წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (6)

დღეს ჩვენ განვაგრძობთ თანაზიარებას წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობებზე და ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინებაზე. გასულ შეკრებაზე გვქონდა თანაზიარება წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების მეექვსე პუნქტზე. რა არის ამ პუნქტის ძირითადი შინაარსი? (მეექვსე პუნქტია: „ყოველგვარი ნიჭიერი ადამიანის დაწინაურება და კულტივირება, რათა ჭეშმარიტების მაძიებელ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა გაიწვრთნას და რაც შეიძლება მალე შევიდეს ჭეშმარიტება-რეალობაში“.) გასულ ჯერზე, ჩვენ გვქონდა თანაზიარება, რომელიც ძირითადად ეხებოდა ღვთის სახლში ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირების პრინციპებს, ასევე იმას, თუ რატომ აწინაურებს და ახდენს ადამიანების კულტივირებას ღვთის სახლი. ჩვენ ასევე გამოვკვეთეთ ის პრობლემები, რომლებიც ცრუ წინამძღოლებს აქვთ სხვადასხვა სახის ნიჭერი ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირებისას. მაშ, რა არის ცრუ წინამძღოლების ძირითადი გამოვლინებები ამ ორ საკითხში? რატომ ვამბობთ, რომ ისინი ცრუ წინამძღოლები არიან? ძირითადად, ორი ასპექტი არსებობს. ერთი ასპექტი ისაა, რომ ცრუ წინამძღოლებს არ ესმით სხვადასხვა ტიპის ადამიანების დაწინაურების, კულტივირებისა და გამოყენების პრინციპები და არც ეძიებენ ამ პრინციპებს. მათ არ იციან, სულიერი მონაცემების რა ასპექტების ფლობაა მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის ან რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ადამიანი წინამძღოლი ან მუშაკი იყოს. შედეგად, ისინი ადამიანებს განურჩევლად იყენებენ, საკუთარ წარმოდგენებსა და წარმოსახვებზე დაყრდნობით. მეორე სერიოზული პრობლემა ის არის, რომ ამ ადამიანების დაწინაურების, კულტივირებისა და გამოყენების შემდეგ ისინი თვალყურს არ ადევნებენ და არ ამოწმებენ მათ საქმიანობას. არც არკვევენ იმას, თუ რამდენად კარგად ართმევენ თავს საქმეს, ასრულებენ თუ არა რეალურ საქმეს, შეუძლიათ თუ არა საკუთარი პასუხისმგებლობების შესრულება, როგორია მათი ზნეობა ან მიესადაგებათ თუ არა მათ ის მოვალეობები, რომლებსაც ასრულებენ. ისინი ყურადღებას არ აქცევენ, არიან თუ არა მათ მიერ დაწინაურებული, კულტივირებული და გამოყენებული ადამიანები სტანდარტის შესაბამისნი და პრინციპებთან თანხვედრაში; ამ საკითხებს არასოდეს ამოწმებენ. ცრუ წინამძღოლებს ჰგონიათ, რომ საქმე მხოლოდ ადამიანების დაწინაურებასა და მათთვის სამუშაოს განაწილებაშია და მეტი არაფერი, და რომ ამით მათი პასუხისმგებლობები შესრულებულია. სწორედ ასე ასრულებენ ცრუ წინამძღოლები საქმეს და ასეთია მათი დამოკიდებულება და თვალსაზრისი მოქმედებისას. მაშ, შეუძლია თუ არა ცრუ წინამძღოლების ამ ორ ძირითად გამოვლინებას დაამტკიცოს, რომ ისინი არ ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს და არც შეუძლიათ მათი შესრულება, როდესაც საქმე ეხება ადამიანების დაწინაურებას, კულტივირებასა და გამოყენებას? (დიახ.) ცრუ წინამძღოლები არ ამოწმებენ საქმიანობას და არ აკვირდებიან სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, და მით უმეტეს, არ იჩენენ გულმოდგინებას, როდესაც საქმე ჭეშმარიტებასა და პრინციპებს ეხება. ისინი არ ადარებენ სხვადასხვა ტიპის ადამიანების გამოვლინებებსა და მდგომარეობებს მათ მიერ გაგებულ ჭეშმარიტებებსა და ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილ პრინციპებს. მათ ასევე არ შეუძლიათ გაარჩიონ, შეესაბამება თუ არა სხვადასხვა ტიპის ადამიანების ადამიანობა და ძლიერი მხარეები ღვთის სახლის მიერ ადამიანების გამოყენებისთვის დადგენილ პრინციპებს. ამ მიზეზების გამო, ისინი განსაკუთრებით დაბნეულები და დაუდევრები არიან ადამიანების დაწინაურების, გამოყენებისა და მათთვის საქმის განაწილებისას, და რასაც ისინი აკეთებენ, მხოლოდ ფორმალობის დაცვა და საკუთარ წარმოდგენებსა და წარმოსახვებზე დაყრდნობით საქმის ზედაპირულად კეთებაა. ასეთ შემთხვევაში, თუ ცრუ წინამძღოლებს მოეთხოვებათ სხვადასხვა ტიპის ადამიანების გონივრულად და მართებულად გამოყენება მათი ადამიანობისა და ძლიერი მხარეების საფუძველზე, შეძლებენ კი ისინი ამას? (არა, ვერ შეძლებენ.) მოდი, ჯერჯერობით გვერდზე გადავდოთ ის, თუ როგორია ცრუ წინამძღოლების სულიერი მონაცემები. მხოლოდ საქმის მიმართ მათ დამოკიდებულებას, საქმის კეთების ხერხებსა და მეთოდებს რომ შევხედოთ, ასევე იმ ფაქტს, რომ ისინი არ ასრულებენ რაიმე რეალურ საქმეს, არამედ მხოლოდ საერთო საქმეებს უძღვებიან. და ასრულებენ მცირედ ზედაპირულ საქმეს, რაც მათ ყურადღების ცენტრში მოაქცევს, და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საერთოდ არ ასრულებენ ადამიანთათვის ჭეშმარიტების მიწოდების საქმეს და არც პრობლემების ჭეშმარიტებით გადაჭრა იციან — ეს ყველაფერი სრულიად საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ცრუ წინამძღოლებს ეკლესიის ნამდვილი საქმის კეთება არ შეუძლიათ. მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ცრუ წინამძღოლები არ ასრულებენ რეალურ საქმეს, არ ამყარებენ საფუძვლიან ურთიერთობას ძმებთან და დებთან რეალური პრობლემების გადასაჭრელად და ამის ნაცვლად ქედმაღლურად იქცევიან და ბრძანებებს გასცემენ, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მათ არ შესწევთ უნარი, ჯეროვნად შეასრულონ ეკლესიის საქმის ყველა ასპექტი ღვთის სახლისთვის ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირებისთვის.

პუნქტი მეშვიდე: სხვადასხვა ტიპის ადამიანების გონივრულად განაწილება და გამოყენება, მათი ადამიანურობისა და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით, ისე, რომ თითოეული მათგანი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული (ნაწილი პირველი)

სხვადასხვა ტიპის ადამიანების გონივრულად გამოყენება მათი ადამიანურობის საფუძველზე

როგორია თქვენი გაგება სხვადასხვა ტიპის ადამიანების განაწილებისა და გამოყენების შესახებ? (ღვთის სახლს აქვს სხვადასხვა მოთხოვნილი სტანდარტი იმ სხვადასხვა ტიპის ადამიანთათვის, რომელთა დაწინაურება და კულტივირებაც ხდება. ადამიანები უნდა დაწინაურდნენ და გამოყენებულ იქნენ ღვთის სახლის მიერ დაწინაურებისთვის დადგენილი პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად. თუ ზოგიერთები შესაფერისნი არიან, რომ იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები, მაშინ ისინი უნდა კულტივირდნენ როგორც წინამძღოლები, მუშაკები და ზედამხედველები. თუ ზოგიერთი ადამიანი ფლობს ძლიერ პროფესიულ მხარეებს გარკვეულ სფეროში, მაშინ მათი მოვალეობა უნდა განისაზღვროს მათი ძლიერი პროფესიული მხარეების მიხედვით, რათა ისინი გონივრულად იქნენ განაწილებულნი და გამოყენებულნი.) ვინმეს რაიმეს დამატება ხომ არ სურს? (კიდევ ერთი საკითხია ადამიანთა შეფასება მათი ადამიანობის საფუძველზე. თუ ვინმე შედარებით კარგი ადამიანობით გამოირჩევა, უყვარს ჭეშმარიტება და აქვს აღქმის უნარი, მაშინ ის დაწინაურებისა და კულტივირების კანდიდატია. თუ საშუალო ადამიანობით გამოირჩევა, მაგრამ აქვს ძლიერი მხარეები და შეუძლია ღვთის სახლში მოვალეობის შესრულება და მსახურების გაწევა, მაშინ ამ ტიპის ადამიანს ასევე შეიძლება განესაზღვროს შესაბამისი მოვალეობა მისი ძლიერი მხარეების საფუძველზე, რათა საუკეთესოდ იქნეს გამოყენებული. თუ ის ერთობ ცუდი ადამიანობის მქონე პიროვნებაა და საქმის შეფერხებისა და არეულობის გამოწვევა შეუძლია, მაშინ მის მიერ მოვალეობის შესრულება უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს, ამიტომ მათთვის მოვალეობის დადგენა მიზანშეწონილი არ არის.) თუკი ადამიანებს მათი ადამიანობის მიხედვით განვასხვავებთ, მაშინ, თუ ისინი ბოროტნი არ არიან, ჩაშლასა და არეულობას არ იწვევენ და შეუძლიათ მოვალეობის შესრულება, ისინი შეესაბამებიან ღვთის სახლის მიერ ადამიანთა გამოყენებისთვის დადგენილ პრინციპებს. კიდევ ერთ ტიპს, რომლის გამოყენებაც შეუძლებელია, ბოროტმოქმედებისა და ბოროტი სულების გარდა, წარმოადგენენ ისინი, ვინც დაბალი ინტელექტით გამოირჩევიან, ანუ ისინი, ვინც ვერაფერს აღწევენ, არანაირი საქმის გაკეთება არ შეუძლიათ, არ შესწევთ პროფესიის შესწავლის უნარი, არ შეუძლიათ მარტივი ზოგადი საქმეების მოგვარება და ფიზიკური შრომის შესრულებასაც კი ვერ ახერხებენ — არასრულფასოვანი ინტელექტისა და ადამიანობის მქონე ადამიანების გამოყენება შეუძლებელია. რომელი ადამიანები მიეკუთვნებიან არასრულფასოვანი ინტელექტის მქონეთა ამ კატეგორიას? ისინი, ვისაც არ ესმით ადამიანური ენა, აკლიათ ნათელი აღქმა, ვინც მუდამ ყველაფერს არასწორად იგებენ, ყველაფერს ურევენ და კითხვებზე შეუსაბამო პასუხებს სცემენ და ვინც ბრიყვების ან გონებრივად შეზღუდული ადამიანების მსგავსნი არიან — ისინი ყველანი არასრულფასოვანი ინტელექტის მქონე ადამიანები არიან. ასევე არსებობენ უკიდურესად აბსურდული ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ნორმალური ადამიანებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — მათაც ინტელექტის პრობლემა აქვთ. გულისხმობს თუ არა არასრულფასოვანი ინტელექტი რაიმეს სწავლის უუნარობას? (დიახ, გულისხმობს) მაშ, შეიძლება თუ არა სტატიების წერის სწავლის უუნარობა დაბალი ინტელექტის მანიშნებლად შეფასდეს? (არა, არ შეიძლება.) ასეთი ადამიანები აქ სათვალავში არ არიან. მაგალითად, ავიღოთ, სიმღერისა და ცეკვის, კომპიუტერული უნარების ან უცხო ენის სწავლა. ამ ყველაფრის სწავლის უუნარობა არასრულფასოვანი ინტელექტის გამოვლინებად არ ითვლება. მაშ, რა სახის საქმეების სწავლის უუნარობა მიუთითებს არასრულფასოვან ინტელექტზე? მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს აქვს ცოტაოდენი ცოდნა, მაგრამ არ შეუძლია ისწავლოს, როგორ ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრები სხვებთან საუბრისას. მაშ, შეუძლიათ თუ არა ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტების თანაზიარება, ლოცვა და სხვებთან ნორმალურად კომუნიკაცია, როდესაც მათ ღმერთის სწამთ? (არა, არ შეუძლიათ.) როდესაც მათ რაიმე აზრი უჩნდებათ ან როდესაც გარკვეულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სურთ გული გადაუშალონ და ესაუბრონ ადამიანებს ამის შესახებ და ეძიონ გამოსავალი, ისინი დღეების განმავლობაში ფიქრობენ და არ იციან, საიდან დაიწყონ ან როგორ გამოხატონ საკუთარი თავი. როგორც კი საუბარს იწყებენ, იბნევიან და გაურკვევლად ლაპარაკობენ, თითქოს პირი არ ემორჩილებათ და მათი აზრები გაფანტულია. მაგალითად, ეუბნები მათ: „დღეს კარგი ამინდია და მზე ანათებს“, ისინი კი გპასუხობენ: „გუშინ იწვიმა და იმ გზაზე ავტოავარია მოხდა“. ისინი სრულიად აცდენილნი არიან თავიანთ თანამოსაუბრეებს. არის თუ არა ასეთი ადამიანი არასრულფასოვანი ინტელექტის მქონე? (დიახ, არის.) მაგალითად, თუ თავი სტკივათ და ეკითხები, რა აწუხებთ, ისინი გეტყვიან, რომ გულში უსიამოვნო შეგრძნება აქვთ. ეს პასუხი კითხვასთან შეუსაბამოა, ასე არ არის? (დიახ, ასეა.) ეს საკმაოდ დაბალი ინტელექტის მანიშნებელია. ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია. ხომ არ შეგიძლიათ მაგალითის მოყვანა? (ზოგ ადამიანს კითხვებზე პასუხის გაცემისას თემიდან გადახვევა სჩვევია, მათ უბრალოდ არ ესმით, სხვა ადამიანები რას ეკითხებიან.) საუბრისას თემიდან ხშირი გადახვევა — სწორედ ესაა არასრულფასოვანი ინტელექტი. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც საუბრისას ვერ ასხვავებენ შინაურსა და გარეშეს და ზოგჯერ საუბრისას ისე გასცემენ საკუთარ თავს, რომ ამას ვერც კი ხვდებიან — ესეც არასრულფასოვანი ინტელექტია. მაგალითად, ზოგიერთი ძმა და და ცხოვრობს არამორწმუნე ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებიც ეკითხებიან მათ: „რას გავალებთ თქვენი ღმერთი?“ ისინი პასუხობენ: „ღმერთი, რომლისაც ჩვენ გვწამს, ძალიან კეთილია. ის გვასწავლის, რომ უნდა ვიყოთ პატიოსანი ადამიანები, რომ არავინ მოვატყუოთ და ყველას პატიოსნად ველაპარაკოთ“. ერთი შეხედვით, ეს ისე ჟღერს, თითქოს ისინი მოწმობენ ღვთის საქმეს, განადიდებენ ღმერთს, მსმენელებს მორწმუნეებზე კარგ შთაბეჭდილებას უქმნიან და მათდამი ნდობით განაწყობენ, მაგრამ განა ნამდვილად ასეა? რას იტყვიან არამორწმუნეები ამის მოსმენისას? ისინი იტყვიან: „რადგან თქვენმა ღმერთმა მოგთხოვათ, რომ პატიოსანი ადამიანები იყოთ, მაშინ გულახდილად გვითხარით: რა მოცულობის ფულადი სახსრები აქვს თქვენს ეკლესიას? ვინ გასცემს ყველაზე მეტ შესაწირავს? ვინ არის თქვენი ეკლესიის წინამძღოლი? რამდენი შეკრების ადგილი გაქვთ?“ ამაზე ხომ გაოგნდები, არა? განა ასეთი ადამიანები ბრიყვები არ არიან? რატომ ესაუბრები ეშმაკებსა და არამორწმუნეებს პატიოსან ადამიანად ყოფნაზე? სინამდვილეში, მაინცდამაინც პატიოსანი ადამიანი არ ხარ ღვთის წინაშე. მაშ, განა საკუთარ თავს არ ყიდი, როდესაც არამორწმუნეებთან ამ საკითხს ასე სერიოზულად განიხილავ? განა ეს საკუთარი თავისთვის ორმოს გათხრა და მახის დაგება არ არის? განა ბრიყვი არ ხარ? როდესაც ვინმეს გულს უშლი ან პატიოსნად ესაუბრები, უნდა გაითვალისწინო, ვის ელაპარაკები — თუ ის ეშმაკი ან სატანაა, განა შეგიძლია უთხრა, სინამდვილეში რა ხდება? ამიტომ, როდესაც საქმე ასეთ ადამიანებს ეხება, აუცილებელია პრაქტიკაში გამოიყენო პრინციპი: „იყავით გონიერნი, როგორც გველები და უმანკონი, როგორც მტრედები“ — ეს არის ღვთის სწავლება კაცობრიობისათვის. ბრიყვებმა არ იციან ასე მოქცევა. ისინი მხოლოდ წესებს ებღაუჭებიან და ამბობენ: „ჩვენ, მორწმუნეები, ისეთი პატიოსნები ვართ, არავის ვატყუებთ. შეხედეთ თქვენს თავს, არამორწმუნეებს, სიცრუით ხართ სავსენი, ჩვენ კი ყველა პატიოსნად ვსაუბრობთ“. და მას შემდეგ, რაც ისინი პატიოსნად ისაუბრებენ, ადამიანებს უჩნდებათ ხელჩასაჭიდი მათ წინააღმდეგ გამოსაყენებლად. განა ეს შინაურისა და გარეშეს გარჩევის უუნარობა არ არის? განა ეს ჭკუანაკლულობა არ არის? მათ ესმით ზოგიერთი მოძღვრება, მაგრამ არ იციან მათი გამოყენება. ისინი გაიძახიან ცალკეულ ლოზუნგებს და მერე ფიქრობენ, რომ მართლაც სულიერებით გამოირჩევიან; ჰგონიათ, რომ ესმით ჭეშმარიტება და ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას, და ყველგან თავს იწონებენ, მაგრამ საბოლოოდ, სატანები და ეშმაკები სარგებლობენ ამით და მათ წინააღმდეგ იყენებენ. სწორედ ეს არის დაბალი ინტელექტი.

ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ რამდენიმე ტიპის ადამიანზე, რომლებსაც არასრულფასოვანი ინტელექტი აქვთ. ერთი ტიპია ისინი, რომელთაც არ ესმით ადამიანური ენა და არ შეუძლიათ სხვების სიტყვების არსისა და მთავარი აზრის გაგება და აღქმა; მეორე ტიპში შედიან ბრიყვები, რომლებიც ვერაფერს აღწევენ და არ შეუძლიათ პრინციპების ან მთავარი საკითხების აღქმა, როგორც არ უნდა ეცადონ; კიდევ ერთი ტიპი მოიცავს მათ, ვისაც ყველაფერზე უკიდურესად ფანატიკური და აბსურდული შეხედულებები აქვთ. და კიდევ ერთ ტიპს წარმოადგენენ ისინი, რომელთაც არაფრის სწავლა არ შეუძლიათ, და იმის უნარიც კი არ შესწევთ, რომ ისწავლონ ლაპარაკი ან გასაუბრება, ან ის, თუ როგორ გამოხატონ თავიანთი აზრები და შეხედულებები ნათლად, რათა სხვებმა გაიგონ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად წერა-კითხვა იციან, თავში აზრების ჩამოყალიბება თუ გასაგებად საუბარი არ შეუძლიათ, ვერც სწორ შეხედულებებს გამოხატავენ და ვერც ვერაფერს აღწევენ. ესენი ყველანი არასრულფასოვანი ინტელექტის მქონე ადამიანები არიან. რა ხელობას ან უნარსაც არ უნდა ეუფლებოდნენ, მათ მუდამ უჭირთ პრინციპებისა და წესების გაგება. მაშინაც კი, როცა ზოგჯერ რაიმე ხელობას კარგად შეასრულებენ ან უნარს კარგად აითვისებენ, ეს შემთხვევით ხდება; თავადაც არ იციან, როგორ გააკეთეს ეს კარგად. მომდევნო ჯერზე, როდესაც ამას კარგად ვეღარ გააკეთებენ, არც ის იციან, ეს რატომ ხდება. მათ არ შეუძლიათ რაიმეს სწავლა ან რაიმეში დახელოვნება. თუ რაიმე ხელობის ან ტექნიკური უნარის ათვისებას სთხოვენ, რამდენი ხანიც არ უნდა დახარჯონ მის შესწავლაზე, ისინი მხოლოდ თეორიას ჩასწვდებიან. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ისმენდნენ ქადაგებებს, მაგრამ ჭეშმარიტებას ვერ ჩასწვდნენ. თუ მათ მოსთხოვენ, აიღონ ის სიტყვები და ის კონკრეტული განცხადებები, რომლებზეც ღვთის სახლს ხშირად აქვს თანაზიარება, და აქციონ ისინი პრინციპად და პრაქტიკის გზად, ისინი ამას ვერ შეძლებენ, თუნდაც თავი მოიკლან შრომით და როგორც არ უნდა ასწავლონ მათ. ეს ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს არასრულფასოვანი ინტელექტი აქვთ. ზოგიერთი ადამიანი 50 ან 60 წლის ასაკში რაიმეს კეთებისას ზუსტად ისეთსავე შედეგებს აღწევს, როგორსაც 30 წლის ასაკში აღწევდა, ისე, რომ არანაირი წინსვლისთვის არ მიუღწევია. მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებით ერთი რამეც კი ვერ უსწავლიათ. მათ დრო უქმად არ დაუკარგავთ, ისინი ძალიან ყურადღებიანები არიან და ძალისხმევას იჩენენ, მაგრამ ვერაფრის სწავლას ვერ ახერხებენ. ეს აჩვენებს, რომ მათ დაბალი ინტელექტი აქვთ. ჩვენი თანაზიარების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმის არეალი, თუ რა ითვლება დაბალ ინტელექტად, საკმაოდ გაფართოვდა, ასე არ არის? თქვენ თუ ჩაითვლებოდით დაბალი ინტელექტის მქონედ? (დიახ.) ცოტათი, მეტ-ნაკლებად. რატომ ვამბობ ამას? ადამიანთა უმეტესობა ხუთი წლის განმავლობაში ისმენდა ქადაგებებს, მაგრამ მათ მაინც არ ესმით, რა არის ჭეშმარიტება ან რა არის ღვთის განზრახვები; ზოგიერთები კი 10 ან თუნდაც 20 თუ 30 წელი ისმენენ ქადაგებებს და მაინც არ ესმით, რა არის ჭეშმარიტება-რეალობა და რა არის სიტყვები და მოძღვრებანი; მათი ბაგეები სავსეა მოძღვრებებით და შესანიშნავად აფრქვევენ მათ — ეს არის მათი ინტელექტის პრობლემა. დროებით გვერდზე გადავდოთ ჭეშმარიტების აღქმა და უბრალოდ ვთქვათ, რომ ადამიანები ზოგიერთი გარეგნული საგნისა და ადამიანის ცხოვრებაში არსებული გონივრული საკითხების მიმართ ავლენენ შემდეგ თვისებებს: რამდენი წელიც არ უნდა აკეთებდნენ რაიმეს, მათი სიტუაცია, მდგომარეობა და აღქმა ისეთივე რჩება, როგორიც იყო მაშინ, როდესაც ამის სწავლა პირველად დაიწყეს, ამიტომ როგორც არ უნდა გაუკვლიონ გზა და ასწავლონ მათ სხვებმა ან თავად როგორადაც არ უნდა გამოიყენონ პრაქტიკაში, ისინი მაინც ვერ აღწევენ რაიმე წინსვლას. ეს არის დაბალი ინტელექტი.

ადამიანების შერჩევა და გამოყენება იმის საფუძველზე, აქვთ თუ არა მათ ადამიანობა, შეესაბამება პრინციპებს; მაშ, მითხარით, უნდა მოვახდინოთ კულტივირება და გამოვიყენოთ თუ არა ისეთი ადამიანები, რომლებიც ადამიანობის დაბალი დონით, დაბალი ინტელექტით გამოირჩევიან ან რომლებშიც ბოროტი სულები მოქმედებენ? ეს ყოვლად დაუშვებელია. ამ რამდენიმე ტიპის ადამიანის გარდა, რომლებიც არ შეესაბამებიან ღვთის სახლის პრინციპებს ადამიანების გამოყენებასთან დაკავშირებით, სხვა ადამიანთა უმეტესობა შეიძლება გონივრულად იქნეს გამოყენებული მათი ადამიანობის საფუძველზე. ისინი, ვინც საშუალო დონის ადამიანობით გამოირჩევიან, რომლებსაც ვერც ცუდს უწოდებ და ვერც კარგს, შეიძლება უბრალოდ გუნდის რიგითი წევრები იყვნენ. რაც შეეხებათ მათ, ვისაც საკმაო ადამიანობა აქვთ, გონივრულები და სინდისიერები არიან, ვისაც უყვართ დადებითი რაღაცები, ვინც განსაკუთრებით პატიოსნები არიან, ვისაც აქვთ სამართლიანობის განცდა და შეუძლიათ დაიცვან ღვთის სახლის ინტერესები — სწორედ ამ ადამიანების კულტივირებასა და გამოყენებაზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი. რაც შეეხება იმას, უნდა კულტივირდნენ და გამოყენებულნი იქნენ ისინი წინამძღოლებად თუ გუნდის წინამძღოლებად ან რაიმე მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად, ეს დამოკიდებულია მათ სულიერ მონაცემებსა და ძლიერ მხარეებზე. ეს უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ უნდა იქნენ გამოყენებულნი სხვადასხვა ტიპის ადამიანები მათი ადამიანობის საფუძველზე.

სხვადასხვა ტიპის ადამიანების გონივრულად გამოყენება მათი ძლიერი მხარეების საფუძველზე

მოდი, უფრო ვრცლად ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანები მათი ძლიერი მხარეების საფუძველზე. სულიერი მონაცემების გარდა, ზოგიერთ ადამიანს, ასევე, აქვს გარკვეული პროფესიული უნარები, რომლებითაც ისინი გამოირჩევიან. რას ნიშნავს სიტყვები „ძლიერი მხარეები“? (სპეციალიზებულ სფეროში ისეთი უნარის ქონას, როგორებიცაა მუსიკის შექმნა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან ხატვა.) მუსიკის თეორიის, ხელოვნების, ასევე, ცეკვისა და წერის უნარი — ეს ყველაფერი ძლიერი მხარეებია. მსახიობობა და რეჟისურა კინოწარმოებასთან დაკავშირებული ძლიერი მხარეებია, თარგმნა ლინგვისტური ძლიერი მხარეა, ხოლო ვიდეოწარმოება და სპეცეფექტების გამოყენება, ასევე, კონკრეტულ სფეროებში არსებული ძლიერი მხარეებია. როდესაც ძლიერ მხარეებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ პროფესიულ უნარებს, რომლებიც ეკლესიის ძირითად საქმეს უკავშირდება. ზოგიერთ ადამიანს უკვე აქვს კომპეტენციის საბაზისო დონე, ზოგიერთი კი ამ ყველაფერს ღვთის სახლში მოსვლის შემდეგ სწავლობს. თუ ადამიანს აქვს საბაზისო კომპეტენცია, მაგრამ მისი ადამიანობა არ არის სტანდარტის შესაბამისი, და თუ ის არის დაბალი ინტელექტის მქონე, ბოროტმოქმედი ან ბოროტი სულის მქონე, მაშინ მისი გამოყენება არ შეიძლება. თუ პიროვნების ადამიანობა სტანდარტის შესაბამისია და მას აქვს ძლიერი მხარე, რომელიც ღვთის სახლს სჭირდება, მაშინ ის შეიძლება დაწინაურდეს, კულტივირდეს და გამოყენებულ იქნეს; განაწილდეს იმ გუნდში, რომელიც შეესაბამება მის ძლიერ მხარეებს ან დაკავშირებულია მის პროფესიულ უნარებთან, და დაუყოვნებლივ შეუდგეს საქმეს. ზოგიერთები ჯერ კიდევ არ ფლობენ პროფესიულ ძლიერ მხარეს, მაგრამ მათ სწავლის სურვილი აქვთ და ყველაფერს ძალიან სწრაფად ითვისებენ. თუ მათი ადამიანობა სტანდარტის შესაბამისია, მაშინ ღვთის სახლს შეუძლია მათი კულტივირება და მათთვის სწავლის პირობების შექმნა, და ასეთი ადამიანების გამოყენებაც შესაძლებელია. დაბოლოს, მოვალეობების განაწილება ეფუძნება ადამიანების სულიერ მონაცემებსა და ძლიერ მხარეებს, და, შეძლებისდაგვარად, სხვადასხვა ძლიერი მხარის მქონე ადამიანები ისე უნდა განაწილდნენ, რომ იმუშაონ თავიანთი კომპეტენციის სფეროში, რათა ამ ძლიერი მხარეების სრულად გამოყენება შეძლონ. თუ მათი ძლიერი მხარეები ღვთის სახლს აღარ დასჭირდება, ისინი შეიძლება განაწილდნენ ნებისმიერი საქმის შესასრულებლად, რისი უნარიც შესწევთ, მათი სულიერი მონაცემებისა და ადამიანობის საფუძველზე; ამას ნიშნავს ადამიანების გონივრულად გამოყენება. თუ ღვთის სახლს კვლავ სჭირდება მათი ძლიერი მხარეები, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, განაგრძონ თავიანთი მოვალეობის შესრულება მოცემულ სფეროში, და მათი თვითნებურად გადაყვანა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროფესიაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, რა შემთხვევაშიც ადამიანების რაოდენობა სიტუაციის შესაბამისად უნდა შემცირდეს, სხვა მოვალეობების შესრულებაზე იმ პირთა გადაყვანით, რომლებიც თავიანთ პროფესიაში ყველაზე ნაკლებად კომპეტენტურნი არიან; ეს არის ადამიანების გონივრულად გამოყენება.

არსებობენ გარკვეული ტიპის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი განსაკუთრებული უნარი — მათ შეუძლიათ ცოტათი წერონ სტატიები, სიმღერისას მელოდიას აჰყვნენ და ისწავლონ ნებისმიერი რამის კეთება, მაგრამ არ არიან საუკეთესონი ამ საქმეებში. რაში არიან ისინი საუკეთესონი? მათ აქვთ ცოტაოდენი სულიერი მონაცემები, აქვთ გარკვეული სამართლიანობის განცდა და ადამიანების შეფასებისა და გამოყენების ცოტაოდენი უნარი. გარდა ამისა, ისინი ყველაზე მეტად ფლობენ ორგანიზაციულ უნარებს. თუ ასეთ ადამიანს დავალებას ან სამუშაოს მიანდობ, მას შეუძლია ხალხის ორგანიზება მის შესასრულებლად. ამავდროულად, მათ აქვთ მუშაობის უნარი; ანუ, თუ მათ სამუშაოს მიანდობ, მათ აქვთ უნარი, კარგად შეასრულონ და დაასრულონ იგი. მათ გონებაში აქვთ გეგმა, თავისი ნაბიჯებითა და სტრუქტურით. მათ იციან, როგორ გამოიყენონ ადამიანები, როგორ გაანაწილონ დრო და ვინ გამოიყენონ ამ დავალებისთვის. თუ პრობლემა იჩენს თავს, მათ იციან, როგორ განიხილონ მისი გადაწყვეტა ყველასთან ერთად. მათ იციან, როგორ მიაღწიონ ბალანსს და გადაჭრან ყველა საკითხი. ასეთი ადამიანები არა მხოლოდ ფლობენ მუშაობის უნარს, არამედ შედარებით კარგადაც საუბრობენ. მათი სიტყვები ნათელი და თანმიმდევრულია და ისინი ადამიანებს არ აბნევს. როდესაც ისინი საქმეს ანაწილებენ, ყველას ნათლად ესმის და იცის, რა უნდა აკეთოს თითოეულმა; არავინ არის უსაქმოდ და საქმეში არ არის ხარვეზები. საქმის დეტალების შესახებ მათი ახსნა, ასევე, შედარებით ნათელი და მოზომილია, და განსაკუთრებით რთული საკითხებისთვის ისინი გვთავაზობენ ანალიზს, თანაზიარებას და ჩამოთვლიან დეტალებს, რათა ყველამ გაიგოს ამოცანები, იცოდეს, როგორ შეასრულოს საქმე და როგორ იმოქმედოს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ თანაზიარება იმაზე, თუ მოქმედების რა გზები შეიძლება იყოს ხარვეზიანი, მუშაობის რა მეთოდები მოახდენს გავლენას ეფექტიანობაზე, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ადამიანებმა მუშაობის პროცესში და ა.შ. ანუ, ისინი სხვებზე მეტს ფიქრობენ საქმის დაწყებამდე — ფიქრობენ უფრო დეტალურად, უფრო რეალისტურად და უფრო ყოვლისმომცველად, ვიდრე სხვები. ერთი მხრივ, ისინი გონიერები, მეორე მხრივ კი მჭევრმეტყველნი არიან. გონიერება ნიშნავს, რომ ისინი საქმეს ორგანიზებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად და ძალზე გააზრებულად აკეთებენ. მჭევრმეტყველება ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ენის გამოყენება იმისთვის, რათა ნათლად და გასაგებად გამოხატონ საკუთარი აზრები, გეგმები და გათვლები, და რომ იციან, როგორ ილაპარაკონ მარტივად და ლაკონიურად, რათა მათი მსმენელები არ დაიბნენ. ისინი საკუთარ სათქმელს გამოხატავენ ენით, რომელიც განსაკუთრებით ნათელი, ზუსტი, ჭეშმარიტი და შესაფერისია. აი, რას ნიშნავს იყო მჭევრმეტყველი. ასეთი ადამიანები მჭევრმეტყველნი არიან, ფლობენ მუშაობის უნარს, ორგანიზაციულ უნარებს და, ამასთანავე, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და გარკვეული სამართლიანობის განცდა. ისინი არ არიან ადამიანთა მაამებელნი ან მშვიდობისმყოფელნი. როდესაც ხედავენ ბოროტმოქმედებს, რომლებიც საეკლესიო საქმეს შლიან და არეულობას იწვევენ, ან ბრიყვებსა და საძაგლებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და საქმეს გაურბიან, ისინი ბრაზდებიან, უკმაყოფილებას გრძნობენ და შეუძლიათ დროულად გადაჭრან და მოაგვარონ ეს პრობლემები, ასევე, დაიცვან ღვთის სახლის საქმე და ინტერესები. პასუხისმგებლობის გრძნობა და სამართლიანობის განცდა — განა ეს გამოვლინებები არ არის ასეთი პიროვნების ადამიანობის თვალსაჩინო თვისებები? (დიახ.) ასეთი ადამიანები შეიძლება არ იყვნენ კარგები სოციალიზაციის თვალსაზრისით ან შეიძლება არ ფლობდნენ რაიმე კონკრეტულ პროფესიულ უნარს, მაგრამ თუ მათ აქვთ თვისებები, რომლებიც ეს-ესაა აღვწერე, ისინი შეიძლება კულტივირდნენ, როგორც წინამძღოლები და მუშაკები. ეს თვისებები, ასევე, მათი ძლიერი მხარეებია, ანუ ისინი არიან მჭევრმეტყველნი, ფლობენ მუშაობის უნარს, ორგანიზაციულ უნარებს და აქვთ გარკვეული სამართლიანობის განცდა. სამართლიანობის განცდა გადამწყვეტია. აქვთ თუ არა ბოროტმოქმედებსა და ანტიქრისტეებს სამართლიანობის განცდა? (არა, არ აქვთ.) ანტიქრისტეებს ბოროტი ბუნება აქვთ; შეუძლებელია მათ სამართლიანობის განცდა ჰქონდეთ. კიდევ ერთი გადამწყვეტი რამ არის ის, რომ ასეთ ადამიანებს აქვთ სულიერი გაგება და ჭეშმარიტების აღქმის უნარი; ეს დაკავშირებულია მათ სულიერ მონაცემებთან. ასეთი ადამიანების ძლიერი მხარეები გულისხმობს ადამიანობის იმ ნიშნებსა და ნიჭს, რომლებიც ეს-ესაა ვახსენე, პლუს სამ სტანდარტს: ჭეშმარიტების აღქმის უნარს, ეკლესიისთვის ტვირთის ზიდვის და მუშაობის უნარს. ასეთი ადამიანები შეიძლება კულტივირდნენ, როგორც წინამძღოლები; ამაში არანაირი პრობლემა არ არის. გონიერებისა და სულიერი მონაცემების გარდა, წინამძღოლს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტების გაგების უნარი, და უნდა ჰქონდეს ორგანიზაციული უნარები და მუშაობის უნარი, ასევე, მჭევრმეტყველება. ზოგიერთებს აქვთ ძალიან კარგი სულიერი მონაცემები, აქვთ სულიერი გაგება, მაგრამ როდესაც შეკრებებზე თანაზიარების დრო დგება, ისინი სათქმელზე სრულიად გაუგებრად ლაპარაკობენ, სათქმელის გადმოცემის უნარი არ აქვთ და რასაც ამბობენ, სრულიად დაცლილია ლოგიკისგან. შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანების წინამძღოლებად კულტივირება? (არა, არ შეიძლება.) ზოგიერთები ძლივს ახერხებენ ადამიანების ძალზე მცირე წრესთან საუბარს; მათ შეუძლიათ თანაზიარება ზოგიერთ მდგომარეობებზე, შეხედულებებსა და ჭეშმარიტების აღქმაზე და შეუძლიათ მხარი დაუჭირონ, სულიერი საზრდო მიაწოდონ და დაეხმარონ სხვებს, მაგრამ უფრო მეტი ადამიანის გარემოცვაში ვერ ბედავენ ხმის ამოღებას, ეშინიათ და შეიძლება იმდენადაც კი ანერვიულდნენ, რომ ტირილამდე მივიდნენ. შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანების კულტივირება? იმ ტიპის ადამიანისთვის, რომელიც საკმაოდ სუსტი და მშიშარაა და რომელსაც სცენაზე გამოსვლის შიში აქვს, თუ მას აქვს ადამიანობა, ძლიერი მხარეები და აღქმის უნარი იმისთვის, რომ იყოს წინამძღოლი, ის შეიძლება კულტივირდეს გუნდის წინამძღოლად ან ეკლესიის წინამძღოლად; უბრალოდ, თავდაპირველად მოახდინეთ მათი კულტივირება და გაწვრთენით; მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დააგროვებენ გამოცდილებას, ისინი შეიძენენ გამჭრიახობას, ცოტათი უფრო გაბედულები გახდებიან და აღარ შეეშინდებათ საუბრის და აღარ ექნებათ სცენაზე გამოსვლის შიში. მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ეხებათ მათ, ვისაც აქვთ ადამიანობის ის ნიშნები და ძლიერი მხარეები, რომლებზეც ეს-ესაა გვქონდა თანაზიარება, ისინი შეიძლება კულტივირდნენ, რათა გახდნენ წინამძღოლები, თუკი მათი ადამიანობა სტანდარტის შესაბამისია. როგორც წინა შემთხვევაში ვთქვით, იმისათვის, რომ ვინმე კულტივირდეს, როგორც წინამძღოლი, აუცილებელი არ არის, რომ მას ესმოდეს ყველა ჭეშმარიტება, შეეძლოს ღვთისადმი დამორჩილება, ჰქონდეს ღვთისმოშიში გული და ა.შ. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება აბსოლუტურად აუცილებელი როდია. თუ ვინმე ფლობს გარკვეულ სულიერ მონაცემებს, აქვს სულიერი გაგება და შეუძლია ჭეშმარიტების მიღება, მაშინ ის შეიძლება დაწინაურდეს და კულტივირდეს. განა ეს არ არის ადამიანების გონივრულად გამოყენება? (დიახ.) ყველაზე გადამწყვეტი კრიტერიუმია ის, არის თუ არა ვინმეს ადამიანობა სტანდარტის შესაბამისი.

ზოგიერთები, ჩემი ნათქვამის მოსმენის შემდეგ, გრძნობენ, რომ უკვე აკმაყოფილებენ წინამძღოლობის კრიტერიუმებს და უნდა დაწინაურდნენ. ეს მათი მხრიდან გაუგებრობაა, ასე არ არის? განა წინამძღოლობა ასეთი მარტივი საქმეა? ისინი ფიქრობენ: „მე ნამდვილად მოწესრიგებული ვარ, მაქვს ორგანიზაციული უნარები და ვარ მჭევრმეტყველი, რადგან ყველაზე რთული საკითხების ნათლად ახსნაც კი შემიძლია, მაშ, რატომ არ მაწინაურებს ღვთის სახლი? რატომ არ მირჩევენ ძმები და დები წინამძღოლად? როგორ ვერ ამჩნევენ უფროსი წინამძღოლები, რომ ნიჭიერი ვარ?“ ნუ ღელავ. თუ ნამდვილად აკმაყოფილებ წინამძღოლის ან მუშაკის კრიტერიუმებს, ადრე თუ გვიან, დაწინაურდები და მოგეცემა საკუთარი თავის გაწვრთნის საშუალება. ახლა მთავარია, რომ ბევრად მეტად უნდა გაიწვრთნა ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებასა და პრინციპების შესაბამისად საქმეების მოგვარებაში, პროაქტიურად დაეხმარო სხვებს და გადაუჭრა რეალური პრობლემები ღვთის რჩეულ ხალხს. როდესაც ღვთის რჩეული ხალხი დაინახავს, რომ კარგი სულიერი მონაცემები გაქვს და რეალური პრობლემების გადაჭრა შეგიძლია, ისინი რეკომენდაციას გაგიწევენ და აგირჩევენ. თუ ინიციატივას არ გამოიჩენ მცირეოდენი რეალური საქმის შესასრულებლად და უბრალოდ დაელოდები იმ დღეს, როდესაც მოულოდნელად აგირჩევენ წინამძღოლად ან ზემდგომი გამონაკლისის სახით დაგაწინაურებს, ეს არასოდეს მოხდება. უნდა შეასრულო გარკვეული რეალური საქმე, რათა ყველამ დაინახოს ეს; როგორც კი ყველა თავად იხილავს შენს ძლიერ მხარეებს და იგრძნობს, რომ ხარ ის, ვინც უნდა დაწინაურდეს, კულტივირდეს და იქნეს გამოყენებული, ისინი ბუნებრივად გაგიწევენ რეკომენდაციას და აგირჩევენ. თუ ახლავე გრძნობ, რომ შესაფერისი ხარ წინამძღოლობისთვის, მაგრამ არავის აურჩევიხარ და ღვთის სახლს არ დაუწინაურებიხარ, რატომ ხდება ასე? ერთი რამ ცხადია: ძმებისა და დების თვალში ჯერ კიდევ არ ხარ აღიარებული. შესაძლოა, ეს შენი ადამიანობაა, შესაძლოა, შენი მისწრაფებაა ან, შესაძლოა, შენი ძლიერი მხარეები, ან სულიერი მონაცემებია. თუ ძმები და დები არ აღიარებენ ან არ იწონებენ რომელიმე ამ ასპექტს, ისინი არ აგირჩევენ და არ გაგიწევენ რეკომენდაციას. ამიტომ, უნდა განაგრძო მუხლჩაუხრელი შრომა, განაგრძო ძიება და საკუთარი თავის გაწვრთნა, და როდესაც ნამდვილად გაიგებ ჭეშმარიტებას და შეძლებ პრინციპების შესაბამისად საქმეების მოგვარებას, ხალხი ბუნებრივად გაგიწევს რეკომენდაციას და აგირჩევს; ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი ბუნებრივად მოხდება, როდესაც შესაფერისი პირობები შეიქმნება. არ არის საჭირო მუდმივად ელოდო წინამძღოლობას ან სულ ამაზე იფიქრო; ეს გადაჭარბებული სურვილია. უნდა გქონდეს უბრალო გული, იყო ის, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, ითვალისწინებს ღვთის განზრახვებს და სწავლობს მორჩილებასა და მოთმინებას. არ შეიძლება ბრმად ისწრაფოდე წინამძღოლობისკენ; ეს ამბიციაა და არ არის სწორი გზა. მუდმივად არ უნდა გქონდეს ეს ამბიცია და სურვილი. თუნდაც ნამდვილად გქონდეს სულიერი მონაცემები, უნდა მოიცადო, სანამ ჭეშმარიტება-რეალობაში შეხვალ, რათა შეძლო წინამძღოლის ან მუშაკის მოვალეობის შესრულება. თუ არ გესმის ჭეშმარიტება და არ იცი, როგორ გამოიყენო ჭეშმარიტება პრაქტიკაში, მაშინაც კი, თუ აგირჩევენ წინამძღოლად ან მუშაკად, ვერ შეძლებ რაიმე რეალური საქმის შესრულებას და გაგათავისუფლებენ და მოგკვეთენ, რაც ხშირად ხდება. თუ თვლი, რომ შესაფერისი ხარ წინამძღოლობისთვის, ფლობ წინამძღოლობისთვის საჭირო ნიჭს, სულიერ მონაცემებსა და ადამიანობას, მაგრამ ღვთის სახლს არ დაუწინაურებიხარ და ძმებსა და დებს არ აურჩევიხარ, როგორ უნდა მოეპყრო ამ საკითხს? აქ არსებობს პრაქტიკის გზა, რომელსაც შეგიძლია მიჰყვე. საფუძვლიანად უნდა შეიცნო საკუთარი თავი. დააკვირდი, საბოლოო ჯამში, შენს ადამიანობაში ხომ არ არის პრობლემა, ან შენი გახრწნილი ხასიათის რომელიმე ასპექტის გამოაშკარავება ხომ არ არის საძულველი ადამიანებისთვის; ან ხომ არ არის ისე, რომ არ ფლობ ჭეშმარიტება-რეალობას და დამაჯერებელი არ ხარ სხვებისთვის, ან შენი მოვალეობის შესრულება არ არის სტანდარტის შესაბამისი. ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდე და დაინახო, ზუსტად რაში მდგომარეობს შენი ნაკლი. მას შემდეგ, რაც გარკვეული დროის განმავლობაში დაფიქრდები და იპოვი, სად არის შენი პრობლემა, დაუყოვნებლივ უნდა ეძიო ჭეშმარიტება მის გადასაჭრელად, შეხვიდე ჭეშმარიტება-რეალობაში და იბრძოლო ცვლილებისა და ზრდის მისაღწევად, რათა, როდესაც შენ გარშემო მყოფნი ამას დაინახავენ, თქვან: „ბოლო დროს, ის ბევრად უკეთესია, ვიდრე ადრე. ის საფუძვლიანად მუშაობს, სერიოზულად ეკიდება თავის პროფესიას და განსაკუთრებით ფოკუსირებულია ჭეშმარიტება-პრინციპებზე. ის არ აკეთებს საქმეებს დაუფიქრებლად ან ზედაპირულად, და უფრო კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანია თავისი საქმის მიმართ. ადრე უყვარდა დროდადრო ბევრი ლაპარაკი და მუდმივად ტრაბახობდა, მაგრამ ახლა ის ბევრად უფრო თავმდაბალია და აღარ არის მედიდური. თუნდაც შეეძლოს რამდენიმე საქმის გაკეთება, ის ამით არ ტრაბახობს, ხოლო როდესაც რაიმეს ასრულებს, მრავალგზის ფიქრობს ამაზე, რათა რაიმე არასწორად არ გააკეთოს. ის ბევრად უფრო ფრთხილად მოქმედებს, ვიდრე ადრე და ღვთისმოშიში გული აქვს — და რაც მთავარია, შეუძლია ჭეშმარიტების თანაზიარება რამდენიმე პრობლემის გადასაჭრელად. ის ნამდვილად გაიზარდა“. შენ გარშემო მყოფნი, რომლებსაც გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდათ შენთან ურთიერთობა, აღმოაჩენენ, რომ აშკარა ცვლილება და ზრდა განიცადე; შენს ადამიანურ ცხოვრებაში, საკუთარი თავის წარმართვასა და საქმეების მოგვარებაში, შენი საქმისადმი დამოკიდებულებაში და, ასევე, ჭეშმარიტება-პრინციპებისადმი მიდგომაში, იჩენ იმაზე მეტ ძალისხმევას, ვიდრე ადრე, და მკაცრი ხარ შენს სიტყვებსა და ქმედებებში. ძმები და დები ხედავენ ამ ყველაფერს და გულთან ახლოს მიაქვთ. შესაძლოა, ამიტომ, მოახერხო კანდიდატად კენჭისყრა მომდევნო არჩევნებში და გქონდეს იმედი, რომ წინამძღოლად აგირჩევენ. თუ ჭეშმარიტად შეძლებ რაიმე მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებას, მიიღებ ღვთის კურთხევას. თუ ნამდვილად გაქვს ტვირთი და გაქვს ასეთი პასუხისმგებლობის განცდა, და გსურს ტვირთის ტარება, მაშინ იჩქარე და გაიწვრთენი. ფოკუსირდი ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებაზე და იმოქმედე პრინციპებით. როგორც კი გექნება ცხოვრებისეული გამოცდილება და შეძლებ დამოწმების სტატიების დაწერას, ჭეშმარიტად გაზრდილი იქნები. და თუ შეძლებ ღვთისთვის მოწმობის გაცემას, მაშინ ნამდვილად შეძლებ სულიწმიდის საქმის მოპოვებას. თუ სულიწმიდა მუშაობს შენზე, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი კეთილგანწყობით გიყურებს, და სულიწმიდის წინამძღოლობით, შენი შესაძლებლობა მალე გამოჩნდება. შესაძლოა ახლა გაქვს ტვირთი, მაგრამ შენი სულიერი სიმწიფე არასაკმარისია და შენი ცხოვრებისეული გამოცდილება მეტისმეტად ზედაპირულია, ამიტომ წინამძღოლიც რომ გახდე, ადვილად დაეცემი. უნდა ესწრაფოდე სიცოცხლეში შესვლას, პირველ რიგში მოიშორო შენი გადაჭარბებული სურვილები, ნებაყოფლობით იყო მიმდევარი და ჭეშმარიტად დაემორჩილო ღმერთს, ყოველგვარი წუწუნის გარეშე იმაზე, რასაც ის აორგანიზებს და აწყობს. როდესაც გექნება ეს სულიერი სიმწიფე, შენი შესაძლებლობაც მოვა. ის, რომ გსურს მძიმე ტვირთის აღება, რომ გაქვს ეს ტვირთი, კარგია. ეს აჩვენებს, რომ გაქვს პროაქტიური გული, რომელიც წინსვლისკენ ისწრაფვის, და რომ გსურს გაითვალისწინო ღვთის განზრახვები და მიჰყვე ღვთის ნებას. ეს არა ამბიცია, არამედ ჭეშმარიტი ტვირთია; ეს არის ჭეშმარიტების მაძიებელთა პასუხისმგებლობა და მათი სწრაფვის მიზანი. არ გაქვს ეგოისტური მოტივები და არ მოქმედებ საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ მოწმობა გასცე ღვთისთვის და დააკმაყოფილო იგი — სწორედ ეს არის ყველაზე მეტად კურთხეული ღვთის მიერ, და ისიც შენთვის შესაფერის ზომებს მიიღებს. ჯერჯერობით, უბრალოდ იზრუნე სიცოცხლეში შესვლისკენ სწრაფვაზე, პირველ რიგში, ჯეროვნად შეასრულე შენი მოვალეობა და შემდეგ, დაწერე რამდენიმე გამოცდილებითი დამოწმების სტატია ღვთის დასამოწმებლად. თუ შენი დამოწმებები ჭეშმარიტი და პრაქტიკულია, მათი წამკითხველები აღტაცებული იქნებიან შენით და მოგიწონებენ, მოისურვებენ შენთან ურთიერთობას და რეკომენდაციას გაგიწევენ, და ასე გამოჩნდება შენი შესაძლებლობაც. ამიტომ, შესაძლებლობის გამოჩენამდე აუცილებლად უნდა აღიჭურვო ჭეშმარიტებით. ჯერ უნდა გქონდეს პრაქტიკული გამოცდილება, და შემდეგ ბუნებრივად გექნება ჭეშმარიტი მოწმობა; შენ მიერ მოვალეობის შესრულების შედეგები სულ უფრო უკეთესი გახდება, და ამ დროისთვის, რომც გინდოდეს, ვეღარ დაიმალები, და შენ გარშემო მყოფი ძმები და დები რეკომენდაციას გაგიწევენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჭეშმარიტება-რეალობის მქონე ადამიანები სჭირდება არა მხოლოდ ღვთის სახლს, არამედ ღვთის რჩეულ ხალხსაც; ყველას უყვარს ჭეშმარიტება-რეალობის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა და ყველას მოსწონს ჭეშმარიტება-რეალობის მქონე მეგობრებთან ურთიერთობა. თუ ამ დონემდე მიიღებ გამოცდილებას და ყველა დაინახავს, რომ გაქვს ჭეშმარიტი მოწმობა, და აღიარებს, რომ ფლობ ჭეშმარიტება-რეალობას, რომც გინდოდეს, თავს ვერ აარიდებ წინამძღოლობას და ძმები და დები დაჟინებით მოითხოვენ შენს არჩევას. განა ასე არ არის? როდესაც უძღები შვილი ბრუნდება და ღმერთთან მიდის, ღვთის გული ხარობს, ბედნიერდება და მშვიდდება. როგორც ჭეშმარიტება-რეალობის მქონე ადამიანი, როგორ შეიძლება არ გამოგიყენოს ღმერთმა? ეს შეუძლებელი იქნებოდა. ღვთის განზრახვაა, მოიპოვოს მეტი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მისთვის მოწმობის გაცემა; სრულყოს ყველა, ვისაც იგი უყვარს, და რაც შეიძლება მალე სრულქმნას ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მისი გულისა და გონების თანაზიარია. ამიტომ, ღვთის სახლში ყველას, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, დიდი პერსპექტივები აქვს, და მათი პერსპექტივები, ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, უსაზღვროა. ყველას უნდა ესმოდეს ღვთის განზრახვა. ამ ტვირთის ქონა ნამდვილად დადებითი რამ არის და ეს არის ის, რაც სინდისისა და გონების მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ყველა აუცილებლად ვერ შეძლებს მძიმე ტვირთის აღებას. საიდან მოდის ეს შეუსაბამობა? როგორიც არ უნდა იყოს შენი ძლიერი მხარეები ან შესაძლებლობები, და რაოდენ მაღალიც არ უნდა იყოს შენი ინტელექტის კოეფიციენტი, გადამწყვეტია შენი სწრაფვა და ის გზა, რომელსაც ადგახარ. თუ შენი ადამიანობა სტანდარტის შესაბამისია და გაქვს გარკვეული სულიერი მონაცემები, მაგრამ არ ხარ ის, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, და უბრალოდ გაქვს კარგი ადამიანობა და ტვირთის გარკვეული შეგრძნება, შეძლებ ეკლესიის წინამძღოლობის საქმის კარგად შესრულებას? იძლევი გარანტიას, რომ შეძლებ პრობლემების გადაჭრას ჭეშმარიტების გამოყენებით? თუ არ შეგიძლია ამ გარანტიის გაცემა, მაშინ კვლავ არაკომპეტენტური ხარ შენს საქმეში. წინამძღოლად რომც აგირჩიონ ან დაგნიშნონ, მაინც ვერ შეძლებ საქმის შესრულებას, მაშ, რა აზრი ექნება ამას? მიუხედავად იმისა, რომ ეს დააკმაყოფილებდა შენს პატივმოყვარეობას, ის ზიანს მიაყენებდა ძმებსა და დებს და შეაფერხებდა ეკლესიის საქმეს. თუ აკმაყოფილებ წინამძღოლის ან მუშაკის კრიტერიუმებს, ხარ ის, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, და, ასევე, გაქვს გარკვეული გამოცდილებითი დამოწმება, მაშინ აუცილებლად შეძლებ წინამძღოლობის საქმის კარგად შესრულებას, რადგან გაქვს გამოცდილებითი დამოწმებები, ხარ ის, ვისაც ესმის ჭეშმარიტება და შეუძლია ეკლესიის წინამძღოლობის მძიმე ტვირთის ტარება. ის, რომ შენი ადამიანობა სტანდარტის შესაბამისია, და, ასევე, გაქვს გარკვეული ძლიერი მხარეები, მხოლოდ საბაზისო კრიტერიუმებია იმისათვის, რომ დაწინაურდე, კულტივირდე და გამოყენებულ იქნე ღვთის სახლის მიერ, მაგრამ შეძლებ თუ არა წინამძღოლობის საქმის კარგად შესრულებას, დამოკიდებულია იმაზე, გაქვს თუ არა რეალური გამოცდილება და ჭეშმარიტება-რეალობა — სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგიერთები მართალი ადამიანები არიან და ესწრაფვიან ჭეშმარიტებას, მაგრამ მათ მხოლოდ სამი-ხუთი წელია სწამთ და არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება. შეუძლიათ ასეთ ადამიანებს ეკლესიის წინამძღოლობის საქმის კარგად შესრულება? ვშიშობ, ისინი არ იქნებიან კომპეტენტურნი ამ საქმეში. რაში მდგომარეობს მათი ნაკლი? მათ აკლიათ პრაქტიკული გამოცდილება და ჯერ არ გაუგიათ ჭეშმარიტება. თუნდაც შეეძლოთ მრავალი სიტყვის თქმა და მოძღვრების გადმოცემა, მათთვის მაინც მიუწვდომელია პრობლემების გადაჭრა ჭეშმარიტების გამოყენებით. ამიტომ, ისინი კვლავ არ არიან კომპეტენტურნი წინამძღოლობის საქმეში და უნდა განაგრძონ საკუთარი თავის გაწვრთნა, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტების გაგებას და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას. მაგალითად, ავიღოთ ადამიანი, რომლის ადამიანობა სტანდარტის შესაბამისია და რომელიც საკმაოდ პატიოსანია, იშვიათად ცრუობს და იტყუება, და ასრულებს თავის მოვალეობას ჩაშლისა და არეულობის გამოწვევის გარეშე, მაგრამ სუსტია ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაში; შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანის კულტივირება წინამძღოლად ან მუშაკად? ეს ძალიან რთული იქნებოდა. შეძლებდა თუ არა ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს დაწინაურების, კულტივირებისა და გამოყენების კრიტერიუმებს, მაგრამ არ ესწრაფვის ჭეშმარიტებას, გამხდარიყო ის, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, თუ მას წინამძღოლად ან მუშაკად დააწინაურებდნენ? შეძლებდა ის ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის დაწყებას? შეძლებდა ის ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავებდა წინამძღოლად ან მუშაკად? ეს შეუძლებელი იქნებოდა. რა კრიტერიუმებსაც არ უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, სანამ არ იქნება ის, ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის, რა თქმა უნდა, არ შეიძლება აირჩეს ან დაწინაურდეს წინამძღოლად თუ მუშაკად. თუ ადამიანი ფლობს სტანდარტის შესაბამის ადამიანობასა და სულიერ მონაცემებს, და, ასევე, შეუძლია ჭეშმარიტების მიღება და გარკვეული ცვლილებების განცდა, მაშინ ის შეიძლება დაწინაურდეს, კულტივირდეს და გამოყენებულ იქნეს, და, შედეგად, ის მიიღებს შესაძლებლობას გაიწვრთნას, შევიდეს ჭეშმარიტება-რეალობაში და დაადგეს ხსნისა და სრულყოფის გზას. ამიტომ, ვისაც არ უნდა აწინაურებდეს ღვთის სახლი წინამძღოლად, მუშაკად ან ზედამხედველად, მიზანი არ არის შენი პირადი სურვილებისა და ამბიციების დაკმაყოფილება, არც შენი მისწრაფებების აღსრულება, არამედ იმის უზრუნველყოფაა, რომ შეძლო ხსნის გზაზე დადგომა და სრულყოფილ ადამიანად ქცევა.

რაც შეეხებათ მათ, ვისაც არასაკმარისი ინტელექტი აქვთ, მათაც აქვთ სურვილი, ჯეროვნად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სურთ დაიცვან ღვთის სახლის ინტერესები, მაგრამ აკლიათ სიბრძნე, არ იციან, როგორ იმოქმედონ პრინციპების შესაბამისად და არ შეუძლიათ რაიმე საქმის არსში წვდომა. რაღაც მომენტში ისინი აწყდებიან ცდუნებას და ექცევიან მის მარწუხებში, რის შედეგადაც ღალატობენ ეკლესიის ინტერესებს, ღალატობენ ძმებსა და დებს და ზიანს აყენებენ ღვთის სახლის საქმეს. როგორ უნდა მოვექცეთ და მოვეპყროთ ამგვარ ადამიანებს, რომლებიც ბრიყვები და არასაკმარისი ინტელექტის მქონენი არიან? როდესაც საქმე ეხება ასეთ ბრიყვებს, რომლებსაც აკლიათ სულიერი გაგება და არასაკმარისი ინტელექტი აქვთ, თითოეული მათგანი უნდა გათავისუფლდეს, უნდა მოხდეს მათი სამსახურებრივი დანიშნულების კორექტირება, და არცერთი მათგანი გამოყენებული არ უნდა იქნეს. თუ ასეთი ადამიანები იქნებიან გამოყენებულნი, მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ პრობლემები შეუქმნან ღვთის სახლის საქმეს — ამის უამრავი მაგალითი არსებობს. დღესდღეობით ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებსაც გარეგნულად აქვთ გარკვეული ადამიანური მსგავსება, მაგრამ არ შეუძლიათ რაიმე ჭეშმარიტება-რეალობის თანაზიარება. მათ მრავალი წელია სწამთ ღმერთი და მაინც ამ მდგომარეობაში რჩებიან. ამ პრობლემის ფესვი ნათლად უნდა დავინახოთ; ეს არის უკიდურესად ცუდი სულიერი მონაცემებისა და სულიერი გაგების ნაკლებობის პრობლემა. ასეთი ადამიანები არ შეიცვლებიან, რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ ღმერთი, და მათ არანაირი მნიშვნელოვანი წინსვლა არ განუცდიათ, განურჩევლად იმისა, თუ რამდენი ქადაგება მოისმინეს. მათი მხოლოდ გვერდზე გაწევაა შესაძლებელი, რათა შეასრულონ მსახურება იმ მცირედით, რისი უნარიც შესწევთ. არის თუ არა მათთან მოპყრობის ეს გზა კარგი? (კარგია.) ზოგიერთებს, ვისაც არასაკმარისი ინტელექტი აქვთ და არც ძალა გააჩნიათ, საერთოდ არ ესმით ღვთის სიტყვები რამდენიმე წლის განმავლობაში მათი კითხვის შემდეგაც კი, და ისინი ვერ იგებენ ქადაგებებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი ისმენდნენ მათ. აქვს თუ არა აზრი ასეთი ადამიანებისთვის ღვთის სიტყვის წიგნების მიცემას? (არა, არ აქვს.) ღვთის სიტყვის წიგნები არ უნდა მიეცეთ არასაკმარისი ინტელექტის მქონე ადამიანებს, რადგან ამის გაკეთება უაზრობაა და დროის ფლანგვის ტოლფასია, ხოლო ნებისმიერი წიგნი, რომელიც მათ უკვე მიეცათ, დაუყოვნებლივ უკან უნდა იქნეს დაბრუნებული. ეს მათთვის ღვთის სიტყვების კითხვის უფლების ჩამორთმევას კი არ ნიშნავს, არამედ იმიტომ ხდება, რომ მათი ინტელექტი არასაკმარისია. ასეთი ადამიანები ეკლესიური ცხოვრებითაც რომ ცხოვრობდნენ, მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება, რომ აღარაფერი ვთქვათ მოვალეობის შესრულებაზე. ასეთი ადამიანები ნაგავი არიან, განა ასე არ არის? უნდა იცოდეთ, როგორ მოექცეთ ნაგავს. ზოგიერთები გარეგნულად საკმაოდ გულუბრყვილონი ჩანან, მაგრამ მათი ინტელექტი იმდენად სავალალო დღეშია, რომ მათ ფიზიკური საქმეების ჯეროვნად შესრულებაც კი არ შეუძლიათ, და ისინი ყველაფერს აფუჭებენ, რასაც კი ხელს ჰკიდებენ. თუ მათ რაიმე საქმის შესრულებას სთხოვენ, ისინი აუცილებლად დააზიანებენ რამეს, ამიტომ ასეთი ადამიანების გამოყენება არ შეიძლება. თუ წყლით სავსე ვედროს აწევას სთხოვ, ისინი ზეთის ბოთლს წააქცევენ. თუ ჯამის გარეცხვას სთხოვ, ისინი თეფშს გატეხენ. თუ საჭმლის მომზადებას სთხოვ, ისინი ან მეტისმეტად ბევრს მოამზადებენ, ან მეტისმეტად ცოტას, ან ზედმეტად მლაშე გამოუვათ, ან ზედმეტად უმარილო. ისინი მართლაც, მთელ გულს დებენ ამაში, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადონ, მათ ამის კარგად გაკეთება არ შეუძლიათ, და ისინი ფიზიკურ შრომასაც კი ვერ ასრულებენ კარგად. შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანების გამოყენება? (არა.) მაშ, თუ მათი გამოყენება არ შეიძლება, რა უნდა დაევალოთ მათ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათ არ აქვთ ღვთის რწმენის უფლება და რომ ღვთის სახლს ისინი არ სჭირდება? არა, არ ნიშნავს. უბრალოდ, ნუ დააკისრებთ მათ მოვალეობის შესრულებას. თუ ისინი ჯეროვნად არ აკეთებენ იმ საქმეებს, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს — მათ შორის ყოველდღიური საზრუნავის გონივრულად მოგვარებასა და ყოველდღიური ცხოვრების რუტინული საკითხების გადაჭრას — ან მათ არ შესწევთ ამ საქმეების კეთების უნარი, მაშინ ისინი არ არიან შესაფერისნი ღვთის სახლში მოვალეობის შესასრულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს არ აქვთ კარგი ადამიანობა ან რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, რომ აღარაფერი ვთქვათ წინამძღოლებად მათ კულტივირებაზე, მაინც შეუძლიათ ზოგიერთი ფიზიკური საქმის შესრულება. მაგალითად, ქათმებისა და იხვების გამოკვება, ღორების გამოკვება და ცხვრების მწყემსვა ისეთი საქმეებია, რომელთა კარგად შესრულებაც შეუძლიათ. თუ მარტივ საქმეს მიანდობ, შეუძლიათ მისი კარგად შესრულება, თუკი გულს დაუდებენ, და ამგვარად, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ღვთის სახლში მოვალეობის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი მარტივი საქმეა, შეუძლიათ მასში გულის ჩადება და პასუხისმგებლობის შესრულება, ასევე შეუძლიათ საკუთარ თავს წაუყენონ მოთხოვნები ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე დიდია თუ მცირე, ან სამუშაო მნიშვნელოვანია თუ უმნიშვნელო, საბოლოო ჯამში, მათზე მინდობილი ერთი საქმის კარგად შესრულება შეუძლიათ. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ ქათმების კარგად გამოკვება, რათა მათ ნორმალურად დადონ კვერცხები, არამედ ქათმების დაცვაც მგლების მიერ გატაცებისგან. თუ მგლის ყმუილს გაიგონებენ, დაუყოვნებლივ შეატყობინებენ თავიანთ ზედამხედველს და შეეცდებიან თავიდან აიცილონ ნებისმიერი ინციდენტი ღვთის სახლის მიერ მათთვის მინდობილი საქმისა და დავალების შესრულებისას. თუ ასე მუშაობენ, მაშინ შედარებით თავდადებულნი არიან, და ეს პასუხისმგებლობის შესრულების უნარად და საქმის კარგად კეთებად ითვლება. რაც შეეხება დანარჩენს — მათ პირად ცხოვრებას და იმას, თუ როგორ წარმართავენ საკუთარ თავს და აგვარებენ საქმეებს — გარკვეული ნაკლი აქვთ; მაგალითად, არ იციან, როგორ იურთიერთონ და ისაუბრონ სხვებთან, ან როგორ იქონიონ თანაზიარება საკუთარ მდგომარეობაზე სხვებთან, და ზოგჯერ ჭირვეულობენ. ითვლება თუ არა ეს პრობლემად? მისაღებია თუ არა მათი არგამოყენება ამ პრობლემების გამო? (არა, არ არის.) ზოგიერთებს აქვთ ცუდი პირადი ჰიგიენა; სულ მცირე ათი დღე არ იბანენ თავს და, როგორც წესი, ცუდი სუნი აქვთ. სხვები ჭამისა და სმის დროს ძლიერ ხმებს გამოსცემენ, როდესაც მათ გარშემო მყოფნი ისვენებენ, და სხვა დროსაც ხმაურობენ, მაგალითად, სიარულისას, კარების დახურვისას და საუბრისას — გაუნათლებლები არიან და არ აქვთ კარგი მანერები. როგორ უნდა მოვეპყროთ ასეთ ადამიანებს? ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს მათ მოსიყვარულე გულით, იქონიოს მათთან თანაზიარება იმაზე, თუ რა არის ნორმალური ადამიანობა, და მისცეს მათ საშუალება, ნელ-ნელა შეიცვალონ. რადგან ყველანი ერთად ხართ, გვერდიგვერდ ყოფნა უნდა ისწავლოთ. ასეთი ადამიანების გამოყენება შესაძლებელია, სანამ შეუძლიათ თავიანთი საქმის ჯეროვნად შესრულება და პასუხისმგებლობის აღება და სანამ არ აკეთებენ არაფერს ისეთს, რაც იწვევს ჩაშლასა და არეულობას. ზოგიერთები ჭკვიანები არიან, აქვთ კარგი სულიერი მონაცემები, ბეჯითად მუშაობენ და შეუძლიათ შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობები და კარგად გააკეთონ მათზე მინდობილი საქმეები, ამიტომ მათი კულტივირება და გამოყენება შესაძლებელია. მაგრამ ზოგიერთებს იმდენად ცუდი სულიერი მონაცემები აქვთ, რომ ერთი საქმის კარგად შესრულებაც კი არ შეუძლიათ; ძლივს უმკლავდებიან ქათმების გამოკვებას, მაგრამ თუ იხვებისა და ბატების გამოკვებაც მოუწევთ, დაიბნევიან და არ ეცოდინებათ, როგორ გააკეთონ ეს. საქმე ის კი არ არის, რომ არ სურთ ამის კარგად გაკეთება, არამედ მათი სულიერი მონაცემებია მეტისმეტად ცუდი. მათ ტვინს თავისი შეზღუდვები აქვს, მხოლოდ ერთი დავალების შესრულება ძალუძთ, და თუ კიდევ ერთს დაავალებენ, ვეღარ უმკლავდებიან. არ ეხერხებათ დაგეგმვა, ამიტომ უბრალოდ ყველაფერს აფუჭებენ. ასეთი ადამიანები მხოლოდ ერთი საქმის ერთდროულად შესასრულებლად არიან შესაფერისნი. ნუ დაავალებთ მრავალ საქმეს, რადგან მათთან გამკლავებას ვერ შეძლებენ. ნუ იფიქრებთ, რომ თუ შეუძლიათ ერთი საქმის კარგად შესრულება, აუცილებლად შეძლებენ ორი ან სამი საქმის შესრულებასაც; აუცილებლად ასე არ არის, ეს მათ სულიერ მონაცემებზეა დამოკიდებული. თავდაპირველად, ორი საქმის შესრულების ცდის საშუალება მიეცით. თუ კარგი სულიერი მონაცემები აქვთ და მასთან გამკლავება შეუძლიათ, მაშინ შეგიძლიათ საქმე ამგვარად მოაწყოთ. თუ არ შეუძლიათ ერთდროულად ორი საქმის კარგად შესრულება და ყველაფერს აფუჭებენ, ეს ნიშნავს, რომ ეს მათ სულიერ მონაცემებს აღემატება, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა ჩამოართვათ მეორე საქმე. ეს იმიტომ ხდება, რომ დაკვირვებისა და გამოსაცდელი ვადის მეშვეობით აღმოაჩინეთ, რომ ისინი მხოლოდ ერთი საქმის ერთდროულად შესასრულებლად არიან შესაფერისნი და არა მრავალი რთული საქმის შესასრულებლად, და რომ არ აქვთ ამისთვის საჭირო სულიერი მონაცემები. ზოგიერთები შედარებით ჭკვიანები არიან და აქვთ შედარებით კარგი სულიერი მონაცემები, და თუ რამდენიმე საქმეს დაავალებ, შეუძლიათ მათი კარგად შესრულება. მაგალითად, თუ სთხოვ საჭმლის მომზადებას, წიწილების გამოკვებასა და ბოსტნის მოვლას, შეუძლიათ ყოველდღე დროულად მოამზადონ საჭმელი, ხოლო თავისუფალ დროს მოუარონ ბოსტანს, დროულად მორწყან და გამარგლონ იგი და დროულად გამოკვებონ წიწილები. ზოგიერთებმა შეიძლება თქვან: „რადგან მათ ასეთი სულიერი მონაცემები აქვთ, მოდი, მათ ასევე გადაიბარონ ეკლესიის საქმე და იყვნენ ეკლესიის წინამძღოლები“. იქნებოდა თუ არა ეს მისაღები? მიუხედავად იმისა, რომ შეუძლიათ ზოგიერთ ფიზიკურ დავალებასა და ყოველდღიურ საქმესთან გამკლავება, როდესაც საქმე ეხება ეკლესიის წინამძღოლობას, ეს ცალკე შეფასებას მოითხოვს; ეს არ არის ისეთი რამ, რისი გაზომვაც შეიძლება ამ მარტივი, გარეგნული საქმეების შესრულების საფუძველზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ეკლესიის წინამძღოლობა არ არის ფიზიკური საქმე, ის უნდა გაიზომოს წინამძღოლობის პრინციპებით. თუმცა, თუ ადამიანი ფლობს ეკლესიის წინამძღოლობისთვის საჭირო სულიერ მონაცემებსა და ნიჭს, და მისი ადამიანობა საკმაოდ კარგია, შეუფერებელი იქნებოდა მისთვის გარე საქმეების დავალება; ამას ადამიანების შეუფერებლად გამოყენება ჰქვია. ეკლესიის წინამძღოლებს შეუძლიათ შეასრულონ მაქსიმუმ, კიდევ ერთი მეორეხარისხოვანი საქმე, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება, და მას ცოტა მეტი ყურადღება დაუთმონ მაშინ, როდესაც მოუცლელნი არ არიან — ეს მათ არ გადაღლის. რაც შეეხება წვრილმან, რუტინულ საკითხებსა და ამ ფიზიკურ დავალებებს, ადამიანებს შეუძლიათ იმდენის შესრულება, რამდენის უნარიც შესწევთ. არის თუ არა ვინმე, ვისაც შეუძლია ყველასთან გამკლავება? არის თუ არა ვინმე ასეთი სულიერი მონაცემებით? (არა.) შესაძლოა მათი სულიერი მონაცემები და უნარი საკმარისი იყოს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც არ ეყოფათ, და ეს ენერგიაა. ადამიანები მოკვდავნი არიან, მათი ენერგია შეზღუდულია, და იმ საქმეების რაოდენობაც, რომელთა შესრულებაც შეუძლიათ, ასევე შეზღუდულია. შესაძლოა მაღალი ენერგიის მქონე ადამიანებს შეეძლოთ დღეში 12 საათამდე მუშაობა, მაშინ როცა საშუალო ენერგიის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ, 8 საათი მუშაობა შეუძლიათ, ხოლო დაბალი ენერგიის მქონე ადამიანებს — მხოლოდ ოთხი ან ხუთი საათი. ამიტომ, განურჩევლად იმისა, იყენებ ადამიანს ფიზიკური საქმეების, ეკლესიის წინამძღოლობის საქმის თუ ისეთი საქმის შესასრულებლად, რომელიც პროფესიულ უნარებს მოითხოვს, უნდა გაითვალისწინო, რისთვის არიან ყველაზე მეტად შესაფერისნი, და მათთვის ყველაზე შესაფერისი საქმის დავალების შემდეგ, თუ მისი შესრულება არ შეუძლიათ, სხვა რამ დაავალე. თუ არ აძლევ დავალებას იმის მიხედვით, რისი კეთებისთვისაც ყველაზე მეტად არიან შესაფერისნი, ეს არის შეცდომა ადამიანების გამოყენებისას. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეიძლება მიენიჭოთ პრიორიტეტი დაწინაურების, კულტივირებისა და გამოყენების კუთხით, თუნდაც ფიზიკური საქმეების შესრულება ეთხოვოთ, ეს საქმეები უნდა დაევალოთ მათი სულიერი მონაცემებისა და უნარების საფუძველზე. თუ მათზე მინდობილი ერთი საქმის კარგად შესრულების პარალელურად, კვლავ შეუძლიათ სხვა საქმეების შესრულება, მაშინ შეიძლება ეთხოვოთ რამდენიმე სხვა ფიზიკური საქმის შესრულება ნახევარ განაკვეთზე, თუკი ეს გავლენას არ მოახდენს მათ ძირითად საქმეზე. ზოგიერთები ფიზიკურად ძლიერები არიან და შეუძლიათ სამი საქმის მიყოლებით შესრულება; ერთი საქმის დასრულების შემდეგ კვლავ რჩებათ ენერგია და დროის უმეტეს ნაწილს თავისუფლად ატარებენ. მაგრამ ცრუ წინამძღოლები ბრმები არიან, არ იციან საქმის განაწილება და ვერ აცნობიერებენ, რომ ეს პრობლემაა, ამიტომ ამ ადამიანებს მხოლოდ ერთი საქმის შესრულებას ავალებენ, რაც შეცდომაა.

ახლახან ვსაუბრობდი არასაკმარისი ინტელექტის მქონე ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ განსაკუთრებული უნარები და მხოლოდ ფიზიკური ძალისხმევის გაღება შეუძლიათ. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაიმე დაავადება, ამიტომ ფიზიკური ძალისხმევის გაღებაც კი არ შეუძლიათ, და რომლებსაც სტკივდებათ თავი, მუცელი ან ზურგი, როდესაც აკეთებენ რაიმეს, რაც ოდნავ მაინც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. რა უნდა გაკეთდეს ამგვარი ადამიანებისთვის მოვალეობების განაწილებისას, თუკი ისინი შესაფერისნი არიან მოვალეობის შესასრულებლად? უნდა შეფასდეს სხვადასხვა ასპექტი, როგორიცაა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, მათი ადამიანობა და სულიერი მონაცემები, რათა დადგინდეს, ღვთის სახლში რა მოვალეობების შესასრულებლად არიან შესაფერისნი. თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ არ შეუძლიათ რაიმე საქმის შესრულება, და გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობის შემდეგ შესვენება სჭირდებათ, თუ ასევე სჭირდებათ ვინმე, ვინც მათ ყურადღებას მიაქცევს, თუ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად, ჯეროვნად მოვალეობის შესრულება და ვინმე უნდა დაინიშნოს მათზე საზრუნველად, მაშინ ეს საერთოდ ამად არ ღირს. ასეთი ადამიანები არ არიან შესაფერისნი მოვალეობის შესასრულებლად, ამიტომ გაისტუმრეთ შინ გამოსაჯანმრთელებლად. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ გამოიყენოთ არავინ, ვინც იმდენად მძიმედ არის ავად, რომ ქარის დაბერვამაც კი შეიძლება წააქციოს. თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე ცუდია და უბრალოდ მუცელი სტკივათ, როდესაც არასწორად იკვებებიან, ან თავი სტკივათ, როდესაც გონებას ზედმეტად იტვირთავენ, რის გამოც მხოლოდ სამი ან ოთხი საათით ნაკლები მუშაობა შეუძლიათ, ვიდრე ნორმალურ ადამიანს, ან ნორმალური ადამიანის საქმის ნახევრის შესრულება შეუძლიათ, მაშინ ასეთი ადამიანების გამოყენება კვლავაც შესაძლებელია, თუკი სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. თუ თავად არ წამოჭრიან ამ საკითხს და არ იტყვიან: „ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტისმეტად ცუდია იმისათვის, რომ გავუძლო ამ გასაჭირს. მინდა შინ წავიდე გამოსაჯანმრთელებლად. როდესაც გამოვჯანმრთელდები, დავბრუნდები და ჩემს მოვალეობას შევასრულებ“, მაშინ დაუყოვნებლივ დაეთანხმე ამას და ნუ შეეცდები თავს მოახვიო შენი აზრი; ამას არანაირი შედეგი არ ექნება, რომც სცადო. არსებობს ასეთი გამოთქმა: „იძულებით გაკეთებული საქმე სასურველ შედეგს ვერ მოიტანს“; ყველას რწმენა, გადაწყვეტილება და ძიება განსხვავებულია. ზოგიერთებმა შეიძლება თქვან: „განა უბრალოდ, იმის ბრალი არ არის, რომ ზოგჯერ ცოტათი შეუძლოდ გრძნობენ თავს და ენერგია აკლიათ? ადამიანებმა შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნონ, თუ არასწორად იკვებებიან, მაგრამ ორიოდე დღეში გამოკეთდებიან; არის კი იმის საჭიროება, რომ გამოსაჯანმრთელებლად შინ წავიდნენ? განა მათი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა არ გაივლის კარგად გამოძინების შემდეგ? განა მაშინ არ შეეძლებათ ნორმალურად მუშაობა? განა ეს ასეთი დიდი პრობლემაა?“ შენთვის ეს შეიძლება არ იყოს დიდი პრობლემა, მაგრამ ზოგიერთები განსხვავდებიან სხვებისგან იმით, თუ რა ხარისხით უფრთხილდებიან საკუთარ ხორცს, ხოლო ზოგიერთებს ნამდვილად აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. ასეთ შემთხვევებში, თუ დასასვენებლად და გამოსაჯანმრთელებლად შინ დაბრუნებას ითხოვენ, ეკლესია სწრაფად უნდა დაეთანხმოს, არ უნდა წაუყენოს მოთხოვნები, არ უნდა გაურთულოს საქმე და, განსაკუთრებით, არ უნდა შეეცადოს მათთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევა. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი მუდმივად მუშაობს ასეთ ადამიანებზე და ეუბნება: „შეხედე, რა მასშტაბებს მიაღწია ღვთის საქმემ. კატასტროფები უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, ოთხი სისხლიანი მთვარე გამოჩნდა, და ახლა პანდემია იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, რომ არამორწმუნეებს გადარჩენის არანაირი საშუალება არ აქვთ! შენ ღვთის სახლში ხარ, ასრულებ შენს მოვალეობებს და ტკბები ღვთის მადლით — არ დაგემუქრება საფრთხე და ასევე შეგიძლია მოიპოვო ჭეშმარიტება და სიცოცხლე — რაოდენ დიდი კურთხევაა ეს! ეს მცირე პრობლემა, რომელიც გაქვს, არაფერია. უნდა დაძლიო ის და ილოცო ღვთის მიმართ. ღმერთი აუცილებლად განგკურნავს. უბრალოდ იკითხე ღვთის სიტყვები, ისწავლე კიდევ რამდენიმე საგალობელი და შენი დაავადება ბუნებრივად უკან დაიხევს, თუკი მასზე არ იფიქრებ. განა ღვთის სიტყვები არ გვამცნობს: „ავადმყოფობაში ყოფნა ავადმყოფობას ნიშნავს“? შენ ახლა ავადმყოფობაში იმყოფები. თუ მუდმივად იფიქრებ იმაზე, რომ ავად ხარ, მაშინ ავადმყოფობა სერიოზული გახდება. თუ არ იფიქრებ მასზე, მაშინ შენი დაავადება გაქრება, განა ასე არ არის? ამგვარად, გაიზრდები რწმენაში და აღარ მოგინდება შინ წასვლა დასასვენებლად. დასასვენებლად შენი შინ წასვლა ნიშნავს, რომ ხარბად ესწრაფვი ხორციელ სიამეებს“. ნუ შეეცდები მათთვის შენი აზრის თავს მოხვევას, ამის გაკეთება სისულელეა. არ შეუძლიათ გაუძლონ მცირეოდენ დროებით დისკომფორტსაც კი და უბრალოდ სურთ შინ წასვლა დასასვენებლად და არ შეუძლიათ მცირე სირთულის გადალახვაც კი, რაც ამტკიცებს, რომ გულწრფელად არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. სინამდვილეში, ამგვარ ადამიანებს არ აქვთ განზრახული თავიანთი მოვალეობის ხანგრძლივად შესრულება, ამას არანაირი გულწრფელობით არ აკეთებენ, არ სურთ ფასის გადახდა, და ახლა საბოლოოდ იპოვეს შესაძლებლობა და საბაბი, რომ სრულად გაექცნენ ამას. გულში უხარიათ, რომ ასეთი ჭკვიანები არიან და რომ ეს ავადმყოფობა სწორედაც რომ შესაფერის დროს მოვიდა. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდე, ნუ შეეცდები მათ დარწმუნებას, რომ დარჩნენ. შეძულდებათ ყველა, ვინც შეეცდება მათ დარწმუნებას, რომ დარჩნენ, და დაწყევლიან ყველას, ვინც შეეცდება მათთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევას. ნუთუ ეს არ გესმის? რა თქმა უნდა, ზოგიერთები ნამდვილად ავად არიან, თანაც დიდი ხნის განმავლობაში, და ეშინიათ, რომ თუ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. არ სურთ რაიმე პრობლემა შეუქმნან ღვთის სახლს ან გავლენა მოახდინონ სხვა ადამიანების მიერ მათი მოვალეობის შესრულებაზე. გრძნობენ, რომ როგორც კი ჯანმრთელობა უმტყუნებთ, ძმებსა და დებზე დაყრდნობა და მათი ზრუნვის იმედად ყოფნა მოუწევთ, და თავს ცუდად გრძნობენ იმის გამო, რომ ღვთის სახლს მოუწევს მათზე ზრუნვა, ამიტომ გონივრულად იჩენენ ინიციატივას და შვებულებას ითხოვენ. როგორ უნდა მოგვარდეს ეს სიტუაცია? ისევ ისე, შინ წასვლისა და დასვენების ნებართვით, ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე. ღვთის სახლს არ ეშინია პრობლემების, მას უბრალოდ არ სურს რაიმე დააძალოს ადამიანებს მათი ნების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ყველა ადამიანს აქვს გარკვეული პირადი და რეალური სირთულეები. ხორცში მცხოვრები ადამიანები ავადდებიან, ხორცის დაავადებები არის პრობლემა, რომელიც რეალობაში არსებობს — ჩვენ ანგარიშს ვუწევთ ფაქტებს. ზოგიერთებს ნამდვილად არ შეუძლიათ თავიანთი მოვალეობების შესრულება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო, და თუ სჭირდებათ, რომ ღვთის სახლმა შეუქმნას ხელსაყრელი პირობები, ან სჭირდებათ, რომ ძმებმა და დებმა მიაწოდონ წამლები თუ შესთავაზონ მკურნალობის გარკვეული რჩევები, ღვთის სახლი სიამოვნებით უზრუნველყოფს ამ ყველაფერს. თუ არ სურთ ღვთის სახლის შეწუხება და აქვთ ფული, საშუალება და რესურსები, რომ წავიდნენ და იმკურნალონ, ესეც მისაღებია. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ეს იმის გამო ხდება, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევთ საშუალებას, განაგრძონ თავიანთი მოვალეობების შესრულება ღვთის სახლში ან განაგრძონ ღვთის სახლის მიერ მათი კულტივირება, მაშინ შეუძლიათ შეიტანონ დასაბუთებული თხოვნა, და ღვთის სახლი მას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს. არავინ არ უნდა მოახვიოს თავს მათ საკუთარი აზრი ან წაუყენოს მოთხოვნები, რადგან ეს შეუფერებელი და გონიერებას მოკლებული იქნება. ასეთია ის განკარგულებები, რომლებიც ამგვარი ადამიანებისთვისაა შემუშავებული.

როგორ მოვექცეთ რამდენიმე განსაკუთრებული ტიპის ადამიანებს

I. როგორ მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ საქმეს

ზოგიერთებს აქვთ მისაღები ადამიანობა, აქვთ ძლიერი მხარეები და ნათელი გონება, ისინი ნორმალურად საუბრობენ, როგორც წესი, ძალიან ოპტიმისტურები არიან და მოვალეობის შესრულებისას ძალზე პროაქტიურები არიან, მაგრამ აქვთ ერთი ნაკლი — მეტისმეტად სენტიმენტალურები არიან. ეკლესიაში ღვთის მიყოლისა და საკუთარი მოვალეობის შესრულებისას, მუდმივად ენატრებათ ოჯახი და ნათესავები ან მუდმივად ფიქრობენ მშობლიურ მხარეში გემრიელი საჭმლის ჭამაზე და მისი უქონლობა მათ ტანჯავთ, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება მათი მოვალეობის შესრულებაზე. არსებობს სხვა ტიპის ადამიანიც, რომელსაც ერთ ადგილას მარტო ცხოვრება და საკუთარი პირადი სივრცის ქონა უყვარს. როდესაც იგი ძმებთან და დებთან ერთად იმყოფება, გრძნობს, რომ მუშაობის ტემპი ძალიან სწრაფია და მას პირადი საცხოვრებელი სივრცე აღარ რჩება. საკუთარ თავზე მუდმივად წნეხს განიცდის და ძმებთან და დებთან ცხოვრებისას ყოველთვის შებოჭილად და არაკომფორტულად გრძნობს თავს. ყოველთვის სურს, აკეთოს ის, რაც ესიამოვნება, ჰქონდეს საკუთარი ნება-სურვილის თავისუფლად ასრულების შესაძლებლობა. მას არ სურს სხვებთან ერთად მოვალეობის შესრულება და მუდმივად შინ დაბრუნებაზე ფიქრობს. ღვთის სახლში მოვალეობის შესრულება მისთვის ყოველთვის უსიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ ძმებთან და დებთან ურთიერთობა მარტივია და ღვთის სახლში მას არავინ ჩაგრავს, მაინც უჭირს მუშაობისა და დასვენების განრიგის დაცვა — დილით, როცა ყველა დგება, მას ძილის შებრუნება სურს, მაგრამ ამის გაკეთება რცხვენია, ხოლო ღამით, როცა ყველა უკვე ისვენებს, დაძინება არ უნდა და ყოველთვის სურს, თავისთვის საინტერესო საქმით დაკავდეს. ზოგჯერ განსაკუთრებით სურს რაიმე კერძი, მაგრამ თუკი ის სასადილოში არ არის, მისი მოთხოვნა რცხვენია. ზოგჯერ გასეირნება სურს, მაგრამ ამას სხვა არავინ ითხოვს, ამიტომ ვერ ბედავს საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებას. ყოველთვის ფრთხილობს და დაკვირვებულია, ეშინია, რომ დასცინებენ, ზემოდან ყურებას დაუწყებენ ან ინფანტილურს უწოდებენ. თუ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებს, ზოგჯერ მისი გასხვლა უწევთ. ყოველდღე დაძაბულობას გრძნობს, თითქოს ბეწვის ხიდზე გადის, რის გამოც საკმაოდ უბედურია. ფიქრობს: „მახსოვს, შინ ყოფნისას ოჯახში ნაბოლარა ვიყავი, თავისუფალი და ლაღი, როგორც პატარა ანგელოზი. რა ბედნიერი ვიყავი! ახლა ღვთის სახლში ვასრულებ მოვალეობას, რატომ წაიშალა ჩემი უწინდელი „მეს“ კვალი? ვეღარ ვაკეთებ იმას, რაც მინდა, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“, - და ამიტომ აღარ სურს ასეთი ცხოვრების გაგრძელება. მაგრამ ამის თქმას თავის წინამძღოლთან ვერ ბედავს და მუდმივად უზიარებს ამ ფიქრებს გარშემომყოფებს, ყოველთვის ენატრება სახლი და ღამით საწოლში ჩუმად ტირის. რა უნდა მოვიმოქმედოთ ამგვარი ადამიანების მიმართ? ყველამ, ვინც ამ საკითხში ჩახედულია, დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ამის თაობაზე, წინამძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს, და თუ ასეა, ამ ადამიანს შინ დაბრუნების ნება უნდა დაერთოს. ასეთები სარგებლობენ ღვთის სახლის საჭმლით, სასმლითა და სტუმართმოყვარეობით, მაგრამ მაინც არ სურთ მოვალეობის შესრულება და ყოველთვის უხასიათოდ არიან, თავს დაჩაგრულად და უბედურად გრძნობენ, ამიტომ რაც შეიძლება მალე თავის გზაზე უნდა გაუშვათ. ასეთი ტიპის ადამიანებისთვის ასეთი განწყობა დროებითი არ არის, რომ მერე დაფიქრდნენ და გადაჭრან — მათი მდგომარეობა სხვაგვარია. ზოგიერთების სუბიექტური ნებაა, მტკიცედ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, და მიუხედავად იმისა, რომ სახლი ენატრებათ, იციან, თუ რა სახის პრობლემაა ეს, და შეუძლიათ ჭეშმარიტების ძიება და მისი გადაჭრა. ასეთი ადამიანების შემთხვევაში, მათი გაშვების ან მათზე ნერვიულობის საჭიროება არ არსებობს. მდგომარეობა, რომელზეც ვსაუბრობთ, არის ის, როდესაც 30 წელს მიღწეული ადამიანები კვლავ ბავშვებივით იქცევიან, არასოდეს იზრდებიან და ყოველთვის არასტაბილურები რჩებიან. აკეთებენ მხოლოდ იმას, რასაც სთხოვენ და როცა საქმე არ აქვთ, გართობასა და უმნიშვნელო თემებზე საუბარზე ფიქრობენ და არასოდეს სურთ თავისი ძირითადი საქმის კეთება. არამორწმუნენი ამბობენ, რომ 30 წლის ასაკში ადამიანი უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს. ჩამოყალიბება ნიშნავს შენი საქმის სათანადოდ შესრულებას, სამუშაოსთან გამკლავებისა და საკუთარი თავის რჩენის უნარს, საკუთარი საქმის მიხედვის ცოდნას, გართობაზე ნაკლები დროის დახარჯვას და შენი ძირითადი საქმის გადაუდებლად შესრულებას. რას ნიშნავს „ბავშვებივით იქცევიან“? ეს ნიშნავს, რომ არ შეუძლიათ რაიმე საქმეზე სათანადო პასუხისმგებლობის აღება, ყოველთვის სურთ გონების ნებაზე მიშვება და მუდმივად უნდათ გასეირნება, ხეტიალი, უსაქმურობა, წახემსება, სერიალების ყურება, უმნიშვნელო თემებზე საუბარი, თამაშების თამაში და ინტერნეტში უცნაური მოვლენებისა და უჩვეულო ისტორიების ძიება. ეს ნიშნავს, რომ არასოდეს აქვთ შეკრებებზე დასწრების სურვილი, ყოველთვის ძილი უნდათ, როცა შეკრებები ტარდება, დაძინება სურთ, როგორც კი რული მოერევათ და ჭამა უნდათ, როგორც კი მოშივდებათ, არიან ჯიუტები და სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ საქმეს. არ შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ადამიანებს ცუდი ადამიანობა აქვთ, უბრალოდ, არასოდეს იზრდებიან და ყოველთვის მოუმწიფებლები რჩებიან. ასეთები არიან 30 წლის ასაკში და 40 წლის ასაკშიც ასეთებად რჩებიან; შეცვლა არ შეუძლიათ. თუ წასვლას ითხოვენ და მოვალეობის შესრულება აღარ სურთ, ეს საკითხი როგორ უნდა მოგვარდეს? ღვთის სახლი მათ დარჩენას არ სთხოვს. დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოთ — მიეცით დაუყოვნებლივ წასვლისა და არამორწმუნეთა შორის დაბრუნების საშუალება და გადაჭრით მოსთხოვეთ — არ თქვან, რომ ღმერთი სწამთ. განა შეუძლიათ ჭეშმარიტების მოპოვება მათ, ვინც თავის საქმეს სათანადოდ არ ასრულებს? თუ ელი, რომ ადამიანობის თვალსაზრისით მომწიფდებიან და ღვთის სახლში მოვალეობის შესრულების გზით საქმის სათანადოდ შესრულებას დაიწყებენ, მნიშვნელოვან საქმესთან გამკლავებას შეძლებენ, შემდეგ გაიგებენ და პრაქტიკაში გამოიყენებენ ჭეშმარიტებას და ცხოვრებაში გამოავლენენ ადამიანურ მსგავსებას, ამის იმედი ნამდვილად არ უნდა გქონდეს. ასეთ ადამიანებს ნებისმიერ ჯგუფში შეხვდები. არამორწმუნეებს ასეთი ტიპის ადამიანებისთვის აქვთ მეტსახელი: „დიდი ბავშვები“. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება 60 წლის ასაკს ისე მიაღწიონ, რომ არასოდეს შეასრულონ თავიანთი საქმე სათანადოდ. ისინი შეუფერებლად საუბრობენ და იქცევიან, გამუდმებით იცინიან, ლაზღანდარობენ და დაკუნტრუშებენ, სერიოზულად არაფერს ეკიდებიან და განსაკუთრებით გართობისკენ არიან მიდრეკილნი. ღვთის სახლი ასეთ ადამიანებს ვერ გამოიყენებს.

ფიქრობთ, რომ ეს „დიდი ბავშვები“ ცუდები არიან? განა ისინი ბოროტმოქმედები არიან? (არა.) ზოგიერთები არ არიან ბოროტმოქმედები, საკმაოდ უბრალოები და არცთუ ისე ცუდები არიან. ზოგიერთები საკმაოდ კეთილშობილები არიან და სხვების დახმარების სურვილიც აქვთ. მაგრამ ყველას აქვს ერთი ნაკლი — არიან თავნებები, გართობის მოყვარულნი და სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ საქმეს. მაგალითად, ვთქვათ, ქალი გათხოვების შემდეგ არ სწავლობს საოჯახო საქმეების კეთებას. საჭმელს მხოლოდ მაშინ ამზადებს, როცა კარგ ხასიათზეა, ხოლო როცა უხასიათოდ არის, არ აკეთებს — მუდმივად დაყოლიება სჭირდება. თუ ვინმეს სურს, რომ მან რაიმე გააკეთოს, უნდა მოელაპარაკოს და თან თვალყური ადევნოს. ქალს ყოველთვის უყვარს ლამაზად ჩაცმა, რათა საყიდლებზე წავიდეს, ტანსაცმელი და კოსმეტიკა იყიდოს და გასალამაზებელი პროცედურები ჩაიტაროს. შინ დაბრუნებისას არცერთ საოჯახო საქმეს არ აკეთებს და მხოლოდ ბანქოსა და მაჯონგის თამაში სურს. თუ ჰკითხავ, რა ღირს ერთი კილოგრამი კომბოსტო, არ იცის; თუ ჰკითხავ, რის ჭამას აპირებს ხვალ, არც ეგ იცის; და თუ სთხოვ, რაიმე მოამზადოს, საშინელებას მოამზადებს. მაშ, რაშია ყველაზე მეტად დახელოვნებული? ყველაზე მეტად ისეთ რამეებშია დახელოვნებული, როგორიცაა იმის ცოდნა, თუ რომელ რესტორანშია საუკეთესო საჭმელი, რომელ მაღაზიაში იყიდება ყველაზე მოდური ტანსაცმელი და სად შეიძლება ხელმისაწვდომი და ეფექტური კოსმეტიკის შეძენა, მაგრამ არ ესმის და არც სწავლობს სხვა რამეებს, მაგალითად, როგორ გაატაროს თავისი დღეები, ან იმ უნარებს, რომლებიც ნორმალური ადამიანური ცხოვრებისთვის არის საჭირო. იქნებ იმიტომ არ სწავლობს ამ ყველაფერს, რომ არასაკმარისი სულიერი მონაცემები აქვს? არა, ასე არ არის. თუ ვიმსჯელებთ იმით, რაშიც დახელოვნებულია, მას აქვს სულიერი მონაცემები, მაგრამ სათანადოდ არ ასრულებს თავის საქმეს. სანამ დასახარჯი ფული აქვს, რესტორნებში საჭმელად ივლის და კოსმეტიკასა და ტანსაცმელს იყიდის. თუ სახლში ქვაბებისა და ტაფების ნაკლებობაა და მათ ყიდვას სთხოვენ, იტყვის: „გარეთ გემრიელი საჭმელი იყიდება, რად მინდა ამ ყველაფრის ყიდვა?“ თუ სახლში მტვერსასრუტი გაფუჭდა და სთხოვენ, ერთი ტანსაცმლით ნაკლები იყიდოს, რათა ფული დაზოგოს და ახალი მტვერსასრუტი შეიძინოს, იტყვის: „მომავალში, როცა ფულს ვიშოვი, უბრალოდ სახლის დასასუფთავებლად დამლაგებელს დავიქირავებ, ასე რომ, მტვერსასრუტის ყიდვა საჭირო არ არის“. როგორც წესი, თუ თამაშებით ან მაჯონგით არ ერთობა, მაშინ მოდური ტანსაცმლის საყიდლად დადის და სახლს არასოდეს ალაგებს. ეს საკუთარი საქმის სათანადოდ შესრულება არ არის, ხომ? ასევე იქცევა ზოგიერთი მამაკაცი, რომლებიც, როგორც კი ცოტაოდენ ფულს იშოვიან, მაშინვე ავტომანქანას ყიდულობენ ან აზარტულ თამაშებში აგებენ. თუ სახლში რაიმე გაფუჭდა, არ შეაკეთებენ. მათ არ სჩვევიათ ყოველდღიური ცხოვრების წესიერად წარმართვა. მათ სახლში მაცივარი არ მუშაობს, არც სარეცხი მანქანა, კანალიზაცია გაჭედილია, წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის, და ამ ყველაფერს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ შეაკეთებენ. რას ფიქრობთ ასეთ კაცებზე? ისინი სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ საქმეს. მამაკაცები იქნებიან თუ ქალები, ღვთის სახლი ვერ გამოიყენებს ისეთი ტიპის ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად თავნებები არიან და სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ საქმეს.

ზოგიერთები, როგორც მშობლები, სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ საქმეს და სათანადოდ არ ზრუნავენ თავიანთ შვილებზე. შედეგად, მათი შვილები მდუღარე წყლით იფუფქებიან ან დაჟეჟილობებსა და ნაკაწრებს იღებენ; ზოგიერთი ბავშვი ცხვირს იტეხს, სხვები ღუმელზე უკანალს იწვავენ, ზოგი კი მდუღარე წყლის დალევის შემდეგ ყელს იფუფქავს. ამგვარი ადამიანები არაფერში იჩენენ ყურადღებას და არ შეუძლიათ რაიმეს სათანადოდ კეთება. სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ საქმეს, ლაზღანდარობენ, არიან თავნებები და გართობის მოყვარულნი და არ შეუძლიათ იმ პასუხისმგებლობების აღება, რომელსაც ადამიანი უნდა კისრულობდეს. როგორც მშობლები, ვერ ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს და უყურადღებონი არიან. მაშ, შეუძლიათ თუ არა ასეთ ადამიანებს იმ პასუხისმგებლობების აღება, რომლებსაც ნორმალური ადამიანები უნდა კისრულობდნენ ღვთის სახლში მოვალეობის შესრულებისას? არა, აბსოლუტურად არა. შეუძლებელია მათი გამოყენება, ვინც სათანადოდ არ ასრულებს თავის საქმეს. თუ ამბობენ, რომ აღარ სურთ მოვალეობის შესრულება და შინ დაბრუნებას ითხოვენ, მაშინვე უნდა გაუშვათ. არავინ უნდა დააძალოს ან სთხოვოს მათ დარჩენა, რადგან ეს მათ ბუნებასთან დაკავშირებული პრობლემაა და არა შემთხვევითი, დროებითი გამოვლინება. ეს ადამიანები ილუზიებით იყვნენ სავსენი, როდესაც ღვთის სახლში მოვალეობის შესასრულებლად მოვიდნენ; ეგონათ, რომ მოვალეობის შესრულება და ღვთის მიყოლა ედემის ბაღში მოხვედრას ან ქანაანის მადლიან მიწაზე ყოფნას ჰგავდა. ცხოვრება, რომელიც მათ წარმოედგინათ, მშვენიერი იყო, მთელი დღის განმავლობაში გემრიელი საჭმელ-სასმლით, თავისუფლებითა და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სადაც არავითარი საქმე არ იქნებოდა გასაკეთებელი. სურდათ უდარდელი და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრება, მაგრამ ყველაფერი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რაც წარმოედგინათ. ამ ადამიანებმა უკვე საკმარისი გამოცადეს, ფიქრობენ, რომ აქაურობა მოსაწყენი და ერთფეროვანია, და წასვლა სურთ, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გაუშვათ, ღვთის სახლი ასეთ ადამიანებს დარჩენას არ სთხოვს. ღვთის სახლი არავის აძალებს, და არც თქვენ უნდა გააკეთოთ ეს; ეს არის პრაქტიკაში ჭეშმარიტების განხორციელება და პრინციპების შესაბამისად მოქმედება. უნდა აკეთოთ ის, რაც ჭეშმარიტება-პრინციპებს შეესაბამება, უნდა იყოთ ადამიანები, რომლებსაც ესმით ღვთის განზრახვები, ბრძენი ადამიანები — ნუ იქნებით გონებაარეული ადამიანები ან განურჩევლად, ადამიანთა მაამებელნი. ამგვარადვე მოეპყარით იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ საქმეს — განა შეიძლება ეს უსიყვარულობად ან ადამიანებისთვის მონანიების შანსზე უარის თქმად ჩაითვალოს? (არა, არ შეიძლება.) ღმერთი ყველას მიმართ სამართლიანია, და ღვთის სახლს აქვს უფლება, დაგაწინაუროს, შენი კულტივირება მოახდინოს და გამოგიყენოს. თუ არ გსურს მოვალეობის შესრულება და ეკლესიის დატოვებას ითხოვ, ეს შენი თავისუფალი არჩევანია, ამიტომ ეკლესია უნდა დათანხმდეს შენს მოთხოვნას, ის აბსოლუტურად არ დაგაძალებს. ეს შეესაბამება მორალს, შეესაბამება ადამიანობას და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. ეს მოქმედების ძალიან მართებული გზაა! თუ ვინმე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს დამღლელი და რთულია, აღარ სიამოვნებს მისი კეთება და შესაბამისად, სურს მიატოვოს მოვალეობა და შეწყვიტოს ღვთის რწმენა, დღეს კონკრეტულ პასუხს გაგცემ ამაზე: ღვთის სახლი დათანხმდება ამას, არასოდეს დაგაძალებს დარჩენას და არ შეგიქმნის სირთულეებს. აქ არავითარი დილემა არ არსებობს და არ მოგიწევს გამოუვალ მდგომარეობაში იგრძნო თავი ან იფიქრო, რომ სახელი გაიტეხე. მითუმეტეს, ეს არ წარმოადგენს პრობლემას ღვთის სახლისთვის და ღვთის სახლი არც არავითარ მოთხოვნებს გიყენებს. უფრო მეტიც, თუ წასვლა გსურს, ღვთის სახლი არ გაგკიცხავს და ხელს არ შეგიშლის, რადგან ეს ის გზაა, რომელიც აირჩიე, და ღვთის სახლს მხოლოდ შენი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. არის თუ არა ეს მოქმედების მართებული გზა? (დიახ.)

ეს-ესაა ჩამოვთვალე რამდენიმე სიტუაცია, როდესაც ადამიანები სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ საქმეს. ღვთის სახლი არ დააძალებს ასეთ ადამიანებს; თუ არ სურთ მოვალეობის შესრულება ან აქვთ პირადი სირთულეები და ითხოვენ მოვალეობის შესრულების შეწყვეტას, ღვთის სახლი დათანხმდება. აღარ გამოიყენებს მათ და აღარ მისცემს მოვალეობის შესრულების ნებას. სწორედ ასე ექცევიან ამგვარ ადამიანებს, და ეს მოქმედების სრულიად მართებული გზაა.

II. როგორ მოვექცეთ იუდებს

არიან ადამიანები, რომლებიც უკიდურესად მხდალები არიან, და როგორც კი გაიგებენ, რომ ძმა ან და დააპატიმრეს, ძალიან ეშინიათ, რომ თავადაც არ დააპატიმრონ. ნათელია, რომ თუ დააპატიმრებენ, არსებობს მათგან ეკლესიის გაყიდვის საფრთხე. როგორ უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს? არიან თუ არა ასეთი ადამიანები მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულების შესაფერისნი? (არა, არ ხელეწიფებათ.) ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ვის შეუძლია იმის გარანტიის მოცემა, რომ თავად არ გახდება იუდა?“ არავის შეუძლია იმის გარანტიის მოცემა, რომ წამების შემთხვევაში არასოდეს გახდება იუდა. მაშ, რატომ არ იყენებს ღვთის სახლი ლაჩარ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება იუდებად იქცნენ? იმიტომ, რომ აშკარად ლაჩარი ადამიანები შეიძლება ნებისმიერ დროს დაპატიმრებულნი იქნენ და ღალატი ჩაიდინონ; თუ ასეთ ადამიანებს მნიშვნელოვანი მოვალეობის შესასრულებლად გამოვიყენებთ, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ საქმე ცუდად წავა. ეს არის პრინციპი, რომელიც უნდა გესმოდეთ კონტინენტური ჩინეთის სახიფათო გარემოში ადამიანების შერჩევისა და გამოყენებისას. აქ არის ერთი განსაკუთრებული გარემოება, კერძოდ ის, რომ ზოგიერთებმა გადაიტანეს სასტიკი, ხანგრძლივი წამება, რამაც მათი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, და საბოლოოდ, მართლაც ვეღარ გაუძლეს, ამიტომ, სისუსტის გამო, იუდებად იქცნენ და ზოგიერთი უმნიშვნელო რამ გათქვეს. ასეთი ადამიანების ბოლომდე ამოცნობა არავის შეუძლია, და მათი გამოყენება კვლავაც შესაძლებელია. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც დაპატიმრებამდე უკვე მოიმზადეს გამოსავალი. მათ დიდხანს და ბევრი იფიქრეს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყონ თავიანთი გადაუდებელი გათავისუფლება დაპატიმრების შემდეგ ისე, რომ არავითარი წამების გადატანა არ მოუხდეთ — პირველ რიგში, თავი აარიდონ წამებას, მეორე — გასამართლებას, და მესამე — ციხეში მოხვედრას. სწორედ ასე ფიქრობენ. არ გააჩნიათ ისეთი სიმტკიცე, რომ ერჩივნოთ დაიტანჯონ ან ციხეში ჩასხდნენ, ვიდრე იუდად იქცნენ. შეიძლება წამების გარეშეც ჩაიდინონ ღალატი, მაშ, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დაპატიმრებამდე და ციხეში ჩასმამდე უკვე იუდები არიან? (დიახ.) ესენი არიან ნამდვილი იუდები. გაბედავს თუ არა ეკლესია ამგვარი ადამიანების გამოყენებას? (არა, არ გაბედავს.) თუ მათი ამოცნობა შესაძლებელია, აბსოლუტურად დაუშვებელია მათი კულტივირება და გამოყენება. ჩვეულებრივ, როგორ ავლენენ თავს ასეთი ადამიანები? ისინი უკიდურესად მხდალები არიან. როგორც კი რაღაც ცუდად წავა, პირველი შესაძლებლობისთანავე ირიდებენ პასუხისმგებლობებს და როდესაც უმცირეს რისკს აწყდებიან, უარს ამბობენ თავიანთ მოვალეობაზე და გარბიან. ყოველ ჯერზე, როცა იგებენ, რომ გარემო სახიფათო გახდა, დასამალად უსაფრთხო ადგილს პოულობენ; იქ მათ ვერავინ აგნებს და იქიდან არავისთან არ აქვთ კონტაქტი. კონსპირაციის დაცვა ის საქმეა, რომელსაც განსაკუთრებით კარგად აკეთებენ. არ ადარდებთ ის, თუ რა სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ეკლესიის საქმე, და შეუძლიათ გვერდზე გადადონ ნებისმიერი სასიცოცხლო საქმე; საკუთარ უსაფრთხოებას ყველაფერზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. უფრო მეტიც, საფრთხის წინაშე მყოფნი სხვებს აგდებენ ხიფათში და რისკზე უშვებენ, თავად კი, როცა რამე ხდება, მხოლოდ საკუთარ თავდაცვაზე ზრუნავენ. რამხელა საფრთხეშიც არ უნდა ჩააგდონ სხვები, თვლიან, რომ საკუთარი უსაფრთხოების გულისთვის ამის გაკეთება ღირს და მართებულია. ასევე, საფრთხის წინაშე მყოფნი არ ჩქარობენ ღვთის წინაშე სალოცავად წარდგომას და არც იმ ძმებისა და დების ან ეკლესიის ქონების გადაყვანა-გადატანას ჩქარობენ, რომლებიც შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდნენ. ნაცვლად ამისა, ჯერ ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გაიქცნენ, როგორ დაიმალონ და როგორ დააღწიონ თავი საფრთხეს. გაქცევის გეგმაც კი შემუშავებული აქვთ — ვინ გაყიდონ პირველ რიგში, თუ დააპატიმრებენ, როგორ აარიდონ თავი წამებას, როგორ აარიდონ თავი ციხეში მოხვედრას და როგორ აარიდონ თავი გასაჭირს. როდესაც რაიმე სახის გასაჭირს აწყდებიან, როგორც სიკვდილის, ისე ეშინიათ და რწმენის ნატამალიც კი აღარ გააჩნიათ. განა ამგვარი ადამიანები სახიფათონი არ არიან? თუ სახიფათო საქმის შესრულებას სთხოვენ, დაუსრულებლად წუწუნებენ ამაზე, შიშობენ, მუდმივად გაქცევაზე ფიქრობენ და არ სურთ ამ საქმის საკუთარ თავზე აღება. ამგვარი ადამიანები დაპატიმრებამდეც კი ავლენენ იუდას ნიშნებს. როგორც კი დააპატიმრებენ, ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიას გაყიდიან. ღვთის სახლში მოვალეობის შესრულებისას, ისინი ძალზე აქტიურები არიან ყველაფერში, რაც მათ რისკის გარეშე ყურადღების ცენტრში მოაქცევთ; მაგრამ როცა საქმე რისკზე მიდგება, უკან იხევენ, და თუ სთხოვ, რაიმე სარისკო გააკეთონ, არ გააკეთებენ, უბრალოდ არ აიღებენ პასუხისმგებლობას. როგორც კი სადმე საფრთხის შესახებ გაიგებენ, მაგალითად, რომ დიდი წითელი დრაკონი დაპატიმრებებს ატარებს ან რომ ზოგიერთი მორწმუნე დაიჭირეს, წყვეტენ შეკრებებზე დასწრებას, წყვეტენ კონტაქტს ძმებთან და დებთან, და მათ ვეღარავინ პოულობს. ხელახლა მას შემდეგ ჩნდებიან, რაც ხმები ჩაცხრება და ყველაფერი თავის ადგილას დგება. არიან თუ არა ამგვარი ადამიანები სანდონი? შეუძლიათ კი ღვთის სახლში მოვალეობის შესრულება? (არა.) რატომ არ შეუძლიათ? არც კი აქვთ იმის სიმტკიცე ან სურვილი, რომ იუდები არ გახდნენ; ისინი უბრალოდ ლაჩრები, მხდალები და უვარგისები არიან. ამგვარ ადამიანებს აქვთ ერთი აშკარა თვისება, კერძოდ ის, რომ რა ძლიერი მხარეები და უნარებიც არ უნდა ჰქონდეთ, თუ ღვთის სახლი მათ გამოიყენებს, არასოდეს მიუძღვნიან თავს მთელი გულით ღვთის სახლის ინტერესების დაცვას. იქნებ იმიტომ არ იცავენ ღვთის სახლის ინტერესებს, რომ ამის უნარი არ შესწევთ? არა, ასე არ არის; ეს უნარი რომც ჰქონდეთ, მაინც არ დაიცავენ ღვთის სახლის ინტერესებს. ისინი ტიპური იუდები არიან. როდესაც მოვალეობის შესრულების პროცესში არამორწმუნეებთან ურთიერთობა უწევთ, მათთან ჰარმონიულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ და იმაზე ზრუნავენ, რომ არამორწმუნეებმა მათი მაღალი შეფასება, მათ მიმართ პატივისცემა და დაფასება შეინარჩუნონ. მაშ, რა ფასად იღებენ ამ ყველაფერს? ღვთის სახლის ინტერესების გაყიდვის ფასად, პირადი დიდებისა და ინტერესების სანაცვლოდ. ამგვარი ადამიანი დაპატიმრებამდეც განსაკუთრებით ლაჩარია, ხოლო დაპატიმრების შემდეგ ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ღალატს ჩაიდენს. ღვთის სახლს აბსოლუტურად არ შეუძლია ასეთი ადამიანების — ამ იუდების — გამოყენება და ისინი რაც შეიძლება მალე უნდა მოკვეთოს.

რაც შეეხება იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც იუდები არიან, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ბოროტმოქმედებს არ ჰგვანან, სინამდვილეში უკიდურესად დაბალი ზნეობისა და ეშმაკური ხასიათის მქონენი არიან. რამდენსაც არ უნდა უსმენდნენ ქადაგებებს ან კითხულობდნენ ღვთის სიტყვებს, უბრალოდ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება და არც იმას გრძნობენ, რომ ღვთის სახლის ინტერესების დაზიანება ყველაზე სამარცხვინო, ბოროტი და მავნე ქმედებაა. მზად არიან წინ წამოიწიონ, როცა საქმე ისეთ რამეებს ეხება, რაც მათ ყურადღების ცენტრში მოაქცევს, მაგრამ როცა საქმე სარისკო ან რთულად მოსაგვარებელია, სხვებს აძლევენ მასთან შეჭიდებისა და გამკლავების საშუალებას. რა ჯურის ადამიანები არიან ისინი? განა უკიდურესად დაბალი ზნეობის მქონენი არ არიან? ზოგიერთები ღვთის სახლისთვის ნივთებს ყიდულობენ, და ამის კეთებისას ღვთის სახლის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ, იყვნენ სამართლიანები და გონივრულები. თუმცა, იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც იუდები არიან, არა მხოლოდ ვერ იცავენ ღვთის სახლის ინტერესებს, არამედ პირიქით, ღვთის სახლის ხარჯზე ეხმარებიან არამორწმუნეებს, ყოველ შესაძლებლობაზე აკმაყოფილებენ არამორწმუნეთა მოთხოვნებს, და ურჩევნიათ ღვთის სახლის ინტერესები დაზიანდეს, თუ ეს არამორწმუნეთა კეთილგანწყობის მოპოვებაში დაეხმარებათ. ამას ჰქვია იმ ხელზე კბენა, რომელიც გაჭმევს, და ეს უზნეობაა! განა ეს საძაგელი ადამიანობა არ არის? ეს დიდად არ სჯობს იუდას მიერ უფლისა და თავისი მეგობრების გაყიდვას. რასაც არ უნდა ავალებდეს ღვთის სახლი, ისინი არ ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს. როდესაც მათ რაიმეს ყიდვას სთხოვენ, არასოდეს ამოწმებენ და ადარებენ სხვადასხვა მაღაზიის ფასებს, ხარისხსა და გაყიდვის შემდგომ მომსახურებას, რათა შემდეგ ყურადღებით აწონ-დაწონონ ვარიანტები და სათანადო შემოწმება ჩაატარონ, რითაც ასცდებიან თავის მოტყუებას, ღვთის სახლს ცოტაოდენ ფულს დაუზოგავენ და ღვთის სახლის ინტერესებს დაზარალებისგან დაიცავენ — ამას არასოდეს აკეთებენ. თუ ძმა ან და ურჩევს, რომ უმჯობესი იქნება ფასების გადამოწმება, ამბობენ: „ფასების გადამოწმება საჭირო არ არის; მომწოდებელი ამბობს, რომ მათი საქონელი საუკეთესოა“. როდესაც ძმა ან და ეკითხება: „შეგიძლია მათთან ფასზე მოლაპარაკება?“ პასუხობენ: „რატომ უნდა მოველაპარაკო ფასზე? უკვე მითხრეს, რა ღირს, და თუ ვაჭრობას დავუწყებ, ეს ნამდვილად სამარცხვინო იქნება და ისე გამოჩნდება, თითქოს ფული არ გვაქვს. ღვთის სახლი ხომ მდიდარია, არა?“ რაოდენ ძვირიც არ უნდა ღირდეს რაიმე ან როგორი ხარისხისაც არ უნდა იყოს, თუკი შესაფერისად მიიჩნევენ, მაშინვე სხვას აყიდვინებენ, და გააკრიტიკებენ, საყვედურს ეტყვიან და დაგმობენ კიდეც ყველას, ვინც ყიდვას დააყოვნებს. არავინ ბედავს მათთვის პირში „არას“ თქმას და არავინ ბედავს რაიმე მოსაზრების გამოთქმას. მსხვილ გარიგებას დებენ თუ მცირე დავალებას ასრულებენ ღვთის სახლისთვის, როგორია მათი პრინციპები? „ღვთის სახლმა უბრალოდ ფული უნდა გადაიხადოს, და დაზარალდება თუ არა ღვთის სახლის ინტერესები, ჩემთან არავითარ კავშირში არ არის. მე უბრალოდ ასე ვაგვარებ საქმეებს; არამორწმუნეებთან კარგი ურთიერთობები უნდა დავამყარო. რასაც არამორწმუნეები ამბობენ, სწორია, და მეც დავეთანხმები. საქმეებს ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად არ მოვაგვარებ. თუ გსურს ჩემი გამოყენება, გამომიყენე; თუ არ გსურს, ნუ გამომიყენებ — შენი გადასაწყვეტია. მე უბრალოდ ასეთი ვარ!“ განა ეს ეშმაკისეული ბუნება არ არის? ასეთი ადამიანები არამორწმუნენი და ურწმუნონი არიან. განა შეიძლება მათი გამოყენება ღვთის სახლის საქმეების მოსაგვარებლად? ამგვარ ადამიანს აქვს გარკვეული განათლება, ძლიერი მხარეები და გარკვეული გარეგნული უნარები, კარგად საუბრობს და ზოგიერთი საქმის მოგვარებაც შეუძლია. მაგრამ რა საქმესაც არ უნდა აგვარებდეს ღვთის სახლისთვის, აუცილებლად დაუფიქრებლად და თავნებად აკეთებს ამას, რითაც აზიანებს ღვთის სახლის ინტერესებს. ასევე დაჟინებით ატყუებს ღვთის სახლს და მალავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ხოლო როგორც კი საქმეს გააფუჭებს, ღვთის სახლს უწევს ვინმეს მოძებნა მის მიერ მოწყობილი არეულობის მოსაწესრიგებლად. ეს არის გარეშე პირებთან შეთქმულებისა და ღვთის სახლის ინტერესების გაყიდვის ტიპური მაგალითი. რით განსხვავდება ეს იუდას მიერ უფლისა და თავისი მეგობრების გაყიდვისგან? როდესაც ამგვარ ადამიანებს მოვალეობის შესასრულებლად იყენებენ, არა მხოლოდ ვერ ასრულებენ მსახურებას ღვთის სახლისთვის, არამედ მფლანგველები და უბედურების მომტანნი აღმოჩნდებიან ხოლმე. მსახურების შემსრულებლებადაც კი არ ვარგან; წმინდა წყლის გადაგვარებულები არიან, მორჩა და გათავდა! ასეთი ადამიანები სწორედაც რომ სატანის მსახურნი და დიდი წითელი დრაკონის ნაშიერნი არიან, და როგორც კი გამოაშკარავდებიან, დაუყოვნებლივ უნდა მოიცილოთ და მოკვეთოთ. როგორც ღვთის მორწმუნეებს და ღვთის სახლის წევრებს, იმ პასუხისმგებლობის შესრულებაც კი არ შეუძლიათ, რომ ღვთის სახლის ინტერესები დაიცვან, აქვთ კი კიდევ სინდისი და გონება? მოდარაჯე ძაღლზე უარესებიც კი არიან!

იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც იუდები არიან, შუბლზე სიტყვა „იუდა“ არ აქვთ მიკრული, მაგრამ მათი ქმედებები და საქციელი ზუსტად იმავე ბუნებისაა, როგორიც იუდასი, და არასოდეს უნდა გამოიყენო ამგვარი ადამიანები. რას ვგულისხმობ სიტყვებში „არასოდეს უნდა გამოიყენო“? ეს ნიშნავს, რომ მათ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიანდო მნიშვნელოვანი საქმეები. თუ ეს უმნიშვნელო საქმეა, რომელიც გავლენას არ ახდენს ღვთის სახლის ინტერესებზე, მათი დროებით გამოყენება დასაშვებია, მაგრამ ამ ტიპის ადამიანი ნამდვილად არ შეესაბამება ადამიანების გამოყენების ღვთის სახლის პრინციპებს, რადგან იუდებად დაიბადნენ და ბუნებით ცუდები არიან. მოკლედ, ეს ადამიანები სახიფათო პიროვნებები არიან და მათი გამოყენება აბსოლუტურად დაუშვებელია. რაც უფრო დიდხანს გამოიყენებ ამგვარ ადამიანებს, მით უფრო მოუსვენრად იგრძნობ თავს, და მით მეტი უარყოფითი შედეგი ექნება ამას მომავალში. ამიტომ, თუ უკვე ნათლად ხედავ, რომ იმ ტიპის ადამიანები არიან, რომლებიც იუდები არიან, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენო — ეს სრული სიმართლეა. მართებულია თუ არა მათ მიმართ ასე მოქცევა? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „მათ მიმართ ასე მოქცევა უსიყვარულობაა. მათ არავინ გაუყიდიათ; როგორ შეიძლება იუდები იყვნენ?“ განა უნდა დაელოდო, სანამ ვინმეს გაყიდიან? როგორ გამოავლინა თავი იუდამ? იყო თუ არა რაიმე ნიშანი იმისა, რომ უფლის გაყიდვას აპირებდა? (დიახ, ფული მოიპარა უფალ იესოს საფულიდან.) ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ყიდიან ღვთის სახლის ინტერესებს, იგივე ბუნება აქვთ, როგორიც იუდას, რომელმაც საფულიდან ფული მოიპარა. როგორც კი ასეთ ადამიანებს დააპატიმრებენ, ისინი ღალატს ჩაიდენენ და ყველაფერს, რაც იციან, სატანას გადასცემენ ისე, რომ არაფერს დაფარავენ. ამგვარ ადამიანს იუდას არსი აქვს. მათი არსი უკვე ნათლად გამოაშკარავდა და მხილებულ იქნა; თუ მათ მაინც გამოიყენებ, განა შარში არ იგდებ თავს? განა ეს ღვთის სახლისთვის განზრახ ზიანის მიყენება არ არის? ზოგიერთები ღიად ამბობენ: „თუ ვინმე გამსხლავს ან თუ ვინმე ისეთ რამეს გააკეთებს, რაც ჩემს ინტერესებს დააზიანებს ან ჩემს კარგად აწყობილ საქმეს ჩაშლის, საკადრისს მიიღებს!“ სწორედ ამგვარ ადამიანს აქვს იუდას არსი; ეს ყველაფერი მეტისმეტად აშკარაა. ისინი თავადვე ეუბნებიან სხვებს, რომ იუდები არიან, ამიტომ ამგვარი ადამიანების გამოყენება ნამდვილად დაუშვებელია.

III. როგორ მოვექცეთ ეკლესიის მეგობრებს

არსებობენ სხვა ტიპის ადამიანები, რომლებიც არც კარგებად შეიძლება ჩაითვალონ და არც ცუდებად და რომლებიც მხოლოდ სახელით არიან მორწმუნენი. თუ დროდადრო სთხოვ რაიმეს გაკეთებას, შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ პროაქტიურად თავის მოვალეობას არ შეასრულებენ, თუკი საამისოდ საქმეს მათთვის არ მოაწყობ. როცა თავისუფალი დრო აქვთ, შეკრებებს ესწრებიან, მაგრამ უცნობია, პირად დროს ჭამენ და სვამენ თუ არა ღვთის სიტყვებს, სწავლობენ თუ არა საგალობლებს ან ლოცულობენ თუ არა. თუმცა, შედარებით კეთილგანწყობილნი არიან ღვთის სახლისა და ეკლესიის მიმართ. რას ნიშნავს შედარებით კეთილგანწყობილი? ეს ნიშნავს, რომ თუ ძმები და დები რაიმეს გაკეთებას სთხოვენ, დათანხმდებიან; თანამორწმუნეობის დასტურად შეუძლიათ გასწიონ დახმარება რამდენიმე საქმის მოგვარებაში, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. თუმცა, თუ მათ დიდ ძალისხმევას ან რაიმე საფასურის გადახდას სთხოვენ, არავითარ შემთხვევაში იმავეს არ გააკეთებენ. თუ ძმა ან და რაიმე გასაჭირშია და მისი დახმარება სჭირდება — მაგალითად, დროდადრო სახლის მიხედვაში, საჭმლის მომზადებაში ან რამდენიმე წვრილმან საქმეში — ან თუ პიროვნებამ იცის უცხო ენა და შეუძლია ძმებსა და დებს წერილების წაკითხვაში დაეხმაროს — ამგვარ საქმეებში დახმარების ხელის გაწვდენა შეუძლია და შედარებით მეგობრულია. როგორც წესი, სხვებთან საერთო ენას პოულობენ და ადამიანებთან ქიშპობა არ სჩვევიათ, მაგრამ შეკრებებს რეგულარულად არ ესწრებიან და მოვალეობის მათთვის დაკისრებას არ ითხოვენ, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე მნიშვნელოვანი ან თუნდაც სახიფათო საქმის აღებაზე. თუ სახიფათო დავალების შესრულებას სთხოვ, აუცილებლად უარით გიპასუხებენ და იტყვიან: „ღვთისადმი რწმენა სიმშვიდის მოსაპოვებლად მჭირდება, მაშ, როგორ შემიძლია სახიფათო დავალებების შესრულება? განა ეს საკუთარი თავისთვის შარის ატეხა არ იქნება? არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია ამის გაკეთება!“ მაგრამ თუ ძმები და დები ან ეკლესია რაიმე წვრილმანის გაკეთებას სთხოვენ, შეუძლიათ დაეხმარონ და მცირეოდენი ძალისხმევა გამოიჩინონ, როგორც მეგობრებმა. ძალისხმევისა და დახმარების ამგვარ ფორმას არ შეიძლება ეწოდოს მოვალეობის შესრულება, არც ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოქმედება და, მითუმეტეს, არ შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება; ეს უბრალოდ ის შემთხვევაა, როდესაც ღვთის მორწმუნეებზე დადებითი წარმოდგენა აქვთ, მათ მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილნი არიან და შეუძლიათ დახმარების ხელის გაწვდენა, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება. რა ჰქვია ამგვარ ადამიანებს? ღვთის სახლი მათ ეკლესიის მეგობრებს უწოდებს. როგორ უნდა მოვეპყროთ იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის მეგობრები არიან? თუ სულიერი მონაცემები და გარკვეული ძლიერი მხარეები აქვთ და შეუძლიათ დაეხმარონ ეკლესიას ზოგიერთი გარე საკითხის მოგვარებაში, მაშინ მსახურების შემსრულებლები და ეკლესიის მეგობრები არიან. იმიტომ, რომ ამგვარი ადამიანები ღვთის მორწმუნეებად არ ითვლებიან და ღვთის სახლი მათ არ აღიარებს. ჰოდა, თუკი ღვთის სახლი არ აღიარებს, განა ღმერთი აღიარებს მორწმუნეებად? (არა.) ამიტომ, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ სთხოვო ამგვარ ადამიანებს, შეუერთდნენ მათ რიგებს, ვინც სრულ განაკვეთზე ასრულებს მოვალეობას. ზოგიერთები ამბობენ: „ზოგი ადამიანი, როდესაც რწმენის გზაზე ახალი დამდგარია, ჯერ სუსტია რწმენაში და მხოლოდ ეკლესიის მეგობრობა სურს. მათ ღვთის რწმენის შესახებ ბევრი რამ არ ესმით, მაშ, როგორ ექნებათ მოვალეობის შესრულების სურვილი? როგორ ექნებათ სურვილი, რომ მთელი გულით გაიღონ თავი?“ ვსაუბრობთ არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ღმერთი სამიდან ხუთ თვემდე ან ერთ წლამდე სწამთ, არამედ ადამიანებზე, რომლებსაც ფორმალურად ღმერთი სწამთ სამ წელზე მეტი ხნის ან თუნდაც ხუთი ან ათი წლის განმავლობაში. რამდენადაც არ უნდა აღიარებდნენ ასეთი ადამიანები ბაგეებით, რომ ღმერთი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და რომ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესია ჭეშმარიტი ეკლესიაა, ეს არ ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი მორწმუნეები არიან. ამგვარი ადამიანების სხვადასხვა გამოვლინებისა და მათი რწმენის წესის საფუძველზე, მათ ეკლესიის მეგობრებს ვუწოდებთ. ნუ მოეპყრობი მათ როგორც ძმებსა და დებს — არ არიან ძმები და დები. ნუ მისცემ ასეთ ადამიანებს ნებას, შეუერთდნენ ეკლესიას სრულ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებლებად და ნუ მისცემ ნებას, შეუერთდნენ მათ რიგებს, ვინც სრულ განაკვეთზე ასრულებს მოვალეობას; ღვთის სახლი ასეთ ადამიანებს არ იყენებს. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „წინასწარგანწყობილი ხომ არ ხარ ამგვარი ადამიანების მიმართ? თუმცა გარეგნულად შეიძლება გულგრილები ჩანდნენ, სინამდვილეში, შინაგანად ძალიან გულანთებულები არიან“. შეუძლებელია, გულწრფელ მორწმუნეებს ღმერთი ხუთი ან ათი წელი სწამდეთ და მაინც გულგრილები იყვნენ; ამგვარი ადამიანების ქცევა უკვე სრულად ააშკარავებს, რომ ურწმუნოები, ღვთის სიტყვებს მოწყვეტილი ადამიანები და არამორწმუნენი არიან. თუ მაინც უწოდებ ძმებსა და დებს და მაინც ამბობ, რომ მათ უსამართლოდ ექცევიან, მაშინ შენს აზრსა და შენს გრძნობებს გამოხატავ.

როგორ უნდა მოვეპყროთ იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის მეგობრები არიან? ისინი გულთბილები არიან და მცირე რაოდენობის საქმეების მოგვარებაში დახმარების სურვილი აქვთ. თუ მათი საჭიროება არსებობს, შეგიძლია მისცე მცირე რაოდენობის საქმეების მოგვარების შესაძლებლობა. თუ რაიმეს გაკეთება შეუძლიათ, მიეცი ამის გაკეთების ნება. რაც შეეხება იმ საქმეებს, რომლებსაც კარგად ვერ გააკეთებენ და შეიძლება გააფუჭონ კიდეც, არავითარ შემთხვევაში არ მიანდო ასეთი დავალებები, რათა თავიდან აირიდო შარი — არ უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება, მათი კეთილი განზრახვების გამო თავი ვალდებულად იგრძნო. მათ არ ესმით ჭეშმარიტება და არც პრინციპები ესმით. თუ არსებობს გარე საკითხები, რომელთა მოგვარებაც შეუძლიათ, მიეცი ამის ნება, მაგრამ არასოდეს მისცე უფლება, მოაგვარონ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ეკლესიის საქმეზე — ასეთ შემთხვევაში, მათი კეთილი განზრახვები და ენთუზიაზმით სავსე დახმარება უნდა უარყო. როდესაც ამგვარ ადამიანს შეხვდები, მასთან მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობა იქონიე და ამით შემოიფარგლე; მას სერიოზულად ნუ მიუდგები. რატომ არ უნდა მიუდგე სერიოზულად? იმიტომ, რომ მხოლოდ ეკლესიის მეგობრები არიან და ძმები და დები სულაც არ არიან. შეესაბამებიან თუ არა ასეთი ადამიანები ადამიანების გამოყენების ღვთის სახლის პრინციპებს? (არა.) ამიტომ, თუ ამგვარი ადამიანი არ ესწრება შეკრებებს, არ უსმენს ქადაგებებს ან არ ასრულებს მოვალეობას, მისი მოწვევის საჭიროება არ არსებობს. თუ არ ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს ან არ ლოცულობენ, თუ არ ეძიებენ ჭეშმარიტება-პრინციპებს, როდესაც რაიმე ხდება მათ თავს, და თუ არ სურთ ძმებთან და დებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერის ან დახმარების საჭიროება არ არსებობს. ხუთი სიტყვა — ყურადღებას ნუ მიაქცევ. ნუ მიუდგები სერიოზულად იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის მეგობრები და ურწმუნოები არიან, და ყურადღებას ნუ მიაქცევ. არ არის საჭირო მათზე წუხილი და არც მათი მოკითხვის საჭიროება არსებობს. რატომ არ უნდა მოიკითხო? რა აზრი აქვს ისეთი ადამიანების მოკითხვას, რომლებსაც ჩვენთან არავითარი კავშირი არ აქვთ? ეს ზედმეტია, არა? გსურთ ამგვარი ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევა? შესაძლოა მოგწონთ სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, გსურთ იზრუნოთ და გაინტერესებთ: „როგორ არიან ახლა? დაქორწინებულები არიან თუ არა? კარგად თუ არიან? ახლა რას აკეთებენ?“ როგორც არ უნდა იყვნენ, ეს შენ არ გეხება. რა აზრი აქვს ამაზე წუხილს? ყურადღებას ნუ მიაქცევ და ნურც იმსჯელებ მათზე. ზოგიერთებს უყვართ მსჯელობა, მაგალითად, ასეთი: „ხედავ? წესიერად არ სწამთ ღმერთი, დღენიადაგ დამთრგუნველი და დამქანცველი ცხოვრებით ცხოვრობენ, და მუდმივად ასეთი დაღლილები და გამოფიტულები ჩანან“ ან: „ხედავ? წესიერად არ სწამთ ღმერთი, ამიტომ სიმშვიდეს ვერ ღირსებიან და მათ ოჯახში ისევ რაღაც ცუდი მოხდა“. ეს ყველაფერი სისულელეა და არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. როგორ ცხოვრობენ თავიანთ ცხოვრებას და როგორ მიუყვებიან თავიანთ გზას, შენი საქმე არ არის. არც კი ახსენო ისინი; მათთან ერთსა და იმავე გზაზე არ დგახარ. შენ მთელი გულით მზად ხარ, თავი გაიღო ღვთისათვის, და სრულ განაკვეთზე ასრულებ შენს მოვალეობას, უბრალოდ გსურს ეძიებდე ჭეშმარიტების მოპოვებას და ხსნის მიღწევას, და რასაც არ უნდა ამბობდეს ღმერთი, გსურს ყველაფერი გააკეთო მის დასაკმაყოფილებლად; იმ ადამიანებს გულში ეს ყველაფერი არ აქვთ. როდესაც ბოროტ ტენდენციებს ხედავ, გძაგს ისინი და ზიზღს იწვევს შენში, და გრძნობ, რომ ამ სამყაროში ცხოვრება ბედნიერება არ არის, და ბედნიერების პოვნა მხოლოდ ღვთის რწმენით შეგიძლია; მაშინ როცა ისინი შენი სრული ანტიპოდები არიან: ეს ამტკიცებს, რომ შენთან ერთსა და იმავე გზაზე არ დგანან. ამგვარ ადამიანთან მოპყრობის ღვთის სახლის პრინციპი ისაა, რომ თუ მას დახმარების სურვილი აქვს, ღვთის სახლს შეუძლია მისცეს შესაძლებლობა, თუკი არ იარსებებს პოტენციური უარყოფითი შედეგები. თუ ღვთის სახლს ისინი საერთოდ არ სჭირდება და მაინც სურთ დახმარება, მაშინ უმჯობესია ზრდილობიანად უარი უთხრა — ნუ გადაეყრები შარს. მორწმუნეები ყოველდღე ჭეშმარიტებაზე თანაზიარებენ და გასხვლას იღებენ, მაგრამ მაინც შეუძლიათ ზედაპირულად აკეთონ საქმე, მაშ, შეუძლიათ კი ეკლესიის მეგობრებს საქმეების სათანადოდ მოგვარება ყოველგვარი საზღაურის გარეშე? (არა, არ შეუძლიათ.) მითხარი, არის თუ არა ეს ადამიანებზე ცუდად ფიქრი? არის თუ არა ეს ადამიანების ზედმეტად უარყოფით შუქზე დანახვა? (არა, არ არის.) ეს არის ფაქტებზე დაყრდნობით საუბარი, ადამიანების არსზე დაყრდნობით საუბარი. ნუ იქნები უვიცი, ნუ იქნები სულელი და ნუ ჩაიდენ რაიმე სიბრიყვეს. მორწმუნეებმა მაინც უნდა გაიარონ გასხვლა, სამსჯავრო და გაკიცხვა, მკაცრი წვრთნა, გვემა და მხილება, სანამ მათი მოვალეობის შესრულება ნელ-ნელა ღვთის განზრახვასთან შესაბამისი არ გახდება. ეკლესიის მეგობარი ან არამორწმუნე საერთოდ არ იღებს არავითარ ჭეშმარიტებას, და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, მაშ, რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს მის მიერ ღვთის სახლისთვის ან ძმებისა და დებისთვის საქმეების მოგვარებამ? ეს სრულიად გამორიცხულია. უბრალოდ მართებული იქნება, რომ ყურადღება არ მიაქციო ამგვარ ადამიანებს, არა? (დიახ.) რას ნიშნავს „ყურადღება არ მიაქციო“? ეს ნიშნავს, რომ ღვთის სახლი მათ მორწმუნეებად არ მიიჩნევს. შეუძლიათ ღმერთი ისე სწამდეთ, როგორც თავად სურთ, მაგრამ ღვთის სახლის საქმესა და საკითხებთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ. დახმარების სურვილი აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და განვსაზღვროთ, შეეფერებათ თუ არა ამის გაკეთება, და თუ არ შეეფერებათ, არ შეგვიძლია მივცეთ ეს შესაძლებლობა. მითხარი, შეესაბამება თუ არა ასე მოქცევა პრინციპებს? გვაქვს თუ არა უფლება, ასე მოვეპყროთ ასეთ ადამიანებს? ნამდვილად!

IV. როგორ მოვექცეთ თანამდებობიდან გათავისუფლებულ ადამიანებს

არსებობენ სხვა ტიპის ადამიანებიც, კერძოდ ისინი, ვინც თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორ უნდა მოვეპყროთ მათ? განურჩევლად იმისა, ეს ადამიანები იმის გამო გაათავისუფლეს, რომ არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება და ცრუ წინამძღოლებად არიან მიჩნეულნი, თუ იმის გამო, რომ ანტიქრისტეთა გზას მიჰყვებიან და ანტიქრისტეების ტიპის ადამიანებად არიან მიჩნეულნი, აუცილებელია სხვა საქმეზე მათი გონივრულად განაწილება და მათთვის გონივრული დავალებების მიცემა. თუ ანტიქრისტეები არიან, რომლებმაც ბევრი ბოროტი საქმე ჩაიდინეს, მაშინ, რასაკვირველია, უნდა გაირიცხონ; თუ ბევრი ბოროტი საქმე არ ჩაუდენიათ, მაგრამ ანტიქრისტეს არსი აქვთ და ანტიქრისტეებად ხასიათდებიან, მაშინ, სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ მცირედით მაინც მსახურების შესრულება ხელის შეშლისა და არევ-დარევის გარეშე, მათი გარიცხვა საჭირო არ არის — მიეცით მსახურების გაგრძელების ნება და მონანიების შანსი. გათავისუფლებული ცრუ წინამძღოლების შემთხვევაში, დაავალეთ მათ სხვადასხვა საქმის შესრულება მათი ძლიერი მხარეებისა და იმ მოვალეობების საფუძველზე, რომელთა შესრულებაც შეეფერებათ, მაგრამ მათ აღარ აქვთ ეკლესიის წინამძღოლებად მსახურების უფლება; იმ წინამძღოლებისა და მუშაკების შემთხვევაში, რომლებიც გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მათი სულიერი მონაცემები უკიდურესად სუსტია და მათ არ შეუძლიათ რაიმე საქმის კეთება, ასევე დაავალეთ სხვადასხვა საქმის შესრულება მათი ძლიერი მხარეებისა და იმ მოვალეობების საფუძველზე, რომელთა შესრულებაც შეეფერებათ, მაგრამ მათი წინამძღოლად ან მუშაკად დაწინაურება აღარ შეიძლება. რატომ არ შეიძლება? უკვე გამოიცადნენ. გამოაშკარავდნენ და უკვე ნათლად ჩანს, რომ ასეთი ადამიანების სულიერი მონაცემები და მუშაობის უნარი მათ წინამძღოლობისთვის შეუფერებელს ხდის. თუ წინამძღოლობისთვის შეუფერებელნი არიან, ნუთუ არ შეუძლიათ სხვა მოვალეობების შესრულება? აუცილებელი არ არის, რომ ასე იყოს. სუსტი სულიერი მონაცემები მათ წინამძღოლობისთვის შეუფერებელს ხდის, მაგრამ სხვა მოვალეობების შესრულება შეუძლიათ. გათავისუფლების შემდეგ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ აკეთონ ის, რაც შეეფერებათ. მათ არ უნდა ჩამოერთვათ მოვალეობის შესრულების უფლება; მათი ხელახლა გამოყენება კვლავაც შესაძლებელია, როდესაც მომავალში მათი სულიერი ზრდა მოხდება. ზოგიერთებს ათავისუფლებენ იმის გამო, რომ ახალგაზრდები არიან, არ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და ასევე აკლიათ მუშაობის გამოცდილება, ამიტომ არ შეუძლიათ საქმესთან გამკლავება, და მათ საბოლოოდ ათავისუფლებენ. ამგვარი ადამიანების გათავისუფლებისას დასაშვებია გარკვეული მოქნილობა. თუ მათი ადამიანობა სტანდარტს შეესაბამება და მათი სულიერი მონაცემები საკმარისია, მათი გამოყენება დაქვეითების შემდეგაც შეიძლება, ან შეიძლება მათთვის შესაფერის სხვა საქმეზე გადაყვანა. როგორც კი მათი მხრიდან ჭეშმარიტების გაგება თვალსაჩინო გახდება და ისინი ეკლესიის საქმესთან შეხებისა და მუშაობის მცირე გამოცდილებას მიიღებენ, ასეთი ადამიანების ხელახლა დაწინაურება და კულტივირება კვლავაც შესაძლებელი იქნება მათი სულიერი მონაცემების საფუძველზე. თუ მათი ადამიანობა სტანდარტს შეესაბამება, მაგრამ სულიერი მონაცემები უკიდურესად სუსტია, მაშინ მათ კულტივირებას არავითარი ღირებულება არ გააჩნია, და მათი კულტივირება ან შენარჩუნება აბსოლუტურად დაუშვებელია.

გათავისუფლებულთა შორის არიან ორი ტიპის ადამიანები, რომელთა ხელახლა დაწინაურება და კულტივირება აბსოლუტურად დაუშვებელია. პირველია ანტიქრისტეები, ხოლო მეორე — ისინი, ვისი სულიერი მონაცემებიც მეტისმეტად დაბალია. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც არ მიიჩნევიან ანტიქრისტეებად, მაგრამ აქვთ ცუდი ადამიანობა, არიან ეგოისტები და მზაკვრები, და მათგან ზოგიერთები ზარმაცები არიან, ხარბად ესწრაფვიან ხორციელ სიამეებს და არ შეუძლიათ გასაჭირის ატანა. ასეთ ადამიანებს უკიდურესად კარგი სულიერი მონაცემებიც რომ ჰქონდეთ, მათი ხელახლა დაწინაურება დაუშვებელია. თუ მცირეოდენი სულიერი მონაცემები აქვთ, მაშინ დაე, აკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, თუკი ამისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება; მოკლედ, ნუ დააწინაურებთ წინამძღოლად ან მუშაკად. სულიერი მონაცემებისა და მუშაობის უნარის გარდა, წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ესმოდეთ ჭეშმარიტება, ჰქონდეთ ეკლესიისთვის პასუხისმგებლობის ტვირთი, შეეძლოთ მუხლჩაუხრელად შრომა და ტანჯვის ატანა, და უნდა იყვნენ ბეჯითები და არა ზარმაცები. გარდა ამ ყველაფრისა, შედარებით პატიოსნები და მართლები უნდა იყვნენ. აბსოლუტურად დაუშვებელია მზაკვარი ადამიანების შერჩევა. ისინი, ვინც მეტისმეტად მრუდე და მზაკვრები არიან, ყოველთვის ინტრიგებს ხლართავენ ძმებისა და დების, თავიანთი ზემდგომებისა და ღვთის სახლის წინააღმდეგ. მთელ დღეებს მხოლოდ მზაკვრულ ფიქრებში ატარებენ. ამგვარ ადამიანთან ურთიერთობისას, მუდმივად უნდა გამოიცნო, სინამდვილეში რას ფიქრობენ, მუდმივად უნდა არკვიო, კონკრეტულად რას აკეთებდნენ ბოლო დროს, და ყოველთვის თვალყური უნდა ადევნო. მათი გამოყენება მეტისმეტად მომქანცველი და შემაწუხებელია. თუ ამგვარი ადამიანი მოვალეობების შესასრულებლად დაწინაურდება, ცოტათიც რომ ესმოდეს მოძღვრება, პრაქტიკაში მას არ გამოიყენებს, და ყოველი შესრულებული საქმისთვის სარგებელსა და გამორჩენას მოელის. ასეთი ადამიანების გამოყენება მეტისმეტად შემაწუხებელი და ბევრი უსიამოვნების მომტანია, ამიტომ მათი დაწინაურება დაუშვებელია. ამგვარად, როცა საქმე შეეხება ანტიქრისტეებს, უკიდურესად დაბალი სულიერი მონაცემების მქონეებს, ცუდი ადამიანობის მქონეებს, ზარმაცებს, რომლებიც ხარბად ესწრაფვიან ხორციელ სიამეებს და არ შეუძლიათ გასაჭირის ატანა, და მათ, ვინც უკიდურესად მრუდე და მზაკვარია — როგორც კი ამგვარი ადამიანები გამოაშკარავდებიან და გამოყენების შემდეგ გათავისუფლდებიან, მეორედ აღარ დააწინაუროთ; ნუ გამოიყენებთ მათ არასწორად მას შემდეგ, რაც ბოლომდე ამოიცნობთ. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ეს ადამიანი წინათ ანტიქრისტედ დახასიათდა. შევამჩნიეთ, რომ უკვე გარკვეული დროა, კარგად ასრულებს მოვალეობას, შეუძლია ძმებთან და დებთან ნორმალური ურთიერთობა და სხვებს აღარ ბოჭავს. იქნებ შეიძლება მისი დაწინაურება?“ ნუ იჩქარებთ — როგორც კი დაწინაურდება და სტატუსს მოიპოვებს, მისი ანტიქრისტეს ბუნება გამოაშკარავდება. სხვებმა შეიძლება თქვან: „ამ ადამიანის სულიერი მონაცემები წარსულში უკიდურესად დაბალი იყო; როდესაც ორი ადამიანის მუშაობის ზედამხედველობა სთხოვეს, არ შეეძლო დავალებების განაწილება, და თუ ორი რამ ერთდროულად ხდებოდა, არ შეეძლო საქმის გონივრულად ორგანიზება. ახლა, როცა ცოტათი ასაკი მოემატა, უკეთესად გაართმევს თავს ამ ყველაფერს, არა?“ არის კი ეს განცხადება საფუძვლიანი? (არა.) როდესაც ორი რამ ერთდროულად ხდება, ეს ადამიანი იბნევა და არ იცის, როგორ გაუმკლავდეს მათ. არ შეუძლია ვინმეს ან რაიმეს ბოლომდე ამოცნობა. მისი სულიერი მონაცემები იმდენად დაბალია, რომ არ გააჩნია მუშაობის ან აღქმის უნარი. ასეთი ადამიანის ხელახლა წინამძღოლად დაწინაურება აბსოლუტურად დაუშვებელია. ეს ასაკის საკითხი არ არის. დაბალი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებს ოთხმოცი წლის ასაკშიც დაბალი სულიერი მონაცემები ექნებათ. ისე არ არის, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ, თითქოს ასაკის მატებასა და მეტი გამოცდილების მიღებასთან ერთად, ადამიანს ყველაფრის გაგება შეუძლია — ასე არ არის. უბრალოდ ცხოვრებისეული გამოცდილება ექნება, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება სულიერ მონაცემებს არ უტოლდება. რამდენი რამეც არ უნდა გამოცადოს ადამიანმა ან რამდენი გაკვეთილიც არ უნდა ისწავლოს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი სულიერი მონაცემები გაუმჯობესდება.

თუ ვინმეს ადამიანობა მეტისმეტად ეგოისტური, მეტისმეტად მზაკვრული და მეტისმეტად ბოროტია, და თუ სავსეა მზაკვრული გეგმებით და თუკი ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, შეუძლია კი ამგვარ ადამიანს შეცვლა? სწორედ ამ მიზეზების გამო გაათავისუფლეს; ახლა ათი წელი გავიდა და ბევრ ქადაგებას მოუსმინა — ნუთუ მისი ადამიანობა აღარ არის ეგოისტური, მრუდე და მზაკვრული? გეტყვი: ამგვარი ადამიანი არ შეიცვლება, კიდევ 20 წლის შემდეგაც ზუსტად ისეთივე იქნება. ამიტომ, თუ 20 წლის შემდეგ კვლავ შეხვდები და ჰკითხავ, ისევ ისეთივე ეგოისტი და მზაკვარია თუ არა, ამას თავადაც კი აღიარებს. რატომ არ შეიცვლებიან ცუდი ადამიანობის მქონე ადამიანები? შეუძლიათ შეცვლა? დავუშვათ, რომ შეეძლოთ შეცვლა, რა უნდა ყოფილიყო ამის საფუძველი და პირობები? უნდა შეეძლოთ ჭეშმარიტების მიღება. ცუდი ადამიანობის მქონე ადამიანები არ იღებენ ჭეშმარიტებას, შინაგანად მათ ეზიზღებათ, სძულთ, აბუჩად იგდებენ და მტრულად ეკიდებიან დადებით რამეებს — უბრალოდ არ შეუძლიათ შეიცვალონ. ამიტომ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ნუ დააწინაურებ მათ, რადგან შეცვლა არ შეუძლიათ. შესაძლოა, 20 წლის შემდეგ კიდევ უფრო მოუხელთებელი გახდეს და უფრო უკეთ ისწავლოს სასიამოვნო სიტყვებისა და ისეთი რამეების თქმა, რაც სხვებს ატყუებს. მაგრამ თუ გექნება ურთიერთობა ამ ადამიანებთან და დააკვირდები მათ ქმედებებს, ერთ ფაქტს აღმოაჩენ — კერძოდ იმას, რომ საერთოდ არ შეცვლილან. ფიქრობ, რომ ამდენი წლის გასვლის, ამდენი ქადაგების მოსმენისა და ღვთის სახლში ამდენი ხნის განმავლობაში მოვალეობის შესრულების შემდეგ, წესით უნდა შეცვლილიყვნენ — ცდები! არ შეიცვლებიან. რატომ? ამდენ ქადაგებას მოუსმინეს და ამდენი ღვთის სიტყვა წაიკითხეს, მაგრამ არცერთ წინადადებას არ იღებენ და პრაქტიკაში არ იყენებენ, ამიტომ ოდნავაც არ შეცვლილან, მათი შეცვლა შეუძლებელია. როგორც კი ასეთი ადამიანები გამოაშკარავდებიან და გათავისუფლდებიან, მათი ხელახლა გამოყენება დაუშვებელია, და თუ მაინც გამოიყენებ, ამით ღვთის სახლსა და ძმებსა და დებს აზიანებ. თუ არ ხარ დარწმუნებული, უბრალოდ დააკვირდი, როგორ იქცევიან, და ნახე, ვის ინტერესებს იცავენ, როდესაც ისეთ რამეებს აწყდებიან, რაც მათ საკუთარ ინტერესებს ღვთის სახლის ინტერესებთან კონფლიქტში მოაქცევს; აბსოლუტურად არ გაწირავენ საკუთარ ინტერესებს და ყველაფერს არ გააკეთებენ ღვთის სახლის ინტერესების დასაცავად. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, სანდონი არ არიან და არ იმსახურებენ ღვთის სახლის მიერ დაწინაურებასა და გამოყენებას. სწორედ ამიტომ, ასეთ ადამიანებს არ უწერიათ იყვნენ გამოყენებულნი. განა შეუძლიათ შეცვლა ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებას არ იღებენ? ეს შეუძლებელია და სულელის ოცნებაა!

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ზარმაცები არიან, ხარბად ესწრაფვიან ხორციელ სიამეებს და არ შეუძლიათ უმცირესი გასაჭირის ატანაც კი, მათი შეცვლა კიდევ უფრო შეუძლებელია. წინამძღოლად ყოფნის პერიოდში არავითარ გასაჭირს არ იტანენ და იმ გასაჭირსაც კი ვერ უძლებენ, რომლის ატანაც ჩვეულებრივ ძმებსა და დებს შეუძლიათ. მოვალეობის შესრულებისას მხოლოდ ზედაპირულად აკეთებენ საქმეს — ატარებენ შეკრებებს და ქადაგებენ ზოგიერთ მოძღვრებას, შემდეგ კი დასაძინებლად მიდიან, რათა საკუთარ თავზე კარგად იზრუნონ. თუ ღამით ცოტა გვიანაც კი დაიძინებენ, დილით, როცა ძმები და დები დგებიან, მათ კვლავაც ღრმად სძინავთ. არ სურთ, რომ ოდნავ მაინც დაიღალონ ან ოდნავ მაინც დაკავებულები იყვნენ, ან უმცირესი გასაჭირი მაინც აიტანონ. არავითარ საფასურს არ იხდიან და არავითარ რეალურ საქმეს არ აკეთებენ. სადაც არ უნდა წავიდნენ, როგორც კი კარგ საჭმელ-სასმელს დაინახავენ, იმდენად ბედნიერად გრძნობენ თავს, რომ ყველაფერი ავიწყდებათ, არსად მიდიან, უბრალოდ იქ რჩებიან, ჭამენ, სვამენ, ერთობიან და საერთოდ არავითარ საქმეს არ აკეთებენ. არ უსმენენ, როდესაც ზემდგომისგან გასხვლას იღებენ, და არც ძმებისა და დებისგან იღებენ შეხსენებებსა და გაკიცხვას. ირჩევენ იმას, რომ იცხოვრონ რაც შეიძლება კომფორტულად, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე და თავიანთი პასუხისმგებლობების ან მოვალეობის შესრულების გარეშე, ამიტომ სრულიად გამოუსადეგარნი ხდებიან. განა შეუძლიათ ასეთ ადამიანებს შეცვლა? ამგვარი ადამიანები მეტისმეტად ზარმაცები არიან, ხარბად ესწრაფვიან ხორციელ სიამეებს; არ შეუძლიათ შეცვლა. ასეთები არიან ახლა და ასეთები იქნებიან მომავალშიც. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ის ადამიანი შეიცვალა, უკვე გარკვეული დროა, დიდ ძალისხმევას იჩენს თავის საქმეში“. ნუ იჩქარებ. თუ მას წინამძღოლად დააწინაურებ, ძველ გზებს დაუბრუნდება — უბრალოდ ასეთია. აზარტულ მოთამაშეს ჰგავს, რომელიც, როცა ფული უთავდება, თამაშს მაინც განაგრძობს, თუნდაც ფულის სესხება, სახლის გაყიდვა ან ცოლ-შვილის გაყიდვამაც კი მოუწიოს. თუ ბოლო დროს არ თამაშობს, ეს შეიძლება იმიტომ ხდებოდეს, რომ კაზინო დაიხურა და სათამაშო ადგილი აღარ არის, ან იმიტომ, რომ მისი ყველა მოთამაშე მეგობარი დაიჭირეს და აღარავინ ჰყავს, ვისთან ერთადაც ითამაშებს, ან იმიტომ, რომ გაყიდა ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეეძლო, და სათამაშოდ ფული აღარ დარჩა. როგორც კი ფული ჩაუვარდება ხელში, კვლავ დაიწყებს თამაშს და თავის დანებებას ვეღარ შეძლებს — უბრალოდ ასეთია. მსგავსადვე, მათ, ვინც ზარმაცები არიან და ხარბად ესწრაფვიან ხორციელ სიამეებს, ასევე არ შეუძლიათ შეცვლა. როგორც კი გარკვეულ სტატუსს მოიპოვებენ, მაშინვე თავიანთ პირვანდელ სახეს იბრუნებენ და მათი ნამდვილი სახე გამოაშკარავდება. როდესაც სტატუსი არ აქვთ, არავინ აფასებს მათ და არავინ ემსახურება, და თუ არაფერს აკეთებენ, მაშინ ისინი უნდა მოიცილონ, რადგან ეკლესია უქნარა ადამიანებს არ ინახავს, ამიტომ სხვა გზა არ აქვთ და ზოგიერთ საქმეს უხალისოდ აკეთებენ. საქმეებს სხვებისგან განსხვავებულად აკეთებენ. სხვები საქმეებს საკუთარი ინიციატივით აკეთებენ, მაშინ როცა ისინი — იძულებით. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არავითარი განსხვავება არ არის, არსებითად განსხვავება არსებობს. სხვები, როდესაც სტატუსი აქვთ, აკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ, და შეუძლიათ თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულება; ეს ადამიანები კი, როცა სტატუსი აქვთ, იყენებენ შესაძლებლობას იმისთვის, რათა დატკბნენ თავიანთი სტატუსის სიკეთეებით, და არავითარ საქმეს არ აკეთებენ, რითაც მათი სიზარმაცისა და კომფორტისკენ სწრაფვის ბუნება-არსება მჟღავნდება. ამიტომ, ამგვარი ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლებიან, და როგორც კი გამოაშკარავდებიან და გათავისუფლდებიან, ასეთი ადამიანების ხელახლა დაწინაურება და გამოყენება არასოდეს შეიძლება — ეს არის პრინციპი.

როდესაც საქმე ეხება განსხვავებულ სიტუაციებში მოხვედრილ ადამიანებს, არსებობს მათი დაწინაურებისა და გამოყენების პრინციპები. მინიმალური სტანდარტია, რომ შეუძლიათ ძალისხმევის გაღება და ღვთის სახლში მსახურების შესრულება არევ-დარევის გარეშე; ასეთ შემთხვევაში, შეუძლიათ ღვთის სახლში მოვალეობის შესრულება. თუ ამ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, მაშინ, როგორიც არ უნდა იყოს მათი ადამიანობა და ძლიერი მხარეები, არ შეეფერებიან მოვალეობის შესრულებას, და ამგვარი ადამიანები უნდა მოიკვეთონ მოვალეობის შემსრულებელთა რიგებიდან. თუ ადამიანის ადამიანობა ბოროტგანზრახულია და ანტიქრისტესას უტოლდება, მაშინ, როგორც კი დადასტურდება, რომ ანტიქრისტეა, ღვთის სახლი არასოდეს გამოიყენებს მას, არც დააწინაურებს და არც მის კულტივირებას მოახდენს. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „შეიძლება თუ არა, რომ მსახურების შესრულების შესაძლებლობა მივცეთ?“ გააჩნია ვითარებას. თუ მათ მიერ მსახურების შესრულებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს და ღვთის სახლს საზიანო შედეგები მოუტანოს, მაშინ ღვთის სახლი მსახურების შესრულების შესაძლებლობასაც კი არ მისცემს. თუ იციან, რომ თავად არიან გარიცხული ბოროტმოქმედები ან ანტიქრისტეები, მაგრამ სურთ მსახურების შესრულება, ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც ეკლესია დაავალებს, და შეუძლიათ მსახურების წესიერად შესრულება ღვთის სახლის ინტერესების დაზიანების გარეშე, ასეთ შემთხვევაში მათი შენარჩუნება შესაძლებელია. თუ მსახურების წესიერად შესრულებასაც კი ვერ ახერხებენ, და მათ მსახურებას სიკეთეზე მეტი ზიანი მოაქვს, მაშინ ამის შესაძლებლობაც კი არ ექნებათ, და მსახურება რომც შეასრულონ, ღვთის სახლი მაინც არ გამოიყენებს მათ, რადგან არც კი არიან კვალიფიციურნი ან არ აკმაყოფილებენ მსახურების შესრულების კრიტერიუმებს. ამიტომ ამგვარი ადამიანები არ უნდა დაბრუნდნენ — წავიდნენ იქ, სადაც სურთ. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „თუ ღვთის სახლი არ გამომიყენებს, მაშინ თავად ვიქადაგებ სახარებას და იმ ადამიანებს, რომლებსაც სახარების ქადაგებით მოვიპოვებ, ღვთის სახლს გადავცემ“. იქნება თუ არა ეს მისაღები? (დიახ.) ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „შენ იმ ადამიანს მსახურების შესასრულებლადაც კი არ გამოიყენებდი, მაშ, რა საფუძვლით უნდა გადმოგცეს ის ხალხი, რომლებსაც სახარების ქადაგებით მოიპოვებს? რა საფუძვლით უნდა იქადაგოს სახარება შენთვის?“ ღვთის სახლი მას სხვადასხვა მიზეზის გამო არ იყენებს. ერთი ის არის, რომ არ შეესაბამება ადამიანების გამოყენების ღვთის სახლის პრინციპებს. მეორე ის, რომ ღვთის სახლი ვერ ბედავს ამგვარი ადამიანის გამოყენებას, რადგან, როგორც კი მას გამოიყენებს, პრობლემებს ბოლო არ ექნება. მაშ, როგორ უნდა ავხსნათ ის საკითხი, რომ მას სახარების ქადაგების სურვილი აქვს? ის, რაზეც სახარების ქადაგებისას მოწმობს, არის ღმერთი, და სწორედ ღვთის სიტყვებისა და ღვთის საქმის გამო შეუძლია ადამიანების მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები იმ პიროვნების მიერ სახარების ქადაგებით იქნენ მოპოვებულნი, ეს არავითარ შემთხვევაში არ ითვლება მის დამსახურებად. საუკეთესო შემთხვევაში, ეს უბრალოდ, მისი, როგორც ადამიანის, პასუხისმგებლობების შესრულებაა. განურცევლად იმისა, ანტიქრისტე ხარ თუ ბოროტმოქმედი, მოცილებული ხარ თუ გარიცხული, როგორც ადამიანის, შენი პასუხისმგებლობების შესრულება ის არის, რაც უნდა გააკეთო. რატომ ვამბობ, რომ ეს ის არის, რაც უნდა გააკეთო? ღვთისგან ჭეშმარიტებათა ასეთი დიდი მარაგი მიიღე, და ეს ასევე ღვთის გულის სისხლია. ღვთის სახლი გრწყავდა და გამარაგებდა ამდენი წლის განმავლობაში, მაგრამ განა ღმერთი ითხოვს რაიმეს შენგან? არა. ღვთის სახლის მიერ დარიგებული ყველა სხვადასხვა წიგნი უფასოა, არავის უწევს არცერთი თეთრის დახარჯვა. მსგავსადვე, მარადიული სიცოცხლის ჭეშმარიტი გზა და სიცოცხლის სიტყვები, რომლებსაც ღმერთი ადამიანებს ანიჭებს, უფასოა, და ღვთის სახლის ქადაგებებისა და თანაზიარებების მოსმენა ყველასთვის უფასოა. ამიტომ, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ თუ განსაკუთრებული ჯგუფის წევრი, ღვთისგან უფასოდ იმდენი ჭეშმარიტება მიიღე, რომ ნამდვილად მართებულია, ადამიანებში ღვთის სიტყვები და ღვთის სახარება გაავრცელო და ადამიანები ღვთის წინაშე წარადგინო, განა ასე არ არის? ღმერთმა კაცობრიობას ყველა ჭეშმარიტება მიანიჭა; ვის შეუძლია ასეთი დიდი სიყვარულის საზღაურის გადახდა? ღვთის მადლი, ღვთის სიტყვები და ღვთის სიცოცხლე ფასდაუდებელია, და არცერთ ადამიანს არ შეუძლია მათი საზღაურის გადახდა! არის კი ადამიანის სიცოცხლე ასეთი ძვირფასი? შეიძლება თუ არა, რომ ჭეშმარიტების ტოლფასი იყოს? ამგვარად, არავის შეუძლია ღვთის სიყვარულისა და მადლის საზღაურის გადახდა, და ეს მოიცავს მათაც, ვინც ეკლესიამ მოიცილა, გარიცხა და მოკვეთა — ისინი გამონაკლისს არ წარმოადგენენ. სანამ მცირედი სინდისი, გონება და ადამიანობა შემოგრჩენია, როგორადაც არ უნდა გექცეოდეს ღვთის სახლი, უნდა შეასრულო შენი ვალდებულება, გაავრცელო ღვთის სიტყვები და იმოწმო მისი საქმის შესახებ. ეს ადამიანთა გარდაუვალი პასუხისმგებლობაა. ამიტომ, რამდენ ადამიანსაც არ უნდა უქადაგო ღვთის სიტყვები და მისი სახარება ან რამდენი ადამიანიც არ უნდა მოიპოვო, ეს არ არის ისეთი რამ, რის გამოც ქებას დაიმსახურებ. ღმერთმა ამდენი ჭეშმარიტება გამოხატა, შენ კი არ უსმენ ან არ იღებ მათ. ნამდვილად, მცირედი მსახურების შესრულება და სხვებისთვის სახარების ქადაგება ის არის, რაც უნდა აკეთო, განა ასე არ არის? იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ამხელა გზა გამოიარე, განა არ უნდა მოინანიო? განა არ უნდა ეძებო შესაძლებლობები ღვთის სიყვარულის საზღაურის გადასახდელად? ნამდვილად უნდა ეძებო! ღვთის სახლს აქვს ადმინისტრაციული განკარგულებები, და ადამიანების მოცილება, მათი გარიცხვა და მოკვეთა არის ის, რაც ადმინისტრაციული განკარგულებებისა და ღვთის მოთხოვნების შესაბამისად კეთდება — ამის კეთება სწორია. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „გარკვეულწილად უხერხულია ეკლესიაში იმ ადამიანების მიღება, რომლებიც მოცილებულთა ან გარიცხულთა მიერ სახარების ქადაგებით იქნენ მოპოვებულნი“. სინამდვილეში, ეს არის მოვალეობა, რომელიც ადამიანებმა უნდა შეასრულონ, და აქ უხერხული არაფერია. ადამიანები შექმნილი არსებები არიან. მოცილებული ან გარიცხულიც რომ იყო, როგორც ბოროტმოქმედი ან ანტიქრისტე დაგმობილი ან მოკვეთის სამიზნედ ქცეული, განა მაინც შექმნილი არსება არ ხარ? როგორც კი მოგიცილებენ, განა ღმერთი მაინც შენი ღმერთი არ არის? განა ის სიტყვები, რომლებიც ღმერთმა გითხრა, და ის, რითაც ღმერთმა უზრუნველგყო, ერთი ხელის მოსმით იშლება? წყვეტენ კი ისინი არსებობას? ისინი კვლავაც არსებობენ, უბრალოდ შენ არ გაუფრთხილდი მათ. ყველა მოქცეული ადამიანი, ვინც არ უნდა მოაქცია ის, შექმნილი არსებაა და შემოქმედის წინაშე უნდა დანებდეს. ამიტომ, თუ ამ მოცილებულ ან გარიცხულ ადამიანებს სახარების ქადაგების სურვილი აქვთ, არ შევზღუდავთ; მაგრამ როგორც არ უნდა ქადაგებდნენ, ღვთის სახლის პრინციპები და ღვთის სახლის ადმინისტრაციული განკარგულებები ადამიანების გამოყენების შესახებ უცვლელია, და ეს არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება.

გათავისუფლებულ ადამიანთა ამ რამდენიმე ტიპს შორის უმეტესობა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჭეშმარიტად მოინანიებს, და მათი ხელახლა გამოყენება დაუშვებელია. დაწინაურებისა და გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ მათთვის არსებობს, ვინც იმიტომ გაათავისუფლეს ან ვისი მოვალეობებიც დააკორექტირეს იმის გამო, რომ მუშაობის გამოცდილება აკლდათ და ამიტომ დროებით არ შეეძლოთ თავიანთი საქმის კეთება. ამგვარ ადამიანებს საკმარისი სულიერი მონაცემები აქვთ და მათ ადამიანობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ არსებობს, უბრალოდ აქვთ მცირეოდენი ნაკლოვანებები, მანკიერებები ან ოჯახიდან გამოყოლილი ცუდი ჩვევები — არცერთი მათგანი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. თუ ღვთის სახლს დასჭირდება, მათი ხელახლა დაწინაურება და გამოყენება შესაფერის დროს შესაძლებელია; ეს გონივრულია, რადგან ბოროტმოქმედები არ არიან და ანტიქრისტეებად არ გადაიქცევიან. მათი სულიერი მონაცემები საკმარისია, უბრალოდ დიდხანს არ უმუშავიათ და გამოცდილება არ ჰქონდათ, ამიტომ საქმის საკეთებლად კომპეტენტურნი არ იყვნენ, რაც სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ამ მიზეზების გამო გაათავისუფლეს, მაშინ მომავალში განვითარების შესაძლებლობა ექნებათ და შეეძლებათ შეიცვალონ. სანამ ადამიანებს აქვთ მუშაობის უნარი, აქვთ სულიერი მონაცემები და სანამ მათი ადამიანობა სტანდარტს შეესაბამება, იმ პერიოდში, როდესაც ღვთის საქმეს გამოცდიან და თავიანთ მოვალეობას შეასრულებენ, ამგვარი ადამიანები თანდათან შეიცვლებიან, მათი ადამიანობა შეიცვლება, სიცოცხლეში შესვლის კუთხით გაიზრდებიან, მათ ხასიათში გარკვეული სათანადო ცვლილებები მოხდება და იქნება გარკვეული წინსვლა ჭეშმარიტების გაგებაში. გარემოს, მათ მიერ შესრულებული მოვალეობებისა და მათი პირადი სიმტკიცის მიხედვით, სხვადასხვა ხარისხით შეიცვლებიან და გაიზრდებიან, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ადამიანები უნდა დააწინაურონ და გამოიყენონ. ზოგადად ეს არის იმ რამდენიმე ტიპის ადამიანების ხელახლა დაწინაურებისა და გამოყენების პრინციპები, რომლებიც წარსულში გაათავისუფლეს.

წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეშვიდე პუნქტია: „სხვადასხვა ტიპის ადამიანების გონივრულად განაწილება და გამოყენება, მათ ადამიანობასა და ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, ისე, რომ თითოეული მათგანი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული“. ჩვენს ახლანდელ თანაზიარებაში, ადამიანების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობა უკვე ნათლად იქნა ახსნილი. სანამ ვინმეს კულტივირებას მცირედი ღირებულება მაინც აქვს, და იმ პირობით, რომ მისი ადამიანობა სტანდარტს შეესაბამება, ღვთის სახლი მისცემს შესაძლებლობებს. სანამ ადამიანი ეძიებს ჭეშმარიტებას და უყვარს დადებითი რამეები, ღვთის სახლი მასზე უარს არ იტყვის და ასე იოლად არ მოკვეთს. სანამ შენი ადამიანობა და სულიერი მონაცემები აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებზეც ახლახან ვიქონიე თანაზიარება, ღვთის სახლში ნამდვილად მოიძებნება შენთვის ადგილი მოვალეობის შესასრულებლად, ნამდვილად გონივრულად გამოგიყენებენ და მოგცემენ საკმარის შესაძლებლობას შენი უნარების გამოსავლენად. მოკლედ, თუ გაქვს ძლიერი მხარეები და ცოდნა-გამოცდილება გარკვეულ პროფესიაში, რომელიც ეკლესიის საქმეს სჭირდება, ღვთის სახლი ნამდვილად მოგცემს შესაფერისი მოვალეობის შესრულების ნებას. თუმცა, თუ არ გაქვს სიმტკიცე ან ნებისყოფა და არ გსურს ესწრაფოდე მეტის მიღწევას, მაშინ უბრალოდ აკეთე ის, რაც შეგიძლია, შეასრულე რაიმე მოვალეობა, რომელიც შენს შესაძლებლობებში შედის, და მეტი არაფერი. თუ გაქვს სიმტკიცე და ამბობ: „მსურს გავიგო და მოვიპოვო მეტი ჭეშმარიტება, რაც შეიძლება მალე დავადგე ხსნის გზას და შევიდე ჭეშმარიტება-რეალობაში. მზად ვარ გავითვალისწინო ღვთის ტვირთის პასუხისმგებლობა, მზად ვარ ვატარო მძიმე ტვირთი ღვთის სახლში, ავიტანო სხვებზე მეტი გასაჭირი, გავიღო მეტი ძალისხმევა და სხვებზე მეტი გავიღო“, — და თუ ყველა თვალსაზრისით შესაფერისი ხარ, მაგრამ მაინც არავინ გიწევს რეკომენდაციას, მაშინ შეგიძლია თავად წამოაყენო შენი კანდიდატურა. განა ეს გონივრული არ არის? საბოლოოდ, ეს ყველაფერი არის ყველა ტიპის ადამიანთა გამოყენების ღვთის სახლის პრინციპები, რომელთა მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლის უზრუნველყოფა. რა არის ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლის გამოვლინებები? ეს არის ჭეშმარიტების გაგება, ჭეშმარიტება-პრინციპების გაგება ყველა სხვადასხვაგვარი საქმის შესრულებისას, და სათანადო ჭეშმარიტებების პრაქტიკაში გამოყენების უნარი ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა ტიპის ადამიანთან, მოვლენასა და საგანთან მიმართებით, ნაცვლად იმისა, რომ დაიბნე და არ იცოდე რა ქნა, როდესაც რაიმე შეგემთხვევა — ეს არის მიზანი. რადგან ეს მიზანი უკვე დასახულია, მისკენ უნდა ისწრაფოდეთ!

აქ სრულდება ჩვენი თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეშვიდე პუნქტზე. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ჯერ არ დაგისრულებია თანაზიარება, ამ პუნქტთან დაკავშირებით ცრუ წინამძღოლები არ გიმხილებია“. ვუპასუხებ, რომ მათი მხილების საჭიროება არ არსებობს. ერთი მხრივ, ცრუ წინამძღოლებს დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ და არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება; მეორე მხრივ, მოკლებულნი არიან სინდისსა და გონიერებას, არ ატარებენ ტვირთს, საერთოდ არ უდებენ გულს თავიანთ საქმეს და ზოგიერთი მარტივი საქმის კარგად კეთებაც კი არ შეუძლიათ. როდესაც აწყდებიან რთულ პრობლემას ან ისეთ პრობლემას, რომელიც ჭეშმარიტება-პრინციპებს უკავშირდება, სულ არ შეუძლიათ მისი გარჩევა, და, მითუმეტეს, პრობლემის არსის ბოლომდე ამოცნობა. ამიტომ, მათი მხილების საჭიროება არ არსებობს. მხილებულნი რომც იყვნენ, არ მიიღებენ ამას, და ეს სიტყვების ფუჭი ხარჯვა იქნება. უფრო მეტიც, მათ მიერ ჩადენილ საქმეებზე საუბარი გულისამრევი იქნება და ადამიანებს შინაგანად განარისხებს. ამ ცრუ წინამძღოლებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის დაკისრება ადამიანების მცდარი გამოყენება იყო. ის, რომ არ შეუძლიათ თავიანთი საქმის კეთება, უკვე აგრძნობინებთ თავს სრულიად გამოუსადეგრად, და თუ მხილებისა და გარჩევის ობიექტად იქცევიან, უფრო მეტად დაიტანჯებიან. ამიტომ, მიეცით ამ ცრუ წინამძღოლებს საშუალება, შეადარონ საკუთარი თავი სხვებს და შეძლებისდაგვარად გამოიკვლიონ თავიანთი პრობლემები. თუ შეგიძლია აღმოაჩინო შენი პრობლემები, ნახე, შეძლებ თუ არა მომავალში გაუმჯობესდე; თუ არ შეგიძლია მათი აღმოჩენა, მაშინ უნდა განაგრძო გამოკვლევა და ასევე შეგიძლია სთხოვო გარშემომყოფებს, დაგეხმარონ მათ გაანალიზებასა და მოგვარებაში. თუ სხვებს შენთან თანაზიარება ჰქონდათ, გული ჩადე ამაში, მაგრამ მაინც ვერ აღმოაჩინე შენი პრობლემები და მაინც არ იცი, როგორ ამოიცნო ან როგორ გადაჭრა ისინი, მაშინ ნამდვილად ცრუ წინამძღოლი ხარ და უნდა მოიკვეთო.

2021 წლის 6 მარტი

წინა:  წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (5)

შემდეგი:  წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (7)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger