თავი 50

ყველა ეკლესიამ და წმინდანმა უნდა გაიხსენოს წარსული და ასევე გაიხედოს მომავლისკენ: თქვენი წარსული ქმედებებიდან რამდენი იყო სტანდარტის შესაბამისი და რამდენმა მათგანმა შეიტანა წვლილი სასუფევლის შენებაში? ნუ გგონიათ საკუთარი თავი ჭკვიანი! ნათლად უნდა ხედავდეთ საკუთარ ნაკლოვანებებს და გესმოდეთ თქვენივე მდგომარეობა. ვიცი, რომ არცერთ თქვენგანს არ სურს რაიმე ძალისხმევის გაღება ან დროის დახარჯვა ამ კუთხით, ამიტომაც ვერაფერს იძენთ. მთელ დროს უქმად ატარებთ ჭამაში, სმასა და გართობაში. როდესაც რამდენიმე თქვენგანი იკრიბება, ერთობით და ყურადღებას არ აქცევთ ცხოვრების სულიერ საკითხებზე თანაზიარებას ან ერთმანეთისთვის სიცოცხლის გაზიარებას. ვერ ავიტან იმის ყურებას, თუ როგორ იცინით და ხუმრობთ საუბრისას. და მაინც, ასეთი უგუნურები ხართ — ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ მაინც ვერ იგებთ ჩემი ნათქვამის მნიშვნელობას — განა ეს სრულიად ნათელი არ არის? მსგავსი რამ ადრეც მითქვამს, მაგრამ მაინც არ იღებთ და არ აღიარებთ იმას, რასაც ვამბობ; ფიქრობთ, რომ არასწორად მესმის თქვენი, ფიქრობთ, რომ ის, რასაც ვამბობ, არ არის რეალური. ან იქნებ ეს ასე არ არის?

თუ ჩემთან ზედაპირულად მოიქცევი, გვერდზე გაგწევ. კიდევ გაბედე დაუდევრად მოქცევა! კიდევ გაბედე უყურადღებოდ და წინდაუხედავად მოქცევა! ჩემი სიტყვები საჭრეთელია; ყველაფერი, რაც არ შეესაბამება ჩემს განზრახვებს, ამ საჭრეთელით ამოიკვეთება და არ გჭირდება ზედმეტად ზრუნვა საკუთარ თავმოყვარეობაზე. გამოგთლი, რათა ჩამოყალიბდე და ჩემი განზრახვების შესაბამისი იყო. არასწორად ნუ გაიგებ ჩემს განზრახვას; ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ მაქსიმალურად გაითვალისწინებ ჩემს ნებას. მცირედი ყურადღებაც რომ გამოიჩინო, ზიზღით არ უარგყოფ. მუდამ დაუფიქრებლად ნუ უგულებელყოფ ამას; უნდა დაუშვა, რომ ჩემი ნება მუდმივად აღსრულდეს შენში.

ბევრი წმინდანი სხვადასხვა საფეხურზეა; ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას სხვადასხვა ფუნქცია გაქვთ. მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთოთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა გულწრფელად გაიღოთ თავი ჩემთვის; თქვენი მოვალეობაა, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. ამ საქმისადმი თავდადებულნი უნდა იყოთ და სიხარულით მზადმყოფნი. ნამდვილად არ უნდა იყოთ გულგრილნი! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი სამსჯავრო მუდამ თავს დაგატყდებათ; თქვენი ხორციელი სხეულები, სულები და სამშვინველები ვერ შეძლებენ მის ატანას და თქვენ მიეცემით ტირილსა და კბილთა ღრჭენას.

წინა:  თავი 44

შემდეგი:  თავი 51

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger