადამიანობის გამოვლინებებს, ეს ძირითადად მოიცავს ამას.
მიუხედავად იმისა, უშლიან ხელს თუ არა გარყვნილი და თავშეუკავებელი ადამიანები ეკლესიის ცხოვრებას, დებსა და ძმებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს ან ღვთის რჩეული ხალხის მიერ მოვალეობის ნორმალურ შესრულებას, თუკი მათი ადამიანობის გამოვლინებებსა და გამოცხადებებს ნეგატიური გავლენა და შედეგები მოაქვს და დებსა და ძმებს აწუხებს, ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას და ამ ადამიანების მიმართ შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს, ნაცვლად იმისა, რომ მათ უბრალოდ დაუბრკოლებლად მოქმედების უფლება მიეცეთ. მსუბუქი შემთხვევების დროს შესაძლებელია დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენა, ან მათი გასხვლა და გაფრთხილება. მძიმე შემთხვევებში კი, როდესაც მათი ქცევა და გამოვლინებები განსაკუთრებით თავაშვებულია, ჰგავს არამორწმუნეთა თუ ურწმუნოთა მოქმედებას და წმინდანთა ღირსეული ქცევის ნიშანწყალიც კი არ გააჩნიათ, ეკლესიის წინამძღოლებმა და მუშაკებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ ამგვარ პირთა მიმართ. თუ დებისა და ძმების უმრავლესობა ეთანხმება ამას და პირობები იძლევა ამის საშუალებას, ეს ადამიანები უნდა მოიცილონ, სულ მცირე, მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები სრული განაკვეთის მქონე ეკლესიაში. რას გულისხმობს ფრაზა მსუბუქი შემთხვევების დროს? ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი ახალი მორწმუნეა, თავდაპირველად არამორწმუნე, რომელსაც არასოდეს სწამდა ქრისტიანობის და არ ესმის, რას მოიცავს ღვთის რწმენა. მათი საუბარი და მანერები არამორწმუნეთა ჩვევებს ამჟღავნებს. თუმცა, ღვთის სიტყვის კითხვის, ჭეშმარიტების თანაზიარებისა და საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრების წყალობით, ისინი თანდათან იცვლებიან, იხვეწებიან, ემსგავსებიან მორწმუნეებს და მათში ადამიანური სახე იკვეთება. ეს პირები არ უნდა მივაკუთვნოთ ბოროტ ადამიანთა რიგებს, არამედ მათ, ვისი დახმარებაც შესაძლებელია. მეორე კატეგორიაა ოციოდე წლის ახალგაზრდები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი-ხუთი წელია სწამთ ღმერთის, მაინც მიდრეკილნი არიან გართობისკენ, არ არიან საკმარისად ჩამოყალიბებულნი, ავლენენ გარკვეულ ბავშვურობას საუბარსა და მანერებში: საუბრობენ, იქცევიან და მოქმედებენ ბავშვებივით და ასე შემდეგ, თავიანთი ახალგაზრდული ასაკის გამო. ამ ადამიანებს დახმარება და მხარდაჭერა სიყვარულით უნდა შევთავაზოთ. მათ უნდა მიეცეთ საკმარისი დრო თანდათანობითი ცვლილებისთვის, ზედმეტად მკაცრი მოთხოვნების დაწესების გარეშე. რა თქმა უნდა, იმ ზრდასრული ადამიანების მიმართ, რომლებსაც მრავალი წელია სწამთ ღმერთის, მაგრამ მაინც არამორწმუნეებივით გარყვნილი და თავშეუკავებელი საუბარი, მანერები, ქცევა და მოქმედებები ახასიათებთ და არაერთი შეგონების მიუხედავად უარს ამბობენ შეცვლაზე, განსხვავებული მიდგომაა საჭირო; მათ ღვთის სახლის წესების მიხედვით უნდა მოეპყრონ. თუ ასეთი ადამიანების საუბარი, მანერები და მათი ადამიანობის გამოვლინებები უმრავლესობას მოსვენებას უკარგავს და ეკლესიაში უარყოფით გავლენას ახდენს, რის გამოც ბევრს მათი დანახვაც კი გულს ურევს, არ სურს მათი ლაპარაკის მოსმენა, მათი გამომეტყველების ყურება საუბრისას და არც მათი ჩაცმულობის დანახვა უნდა, და უმეტესობა უფრო ბედნიერია და უკეთეს მდგომარეობაშია, როდესაც ეს ადამიანები შეკრებებს არ ესწრებიან — განიცდის რა დისკომფორტსა და სიძულვილს მათი უბრალო მონაწილეობითაც კი საეკლესიო ცხოვრებაში და დებსა და ძმებს შორის მათი უბრალო ყოფნით, თითქოს მავნე მწერი ურევდეს იქაურობას — მაშინ ასეთი ადამიანები უდავოდ ბოროტი ხალხია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც ისინი საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობენ და დებსა და ძმებთან ერთად ასრულებენ მოვალეობას, უმეტესობა შფოთს და განსაკუთრებულ ზიზღს გრძნობს. ასეთ შემთხვევებში, ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა იქნენ განრიდებულნი და არა ნებაზე მიშვებულნი ან შემდგომი დაკვირვების ქვეშ დატოვებულნი. სულ მცირე, ისინი უნდა განიწმინდონ სრული განაკვეთის მქონე ეკლესიიდან და მოსანანიებლად ჩვეულებრივ ეკლესიაში გაიგზავნონ. რატომ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი ამგვარად? (მათ უმრავლესობისთვის შფოთი და უარყოფითი შედეგები მოიტანეს, რითაც საეკლესიო ცხოვრების მიმდინარეობა დაარღვიეს.) იმიტომ, რომ მათი გამოვლინებების შედეგები და გავლენა მეტისმეტად საზიზღარია. აქედან გამომდინარე, წინამძღოლებმა და მუშაკებმა, ისევე, როგორც ღვთის რჩეულმა ხალხმა, არ უნდა დახუჭონ თვალი მათ ქმედებებზე და ბრმად არ უნდა შეეგუონ მათ ქცევას. არასწორია წინამძღოლებისა და მუშაკების მხრიდან უმოქმედობა, როდესაც ეს ადამიანები უმრავლესობას დაბრკოლებას უქმნიან. ასეთი ადამიანებისგან უნდა გაიწმინდოს ეკლესია ღვთის სახლის წესების მიხედვით, ეს ყველაზე გონივრული არჩევანია.
მოუგვარებია თუ არა ეკლესიას წარსულში გარყვნილი და თავშეუკავებელი ადამიანების საკითხი? (დიახ.) როდესაც ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით ზომებს იღებდნენ, ზოგიერთი ტიროდა და ამბობდა: „ეს განგებ არ გამიკეთებია, უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო. მე არ ვარ ასეთი ადამიანი. გთხოვთ, მომეცით კიდევ ერთი შანსი. თუ მოვალეობის შესრულების უფლებას არ მომცემთ, სახლში დაბრუნების შემდეგ, სადაც ყველა არამორწმუნეა, ღვთის რწმენას დავკარგავ.“ ისინი იმდენად დამარწმუნებლად საუბრობენ და ისეთ გულწრფელ სასოწარკვეთას გამოხატავენ, თითქოს არ უნდათ ღვთის მიტოვება და ღვთის სახლს მონანიების კიდევ ერთ შესაძლებლობას სთხოვენ. მათთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა შესაძლებელია, მაგრამ მთავარი ის არის, შეუძლიათ თუ არა შეცვლა. თუკი აშკარაა, რომ ამ პიროვნებას ადამიანობის ნატამალიც კი არ გააჩნია, არ აქვს სინდისი ან გონიერება და, არსებითად, უგულო და უსულო არსებაა, მაშინ მას არ უნდა მიეცეს კიდევ ერთი შანსი, ეს სრულიად ამაო იქნებოდა. თუმცა, თუ ამ ადამიანის რაობა ჯეროვანია და უბრალოდ მისი ადამიანობაა ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდა ასაკის გამო და რამდენიმე წელში აუცილებლად შეიცვლება, მაშინ მას აუცილებლად უნდა მიეცეს მონანიების შესაძლებლობა. ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნენ მოცილებულნი ეკლესიიდან. არცერთი კეთილი ადამიანი არ უნდა იქნას გაწირული. ზოგიერთი ადამიანი თანდაყოლილად ურწმუნოა. ისინი, არსებითად, გარყვნილი, უვიცი და უგუნური არსებები არიან, ხოლო მათ ადამიანობას დაბადებიდანვე აკლია ღირსების გაგება და არ იციან, რა არის სირცხვილის გრძნობა. საზოგადოებაში უხეშად ან უტაქტოდ მოქცევის შემდეგ, ადამიანების უმეტესობას სინანული შეიპყრობდა და სხვებთან შეხვედრისა შერცხვებოდა. ამასთანავე, როდესაც მათ სურთ ასეთი რამის გაკეთება, შეუძლიათ, გაითვალისწინონ დებისა და ძმების გრძნობები და აზრი, გაუფრთხილდნენ საკუთარ პატიოსნებასა და ღირსებას და ამგვარად არ მოიქცნენ, ისინი მაქსიმუმ სახლში, შვილებთან ან და-ძმებთან ერთად ატეხენ ხოლმე ხმაურს. გარეთ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას, ყველას უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ღირსება, წესიერება, ნორმები და თავმოყვარეობა. შეიძლება თუ არა, თუნდაც შენი დახმარებით, შეიცვალოს ადამიანი, ვისაც ამ ცნებების გაგება აკლია? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლა თავს შეიკავებენ, რამდენ ხანს გაძლებენ? დიდხანს არ გასტანს და ისინი კვლავ ძველ ჩვევებს დაუბრუნდებიან. რადგან მათ ადამიანობას აკლია ღირსება და სირცხვილის გრძნობა, მათ არ იციან, რას ნიშნავს წესები, წესიერება ან წმინდანთა სავალდებულო ქცევის ნორმები და მათი ადამიანობა თავიდანვე მოკლებულია ამ თვისებებს, თქვენ ვერ შეძლებთ მათ დახმარებას. ადამიანები, რომელთა დახმარებაც შეუძლებელია, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც არ შეუძლიათ შეცვლა და რომლებზეც აღზრდა ან გავლენის მოხდენა არანაირ შედეგს არ იძლევა. ასეთი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად და დროულად უნდა იქნენ განრიდებულნი, რათა მათ არ შეუქმნან დაბრკოლება დებსა და ძმებს და არ მოიტანონ სირცხვილი. ღვთის სახლს არ სჭირდება ვინმე უბრალოდ რაოდენობის შესავსებად. თუ ღმერთი ვინმეს არ გადაარჩენს, მაშინ მხოლოდ რაოდენობის შესავსებად ყოფნა იმ ადამიანისთვის არაფრის მომტანი იქნება.ისინი, ვისაც ღმერთი არ აღიარებს, უნდა მოიცილოთ — გაწმინდეთ ისინი, ვინც არ უნდა დარჩეს ღვთის სახლში, რათა ამ ერთი ადამიანის ყოფნამ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს უამრავ სხვაზე, რაც უმრავლესობის მიმართ უსამართლობა იქნება. თუ სრულად ხედავთ იმ ადამიანების არსს, რომლებიც გარყვნილნი და თავშეუკავებელნი არიან, მათი საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროთ და მოიცილოთ ისინი, ნაცვლად იმისა, რომ განუსაზღვრელი ვადით შეეგუოთ. ზოგი ამბობს: „მოვალეობის შესრულებისას ხანდახან გარკვეულ შედეგებს აღწევენ. სამუშაოს იმ ნაწილისთვის ისინი კვლავ საჭირონი არიან. მათ, ასევე, საკმაოდ მოსიყვარულე გული აქვთ და შეუძლიათ მცირე საფასურის გადახდაც.“ მაგრამ მათგან, ვინც ღვთის სახლში რჩება, ვის არ შეუძლია მცირე საფასურის გადახდა? ვის არ შეუძლია გარკვეული შედეგების მიღწევა მოვალეობის შესრულებისას? თუ ყველას შეუძლია გარკვეული შედეგების მოტანა, რატომ არ უნდა შეირჩნენ მოვალეობების შესასრულებლად კარგი, ღირსეული და წესიერი ადამიანები? რატომ უნდა გვქონდეს მაინცდამაინც სურვილი, რომ სრული განაკვეთის მქონე ეკლესიაში დავტოვოთ ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც უვარგისები, თაღლითები და უგუნურები არიან და მხოლოდ დაბრკოლებებს ქმნიან? რატომ უნდა გვქონდეს მაინცდამაინც სურვილი, რომ ის ურწმუნოები, რომლებიც არამორწმუნეებივით ცხოვრობენ, ღვთის სახლში სამუშაოდ დავტოვოთ? ღვთის სახლს არ აკლია მუშაკები. ღვთის სახლს მხოლოდ ის პატიოსანი, ჭეშმარიტების მოყვარული და წესიერი ადამიანები სურს, რომლებსაც შეუძლიათ იარონ ჭეშმარიტების გზით და თავი შესწირონ ღმერთს.
მათი უმრავლესობა, ვინც ამჟამად ასრულებს მოვალეობას, ის ადამიანები არიან, რომლებსაც ღვთის ხუთ-ექვს წელზე მეტია სწამთ, ხოლო მოვალეობის შესრულების პროცესში ყველანაირი ადამიანი სრულად გამოაშკარავდა — ისინი, ვინც ურწმუნოები, გონებაარეულები, ცრუ წინამძღოლები, ბოროტები და ანტიქრისტეები არიან, ყველანი გამოვლინდნენ. ღვთის რჩეული ხალხის უმეტესობამ ნათლად დაინახა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა უარს ამბობს შეცვლაზე მრავალგზის შეგონების მიუხედავად, რითაც მათ უკვე სერიოზული არეულობა და ჩაშლა გამოიწვიეს ღვთის სახლის საქმიანობაში. დადგა დრო, როდესაც ეკლესია ამ ურწმუნოების, ბოროტებისა და ანტიქრისტეებისგან უნდა გაიწმინდოს. მათი დატოვება გავლენას მოახდენს ეკლესიის საქმესა და ღვთის სასუფევლის სახარების გავრცელებაზე. მათი განურიდებლობა აისახება ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე. საეკლესიო ცხოვრებაში კვლავაც იარსებებს შფოთი და სიმშვიდე არასოდეს დაისადგურებს. ამიტომ, ეკლესიის წინამძღოლებმა და მუშაკებმა ყველა დონეზე უნდა დაიწყონ ეკლესიის გაწმენდა ღვთის განზრახვის შესაბამისად და ღვთის სიტყვებზე დაყრდნობით. მე ვხედავ, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს აკლია ადამიანობა. შეკრებების დროს ზოგიერთი ავლენს ყოველგვარ უტაქტო ქცევას და არ იცავს სათანადო წესებს არც ჯდომისას და არც დგომისას, თან კი ჩაი, მობილური ტელეფონები, სახის კრემი და სუნამო აქვთ გვერდით მომზადებული. ზოგიერთი, ვინც ზედმეტად ზრუნავს გარეგნობაზე, მუდმივად სარკეში იხედება და მაკიაჟს ისწორებს, სხვები კი სულ წყალს სვამენ, ტელეფონში ახალ ამბებს ათვალიერებენ ან არამორწმუნე სამყაროს ვიდეოებს უყურებენ, ფეხი ფეხზე გადადებული ლაპარაკობენ, მოხრილები სხედან და გველებს ემსგავსებიან, ისე, რომ სათანადო იერსახესაც კი არ ინარჩუნებენ. მეც მსმენია, რომ ზოგიერთი ღამით საძინებელში ბრუნდება და საწოლზე ფეხსაცმლის გაუხდელად წვება, ისე რომ განთიადამდე სძინავს. დილით კი თვალებს ახელს არა სალოცავად ან სულიერი მსახურებისთვის, არამედ პირველ რიგში მობილურ ტელეფონში ახალი ამბების შესამოწმებლად. სადილობისას, როდესაც გემრიელ საჭმელს ან ხორცს ხედავენ, გაუმაძღრად ეცემიან მას, არ აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა სხვები ჭამას, მთავარია თავად გაძღნენ, შემდეგ კი პირდაპირ დასაძინებლად ბრუნდებიან. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყოველგვარ ადამიანურ სახეს კარგავენ, არამორწმუნეებივით გარყვნილად და თავშეუკავებლად იქცევიან, საერთოდ არ იცავენ არანაირ წესს და არ გააჩნიათ მორჩილებისა თუ თავმდაბლობის ნატამალიც კი, პირუტყვებივით არიან. მითხარით, შეუძლია თუ არა გადარჩეს ისეთი ტიპის ადამიანი, რომელსაც ასეთი უვარგისი ბუნება აქვს? (არა.) მაშინ აქვს კი რაიმე აზრი მათ ღვთისადმი რწმენას? ისეთი დაბალი სულიერი მონაცემებით, რაც სრულიად შორს არის ჭეშმარიტებისგან, შესწევთ კი უნარი, კითხვისას ღვთის სიტყვას ჩასწვდნენ? თუკი ელემენტარული ქცევის წესებიც არ გააჩნიათ საზოგადოებაში, განა მათი მსახურება იქნება სტანდარტის შესაბამისი? სინდისისა და გონიერების გარეშე, შეუძლიათ კი მათ მიიღონ ჭეშმარიტება, როდესაც ქადაგებებსა და სულიერ საუბრებს უსმენენ? (არა.) მათ, ვინც ასე იქცევა, ფუნდამენტურად აკლიათ ყოველგვარი ადამიანობა და როგორ არის შესაძლებელი მათ ჭეშმარიტება შეიძინონ? ისინი, რომელთაც ადამიანობა აკლიათ, არიან მხეცები, ეშმაკები, სულიერად მკვდარი ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება, როდესაც მას ისმენენ, და არც იმსახურებენ ჭეშმარიტების მოსმენას. მათი წაყვანა ჭეშმარიტების გზით და ამ ჭეშმარიტების გათავისება ისეთივე შეუძლებელი რამაა, როგორიც თევზის იძულება, ხმელეთზე იცხოვროს, ან ღორის აფრენა. წარსულში, როდესაც საუბარი იყო იმაზე, თუ რომელი ტიპის ადამიანები არიან მხეცები, სიტყვა „მხეცს“ ხშირად წინ უძღოდა სიტყვა „ძაღლი“, რის გამოც მათ „ძაღლ-მხეცს“ უწოდებდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ძაღლებს ვზრდი და მათთან ახლო კავშირი მაქვს, აღმოვაჩინე, რომ ძაღლებს გააჩნიათ ის საუკეთესო თვისებები, რაც ადამიანებს აკლიათ: ისინი წესების მიხედვით იქცევიან, მორჩილნი არიან და აქვთ თავმოყვარეობის გრძნობა. შენ მათ შემოუსაზღვრავ ზონას სარბენად და ისინი მხოლოდ ამ ადგილებში ირბენენ, და, გამონაკლისის გარეშე, ნამდვილად არასოდეს წავლენ შენ მიერ აკრძალულ ადგილებში. თუ შემთხვევით გადაკვეთენ ზღვარს, სწრაფად უკან იხევენ, კუდს განუწყვეტლივ აქიცინებენ, პატიებას ითხოვენ და შეცდომას აღიარებენ. შეუძლიათ ადამიანებს ამის მიღწევა? (არა.) ადამიანები ამას ვერ ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებმა შეიძლება იმდენი ვერ გაიგონ, რამდენიც ადამიანებმა, მათ ერთი რამ ესმით: „ეს არის პატრონის ტერიტორია, პატრონის სახლი. მივდივარ იქ, სადაც პატრონი მრთავს ნებას და თავს ვარიდებ იმ ადგილებს, სადაც წასვლა მეკრძალება.“ ცემის გარეშეც კი ისინი თავს იკავებენ იქ წასვლისგან. მათ თავმოყვარეობის გრძნობა აქვთ. ძაღლებმაც კი იციან, რა არის სირცხვილი, მაშ, ადამიანებმა რატომ არ იციან? განა გადაჭარბებულია იმათი მხეცებად კლასიფიკაცია, ვინც სირცხვილი არ იცის? (არა.) ეს სრულიადაც არ არის გადაჭარბებული. ადამიანების უმრავლესობას ძაღლის სათნოებებიც კი არ გააჩნია. მომავალში, როდესაც ვიტყვით, რომ ზოგიერთი ადამიანი მხეცია მათ ვეღარ ვუწოდებთ „ძაღლ-მხეცს“, ეს ძაღლების შეურაცხყოფა იქნება, რადგან ეს ადამიანები, ეს მხეცები, ძაღლებზე უარესებიც კი არიან. ამიტომ, როგორც კი ასეთი ადამიანები დაბრკოლებას შექმნიან ეკლესიის ცხოვრებაში ან დებსა და ძმებს მოვალეობების შესრულებაში ხელს შეუშლიან, ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოიცილონ. ეს არის სრულიად გონივრული, გამართლებული და არანაირად არ არის გადაჭარბებული. ეს არ არის სიყვარულის ნაკლებობა, არამედ პრინციპების მიხედვით მოქმედებაა. თუნდაც მათ, ვინც გარყვნილი და თავშეუკავებელია, გარკვეულ შედეგებს მიაღწიონ მოვალეობების შესრულებისას, განა შესაძლებელია გადარჩნენ? არიან ისინი ისეთი ადამიანები, რომლებიც იღებენ ჭეშმარიტებას? მათ საკუთარი ქმედებების მოთოკვაც კი არ შეუძლიათ და როგორ არის შესაძლებელი ჭეშმარიტება მიიღონ? მათ საკუთარი პატიოსნებისა და ღირსების შენარჩუნება არ შეუძლიათ და როგორ შეძლებენ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას? ეს შეუძლებელია. ასე რომ, ამ პიროვნებებთან მიმართებით ამგვარად მოქცევა სრულიადაც არ არის გადაჭარბებული. ეს მთლიანად პრინციპებზეა დაფუძნებული და სრულიად ემსახურება ღვთის რჩეული ხალხის დაცვას სატანის არევ-დარევისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი პიროვნებების გამოვლენისთანავე, მათთან მიმართებით ზომები უნდა გატარდეს იმ რამდენიმე პრინციპის საფუძველზე, რომლებიც ახლახან ვახსენე. განა გადაჭარბებულია იმათი არამორწმუნეებად და ურწმუნოებად მიჩნევა, ვინც მართლაც გარყვნილი და თავშეუკავებელია და ვინც ჭეშმარიტად ეძლევა ხორციელ ვნებებს ყოველგვარი წმინდა იერსახის გარეშე? (არა.) ვინაიდან ისინი არამორწმუნეებად და ურწმუნოებად მიიჩნევიან, მათი შეყვანა სხვადასხვა ტიპის ბოროტ ადამიანთა რიგებში, რომლებიც ეკლესიამ უნდა მოიცილოს, არ არის გადაჭარბებული. ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ქცევისა და მანერების მოთოკვაც კი არ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, არ ძალუძთ ჭეშმარიტების მიღება. განა ისინი, ვინც ჭეშმარიტებას არ იღებენ, ჭეშმარიტების მტრები არ არიან? (დიახ, არიან.) განა გადაჭარბებულია იმათი ბოროტ ადამიანებად დახასიათება, ვინც ჭეშმარიტების მტერია? (არა.) ეს სრულიადაც არ არის გადაჭარბებული. ამიტომ, მათთან მოპყრობის პრინციპები სრულიად მართებულია.
დ. შურისძიებისკენ მიდრეკილება
ჩვენი თანაზიარება მესამე ტიპის ადამიანების — გარყვნილი და თავშეუკავებელი პირების — გამოვლინებების შესახებ დასრულდა. ამ ტიპის ადამიანების გარდა, არსებობს მრავალი სხვაც, ვინც ბოროტმოქმედთა კატეგორიას მიეკუთვნება და ეკლესიამ უნდა ამოიცნოს და მოიცილოს ყველა ამ ტიპის ბოროტმოქმედი. შემდეგ, ჩვენ განვიხილავთ მეოთხე ტიპს. იმ სხვადასხვა ბოროტმოქმედთა შორის, რომლებიც ეკლესიამ უნდა ამოიცნოს და მოიცილოს, მეოთხე ტიპი საკმაოდ დიდ გამოწვევასა და პრობლემას წარმოადგენს. ვინ შეიძლება იყვნენ ისინი? ესენი არიან შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანები. თავად ფრაზა „შურისძიებისკენ მიდრეკილება“ ცხადჰყოფს, რომ მათგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უვარგისი ხალხია. მათი ადამიანობის მუდმივი გამოვლინებებისა და გამოაშკარავების, ისევე როგორც მათი მოქმედების პრინციპების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ არ აქვთ კეთილი გულები. როგორც ხალხში იტყვიან, ისინი „საშინელი ტიპები არიან“. ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი არ განეკუთვნებიან კეთილ ადამიანთა რიგებს, უფრო კონკრეტულად, ეს პიროვნებები არათუ არ არიან გულკეთილნი, არამედ მათში ბოროტება, მავნებლობა და სისასტიკე ბუდობს. საკმარისია ვინმემ თქვას ან გააკეთოს ისეთი რამ, რაც ამ პირების ინტერესებს, რეპუტაციას ან სტატუსს ეხება, ან მათ აწყენინოს, რომ ისინი მაშინვე გულში მტრობას იდებენ. მეორე მხრივ, ამ მტრობის საფუძველზე მოქმედებენ; ისინი მოქმედებენ იმ მიზნითა და მიმართულებით, რომ გადმოანთხიონ თავიანთი სიძულვილი და გული მოიოხონ, რასაც შურისძიების წყურვილი ეწოდება. ხალხში ყოველთვის მოიძებნება ამგვარ ადამიანთა გარკვეული ნაწილი. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ახასიათებენ მათ — მეწვრილმანეებად,, მბრძანებლურებად თუ ზედმეტად მგრძნობიარეებად, და რა სიტყვებითაც არ უნდა აღწერონ თუ შეაჯამონ მათი პიროვნება, სხვებთან ურთიერთობისას მათი საერთო გამოვლინება ის არის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც შემთხვევით ან განზრახ ატკენს ან აწყენინებს მათ, აუცილებლად უნდა დაიტანჯოს და საკადრისი შედეგები იწვნიოს. როგორც ზოგიერთები ამბობენ: „მათ თუ გაანაწყენებ, იმაზე მეტს მიიღებ, ვიდრე ელოდი. თუ მათ გააღიზიანებ ან გულს ატკენ, იოლად ვერ დაიძვრენ თავს“. არსებობენ თუ არა ასეთი პირები ხალხში? (დიახ.) ისინი ნამდვილად არსებობენ. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება, ღირს თუ არა ეს გაბრაზებად ან ჩაკირკიტებად, შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანები ამას თავიანთ ყოველდღიურ წესრიგში აყენებენ და უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ვინც არ უნდა გაანაწყენოს ისინი, ეს მიუღებელია მათთვის და მოითხოვენ, რომ ამისათვის შესაბამისი საფასური გადაიხადონ. ეს არის მათი პრინციპი ადამიანებთან, ნებისმიერ იმ პირთან მოპყრობისას, ვისაც მტრად მიიჩნევენ. მაგალითად, საეკლესიო ცხოვრებაში, ზოგიერთი ადამიანი თანაზიარებს საკუთარ მდგომარეობაზე ან ჩვეულებრივად თანაზიარებს და აზიარებს თავის გამოცდილებას, განიხილავს თავის მდგომარეობასა და გახრწნილებას. ამ პროცესში ისინი უნებლიეთ სხვების მდგომარეობასა და გახრწნილებასაც ეხებიან. მთქმელს შეიძლება ეს განზრახ არც უთქვამს, მაგრამ მსმენელს გულთან ახლოს მიაქვს. ამის მოსმენისას ეს ადამიანი საღად ვერ აფასებს ვითარებას, არასწორად აღიქვამს ნათქვამს და გულში შურისძიების სურვილი უჩნდება. თუ ისინი არ დაივიწყებენ ამ ამბავს და მაინც თავდასხმასა და შურისგებას ეცდებიან, ეს ზიანს მოუტანს ეკლესიის საქმეს, ამიტომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. სანამ ეკლესიაში ბოროტმოქმედები არიან, არეულობა გარდაუვალია, ამიტომ ბოროტმოქმედების მიერ ეკლესიის საქმეში დაბრკოლების შექმნის შემთხვევები უყურადღებოდ არ უნდა იქნას დატოვებული. განზრახ თუ უნებლიეთ, საკმარისია ისინი წონასწორობიდან გამოიყვანო ან გული ატკინო, რომ ამას იოლად არ გაპატიებენ. ისინი გულში ფიქრობენ: „შენს გახრწნილებაზე ლაპარაკობ, მე რაღატომ მახსენებ? საკუთარი თავის შეცნობაზე საუბრობ, მე რატომ მამჟღავნებ? ჩემი გახრწნილების გამოაშკარავებით სახესა და ღირსებას მაკარგვინებ, დებსა და ძმებთან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ, ავტორიტეტს მაკარგვინებ და რეპუტაციას მიზიანებ. თუ ასეა, ახლა შურს ვიძიებ შენზე, იმაზე მეტს მიიღებ, ვიდრე ელოდი! ნუ გგონია, რომ ჩემი აბუჩად აგდება ან დაჩაგვრა ასე მარტივად გამოგივა, თუნდაც ღარიბი ოჯახიდან ვიყო და განსაკუთრებული სტატუსი არ მქონდეს. ნურც დამყოლი ხასიათის გეგონები, ჩემთან ხუმრობა არავის გაუვა!“ იმას თავი დავანებოთ, თუ როგორ იძიებენ ისინი შურს, უბრალოდ თავად ამ ადამიანებს შევხედოთ: როდესაც ისინი ასეთ უმნიშვნელო საკითხებს აწყდებიან, რაც საეკლესიო ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია, ისინი არათუ ვერ ახერხებენ ამ ყველაფრის სწორად გაგებასა და ჩაწვდომას, არამედ გულში სიძულვილს იდებენ, სამაგიეროს გადასახდელად ხელსაყრელ მომენტს უცდიან და შურისძიების მისაღწევად ყოველგვარ უღირს ხერხს მიმართავენ. რას ამბობს ეს მათ ადამიანობაზე? (ეს ღვარძლიანობაა.) არიან ისინი კეთილი ადამიანები? (არა.) საუკეთესო კატეგორიის ადამიანები ისინი არიან, რომელთაც ჭეშმარიტების მიღება შეუძლიათ. როდესაც ისინი სხვების მსჯელობასა და გამოცდილების შესახებ ისმენენ, ფიქრობენ: „ეს გახრწნილება მეც მახასიათებს. რასაც ისინი აღწერენ, ზუსტად ჩემს მდგომარეობას ჰგავს. შეგნებულად მამხელენ თუ უბრალოდ ისეთ რამეს ამბობენ, რაც შემთხვევით ჩემს ყოფას ჰგავს, ამას გონივრულად მივუდგები — მოვისმენ, როგორ გამოსცადეს ეს საკუთარ თავზე, როგორ ეძებენ ჭეშმარიტებას ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად და როგორ ახორციელებენ მას პრაქტიკაში და შედიან მასში“. ეს არის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ნამდვილად იღებს. მასზე ოდნავ ნაკლები შეგნების მქონე პირი კი ამის გაგონებაზე შეიძლება ასე დაფიქრდეს: „როგორ ხდება, რომ მათ მიერ აღიარებული გახრწნილი ხასიათი ზუსტად ჩემს მდგომარეობას ჰგავს? ჩემზე ხომ არ საუბრობენ? ილაპარაკონ, რა გაეწყობა. საბოლოო ჯამში, მე ამით არაფერი დამიკარგავს და ხალხის უმეტესობამ მაინც არაფერი იცის. შესაძლოა, უბრალოდ საკუთარ თავზე საუბრობენ და ეს ჩემს მდგომარეობას დაემთხვა; ჩვენ ხომ ყველას ერთი და იგივე მდგომარეობა გვაქვს“. ისინი ამას სერიოზულად არ იღებენ, გულში სიძულვილს არ იდებენ და არც შურისძიების სურვილი უღვივდებათ. თუმცა, სულ სხვანაირად ხდება არაკეთილსინდისიერი, ბოროტმოქმედების შემთხვევაში. სხვები იმავე საკითხს ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდნენ და შესაბამისადაც მიუდგებოდნენ და მოაგვარებდნენ მას. რა თქმა უნდა, კეთილი ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას იღებენ, ამას პროაქტიურად და დადებითად მოაგვარებდნენ. ჩვეულებრივი ადამიანები კი, თუმცა ამას დადებითად არ აგვარებენ, გულში სიძულვილს არ იდებენ და, მით უმეტეს, არც შურისძიებას ესწრაფვიან. მაგრამ არაკეთილსინდისიერი ადამიანებისთვის ასეთმა ჩვეულებრივმა და სრულიად უბრალო საკითხმაც კი შეიძლება შინაგანი შფოთვა გამოიწვიოს, რაც მათ დამშვიდების საშუალებას არ მისცემს. ის, რასაც ისინი წარმოშობენ, არ არის დადებითი თუ ჩვეულებრივი, არამედ ბოროტი და მავნებლურია; მათ შურისძიება სწყურიათ. რა არის მათი შურისძიების მიზეზი? მიაჩნიათ, რომ გარშემომყოფები სპეციალურად, ბოროტი განზრახვით ცდილობენ მათ გაშავებას, ააშკარავებენ რა მათ რეალურ მდგომარეობას, ისევე, როგორც მათ მახინჯ მხარესა და გახრწნილებას. სხვების ნათქვამს განზრახულ თავდასხმად აღიქვამენ და ამის გამო მათ მტრებად მიიჩნევენ. შემდეგ კი თვლიან, რომ სრული უფლება აქვთ, საქმე შურისძიებით მოაგვარონ და სხვადასხვა გზას მიმართავენ ამ შურისძიების აღსასრულებლად. განა ეს არ არის ბოროტი ხასიათი? (დიახ.) საეკლესიო ცხოვრებაში, როდესაც დები და ძმები საკუთარ მდგომარეობაზე საუბრობენ, მსმენელთა უმეტესობას შეუძლია ეს საკუთარ თავთან დააკავშიროს და მიიღოს ღვთისგან. მხოლოდ ჭეშმარიტების მოძულენი და ბოროტი ხასიათის მქონენი განეწყობიან მტრულად და შურისძიების სურვილიც კი უჩნდებათ ამის გაგონებაზე, რითაც სრულად ააშკარავებენ თავიანთ ბუნება-არსებას. როგორც კი შურისძიების სურვილი ჩნდება, მას მყისიერად მოჰყვება სამაგიეროს გადახდისკენ მიმართული ქმედებებისა და ნაბიჯების სერია. როდესაც ეს შურისძიების პროცესი რეალურ სახეს იღებს, რა ემართება ადამიანურ ურთიერთობებს? ისინი კარგავენ ჯანსაღ სახეს. და ვინ არის ამ ყველაფერში ნამდვილი მსხვერპლი? (ის ადამიანი, ვისზეც შურს იძიებენ.) სწორია. ნამდვილი მსხვერპლნი ისინი არიან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და მოწმობაზე თანაზიარებენ. შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანები შემდეგ იწყებენ იმ პირების განსჯას, მათზე თავდასხმას, დადანაშაულებას ან ცილისწამებას, ვინც, მათი აზრით, ამხილა ისინი ან მათ მიმართ მტრობას მალავს, რისთვისაც სხვადასხვა სიტუაციაში სიტყვებსა თუ ქმედებებს იყენებენ. შურისძიებისკენ მიდრეკილნი უბრალოდ დროებით როდი იდებენ გულში სიძულვილს და ამით ყველაფერი კი არ მთავრდება. ისინი ეძებენ და ქმნიან კიდეც ყოველგვარ შესაძლებლობას, რათა შური იძიონ მათზე, ვინც მათი სამიზნე გახდა, ვის მიმართაც მტრულად არიან განწყობილნი და ვისაც არასასურველად მიიჩნევენ. მაგალითად, წინამძღოლების არჩევნების დროს, თუკი პირი, რომლის მიმართაც ისინი მტრულად არიან განწყობილნი, აკმაყოფილებს ღვთის სახლში ადამიანების გამოყენების პრინციპებს და შესაფერისია წინამძღოლად ასარჩევად, მათი მტრობა აიძულებს მათ, განსაჯონ, დაგმონ და თავს დაესხან ამ ადამიანს. შურისძიების წყურვილით, შესაძლოა, ზურგსუკან ფარული ქმედებებიც კი დაიწყონ და ამ პიროვნებას ყველანაირად ავნონ. მოკლედ რომ ვთქვათ, სამაგიეროს გადახდის მათი გზები მრავალფეროვანია. მაგალითად, მათ შეიძლება იპოვონ ისეთი რამ, რასაც ვიღაცის წინააღმდეგ ბერკეტად გამოიყენებენ და მასზე ცუდს ილაპარაკებენ, გაზვიადებისა და უსაფუძვლო ჭორების მეშვეობით ამ ადამიანზე ჭორებს შეთხზავენ, ან მასსა და სხვებს შორის განხეთქილებას ჩამოაგდებენ. მათ შეიძლება წინამძღოლებთან ტყუილუბრალოდ დააბრალონ კიდეც ამ ადამიანს რაიმე, ვითომ იგი ორგულია და თავისი მოვალეობების შესრულებისას უარყოფითი დამოკიდებულებით ხელს უშლის საქმის მსვლელობას. ეს ყველაფერი სინამდვილეში მიზანმიმართული გამონაგონია და არაფრისგან პრობლემის შექმნაა. ნახეთ, როგორ წარმოიშვება ამ ადამიანის მიმართ არსებული ეჭვებისა და გაუგებრობებისგან ამდენი გაუმართლებელი ქცევა და მოქმედება. ყოველივე ეს მიდგომა მათი შურისმაძიებელი ბუნებიდან მომდინარეობს. სინამდვილეში, როდესაც ეს ადამიანი საკუთარ გამოცდილებასა და მოწმობას აზიარებდა, ეს საერთოდ არ ყოფილა მათკენ მიმართული; მათ მიმართ არანაირი ბოროტი განზრახვა არ არსებობდა. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი ჭეშმარიტების მოძულენი არიან და შურისძიებისკენ მიდრეკილი, ბოროტი ხასიათი აქვთ, რის გამოც სხვებს საკუთარი თავის მხილების ნებას არ რთავენ, ისევე, როგორც არ უშვებენ მსჯელობას თავის შეცნობაზე, გახრწნილ ხასიათსა თუ სატანურ ბუნებაზე. მსგავს საკითხებზე მსჯელობისას ისინი ბრაზდებიან, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ მათ იღებენ მიზანში და მათ ააშკარავებენ, რის გამოც, მათში შურისძიების წყურვილი იბადება და მყარდება. ასეთი ხალხის მხრიდან შურისძიების ფორმები მხოლოდ რომელიმე კონკრეტული სიტუაციით როდი შემოიფარგლება. რატომ ვამბობ ამას? ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ პირებს ბოროტი ბუნება აქვთ. არავის აქვს მათი გაღიზიანების ან პროვოცირების უფლება. მათ სისხლში აქვთ აგრესია ყველასა და ყველაფრის მიმართ, გველგესლასავით შხამიანები და ბოროტები არიან. ამიტომ, თუნდაც ვინმემ სრულიად შემთხვევით ან შეგნებულად ატკინოს მათ გული, მთავარია მათ იგრძნონ, რომ ამით პატივმოყვარეობა ან ღირსება შეელახათ. ისინი მაშინვე დაიწყებენ გზების ძიებას თავმოყვარეობის დასაბრუნებლად, ამას კი ყოველთვის თან სდევს შურისძიების ქმედებები.
შემდეგ, შურისძიებისკენ მიდრეკილთა სხვა გამოვლინებებზეც გვექნება თანაზიარება. ზოგიერთს წინამძღოლები იმის გამო სხლავენ, რომ მოვალეობებს ზედაპირულად ასრულებდნენ, რაც მათში უკმაყოფილებას იწვევს. მითხარით, არის მათი გასხვლა მართებული? (დიახ.) ეს სრულიად სამართლიანი და ბუნებრივია. თუ მოვალეობას ზედაპირულად ასრულებ, რითაც ზიანს აყენებ ეკლესიის საქმეს, არ მოქმედებ პრინციპების შესაბამისად და ვინმე აღდგება შენს სამხილებლად და გასასხლავად, ეს სრულიად მართებულია და უნდა მიიღო. თუმცა შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანები არა მხოლოდ უარს ამბობენ ამის მიღებაზე, არამედ გულში უკმაყოფილებაც კი აქვთ. როგორც კი წინამძღოლები გავლენ, ისინი ლანძღვას იწყებენ: „რა გაქვს სატრაბახო? მხოლოდ ის, რომ ოფიციალური თანამდებობა გიკავია? მე რომ ეგეთი თანამდებობა მქონდეს, შენზე უკეთ გავაკეთებდი საქმეს! ჩემი გასხვლა მოინდომე? ვინ გგონია შენი თავი? მძულხარ ჩემი გასხვლისთვის. გწყევლი! ნეტავ მანქანამ დაგარტყას, სასმელი გადაგცდეს, საჭმელმა დაგახრჩოს! გწყევლი! ტანჯვაში ამოგხდეს სული! როგორ გაბედე ჩემი გასხვლა? დედამიწაზე არავინ არის ისეთი, ვინც ჩემს გასხვლას გაბედავს!“ როდესაც იმ წინამძღოლებს ზემდგომი წინამძღოლები გარკვეული მიზეზების გამო სხლავენ, ისინი სხვისი უბედურებით ხარობენ, უზომოდ ბედნიერები არიან, ღიღინებენ და გულში ფიქრობენ: „აბა, როგორაა საქმე? ტრაბახობდი და ახლა სამაგიერო მიიღე! ვინც მე გამსხლავს, ცხოვრებას გავუმწარებ!“ რას ფიქრობთ ასეთ ადამიანებზე? (ბოროტები არიან.) რაც არ უნდა მართებული იყოს მათი გასხვლა, ისინი ამას ვერ ეგუებიან. ისინი ჯიუტად კამათობენ, თავს იმართლებენ, შემდეგ კი კვლავინდებურად ზედაპირულად აგრძელებენ მოვალეობების შესრულებას და მრავალგზის მიცემული შენიშვნების მიუხედავად, გამოსწორება არ სურთ. თუ ყოველთვის ზედაპირულად იმოქმედებ, ღვთის სახლში უბრალოდ გაგსხლავენ. თუ საერო სამყაროში, შენს სამსახურში მოიქცევი ზედაპირულად, შეიძლება სამუშაოდან გაგათავისუფლონ და საარსებო წყარო დაკარგო. უმეტესწილად, ღვთის სახლში პრინციპი ჭეშმარიტების თანაზიარება და სიყვარულით მხარდაჭერაა, რაც უმრავლესობას საშუალებას აძლევს, მიჰყვეს ჭეშმარიტებას და ჩვეულებრივად შეასრულოს მოვალეობები. სინამდვილეში, წინამძღოლებსა და მუშაკებს შორის, მკაცრ გასხვლას შეიძლება მხოლოდ უმცირესობა შეეჩეხოს. ადამიანთა უმეტესობა რწმენის, ცნობიერების, სინდისისა და გონების საფუძველზე მოქმედებს, იღებს ღვთის შემოწმებას და არ უშვებს სერიოზულ შეცდომებს, ამიტომ ისინი არ აწყდებიან მკაცრ გასხვლას. თუმცა გასხვლა კარგია. რამდენ ადამიანს ეძლევა გასხვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით კი ზემდგომთა მხრიდან? ეს შესანიშნავი შანსია საკუთარი თავის შეცნობისა და სულიერი ზრდისთვის. მორწმუნეებს მცირედით მაინც უნდა ესმოდეთ გასხვლის მნიშვნელობა და მას სიკეთედ მიიჩნევდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული პირების მხრიდან გასხვლა სრულად არ შეესაბამება პრინციპებს და მასში პირადი ინტერესები თუ სიფიცხეა გარეული, მაინც უნდა ჩაუღრმავდე საკუთარ თავს, რათა დაინახო, შენი ქმედებების რომელი მხარე არ შეესაბამება პრინციპებს, და ეს ყველაფერი დადებითად მიიღო; ასე მოქცევა შენთვისვე იქნება სასარგებლო. მაგრამ ეს ბოროტმოქმედები სრულიად სამართლიან გასხვლასაც კი ვერ ეგუებიან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შურისძიებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამენ, მათი გული უდიდესი უკმაყოფილებით ივსება, წყევლა-კრულვასა და ლანძღვას მოჰყვებიან ხოლმე. ხოლო როდესაც მათი გამსხვლელები თავადაც მიიღებენ გასხვლას ან რაიმე განსაცდელი ატყდებათ თავს, იმაზე მეტად ხარობენ, ვიდრე ბავშვები ახალი წლის აღნიშვნისას. ეს არის ბოროტმოქმედების გამოვლინება. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მოვალეობის შესრულებისას მეტოქეობას ცდილობენ; ისინი ხშირად არ იცავენ პრინციპებს, საქმეს ზედაპირულად აკეთებენ და ამიტომ მათ შრომას ნაყოფი არ გამოაქვს. როდესაც წინამძღოლები მათ პრობლემებზე თანაზიარებას იწყებენ და მათ სხლავენ, შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანები ამ საკითხს სწორად ვერ უდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ გულში აღიარებენ საკუთარ ზედაპირულობასა და უპრინციპობას მოვალეობის შესრულებისას, გასხვლის საპასუხოდ მაინც უჩნდებათ შურისძიების ფიქრები და ქმედებები. ამის შემდეგ ისინი წინამძღოლების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ წერილებს თხზავენ, მათ ნებისმიერ ნაბიჯსა თუ შეცდომას ეჭიდებიან, ფაქტებს აზვიადებენ, ზემდგომებთან აბეზღებენ და ასე ცდილობენ მათ გათავისუფლებას. თუ მიზანს ვერ აღწევენ, ზურგს უკან იწყებენ ძირგამომთხრელ საქმიანობას, არეულობას თესავენ და ჯიუტად ეწინააღმდეგებიან წინამძღოლების მითითებებს. ისინი არ ფიქრობენ ეკლესიის საქმეზე, ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილ პრინციპებსა თუ მოვალეობის შესრულების შედეგიანობაზე; მათ მხოლოდ საკუთარი ბრაზის გადმონთხევა აინტერესებთ. ისინი არავის უსმენენ, წინამძღოლებისა და მუშაკების შენიშვნებსაც კი უარყოფენ. თუმცა პირში არავის ეპასუხებიან და არ ეწინააღმდეგებიან, ზურგს უკან ნეგატივს თესავენ, პროტესტის ნიშნად საქმეს თავს ანებებენ და ნებისმიერ საბაბს ეჭიდებიან, რათა ღვთის სახლის გადაწყვეტილებებს, წინამძღოლებსა თუ მუშაკებს დაუპირისპირდნენ. ისინი წარმოდგენებსაც კი ავრცელებენ; თავად ნეგატიურად არიან განწყობილნი და მოვალეობის შესრულება არ სურთ, თუმცა ამავდროულად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიონ ამ ნეგატივში, რათა სხვებმაც გული აიყარონ საქმეზე და უგულებელყონ მოვალეობები. რა არის მათი პრინციპი? „სიკვდილის არ მეშინია, მთავარია, ვინმე თან გავიყოლო. წინამძღოლები მსხლავენ, ამბობენ, რომ ჩემი საქმე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ, ისე ვიზამ, რომ მოვალეობას კარგად ვერავინ გაართვას თავი. თუ მე არ მიმდის საქმე კარგად, არც თქვენ წაგივათ! წინამძღოლები მსხლავენ და თქვენ ყველანი დამცინით; ყველას გაგიმწარებთ სიცოცხლეს!“ როდესაც ისინი საქმეს ზედაპირულად ან პრინციპების დარღვევით აკეთებენ და ვინმე ამას წინამძღოლებს ატყობინებს, ისინი ამ საკითხის გამოძიებას იწყებენ: „ვინ შეატყობინა ჩემზე? ვინ დამაბეზღა წინამძღოლებთან? ვინ არის წინამძღოლებთან მჭიდრო კავშირში? თუ გავიგებ, ვინ შეატყობინა ზემდგომ წინამძღოლებს ჩემ შესახებ, არ დავინდობ! ამას არასდროს ვაპატიებ!“ ისინი მხოლოდ მუქარის სიტყვებით როდი შემოიფარგლებიან, რა თქმა უნდა, მათ ამ მუქარის სისრულეში მოყვანაც შეუძლიათ. შურისძიების წყურვილით შეპყრობილ ამ ადამიანებს უამრავი ბინძური და ფარული ხერხი აქვთ და ეს მხოლოდ სხვების განსაკითხად და დასაგმობად ხელსაყრელი მომენტის ძებნით არ შემოიფარგლება. ზოგიერთი განზრახ მალავს იმ პირის ლეპტოპის დამტენს, ვისზეც შურისძიება სურს, რათა მან ლეპტოპის დატენვა ვეღარ შეძლოს და საქმე ჩაეშალოს. სხვები განზრახ უყრიან ვინმეს საჭმელში ბევრ მარილს, რომ ის საჭმელად უვარგისი გახდეს. შურისძიების ეს უხეში მეთოდები, რაც არამორწმუნეთა შორის არის გავრცელებული, ეკლესიაში მყოფ ბოროტ ადამიანებშიც გვხვდება. სამაგიეროს გადახდის მათი გზები ამაზე ბევრად შორს მიდის და მოიცავს ისეთ არაკეთილსინდისიერ ტაქტიკას, რომელიც მანამდე არასდროს გვინახავს. ჩვენ აქ მხოლოდ რამდენიმე მარტივ მაგალითს მოვიყვანთ. მათ შორის ზოგიერთი განზრახ უქმნის სხვებს პრობლემებს, დაბრკოლებებსა და სირთულეებს; ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველ ჯგუფში, სხვადასხვა ვითარებასა და გარემოში, შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანების მანკიერი ხასიათი გამუდმებით ვლინდება. ბოროტმოქმედებისა და ანტიქრისტეების შურისძიების გამოვლინებები კიდევ უფრო აშკარაა. სანამ ეკლესიაში იქნებიან ბოროტმოქმედები და ანტიქრისტეები, ღვთის რჩეულ ხალხს, ვისაც გულწრფელად სწამს მისი და მიჰყვება ჭეშმარიტებას, მუდამ შეექმნება დაბრკოლებები. ყოველ დღეს, როდესაც ბოროტმოქმედები და ანტიქრისტეები ეკლესიაში ტრიალებენ, იქ მშვიდობა ვერ ისადგურებს, კეთილ ხალხს მუდამ ემუქრება თავდასხმა და გარიყვა; განსაკუთრებით კი ჭეშმარიტების მაძიებელთ დაატყდებათ თავს ამ ბოროტმოქმედებისა და ანტიქრისტეების მტრობა და შურისძიება. როგორ ტანჯავენ ბოროტმოქმედები და ანტიქრისტეები სხვებს და რა გზებით იძიებენ შურს? პირველ რიგში, ისინი იმათ იღებენ მიზანში, ვინც ჭეშმარიტებას მიჰყვება და პრინციპებს იცავს. ეს ბოროტმოქმედები ნათლად ხედავენ, რომ სწორედ ჭეშმარიტების მაძიებლები წარმოადგენენ მათთვის ყველაზე დიდ საფრთხეს. პირველ ყოვლისა, ადამიანებს, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, შეუძლიათ მათი ამოცნობა; როგორც კი რაიმე ცუდს ჩაიდენენ, ჭეშმარიტების მცოდნენი მაშინვე გაშიფრავენ მათ. მეორეც, ჭეშმარიტების მცოდნე ადამიანების გვერდით მათი ბოროტი საქმეები გარკვეულწილად შეიზღუდება, რაც მიზნების მიღწევას გაურთულებთ. ამ თვალსაზრისით, მხოლოდ ჭეშმარიტების მაძიებლები არიან ეკლესიის საქმის დამცველები. როდესაც გარშემო ჭეშმარიტების მიმდევრები არიან, ანტიქრისტეები და ბოროტმოქმედებივერ ბედავენ ტირანიას და იძულებულნი ხდებიან, თავი შეიკავონ. ამგვარად, ჭეშმარიტების მაძიებლები ანტიქრისტეებისა და ბოროტმოქმედებისთვის ყელში გაჩხერილი ძვალივით არიან, აუტანელ ტკივილს აყენებენ მათ და სწორედ ამიტომ ეძებენ გზებს სამაგიეროს გადასახდელად.
როდესაც ბოროტმოქმედები შურისძიებას იწყებენ, ისინი ვლინდებიან სასტიკი ხასიათით, ხდებიან შეუვალნი და გონებადახშულნი. ვისაც მათთან გარკვეული დრო გაუტარებია და კარგად იცნობენ, გარკვეულწილად უფრთხიან კიდეც მათთან ურთიერთობას. მათთან საუბარი უდიდეს სიფრთხილესა და თავაზიანობას მოითხოვს, რაც ზოგჯერ გადაჭარბებულ პატივისცემაშიც კი გამოიხატება. გამუდმებით უნდა აამოთ და ყველაფერში დაეთანხმოთ, მათ პრობლემებსა თუ შეცდომებზე პირდაპირ მინიშნებაც კი გამორიცხულია. ამის ნაცვლად, მათ ამ პრობლემებზე შემოვლითი გზით, მოფერებით უნდა დაელაპარაკონ, ხოლო საუბრის შემდეგ შეაქონ კიდეც და უთხრან: „მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკლი ან ხარვეზი გაქვს, უნარებს ჩვენზე სწრაფად ითვისებ, შენი პროფესიული შესაძლებლობები სხვებზე ძლიერია და შენი მუშაობის ეფექტიანობაც ჩვენსაზე მაღალია. მე შენს ნაკლოვანებებშიც კი უპირატესობას ვხედავ“. მათთან პირფერობაც კი უწევთ. რატომ აკეთებენ ამას? მხოლოდ მათგან შურისძიების შიშით. ამგვარად, ეს ბოროტმოქმედები კმაყოფილდებიან და გული უთბებათ. მათი მხრიდან შურისძიების თავიდან ასაცილებლად, უმრავლესობას ეშინია შემჩნეული პრობლემების პირდაპირ თქმა და ვერც ამ საკითხებზე შეტყობინებას ბედავს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აშკარაა, რომ ისინი ღვთის სახლის ინტერესებს აზიანებენ და ეკლესიის საქმე მათი სიჯიუტითა და თავნებობით ფერხდება, ან მაშინაც კი, როდესაც მათ მიერ აღებულ გეზსა და პრინციპებში გარკვეული გადაცდომები შეინიშნება, ვერავინ ბედავს შეპასუხებას ან ზემდგომებისთვის მათზე შეტყობინებას. მათი ბოროტი ხასიათისა და ადამიანობის გამო, რომელიც შურისძიებისკენ არის მიდრეკილი, სხვებს გარკვეულწილად ეშინიათ მათი, გულში ბრაზობენ, თუმცა ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ. მათთან საუბარი განსაკუთრებით თავაზიანი და ტაქტიანი უნდა იყოს, მათ მიმართ გამორჩეულად კეთილგანწყობილი, რბილი და ზომიერი დამოკიდებულება უნდა გამოვლინდეს. როდესაც ადამიანები პატივისცემითა და თავაზიანობით ელაპარაკებიან და ყველაფერში უთმობენ, ისინი შინაგანად კმაყოფილებას გრძნობენ. თუმცა, თუ ვინმე პირდაპირია, მათ პრობლემებს ააშკარავებს და რჩევებს აძლევს, ისინი მაშინვე უარყოფითად განეწყობიან და ამას აღიქვამენ როგორც უპატივცემულობას ან როგორც სხვების მხრიდან გამოხატულ პროტესტსა და მტრობას. ეს უბიძგებს მათ, შური იძიონ იმ ადამიანზე და ტანჯონ იგი. მათ აუცილებლად უნდა გაანადგურონ ის და სახელი გაუტეხონ. თუ ეს ადამიანი მათ ხელში ჩავარდება, კარგი დღე არ დაადგება. არიან ასეთი ადამიანები საშიშნი? (დიახ.) თუ მათ ვერ გაუგებ და შემთხვევით აწყენინებ გულში ბოღმას ჩაიდებენ და შენზე შურისძიებაზე ფიქრში გაათენებენ და დააღამებენ. როგორც კი მათი თვალთახედვის არეში მოხვდები, უსიამოვნება გარდაუვალია, რადგან მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი სამაგიეროს გადახდა. მართალია, გარეგნულად შეიძლება ძველებურად გელაპარაკონ, მაგრამ როგორც კი შურისძიებაზე დაიწყებენ ფიქრს, ყველაფერი, რაც მანამდე მათთვის გითქვამს ან გაგიკეთებია, მათ ხელში იარაღად იქცევა. ისინი მტრად მიგიჩნევენ და ნაბიჯ-ნაბიჯ იძიებენ შურს, სანამ გულს ბოლომდე არ მოიოხებენ და კმაყოფილებას არ იგრძნობენ. აი, რა შედეგი მოჰყვება ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობას.
შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანები, სხვადასხვაგვარი ქცევიდან, ასევე, იმ პრინციპებიდან და მეთოდებიდან გამომდინარე, რომლებითაც მოქმედებენ და ხელმძღვანელობენ, საფრთხეს უქმნიან თითქმის ყველას, გარდა იმათი, ვინც კეთილგანწყობილი და ყველას მიმართ სათნოა, და ვისაც ადამიანთან ურთიერთობისას საკუთარი პრინციპები არ გააჩნია — ასეთი პირები უსაფრთხოდ არიან სასტიკი ადამიანების გვერდით. თუმცა, მათაც კი, ვისაც სინდისის ან სამართლიანობის თუნდაც მცირე განცდა აქვთ, სხვადასხვა დოზით, მეტ-ნაკლებად, საფრთხის შეგრძნება ეუფლებათ შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანების გარემოცვაში. მძიმე შემთხვევებში, მათ შეიძლება ფიზიკური ზიანი ან სიცოცხლისთვის საშიში მუქარაც კი შეეხოთ, ხოლო შედარებით მსუბუქ სიტუაციებში, შესაძლოა, გახდნენ სიტყვიერი თავდასხმების, ცილისწამებისა თუ შეთითხნილი ბრალდებების მსხვერპლნი. ეს ყოველივე წარმოადგენს შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანების სასტიკი ხასიათის საერთო გამოვლინებებსა და ასპექტებს. საერთო გამოვლინებებიდან გამომდინარე, ასეთი ადამიანები შფოთს თესავენ და აფერხებენ საქმეს დებსა და ძმებს შორის და ეკლესიის შიგნით. თითქმის ყველა, ვისაც კი შეხება აქვს ამ შურისმაძიებელ ხალხთან, მათი შურისძიების სამიზნე და, როგორც წესი, მსხვერპლი ხდება. შურისძიებისკენ მიდრეკილ ადამიანებს სასტიკი ხასიათი აქვთ, ისინი ნამდვილ ნაღმებს ჰგვანან, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს. მართალია, მათ შეუძლიათ სხვებთან ერთად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ მათი ადამიანობიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შურისძიებაზე გადასვლა და სხვებისთვის საფრთხის შექმნა, რაც ხალხს აიძულებს, უფრთხოდეს მათ და თავი დაიცვას მათგან. განა ეს უკვე არ წარმოადგენს შფოთს უმრავლესობისთვის? (დიახ.) იმისთვის, რომ მათი წყენინება აირიდონ, ასიამოვნონ და თავი დააღწიონ მათ ბოღმასა და შურისძიებას, ადამიანები ყოველთვის ყურადღებით უნდა დააკვირდნენ მათი სახის გამომეტყველებას და მიუხვდნენ საუბრის ფარულ აზრს, ეცადონ, ამოიცნონ მათი ზრახვები, მიზნები და გეზი ლაპარაკის დროს. თუ ამ კუთხით შევხედავთ, ისინი უმრავლესობას მხოლოდ მოსვენებას კი არ უკარგავენ, არამედ აკონტროლებენ კიდეც, ასე არ არის? (დიახ.) ამიტომ, თავად ამ საკითხის არსიდან გამომდინარე, განა ეს შურისმაძიებელი პირები ბოროტი ადამიანები არ არიან? (დიახ.) სრულიად ნათელია, რომ ისინი სწორედ ბოროტ ადამიანებად უნდა დახასიათდნენ. თუ ვინმე შეეცდება ასეთი ადამიანების გარშემო არსებულ ვითარებას ჩაუღრმავდეს, დაინახავს, რომ უმრავლესობას ეშინია მათზე სიმართლის თქმა და მათ შესახებ დასმულ ნებისმიერ კითხვას უპასუხისმგებლო, გაურკვეველი ფრაზებით არიდებს თავს, როგორიცაა: „ყველაფერი რიგზეა“. მათ არც პრობლემების შეტყობინება შეუძლიათ და ვერც მათ განხილვასა თუ შეფასებას ბედავენ. განა ეს პრობლემური ვითარება არ არის? ზოგი ამბობს: „ასეთ ბოროტ ადამიანებს ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუძლიათ შურისძიება; ვინ გაბედავს მათ პროვოცირებას? გარდა ამისა, ისინი ყოველთვის იმით იკვეხნიან, რომ კავშირები აქვთ როგორც კრიმინალურ სამყაროში, ისე გავლენიან წრეებში და იმუქრებიან, რომ თუ ვინმე მათ აწყენინებს, ეს იმ ადამიანისთვის კარგად არ დასრულდება — ჭკუას ასწავლიან და მის ოჯახსაც სასტიკად გაუსწორდებიან. ამიტომ, მათ პროვოცირებას ვერავინ ბედავს. შევეშვათ და უბრალოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება“. ხედავთ? ეკლესიაში სწორედ ასეთი ვითარება იქმნება, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ადამიანები უკვე დაიმორჩილეს. ვინაიდან ხალხი ხედავს მათ სასტიკ ხასიათს შურისძიებისკენ სწრაფვაში, ვერავინ ბედავს მათ დადანაშაულებას, გასხვლასა თუ მათზე რეალური შეფასების გაჟღერებას. მათთან ურთიერთობისას ყველა ფრთხილობს, რომ არ აწყენინონ, ხოლო ზურგსუკან მათ რეალურ გამოვლინებებზე ღიად ლაპარაკის გაფიქრებაც კი ზაფრავს ყველას. რისი ეშინიათ ადამიანებს? მათ ეშინიათ, რომ მათი სიტყვები იმ შურისმაძიებელი ადამიანის ყურამდე მივა, რომელიც მერე მათზე შურს იძიებს. საუბრის შემდეგ შუბლზე ხელს შემოირტყამენ ხოლმე და ამბობენ: „უნებლიეთ ზედმეტი წამომცდა დღეს. აი, ნახე, თუ ამის გამო არ დავისაჯო. რატომ არ შემიძლია ენაზე კბილის დაჭერა?“ აქედან მოყოლებული, ისინი მუდმივ შიშსა და შფოთვაში ცხოვრობენ, ყოველ ფეხის ნაბიჯს აკონტროლებენ, იმ ადამიანის გვერდით ყოფნისას ყოველთვის აკვირდებიან სიტუაციას და ფიქრობენ: „ნეტავ გაიგო, რაც ვთქვი? მივიდა მის ყურამდე? ისევ ისე მექცევა, როგორც ადრე?“ რაც უფრო მეტს ფიქრობენ, მით უფრო ეკარგებათ მოსვენება, დროთა განმავლობაში კი ეს შიში სულ უფრო იზრდება, ამიტომ წყვეტენ, რომ სჯობს საერთოდ აარიდონ თავი, და ფიქრობენ: „მისი გაღიზიანება არ შემიძლია, მაგრამ თავის არიდება ხომ შემიძლია. არ აქვს მნიშვნელობა იცის თუ არა ჩემი ნათქვამი, უბრალოდ შორს დავიჭერ მისგან თავს“. ეს შიში იმდენად ძლიერი ხდება, რომ შეკრებებზე დასწრებასაც კი ვეღარ ბედავენ და ყველანაირად არიდებენ თავს იმ ადგილებს, სადაც ეს სასტიკი ადამიანი შეიძლება დახვდეთ. მაშინაც კი, როდესაც იქ მოვალეობა აქვთ შესასრულებელი, შიშისგან გონება ეფანტებათ.
როგორ უნდა მოექცეთ ასეთ ბოროტ, შურისძიებისკენ მიდრეკილ ადამიანებს? (მოიცილეთ ისინი.) ყველაფერი მარტივია, მხოლოდ ორი სიტყვა — მოიცილეთ ისინი — და საქმეც გაკეთებულია. თუ მათ მოიცილებთ და უმრავლესობა შვებას იგრძნობს, დიდ კმაყოფილებას გამოხატავს, მაშინ მათი მოცილება სწორი გადაწყვეტილება ყოფილა. ადრე, შეკრებების დროს, ბოროტი ადამიანების იქ ყოფნა იმას ნიშნავდა, რომ უმრავლესობა შებოჭილი იყო ურთიერთობისას. შიშობდნენ, რომ არასწორი სიტყვით ბოროტთათვის წყენა არ მიეყენებინათ, ამიტომ ლაპარაკისას თავს იცავდნენ და ერიდებოდნენ მათ. შეკრებებზე დაუწერელი წესიც კი გაჩნდა: თუ ვინმე თვალით ანიშნებდა, თემა მაშინვე იცვლებოდა. აი, ასეთი ვითარება შეიქმნა. როდესაც შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანები მოაცილეს, ეკლესიაში მშვიდობამ დაისადგურა, საეკლესიო ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. დებსა და ძმებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ ღვთის სიტყვის გაზიარება და ლოცვითი კითხვა, საკუთარი გამოცდილების შესახებ მოწმობების თავისუფლად გაზიარება, ისე, რომ არავის გაეკონტროლებინა ისინი, არავის შიში არ ჰქონოდათ და აღარც ვინმეს სახის გამომეტყველებაზე დაკვირვება უწევდათ. ამ შედეგიდან გამომდინარე, სწორი იყო თუ არა ასეთი ბოროტი ადამიანების თავიდან მოცილება? (დიახ.) რა თქმა უნდა. ისინი უნდა მოცილდნენ. მათი თავიდან მოცილების გარეშე ცხოვრება ყველასთვის გაუსაძლისი გახდებოდა და ბევრს შეკრებებზე დასწრებისაც კი შეეშინდებოდა. ზოგიერთ მხდალ ადამიანს კოშმარებიც კი ესიზმრებოდა, თითქოს ბოროტი დემონები ახრჩობდნენ. ისინი ყოველთვის ზედმეტად ფრთხილები იყვნენ შეკრებების დროს, ვერასდროს ბედავდნენ ლაპარაკს და ვერ გრძნობდნენ თავს თავისუფლად და ლაღად. მას შემდეგ, რაც ბოროტი ადამიანები მოცილდნენ, ისინი სრულიად შეიცვალნენ: ახლა უკვე ბედავენ შეკრებების დროს ლაპარაკს, უფრო აქტიურები გახდნენ თანაზიარებისას და თავს თავისუფლად და ლაღად გრძნობენ. განა ეს კარგი არ არის? (დიახ.) ასეთი სასტიკი ხასიათის მქონე, შურისმაძიებელი პირების ამოცნობა ძალიან ადვილია. ზოგადად, ვინმესთან ექვს თვეზე მეტი ხნის ურთიერთობის შემდეგ, ყველას უნდა შეეძლოს იმის შეგრძნება და ნათლად დანახვა, არის თუ არა ის ამგვარი პიროვნება. ეს აშკარა ხდება მასთან გარკვეული დროის გატარების შემდეგ. ეკლესიის წინამძღოლები და მუშაკები პასიურები არ უნდა იყვნენ ასეთ ბოროტ ადამიანებთან მოპყრობისას. რას ნიშნავს ის, რომ არ იყო პასიური? ეს ნიშნავს, რომ არ უნდა დაელოდო იმ მომენტს, როდესაც ისინი ყველას მოთმინების ფიალას აუვსებენ, ზოგს გზას აუბნევენ და ბოროტ საქმეებს ჩაიდენენ, და მათზე რეაგირება მხოლოდ ამის შემდეგ არ უნდა მოახდინო — ეს ზედმეტად პასიური მიდგომა იქნებოდა. მაშ, როდის არის საუკეთესო დრო ბოროტ ადამიანებთან გასამკლავებლად? მაშინ, როდესაც ადამიანთა მცირე ნაწილს უკვე მიადგა ზიანი და მათ მიმართ ძლიერ ზიზღსა და სიფრთხილეს იჩენს, და როდესაც ისინი სრულად დახასიათდნენ, როგორც ბოროტი ადამიანები. ამ მომენტში, მათზე რეაგირება და მათი დაუყოვნებლივ თავიდან მოცილებაა საჭირო, რათა სხვებსაც არ მიადგეთ ზიანი და გამოუცდელი ადამიანები სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვივდნენ ან მათ გამო გზიდან არ გადაუხვიონ. რა არის აქ ყველაზე კრიტიკული? თუ ბოროტ ადამიანებს ნებას მისცემენ, რომ ზედმეტად დიდხანს გამოიწვიონ არეულობა ეკლესიაში, საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ისინი დაამყარებენ კონტროლს ეკლესიასა და ღვთის რჩეულ ხალხზე. თუ საქმე აქამდე მივა, ყველანი დაზარალდებიან. საყოველთაო ზიანის თავიდან ასაცილებლად, როდესაც ადამიანთა გარკვეული ნაწილი უკვე დაზარალდა ან როდესაც ზოგიერთს გაუჩნდა ძლიერი ანტიპათია და ნათლად დაინახა ასეთი პიროვნებები, ამოიცნო ისინი, როგორც შურისძიებისკენ მიდრეკილი ბოროტი ადამიანები, ეკლესიის წინამძღოლებმა ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოიცილონ. ისინი არ უნდა დაელოდონ, სანამ ბოროტი ადამიანები უამრავ ბოროტებას ჩაიდენენ და საზოგადოებრივ აღშფოთებას გამოიწვევენ, და მხოლოდ ამის შემდეგ არ უნდა გადაწყვიტონ მოქმედება — ეს მეტისმეტად პასიური მიდგომა იქნებოდა. განა ასეთი ეკლესიის წინამძღოლები უსარგებლოები არ იქნებოდნენ? (დიახ.) მსგავსი საქმის შესრულებისას, ეკლესიის წინამძღოლები განსაკუთრებით მგრძნობიარენი უნდა იყვნენ ასეთი პირების მდგომარეობის, გამოვლინებებისა და ნიშნების მიმართ, სწრაფად ამოიცნონ მათი შინაგანი ხასიათი, შემდეგ კი განსაზღვრონ, რომ ისინი ბოროტი ადამიანები არიან, რომელთა მოცილებაც აუცილებელია, და რაც შეიძლება მალე მიხედონ მათ. როცა თავიდანვე შეუძლებელია ზუსტი დასკვნის გამოტანა, მაშინ მთავარი ყურადღება დაკვირვებაზე უნდა გადაიტანოთ, თვალი ადევნოთ მათ საუბარს, ქცევასა თუ მანერებს, რათა ჩაწვდეთ მათ ფიქრებსა და ზრახვებს. როგორც კი გამოაშკარავდება, რომ ისინი შურისძიებას გეგმავენ, სასწრაფო ზომები უნდა იქნეს მიღებული მათ მოსაცილებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფრო მეტი ადამიანის დაზარალება და მათი შურისძიების მსხვერპლად ქცევა.
ეკლესიის ზოგიერთი წინამძღოლი ამბობს: „ჩვენ ბოროტი ადამიანების არ გვეშინია; ჩვენ მხოლოდ ღვთის შიში გვაქვს. ვინ არიან ჩვენთვის ბოროტი ადამიანები? სატანისაც კი არ გვეშინია და არც დიდი წითელი დრაკონის მხრიდან დაპატიმრებებისა და დევნის გვეშინია, ასე რომ, რატომ უნდა გვეშინოდეს ბოროტი ადამიანების? ბოროტი ადამიანი მხოლოდ პატარა დემონია, რატომ უნდა გვეშინოდეს მისი? უბრალოდ ეკლესიაში დავტოვებთ მათ და დაე, დებისა და ძმების უმრავლესობა დაზიანდეს. ამ ტანჯვის შემდეგ ისინი გარჩევას ისწავლიან, ხოლო როცა გარჩევის უნარი ექნებათ, ასეთი ბოროტი ადამიანები მათ ვეღარც შებოჭავენ და ვეღარც შეზღუდავენ. ეს ხომ შესანიშნავი იქნება!“ შეძლებს კი უმრავლესობა ასეთი სულიერი სიმწიფის მიღწევას? (ვერა.) ვერ შეძლებს. მათი რწმენა მეტისმეტად სუსტია, ჭეშმარიტების გაგებაც ძალიან მწირი აქვთ და მათი სულიერი სიმწიფეც მეტისმეტად მყიფეა. ისინი ბოროტ ადამიანებს დანახვისთანავე არიდებენ თავს, რადგან მათთან დაპირისპირებას ვერ ბედავენ. სიკვდილის შიშისა და საკუთარი სიცოცხლის გაფრთხილების გარდა, ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ხორციელ ინტერესებსაც იცავს. მათ არ შეუძლიათ კარგისა და ავის გარჩევა და არც სწავლა იმ ყველაფრიდან, რასაც ბოროტი ადამიანები აკეთებენ. ამრიგად, ეს იდეა საფუძველშივე არაპრაქტიკულია და ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. ეკლესიაში ბოროტი ადამიანის გამოჩენისას, როდესაც უმრავლესობა უკვე იცნობს მას და დარწმუნდება მის ბოროტებაში, რამდენ ადამიანს ყოფნის სამართლიანობის გრძნობა, რომ ხმა აიმაღლოს, მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოს, წინ აღუდგეს მას და დაიცვას ღვთის სახლის ინტერესები? რამდენი პროცენტია ასეთი? ათი პროცენტი? თუ ათი პროცენტი არა, მაშინ ხუთი პროცენტი? (დაახლოებით ამდენი.) ეს იმას ნიშნავს, რომ ოცკაციან ჯგუფში შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდეს, ვინც ბოროტ ადამიანთან საბრძოლველად აღსდგება, რათა ამხილოს იგი, ღვთის სიტყვით დაუპირისპირდეს, პოლემიკაში შევიდეს და ეკლესიიდან განდევნოს. ასეთი ადამიანები გმირები არიან ღვთის რჩეულთა შორის, ეკლესიის ღვაწლმოსილი ფიგურები. ზოგ წინამძღოლსა და მუშაკს ეშინია ბოროტ ადამიანებთან გამკლავების. განა შეეფერებიან ასეთები თავიანთ როლს? აქვთ კი მათ ღვთის დამოწმების უფლება? როდესაც ესმით ბოროტი ადამიანის შესახებ, რომელიც ეკლესიიდან უნდა განიდევნოს, ამბობენ: „მისი მოცილება ცოტა პრობლემურია. ადრე საკმაოდ ახლოს ვიცნობდი მას. მან იცის, სად ვცხოვრობ და ჩემი ოჯახიდან ვის სწამს ღმერთის. თუ განვდევნი, აუცილებლად იძიებს შურს ჩემზე.“ როგორ ფიქრობთ, იმსახურებენ ასეთი ადამიანები წინამძღოლობასა და მუშაკობას? (არა.) ბოროტი ადამიანის აღმოჩენის შემდეგ, რომლის მოცილებაც აუცილებელია, მათი პირველი ფიქრი საკუთარ ინტერესებს ეხება, რადგან ამ ბოროტი ადამიანისგან შურისძიების ეშინიათ. ისინი საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ ბოროტმა ადამიანმა, რომელმაც იცის დებისა და ძმების შეკრების ადგილები და საკონტაქტო ინფორმაცია, გაძევების შემდეგ შეიძლება გასცეს ეკლესია ან დები და ძმები, და იმაზეც, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ეს ყველაფერი. მათი მთავარი საზრუნავი ღვთის სახლის ინტერესები კი არ არის, არამედ იმის შიში, რომ ეს ბოროტი ადამიანი მათ ოჯახურ მდგომარეობას იცნობს და შეიძლება ოჯახი დაასმინოს ან მათ პრობლემები შეუქმნას. განა აქვთ ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს ღვთის დამოწმების ძალა? (არა.) ზოგიერთი მათგანი ხედავს, როგორ მბრძანებლობენ ბოროტი ადამიანები ტირანულად და როგორ ცდილობენ ეკლესიის ხელში ჩაგდებას, თუმცა ხმის ამოღებას მაინც ვერ ბედავენ. ამის ნაცვლად, ისინი კომპრომისზე მიდიან, თავს არიდებენ პასუხისმგებლობას და ბოროტ ადამიანებთან დაპირისპირებას ვერ ბედავენ. ბოროტი ადამიანების დანახვაზე ისე იზაფრებიან, თითქოს სამთავიანი და ექვსხელიანი დემონი დაენახოთ, და ღვთის სახლის ინტერესებს საერთოდ ვეღარ იცავენ. ამავდროულად, ზოგიერთ რიგით დასა და ძმას აქვს სამართლიანობის გრძნობა, ჰყოფნის გამბედაობა და რწმენა, რომ ბოროტი ადამიანების გამოაშკარავებისთანავე აღსდგეს და ამხილოს ისინი, ისე, რომ მათი შურისძიების საერთოდ არ შეეშინდეს. თუმცა ეკლესიაში ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. ის ხუთი პროცენტიც კი, რომელიც ცოტა ხნის წინ ახსენეთ, შესაძლოა გადაჭარბებული იყოს და არა მინიმალური მაჩვენებელი. ამ გადმოსახედიდან, როგორია უმრავლესობის დამოკიდებულება სასტიკი ხასიათის მქონე, შურისძიებისკენ მიდრეკილი ადამიანების მიმართ? (უმეტესობა საკუთარ თავზე ფიქრობს.) მათი პირველი აზრი საკუთარი თავის დაცვაა და საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, როგორ აღსდგნენ და შეებრძოლონ ბოროტ ძალებს ღვთის სახლისა და დებისა და ძმების ინტერესების დასაცავად. მათი მთელი ყურადღება მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზეა მიმართული. რა პრობლემაზე მიანიშნებს ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი? (ასეთი ხალხი ძალიან ეგოისტია.) ერთი მხრივ, ეს ადამიანის უკიდურესად ეგოისტურ ბუნებას ასახავს, მეორე მხრივ კი, იმაზე მიუთითებს, რომ უმრავლესობის რწმენა ღვთის მიმართ მეტისმეტად სუსტია. სიტყვით კი აცხადებენ, „ღმერთი ყველაფერზე მეუფებს; ღმერთი ჩვენი დასაყრდენია.“ მაგრამ რეალობასთან შეჯახებისას გრძნობენ, რომ ღმერთზე დაყრდნობა არ შეუძლიათ და ისევ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყვნენ. პირველ ადგილზე ყოველთვის საკუთარი თავის დაცვას აყენებენ და ამას ყველაზე დიდ სიბრძნედ მიიჩნევენ. აქ ჩადებული აზრი ასეთია: „მე ვერავინ დამიცავს, ღმერთიც კი არ არის საიმედო საყრდენი. სად არის ღმერთი? ჩვენ მას ვერ ვხედავთ! თანაც, არ ვიცი, დამიცავს თუ არა ღმერთი. რომ არ დამიცვას?“ ადამიანების რწმენა ასეთი სავალალოა. მუდმივად გაიძახიან, „ღმერთი ყველაფერზე მეუფებს; ღმერთი ჩვენი დასაყრდენია.“ მაგრამ პრობლემის გაჩენისთანავე მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ. მათ არ შესწევთ ძალა, სატანასთან საბრძოლველად აღსდგნენ და მყარად დაამოწმონ ღმერთი, რადგან ამდენი რწმენაც კი არ გააჩნიათ. ადამიანების რწმენა ასეთი სავალალოა. ეს საქმეც სწორედ ამას აშიშვლებს სრულად. მათი სულიერი სიმწიფეც სულ ეს არის. რაც შეეხება შურისძიებისკენ მიდრეკილ ბოროტ ადამიანებს, თუკი არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვისაც მათი მხილება სურს, მაგრამ თავს მარტოდ და უმწეოდ გრძნობს და ეშინია, რომ ეს ბოროტი ხალხი მათ ჩაახშობს, ისინი რამდენიმე წინამძღოლს, მუშაკსა თუ კარგის და ავის გამრჩევ დებსა და ძმებს უნდა შეუერთდნენ. ძალების გაერთიანების შემდეგ მათ გამარჯვების აბსოლუტური რწმენა ექნებათ. მაშინ ისინი შეძლებენ ამხილონ და დეტალურად გააანალიზონ ასეთი ბოროტი ადამიანების ქმედებები და საქციელი, რაც უმრავლესობას საშუალებას მისცემს, გაარჩიოს და ნათლად დაინახოს ბოროტი ადამიანების ნამდვილი სახე, რათა ყველამ შეძლოს გულისა და გონების გაერთიანება და ერთობლივად განდევნოს ბოროტი ადამიანები. წეღან აღნიშნეთ, რომ როდესაც ბოროტი ადამიანები ჩნდებიან, ღვთის რჩეულთა შორის ოცში, დაახლოებით, ერთს შეიძლება ჰქონდეს სამართლიანობის განცდა, რათა სამართლიანად ილაპარაკოს და გაბედოს, აღსდგეს და განდევნოს ასეთი ბოროტი ადამიანები. მგონი, ოცში ერთი ძალიან ცოტაა. თუ ეკლესიაში სულ ათი ადამიანია, როგორ უნდა გაწმინდონ ბოროტი ადამიანებისგან? ვერ შეძლებენ; ეს ათი ადამიანი ბოროტების კონტროლის ქვეშ მოექცევა და მათგან ჩაგვრას აიტანს, ეს კი ყოვლად მიუღებელია. კარგი იქნებოდა მიზნად ის დაგვესახა, რომ ათიდან ერთ ან თუნდაც ხუთიდან ერთ ადამიანს ჰქონოდა გამბედაობა, რომ აღმდგარიყო და შებრძოლებოდა ბოროტ ადამიანებს. მუდმივად საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრით ადამიანი არა მხოლოდ სატანის წინაშე კარგავს ერთგულების დამოწმებას, არამედ, რაც კიდევ უფრო უარესია, ღვთის წინაშე ჭეშმარიტების მოპოვების შესაძლებლობასაც სამუდამოდ უშვებს ხელიდან. ეკლესიაში, სადაც თუნდაც ერთი ბოროტი ადამიანია, სულ მცირე რამდენიმე მორწმუნე მაინც დაზარალდება. თუ ორი ბოროტი ადამიანია, მაშინ უმრავლესობა დაზარალდება. ხოლო თუ ძალაუფლებას ანტიქრისტე ჩაიგდებს ხელში და მის დაქვემდებარებაში რამდენიმე თანამზრახველი და ხელქვეითი იქნება, მაშინ ეკლესიაში ღვთის ყველა რჩეული ადამიანი დაზარალდება. განა ასე არ არის? (დიახ.) ბოროტი ადამიანების წინააღმდეგ ერთი კაცის აღსდგომა ერთ ძალას ნიშნავს, ხოლო ბოროტების წინააღმდეგ ათი კაცის აღსდგომა უკვე ათმაგ ძალას წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, ბოროტ ადამიანებს ერთი კაცის უფრო ეშინიათ თუ ათის? (ათის.) მაშინ, თუ ბოროტი ადამიანების წინააღმდეგ ოცი, ოცდაათი ან ორმოცდაათი კაცი აღსდგება, საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს? (დები და ძმები.) საბოლოო ჯამში, დები და ძმები გაიმარჯვებენ. განა ეს ბოროტი ადამიანების მოცილებას ბევრად უფრო არ აადვილებს? ძალა ერთობაშია — ეს მარტივი ჭეშმარიტება ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. ამიტომ, ბოროტი ადამიანების ამოცნობა და მოცილება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული წინამძღოლისა თუ მუშაკის მოვალეობა კი არ არის, არამედ ეკლესიაში ღვთის ყველა რჩეული ადამიანის საერთო პასუხისმგებლობაა. წინამძღოლებისა და მუშაკების ძალისხმევით, აგრეთვე, ბოროტი ადამიანების მოცილებაში ღვთის რჩეულთა თანამშრომლობით, ყველას შეეძლება მშვიდი და ბედნიერი დღეებით ტკბობა. თუ ბოროტ ადამიანებს ეკლესიიდან არ მოაცილებთ და იქ მათ გამოსწორების იმედით დატოვებთ, მაგრამ ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგაც არანაირი გაუმჯობესება არ გამოჩნდება და ისინი კვლავ გააგრძელებენ ღვთის რჩეულებისთვის აუტანელი არეულობის შექმნას, ეს სწორედ ბოროტების მიმართ წყალობის გამოჩენის შედეგი იქნება. თუ ბოროტ ხალხს ნებას მისცემთ, იპარპაშონ და ეკლესიაზე კონტროლი დაამყარონ, ამით არა მხოლოდ საკუთარ თავს ჩაუგდებთ მათ ხელში, არამედ დებსა და ძმებსაც მათ საჯიჯგნად გაიმეტებთ, რათა ამ ბოროტმა ძალებმა თავის ნებაზე მართონ და სასტიკად დააზარალონ ღვთის რჩეული ადამიანები. ადვილია ჭეშმარიტების გაგება და მისი მიღწევა ისეთ გარემოში, სადაც ძალაუფლება ბოროტ ადამიანებსა და ანტიქრისტეებს უპყრიათ ხელთ? (არა.) დრო ძვირფასია. ბოროტი ადამიანების რაც შეიძლება სწრაფად მოცილებით, შენ შეძლებ რაც შეიძლება მალე აღადგინო მშვიდობა, ისიამოვნო ნორმალური საეკლესიო ცხოვრებით და მეტად ჩასწვდე ჭეშმარიტებას. თუ ბოროტ ადამიანებს არ მოიცილებ, ცოფიანი ძაღლებივით დაიწყებენ ხალხში არეულობისა და ნგრევის თესვას, თანაც იმას იტყვიან და გააკეთებენ, რაც მოესურვებათ. ეს გართმევს ჭეშმარიტების მიღწევის დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი დრო და შენი მოვალეობის შესრულება ბოროტი ადამიანების კონტროლის ქვეშ ექცევა. ეს კარგია თუ ცუდია? (ცუდია.) თეორიულად ყველამ იცის, რომ ეს ცუდი საქმეა, მაგრამ როდესაც რეალურად აწყდებიან ეკლესიაში შფოთის გამომწვევ ბოროტ ადამიანებს, ასე აღარ ფიქრობენ და მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ თავად არ გახდნენ შეთქმულების მსხვერპლი ან მძიმედ არ დაზარალდნენ მათგან. თუ ეკლესიაში ღვთის ყველა რჩეულს ასე შეეშინდება ბოროტი ადამიანების, ეკლესია იოლად მოექცევა ბოროტი ძალებისა და ანტიქრისტეების გავლენის ქვეშ, ღვთის რჩეულებიც მათ კონტროლს დაექვემდებარებიან. შეძლებენ კი ამის შემდეგ ღვთისგან ხსნის პოვნას? ამის თქმა რთულია. თუ ეკლესიაში არ აღმოჩნდება ორი ან სამი ადამიანი, ვისაც ესმის ჭეშმარიტება და ვინც ერთი გულითა და გონებით მოემსახურება ღმერთს და დაამოწმებს მას, ასეთ ეკლესიას მომავალი არ ექნება და ეს მართლაც ტრაგიკული მდგომარეობაა.
შურისძიებისკენ მიდრეკილება ბოროტი ქცევის გამოვლინებაა და ეს არის ერთ-ერთი საქციელი და გამოხატულება, რომელსაც სასტიკი ხასიათი წარმოშობს. ასეთი პირები, როდესაც ისინი ამ კონკრეტულ ქცევას ავლენენ, ბოროტ ადამიანებად უნდა დახასიათდნენ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი წვრილმანობის, გამჭრიახობის ნაკლებობის ან იმის გამო, რომ ახალი მორწმუნე იყო და ჭეშმარიტება არ ესმოდა, სხვებთან ყოველთვის ნებისმიერი წვრილმანის გამო დავობდა, მისთვის არასასურველი ან მისთვის ზიანის მომტანი ადამიანების მიმართ სიძულვილს გულში იდებდა, ან ერთ დროს გარკვეული საშუალებებით კონკრეტულ პირებზე შურს იძიებდა — მაგრამ როდესაც ესმის, რომ შურისძიებისკენ მიდრეკილი პირები ბოროტი ადამიანები არიან და ეკლესიიდან უნდა მოიცილონ, აზრებს იცვლის, გულში ფარულად სწორდება და საკუთარ ქცევაში გარკვეულ ზომიერებასა და თავშეკავებას ავლენს. მითხარით, ითვლებიან თუ არა ასეთი ადამიანები ბოროტთა რიგებში? (არა.) რა მიანიშნებს ამაზე? (მათი უნარი, შინაგანად სწორ გზას დაუბრუნდნენ.) რას ამტკიცებს მათი უნარი, რომ სწორ გზას დაუბრუნდნენ? ეს ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება; ეს კარგი მოვლენაა. რატომ ვამბობთ, რომ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება? იმიტომ, რომ ამ საკითხზე ჭეშმარიტების მოსმენის შემდეგ, როდესაც აცნობიერებენ, რომ შურისძიების წყურვილი ბოროტი ადამიანების გამოვლინებაა, საკუთარ გახრწნილ მდგომარეობას აკვირდებიან, აღიარებენ გახრწნილ არსს, შემდეგ კი ინანიებენ ღვთის წინაშე, ღვთის სიტყვის მიხედვით მოქმედებენ და საკუთარ ქცევას ზღუდავენ. ეს არის ჭეშმარიტების მიღების გამოვლინება. ბოროტი ადამიანები კი, რომლებზეც აქ ვსაუბრობთ, არ იღებენ ჭეშმარიტებას. რაც არ უნდა ნათლად გქონდეს თანაზიარება, მათ ჭეშმარიტება, მაინც არ იღებენ, ჯიუტად დგანან თავის აზრზე და არავის უსმენენ. იმის მიუხედავადაც კი, თუ გააფრთხილებ: „შენი ქმედებები ეკლესიიდან მოცილებამდე მიგიყვანს“, საერთოდ არ ანაღვლებთ და კვლავ თავისას აგრძელებენ, მათი შეცვლა არავის შეუძლია. როდესაც მათ ამხელ, დანაშაულს არ აღიარებენ. როდესაც ეუბნები, რომ შურისძიებისკენ არის მიდრეკილი, ბოროტია და უნდა მოიცილონ, ის მაინც არ ეშვება თავის ბოროტ ქმედებებს და არ ბრუნდება სწორ გზაზე. როგორი ადამიანები არიან ესენი? ისინი ჭეშმარიტების მოძულენი არიან. ისინი საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას — რაც არ უნდა დაახასიათო მათი ბუნება-არსება, როგორც არ უნდა ამხილო მათი ბოროტი საქმეები ან როგორც არ უნდა მოექცე მათ, სრულიად უძრავნი რჩებიან, თავს არავითარ შემთხვევაში არ მოიდრეკენ, თავიანთ შეცდომებს არ აღიარებენ და თავისას ნამდვილად არ დაიშლიან. ეს არის სწორ გზაზე დაბრუნების უუნარობა. რა არის იმის არსი, რომ ადამიანი სწორ გზას არ უბრუნდება? ეს არის ჭეშმარიტების მიღებაზე უარის თქმა. თუნდაც ერთი მართებული ნათქვამი ან ჭეშმარიტების თუნდაც ერთი მხარე რომ მიეღოთ, მცდარ გზაზე სიარულს უკანმოუხედავად აღარ გააგრძელებდნენ. ისინი გზას შეიცვლიდნენ, თავიანთ შეცდომებს აღიარებდნენ და გარკვეულწილად უარს იტყოდნენ იმაზე, რასაც მანამდე ჯიუტად აგრძელებდნენ. იმიტომ, რომ ისინი ბოროტი ადამიანები არიან, ბოროტი პიროვნებები სასტიკი ხასიათით, მას შემდეგ, რაც ასეთი ხასიათიდან მათი შურისმაძიებელი ქცევა წარმოიშობა, არა მხოლოდ უარს ამბობენ ღვთის სიტყვით მხილებულის მიღებაზე, გასხვლასა თუ ამგვარ დახასიათებაზე, არამედ, პირიქით, ბოლომდე თავისას იცავენ. ისინი არც იმას აპირებენ, რომ ეს დახასიათება ან მხილება მიიღონ, და არც გახრწნილების აღიარებას გეგმავენ. რა თქმა უნდა, გახრწნილების აღიარების გარეშე, ისინი არც შურისძიებისკენ მიმართულ ქცევებსა და მოქმედებებზე აპირებენ ხელის აღებას და არც თავიანთი ცხოვრებისეული პრინციპების შეცვლას. ისინი სრულიად და უკიდურესად ბოროტები არიან. განა ასეთი ბოროტი ადამიანები ეშმაკები არ არიან? (დიახ.) ისინი ეშმაკები არიან, რომლებიც ნამდვილად ატარებენ სატანის არსს. შენ მათ ვერ შეცვლი. რატომაა შეუძლებელი მათი შეცვლა? მთავარი მიზეზი ჭეშმარიტების მიღებაზე მათი აბსოლუტური უარია. ისინი უარყოფენ უმცირეს ჭეშმარიტებასაც კი, ნებისმიერ სწორ ნათქვამს, პოზიტიურ სიტყვასა თუ პოზიტიურ მოვლენას. იმის მიუხედავადაც კი, თუ სიტყვით აღიარებენ ღვთის სიტყვებს ჭეშმარიტებად და პოზიტიურ მოვლენად, მათი გული საერთოდ არ იღებს ჭეშმარიტებას და ისინი არც ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებასა და გამოცდას გეგმავენ, რათა შეცვალონ ცხოვრების წესი და მოქმედებები. ზოგჯერ მათ შეიძლება სიტყვით აღიარონ, რომ მათი მოქმედებები მთლიანად სატანის ფილოსოფიას ეფუძნება, მაგრამ ჭეშმარიტებას მაინც არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ. ნებისმიერი, ვინც მათთან ჭეშმარიტებას თანაზიარებს, მათგან უკიდურეს უკუგდებას, სიძულვილსა და განკითხვასაც კი აწყდება, ხოლო ვინც ამხელს და მათ ნამდვილ სახეს დაინახავს, მათი სიძულვილისა და შურისძიების სამიზნე ხდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის — საკუთარ მშობლებსაც კი არ ინდობენ. განა ისინი განწირულნი არ არიან? (დიახ.) ისინი მართლაც განწირულნი არიან. საცოდაობაა მათი ეკლესიიდან მოცილება? (არა.) ასეთი პირები აუცილებლად უნდა მოიცილონ ან განდევნონ. ეს არის არსებითად შურისძიებისკენ მიდრეკილთა ყველა გამოვლინება. ეს არის მათი მახასიათებლები, მათი ხასიათი, საქმის კეთების გზები და მეთოდები, მათი აზროვნების პროცესი და მათი დამოკიდებულება ჭეშმარიტებისადმი — არსებითად ეს არის ყველაფერი. გავლენა, რომელსაც ისინი ახდენენ ეკლესიაზე, დებსა და ძმებზე, უკვე განხილულია, ასე რომ, ამის შესახებ კვლავ თანაზიარება საჭირო აღარ არის. ამით დასრულდა თანაზიარება მეოთხე ტიპის ადამიანების — შურისძიებისკენ მიდრეკილთა — გამოვლინებების შესახებ.
ე. ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა
შემდეგ, ჩვენ თანაზიარება გვექნება ადამიანთა მეხუთე ტიპზე, მათზე, ვისაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია. არის ეს სერიოზული პრობლემა? თუ მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით ვიმსჯელებთ, ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა თითქოს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგიერთს, შესაძლოა, გარკვეული ფიქრები გაუჩნდეს ამ პირების ბოროტ ადამიანებად დახასიათებასთან დაკავშირებით: „რაკი ადამიანს ენა აქვს, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას შეუძლია ილაპარაკოს, განიხილოს საკითხები ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას. განა ცოტა გადაჭარბებული არ არის იმათი ბოროტთა კატეგორიაში განთავსება, ვისაც ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა სჭირს და მათი თავიდან მოცილება?“ რას ფიქრობთ ამის შესახებ? (თუ ისინი არევ-დარევასა და ჩაშლას იწვევენ ეკლესიის ცხოვრებაში ან ეკლესიის საქმეში, რაც სავალალო შედეგებს იწვევს, ისინიც უნდა მოიცილონ თავიდან.) ასეთი ადამიანების პრობლემა ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა კი არ არის, არამედ ეს მათი ადამიანობის პრობლემაა. თუ ისინი დაბრკოლებას უქმნიან დებსა და ძმებს, ეკლესიის ცხოვრებასა და ეკლესიის საქმიანობას ან თუ მათი სიტყვები ეკლესიის ღალატსა და გაცემას უტოლდება და ღვთის სახლსა და ღვთის სახელსაც კი ჩირქს სცხებს, მაშინ ასეთ პირებს სათანადოდ უნდა მოეპყრონ. მოდით, ჯერ განვიხილოთ იმათი გამოვლინებები, ვისაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია, ხოლო შემდეგ — თუ როგორ უნდა მოვეპყროთ მათ. შეიძლება თუ არა მათ, ვისაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია, „ყბედები“ ვუწოდოთ? (დიახ.) ასეა? არის ეს ასეთი ადამიანების დამახასიათებელი ნიშანი? ნიშნავს თუ არა ყბედობა იმას, რომ ადამიანი უგუნურია, არ იცის, რა უნდა თქვას და რა არა, და შედეგებზე ფიქრის გარეშე ამბობს ყველაფერს, რაც კი თავში მოუვა? განა ამას ნიშნავს ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა? (არა.) ზოგიერთი ადამიანი კარგად ლაპარაკობს და ურთიერთობს; ისინი პირდაპირები, შედარებით უბრალოები და პატიოსნები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ სხვებს თავიანთ შინაგან ფიქრებსა და იდეებს, გახრწნილების გამოვლინებებს, იმას, რაც გამოსცადეს, და თავიანთ შეცდომებსაც კი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი უგუნურია ან ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა ახასიათებს. ჩანს, რომ ისინი ყველაფერზე ლაპარაკობენ და საკმაოდ უბრალოები და პატიოსნები არიან, მაგრამ ისინი კრინტსაც არ ძრავენ მაშინ, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ საკითხებს, ისეთ საკითხებს, რომლებმაც, შესაძლოა, ჩირქი მოსცხოს ღმერთს ან ღვთის სახლს, ან საკითხებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ დებისა და ძმების ან ეკლესიის ღალატი და ამგვარად ისინი იუდად აქციოს. ამას ეწოდება ენაზე კბილის დაჭერა. აქედან გამომდინარე, საქმე ის კი არ არის, რომ პირდაპირ ადამიანებს, ყბედებს ან მათ, ვინც კარგად ლაპარაკობს, არ შეუძლიათ ენაზე კბილის დაჭერა. რას ნიშნავს აქ ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა? ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა ნიშნავს უპრინციპოდ ლაპარაკს და უპასუხისმგებლო საუბარს მსმენელის, გარემოებისა თუ კონტექსტის გაუთვალისწინებლად. უფრო მეტიც, ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა საერთოდ არ იცის ეკლესიის საქმისა და ღვთის სახლის ინტერესების დაცვა ან საერთოდ არ ადარდებს, მოუტანს თუ არა ეს სარგებელს დებსა და ძმებს ან ეკლესიის ცხოვრებას, და უბრალოდ ყველაფერს ამბობს. რა არის შედეგი იმისა, რომ უბრალოდ „ყველაფერს ამბობენ“? ეს არის ღვთის სახლისა და დებისა და ძმების ინტერესების უნებლიე ღალატი. უნებლიეთ, თავიანთი დაუფიქრებელი ლაპარაკისა და ენაზე კბილის დაჭერის უუნარობის გამო, ისინი არამორწმუნეებს აძლევენ ბერკეტს ღვთის სახლის წინააღმდეგ, საშუალებას აძლევენ მათ, დასცინონ დებსა და ძმებს და აგებინებენ ურწმუნოებსა და მათ, ვისაც ღმერთის არ სწამს, ბევრ ისეთ რამეს, რაც არ უნდა იცოდნენ. ამის შედეგად, ეს ადამიანები თავისუფლად აკეთებენ კომენტარებსა და უპატივცემულო შენიშვნებს ღვთის სახლის საკითხებსა და ეკლესიის შიდა საქმეებზე, და ამბობენ ისეთ რამეებს, რაც ცილს სწამებს და გმობს ღმერთს. მათ, შესაძლოა, ჭორებიც კი შეთხზან ძმებზე, დებზე, ეკლესიასა და ღვთის სახლის საქმიანობაზე, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება. ეს დაბრკოლებას ქმნის ღვთის სახლის საქმეში და ბოროტმოქმედებას უტოლდება. ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შემდეგი საკითხების გაგებასა და გამოძიებას: ვინ არიან წინამძღოლები და მუშაკები ეკლესიაში, რა არის მათი ოჯახის მისამართები, დებისა და ძმების პირადი ინფორმაცია, ეკლესიის ფინანსური და ბუღალტრული საქმიანობა, საბუღალტრო პერსონალი და იმ ადამიანების სიები, რომლებიც მოცილებულნი ან მოკვეთილნი არიან ეკლესიიდან. ისინი, აგრეთვე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ეკლესიის სამუშაო გეგმების გაგებას. ასეთი ქცევა მეტად საეჭვოა და, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ ისინი დიდი წითელი დრაკონის ჩანერგილი აგენტები ან ჯაშუშები არიან. ეს დეტალები არამორწმუნე ეშმაკების ხელში რომ ჩავარდეს და დიდმა წითელმა დრაკონმა მათ შესახებ შეიტყოს, შედეგები წარმოუდგენელი იქნება. ზოგიერთები, უგუნურებისა და უცოდინარობის გამო, ამ ინფორმაციას ან მის ნაწილს თავის ოჯახის არამორწმუნე წევრებს უზიარებენ, რომლებიც შემდეგ მას ავრცელებენ ან დიდი წითელი დრაკონის აგენტებს აწვდიან. ამან, შესაძლოა, პოტენციური რისკები შექმნას და ბევრი უსიამოვნება მოუტანოს ეკლესიის საქმიანობას, რასაც წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვება. ეკლესიის ამ შიდა საქმეებს ზოგიერთი ადამიანი ხშირად უნებლიეთ უზიარებს თავის ოჯახის არამორწმუნე წევრებს და ყველაფერს დაუფარავად უმჟღავნებს. და მათ თავიანთ არამორწმუნე ნათესავებსა და მეგობრებსაც კი უზიარებენ. ამგვარად, მათი ლაპარაკის გამო, ეკლესიის საიდუმლოებები მუდმივად გარეთ გამოდის და უცხო ყურამდე მიდის. რა მოჰყვება ხოლმე ამგვარ გაჟონვას? მათ ბევრ ოჯახის არამორწმუნე წევრს, ნათესავსა და მეგობარს ეცნობება ეკლესიის მრავალი შიდა საქმე, რაც, შესაძლოა, დებმა და ძმებმაც კი არ იცოდნენ, ან დებისა და ძმების საცხოვრებელი მისამართები, მათი ნამდვილი სახელები და პირადი ოჯახური საკითხები. როგორ შეიძლება გაჟონოს ეკლესიის ამ საქმეებმა? როგორ იგებენ მათ შესახებ არამორწმუნეები? ეკლესიის შიგნით „კორესპონდენტები“ არიან! რას უწოდებენ ასეთ ადამიანებს? (იმათ, ვისაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია.) ზუსტად ასეა. ყველაფერს, რაც კი ყოველდღიურ საეკლესიო ცხოვრებაში ხდება ან დებსა და ძმებს ეხება, ისინი თავის ოჯახის არამორწმუნე წევრებს უზიარებენ, მაგალითად, რომელიღაც დის განქორწინებას, მეორე დის ქმრის მიერ ბიზნესში ფულის დაკარგვას ან მის ურჩ შვილს, ან რომელიღაც ძმის თუ დის მიერ სახლის ყიდვას და ასე შემდეგ. ისინი აგრეთვე ლაპარაკობენ დებსა და ძმებზე, რომლებიც დიდმა წითელმა დრაკონმა დააპატიმრა და იუდად იქცნენ, ან მათზე, ვინც მტკიცედ იდგა თავის მოწმობაში, და იმასაც კი ახსენებენ, რომ ეკლესიის წინამძღოლებმა ისინი გასხლეს. მათი საუბრები სახლში მთლიანად ამ თემების გარშემო ტრიალებს. მათი ოჯახის წევრები რჩევებსა და სტრატეგიებსაც კი სთავაზობენ, რათა დაეხმარონ მათ იმოქმედონ წინამძღოლების, დებისა და ძმების, ან ეკლესიაში ნებისმიერი იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მათ ვერ ეწყობა, სირთულეებს უქმნის ან ვინც ისინი ამხილა. დებსა და ძმებს შორის შეკრებებზე ასეთი ადამიანები განსაკუთრებით მორჩილები და ზრდილობიანები ჩანან, ცოტას ლაპარაკობენ, საუბრის დიდი ნიჭით არ გამოირჩევიან, არასოდეს საუბრობენ საკუთარ გახრწნილ ხასიათზე, არასოდეს ატარებენ თანაზიარებას სხვებთან თავიანთ გამოცდილებასა და გაგებაზე და იშვიათად ლოცულობენ. ისინი დებსა და ძმებს სიფრთხილითა და უნდობლობით ეპყრობიან, ხოლო თავიანთ ოჯახის არამორწმუნე წევრებს ისე უყურებენ, თითქოს ღვთის სახლის წევრები იყვნენ. ისინი ეკლესიის შესახებ ყველა დეტალს დაწვრილებით, გამოტოვების გარეშე უყვებიან ოჯახის წევრებს და ყველაფერს უზიარებენ, მათ შორის იმასაც კი, თუ როგორ ბეჭდავს ეკლესია ღვთის სიტყვის წიგნებს, ვის რა ნიჭი აქვს ეკლესიაში და სხვა. ამ ყველაფერს ისინი თავის ოჯახის წევრებთან და იმ ადამიანებთან განიხილავენ, ვისაც ღმერთის არ სწამს. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით აკეთებენ ამას, საბოლოო შედეგი მაინც ის არის, რომ ისინი ღალატობენ ეკლესიის საქმეს და დებსა და ძმებს. მათ ზედმიწევნით იციან ეკლესიის ყოველი წამყვანი წევრის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებიც ხდებიან მათი ზურგსუკან განხილვებისა და განსჯის საგანი და, შესაძლოა, ისინიც კი აღმოჩნდნენ, ვისაც ფარულად უღალატებენ. თუ ვინმეს კარგი ურთიერთობა აქვს მათთან, ისინი დაუსრულებლად აქებენ ამ ადამიანს ოჯახის წინაშე. ხოლო თუ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა აქვთ, ისინი დაუსრულებლად ლანძღავენ ამ ადამიანს ოჯახის წინაშე და იმასაც კი ახერხებენ, რომ ოჯახის წევრებიც აყვნენ ამ ლანძღვაში, დებსა და ძმებს იდიოტებს უწოდებენ ან ამბობენ, რომ ისინი არაფრად ვარგიან. ეს ადამიანები ძმებსა და დებს ყველა იმ სალანძღავი სიტყვით შეურაცხყოფენ, რომლებსაც არამორწმუნენი იყენებენ. ისინი არამორწმუნეებს ჰგვანან, წმინდა წყლის ურწმუნოები არიან, მათგან კარგი არაფერი გამოვა და ასეთი პირები სასწრაფოდ უნდა მოცილდნენ ეკლესიიდან.
დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, ვისაც ღმერთის სწამს, კონფიდენციალურად უნდა ინახებოდეს, და ღვთის რჩეული ხალხი საზღვარგარეთაც რომ გადავიდეს, მათი მონაცემები მაინც საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდი წითელი დრაკონის ჯაშუშები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან მოდებულნი და ყველგან აღწევენ იმ კონკრეტული მიზნით, რომ ინფორმაცია შეაგროვონ მათზე, ვისაც ღმერთის სწამს. მატერიკულ ჩინეთში იმ დებისა და ძმების მდგომარეობა, რომლებიც ღმერთს მიჰყვებიან, ძალზე რთული და სახიფათოა. საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგაც კი, გარკვეული დონის საფრთხე მაინც არსებობს. თუ დიდი წითელი დრაკონის ჯაშუშები მათ ინფორმაციას შეაგროვებენ, ერთი მხრივ, არსებობს ექსტრადიციის რისკი, ხოლო მეორე მხრივ, სულ მცირე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები მატერიკულ ჩინეთში, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. უსაფრთხოების მიზნითა და ადამიანებისადმი პატივისცემის გამო, ყველამ კონფიდენციალურად უნდა შეინახოს დებისა და ძმების პირადი ინფორმაცია და არ უნდა გაუზიაროს ის მათ, ვისაც ღმერთის არ სწამს. თვით მორწმუნეთა წრეშიც კი, სხვისი პირადი მონაცემების ასე უბრალოდ გაცემა დაუშვებელია, თუკი ამაზე თავად იმ პირის ნებართვა არ არსებობს. სრულიად დაუშვებელია დებისა და ძმებისა შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის, ეკლესიის საქმიანობის, შესრულებული მოვალეობების, შეკრებებზე გაზიარებული გამოცდილების თუ სხვა მსგავსი დეტალების განხილვის თემად ქცევა და მათი გაზიარება არამორწმუნეებთან თავისუფალ დროს. რა შედეგები მოჰყვება მათთან ამ საკითხების განხილვას? არის რაიმე დადებითი შედეგი? (არა.) ასეთი განხილვების შედეგი ის არის, რომ ეს არამორწმუნე ეშმაკები ხელში იგდებენ ბერკეტებს, მასხრად იგდებენ, განსჯიან და წყევლიან და ცილსაც კი სწამებენ. ეს კარგია? (არა.) უნდა დააკვირდეთ, ხომ არ არიან ეკლესიაში ფარული განზრახვების მქონე პირები, რომლებიც ურწმუნოებთან და ოჯახის იმ წევრებთან, რომელთაც ღმერთის არ სწამთ, ყოველგვარი მორიდების გარეშე განიხილავენ ისეთ დეტალებს, როგორიცაა საეკლესიო საქმიანობისა და საეკლესიო ცხოვრების რეალური მდგომარეობა — და, აგრეთვე, იმას, თუ ვის სწამს ღმერთის გულწრფელად, ვინ მიჰყვება ჭეშმარიტებას, ვინ ასრულებს თავის მოვალეობებს და ვინ არა, ვინ არის ხშირად ნეგატიურად განწყობილი, ვის აქვს ბუნდოვანი რწმენა, ან თუნდაც დებისა და ძმების პირად ინფორმაციასა და ყოფით საკითხებს. შეამოწმეთ ასეთი ადამიანები. არის საკითხები, რომლებიც ეკლესიის შიგნით მყოფმა პირებმაც კი არ უნდა იცოდნენ, თუმცა ასეთი ადამიანების ოჯახის არამორწმუნე წევრებმა ამ საქმეების შესახებ უფრო მეტი იციან, ვიდრე ეკლესიაში მყოფებმა — და თანაც გაცილებით უფრო გარკვევით. როგორ ხდება ეს? ეს შინაური ჯაშუშის „წვლილია“. ეს ჯაშუში თავის ოჯახის წევრებს ისე ეპყრობა, თითქოს ეკლესიის წინამძღოლები იყვნენ, და ყველაფერს, რასაც ეკლესიაში ხედავს, სახლში თავის „წინამძღოლებს“ მოახსენებს, რათა მათი გული მოიგოს და ოჯახთან ემოციური კავშირი გააღრმავოს. აშკარაა, რომ ეკლესიის ყველა ეს საქმე გასცეს იმ ჯაშუშებმა, რომელთაც არ შეუძლიათ ენაზე კბილის დაჭერა. ისინი არც დებსა და ძმებს სცემენ პატივს და არც ღვთის სახლის საქმიანობასა და ინტერესებს უფრთხილდებიან. ისინი ღვთის სახლსა და ეკლესიას ისე ეპყრობიან, როგორც ჩვეულებრივ საზოგადოებას ან საზოგადოებრივ ადგილს, დებსა და ძმებს ისე უდიერად განიხილავენ და განსჯიან, თითქოს არამორწმუნეები იყვნენ, და ურწმუნოებსა და არამორწმუნეებსაც კი უერთდებიან თანამორწმუნეების თავისუფლად განკითხვაში. უფრო მეტიც, ზოგიერთი ადამიანი წინამძღოლებისგან გასხვლის შემდეგ, ან დებთან და ძმებთან კონფლიქტების, დავისა და უთანხმოების გამო, სახლში მიდის, იქ სცენებს მართავს და ყველაფერს აგებინებს თავის ოჯახს. შედეგი კი ისაა, რომ მათი ოჯახი შურისძიებას იწყებს წინამძღოლებზე ან დებსა და ძმებზე, რათა გაყიდოს და დააქციოს ეკლესია. ეს კარგი მოვლენაა? (არა.) ეკლესიის შიდა საქმეების, ასევე, იმის, თუ რამდენი და და ძმა ეწევა საეკლესიო ცხოვრებას და ვინ რა მოვალეობას ასრულებს, ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისა და მეგობრებისთვის ყოველგვარი მორიდების გარეშე გაზიარება — რა სახის არამზადები არიან ისინი? განა ისინი ჭეშმარიტი მორწმუნეები არიან? (არა.) განა ისინი ღვთის სახლის წევრები არიან? შეიძლება მათ დები ან ძმები ვუწოდოთ? (არა.) ასეთი ჯაშუშებისა და მალული მოღალატეების ეკლესიაში გაჩერება, წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში, დიდ უბედურებას მოუტანს ღვთის სახლსა და დებსა და ძმებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი საეკლესიო ცხოვრებაში ბევრ ბოროტ საქმეს არ სჩადიან, იმ შედეგებსა და გავლენას, რაც ღვთის სახლის შესახებ სხვადასხვა დეტალების ფარულად გადაცემას მოჰყვება არამორწმუნეთათვის, სატანებისა და ეშმაკებისთვის, უკიდურესად დამღუპველი ზიანი მოაქვს. უნდა მიეცეთ ასეთ ნაძირლებს ეკლესიაში დარჩენის უფლება? (არა.) იმსახურებენ ისინი ღვთის სახლის წევრებად წოდებას? არიან ისინი იმის ღირსნი, რომ დებად და ძმებად მივიჩნიოთ? (არა.) როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს? (რაც შეიძლება მალე უნდა მოვიცილოთ.) ისინი რაც შეიძლება მალე უნდა მოცილდნენ აქაურობას! გააგდეთ ისინი! აი მათი მოშორების მიზეზი: „შენ ენაზე კბილის დაჭერა არ შეგიძლია, სიკეთეს ვერ აფასებ და იმ ხელს კბენ, რომელიც გაჭმევს. შენ გწამს ღმერთის და სარგებლობ მისი მადლით, ისევე როგორც დებისა და ძმების დახმარებით, სიყვარულით, მოთმინებითა და ზრუნვით, მაგრამ მაინც ასე ყიდი დებსა და ძმებს და ეკლესიას. უვარგისი ადამიანი ხარ, მოცილდი აქაურობას!“ დებისა და ძმების საქმეები, ეკლესიის საქმეები და ღვთის სახლის არანაირი საქმე არ უნდა გამჟღავნდეს არამორწმუნეებთან და არც მათ მიერ სალაპარაკო თემად არ უნდა იქცეს. ისინი ამას არ იმსახურებენ! ვინც ამგვარ ინფორმაციას ავრცელებს, დაწყევლილია და ხდება ისეთი პირი, რომელიც ეკლესიამ აუცილებლად უნდა მოიცილოს, დებმა და ძმებმა კი — უარყონ. უბრალოდ იმ ქმედებებზე დაყრდნობით, რაც დებისა და ძმების და ეკლესიის გაცემაში, აგრეთვე არამორწმუნეებისთვის საეკლესიო შიდა საქმეების გაზიარებაში გამოიხატება, ისინი უდავოდ მოღალატეები, ჯაშუშები და ბოროტი ადამიანები არიან, რომლებიც აუცილებლად უნდა მოცილდნენ ეკლესიიდან. დებსა და ძმებს შეუძლიათ თავისუფლად ჰქონდეთ თანაზიარება და იმსჯელონ საჭიროებისამებრ ნებისმიერ საქმეზე, რაც კი ეკლესიის შიგნით კეთდება, მაგალითად, იმაზე, თუ ვინ უნდა იქნეს მოცილებული ან ამა თუ იმ მოვლენის განვითარებაზე, მაგრამ ეს არ უნდა გავუზიაროთ არამორწმუნეებს, ამის შესახებ ოჯახის არამორწმუნე წევრებთან ლაპარაკიც კი არ შეიძლება. განსაკუთრებით კი, მცირე სულიერი სიმწიფის მქონე ახალი დებისა და ძმების პირადი და ოჯახური მდგომარეობა არ უნდა გამჟღავნდეს გარეშე პირებისთვის. თუ შენთვის ძნელია ამის საიდუმლოდ შენახვა, ღმერთს უნდა შეევედრო და მას მიენდო, რათა თავშეკავება ისწავლო, და რაიმე აზრიანი საქმიანობით დაკავდე. თუ მართლა ვერ აკონტროლებ თავს, ჯერ ეკლესიას უნდა აცნობო გამოსავლის საპოვნელად, რათა თავიდან აიცილო არასასურველი შედეგები, რადგან ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ყველაზე მეტად იწვევს პრობლემებს. მაგალითად, სენსიტიურ თემებში შედის: პირადი ტელეფონის ნომრები, საცხოვრებელი მისამართები, ის, თუ რამდენი წელია, რაც პირს ღმერთის სწამს, პირადი ოჯახური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ამას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან ან სიცოცხლეში შესვლასთან; ეს პირად კონფიდენციალურობას ეხება. მხოლოდ აგენტები და ჯაშუშები იძიებენ სპეციალურად ამ საკითხებს. თუ შენ გსიამოვნებს ამგვარი ამბების გაგება და გავრცელება, ეს როგორ ხასიათზე მიუთითებს? ეს მეტად ამაზრზენია! ჭეშმარიტების ძიების ნაცვლად ჭორაობაზე ფოკუსირება, ჯაშუშად ან აგენტად ყოფნა და დიდი წითელი დრაკონისთვის სამსახურის გაწევა — განა ეს ამაზრზენი და ბოროტული საქციელი არ არის? ნებისმიერი, ვინც სპეციალურად ინტერესდება, იძიებს და დაუფიქრებლად ავრცელებს სენსიტიურ თემებსა და სხვების პირად საქმეებს, ფარულ ზრახვებს ატარებს და ურწმუნოა. ღვთის რჩეული ხალხი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს ასეთ პირებთან. თუ ასეთი ადამიანები არ მოინანიებენ, მათი საეკლესიო ცხოვრება უნდა შეწყდეს, რადგან დებისა და ძმების გაცემა ყველაზე უზნეო, საზიზღარი და სამარცხვინო საქციელია. ღვთის რჩეულმა ხალხმა შორს უნდა დაიჭიროს თავი ამგვარი პირებისგან. საეკლესიო ცხოვრებაში ადამიანებს უნდა აეკრძალოთ ამ საკითხებით დაინტერესება და მათი განხილვა, რადგან მათ არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტების თანაზიარებასთან, ხოლო მათზე საუბარს სხვებისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
ღვთის სახლს აქვს სხვადასხვა ადმინისტრაციული დადგენილება და რეგულაცია, რომლებიც ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა დაიცვას. ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკლესიის შიდა საქმეები, წინამძღოლებისა და მუშაკების საკადრო ცვლილებები, ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოები და ზემდგომთა მითითებები, სხვა საკითხებთან ერთად, არ უნდა გავრცელდეს დაუდევრად ეკლესიის შიგნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი გაცემა სატანისთვის ურწმუნოებისა და ბოროტი ადამიანების მიერ. ამის მიზეზი ის არის, რომ ღვთის სახლი განსხვავდება საზოგადოებისგან. ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს ჭეშმარიტების ძიებას, ღვთის სიტყვის მეტად კითხვას, მეტ დაფიქრებასა და თანაზიარებას. მხოლოდ ღვთის სიტყვის გავრცელებასა და ღვთის დამოწმებას შეუძლია შექმნას ჯეროვანი ატმოსფერო. მხოლოდ მეტი გამოცდილებითი დამოწმების გაზიარებას შეუძლია ამგვარი გარემოს ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ღვთის სახლში ბევრი ახალი მორწმუნეა, რომელთაც სულ ცოტა ხანია, რაც სწამთ ღმერთის. ბუნებრივია, რომ ზოგიერთი ურწმუნო ჯერ კიდევ არ არის გამოაშკარავებული. განსაკუთრებით კი, რწმენის პირველი ხუთი ან ათი წელი ადამიანების ნამდვილი სახის გამოვლენის დროა. ამ პერიოდში გაურკვეველია, ვინ შეძლებს მყარად დგომას და ვინ ვერა, ან კიდევ რამდენი ბოროტი ადამიანი არსებობს, ვისაც ეკლესიის არევა შეუძლია. პირადი ინფორმაციისა და ამგვარი გარე საქმეების, ისევე, როგორც ჭეშმარიტების თანაზიარებასთან დაუკავშირებელი საკითხების მუდამ დაუფიქრებლად გავრცელებამ, შეიძლება, ბევრი არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. მაგალითად, ვინმემ შეიძლება იკითხოს: „სად არის დაბადებული ესა თუ ის წინამძღოლი? სად ცხოვრობს?“ ეს სენსიტიური ინფორმაცია საერთოდ არ არის ის, რაც ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა იცოდეს. სხვამ შეიძლება იკითხოს: „რა ჯდება ღვთის სახლისთვის ღვთის სიტყვის წიგნის ბეჭდვა?“ არის ამის ცოდნა სასარგებლო? (არა.) საერთოდ, შენი საქმეა ბეჭდვის ხარჯები? განა შენ გთხოვენ თანხის გადახდას? ეს შენ საერთოდ არ გეხება, ხომ ასეა? ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „ვინ არიან ახლა მაღალი საფეხურის წინამძღოლები ღვთის სახლში?“ თუ ისინი უშუალოდ შენ არ გწინამძღოლობენ, განა ამის არცოდნა რაიმეს დაგაკლებს? (არა.) მატერიკულ ჩინეთში ამგვარი რამეების ცოდნამ შეიძლება, პრობლემები შექმნას. თუ დიდმა წითელმა დრაკონმა დაგიჭირა და სასტიკად გაწამა, თუ ეს რამეები არ იცი, რაც არ უნდა გცემონ, ვერაფერს გასცემ და, ამგვარად, იუდად ვერ იქცევი. მაგრამ თუ იცი და მათ სასტიკ ცემას ვერ გაუძლებ, შეიძლება ბოლოს ყველაფერი თქვა და იუდად გადაიქცე. იმ მომენტში შეიძლება იფიქრო: „რატომ ვსვამდი მაშინ დაუფიქრებლად იმ კითხვებს? ბევრად უკეთესი იქნებოდა, არ მცოდნოდა. სიკვდილამდეც რომ ვეცემე, მაინც არაფერი მეცოდინებოდა ამ საკითხებზე; პასუხების მოგონებაც რომ მომდომებოდა, მაინც ვერაფერს მოვიფიქრებდი. ასეთ შემთხვევაში, იუდად არ ვიქცეოდი. ახლა უკვე ვისწავლე ჭკუა; უკეთესია, ბევრი არაფერი იცოდე იმ საკითხებზე, რაც ჭეშმარიტებას არ უკავშირდება. ამგვარი რამეებით დაინტერესებას არანაირი სარგებელი არ მოაქვს, არცოდნა ბევრად სჯობს“. და არიან სხვებიც, რომელთაც შეიძლება იკითხონ: „რამდენი გუნდია ღვთის სახლში სპეციალიზებულ სამუშაოებზე დაკავებული?“ საერთოდ რა შენი საქმეა? უბრალოდ აკეთე ის საქმე, რაც შენს გუნდს აქვს დავალებული. ამის არცოდნა ხელს არ გიშლის, რომ ჩვეულებრივად შეასრულო შენი მოვალეობა, ეძიო ჭეშმარიტება შენს რწმენაში ან იცხოვრო საეკლესიო ცხოვრებით; ეს საერთოდ არაფერზე ახდენს გავლენას. ამის არცოდნა ხელს არ გიშლის, რომ როგორც მორწმუნემ, ეძიო ჭეშმარიტება ან მიაღწიო ხსნას, ასე რომ, რატომ იწუხებ თავს კითხვის დასმით? „ძმებისა და დების უმეტესობა ქალაქიდან არის თუ სოფლიდან? განათლებულები არიან თუ გაუნათლებლები?“ არის ამის ცოდნა სასარგებლო? (არა.) რა იქნებოდა, ყველა სოფლიდან რომ ყოფილიყო? ან რა იქნება, ყველა ქალაქიდან რომ იყოს? ამას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „როგორ ვრცელდება ახლა სახარების საქმე?“ ამაზე ზოგადად კითხვა ნორმალურია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი, უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, დეტალურად კითხულობს, თუ ზუსტად რამდენ ქვეყანაში გავრცელდა სახარების საქმე, რაც სრულიად ზედმეტია. ამის გაგებითაც კი, რა გავლენა ექნებოდა ამას მათზე? რა სარგებელს მოუტანდა მათ ამგვარი დეტალების ცოდნა? თუ ჭეშმარიტება-რეალობა არ გაგაჩნია, მაინც არ გექნება, ეს რომც იცოდე. ამის ცოდნა საერთოდ ვერ დაგეხმარება შენი მოვალეობების კარგად შესრულებაში და ვერანაირად შეუწყობს ხელს შენს სიცოცხლეში შესვლას. სრულიად ნორმალურია, თუ ზოგიერთი საერთო საქმის შესახებ არ იკითხავთ; სინამდვილეში, უმჯობესია, საერთოდ არ იცოდეთ. ბევრი რამის ცოდნა ტვირთია. როგორც კი ეს ინფორმაცია გაჟონავს, ის პრობლემად და სამართალდარღვევად იქცევა. ამ ყველაფრის ცოდნა არ არის კარგი: რაც უფრო მეტი იცით, მით მეტი პრობლემის გამოწვევა შეუძლია ამას. მათ, ვისაც ჭეშმარიტება ესმით, იციან, რა უნდა ითქვას და რა არა. გონებადაბინდულები კი, რომელთაც სულიერი გაგება აკლიათ, საუბრისას ვერ ასხვავებენ შინაურებსა და გარეშეებს და მხოლოდ სისულელეებს ამბობენ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხები არ უნდა ეცნობოთ ეკლესიაში მყოფ იმ პირებს, რომელთაც ჭეშმარიტება არ ესმით. ამ ყველაფრის ცოდნას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ჯერ ერთი, ამ ადამიანებს პრობლემების გადაჭრა არ შეუძლიათ. მეორეც, მათ არ შეუძლიათ ეკლესიის საქმიანობის დაცვა. მესამეც, სრულიად არ არის საჭირო, რომ მათ ღვთის სახლზე კარგი თქვან. ღვთის ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა და ღვთის ყოველი საქმე მართალია — განა სჭირდება მას პირფერობა და ქათინაური იმ ურწმუნოთა და არამორწმუნეთაგან, რომელთაც სულიერი გაგება აკლიათ? არ სჭირდება. მთელ მსოფლიოში ერთადერთი არსებაც რომ არ გაჰყოლოდა ღმერთს ან თაყვანი არ ეცა მისთვის, ღვთის სტატუსი და არსი მაინც უცვლელი დარჩებოდა. ღმერთი არის ღმერთი, სამარადჟამოდ უცვლელი და მასზე ვერანაირი გარემოების ცვლილება ვერ ახდენს გავლენას. ღვთის იდენტობა და სტატუსი მარადიულად უცვლელია. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ყველა ღვთის მორწმუნეს უნდა ესმოდეს. ეს ურწმუნონი და არამორწმუნენი ისე ლაპარაკობენ და მოქმედებენ, რომ ვერ ასხვავებენ შინაურებსა და გარეშეებს — განა მოუტანს სარგებელს ღვთის სახლის საქმიანობას თუ მათ ბევრი რამე ეცოდინებათ? განა აუცილებელია მათთვის ღვთის სახლის საქმიანობის შესახებ რომ იცოდნენ? ისინი არ არიან ამ ცოდნის მიღების ღირსნი! ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „ნუთუ ეს ყველაფერი საიდუმლოა და ამიტომ არ შეიძლება მათი გაგება?“ ღვთის რწმენაში ამ დონემდე მოსულებს, განა გგონიათ, რომ ეს საკითხები საიდუმლოებებს შეიცავს? (არა.) თუმცა ღვთის რჩეულ ხალხს გააჩნია პატიოსნება და ღირსება; ისინი არ უნდა გახდნენ არამორწმუნეთა მხრიდან განხილვისა თუ დაცინვის საგანი. ღვთის სახლს, ეკლესიას და დებსა და ძმებს, როგორც ჯგუფს თუ როგორც ცალკეულ პირებს, ყველას გააჩნია ღირსება. ისინი ყველანი პოზიტიურნი არიან და არავინ უნდა შეეცადოს მათ წაბილწვას. ვინც ისე იქცევა, რომ ეშმაკებსა და ბოროტ ძალებს ნებას აძლევს, თამამად შერყვნან ღვთის სახლი, ცილი დასწამონ მას ან ჩრდილი მიაყენონ მორწმუნე დებისა და ძმების ღირსებას, საუკუნო წყევლისთვის არის განწირული! აქედან გამომდინარე, ეკლესია აბსოლუტურად არ უშვებს მათ არსებობას, ვისაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია. ისინი უნდა მოცილდნენ გამოვლენისთანავე! შეესაბამება ეს მიდგომა პრინციპებს? (დიახ.)
ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით ფრთხილი და თავშეკავებულია, როდესაც დებთან და ძმებთან საუბრობს, ურთიერთობს თუ კავშირს ამყარებს, მაგრამ როგორც კი სახლში ბრუნდება, ენას დაიგრძელებს და ყველაფერს როშავს, დებისა და ძმების პირად ინფორმაციასაც კი. შედეგად, მათი ოჯახის წევრებმა, ყოველგვარ რწმენას მოკლებულმა არამორწმუნეებმა და მათ, ვისაც მხოლოდ სახელით სწამს, ბევრი რამ იციან ეკლესიის საქმეების შესახებ. ასეთი ადამიანი ჯაშუშია, მოღალატე — იუდა — და სწორედ ისეთი პირია, რომელიც ეკლესიამ უნდა მოიცილოს. რაც უფრო დიდხანს რჩებიან ისინი ეკლესიაში, მით მეტ ინფორმაციას შეიტყობენ დებისა და ძმების შესახებ, მით მეტად უღალატებენ და მით მეტი იქნება ისეთი საკითხი, რომლებსაც არამორწმუნენი ხელჩასაჭიდად გამოიყენებენ ბერკეტად და ცილისწამებისთვის. თუ არ გეშინია, რომ მათგან ეს ინფორმაცია არამორწმუნეებამდე მივა, მაშინ დაიტოვე ისინი; ხოლო თუ არ გსურს, რომ შენი პირადი ინფორმაცია და ეკლესიის შიდა საქმეები მათი პირიდან გავრცელდეს, მაშინ ეს ჯაშუშები რაც შეიძლება მალე უნდა მოიცილო. არის ეს მართებული? (დიახ.) ასეთი პირების მიმართ არანაირი ლმობიერება არ უნდა გამოიჩინო. მათ გულში სიკეთე არ უდევთ და არც თავად წარმოადგენენ რაიმე კარგს. როგორ შეედრებიან ასეთი ადამიანები მანამდე ხსენებულ იმ ორ ტიპს — შურისძიებისკენ მიდრეკილებსა და გარყვნილებსა და თავშეუკავებლებს? ისინი უკეთესები არიან თუ უარესები? (უარესები.) ეს პირები შეიძლება მოვალეობებსაც ასრულებდნენ, გარკვეულ ძალისხმევასაც იჩენდნენ და რაღაც გაჭირვებასაც უძლებდნენ; შეიძლება ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც ღვთის სახლი სთხოვს მათ და უარს არ ამბობდნენ, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა: ისინი ყველაფერს ეტყვიან არამორწმუნეებს ღვთის სახლის შესახებ. ისინი ყოველდღე მოღალატისა და ჯაშუშის როლს ასრულებენ. სწორედ ამ მიზეზით, ეკლესია ვერ მოითმენს მათ ეკლესიაში ყოფნას და აუცილებლად მოიცილებს. გესმით? (დიახ.) მიუხედავად იმისა, ბედნიერები არიან თუ უბედურები ეკლესიაში, ვინმემ გამოიწვია ისინი თუ ვინმეს კარგად ეწყობიან, აირჩევენ მათ ეკლესიის წინამძღოლებად თუ გაათავისუფლებენ — რაც არ უნდა მოხდეს, მათ ყოველთვის უწევთ ყოველი წვრილმანის გაზიარება თავიანთი ოჯახის არამორწმუნე წევრებისთვის. ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ მათი ოჯახის არამორწმუნე წევრებმა და არამორწმუნეებმა ყველაფერი მაშინვე შეიტყონ და ოპერატიულად გაერკვნენ ეკლესიის შიდა მდგომარეობაში. ასეთი პირების მიმართ აბსოლუტურად არანაირი ლმობიერება და მოწყალება არ უნდა გამოიჩინოთ; როგორც კი აღმოაჩენთ ასეთს, მაშინვე უნდა მოიცილოთ. როგორ მოგწონს ეს მიდგომა? (მართებულია.) არის ასე მოქცევა სასტიკი? (არა.) ეს არ არის სისასტიკე. შენ მათ უყურებ, როგორც დებსა და ძმებს, მაგრამ ისინი საერთოდ არ იცავენ ღვთის სახლის ინტერესებს ან დებისა და ძმების ინტერესებს. ამის ნაცვლად, ისინი ყოველ ნაბიჯზე ყიდიან ღვთის სახლისა და დებისა და ძმების ინტერესებს. შენ მათ ოჯახად მიიჩნევ, მაგრამ ისინი გთვლიან ოჯახად? (არა.) ამიტომ ნუ გამოიჩენ მათ მიმართ ლმობიერებას; თუ საჭიროა მათი მოცილება, მაშინ მოიცილე ისინი. აქამდე თუ შეხვედრიხართ ასეთ ადამიანებს? (დიახ. ისინი ყველაფერს უზიარებდნენ ოჯახის წევრებს დებისა და ძმების შესახებ და ხანდახან, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ატყობინებდნენ კიდეც მათ ეკლესიის გარკვეული საქმეებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე. შემდეგ მათი ოჯახის წევრები ამ მასალას ზურგს უკან ეკლესიაზე საჭორაოდ იყენებდნენ.) მოიცილეს ეს პირები? (დიახ.) მოცილების შემდეგ თუ გამოთქვეს უკმაყოფილება? შეიძლება მათ ეს უსამართლობად მიაჩნდეთ და ფიქრობდნენ: „მე არაფერი დამიშავებია; ეს ადმინისტრაციული დადგენილებების დარღვევა არ არის, არც არეულობა ან შეფერხება გამომიწვევია, მაშინ რატომ მომიცილეს?“ როგორ ფიქრობთ, მათი ქმედებების ხასიათი უფრო მძიმეა, ვიდრე არეულობისა და შეფერხებების გამოწვევა? (დიახ.) შესაძლებელია ასეთი ადამიანების გამოსწორება? ადვილია მათთვის შეცვლა? (არა.) რატომ ამბობთ, რომ ეს არ იქნება ადვილი? რა ასპექტი აჩვენებს, რომ მათთვის რთულია შეცვლა? (ისინი არ არიან ღვთის სახლის ნაწილი, ისინი არ არიან დები ან ძმები; მათი არსი ურწმუნოებისა და არამორწმუნეების არსია.) ეს არის მათი არსი. მაშ, როგორ შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ისინი არამორწმუნეები და ურწმუნოები არიან? (რა ემოციებიც არ უნდა ჰქონდეთ ეკლესიაში, ყველაფერს ოჯახში გადმოანთხევენ ხოლმე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ამას ღვთისგან არ იღებენ და, მით უმეტეს, არანაირ გაკვეთილს არ სწავლობენ. ასეთი ადამიანები ვერ განიცდიან ღვთის საქმეს და არ იღებენ ჭეშმარიტებას, ამიტომ მათი არსი ურწმუნოების არსია.) მათი ეს არსი უკვე ნათელი გახდა. ისინი ემოციებს ოჯახის წევრებთან ანთხევენ და ყველაფერს თავისი წამიერი ემოციების მიხედვით წყვეტენ. საიდან მიხვდებით, რომ ისინი არ წარმოადგენენ ღვთის სახლის ნაწილს, არამედ ღვთის სახლში შემოპარული არამორწმუნეები არიან? (იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ გაყიდონ ღვთის სახლის ინტერესები, იმოქმედონ როგორც მოღალატეებმა და ჯაშუშებმა, და იმიტომ, რომ ისინი არსით არ არიან ის ადამიანები, რომლებიც დაიცავენ ღვთის სახლის საქმესა და ინტერესებს. ამრიგად, ეს პირები არ არიან ერთსულოვანნი ღვთის სახლთან.) ეს განმარტება მიზანს ასცდა. მე აგიხსნით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები მონაწილეობენ ეკლესიის ცხოვრებაში და ასრულებენ მოვალეობებს, მიუჩნევიათ კი მათ ოდესმე დები და ძმები თავის ოჯახად? მარტივად რომ ვთქვათ, თვლიდნენ ისინი დებსა და ძმებს თავისიანებად? (არა.) მაშინ ვინ არიან მათთვის დები და ძმები? (უცხოები.) სწორია — უცხოები, მოწინააღმდეგეები. მაშინ რად მიიჩნევენ ისინი ღვთის სახლს და ეკლესიას? განა ეს მათთვის უბრალოდ სამუშაო ადგილი არ არის? (დიახ.) ისინი ღვთის სახლსა და ეკლესიას ისე უყურებენ, თითქოს ეს იყოს არამორწმუნე სამყაროს კომპანიები ან ორგანიზაციები, ხოლო დებსა და ძმებს აღიქვამენ როგორც უცხოებს, როგორც მათ, ვისგანაც თავი უნდა დაიცვან, როგორც მოწინააღმდეგეებს. ამრიგად, მათ შეუძლიათ მარტივად გაანდონ დებისა და ძმების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და სხვადასხვა რეალური მდგომარეობა მათ, ვისაც არსობრივად არ სწამს ღმერთის. მათ იციან, რომ ამ არამორწმუნე ადამიანებს სათქმელი კარგი არაფერი ექნებათ და შეიძლება ცილიც კი დასწამონ დებსა და ძმებს და ჩირქი მოსცხონ ღვთის სახლს — მათ ეს ყველაფერი იციან, მაგრამ მაინც დაუფიქრებლად უმჟღავნებენ დებისა და ძმების და ეკლესიის მდგომარეობას ამ არამორწმუნეებს ყოველგვარი მორიდების გარეშე. აშკარაა, ისინი დებსა და ძმებს უყურებენ როგორც უცხოებს, როგორც მოწინააღმდეგეებს, და როდესაც რაიმე უსიამოვნება იჩენს თავს, მაშინვე უერთდებიან არამორწმუნეებს, რათა ზურგს უკან დასცინონ, ცილი დასწამონ და იმოქმედონ დებისა და ძმების წინააღმდეგ, რითაც საკუთარ სურვილებს იკმაყოფილებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეკლესიაში რომელიმე დაზე ან ძმაზე მსჯელობა მიზანშეწონილი არ იქნება, რადგან თუ ისინი ეკლესიის საქმეებს ან დებსა და ძმებს თავად ამ დებისა და ძმების თანდასწრებით განიხილავენ, მიაჩნიათ, რომ მოუწევთ შედეგებზე პასუხისგება, რაც მათთვის არასახარბიელო იქნება. მაგრამ ამ საკითხების ოჯახში განხილვა სრულად აკმაყოფილებს მათ პირად თავნებობას, სურვილებსა და ემოციებს ყოველგვარი შედეგების გარეშე, რადგან ოჯახი, ბოლოს და ბოლოს, ოჯახია და მათ არავინ გაყიდის. თუმცა ეს ასე არ არის დებისა და ძმების შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ დროსა და ადგილას ამხილონ ისინი, გამოააშკარავონ და გასხლან, და მოვალეობები და ადგილი დააკარგვინონ. ამრიგად, სრულიად მართალია იმის თქმა, რომ ისინი დებსა და ძმებს თავიანთ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ. მოწინააღმდეგე არის ის, ვისგანაც თავი უნდა დაიცვა. აქედან გამომდინარე, ისინი არ ელაპარაკებიან დებსა და ძმებს, არც თანაზიარება აქვთ მათთან და არც არაფერს უმჟღავნებენ მათ. ამის ნაცვლად, ისინი სახლში ცხოვრობენ „საეკლესიო ცხოვრებით“ ოჯახის არამორწმუნე წევრებთან ერთად, სადაც ყველაფერს უზიარებენ და გულს უშლიან მათ. ისინი ყოველგვარი მორიდების გარეშე, სრულიად თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრებს, შეხედულებებს, იმედგაცრუებას, უკმაყოფილებასა და ყველა მცდარ თვალსაზრისს, და ამით შვებასა და სიამოვნებას პოულობენ. მათი ოჯახის წევრები არათუ არ ეუბნებიან მათ უარს, არამედ ეხმარებიან კიდეც და თანამშრომლობენ მათთან. ეკლესიაში ასე რომ ელაპარაკათ, მათი, როგორც ურწმუნოების, ნამდვილი ბუნება სრულად გამოაშკარავდებოდა და ეკლესიას მათი მოცილება მოუწევდა. აქედან გამომდინარე, ისინი დებსა და ძმებს ოჯახად კი არა, მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ. ეს ერთი ასპექტია. მეორე ასპექტი კი ის არის, რომ ისინი თავს არასოდეს მიიჩნევენ ეკლესიის ნაწილად, ამიტომ ყველაფერი, რაც ეკლესიის თავს ხდება — იქნება ეს რელიგიური სამყაროს მხრიდან ცილისწამება და გმობა, არამორწმუნეებისგან უსაფუძვლო ხმები და დაცინვა, თუ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან შევიწროება და დევნა — მათთვის პირადად უმნიშვნელო და სულერთია. დავუშვათ, რომ ისინი მართლაც ასე ფიქრობენ: „თუ ეკლესიის იმიჯი შეილახება და ღვთის სახელი შეურაცხყოფილი იქნება, ჩვენი, როგორც მორწმუნეების, ღირსება სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება. ამის გამო, მე არასოდეს განვიხილავდი ეკლესიის საქმეებს ან ღვთის სახლის ამბებს არამორწმუნეებთან, რათა მათ ამაზე ჭორაობისა და სიცილის საშუალება არ მისცემოდათ. საკუთარი თავის დასაცავადაც კი არასოდეს ვილაპარაკებდი ღვთის სახლის საქმეებზე ჩემს ოჯახის არამორწმუნე წევრებთან“ — ასეთი გააზრება რომ ჰქონოდათ, განა მაშინ ვერ შეძლებდნენ ენაზე კბილის დაჭერას? მაშ, რატომ ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას? ნათელია, რომ ისინი არსობრივად არ მიიჩნევენ თავს ღვთის სახლის ნაწილად და არც მორწმუნეებად თვლიან საკუთარ თავს. ზოგი ამბობს: „შენი სიტყვები მცდარია. თუ ისინი თავს ღვთის სახლის ნაწილად არ მიიჩნევენ, რატომღა დადიან შეკრებებზე?“ მათ შორის, ვისაც ღმერთის სწამს, ყველანაირი ადამიანია. განა ამაზე ადრე არ გვქონდა თანაზიარება? არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ღვთის რწმენამდე სხვადასხვა არასწორი განზრახვითა და მიზნით მიდის, და ესეც სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. ღმერთის რწმენა უბრალოდ გასართობად, მოწყენილობის გასაფანტად ან სულიერი საყრდენის საპოვნელად — განა ასეთი ურწმუნოები ხშირად არ გვხვდებიან? განა ასეთი ადამიანები მრავლად არ მოიძებნებიან? (დიახ.) ისინი საკუთარ თავს მორწმუნეებადაც კი არ აღიარებენ. რა თქმა უნდა, ეკლესიის მთელი საქმე და ღვთის რჩეული ხალხის მიერ მოვალეობების შესრულება მათ საერთოდ არ ეხებათ, ისინი ამას ყურადღებას არც კი აქცევენ. ამრიგად, მათ შეუძლიათ სრულიად ჩვეულებრივად და მსუბუქად განიხილონ არამორწმუნეებთან ეკლესიის საქმის მდგომარეობა, ეკლესიის შიდა საქმეები და ნებისმიერი პრობლემაც კი, რაც დებსა და ძმებს შორის ხდება. მათი ლაპარაკის შემდეგ არამორწმუნეები ჭორაობას, ცილისწამებასა და დაცინვას იწყებენ, თუმცა ეს მათ ოდნავადაც არ აწუხებთ. ისინი შეიძლება შეუერთდნენ კიდეც არამორწმუნეებს დებისა და ძმების ლანძღვაში, ღვთის სახლის განსჯასა და ღვთის სახლის საქმიანობისა თუ სამუშაო განაწესის განხილვაში. განა ისინი ღვთის მორწმუნეები არიან? (არა.) ჭეშმარიტი მორწმუნე არასოდეს მოიქცეოდა ასე. საკუთარი ღირსებისა და ინტერესების დასაცავადაც კი, ის არასოდეს გაამტყუნებდა თავისიანებს და არ დაიკავებდა ეკლესიის მიღმა მყოფთა მხარეს. განა ეს ასე არ არის? (დიახ.) აქედან გამომდინარე, ასეთი პირები ბოროტი ადამიანები და ურწმუნოები არიან, რომელთა მოცილებაც აუცილებელია. რაც უფრო მალე მოცილდებიან ისინი ეკლესიას, მით უფრო მალე დაისადგურებს სიმშვიდე.
მოდით, თქვენზე ვისაუბროთ. მაგალითად, თუ შენი მშობლები არ არიან მორწმუნეები ან თუ შენი და-ძმა, ან საუკეთესო მეგობრები არ იზიარებენ ამ რწმენას, მაგრამ წინააღმდეგობას არ გიწევენ და პირიქით, მხარსაც კი გიჭერენ, დაიწყებდი მათთან ყველაფერზე ლაპარაკს, რაც კი ეკლესიაში ხდება? დავუშვათ, შენმა ერთ-ერთმა მეგობარმა გოგომ გკითხა: „თქვენს ეკლესიაში ხომ არ არიან მამაკაცები, რომლებიც პარტნიორს ეძებენ? ვინმე განსაკუთრებულად გულუბრყვილო, მაღალი, მდიდარი და სიმპათიური ხომ არ არის?“ არამორწმუნეებს შორისაც არიან წესიერი ადამიანები, რომლებსაც ასევე სურთ გვერდით ღირსეული პარტნიორი ჰყავდეთ, რათა ცხოვრება მასთან ერთად გაატარონ. შენს მეგობარ გოგოს სურს იპოვოს ვინმე, ვისაც ღმერთის სწამს, ასე რომ, მოისურვებდი მისთვის ამის თქმას? (არა.) უნდა უთხრა მას: „მორწმუნეებისადმი შენი სიმპათია ამაოა. შენ არამორწმუნე ხარ და არსობრივად შეუთავსებელი ხარ მორწმუნეებთან. საერთო ენაზე არ ლაპარაკობთ, სხვადასხვა გზით დადიხართ! შეხედე შენს თავს, ასე გამომწვევად გაცვია — ჩვენს ეკლესიაში რომელი ძმა შემოგხედავს?“ შენ მასზე დიდი წარმოდგენის არ ხარ, ასე რომ, შეძლებდი მასთან ეკლესიის საქმეებზე ლაპარაკს? (არა.) სულ რამდენიმე სიტყვაც და საუბარი ჩაიშლებოდა, რადგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთ არამორწმუნეს კარგი შთაბეჭდილება აქვს მორწმუნეებზე და შენთან მეგობრობას აგრძელებს მას შემდეგაც, რაც მორწმუნე გახდი, მოისურვებდი მათთვის ეკლესიის შიდა საქმეების ან შენი მოვალეობების შესრულებისას წამოჭრილი სირთულეების გაზიარებას? (არა.) მაშინაც კი, თუ ისინი მხარს უჭერენ შენს რწმენას, რა აზრი აქვს მათთან ეკლესიის საკითხების განხილვას? მაგალითად, ზოგიერთმა ძმამ და დამ გაუძლო დიდი წითელი დრაკონის წამებასა და დაკითხვას და იუდად არ ქცეულა. ეს არის მოწმობა, რომელიც არამორწმუნეებშიც კი აღფრთოვანებას იწვევს — მოისურვებდი ამის გაზიარებას მათთვის? (არა.) რატომ არ მოისურვებდი ამის განხილვას? (ასეთი საკითხები მათ არ ეხებათ და ამ გამოცდილებით დამოწმებებს ვერ გაიგებენ.) ისინი ამას ვერ გაიგებდნენ. რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ საკითხების განხილვას? (მათ შეიძლება ეკლესიის განსჯა დაიწყონ.) ისინი გამოიტანდნენ განაჩენს: „რატომ იგდებთ თავს ამ დღეში? რატომ მიდიხართ სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ?“ აი, ხომ ხედავთ, ერთადერთ კომენტარსაც კი შეუძლია მათი ბუნების გამოაშკარავება. როგორ შეიძლება ეს სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლად ჩაითვალოს? ნათელია, რომ ქვეყნის მმართველი დემონი მეფეები მძიმე ზიანს აყენებენ ღვთის რჩეულ ხალხს და მათ არსებობის საშუალებას არ უტოვებენ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი ამას ხედავენ, თავს ისე იჭერენ, თითქოს არაფერი იციან. ნათელია, რომ მათი საუბარი სიმართლის შებრუნება და ფაქტების დამახინჯებაა. კიდევ რაზე უნდა დაუწყო მათ ლაპარაკი? მათთან საუბარი ღვთის რწმენასთან დაკავშირებულ არცერთ საკითხზე არ შეგიძლია; არ უნდა მისცე საშუალება, რაიმე იცოდნენ ამის შესახებ. მათ, ვისაც ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა სჭირთ, შეუძლიათ ეკლესიის შესახებ ყველაფერი არამორწმუნეებს მოუყვნენ. ისინი აშკარად ურწმუნოები არიან; ისინი ღვთის სახლში დროის გასატარებლად მოსული ეშმაკები და უსინდისო და უგუნური მხეცები არიან, რომლებიც იმ ხელს კბენენ, რომელიც მათ კვებავს. მათთვის ღვთის სახლის ან ეკლესიის ინტერესებისა თუ რეპუტაციის ნებისმიერი შელახვა სრულიად უმნიშვნელოა, არ ეხება მათ პირად ინტერესებს და ისინი ოდნავ მწუხარებასაც კი არ გრძნობენ. ამრიგად, მათ შეუძლიათ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, დაუფიქრებლად ელაპარაკონ ეკლესიის შიდა საქმეებზე არამორწმუნეებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც ღმერთის არ სწამთ. განა საძულველნი არიან ასეთი ადამიანები? (დიახ)! განა შეუძლია ჭეშმარიტების მიღება ურწმუნოს, რომელიც დებსა და ძმებს საკუთარ ოჯახად არ მიიჩნევს, არამორწმუნეებს კი თავის ოჯახად თვლის? (არა.) განა შეუძლიათ აღიარონ, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება? (არა.) განა შეუძლია ადამიანს, რომელიც თავს ეკლესიის წევრად არ თვლის, ადამიანის ღვთიური ხსნის შესახებ სიტყვების მოსმენისას გვერდზე გადადოს საკუთარი ინტერესები ჭეშმარიტების მისაღწევად და ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად? (არა.) მათი ყოველდღიური საქმიანობა მხოლოდ ეკლესიის ინტერესების გაყიდვა, გარეშე პირთა მხარდაჭერა და ჯაშუშებად, იუდებად და მოღალატეებად ყოფნაა, თითქოს ეს მათი მისია იყოს. ისინი არ დადიან სწორ გზაზე, არამედ ბოროტების ჩასადენად ცოცხლობენ; ისინი სიკვდილსა და წყევლას იმსახურებენ! ეს იუდები, მოღალატეები და სატანის მსახურები, რომლებიც იმ ხელს კბენენ, რომელიც მათ კვებავს, ნეგატიური საცოდავები არიან, ისინი საზიანო არიან კაცობრიობისთვის და ყველასგან მოძულებულნი არიან. ამრიგად, განა აბსოლუტურად მართებული არ არის ეკლესიის მხრიდან მათზე რეაგირება და მათი მოცილება? (დიახ.) ეს სრულიად მართებულია! განა თქვენ არ შეგზარდებათ იმის განცდა, რომ გაგყიდეს? ეკლესიის ან ღვთის სახლის გაცემის შემთხვევაში, უმრავლესობამ შეიძლება ეს დიდად გულთან ახლოს არ მიიტანოს ან ზედმეტად არ ინერვიულოს; უბრალოდ შინაგანად იგრძნობენ გარკვეულ უხერხულობას, რადგან, ბოლოს და ბოლოს, თავად არიან მისი წევრები. მაგრამ რა მოხდება, თუ ეკლესიაში ვინმე არამორწმუნეებს ჩაუგდებს ხელში შენს თავს და ამ გაცემის გამო არამორწმუნეები ფაქტებს დაამახინჯებენ, ცილს დაგწამებენ, დაგცინებენ, განგსჯიან და დაგგმობენ? მაშინ რას იგრძნობდი? განა მაშინ მაინც არ გამოცდიდი იმ დამცირებასა და სირცხვილს, რასაც ეკლესია და ღვთის სახლი განიცდის? (დიახ.) ამ თვალსაზრისით, არის თუ არა მართებული ასეთი პირების მოცილება? (დიახ.) ისინი უნდა მოცილდნენ; მათ მიმართ ლმობიერების გამოჩენა საჭირო არ არის. მათთან დაკავშირებით, ვისაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია, მათი ქცევის სხვადასხვა გამოვლინებისა და ცხოვრების წესის საფუძველზე, ისინი ეკლესიის შიგნით არსებული ურწმუნოები არიან — ბოროტ ადამიანთა ტიპი, რომელიც უნდა მოცილდეს იქაურობას. მიუხედავად იმისა, მათი მოქმედებები საიდუმლოდ სრულდება თუ ღიად, როგორც კი აღმოჩნდება, რომ ვინმეს ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია და მისი ადამიანური არსი სრულიად ურწმუნოა, მაშინვე შეატყობინეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს და გააფრთხილეთ დები და ძმები. ამგვარ პირებზე დროული და ზუსტი დასკვნა უნდა გაკეთდეს, რის შემდეგაც ისინი რაც შეიძლება სწრაფად მოცილდებიან ეკლესიიდან. არ დაუშვათ მათი რაიმე სახის მონაწილეობა ეკლესიაში, მის საქმეში ან დებსა და ძმებთან ურთიერთობაში; მათი საბოლოო მოცილება ერთადერთი მართებული გზაა. ამით დასრულდა ამგვარი ადამიანური გამოვლინების — ენაზე კბილის დაჭერის უუნარობაზე თანაზიარება.
არის თუ არა დღეს თანაზიარებული სამი ტიპის ადამიანი უფრო მძიმე შემთხვევა, ვიდრე მანამდე თანაზიარებული ორი ტიპი? (დიახ.) მათი მდგომარეობა უფრო უარესია, მათი ადამიანობა უფრო ბოროტი და საძაგელია, ხოლო მათი ზიანი და გავლენა ეკლესიის ინტერესებსა და ყველა დაზე თუ ძმაზე — უფრო დიდი. ამიტომ, ნუ მოეკიდებით ამ სამი ტიპის ადამიანს მსუბუქად; მათგან ფხიზლად უნდა დაიცვათ თავი და არ უნდა გაანებივროთ. თუ ვინმე ამ სამი ტიპიდან ერთ-ერთად იქნება იდენტიფიცირებული, ის დაუყოვნებლივ უნდა გამოაშკარავდეს და განისაჯოს, შემდეგ კი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მასზე რეაგირება. თუ ისინი მნიშვნელოვან მოვალეობას ასრულებენ, დაუყოვნებლივ მოძებნეთ ვინმე, ვინც მათ მოვალეობას გადაიბარებს, შემდეგ კი ჩამოაშორეთ ისინი ამ მოვალეობას და მოაცილეთ იქაურობას. გასაგებია? (გასაგებია.) ეკლესიაში მყოფი დებისა და ძმების სხვადასხვა მდგომარეობა, მათი სხვადასხვა გამოვლინება განსხვავებულ პერიოდებში, ეკლესიის საქმე და მისი ზოგიერთი შიდა საქმეც კი, მხოლოდ დებსა და ძმებს შორის უნდა განიხილებოდეს და თანაზიარდებოდეს. ეს იმისთვისაა, რომ ღვთის რჩეულ ხალხს უფრო ნათელი გაგება და წარმოდგენა ჰქონდეს იმ პრინციპებზე, რომლებსაც ღვთის სახლი მოითხოვს, რითაც მიაღწევენ ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარს. თუმცა, ერთი პრინციპი ნათელი უნდა იყოს: იქნება ეს ჭეშმარიტებები თუ პრინციპები ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლის შესახებ, თუ ზოგადი საქმეების რეგულაციები, მათი გამჟღავნება არამორწმუნეებთან კატეგორიულად დაუშვებელია, რათა ამან არამორწმუნეთა მხრიდან განკითხვა და კრიტიკა არ გამოიწვიოს. ეს კატეგორიულად აკრძალულია. ზოგმა შეიძლება თქვას: „თუ კატეგორიულად აკრძალულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული დადგენილებაა?“ შეიძლება ასეც ითქვას; ვინც ინფორმაციას გაიტანს, შესაბამის შედეგებზე პასუხს თავადვე აგებს. რატომ მოუწევთ მათ ამ შედეგებზე პასუხისგება? რადგან ისინი, ვინც ეკლესიის შიდა საქმეებს ამჟღავნებენ, არ იცავენ ეკლესიას ან დებსა და ძმებს, და შეუძლიათ ადვილად გასცენ ეკლესია და დები და ძმები. რადგან ისინი მოღალატეებივით და იუდებივით იქცევიან, მათ მიმართ ლმობიერების გამოჩენა ან მათი განხილვა დებად, ძმებად თუ ოჯახის წევრებად აღარ უნდა მოხდეს. მათ უნდა მოეპყრონ, როგორც მოღალატეებსა და იუდებს, და პირდაპირ მოცილდნენ ეკლესიას. ზოგი ამბობს: „ადრე ცუდი ჩვევა მქონდა, ენაჭარტალა ვიყავი და დაუფიქრებლად ვლაპარაკობდი. ახლა, როცა ასეთი ქმედებების შედეგებს ვხედავ, ვეღარ ვბედავ დაუფიქრებლად ლაპარაკს“. კარგია. რადგან ეს თქვი, შენს ქცევას დავაკვირდებით. თუ მართლაც მოინანიებ და გამოსწორდები, აღარ გადასცემ დაუფიქრებლად ინფორმაციას, აღარ უღალატებ დებისა და ძმების ინტერესებს და შეძლებ ენაზე კბილის დაჭერას, ღვთის სახლი მოგცემს ერთ შანსს. თუ კიდევ ერთხელ აღმოჩნდება, რომ ეს ჩაიდინე, რომ შენ იყავი გარკვეული ინფორმაციის გამავრცელებელი, არანაირ ლმობიერებას აღარ გამოიჩენენ შენ მიმართ — ეკლესიაში დები და ძმები გაერთიანდებიან შენს მოსაცილებლად. როცა ეს მოხდება, ნუ იტირებ და ნუ დაიჩივლებ, რომ წინასწარ არ გაგაფრთხილეს. ახლა, როცა ყველაფერი ნათლად არის ახსნილი, თუ ეს კიდევ განმეორდება, ღვთის სახლი, რა თქმა უნდა, აღარ იქნება ლმობიერი. გასაგებია? (გასაგებია.) თუ დაინახავთ ვინმეს, ვისაც ეს არ გაუგია, აუხსენით მას; მიეცით მითითებები იმის გამოყენებით, რაზეც დღეს გვქონდა თანაზიარება. თუ შეამჩნევთ ვინმეს ამგვარი ქცევის ნიშნებს, ან ვინც ადრე ასე იქცეოდა, დაელაპარაკეთ მას, გააფრთხილეთ და აცნობეთ ასეთი ქმედებების ბუნება და შედეგები, ისევე, როგორც ღვთის სახლის დამოკიდებულება ამ საკითხებისა და ადამიანების მიმართ. ყველაფრის ნათლად ახსნის შემდეგ, დააკვირდით მათ, რათა დაინახოთ, შეუძლიათ თუ არა მონანიება და რას გააკეთებენ მომავალში. თუ შეიცვლებიან და აღარ მოიქცევიან ასე, შესაძლებელია მათი უკან მიღება დებად და ძმებად. მაგრამ თუ ჯიუტად არ მოინანიებენ და ფარულად გააგრძელებენ ასე მოქცევას, მოაცილეთ იქაურობას ყოველ ჯერზე, როცა კი ასეთ ადამიანს აღმოაჩენთ. თუ წყვილს აღმოაჩენთ, მაშინ ორივე მოაცილეთ იქაურობას; თუ ჯგუფს აღმოაჩენთ, მაშინ მთელი ჯგუფი მოაცილეთ. არანაირი ლმობიერება არ გამოიჩინოთ. ზოგი იკითხავს: „შემიძლია თუ არა ველაპარაკო ჩემი ოჯახის იმ წევრებს, რომლებიც ადრე მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით მოცილებულ იქნენ?“ როგორც ჩანს, მათ, ვისაც ენაჭარტალობა და ჭორაობა უყვარს, არ უადვილდებათ საკუთარი თავის კონტროლი და ყოველთვის ჯიუტად კითხულობენ, არის თუ არა ეს დასაშვები. რას ფიქრობთ, დასაშვებია? (არა.) არავისთან არ არის დასაშვები ლაპარაკი, რადგან ამას ადვილად შეიძლება შედეგები მოჰყვეს. ყველა ასეთ ადამიანს ისე უნდა მოეპყრონ, როგორც იუდას, და ჩამოაშორონ აქაურობას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ელაპარაკოთ არამორწმუნეებს, მათ, ვინც მოცილებულ იქნა, თქვენს ახლობლებს, სანდო ადამიანებს, მათ, ვინც მხარს უჭერს თქვენს ღვთის რწმენას, ვისაც კარგი შთაბეჭდილება აქვს ღვთის რწმენაზე, და მათ, ვისაც მხოლოდ ფორმალურად სწამს ღმერთის, უბრალოდ ეწევა საეკლესიო ცხოვრებას და ცოტას კითხულობს ღვთის სიტყვებს, მაგრამ საერთოდ არ ასრულებს მოვალეობას — თუ ვინმე ამას გააკეთებს, მას იუდასავით მოეპყრობიან და მოაშორებენ იქაურობას. გასაგებია? (გასაგებია.) კიდევ ვინ შედის მათში, ვინც მოვალეობას არ ასრულებს? ჩვეულებრივი საეკლესიო წევრები შედიან? (დიახ.) არ დაივიწყოთ ეს საკითხი და ნუ იქნებით უგუნურები. კარგად უნდა ჩასწვდეთ პრინციპებს. ნუ გააგრძელებ რწმენას მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლოს იუდად იქცე, უღალატო ღვთის სახლს, უღალატო დებსა და ძმებს ისე, რომ ვერც კი მიხვდე, და ამით იამაყო კიდეც. ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა და, მით უმეტეს, ეკლესიის საქმისა თუ დებისა და ძმების ღალატი სერიოზული დანაშაულია. ღმერთი ინახავს ჩანაწერებს ყველაზე, ვინც ასეთ ბოროტებას ჩაიდენს. ახლა, როცა ეს ნათლად ავხსენით და გაიგე, თუ ამას კიდევ გააკეთებ, ეს აღარ იქნება უბრალო დანაშაული; ეს იქნება ადმინისტრაციული დადგენილების დარღვევა, რაც მოცილების სამიზნედ გაქცევს და წაგერთმევა ხსნის უფლება. გასაგებია? (გასაგებია.)
2021 წლის 11 დეკემბერი