თავი 52

მე მოგევლინებით, როგორც სამართლიანობის მზე და მე და თქვენ ერთად მოვიპოვებთ დიდებას და დავტკბებით უხვი კურთხევით უკუნითი უკუნისამდე! ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება და ამან უკვე დაიწყო თქვენზე აღსრულება. რადგან ყველაფერს, რაც აღგითქვით, შეგისრულებთ; ყველაფერი, რასაც ვამბობ, რეალობაა და არასოდეს დარჩება აღუსრულებელი. ეს უხვი კურთხევა თქვენზე გადმოვიდა და სხვას არავის შეუძლია მისი წართმევა; ეს ჩემთან ერთსულოვანი თანამშრომლობით შესრულებული თქვენი მსახურების ნაყოფია. უკუაგდეთ თქვენი რელიგიური წარმოდგენები; ირწმუნეთ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტება და ნუ შეგეპარებათ ეჭვი! მე არ გეხუმრებით; რასაც ვამბობ, იმას ვგულისხმობ. ვისაც კურთხევას ვანიჭებ, ის იღებს მას, ხოლო ვისაც არ ვანიჭებ კურთხევას, ის ვერაფერს იღებს. ყოველივე ეს ჩემ მიერ არის განსაზღვრული. მიწიერი დოვლათი სრულიად უმნიშვნელოა! ჩემს თვალში ის სხვა არაფერია, თუ არა ნეხვი, რომელიც ერთ გროშადაც არ ფასობს. ამიტომ, თქვენ ზედმეტად არ უნდა აფასებდეთ მიწიერ სიამოვნებებს. განა ჩემთან ერთად ზეციური კურთხევით ტკბობა უაღრესად მნიშვნელოვანი და სასიკეთო არ არის?

წარსულში ფაქტები არ იყო გაცხადებული და მე ღიად არ გამოვჩენილვარ; მაშინ თქვენ ეჭვი გეპარებოდათ ჩემში და ვერ ბედავდით, გერწმუნათ ჩემი არსებობა. თუმცა, ახლა ყოველივე გაცხადდა და მე მოვევლინე, როგორც სამართლიანობის მზე — ამიტომ, თუ კვლავ ეჭვობთ, რას იტყვით ამაზე? როდესაც სიბნელე ფარავდა დედამიწას, საპატიებელი იყო, რომ სინათლეს ვერ ხედავდით, მაგრამ ახლა, როცა მზემ გაანათა ყველა ბნელი კუთხე, დაფარული გაცხადდა და დამალული გამჟღავნდა — თუ კვლავ ეჭვობთ, მე ასე ადვილად არ გაპატიებთ! ახლა დროა, სრულიად დარწმუდნეთ ჩემში, მომიძღვნათ საკუთარი თავი და გაიღოთ თავი ჩემთვის. თუ ვინმე ოდნავ მაინც გამიწევს წინააღმდეგობას, სამსჯავროს ცეცხლი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაუყოვნებლივ დაატყდება მას თავს — რადგან ახლა დადგა შეუბრალებელი სამსჯავროს დრო და მათთვის, ვისი ფიქრები და აზრებიც არ არის მართალი, სამსჯავრო სწრაფად დადგება. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი მნიშვნელობა ნათქვამისა: „ჩემი საქმე მოელვარე ელვასავითაა“.

ის ძალიან სწრაფად მიიწევს წინ; შეუძლებელია, არ გააკვირვოს და არ შეაშინოს ხალხი, ის აღარ ითმენს დაყოვნებას და შეჩერებას. რაც უფრო მეტად სრულდება ჩემი საქმე, მით უფრო სწრაფად მიიწევს იგი წინ; ვინც არ არის ფხიზლად და მომზადებული, მუდამ მიტოვების საფრთხის წინაშე დგას. აღარ უნდა გქონდეთ ჭვით სავსე გული. ჩემი საქმე სრულად გარდამოვიდა და ფართოვდება, რათა მოიცვას წარმართი ერები და მთელი სამყარო. სამსჯავროს ცეცხლი დაუნდობელია და არავის მიმართ იჩენს წყალობასა თუ სიყვარულს. თუ ღვთის ერთგულ ადამიანებს აქვთ არასწორი ფიქრები და აზრები ან ოდნავ მაინც ეწინააღმდეგებიან მას, ისინიც განიკითხებიან; ამის ეჭვიც არ არსებობს. ვისაც ჩემი ნათელი მოეფინება, ის იცხოვრებს ნათელში, იმოქმედებს ნათელში და მომემსახურება გზის ბოლომდე. ისინი, ვინც არ ცხოვრობენ ნათელში, სიბნელეში ცხოვრობენ. მე მივიღებ გადაწყვეტილებას მათი განსჯის შემდეგ იმის მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებათ თავიანთი ცოდვების აღიარების მიმართ.

ჩემი დღე დადგა. „ჩემი დღე“, რომელიც წარსულში ვახსენე, ახლა თქვენს თვალწინაა, რადგან თქვენ ჩემთან ერთად გარდამოხვედით. მე შენთან და შენ ჩემთან; ჩვენ შევხვდით ჰაერში და ერთად მოვიპოვეთ დიდება. ჩემი დღე ჭეშმარიტად სრულად დადგა!

წინა:  თავი 51

შემდეგი:  თავი 53

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger