თავი 54
მე ზედმიწევნით კარგად ვიცი თითოეული ეკლესიის მდგომარეობა. ნუ იფიქრებთ, რომ არ მესმის ან ნათელი წარმოდგენა არ მაქვს მათზე. რაც შეეხება ეკლესიებში მყოფ სხვადასხვა ადამიანს, მათ შესახებ კიდევ უფრო ნათელი გაგება და ცოდნა მაქვს. ახლა ჩემი გადაუდებელი განზრახვაა შენი გაწვრთნა, რათა უფრო სწრაფად მიაღწიო სულიერ სიმწიფეს; რათა უფრო მალე დადგეს ის დღე, როდესაც ჩემთვის გამოსადეგი იქნები; რათა თქვენი ქმედებები სავსე იყოს ჩემი სიბრძნით, რათა შეძლოთ ღვთის გამოვლენა, სადაც არ უნდა იყოთ. ამგვარად, ჩემი საბოლოო მიზანი მიღწეული იქნება. ჩემო ძენო! უნდა გაითვალისწინოთ ჩემი განზრახვები. ნუ მაიძულებთ, ხელით გატაროთ, როდესაც გასწავლით. უნდა ისწავლოთ ჩემი განზრახვების წვდომა და საგნის არსის დანახვა. ეს მოგცემთ საშუალებას, ყოველ წამოჭრილ საქმეს თითის ერთი დატკაცუნებით, მარტივად გაუმკლავდეთ. წვრთნისას, შესაძლოა პირველივე ჯერზე ვერ შეძლოთ მისი აღქმა — მაგრამ სცადეთ მეორედ, მესამედ და ასე შემდეგ; საბოლოოდ შეძლებთ ჩემი განზრახვების წვდომას.
თქვენს სიტყვებს ყოველთვის დაჰკრავს გაუგებრობის ეფერი, თუმცა გგონიათ, რომ ეს სიბრძნეა, არა? ზოგჯერ თქვენს სიტყვებში უმორჩილებლობა გამოსჭვივის, ზოგჯერ ხუმრობით საუბრობთ, ზოგჯერ კი თქვენს ნათქვამში ადამიანური წარმოდგენები და შურია გარეული… მოკლედ რომ ვთქვათ, დაკვირვებით არ საუბრობთ, არ იცით, როგორ გაუზიაროთ სიცოცხლე სხვებს ან როგორ ჩასწვდეთ მათ მდგომარეობებს, არამედ დაუდევრად ეწევით თანაზიარებას. თქვენი აზროვნება ბუნდოვანია და წარმოდგენა არ გაქვთ, რა არის სიბრძნე და რა — მზაკვრობა. რაოდენ გონებაარეულები ხართ! მზაკვრობასა და სიმრუდეს სიბრძნედ მიიჩნევთ; განა ეს არ შეარცხვენს ჩემს სახელს? განა ეს ჩემი გმობა არ არის? განა ეს ჩემ წინააღმდეგ ცრუ ბრალდება არ არის? მაშ, რა არის ის მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეთ? კარგად დაფიქრებულხართ ამაზე? ისწრაფვოდით კი ამ საკითხთან მიმართებაში? გეუბნებით, ჩემი განზრახვები არის ის მიმართულება და მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეთ. ასე რომ არ იყოს, ყველაფერი ამაო იქნებოდა. ვისაც არ ძალუძს, ჩაწვდეს ჩემს განზრახვებს, მან არ იცის, როგორ ისწრაფვოდეს; სწორედ ასეთები იქნებიან მიტოვებულნი და განდევნილნი! ნათელია, რომ ჩემი განზრახვების წვდომა არის პირველი გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლოთ. ეს ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა და დაყოვნებას არ ითმენს! აღარ დაელოდოთ, რომ სათითაოდ მიგითითოთ! მთელ დღეებს ატარებთ გაშეშებულნი და გონებაჩლუნგნი, გაოგნებულნი და დაბნეულნი. რაოდენ უგუნურებაა! სინამდვილეში ასეთი გონებაარეულები ხართ! არ ითვალისწინებთ ჩემს განზრახვებს! ჰკითხეთ საკუთარ თავს: მოქმედებისას რამდენჯერ ჩასწვდომიხართ ჩემს განზრახვებს? ახლა თქვენი წვრთნის დროა! შეუძლებელია, სათითაოდ გსხლათ! უნდა ისწავლოთ გამოცდილების მიღება და მოქმედებისას გამჭრიახობისა და სიბრძნის შეძენა. თქვენი ბაგეებიდან გამოსული სიტყვები კარგი და მშვენიერია, მაგრამ როგორია რეალობა? როდესაც რეალობის წინაშე დგებით, საერთოდ არ შეგიძლიათ საქმის შესრულება. რასაც ამბობთ, არასოდეს შეესაბამება რეალობას. ჭეშმარიტად, გული ვერ მითმენს, როცა ვუყურებ იმას, რასაც აკეთებთ; ამის დანახვაზე საშინელ მწუხარებას ვგრძნობ. დაიმახსოვრეთ ეს! მომავალში, ისწავლეთ ჩემი განზრახვების წვდომა!