ქრისტეს გამონათქვამები დასაწყისში — თავი 3
გამარჯვებული მეფე ზის თავის დიდებულ ტახტზე. მან აღასრულა გამოსყიდვა და წარუძღვა მთელ თავის ხალხს, რათა დიდებით გამოჩენილიყვნენ. მას უპყრია ყოველივე თავის ხელში და თავისი ღვთაებრივი სიბრძნითა და ძლიერებით მან ააშენა და განამტკიცა სიონი. თავისი დიდებულებით იგი განსჯის ცოდვილ წუთისოფელს; მან განსაჯა უთვალავი ერი და ხალხი, დედამიწა და ზღვები და მათში არსებული ყოველი ცოცხალი არსება ისევე, როგორც ისინი, ვინც გარყვნილების ღვინით არიან მთვრალნი. ღმერთი უთუოდ განსჯის მათ და უთუოდ განურისხდება მათ და მისი დიდებულება გაცხადდება. მისი სამსჯავრო იქნება მყისიერი და დაუყოვნებლივ აღსრულდება. მისი რისხვის ცეცხლი უთუოდ ფერფლად აქცევს მათ საზარელ ცოდვებს და უბედურება ნებისმიერ წამს დაატყდებათ თავს; ვერ იპოვიან თავის დაღწევის გზას და არ ექნებათ დასამალი ადგილი, იტირებენ და კბილების ღრჭენას დაიწყებენ და თავადვე დაიღუპავენ საკუთარ თავს.
ღვთის საყვარელი გამარჯვებული ძენი უთუოდ დარჩებიან სიონში და არასოდეს დატოვებენ მას. ღვთის უთვალავი რჩეული ხალხი ყურადღებით მოუსმენს მის ხმას, გულდასმით დააკვირდება მის ქმედებებს და მათ მიერ ქება-დიდების აღვლენა არასოდეს შეწყდება. ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი გამოჩნდა! სულიერად ვიქნებით მასში დარწმუნებულნი და კვალდაკვალ მივყვებით მას; მთელი ძალით გავიჭრებით წინ და აღარ ვიყოყმანებთ. წუთისოფლის შედეგი ჩვენ თვალწინ იშლება; სათანადო ეკლესიური ცხოვრება ისევე, როგორც ადამიანები, მოვლენები და საგნები, რომლებიც გარს გვახვევია, ახლაც კი აძლიერებს ჩვენს წვრთნას. ვიჩქაროთ, რათა დავიბრუნოთ ჩვენი გულები, რომლებსაც ასე უყვარს წუთისოფელი! ვიჩქაროთ, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხილვა, რომელიც ასე დაბინდულია! შევაჩეროთ ჩვენი ნაბიჯები, რათა არ გადავკვეთოთ საზღვრები. დავადუმოთ ჩვენი ბაგენიი, რათა ვიაროთ ღვთის სიტყვით და აღარ ვიდავოთ ჩვენს საკუთარ მოგებასა და წაგებაზე. აჰ, შეელიეთ მას — თქვენს ხარბ ლტოლვას წუთისოფლისა და სიმდიდრის მიმართ! ოჰ, გათავისუფლდით მისგან — თქვენი ქმრების, ქალიშვილებისა და ვაჟებისადმი აკვიატებული მიჯაჭვულობისგან! ოჰ, ზურგი აქციეთ მათ — თქვენს შეხედულებებსა და ცრურწმენებს! ოჰ, გამოიღვიძეთ; დრო ცოტაა! აიხედეთ, აიხედეთ მაღლა, სულის სიღრმიდან და მიეცით ღმერთს საშუალება, იბატონოს. რაც არ უნდა მოხდეს, არ გახდეთ კიდევ ერთი ლოტის ცოლი. რაოდენ შესაბრალისია იყო მიტოვებული! მართლაც რაოდენ შესაბრალისია! აჰ, გამოიღვიძეთ!