საქმე სჯულის ჟამში

საქმემ, რომელიც იეჰოვამ ისრაელიანთა შორის აღასრულა, კაცობრიობაში დაამკვიდრა ღვთის მიწიერი მოქმედების ადგილი — მისი მყოფობის წმინდა სივრცე. მან თავისი საქმე ისრაელში მცხოვრებ ხალხზე განაწესა და დასაბამი სწორედ იქ მისცა. დასაწყისში იეჰოვა არ მოქმედებდა ისრაელის საზღვრებს მიღმა. მან გამოარჩია ისინი, ვინც სათანადოდ მიიჩნია იმისთვის, რომ მათში და მათით შემოეფარგლა თავისი საქმე. ისრაელი არის ადგილი, სადაც ღმერთმა შექმნა ადამი და ევა, ხოლო ამ მიწის მტვრისგან იეჰოვამ შექმნა ადამიანი. სწორედ ეს ადგილი იქცა დედამიწაზე მისი საქმის საძირკვლად. ისრაელიანები კი, როგორც ადამისა და ნოეს შთამომავლები, წარმოადგენდნენ იეჰოვას საქმის ადამიანურ საფუძველს დედამიწაზე.

იმჟამად, ისრაელში იეჰოვას საქმის არსი, მიზანი და ყოველი ნაბიჯი მიმართული იყო მისი საქმის დასაბამისთვის მთელს დედამიწაზე. ისრაელი უნდა ქცეულიყო იმ ცენტრად, საიდანაც უფლის საქმე თანდათანობით გავრცელდებოდა წარმართ ერებზე. ესე არს პრინციპი, რომლითაცა იგი მოქმედებს სამყაროსა შინა — დაამკვიდროს მოდელი და შემდგომად განავრცოს იგი, ვიდრე ყოველი მკვიდრი არ ეზიარება მის სახარებას. პირველი ისრაელიანები ნოეს ძეთა შთამომავლები იყვნენ. ამ ადამიანებს მხოლოდ უფლის სუნთქვის მადლი ჰქონდათ ბოძებული და მხოლოდ იმდენად იყვნენ განათლებულნი, რომ ამქვეყნიურ საჭიროებებზე ეზრუნათ. თუმცა, მათთვის ჯერ კიდევ დაფარული იყო ჭეშმარიტი შემეცნება იმისა, თუ როგორია იეჰოვა თავისი არსით; არ უწყოდნენ მისი განზრახვანი ადამიანის მიმართ და, მით უმეტეს, მათ გონებას არ მისწვდომია ჭეშმარიტი, საკვირველი ღვთისმოშიშება შემოქმედის წინაშე. ხოლო იმის შესახებ, არსებობდა თუ არა წესნი და მცნებანი, რომელთაც უნდა დამორჩილებოდნენ,[ა] ან ჰქონდათ თუ არა ქმნილებებს რაიმე მოვალეობა შემოქმედის წინაშე, ადამის მოდგმამ არაფერი უწყოდა. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ქმარს ოფლითა თვისითა უნდა ეშრომა ოჯახის სარჩენად, ხოლო ცოლი უნდა დამორჩილებოდა ქმარს და გაეგრძელებინა იეჰოვას მიერ კურთხეული კაცთა მოდგმის გამრავლება. სხვა სიტყვებით, ამ ადამიანებმა, რომელთაც მხოლოდ უფლის სუნთქვა და სიცოცხლე ჰქონდათ ბოძებული, არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ დაეცვათ ღვთის რჯული ან როგორ ყოფილიყვნენ სათნო შემოქმედის წინაშე. მათი შემეცნება მეტად მცირე იყო. ამიტომ, თუმცაღა მათ გულებში მტრობა და სიცრუე არ სუფევდა, ხოლო შური და უთანხმოება იშვიათად იჩენდა თავს, მათ მაინც არ გააჩნდათ იეჰოვას, შემოქმედის შემეცნება. ადამიანის ამ წინაპრებმა მხოლოდ ის უწყოდნენ, თუ როგორ ეხმიათ უფლის მიერ ბოძებული საზრდელი და დამტკბარიყვნენ მისი ქმნილებებით; მათ არ იცოდნენ, რომ შემოქმედის შიში უნდა ჰქონოდათ და არც ის უწყოდნენ, რომ იგი იყო მხოლო ღმერთი, ვის წინაშეც მუხლმოდრეკით უნდა ელოცათ. მაშ, როგორღა ეწოდებოდათ მათ მისი ქმნილებანი? ასე რომ ყოფილიყო, განა ამაოდ ნათქვამი არ იქნებოდა სიტყვანი: „იეჰოვა არს შემოქმედი“ და „მან შექმნა ადამიანი, რათა განესახიერებინა იგი, ედიდებინა იგი და ყოფილიყო მისი მოვლინებული“? როგორ შეძლებდნენ ადამიანნი, რომელთა გულებშიც არ სუფევდა უფლის შიში, გამხდარიყვნენ მისი დიდების დამადასტურებელნი? როგორღა იქმნებოდნენ ისინი მისი დიდების გამოვლინებად? განა მაშინ იეჰოვას სიტყვები: „შევქმენი კაცი ხატად ჩემდა“, ბოროტის ხელში იარაღად არ იქცეოდა? განა ეს სიტყვები სამარცხვინო ლაქად არ დააჩნდებოდა იეჰოვას მიერ ადამიანის შექმნას? იმ ეტაპის აღსასრულებლად, კაცობრიობის შექმნის შემდეგ, იეჰოვას არ დაუმოძღვრავს და არც წინამძღოლობა გაუწევია მათთვის ადამიდან ნოემდე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარღვნამ წარხოცა ქვეყნიერება, მან იწყო ისრაელიანთა წინამძღოლობა, რომლებიც ნოესა და ადამის შთამომავალნი იყვნენ. ისრაელის მიწაზე მისმა საქმემ და სიტყვამ გზა განუმზადა მთელ ერს, რათა ამით კაცობრიობას ეხილა, რომ იეჰოვას არა მხოლოდ სულის შთაბერვა ძალუძს ადამიანისთვის, რათა მან მისგან მიიღოს სიცოცხლე და მტვრისაგან ქმნილებად აღიმართოს, არამედ ხელეწიფება კაცობრიობის ფერფლად ქცევა, მათი დაწყევლა და თავისი კვერთხის აღმართვა ადამიანთა მოდგმის სამართავად. ასევე, მათ იხილეს, რომ უფალს ხელეწიფებოდა დედამიწაზე კაცის ცხოვრების წარმართვა, ადამიანთა შორის სიტყვით მოქმედება და შრომა დღისა თუ ღამის ყოველ ჟამს. საქმე, რომელსაც იგი აღასრულებდა, მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ მის ქმნილებებს შეეცნოთ, რომ ადამიანი მის მიერ აღებული მიწის მტვრისგან იშვა და, რაც უმთავრესია, იგი თავად შემოქმედის მიერ იყო შექმნილი. არა მხოლოდ ეს, არამედ მან თავისი საქმე პირველად ისრაელში აღასრულა, რათა სხვა ხალხებსა და ერებს (რომელნიც არსებითად არ იყვნენ ისრაელისგან განცალკევებულნი, არამედ მისგან განშტოებულნი იყვნენ და კვლავაც ადამისა და ევას მოდგმას მიეკუთვნებოდნენ) ეხილათ იეჰოვას სახარება ისრაელის მეშვეობით, რათა სამყაროს ყოველ ქმნილებას ჰქონოდა უფლის შიში და ედიდებინა მისი სახელი.იეჰოვას რომ ისრაელში არ დაეწყო თავისი საქმე და კაცობრიობის შექმნის შემდეგ ისინი დედამიწაზე უზრუნველი ცხოვრებისთვის დაეტოვებინა, ადამიანის ხორციელი ბუნების გამო (ბუნება გულისხმობს, რომ კაცს არ ძალუძს იმის შეცნობა, რასაც თვალით ვერ ხედავს, იგი ვერასოდეს მიხვდებოდა, რომ სწორედ იეჰოვამ შექმნა კაცობრიობა და მით უმეტეს, ვერ ჩაწვდებოდა მისი შექმნის განზრახვას), ადამიანი ვერასოდეს შეიცნობდა თავის შემოქმედს და ვერც იმას, რომ იგი არს ყოველივეს უფალი. იეჰოვას რომ შეექმნა ადამიანი, დაემკვიდრებინა იგი დედამიწაზე და შემდეგ განდგომოდა მას, ნაცვლად იმისა, რომ კაცობრიობის გვერდით დარჩენილიყო მათსავე წინამძღოლად, მაშინ ყოველი ადამიანი კვლავ არარსებობას დაუბრუნდებოდა. მეტიც, ცა და დედამიწა, მისი ყოველი ქმნილება და მთელი კაცობრიობა კვლავ არყოფნას მიეცემოდა და სატანის მიერ ფეხქვეშ გაითელებოდა. ამგვარად, დაიმსხვრეოდა იეჰოვას სურვილი, რომ დედამიწაზე, თვისი ქმნილების წიაღში, ჰქონოდა სავანე და წმიდა ადგილი. ამრიგად, ის, რომ კაცობრიობის შექმნის შემდეგ მას შეეძლო მათ შორის დარჩენილიყო, რათა წარემართა მათი ცხოვრება და მათთანვე ემოქმედა — ყოველივე ეს მისი ნების აღსასრულებლად და მისი განგებულების განსახორციელებლად ხდებოდა. საქმე, რომელიც მან ისრაელში აღასრულა, გამიზნული იყო იმ განგებულების შესასრულებლად, რომელიც მან ყოველივეს შექმნამდე განაჩინა. ამიტომ, მისი საქმე ისრაელთა შორის და სამყაროს შექმნა არათუ ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, არამედ ორივე აღესრულებოდა მისი მართვის, მისი საქმისა და მისი დიდებისათვის, რათა უფრო მეტად გაცხადებულიყო კაცობრიობის შექმნის არსი. ნოეს შემდგომ, ორიათასი წლის განმავლობაში, იგი წარმართავდა კაცობრიობის ცხოვრებას დედამიწაზე. ამ ხნის მანძილზე მან ასწავლა ადამიანებს, თუ როგორ ჰქონოდათ შიში იეჰოვასი, ყოველივეს უფლისა, როგორ ეცხოვრათ ღირსეულად და რაც მთავარია, როგორ ყოფილიყვნენ იეჰოვას დიდების დამმოწმებელნი, როგორ დამორჩილებოდნენ მას და ჰქონოდათ მისი შიში, განედიდებინათ იგი გალობითა და საკრავებით, ვითარცა ამას დავითი და მისი მღვდელნი აღასრულებდნენ.

იმ ორათასწლიან პერიოდამდე, ვიდრე იეჰოვა თავის საქმეს აღასრულებდა, ადამიანმა არაფერი უწყოდა. თითქმის მთელი კაცობრიობა გარყვნილებას მიცემოდა. ქვეყნიერების წარღვნით განადგურებამდე ადამიანებმა ზნეობრივი დაცემისა და გახრწნილების ისეთ უფსკრულს მიაღწიეს, რომ მათ გულებში აღარ დარჩა ადგილი იეჰოვასთვის და სრულიად განეშორნენ მის გზას. მათ არასოდეს ესმოდათ უფლის განზრახვა, აკლდათ გონი და შემეცნება. სულდგმული მანქანებივით უვიცნი იყვნენ ყოველივე იმისა, რაც ეხებოდა ადამიანს, ღმერთს, სამყაროსა თუ თავად სიცოცხლის არსს. დედამიწაზე ისინი, გველის მსგავსად, მრავალგვარ საცთურს ეძლეოდნენ და იეჰოვას წინაშე უამრავ შეურაცხმყოფელ სიტყვას ამბობდნენ. თუმცა, მათი უმეცრების გამო უფალი არ სჯიდა და არ განსწავლიდა მათ. მხოლოდ წარღვნის შემდეგ, როდესაც ნოე 601 წლისა იყო, გამოეცხადა იეჰოვა მას და გაუძღვა მას და მის ოჯახს. იგი უძღვებოდა ნოეს, მის შთამომავლობას და წარღვნას გადარჩენილ ყოველ ფრინველსა თუ ცხოველს სჯულის ჟამის დასრულებამდე, რაც ჯამში ორიათას ხუთას წელს გაგრძელდა. იგი ქადაგებდა ისრაელში, ოფიციალურად ქადაგებდა ჯამში ორი ათასი წლის განმავლობაში, ხოლო ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ ერთდროულად ხუთასი წლის მანძილზე, რაც მთლიანობაში ორ ათას ხუთას წელს შეადგენს. ამ პერიოდში იგი ასწავლიდა ისრაელიანებს, რომ იეჰოვას მსახურებისთვის აეგოთ ტაძარი, შემოსილიყვნენ სამღვდელო სამოსელით და განთიადისას ფეხშიშველნი შესულიყვნენ საწმიდარში, რათა მათ ფეხსაცმელს არ წაებილწა ტაძარი და ტაძრის ქიმიდან გადმოსულ ცეცხლს ისინი ცოცხლად არ დაეწვა. ისინი ერთგულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და მორჩილებდნენ იეჰოვას განგებულებას. ტაძარში ლოცულობდნენ უფლის წინაშე და მას შემდეგ, რაც მიიღებდნენ გამოცხადებას, ანუ მას შემდეგ, რაც იეჰოვა მათ მიმართავდა, წინ უძღოდნენ ერს და ასწავლიდნენ, რომ მოკრძალება და შიში ჰქონოდათ იეჰოვასი, თავიანთი ღმერთისა. და იეჰოვამ უთხრა მათ, რომ აეგოთ ტაძარი და სამსხვერპლო, ხოლო დათქმულ დროს — პასექის დღესასწაულზე — მოემზადებინათ ახალშობილი ხბოები და კრავები სამსხვერპლოზე დასაკლავად. ეს მსხვერპლშეწირვა იეჰოვას მსახურების ნაწილი იყო, რათა ამით მოეთოკათ მათი ბუნება და გულებში უფლის შიში ჩაენერგათ. ამ სჯულისადმი მორჩილება იქცა საზომად მათი ერთგულებისა იეჰოვას მიმართ. იეჰოვამ მათთვის ასევე დააწესა შაბათი დღე, თავისი შემოქმედების მეშვიდე დღე. შაბათის მომდევნო დღე კი მან პირველ დღედ დააწესა, რათა ამ დღეს განედიდებინათ იეჰოვა, შეეწირათ მსხვერპლი და ეგალობათ მისთვის. ამ დღეს იეჰოვამ შეკრიბა ყველა მღვდელი, რათა სამსხვერპლოზე მიტანილი შესაწირი ხალხისთვის გაენაწილებინათ და მათაც იეჰოვას საკურთხევლიდან მიღებული ძღვენით ეხარათ.. და განაცხადა იეჰოვამ, რომ კურთხეულნი ყოფილიყვნენ ისინი, რამეთუ უფლის ხვედრს იზიარებდნენ და მის რჩეულ ერს წარმოადგენდნენ (რაც იყო კიდეც იეჰოვას აღთქმა ისრაელიანებთან). სწორედ ამიტომ, დღემდე ისრაელის ძენი ამბობენ, რომ იეჰოვა მხოლოდ მათი ღმერთია და არა წარმართთა.

სჯულისკანონის ეპოქაში იეჰოვამ მრავალი მცნება დაუდგინა მოსეს, რათა მას ისინი იმ ისრაელები ხალხისთვის გადაეცა, რომლებიც მას ეგვიპტიდან გამოჰყვნენ. ეს მცნებები იეჰოვამ ისრაელ ხალხს გადასცა და ეგვიპტელებთან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ; ისინი ისრაელი ხალხის შეკავებას ისახავდნენ მიზნად და ის მათგან ამ მცნებების მეშვეობით მორჩილებას მოითხოვდა. იმის მიხედვით, იცავდნენ თუ არა ისინი შაბათს, სცემდნენ თუ არა პატივს მშობლებს, სცემდნენ თუ არა თაყვანს კერპებს და ა.შ. - ამაზე დაყრდნობით განისაზღვრებოდა მათი ცოდვილობა თუ სიმართლე. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც იეჰოვას ცეცხლმა დალახვრა, ზოგი სიკვდილამდე ჩაქოლეს და ზოგმა იეჰოვას კურთხევა მიიღო და ყოველივე ეს იმის მიხედვით განისაზღვრა, იცავდნენ თუ არა ისინი ამ მცნებებს. ვინც შაბათს არ იცავდა, ქვებით ჩაქოლეს. ის მღვდელმსახურები, რომლებიც შაბათის წესს არ იცავდნენ, იეჰოვას ცეცხლმა გაანადგურა. ისინი, ვინც მშობლებს პატივს არ სცემდნენ, ასევე ქვებით ჩაქოლეს. ყოველივე ეს იეჰოვას მიერ იყო დადგენილი. იეჰოვამ დააწესა თავისი მცნებები და კანონები, რათა ცხოვრებაში წარმართვის ჟამს მათთვის ხალხს მოესმინა და დამორჩილებოდა მის სიტყვას და არ ეურჩა მას. იგი ამ კანონებს ახალშობილ კაცობრიობაზე მეთვალყურეობისთვის იყენებდა რათა უკეთ მოემზადებინა საფუძველი მომავალში თავის საქმეთა კეთებისთვის. და ამრიგად, იეჰოვას მიერ შესრულებულ საქმეთა საფუძველზე, პირველი ეპოქა სჯულისკანონის ჟამად იყო წოდებული. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ მრავალი სიტყვა თქვა და მრავალი საქმე აღასრულა, იგი მათ მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ იყენებდა და ასწავლიდა ამ უმეცარ ხალხს თუ როგორ მოქცეულიყვნენ, როგორ ეცხოვრათ და როგორ გაჰყოლოდნენ იეჰოვას გზას. უმეტესწილად საქმენი მისი, წარმართული იყო იმ ადამიანთა საზრუნველად, რომლებიც ზერელედ იყვნენ გარყვნილნი; და ისინი არ ისახავდნენ მიზნად მათი ბუნების გარდაქმნას ან მათი ცხოვრების გაუარესებას. იგი მხოლოდ კანონების მეშვეობით ცდილობდა ხალხის შეკავებას და მათზე ზემოქმედების მოხდენას. იმდროინდელი ისრაელი ხალხისთვის იეჰოვა მხოლოდ ტაძარში მყოფი ღმერთი იყო, ღმერთი ზეცაში. იგი იყო ღრუბლის სვეტი, ცეცხლის სვეტი. ყოველივე, რასაც იეჰოვა მათგან მოითხოვდა, ეს იყო მისდამი მორჩილება, რასაც ხალხი დღეს, როგორც მის კანონებსა და მცნებებს იცნობს - შეიძლება ითქვას, როგორც განაწესებს - რადგან ის, რასაც იეჰოვა აკეთებდა, არ იყო მათი გარდაქმნისთვის გამიზნული, არამედ იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ იმაზე უფრო მეტი, რაც ადამიანს უნდა ჰქონოდა და საკუთარი პირით მოძღვრავდა მათ, რადგან, შექმნის შემდეგ, ადამიანს არ გააჩნდა ის, რაც უნდა ჰქონოდა. და ამგვარად, იეჰოვამ მისცა ხალხს ის, რაც უნდა ჰქონოდა დედამიწაზე ცხოვრებისთვის, შექმნა ის ხალხი, რომელსაც იგი უძღოდა, რომ მას წინაპრებზე, ადამსა და ევაზე, მეტი ჰქონოდა, რადგან ის, რაც იეჰოვამ მისცა მას, აღემატებოდა იმას, რაც მან თავდაპირველად ადამსა და ევას უბოძა. მიუხედავად ამისა, საქმენი, რომლებიციეჰოვამ ისრაელში აღასრულა, მხოლოდ ხალხის მოთავეობისთვის და მის მიერ შემოქმედის აღიარებისთვის იყვნენ წარმართულნი. მან არ დაიპყრო და არ გარდაქმნა ის, არამედ უბრალოდ მოთავეობდა მას. ეს არის იეჰოვას საქმეთა ერთობლიობა სჯულისკანონის ჟამს. ეს არის საფუძველი, რეალური ამბავი, მის საქმეთა არსი სრულიად ისრაელის ქვეყანაში და მის მიერ ექვსათასწლიანი საქმეთა წარმართვის დასაწყისი - კაცობრიობის შენარჩუნებისა იეჰოვას ხელქვეით მოსაქცევად. აქედან საწყისი მიეცა მის საქმეთა აღსრულებას მის მერ დასახულ ექვსათასწლიანი მართვის გეგმაში.

სქოლიო:

ა. ორიგინალი ტექსტი არ შეიცავს ფრაზას - „რომელთაც უნდა დამორჩილებოდნენ“.

წინა:  სახარების გავრცელების საქმიანობა ადამიანის გადარჩენის საქმიანობაც არის

შემდეგი:  ხსნის ეპოქის მსახურების რეალური ისტორია

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger