კაცობრიობის მართვის მიზანი

ადამიანებს ჭეშმარიტად და ნათლად რომ შეეძლოთ ადამიანის ცხოვრების სწორი გზისა და ღვთის მიერ კაცობრიობის მართვის მიზნის დანახვა, ისინი საკუთარ პერსპექტივებსა და ბედს გულში საუნჯედ აღარ შეინახავდნენ. აღარ ექნებოდათ ინტერესი საკუთარი მშობლებისადმი მსახურების, რომლებიც ღორებსა და ძაღლებზე უარესნი არიან. განა ადამიანის პერსპექტივები და ბედი ზუსტად პეტრეს დღევანდელი ეგრეთ წოდებული „მშობლები“ არ არიან? ისინი ზუსტად ადამიანის ხორცსა და სისხლს ჰგვანან. და მაინც რა იქნება ხორცის საბოლოო დანიშნულების ადგილი და მომავალი? სიცოცხლეშივე იხილავს ღმერთს, თუ სიკვდილის შემდეგ სული შეხვდება ღმერთს? ხვალ ხორცი გასაჭირის დიდ ღუმელში აღმოჩნდება, თუ ცეცხლის ალში? განა ეს და სხვა მსგავსი კითხვები იმის შესახებ, ადამიანის ხორცი უბედურებას შეხვდება თუ დაიტანჯება, არ არის ის უმთავრესი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს ამჟამინდელ ნაკადში მყოფ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც გონება და საღი აზრი გააჩნია? („ტანჯვა“ აქ კურთხევის მიღებას გულისხმობს – იმას, რომ მომავალი განსაცდელები სასარგებლოა ადამიანის საბოლოო დანიშნულებისთვის. „უბედურება“ კი გულისხმობს ადამიანის უუნარობას იდგეს მტკიცედ, ან არ ცდუნდეს; ან იმასაც, რომ ადამიანი მძიმე გარემოებებში აღმოჩნდება და კატასტროფის შუაგულში სიცოცხლეს დაკარგავს, მისი სულისთვის კი აღარ იარსებებს შესაფერისი დანიშნულების ადგილი.) მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს საღი გონება გააჩნიათ, შესაძლოა ის, რასაც ისინი ფიქრობენ, სრულად არ შეესაბამებოდეს იმას, რითაც მათი გონება უნდა იყოს აღჭურვილი. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი საკმაოდ დაბნეულნი არიან და ბრმად მიჰყვებიან მოვლენებს. მათ ყველას საფუძვლიანად უნდა ესმოდეთ, რას უნდა მიჰყვნენ და კონკრეტულად გაარკვიონ, რაში უნდა შევიდნენ გასაჭირის დროს (ანუ ღუმელში გამოწრთობის დროს), ისევე როგორც ის, თუ რით უნდა აღიჭურვონ ცეცხლოვანი განსაცდელების დროს. ნუ ემსახურები მუდამ მშობლებს (იგულისხმება ხორცი), რომლებიც ღორებსა და ძაღლებს ჰგვანან და ჭიანჭველებსა და მწერებზეც კი უარესები არიან. რა აზრი აქვს ამაზე წუხილს, ამდენ ფიქრსა და გონების დაძაბვას? ხორცი შენ არ გეკუთვნის, არამედ ღვთის ხელშია, რომელიც არა მხოლოდ შენ გმართავს, არამედ სატანასაც განაგებს. (ეს ნიშნავს, რომ ხორცი თავდაპირველად სატანას ეკუთვნის, თუმცა, რადგან სატანაც ღვთის ხელშია, ამ აზრის გამოხატვა მხოლოდ ასეა შესაძლებელი. თანაც ასე ფორმულირება უფრო დამაჯერებელია – რადგან ნათლად აჩვენებს, რომ ადამიანი მთლიანად არ არის სატანის ბატონობის ქვეშ, არამედ ღვთის ხელშია.) შენ ხორცის ტანჯვაში ცხოვრობ — მაგრამ გეკუთვნის კი ეს ხორცი? განა შენს კონტროლს ექვემდებარება იგი? მაშ, რატომ იმტვრევ თავს მასზე ფიქრით? რატომ იწუხებ თავს ღვთისადმი დაჟინებული ვედრებით შენი ლპობადი ხორცისთვის, რომელიც უკვე დიდი ხანია მსჯავრდადებული, დაწყევლილი და არაწმიდა სულების მიერ არის შებილწული? რა საჭიროა სატანის მოკავშირეების მუდამ ასე ახლოს გულთან ტარება? განა არ გაშფოთებს ის, რომ ხორცმა შეიძლება გაანადგუროს შენი ჭეშმარიტი მომავალი, შენი მშვენიერი იმედები და შენი ცხოვრების ჭეშმარიტი დანიშნულების ადგილი?

დღევანდელი გზა ადვილი გასავლელი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მისი პოვნა საკმაოდ რთულია და საუკუნეთა განმავლობაში ის უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენდა. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ადამიანის გასანადგურებლად მხოლოდ მისი ხორცი აღმოჩნდებოდა საკმარისი? დღევანდელი საქმე ნამდვილად ისეთივე ძვირფასია, როგორც გაზაფხულის წვიმა და ისეთივე ფასეული, როგორც ღვთის სიკეთე ადამიანის მიმართ. თუმცა, თუ ადამიანმა არ იცის ღვთის ამჟამინდელი საქმის მიზანი ან არ ესმის კაცობრიობის არსი, მაშინ როგორ შეიძლება ვისაუბროთ მის სიძვირფასესა და ფასეულობაზე? ხორცი თავად ადამიანებს არ ეკუთვნით, ამიტომ ვერავინ ხედავს ნათლად, სინამდვილეში სად იქნება მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი. მიუხედავად ამისა, კარგად უნდა იცოდე, რომ შემოქმედი შექმნილ კაცობრიობას თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებს და აღუდგენს იმ პირვანდელ სახეს, რომელიც ადამიანს შექმნისას ჰქონდა. ღმერთი სრულად დაიბრუნებს იმ სუნთქვას, რომელიც ადამიანს შთაბერა; კვლავ დაისაკუთრებს მის ძვლებსა და ხორცს და ყველაფერს შემოქმედს დაუბრუნებს. იგი სრულად გარდაქმნის და განაახლებს კაცობრიობას და ადამიანისგან დაიბრუნებს ღვთის მთელ მემკვიდრეობას, რომელიც კაცობრიობას კი არა, ღმერთს ეკუთვნის და მას აღარასოდეს გადასცემს კაცობრიობას. ეს იმიტომ, რომ თავიდანვე არცერთი ზემოთ ნახსენები არ ეკუთვნოდა კაცობრიობას. ღმერთი ყველაფერს უკან წაიღებს — და ეს არ იქნება უსამართლო წართმევა; პირიქით, ამის მიზანი ცისა და მიწის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებაა, ისევე როგორც ადამიანის გარდაქმნა და განახლება. ეს არის ადამიანის გონივრული დანიშნულების ადგილი, თუმცა ეს შესაძლოა არ ნიშნავდეს ხორცის ხელახალ მითვისებას მისი გაკიცხვის შემდეგ, როგორც ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ. ღმერთს არ სურს ხორცის განადგურების შემდეგ დარჩენილი ჩონჩხები; მას სურს ადამიანში არსებული ის პირვანდელი ელემენტები, რომლებიც დასაბამიდანვე ღმერთს ეკუთვნოდა. შესაბამისად, იგი არ გაანადგურებს კაცობრიობას და სრულად არ აღგვის პირისაგან მიწისა ადამიანის ხორცს, რადგან ადამიანის ხორცი მისი კერძო საკუთრება არ არის – პირიქით, ის დანამატია ღვთის, რომელიც კაცობრიობას მართავს. განა შეძლებს ღმერთი ადამიანის ხორცის განადგურებას საკუთარი „სიამოვნებისთვის“? ახლა მაინც შეგიძლია ჭეშმარიტად განეშორო მთლიანად შენს ხორცს, რომელიც ერთ გროშადაც კი არ ღირს? უკანასკნელი დღეების საქმის ოცდაათი პროცენტის გააზრება რომ შეგეძლოს (ეს ოცდაათი პროცენტი ნიშნავს დღეს სულიწმიდის საქმის, ისევე როგორც უკანასკნელ დღეებში ღვთის სიტყვის საქმის შეცნობას), მაშინ აღარ განაგრძობდი შენი ხორცის „მსახურებას“ ან მისდამი „შვილობრივ კრძალვას“ — იმ ხორცისადმი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იხრწნებოდა – და დღემდე ასეა. ნათლად უნდა ხედავდე, რომ ადამიანებმა ამჟამად უპრეცედენტო მდგომარეობას მიაღწიეს და ვეღარ გააგრძელებენ წინსვლას, ისე როგორც ისტორიის ბორბლები მოძრაობენ. შენი დაობებული ხორცი დიდი ხანია ბუზებითაა დაფარული; მაშ, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს ძალა, უკან დაატრიალოს ისტორიის ბორბალი, რომელსაც დღემდე ბრუნვის ძალას ღმერთი აძლევდა? როგორ შეძლებს შენი ხორცი, კვლავ აამუშაოს უკანასკნელი დღეების უხმოდ მოწიკწიკე საათი და აიძულოს მისი ისრები საათის ისრის მიმართულებით იმოძრაონ? როგორ შეძლებს ის ხელახლა გარდაქმნას სამყარო, რომელიც თითქოს სქელ ნისლშია გახვეული? შეუძლია შენს ხორცს მთებისა და მდინარეების გაცოცხლება? ნუთუ შეძლებს შენი ხორცი, რომელსაც მხოლოდ მცირე ფუნქცია გააჩნია, მართლაც აღადგინოს ისეთი ადამიანური სამყარო, რომლისკენაც ასე ისწრაფვი? მართლა შეგიძლია შენი შთამომავლები ნამდვილ „ადამიანებად“ აღზარდო? ახლა მაინც თუ გესმის კონკრეტულად ვის ეკუთვნის შენი ხორცი? ღვთის თავდაპირველი განზრახვა ადამიანის გადარჩენის, ადამიანის სრულყოფისა და ადამიანის გარდაქმნისას არ ყოფილა მშვენიერი სამშობლოს შექმნა ან უშფოთველი განსვენების მინიჭება ადამიანის ხორცისთვის; ეს ყველაფერი ღვთის დიდებისთვის, მისი მოწმობისთვის და იმისთვის მოხდა, რომ მომავალში კაცობრიობას უკეთესი ტკბობის მიღება შეძლებოდა და მალე სიმშვიდის პოვნა. და მაინც, ეს არ მომხდარა შენი ხორცისთვის, რადგან ადამიანი ღვთის მმართველობის კაპიტალია, ადამიანის ხორცი კი — მხოლოდ მისი დანამატი. (ადამიანი არის არსება, რომელსაც სულიც აქვს და სხეულიც, მაშინ როცა ხორცი მხოლოდ ხრწნადი მატერიაა. ეს ნიშნავს, რომ ხორცი მართვის გეგმის შესრულების იარაღია.) უნდა იცოდე, რომ ღვთის მიერ ადამიანის სრულყოფას, სრულქმნასა და მოპოვებას არაფერი მოაქვს ადამიანის ხორცისთვის, გარდა მახვილისა და განგმირვისა, დაუსრულებელი ტანჯვისა, ცეცხლის ალისა, დაუნდობელი სამსჯავროსი, გაკიცხვისა, წყევლისა, და უსაზღვრო განსაცდელისა. ასეთია ადამიანის მართვის საქმის რეალური ისტორია და ჭეშმარიტება. თუმცა, ყოველივე ეს ადამიანის ხორცის წინააღმდეგ არის მიმართული და ყველა მტრობის ისარი დაუნდობლად სწორედ ადამიანის ხორცისკენაა დამიზნებული (რადგან ადამიანი უდანაშაულოა). ყოველივე ეს ღვთის დიდებისა და მოწმობისთვის, მისი მმართველობის აღსასრულებლად ხდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი საქმე მხოლოდ კაცობრიობისთვის არ სრულდება, არამედ მთელი გეგმისთვის და მისი იმ თავდაპირველი განზრახვის აღსასრულებლად, რომელიც მას კაცობრიობის შექმნისას ჰქონდა. შესაბამისად, შესაძლოა ადამიანის გამოცდილების ოთხმოცდაათი პროცენტი, ტანჯვასა და ცეცხლოვან განსაცდელებს მოიცავდეს, ხოლო ის ტკბილი და ბედნიერი დღეები, რომლისკენაც ადამიანის ხორცი მიისწრაფვის, ძალიან ცოტა იყოს, ან საერთოდ არ არსებობდეს. მეტიც, ადამიანს არ ეძლევა შესაძლებობა ხორციელად დატკბეს ბედნიერი წუთებით და ღმერთთან ერთად გაატაროს მშვენიერი დრო. ხორცი უწმინდურია, ამიტომ ის, რასაც ადამიანის ხორცი ხედავს ან რითაც ტკბება, სხვა არაფერია, თუ არა გაკიცხვა ღვთისგან, რომელიც ადამიანს შეუბრალებლად ეჩვენება, თითქოს ნორმალურ ლოგიკას იყოს მოკლებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთი სწორედ ასე გამოავლენს თავის სამართლიან ხასიათს – ხასიათს, რომელიც „ადამიანის მიმართ შეუბრალებელია“, არ ითმენს ადამიანის შეურაცხყოფას და სძულს მტრები. ღმერთი ღიად ამჟღავნებს თავის მთელ ხასიათს ნებისმიერი საშუალებით, რითაც ასრულებს სატანასთან ექვსიათასწლოვანი ბრძოლის საქმეს — მთელი კაცობრიობის ხსნისა და ძველი სატანის განადგურების საქმეს!

წინა:  როგორ უნდა მოეკიდო შენს მომავალ მისიას?

შემდეგი:  ადამიანის არსი და ვინაობა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger