ქრისტეს გამონათქვამები დასაწყისში — თავი 2

ფილადელფიის ეკლესია ჩამოყალიბდა, რაც მთლიანად ღვთის მადლისა და წყალობის დამსახურებაა. წმინდანებში ღვთისმოყვარე გულები იბადება; ისინი არ მერყეობენ თავიანთ სულიერ გზაზე. ისინი მტკიცედ ინარჩუნებენ რწმენას, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი განკაცდა, რომ იგი არის სამყაროს თავი, რომელიც განაგებს ყოველივეს: ეს დადასტურებულია სულიწმიდის მიერ, ეს უდავოა! და ეს არასოდეს შეიცვლება!

ჰოი, ყოვლისშემძლე ღმერთო! დღეს სწორედ შენ აგვიხილე სულიერი თვალები, რათა ბრმებმა დაინახონ, დავარდნილებმა გაიარონ და კეთროვნები განიკურნონ. სწორედ შენ გააღე ზეცის სარკმელი, რათა დაგვენახა სულიერი სამყაროს საიდუმლოებანი. შენი წმინდა სიტყვებით განმსჭვალვა და სატანის მიერ გახრწნილი ჩვენი ადამიანობისგან ხსნა — ასეთია შენი უზომოდ დიადი საქმე და შენი უზომოდ დიდი წყალობა. ჩვენ შენი მოწმეები ვართ!

შენ დიდი ხნის განმავლობაში იყავი მდუმარედ თავმდაბალი და დაფარული. შენ გაიარე მკვდრეთით აღდგომა, ჯვარცმის ტანჯვა, ადამიანური ცხოვრების სიხარული და მწუხარება, დევნა და გასაჭირი; შენ გამოსცადე და იგემე ადამიანთა სამყაროს ტკივილი და ეპოქამ მიგატოვა. განკაცებული ღმერთი თავად ღმერთია. ღვთის ნებით შენ გვიხსენი ნეხვის გროვიდან, აღგვამაღლე შენი მარჯვენით და უსასყიდლოდ მოგვმადლე შენი მადლი. ძალისხმევის დაუშურებლად შენი სიცოცხლე ჩანერგე ჩვენში; შენი სასიცოცხლო ენერგიადა ის ფასი, რაც შენ გადაიხადე, წმინდანებზეა აღბეჭდილი. ჩვენ ვართ შენი სასიცოცხლო ენერგიის ნაყოფი[a]; ჩვენ ვართ ის ფასი, რაც შენ გადაიხადე.

ჰოი, ყოვლისშემძლე ღმერთო! სწორედ შენი სიკეთისა და წყალობის, შენი სამართლიანობისა და დიდებულების, შენი სიწმინდისა და თავმდაბლობის გამოა, რომ შენი რჩეული ურიცხვი ხალხი დაემხობა შენ წინაშე და თაყვანს გცემს უკუნითი უკუნისამდე.

დღეს შენ სრულქმენი ყველა ეკლესია — ფილადელფიის ეკლესია — და შენი 6000 წლიანი მართვის გეგმა აღსრულდა. წმინდანებს შეუძლიათ თავმდაბლად დაგემორჩილონ, გაერთიანებულნი სულით და სიყვარულით გამოგყვნენ დაკავშირებულნი წყაროსთან. სიცოცხლის ცოცხალი წყალი განუწყვეტლივ მოედინება, რეცხავს და წმენდს ეკლესიაში არსებულ ყოველგვარ ტალახსა და სიბინძურეს და კვლავ განწმენდს შენს ტაძარს. ჩვენ შევიცანით პრაქტიკული ჭეშმარიტი ღმერთი, ვიარეთ მისი სიტყვების შესაბამისად და შევიმეცნეთ საკუთარი ფუნქციები და მოვალეობები, ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა ეკლესიისთვის გავიღოთ თავი. მარად მდუმარენი შენ წინაშე, ყურად ვიღებთ სულიწმიდის საქმეს, რათა შენი ნება არ შეფერხდეს ჩვენში. წმინდანთა შორის ორმხრივი სიყვარულია და ზოგიერთის ძლიერი მხარეები სხვების ნაკლოვანებებს შეავსებს. მათ შეუძლიათ მუდამ სულით იარონ სულიწმიდის მიერ ნათელმოფენილებმა და გაცისკროვნებულებმა. ისინი ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ახორციელებენ მისი გაგებისთანავე. ისინი ფეხს უწყობენ ახალ ნათელს და მიჰყვებიან ღვთის ნაბიჯებს.

აქტიურად ითანამშრომლეთ ღმერთთან; მისთვის მმართველობის გადაცემა ნიშნავს მასთან ერთად სიარულს. ყველა ჩვენი საკუთარი იდეა, წარმოდგენა, მოსაზრება და ამქვეყნიური საზრუნავი კვამლივით ქრება ჰაერში. ჩვენ ვუთმობთ ღმერთს სრულ უფლებას, უზენაესად იმეფოს ჩვენს სულებში, დავდივართ მასთან ერთად და ამგვარად სულიერად ვმაღლდებით, ვძლევთ წუთისოფელს და ჩვენი სულები თავისუფლად დაფრინავენ და აღწევენ განთავისუფლებას: ეს არის შედეგი, როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთი მეფობს. როგორ შეგვიძლია არ ვიცეკვოთ და არ ვიმღეროთ სადიდებლად, არ მივუძღვნათ ჩვენი ქება, არ შევწიროთ ახალი საგალობლები?

ჭეშმარიტად არსებობს ღვთის განდიდების მრავალი გზა: მისი სახელის მოხმობა, მასთან მიახლოება, მასზე ფიქრი, ლოცვით კითხვა, თანაზიარებაში ჩართვა, ჭვრეტა, ფიქრი, ლოცვა და სადიდებელი სიმღერები. ამგვარ განდიდებაში არის სიამოვნება და არის მირონცხება. განდიდებაში არის ძალა და ასევე არის ტვირთი. განდიდებაში არის რწმენა და არის ახალი წვდომა.

აქტიურად ითანამშრომლეთ ღმერთთან, ითანამშრომლეთ მსახურებისას და გახდით ერთი მთლიანობა, შეასრულეთ ყოვლისშემძლე ღვთის განზრახვები, იჩქარეთ, რომ გახდეთ წმინდა სულიერი სხეული, გადათელეთ სატანა და ბოლო მოუღეთ სატანის ბედს. ფილადელფიის ეკლესია ზეატაცებულ იქნა ღვთის წინაშე და ცხადდება მის დიდებაში.

სქოლიო:

ორიგინალი ტექსტი არ შეიცავს ფრაზას „ნაყოფი“.

წინა:  ქრისტეს გამონათქვამები დასაწყისში — თავი 1

შემდეგი:  ქრისტეს გამონათქვამები დასაწყისში — თავი 3

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger